პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვიტამინები

ქალივიზი

QALYVIZ

ურეცეპტოდ0,25მკგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

• ქალივიზი შეიცავს 0,25 მიკროგრამ კალციტრიოლს თითოეულ კაფსულაში, როგორც აქტიურ ინგრედიენტს. • ქალივიზის კაფსულის ერთი ნახევარი არის წითელი -ნარინჯისფერი, ყავისფერი- ნარინჯისფერი, გაუმჭვირვალე; მეორე ნახევარი არის თეთრი გაუმჭვირვალე რბილი ჟელატინის კაფსულა. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კალციტრიოლი (calcitriol)
ფორმა და შეფუთვა
0,25მკგ რბილი კაფსულა №30
მწარმოებელი
_
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვიტამინები, ვიტამინი D და ანალოგები
ATC კოდი
A11CC04
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0228
რეგისტრირებულია
3 ივნისი 2022, მოქმედებს 3 ივნისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაქალივიზი და სხვა წამალი ერთად

ქალივიზი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • ქალივიზი შეიცავს 0,25 მიკროგრამ კალციტრიოლს თითოეულ კაფსულაში, როგორც აქტიურ ინგრედიენტს.
  • ქალივიზის კაფსულის ერთი ნახევარი არის წითელი -ნარინჯისფერი, ყავისფერი- ნარინჯისფერი, გაუმჭვირვალე; მეორე ნახევარი არის თეთრი გაუმჭვირვალე რბილი ჟელატინის კაფსულა.
  • ხელმისაწვდომია ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 30 და 100 კაფსულას.
  • კალციტრიოლი, ქალივიზის აქტიური ნივთიერება, მიეკუთვნება D ვიტამინის ჯგუფს და მის ანალოგებს. კალციტრიოლი ცხვრის მატყლისგან იწარმოება.
  • ქალივიზი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
  • ძვლის დაავადება თირკმელების პრობლემების მქონე ადამიანებში (თირკმლის ოსტეოდისტროფია),
  • გამოიყენება ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში ძვლების შესუსტებისას (პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზი).

ქალივიზი უზრუნველყოფს საკვებთან ერთად კალციუმის უფრო მეტად შეწოვას ორგანიზმის მიერ. ის ხელს უწყობს ძვლების ჯანსაღ აგებულებას და ამცირებს ძვლების დაზიანებას.

  • რა უნდა ვიცოდეთ ქალივიზის გამოყენებამდე

მიღების წესი და დოზირება

სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/სიხშირე მიღებისას:

ყოველთვის მიიღეთ ქალივიზი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სანამ ქალვილიზს იღებთ, შესაძლოა თქვენმა ექიმმა რეგულარულად ჩაიტაროს სისხლის ანალიზები, რათა სისხლში კალციუმის დონემ ძალიან არ მოიმატოს.

ძვლის დაავადება თირკმელების პრობლემების მქონე ადამიანებში (თირკმლის ოსტეოდისტროფია)

მოზრდილებში და ხანდაზმულებში ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 0,25 მიკროგრამიანი კაფსულა დღეში ერთხელ.

2-4 კვირის შემდეგ ექიმმა შეიძლება ნელ-ნელა გაზარდოს თქვენი დოზა 0,25 მიკროგრამით ყოველ ჯერზე.

შემდეგ ექიმმა შესაძლოა შეგიცვალოთ დოზა თქვენი სისხლის ანალიზის შედეგების მიხედვით. ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ, რომ მიიღოთ ქალივიზი კვირაში 2 ან 3-ჯერ ყოველდღიურად მიღების ნაცვლად. ყველაზე მაღალი კვირეული დოზაა 12 მიკროგრამი.

პოსტმენოპაუზის ძვლების დაავადების დროს (პოსტმენოპაუზის ოსტეოპოროზი)

ზრდასრულ და ხანდაზმულ ქალებში საწყისი დოზა ჩვეულებრივ მიიღება დღეში ორჯერ.

ეს არის 0,25 მიკროგრამიანი კაფსულა.

მიღების გზა და მეთოდი:

ქალივიზის კაფსულები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, სასურველია ცოტა წყალთან ერთად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი: გამოყენება ბავშვებში:

მიუხედავად იმისა, რომ ის არ გამოიყენება ბავშვებში, ექიმი შეარჩევს შესაბამის დოზას.

გამოყენება ხანდაზმულებში:

ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. შრატში კალციუმის და კრეატინინის დონეები უნდა აკონტროლოს ექიმმა.

სპეციალური გამოყენების შემთხვევები: თირკმლის უკმარისობა:

ინფორმაცია ქალივიზის გამოყენების შესახებ თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში მოცემულია ზემოთ.

ღვიძლის უკმარისობა:

ქალივიზის უსაფრთხოება და ეფექტურობა ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის შესწავლილი. თქვენი ექიმი გეტყვით, რომელ დოზის დროს რამდენი კაფსულა უნდა მიიღოთ.

თუ ფიქრობთ, რომ ნაველბინის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ საჭიროზე მეტ ქალივიზს მიიღებთ:

თუ საჭიროზე მეტ ქალივიზს მიიღებთ, სისხლში კალციუმის დონე გაიზრდება (ჰიპერკალციემია). სიმპტომები მოიცავს მადის დაკარგვას, წონის დაკლებას, გულისრევას, ღებინებას, ყაბზობას, თავის ტკივილს, სისუსტეს, ძილიანობას ან სისუსტეს.

თუ საჭიროზე დიდი რაოდენობის ქალივიზი მიიღეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ქალივიზის მიღება:

თუ დაგავიწყდათ ქალივიზის მიღება, არ დალიოთ გამოტოვებული დოზა. მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს და განაგრძეთ მკურნალობა.

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება მოხდეს ქალივიზით მკურნალობის შეწყვეტისას: არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ძვლის სისუსტე მოითხოვს ხანგრძლივ მკურნალობას.

  • რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

ყველა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ქალივიზის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ.

უკუჩვენებები

  • თუ ალერგიული ხართ კალციტრიოლზე, ქალივიზის შემადგენლობაში შემავალ ერთ-ერთ დამხმარე ნივთიერებაზე ან D ვიტამინის სხვა ანალოგებზე (როგორიცაა ალფაკალციდოლი და ქოლეკალციფეროლი, რომელიც გამოიყენება ძვლის დაავადებების სამკურნალოდ),
  • თუ გაქვთ სისხლში კალციუმის მაღალი დონე (ჰიპერკალციემია),
  • თუ გაქვთ კალციუმის ჭარბი დეპოზიტები თქვენს ორგანიზმში (მეტასტაზური კალციფიკაცია),
  • თუ ორგანიზმში ჭარბი D ვიტამინის გამო თავს კარგად ვერ გრძნობთ.

ქალივიზი სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ გიჭირთ მოძრაობა (მაგალითად, ოპერაციის შემდეგ).

თუ ეს სიფრთხილის ზომები გეხებათ, თუნდაც წარსულში დაფიქსირებული მოვლენების გამო, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.

ქალივიზის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად:

  • ქალივიზის გამოყენებისას არ მიიღოთ ვიტამინები ან D ვიტამინის შემცველი საკვები დანამატები.
  • ქალივიზის გამოყენებისას არ მიირთვათ D ვიტამინით გაჯერებული საკვები (D ვიტამინით გამდიდრებული საკვები).
  • ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის მიერ რეკომენდებული დიეტის დაცვა.
  • თუ დიეტაში შეცვლით კალციუმის ან D ვიტამინის რაოდენობას, გვერდითი ეფექტების რისკი შეიძლება გაიზარდოს (მაგ., თუ თქვენ მოიხმართ მეტ რძის პროდუქტებს, როგორიცაა რძე და ყველი, ან იღებთ ვიტამინებს თქვენი ექიმის მითითების გარეშე).
  • დალიეთ ბევრი სითხე (მაგალითად, წყალი) ქალივიზის გამოყენებისას; მნიშვნელოვანია,

რომ ორგანიზმმა არ დაკარგოს ზედმეტი წყალი (დეჰიდრატაცია). ეს არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები.

სიფრთხილის ზომები

არსებობს მჭიდრო კავშირი კალციტრიოლით მკურნალობასა და ჰიპერკალციემიის განვითარებას შორის შორის. კალციუმის დონის უეცარი ამაღლება კვების წესის ცვლილების შედეგად (მაგ., ჭარბი რაოდენობით რძის პროდუქტების მიღება) ან კალციუმის პრეპარატების უკონტროლო მიღება შესაძლოა იწვევედეს ჰიპერკალციემიას. პაციენტებს და მათი ოჯახის წევრებს უნდა მიეცეთ მითითება, რომ მკაცრად დაიცვან დანიშნული დიეტა და უნდა შეეძლოთ ჰიპერკალციემიის სიმპტომების შეცნობა. თუ შრატში კალციუმის დონე აიწევს ნორმაზე მაღლა (9-11 მგ/100 მლ ან 2250-2750 მიკრომოლ/ლ) 1 მგ/100 მლ (250 მიკრომოლ/ლ) ან შრატის კრეატინინი ამაღლდება 120 მიკრომოლ/ლ-ზე, ქალივიზით მკურნალობა უნდა შეწყდეს დაუყონებლივ და არ განახლდეს, სანამ არ მიიღწევა ნორმოკალციემია (იხ. პუნქტი 4.2).

ჰიპერკალციემიის რისკი განსაკუთრებით მაღალია უმოძრაო პაციენტებში, მაგ. პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ოპერაცია. კალციტრიოლი ზრდის შრატში არაორგანული ფოსფატების დონეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მდგომარეობა სასურველია ჰიპოფოსფატემიის მქონე პაციენტებში, სიფრთხილე უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ექტოპიური კალციფიკაციის საშიშროების გამო. ამ შემთხვევაში, პლაზმური ფოსფატის დონე უნდა შენარჩუნდეს ნორმალურ დონეზე (2-5 მგ/100 მლ ან 0,65-1,62 მმოლ/ლ) შესაბამისი ფოსფატის დამაკავშირებელი პრეპარატების პერორალური მიღებით და ფოსფატით ღარიბი დიეტით.

შრატის კალციუმი x ფოსფატი (Ca x P) პროდუქტი არ უნდა აღემატებოდეს 70 მგ2/დლ2-ს.

D ვიტამინის რეზისტენტული რაქიტის მქონე პაციენტებმა (ოჯახური ჰიპოფოსფატემია), რომლებიც მკურნალობდნენ ქალივიზით, უნდა გააგრძელონ პერორალური ფოსფატით თერაპია. ამის საპირისპიროდ, ქალივიზი არ ამცირებს ფოსფატის ნაწლავში შეწოვას. ეს ეფექტი მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რადგან ამ ეფექტმა შეიძლება შეცვალოს ფოსფატის დანამატების საჭიროება.

აუცილებელი რეგულარული ლაბორატორიული გამოკვლევები, მოიცავს შრატში კალციუმის, ფოსფორის, მაგნიუმის და ტუტე ფოსფატაზას დონის განსაზღვრას და კალციუმის და ფოსფატის შემცველობის დადგენას 24-საათიან შარდში. ქალივიზით მკურნალობის სტაბილიზაციის ფაზაში შრატში კალციუმის დონე უნდა შემოწმდეს მინიმუმ კვირაში ორჯერ (იხ. ნაწილი 4.2).

რადგანაც კალციტრიოლი ყველაზე აქტიური ხელმისაწვდომი D ვიტამინის მეტაბოლიტია, ქალივიზით მკურნალობის დროს არ უნდა მოხდეს სხვა D-ვიტამინის პრეპარატების დანიშვნა. ამით შესაძლებელი იქნება D-ჰიპერვიტამინოზის თავიდან არიდება.

თუ პაციენტი გადაყვანილია ერგოკალციფეროლიდან (ვიტამინი D2) კალციტრიოლზე, შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს სისხლში ერგოკალციფეროლის საწყის დონეს დაბრუნებას (იხ. ნაწილი 4.9).

თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ქალივიზს, უნდა მოერიდონ დეჰიდრატაციას და უზრუნველყოფილი უნდა იყოს სითხის ადეკვატური მიღება.

ქალივიზი შეიცავს სორბიტოლს. ფრუქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს წამალი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ვინაიდან კალციტრიოლი არის D3 ვიტამინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მეტაბოლიტი, QALYVIZ-ით მკურნალობისას თავიდან უნდა იქნას აცილებული D ვიტამინისა და მისი წარმოებულების ფარმაკოლოგიური დოზების გამოყენება, რათა თავიდან იქნას აცილებული შესაძლო დამატებითი ეფექტები და ჰიპერკალციემია.

მითითებები კვების შესახებ, განსაკუთრებით კალციუმის დამატებითი დანამატების შესახებ, მკაცრად უნდა იქნას დაცული და თავიდან უნდა იქნას აცილებული კალციუმის შემცველი პრეპარატების უკონტროლო ან დანამატის სახით გამოყენება.

თიაზიდური დიურეზულების ერთდროული მკურნალობა ზრდის ჰიპერკალციემიის რისკს. საგულე გლიკოზიდურების თერაპიაზე მყოფ პაციენტებში კალციტრიოლის დოზა გულდასმით უნდა განისაზღვროს; რადგან ამ პაციენტებში ჰიპერკალციემიამ შეიძლება გამოიწვიოს გულის არითმია (იხ. ნაწილი 4.4).

არსებობს ფუნქციური ანტაგონიზმის კავშირი D ვიტამინის ანალოგებს შორის, რომლებიც ზრდის კალციუმის შეწოვას და კორტიკოსტეროიდებს, რომლებიც აფერხებენ კალციუმის შეწოვას. მაგნიუმის შემცველმა მედიკამენტებმა (მაგ. ანტაციდებმა) შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმაგნიემია და ამიტომ არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან თირკმელების ქრონიკულ დიალიზზე, რომლებიც იღებენ ქალივიზს.

ვინაიდან ქალივიზი ასევე მოქმედებს ფოსფატის ტრანსპორტირებაზე ნაწლავებში, თირკმელებში და ძვლებში, ფოსფატშემაკავშირებელი პრეპარატების დოზა უნდა დარეგულირდეს შრატში ფოსფატის კონცენტრაციის მიხედვით (ნორმალური მნიშვნელობები: 2-5 მგ/100 მლ ან 0,65-1,62 მმოლ/ L).

D ვიტამინის რეზისტენტული რაქიტის მქონე პაციენტებმა (ოჯახური ჰიპოფოსფატემია) უნდა გააგრძელონ პერორალური ფოსფატით თერაპია. პირიქით, გასათვალისწინებელია, რომ ქალივიზმა შეიძლება გამოიწვიოს ფოსფატის ნაწლავური შეწოვის სტიმულირება; რადგან ამ ეფექტმა შეიძლება შეცვალოს ფოსფატის დანამატების საჭიროება.

ფერმენტების ინდუქტორების გამოყენებამ, როგორიცაა ფენიტოინი ან ფენობარბიტალი, შეიძლება გამოიწვიოს მეტაბოლიზმის და შესაბამისად, შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალციტრიოლის კონცენტრაციის დაქვეითება. შესაბამისად, შეიძლება საჭირო გახდეს კალციტრიოლის უფრო მაღალი დოზები ამ პრეპარატებთან ერთად მიღებისას.

ქოლესტირამინმა შეიძლება შეამციროს ცხიმში ხსნადი ვიტამინების ნაწლავური შეწოვა და, შესაბამისად, დაარღვიოს ქალივიზის ნაწლავური შეწოვა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ ქალივიზი, თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ..

თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ქალივიზი ძუძუთი კვების დროს. თუმცა, თქვენი ექიმი აიღებს სისხლის ნიმუშს თქვენგან და თქვენი პატარასგან არასასურველი ეფექტების შესამოწმებლად.

ავტომანქანებისა და მექანიზმების მართვა

ქალივიზი არ მოქმედებს თქვენს უნარზე ავტომანქანის ან სხვა მექანიზმების მართვისას..

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქალივიზის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ქალივიზი შეიცავს სორბიტოლს. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ შემდეგ მედიკამენტებს ქალივიზის მიღებისას.

  • D ვიტამინის შემცველი სხვა პრეპარატები,
  • შარდმდენები, რომელსაც ეწოდება დიურეტიკები (გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ). მათ შორისაა ბენდროფლუმეთიაზიდი, ქლორტალიდონი და ინდაპამიდი,
  • მედიკამენტები, როგორიცაა დიგოქსინი ან დიგიტოქსინი (გამოიყენება გულის დაავადების სამკურნალოდ),
  • მაგნიუმის შემცველი მედიკამენტები, როგორიცაა ანტაციდები (გამოიყენება საჭმლის მონელების სამკურნალოდ),
  • ფენიტოინი ან ფენობარბიტოლი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ),
  • სტეროიდული პრეპარატები, როგორიცაა ჰიდროკორტიზონი, პრედნიზოლონი და დექსამეტაზონი,
  • ქოლესტირამინი ან სხვა იონგამცვლელი ფისები (გამოიყენება სისხლში მაღალი ქოლესტერინის შესამცირებლად),
  • D ვიტამინის ხანგრძლივი მოქმედების პრეპარატები (ერგოკალციფეროლი და ქოლეკალციფეროლი), რომლებიც გამოიყენებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.

თუ ამჟამად იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით რაიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტს, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამის შესახებ..

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მოხსენებული გვერდითი მოვლენების ფარმაკოდინამიკური პროფილის გათვალისწინებით, ეს პრეპარატი ითვლება უსაფრთხოდ, ან მოსალოდნელია, რომ არ მოახდინოს გვერდითი ზემოქმედება ამ აქტივობებზე.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში მაინც. ხშირი: 1-ზე ნაკლები 10 პაციენტიდან, მაგრამ 1-ზე მეტი 100 პაციენტში.

ნაკლებად ხშირი: 1-ზე ნაკლები 100 პაციენტში, მაგრამ 1-ზე მეტი 1000 პაციენტში. იშვიათი: 1-ზე ნაკლები 1000 პაციენტში, მაგრამ 1-ზე მეტი 10000 პაციენტში. ძალიან იშვიათი: ის შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში. უცნობი: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით.

იშვიათი:

  • ეფექტები სისხლში კალციუმის დონის მომატების გამო
  • მადის დაკარგვა, ავადმყოფობის შეგრძნება, თავის ტკივილი, სისუსტის შეგრძნება, მოდუნება ან ძილიანობა
  • სისხლში კალციუმის მაღალი დონის გამო; ცხელება, წყურვილი, მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია წყლის ჭარბი დაკარგვით (დეჰიდრატაცია), ჭარბი შარდვა (პოლიურია), ყაბზობა, კუჭის ტკივილი, ნაწლავის გაუვალობა, არარეგულარული გულისცემა (არითმია). გარდა ამისა, ნორმალური ზრდის შეჩერება და ინფექცია შარდის ბუშტში.
  • კალციუმის დეპონირება ძვლების გარდა სხვა ადგილებში (მაგ. თირკმლის ქვები თირკმელებში) შეიძლება გამოვლინდეს ემოციური დარღვევით. თუ ასეთი ეფექტი შეინიშნება, ექიმმა შეიძლება შეცვალოს ქალივიზის რაოდენობა.
  • ღვიძლის ეფექტები
  • ცვლილებები ღვიძლის მუშაობაში (გამოვლენილია სისხლის ანალიზით)
  • ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
  • კანის დარღვევები, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება და ძლიერი სიწითლე (ერითემატოზული)
  • სხვა
  • გულისრევა, ღებინება

უცნობი:

  • საშარდე გზების ინფექციები
  • არასწორი კვება, ნებისმიერი დაავადება (დისტროფია), რომელიც ვითარდება არასწორი კვების გამო
  • აპათია (აპათია)

გ ვ ე რ დ ი თ ი ე ფ ე ქ ტ ე ბ ი ს დ ა ფ ი ქ ს ი რ ე ბ ა

აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, რომელიც მითითებულია ან არ არის ნახსენები წინამდებარე ინსტრუქციაში. გარდა ამისა, დააწკაპუნეთ ბმულზე „წამლის გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება“ HYPERLINK "http://www.titck.gov.tr/" \h www.titck.gov.tr–ზე ან დარეკეთ გვერდითი ეფექტების მოხსენების ხაზზე ნომერზე 0800 314 00 08, თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრი.

შეატყობინეთ TÜFAM-ს. წარმოქმნილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ წვლილი შეიტანთ მეტი ინფორმაციის მიღებაში იმ წამლის უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც იყენებთ.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • ქალივიზის შენახვა

შეინახეთ ქალივიზი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, მისსავე შეფუთვაში. ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით ტენიანობისგან.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადების შესაბამისად.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ქალივიზი, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტში და/ან მის შეფუთვაში.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ნარჩენების შეგროვების სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი:

SABA Ilac San. ve Tic. Inc. ქუჩუქჩეკმეჯე-სტამბული ტელ: 0212 692 92 92

ფაქსი: 0212 697 00 24

ელ.ფოსტა: HYPERLINK "mailto:[email protected]" \h [email protected]

წარმოების ადგილი:

Deva Holding A.Ş Covered/Tekirdag

წინამდებარე სახელმძღვანელო ინსტრუქცია დამტკიცებულია 21/02/2019 წელს.

ჭარბი დოზა

უსიმპტომო ჰიპერკალციემიის მკურნალობა (იხ. ნაწილი 4.2)

იმის გამო, რომ კალციტრიოლი არის D ვიტამინის წარმოებული, დოზის გადაჭარბების სიმპტომები იგივეა, რაც D ვიტამინის დოზის გადაჭარბების სიმპტომები. კალციუმის და ფოსფატის მაღალი დოზების მიღებამ ქალივიზთან ერთად ასევე შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი სიმპტომები. შრატის კალციუმი x ფოსფატის (Ca x P) პროდუქტი არ უნდა იყოს 70 მგ2/დლ2-ზე მეტი. კალციუმის მაღალი დონე დიალიზატში შეიძლება ხელი შეუწყოს ჰიპერკალციემიის განვითარებას.

D ვიტამინით ინტოქსიკაციის მწვავე სიმპტომები

ანორექსია, თავის ტკივილი, ღებინება და ყაბზობა.

ქრონიკული სიმპტომები

დისტროფია (სისუსტე, წონის დაკლება), სენსორული დარღვევები, ცხელება წყურვილით, პოლიურია, დეჰიდრატაცია, აპათია, ზრდის შეჩერება და საშარდე გზების ინფექციები. ჰიპერკალციემია ხდება მეტასტაზური კალციფიკაციის დროს თირკმლის ქერქში, მიოკარდიუმში, ფილტვებში და პანკრეასში.

შემდეგი სიფრთხილის ზომები უნდა იქნას მიღებული შემთხვევითი დოზის გადაჭარბების დროს:

კუჭის დაუყოვნებელი ამორეცხვა ან ღებინება შემდგომი შეწოვის თავიდან ასაცილებლად; ფეკალური გამოყოფის გასაზრდელად რეკომენდებულია თხევადი პარაფინის შეყვანა და შრატის კალციუმის მუდმივი განსაზღვრა. თუ შრატში კალციუმის მაღალი დონე შენარჩუნებულია, შესაძლებელია ფოსფატების და კორტიკოსტეროიდების მიღება და ზომების მიღება ადექვატური დიურეზის უზრუნველსაყოფად.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება

კალციტრიოლი (დამზადებულია ცხვრის მატყლისგან) 0,25 მკგ

დამხმარე ნივთიერებები

სორბიტოლი 14 მგ

დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ პუნქტი 6.1.

  • წამლის ფორმა

რბილი კაფსულა

კაფსულის ერთი ნახევარი არის მოწითალო ნარინჯისფერიდან ყავისფერ ნარინჯისფერამდე, გაუმჭვირვალე; მეორე ნახევარი არის თეთრი გაუმჭვირვალე რბილი კაფსულა.

შენახვის პირობები

24 თვე

  • 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

შეინახეთ არაუმეტეს 25°C-ზე ტემპერატურაზე. დაიცავით ნესტისგან.

  • 5. წამლის ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა

ქალივიზის შეფუთვა შეიცავს გაუმჭვირვალე PVC/Aklar-ალუმინის ფოლგის ბლისტერს. ბლისტერული შეფუთვა შეიცავს 30 ან 100 რბილ კაფსულას, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

  • 6. ადამიანური გამოყენების სამკურნალო პროდუქტის ნარჩენების უტილიზაცია და სხვა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს „სამედიცინო პროდუქტების კონტროლის შესახებ“ და „შეფუთვის ნარჩენების კონტროლის შესახებ დებულების“ შესაბამისად.

  • ლიცენზიის მფლობელი

საბა ილაჩ სან. ve Tic. Inc.

ჰალკალი მერკეზი მაჰ. აუზის ექსპრეს კად.

No: 1 სართული: 1 34303

კუჩუკჩეკმეჩე/ სტამბული

ტელ: 0212 692 92 92

ფაქსი: 0212 697 00 24

ელ.ფოსტა: [email protected]

  • ლიცენზიის ნომერი

2019/101

  • პირველადი ლიცენზიის თარიღი/ლიცენზიის განახლების თარიღი

პირველადი ლიცენზიის თარიღი: 21.02.2019

ლიცენზიის განახლების თარიღი:

  • SCU-ს განახლების თარიღი

თარგმანი სწორია:

ფარმაკოლოგიური თვისებები

ვიტამინი D და მისი ანალოგები

ათქ კოდი: A11CC04

მოქმედების მექანიზმი

კალციტრიოლის მოქმედების ორი ცნობილი ადგილია ნაწლავები და ძვლები.

კალციტრიოლის რეცეპტორების დამაკავშირებელი ცილა, როგორც ჩანს, იმყოფება ადამიანის ნაწლავის ლორწოვან გარსში. სხვა დასკვნები ვარაუდობს, რომ კალციტრიოლმა შეიძლება ასევე იმოქმედოს თირკმელებზე და პარათირეოიდულ ჯირკვლებზე. კალციტრიოლი არის ვიტამინი D3-ის ყველაზე აქტიური ფორმა, რომელიც ასტიმულირებს კალციუმის ტრანსპორტირებას ნაწლავებში. მწვავე ურემიულ ვირთაგვებზე ჩატარებულ კვლევებში ნაჩვენებია, რომ კალციტრიოლი ასტიმულირებს კალციუმის ნაწლავში შეწოვას.

ურემიული პაციენტების თირკმელებს არ შეუძლიათ მოახდინონ კალციტრიოლის, აქტიური ჰორმონის, რომელიც წარმოიქმნება წინამორბედი D ვიტამინისგან, ადექვატური სინთეზი. შედეგად გამოწვეული ჰიპოკალციემია და მეორადი ჰიპერპარათირეოზი არის მეტაბოლური ძვლის დაავადების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თირკმლის უკმარისობის დროს. თუმცა, ურემიის დროს დაგროვილმა ძვლებისთვის ტოქსიკურმა სხვა ნივთიერებებმაც (მაგ. ალუმინი) შესაძლოა ხელი შეუწყოს ამ სურათის ფორმირებას.

კალციტრიოლის სასარგებლო ეფექტი თირკმლის ოსტეოდისტროფიაში, როგორც ჩანს, გამოწვეულია ჰიპოკალციემიის და მეორადი ჰიპერპარათირეოზის კორექციის შედეგად. არ არის ცნობილი, ავლენს თუ არა კალციტრიოლი სხვა დამოუკიდებელ სასარგებლო ეფექტებს.

კლინიკური კვლევები/ეფექტურობის კვლევები

კალციტრიოლი არის ვიტამინი D3-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტიური მეტაბოლიტი. ის ჩვეულებრივ შედგება 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლისგან (25-HCC), რომელიც არის მისი წინამორბედი თირკმელებში.

მისი ყოველდღიური ფიზიოლოგიური გამომუშავება ჩვეულებრივ შეადგენს 0,5-1 მიკროგრამს და ოდნავ მაღალია ძვლის სინთეზის გაზრდის პერიოდში (მაგ. ზრდა ან ორსულობა).

კალციტრიოლი ზრდის კალციუმის შეწოვას ნაწლავებიდან და არეგულირებს ძვლების მინერალიზაციას. კალციტრიოლის ერთჯერადი დოზის ფარმაკოლოგიური ეფექტი გრძელდება დაახლოებით 3-5 დღე.

კალციტრიოლი თავის გავლენას ახდენს ძვლებზე კალციუმის ჰომეოსტაზის რეგულირებით. კალციტრიოლის მნიშვნელოვანი როლი კალციუმის ჰომეოსტაზის რეგულირებაში, ჩონჩხის ოსტეობლასტური აქტივობის მასტიმულირებელი ეფექტის ჩათვლით, ასევე ხსნის მის თერაპიულ ეფექტს ოსტეოპოროზის დროს.

პაციენტებში თირკმელების მნიშვნელოვანი უკმარისობით, ენდოგენური კალციტრიოლის სინთეზი შეიძლება შედარებით შემცირდეს ან მთლიანად შეჩერდეს. ეს დეფიციტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თირკმლის ოსტეოდისტროფიის განვითარებაში.

კალციტრიოლის პერორალური მიღებისას თირკმლის ოსტეოდისტროფიის მქონე პაციენტებში პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კალციუმის ნაწლავური შეწოვის დაქვეითება, ჰიპოკალციემია, შრატის ტუტე ფოსფატაზას მომატება და შრატში პარათირეოიდული ჰორმონის კონცენტრაციის ნორმალიზება. კალციტრიოლი ხსნის ძვლებისა და კუნთების ტკივილს და ასევე არეგულირებს ჰისტოლოგიურ ცვლილებებს ოსტეიტის ფიბროზაში და სხვა მინერალიზაციის დეფექტებში.

პოსტოპერაციული ჰიპოპარათირეოზის, იდიოპათიური ჰიპოპარათირეოზის და ფსევდოჰიპოპარათირეოზის მქონე პაციენტებში ჰიპოკალციემიისა და ჰიპოკალციემიის კლინიკური სიმპტომები მცირდება კალციტრიოლებით.

D ვიტამინზე დამოკიდებული რაქიტის მქონე პაციენტებს შრატში კალციტრიოლის დონე აქვთ დაბალი ან ნულოვანი. ვინაიდან თირკმელში კალციტრიოლის ენდოგენური სინთეზი არასაკმარისია, იგი მიიღება როგორც კალციტრიოლის ჩანაცვლებითი თერაპია.

D ვიტამინის რეზისტენტული რაქიტის და ჰიპოფოსფატემიის მქონე პაციენტებში პლაზმაში კალციტრიოლის დონის შემცირებით, კალციტრიოლით მკურნალობა ამცირებს ფოსფატების ტუბულარული ელიმინაციას და ახდენს ძვლის განვითარების ნორმალიზებას თანმხლები ფოსფატით.

პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებოდათ ნეონათალური ჰეპატიტი, ბილიარული ატრეზია, ცისტინოზი და რაქიტის სხვადასხვა ფორმები, რაც გამოწვეულია დიეტური კალციუმის და D ვიტამინის დეფიციტის გამო, გამოვლინდა სარგებელი კალციტრიოლით თერაპიისას.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი მახასიათებლები

აბსორბცია

კალციტრიოლი სწრაფად შეიწოვება ნაწლავებიდან. 0,25 მიკროგრამიდან 1 მიკროგრამამდე კალციტრიოლის ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ შრატში კალციტრიოლის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა სამიდან ექვს საათში. მრავალჯერადი მიღების შემდეგ, შრატში კალციტრიოლის დონე აღწევს სტაბილურ მდგომარეობას 7 დღის განმავლობაში, სტაბილური კონცენტრაცია დაკავშირებულია შეყვანილი კალციტრიოლის დოზასთან.

განაწილება

კალციტრიოლის ერთჯერადი 0,5 მიკროგრამი პერორალური დოზის მიღების შემდეგ, კალციტრიოლის საშუალო შრატში კონცენტრაცია იყო საწყისიდან 40 ± 4,4 პგ/მლ და აღინიშნა ამაღლება 60 ± 4,4 პგ/მლ ორი საათის შემდეგ, ოთხი საათის შემდეგ 53 ± 6.9 პგ/მლ-მდე, ხოლო შემდეგ აღნიშნა შემცრება 50 ± 7 პგ/მლ-მდე რვა საათის შემდეგ, 44 ± 4.6 პგ/მლ-მდე თორმეტი საათის შემდეგ, და ოცდაოთხი საათის შემდეგ ის შემცირდა 41,5 ± 5,1 პგ/მლ-მდე. სისხლში ტრანსპორტირებისას კალციტრიოლი და D ვიტამინის სხვა მეტაბოლიტები უკავშირდება პლაზმის სპეციფიკურ ცილებს. ითვლება, რომ ეგზოგენური კალციტრიოლი დედის სისხლიდან გადადის ნაყოფის სისხლში და დედის რძეში.

ბიოტრანსფორმაცია

იდენტიფიცირებულია კალციტრიოლის სხვადასხვა მეტაბოლიტი, თითოეული D ვიტამინის განსხვავებული აქტივობით.

ელიმინაცია

შრატში კალციტრიოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 9-10 საათს. ამის საპირისპიროდ, კალციტრიოლის ერთჯერადი დოზის ფარმაკოლოგიური ეფექტი გრძელდება მინიმუმ შვიდი დღე. კალციტრიოლი გამოიყოფა ნაღველში და შედის ენტეროჰეპატურ მიმოქცევაში. ჯანმრთელ მოხალისეებში რადიოაქტიური კალციტრიოლის ინტრავენური შეყვანის შემდეგ, დაახლოებით 24 საათის განმავლობაში 27% აღმოჩნდა განავალში და დაახლოებით 7% შარდში. ჯანმრთელ მოხალისეებში 1 მიკროგრამი რადიოაქტიური კალციტრიოლის პერორალური მიღების შემდეგ, მთელი რადიოაქტიურობის დაახლოებით 10% გამოვლინდა შარდში 24 საათის განმავლობაში. რადიოაქტიური კალციტრიოლის ინტრავენური შეყვანიდან მეექვსე დღეს, კუმულაციური რადიოაქტიურობის გამოყოფა შეადგენდა 16% შარდში და 49% განავალში.

განსაკუთრებული პაციენტები

თირკმლის უკმარისობა

ნეფროზული სინდრომის მქონე პაციენტებში ან ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში კალციტრიოლის დონე შრატში მცირდება და პიკამდე მიღწევის დრო გახანგრძლივებულია.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სახელმძღვანელო ინსტრუქცია QALYVIZ 0.25 მკგ რბილგარსიანი კაფსულა პერორალური მიღებისთვის

აქტიური ნივთიერება: თითოეული რბილი კაფსულა შეიცავს 0,25 მიკროგრამ კალციტრიოლს (წარმოებულია ცხვრის მატყლისგან).

დამხმარე ნივთიერებები: ბუტილჰიდროქსიანიზოლი, ბუტილჰიდროქსიტოლუენი, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდი, ჟელატინი (ძროხის ჟელატინი), გლიცერინი, სორბიტოლის სითხე, გამოხდილი წყალი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი.

მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სახელმძღვანელო ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

 შეინახეთ წინამდებარე მომხმარებლის სახელმძღვანელო. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.

 დამატებითი შეკითხვებით გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 ეს წამალი დაგენიშნათ პირადად თქვენ, არ მისცეთ ის სხვებს.

 ექიმთან ან საავადმყოფოში მისვლისას აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ ამ მედიკამენტს იყენებთ

 ზუსტად დაიცავით წინამდებარე ინსტრუქციაში მოცემული მითითებები. არ გამოიყენოთ მაღალი ან დაბალი დოზები, გარდა იმ დოზისა, რომელიც თქვენთვის არის რეკომენდებული.

წინამდებარე ბორშურაში მოცემულია შემდეგი ინფორმაცია:

  • რა არის ქალივიზი და რისთვის გამოიყენება იგი?
  • რა უნდა გაითვალისწინოთ ქალივიზის გამოყენებამდე
  • როგორ გამოვიყენოთ ქალივიზი?
  • რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
  • ქალივიზის შენახვა
  • რა არის ქალივიზი და რისთვის გამოიყენება იგი?
  • ქალივიზი შეიცავს 0,25 მიკროგრამ კალციტრიოლს თითოეულ კაფსულაში, როგორც აქტიურ ინგრედიენტს.
  • ქალივიზის კაფსულის ერთი ნახევარი არის წითელი -ნარინჯისფერი, ყავისფერი- ნარინჯისფერი, გაუმჭვირვალე; მეორე ნახევარი არის თეთრი გაუმჭვირვალე რბილი ჟელატინის კაფსულა.
  • ხელმისაწვდომია ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 30 და 100 კაფსულას.
  • კალციტრიოლი, ქალივიზის აქტიური ნივთიერება, მიეკუთვნება D ვიტამინის ჯგუფს და მის ანალოგებს. კალციტრიოლი ცხვრის მატყლისგან იწარმოება.
  • ქალივიზი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
  • ძვლის დაავადება თირკმელების პრობლემების მქონე ადამიანებში (თირკმლის ოსტეოდისტროფია),
  • გამოიყენება ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში ძვლების შესუსტებისას (პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზი).

ქალივიზი უზრუნველყოფს საკვებთან ერთად კალციუმის უფრო მეტად შეწოვას ორგანიზმის მიერ. ის ხელს უწყობს ძვლების ჯანსაღ აგებულებას და ამცირებს ძვლების დაზიანებას.

  • რა უნდა ვიცოდეთ ქალივიზის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ქალივიზი შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ ალერგიული ხართ კალციტრიოლზე, ქალივიზის შემადგენლობაში შემავალ ერთ-ერთ დამხმარე ნივთიერებაზე ან D ვიტამინის სხვა ანალოგებზე (როგორიცაა ალფაკალციდოლი და ქოლეკალციფეროლი, რომელიც გამოიყენება ძვლის დაავადებების სამკურნალოდ),
  • თუ გაქვთ სისხლში კალციუმის მაღალი დონე (ჰიპერკალციემია),
  • თუ გაქვთ კალციუმის ჭარბი დეპოზიტები თქვენს ორგანიზმში (მეტასტაზური კალციფიკაცია),
  • თუ ორგანიზმში ჭარბი D ვიტამინის გამო თავს კარგად ვერ გრძნობთ.

ქალივიზი სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ გიჭირთ მოძრაობა (მაგალითად, ოპერაციის შემდეგ).

თუ ეს სიფრთხილის ზომები გეხებათ, თუნდაც წარსულში დაფიქსირებული მოვლენების გამო, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.

ქალივიზის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად:

  • ქალივიზის გამოყენებისას არ მიიღოთ ვიტამინები ან D ვიტამინის შემცველი საკვები დანამატები.
  • ქალივიზის გამოყენებისას არ მიირთვათ D ვიტამინით გაჯერებული საკვები (D ვიტამინით გამდიდრებული საკვები).
  • ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის მიერ რეკომენდებული დიეტის დაცვა.
  • თუ დიეტაში შეცვლით კალციუმის ან D ვიტამინის რაოდენობას, გვერდითი ეფექტების რისკი შეიძლება გაიზარდოს (მაგ., თუ თქვენ მოიხმართ მეტ რძის პროდუქტებს, როგორიცაა რძე და ყველი, ან იღებთ ვიტამინებს თქვენი ექიმის მითითების გარეშე).
  • დალიეთ ბევრი სითხე (მაგალითად, წყალი) ქალივიზის გამოყენებისას; მნიშვნელოვანია,

რომ ორგანიზმმა არ დაკარგოს ზედმეტი წყალი (დეჰიდრატაცია). ეს არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები.

ორსულობა

მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ ქალივიზი, თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ..

თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ქალივიზი ძუძუთი კვების დროს. თუმცა, თქვენი ექიმი აიღებს სისხლის ნიმუშს თქვენგან და თქვენი პატარასგან არასასურველი ეფექტების შესამოწმებლად.

ავტომანქანებისა და მექანიზმების მართვა

ქალივიზი არ მოქმედებს თქვენს უნარზე ავტომანქანის ან სხვა მექანიზმების მართვისას..

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქალივიზის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ქალივიზი შეიცავს სორბიტოლს. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ შემდეგ მედიკამენტებს ქალივიზის მიღებისას.

  • D ვიტამინის შემცველი სხვა პრეპარატები,
  • შარდმდენები, რომელსაც ეწოდება დიურეტიკები (გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ). მათ შორისაა ბენდროფლუმეთიაზიდი, ქლორტალიდონი და ინდაპამიდი,
  • მედიკამენტები, როგორიცაა დიგოქსინი ან დიგიტოქსინი (გამოიყენება გულის დაავადების სამკურნალოდ),
  • მაგნიუმის შემცველი მედიკამენტები, როგორიცაა ანტაციდები (გამოიყენება საჭმლის მონელების სამკურნალოდ),
  • ფენიტოინი ან ფენობარბიტოლი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ),
  • სტეროიდული პრეპარატები, როგორიცაა ჰიდროკორტიზონი, პრედნიზოლონი და დექსამეტაზონი,
  • ქოლესტირამინი ან სხვა იონგამცვლელი ფისები (გამოიყენება სისხლში მაღალი ქოლესტერინის შესამცირებლად),
  • D ვიტამინის ხანგრძლივი მოქმედების პრეპარატები (ერგოკალციფეროლი და ქოლეკალციფეროლი), რომლებიც გამოიყენებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.

თუ ამჟამად იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით რაიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტს, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამის შესახებ..

  • როგორ გამოვიყენოთ ქალივიზი?

სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/სიხშირე მიღებისას:

ყოველთვის მიიღეთ ქალივიზი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სანამ ქალვილიზს იღებთ, შესაძლოა თქვენმა ექიმმა რეგულარულად ჩაიტაროს სისხლის ანალიზები, რათა სისხლში კალციუმის დონემ ძალიან არ მოიმატოს.

ძვლის დაავადება თირკმელების პრობლემების მქონე ადამიანებში (თირკმლის ოსტეოდისტროფია)

მოზრდილებში და ხანდაზმულებში ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 0,25 მიკროგრამიანი კაფსულა დღეში ერთხელ.

2-4 კვირის შემდეგ ექიმმა შეიძლება ნელ-ნელა გაზარდოს თქვენი დოზა 0,25 მიკროგრამით ყოველ ჯერზე.

შემდეგ ექიმმა შესაძლოა შეგიცვალოთ დოზა თქვენი სისხლის ანალიზის შედეგების მიხედვით. ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ, რომ მიიღოთ ქალივიზი კვირაში 2 ან 3-ჯერ ყოველდღიურად მიღების ნაცვლად. ყველაზე მაღალი კვირეული დოზაა 12 მიკროგრამი.

პოსტმენოპაუზის ძვლების დაავადების დროს (პოსტმენოპაუზის ოსტეოპოროზი)

ზრდასრულ და ხანდაზმულ ქალებში საწყისი დოზა ჩვეულებრივ მიიღება დღეში ორჯერ.

ეს არის 0,25 მიკროგრამიანი კაფსულა.

მიღების გზა და მეთოდი:

ქალივიზის კაფსულები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, სასურველია ცოტა წყალთან ერთად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი: გამოყენება ბავშვებში:

მიუხედავად იმისა, რომ ის არ გამოიყენება ბავშვებში, ექიმი შეარჩევს შესაბამის დოზას.

გამოყენება ხანდაზმულებში:

ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. შრატში კალციუმის და კრეატინინის დონეები უნდა აკონტროლოს ექიმმა.

სპეციალური გამოყენების შემთხვევები: თირკმლის უკმარისობა:

ინფორმაცია ქალივიზის გამოყენების შესახებ თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში მოცემულია ზემოთ.

ღვიძლის უკმარისობა:

ქალივიზის უსაფრთხოება და ეფექტურობა ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის შესწავლილი. თქვენი ექიმი გეტყვით, რომელ დოზის დროს რამდენი კაფსულა უნდა მიიღოთ.

თუ ფიქრობთ, რომ ნაველბინის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ საჭიროზე მეტ ქალივიზს მიიღებთ:

თუ საჭიროზე მეტ ქალივიზს მიიღებთ, სისხლში კალციუმის დონე გაიზრდება (ჰიპერკალციემია). სიმპტომები მოიცავს მადის დაკარგვას, წონის დაკლებას, გულისრევას, ღებინებას, ყაბზობას, თავის ტკივილს, სისუსტეს, ძილიანობას ან სისუსტეს.

თუ საჭიროზე დიდი რაოდენობის ქალივიზი მიიღეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ქალივიზის მიღება:

თუ დაგავიწყდათ ქალივიზის მიღება, არ დალიოთ გამოტოვებული დოზა. მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს და განაგრძეთ მკურნალობა.

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება მოხდეს ქალივიზით მკურნალობის შეწყვეტისას: არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ძვლის სისუსტე მოითხოვს ხანგრძლივ მკურნალობას.

  • რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

ყველა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ქალივიზის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ.

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში მაინც. ხშირი: 1-ზე ნაკლები 10 პაციენტიდან, მაგრამ 1-ზე მეტი 100 პაციენტში.

ნაკლებად ხშირი: 1-ზე ნაკლები 100 პაციენტში, მაგრამ 1-ზე მეტი 1000 პაციენტში. იშვიათი: 1-ზე ნაკლები 1000 პაციენტში, მაგრამ 1-ზე მეტი 10000 პაციენტში. ძალიან იშვიათი: ის შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში. უცნობი: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით.

იშვიათი:

  • ეფექტები სისხლში კალციუმის დონის მომატების გამო
  • მადის დაკარგვა, ავადმყოფობის შეგრძნება, თავის ტკივილი, სისუსტის შეგრძნება, მოდუნება ან ძილიანობა
  • სისხლში კალციუმის მაღალი დონის გამო; ცხელება, წყურვილი, მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია წყლის ჭარბი დაკარგვით (დეჰიდრატაცია), ჭარბი შარდვა (პოლიურია), ყაბზობა, კუჭის ტკივილი, ნაწლავის გაუვალობა, არარეგულარული გულისცემა (არითმია). გარდა ამისა, ნორმალური ზრდის შეჩერება და ინფექცია შარდის ბუშტში.
  • კალციუმის დეპონირება ძვლების გარდა სხვა ადგილებში (მაგ. თირკმლის ქვები თირკმელებში) შეიძლება გამოვლინდეს ემოციური დარღვევით. თუ ასეთი ეფექტი შეინიშნება, ექიმმა შეიძლება შეცვალოს ქალივიზის რაოდენობა.
  • ღვიძლის ეფექტები
  • ცვლილებები ღვიძლის მუშაობაში (გამოვლენილია სისხლის ანალიზით)
  • ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
  • კანის დარღვევები, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება და ძლიერი სიწითლე (ერითემატოზული)
  • სხვა
  • გულისრევა, ღებინება

უცნობი:

  • საშარდე გზების ინფექციები
  • არასწორი კვება, ნებისმიერი დაავადება (დისტროფია), რომელიც ვითარდება არასწორი კვების გამო
  • აპათია (აპათია)

გ ვ ე რ დ ი თ ი ე ფ ე ქ ტ ე ბ ი ს დ ა ფ ი ქ ს ი რ ე ბ ა

აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, რომელიც მითითებულია ან არ არის ნახსენები წინამდებარე ინსტრუქციაში. გარდა ამისა, დააწკაპუნეთ ბმულზე „წამლის გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება“ HYPERLINK "http://www.titck.gov.tr/" \h www.titck.gov.tr–ზე ან დარეკეთ გვერდითი ეფექტების მოხსენების ხაზზე ნომერზე 0800 314 00 08, თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრი.

შეატყობინეთ TÜFAM-ს. წარმოქმნილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ წვლილი შეიტანთ მეტი ინფორმაციის მიღებაში იმ წამლის უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც იყენებთ.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • ქალივიზის შენახვა

შეინახეთ ქალივიზი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, მისსავე შეფუთვაში. ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით ტენიანობისგან.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადების შესაბამისად.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ქალივიზი, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტში და/ან მის შეფუთვაში.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ნარჩენების შეგროვების სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი:

SABA Ilac San. ve Tic. Inc. ქუჩუქჩეკმეჯე-სტამბული ტელ: 0212 692 92 92

ფაქსი: 0212 697 00 24

ელ.ფოსტა: HYPERLINK "mailto:[email protected]" \h [email protected]

წარმოების ადგილი:

Deva Holding A.Ş Covered/Tekirdag

წინამდებარე სახელმძღვანელო ინსტრუქცია დამტკიცებულია 21/02/2019 წელს.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა