ჰასკოვირი ლიპოჟელი
Hascovir® LIPOŻEL
ჰასკოვირი ლიპოჟელი შეიცავს აქტიურ ნივთიერება აციკლოვირს. აციკლოვირი ავლენს ძლიერ აქტივობას მარტივი ჰერპესის ვირუსის (Herpes simplex)H წინააღმდეგ კანზე გამოყენებისას. ჰასკოვირი ლიპოჟელი გამოიყენება ლაბიალური ჰერპესის (ე.წ. გაციების) სიმპტომების და სახეზე ჰერპესული გამონაყარის ადგილობრივი მკურნალობისათვის.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- აციკლოვირი (aciclovir)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ/გ 3გ ადგილობრივი გამოყენების გელი ტუბი №1
- მწარმოებელი
- „PRZEDSIĘBIORSTWO PRODUKCJI FARMACEUTYCZNEJ HASCO-LEK“ S.A., პოლონეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბიოტიკები და ქიმიოთერაპიული საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, ანტივირუსული საშუალებები
- ATC კოდი
- D06BB03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037193
- რეგისტრირებულია
- 24 იანვარი 2023, მოქმედებს 24 იანვარი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ჰასკოვირი ლიპოჟელი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ჰასკოვირი ლიპოჟელი შეიცავს აქტიურ ნივთიერება აციკლოვირს. აციკლოვირი ავლენს ძლიერ აქტივობას მარტივი ჰერპესის ვირუსის (Herpes simplex)H წინააღმდეგ კანზე გამოყენებისას. ჰასკოვირი ლიპოჟელი გამოიყენება ლაბიალური ჰერპესის (ე.წ. გაციების) სიმპტომების და სახეზე ჰერპესული გამონაყარის ადგილობრივი მკურნალობისათვის.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად გამოყენების ინსტრუქციის ან ექიმის, ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცვტს.
მედიკამენტი განკუთვნილია კანზე გამოსაყენებლად.
მედიკამენტი გამოიყენება 5-ჯერ დღეში ტუჩებისა და სახის კანის დაზიანებულ უბანზე 4-საათიანი ინტერვალებით, ღამით შესვენების ჩათვლით.
მკურნალობა ეფექტურია, როცა ის იწყება პირველი ნიშნების გაჩენისთანავე, როგორიცაა წვა, ქავილი ან სიწითლე. მკურნალობა ასევე შეიძლება დაიწყოს მოგვიანებით, როცა ვითარდება კვანძები ან ბუშტუკები.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არაუმცირეს 4 დღე. თუ კანის დაზიანებები არ ხორცდება, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 10 დღემდე. თუ დაზიანებები არ ქრება პრეპარატის გამოყენებიდან 10 დღის შემდეგ, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ინფექციის გაუარესების ან გადაცემის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა ხელების დაბანა მედიკამენტის გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ, არ უნდა მოხდეს მისი შეზელვა ან დაზიანებებზე პირსახოცით შეხება, თუ არ არის ამის აუცილებლობა.
ჰასკოვირი ლიპოჟელის დოზის გადაჭარბებისას
არ არის ცნობილი დოზის გადაჭარბების სიმპტომები ამ ფორმულის გამოყენების დროს.
არ არის მოსალოდნელი რაიმე ტოქსიკური ეფექტები ჰასკოვირი ლიპოჟელის 3 გ ტუბის მთელი შიგთავსის გადაყლაპვის შემდეგაც. თუმცა, მედიკამენტის დიდი რაოდენობით გადაყლაპვისას საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ჰასკოვირი ლიპოჟელის დოზის გამოტოვებისას
დაუშვებელია დოზის გაორმაგება დავიწყებული დოზის სანაცვლოდ.
დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია აციკლოვირის, ვალაციკლოვირის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).
სიფრთხილის ზომები
ჰასკოვირი ლიპოჟელის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ჰასკოვირი ლიპოჟელი გამოყენებულ უნდა იქნას ტუჩებზე ან სახეზე არსებულ ჰერპესულ გამონაყარზე. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ლორწოვან გარსებზე, მაგ.: პირის ღრუში ან თვალებში, ასევე გენიტალური ჰერპესის სამკურნალოდ.
სიფრთხილეა საჭირო, რომ პრეპარატი არ მოხვდეს თვალებში.
პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ მძიმე რეციდიული ჰერპესი, უნდა მიმართონ ექიმს.
დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებმა პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
დასნებოვნების რისკის დასაქვეითებლად სხვა პირები არ უნდა შეეხონ ჰერპესულ დაზიანებებს.
ჰასკოვირი ლიპოჟელი და სხვა მედიკამენტები
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ მედიკამენტების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს.
არ არის ცნობილი სხვა მედიკამენტებთან ჰასკოვირი ლიპოჟელის რაიმე ურთიერთქმედების შესახებ.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში.
ფეხმძიმე ქალებში მედიკამენტი გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ მაშინ, როცა ექიმის აზრით, სარგებელი დედისთვის აჭარბებს პოტენციურ რისკებს ნაყოფისთვის.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ძუძუთი კვების დროს მედიკამენტის გამოყენების შესახებ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ჰასკოვირი ლიპოჟელი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ხშირი (აღინიშნება 100-დან 1-10 პაციენტში):
კანის სუსტი სიმშრალე ან აქერცვლა
არახშირი (აღინიშნება 1,000-დან 1-10 პაციენტში):
წვის ან ჩხვლეტის დროებითი შეგრძნება
ქავილი
იშვიათი (აღინიშნება 10,000-დან 1-10 პაციენტში):
ერითემა
კონტაქტური დერმატიტი
ძალიან იშვიათი (აღინიშნება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
დაუყოვნებელი ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია სამკურნალო პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის არასასურველი რეაქციების მონიტორინგის დეპარტამენტში:
ალ. იეროზოლიმსკის 181C, 02-222 ვარშავა
ტელ.: +48 22 49 21 301; ფაქსი: +48 22 49 21 309,
ელ-ფოსტა: https://smez.ezdrowie.gov.pl
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელისათვის.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შემადგენლობა
მედიკამენტის აქტიური ნივთიერებაა აციკლოვირი. 1 გ გელი შეიცავს 50 მგ აციკლოვირს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: გაწმენდილი ფოსფატიდილქოლინი, გლიცეროფორმალი, დინატრიუმის ედეტატი, ამონიუმის აკრილოილდიმეთილოტაურატის კოპოლიმერი და N-ვინილპიროლიდონი, დიმეთიკონი, გაწმენდილი წყალი.
ჰასკოვირი ლიპოჟელის ფორმა და შეფუთვა:
მედიკამენტი არის ჰომოგენური მოყვითალო გელი.
პრეპარატი მოთავსებულია ალუმინის ტუბში, რომელსაც აქვს პოლიეთილენის კანულა, თავდახურულია პოლიეთილენის თავსახურით და შეიცავს 3 გ გელს.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
„PRZEDSIĘBIORSTWO PRODUKCJI FARMACEUTYCZNEJ HASCO-LEK” S.A.
51-131 Wrocław, ul. Żmigrodzka 242 E
»პრზედსიებიორსტვო პროდუქციი ფარმაცეუტიჟნე ჰასკო-ლეკ« ს.ა.
51-131 ვროცლავ, ულ. ზმიგროდზკა 242 ე
მედიკამენტის შესახებ ინფორმაცია
ტელ.: +48 22 742 00 22
ელ-ფოსტა: [email protected]
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 05/2021.
შენახვის პირობები
ინახება 25ºC ტემპერატურის ქვემოთ.
შენახვის ვადა ტუბის პირველად გახსნის შემდეგ: 2 წელი.
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
ჰასკოვირი® ლიპოჟელი
50 მგ/გ, გელი
აციკლოვირი
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. პარაგრაფი 4.
თუ არ აღინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება ან პაციენტი უფრო ცუდად გრძნობს თავს 10 დღის შემდეგ, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ჰასკოვირი ლიპოჟელი და მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ჰასკოვირი ლიპოჟელის გამოყენებამდე;
ჰასკოვირი ლიპოჟელის გამოყენების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
ჰასკოვირი ლიპოჟელის შენახვის წესი;
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს ჰასკოვირი ლიპოჟელი და მისი გამოყენება
ჰასკოვირი ლიპოჟელი შეიცავს აქტიურ ნივთიერება აციკლოვირს. აციკლოვირი ავლენს ძლიერ აქტივობას მარტივი ჰერპესის ვირუსის (Herpes simplex)H წინააღმდეგ კანზე გამოყენებისას. ჰასკოვირი ლიპოჟელი გამოიყენება ლაბიალური ჰერპესის (ე.წ. გაციების) სიმპტომების და სახეზე ჰერპესული გამონაყარის ადგილობრივი მკურნალობისათვის.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ჰასკოვირი ლიპოჟელის გამოყენებამდე
დაუშვებელია ჰასკოვირი ლიპოჟელის გამოყენება
თუ პაციენტი ალერგიულია აციკლოვირის, ვალაციკლოვირის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ჰასკოვირი ლიპოჟელის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ჰასკოვირი ლიპოჟელი გამოყენებულ უნდა იქნას ტუჩებზე ან სახეზე არსებულ ჰერპესულ გამონაყარზე. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ლორწოვან გარსებზე, მაგ.: პირის ღრუში ან თვალებში, ასევე გენიტალური ჰერპესის სამკურნალოდ.
სიფრთხილეა საჭირო, რომ პრეპარატი არ მოხვდეს თვალებში.
პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ მძიმე რეციდიული ჰერპესი, უნდა მიმართონ ექიმს.
დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებმა პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
დასნებოვნების რისკის დასაქვეითებლად სხვა პირები არ უნდა შეეხონ ჰერპესულ დაზიანებებს.
ჰასკოვირი ლიპოჟელი და სხვა მედიკამენტები
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ მედიკამენტების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს.
არ არის ცნობილი სხვა მედიკამენტებთან ჰასკოვირი ლიპოჟელის რაიმე ურთიერთქმედების შესახებ.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში.
ფეხმძიმე ქალებში მედიკამენტი გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ მაშინ, როცა ექიმის აზრით, სარგებელი დედისთვის აჭარბებს პოტენციურ რისკებს ნაყოფისთვის.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ძუძუთი კვების დროს მედიკამენტის გამოყენების შესახებ.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ჰასკოვირი ლიპოჟელი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ჰასკოვირი ლიპოჟელის გამოყენების წესი
მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად გამოყენების ინსტრუქციის ან ექიმის, ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცვტს.
მედიკამენტი განკუთვნილია კანზე გამოსაყენებლად.
მედიკამენტი გამოიყენება 5-ჯერ დღეში ტუჩებისა და სახის კანის დაზიანებულ უბანზე 4-საათიანი ინტერვალებით, ღამით შესვენების ჩათვლით.
მკურნალობა ეფექტურია, როცა ის იწყება პირველი ნიშნების გაჩენისთანავე, როგორიცაა წვა, ქავილი ან სიწითლე. მკურნალობა ასევე შეიძლება დაიწყოს მოგვიანებით, როცა ვითარდება კვანძები ან ბუშტუკები.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არაუმცირეს 4 დღე. თუ კანის დაზიანებები არ ხორცდება, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 10 დღემდე. თუ დაზიანებები არ ქრება პრეპარატის გამოყენებიდან 10 დღის შემდეგ, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ინფექციის გაუარესების ან გადაცემის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა ხელების დაბანა მედიკამენტის გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ, არ უნდა მოხდეს მისი შეზელვა ან დაზიანებებზე პირსახოცით შეხება, თუ არ არის ამის აუცილებლობა.
ჰასკოვირი ლიპოჟელის დოზის გადაჭარბებისას
არ არის ცნობილი დოზის გადაჭარბების სიმპტომები ამ ფორმულის გამოყენების დროს.
არ არის მოსალოდნელი რაიმე ტოქსიკური ეფექტები ჰასკოვირი ლიპოჟელის 3 გ ტუბის მთელი შიგთავსის გადაყლაპვის შემდეგაც. თუმცა, მედიკამენტის დიდი რაოდენობით გადაყლაპვისას საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ჰასკოვირი ლიპოჟელის დოზის გამოტოვებისას
დაუშვებელია დოზის გაორმაგება დავიწყებული დოზის სანაცვლოდ.
დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ხშირი (აღინიშნება 100-დან 1-10 პაციენტში):
კანის სუსტი სიმშრალე ან აქერცვლა
არახშირი (აღინიშნება 1,000-დან 1-10 პაციენტში):
წვის ან ჩხვლეტის დროებითი შეგრძნება
ქავილი
იშვიათი (აღინიშნება 10,000-დან 1-10 პაციენტში):
ერითემა
კონტაქტური დერმატიტი
ძალიან იშვიათი (აღინიშნება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
დაუყოვნებელი ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია სამკურნალო პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის არასასურველი რეაქციების მონიტორინგის დეპარტამენტში:
ალ. იეროზოლიმსკის 181C, 02-222 ვარშავა
ტელ.: +48 22 49 21 301; ფაქსი: +48 22 49 21 309,
ელ-ფოსტა: https://smez.ezdrowie.gov.pl
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელისათვის.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ჰასკოვირი ლიპოჟელის შენახვის წესი
ინახება 25ºC ტემპერატურის ქვემოთ.
შენახვის ვადა ტუბის პირველად გახსნის შემდეგ: 2 წელი.
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ჰასკოვირი ლიპოჟელი
მედიკამენტის აქტიური ნივთიერებაა აციკლოვირი. 1 გ გელი შეიცავს 50 მგ აციკლოვირს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: გაწმენდილი ფოსფატიდილქოლინი, გლიცეროფორმალი, დინატრიუმის ედეტატი, ამონიუმის აკრილოილდიმეთილოტაურატის კოპოლიმერი და N-ვინილპიროლიდონი, დიმეთიკონი, გაწმენდილი წყალი.
ჰასკოვირი ლიპოჟელის ფორმა და შეფუთვა:
მედიკამენტი არის ჰომოგენური მოყვითალო გელი.
პრეპარატი მოთავსებულია ალუმინის ტუბში, რომელსაც აქვს პოლიეთილენის კანულა, თავდახურულია პოლიეთილენის თავსახურით და შეიცავს 3 გ გელს.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
„PRZEDSIĘBIORSTWO PRODUKCJI FARMACEUTYCZNEJ HASCO-LEK” S.A.
51-131 Wrocław, ul. Żmigrodzka 242 E
»პრზედსიებიორსტვო პროდუქციი ფარმაცეუტიჟნე ჰასკო-ლეკ« ს.ა.
51-131 ვროცლავ, ულ. ზმიგროდზკა 242 ე
მედიკამენტის შესახებ ინფორმაცია
ტელ.: +48 22 742 00 22
ელ-ფოსტა: [email protected]
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 05/2021.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



