რივაროქსაბანი სტადა
Rivaroxabán STADA
ეს მედიკამენტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას რივაროქსაბანს. გამოიყენება მოზრდილებში: - ტვინში (ინსულტი) ან სხეულის სხვა სისხლძარღვებში სისხლის კოლტების წარმოქმნის პრევენციისთვის, თუ გაქვთ არარეგულარული გულის რიტმი, რომელსაც არასარქვლოვანი წინაგულების ფიბრილაცია ეწოდება. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- რივაროქსი (rivaroxaban)
- ფორმა და შეფუთვა
- 15მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
- მწარმოებელი
- Hemofarm A.D., სერბეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტითრომბოზული საშუალებები, Xa ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- B01AF01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044854
- რეგისტრირებულია
- 20 თებერვალი 2026, მოქმედებს 31 ივლისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „შორე“
რივაროქსაბანი სტადა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ეს მედიკამენტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას რივაროქსაბანს.
გამოიყენება მოზრდილებში:
- ტვინში (ინსულტი) ან სხეულის სხვა სისხლძარღვებში სისხლის კოლტების წარმოქმნის პრევენციისთვის, თუ გაქვთ არარეგულარული გულის რიტმი, რომელსაც არასარქვლოვანი წინაგულების ფიბრილაცია ეწოდება.
- ფეხების ვენებში (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვების სისხლძარღვებში (ფილტვის ემბოლია) სისხლის კოლტების სამკურნალოდ და ფეხების და/ან ფილტვების სისხლძარღვებში ამ სისხლის კოლტების ხელახლა წარმოქმნის პრევენციისთვის.
ეს მედიკამენტი გამოიყენება 18 წლამდე ასაკის და 30 კგ ან მეტი წონის ბავშვებსა და მოზარდებში შემდეგი მიზნებისთვის:
- სისხლის კოლტების სამკურნალოდ და ფილტვების ვენებში ან სისხლძარღვებში მათი ხელახლა წარმოქმნის პრევენციისთვის, სისხლის კოლტების სამკურნალოდ გამოყენებული ინექციური მედიკამენტებით მინიმუმ 5 დღიანი საწყისი მკურნალობის შემდეგ.
რივაროქსაბანი მიეკუთვნება ანტითრომბოზული პრეპარატების ჯგუფს. ის მოქმედებს შედედების ფაქტორის (Xa ფაქტორი) ბლოკირებით და ამით ამცირებს სისხლის შედედებისადმი მიდრეკილებას.
- რა უნდა ვიცოდეთ რივაროქსაბანი სტადას მიღების დაწყებამდე
მიღების წესი და დოზირება
ამ მედიკამენტის მიღებისას ზუსტად დაიცავით ექიმის მითითებები. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად.
ტაბლეტები გადაყლაპეთ, სასურველია წყალთან ერთად.
თუ ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვა გიჭირთ, მიმართეთ ექიმს ამ მედიკამენტის მიღების სხვა გზების შესახებ. ტაბლეტი შეიძლება დაფხვნათ და წყალში ან ვაშლის პიურეში შეურიოთ მიღებამდე. ნარევი დაუყოვნებლივ უნდა გადაყლაპოთ საკვებთან ერთად.
საჭიროების შემთხვევაში, ექიმს ასევე შეუძლია ამ მედიკამენტის დაფხვნილი ტაბლეტის მიცემა საკვები მილის მეშვეობით.
რა დოზა უნდა მიიღოთ
- ტვინში (ინსულტი) ან სხეულის სხვა სისხლძარღვებში სისხლის კოლტების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად. რეკომენდებული დოზაა რივაროქსაბანის ერთი 20 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ.
თუ თირკმლის პრობლემები გაქვთ, დოზა შეიძლება შემცირდეს რივაროქსაბანის ერთ 15 მგ ტაბლეტამდე დღეში ერთხელ.
თუ გჭირდებათ გულში დახშული სისხლძარღვების სამკურნალო პროცედურა (პერკუტანული კორონარული ინტერვენცია - PCI სტენტის ჩადგმით), არსებობს შეზღუდული მტკიცებულება, რომ დოზა შემცირდეს რივაროქსაბანის ერთ 15 მგ ტაბლეტამდე დღეში ერთხელ (ან ერთ 10 მგ რივაროქსაბანის ტაბლეტამდე დღეში ერთხელ, თუ თირკმელები არ მუშაობს სწორად) ანტიაგრეგანტულ პრეპარატთან, როგორიცაა კლოპიდოგრელი.
- ფეხების ვენებსა და ფილტვების სისხლძარღვებში სისხლის კოლტების სამკურნალოდ და სისხლის კოლტების რეციდივის თავიდან ასაცილებლად.
რეკომენდებული დოზაა რივაროქსაბანის ერთი 15 მგ ტაბლეტი დღეში ორჯერ პირველი 3 კვირის განმავლობაში. 3 კვირის შემდეგ მკურნალობისთვის რეკომენდებული დოზაა ერთი 20 მგ რივაროქსაბანის ტაბლეტი დღეში ერთხელ.
სისხლის კოლტების მკურნალობის მინიმუმ 6 თვის შემდეგ, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს მკურნალობის გაგრძელება ერთი 10 მგ ტაბლეტით დღეში ერთხელ ან ერთი 20 მგ ტაბლეტით დღეში ერთხელ.
თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები და იღებთ ერთ 20 მგ რივაროქსაბანის ტაბლეტს დღეში ერთხელ, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს თქვენი დოზის შემცირება ერთ 15 მგ რივაროქსაბანის ტაბლეტამდე დღეში ერთხელ 3 კვირის შემდეგ, თუ სისხლდენის რისკი აღემატება კიდევ ერთი სისხლის კოლტის განვითარების რისკს.
- ბავშვები და მოზარდები: რივაროქსაბანის დოზა დამოკიდებულია სხეულის წონაზე და გამოითვლება ექიმის მიერ.
- 30 კგ-დან 50 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისა და მოზარდებისთვის რეკომენდებული დოზაა ერთი 15 მგ რივაროქსაბანის ტაბლეტი დღეში ერთხელ.
- 50 კგ ან მეტი წონის ბავშვებისა და მოზარდებისთვის რეკომენდებული დოზაა ერთი 20 მგ რივაროქსაბანის ტაბლეტი დღეში ერთხელ.
რივაროქსაბანის თითოეული დოზა მიიღეთ სასმელთან ერთად (მაგ., წყალთან ან წვენთან) ჭამის დროს. ტაბლეტები მიიღეთ დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ყოველდღე. განიხილეთ მაღვიძარას დაყენება, რომ შეგახსენოთ მიღების დრო. მშობლები ან მზრუნველები: დააკვირდით ბავშვს, რათა დარწმუნდეთ, რომ მან მიიღო სრული დოზა.
რადგან რივაროქსაბანის დოზა დამოკიდებულია სხეულის წონაზე, მნიშვნელოვანია ექიმთან ყველა დაგეგმილ ვიზიტზე დასწრება, რადგან დოზის კორექტირება შეიძლება საჭირო გახდეს წონის ცვლილებისას.
არასოდეს დაარეგულიროთ რივაროქსაბანის დოზა დამოუკიდებლად. საჭიროების შემთხვევაში, ექიმი დაარეგულირებს დოზას.
არ გაყოთ ტაბლეტი დოზის მცირე ნაწილის მისაღებად. თუ საჭიროა უფრო დაბალი დოზა, გთხოვთ, გამოიყენოთ რივაროქსაბანის გრანულების ალტერნატიული ფორმა პერორალური სუსპენზიისთვის.
ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაბლეტების მთლიანად გადაყლაპვა, გთხოვთ, გამოიყენოთ რივაროქსაბანის გრანულები პერორალური სუსპენზიისთვის.
თუ პერორალური სუსპენზია არ არის ხელმისაწვდომი, შეგიძლიათ რივაროქსაბანის ტაბლეტი დაფშვნათ და შეურიოთ წყალს ან ვაშლის პიურეს მიღებამდე. ამ ნარევის მიღების შემდეგ მიირთვით რამე. საჭიროების შემთხვევაში, ექიმს შეუძლია რივაროქსაბანის დაქუცმაცებული ტაბლეტი კუჭში ჩადგმული საკვები მილის მეშვეობითაც მოგაწოდოთ.
თუ გადმოანერწყვებთ დოზას ან აღებინებთ
- ამ მედიკამენტის მიღებიდან 30 წუთზე ნაკლებ დროში, მიიღეთ კიდევ ერთი დოზა.
- ამ მედიკამენტის მიღებიდან 30 წუთზე მეტ დროში, არ მიიღოთ კიდევ ერთი დოზა. ამ შემთხვევაში, ამ მედიკამენტის შემდეგი დოზა ჩვეულ დროს მიიღეთ.
დაუკავშირდით ექიმს, თუ ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ დოზას განმეორებით გადმოანერწყვებთ ან აღებინებთ.
როდის უნდა მიიღოთ რივაროქსაბანი სტადა
მიიღეთ ტაბლეტი ყოველდღე, სანამ ექიმი არ გეტყვით შეწყვეტას.
ეცადეთ, ტაბლეტი მიიღოთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, რათა არ დაგავიწყდეთ მისი მიღება.
თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რამდენ ხანს უნდა გააგრძელოთ მკურნალობა.
ტვინში (ინსულტი) ან სხვა სისხლძარღვებში სისხლის კოლტების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად:
თუ გულისცემის ნორმალიზება აუცილებელია კარდიოვერსიის სახელით ცნობილი პროცედურის მეშვეობით, მიიღეთ ეს წამალი ექიმის მიერ დანიშნულ დროს.
თუ დაგავიწყდათ რივაროქსაბანი სტადას მიღება
- მოზრდილები, ბავშვები და მოზარდები:
თუ დღეში ერთხელ იღებთ ერთ 20 მგ ან ერთ 15 მგ ტაბლეტს და გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის არ მიიღოთ ერთ ტაბლეტზე მეტი ერთ დღეში. მიიღეთ შემდეგი ტაბლეტი მომდევნო დღეს და შემდეგ განაგრძეთ ერთი ტაბლეტის მიღება ყოველდღე.
- მოზრდილები:
თუ დღეში ორჯერ იღებთ ერთ 15 მგ ტაბლეტს და გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. ერთ დღეში არ მიიღოთ ორ 15 მგ ტაბლეტზე მეტი. თუ გამოტოვეთ დოზა, შეგიძლიათ ერთდროულად მიიღოთ ორი 15 მგ ტაბლეტი, სულ ორი ტაბლეტი (30 მგ) ერთ დღეში.
მეორე დღეს განაგრძეთ ერთი 15 მგ ტაბლეტის მიღება დღეში ორჯერ.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რივაროქსაბანი სტადას დოზა
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ მიიღეთ ამ პრეპარატის ჭარბი დოზა. რივაროქსაბანის ჭარბი დოზა ზრდის სისხლდენის რისკს.
დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან დარეკეთ ეროვნულ ტოქსიკოლოგიურ ცენტრში (ესპანეთი), ტელეფონის ნომერზე 91 562 04 20, მიუთითეთ მედიკამენტი და მიღებული რაოდენობა.
დასმულია შტამპი: შპს ლაბორატორია სტადა
ფრედერიკ მომპოუს ქ. N 5
08960 სანტ ხუსტ დესვერნი (ბარსელონა)
საიდენტიფიკაცო ნომერი: B-28882777
/ხელმოწერილია/
თუ შეწყვეტთ რივაროქსაბანი სტადას მიღებას
არ შეწყვიტოთ ამ მედიკამენტის მიღება ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე, რადგან ეს მედიკამენტი ხელს უშლის მწვავე მდგომარეობის განვითარებას.
თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
- თუ გაქვთ ალერგია რივაროქსაბანზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში)
- თუ გაქვთ ძლიერი სისხლდენა
- თუ გაქვთ დაავადება ან პრობლემები სხეულის რომელიმე ორგანოში, რომელიც ზრდის სერიოზული სისხლდენის რისკს (მაგალითად, კუჭის წყლული, ტვინის დაზიანება ან სისხლდენა, ან ტვინზე ან თვალებზე ცოტა ხნის წინ ჩატარებული ოპერაცია)
- თუ იღებთ მედიკამენტებს სისხლის შედედების საპრევენციოდ (მაგ., ვარფარინი, დაბიგატრანი, აპიქსაბანი ან ჰეპარინი), გარდა სისხლის გამათხელებელი მკურნალობის შეცვლისა ან ვენური ან არტერიული კათეტერის მეშვეობით ჰეპარინის მიღებისას, მისი ბლოკირების თავიდან ასაცილებლად
- თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს
- თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს
არ მიიღოთ რივაროქსაბანი და აცნობეთ ექიმს, თუ რომელიმე ეს გარემოება თქვენ გეხებათ.
სიფრთხილის ზომები
ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ამ მედიკამენტის გამოყენებისას:
- თუ გაქვთ სისხლდენის მომატებული რისკი, რაც შეიძლება განვითარდეს შემდეგ სიტუაციებში:
- თირკმლის საშუალო ან მძიმე უკმარისობა, რადგან თირკმლის ფუნქციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პრეპარატის თქვენს ორგანიზმში მოქმედებაზე
- თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად (მაგ., ვარფარინი, დაბიგატრანი, აპიქსაბანი ან ჰეპარინი), სისხლის გამათხელებელ სხვა მკურნალობაზე გადასვლისას ან ვენური ან არტერიული კათეტერის მეშვეობით ჰეპარინის მიღებისას, მისი ბლოკირების თავიდან ასაცილებლად (იხილეთ განყოფილება „სხვა მედიკამენტები და რივაროქსაბანი სტადა“)
- კოაგულაციის დარღვევა
- ძალიან მაღალი არტერიული წნევა, რომელიც არ კონტროლდება სამედიცინო მკურნალობით
- კუჭის ან ნაწლავების დაავადებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, როგორიცაა კუჭის ან ნაწლავების ანთება, საყლაპავის (ყელის) ანთება, მაგალითად, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (დაავადება, რომლის დროსაც კუჭის მჟავა უბრუნდება საყლაპავში) გამო, ან კუჭში, ნაწლავებში, სასქესო ტრაქტში ან საშარდე გზებში განლაგებული სიმსივნეები
- თვალების უკანა ნაწილში სისხლძარღვების პრობლემა (რეტინოპათია)
- ფილტვების დაავადება, რომლის დროსაც ბრონქები გაფართოვებულია და ივსება ჩირქით (ბრონქიექტაზია) ან ადგილი ჰქონდა ფილტვის სისხლდენას წარსულში
- თუ გაქვთ პროთეზირებული გულის სარქველი
- თუ იცით, რომ გაქვთ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (იმუნური სისტემის დაავადება, რომელიც ზრდის სისხლის შედედების რისკს), აცნობეთ ექიმს, რათა მან გადაწყვიტოს, საჭირო იქნება თუ არა თქვენი მკურნალობის შეცვლა.
- თუ ექიმი დაადგენს, რომ თქვენი არტერიული წნევა არასტაბილურია, ან თუ დაგეგმილია სხვა მკურნალობის მიღება ან ფილტვებიდან სისხლის შედედების ამოსაღებად ოპერაციის ჩატარება.
ამ მედიკამენტის მიღებამდე აცნობეთ ექიმს, თუ გეხებათ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა. ექიმი გადაწყვეტს, უნდა იმკურნალოთ თუ არა ამ მედიკამენტით და უნდა იმყოფებოდეთ თუ არა უფრო მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ.
თუ გჭირდებათ ოპერაცია:
- ძალიან მნიშვნელოვანია ამ მედიკამენტის მიღება ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ, ზუსტად იმ დროს, როდესაც ექიმი გირჩევთ.
- თუ თქვენი ოპერაცია მოითხოვს კათეტერის ან ინექციის ჩადგმას ხერხემალში (მაგალითად, ეპიდურული ან სპინალური ანესთეზიისთვის ან ტკივილგამაყუჩებელი):
- ძალიან მნიშვნელოვანია ამ მედიკამენტის მიღება ზუსტად იმ დროს, როდესაც ექიმი გირჩევთ.
- დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ ანესთეზიის დასრულების შემდეგ ფეხებში დაბუჟებას ან სისუსტეს ან ნაწლავების ან შარდის ბუშტის პრობლემებს იგრძნობთ, რადგან საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
ბავშვები და მოზარდები
ამ მედიკამენტის მიღება არ არის რეკომენდებული 30 კმ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისთვის. არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ამ მედიკამენტის ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენების შესახებ მოზრდილებისთვის განკუთვნილი ჩვენებების მიხედვით.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემული.
- თუ იღებთ:
- სოკოვანი ინფექციის სამკურნალო ნებისმიერ პრეპარატს (მაგ., ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოსაკონაზოლი), თუ ისინი მხოლოდ კანზე არ გამოიყენება
- კეტოკონაზოლის ტაბლეტებს (გამოიყენება კუშინგის სინდრომის სამკურნალოდ, რომლის დროსაც ორგანიზმი ძალიან ბევრ კორტიზოლს გამოიმუშავებს)
- ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო ნებისმიერ პრეპარატს (მაგ., კლარითრომიცინი, ერითრომიცინი)
- აივ ინფექციის/შიდსის სამკურნალო ნებისმიერ ანტივირუსულ პრეპარატს (მაგ., რიტონავირი)
- სისხლის შედედების შესამცირებლად სხვა მედიკამენტებს (მაგალითად, ენოქსაპარინი, კლოპიდოგრელი ან K ვიტამინის ანტაგონისტები, როგორიცაა ვარფარინი ან აცენოკუმაროლი)
- ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები (მაგ., ნაპროქსენი ან აცეტილსალიცილის მჟავა)
- დრონედარონი, არარეგულარული გულისცემის სამკურნალო პრეპარატი
- დეპრესიის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი (სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (SSRIs) ან სეროტონინ-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SNRIs)).
თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე თქვენ გეხებათ, ამ მედიკამენტის მიღებამდე აცნობეთ ექიმს, რადგან მისი ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, უნდა მიიღოთ თუ არა მკურნალობა ამ მედიკამენტით და უნდა იმყოფებოდეთ თუ არა უფრო მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ.
თუ თქვენი ექიმი თვლის, რომ კუჭის ან ნაწლავის წყლულის განვითარების მომატებული რისკი გაქვთ, შეიძლება გირჩიოთ წყლულის პროფილაქტიკური მედიკამენტების გამოყენებაც.
- თუ იღებთ:
- ეპილეფსიის სამკურნალო ნებისმიერ მედიკამენტს (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი)
- კრაზანას (Hypericum perforatum), სამკურნალო მცენარე, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ
- რიფამპიცინი, ანტიბიოტიკი
თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე თქვენ გეხებათ, ამ პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ ექიმს, რადგან მისი ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს. ექიმი გადაწყვეტს, უნდა მიიღოთ თუ არა მკურნალობა ამ პრეპარატით და უნდა იმყოფებოდეთ თუ არა უფრო მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.
არ მიიღოთ ეს მედიკამენტი, თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. თუ არსებობს დაორსულების რაიმე შესაძლებლობა, ამ მედიკამენტის მიღების დროს გამოიყენეთ საიმედო კონტრაცეფცია. თუ ამ მედიკამენტის მიღების დროს დაორსულდით, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, თუ როგორ უნდა მიიღოთ მკურნალობა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა (ხშირი გვერდითი მოვლენა) ან სისუსტის შეგრძნება (იშვიათი გვერდითი მოვლენა) (იხილეთ მე-4 ნაწილი, „შესაძლო გვერდითი მოვლენები“). არ მართოთ ავტომობილი, არ იაროთ ველოსიპედით და არ იმუშაოთ ხელსაწყოებით ან მექანიზმებით, თუ ამ სიმპტომებს განიცდით.
რივაროქსაბანი სტადა შეიცავს ლაქტოზას
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
რივაროქსაბანი სტადა შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (1 მმოლ) თითო ტაბლეტში; ანუ, ის არსებითად „ნატრიუმის გარეშეა“.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
სისხლის კოლტების შესამცირებლად გამოყენებული სხვა მსგავსი მედიკამენტების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, რაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ჭარბმა სისხლდენამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის უეცარი ვარდნა (შოკი). ზოგიერთ შემთხვევაში, სისხლდენა შეიძლება აშკარა არ იყოს.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ გვერდით მოვლენას:
- სისხლდენის ნიშნები
- სისხლდენა ტვინში ან თავის ქალაში (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს თავის ტკივილს, სისუსტეს სხეულის ერთ მხარეს, ღებინებას, კრუნჩხვებს, ცნობიერების დონის დაქვეითებას და კისრის გაშეშებას. ეს არის სერიოზული სამედიცინო გადაუდებელი შემთხვევა. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!).
- გახანგრძლივებული ან ჭარბი სისხლდენა
- უჩვეულო სისუსტე, დაღლილობა, სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, აუხსნელი შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში ან სტენოკარდია.
ექიმი გადაწყვეტს, საჭიროებთ თუ არა უფრო მჭიდროდ დაკვირვებას, ან მკურნალობის შეცვლას.
- კანის მძიმე რეაქციების ნიშნები
- კანის მძიმე გამონაყარი, რომელიც ვრცელდება, ბუშტუკები ან დაზიანებები ლორწოვან გარსებზე, მაგ., პირის ღრუში ან თვალებში (სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
- რეაქცია მედიკამენტებზე, რომლებიც იწვევენ გამონაყარს, ცხელებას, შინაგანი ორგანოების ანთებას, სისხლის პრობლემებს და სისტემურ დაავადებას (DRESS სინდრომი).
ამ გვერდითი მოვლენების სიხშირე ძალიან იშვიათია (10,000-დან 1-მდე ადამიანი).
- მძიმე ალერგიული რეაქციების ნიშნები
- სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება; ყლაპვის გაძნელება; ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება; არტერიული წნევის უეცარი ვარდნა.
მძიმე ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათია (ანაფილაქსიური რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი; შეიძლება აღენიშნებოდეს 10,000-დან 1-მდე ადამიანს) და იშვიათია (ანგიონევროზული შეშუპება და ალერგიული შეშუპება; შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-მდე ადამიანს).
შესაძლო გვერდითი მოვლენების ზოგადი სია
ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-მდე ადამიანს)
- სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიფერმკრთალე და სისუსტე ან სუნთქვის გაძნელება
- სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან, უროგენიტალური სისხლდენა (მათ შორის სისხლი შარდში და ძლიერი მენსტრუალური სისხლდენა), ცხვირიდან სისხლდენა, ღრძილებიდან სისხლდენა
- სისხლდენა თვალში (მათ შორის სისხლდენა თვალის სკლერადან)
- სისხლდენა ქსოვილში ან სხეულის ღრუში (ჰემატომა, სისხლჩაქცევები)
- სისხლიანი ხველა
- სისხლდენა კანიდან ან კანქვეშ
- სისხლდენა ოპერაციის შემდეგ
- სისხლის ან სითხის დრენაჟი ქირურგიული ჭრილობიდან
- კიდურების შეშუპება
- ტკივილი კიდურებში
- თირკმლის ფუნქციის ცვლილებები (შეიძლება გამოვლინდეს ექიმის მიერ ჩატარებული ანალიზებით)
- ცხელება
- კუჭის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, თავბრუსხვევა, ყაბზობა, დიარეა
- დაბალი არტერიული წნევა (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს თავბრუსხვევას ან სისუსტის შეგრძნებას ადგომისას)
- ძალისა და ენერგიის ზოგადი დაქვეითება (სისუსტე, დაღლილობა), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
- გამონაყარი, კანის ქავილი
- სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მომატება.
ნაკლებად ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-მდე ადამიანს)
- სისხლდენა ტვინში ან თავის ქალაში (იხილეთ ზემოთ, სისხლდენის ნიშნები)
- სისხლდენა სახსარში, რაც იწვევს ტკივილს და შეშუპებას
- თრომბოციტოპენია (თრომბოციტების დაბალი რაოდენობა, უჯრედები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას)
- ალერგიული რეაქცია, მათ შორის კანის ალერგიული რეაქცია
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (შეიძლება გამოვლინდეს ექიმის მიერ ჩატარებულ ანალიზებში)
- სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს ბილირუბინის, პანკრეასის ან ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის ან თრომბოციტების რაოდენობის მომატება
- გონების დაკარგვა
- ცუდად ყოფნა
- გულისცემის გახშირება
- პირის სიმშრალე
- ჭინჭრის ციება.
იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1-მდე ადამიანს)
- სისხლდენა კუნთში
- ქოლესტაზი (ნაღვლის დინების შემცირება), ჰეპატიტი, მათ შორის ტრავმული ჰეპატოცელულარული დაზიანება (ღვიძლის ანთება ან დაზიანება)
- კანისა და თვალების გაყვითლება (იქტერია)
- ლოკალიზებული შეშუპება
- სისხლის დაგროვება (ჰემატომა) საზარდულის არეში, როგორც გართულება გულის ოპერაციის შემდეგ, რომლის დროსაც კათეტერი შეჰყავთ ფეხის არტერიაში (ფსევდოანევრიზმა).
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10000-დან 1-მდე ადამიანს)
- ეოზინოფილების დაგროვება, გრანულოციტური ლეიკოციტების ტიპი, რომელიც იწვევს ანთებას ფილტვში (ეოზინოფილური პნევმონია)
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)
- თირკმლის უკმარისობა ძლიერი სისხლდენის შემდეგ
- სისხლდენა თირკმელში, ზოგჯერ შარდში სისხლით, რაც იწვევს თირკმლის უკმარისობას (ანტიკოაგულანტებთან დაკავშირებული ნეფროპათია)
- სისხლდენის შემდეგ ფეხების ან ხელების კუნთებში წნევის მომატება, რაც იწვევს ტკივილს, შეშუპებას, მგრძნობელობის შეცვლას, დაბუჟებას ან დამბლას (კომპარტმენტის სინდრომი სისხლდენის შემდეგ).
გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში
ზოგადად, ამ მედიკამენტით ნამკურნალებ ბავშვებსა და მოზარდებში დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები მსგავსი იყო მოზრდილებში დაფიქსირებული გვერდითი მოვლენებისა და ძირითადად მსუბუქიდან საშუალო სიმძიმის იყო.
გვერდითი მოვლენები, რომლებიც უფრო ხშირად დაფიქსირდა ბავშვებსა და მოზარდებში:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს)
- თავის ტკივილი
- ცხელება
- ცხვირიდან სისხლდენა
- ღებინება

- გულისცემის აჩქარება
- სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს ბილირუბინის (ნაღვლის პიგმენტის) მომატება

- ძლიერი მენსტრუალური სისხლდენა
ნაკლებ ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-მდე ადამიანს)
- სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს ბილირუბინის ქვეკატეგორიის (პირდაპირი ბილირუბინი, ნაღვლის პიგმენტი) მომატება
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ანოტაციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ ადამიანის გამოყენების სამკურნალო პროდუქტების ესპანეთის ფარმაკოვიგილანციის სისტემის მეშვეობით: https://www.notificaram.es . გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების გაგზავნით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერებაა რივაროქსაბანი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 15 მგ ან 20 მგ რივაროქსაბანს.
- სხვა კომპონენტებია:
ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოვიდონი, პრეგელატინიზებული სახამებელი (სიმინდისგან), კროსპოვიდონი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი და მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა E464, ტიტანის დიოქსიდი E171, მაკროგოლი 4000 E1521 და წითელი რკინის ოქსიდი E172.
პროდუქტის გარეგნობა და შეფუთვის შემცველობა
აპკით დაფარული ტაბლეტები არის ღია ვარდისფერი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი და დაახლოებით 6 მმ დიამეტრის.
ისინი შეფუთულია ბლისტერებში ან ერთჯერადი დოზის ბლისტერებში 10, 14, 15, 28, 30, 42, 50, 56, 98 და 100 აპკით შემოგარსული ტაბლეტის შეფუთვაში.
20 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები არის მოწითალო-ყავისფერი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი და დაახლოებით 7 მმ დიამეტრის.
ისინი ხელმისაწვდომია ბლისტერულ და ერთდოზიან შეფუთვაში, 10, 14, 15, 28, 30, 42, 56, 98 და 100 აპკით შემოგარსული ტაბლეტის შეფუთვაში.
შესაძლოა, ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
გაყიდვის ნებართვის მფლობელი და წარმოებაზე პასუხისმგებელი
გაყიდვის ნებართვის მფლობელი
ლაბორატორია სტადა ს.ს.
ფრედერიკ მომპოუს ქ. N5
08960 სანტ ხუსტ დესვერნი (ბარსელონა)
ესპანეთი
წარმოებაზე პასუხისმგებელი
STADA Arzneimittel AG
სტადაშტრასე 2 - 18
61118 ბად ვილბელი
გერმანია
ეს მედიკამენტი ავტორიზებულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ სახელმწიფოებში შემდეგი სახელწოდებებით:
წევრი სახელმწიფო სამკურნალო პროდუქტის დასახელება
შვედეთი რივაროქსაბანი სტადა 15 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
რივაროქსაბანი სტადა 20 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
ავსტრია რივაროქსაბანი სტადა 15 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები

ბელგია რივაროქსაბანი EG 15 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
რივაროქსაბანი EG 20 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
გერმანია რივაროქსაბანი AL 15 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
რივაროქსაბანი AL 20 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
დანია რივაროქსაბანი სტადა 15 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები

ესტონეთი რივაროქსაბანი სტადა
საბერძნეთი რივაროქსაბანი / სტადა
ესპანეთი რივაროქსაბანი სტადა 15 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები EFG
რივაროქსაბანი სტადა 20 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები EFG
ფინეთი რივაროქსაბანი სტადა 15 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები

საფრანგეთი რივაროქსაბანი EG 15 მგ, აპკით შემოგარსული ტაბლეტი
რივაროქსაბანი EG 20 მგ, აპკით შემოგარსული ტაბლეტი
უნგრეთი რივაროქსაბანი სტადა 15 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი
რივაროქსაბანი სტადა 20 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი
ირლანდია რივაროქსაბანი Clonmel 15 მგ შემოგარსული ტაბლეტები
რივაროქსაბანი Clonmel 20 მგ შემოგარსული ტაბლეტები
ისლანდია რივაროქსაბანი სტადა 15 მგ შემოგარსული ტაბლეტები
რივაროქსაბანი სტადა 20 მგ შემოგარსული ტაბლეტები
ლიტვა რივაროქსაბანი სტადა 15 მგ შემოგარსული ტაბლეტები

ლუქსემბურგი რივაროქსაბანი EG 15 მგ შემოგარსული ტაბლეტები
რივაროქსაბანი EG 20 მგ შემოგარსული ტაბლეტები
ლატვია რივაროქსაბანი სტადა 15 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები

ნიდერლანდები რივაროქსაბანი CF 15 მგ, აპკით შემოგარსული ტაბლეტები
რივაროქსაბანი CF 20 მგ, აპკით შემოგარსული ტაბლეტები
ნორვეგია რივაროქსაბანი სტადა
პორტუგალია რივაროქსაბანი Ciclum
რუმინეთი რივაროქსაბანი სტადა 15 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები

ანოტაციის ბოლო შესწორების თარიღი: ნოემბერი 2023
ამ მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე http://www.aemps.gob.es .
დასმულია შტამპი: შპს ლაბორატორია სტადა
ფრედერიკ მომპოუს ქ. N 5
08960 სანტ ხუსტ დესვერნი (ბარსელონა)
საიდენტიფიკაცო ნომერი: B-28882777
/ხელმოწერილია/
შენახვის პირობები
შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ იგი ბლისტერსა და კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, წარწერით „ვარგისიანობის ვადა“. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
დაქუცმაცებული ტაბლეტები
დაქუცმაცებული ტაბლეტები წყალში ან ვაშლის პიურეში 4 საათამდე ვარგისია.
მედიკამენტები არ უნდა გადაყაროთ ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ არასაჭირო მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შინაარსი და დამატებითი ინფორმაცია
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ანოტაცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
რივაროქსაბანი სტადა 15 მგ შემოგარსული ტაბლეტები EFG
რივაროქსაბანი სტადა 20 მგ შემოგარსული ტაბლეტები EFG
ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ანოტაცია, სანამ დაიწყებთ მედიკამენტის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ანოტაცია, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- მედიკამენტი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის და არ უნდა მისცეთ ის სხვა ადამიანებს მაშინაც კი, თუ მათ აქვთ იგივე სიმპტომები, რაც თქვენ, რადგან შეიძლება ამით ზიანი მიაყენოთ სხვას.
- თუ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, მათ შორის, ისეთი შესაძლო გვერდითი მოვლენები, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ანოტაციაში. იხილეთ ნაწილი 4.
ანოტაციის შინაარსი
- რა არის რივაროქსაბანი სტადა და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა ვიცოდეთ რივაროქსაბანი სტადას მიღების დაწყებამდე
- როგორ მივიღოთ რივაროქსაბანი სტადა
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ შევინახოთ რივაროქსაბანი სტადა
- შეფუთვის შინაარსი და დამატებითი ინფორმაცია
- რა არის რივაროქსაბანი სტადა და რისთვის გამოიყენება
ეს მედიკამენტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას რივაროქსაბანს.
გამოიყენება მოზრდილებში:
- ტვინში (ინსულტი) ან სხეულის სხვა სისხლძარღვებში სისხლის კოლტების წარმოქმნის პრევენციისთვის, თუ გაქვთ არარეგულარული გულის რიტმი, რომელსაც არასარქვლოვანი წინაგულების ფიბრილაცია ეწოდება.
- ფეხების ვენებში (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვების სისხლძარღვებში (ფილტვის ემბოლია) სისხლის კოლტების სამკურნალოდ და ფეხების და/ან ფილტვების სისხლძარღვებში ამ სისხლის კოლტების ხელახლა წარმოქმნის პრევენციისთვის.
ეს მედიკამენტი გამოიყენება 18 წლამდე ასაკის და 30 კგ ან მეტი წონის ბავშვებსა და მოზარდებში შემდეგი მიზნებისთვის:
- სისხლის კოლტების სამკურნალოდ და ფილტვების ვენებში ან სისხლძარღვებში მათი ხელახლა წარმოქმნის პრევენციისთვის, სისხლის კოლტების სამკურნალოდ გამოყენებული ინექციური მედიკამენტებით მინიმუმ 5 დღიანი საწყისი მკურნალობის შემდეგ.
რივაროქსაბანი მიეკუთვნება ანტითრომბოზული პრეპარატების ჯგუფს. ის მოქმედებს შედედების ფაქტორის (Xa ფაქტორი) ბლოკირებით და ამით ამცირებს სისხლის შედედებისადმი მიდრეკილებას.
- რა უნდა ვიცოდეთ რივაროქსაბანი სტადას მიღების დაწყებამდე
არ მიიღოთ რივაროქსაბანი:
- თუ გაქვთ ალერგია რივაროქსაბანზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში)
- თუ გაქვთ ძლიერი სისხლდენა
- თუ გაქვთ დაავადება ან პრობლემები სხეულის რომელიმე ორგანოში, რომელიც ზრდის სერიოზული სისხლდენის რისკს (მაგალითად, კუჭის წყლული, ტვინის დაზიანება ან სისხლდენა, ან ტვინზე ან თვალებზე ცოტა ხნის წინ ჩატარებული ოპერაცია)
- თუ იღებთ მედიკამენტებს სისხლის შედედების საპრევენციოდ (მაგ., ვარფარინი, დაბიგატრანი, აპიქსაბანი ან ჰეპარინი), გარდა სისხლის გამათხელებელი მკურნალობის შეცვლისა ან ვენური ან არტერიული კათეტერის მეშვეობით ჰეპარინის მიღებისას, მისი ბლოკირების თავიდან ასაცილებლად
- თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს
- თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს
არ მიიღოთ რივაროქსაბანი და აცნობეთ ექიმს, თუ რომელიმე ეს გარემოება თქვენ გეხებათ.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ამ მედიკამენტის გამოყენებისას:
- თუ გაქვთ სისხლდენის მომატებული რისკი, რაც შეიძლება განვითარდეს შემდეგ სიტუაციებში:
- თირკმლის საშუალო ან მძიმე უკმარისობა, რადგან თირკმლის ფუნქციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პრეპარატის თქვენს ორგანიზმში მოქმედებაზე
- თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად (მაგ., ვარფარინი, დაბიგატრანი, აპიქსაბანი ან ჰეპარინი), სისხლის გამათხელებელ სხვა მკურნალობაზე გადასვლისას ან ვენური ან არტერიული კათეტერის მეშვეობით ჰეპარინის მიღებისას, მისი ბლოკირების თავიდან ასაცილებლად (იხილეთ განყოფილება „სხვა მედიკამენტები და რივაროქსაბანი სტადა“)
- კოაგულაციის დარღვევა
- ძალიან მაღალი არტერიული წნევა, რომელიც არ კონტროლდება სამედიცინო მკურნალობით
- კუჭის ან ნაწლავების დაავადებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, როგორიცაა კუჭის ან ნაწლავების ანთება, საყლაპავის (ყელის) ანთება, მაგალითად, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (დაავადება, რომლის დროსაც კუჭის მჟავა უბრუნდება საყლაპავში) გამო, ან კუჭში, ნაწლავებში, სასქესო ტრაქტში ან საშარდე გზებში განლაგებული სიმსივნეები
- თვალების უკანა ნაწილში სისხლძარღვების პრობლემა (რეტინოპათია)
- ფილტვების დაავადება, რომლის დროსაც ბრონქები გაფართოვებულია და ივსება ჩირქით (ბრონქიექტაზია) ან ადგილი ჰქონდა ფილტვის სისხლდენას წარსულში
- თუ გაქვთ პროთეზირებული გულის სარქველი
- თუ იცით, რომ გაქვთ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (იმუნური სისტემის დაავადება, რომელიც ზრდის სისხლის შედედების რისკს), აცნობეთ ექიმს, რათა მან გადაწყვიტოს, საჭირო იქნება თუ არა თქვენი მკურნალობის შეცვლა.
- თუ ექიმი დაადგენს, რომ თქვენი არტერიული წნევა არასტაბილურია, ან თუ დაგეგმილია სხვა მკურნალობის მიღება ან ფილტვებიდან სისხლის შედედების ამოსაღებად ოპერაციის ჩატარება.
ამ მედიკამენტის მიღებამდე აცნობეთ ექიმს, თუ გეხებათ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა. ექიმი გადაწყვეტს, უნდა იმკურნალოთ თუ არა ამ მედიკამენტით და უნდა იმყოფებოდეთ თუ არა უფრო მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ.
თუ გჭირდებათ ოპერაცია:
- ძალიან მნიშვნელოვანია ამ მედიკამენტის მიღება ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ, ზუსტად იმ დროს, როდესაც ექიმი გირჩევთ.
- თუ თქვენი ოპერაცია მოითხოვს კათეტერის ან ინექციის ჩადგმას ხერხემალში (მაგალითად, ეპიდურული ან სპინალური ანესთეზიისთვის ან ტკივილგამაყუჩებელი):
- ძალიან მნიშვნელოვანია ამ მედიკამენტის მიღება ზუსტად იმ დროს, როდესაც ექიმი გირჩევთ.
- დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ ანესთეზიის დასრულების შემდეგ ფეხებში დაბუჟებას ან სისუსტეს ან ნაწლავების ან შარდის ბუშტის პრობლემებს იგრძნობთ, რადგან საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
ბავშვები და მოზარდები
ამ მედიკამენტის მიღება არ არის რეკომენდებული 30 კმ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისთვის. არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ამ მედიკამენტის ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენების შესახებ მოზრდილებისთვის განკუთვნილი ჩვენებების მიხედვით.
სხვა მედიკამენტები და რივაროქსაბანი სტადა
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემული.
- თუ იღებთ:
- სოკოვანი ინფექციის სამკურნალო ნებისმიერ პრეპარატს (მაგ., ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოსაკონაზოლი), თუ ისინი მხოლოდ კანზე არ გამოიყენება
- კეტოკონაზოლის ტაბლეტებს (გამოიყენება კუშინგის სინდრომის სამკურნალოდ, რომლის დროსაც ორგანიზმი ძალიან ბევრ კორტიზოლს გამოიმუშავებს)
- ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო ნებისმიერ პრეპარატს (მაგ., კლარითრომიცინი, ერითრომიცინი)
- აივ ინფექციის/შიდსის სამკურნალო ნებისმიერ ანტივირუსულ პრეპარატს (მაგ., რიტონავირი)
- სისხლის შედედების შესამცირებლად სხვა მედიკამენტებს (მაგალითად, ენოქსაპარინი, კლოპიდოგრელი ან K ვიტამინის ანტაგონისტები, როგორიცაა ვარფარინი ან აცენოკუმაროლი)
- ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები (მაგ., ნაპროქსენი ან აცეტილსალიცილის მჟავა)
- დრონედარონი, არარეგულარული გულისცემის სამკურნალო პრეპარატი
- დეპრესიის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი (სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (SSRIs) ან სეროტონინ-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SNRIs)).
თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე თქვენ გეხებათ, ამ მედიკამენტის მიღებამდე აცნობეთ ექიმს, რადგან მისი ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, უნდა მიიღოთ თუ არა მკურნალობა ამ მედიკამენტით და უნდა იმყოფებოდეთ თუ არა უფრო მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ.
თუ თქვენი ექიმი თვლის, რომ კუჭის ან ნაწლავის წყლულის განვითარების მომატებული რისკი გაქვთ, შეიძლება გირჩიოთ წყლულის პროფილაქტიკური მედიკამენტების გამოყენებაც.
- თუ იღებთ:
- ეპილეფსიის სამკურნალო ნებისმიერ მედიკამენტს (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი)
- კრაზანას (Hypericum perforatum), სამკურნალო მცენარე, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ
- რიფამპიცინი, ანტიბიოტიკი
თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე თქვენ გეხებათ, ამ პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ ექიმს, რადგან მისი ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს. ექიმი გადაწყვეტს, უნდა მიიღოთ თუ არა მკურნალობა ამ პრეპარატით და უნდა იმყოფებოდეთ თუ არა უფრო მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.
არ მიიღოთ ეს მედიკამენტი, თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. თუ არსებობს დაორსულების რაიმე შესაძლებლობა, ამ მედიკამენტის მიღების დროს გამოიყენეთ საიმედო კონტრაცეფცია. თუ ამ მედიკამენტის მიღების დროს დაორსულდით, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, თუ როგორ უნდა მიიღოთ მკურნალობა.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა (ხშირი გვერდითი მოვლენა) ან სისუსტის შეგრძნება (იშვიათი გვერდითი მოვლენა) (იხილეთ მე-4 ნაწილი, „შესაძლო გვერდითი მოვლენები“). არ მართოთ ავტომობილი, არ იაროთ ველოსიპედით და არ იმუშაოთ ხელსაწყოებით ან მექანიზმებით, თუ ამ სიმპტომებს განიცდით.
რივაროქსაბანი სტადა შეიცავს ლაქტოზას
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
რივაროქსაბანი სტადა შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (1 მმოლ) თითო ტაბლეტში; ანუ, ის არსებითად „ნატრიუმის გარეშეა“.
- როგორ მივიღოთ რივაროქსაბანი სტადა
ამ მედიკამენტის მიღებისას ზუსტად დაიცავით ექიმის მითითებები. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად.
ტაბლეტები გადაყლაპეთ, სასურველია წყალთან ერთად.
თუ ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვა გიჭირთ, მიმართეთ ექიმს ამ მედიკამენტის მიღების სხვა გზების შესახებ. ტაბლეტი შეიძლება დაფხვნათ და წყალში ან ვაშლის პიურეში შეურიოთ მიღებამდე. ნარევი დაუყოვნებლივ უნდა გადაყლაპოთ საკვებთან ერთად.
საჭიროების შემთხვევაში, ექიმს ასევე შეუძლია ამ მედიკამენტის დაფხვნილი ტაბლეტის მიცემა საკვები მილის მეშვეობით.
რა დოზა უნდა მიიღოთ
- ტვინში (ინსულტი) ან სხეულის სხვა სისხლძარღვებში სისხლის კოლტების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად. რეკომენდებული დოზაა რივაროქსაბანის ერთი 20 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ.
თუ თირკმლის პრობლემები გაქვთ, დოზა შეიძლება შემცირდეს რივაროქსაბანის ერთ 15 მგ ტაბლეტამდე დღეში ერთხელ.
თუ გჭირდებათ გულში დახშული სისხლძარღვების სამკურნალო პროცედურა (პერკუტანული კორონარული ინტერვენცია - PCI სტენტის ჩადგმით), არსებობს შეზღუდული მტკიცებულება, რომ დოზა შემცირდეს რივაროქსაბანის ერთ 15 მგ ტაბლეტამდე დღეში ერთხელ (ან ერთ 10 მგ რივაროქსაბანის ტაბლეტამდე დღეში ერთხელ, თუ თირკმელები არ მუშაობს სწორად) ანტიაგრეგანტულ პრეპარატთან, როგორიცაა კლოპიდოგრელი.
- ფეხების ვენებსა და ფილტვების სისხლძარღვებში სისხლის კოლტების სამკურნალოდ და სისხლის კოლტების რეციდივის თავიდან ასაცილებლად.
რეკომენდებული დოზაა რივაროქსაბანის ერთი 15 მგ ტაბლეტი დღეში ორჯერ პირველი 3 კვირის განმავლობაში. 3 კვირის შემდეგ მკურნალობისთვის რეკომენდებული დოზაა ერთი 20 მგ რივაროქსაბანის ტაბლეტი დღეში ერთხელ.
სისხლის კოლტების მკურნალობის მინიმუმ 6 თვის შემდეგ, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს მკურნალობის გაგრძელება ერთი 10 მგ ტაბლეტით დღეში ერთხელ ან ერთი 20 მგ ტაბლეტით დღეში ერთხელ.
თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები და იღებთ ერთ 20 მგ რივაროქსაბანის ტაბლეტს დღეში ერთხელ, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს თქვენი დოზის შემცირება ერთ 15 მგ რივაროქსაბანის ტაბლეტამდე დღეში ერთხელ 3 კვირის შემდეგ, თუ სისხლდენის რისკი აღემატება კიდევ ერთი სისხლის კოლტის განვითარების რისკს.
- ბავშვები და მოზარდები: რივაროქსაბანის დოზა დამოკიდებულია სხეულის წონაზე და გამოითვლება ექიმის მიერ.
- 30 კგ-დან 50 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისა და მოზარდებისთვის რეკომენდებული დოზაა ერთი 15 მგ რივაროქსაბანის ტაბლეტი დღეში ერთხელ.
- 50 კგ ან მეტი წონის ბავშვებისა და მოზარდებისთვის რეკომენდებული დოზაა ერთი 20 მგ რივაროქსაბანის ტაბლეტი დღეში ერთხელ.
რივაროქსაბანის თითოეული დოზა მიიღეთ სასმელთან ერთად (მაგ., წყალთან ან წვენთან) ჭამის დროს. ტაბლეტები მიიღეთ დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ყოველდღე. განიხილეთ მაღვიძარას დაყენება, რომ შეგახსენოთ მიღების დრო. მშობლები ან მზრუნველები: დააკვირდით ბავშვს, რათა დარწმუნდეთ, რომ მან მიიღო სრული დოზა.
რადგან რივაროქსაბანის დოზა დამოკიდებულია სხეულის წონაზე, მნიშვნელოვანია ექიმთან ყველა დაგეგმილ ვიზიტზე დასწრება, რადგან დოზის კორექტირება შეიძლება საჭირო გახდეს წონის ცვლილებისას.
არასოდეს დაარეგულიროთ რივაროქსაბანის დოზა დამოუკიდებლად. საჭიროების შემთხვევაში, ექიმი დაარეგულირებს დოზას.
არ გაყოთ ტაბლეტი დოზის მცირე ნაწილის მისაღებად. თუ საჭიროა უფრო დაბალი დოზა, გთხოვთ, გამოიყენოთ რივაროქსაბანის გრანულების ალტერნატიული ფორმა პერორალური სუსპენზიისთვის.
ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაბლეტების მთლიანად გადაყლაპვა, გთხოვთ, გამოიყენოთ რივაროქსაბანის გრანულები პერორალური სუსპენზიისთვის.
თუ პერორალური სუსპენზია არ არის ხელმისაწვდომი, შეგიძლიათ რივაროქსაბანის ტაბლეტი დაფშვნათ და შეურიოთ წყალს ან ვაშლის პიურეს მიღებამდე. ამ ნარევის მიღების შემდეგ მიირთვით რამე. საჭიროების შემთხვევაში, ექიმს შეუძლია რივაროქსაბანის დაქუცმაცებული ტაბლეტი კუჭში ჩადგმული საკვები მილის მეშვეობითაც მოგაწოდოთ.
თუ გადმოანერწყვებთ დოზას ან აღებინებთ
- ამ მედიკამენტის მიღებიდან 30 წუთზე ნაკლებ დროში, მიიღეთ კიდევ ერთი დოზა.
- ამ მედიკამენტის მიღებიდან 30 წუთზე მეტ დროში, არ მიიღოთ კიდევ ერთი დოზა. ამ შემთხვევაში, ამ მედიკამენტის შემდეგი დოზა ჩვეულ დროს მიიღეთ.
დაუკავშირდით ექიმს, თუ ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ დოზას განმეორებით გადმოანერწყვებთ ან აღებინებთ.
როდის უნდა მიიღოთ რივაროქსაბანი სტადა
მიიღეთ ტაბლეტი ყოველდღე, სანამ ექიმი არ გეტყვით შეწყვეტას.
ეცადეთ, ტაბლეტი მიიღოთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, რათა არ დაგავიწყდეთ მისი მიღება.
თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რამდენ ხანს უნდა გააგრძელოთ მკურნალობა.
ტვინში (ინსულტი) ან სხვა სისხლძარღვებში სისხლის კოლტების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად:
თუ გულისცემის ნორმალიზება აუცილებელია კარდიოვერსიის სახელით ცნობილი პროცედურის მეშვეობით, მიიღეთ ეს წამალი ექიმის მიერ დანიშნულ დროს.
თუ დაგავიწყდათ რივაროქსაბანი სტადას მიღება
- მოზრდილები, ბავშვები და მოზარდები:
თუ დღეში ერთხელ იღებთ ერთ 20 მგ ან ერთ 15 მგ ტაბლეტს და გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის არ მიიღოთ ერთ ტაბლეტზე მეტი ერთ დღეში. მიიღეთ შემდეგი ტაბლეტი მომდევნო დღეს და შემდეგ განაგრძეთ ერთი ტაბლეტის მიღება ყოველდღე.
- მოზრდილები:
თუ დღეში ორჯერ იღებთ ერთ 15 მგ ტაბლეტს და გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. ერთ დღეში არ მიიღოთ ორ 15 მგ ტაბლეტზე მეტი. თუ გამოტოვეთ დოზა, შეგიძლიათ ერთდროულად მიიღოთ ორი 15 მგ ტაბლეტი, სულ ორი ტაბლეტი (30 მგ) ერთ დღეში.
მეორე დღეს განაგრძეთ ერთი 15 მგ ტაბლეტის მიღება დღეში ორჯერ.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რივაროქსაბანი სტადას დოზა
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ მიიღეთ ამ პრეპარატის ჭარბი დოზა. რივაროქსაბანის ჭარბი დოზა ზრდის სისხლდენის რისკს.
დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან დარეკეთ ეროვნულ ტოქსიკოლოგიურ ცენტრში (ესპანეთი), ტელეფონის ნომერზე 91 562 04 20, მიუთითეთ მედიკამენტი და მიღებული რაოდენობა.
დასმულია შტამპი: შპს ლაბორატორია სტადა
ფრედერიკ მომპოუს ქ. N 5
08960 სანტ ხუსტ დესვერნი (ბარსელონა)
საიდენტიფიკაცო ნომერი: B-28882777
/ხელმოწერილია/
თუ შეწყვეტთ რივაროქსაბანი სტადას მიღებას
არ შეწყვიტოთ ამ მედიკამენტის მიღება ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე, რადგან ეს მედიკამენტი ხელს უშლის მწვავე მდგომარეობის განვითარებას.
თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
სისხლის კოლტების შესამცირებლად გამოყენებული სხვა მსგავსი მედიკამენტების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, რაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ჭარბმა სისხლდენამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის უეცარი ვარდნა (შოკი). ზოგიერთ შემთხვევაში, სისხლდენა შეიძლება აშკარა არ იყოს.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ გვერდით მოვლენას:
- სისხლდენის ნიშნები
- სისხლდენა ტვინში ან თავის ქალაში (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს თავის ტკივილს, სისუსტეს სხეულის ერთ მხარეს, ღებინებას, კრუნჩხვებს, ცნობიერების დონის დაქვეითებას და კისრის გაშეშებას. ეს არის სერიოზული სამედიცინო გადაუდებელი შემთხვევა. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!).
- გახანგრძლივებული ან ჭარბი სისხლდენა
- უჩვეულო სისუსტე, დაღლილობა, სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, აუხსნელი შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში ან სტენოკარდია.
ექიმი გადაწყვეტს, საჭიროებთ თუ არა უფრო მჭიდროდ დაკვირვებას, ან მკურნალობის შეცვლას.
- კანის მძიმე რეაქციების ნიშნები
- კანის მძიმე გამონაყარი, რომელიც ვრცელდება, ბუშტუკები ან დაზიანებები ლორწოვან გარსებზე, მაგ., პირის ღრუში ან თვალებში (სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
- რეაქცია მედიკამენტებზე, რომლებიც იწვევენ გამონაყარს, ცხელებას, შინაგანი ორგანოების ანთებას, სისხლის პრობლემებს და სისტემურ დაავადებას (DRESS სინდრომი).
ამ გვერდითი მოვლენების სიხშირე ძალიან იშვიათია (10,000-დან 1-მდე ადამიანი).
- მძიმე ალერგიული რეაქციების ნიშნები
- სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება; ყლაპვის გაძნელება; ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება; არტერიული წნევის უეცარი ვარდნა.
მძიმე ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათია (ანაფილაქსიური რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი; შეიძლება აღენიშნებოდეს 10,000-დან 1-მდე ადამიანს) და იშვიათია (ანგიონევროზული შეშუპება და ალერგიული შეშუპება; შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-მდე ადამიანს).
შესაძლო გვერდითი მოვლენების ზოგადი სია
ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-მდე ადამიანს)
- სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიფერმკრთალე და სისუსტე ან სუნთქვის გაძნელება
- სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან, უროგენიტალური სისხლდენა (მათ შორის სისხლი შარდში და ძლიერი მენსტრუალური სისხლდენა), ცხვირიდან სისხლდენა, ღრძილებიდან სისხლდენა
- სისხლდენა თვალში (მათ შორის სისხლდენა თვალის სკლერადან)
- სისხლდენა ქსოვილში ან სხეულის ღრუში (ჰემატომა, სისხლჩაქცევები)
- სისხლიანი ხველა
- სისხლდენა კანიდან ან კანქვეშ
- სისხლდენა ოპერაციის შემდეგ
- სისხლის ან სითხის დრენაჟი ქირურგიული ჭრილობიდან
- კიდურების შეშუპება
- ტკივილი კიდურებში
- თირკმლის ფუნქციის ცვლილებები (შეიძლება გამოვლინდეს ექიმის მიერ ჩატარებული ანალიზებით)
- ცხელება
- კუჭის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, თავბრუსხვევა, ყაბზობა, დიარეა
- დაბალი არტერიული წნევა (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს თავბრუსხვევას ან სისუსტის შეგრძნებას ადგომისას)
- ძალისა და ენერგიის ზოგადი დაქვეითება (სისუსტე, დაღლილობა), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
- გამონაყარი, კანის ქავილი
- სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მომატება.
ნაკლებად ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-მდე ადამიანს)
- სისხლდენა ტვინში ან თავის ქალაში (იხილეთ ზემოთ, სისხლდენის ნიშნები)
- სისხლდენა სახსარში, რაც იწვევს ტკივილს და შეშუპებას
- თრომბოციტოპენია (თრომბოციტების დაბალი რაოდენობა, უჯრედები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას)
- ალერგიული რეაქცია, მათ შორის კანის ალერგიული რეაქცია
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (შეიძლება გამოვლინდეს ექიმის მიერ ჩატარებულ ანალიზებში)
- სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს ბილირუბინის, პანკრეასის ან ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის ან თრომბოციტების რაოდენობის მომატება
- გონების დაკარგვა
- ცუდად ყოფნა
- გულისცემის გახშირება
- პირის სიმშრალე
- ჭინჭრის ციება.
იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1-მდე ადამიანს)
- სისხლდენა კუნთში
- ქოლესტაზი (ნაღვლის დინების შემცირება), ჰეპატიტი, მათ შორის ტრავმული ჰეპატოცელულარული დაზიანება (ღვიძლის ანთება ან დაზიანება)
- კანისა და თვალების გაყვითლება (იქტერია)
- ლოკალიზებული შეშუპება
- სისხლის დაგროვება (ჰემატომა) საზარდულის არეში, როგორც გართულება გულის ოპერაციის შემდეგ, რომლის დროსაც კათეტერი შეჰყავთ ფეხის არტერიაში (ფსევდოანევრიზმა).
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10000-დან 1-მდე ადამიანს)
- ეოზინოფილების დაგროვება, გრანულოციტური ლეიკოციტების ტიპი, რომელიც იწვევს ანთებას ფილტვში (ეოზინოფილური პნევმონია)
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)
- თირკმლის უკმარისობა ძლიერი სისხლდენის შემდეგ
- სისხლდენა თირკმელში, ზოგჯერ შარდში სისხლით, რაც იწვევს თირკმლის უკმარისობას (ანტიკოაგულანტებთან დაკავშირებული ნეფროპათია)
- სისხლდენის შემდეგ ფეხების ან ხელების კუნთებში წნევის მომატება, რაც იწვევს ტკივილს, შეშუპებას, მგრძნობელობის შეცვლას, დაბუჟებას ან დამბლას (კომპარტმენტის სინდრომი სისხლდენის შემდეგ).
გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში
ზოგადად, ამ მედიკამენტით ნამკურნალებ ბავშვებსა და მოზარდებში დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები მსგავსი იყო მოზრდილებში დაფიქსირებული გვერდითი მოვლენებისა და ძირითადად მსუბუქიდან საშუალო სიმძიმის იყო.
გვერდითი მოვლენები, რომლებიც უფრო ხშირად დაფიქსირდა ბავშვებსა და მოზარდებში:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს)
- თავის ტკივილი
- ცხელება
- ცხვირიდან სისხლდენა
- ღებინება
ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-მდე ადამიანს)
- გულისცემის აჩქარება
- სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს ბილირუბინის (ნაღვლის პიგმენტის) მომატება
- თრომბოციტოპენია (თრომბოციტების დაბალი რაოდენობა, უჯრედები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას)
- ძლიერი მენსტრუალური სისხლდენა
ნაკლებ ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-მდე ადამიანს)
- სისხლის ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს ბილირუბინის ქვეკატეგორიის (პირდაპირი ბილირუბინი, ნაღვლის პიგმენტი) მომატება
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ანოტაციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ ადამიანის გამოყენების სამკურნალო პროდუქტების ესპანეთის ფარმაკოვიგილანციის სისტემის მეშვეობით: https://www.notificaram.es . გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების გაგზავნით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.
- როგორ შევინახოთ რივაროქსაბანი სტადა
შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ იგი ბლისტერსა და კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, წარწერით „ვარგისიანობის ვადა“. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
დაქუცმაცებული ტაბლეტები
დაქუცმაცებული ტაბლეტები წყალში ან ვაშლის პიურეში 4 საათამდე ვარგისია.
მედიკამენტები არ უნდა გადაყაროთ ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ არასაჭირო მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შინაარსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს რივაროქსაბანი სტადა
- აქტიური ნივთიერებაა რივაროქსაბანი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 15 მგ ან 20 მგ რივაროქსაბანს.
- სხვა კომპონენტებია:
ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოვიდონი, პრეგელატინიზებული სახამებელი (სიმინდისგან), კროსპოვიდონი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი და მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა E464, ტიტანის დიოქსიდი E171, მაკროგოლი 4000 E1521 და წითელი რკინის ოქსიდი E172.
პროდუქტის გარეგნობა და შეფუთვის შემცველობა
აპკით დაფარული ტაბლეტები არის ღია ვარდისფერი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი და დაახლოებით 6 მმ დიამეტრის.
ისინი შეფუთულია ბლისტერებში ან ერთჯერადი დოზის ბლისტერებში 10, 14, 15, 28, 30, 42, 50, 56, 98 და 100 აპკით შემოგარსული ტაბლეტის შეფუთვაში.
20 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები არის მოწითალო-ყავისფერი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი და დაახლოებით 7 მმ დიამეტრის.
ისინი ხელმისაწვდომია ბლისტერულ და ერთდოზიან შეფუთვაში, 10, 14, 15, 28, 30, 42, 56, 98 და 100 აპკით შემოგარსული ტაბლეტის შეფუთვაში.
შესაძლოა, ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
გაყიდვის ნებართვის მფლობელი და წარმოებაზე პასუხისმგებელი
გაყიდვის ნებართვის მფლობელი
ლაბორატორია სტადა ს.ს.
ფრედერიკ მომპოუს ქ. N5
08960 სანტ ხუსტ დესვერნი (ბარსელონა)
ესპანეთი
წარმოებაზე პასუხისმგებელი
STADA Arzneimittel AG
სტადაშტრასე 2 - 18
61118 ბად ვილბელი
გერმანია
ეს მედიკამენტი ავტორიზებულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ სახელმწიფოებში შემდეგი სახელწოდებებით:
წევრი სახელმწიფო სამკურნალო პროდუქტის დასახელება
შვედეთი რივაროქსაბანი სტადა 15 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
რივაროქსაბანი სტადა 20 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
ავსტრია რივაროქსაბანი სტადა 15 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
რივაროქსაბანი სტადა 20 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
ბელგია რივაროქსაბანი EG 15 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
რივაროქსაბანი EG 20 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
გერმანია რივაროქსაბანი AL 15 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
რივაროქსაბანი AL 20 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
დანია რივაროქსაბანი სტადა 15 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
რივაროქსაბანი სტადა 20 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
ესტონეთი რივაროქსაბანი სტადა
საბერძნეთი რივაროქსაბანი / სტადა
ესპანეთი რივაროქსაბანი სტადა 15 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები EFG
რივაროქსაბანი სტადა 20 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები EFG
ფინეთი რივაროქსაბანი სტადა 15 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
რივაროქსაბანი სტადა 20 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
საფრანგეთი რივაროქსაბანი EG 15 მგ, აპკით შემოგარსული ტაბლეტი
რივაროქსაბანი EG 20 მგ, აპკით შემოგარსული ტაბლეტი
უნგრეთი რივაროქსაბანი სტადა 15 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი
რივაროქსაბანი სტადა 20 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი
ირლანდია რივაროქსაბანი Clonmel 15 მგ შემოგარსული ტაბლეტები
რივაროქსაბანი Clonmel 20 მგ შემოგარსული ტაბლეტები
ისლანდია რივაროქსაბანი სტადა 15 მგ შემოგარსული ტაბლეტები
რივაროქსაბანი სტადა 20 მგ შემოგარსული ტაბლეტები
ლიტვა რივაროქსაბანი სტადა 15 მგ შემოგარსული ტაბლეტები
რივაროქსაბანი სტადა 20 მგ შემოგარსული ტაბლეტები
ლუქსემბურგი რივაროქსაბანი EG 15 მგ შემოგარსული ტაბლეტები
რივაროქსაბანი EG 20 მგ შემოგარსული ტაბლეტები
ლატვია რივაროქსაბანი სტადა 15 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
რივაროქსაბანი სტადა 20 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
ნიდერლანდები რივაროქსაბანი CF 15 მგ, აპკით შემოგარსული ტაბლეტები
რივაროქსაბანი CF 20 მგ, აპკით შემოგარსული ტაბლეტები
ნორვეგია რივაროქსაბანი სტადა
პორტუგალია რივაროქსაბანი Ciclum
რუმინეთი რივაროქსაბანი სტადა 15 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
რივაროქსაბანი სტადა 20 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
შვედეთი რივაროქსაბანი სტადა 15 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
რივაროქსაბანი სტადა 20 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
ანოტაციის ბოლო შესწორების თარიღი: ნოემბერი 2023
ამ მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე http://www.aemps.gob.es .
დასმულია შტამპი: შპს ლაბორატორია სტადა
ფრედერიკ მომპოუს ქ. N 5
08960 სანტ ხუსტ დესვერნი (ბარსელონა)
საიდენტიფიკაცო ნომერი: B-28882777
/ხელმოწერილია/
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.