პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
იმუნომასტიმულირებელი საშუალებები

რებიფი

REBIF

რეცეპტით44მკგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

რებიფი, ინტერფერონების სახელით ცნობილი წამლის ჯგუფში შედის. აღნიშნული წარმოადგენს უჯრედებს შორის ინფორმაციის გატარების უზრუნველმყოფ ბუნებრივ ნივთიერებას. ინტერფერონები, ორგანიზმში გამომუშავდება და იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
interferon beta
ფორმა და შეფუთვა
44მკგ (12მლნ.ს.ე.) მზა შპრიცი №12
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
იმუნომასტიმულირებელი საშუალებები, ინტერფერონები
ATC კოდი
L03AB07
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0144
რეგისტრირებულია
1 აპრილი 2022, მოქმედებს 1 აპრილი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებარებიფი და სხვა წამალი ერთად

რებიფი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რებიფი, ინტერფერონების სახელით ცნობილი წამლის ჯგუფში შედის. აღნიშნული წარმოადგენს უჯრედებს შორის ინფორმაციის გატარების უზრუნველმყოფ ბუნებრივ ნივთიერებას. ინტერფერონები, ორგანიზმში გამომუშავდება და იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ინტერფერონები, ბოლომდე დაუდგენელი მექანიზმებით, მრავლობით სკელროზთან დაკავშირებული ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების შეზღუდვაში (ხელის შეშლაში) მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

რებიფი, ადამიანის ორგანიზმში წარმოებულ ბუნებრივ ინტერფერონ -ბეტას ჰგავს, მაღალი ხარისხით გაწმენდილი და ხსნადი პროტეინია.

რებიფი, წარმოდგენილია გამჭვირვალე და ოპაკური ხსნარის ფორმით.

რებიფი, განკუთვნილია თვითმოხმარებისთვისაც, ამიტომ წარმოდგენილია გამოყენებისთვის მზა შპრიცში მოთავსებული საინექციო ხსნარით და მყარად ფიქსირებული ნემსით, შპრიცი შეიცავს 0,5 მლ ხსნარს და 12-იან შეფუთვებშია განთავსებული.

რებიფი, ნაჩვენებია მრავლობით სკლეროზის და ბოლო ორი წლის განმავლობაში დაავადების 2 ანდა უფრო მეტი შეტევის მქონე ავადმყოფების სამკურნალოდ. მეორადი პროგრესული მრავლობით სკელროზის მქონე იმ ავადმყოფებში, რომლებთანაც შეტევების აქტივობა არ გრძელდება, წამლის ეფექტი არ ვლინდება. გარდა ამისა, პრეპარატი გამოიყენება მრავლობით სკლეროზის დასაწყისშიც, როცა დაავადების პირველი სიმპტომი, მხოლოდ ერთი კლინიკური გამოვლინება აღინიშნება.

  • რებიფის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

რებიფი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ:

ბუნებრივ ანდა რეკომბინანტურ ინტერფერონ -ბეტას ანდა ამ წამლის შემადგენლობაში არსებული სხვა ნივთიერებების მიმართ ალერგია გაქვთ,

მძიმე დეპრესიული დარღვევები (სულიერი დათრგუნვა, დეპრესია) გაქვთ.

რებიფი,, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ

რეფიბი, მხოლოს ექიმის დაკვირვების ქვეშ უნდა იქნას გამოყენებული.

რებიფით მკურნალობის დაწყებამდე, წაიკითხეთ ნაწილი ,, როგორ გამოიყენება რებიფი?, აღნიშნულის მიზანია რებიფით ნამკურნალებ ავადმყოფებთან გამოვლენილი და დაფიქსირებული გვერდით ეფექტების- ინექციის ადგილის ნეკროზის (კანის დაავადებების-ქსოვილის დაშლის) რისკის მინიმუმამდე დაყვანა. თუ, ინექციის ადგილას რაიმე სახის პრობლემა გამოვლინდება, ექიმს დაუკავშირდით.

რებიფით მკურნალობის დაწყებამდე, ექიმს, რომელიმე წამლის მიმართ ალერგიის ანდა მგრძნობელობის არსებობის შემთხვევაში ინფორმაცია მიწოდეთ.

მკურნალობის პერიოდში კანზე, მცირე სისხლძარღვებში შეიძლება პატარა თრომბები წარმოიქმნას, აღნიშნულმა სისხლის თრომბ ა შეიძლება თირკმლებზე გავლენა მოახდინოს. აღნიშნული მოვლენა, რებიფით მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის ანდა თვეების შემდეგაც შეიძლება გამოვლინდეს. ექიმმა, შეიძლება სისხლის არტერიული წნევის, სისხლის შედედების (შედედებაში მონაწილე უჯრედების რაოდენობა) და თირკმლების ფუნქციების გადამოწმება მოითხოვოს.

თუ, ძვლის ტვინის, თირკმლების, ღვიძლის, გულის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები გაქვთ ანდა დეპრესია (სულიერი დათრგუნვა, დეპრესია) გადაიტანეთ ანდა ანამნეზში რაიმე სახის ეპილეფსიური გულყრები (კრუნჩხვების შეტევა) გქონდათ, ექიმს აცნოებთ, რადგანაც ასეთ პირობებში საჭიროა ავადმყოფზე დაკვირვება და არსებული მდგომარეობის, ასევე შესაძლო გაუარესების ექიმის მიერ შეფასება და კონტროლი.

ბიოტექნოლოგიური სამედიცინო პროდუქტების კონტროლის უზრუნველყოფისთვის აუცილებელია გამოყენებული პროდუქტის სავაჭრო სახელწოდების და სერიის ნომრის ავადმყოფის ისტორიაში ჩაწერა.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ პერიოდში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

რებიფის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

რებიფის საკვებთან ურთიერთქმედებასთან დაკაშირებული კვლევა არ ჩატარებულა.

მიღების წესი და დოზირება

აღნიშნული წამალი, ყოველთვის ექიმის მითითებების შესაბამისად გამოიყენეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ანამნეზში მხოლოდ ერთი კლინიკური გამოვლინების მქონე ავადმყოფებში, ზრდასრულებსა და 16 წელზე მეტი ასაკის მქონე ავადმყოფებში გამოყენებული დოზაა: 44 მიკროგრამი (12 მილიონი სე) კვირაში 3-ჯერ.

მრავლობი სკლეროზის მქონე ავადმყოფებში

ზრდასრულებსა და 16 წელზე მეტი ასაკის ავადმყოფებში გამოყენებული დოზაა: 44 მიკროგრამი (12 მილიონი სე) კვირაში 3-ჯერ. ავადმყოფები, რომლებიც მაღალ დოზას ვერ იტანენ, რეკომენდირებული დოზაა: ისევ კვირაში 3-ჯერ, მაგრამ რებიფი- 22 მიკროგრამის ოდენობით.

თუ, შესაძლებელია, რებიფი მიიღება კვირაში 3-ჯერ:

ერთსადაიმავე დღეებში (სულ ცოტა 48 საათიანი ინტერვალით, მაგ.:ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი).

ერთსადაიმავე საათებში (სასურველია საღამოს)

შეყვანის გზა და მეთოდი:

რებიფი, კანქვეშა ინექციისთვისაა განკუთვნილი. პირველი ინექცია, შესაბამის პირობებში, სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ უნდა გაკეთდეს. საჭირო ტრენინგის(შესწავლის) შემდეგ, ინექციის გაკეთებას თავადაც შეძლებთ, ასევე შესაძლებელია ინექცია გაგიკეთოთ ოჯახის წევრმა ანდა მეგობარმაც. გარდა ამისა, შესაძლებელია ავტო-ინჟექტორით სარგებლობაც.

რებიფის ინექციის გაკეთებისთვის, გთხოვთ ქვემოთ მოცემული მითითებები ყურადღებით წაიკითხეთ:

აღნიშნული პროდუქტი მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისაა.

ინექციისთვის, მხოლოდ სუფთა-გამჭვირვალე, ნაწილაკების გარეშე და სხვადასხვა ცვლილებების არ მქონე ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული.

როგორ კეთდება რებიფის ინექცია

აირჩიეთ ინექციის ადგილი. ექიმი, საინექციო მიდამოების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით.(შესაბამისი ლოკალიზაციებია: ბარძაყის ზემო და მუცლის ქვემო მიდამო). შპრიცი, ისრის ანდა კალმის მსგავს პოზიციაში დაიჭირეთ. ინექცია ერთსადაიმავე ადგილას არ უნდა გაკეთდეს, ამიტომ ინექციის მიდამო ყოველთვის უნდა შეიცვალოს, ინექციის მიდამო ყოველთვის ყურადღებით გადაამოწმეთ.

შენიშვნა: თუ, შეშუპების, კვანძის ანდა ტკივილის არსებობის მიდამოში ინექცია არ უნდა გაკეთდეს. აღნიშნული ნიშნების გამოვლენისას, თქვენს ექიმს ანდა ექთანს გაესაუბრეთ.

ხელები წყლით და საპნით დაიბანეთ.

რებიფის შპრიცი, ბლისტერის შეფუთვის უკანა მხარეს არსებული პლასტიკური სახურავის გახსნით ამოიღეთ.

ინექციამდე, საინექციო მიდამოს კანი გაწმინდეთ, ამისთვის სპირტიანი სალფეთქი გამოიყენეთ. შემდეგ დაელოდეთ, რომ კანი გაშრეს. თუ კანზე სპირტი დარჩება, შეიძლება წვის შეგრძნება გქონდეთ.

ინექციის მიდამოს თითებს შორის მოქცევით კანი მსუბუქად წამოწიეთ. (ფოტო)

მეორე ხელის მაჯა ინექციის მიდამოს ახლოს დაიჭირეთ და ნემსი პირდაპირი კუთხით სწრაფად დაასეთ.

ნელი და ფიქსირებული კომპრესიით წამლის ინჟექტირება მოახდინეთ (შპრიცის სახელური ბოლომდე გაატარეთ და შპრიცი სრულად დაცალეთ).(ფოტო)

ინექციის მიდამოსთან ახლოს მარლის საფენი ანდა მშრალი ბამბა იქონიეთ. ნემსი კანიდან ამოიღეთ.

მარლით ანდა მშრალი ბამბით ინექციის ადგილი მსუბუქად დაიზილეთ.

გამოყენებული ყველა მასალა გადააგდეთ.

ინექციის დასრულების შემდეგ შპრიცი მაშინვე შესაბამის ადგილას გადააგდეთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

რებიფი, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ უნდა იქნას გამოყენებული.

რებიფის ეფექტურობა და უსაფრთხოება 12-16 წლის ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში არ არის დადასტურებული. თუმცა, შეზღუდული რაოდენობით გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, გამოვლინდა რომ 12-16 წლის ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში კვირაში 3-ჯერ კანქვეშ გაკეთებული რებიფის 22 მიკროგრამის ანდა 44 მიკროგრამის გამოყენებისას, უსაფრთხოების პროფილი ზრდასრულებთან გამოვლენილის მსგავსია. თუმცა პათოლოგიის მხრივ რაიმე სახის რეკომენდაცია ვერ კეთდება.

ხანდაზმულებში გამოყენება:

65 წლის და მეტი ასაკის ავადმყოფებში, საკმარისი კვლევა არ ჩატარებულა. რებიფი, 65 წლის და მეტი ასაკის ავადმყოფებში სიფრთილით უნდა იქნას გამოყენებული.

სიფრთხილის ზომები

თირკმლების უკმარისობა:

აღნიშნული პრობლემის მქონე ავადმყოფებში რებიფი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

ღვიძლის უკმარისობა:

ინტერფერონ -ბეტას, ღვიძლის მაღალი ხარისხის დაზიანების გამოწვევა შეუძლია. იშვიათად გამოვლენილი სიმპტომატიკის და ღვიძლის ფუნქციების დარღვევის მექანიზმი უცნობია. სპეციფიკური რისკის ფაქტორი არ არის აღნიშნული.

თუ,ფიქრობთ, რომ რებიფის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, რებიფის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, რებიფის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

თუ, რებიფის მიღება დაგავიწყდებათ:

თუ, დოზა გამოტოვეთ, მკურნალობა დოზირების კალენდრის მომდევნო დღის შესაბამისად გააგრძელეთ.

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც რებიფით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

რებიფის გამოყენებისას გამოვლენილი ეფექტები შეიძლება მაშინვე შესამჩნევი არ იყოს. ამიტომ, რებიფის გამოყენება არ უნდა იქნას შეწყვეტილი და სასურველი შედეგის მიღწევისთვის რეგულარულად უნდა იქნას გამოყენებული. თუ, რებიფის სარგებელთან დაკავშირებით დარწმუნებული არა ხართ, გთხოვთ კონსულტაციითვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

ექიმთან კონსულტაციის გარეშე მკურნალობა არ შეწყვიტოთ.

თუ, ამ წამლის გამოყენებასთან დაკაშირებით კითხვები გაგიჩნდებათ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, რებიფის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებში შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები.

გამოვლენილი გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი: 1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, რებიფის გამოყენება შეაჩერეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

სერიოზული ალერგიული (მომატებული მგრძნობელობა) რეაქციები.

რებიფის ინექციის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:სახის, ტუჩების, ენის ანდა ხახის შეშუპება, გამონაყარი, სხეულის ქავილი და სისუსტე, გონების დაკარგვის შეგრძნება და სუნთქვის გაძნელება. აღნიშნული რეაქციები იშვიათი გვერდითი ეფექტებია.

ღვიძლის პრობლემები, შესაძლო გამოვლინებები ქვემოთაა მოცემული.

ჩამოთვლი სიმპტომების გამოვლინების შემთხვევაში: სიყვითლე (კანის ანდა თავლის სკლერის), გავრცელებული ქავილი, გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა და კანის ადვილად დალურჯება. კონცენტრაციის გაძნელება, ძილიანობა და გონების არევა, აღნიშნული სიმპტომები შეიძლება ღვიძლის სერიოზულ პრობლემებთან იყოს დაკავშირებული.

დეპრესია (სულიერი მდგომარეობის დათრგუნვა) –

აღნიშნული მდგომარეობის გამოვლინება მრავლობითი სკლეროზის მკურნალობის ქვეშ მყოფ ავადმყოფებში გავრცელებულია. ამ დროს აღინიშნება დეპრესიული შეგრძნებები და თვითმკვლელობაზე ფიქრები.

ყველა აღნიშნული -სერიოზული გვერდით ეფექტებია. თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა დაგჭირდეთ.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ:

  • ძალიან გავრცელებული:

თავის ტკივილი, ცხელება, შემცივნება, კუნთების და სახსრების ტკივილი, დაღლილობა და გულისრევა, გრიპის მსგავსი სიმპტომები.

აღნიშნული სიმპტომები ძირითადად მსუბუქი სიმძიმისაა და მკურნალობის დასაწყისში უფრო გავრცელებულია, რეგულარულად მკურნალობის შემთხვევაში-სიმპტომები მცირდება.

აღნიშნული სიმპტომების შემცირების მიზნით, ექიმი რებიფის ინექციამდე და ინექციის შემდეგ, ყოველი ინექციის შემდეგ, 24 საათის განმავლობაში ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი პრეპარატის მიღების რეკომენდაციას მოგცემთ.

ინექციის მიდამოს რეაქციები: სიწითლე, შეშუპება, ფერის ცვლილება, ჩირქოვანი ანთება, ტკივილი და კანის დაზიანების მსგავსი სიმპტომები.

ინექციის მიდამოს რეაქციული გამოვლინენებიზოგადად, გარკვეული დროის შემდეგ მცირდება.

  • ნაკლებად გავრცელებული:

ინექციის მიდამოში ქსოვილების დაზიანება(ნეკროზი), ჩირქოვანი ანთება და მასობრივი წარმონაქმნი.

ინექციის მიდამოს რეაქციების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით წაიკითხეთ ნაწილი-,,რებიფი ქვემოთ მოჩამოთვლილი მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ’’ და რეკომენდაციები გაითვალისწინეთ.

ინექციის მიდამო შეიძლება დაინფიცირდეს (ნაკლებად გავრცელებული). კანი შეიზლება შეშუპდეს, გამკვრივდეს და ტკივლის შეგრძნება გამოიწვიოს. თუ, ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, რეკომენდაციებისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

ლაბორატორიულ ანალიზში შეიძლება ზოგიერთი განსაზღვრული ცვლილებები გამოვლინდეს.

აღნიშნული ცვლილებებს ავადმყოფი ვერ ამჩნევს (სიმპტომები არ აქვს) და ზოგადად შეიძლება გამოსწორებადი იყოს, მსუბუქი სიმძიმისაა და ხშირად სპეციალურ მკურნალობას არ საჭიროებს.

ამ დროს შეიძლება გამოვლინდეს სისხლის წითელი უჯრედების ან თეთრი უჯრედების ანდა თრომბოციტების რაოდენობის (ძალიან გავრცელებული) ანდა ყველა უჯრედის რაოდენობის ერთდროული (იშვიათი) შემცირება. აღნიშნული ცვლილებების შედეგად შესაძლო სიმპტომებს შორის შეიძლება იყოს: დაღლილობა, ინფექციის წინააღმდეგ ბრძლის უნრის შემცირება, დალურჯებები ანდა აუხსნელი მიზეზის მქონე სისხლდენები. ასევე შეიძლება გამოვლინდეს ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევა (ძალიან გავრცელებული). ასევე დაფიქსირებულია ღვიძლის ანთებაც. (ნაკლებად გავრცელებული). გულისრევა, ღებინება, სიყვითლის დაწყების ნიშნები და მასთნ ერთად მადის დაკარგვა- ღვიძლის პრობლემების მაჩვენებელია. თუ, აღნიშნული სიმპტომები თქვენთან გამოვლინდება, სასწრაფოდ ექიმს დაუკავშირდით. (იხილეთ ნაწილი ,,თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე...’’).

ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები.

ამ დროს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია შეიძლება მომატებული ანდა დაქვეითებული იყოს. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ცვლილებას ავადმყოფი ყოველთვის ვერ ამჩნევს. ექიმი შეიძლება ლაბორატორიული კვლევების გაკეთებას მოითხოვს.

  • უცნობი

მრავლობითი სკლეროზის ცრუ შეტევა

რებიფით მკურნალობის დასაწყისში, მრავლობით სკლეროზის შეტევების მსგავსი ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს. მაგალითად, კუნთების უნებლიე მოძრაობები, კუნთების დაძაბულობა ანდა მოდუნება. ზოგიერთ შემთვევაში ამ ტიპის ნიშნები შეიძლება დაკავშირებული იყოს ზემოთ აღწერილ ცხელების ანდა გრიპის მსგავს სიმპტომებთან. თუ, აღნიშნული გვერდით ეფექტებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.

სხვა შესაძლო გვერდით ეფექტები:

ძალიან გავრცელებული:

თავის ტკივილი

გავრცელებული:

უძილობა (ჩაძინების გაძნელება)

დიარეა, გულისრევა, ღებინება

ქავილი, გამონაყარი (გამონაყარი კანზე)

კუნთების და სახსრების ტკივილი

დაღლილობა, ცხელება, შემცივნება

თმის ცვენა

ნაკლებად გავრცელებული:

ურტიკარია

ეპილეფსიური გულყრები

ღვძლის ანთება (ჰეპატიტი)

სუნთქვის გაძნელება

ღრმა ვენების თრომბოზის მსგავსი თრომბები

ბადურის დარღვევები (თვალის უკანა ნაწილი), ანთების ანდა მხედველობის დარღვევასთან ერთად თრომბის წარმოქმნა (მხედველობის დარღვევა, მხედველობის დაკარგვის მსგავსი)

მომატებული ოფლიანობა

იშვიათი:

თვითმკვლელობის მცდელობა.

კანის სერიოზული რეაქციები-ზოგიერთი სახის ლორწოვანის დაზიანება.

მცირე სისხლძარღვების თრომბირება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თირკმლებზე (თრომბული თრომბოციტოპენიური პურპურა ანდა ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი). ნიშნები: მომატებული ჩაქცევები, დალურჯებები, სისხლდენა, ცხელება, ძლიერი სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ანდა გაბრუების შეგრძნება. ექიმი, სისხლის ანდა თირკმლის ფუნქციების ცვლილებებს კვლევებით დაადგენს.

წამალთან დაკავშირებული სისტემური მგლურა: რებიფით ხანგრძლივი მკურნალობისას გამოვლენილი გვერდითი ეფექტი. სიმპტომები: კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი და შეშუპება, გამონაყარი. გარდა ამისა, შეიძლება გამოვლინდეს ცხელება, წონის დაკლება და დაღლილობის მსგავსი სხვა ნიშნები. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ სიმპტომები ერთი ანდა ორი კვირის შემედეგ ალაგდება.

თიკრმლის ფუნქციების დაქვეითების გამომწვევი ნაწიბურები, თირკმლის დაავადებები.

თუ, ჩამოთვლილი ნიშნებიდან ზოგიერთი ანდა ყველა თქვენთან გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ. ქვემოთ აღნიშნული შეიძლება სავარაუდოდ, თირკმლის პრობლემების სიმპტომები იყოს:

აქაფებული შარდი

დაღლილობა

კოჭების და თვალის ქუთუთოების შეშუპება და წონის მომატება.

  • უცნობი:

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები დაფიქსირებულია ინტერფერონ- ბეტას გამოყენებისას:

თავბრუსხევვა

გაღიზიანება

უმადობა

სისხლძარღვების გაფართოება და გულის ფრიალი

მენსტრუალური სისხლდენის არარაგულარობა და/ანდა ცვლილება

გულიდან ფილტვებისკენ სისხლის მატარებელი სისხლძარღვების, ფილტვების სისხლძარღვების შევიწროება, რაც სისხლის წნევის მომატებას იწვევს (პულმონალური არტერიული ჰიპერტენზია). რებიფის მკურნალობის ფონზე პულმონალური არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევები დაფიქსირებულია მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში, სხვადასხვა პერიოდში.

კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ჩირქოვანი ანთება(პანიკულიტი),რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანზე მტკივნეული, წითელი სიმრგვალეები ანდა ლაქები.

ჰემოლიზური ანემია.

ექიმის მითითების გარეშე მედიკამენტოზური მკურნალობა არ შეცვალოთ ანდა არ შეწყვიტოთ.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • რებიფის შენახვა

რებიფი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას და შეფუთვაში შეინახეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ რებიფი არ გამოიყენოთ/ გამოიყენეთ გამოყენების ბოდო ვადის გასვლამდე. ,, გამოყენების ბოლო ვადა’’- წარწერის შემდეგ აღნიშნული ციფრი თვეს აღნიშნავს და იმ თვის ბოლო დღე გამოყენების ბოლო თარიღია.

რებიფი, 20 C -80 C ტემპერატურაზე მაცივარში შეინახეთ.

არ გაყინოთ. (შემთვევით გაყინვის თავიდან აცილების მიზნით, საყინულესთან ახლო თაროზე შენახვას მოერიდეთ).

დროებით, მაცივარი თუ არ იქნება, რებიფი, ავადმყოფის მიერ, მხოლოდ ერთხელ 14 დღის განმავლობაში <250 C ოთახის ტემპერატურაზე შეიძლება შენახული იქნას. შემდეგ ისევ მაცივარში უნდა იქნას შენახული და გამოყენებული უნდა იქნას გამოყენების ვადის გასვლამდე.

სინათლისგან დაცვის მიზნით ორიგინალურ შეფუთვაში შეინახეთ.

თუ, ხსნარში თვალით ხილული ცვლილების ნიშნები და ნაწილაკები გამოვლინდება, რებიფი არ გამოიყენოთ. მხოლოდ სუფთა, გამჭვირვალე ხსნარი გამოიყენეთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. Merck ილაჩ ეჯზა ვე ქიმია თიჯ

ათაშეჰირი/სტამბული

წარმოების ადგილი

Merck.Serana. S.p.A.

მოდუგნო/ბარი/იტალია

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 02.06.2021-ში დამოწმებულია.

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

ორსულობა და ძუძუთი კვება

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ორსულად ხართ ანდა ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგმავთ, ამ წამლის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, კონსულტაციისთვის მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე, გთხოვთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილთან/ბავშვთან მავნე ეფექტის გამოვლინება მოსალოდნელი არ არის. თუ, ბავშვთან ძუძუთი კვებას გეგმავთ, ამ წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თავად დაავადებამ ანდა მკურნალობის ეფექტებმა, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს. საეჭვო შემთხვევებში, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

რებიფის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რებიფის თითოეული დოზა 1მმოლ (<23 მგ) ნატრიუმს შეიცავს, ანუ სინამდვილეში ,,ნატრიუმს არ შეიცავს’’. აღნიშნული სამედიცინო პროდუქტი 0,5 მლ დოზაზე 2,5 მგ ბენზილის სპირტს შეიცავს. ბენზილის სპირტმა შეიძლება ალერგიული რეაქციების განვითარება გამოიწვიოს. ბენზილის სპირტმა, ბავშვებში შეიძლება სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარება გამოიწვიოს, სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების (სუნთქვის უკმარისობის სინდრომის სახელით ცნობილი) განვითარების ჩათვლით.

ექიმის ანდა ფარმაცევტის რეკომენდაციის გარეშე, პატარა ბავშვებში (3 წლამდე ასაკის) პრეპარატი 1 კვირაზე მეტი დროით არ გამოიყენოთ.

თუ, ორსულად ანდა ლაქტაციაზე ხართ ანდა ღვიძლის ანდა თირკმლების დაავადებები გაქვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ. აღნიშნულის მიზეზი შეიძლება სხეულში დიდი რაოდენობით დაგროვილი ბენზილის სპირტი იყოს, რაც გვერდითი ეფექტების (,,მეტაბოლური აციდოზის სახელით ცნობილი’’) გამოვლინებას იწვევს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ, ანტიდეპრესანტებს (დეპრესიის სამკურნალო წამალი) ანდა ანტიეპილეპტიკებს (კრუნჩხვების სამკურნალო წამალი) ღებულობთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

N6742001E MERCK

გამოყენების ინსტრუქცია

რებიფიR 44 მიკროგრამი

გამოყენებისთვის მზა შპრიცში მოთავსებული საინექციო ხსნარი

განკუთვნილია კანქვეშა გამოყენებისთვის

სტერილური

მოქმედი ნივთიერება: ინტერფერონ ბეტა-1a.

თითოეული გამოყენებისთვის მზა შპრიცის 0,5 მლ 44 მიკროგრამ (12 მსე) ინტერფერონ ბეტა-1a შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, პოლოქსამერ 188, ლ-მეთიონინი, ბენზილის სპირტი, ნატრიუმის აცეტატი, ძმარმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და საინექციო წყალი.

აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.

აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება რებიფი?

რებიფის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება რებიფი?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

რებიფის შენახვა

  • რა არის და რისთვის გამოიყენება რებიფი?

რებიფი, ინტერფერონების სახელით ცნობილი წამლის ჯგუფში შედის. აღნიშნული წარმოადგენს უჯრედებს შორის ინფორმაციის გატარების უზრუნველმყოფ ბუნებრივ ნივთიერებას. ინტერფერონები, ორგანიზმში გამომუშავდება და იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ინტერფერონები, ბოლომდე დაუდგენელი მექანიზმებით, მრავლობით სკელროზთან დაკავშირებული ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების შეზღუდვაში (ხელის შეშლაში) მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

რებიფი, ადამიანის ორგანიზმში წარმოებულ ბუნებრივ ინტერფერონ -ბეტას ჰგავს, მაღალი ხარისხით გაწმენდილი და ხსნადი პროტეინია.

რებიფი, წარმოდგენილია გამჭვირვალე და ოპაკური ხსნარის ფორმით.

რებიფი, განკუთვნილია თვითმოხმარებისთვისაც, ამიტომ წარმოდგენილია გამოყენებისთვის მზა შპრიცში მოთავსებული საინექციო ხსნარით და მყარად ფიქსირებული ნემსით, შპრიცი შეიცავს 0,5 მლ ხსნარს და 12-იან შეფუთვებშია განთავსებული.

რებიფი, ნაჩვენებია მრავლობით სკლეროზის და ბოლო ორი წლის განმავლობაში დაავადების 2 ანდა უფრო მეტი შეტევის მქონე ავადმყოფების სამკურნალოდ. მეორადი პროგრესული მრავლობით სკელროზის მქონე იმ ავადმყოფებში, რომლებთანაც შეტევების აქტივობა არ გრძელდება, წამლის ეფექტი არ ვლინდება. გარდა ამისა, პრეპარატი გამოიყენება მრავლობით სკლეროზის დასაწყისშიც, როცა დაავადების პირველი სიმპტომი, მხოლოდ ერთი კლინიკური გამოვლინება აღინიშნება.

  • რებიფის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

რებიფი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ:

ბუნებრივ ანდა რეკომბინანტურ ინტერფერონ -ბეტას ანდა ამ წამლის შემადგენლობაში არსებული სხვა ნივთიერებების მიმართ ალერგია გაქვთ,

მძიმე დეპრესიული დარღვევები (სულიერი დათრგუნვა, დეპრესია) გაქვთ.

რებიფი,, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ

რეფიბი, მხოლოს ექიმის დაკვირვების ქვეშ უნდა იქნას გამოყენებული.

რებიფით მკურნალობის დაწყებამდე, წაიკითხეთ ნაწილი ,, როგორ გამოიყენება რებიფი?, აღნიშნულის მიზანია რებიფით ნამკურნალებ ავადმყოფებთან გამოვლენილი და დაფიქსირებული გვერდით ეფექტების- ინექციის ადგილის ნეკროზის (კანის დაავადებების-ქსოვილის დაშლის) რისკის მინიმუმამდე დაყვანა. თუ, ინექციის ადგილას რაიმე სახის პრობლემა გამოვლინდება, ექიმს დაუკავშირდით.

რებიფით მკურნალობის დაწყებამდე, ექიმს, რომელიმე წამლის მიმართ ალერგიის ანდა მგრძნობელობის არსებობის შემთხვევაში ინფორმაცია მიწოდეთ.

მკურნალობის პერიოდში კანზე, მცირე სისხლძარღვებში შეიძლება პატარა თრომბები წარმოიქმნას, აღნიშნულმა სისხლის თრომბ ა შეიძლება თირკმლებზე გავლენა მოახდინოს. აღნიშნული მოვლენა, რებიფით მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის ანდა თვეების შემდეგაც შეიძლება გამოვლინდეს. ექიმმა, შეიძლება სისხლის არტერიული წნევის, სისხლის შედედების (შედედებაში მონაწილე უჯრედების რაოდენობა) და თირკმლების ფუნქციების გადამოწმება მოითხოვოს.

თუ, ძვლის ტვინის, თირკმლების, ღვიძლის, გულის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები გაქვთ ანდა დეპრესია (სულიერი დათრგუნვა, დეპრესია) გადაიტანეთ ანდა ანამნეზში რაიმე სახის ეპილეფსიური გულყრები (კრუნჩხვების შეტევა) გქონდათ, ექიმს აცნოებთ, რადგანაც ასეთ პირობებში საჭიროა ავადმყოფზე დაკვირვება და არსებული მდგომარეობის, ასევე შესაძლო გაუარესების ექიმის მიერ შეფასება და კონტროლი.

ბიოტექნოლოგიური სამედიცინო პროდუქტების კონტროლის უზრუნველყოფისთვის აუცილებელია გამოყენებული პროდუქტის სავაჭრო სახელწოდების და სერიის ნომრის ავადმყოფის ისტორიაში ჩაწერა.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ პერიოდში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

რებიფის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

რებიფის საკვებთან ურთიერთქმედებასთან დაკაშირებული კვლევა არ ჩატარებულა.

ორსულობა

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ორსულად ხართ ანდა ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგმავთ, ამ წამლის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, კონსულტაციისთვის მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე, გთხოვთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილთან/ბავშვთან მავნე ეფექტის გამოვლინება მოსალოდნელი არ არის. თუ, ბავშვთან ძუძუთი კვებას გეგმავთ, ამ წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

თავად დაავადებამ ანდა მკურნალობის ეფექტებმა, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს. საეჭვო შემთხვევებში, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

რებიფის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რებიფის თითოეული დოზა 1მმოლ (<23 მგ) ნატრიუმს შეიცავს, ანუ სინამდვილეში ,,ნატრიუმს არ შეიცავს’’. აღნიშნული სამედიცინო პროდუქტი 0,5 მლ დოზაზე 2,5 მგ ბენზილის სპირტს შეიცავს. ბენზილის სპირტმა შეიძლება ალერგიული რეაქციების განვითარება გამოიწვიოს. ბენზილის სპირტმა, ბავშვებში შეიძლება სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარება გამოიწვიოს, სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების (სუნთქვის უკმარისობის სინდრომის სახელით ცნობილი) განვითარების ჩათვლით.

ექიმის ანდა ფარმაცევტის რეკომენდაციის გარეშე, პატარა ბავშვებში (3 წლამდე ასაკის) პრეპარატი 1 კვირაზე მეტი დროით არ გამოიყენოთ.

თუ, ორსულად ანდა ლაქტაციაზე ხართ ანდა ღვიძლის ანდა თირკმლების დაავადებები გაქვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ. აღნიშნულის მიზეზი შეიძლება სხეულში დიდი რაოდენობით დაგროვილი ბენზილის სპირტი იყოს, რაც გვერდითი ეფექტების (,,მეტაბოლური აციდოზის სახელით ცნობილი’’) გამოვლინებას იწვევს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ, ანტიდეპრესანტებს (დეპრესიის სამკურნალო წამალი) ანდა ანტიეპილეპტიკებს (კრუნჩხვების სამკურნალო წამალი) ღებულობთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

  • როგორ გამოიყენება რებიფი?

აღნიშნული წამალი, ყოველთვის ექიმის მითითებების შესაბამისად გამოიყენეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ანამნეზში მხოლოდ ერთი კლინიკური გამოვლინების მქონე ავადმყოფებში, ზრდასრულებსა და 16 წელზე მეტი ასაკის მქონე ავადმყოფებში გამოყენებული დოზაა: 44 მიკროგრამი (12 მილიონი სე) კვირაში 3-ჯერ.

მრავლობი სკლეროზის მქონე ავადმყოფებში

ზრდასრულებსა და 16 წელზე მეტი ასაკის ავადმყოფებში გამოყენებული დოზაა: 44 მიკროგრამი (12 მილიონი სე) კვირაში 3-ჯერ. ავადმყოფები, რომლებიც მაღალ დოზას ვერ იტანენ, რეკომენდირებული დოზაა: ისევ კვირაში 3-ჯერ, მაგრამ რებიფი- 22 მიკროგრამის ოდენობით.

თუ, შესაძლებელია, რებიფი მიიღება კვირაში 3-ჯერ:

ერთსადაიმავე დღეებში (სულ ცოტა 48 საათიანი ინტერვალით, მაგ.:ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი).

ერთსადაიმავე საათებში (სასურველია საღამოს)

შეყვანის გზა და მეთოდი:

რებიფი, კანქვეშა ინექციისთვისაა განკუთვნილი. პირველი ინექცია, შესაბამის პირობებში, სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ უნდა გაკეთდეს. საჭირო ტრენინგის(შესწავლის) შემდეგ, ინექციის გაკეთებას თავადაც შეძლებთ, ასევე შესაძლებელია ინექცია გაგიკეთოთ ოჯახის წევრმა ანდა მეგობარმაც. გარდა ამისა, შესაძლებელია ავტო-ინჟექტორით სარგებლობაც.

რებიფის ინექციის გაკეთებისთვის, გთხოვთ ქვემოთ მოცემული მითითებები ყურადღებით წაიკითხეთ:

აღნიშნული პროდუქტი მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისაა.

ინექციისთვის, მხოლოდ სუფთა-გამჭვირვალე, ნაწილაკების გარეშე და სხვადასხვა ცვლილებების არ მქონე ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული.

როგორ კეთდება რებიფის ინექცია

აირჩიეთ ინექციის ადგილი. ექიმი, საინექციო მიდამოების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით.(შესაბამისი ლოკალიზაციებია: ბარძაყის ზემო და მუცლის ქვემო მიდამო). შპრიცი, ისრის ანდა კალმის მსგავს პოზიციაში დაიჭირეთ. ინექცია ერთსადაიმავე ადგილას არ უნდა გაკეთდეს, ამიტომ ინექციის მიდამო ყოველთვის უნდა შეიცვალოს, ინექციის მიდამო ყოველთვის ყურადღებით გადაამოწმეთ.

შენიშვნა: თუ, შეშუპების, კვანძის ანდა ტკივილის არსებობის მიდამოში ინექცია არ უნდა გაკეთდეს. აღნიშნული ნიშნების გამოვლენისას, თქვენს ექიმს ანდა ექთანს გაესაუბრეთ.

ხელები წყლით და საპნით დაიბანეთ.

რებიფის შპრიცი, ბლისტერის შეფუთვის უკანა მხარეს არსებული პლასტიკური სახურავის გახსნით ამოიღეთ.

ინექციამდე, საინექციო მიდამოს კანი გაწმინდეთ, ამისთვის სპირტიანი სალფეთქი გამოიყენეთ. შემდეგ დაელოდეთ, რომ კანი გაშრეს. თუ კანზე სპირტი დარჩება, შეიძლება წვის შეგრძნება გქონდეთ.

ინექციის მიდამოს თითებს შორის მოქცევით კანი მსუბუქად წამოწიეთ. (ფოტო)

მეორე ხელის მაჯა ინექციის მიდამოს ახლოს დაიჭირეთ და ნემსი პირდაპირი კუთხით სწრაფად დაასეთ.

ნელი და ფიქსირებული კომპრესიით წამლის ინჟექტირება მოახდინეთ (შპრიცის სახელური ბოლომდე გაატარეთ და შპრიცი სრულად დაცალეთ).(ფოტო)

ინექციის მიდამოსთან ახლოს მარლის საფენი ანდა მშრალი ბამბა იქონიეთ. ნემსი კანიდან ამოიღეთ.

მარლით ანდა მშრალი ბამბით ინექციის ადგილი მსუბუქად დაიზილეთ.

გამოყენებული ყველა მასალა გადააგდეთ.

ინექციის დასრულების შემდეგ შპრიცი მაშინვე შესაბამის ადგილას გადააგდეთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

რებიფი, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ უნდა იქნას გამოყენებული.

რებიფის ეფექტურობა და უსაფრთხოება 12-16 წლის ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში არ არის დადასტურებული. თუმცა, შეზღუდული რაოდენობით გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, გამოვლინდა რომ 12-16 წლის ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში კვირაში 3-ჯერ კანქვეშ გაკეთებული რებიფის 22 მიკროგრამის ანდა 44 მიკროგრამის გამოყენებისას, უსაფრთხოების პროფილი ზრდასრულებთან გამოვლენილის მსგავსია. თუმცა პათოლოგიის მხრივ რაიმე სახის რეკომენდაცია ვერ კეთდება.

ხანდაზმულებში გამოყენება:

65 წლის და მეტი ასაკის ავადმყოფებში, საკმარისი კვლევა არ ჩატარებულა. რებიფი, 65 წლის და მეტი ასაკის ავადმყოფებში სიფრთილით უნდა იქნას გამოყენებული.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების უკმარისობა:

აღნიშნული პრობლემის მქონე ავადმყოფებში რებიფი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

ღვიძლის უკმარისობა:

ინტერფერონ -ბეტას, ღვიძლის მაღალი ხარისხის დაზიანების გამოწვევა შეუძლია. იშვიათად გამოვლენილი სიმპტომატიკის და ღვიძლის ფუნქციების დარღვევის მექანიზმი უცნობია. სპეციფიკური რისკის ფაქტორი არ არის აღნიშნული.

თუ,ფიქრობთ, რომ რებიფის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, რებიფის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, რებიფის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

თუ, რებიფის მიღება დაგავიწყდებათ:

თუ, დოზა გამოტოვეთ, მკურნალობა დოზირების კალენდრის მომდევნო დღის შესაბამისად გააგრძელეთ.

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც რებიფით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

რებიფის გამოყენებისას გამოვლენილი ეფექტები შეიძლება მაშინვე შესამჩნევი არ იყოს. ამიტომ, რებიფის გამოყენება არ უნდა იქნას შეწყვეტილი და სასურველი შედეგის მიღწევისთვის რეგულარულად უნდა იქნას გამოყენებული. თუ, რებიფის სარგებელთან დაკავშირებით დარწმუნებული არა ხართ, გთხოვთ კონსულტაციითვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

ექიმთან კონსულტაციის გარეშე მკურნალობა არ შეწყვიტოთ.

თუ, ამ წამლის გამოყენებასთან დაკაშირებით კითხვები გაგიჩნდებათ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, რებიფის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებში შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები.

გამოვლენილი გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი: 1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, რებიფის გამოყენება შეაჩერეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

სერიოზული ალერგიული (მომატებული მგრძნობელობა) რეაქციები.

რებიფის ინექციის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:სახის, ტუჩების, ენის ანდა ხახის შეშუპება, გამონაყარი, სხეულის ქავილი და სისუსტე, გონების დაკარგვის შეგრძნება და სუნთქვის გაძნელება. აღნიშნული რეაქციები იშვიათი გვერდითი ეფექტებია.

ღვიძლის პრობლემები, შესაძლო გამოვლინებები ქვემოთაა მოცემული.

ჩამოთვლი სიმპტომების გამოვლინების შემთხვევაში: სიყვითლე (კანის ანდა თავლის სკლერის), გავრცელებული ქავილი, გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა და კანის ადვილად დალურჯება. კონცენტრაციის გაძნელება, ძილიანობა და გონების არევა, აღნიშნული სიმპტომები შეიძლება ღვიძლის სერიოზულ პრობლემებთან იყოს დაკავშირებული.

დეპრესია (სულიერი მდგომარეობის დათრგუნვა) –

აღნიშნული მდგომარეობის გამოვლინება მრავლობითი სკლეროზის მკურნალობის ქვეშ მყოფ ავადმყოფებში გავრცელებულია. ამ დროს აღინიშნება დეპრესიული შეგრძნებები და თვითმკვლელობაზე ფიქრები.

ყველა აღნიშნული -სერიოზული გვერდით ეფექტებია. თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა დაგჭირდეთ.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ:

  • ძალიან გავრცელებული:

თავის ტკივილი, ცხელება, შემცივნება, კუნთების და სახსრების ტკივილი, დაღლილობა და გულისრევა, გრიპის მსგავსი სიმპტომები.

აღნიშნული სიმპტომები ძირითადად მსუბუქი სიმძიმისაა და მკურნალობის დასაწყისში უფრო გავრცელებულია, რეგულარულად მკურნალობის შემთხვევაში-სიმპტომები მცირდება.

აღნიშნული სიმპტომების შემცირების მიზნით, ექიმი რებიფის ინექციამდე და ინექციის შემდეგ, ყოველი ინექციის შემდეგ, 24 საათის განმავლობაში ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი პრეპარატის მიღების რეკომენდაციას მოგცემთ.

ინექციის მიდამოს რეაქციები: სიწითლე, შეშუპება, ფერის ცვლილება, ჩირქოვანი ანთება, ტკივილი და კანის დაზიანების მსგავსი სიმპტომები.

ინექციის მიდამოს რეაქციული გამოვლინენებიზოგადად, გარკვეული დროის შემდეგ მცირდება.

  • ნაკლებად გავრცელებული:

ინექციის მიდამოში ქსოვილების დაზიანება(ნეკროზი), ჩირქოვანი ანთება და მასობრივი წარმონაქმნი.

ინექციის მიდამოს რეაქციების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით წაიკითხეთ ნაწილი-,,რებიფი ქვემოთ მოჩამოთვლილი მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ’’ და რეკომენდაციები გაითვალისწინეთ.

ინექციის მიდამო შეიძლება დაინფიცირდეს (ნაკლებად გავრცელებული). კანი შეიზლება შეშუპდეს, გამკვრივდეს და ტკივლის შეგრძნება გამოიწვიოს. თუ, ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, რეკომენდაციებისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

ლაბორატორიულ ანალიზში შეიძლება ზოგიერთი განსაზღვრული ცვლილებები გამოვლინდეს.

აღნიშნული ცვლილებებს ავადმყოფი ვერ ამჩნევს (სიმპტომები არ აქვს) და ზოგადად შეიძლება გამოსწორებადი იყოს, მსუბუქი სიმძიმისაა და ხშირად სპეციალურ მკურნალობას არ საჭიროებს.

ამ დროს შეიძლება გამოვლინდეს სისხლის წითელი უჯრედების ან თეთრი უჯრედების ანდა თრომბოციტების რაოდენობის (ძალიან გავრცელებული) ანდა ყველა უჯრედის რაოდენობის ერთდროული (იშვიათი) შემცირება. აღნიშნული ცვლილებების შედეგად შესაძლო სიმპტომებს შორის შეიძლება იყოს: დაღლილობა, ინფექციის წინააღმდეგ ბრძლის უნრის შემცირება, დალურჯებები ანდა აუხსნელი მიზეზის მქონე სისხლდენები. ასევე შეიძლება გამოვლინდეს ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევა (ძალიან გავრცელებული). ასევე დაფიქსირებულია ღვიძლის ანთებაც. (ნაკლებად გავრცელებული). გულისრევა, ღებინება, სიყვითლის დაწყების ნიშნები და მასთნ ერთად მადის დაკარგვა- ღვიძლის პრობლემების მაჩვენებელია. თუ, აღნიშნული სიმპტომები თქვენთან გამოვლინდება, სასწრაფოდ ექიმს დაუკავშირდით. (იხილეთ ნაწილი ,,თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე...’’).

ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები.

ამ დროს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია შეიძლება მომატებული ანდა დაქვეითებული იყოს. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ცვლილებას ავადმყოფი ყოველთვის ვერ ამჩნევს. ექიმი შეიძლება ლაბორატორიული კვლევების გაკეთებას მოითხოვს.

  • უცნობი

მრავლობითი სკლეროზის ცრუ შეტევა

რებიფით მკურნალობის დასაწყისში, მრავლობით სკლეროზის შეტევების მსგავსი ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს. მაგალითად, კუნთების უნებლიე მოძრაობები, კუნთების დაძაბულობა ანდა მოდუნება. ზოგიერთ შემთვევაში ამ ტიპის ნიშნები შეიძლება დაკავშირებული იყოს ზემოთ აღწერილ ცხელების ანდა გრიპის მსგავს სიმპტომებთან. თუ, აღნიშნული გვერდით ეფექტებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.

სხვა შესაძლო გვერდით ეფექტები:

ძალიან გავრცელებული:

თავის ტკივილი

გავრცელებული:

უძილობა (ჩაძინების გაძნელება)

დიარეა, გულისრევა, ღებინება

ქავილი, გამონაყარი (გამონაყარი კანზე)

კუნთების და სახსრების ტკივილი

დაღლილობა, ცხელება, შემცივნება

თმის ცვენა

ნაკლებად გავრცელებული:

ურტიკარია

ეპილეფსიური გულყრები

ღვძლის ანთება (ჰეპატიტი)

სუნთქვის გაძნელება

ღრმა ვენების თრომბოზის მსგავსი თრომბები

ბადურის დარღვევები (თვალის უკანა ნაწილი), ანთების ანდა მხედველობის დარღვევასთან ერთად თრომბის წარმოქმნა (მხედველობის დარღვევა, მხედველობის დაკარგვის მსგავსი)

მომატებული ოფლიანობა

იშვიათი:

თვითმკვლელობის მცდელობა.

კანის სერიოზული რეაქციები-ზოგიერთი სახის ლორწოვანის დაზიანება.

მცირე სისხლძარღვების თრომბირება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თირკმლებზე (თრომბული თრომბოციტოპენიური პურპურა ანდა ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი). ნიშნები: მომატებული ჩაქცევები, დალურჯებები, სისხლდენა, ცხელება, ძლიერი სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ანდა გაბრუების შეგრძნება. ექიმი, სისხლის ანდა თირკმლის ფუნქციების ცვლილებებს კვლევებით დაადგენს.

წამალთან დაკავშირებული სისტემური მგლურა: რებიფით ხანგრძლივი მკურნალობისას გამოვლენილი გვერდითი ეფექტი. სიმპტომები: კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი და შეშუპება, გამონაყარი. გარდა ამისა, შეიძლება გამოვლინდეს ცხელება, წონის დაკლება და დაღლილობის მსგავსი სხვა ნიშნები. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ სიმპტომები ერთი ანდა ორი კვირის შემედეგ ალაგდება.

თიკრმლის ფუნქციების დაქვეითების გამომწვევი ნაწიბურები, თირკმლის დაავადებები.

თუ, ჩამოთვლილი ნიშნებიდან ზოგიერთი ანდა ყველა თქვენთან გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ. ქვემოთ აღნიშნული შეიძლება სავარაუდოდ, თირკმლის პრობლემების სიმპტომები იყოს:

აქაფებული შარდი

დაღლილობა

კოჭების და თვალის ქუთუთოების შეშუპება და წონის მომატება.

  • უცნობი:

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები დაფიქსირებულია ინტერფერონ- ბეტას გამოყენებისას:

თავბრუსხევვა

გაღიზიანება

უმადობა

სისხლძარღვების გაფართოება და გულის ფრიალი

მენსტრუალური სისხლდენის არარაგულარობა და/ანდა ცვლილება

გულიდან ფილტვებისკენ სისხლის მატარებელი სისხლძარღვების, ფილტვების სისხლძარღვების შევიწროება, რაც სისხლის წნევის მომატებას იწვევს (პულმონალური არტერიული ჰიპერტენზია). რებიფის მკურნალობის ფონზე პულმონალური არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევები დაფიქსირებულია მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში, სხვადასხვა პერიოდში.

კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ჩირქოვანი ანთება(პანიკულიტი),რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანზე მტკივნეული, წითელი სიმრგვალეები ანდა ლაქები.

ჰემოლიზური ანემია.

ექიმის მითითების გარეშე მედიკამენტოზური მკურნალობა არ შეცვალოთ ანდა არ შეწყვიტოთ.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • რებიფის შენახვა

რებიფი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას და შეფუთვაში შეინახეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ რებიფი არ გამოიყენოთ/ გამოიყენეთ გამოყენების ბოდო ვადის გასვლამდე. ,, გამოყენების ბოლო ვადა’’- წარწერის შემდეგ აღნიშნული ციფრი თვეს აღნიშნავს და იმ თვის ბოლო დღე გამოყენების ბოლო თარიღია.

რებიფი, 20 C -80 C ტემპერატურაზე მაცივარში შეინახეთ.

არ გაყინოთ. (შემთვევით გაყინვის თავიდან აცილების მიზნით, საყინულესთან ახლო თაროზე შენახვას მოერიდეთ).

დროებით, მაცივარი თუ არ იქნება, რებიფი, ავადმყოფის მიერ, მხოლოდ ერთხელ 14 დღის განმავლობაში <250 C ოთახის ტემპერატურაზე შეიძლება შენახული იქნას. შემდეგ ისევ მაცივარში უნდა იქნას შენახული და გამოყენებული უნდა იქნას გამოყენების ვადის გასვლამდე.

სინათლისგან დაცვის მიზნით ორიგინალურ შეფუთვაში შეინახეთ.

თუ, ხსნარში თვალით ხილული ცვლილების ნიშნები და ნაწილაკები გამოვლინდება, რებიფი არ გამოიყენოთ. მხოლოდ სუფთა, გამჭვირვალე ხსნარი გამოიყენეთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. Merck ილაჩ ეჯზა ვე ქიმია თიჯ

ათაშეჰირი/სტამბული

წარმოების ადგილი

Merck.Serana. S.p.A.

მოდუგნო/ბარი/იტალია

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 02.06.2021-ში დამოწმებულია.

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა