პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების სამკურნალო საშუალებები

ხოლუდექსანი

Choludexan

ურეცეპტოდ300მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

მოზრდილები ქოლესტერინული კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკა დაავადებებისას, რომლებსაც ახლავს ნაღვლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი ცვლილებები (მათ შორის ქოლესტერინით გადაჯერება); უკვე არსებული რენტგენონეგატიური კენჭების დაშლისთვის სათანადო პირობების შექმნა. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ursodeoxycholic acid
ფორმა და შეფუთვა
300მგ მყარი კაფსულა №20 (2X10)
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადების სამკურნალო საშუალებები, ნაღვლის მჟავები და მისი წარმოებულები
ATC კოდი
A05AA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-042795
რეგისტრირებულია
18 თებერვალი 2025, მოქმედებს 18 თებერვალი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებახოლუდექსანი და სხვა წამალი ერთად

ხოლუდექსანი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მოზრდილები

ქოლესტერინული კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკა დაავადებებისას, რომლებსაც ახლავს ნაღვლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი ცვლილებები (მათ შორის ქოლესტერინით გადაჯერება); უკვე არსებული რენტგენონეგატიური კენჭების დაშლისთვის სათანადო პირობების შექმნა.

ნაღვლის ბუშტის ქოლესტერინული კენჭები

ერთეული ან მრავლობითი რენტგენონეგატიური კენჭები (დადასტურება ქოლეცისტოგრაფიის შედეგად პერორალურად მისაღები კონტრასტული ნივთიერების გამოყენებით) პაციენტებში ფუნქციონირებადი ნაღვლის ბუშტით, ვისთვისაც ქირურგიული ჩარევა უკუნაჩვენებია მნიშვნელოვანი მიზეზით, ასევე ნაღვლის ბუშტის ნარჩენი და მორეციდივე კენჭები სანაღვლე გზებზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევების შემდგომ.

ქოლესტაზით მიმდინარე ღვიძლის ქრონიკული დაავადებები:

პირველადი ბილიარული ციროზი;

მასკლეროზებელი ქოლანგიტი;

მუკოვისციდოზთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადებები მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლის ასაკიდან.

ბილიარული დისპეფსიური სინდრომი

მიღების წესი და დოზირება

ნაღვლის ბუშტის ქოლესტერინული კენჭები

მოზრდილები

ნაღვლის ბუშტში ≤1 სმ დიამეტრის კენჭების არსებობისას, ნაღვლის ლითოგენური თვისებების შესამცირებლად ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევებში პრეპარატის საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 10 მგ/კგ 2-3-ჯერ დღე-ღამეში; უკვე არსებული კენჭების დაშლისთვის სათანადო პირობების შენარჩუნების მიზნით, უწყვეტი მკურნალობის ხანგრძლივობამ უნდა შეადგინოს არანაკლებ 4-6 თვისა, ზოგიერთ შემთხვევაში 24 თვემდე, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 3-4 თვის განმავლობაში ნაღვლის ბუშტში კენჭების გაქრობის შემდეგ, რაც რენტგენოლოგიური ან ულტრაბგერითი კვლევებით უნდა იქნეს დადასტურებული. მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს. შემანარჩუნებელი თერაპიის დროს პრეპარატის დოზა შეადგენს 300 მგ დღე-ღამეში, გაყოფილი 2-3 მიღებად.

ქოლესტაზით მიმდინარე ღვიძლის ქრონიკული დაავადებები: პირველადი ბილიარული ციროზი და მასკლეროზებელი ქოლანგიტი

მოზრდილები

რეკომენდებული დოზა შეადგენს 13-15 მგ/კგ 2 მიღებად, დილას და საღამოს, ჭამის დროს.

პრეპარატის დოზა თანდათან უნდა გაიზარდოს ოპტიმალური დოზის მიღწევამდე 4-8-კვირიანი მკურნალობის შემდეგ.

ქოლესტაზით მიმდინარე ღვიძლის დაავადებები, როგორიც მუკოვისციდოზის გართულებაა

მოზრდილები და ბავშვები 6 წლის ასაკიდან

რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ/კგ დღე-ღამეში 2-3 მიღებად შემდგომი მატებით 30 მგ/კგ-მდე დღე-ღამეში, საჭიროებისას.

ბილიარული დისპეფსიური სინდრომი

რეკომენდებული დოზა შეადგენს 300 მგ დღე-ღამეში, გაყოფილი 2-3 მიღებად.

გამოყენების წესი

კაფსულები მიიღება შიგნით.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

ნაღვლის ბუშტის ან სანაღვლე გზების მწვავე ანთება;

სანაღვლე გზების ობსტრუქცია (ნაღვლის საერთო სადინრის ან ნაღვლის ბუშტის სადინრის ობსტრუქცია);

ღვიძლის კოლიკის ხშირი შეტევები;

კალციფიცირებული რენტგენოკონტრასტული კენჭები;

ნაღვლის ბუშტის მოტორიკის დარღვევა;

კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის აქტიური წყლული;

პორტოენტეროსტომიის ჩატარების შეუძლებლობა ან ნაღვლის ნორმალური გადინებისთვის პირობების არქონა სანაღვლე გზების ატრეზიის მქონე ბავშვებში.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში ნაღვლის ბუშტის ინფექციებით, კუჭქვეშა ჯირკვლის მხრივ მძიმე დარღვევებით ან ნაწლავთა დაავადებებით, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს ნაღვლის მჟავების ენტეროჰეპატური ცირკულაციის შეცვლა (თეძოს ნაწლავის რეზექცია და სტომა, რეგიონული ილეიტი).

კენჭების დაშლისკენ მიმართული ხანგრძლივი მკურნალობის დასაწყისში მიზანშეწონილია სისხლში ტრანსამინაზების და ტუტე ფოსფატაზას დონეების წინასწარ შეფასება.

მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში საჭიროა ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების (ასპარტატამინოტრანსფერაზას (ასტ), ალანინამინოტრანსფერაზას (ალტ) და გამა-გლუტამილტრანსფერაზას (γ-გტფ)) კონტროლი 4 კვირაში ერთხელ, შემდეგ - 3 თვეში ერთხელ.

პრეპარატის გამოყენებისას ქოლესტერინული კენჭების დასაშლელად:

თერაპიული ეფექტის შესაფასებლად და კენჭების კალციფიცირების დროული გამოვლენის მიზნით (მათი ზომის მიხედვით), ნაღვლის ბუშტი უნდა იქნეს ვიზუალიზებული (ქოლეცისტოგრაფიის ჩატარება კონტრასტული ნივთიერების პერორალურად მიღებით), ისევე როგორც დახშული სანაღვლე გზები (ვერტიკალურ და ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში, კონტროლი ულტრაბგერითი კვლევის მეშვეობით) მკურნალობის დაწყებიდან 6-10 თვეში.

პაციენტებში, რომლებსაც პრეპარატით მკურნალობა უტარდებათ ნაღვლის კენჭების დასაშლელად, თერაპიის ეფექტურობის შეფასება მიზანშეწონილია ყოველ 6 თვეში ქოლეცისტოგრაფიის ან ულტრაბგერითი კვლევის ჩატარების გზით.

მდედრობითი სქესის პაციენტებმა, რომლებიც ხოლუდექსანს ნაღვლის ბუშტში კენჭების დასაშლელად იღებენ, უნდა გამოიყენონ არაჰორმონული კონტრაცეპციის ეფექტური მეთოდები, ვინაიდან ჰორმონულმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება გამოიწვიოს ნაღველკენჭოვანი დაავადების დამძიმება.

პრეპარატის გამოყენებისას ღვიძლის პირველადი ბილიარული ციროზის სამკურნალოდ გვიან სტადიაზე:

ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა ღვიძლის ციროზის დეკომპენსირება, რომელიც ნაწილობრივ რეგრესირდა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

იშვიათ შემთხვევებში პაციენტებში პირველადი ბილიარული ციროზით გამოყენების დასაწყისში შეიძლება გაუარესდეს კლინიკური სიმპტომები; მაგალითად, შეიძლება გაძლიერდეს ქავილი. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს, ხოლო შემდეგ თანდათან გაიზარდოს.

დიარეის შემთხვევაში პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს; პერსისტირებადი დიარეის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ურსოდეოქსიქოლის მჟავას (უდქმ) გამოყენება ქოლესტირამინთან, ქოლესტიპოლთან ან ალუმინის ჰიდროქსიდის და/ან სმექტიტის (ალუმინის ოქსიდი) შემცველ ანტაციდებთან ერთად არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ზემოჩამოთვლილი პრეპარატები ახდენს უდქმ-ს შეკავშირებას ნაწლავებში და ამცირებს მის შეწოვას, რასაც ახლავს პრეპარატის ეფექტურობის დაქვეითება. ზემოჩამოთვლილი პრეპარატების ერთად გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, მათი მიღება უნდა მოხდეს უდქმ-ს მიღებამდე 2 საათით ადრე ან შემდეგ.

უდქმ-ს შეუძლია იმოქმედოს ნაწლავებში ციკლოსპორინის შეწოვაზე. პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ თერაპია ციკლოსპორინით, უნდა გაკონტროლდეს სამკურნალო ნივთიერების კონცენტრაცია სისხლში და საჭიროებისას დაკორექტირდეს მისი დოზა.

უდქმ-ს შეუძლია ციპროფლოქსაცინის შეწოვის შემცირება.

ჯანმრთელ მოხალისეებში კლინიკური კვლევის მიმდინარეობისას უდქმ-ს (500 მგ/დღე) და როზუვასტატინის (20 მგ/დღე) ერთად გამოყენებას ახლდა სისხლის პლაზმაში როზუვასტატინის დონის უნმიშვნელოდ გაზრდა. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა, მათ შორის სხვა სტატინების მიმართ, უცნობია.

დადგენილია, რომ ჯანმრთელ მოხალისეებში უდქმ ამცირებს სისხლის პლაზმაში კალციუმის ანტაგონისტ ნიტრენდიპინის მაქსიმალურ კონცენტრაციას (Cmax) და „კონცენტრაცია-დროის“ (AUC) მრუდის ქვეშ ფართობს. ნიტრენდიპინის და უდქმ-ს ერთად გამოყენებისას რეკომენდებულია პაციენტის მონიტორინგის უზრუნველყოფა. შეიძლება საჭირო გახდეს ნიტრენდიპინის დოზის გაზრდა.

ასევე იყო შეტყობინება დაფსონის თერაპიული ეფექტის დაქვეითებასთან დაკავშირებული ურთიერთქმედების შესახებ. ზემოაღნიშნული ურთიერთქმედებების შედეგები, in vitro კვლევების მიმდინარეობისას მიღებულ მონაცემებთან ერთად, მიუთითებს იმაზე, რომ უდქმ-ს შეუძლია Р450 CYP3A ციტოქრომის სისტემის იზოფერმენტის ინდუცირება. თუმცა, მაინდუცირებელი ზეგავლენა არ აღინიშნა ბუდესონიდთან - Р450 CYP3A ციტოქრომის სისტემის იზოფერმენტის ცნობილ სუბსტრატთან ურთიერთქმედების კვლევის ფარგლებში.

ესტროგენები და სისხლის შრატში ქოლესტერინის დონის დამწევი პრეპარატები (როგორიც არის კლოფიბრატი) იწვევს ქოლესტერინის სეკრეციის გაზრდას ღვიძლში და, შესაბამისად, შეუძლია ხელი შეუწყოს ლითოგენურ ეფექტს, უდქმ-ს საპირისპირო ეფექტს (განაპირობებს კენჭების დაშლას).

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც აძლიერებს ქოლესტერინის სეკრეციას ნაღველში (ესტროგენები, ჰორმონული კონტრაცეპტივები, ზოგიერთი ჰიპოლიპიდემიური საშუალება), ასევე სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც ღვიძლზე ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის პერიოდში ქალებში უდქმ-ს გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. მცირერიცხოვანი მტკიცებულებების და უდქმ-ს შესაძლო ტერატოგენური მოქმედების გათვალისწინებით, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში რეკომენდებულია მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინეს რეპროდუქციული ტოქსიკურობა, განსაკუთრებით ორსულობის ადრეულ ვადებში.

რეპროდუქციული ასაკის ქალებში გამოყენება ნებადართულია მხოლოდ კონტრაცეპციის საიმედო მეთოდების გამოყენების პირობით: რეკომენდებულია არაჰორმონული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენება ან პერორალური კონტრაცეპტივებისა ესტროგენების დაბალი შემცველობით. თუმცა, პაციენტებში, რომლებიც უდქმ-ს იღებენ კენჭების დასაშლელად, რეკომენდებულია არაჰორმონული კონტრაცეპციის ეფექტური მეთოდების გამოყენება, ვინაიდან ჰორმონულ პერორალურ კონტრაცეპტივებს შეუძლია ხელი შეუწყოს ნაღველკენჭოვანი დაავადების დამძიმებას. პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე ორსულობა უნდა გამოირიცხოს.

ლაქტაცია

ლაქტაციის პერიოდში გამოყენების მცირერიცხოვან დარეგისტრირებულ შემთხვევათა თანახმად, უდქმ-ს დონეები დედის რძეში ძალიან დაბალია, ამიტომ ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვში არასასურველი რეაქციების განვითარება მოსალოდნელი არ არის.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში უდქმ არ მოქმედებდა ფერტილობაზე.

ადამიანის ფერტილობაზე უდქმ-ს მოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

უდქმ არ მოქმედებს ან უმნიშვნელოდ მოქმედებს ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად MedDRA-ის მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - ცომისმაგვარი განავალი ან დიარეა; ძალიან იშვიათად - ძლიერი ტკივილი მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტში, არარეგულარული დეფეკაცია.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ძალიან იშვიათად - კენჭების კალციფიცირება ნაღვლის ბუშტში, ღვიძლის ციროზის დეკომპენსირება.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ძალიან იშვიათად - ჭინჭრის ციება.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. პაციენტში სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში ან ახალი არასასურველი რეაქციის გამოვლენისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ თავში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

უდქმ-ს მაღალი დოზების შემთხვევითი მიღებისას რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობის ჩატარება. რეკომენდებულია ქოლესტირამინის გამოყენება მის მიერ ნაღვლის მჟავებთან ქელატების წარმოქმნის უნარის გათვალისწინებით.

პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევები დღე-ღამეში 4 გ-ზე (ეს დოზა კარგად ასატანია) მეტი ოდენობით აღწერილი არ არის.

ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს დიარეა. დოზის გაზრდასთან ერთად უდქმ-ს აბსორბცია მცირდება, ხოლო საჭმლის მომნელებელი ტრაქტით გამოყოფა იზრდება.

შემადგენლობა

კაფსულა შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ურსოდეოქსიქოლის მჟავა 300 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ნაწილობრივ პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი; კაფსულა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი.

წამლის ფორმა

კაფსულები.

აღწერილობა: თეთრი ან პრაქტიკულად თეთრი ფერის ფხვნილის შემცველი მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა 0, გაუმჭვირვალე, კორპუსი ვარდისფერი, თავსახური წითელ-ყავისფერი.

შენახვის პირობები

5 წელი წარმოების თარიღიდან.

ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

განსაკუთრებული მითითებები შენახვის შესახებ

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

კაფსულები.

10 კაფსულა ბლისტერში.

2 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები უტილიზებისა და სხვა სამუშაოებისთვის

ფარმაკოლოგიური თვისებები

ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადების სამკურნალო საშუალებები. ნაღვლის მჟავები და მათი წარმოებულები. ათქ კოდი: A05AA02.

ურსოდეოქსიქოლის მჟავა (უდქმ) წარმოადგენს ქენოდეოქსიქოლის მჟავას 7 ბეტა-ეპიმერს; უდქმ - ნაღვლის მჟავა, რომელიც ფიზიოლოგიურად არის ადამიანის ნაღველში მცირე რაოდენობით ნაღვლის მჟავების ჯამურ შემცველობასთან მიმართებაში.

უდქმ-ს გააჩნია თვისება, გაზარდოს ადამიანის ნაღველში ქოლესტერინის ხსნადობა, რითაც გარდაქმნის ლითოგენური თვისებების მქონე ნაღველს ისეთად, რომელსაც ეს თვისება არ აქვს. ასეთი ეფექტის რეალიზების მრავალი მექანიზმი არსებობს: ქოლესტერინის ნაღველში სეკრეციის შემცირება ნაწლავებში შეწოვის შემცირების და ღვიძლში ქოლესტერინის სინთეზის დათრგუნვის მეშვეობით; ნაღვლის მჟავების იმ სახეობების ზრდა, რომლებიც ხელს უწყობს ქოლესტერინის მიცელარულ ხსნადობას; თხევად-კრისტალური მეზოფაზის წარმოქმნა, რაც უზრუნველყოფს ქოლესტერინის არამიცელარულ ხსნადობას და ხელს უწყობს ნაღვლის რეგულარულ გამოყოფასა და ნაღვლის ბუშტის დაცლას.

ბავშვები

მუკოვისციდოზი

ხელმისაწვდომია გრძელვადიანი გამოცდილების (10 წლამდე და მეტი) მონაცემები, აღწერილი კლინიკურ ანგარიშებში და რომლებიც ეხება უდქმ-თი თერაპიას ბავშვებში ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ დარღვევებით მუკოვისციდოზის დროს. არსებობს იმის დამამტკიცებელი მონაცემები, რომ უდქმ-ათი მკურნალობას შეუძლია ხელი შეუწყოს სანაღვლე გზების პროლიფერაციის შემცირებას, ჰისტოლოგიური დაზიანებების პროგრესირების შეჩერებას, ასევე განაპირობოს ჰეპატობილიარული ცვლილებების შექცევადობა ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ მუკოვისციდოზთან დაკავშირებული ცვლილებების განვითრების საწყის ეტაპებზე გამოყენებისას. მკურნალობის ეფექტურობის ოპტიმიზაციისთვის უდქმ გამოყენებული უნდა იქნეს შეძლებისდაგვარად მალე ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ მუკოვისციდოზთან დაკავშირებული დარღვევების დიაგნოზის დასმის შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შიგნით მიღების შემდეგ უდქმ სწრაფად შეიწოვება ნაწლავებში, აღწევს ღვიძლში და გამოიყოფა ნაღველთან ერთად უპირატესად გლიკოკონიუგირებული ფორმით და, ამგვარად, ერთვება ენტეროჰეპატური ცირკულაციის პროცესში; უდქმ ნაწილობრივ მეტაბოლიზდება ნაწლავის მკროფლორის ზემოქმედებით, და მისი მეტაბოლიტები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მეშვეობით გამოიყოფა.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

ხოლუდექსანი

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

ხოლუდექსანი, Choludexan

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ურსოდეოქსიქოლის მჟავა, Ursodeoxycholic acid

შემადგენლობა

კაფსულა შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ურსოდეოქსიქოლის მჟავა 300 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ნაწილობრივ პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი; კაფსულა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი.

წამლის ფორმა

კაფსულები.

აღწერილობა: თეთრი ან პრაქტიკულად თეთრი ფერის ფხვნილის შემცველი მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა 0, გაუმჭვირვალე, კორპუსი ვარდისფერი, თავსახური წითელ-ყავისფერი.

გამოყენების ჩვენებები

მოზრდილები

ქოლესტერინული კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკა დაავადებებისას, რომლებსაც ახლავს ნაღვლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი ცვლილებები (მათ შორის ქოლესტერინით გადაჯერება); უკვე არსებული რენტგენონეგატიური კენჭების დაშლისთვის სათანადო პირობების შექმნა.

ნაღვლის ბუშტის ქოლესტერინული კენჭები

ერთეული ან მრავლობითი რენტგენონეგატიური კენჭები (დადასტურება ქოლეცისტოგრაფიის შედეგად პერორალურად მისაღები კონტრასტული ნივთიერების გამოყენებით) პაციენტებში ფუნქციონირებადი ნაღვლის ბუშტით, ვისთვისაც ქირურგიული ჩარევა უკუნაჩვენებია მნიშვნელოვანი მიზეზით, ასევე ნაღვლის ბუშტის ნარჩენი და მორეციდივე კენჭები სანაღვლე გზებზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევების შემდგომ.

ქოლესტაზით მიმდინარე ღვიძლის ქრონიკული დაავადებები:

პირველადი ბილიარული ციროზი;

მასკლეროზებელი ქოლანგიტი;

მუკოვისციდოზთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადებები მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლის ასაკიდან.

ბილიარული დისპეფსიური სინდრომი

გამოყენების წესი და დოზები

დოზირება

ნაღვლის ბუშტის ქოლესტერინული კენჭები

მოზრდილები

ნაღვლის ბუშტში ≤1 სმ დიამეტრის კენჭების არსებობისას, ნაღვლის ლითოგენური თვისებების შესამცირებლად ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევებში პრეპარატის საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 10 მგ/კგ 2-3-ჯერ დღე-ღამეში; უკვე არსებული კენჭების დაშლისთვის სათანადო პირობების შენარჩუნების მიზნით, უწყვეტი მკურნალობის ხანგრძლივობამ უნდა შეადგინოს არანაკლებ 4-6 თვისა, ზოგიერთ შემთხვევაში 24 თვემდე, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 3-4 თვის განმავლობაში ნაღვლის ბუშტში კენჭების გაქრობის შემდეგ, რაც რენტგენოლოგიური ან ულტრაბგერითი კვლევებით უნდა იქნეს დადასტურებული. მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს. შემანარჩუნებელი თერაპიის დროს პრეპარატის დოზა შეადგენს 300 მგ დღე-ღამეში, გაყოფილი 2-3 მიღებად.

ქოლესტაზით მიმდინარე ღვიძლის ქრონიკული დაავადებები: პირველადი ბილიარული ციროზი და მასკლეროზებელი ქოლანგიტი

მოზრდილები

რეკომენდებული დოზა შეადგენს 13-15 მგ/კგ 2 მიღებად, დილას და საღამოს, ჭამის დროს.

პრეპარატის დოზა თანდათან უნდა გაიზარდოს ოპტიმალური დოზის მიღწევამდე 4-8-კვირიანი მკურნალობის შემდეგ.

ქოლესტაზით მიმდინარე ღვიძლის დაავადებები, როგორიც მუკოვისციდოზის გართულებაა

მოზრდილები და ბავშვები 6 წლის ასაკიდან

რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ/კგ დღე-ღამეში 2-3 მიღებად შემდგომი მატებით 30 მგ/კგ-მდე დღე-ღამეში, საჭიროებისას.

ბილიარული დისპეფსიური სინდრომი

რეკომენდებული დოზა შეადგენს 300 მგ დღე-ღამეში, გაყოფილი 2-3 მიღებად.

გამოყენების წესი

კაფსულები მიიღება შიგნით.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

ნაღვლის ბუშტის ან სანაღვლე გზების მწვავე ანთება;

სანაღვლე გზების ობსტრუქცია (ნაღვლის საერთო სადინრის ან ნაღვლის ბუშტის სადინრის ობსტრუქცია);

ღვიძლის კოლიკის ხშირი შეტევები;

კალციფიცირებული რენტგენოკონტრასტული კენჭები;

ნაღვლის ბუშტის მოტორიკის დარღვევა;

კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის აქტიური წყლული;

პორტოენტეროსტომიის ჩატარების შეუძლებლობა ან ნაღვლის ნორმალური გადინებისთვის პირობების არქონა სანაღვლე გზების ატრეზიის მქონე ბავშვებში.

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში ნაღვლის ბუშტის ინფექციებით, კუჭქვეშა ჯირკვლის მხრივ მძიმე დარღვევებით ან ნაწლავთა დაავადებებით, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს ნაღვლის მჟავების ენტეროჰეპატური ცირკულაციის შეცვლა (თეძოს ნაწლავის რეზექცია და სტომა, რეგიონული ილეიტი).

კენჭების დაშლისკენ მიმართული ხანგრძლივი მკურნალობის დასაწყისში მიზანშეწონილია სისხლში ტრანსამინაზების და ტუტე ფოსფატაზას დონეების წინასწარ შეფასება.

მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში საჭიროა ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების (ასპარტატამინოტრანსფერაზას (ასტ), ალანინამინოტრანსფერაზას (ალტ) და გამა-გლუტამილტრანსფერაზას (γ-გტფ)) კონტროლი 4 კვირაში ერთხელ, შემდეგ - 3 თვეში ერთხელ.

პრეპარატის გამოყენებისას ქოლესტერინული კენჭების დასაშლელად:

თერაპიული ეფექტის შესაფასებლად და კენჭების კალციფიცირების დროული გამოვლენის მიზნით (მათი ზომის მიხედვით), ნაღვლის ბუშტი უნდა იქნეს ვიზუალიზებული (ქოლეცისტოგრაფიის ჩატარება კონტრასტული ნივთიერების პერორალურად მიღებით), ისევე როგორც დახშული სანაღვლე გზები (ვერტიკალურ და ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში, კონტროლი ულტრაბგერითი კვლევის მეშვეობით) მკურნალობის დაწყებიდან 6-10 თვეში.

პაციენტებში, რომლებსაც პრეპარატით მკურნალობა უტარდებათ ნაღვლის კენჭების დასაშლელად, თერაპიის ეფექტურობის შეფასება მიზანშეწონილია ყოველ 6 თვეში ქოლეცისტოგრაფიის ან ულტრაბგერითი კვლევის ჩატარების გზით.

მდედრობითი სქესის პაციენტებმა, რომლებიც ხოლუდექსანს ნაღვლის ბუშტში კენჭების დასაშლელად იღებენ, უნდა გამოიყენონ არაჰორმონული კონტრაცეპციის ეფექტური მეთოდები, ვინაიდან ჰორმონულმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება გამოიწვიოს ნაღველკენჭოვანი დაავადების დამძიმება.

პრეპარატის გამოყენებისას ღვიძლის პირველადი ბილიარული ციროზის სამკურნალოდ გვიან სტადიაზე:

ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა ღვიძლის ციროზის დეკომპენსირება, რომელიც ნაწილობრივ რეგრესირდა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

იშვიათ შემთხვევებში პაციენტებში პირველადი ბილიარული ციროზით გამოყენების დასაწყისში შეიძლება გაუარესდეს კლინიკური სიმპტომები; მაგალითად, შეიძლება გაძლიერდეს ქავილი. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს, ხოლო შემდეგ თანდათან გაიზარდოს.

დიარეის შემთხვევაში პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს; პერსისტირებადი დიარეის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

შეუთავსებლობა

არ მიესადაგება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ურსოდეოქსიქოლის მჟავას (უდქმ) გამოყენება ქოლესტირამინთან, ქოლესტიპოლთან ან ალუმინის ჰიდროქსიდის და/ან სმექტიტის (ალუმინის ოქსიდი) შემცველ ანტაციდებთან ერთად არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ზემოჩამოთვლილი პრეპარატები ახდენს უდქმ-ს შეკავშირებას ნაწლავებში და ამცირებს მის შეწოვას, რასაც ახლავს პრეპარატის ეფექტურობის დაქვეითება. ზემოჩამოთვლილი პრეპარატების ერთად გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, მათი მიღება უნდა მოხდეს უდქმ-ს მიღებამდე 2 საათით ადრე ან შემდეგ.

უდქმ-ს შეუძლია იმოქმედოს ნაწლავებში ციკლოსპორინის შეწოვაზე. პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ თერაპია ციკლოსპორინით, უნდა გაკონტროლდეს სამკურნალო ნივთიერების კონცენტრაცია სისხლში და საჭიროებისას დაკორექტირდეს მისი დოზა.

უდქმ-ს შეუძლია ციპროფლოქსაცინის შეწოვის შემცირება.

ჯანმრთელ მოხალისეებში კლინიკური კვლევის მიმდინარეობისას უდქმ-ს (500 მგ/დღე) და როზუვასტატინის (20 მგ/დღე) ერთად გამოყენებას ახლდა სისხლის პლაზმაში როზუვასტატინის დონის უნმიშვნელოდ გაზრდა. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა, მათ შორის სხვა სტატინების მიმართ, უცნობია.

დადგენილია, რომ ჯანმრთელ მოხალისეებში უდქმ ამცირებს სისხლის პლაზმაში კალციუმის ანტაგონისტ ნიტრენდიპინის მაქსიმალურ კონცენტრაციას (Cmax) და „კონცენტრაცია-დროის“ (AUC) მრუდის ქვეშ ფართობს. ნიტრენდიპინის და უდქმ-ს ერთად გამოყენებისას რეკომენდებულია პაციენტის მონიტორინგის უზრუნველყოფა. შეიძლება საჭირო გახდეს ნიტრენდიპინის დოზის გაზრდა.

ასევე იყო შეტყობინება დაფსონის თერაპიული ეფექტის დაქვეითებასთან დაკავშირებული ურთიერთქმედების შესახებ. ზემოაღნიშნული ურთიერთქმედებების შედეგები, in vitro კვლევების მიმდინარეობისას მიღებულ მონაცემებთან ერთად, მიუთითებს იმაზე, რომ უდქმ-ს შეუძლია Р450 CYP3A ციტოქრომის სისტემის იზოფერმენტის ინდუცირება. თუმცა, მაინდუცირებელი ზეგავლენა არ აღინიშნა ბუდესონიდთან - Р450 CYP3A ციტოქრომის სისტემის იზოფერმენტის ცნობილ სუბსტრატთან ურთიერთქმედების კვლევის ფარგლებში.

ესტროგენები და სისხლის შრატში ქოლესტერინის დონის დამწევი პრეპარატები (როგორიც არის კლოფიბრატი) იწვევს ქოლესტერინის სეკრეციის გაზრდას ღვიძლში და, შესაბამისად, შეუძლია ხელი შეუწყოს ლითოგენურ ეფექტს, უდქმ-ს საპირისპირო ეფექტს (განაპირობებს კენჭების დაშლას).

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც აძლიერებს ქოლესტერინის სეკრეციას ნაღველში (ესტროგენები, ჰორმონული კონტრაცეპტივები, ზოგიერთი ჰიპოლიპიდემიური საშუალება), ასევე სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც ღვიძლზე ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ორსულობის პერიოდში ქალებში უდქმ-ს გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. მცირერიცხოვანი მტკიცებულებების და უდქმ-ს შესაძლო ტერატოგენური მოქმედების გათვალისწინებით, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში რეკომენდებულია მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინეს რეპროდუქციული ტოქსიკურობა, განსაკუთრებით ორსულობის ადრეულ ვადებში.

რეპროდუქციული ასაკის ქალებში გამოყენება ნებადართულია მხოლოდ კონტრაცეპციის საიმედო მეთოდების გამოყენების პირობით: რეკომენდებულია არაჰორმონული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენება ან პერორალური კონტრაცეპტივებისა ესტროგენების დაბალი შემცველობით. თუმცა, პაციენტებში, რომლებიც უდქმ-ს იღებენ კენჭების დასაშლელად, რეკომენდებულია არაჰორმონული კონტრაცეპციის ეფექტური მეთოდების გამოყენება, ვინაიდან ჰორმონულ პერორალურ კონტრაცეპტივებს შეუძლია ხელი შეუწყოს ნაღველკენჭოვანი დაავადების დამძიმებას. პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე ორსულობა უნდა გამოირიცხოს.

ლაქტაცია

ლაქტაციის პერიოდში გამოყენების მცირერიცხოვან დარეგისტრირებულ შემთხვევათა თანახმად, უდქმ-ს დონეები დედის რძეში ძალიან დაბალია, ამიტომ ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვში არასასურველი რეაქციების განვითარება მოსალოდნელი არ არის.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში უდქმ არ მოქმედებდა ფერტილობაზე.

ადამიანის ფერტილობაზე უდქმ-ს მოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

უდქმ არ მოქმედებს ან უმნიშვნელოდ მოქმედებს ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად MedDRA-ის მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - ცომისმაგვარი განავალი ან დიარეა; ძალიან იშვიათად - ძლიერი ტკივილი მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტში, არარეგულარული დეფეკაცია.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ძალიან იშვიათად - კენჭების კალციფიცირება ნაღვლის ბუშტში, ღვიძლის ციროზის დეკომპენსირება.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ძალიან იშვიათად - ჭინჭრის ციება.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. პაციენტში სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში ან ახალი არასასურველი რეაქციის გამოვლენისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ თავში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზირება

უდქმ-ს მაღალი დოზების შემთხვევითი მიღებისას რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობის ჩატარება. რეკომენდებულია ქოლესტირამინის გამოყენება მის მიერ ნაღვლის მჟავებთან ქელატების წარმოქმნის უნარის გათვალისწინებით.

პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევები დღე-ღამეში 4 გ-ზე (ეს დოზა კარგად ასატანია) მეტი ოდენობით აღწერილი არ არის.

ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს დიარეა. დოზის გაზრდასთან ერთად უდქმ-ს აბსორბცია მცირდება, ხოლო საჭმლის მომნელებელი ტრაქტით გამოყოფა იზრდება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადების სამკურნალო საშუალებები. ნაღვლის მჟავები და მათი წარმოებულები. ათქ კოდი: A05AA02.

ურსოდეოქსიქოლის მჟავა (უდქმ) წარმოადგენს ქენოდეოქსიქოლის მჟავას 7 ბეტა-ეპიმერს; უდქმ - ნაღვლის მჟავა, რომელიც ფიზიოლოგიურად არის ადამიანის ნაღველში მცირე რაოდენობით ნაღვლის მჟავების ჯამურ შემცველობასთან მიმართებაში.

უდქმ-ს გააჩნია თვისება, გაზარდოს ადამიანის ნაღველში ქოლესტერინის ხსნადობა, რითაც გარდაქმნის ლითოგენური თვისებების მქონე ნაღველს ისეთად, რომელსაც ეს თვისება არ აქვს. ასეთი ეფექტის რეალიზების მრავალი მექანიზმი არსებობს: ქოლესტერინის ნაღველში სეკრეციის შემცირება ნაწლავებში შეწოვის შემცირების და ღვიძლში ქოლესტერინის სინთეზის დათრგუნვის მეშვეობით; ნაღვლის მჟავების იმ სახეობების ზრდა, რომლებიც ხელს უწყობს ქოლესტერინის მიცელარულ ხსნადობას; თხევად-კრისტალური მეზოფაზის წარმოქმნა, რაც უზრუნველყოფს ქოლესტერინის არამიცელარულ ხსნადობას და ხელს უწყობს ნაღვლის რეგულარულ გამოყოფასა და ნაღვლის ბუშტის დაცლას.

ბავშვები

მუკოვისციდოზი

ხელმისაწვდომია გრძელვადიანი გამოცდილების (10 წლამდე და მეტი) მონაცემები, აღწერილი კლინიკურ ანგარიშებში და რომლებიც ეხება უდქმ-თი თერაპიას ბავშვებში ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ დარღვევებით მუკოვისციდოზის დროს. არსებობს იმის დამამტკიცებელი მონაცემები, რომ უდქმ-ათი მკურნალობას შეუძლია ხელი შეუწყოს სანაღვლე გზების პროლიფერაციის შემცირებას, ჰისტოლოგიური დაზიანებების პროგრესირების შეჩერებას, ასევე განაპირობოს ჰეპატობილიარული ცვლილებების შექცევადობა ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ მუკოვისციდოზთან დაკავშირებული ცვლილებების განვითრების საწყის ეტაპებზე გამოყენებისას. მკურნალობის ეფექტურობის ოპტიმიზაციისთვის უდქმ გამოყენებული უნდა იქნეს შეძლებისდაგვარად მალე ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ მუკოვისციდოზთან დაკავშირებული დარღვევების დიაგნოზის დასმის შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შიგნით მიღების შემდეგ უდქმ სწრაფად შეიწოვება ნაწლავებში, აღწევს ღვიძლში და გამოიყოფა ნაღველთან ერთად უპირატესად გლიკოკონიუგირებული ფორმით და, ამგვარად, ერთვება ენტეროჰეპატური ცირკულაციის პროცესში; უდქმ ნაწილობრივ მეტაბოლიზდება ნაწლავის მკროფლორის ზემოქმედებით, და მისი მეტაბოლიტები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მეშვეობით გამოიყოფა.

ვარგისობის ვადა

5 წელი წარმოების თარიღიდან.

ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

განსაკუთრებული მითითებები შენახვის შესახებ

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

კაფსულები.

10 კაფსულა ბლისტერში.

2 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები უტილიზებისა და სხვა სამუშაოებისთვის

განსაკუთრებული მითითებები არ არის.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაგჯილარ / სტამბული)

"World Medicine İlaç San. ve Tic. A.Ş.", Turkey

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა