ცინოვექსი® გამოიყენება შემდეგი დაავადების სამკურნალოდ: პაციენტები, რომლებსაც დიაგნოსტირებული აქვთ მორეციდივე გაფანტული სკლეროზი (MS). კლინიკურ კვლევებში ეს ხასიათდებოდა გამწვავების ორი ან მეტი ეპიზოდით (რეციდივები) წინა სამი წლის განმავლობაში რეციდივებს შორის უწყვეტი პროგრესირების მტკიცებულების გარეშე; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- interferon beta
- ფორმა და შეფუთვა
- 6მლნ. ს.ე. (30.0მკგ)/0.5მლ 0.5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი მზა შპრიცი №4 + ერთჯერადი ნემსი №4
- მწარმოებელი
- CinnaGen co., ირანი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- იმუნოსტიმულატორები, ინტერფერონები
- ATC კოდი
- L03AB07
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036273
- რეგისტრირებულია
- 26 აგვისტო 2022, მოქმედებს 26 აგვისტო 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- CinnaGen co. (ირანი)
- განმცხადებელი
- შპს „კვადრიუმ ფარმჰაუსი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ცინოვექსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ცინოვექსი® გამოიყენება შემდეგი დაავადების სამკურნალოდ:
პაციენტები, რომლებსაც დიაგნოსტირებული აქვთ მორეციდივე გაფანტული სკლეროზი (MS). კლინიკურ კვლევებში ეს ხასიათდებოდა გამწვავების ორი ან მეტი ეპიზოდით (რეციდივები) წინა სამი წლის განმავლობაში რეციდივებს შორის უწყვეტი პროგრესირების მტკიცებულების გარეშე; ცინოვექსი® ანელებს ინვალიდობის პროგრესირებას და ამცირებს რეციდივების სიხშირეს.
პაციენტები ერთჯერადი დემიელინიზაციის შემთხვევით აქტიური ანთებითი პროცესით, თუ იგი საკმაოდ მძიმეა იმისთვის, რომ გამართლებული იყოს ინტრავენური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა, თუ გამორიცხულია ალტერნატიული დიაგნოზები, და თუ დადგინდა, რომ ისინი მიეკუთვნებიან კლინიკურად განსაზღვრული გაფანტული სკლეროზის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს (იხ. ნაწილი 5.1).
ცინოვექსის® გამოყენება უნდა შეწყდეს პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებში.
მიღების წესი და დოზირება
მკურნალობა უნდა დაიწყოს დაავადების მკურნალობის გამოცდილების მქონე ექიმის მეთვალყურეობით.
დოზირება
მოზრდილები: რეკომენდებული დოზა მორეციდივე გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ არის 30 მკგ (0.5 მლ ხსნარი) ინტრამუსკულურად (IM) შეყვანილი კვირაში ერთხელ (იხ. ნაწილი 6.6). დამატებითი სარგებელი კვირაში ერთხელ უფრო მაღალი დოზის (60 მკგ) გამოყენებისას არ გამოვლენილა.
ტიტრაცია: პაციენტებში გრიპის მსგავსი სიმპტომების სიხშირისა და სიმძიმის შესამცირებლად (იხ. პუნქტი 4.8) მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია დოზის ტიტრაცია. ტიტრაცია წინასწარ შევსებული შპრიცის გამოყენებით შეიძლება მიღწეული იყოს დოზის გაზრდით ყოველ კვირაში ¼ დოზით, სრული დოზის მიღწევამდე (30 მკგ/კვირაში) მეოთხე კვირაში.
ტიტრირების ალტერნატიული სქემის სახით შესაძლებელია თერაპიის დაწყება ინტერფერონი ბეტა-1ა-ს დაახლოებით ½ დოზით კვირაში ერთხელ სრული დოზის მიღწევამდე. ადეკვატური ეფექტიანობის მისაღებად, საწყისი ტიტრაციის პერიოდის შემდეგ უნდა იქნას მიღწეული დოზირება 30 მკგ კვირაში ერთხელ, რომელიც უნდა შენარჩუნდეს.
ინექციამდე და დამატებით ყოველი ინექციიდან 24 საათის შემდეგ რეკომენდებულია სიცხის დამწევი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღება გრიპის მსგავსი სიმპტომების შესამცირებლად, რომლებიც დაკავშირებულია ინტერფერონ ბეტა-1ა-ს შეყვანასთან. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ მკურნალობის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ნარჩუნდება.
პედიატრიული პოპულაცია: ბეტა-1ა ინტერფერონის უსაფრთხოება და ეფექტურობა 12-დან 16 წლამდე მოზარდებში ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. ამჟამად ხელმისაწვდომი მონაცემები მოყვანილია 4.8 და 5.1 განყოფილებებში, მაგრამ დოზირების რეკომენდაციების გაკეთება შეუძლებელია.
ბეტა-1ა ინტერფერონის უსაფრთხოება და ეფექტურობა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი. მონაცემები არ მოიპოვება.
ხანდაზმულები: კლინიკური კვლევებში არ მონაწილეობდა 65 წელზე მეტი ასაკის საკმარისი რაოდენობის პაციენტი, რათა დადგინდეს, რეაგირებენ თუ არა ისინი განსხვავებულად ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით. თუმცა, აქტიური ნივთიერების კლირენსის რეჟიმიდან გამომდინარე, ხანდაზმულებში დოზის კორექციის საჭიროების თეორიული საფუძველი არ არსებობს.
გამოყენების წესი
ინტრამუსკულური ინექციის ადგილი ყოველ კვირაში უნდა შეიცვალოს (იხ. ნაწილი 5.3).
ექიმებმა შეიძლება დანიშნონ 25 მმ დიამეტრის, 25 კალიბრის ნემსი იმ პაციენტებში, რომლებში ასეთი ნემსი მიზანშეწონილია ინტრამუსკულური ინექციის ჩასატარებლად.
ამ დროისთვის უცნობია, რამდენ ხანს უნდა გაიარონ მკურნალობა პაციენტებმა. პაციენტები კლინიკურად უნდა შეფასდნენ ორი წლის მკურნალობის შემდეგ და გრძელვადიანი მკურნალობა ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს მკურნალი ექიმის მიერ. მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ პაციენტს განუვითარდა ქრონიკული პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზი.
უკუჩვენებები
პაციენტები ანამნეზში არსებული ჰიპერმგრძნობელობით ბუნებრივი ან რეკომბინანტული ბეტა-ინტერფერონის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია 6.1 ნაწილში.
პაციენტები მიმდინარე მძიმე დეპრესიით ან/და სუიციდური იდეებით (იხ. ნაწილები 4.4 და 4.8).
სიფრთხილის ზომები
მიკვლევადობა
ბიოლოგიური სამკურნალო საშუალებების მიკვლევადობის გაუმჯობესების მიზნით, მკაფიოდ უნდა იყოს ჩაწერილი შეყვანილი პროდუქტის დასახელება და სერიის ნომერი.
ინტერფერონი ბეტა-1ა სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში წარსულში ან აწმყოში არსებული დეპრესიული აშლილობებით, განსაკუთრებით პაციენტებში წინამორბედი სუიციდური აზრებით (იხ. პუნქტი 4.3). ცნობილია, რომ დეპრესია და სუიციდური აზრები უფრო ხშირია გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებში და უკავშირდება ინტერფერონის გამოყენებას. პაციენტებს ურჩევენ, დაუყოვნებლივ შეატყობინონ ექიმს დეპრესიის ან/და სუიციდური აზრების ნებისმიერი სიმპტომის შესახებ.
თერაპიის დროს საჭიროა დეპრესიის მქონე პაციენტების მკაცრი მონიტორინგი და სათანადო მკურნალობის ჩატარება. გასათვალისწინებელია ინტერფერონ ბეტა-1ა თერაპიის შეწყვეტა (იხ. ნაწილი 4.3 და 4.8).
ინტერფერონი ბეტა-1ა სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ ეპილეფსიური კრუნჩხვები, და რომლებიც მკურნალობდა ანტიეპილეფსიური საშუალებებით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეპილეფსია სათანადოდ არ კონტროლდება ანტიეპილეფსიური საშუალებებით (იხ. ნაწილები 4.5 და 4.8).
საჭიროა სიფრთხილე და სათანადო მონიტორინგი ბეტა-1ა-ინტერფერონის გამოყენებისას თირკმელების და ღვიძლის მძიმე უკმარისობის და მძიმე მიელოსუპრესიის მქონე პაციენტებში.
თრომბოზული მიკროანგიოპათია (TMA): ბეტა-ინტერფერონის პროდუქტების გამოყენებისას დაფიქსირდა თრომბოზული მიკროანგიოპათიის შემთხვევები, რომლებიც გამოიხატება თრომბოზული თრომბოციტოპენური პურპურის (TTP) ან ჰემოლიზური ურემიული სინდრომის (HUS) სახით, მათ შორის ლეტალური გამოსავლით. მოვლენები დაფიქსირდა მკურნალობის დროს დროის სხვადასხვა მონაკვეთში და შეიძლება განვითარდეს ბეტა-ინტერფერონით მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ან რამდენიმე წლის შემდეგ. ადრეული კლინიკური ნიშნები მოიცავს თრომბოციტოპენიას, ჰიპერტენზიას, ცხელებას, ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომებს (მაგ., დაბნეულობა, პარეზი) და თირკმლის ფუნქციის დარღვევას. ლაბორატორიული მაჩვენებლები, რომლებიც მიუთითებს თრომბოზული მიკროანგიოპათიის განვითარებაზე, მოიცავს თრომბოციტების რაოდენობის შემცირებას, შრატში ლაქტატდეჰიდროგენაზას (LDH) მომატებას ჰემოლიზის გამო და სისხლის ნაცხში შისტოციტების (ერითროციტების ფრაგმენტაცია) გაზრდას. ამიტომ, თუ აღინიშნება თრომბოზული მიკროანგიოპათიის კლინიკური ნიშნები, რეკომენდებულია სისხლში თრომბოციტების დონის, შრატში LDH-ის განსაზღვრა, სისხლის ნაცხის და თირკმლის ფუნქციის შემდგომი ტესტირება. თრომბოზული მიკროანგიოპათიის დიაგნოსტირებისას, საჭიროა სასწრაფო მკურნალობა (პლაზმოფერეზის გათვალისწინებით) და რეკომენდებულია ბეტა-1ა-ინტერფერონის დაუყოვნებელი შეწყვეტა.
ნეფროზული სინდრომი: ბეტა-ინტერფერონის პროდუქტებით მკურნალობის დროს დაფიქსირდა ნეფროზული სინდრომის შემთხვევები სხვადასხვა ფონური ნეფროპათიებით, მათ შორის კოლაფსირებული ფოკალური სეგმენტური გლომერულოსკლეროზი (FSGS), მინიმალური ცვლილების დაავადება (MCD), მემბრანოპროლიფერაციული გლომერულონეფრიტი (MPGN) და მემბრანული გლომერულოპათია (MGN). მოვლენები დაფიქსირდა მკურნალობის დროს დროის სხვადასხვა მონაკვეთში და შეიძლება განვითარდეს ბეტა-ინტერფერონით მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ. რეკომენდებულია ადრეული ნიშნების ან სიმპტომების პერიოდული მონიტორინგი, მაგ., შეშუპება, პროტეინურია და თირკმლის ფუნქციის დარღვევა, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის უკმარისობის გაზრდილი რისკი. საჭიროა ნეფროზული სინდრომის დროული მკურნალობა და ბეტა-1ა-ინტერფერონით მკურნალობის შეწყვეტა.
პოსტმარკეტინგულ პერიოდში ბეტა-ინტერფერონის გამოყენებისას დაფიქსირდა ღვიძლის დაზიანება, მათ შორის შრატში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ჰეპატიტი, აუტოიმუნური ჰეპატიტი და ღვიძლის უკმარისობა (იხ. ნაწილი 4.8). ზოგიერთ შემთხვევაში, ეს რეაქციები განვითარდა სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც ასოცირდებოდა ღვიძლის დაზიანებას. სხვა სამკურნალო პროდუქტის ან სხვა ჰეპატოტოქსიკური აგენტების (მაგ., ალკოჰოლი) პოტენციური ადიტიური ეფექტი დადგენილი არ არის. საჭიროა პაციენტების მონიტორინგი ღვიძლის დაზიანების ნიშნებზე და სიფრთხილის გამოჩენა ინტერფერონის და სხვა ჰეპატოტოკსიკური სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას.
გულის დაავადებების მქონე პაციენტები, მაგ., სტენოკარდია, გულის შეგუბებითი უკმარისობა ან არითმია, უნდა იმყოფებოდნენ მჭიდრო მონიტორინგის ქვეშ, მათი კლინიკური მდგომარეობის გაუარესების გასაკონტროლებლად ბეტა-1ა-ინტერფერონით მკურნალობის დროს. გრიპის მსგავსი სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია ბეტა-1ა-ინტერფერონით თერაპიასთან, შესაძლოა სტრესული აღმოჩნდეს პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ გულის თანმხლები დაავადებები.
ლაბორატორიული გადახრები დაკავშირებულია ინტერფერონების გამოყენებასთან. ამიტომ, იმ ლაბორატორიული ტესტების გარდა, რომლებიც ჩვეულებრივ საჭიროა გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების მონიტორინგისთვის, ბეტა-1ა-ინტერფერონით თერაპიის დროს რეკომენდებულია ლეიკოციტების სრული და დიფერენცირებული რაოდენობის განსაზღვრა, თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრა და სისხლის ბიოქიმიური ანალიზი, ღვიძლის ფუნქციური ტესტების ჩათვლით. მიელოსუპრესიის მქონე პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის საერთო უჯრედების რაოდენობის განსაზღვრის უფრო ინტენსიური მონიტორინგი, დიფერენცირებით და თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრით.
პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ანტისხეულები ბეტა-1ა-ინტერფერონის მიმართ. ზოგიერთი პაციენტის ანტისხეულები ამცირებენ ბეტა-1ა-ინტერფერონის აქტივობას in vitro (ანტისხეულების განეიტრალება). მანეიტრალიზებელი ანტისხეულები ასოცირდება ბეტა-1ა-ინტერფერონის ბიოლოგიური ეფექტების შემცირებასთან in vivo და შესაძლოა დაკავშირებული იყოს კლინიკური ეფექტიანობის შემცირებასთან. დადგენილია, რომ მანეიტრალიზებელი ანტისხეულების წარმოქმნის სიხშირის პლატო მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 12 თვის შემდეგ. ბოლო კლინიკური კვლევები პაციენტებში, რომლებიც სამი წლის განმავლობაში მკურნალობდნენ ბეტა-1ა-ინტერფერონით, აჩვენებს, რომ დაახლოებით 5-8%-ს უვითარდება მანეიტრალიზებელი ანტისხეულები.
შრატში ინტერფერონების ანტისხეულების გამოსავლენად სხვადასხვა ანალიზის გამოყენება ზღუდავს სხვადასხვა პროდუქტების ანტიგენობის შედარების უნარს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ადამიანებში ურთიერთქმედების ოფიციალური კვლევები არ ჩატარებულა.
ბეტა-1ა-ინტერფერონის ურთიერთქმედება კორტიკოსტეროიდებთან ან ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონთან (ACTH) სისტემატურად არ არის შესწავლილი. კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებში რეციდივების დროს შეიძლება ბეტა-1ა-ინტერფერონის და კორტიკოსტეროიდების ან ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის გამოყენება.
ცნობილია, რომ ადამიანებსა და ცხოველებში ინტერფერონები ამცირებენ ციტოქრომ P450-ზე დამოკიდებული ღვიძლის ფერმენტების აქტივობას. შეფასდა ბეტა-1a-ინტერფერონის მაღალი დოზების ეფექტი P450-დამოკიდებულ მეტაბოლიზმზე მაიმუნებში, ღვიძლის მეტაბოლურ შესაძლებლობებში ცვლილებები არ დაფიქსირებულა. სიფრთხილეა საჭირო ბეტა-1ა-ინტერფერონის ერთდროული გამოყენებისას ისეთ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებსაც აქვთ ვიწრო თერაპიული ინდექსი და მათი კლირენსი დამოკიდებულია ღვიძლის ციტოქრომ P450 სისტემაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მონაცემების დიდი რაოდენობა (1000-ზე მეტი ორსულობის შედეგი) რეესტრებიდან და პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან მიუთითებს, რომ არ არის გაზრდილი სერიოზული თანდაყოლილი ანომალიების რისკი ჩასახვამდე ან ორსულობის პირველ ტრიმესტრში ბეტა-ინტერფერონის გამოყენებისას. თუმცა ექსპოზიციის ხანგრძლივობა პირველი ტრიმესტრის განმავლობაში გაურკვეველია, რადგან მონაცემები შეგროვებული იყო მაშინ, როდესაც ინტერფერონი ბეტას გამოყენება უკუნაჩვენები იყო ორსულობისას, და მკურნალობა სავარაუდოდ იქნებოდა შეწყვეტილი ორსულობის გამოვლინებისას და/ან დადასტურებისას. მეორე და მესამე ტრიმესტრში ექსპოზიციის გამოცდილება ძალიან შეზღუდულია.
ცხოველების მონაცემებზე დაყრდნობით (იხ. პუნქტი 5.3), არსებობს შესაძლებლობა გაზრდილი იყოს სპონტანური აბორტის განვითარების რისკი. სპონტანური აბორტების რისკი ორსულ ქალებში, ბეტა-ინტერფერონის ექსპოზიციის შემდეგ, არ შეიძლება ადეკვატურად შეფასდეს ამჟამად არსებული მონაცემების საფუძველზე, მაგრამ მონაცემები ჯერჯერობით არ მიუთითებს გაზრდილ რისკზე.
კლინიკური საჭიროების შემთხვევაში, ბეტა-1ა-ინტერფერონის გამოყენება შეიძლება განხილული იყოს ორსულობის დროს.
ძუძუთი კვება
შეზღუდული ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია ბეტა-1ა-ინტერფერონის დედის რძეში გადასვლის შესახებ, ბეტა-ინტერფერონის ქიმიურ/ფიზიოლოგიურ მახასიათებლებთან ერთად, იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ დედის რძეში გადასული ბეტა-1ა-ინტერფერონის დონე უმნიშვნელოა. მავნე ზემოქმედება ძუძუთ კვებაზე მყოფ ახალშობილებზე/ჩვილებზე მოსალოდნელი არ არის.
ბეტა-1ა-ინტერფერონი შეიძლება გამოყენებულ იქნას ძუძუთი კვების დროს.
ფერტილობა
ნაყოფიერების და განვითარების კვლევები ბეტა-1ა-ინტერფერონის მონათესავე ფორმით ჩატარდა რეზუს მაიმუნებში. ძალიან მაღალი დოზების დროს საცდელ ცხოველებში დაფიქსირდა ანოვულატორული და აბორტის ეფექტი (იხ. პუნქტი 5.3).
ინფორმაცია ბეტა-1ა-ინტერფერონის ზემოქმედების შესახებ მამრობითი სქესის ფერტილობაზე არ არის ხელმისაწვდომი.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
კვლევები ბეტა-1ა-ინტერფერონის ზემოქმედების შესახებ ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ ჩატარებულა.
მგრძნობიარე პაციენტებში ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებულმა არასასურველმა რეაქციებმა შეიძლება მცირე გავლენა მოახდინოს მანქანის მართვისა და მექანიზმების მართვის უნარზე (იხ. პუნქტი 4.8).
გვერდითი მოვლენები
ბეტა-1ა-ინტერფერონის თერაპიასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების ყველაზე მაღალი სიხშირე დაკავშირებულია გრიპის მსგავს სიმპტომებთან. ყველაზე ხშირი გრიპის მსგავსი სიმპტომებია მიალგია, ცხელება, შემცივნება, ოფლიანობა, ასთენია, თავის ტკივილი და გულისრევა. თერაპიის დასაწყისში ბეტა-1ა-ინტერფერონის დოზის ტიტრაციის შედეგად დაფიქსირდა გრიპის მსგავსი სიმპტომების სიმძიმისა და სიხშირის შემცირება. გრიპის მსგავსი სიმპტომები, როგორც წესი, ყველაზე მეტად გამოხატულია თერაპიის დასაწყისში და მცირდება მკურნალობის გაგრძელებისას.
ინექციების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს გარდამავალი ნევროლოგიური სიმპტომები, რომლებიც გაფანტული სკლეროზის გამწვავების სიმპტომების მსგავსია. ჰიპერტენზიის ან/და კუნთების ძლიერი სისუსტის გარდამავალი ეპიზოდები, რომლებიც აფერხებს თავისუფალ მოძრაობას, შეიძლება განვითარდეს მკურნალობის ნებისმიერ დროს. ეს ეპიზოდები შეზღუდული ხანგრძლივობისაა, დროებით კაშირშია ინიქციებთან და შეიძლება განმეორდეს შემდგომი ინიქციების შემდეგ. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სიმპტომები ასოცირდება გრიპის მსგავს სიმპტომებთან.
გვერდითი რეაქციების სიხშირე გამოიხატება პაციენტი-წლებში შემდეგი კატეგორიებით:
ძალიან ხშირად (≥1/10 პაციენტი-წელი);
ხშირად (≥1/100-დან <1/10 პაციენტი-წელი);
არც ისე ხშირად (≥1/1, 000-დან <1/100 პაციენტი-წელი);
იშვიათად (≥1/10,000-დან <1/1000 პაციენტი-წელი);
ძალიან იშვიათად (<1/10000 პაციენტი-წელი);
უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).
პაციენტი-დრო წარმოადგენს დროის ცალკეული ერთეულების ჯამს, რომლის დროსაც კვლევაში მონაწილე პაციენტი გამოიყენებდა ბეტა-1ა-ინტერფერონს, და სანამ მას გვერდითი რეაქციები განუვითარდა.
მაგალითად, 100 ადამიანი-წელი შეიძლება დაფიქსირდეს 100 პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ ერთი წლის განმავლობაში ან 200 პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ ნახევარი წლის განმავლობაში.
კვლევების მსვლელობისას გამოვლენილი გვერდითი რეაქციები (კლინიკური კვლევები და ობსერვაციული კვლევები ორიდან ექვს წლამდე პერიოდის განმავლობაში) და სხვა გვერდითი რეაქციები, რომლებიც მიღებულია სპონტანურად ბაზრიდან, უცნობი სიხშირით, წარმოდგენილია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში. სიხშირის თითოეული ჯგუფის ფარგლებში არასასურველი ეფექტები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით.
კვლევები
ხშირად
ლიმფოციტების რაოდენობის შემცირება, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება,
ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება,
ჰემატოკრიტის შემცირება, სისხლში კალიუმის დონის გაზრდა, სისხლში შარდოვანას აზოტის გაზრდა
არც ისე ხშირად
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
უცნობია
წონის შემცირება, წონის გაზრდა, ღვიძლის ფუნქციური ტესტების დარღვევები
გულის მხრივ
უცნობია
კარდიომიოპათია, გულის შეგუბებითი უკმარისობა (იხ. ნაწილი 4.4), პალპიტაცია, არითმია, ტაქიკარდია
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები
უცნობია
პანციტოპენია, თრომბოციტოპენია
იშვიათად
თრომბოზული მიკროანგიოპათია თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურის ჩათვლით/ ჰემოლიზური ურემიული სინდრომი*
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები
ძალიან ხშირად
თავის ტკივილი 2
ხშირად
კუნთების სპასტიურობა, ჰიპოესთეზია
უცნობია
ნევროლოგიური სიმპტომები, სინკოპე3, ჰიპერტონია,
თავბრუსხვევა, პარესთეზია, კრუნჩხვები, შაკიკი
რესპირაციული, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ დარღვევები
ხშირად
რინორეა
იშვიათად
ქოშინი
უცნობია
ფილტვის არტერიული ჰიპერტენზია┼
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები
ხშირად
ღებინება, დიარეა, გულისრევა2
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები
ხშირად
გამონაყარი, მომატებული ოფლიანობა, კონტუზია
არც ისე ხშირად
ალოპეცია
უცნობია
ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, ვეზიკულური გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ფსორიაზის გამწვავება
კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები
ხშირად
კუნთების კრუნჩხვები, კისრის ტკივილი, მიალგია2, ართრალგია, ტკივილი კიდურებში, ზურგის ტკივილი, კუნთების რიგიდობა, ძვალ-კუნთოვანი სისტემის რიგიდობა
უცნობია
სისტემური წითელი მგლურა, კუნთების სისუსტე,
ართრიტ
თირკმლებისა და შარდის მხრივ დარღვევები
იშვიათად
ნეფროზული სინდრომი, გლომერულოსკლეროზი (იხ. ნაწილი 4.4 „სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“)
ენდოკრინული დარღვევები
უცნობია
ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი
მეტაბოლიზმის და კვების მხრივ დარღვევები
ხშირად
ანორექსია
ინფექციები და ინვაზიები
უცნობია
აბსცესი ინიქციის ადგილას1
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
ხშირად
სიმხურვალის შეგრძნება
უცნობია
ვაზოდილატაცია
ზოგადი დარღვევები და გამოყენების ადგილის მხრივ
ძალიან ხშირად
გრიპის მსგავსი სიმპტომები, პირექსია2, შემცივნება2, ოფლიანობა2
ხშირად
ტკივილი ინიქციის ადგილას, ერითემა ინიქციის ადგილას, სისხლჩაქცევები ინიქციის ადგილას, ასთენია2, ტკივილი, დაღლილობა2, სისუსტე, ღამის ოფლიანობა
არც ისე ხშირად
ინიქციის ადგილას წვის შეგრძნება
უცნობია
რეაქცია ინიქციის ადგილას, ანთება ინიქციის ადგილას, ცელულიტი1 ინიქციის ადგილას, ნეკროზი ინიქციის ადგილას, სისხლდენა ინიქციის ადგილას, გულმკერდის ტკივილი
იმუნური სისტემის დარღვევები
უცნობია
ანაფილაქსიური რეაქცია, ანაფილაქსიური შოკი,
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანგიონევროზული შეშუპება, ქოშინი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი)
ჰეპატობილიარული დარღვევები
უცნობია
ღვიძლის უკმარისობა (იხ. პუნქტი 4.4), ჰეპატიტი,
აუტოიმუნური ჰეპატიტი
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ დარღვევები
არც ისე ხშირად
მეტრორაგია, მენორაგია
ფსიქიკის მხრივ
ხშირად
დეპრესია (იხ. ნაწილი 4.4), უძილობა
უცნობია
სუიციდი, ფსიქოზი, შფოთვა, ცნობიერების დარღვევა, ემოციური ლაბილობა
- ბეტა-ინტერფერონის პროდუქტების კლასის ეტიკეტი (იხილეთ ნაწილი 4.4).
┼ ინტერფერონის პროდუქტების კლასის მარკირება, იხილეთ ქვემოთ ფილტვის არტერიული ჰიპერტენზია.
1 დაფიქსირდა რეაქციები ინიქციის ადგილზე, მათ შორის ტკივილი, ანთება და აბსცესის ან ცელულიტის ძალიან იშვიათი შემთხვევები, რომლის დროსაც შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.
2 შემთხვევების სიხშირე უფრო მაღალია მკურნალობის დასაწყისში.
3 სინკოპეს ეპიზოდი შეიძლება განვითარდეს ბეტა-1ა-ინტერფერონის ინიქციის შემდეგ, ეს ჩვეულებრივ შეიძლება იყოს ერთჯერადი ეპიზოდი, რომელიც ვლინდება მკურნალობის დასაწყისში და არ განმეორდება შემდგომი ინიქციების დროს.
ფილტვისმირი არტერიული ჰიპერტენზია
ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის (PAH) შემთხვევები დაფიქსირდა ბეტა-ინტერფერონის პროდუქტების გამოყენებისას. მოვლენები დაფიქსირდა სხვადასხვა დროს, მათ შორის ბეტა-ინტერფერონით მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ.
პედიატრიული პოპულაცია
შეზღუდული გამოქვეყნებული მონაცემებით, უსაფრთხოების პროფილი 12-დან 16 წლამდე მოზარდებში, რომლებიც იღებენ 30 მიკროგრამ ბეტა-1ა-ინტერფერონს კვირაში ერთხელ, მოზრდილებში არსებული პროფილის მსგავსია.
შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ მნიშვნელოვანია შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ. ეს სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის თანაფარდობის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის სპეციალისტებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ.
ჭარბი დოზა
ჭარბი დოზირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. თუმცა, ჭარბი დოზირების შემთხვევაში, პაციენტები უნდა იყვნენ ჰოსპიტალიზებული შემდგომი დაკვირვების და შესაბამისი შემნარჩუნებელი მკურნალობის მიზნით.
შემადგენლობა
ერთი 0.5 მლ-იანი წინასწარ შევსებული შპრიცი შეიცავს 30 მიკროგრამს (6 მილიონი სე) ინტერფერონ ბეტა-1ა-ს. ხსნარის კონცენტრაცია არის 60 მკგ/მლ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინტერფერონის საერთაშორისო სტანდარტის გამოყენებით, 30 მიკროგრამი ცინოვექსი® შეიცავს 6 მილიონ სე ანტივირუსულ აქტივობას. აქტივობა სხვა სტანდარტებთან მიმართებაში უცნობია.
ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერებები
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ ნაწილში 6.1.
სამკურნალო ფორმა
საინექციო ხსნარი.
გამჭვირვალე და უფერო ხსნარი.
კლინიკური თვისებები
შენახვის პირობები
24 თვე.
განსაკუთრებული პირობები შენახვისას
ინახება მაცივარში (2 ° C - 8 ° C).
არ გაყინოთ.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში (პლასტმასის დალუქულ ქეისში), სინათლისაგან დაცულ ადგილას. (იხ. ნაწილი 6.5).
შიგთავსი და კონტეინერის შემცველობა
1 მლ წინასწარ შევსებული მინის შპრიცი (ტიპი I) ლუერით და PRTC (მყარი წვერის მქონე პლასტმასის თავსახურით) და დგუშის საცობით, რომელიც შეიცავს 0,5 მლ ხსნარს.
შეფუთვის ზომა: ერთი წინასწარ შევსებული სტერილური შპრიცი და ერთი ნემსი შეფუთულია დალუქულ პლასტმასის ქეისში. თითოეული შეფუთვა შეიცავს 4 დალუქულ პლასტმასის ქეისს და 1 ფურცელ-ჩანართს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ინტერფერონები, ATC კოდი: L03 AB07
ინტერფერონები წარმოადგენენ ბუნებრივი ცილების ოჯახს, რომლებიც წარმოიქმნება ეუკარიოტული უჯრედების მიერ ვირუსული ინფექციის და სხვა ბიოლოგიური ინდუქტორების საპასუხოდ. ინტერფერონები წარმოადგენენ ციტოკინებს, რომლებიც არიან ანტივირუსული, ანტიპროლიფერაციული და იმუნომოდულაციური აქტივობის მოდულატორები. განასხვავებენ ინტერფერონის სამ ძირითად ფორმას: ალფა, ბეტა და გამა. ალფა და ბეტა ინტერფერონები კლასიფიცირდება როგორც I ტიპის ინტერფერონები, ხოლო ინტერფერონი გამა არის II ტიპის ინტერფერონი. ამ ინტერფერონებს ერთმანეთის დუბლირების უნარი და ამავე დროს გამორჩეული ბიოლოგიური აქტივობა აქვთ. ისინი ასევე შეიძლება განსხვავდებოდნენ უჯრედში სინთეზის ადგილების მიხედვით.
ბეტა-ინტერფერონი გამომუშავდება სხვადასხვა ტიპის უჯრედების მიერ, მათ შორის ფიბრობლასტებით და მაკროფაგებით. ბუნებრივი ბეტა-ინტერფერონი და ბეტა-1ა-ინტერფერონი გლიკოზირებულები არიან, მათ აქვთ ერთი N-დაკავშირებული კომპლექსური ნახშირწყლების ჯგუფი. ცნობილია, რომ სხვა ცილების გლიკოზირება გავლენას ახდენს მათ სტაბილურობაზე, აქტივობაზე, ბიოგანაწილებასა და სისხლიდან ნახევარგამოყოფის პერიოდზე. თუმცა, ბეტა-ინტერფერონის ეფექტი, რომელიც დამოკიდებულია გლიკოზირებაზე, ბოლომდე არ არის განსაზღვრული.
მოქმედების მექანიზმი
ცინოვექსი®-ის ბიოლოგიური მოქმედება ხორციელდება ადამიანის უჯრედების ზედაპირზე არსებულ სპეციფიკურ რეცეპტორებთან შეკავშირების გზით.
ეს შეკავშირება იწვევს უჯრედშიდა მოვლენების კომპლექსურ კასკადს, რაც იწვევს ინტერფერონით ინდუცირებული მრავალი გენის პროდუქტისა და მარკერის ესპრესიას.
მათ მიეკუთვნება MHC კლასი I, Mx პროტეინი, 2'/5'-ოლიგოადენილატსინთეტაზა, β2-მიკროგლობულინი და ნეოპტერინი. ზოგიერთი პროდუქტი განისაზღვრა შრატში და სისხლის უჯრედულ ფრაქციებში, რომლებიც აღებულია პაციენტებისგან, რომლებიც მკურნალობდნენ ბეტა-1ა-ინტერფერონით. ბეტა-1ა-ინტერფერონის ერთჯერადი ინტრამუსკულური შეყვანის შემდეგ, ამ პროდუქტების დონე შრატში მომატებული რჩება სულ მცირე ოთხი დღიდან ერთ კვირამდე განმავლობაში.
არ არის ცნობილი, არის თუ არა ბეტა-1ა-ინტერფერონის მოქმედების მექანიზმი გაფანტული სკლეროზის დროს განპირობებული იმავე გზით, როგორც ზემოთ აღწერილი ბიოლოგიური ეფექტები, ვინაიდან გაფანტული სკლეროზის პათოფიზიოლოგია დადგენილი არ არის.
კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება
ბეტა-1ა-ინტერფერონის ეფექტები გაფანტული სკლეროზის მკურნალობაში ნაჩვენები იყო პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში მორეციდივე გაფანტული სკლეროზის დროს, რომელიც ხასიათდებოდა სულ მცირე 2 გამწვავებით წინა 3 წელიწადში ან მინიმუმ ერთი გამწვავებით ერთი წლის განმავლობაში კვლევაში ჩართვამდე, როდესაც დაავადების ხანგრძლივობა იყო 3 წელზე ნაკლები. კლინიკური კვლევა მოიცავდა პაციენტებს ინვალიდობის სტატუსის გაფართოებული სკალით 1.0-დან 3.5-მდე ჩართვის მომენტისთვის. კვლევის დიზაინიდან გამომდინარე, პაციენტებს აკვირდებოდნენ სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში. ინვალიდობის პროგრესირება შეფასდა, როგორც 1.0 პუნქტიანი ზრდა გაფართოებული ინვალიდობის სტატუსის სკალით (EDSS), რომელიც გაგრძელდა მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში. ასევე ნაჩვენებია, რომ რეციდივების სიხშირე ყოველწლიურად მცირდება მესამედით. ეს ბოლო კლინიკური ეფექტი დაფიქსირდა მკურნალობის დაწყებიდან ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ.
ორმაგად ბრმა, რანდომიზებულმა, დოზების შედარების კვლევამ არ აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები ან ტენდენციები ბეტა-1ა-ინტერფერონის 30 მკგ და 60 მკგ დოზებს შორის კლინიკურ და ზოგად მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულების პარამეტრებში.
ბეტა-1ა-ინტერფერონის ეფექტი გაფანტული სკლეროზის მკურნალობისას ასევე ნაჩვენებია რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა კვლევაში. ბეტა-1ა-ინტერფერონის მკურნალობის ჯგუფში აღინიშნებოდა რეციდივის შემცირების რისკი. ასევე დაფიქსირდა გავლენა მაგნიტურ-რეზონანსული პარამეტრებზე. რეციდივის სავარაუდო რისკი იყო 50% სამ წელიწადში და 39% ორ წელიწადში პლაცებოს ჯგუფში და 35% (სამი წელი) და 21% (ორი წელი) ბეტა-1ა-ინტერფერონის ჯგუფში. საბაზისო MRI-ს მქონე პაციენტების რეტროსპექტულ ანალიზში სულ მცირე ერთი Gd-გაზრდილი დაზიანებით და ცხრა T2 დაზიანებით, მეორე მოვლენის 2-წლიანი რისკი იყო 56% პლაცებოს ჯგუფში და 21% ინტერფერონის მკურნალობის ჯგუფში.
თუმცა, ბეტა-1ა-ინტერფერონით ადრეული მკურნალობის ეფექტი უცნობია ამ მაღალი რისკის ქვეჯგუფშიც კი, ვინაიდან კვლევა ძირითადად შემუშავებული იყო მეორე მოვლენის დროის შესაფასებლად, და არა დაავადების გრძელვადიანი განვითარების შესაფასებლად. გარდა ამისა, ამჟამად არ არსებობს მაღალი რისკის მქონე პაციენტის კარგად ჩამოყალიბებული განმარტება, თუმცა უფრო კონსერვატიული მიდგომა არის მინიმუმ ცხრა T2 ჰიპერინტენსიური დაზიანების მიღება საწყის სკანირებაზე და სულ მცირე ერთი ახალი T2 ან ერთი ახალი Gd- გაძლიერებული დაზიანება შემდგომი სკანირებით, რომელიც გაკეთებული საწყისი სკანირებიდან მინიმუმ სამი თვის შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში, მკურნალობა უნდა განიხილებოდეს მხოლოდ მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის.
პედიატრიული პოპულაცია
ინტერფერონ ბეტა-1ა-ს ეფექტურობის/უსაფრთხოების შეზღუდული მონაცემები 15 მიკროგრამის ინტრამუსკულურად კვირაში ერთხელ (n=8) გამოყენებისას მკურნალობის არარსებობასთან (n=8) შედარებით, 4 წლის განმავლობაში შემდგომი დაკვირვებით, აჩვენებდა ისეთივე შედეგებს, როგორც მოზრდილებში, თუმცა EDSS ქულები გაიზარდა მკურნალობის ჯგუფში 4 წლის შემდგომი დაკვირვების განმავლობაში, რაც მიუთითებს დაავადების პროგრესირებაზე. პირდაპირი შედარება მოზრდილებისთვის რეკომენდებულ დოზასთან არ ჩატარებულა.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ბეტა-1ა-ინტერფერონის ფარმაკოკინეტიკური პროფილი გამოკვლეული იყო არაპირდაპირი ანალიზით, რომელიც განსაზღვრავს ინტერფერონის ანტივირუსულ აქტივობას. ეს ანალიზი შეზღუდულია, რადგან იგი მგრძნობიარეა ინტერფერონის მიმართ, მაგრამ არ არის სპეციფიკური ბეტა-ინტერფერონის მიმართ. ალტერნატიული ანალიზის ტექნიკა არ არის საკმარისად მგრძნობიარე. ანალიზის ალტერნატიული მეთოდები არ არის საკმარისად მგრძნობიარე.
ბეტა-1ა-ინტერფერონის ინტრამუსკულური შეყვანის შემდეგ, შრატში ანტივირუსული აქტივობის დონე პიკს აღწევს დოზის მიღებიდან 5-15 საათის შემდეგ და მცირდება ნახევარგამოყოფის პერიოდით დაახლოებით 10 საათის განმავლობაში. ინექციის ადგილიდან შეწოვის სიჩქარის შესაბამისი კორექტირებით, სავარაუდო ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 40%. ამ კორექტირების გარეშე სავარაუდო ბიოშეღწევადობა უფრო მაღალია. კანქვეშა შეყვანა არ შეიძლება შეიცვალოს ინტრამუსკულური შეყვანით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პროდუქტის ზოგადი დახასიათება
სამედიცინო პროდუქტის დასახელება
ცინოვექსი® 30 მიკროგრამი/0,5 მლ საინექციო ხსნარი.
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
ერთი 0.5 მლ-იანი წინასწარ შევსებული შპრიცი შეიცავს 30 მიკროგრამს (6 მილიონი სე) ინტერფერონ ბეტა-1ა-ს. ხსნარის კონცენტრაცია არის 60 მკგ/მლ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინტერფერონის საერთაშორისო სტანდარტის გამოყენებით, 30 მიკროგრამი ცინოვექსი® შეიცავს 6 მილიონ სე ანტივირუსულ აქტივობას. აქტივობა სხვა სტანდარტებთან მიმართებაში უცნობია.
ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერებები
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ ნაწილში 6.1.
სამკურნალო ფორმა
საინექციო ხსნარი.
გამჭვირვალე და უფერო ხსნარი.
კლინიკური თვისებები
თერაპიული ჩვენებები
ცინოვექსი® გამოიყენება შემდეგი დაავადების სამკურნალოდ:
პაციენტები, რომლებსაც დიაგნოსტირებული აქვთ მორეციდივე გაფანტული სკლეროზი (MS). კლინიკურ კვლევებში ეს ხასიათდებოდა გამწვავების ორი ან მეტი ეპიზოდით (რეციდივები) წინა სამი წლის განმავლობაში რეციდივებს შორის უწყვეტი პროგრესირების მტკიცებულების გარეშე; ცინოვექსი® ანელებს ინვალიდობის პროგრესირებას და ამცირებს რეციდივების სიხშირეს.
პაციენტები ერთჯერადი დემიელინიზაციის შემთხვევით აქტიური ანთებითი პროცესით, თუ იგი საკმაოდ მძიმეა იმისთვის, რომ გამართლებული იყოს ინტრავენური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა, თუ გამორიცხულია ალტერნატიული დიაგნოზები, და თუ დადგინდა, რომ ისინი მიეკუთვნებიან კლინიკურად განსაზღვრული გაფანტული სკლეროზის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს (იხ. ნაწილი 5.1).
ცინოვექსის® გამოყენება უნდა შეწყდეს პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებში.
დოზირება და გამოყენების წესი
მკურნალობა უნდა დაიწყოს დაავადების მკურნალობის გამოცდილების მქონე ექიმის მეთვალყურეობით.
დოზირება
მოზრდილები: რეკომენდებული დოზა მორეციდივე გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ არის 30 მკგ (0.5 მლ ხსნარი) ინტრამუსკულურად (IM) შეყვანილი კვირაში ერთხელ (იხ. ნაწილი 6.6). დამატებითი სარგებელი კვირაში ერთხელ უფრო მაღალი დოზის (60 მკგ) გამოყენებისას არ გამოვლენილა.
ტიტრაცია: პაციენტებში გრიპის მსგავსი სიმპტომების სიხშირისა და სიმძიმის შესამცირებლად (იხ. პუნქტი 4.8) მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია დოზის ტიტრაცია. ტიტრაცია წინასწარ შევსებული შპრიცის გამოყენებით შეიძლება მიღწეული იყოს დოზის გაზრდით ყოველ კვირაში ¼ დოზით, სრული დოზის მიღწევამდე (30 მკგ/კვირაში) მეოთხე კვირაში.
ტიტრირების ალტერნატიული სქემის სახით შესაძლებელია თერაპიის დაწყება ინტერფერონი ბეტა-1ა-ს დაახლოებით ½ დოზით კვირაში ერთხელ სრული დოზის მიღწევამდე. ადეკვატური ეფექტიანობის მისაღებად, საწყისი ტიტრაციის პერიოდის შემდეგ უნდა იქნას მიღწეული დოზირება 30 მკგ კვირაში ერთხელ, რომელიც უნდა შენარჩუნდეს.
ინექციამდე და დამატებით ყოველი ინექციიდან 24 საათის შემდეგ რეკომენდებულია სიცხის დამწევი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღება გრიპის მსგავსი სიმპტომების შესამცირებლად, რომლებიც დაკავშირებულია ინტერფერონ ბეტა-1ა-ს შეყვანასთან. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ მკურნალობის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ნარჩუნდება.
პედიატრიული პოპულაცია: ბეტა-1ა ინტერფერონის უსაფრთხოება და ეფექტურობა 12-დან 16 წლამდე მოზარდებში ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. ამჟამად ხელმისაწვდომი მონაცემები მოყვანილია 4.8 და 5.1 განყოფილებებში, მაგრამ დოზირების რეკომენდაციების გაკეთება შეუძლებელია.
ბეტა-1ა ინტერფერონის უსაფრთხოება და ეფექტურობა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი. მონაცემები არ მოიპოვება.
ხანდაზმულები: კლინიკური კვლევებში არ მონაწილეობდა 65 წელზე მეტი ასაკის საკმარისი რაოდენობის პაციენტი, რათა დადგინდეს, რეაგირებენ თუ არა ისინი განსხვავებულად ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით. თუმცა, აქტიური ნივთიერების კლირენსის რეჟიმიდან გამომდინარე, ხანდაზმულებში დოზის კორექციის საჭიროების თეორიული საფუძველი არ არსებობს.
გამოყენების წესი
ინტრამუსკულური ინექციის ადგილი ყოველ კვირაში უნდა შეიცვალოს (იხ. ნაწილი 5.3).
ექიმებმა შეიძლება დანიშნონ 25 მმ დიამეტრის, 25 კალიბრის ნემსი იმ პაციენტებში, რომლებში ასეთი ნემსი მიზანშეწონილია ინტრამუსკულური ინექციის ჩასატარებლად.
ამ დროისთვის უცნობია, რამდენ ხანს უნდა გაიარონ მკურნალობა პაციენტებმა. პაციენტები კლინიკურად უნდა შეფასდნენ ორი წლის მკურნალობის შემდეგ და გრძელვადიანი მკურნალობა ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს მკურნალი ექიმის მიერ. მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ პაციენტს განუვითარდა ქრონიკული პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზი.
უკუჩვენებები
პაციენტები ანამნეზში არსებული ჰიპერმგრძნობელობით ბუნებრივი ან რეკომბინანტული ბეტა-ინტერფერონის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია 6.1 ნაწილში.
პაციენტები მიმდინარე მძიმე დეპრესიით ან/და სუიციდური იდეებით (იხ. ნაწილები 4.4 და 4.8).
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
მიკვლევადობა
ბიოლოგიური სამკურნალო საშუალებების მიკვლევადობის გაუმჯობესების მიზნით, მკაფიოდ უნდა იყოს ჩაწერილი შეყვანილი პროდუქტის დასახელება და სერიის ნომერი.
ინტერფერონი ბეტა-1ა სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში წარსულში ან აწმყოში არსებული დეპრესიული აშლილობებით, განსაკუთრებით პაციენტებში წინამორბედი სუიციდური აზრებით (იხ. პუნქტი 4.3). ცნობილია, რომ დეპრესია და სუიციდური აზრები უფრო ხშირია გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებში და უკავშირდება ინტერფერონის გამოყენებას. პაციენტებს ურჩევენ, დაუყოვნებლივ შეატყობინონ ექიმს დეპრესიის ან/და სუიციდური აზრების ნებისმიერი სიმპტომის შესახებ.
თერაპიის დროს საჭიროა დეპრესიის მქონე პაციენტების მკაცრი მონიტორინგი და სათანადო მკურნალობის ჩატარება. გასათვალისწინებელია ინტერფერონ ბეტა-1ა თერაპიის შეწყვეტა (იხ. ნაწილი 4.3 და 4.8).
ინტერფერონი ბეტა-1ა სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ ეპილეფსიური კრუნჩხვები, და რომლებიც მკურნალობდა ანტიეპილეფსიური საშუალებებით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეპილეფსია სათანადოდ არ კონტროლდება ანტიეპილეფსიური საშუალებებით (იხ. ნაწილები 4.5 და 4.8).
საჭიროა სიფრთხილე და სათანადო მონიტორინგი ბეტა-1ა-ინტერფერონის გამოყენებისას თირკმელების და ღვიძლის მძიმე უკმარისობის და მძიმე მიელოსუპრესიის მქონე პაციენტებში.
თრომბოზული მიკროანგიოპათია (TMA): ბეტა-ინტერფერონის პროდუქტების გამოყენებისას დაფიქსირდა თრომბოზული მიკროანგიოპათიის შემთხვევები, რომლებიც გამოიხატება თრომბოზული თრომბოციტოპენური პურპურის (TTP) ან ჰემოლიზური ურემიული სინდრომის (HUS) სახით, მათ შორის ლეტალური გამოსავლით. მოვლენები დაფიქსირდა მკურნალობის დროს დროის სხვადასხვა მონაკვეთში და შეიძლება განვითარდეს ბეტა-ინტერფერონით მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ან რამდენიმე წლის შემდეგ. ადრეული კლინიკური ნიშნები მოიცავს თრომბოციტოპენიას, ჰიპერტენზიას, ცხელებას, ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომებს (მაგ., დაბნეულობა, პარეზი) და თირკმლის ფუნქციის დარღვევას. ლაბორატორიული მაჩვენებლები, რომლებიც მიუთითებს თრომბოზული მიკროანგიოპათიის განვითარებაზე, მოიცავს თრომბოციტების რაოდენობის შემცირებას, შრატში ლაქტატდეჰიდროგენაზას (LDH) მომატებას ჰემოლიზის გამო და სისხლის ნაცხში შისტოციტების (ერითროციტების ფრაგმენტაცია) გაზრდას. ამიტომ, თუ აღინიშნება თრომბოზული მიკროანგიოპათიის კლინიკური ნიშნები, რეკომენდებულია სისხლში თრომბოციტების დონის, შრატში LDH-ის განსაზღვრა, სისხლის ნაცხის და თირკმლის ფუნქციის შემდგომი ტესტირება. თრომბოზული მიკროანგიოპათიის დიაგნოსტირებისას, საჭიროა სასწრაფო მკურნალობა (პლაზმოფერეზის გათვალისწინებით) და რეკომენდებულია ბეტა-1ა-ინტერფერონის დაუყოვნებელი შეწყვეტა.
ნეფროზული სინდრომი: ბეტა-ინტერფერონის პროდუქტებით მკურნალობის დროს დაფიქსირდა ნეფროზული სინდრომის შემთხვევები სხვადასხვა ფონური ნეფროპათიებით, მათ შორის კოლაფსირებული ფოკალური სეგმენტური გლომერულოსკლეროზი (FSGS), მინიმალური ცვლილების დაავადება (MCD), მემბრანოპროლიფერაციული გლომერულონეფრიტი (MPGN) და მემბრანული გლომერულოპათია (MGN). მოვლენები დაფიქსირდა მკურნალობის დროს დროის სხვადასხვა მონაკვეთში და შეიძლება განვითარდეს ბეტა-ინტერფერონით მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ. რეკომენდებულია ადრეული ნიშნების ან სიმპტომების პერიოდული მონიტორინგი, მაგ., შეშუპება, პროტეინურია და თირკმლის ფუნქციის დარღვევა, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის უკმარისობის გაზრდილი რისკი. საჭიროა ნეფროზული სინდრომის დროული მკურნალობა და ბეტა-1ა-ინტერფერონით მკურნალობის შეწყვეტა.
პოსტმარკეტინგულ პერიოდში ბეტა-ინტერფერონის გამოყენებისას დაფიქსირდა ღვიძლის დაზიანება, მათ შორის შრატში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ჰეპატიტი, აუტოიმუნური ჰეპატიტი და ღვიძლის უკმარისობა (იხ. ნაწილი 4.8). ზოგიერთ შემთხვევაში, ეს რეაქციები განვითარდა სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც ასოცირდებოდა ღვიძლის დაზიანებას. სხვა სამკურნალო პროდუქტის ან სხვა ჰეპატოტოქსიკური აგენტების (მაგ., ალკოჰოლი) პოტენციური ადიტიური ეფექტი დადგენილი არ არის. საჭიროა პაციენტების მონიტორინგი ღვიძლის დაზიანების ნიშნებზე და სიფრთხილის გამოჩენა ინტერფერონის და სხვა ჰეპატოტოკსიკური სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას.
გულის დაავადებების მქონე პაციენტები, მაგ., სტენოკარდია, გულის შეგუბებითი უკმარისობა ან არითმია, უნდა იმყოფებოდნენ მჭიდრო მონიტორინგის ქვეშ, მათი კლინიკური მდგომარეობის გაუარესების გასაკონტროლებლად ბეტა-1ა-ინტერფერონით მკურნალობის დროს. გრიპის მსგავსი სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია ბეტა-1ა-ინტერფერონით თერაპიასთან, შესაძლოა სტრესული აღმოჩნდეს პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ გულის თანმხლები დაავადებები.
ლაბორატორიული გადახრები დაკავშირებულია ინტერფერონების გამოყენებასთან. ამიტომ, იმ ლაბორატორიული ტესტების გარდა, რომლებიც ჩვეულებრივ საჭიროა გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების მონიტორინგისთვის, ბეტა-1ა-ინტერფერონით თერაპიის დროს რეკომენდებულია ლეიკოციტების სრული და დიფერენცირებული რაოდენობის განსაზღვრა, თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრა და სისხლის ბიოქიმიური ანალიზი, ღვიძლის ფუნქციური ტესტების ჩათვლით. მიელოსუპრესიის მქონე პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის საერთო უჯრედების რაოდენობის განსაზღვრის უფრო ინტენსიური მონიტორინგი, დიფერენცირებით და თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრით.
პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ანტისხეულები ბეტა-1ა-ინტერფერონის მიმართ. ზოგიერთი პაციენტის ანტისხეულები ამცირებენ ბეტა-1ა-ინტერფერონის აქტივობას in vitro (ანტისხეულების განეიტრალება). მანეიტრალიზებელი ანტისხეულები ასოცირდება ბეტა-1ა-ინტერფერონის ბიოლოგიური ეფექტების შემცირებასთან in vivo და შესაძლოა დაკავშირებული იყოს კლინიკური ეფექტიანობის შემცირებასთან. დადგენილია, რომ მანეიტრალიზებელი ანტისხეულების წარმოქმნის სიხშირის პლატო მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 12 თვის შემდეგ. ბოლო კლინიკური კვლევები პაციენტებში, რომლებიც სამი წლის განმავლობაში მკურნალობდნენ ბეტა-1ა-ინტერფერონით, აჩვენებს, რომ დაახლოებით 5-8%-ს უვითარდება მანეიტრალიზებელი ანტისხეულები.
შრატში ინტერფერონების ანტისხეულების გამოსავლენად სხვადასხვა ანალიზის გამოყენება ზღუდავს სხვადასხვა პროდუქტების ანტიგენობის შედარების უნარს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ადამიანებში ურთიერთქმედების ოფიციალური კვლევები არ ჩატარებულა.
ბეტა-1ა-ინტერფერონის ურთიერთქმედება კორტიკოსტეროიდებთან ან ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონთან (ACTH) სისტემატურად არ არის შესწავლილი. კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებში რეციდივების დროს შეიძლება ბეტა-1ა-ინტერფერონის და კორტიკოსტეროიდების ან ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის გამოყენება.
ცნობილია, რომ ადამიანებსა და ცხოველებში ინტერფერონები ამცირებენ ციტოქრომ P450-ზე დამოკიდებული ღვიძლის ფერმენტების აქტივობას. შეფასდა ბეტა-1a-ინტერფერონის მაღალი დოზების ეფექტი P450-დამოკიდებულ მეტაბოლიზმზე მაიმუნებში, ღვიძლის მეტაბოლურ შესაძლებლობებში ცვლილებები არ დაფიქსირებულა. სიფრთხილეა საჭირო ბეტა-1ა-ინტერფერონის ერთდროული გამოყენებისას ისეთ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებსაც აქვთ ვიწრო თერაპიული ინდექსი და მათი კლირენსი დამოკიდებულია ღვიძლის ციტოქრომ P450 სისტემაზე.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა.
მონაცემების დიდი რაოდენობა (1000-ზე მეტი ორსულობის შედეგი) რეესტრებიდან და პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან მიუთითებს, რომ არ არის გაზრდილი სერიოზული თანდაყოლილი ანომალიების რისკი ჩასახვამდე ან ორსულობის პირველ ტრიმესტრში ბეტა-ინტერფერონის გამოყენებისას. თუმცა ექსპოზიციის ხანგრძლივობა პირველი ტრიმესტრის განმავლობაში გაურკვეველია, რადგან მონაცემები შეგროვებული იყო მაშინ, როდესაც ინტერფერონი ბეტას გამოყენება უკუნაჩვენები იყო ორსულობისას, და მკურნალობა სავარაუდოდ იქნებოდა შეწყვეტილი ორსულობის გამოვლინებისას და/ან დადასტურებისას. მეორე და მესამე ტრიმესტრში ექსპოზიციის გამოცდილება ძალიან შეზღუდულია.
ცხოველების მონაცემებზე დაყრდნობით (იხ. პუნქტი 5.3), არსებობს შესაძლებლობა გაზრდილი იყოს სპონტანური აბორტის განვითარების რისკი. სპონტანური აბორტების რისკი ორსულ ქალებში, ბეტა-ინტერფერონის ექსპოზიციის შემდეგ, არ შეიძლება ადეკვატურად შეფასდეს ამჟამად არსებული მონაცემების საფუძველზე, მაგრამ მონაცემები ჯერჯერობით არ მიუთითებს გაზრდილ რისკზე.
კლინიკური საჭიროების შემთხვევაში, ბეტა-1ა-ინტერფერონის გამოყენება შეიძლება განხილული იყოს ორსულობის დროს.
ძუძუთი კვება
შეზღუდული ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია ბეტა-1ა-ინტერფერონის დედის რძეში გადასვლის შესახებ, ბეტა-ინტერფერონის ქიმიურ/ფიზიოლოგიურ მახასიათებლებთან ერთად, იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ დედის რძეში გადასული ბეტა-1ა-ინტერფერონის დონე უმნიშვნელოა. მავნე ზემოქმედება ძუძუთ კვებაზე მყოფ ახალშობილებზე/ჩვილებზე მოსალოდნელი არ არის.
ბეტა-1ა-ინტერფერონი შეიძლება გამოყენებულ იქნას ძუძუთი კვების დროს.
ფერტილობა
ნაყოფიერების და განვითარების კვლევები ბეტა-1ა-ინტერფერონის მონათესავე ფორმით ჩატარდა რეზუს მაიმუნებში. ძალიან მაღალი დოზების დროს საცდელ ცხოველებში დაფიქსირდა ანოვულატორული და აბორტის ეფექტი (იხ. პუნქტი 5.3).
ინფორმაცია ბეტა-1ა-ინტერფერონის ზემოქმედების შესახებ მამრობითი სქესის ფერტილობაზე არ არის ხელმისაწვდომი.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე
კვლევები ბეტა-1ა-ინტერფერონის ზემოქმედების შესახებ ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ ჩატარებულა.
მგრძნობიარე პაციენტებში ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებულმა არასასურველმა რეაქციებმა შეიძლება მცირე გავლენა მოახდინოს მანქანის მართვისა და მექანიზმების მართვის უნარზე (იხ. პუნქტი 4.8).
არასასურველი ეფექტები
ბეტა-1ა-ინტერფერონის თერაპიასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების ყველაზე მაღალი სიხშირე დაკავშირებულია გრიპის მსგავს სიმპტომებთან. ყველაზე ხშირი გრიპის მსგავსი სიმპტომებია მიალგია, ცხელება, შემცივნება, ოფლიანობა, ასთენია, თავის ტკივილი და გულისრევა. თერაპიის დასაწყისში ბეტა-1ა-ინტერფერონის დოზის ტიტრაციის შედეგად დაფიქსირდა გრიპის მსგავსი სიმპტომების სიმძიმისა და სიხშირის შემცირება. გრიპის მსგავსი სიმპტომები, როგორც წესი, ყველაზე მეტად გამოხატულია თერაპიის დასაწყისში და მცირდება მკურნალობის გაგრძელებისას.
ინექციების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს გარდამავალი ნევროლოგიური სიმპტომები, რომლებიც გაფანტული სკლეროზის გამწვავების სიმპტომების მსგავსია. ჰიპერტენზიის ან/და კუნთების ძლიერი სისუსტის გარდამავალი ეპიზოდები, რომლებიც აფერხებს თავისუფალ მოძრაობას, შეიძლება განვითარდეს მკურნალობის ნებისმიერ დროს. ეს ეპიზოდები შეზღუდული ხანგრძლივობისაა, დროებით კაშირშია ინიქციებთან და შეიძლება განმეორდეს შემდგომი ინიქციების შემდეგ. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სიმპტომები ასოცირდება გრიპის მსგავს სიმპტომებთან.
გვერდითი რეაქციების სიხშირე გამოიხატება პაციენტი-წლებში შემდეგი კატეგორიებით:
ძალიან ხშირად (≥1/10 პაციენტი-წელი);
ხშირად (≥1/100-დან <1/10 პაციენტი-წელი);
არც ისე ხშირად (≥1/1, 000-დან <1/100 პაციენტი-წელი);
იშვიათად (≥1/10,000-დან <1/1000 პაციენტი-წელი);
ძალიან იშვიათად (<1/10000 პაციენტი-წელი);
უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).
პაციენტი-დრო წარმოადგენს დროის ცალკეული ერთეულების ჯამს, რომლის დროსაც კვლევაში მონაწილე პაციენტი გამოიყენებდა ბეტა-1ა-ინტერფერონს, და სანამ მას გვერდითი რეაქციები განუვითარდა.
მაგალითად, 100 ადამიანი-წელი შეიძლება დაფიქსირდეს 100 პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ ერთი წლის განმავლობაში ან 200 პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ ნახევარი წლის განმავლობაში.
კვლევების მსვლელობისას გამოვლენილი გვერდითი რეაქციები (კლინიკური კვლევები და ობსერვაციული კვლევები ორიდან ექვს წლამდე პერიოდის განმავლობაში) და სხვა გვერდითი რეაქციები, რომლებიც მიღებულია სპონტანურად ბაზრიდან, უცნობი სიხშირით, წარმოდგენილია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში. სიხშირის თითოეული ჯგუფის ფარგლებში არასასურველი ეფექტები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით.
კვლევები
ხშირად
ლიმფოციტების რაოდენობის შემცირება, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება,
ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება,
ჰემატოკრიტის შემცირება, სისხლში კალიუმის დონის გაზრდა, სისხლში შარდოვანას აზოტის გაზრდა
არც ისე ხშირად
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
უცნობია
წონის შემცირება, წონის გაზრდა, ღვიძლის ფუნქციური ტესტების დარღვევები
გულის მხრივ
უცნობია
კარდიომიოპათია, გულის შეგუბებითი უკმარისობა (იხ. ნაწილი 4.4), პალპიტაცია, არითმია, ტაქიკარდია
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები
უცნობია
პანციტოპენია, თრომბოციტოპენია
იშვიათად
თრომბოზული მიკროანგიოპათია თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურის ჩათვლით/ ჰემოლიზური ურემიული სინდრომი*
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები
ძალიან ხშირად
თავის ტკივილი 2
ხშირად
კუნთების სპასტიურობა, ჰიპოესთეზია
უცნობია
ნევროლოგიური სიმპტომები, სინკოპე3, ჰიპერტონია,
თავბრუსხვევა, პარესთეზია, კრუნჩხვები, შაკიკი
რესპირაციული, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ დარღვევები
ხშირად
რინორეა
იშვიათად
ქოშინი
უცნობია
ფილტვის არტერიული ჰიპერტენზია┼
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები
ხშირად
ღებინება, დიარეა, გულისრევა2
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები
ხშირად
გამონაყარი, მომატებული ოფლიანობა, კონტუზია
არც ისე ხშირად
ალოპეცია
უცნობია
ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, ვეზიკულური გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ფსორიაზის გამწვავება
კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები
ხშირად
კუნთების კრუნჩხვები, კისრის ტკივილი, მიალგია2, ართრალგია, ტკივილი კიდურებში, ზურგის ტკივილი, კუნთების რიგიდობა, ძვალ-კუნთოვანი სისტემის რიგიდობა
უცნობია
სისტემური წითელი მგლურა, კუნთების სისუსტე,
ართრიტ
თირკმლებისა და შარდის მხრივ დარღვევები
იშვიათად
ნეფროზული სინდრომი, გლომერულოსკლეროზი (იხ. ნაწილი 4.4 „სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“)
ენდოკრინული დარღვევები
უცნობია
ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი
მეტაბოლიზმის და კვების მხრივ დარღვევები
ხშირად
ანორექსია
ინფექციები და ინვაზიები
უცნობია
აბსცესი ინიქციის ადგილას1
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
ხშირად
სიმხურვალის შეგრძნება
უცნობია
ვაზოდილატაცია
ზოგადი დარღვევები და გამოყენების ადგილის მხრივ
ძალიან ხშირად
გრიპის მსგავსი სიმპტომები, პირექსია2, შემცივნება2, ოფლიანობა2
ხშირად
ტკივილი ინიქციის ადგილას, ერითემა ინიქციის ადგილას, სისხლჩაქცევები ინიქციის ადგილას, ასთენია2, ტკივილი, დაღლილობა2, სისუსტე, ღამის ოფლიანობა
არც ისე ხშირად
ინიქციის ადგილას წვის შეგრძნება
უცნობია
რეაქცია ინიქციის ადგილას, ანთება ინიქციის ადგილას, ცელულიტი1 ინიქციის ადგილას, ნეკროზი ინიქციის ადგილას, სისხლდენა ინიქციის ადგილას, გულმკერდის ტკივილი
იმუნური სისტემის დარღვევები
უცნობია
ანაფილაქსიური რეაქცია, ანაფილაქსიური შოკი,
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანგიონევროზული შეშუპება, ქოშინი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი)
ჰეპატობილიარული დარღვევები
უცნობია
ღვიძლის უკმარისობა (იხ. პუნქტი 4.4), ჰეპატიტი,
აუტოიმუნური ჰეპატიტი
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ დარღვევები
არც ისე ხშირად
მეტრორაგია, მენორაგია
ფსიქიკის მხრივ
ხშირად
დეპრესია (იხ. ნაწილი 4.4), უძილობა
უცნობია
სუიციდი, ფსიქოზი, შფოთვა, ცნობიერების დარღვევა, ემოციური ლაბილობა
- ბეტა-ინტერფერონის პროდუქტების კლასის ეტიკეტი (იხილეთ ნაწილი 4.4).
┼ ინტერფერონის პროდუქტების კლასის მარკირება, იხილეთ ქვემოთ ფილტვის არტერიული ჰიპერტენზია.
1 დაფიქსირდა რეაქციები ინიქციის ადგილზე, მათ შორის ტკივილი, ანთება და აბსცესის ან ცელულიტის ძალიან იშვიათი შემთხვევები, რომლის დროსაც შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.
2 შემთხვევების სიხშირე უფრო მაღალია მკურნალობის დასაწყისში.
3 სინკოპეს ეპიზოდი შეიძლება განვითარდეს ბეტა-1ა-ინტერფერონის ინიქციის შემდეგ, ეს ჩვეულებრივ შეიძლება იყოს ერთჯერადი ეპიზოდი, რომელიც ვლინდება მკურნალობის დასაწყისში და არ განმეორდება შემდგომი ინიქციების დროს.
ფილტვისმირი არტერიული ჰიპერტენზია
ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის (PAH) შემთხვევები დაფიქსირდა ბეტა-ინტერფერონის პროდუქტების გამოყენებისას. მოვლენები დაფიქსირდა სხვადასხვა დროს, მათ შორის ბეტა-ინტერფერონით მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ.
პედიატრიული პოპულაცია
შეზღუდული გამოქვეყნებული მონაცემებით, უსაფრთხოების პროფილი 12-დან 16 წლამდე მოზარდებში, რომლებიც იღებენ 30 მიკროგრამ ბეტა-1ა-ინტერფერონს კვირაში ერთხელ, მოზრდილებში არსებული პროფილის მსგავსია.
შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ მნიშვნელოვანია შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ. ეს სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის თანაფარდობის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის სპეციალისტებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. თუმცა, ჭარბი დოზირების შემთხვევაში, პაციენტები უნდა იყვნენ ჰოსპიტალიზებული შემდგომი დაკვირვების და შესაბამისი შემნარჩუნებელი მკურნალობის მიზნით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ინტერფერონები, ATC კოდი: L03 AB07
ინტერფერონები წარმოადგენენ ბუნებრივი ცილების ოჯახს, რომლებიც წარმოიქმნება ეუკარიოტული უჯრედების მიერ ვირუსული ინფექციის და სხვა ბიოლოგიური ინდუქტორების საპასუხოდ. ინტერფერონები წარმოადგენენ ციტოკინებს, რომლებიც არიან ანტივირუსული, ანტიპროლიფერაციული და იმუნომოდულაციური აქტივობის მოდულატორები. განასხვავებენ ინტერფერონის სამ ძირითად ფორმას: ალფა, ბეტა და გამა. ალფა და ბეტა ინტერფერონები კლასიფიცირდება როგორც I ტიპის ინტერფერონები, ხოლო ინტერფერონი გამა არის II ტიპის ინტერფერონი. ამ ინტერფერონებს ერთმანეთის დუბლირების უნარი და ამავე დროს გამორჩეული ბიოლოგიური აქტივობა აქვთ. ისინი ასევე შეიძლება განსხვავდებოდნენ უჯრედში სინთეზის ადგილების მიხედვით.
ბეტა-ინტერფერონი გამომუშავდება სხვადასხვა ტიპის უჯრედების მიერ, მათ შორის ფიბრობლასტებით და მაკროფაგებით. ბუნებრივი ბეტა-ინტერფერონი და ბეტა-1ა-ინტერფერონი გლიკოზირებულები არიან, მათ აქვთ ერთი N-დაკავშირებული კომპლექსური ნახშირწყლების ჯგუფი. ცნობილია, რომ სხვა ცილების გლიკოზირება გავლენას ახდენს მათ სტაბილურობაზე, აქტივობაზე, ბიოგანაწილებასა და სისხლიდან ნახევარგამოყოფის პერიოდზე. თუმცა, ბეტა-ინტერფერონის ეფექტი, რომელიც დამოკიდებულია გლიკოზირებაზე, ბოლომდე არ არის განსაზღვრული.
მოქმედების მექანიზმი
ცინოვექსი®-ის ბიოლოგიური მოქმედება ხორციელდება ადამიანის უჯრედების ზედაპირზე არსებულ სპეციფიკურ რეცეპტორებთან შეკავშირების გზით.
ეს შეკავშირება იწვევს უჯრედშიდა მოვლენების კომპლექსურ კასკადს, რაც იწვევს ინტერფერონით ინდუცირებული მრავალი გენის პროდუქტისა და მარკერის ესპრესიას.
მათ მიეკუთვნება MHC კლასი I, Mx პროტეინი, 2'/5'-ოლიგოადენილატსინთეტაზა, β2-მიკროგლობულინი და ნეოპტერინი. ზოგიერთი პროდუქტი განისაზღვრა შრატში და სისხლის უჯრედულ ფრაქციებში, რომლებიც აღებულია პაციენტებისგან, რომლებიც მკურნალობდნენ ბეტა-1ა-ინტერფერონით. ბეტა-1ა-ინტერფერონის ერთჯერადი ინტრამუსკულური შეყვანის შემდეგ, ამ პროდუქტების დონე შრატში მომატებული რჩება სულ მცირე ოთხი დღიდან ერთ კვირამდე განმავლობაში.
არ არის ცნობილი, არის თუ არა ბეტა-1ა-ინტერფერონის მოქმედების მექანიზმი გაფანტული სკლეროზის დროს განპირობებული იმავე გზით, როგორც ზემოთ აღწერილი ბიოლოგიური ეფექტები, ვინაიდან გაფანტული სკლეროზის პათოფიზიოლოგია დადგენილი არ არის.
კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება
ბეტა-1ა-ინტერფერონის ეფექტები გაფანტული სკლეროზის მკურნალობაში ნაჩვენები იყო პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში მორეციდივე გაფანტული სკლეროზის დროს, რომელიც ხასიათდებოდა სულ მცირე 2 გამწვავებით წინა 3 წელიწადში ან მინიმუმ ერთი გამწვავებით ერთი წლის განმავლობაში კვლევაში ჩართვამდე, როდესაც დაავადების ხანგრძლივობა იყო 3 წელზე ნაკლები. კლინიკური კვლევა მოიცავდა პაციენტებს ინვალიდობის სტატუსის გაფართოებული სკალით 1.0-დან 3.5-მდე ჩართვის მომენტისთვის. კვლევის დიზაინიდან გამომდინარე, პაციენტებს აკვირდებოდნენ სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში. ინვალიდობის პროგრესირება შეფასდა, როგორც 1.0 პუნქტიანი ზრდა გაფართოებული ინვალიდობის სტატუსის სკალით (EDSS), რომელიც გაგრძელდა მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში. ასევე ნაჩვენებია, რომ რეციდივების სიხშირე ყოველწლიურად მცირდება მესამედით. ეს ბოლო კლინიკური ეფექტი დაფიქსირდა მკურნალობის დაწყებიდან ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ.
ორმაგად ბრმა, რანდომიზებულმა, დოზების შედარების კვლევამ არ აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები ან ტენდენციები ბეტა-1ა-ინტერფერონის 30 მკგ და 60 მკგ დოზებს შორის კლინიკურ და ზოგად მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულების პარამეტრებში.
ბეტა-1ა-ინტერფერონის ეფექტი გაფანტული სკლეროზის მკურნალობისას ასევე ნაჩვენებია რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა კვლევაში. ბეტა-1ა-ინტერფერონის მკურნალობის ჯგუფში აღინიშნებოდა რეციდივის შემცირების რისკი. ასევე დაფიქსირდა გავლენა მაგნიტურ-რეზონანსული პარამეტრებზე. რეციდივის სავარაუდო რისკი იყო 50% სამ წელიწადში და 39% ორ წელიწადში პლაცებოს ჯგუფში და 35% (სამი წელი) და 21% (ორი წელი) ბეტა-1ა-ინტერფერონის ჯგუფში. საბაზისო MRI-ს მქონე პაციენტების რეტროსპექტულ ანალიზში სულ მცირე ერთი Gd-გაზრდილი დაზიანებით და ცხრა T2 დაზიანებით, მეორე მოვლენის 2-წლიანი რისკი იყო 56% პლაცებოს ჯგუფში და 21% ინტერფერონის მკურნალობის ჯგუფში.
თუმცა, ბეტა-1ა-ინტერფერონით ადრეული მკურნალობის ეფექტი უცნობია ამ მაღალი რისკის ქვეჯგუფშიც კი, ვინაიდან კვლევა ძირითადად შემუშავებული იყო მეორე მოვლენის დროის შესაფასებლად, და არა დაავადების გრძელვადიანი განვითარების შესაფასებლად. გარდა ამისა, ამჟამად არ არსებობს მაღალი რისკის მქონე პაციენტის კარგად ჩამოყალიბებული განმარტება, თუმცა უფრო კონსერვატიული მიდგომა არის მინიმუმ ცხრა T2 ჰიპერინტენსიური დაზიანების მიღება საწყის სკანირებაზე და სულ მცირე ერთი ახალი T2 ან ერთი ახალი Gd- გაძლიერებული დაზიანება შემდგომი სკანირებით, რომელიც გაკეთებული საწყისი სკანირებიდან მინიმუმ სამი თვის შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში, მკურნალობა უნდა განიხილებოდეს მხოლოდ მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის.
პედიატრიული პოპულაცია
ინტერფერონ ბეტა-1ა-ს ეფექტურობის/უსაფრთხოების შეზღუდული მონაცემები 15 მიკროგრამის ინტრამუსკულურად კვირაში ერთხელ (n=8) გამოყენებისას მკურნალობის არარსებობასთან (n=8) შედარებით, 4 წლის განმავლობაში შემდგომი დაკვირვებით, აჩვენებდა ისეთივე შედეგებს, როგორც მოზრდილებში, თუმცა EDSS ქულები გაიზარდა მკურნალობის ჯგუფში 4 წლის შემდგომი დაკვირვების განმავლობაში, რაც მიუთითებს დაავადების პროგრესირებაზე. პირდაპირი შედარება მოზრდილებისთვის რეკომენდებულ დოზასთან არ ჩატარებულა.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ბეტა-1ა-ინტერფერონის ფარმაკოკინეტიკური პროფილი გამოკვლეული იყო არაპირდაპირი ანალიზით, რომელიც განსაზღვრავს ინტერფერონის ანტივირუსულ აქტივობას. ეს ანალიზი შეზღუდულია, რადგან იგი მგრძნობიარეა ინტერფერონის მიმართ, მაგრამ არ არის სპეციფიკური ბეტა-ინტერფერონის მიმართ. ალტერნატიული ანალიზის ტექნიკა არ არის საკმარისად მგრძნობიარე. ანალიზის ალტერნატიული მეთოდები არ არის საკმარისად მგრძნობიარე.
ბეტა-1ა-ინტერფერონის ინტრამუსკულური შეყვანის შემდეგ, შრატში ანტივირუსული აქტივობის დონე პიკს აღწევს დოზის მიღებიდან 5-15 საათის შემდეგ და მცირდება ნახევარგამოყოფის პერიოდით დაახლოებით 10 საათის განმავლობაში. ინექციის ადგილიდან შეწოვის სიჩქარის შესაბამისი კორექტირებით, სავარაუდო ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 40%. ამ კორექტირების გარეშე სავარაუდო ბიოშეღწევადობა უფრო მაღალია. კანქვეშა შეყვანა არ შეიძლება შეიცვალოს ინტრამუსკულური შეყვანით.
პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
კანცეროგენობა: მონაცემები ცხოველებსა და ადამიანებში ბეტა-1ა-ინტერფერონის კანცეროგენობის შესახებ არ არსებობს.
ქრონიკული ტოქსიკურობა: რეზუს მაიმუნებში 26-კვირიან განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის კვლევაში, კვირაში ერთხელ, სხვა იმუნომოდულატორთან, ანტი-CD40 ლიგანდის მონოკლონურ ანტისხეულთან ერთდროული გამოყენებისას, იმუნური პასუხი ბეტა-1ა-ინტერფერონზე და ტოქსიკურობის ნიშნები არ დაფიქსირებულა.
ადგილობრივი ამტანობა: ცხოველებში ერთსა და იმავე ადგილას განმეორებითი ინტრამუსკულური შეყვანის შემდეგ გაღიზიანება არ შეფასებულა.
მუტაგენობა: ჩატარდა მუტაგენობის შეზღუდული, მაგრამ მნიშვნელოვანი ტესტები. შედეგები უარყოფითი იყო.
ფერტილობის დარღვევა: რეზუს მაიმუნებში ფერტილობის და განვითარების კვლევები ჩატარდა ბეტა-1ა-ინტერფერონის მონათესავე ფორმით. ძალიან მაღალი დოზების დროს საცდელ ცხოველებში დაფიქსირდა ანოვულატორული და აბორტული ეფექტი. რეპროდუქციული დოზასთან დაკავშირებული მსგავსი ეფექტები ასევე დაფიქსირდა ალფა და ბეტა ინტერფერონების სხვა ფორმების დროს. ტერატოგენული ზემოქმედება ან ზემოქმედება ნაყოფის განვითარებაზე არ დაფიქსირებულა, მაგრამ ხელმისაწვდომი ინფორმაცია ბეტა-1ა-ინტერფერონის ზემოქმედების შესახებ პერი- და პოსტნატალურ განვითარებაზე შეზღუდულია.
ინფორმაცია მამაკაცის ფერტილობაზე ბეტა-1ა-ინტერფერონის ზემოქმედების შესახებ არ მოიპოვება.
ფარმაცევტული მახასიათებლები
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ნატრიუმის აცეტატი ტრიჰიდრატი
ძმარმჟავა, ყინულოვანი
არგინინის ჰიდროქლორიდი
პოლისორბატი 20
საინიექციო წყალი
შეუთავსებლობა
არ არსებობს.
ვარგისობის ვადა:
24 თვე.
განსაკუთრებული პირობები შენახვისას
ინახება მაცივარში (2 ° C - 8 ° C).
არ გაყინოთ.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში (პლასტმასის დალუქულ ქეისში), სინათლისაგან დაცულ ადგილას. (იხ. ნაწილი 6.5).
შიგთავსი და კონტეინერის შემცველობა
1 მლ წინასწარ შევსებული მინის შპრიცი (ტიპი I) ლუერით და PRTC (მყარი წვერის მქონე პლასტმასის თავსახურით) და დგუშის საცობით, რომელიც შეიცავს 0,5 მლ ხსნარს.
შეფუთვის ზომა: ერთი წინასწარ შევსებული სტერილური შპრიცი და ერთი ნემსი შეფუთულია დალუქულ პლასტმასის ქეისში. თითოეული შეფუთვა შეიცავს 4 დალუქულ პლასტმასის ქეისს და 1 ფურცელ-ჩანართს.
სპეციალური გაფრთხილებები უტილიზაციისთვის
ცინოვექსი® მოწოდებულია მზა საინიქციო ხსნარის სახით წინასწარ შევსებულ შპრიცში.
მაცივრიდან ამოღების შემდეგ ცინოვექსი® წინასწარ შევსებულ შპრიცში უნდა გაათბოს ოთახის ტემპერატურაზე (15 °C – 30 °C) დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. ცინოვექსი®-ს საინიქციო ხსნარის გასათბობად არ გამოიყენოთ სითბოს გარე წყაროები, როგორიცაა ცხელი წყალი.
თუ საინიქციო ხსნარი შეიცავს ნაწილაკებს ან თუ იგი შეფერილია, არ არის გამჭვირვალე და უფერო, წინასწარ შევსებული შპრიცი არ უნდა გამოიყენოთ. კომპლექტშია საინიექციო ნემსი ინტრამუსკულური ინიექციისთვის. შემადგენლობაში არ შედის კონსერვანტი. ცინოვექსი®-ის თითოეული წინასწარ შევსებული შპრიცი შეიცავს მხოლოდ ერთ დოზას. წინასწარ შევსებული შპრიცის გამოუყენებელი ნაწილი უნდა განადგურდეს.
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან მისი ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
CinnaGen Co.
მე-3 სკვ., სიმინ დაშტის ინდუსტრიული ზონა, ქარაჯი, ალბორზი, ი.რ. ირანი
სავაჭრო ლიცენზიის ნომერი
2131288937315484
პირველი ავტორიზაციის/ხელახალი ავტორიზაციის თარიღი
პირველი ავტორიზაციის თარიღი: 2016 წლის 14 მარტი
ბოლო განახლების თარიღი: 2020 წლის 23 მაისი
ტექსტის გადახედვის თარიღი
2022 წლის ივლისი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



