ავონექსი ნაჩვენებია პაციენტების სამკურნალოდ, რომელთაც დასმული აქვთ მორეციდივე გაფანტული სკლეროზის (MS) დიაგნოზი. კლინიკურ კვლევებში, ამ მდგომარეობას ახასიათებს ორი ან მეტი მძიმე გამწვავება, გამწვავებებს (რეციდივებს) შორის პროგრესირების ნიშნების გარეშე წინა სამი წლის განმავლობაში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- interferon beta
- ფორმა და შეფუთვა
- 30მკგ/0,5მლ საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებული მზა კალამი No4
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- იმუნოსტიმულატორები, ინტერფერონები
- ATC კოდი
- L03AB07
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0009
- რეგისტრირებულია
- 23 მარტი 2022, მოქმედებს 23 მარტი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
ავონექსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ავონექსი ნაჩვენებია პაციენტების სამკურნალოდ, რომელთაც დასმული აქვთ მორეციდივე გაფანტული სკლეროზის (MS) დიაგნოზი.
კლინიკურ კვლევებში, ამ მდგომარეობას ახასიათებს ორი ან მეტი მძიმე გამწვავება, გამწვავებებს (რეციდივებს) შორის პროგრესირების ნიშნების გარეშე წინა სამი წლის განმავლობაში. ავონექსი ანელებს ინვალიდობის პროგრესირებას და ამცირებს შეტევების სიხშირეს.
ავონექსი ამავე დროს ნაჩვენებია იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც ჰქონდათ ერთჯერადი დემიელინიზირებადი მოვლენა, რომელსაც თან ახლდა საკმარისად მძიმე აქტიური ანთებითი პროცესი, რომელიც ამართლებდა მკურნალობას ინტრავენური კორტიკოსტეროიდებით; დადგინდა, რომ ასეთი პაციენტები იმყოფებოდნენ კლინიკურად განსაზღვრული გაფანტული სკლეროზის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ, ალტერნატიული დიაგნოზის გარეშე.
ავონექსით თერაპია უნდა შეწყდეს პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზი.
მიღების წესი და დოზირება
მკურნალობა უნდა დაიწყოს ამ დაავადების მკურნალობაში გამოცდილების მქონე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
მოზრდილები
ავონექსის რეკომენდებული დოზა გამწვავებული გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ არის 30 მიკროგრამი (0.5 მლ ხსნარი) ინტრამუსკულარული (იმ) ინექცია კვირაში ერთხელ (იხ. პარაგრაფი 6.6).
დამატებითი სარგებელი არ გამოვლენილა უფრო მაღალი დოზების (60 მიკროგრამი) გამოყენებისას კვირაში ერთხელ.
ინექციამდე და ყოველი ინექციის შემდეგ 24 საათის განმავლობაში, რეკომენდებულია ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალების გამოყენება ავონექსთან დაკავშირებული გრიპის მსგავსი სიმპტომების შესამცირებლად. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში.
ამჟამად უცნობია, რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს პაციენტების მკურნალობა. პაციენტები კლინიკურად უნდა შეფასდნენ მკურნალობის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ და ხანგრძლივი მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ექიმმა პაციენტის ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე. თუ პაციენტს განუვითარდა ქრონიკული პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზი, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ავონექსი არის ერთჯერადი გამოყენების წინასწარ შევსებული კალამი და უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სათანადო ტრენინგის შემდეგ.
გამოყენების წესი
ავონექსის ინტრამუსკულარული გამოყენებისთვის რეკომენდებული ადგილია ბარძაყის ზედა, გარეთა კუნთი. ინექციის ადგილი უნდა შეიცვალოს ყოველ კვირას.
ავონექსის გამოყენებისას აუცილებელია ფურცელ-ჩანართში მოცემული ინსტრუქციის დაცვა.
ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ
თირკმლის უკმარისობა
საჭიროა სიფრთხილე და საგულდაგულო მონიტორინგი ავონექსის დანიშვნისას თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4.4).
ღვიძლის უკმარისობა
საჭიროა სიფრთხილე და საგულდაგულო მონიტორინგი ავონექსის დანიშვნისას ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. საჭიროა პაციენტებზე დაკვირვება ღვიძლის დაზიანების ნიშნების გამოსავლენად და აუცილებელია სიფრთხილე ინტერფერონების გამოყენებისას სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც დაკავშირებულია ღვიძლის დაზიანებასთან (იხ. პარაგრაფი 4.4).
პედიატრიული პოპულაცია
ავონექსის უსაფრთხოება და ეფექტურობა 12-16 ასაკობრივ ჯგუფში დადგენილი არ არის. ამჟამად ხელმისაწვდომი მონაცემები აღწერილია 4.8 და 5.1 პარაგრაფებში; თუმცა, არ არსებობს რეკომენდაცია დოზირებასთან დაკავშირებით
ავონექსის უსაფრთხოება და ეფექტურობა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ჯერ არ არის დადგენილი. მონაცემები ამ მდგომარეობის შესახებ ხელმისაწვდომი არ არის.
გერიატრიული პოპულაცია
ავონექსის კლინიკური კვლევები არ მოიცავდა 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტების საკმარის რაოდენობას იმის დასადგენად, თუ რამდენად განსხვავდება მათი პასუხი მკურნალობაზე ახალგაზრდა პაციენტების პასუხისგან. თუმცა, არ არსებობს დოზის კორექციის თეორიული მიზეზი ხანდაზმულებში, მოქმედი ნივთიერების კლირენსის გათვალისწინებით.
უკუჩვენებები
პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ მომატებული მგრძნობელობა ბუნებრივი ან რეკომბინანტული ინტერფერონი ბეტას ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
ავონექსი უკუნაჩვენებია პაციენტებში მძიმე დეპრესიით და/ან სუიციდური მიდრეკილებებით (იხ. პარაგრაფები 4.4 და 4.8).
სიფრთხილის ზომები
მიკვლევადობა
ბიოლოგიური სამკურნალო საშუალებების მიკვლევადობის გაზრდის მიზნით, სათანადოდ უნდა იყოს ჩაწერილი გამოყენებული პროდუქტის დასახელება და სერიული ნომერი.
ავონექსი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ ან აქვთ მიმდინარე დეპრესიული აშლილობა, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ სუიციდური აზრები (იხ. პარაგრაფი 4.3). ცნობილია, რომ დეპრესია და სუიციდური აზრები გაზრდილი სიხშირით შეინიშნება ინტერფერონის გამოყენებისას და გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებში. პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ავონექსით, უნდა მიეცეთ რჩევა, რომ დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს, თუ მათ განუვითარდებათ დეპრესია და/ან გაუჩნდებათ სუიციდური აზრები.
პაციენტები, რომლებიც აჩვენებენ დეპრესიის ნიშნებს, უნდა იყვნენ საგულდაგულო მეთვალყურეობის ქვეშ და დაენიშნოთ სათანადო მკურნალობა ავონექსით თერაპიის დროს. გასათვალისწინებელია ავონექსით თერაპიის შეწყვეტაც (იხ. პარაგრაფები 4.3 და 4.8).
ავონექსი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კრუნჩხვები ანამნეზში, იღებენ ანტიეპილეფსიურ თერაპიას და განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთა ეპილეფსია არ არის ადეკვატურად კონტროლირებადი, მიუხედავად ანტიეპილეფსიური საშუალებების გამოყენებისა (იხ. პარაგრაფი 4.5 და 4.8).
საჭიროა სიფრთხილე და საგულდაგულო მონიტორინგი ავნონექსის გამოყენებისას თირკმლის და ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში და მძიმე მიელოსუპრესიის მქონე პაციენტებში. ღვიძლის დაზიანება, მათ შორის ღვიძლისმიერი ფერმენტების დონის მომატება შრატში, ჰეპატიტი, აუტოიმუნური ჰეპატიტი და ღვიძლის უკმარისობა, დაფიქსირდა ინტერფერონი ბეტას პოსტმარკეტინგული გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი 4.8). ზოგიერთ შემთხვევაში, ეს რეაქციები განვითარდა სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც იწვევენ ღვიძლის დაზიანებას. მრავალი პრეპარატის ან სხვა ჰეპატოტოქსიკური საშუალებების (მაგ., ალკოჰოლის) პოტენციური ადიტიური ეფექტი არ არის გამოვლენილი. პაციენტები უნდა იყვნენ მეთვალყურეობის ქვეშ ღვიძლის დაზიანების ნიშნების გამოსავლენად და სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ინტერფერონების გამოყენებისას სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც იწვევენ ღვიძლის დაზიანებას.
პაციენტები, რომლებსაც აქვთ გულის დაავადება, როგორიცაა სტენოკარდია, გულის შეგუბებითი უკმარისობა ან არითმია, უნდა იყვნენ საგულდაგულო დაკვირვების ქვეშ მათი კლინიკური მდგომარეობის გაუარესების გამოსავლენად, ავონექსით მკურნალობის დროს. გრიპის მსგავსმა სიმპტომებმა, რომლებიც დაკავშირებულია ავნონექსით თერაპიასთან, შეიძლება გამოიწვიოს სტრესი პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულის ძირითადი დაავადებები.
ლაბორატორიული (დასკვნები) პათოლოგიები დაკავშირებულია ინტერფერონის გამოყენებასთან. ამიტომ, სისხლის ბიოქიმიური ტესტები, მათ შორის ლეიკოციტების საერთო და დიფერენციალური ანალიზი, თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრა და ღვიძლის ფუნქციური სინჯები, რეკომენდებულია რუტინულ ლაბორატორიულ ტესტებთან დამატებით, რომლებიც საჭიროა გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებზე შემდგომი დაკვირვებისთვის, ავონექსით თერაპიის დროს. მიელოსუპრესიის მქონე პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ დიფერენციალური ანალიზის და თრომბოციტების რაოდენობის, ასევე სისხლის უჯრედების საერთო რაოდენობის მონიტორინგი.
პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ ანტისხეულები ავონექსის მიმართ. ზოგიერთ პაციენტში ეს ანტისხეულები ამცირებენ ინტერფერონი ბეტა-1ა-ის (გამანეიტრალებელი ანტისხეულების) in vitro აქტივობას. გამანეიტრალებელი ანტისხეულები დაკავშირებულია ავონექსის ბიოლოგიურ ეფექტებთან in vivo და შესაძლოა პოტენციურად დაკავშირებული იყოს კლინიკური ეფექტურობის შემცირებასთან. გამანეიტრალებელი ანტისხეულების წარმოქმნის სიხშირის პიკური მნიშვნელობა სავარაუდოდ მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 12 თვის შემდეგ. ბოლო კლინიკური კვლევების მიხედვით პაციენტების დაახლოებით 5%-8%-ს, რომლებიც მკურნალობდნენ ავონექსით სამ წლამდე, უვითარდება ანტისხეულები.
შრატში ინტერფერონების მიმართ ანტისხეულების გამოსავლენად სხვადასხვა ანალიზის გამოყენება ზღუდავს ანტიგენურობის შედარებას სხვადასხვა პრეპარატებს შორის.
თრომბოზული მიკროანგიოპათია (თმა)
თრომბოზული მიკროანგიოპათიის შემთხვევები, რომლებიც გამოვლინდა თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურის (თთპ) ან ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის (ჰუს) სახით, ლეტალური შემთხვევების ჩათვლით, დაფიქსირდა ინტერფერონი ბეტას შემცველი პრეპარატების გამოყენებისას. შემთხვევები დაფიქსირდა მკურნალობისას სხვადასხვა დროს და შეიძლება გამოვლინდეს ინტერფერონი ბეტათი თერაპიის დაწყებიდან კვირების ან წლების შემდეგ. ადრეული კლინიკური ნიშნებია: თრომბოციტოპენია, ახალდაწყებული ჰიპერტენზია, ცხელება, ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომები (მაგ., დაბნეულობა, პარეზი) და თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ლაბორატორიული ნიშნები, რომლებიც მოგვაგონებს თრომბოზულ მიკროანგიოპათიას (თმა), არის: თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლის ნაცხში, შრატისმიერი ლაქტატდეჰიდროგენაზას (ლდჰ) მომატება, რომელიც გამოწვეულია ჰემოლიზით და შიზოციტებით (ერითროციტების ფრაგმენტაცია). ამიტომ, თუ შეინიშნება თმა-ის კლინიკური ნიშნები, რეკომენდებულია სისხლის თრომბოციტების დონის, შრატისმიერი ლაქტატდეჰიდროგენაზას დონის, სისხლის ნაცხის და თირკმლის ფუნქციის შემდგომი ტესტირება. თუ მოხდება თრომბოზული მიკროანგიოპათიის დიაგნოსტირება, მკურნალობა (პლაზმური გაცვლის გათვალისწინებით) დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს და რეკომენდებულია ავონექსით მკურნალობა დაუყოვნებლივ შეწყდეს.
ნეფროზული სინდრომი
ნეფროზული სინდრომის შემთხვევები სხვადასხვა მიმდინარე ნეფროპათიებით, მათ შორის კოლაფსირებული ფოკალური სეგმენტური გლომერულოსკლეროზით (FSGS), მინიმალური ცვლილების დაავადებით (MCD), მემბრანოპროლიფერაციული გლომერულონეფრიტით (MPGN) და მემბრანული გლომერულოპათიით (MGN), აღინიშნა ინტერფერონი ბეტა-შემცველი მედიკამენტებით მკურნალობის დროს. შემთხვევები დაფიქსირდა მკურნალობის სხვადასხვა პერიოდში და შეიძლება აღინიშნოს ინტერფერო-ბეტათი მკურნალობის დაწყებიდან წლების შემდეგ. განსაკუთრებით თირკმლის დაავადების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, მაგ. რეკომენდებულია ადრეული ნიშნებისა და სიმპტომების პერიოდული მონიტორინგი, როგორიცაა: შეშუპება, პროტეინურია და თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ნეფროზული სინდრომის მკურნალობა უნდა მოხდეს დროულად და უნდა იქნას განხილული ავონექსით თერაპიის შეწყვეტა.
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითო დოზაში; ანუ არსებითად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ადამიანებში წამლისმიერი ურთიერთქმედების ოფიციალური კვლევები არ ჩატარებულა ავონექსით.
ავონექსის ურთიერთქმედება ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონთან (ACTH) ან კორტიკოსტეროიდებთან სისტემურად შესწავლილი არ არის. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ ავონექსი კორტიკოსტეროიდებთან ან ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონთან ერთად შეტევების დროს.
აღინიშნა, რომ ინტერფერონები ამცირებენ ღვიძლისმიერ ციტოქრომ P450-ზე დამოკიდებული ფერმენტების აქტივობას ადამიანებსა და ცხოველებში.
ავონექსის მაღალი დოზის მიღების ეფექტი P450-ზე დამოკიდებულ მეტაბოლიზმზე, შეფასდა მაიმუნებში და არ აღინიშნა ცვლილებები ღვიძლის მეტაბოლიზმის უნარებში. სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ავონექსი გამოიყენება იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც ძირითადად დამოკიდებულნი არიან ღვიძლისმიერ ციტოქრომ P450-ის სისტემაზე და აქვთ კლირენსის ვიწრო თერაპიული ინდექსი, მაგ. ანტიეპილეფსიური საშუალებები და ზოგიერთი კლასის ანტიდეპრესანტები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ზოგადი რეკომენდაციები
ორსულობის კატეგორია: C.
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები/ ჩასახვის კონტროლი (კონტრაცეფცია)
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ შესაბამისი კონტრაცეპტული მეთოდები, თუ ისინი აირჩევენ ორსულობის თავიდან აცილებას ავონექსის გამოყენებისას.
ორსულობის პერიოდი
ორსულ ქალებში ავონექსის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არის საკმარისი. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხ. პარაგრაფი 5.3). პოტენციური რისკი ადამიანებისთვის უცნობია.
რეესტრებიდან და პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან მიღებული მონაცემების დიდი ნაწილი (1000-ზე მეტი ორსულობის შედეგი) უჩვენებს, რომ არ არსებობს სერიოზული თანდაყოლილი პათოლოგიების გაზრდილი რისკი ინტერფერონი ბეტათი პრენატალური ზემოქმედების შემდეგ ან ორსულობის პირველ ტრიმესტრში ექსპოზიციის შემდეგ. თუმცა, ზემოქმედების ხანგრძლივობა პირველ ტრიმესტრში გაურკვეველია, რადგან მონაცემები შეგროვდა, როდესაც ორსულობის დროს ინტერფერონი ბეტას გამოყენება უკუნაჩვენები იყო და მკურნალობა სავარაუდოდ შეწყვეტილი იყო ორსულობის გამოვლენის და/ან დადასტურების შემდეგ. მეორე და მესამე ტრიმესტრში ზემოქმედების გამოცდილება ძალიან შეზღუდულია.
ცხოველებში ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, არსებობს სპონტანური აბორტის გაზრდილი რისკის ალბათობა (იხ. პარაგრაფი 5.3). სპონტანური აბორტის რისკი ორსულებში, რომლებიც განიცდიან ზემოქმედებას ინტერფერონი ბეტათი, არ შეიძლება ადეკვატურად შეფასდეს ამჟამად არსებული მონაცემების საფუძველზე, თუმცა ამ ეტაპისთვის არსებული მონაცემები არ მიუთითებს გაზრდილ რისკზე.
კლინიკური საჭიროების შემთხვევაში, ავონექსის გამოყენება შეიძლება განხილული იყოს ორსულობის დროს. პრეპარატის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული შესაძლო რისკი და სარგებელი დედისა და ბავშვისთვის.
ლაქტაციის პერიოდი
შეზღუდული ინფორმაცია ინტერფერონი ბეტა-1ა-ის დედის რძეში გამოყოფის შესახებ უჩვენებს, რომ ინტერფერონი ბეტას ქიმიურ/ფიზიოლოგიური თვისებების გათვალისწინებით, ინტერფერონი ბეტა-1ა-ის დონე, რომელიც გამოიყოფა დედის რძეში, უმნიშვნელოა. არ არის მოსალოდნელი მავნე ზემოქმედება ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილზე/ჩვილზე.
ავონექსი შეიძლება გამოყენებულ იქნას ძუძუთი კვების დროს.
რეპროდუქციული უნარი/ფერტილობა
ფერტილობის და განვითარების კვლევები ჩატარდა რეზუს მაიმუნებში ინტერფერონი ბეტა-1ა-ის შესაბამისი ფორმით. ანოვულატორული და აბორტული ეფექტები დაფიქსირდა საცდელ ცხოველებში მაღალი დოზების გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი 5.3). ინფორმაცია ინტერფერონი ბეტა-1ა-ის მოქმედების შესახებ მამაკაცის ფერტილობაზე ხელმისაწვდომი არ არის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ ჩატარებულა კვლევები ავონექსის ზემოქმედების შესახებ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ გვერდითმა მოვლენებმა შეიძლება უმნიშვნელო გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე მგრძნობიარე პირებში (იხ. პარაგრაფი 4.8).
გვერდითი მოვლენები
ავონექსით მკურნალობასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები იყო გრიპის მსგავსი სიმპტომები. ყველაზე ხშირად გამოვლენილი გრიპის მსგავსი სიმპტომებია: მიალგია, ცხელება, შემცივნება, ოფლიანობა, ასთენია, თავის ტკივილი და გულისრევა. გრიპის მსგავსი სიმპტომები უფრო გამოხატულია მკურნალობის დასაწყისში და სიმპტომების სიხშირე მცირდება მკურნალობის გაგრძელებით.
ინექციის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს გარდამავალი ნევროლოგიური სიმპტომები, რომლებიც წარმოადგენს გაფანტული სკლეროზის გამწვავებას. ჰიპერტონიის და/ან კუნთების ძლიერი სისუსტის გარდამავალი ეპიზოდები, რომლებიც აფერხებენ ნებაყოფლობით მოძრაობებს, შეიძლება აღინიშნოს მკურნალობისას ნებისმიერ დროს. ეს ეპიზოდები არის ხანმოკლე, დროებითი, ინექციებზე დამოკიდებული და შეიძლება განმეორდეს შემდგომი ინექციების შემდეგ. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სიმპტომები ასოცირდება გრიპის მსგავს სიმპტომებთან.
გვერდითი მოვლენების სიხშირე გამოიხატება პაციენტი-წლების მიხედვით, შემდეგი კატეგორიების თანახმად:
ძალიან ხშირი (≥1/10);
ხშირი (≥1/100 - <1/10);
არახშირი (≥1/1000 - <1/100);
იშვიათი (≥1/10 000 - <1/1000);
ძალიან იშვიათი (<1/10 000),
უცნობი: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით.
პაციენტი-დრო არის იმ დროის ცალკეული ერთეულების ჯამი, როდესაც საკვლევი პაციენტი განიცდის ავონექსით ზემოქმედებას გვერდითი მოვლენების გამოვლენამდე. მაგალითად, 100 პაციენტი-წელი შეიძლება დაფიქსირდეს 100 პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ ერთი წლის განმავლობაში ან 200 პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ ნახევარი წლის განმავლობაში.
უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაფიქსირდა კვლევებისას (კლინიკური კვლევები და ზედამხედველობის კვლევები შემდგომი პერიოდით ორიდან ექვს წლამდე) და სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოვლინდა პოსტმარკეტინგული, სპონტანური შეტყობინებებით, ჩამოთვლილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.
გვერდითი მოვლენები სიხშირის თითოეულ ჯგუფში ნაჩვენებია სერიოზულობის კლების მიხედვით.
ინფექციები და ინვაზიები
უცნობი
აბსცესი ინექციის ადგილზე1.
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
იშვიათი
უცნობი
თრომბოზული მიკროანგიოპათია, მათ შორის თრომბოზული; თრომბოციტოპენიური პურპურა/ჰემოლიზურ- ურემიული სინდრომი*
პანციტოპენია, თრომბოციტოპენია.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
უცნობი
ანაფილაქსიური რეაქცია, ანაფილაქსიური შოკი, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (ანგიონევროზული შეშუპება, ქოშინი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი და ქავილი).
ენდოკრინული დარღვევები
უცნობი
ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი.
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ
ხშირი
ანორექსია.
ფსიქიკური დარღვევები
ხშირი
უცნობი
დეპრესია (იხ. პარაგრაფი 4.4), უძილობა;
თვითმკვლელობა, ფსიქოზი, შფოთვა, დაბნეულობა, ემოციური არასტაბილურობა.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ძალიან ხშირი
ხშირი
უცნობი
თავის ტკივილი2;
კუნთების სპასტიურობა, ჰიპოესთეზია;
ნევროლოგიური სიმპტომები, სინკოპე3, ჰიპერტონია, თავბრუსხვევა, პარესთეზია, კრუნჩხვები, შაკიკი.
დარღვევები გულის მხრივ
უცნობი
კარდიომიოპათია, გულის შეგუბებითი უკმარისობა (იხ. პარაგრაფი 4.4), პალპიტაცია, არითმია, ტაქიკარდია;
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
ხშირი
უცნობი
ცხელი ალები (სისხლის მოწოლა);
ვაზოდილატაცია.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ
ხშირი
იშვიათი
უცნობი
რინორეა;
ქოშინი;
ფილტვის არტერიული ჰიპერტენზია+.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ხშირი
ღებინება, დიარეა, გულისრევა2.
დარღვევები ღვიძლის და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ
უცნობი
ღვიძლის უკმარისობა (იხ. პარაგრაფი 4.4) ჰეპატიტი, აუტოიმუნური ჰეპატიტი
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ხშირი
არახშირი
უცნობი
გამონაყარი, მომატებული ოფლიანობა, სისხლჩაქცევები;
ალოპეცია;
ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, ვეზიკულური გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ფსორიაზის გამწვავება.
დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ხშირი
უცნობი
კუნთების კრუნჩხვები, კისრის ტკივილი, მიალგია2, ართრალგია, კიდურების ტკივილი, ზურგის ტკივილი, კუნთების რიგიდობა, ძვალ-კუნთოვანი სისტემის რიგიდობა;
სისტემური წითელი მგლურა, კუნთების სისუსტე, ართრიტი.
დარღვევები თირკმლის და შარდგამომყოფი გზების მხრივ
იშვიათი
ნეფროზული სინდრომი, გლომერულოსკლეროზი (იხ. პარაგრაფი 4.4)
დარღვევები რეპროდუქციული ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ
არახშირი
მეტრორაგია, მენორაგია
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას
ძალიან ხშირი
ხშირი
არახშირი
უცნობი
გრიპის მსგავსი სიმპტომები, პირექსია2, შემცივნება2, ოფლიანობა2;
ტკივილი ინექციის ადგილზე, ერითემა ინექციის ადგილზე, სისხლჩაქცევები ინექციის ადგილზე, ასთენია2, ტკივილი, დაღლილობა2, სისუსტე, ღამის ოფლიანობა;
წვა ინექციის ადგილზე
რეაქცია ინექციის ადგილზე, ანთება ინექციის ადგილზე, ცელულიტი ინექციის ადგილზე, ნეკროზი ინექციის ადგილზე, სისხლდენა ინექციის ადგილზე, ტკივილი გულმკერდის არეში.
კვლევები
ხშირი
არახშირი
უცნობი
ლიმფოციტების რაოდენობის შემცირება, ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება, ჰემატოკრიტის დაქვეითება, სისხლში კალიუმისდონის მომატება, სისხლში შარდოვანას აზოტის დონის მომატება;
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;
წონის დაკლება, წონის მომატება, ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური სინჯები
- კლასის ეფექტი ინტერფერონი ბეტას პროდუქტებისთვის (იხ. პარაგრაფი 4.4).
+ ინტერფერონი ბეტას პროდუქტებზე კლასის ეფექტისთვის იხ. ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის პარაგრაფი ქვემოთ.
1 დაფიქსირდა რეაქციები ინექციის ადგილზე, მათ შორის ტკივილი, ანთება და აბსცესის ან ცელულიტის ძალიან იშვიათი შემთხვევები, რომლებიც შესაძლოა საჭიროებდნენ ქირურგიულ ჩარევას.
2 შემთხვევების სიხშირე უფრო მაღალია მკურნალობის დასაწყისში.
3 ავონექსის ინექციის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს სინკოპეს ეპიზოდი; ეს ჩვეულებრივ არის ერთჯერადი ეპიზოდი, რომელიც ჩვეულებრივ შეინიშნება მკურნალობის დასაწყისში და არ მეორდება შემდგომი ინექციებისას.
ფილტვის არტერიული ჰიპერტენზია
ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევები დაფიქსირდა ინტერფერონი ბეტას პროდუქტების გამოყენებისას. შემთხვევები დაფიქსირდა სხვადასხვა დროს ინტერფერონი ბეტათი მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში.
პედიატრიული პოპულაცია
შეზღუდული გამოქვეყნებული მონაცემები მიუთითებს, რომ უსაფრთხოების პროფილი 12-16 წლის მოზარდებში, რომლებიც იღებენ ავონექსს ი.მ. 30 მიკროგრამი დოზით კვირაში ერთხელ, ისეთივეა, როგორიც მოზრდილებში.
შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ
ძალიან მნიშვნელოვანია სამკურნალო საშუალების საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში, რაც იძლევა სამკურნალო პრეპარატის სარგებელი/რისკის თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას. მედიცინის მუშაკებმა უნდა შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვი გვერდითი მოვლენების შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) (www.titck.gov.tr; ელ. ფოსტა: [email protected]; ტელ: 0 800 314 00 08; ფაქსი: 0 312 218 35 99).
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. თუმცა, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია დაკვირვების მიზნით და უნდა ჩატარდეს შესაბამისი დამხმარე მკურნალობა.
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: თითოეული 0.5 მლ-იანი წინასწარ შევსებული კალამი შეიცავს 30 მიკროგრამ (6 მილიონი სე) ინტერფერონი ბეტა-1ა-ს. კონცენტრაცია შეადგრნს 30 მიკროგრამ/0.5 მლ-ს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინტერფერონის საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, ავონექსის 30 მიკროგრამი შეიცავს 6 მილიონი სე-ს ანტივირუსული აქტივობისთვის. სხვა სტანდარტების საწინააღმდეგო მოქმედება უცნობია.
დამხმარე ნივთიერებები
ნატრიუმის აცეტატის ტრიჰიდრატი 0.79 მგ.
დამხმარე ნივთიერებებისთვის იხ. 6.1.
წამლის ფორმა
საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ კალამში.
საინექციო ხსნარი არის სუფთა და უფერო.
კლინიკური თვისებები
შენახვის პირობები
36 თვე.
- 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ავონექსი ინახება მაცივარში 2-8°C ტემპერატურაზე. არ გაიყინოთ.
როდესაც შეუძლებელია მაცივარში შენახვა, ავონექსის შენახვა შესაძლებელია ოთახის 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე 1 კვირამდე.
ინახება ორიგინალი შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას (იხ. პარაგრაფი 6.5).
- 5. შეფუთვის ტიპი და შემცველობა
ავონექსის წინასწარ შევსებული შპრიცი მოთავსებულია ერთჯერადი გამოყენების კალმის შპრიცში, რომელსაც ეწოდება ავონექსი. კამალში მოთავსებული შპრიცი არის 1 ტიპის მინის 1 მლ წინასწარ შევსებული შპრიცი ბრომბუტილის საცობით, უსაფრთხოების ხუფით, რომელიც შეიცავს 0.5 მლ ხსნარს.
შეფუთვის ზომა
ყოველი ერთჯერადი გამოყენების ავონექსი შეფუთულია ცალკე მუყაოს კოლოფში კალმის თავსახურით და საინექციო ნემსით. შეფუთვაში მოთავსებულია 4 ცალი ავონექსი.
- 6. ადამიანის გამოყენებისთვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალების ნარჩენების განადგურება და სხვა სპეციალური ღონისძიებები
იგი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ შპრიცში შეიცავს ავონექსს. მაცივრიდან გამოღების შემდეგ, ავონექსი უნდა შეთბეს ოთახის ტემპერატურამდე, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.
გასათბობად არ გამოიყენოთ დამატებითი ისეთი სითბოს წყაროები, როგორიცაა ცხელი წყალი.
თითოეული ერთჯერადი გამოყენების წინასწარ შევსებული კალამი შეიცავს ავონექსის ერთ დოზას. საინექციო ხსნარზე დაკვირვება შესაძლებელია ავონექსის ოვალური ინდიკატორის ზონიდან. არ შეიძლება ავონექსის გამოყენება, თუ საინექციო ხსნარი შეიცავს მყარ ნაწილაკებს ან მიღებული აქვს სხვა ფერი და არ არის გამჭვირვალე უფერო. თან ახლავს საინექციო ნემსი ინტრამუსკულარული ინექციისთვის. ხსნარი არ შეიცავს კონსერვანტებს.
ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს. გამოუყენებელი პრეპარატები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის წესების“ და „შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის წესების“ შესაბამისად. გამოუყენებელი პრეპარატები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.
- ლიცენზიის მფლობელი
GEN İLAÇ VE SAĞLIK ÜRÜNLERİ SAN. VE TİC. A.Ş. (ჯენ ილაჩ ვე საღლიკ ურუნლერი სან. ვე ტიჯ. ა.შ.)
მუსტაფა ქემალის რაიონი, 2119. ქუჩა, ნომ: 3, D: 2-3,
06520, ჩანკაია-ანკარა-თურქეთი.
ტელ: 0 312 219 62 19
ფაქსი: 0 312 219 60 10
ვებ.გვერდი: www.genilac.com.tr
- ლიცენზიის ნომერი
123/43
- პირველი ლიცენზიის თარიღი
- 10.2007
- პროდუქტის მახასიათებლების შეჯამების განახლების თარიღი
- 06.2021
თარგმანი სწორია:
ფარმაკოლოგიური თვისებები
ინტერფერონები
ათქ კოდი: L03AB07
ინტერფერონები მიეკუთვნება ბუნებრივად წარმოქმნილი ცილების ოჯახს და წარმოიქმნება ევკარიოტული უჯრედების მიერ ვირუსული ინფექციის და სხვა ბიოლოგიური სტიმულის საპასუხოდ. ინტერფერონები არის ციტოკინები, რომლებიც განაპირობებენ ანტივირუსულ, ანტიპროლიფერაციულ და იმუნომოდულატორულ მოქმედებას. გამოვლენილია ინტერფერონის სამი ძირითადი ფორმა: ალფა, ბეტა და გამა. ალფა და ბეტა ინტერფერონი კლასიფიცირდება როგორც I ტიპის ინტერფერონები, ხოლო გამა ინტერფერონი არის II ტიპის ინტერფერონი. ეს ინტერფერონები გადაფარულია, მაგრამ აქვს აშკარად გამორჩეული ბიოლოგიური აქტივობა. ისინი, ასევე შეიძლება განსხვავდებოდეს უჯრედული სინთეზის ადგილების მიხედვით.
ინტერფერონი ბეტა იწარმოება სხვადასხვა ტიპის უჯრედებით, მათ შორის ფიბრობლასტებით და მაკროფაგებით. ბუნებრივი ინტერფერონი ბეტა და ავონექსი (ინტერფერონი ბეტა-1ა) გლიკოზირებულია და აქვთ ერთადერთი N-შეკავშირებული ნახშირწყლის კომპლექსური ფრაგმენტი. ცნობილია, რომ სხვა ცილების გლიკოლიზი გავლენას ახდენს სტაბილურობაზე, აქტივობაზე, ბიოგანაწილებაზე და სისხლში ნახევარგამოყოფის პერიოდზე. თუმცა, ინტერფერონი ბეტას გლიკოზილაციაზე დამოკიდებული ეფექტები ბოლომდე არ არის განსაზღვრული.
მოქმედების მექანიზმი
ავონექსი ავლენს თავის ბიოლოგიურ ეფექტს ადამიანის უჯრედების ზედაპირზე არსებულ სპეციფიკურ რეცეპტორებთან შეკავშირებით. ეს შეკავშირება იწვევს უჯრედშიდა მოვლენების კომპლექსურ კასკადს, რაც იწვევს ინტერფერონის მიერ სტიმულირებული მრავალჯერადი გენის პროდუქტებისა და მარკერების გამოხატვას. ამ გენის პროდუქტები და მარკერები მოიცავს MHC-ის 1-ლ კლასს, Mx ცილას, 2'/5'-ოლიგოადენილატ სინთეტაზას, β2-მიკროგლობულინს და ნეოპტერინს. ზოგიერთი ამ პროდუქტის დონე გაზომილია სისხლის უჯრედულ ფრაქციებში და შრატში, შეგროვებული იმ პაციენტებიდან, რომლებიც მკურნალობდნენ ავონექსით. ავონექსის ერთჯერადი დოზის ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ, ამ პროდუქტების შრატისმიერი დონე რჩებოდა მომატებული მინიმუმ 4 დღიდან 1 კვირამდე.
ვინაიდან გაფანტული სკლეროზის პათოფიზიოლოგია ბოლომდე არ არის განსაზღვრული, ამიტომ უცნობია ეფუძნება თუ არა ავონექსის მოქმედების მექანიზმი გაფანტული სკლეროზის დროს ზემოთ აღწერილ ბიოლოგიურ ეფექტებს.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ლიოფილიზებული ავონექსის ეფექტურობა გაფანტული სკლეროზის მკურნალობისას ნაჩვენები იყო პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში გაფანტული სკლეროზის მქონე 301 პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც პროგრესირებდნენ რეციდივებამდე, რომელიც ხასიათდებოდა სულ მცირე 2 გამწვავებით ბოლო 3 წლის განმავლობაში ან მინიმუმ 1 გამწვავებით წელიწადში დაავადების დაწყებამდე, თუ დაავადების ხანგრძლივობა 3 წელზე ნაკლებია (ავონექსი n=158; პლაცებო n=143). კლინიკურ კვლევაში ჩაერთვნენ პაციენტები, რომლებსაც საწყის ეტაპზე EDSS-ის (ინვალიდობის სტატუსის გაფართოებული შკალა) მაჩვენებელი ჰქონდათ 1.0-3.5. კვლევის სტრუქტურიდან გამომდინარე, პაციენტებს აკვირდებოდნენ სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში. 150 პაციენტმა, რომელიც მკურნალობდა ავონექსით, კვლევა დაასრულა 1 წელიწადში, ხოლო 85-მა დაასრულა 2 წელიწადში. კვლევაში, ინვალიდობის პროგრესირების მქონე პაციენტების კუმულაციური პროცენტი მეორე წლის ბოლოს (კაპლან-მეიერის ცხოვრების ცხრილის ანალიზი) იყო 35% პლაცებოთი ნამკურნალებ პაციენტებში და 22% - ავონექსით ნამკურნალებ პაციენტებში. ინვალიდობის პროგრესი განისაზღვრა 1.0 ქულიანი ზრდით ინვალიდობის სტატუსის გაფართოებულ შკალაზე (EDSS), რომელიც გაგრძელდა ექვსი თვის განმავლობაში. ამავდროულად, ნაჩვენები იყო, რომ წლიური შეტევის მაჩვენებელი შემცირდა 1/3-ით. ეს უკანასკნელი კლინიკური ეფექტი დაფიქსირდა მკურნალობის დაწყებიდან ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ.
ორმაგ-ბრმა, რანდომიზებულ, დოზების შედარების კვლევაში (ავონექსი 30 მიკროგრამი n=402, ავონექსი 60 მიკროგრამი n=400), რომელშიც ჩართული იყო მორეციდივე გაფანტული სკლეროზის მქონე 802 პაციენტი, არ აღინიშნა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება მრტ–ის ზოგადი პარამეტრებისა და კლინიკური მაჩვნენებლების თვალსაზრისით ავონექსის 60 მიკროგრამსა და 30 მიკროგრამს შორის, ასევე არ აღინიშნა ტენდენციები.
ავონექსის ეფექტები გაფანტული სკლეროზის მკურნალობისას, ასევე ნაჩვენები იყო რანდომიზებულ, ორმაგ-ბრმა კვლევაში 383 პაციენტის (ავონექსი n=193, პლაცებო n=190) მონაწილეობით, ერთჯერადი დემიელინიზირებადი ეპიზოდით, რომელიც დაკავშირებული იყო თავის ტვინის მინიმუმ ორ კონგრუენტულ დაზიანებასთან მრტ-ზე. მეორე შეტევის განვითარების რისკის შემცირება აღინიშნა ავონექსის სამკურნალო ჯგუფში. ასევე, დაფიქსირდა გავლენა მრტ–ის პარამეტრებზე. მეორე შეტევის განვითარების რისკი პლაცებოს ჯგუფში იყო 50% სამ წელიწადში და 39% ორ წელიწადში, ხოლო ავონექსის სამკურნალო ჯგუფში - 35% სამ წელიწადში და 21% ორ წელიწადში. პოსტ-ჰოკ ანალიზში, პაციენტებისთვის, რომელთაც ჰქონდათ სულ მცირე ერთი გადოლინიუმის გამაძლიერებელი დაზიანება და ცხრა T2 დაზიანება საწყის მტრ-ზე, მეორე შეტევის განვითარების რისკი 2 წლის განმავლობაში იყო 56% პლაცებოს ჯგუფში, ხოლო 21% - ავონექსის სამკურნალო ჯგუფში. ავონექსით თერაპიის ადრეული დაწყების ეფექტი, თუნდაც ამ მაღალი რისკის ქვეჯგუფის პაციენტებში, უცნობია, რადგან კვლევა შემუშავებული იყო მეორე შეტევამდე დროის შესაფასებლად და არა დაავადების გრძელვადიანი პროგრესირების შესაფასებლად. გარდა ამისა, სულ მცირე ცხრა T2 ჰიპერინტენსიური დაზიანების გამოვლენა საწყის მრტ-ზე და მინიმუმ ერთი ახალი T2 ან ერთი ახალი გადოლინიუმის გამაძლიერებელი დაზიანების გამოვლენა შემდგომ მრტ-ზე, რომელიც მიღებულია საწყისი მრტ-დან სულ მცირე სამი თვის შემდეგ, ითვლება უფრო კონსერვატიულ მიდგომად. დღეის მდგომარეობით არ არსებობს მაღალი რისკის მქონე პაციენტის განმარტება. ნებისმიერ შემთხვევაში, მკურნალობა უნდა განიხილებოდეს მხოლოდ მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის.
პედიატრიული პოპულაცია
მიუხედავად იმისა, რომ EDSS-ის ქულები მკურნალობის ჯგუფში გაიზარდა ოთხწლიანი შემდგომი დაკვირვების პერიოდში, რაც მიუთითებს დაავადების პროგრესირებაზე; ავონექსის შეზღუდული ეფექტურობის/უსაფრთხოების მონაცემებმა 15 მიკროგრამი ინტრამუსკულარულად კვირაში ერთხელ (n=8) დოზის გამოყენებისას აჩვენა მსგავსი შედეგები მოზრდილებში, რომელიც შედარდა იმ პაციენტების მონაცემებს, რომლებზეც 4 წლამდე პერიოდით ხდებოდა დაკვირვება მკურნალობის გარეშე (n=8). არ არსებობს პირდაპირი შედარება მოზრდილებში მიმდინარე რეკომენდებულ დოზასთან.
- 2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
ზოგადი მახასიათებლები
შეწოვა
ავონექსის ფარმაკოკინეტიკური პროფილის გამოკვლევა მოხდა ირიბად ინტერფერონის ანტივირუსული აქტივობის გაზომვით. ეს ტესტი შეზღუდული და მგრძნობიარეა ინტერფერონისთვის, მაგრამ არ გააჩნია სპეციფიკა ინტერფერონი ბეტასთვის. ალტერნატიული ტესტირების ტექნიკა არ არის საკმარისად მგრძნობიარე.
განაწილება
შრატისმიერი ანტივირუსული აქტივობის დონე პიკს აღწევს დოზის მიღებიდან 5-დან 15 საათამდე, ავონექსის ინტრამუსკულარულად შეყვანის შემდეგ.
ბიოგარდაქმნა
ავონექსის მეტაბოლიზმზე კვლევები არ ჩატარებულა.
გამოყოფა
ავონექსის შრატისმიერი ანტივირუსული აქტივობის დონე მცირდება ნახევარგამოყოფის პერიოდით, პიკიდან დაახლოებით 10 საათის შემდეგ. გამოთვლილი ბიოშეღწევადობა ინექციის ადგილიდან შეწოვის სიჩქარის შესაბამისი კორექტირებით, არის დაახლოებით 40%. გამოთვლილი ბიოშეღწევადობა უფრო მაღალია ამ კორექტირების გარეშე. კანქვეშა შეყვანა ვერ შეცვლის ინტრამუსკულარულ შეყვანას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ავონექსი 30 მკგ/0.5 მლ საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ კალამში
(ვეტერ ფარმა-გერმანია)
ჯენ ილაჩი
პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება
სამკურნალო საშუალების დასახელება
ავონექსი 30 მკგ/0.5 მლ საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ კალამში
სტერილური
თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: თითოეული 0.5 მლ-იანი წინასწარ შევსებული კალამი შეიცავს 30 მიკროგრამ (6 მილიონი სე) ინტერფერონი ბეტა-1ა-ს. კონცენტრაცია შეადგრნს 30 მიკროგრამ/0.5 მლ-ს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინტერფერონის საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, ავონექსის 30 მიკროგრამი შეიცავს 6 მილიონი სე-ს ანტივირუსული აქტივობისთვის. სხვა სტანდარტების საწინააღმდეგო მოქმედება უცნობია.
დამხმარე ნივთიერებები
ნატრიუმის აცეტატის ტრიჰიდრატი 0.79 მგ.
დამხმარე ნივთიერებებისთვის იხ. 6.1.
წამლის ფორმა
საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ კალამში.
საინექციო ხსნარი არის სუფთა და უფერო.
კლინიკური თვისებები
თერაპიული ჩვენება
ავონექსი ნაჩვენებია პაციენტების სამკურნალოდ, რომელთაც დასმული აქვთ მორეციდივე გაფანტული სკლეროზის (MS) დიაგნოზი.
კლინიკურ კვლევებში, ამ მდგომარეობას ახასიათებს ორი ან მეტი მძიმე გამწვავება, გამწვავებებს (რეციდივებს) შორის პროგრესირების ნიშნების გარეშე წინა სამი წლის განმავლობაში. ავონექსი ანელებს ინვალიდობის პროგრესირებას და ამცირებს შეტევების სიხშირეს.
ავონექსი ამავე დროს ნაჩვენებია იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც ჰქონდათ ერთჯერადი დემიელინიზირებადი მოვლენა, რომელსაც თან ახლდა საკმარისად მძიმე აქტიური ანთებითი პროცესი, რომელიც ამართლებდა მკურნალობას ინტრავენური კორტიკოსტეროიდებით; დადგინდა, რომ ასეთი პაციენტები იმყოფებოდნენ კლინიკურად განსაზღვრული გაფანტული სკლეროზის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ, ალტერნატიული დიაგნოზის გარეშე.
ავონექსით თერაპია უნდა შეწყდეს პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზი.
დოზირება და მიღების წესი
დოზირება/მიღების სიხშირე და ხანგრძლივობა
მკურნალობა უნდა დაიწყოს ამ დაავადების მკურნალობაში გამოცდილების მქონე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
მოზრდილები
ავონექსის რეკომენდებული დოზა გამწვავებული გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ არის 30 მიკროგრამი (0.5 მლ ხსნარი) ინტრამუსკულარული (იმ) ინექცია კვირაში ერთხელ (იხ. პარაგრაფი 6.6).
დამატებითი სარგებელი არ გამოვლენილა უფრო მაღალი დოზების (60 მიკროგრამი) გამოყენებისას კვირაში ერთხელ.
ინექციამდე და ყოველი ინექციის შემდეგ 24 საათის განმავლობაში, რეკომენდებულია ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალების გამოყენება ავონექსთან დაკავშირებული გრიპის მსგავსი სიმპტომების შესამცირებლად. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში.
ამჟამად უცნობია, რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს პაციენტების მკურნალობა. პაციენტები კლინიკურად უნდა შეფასდნენ მკურნალობის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ და ხანგრძლივი მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ექიმმა პაციენტის ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე. თუ პაციენტს განუვითარდა ქრონიკული პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზი, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ავონექსი არის ერთჯერადი გამოყენების წინასწარ შევსებული კალამი და უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სათანადო ტრენინგის შემდეგ.
გამოყენების წესი
ავონექსის ინტრამუსკულარული გამოყენებისთვის რეკომენდებული ადგილია ბარძაყის ზედა, გარეთა კუნთი. ინექციის ადგილი უნდა შეიცვალოს ყოველ კვირას.
ავონექსის გამოყენებისას აუცილებელია ფურცელ-ჩანართში მოცემული ინსტრუქციის დაცვა.
ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ
თირკმლის უკმარისობა
საჭიროა სიფრთხილე და საგულდაგულო მონიტორინგი ავონექსის დანიშვნისას თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4.4).
ღვიძლის უკმარისობა
საჭიროა სიფრთხილე და საგულდაგულო მონიტორინგი ავონექსის დანიშვნისას ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. საჭიროა პაციენტებზე დაკვირვება ღვიძლის დაზიანების ნიშნების გამოსავლენად და აუცილებელია სიფრთხილე ინტერფერონების გამოყენებისას სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც დაკავშირებულია ღვიძლის დაზიანებასთან (იხ. პარაგრაფი 4.4).
პედიატრიული პოპულაცია
ავონექსის უსაფრთხოება და ეფექტურობა 12-16 ასაკობრივ ჯგუფში დადგენილი არ არის. ამჟამად ხელმისაწვდომი მონაცემები აღწერილია 4.8 და 5.1 პარაგრაფებში; თუმცა, არ არსებობს რეკომენდაცია დოზირებასთან დაკავშირებით
ავონექსის უსაფრთხოება და ეფექტურობა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ჯერ არ არის დადგენილი. მონაცემები ამ მდგომარეობის შესახებ ხელმისაწვდომი არ არის.
გერიატრიული პოპულაცია
ავონექსის კლინიკური კვლევები არ მოიცავდა 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტების საკმარის რაოდენობას იმის დასადგენად, თუ რამდენად განსხვავდება მათი პასუხი მკურნალობაზე ახალგაზრდა პაციენტების პასუხისგან. თუმცა, არ არსებობს დოზის კორექციის თეორიული მიზეზი ხანდაზმულებში, მოქმედი ნივთიერების კლირენსის გათვალისწინებით.
- 3. უკუჩვენება
პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ მომატებული მგრძნობელობა ბუნებრივი ან რეკომბინანტული ინტერფერონი ბეტას ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
ავონექსი უკუნაჩვენებია პაციენტებში მძიმე დეპრესიით და/ან სუიციდური მიდრეკილებებით (იხ. პარაგრაფები 4.4 და 4.8).
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
მიკვლევადობა
ბიოლოგიური სამკურნალო საშუალებების მიკვლევადობის გაზრდის მიზნით, სათანადოდ უნდა იყოს ჩაწერილი გამოყენებული პროდუქტის დასახელება და სერიული ნომერი.
ავონექსი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ ან აქვთ მიმდინარე დეპრესიული აშლილობა, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ სუიციდური აზრები (იხ. პარაგრაფი 4.3). ცნობილია, რომ დეპრესია და სუიციდური აზრები გაზრდილი სიხშირით შეინიშნება ინტერფერონის გამოყენებისას და გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებში. პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ავონექსით, უნდა მიეცეთ რჩევა, რომ დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს, თუ მათ განუვითარდებათ დეპრესია და/ან გაუჩნდებათ სუიციდური აზრები.
პაციენტები, რომლებიც აჩვენებენ დეპრესიის ნიშნებს, უნდა იყვნენ საგულდაგულო მეთვალყურეობის ქვეშ და დაენიშნოთ სათანადო მკურნალობა ავონექსით თერაპიის დროს. გასათვალისწინებელია ავონექსით თერაპიის შეწყვეტაც (იხ. პარაგრაფები 4.3 და 4.8).
ავონექსი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კრუნჩხვები ანამნეზში, იღებენ ანტიეპილეფსიურ თერაპიას და განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთა ეპილეფსია არ არის ადეკვატურად კონტროლირებადი, მიუხედავად ანტიეპილეფსიური საშუალებების გამოყენებისა (იხ. პარაგრაფი 4.5 და 4.8).
საჭიროა სიფრთხილე და საგულდაგულო მონიტორინგი ავნონექსის გამოყენებისას თირკმლის და ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში და მძიმე მიელოსუპრესიის მქონე პაციენტებში. ღვიძლის დაზიანება, მათ შორის ღვიძლისმიერი ფერმენტების დონის მომატება შრატში, ჰეპატიტი, აუტოიმუნური ჰეპატიტი და ღვიძლის უკმარისობა, დაფიქსირდა ინტერფერონი ბეტას პოსტმარკეტინგული გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი 4.8). ზოგიერთ შემთხვევაში, ეს რეაქციები განვითარდა სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც იწვევენ ღვიძლის დაზიანებას. მრავალი პრეპარატის ან სხვა ჰეპატოტოქსიკური საშუალებების (მაგ., ალკოჰოლის) პოტენციური ადიტიური ეფექტი არ არის გამოვლენილი. პაციენტები უნდა იყვნენ მეთვალყურეობის ქვეშ ღვიძლის დაზიანების ნიშნების გამოსავლენად და სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ინტერფერონების გამოყენებისას სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც იწვევენ ღვიძლის დაზიანებას.
პაციენტები, რომლებსაც აქვთ გულის დაავადება, როგორიცაა სტენოკარდია, გულის შეგუბებითი უკმარისობა ან არითმია, უნდა იყვნენ საგულდაგულო დაკვირვების ქვეშ მათი კლინიკური მდგომარეობის გაუარესების გამოსავლენად, ავონექსით მკურნალობის დროს. გრიპის მსგავსმა სიმპტომებმა, რომლებიც დაკავშირებულია ავნონექსით თერაპიასთან, შეიძლება გამოიწვიოს სტრესი პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულის ძირითადი დაავადებები.
ლაბორატორიული (დასკვნები) პათოლოგიები დაკავშირებულია ინტერფერონის გამოყენებასთან. ამიტომ, სისხლის ბიოქიმიური ტესტები, მათ შორის ლეიკოციტების საერთო და დიფერენციალური ანალიზი, თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრა და ღვიძლის ფუნქციური სინჯები, რეკომენდებულია რუტინულ ლაბორატორიულ ტესტებთან დამატებით, რომლებიც საჭიროა გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებზე შემდგომი დაკვირვებისთვის, ავონექსით თერაპიის დროს. მიელოსუპრესიის მქონე პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ დიფერენციალური ანალიზის და თრომბოციტების რაოდენობის, ასევე სისხლის უჯრედების საერთო რაოდენობის მონიტორინგი.
პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ ანტისხეულები ავონექსის მიმართ. ზოგიერთ პაციენტში ეს ანტისხეულები ამცირებენ ინტერფერონი ბეტა-1ა-ის (გამანეიტრალებელი ანტისხეულების) in vitro აქტივობას. გამანეიტრალებელი ანტისხეულები დაკავშირებულია ავონექსის ბიოლოგიურ ეფექტებთან in vivo და შესაძლოა პოტენციურად დაკავშირებული იყოს კლინიკური ეფექტურობის შემცირებასთან. გამანეიტრალებელი ანტისხეულების წარმოქმნის სიხშირის პიკური მნიშვნელობა სავარაუდოდ მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 12 თვის შემდეგ. ბოლო კლინიკური კვლევების მიხედვით პაციენტების დაახლოებით 5%-8%-ს, რომლებიც მკურნალობდნენ ავონექსით სამ წლამდე, უვითარდება ანტისხეულები.
შრატში ინტერფერონების მიმართ ანტისხეულების გამოსავლენად სხვადასხვა ანალიზის გამოყენება ზღუდავს ანტიგენურობის შედარებას სხვადასხვა პრეპარატებს შორის.
თრომბოზული მიკროანგიოპათია (თმა)
თრომბოზული მიკროანგიოპათიის შემთხვევები, რომლებიც გამოვლინდა თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურის (თთპ) ან ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის (ჰუს) სახით, ლეტალური შემთხვევების ჩათვლით, დაფიქსირდა ინტერფერონი ბეტას შემცველი პრეპარატების გამოყენებისას. შემთხვევები დაფიქსირდა მკურნალობისას სხვადასხვა დროს და შეიძლება გამოვლინდეს ინტერფერონი ბეტათი თერაპიის დაწყებიდან კვირების ან წლების შემდეგ. ადრეული კლინიკური ნიშნებია: თრომბოციტოპენია, ახალდაწყებული ჰიპერტენზია, ცხელება, ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომები (მაგ., დაბნეულობა, პარეზი) და თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ლაბორატორიული ნიშნები, რომლებიც მოგვაგონებს თრომბოზულ მიკროანგიოპათიას (თმა), არის: თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლის ნაცხში, შრატისმიერი ლაქტატდეჰიდროგენაზას (ლდჰ) მომატება, რომელიც გამოწვეულია ჰემოლიზით და შიზოციტებით (ერითროციტების ფრაგმენტაცია). ამიტომ, თუ შეინიშნება თმა-ის კლინიკური ნიშნები, რეკომენდებულია სისხლის თრომბოციტების დონის, შრატისმიერი ლაქტატდეჰიდროგენაზას დონის, სისხლის ნაცხის და თირკმლის ფუნქციის შემდგომი ტესტირება. თუ მოხდება თრომბოზული მიკროანგიოპათიის დიაგნოსტირება, მკურნალობა (პლაზმური გაცვლის გათვალისწინებით) დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს და რეკომენდებულია ავონექსით მკურნალობა დაუყოვნებლივ შეწყდეს.
ნეფროზული სინდრომი
ნეფროზული სინდრომის შემთხვევები სხვადასხვა მიმდინარე ნეფროპათიებით, მათ შორის კოლაფსირებული ფოკალური სეგმენტური გლომერულოსკლეროზით (FSGS), მინიმალური ცვლილების დაავადებით (MCD), მემბრანოპროლიფერაციული გლომერულონეფრიტით (MPGN) და მემბრანული გლომერულოპათიით (MGN), აღინიშნა ინტერფერონი ბეტა-შემცველი მედიკამენტებით მკურნალობის დროს. შემთხვევები დაფიქსირდა მკურნალობის სხვადასხვა პერიოდში და შეიძლება აღინიშნოს ინტერფერო-ბეტათი მკურნალობის დაწყებიდან წლების შემდეგ. განსაკუთრებით თირკმლის დაავადების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, მაგ. რეკომენდებულია ადრეული ნიშნებისა და სიმპტომების პერიოდული მონიტორინგი, როგორიცაა: შეშუპება, პროტეინურია და თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ნეფროზული სინდრომის მკურნალობა უნდა მოხდეს დროულად და უნდა იქნას განხილული ავონექსით თერაპიის შეწყვეტა.
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითო დოზაში; ანუ არსებითად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
- 5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ადამიანებში წამლისმიერი ურთიერთქმედების ოფიციალური კვლევები არ ჩატარებულა ავონექსით.
ავონექსის ურთიერთქმედება ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონთან (ACTH) ან კორტიკოსტეროიდებთან სისტემურად შესწავლილი არ არის. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ ავონექსი კორტიკოსტეროიდებთან ან ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონთან ერთად შეტევების დროს.
აღინიშნა, რომ ინტერფერონები ამცირებენ ღვიძლისმიერ ციტოქრომ P450-ზე დამოკიდებული ფერმენტების აქტივობას ადამიანებსა და ცხოველებში.
ავონექსის მაღალი დოზის მიღების ეფექტი P450-ზე დამოკიდებულ მეტაბოლიზმზე, შეფასდა მაიმუნებში და არ აღინიშნა ცვლილებები ღვიძლის მეტაბოლიზმის უნარებში. სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ავონექსი გამოიყენება იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც ძირითადად დამოკიდებულნი არიან ღვიძლისმიერ ციტოქრომ P450-ის სისტემაზე და აქვთ კლირენსის ვიწრო თერაპიული ინდექსი, მაგ. ანტიეპილეფსიური საშუალებები და ზოგიერთი კლასის ანტიდეპრესანტები.
ორსულობა და ლაქტაცია
ზოგადი რეკომენდაციები
ორსულობის კატეგორია: C.
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები/ ჩასახვის კონტროლი (კონტრაცეფცია)
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ შესაბამისი კონტრაცეპტული მეთოდები, თუ ისინი აირჩევენ ორსულობის თავიდან აცილებას ავონექსის გამოყენებისას.
ორსულობის პერიოდი
ორსულ ქალებში ავონექსის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არის საკმარისი. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხ. პარაგრაფი 5.3). პოტენციური რისკი ადამიანებისთვის უცნობია.
რეესტრებიდან და პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან მიღებული მონაცემების დიდი ნაწილი (1000-ზე მეტი ორსულობის შედეგი) უჩვენებს, რომ არ არსებობს სერიოზული თანდაყოლილი პათოლოგიების გაზრდილი რისკი ინტერფერონი ბეტათი პრენატალური ზემოქმედების შემდეგ ან ორსულობის პირველ ტრიმესტრში ექსპოზიციის შემდეგ. თუმცა, ზემოქმედების ხანგრძლივობა პირველ ტრიმესტრში გაურკვეველია, რადგან მონაცემები შეგროვდა, როდესაც ორსულობის დროს ინტერფერონი ბეტას გამოყენება უკუნაჩვენები იყო და მკურნალობა სავარაუდოდ შეწყვეტილი იყო ორსულობის გამოვლენის და/ან დადასტურების შემდეგ. მეორე და მესამე ტრიმესტრში ზემოქმედების გამოცდილება ძალიან შეზღუდულია.
ცხოველებში ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, არსებობს სპონტანური აბორტის გაზრდილი რისკის ალბათობა (იხ. პარაგრაფი 5.3). სპონტანური აბორტის რისკი ორსულებში, რომლებიც განიცდიან ზემოქმედებას ინტერფერონი ბეტათი, არ შეიძლება ადეკვატურად შეფასდეს ამჟამად არსებული მონაცემების საფუძველზე, თუმცა ამ ეტაპისთვის არსებული მონაცემები არ მიუთითებს გაზრდილ რისკზე.
კლინიკური საჭიროების შემთხვევაში, ავონექსის გამოყენება შეიძლება განხილული იყოს ორსულობის დროს. პრეპარატის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული შესაძლო რისკი და სარგებელი დედისა და ბავშვისთვის.
ლაქტაციის პერიოდი
შეზღუდული ინფორმაცია ინტერფერონი ბეტა-1ა-ის დედის რძეში გამოყოფის შესახებ უჩვენებს, რომ ინტერფერონი ბეტას ქიმიურ/ფიზიოლოგიური თვისებების გათვალისწინებით, ინტერფერონი ბეტა-1ა-ის დონე, რომელიც გამოიყოფა დედის რძეში, უმნიშვნელოა. არ არის მოსალოდნელი მავნე ზემოქმედება ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილზე/ჩვილზე.
ავონექსი შეიძლება გამოყენებულ იქნას ძუძუთი კვების დროს.
რეპროდუქციული უნარი/ფერტილობა
ფერტილობის და განვითარების კვლევები ჩატარდა რეზუს მაიმუნებში ინტერფერონი ბეტა-1ა-ის შესაბამისი ფორმით. ანოვულატორული და აბორტული ეფექტები დაფიქსირდა საცდელ ცხოველებში მაღალი დოზების გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი 5.3). ინფორმაცია ინტერფერონი ბეტა-1ა-ის მოქმედების შესახებ მამაკაცის ფერტილობაზე ხელმისაწვდომი არ არის.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
არ ჩატარებულა კვლევები ავონექსის ზემოქმედების შესახებ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ გვერდითმა მოვლენებმა შეიძლება უმნიშვნელო გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე მგრძნობიარე პირებში (იხ. პარაგრაფი 4.8).
გვერდითი მოვლენები
ავონექსით მკურნალობასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები იყო გრიპის მსგავსი სიმპტომები. ყველაზე ხშირად გამოვლენილი გრიპის მსგავსი სიმპტომებია: მიალგია, ცხელება, შემცივნება, ოფლიანობა, ასთენია, თავის ტკივილი და გულისრევა. გრიპის მსგავსი სიმპტომები უფრო გამოხატულია მკურნალობის დასაწყისში და სიმპტომების სიხშირე მცირდება მკურნალობის გაგრძელებით.
ინექციის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს გარდამავალი ნევროლოგიური სიმპტომები, რომლებიც წარმოადგენს გაფანტული სკლეროზის გამწვავებას. ჰიპერტონიის და/ან კუნთების ძლიერი სისუსტის გარდამავალი ეპიზოდები, რომლებიც აფერხებენ ნებაყოფლობით მოძრაობებს, შეიძლება აღინიშნოს მკურნალობისას ნებისმიერ დროს. ეს ეპიზოდები არის ხანმოკლე, დროებითი, ინექციებზე დამოკიდებული და შეიძლება განმეორდეს შემდგომი ინექციების შემდეგ. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სიმპტომები ასოცირდება გრიპის მსგავს სიმპტომებთან.
გვერდითი მოვლენების სიხშირე გამოიხატება პაციენტი-წლების მიხედვით, შემდეგი კატეგორიების თანახმად:
ძალიან ხშირი (≥1/10);
ხშირი (≥1/100 - <1/10);
არახშირი (≥1/1000 - <1/100);
იშვიათი (≥1/10 000 - <1/1000);
ძალიან იშვიათი (<1/10 000),
უცნობი: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით.
პაციენტი-დრო არის იმ დროის ცალკეული ერთეულების ჯამი, როდესაც საკვლევი პაციენტი განიცდის ავონექსით ზემოქმედებას გვერდითი მოვლენების გამოვლენამდე. მაგალითად, 100 პაციენტი-წელი შეიძლება დაფიქსირდეს 100 პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ ერთი წლის განმავლობაში ან 200 პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ ნახევარი წლის განმავლობაში.
უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაფიქსირდა კვლევებისას (კლინიკური კვლევები და ზედამხედველობის კვლევები შემდგომი პერიოდით ორიდან ექვს წლამდე) და სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოვლინდა პოსტმარკეტინგული, სპონტანური შეტყობინებებით, ჩამოთვლილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.
გვერდითი მოვლენები სიხშირის თითოეულ ჯგუფში ნაჩვენებია სერიოზულობის კლების მიხედვით.
ინფექციები და ინვაზიები
უცნობი
აბსცესი ინექციის ადგილზე1.
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
იშვიათი
უცნობი
თრომბოზული მიკროანგიოპათია, მათ შორის თრომბოზული; თრომბოციტოპენიური პურპურა/ჰემოლიზურ- ურემიული სინდრომი*
პანციტოპენია, თრომბოციტოპენია.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
უცნობი
ანაფილაქსიური რეაქცია, ანაფილაქსიური შოკი, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (ანგიონევროზული შეშუპება, ქოშინი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი და ქავილი).
ენდოკრინული დარღვევები
უცნობი
ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი.
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ
ხშირი
ანორექსია.
ფსიქიკური დარღვევები
ხშირი
უცნობი
დეპრესია (იხ. პარაგრაფი 4.4), უძილობა;
თვითმკვლელობა, ფსიქოზი, შფოთვა, დაბნეულობა, ემოციური არასტაბილურობა.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ძალიან ხშირი
ხშირი
უცნობი
თავის ტკივილი2;
კუნთების სპასტიურობა, ჰიპოესთეზია;
ნევროლოგიური სიმპტომები, სინკოპე3, ჰიპერტონია, თავბრუსხვევა, პარესთეზია, კრუნჩხვები, შაკიკი.
დარღვევები გულის მხრივ
უცნობი
კარდიომიოპათია, გულის შეგუბებითი უკმარისობა (იხ. პარაგრაფი 4.4), პალპიტაცია, არითმია, ტაქიკარდია;
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
ხშირი
უცნობი
ცხელი ალები (სისხლის მოწოლა);
ვაზოდილატაცია.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ
ხშირი
იშვიათი
უცნობი
რინორეა;
ქოშინი;
ფილტვის არტერიული ჰიპერტენზია+.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ხშირი
ღებინება, დიარეა, გულისრევა2.
დარღვევები ღვიძლის და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ
უცნობი
ღვიძლის უკმარისობა (იხ. პარაგრაფი 4.4) ჰეპატიტი, აუტოიმუნური ჰეპატიტი
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ხშირი
არახშირი
უცნობი
გამონაყარი, მომატებული ოფლიანობა, სისხლჩაქცევები;
ალოპეცია;
ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, ვეზიკულური გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ფსორიაზის გამწვავება.
დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ხშირი
უცნობი
კუნთების კრუნჩხვები, კისრის ტკივილი, მიალგია2, ართრალგია, კიდურების ტკივილი, ზურგის ტკივილი, კუნთების რიგიდობა, ძვალ-კუნთოვანი სისტემის რიგიდობა;
სისტემური წითელი მგლურა, კუნთების სისუსტე, ართრიტი.
დარღვევები თირკმლის და შარდგამომყოფი გზების მხრივ
იშვიათი
ნეფროზული სინდრომი, გლომერულოსკლეროზი (იხ. პარაგრაფი 4.4)
დარღვევები რეპროდუქციული ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ
არახშირი
მეტრორაგია, მენორაგია
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას
ძალიან ხშირი
ხშირი
არახშირი
უცნობი
გრიპის მსგავსი სიმპტომები, პირექსია2, შემცივნება2, ოფლიანობა2;
ტკივილი ინექციის ადგილზე, ერითემა ინექციის ადგილზე, სისხლჩაქცევები ინექციის ადგილზე, ასთენია2, ტკივილი, დაღლილობა2, სისუსტე, ღამის ოფლიანობა;
წვა ინექციის ადგილზე
რეაქცია ინექციის ადგილზე, ანთება ინექციის ადგილზე, ცელულიტი ინექციის ადგილზე, ნეკროზი ინექციის ადგილზე, სისხლდენა ინექციის ადგილზე, ტკივილი გულმკერდის არეში.
კვლევები
ხშირი
არახშირი
უცნობი
ლიმფოციტების რაოდენობის შემცირება, ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება, ჰემატოკრიტის დაქვეითება, სისხლში კალიუმისდონის მომატება, სისხლში შარდოვანას აზოტის დონის მომატება;
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;
წონის დაკლება, წონის მომატება, ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური სინჯები
- კლასის ეფექტი ინტერფერონი ბეტას პროდუქტებისთვის (იხ. პარაგრაფი 4.4).
+ ინტერფერონი ბეტას პროდუქტებზე კლასის ეფექტისთვის იხ. ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის პარაგრაფი ქვემოთ.
1 დაფიქსირდა რეაქციები ინექციის ადგილზე, მათ შორის ტკივილი, ანთება და აბსცესის ან ცელულიტის ძალიან იშვიათი შემთხვევები, რომლებიც შესაძლოა საჭიროებდნენ ქირურგიულ ჩარევას.
2 შემთხვევების სიხშირე უფრო მაღალია მკურნალობის დასაწყისში.
3 ავონექსის ინექციის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს სინკოპეს ეპიზოდი; ეს ჩვეულებრივ არის ერთჯერადი ეპიზოდი, რომელიც ჩვეულებრივ შეინიშნება მკურნალობის დასაწყისში და არ მეორდება შემდგომი ინექციებისას.
ფილტვის არტერიული ჰიპერტენზია
ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევები დაფიქსირდა ინტერფერონი ბეტას პროდუქტების გამოყენებისას. შემთხვევები დაფიქსირდა სხვადასხვა დროს ინტერფერონი ბეტათი მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში.
პედიატრიული პოპულაცია
შეზღუდული გამოქვეყნებული მონაცემები მიუთითებს, რომ უსაფრთხოების პროფილი 12-16 წლის მოზარდებში, რომლებიც იღებენ ავონექსს ი.მ. 30 მიკროგრამი დოზით კვირაში ერთხელ, ისეთივეა, როგორიც მოზრდილებში.
შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ
ძალიან მნიშვნელოვანია სამკურნალო საშუალების საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში, რაც იძლევა სამკურნალო პრეპარატის სარგებელი/რისკის თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას. მედიცინის მუშაკებმა უნდა შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვი გვერდითი მოვლენების შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) (www.titck.gov.tr; ელ. ფოსტა: [email protected]; ტელ: 0 800 314 00 08; ფაქსი: 0 312 218 35 99).
დოზის გადაჭარბება და მისი მკურნალობა
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. თუმცა, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია დაკვირვების მიზნით და უნდა ჩატარდეს შესაბამისი დამხმარე მკურნალობა.
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
- 1 ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ინტერფერონები
ათქ კოდი: L03AB07
ინტერფერონები მიეკუთვნება ბუნებრივად წარმოქმნილი ცილების ოჯახს და წარმოიქმნება ევკარიოტული უჯრედების მიერ ვირუსული ინფექციის და სხვა ბიოლოგიური სტიმულის საპასუხოდ. ინტერფერონები არის ციტოკინები, რომლებიც განაპირობებენ ანტივირუსულ, ანტიპროლიფერაციულ და იმუნომოდულატორულ მოქმედებას. გამოვლენილია ინტერფერონის სამი ძირითადი ფორმა: ალფა, ბეტა და გამა. ალფა და ბეტა ინტერფერონი კლასიფიცირდება როგორც I ტიპის ინტერფერონები, ხოლო გამა ინტერფერონი არის II ტიპის ინტერფერონი. ეს ინტერფერონები გადაფარულია, მაგრამ აქვს აშკარად გამორჩეული ბიოლოგიური აქტივობა. ისინი, ასევე შეიძლება განსხვავდებოდეს უჯრედული სინთეზის ადგილების მიხედვით.
ინტერფერონი ბეტა იწარმოება სხვადასხვა ტიპის უჯრედებით, მათ შორის ფიბრობლასტებით და მაკროფაგებით. ბუნებრივი ინტერფერონი ბეტა და ავონექსი (ინტერფერონი ბეტა-1ა) გლიკოზირებულია და აქვთ ერთადერთი N-შეკავშირებული ნახშირწყლის კომპლექსური ფრაგმენტი. ცნობილია, რომ სხვა ცილების გლიკოლიზი გავლენას ახდენს სტაბილურობაზე, აქტივობაზე, ბიოგანაწილებაზე და სისხლში ნახევარგამოყოფის პერიოდზე. თუმცა, ინტერფერონი ბეტას გლიკოზილაციაზე დამოკიდებული ეფექტები ბოლომდე არ არის განსაზღვრული.
მოქმედების მექანიზმი
ავონექსი ავლენს თავის ბიოლოგიურ ეფექტს ადამიანის უჯრედების ზედაპირზე არსებულ სპეციფიკურ რეცეპტორებთან შეკავშირებით. ეს შეკავშირება იწვევს უჯრედშიდა მოვლენების კომპლექსურ კასკადს, რაც იწვევს ინტერფერონის მიერ სტიმულირებული მრავალჯერადი გენის პროდუქტებისა და მარკერების გამოხატვას. ამ გენის პროდუქტები და მარკერები მოიცავს MHC-ის 1-ლ კლასს, Mx ცილას, 2'/5'-ოლიგოადენილატ სინთეტაზას, β2-მიკროგლობულინს და ნეოპტერინს. ზოგიერთი ამ პროდუქტის დონე გაზომილია სისხლის უჯრედულ ფრაქციებში და შრატში, შეგროვებული იმ პაციენტებიდან, რომლებიც მკურნალობდნენ ავონექსით. ავონექსის ერთჯერადი დოზის ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ, ამ პროდუქტების შრატისმიერი დონე რჩებოდა მომატებული მინიმუმ 4 დღიდან 1 კვირამდე.
ვინაიდან გაფანტული სკლეროზის პათოფიზიოლოგია ბოლომდე არ არის განსაზღვრული, ამიტომ უცნობია ეფუძნება თუ არა ავონექსის მოქმედების მექანიზმი გაფანტული სკლეროზის დროს ზემოთ აღწერილ ბიოლოგიურ ეფექტებს.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ლიოფილიზებული ავონექსის ეფექტურობა გაფანტული სკლეროზის მკურნალობისას ნაჩვენები იყო პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში გაფანტული სკლეროზის მქონე 301 პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც პროგრესირებდნენ რეციდივებამდე, რომელიც ხასიათდებოდა სულ მცირე 2 გამწვავებით ბოლო 3 წლის განმავლობაში ან მინიმუმ 1 გამწვავებით წელიწადში დაავადების დაწყებამდე, თუ დაავადების ხანგრძლივობა 3 წელზე ნაკლებია (ავონექსი n=158; პლაცებო n=143). კლინიკურ კვლევაში ჩაერთვნენ პაციენტები, რომლებსაც საწყის ეტაპზე EDSS-ის (ინვალიდობის სტატუსის გაფართოებული შკალა) მაჩვენებელი ჰქონდათ 1.0-3.5. კვლევის სტრუქტურიდან გამომდინარე, პაციენტებს აკვირდებოდნენ სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში. 150 პაციენტმა, რომელიც მკურნალობდა ავონექსით, კვლევა დაასრულა 1 წელიწადში, ხოლო 85-მა დაასრულა 2 წელიწადში. კვლევაში, ინვალიდობის პროგრესირების მქონე პაციენტების კუმულაციური პროცენტი მეორე წლის ბოლოს (კაპლან-მეიერის ცხოვრების ცხრილის ანალიზი) იყო 35% პლაცებოთი ნამკურნალებ პაციენტებში და 22% - ავონექსით ნამკურნალებ პაციენტებში. ინვალიდობის პროგრესი განისაზღვრა 1.0 ქულიანი ზრდით ინვალიდობის სტატუსის გაფართოებულ შკალაზე (EDSS), რომელიც გაგრძელდა ექვსი თვის განმავლობაში. ამავდროულად, ნაჩვენები იყო, რომ წლიური შეტევის მაჩვენებელი შემცირდა 1/3-ით. ეს უკანასკნელი კლინიკური ეფექტი დაფიქსირდა მკურნალობის დაწყებიდან ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ.
ორმაგ-ბრმა, რანდომიზებულ, დოზების შედარების კვლევაში (ავონექსი 30 მიკროგრამი n=402, ავონექსი 60 მიკროგრამი n=400), რომელშიც ჩართული იყო მორეციდივე გაფანტული სკლეროზის მქონე 802 პაციენტი, არ აღინიშნა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება მრტ–ის ზოგადი პარამეტრებისა და კლინიკური მაჩვნენებლების თვალსაზრისით ავონექსის 60 მიკროგრამსა და 30 მიკროგრამს შორის, ასევე არ აღინიშნა ტენდენციები.
ავონექსის ეფექტები გაფანტული სკლეროზის მკურნალობისას, ასევე ნაჩვენები იყო რანდომიზებულ, ორმაგ-ბრმა კვლევაში 383 პაციენტის (ავონექსი n=193, პლაცებო n=190) მონაწილეობით, ერთჯერადი დემიელინიზირებადი ეპიზოდით, რომელიც დაკავშირებული იყო თავის ტვინის მინიმუმ ორ კონგრუენტულ დაზიანებასთან მრტ-ზე. მეორე შეტევის განვითარების რისკის შემცირება აღინიშნა ავონექსის სამკურნალო ჯგუფში. ასევე, დაფიქსირდა გავლენა მრტ–ის პარამეტრებზე. მეორე შეტევის განვითარების რისკი პლაცებოს ჯგუფში იყო 50% სამ წელიწადში და 39% ორ წელიწადში, ხოლო ავონექსის სამკურნალო ჯგუფში - 35% სამ წელიწადში და 21% ორ წელიწადში. პოსტ-ჰოკ ანალიზში, პაციენტებისთვის, რომელთაც ჰქონდათ სულ მცირე ერთი გადოლინიუმის გამაძლიერებელი დაზიანება და ცხრა T2 დაზიანება საწყის მტრ-ზე, მეორე შეტევის განვითარების რისკი 2 წლის განმავლობაში იყო 56% პლაცებოს ჯგუფში, ხოლო 21% - ავონექსის სამკურნალო ჯგუფში. ავონექსით თერაპიის ადრეული დაწყების ეფექტი, თუნდაც ამ მაღალი რისკის ქვეჯგუფის პაციენტებში, უცნობია, რადგან კვლევა შემუშავებული იყო მეორე შეტევამდე დროის შესაფასებლად და არა დაავადების გრძელვადიანი პროგრესირების შესაფასებლად. გარდა ამისა, სულ მცირე ცხრა T2 ჰიპერინტენსიური დაზიანების გამოვლენა საწყის მრტ-ზე და მინიმუმ ერთი ახალი T2 ან ერთი ახალი გადოლინიუმის გამაძლიერებელი დაზიანების გამოვლენა შემდგომ მრტ-ზე, რომელიც მიღებულია საწყისი მრტ-დან სულ მცირე სამი თვის შემდეგ, ითვლება უფრო კონსერვატიულ მიდგომად. დღეის მდგომარეობით არ არსებობს მაღალი რისკის მქონე პაციენტის განმარტება. ნებისმიერ შემთხვევაში, მკურნალობა უნდა განიხილებოდეს მხოლოდ მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის.
პედიატრიული პოპულაცია
მიუხედავად იმისა, რომ EDSS-ის ქულები მკურნალობის ჯგუფში გაიზარდა ოთხწლიანი შემდგომი დაკვირვების პერიოდში, რაც მიუთითებს დაავადების პროგრესირებაზე; ავონექსის შეზღუდული ეფექტურობის/უსაფრთხოების მონაცემებმა 15 მიკროგრამი ინტრამუსკულარულად კვირაში ერთხელ (n=8) დოზის გამოყენებისას აჩვენა მსგავსი შედეგები მოზრდილებში, რომელიც შედარდა იმ პაციენტების მონაცემებს, რომლებზეც 4 წლამდე პერიოდით ხდებოდა დაკვირვება მკურნალობის გარეშე (n=8). არ არსებობს პირდაპირი შედარება მოზრდილებში მიმდინარე რეკომენდებულ დოზასთან.
- 2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
ზოგადი მახასიათებლები
შეწოვა
ავონექსის ფარმაკოკინეტიკური პროფილის გამოკვლევა მოხდა ირიბად ინტერფერონის ანტივირუსული აქტივობის გაზომვით. ეს ტესტი შეზღუდული და მგრძნობიარეა ინტერფერონისთვის, მაგრამ არ გააჩნია სპეციფიკა ინტერფერონი ბეტასთვის. ალტერნატიული ტესტირების ტექნიკა არ არის საკმარისად მგრძნობიარე.
განაწილება
შრატისმიერი ანტივირუსული აქტივობის დონე პიკს აღწევს დოზის მიღებიდან 5-დან 15 საათამდე, ავონექსის ინტრამუსკულარულად შეყვანის შემდეგ.
ბიოგარდაქმნა
ავონექსის მეტაბოლიზმზე კვლევები არ ჩატარებულა.
გამოყოფა
ავონექსის შრატისმიერი ანტივირუსული აქტივობის დონე მცირდება ნახევარგამოყოფის პერიოდით, პიკიდან დაახლოებით 10 საათის შემდეგ. გამოთვლილი ბიოშეღწევადობა ინექციის ადგილიდან შეწოვის სიჩქარის შესაბამისი კორექტირებით, არის დაახლოებით 40%. გამოთვლილი ბიოშეღწევადობა უფრო მაღალია ამ კორექტირების გარეშე. კანქვეშა შეყვანა ვერ შეცვლის ინტრამუსკულარულ შეყვანას.
- 3. უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
კანცეროგენეზი
ცხოველებში ან ადამიანებში ინტერფერონი ბეტა-1ა-ის კანცეროგენურობის მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.
ქრონიკული ტოქსიკურობა
სხვა იმუნომოდულატორულ საშუალებებთან, ლიგანდის ანტი-CD40 მონოკლონურ ანტისხეულთან კომბინაციის გამოყენებისას, 26-კვირიან განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის კვლევაში რეზუს მაიმუნებში, რომლებშიც შეჰყავდათ პრეპარატი ინტრამუსკულარულად კვირაში ერთხელ, არ იყო იმუნური პასუხი ინტერფერონი ბეტა-1ა-ზე და არ დაფიქსირებულა ტოქსიკურობის ნიშნები.
ადგილობრივი ტოლერანტობა
ინტრამუსკულარული გაღიზიანება არ შეფასებულა ცხოველებში, ინექციის იმავე ადგილზე განმეორებითი შეყვანის შემდეგ.
მუტაგენეზი
ჩატარდა შეზღუდული, მაგრამ შესაბამისი მუტაგენეზის ტესტები. შედეგები უარყოფითი აღმოჩნდა.
ფერტილობის დარღვევა
ფერტილობისა და განვითარების კვლევები ჩატარდა რეზუს მაიმუნებში ინტერფერონი ბეტა-1ა-ის შესაბამისი ფორმით. ანოვულატორული და დაბალი კონსტრუქციული ეფექტები დაფიქსირდა საცდელ ცხოველებში მაღალი დოზების გამოყენებისას. მსგავსი რეპროდუქციული დოზადამოკიდებული ეფექტები დაფიქსირდა ალფა და ბეტა ინტერფერონების სხვა ფორმების გამოყენებისას. ტერატოგენული ეფექტები ან ეფექტები ნაყოფის განვითარებაზე არ დაფიქსირებულა, თუმცა ინტერფერონი ბეტა-1ა-ის ზემოქმედების შესახებ პერინატალურ და პოსტნატალურ პერიოდებში არსებული ინფორმაცია შეზღუდულია. ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი ინტერფერონი ბეტა-1ა-ის ეფექტის შესახებ მამაკაცის ფერტილობაზე.
ფარმაცევტული მახასიათებლები
- 1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ნატრიუმის აცეტატის ტრიჰიდრატი;
ყინულოვანი ძმარმჟავა;
არგინინის ჰიდროქლორიდი;
პოლისორბატი 20;
საინექციო წყალი.
- 2. შეუთავსებლობა
ავონექსთან შეუთავსებლობა არ დაფიქსირებულა.
- 3. ვარგისიანობის ვადა
36 თვე.
- 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ავონექსი ინახება მაცივარში 2-8°C ტემპერატურაზე. არ გაიყინოთ.
როდესაც შეუძლებელია მაცივარში შენახვა, ავონექსის შენახვა შესაძლებელია ოთახის 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე 1 კვირამდე.
ინახება ორიგინალი შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას (იხ. პარაგრაფი 6.5).
- 5. შეფუთვის ტიპი და შემცველობა
ავონექსის წინასწარ შევსებული შპრიცი მოთავსებულია ერთჯერადი გამოყენების კალმის შპრიცში, რომელსაც ეწოდება ავონექსი. კამალში მოთავსებული შპრიცი არის 1 ტიპის მინის 1 მლ წინასწარ შევსებული შპრიცი ბრომბუტილის საცობით, უსაფრთხოების ხუფით, რომელიც შეიცავს 0.5 მლ ხსნარს.
შეფუთვის ზომა
ყოველი ერთჯერადი გამოყენების ავონექსი შეფუთულია ცალკე მუყაოს კოლოფში კალმის თავსახურით და საინექციო ნემსით. შეფუთვაში მოთავსებულია 4 ცალი ავონექსი.
- 6. ადამიანის გამოყენებისთვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალების ნარჩენების განადგურება და სხვა სპეციალური ღონისძიებები
იგი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ შპრიცში შეიცავს ავონექსს. მაცივრიდან გამოღების შემდეგ, ავონექსი უნდა შეთბეს ოთახის ტემპერატურამდე, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.
გასათბობად არ გამოიყენოთ დამატებითი ისეთი სითბოს წყაროები, როგორიცაა ცხელი წყალი.
თითოეული ერთჯერადი გამოყენების წინასწარ შევსებული კალამი შეიცავს ავონექსის ერთ დოზას. საინექციო ხსნარზე დაკვირვება შესაძლებელია ავონექსის ოვალური ინდიკატორის ზონიდან. არ შეიძლება ავონექსის გამოყენება, თუ საინექციო ხსნარი შეიცავს მყარ ნაწილაკებს ან მიღებული აქვს სხვა ფერი და არ არის გამჭვირვალე უფერო. თან ახლავს საინექციო ნემსი ინტრამუსკულარული ინექციისთვის. ხსნარი არ შეიცავს კონსერვანტებს.
ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს. გამოუყენებელი პრეპარატები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის წესების“ და „შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის წესების“ შესაბამისად. გამოუყენებელი პრეპარატები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.
- ლიცენზიის მფლობელი
GEN İLAÇ VE SAĞLIK ÜRÜNLERİ SAN. VE TİC. A.Ş. (ჯენ ილაჩ ვე საღლიკ ურუნლერი სან. ვე ტიჯ. ა.შ.)
მუსტაფა ქემალის რაიონი, 2119. ქუჩა, ნომ: 3, D: 2-3,
06520, ჩანკაია-ანკარა-თურქეთი.
ტელ: 0 312 219 62 19
ფაქსი: 0 312 219 60 10
ვებ.გვერდი: www.genilac.com.tr
- ლიცენზიის ნომერი
123/43
- პირველი ლიცენზიის თარიღი
- 10.2007
- პროდუქტის მახასიათებლების შეჯამების განახლების თარიღი
- 06.2021
თარგმანი სწორია:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.









