პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვიტამინები

კაჟექსი 2 მკგ/მლ ი.ვ. საინექციო ხსნარის შემცველი ამპულა

Cajex 2 mcg/ml IV Enjeksiyonluk Çözelti İçeren Ampul

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

კაჟექსი 2 მკგ/მლ, ამპულა, რომელიც შეიცავს ინტრავენურ საინექციო ხსნარს; ის წარმოდგენილია 1 მლ-იანი ამპულების სახით, რომლებიც შეიცავს 2 მკგ კალციტრიოლს. თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 25 ამპულა. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კალციტრიოლი (calcitriol)
ფორმა და შეფუთვა
2მკგ/მლ 1მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №25
მწარმოებელი
GEN İLAÇ VE SAĞLIK ÜRÜNLERI SAN. ve TIC. A.Ș.,, თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვიტამინები, ვიტამინი D და ანალოგები
ATC კოდი
A11CC04
რეგისტრაციის ნომერი
რ-044557
რეგისტრირებულია
25 დეკემბერი 2025, მოქმედებს 25 დეკემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გენ ილაჩ ვე საღლიქ ურუნლერი სანაი ვე თიჯარეთის წარმომადგენლობა საქართველოში“
ურთიერთქმედების შემოწმებაკაჟექსი 2 მკგ/მლ ი.ვ. საინექციო ხსნარის შემცველი ამპულა და სხვა წამალი ერთად

კაჟექსი 2 მკგ/მლ ი.ვ. საინექციო ხსნარის შემცველი ამპულა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კაჟექსი 2 მკგ/მლ, ამპულა, რომელიც შეიცავს ინტრავენურ საინექციო ხსნარს; ის წარმოდგენილია 1 მლ-იანი ამპულების სახით, რომლებიც შეიცავს 2 მკგ კალციტრიოლს. თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 25 ამპულა.

კაჟექსის ინტრავენური ხსნარის თითოეული 1 მლ ამპულა შეიცავს 2 მიკროგრამ კალციტრიოლს

კალციტრიოლი არის ვიტამინი D3-ის აქტიური ფორმა

კაჟექსი გამოიყენება ჰიპოკალცემიის (სისხლში კალციუმის დაბალი დონე) სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომლებიც თირკმლის ქრონიკული (ხანგრძლივი) დაავადების გამო დიალიზზე იმყოფებიან. მას ასევე შეუძლია შეამციროს პარათირეოიდული ჰორმონის (PTH) მაღალი დონე სისხლში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძვლების მხრივ პრობლემები. ჯანმრთელ პირებში კალციტრიოლი ბუნებრივად გამოიყოფა თირკმელებით. თუმცა, თირკმლის დაავადების დროს ხშირად აღინიშნება ბუნებრივად გამომუშავებული კალციტრიოლის დეფიციტი. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალციუმის დაბალი და PTH-ის მაღალი დონე. კალციტრიოლი გამოიყენება ორგანიზმის ბუნებრივი კალციტრიოლის ჩასანაცვლებლად. კალციტრიოლი ზრდის კალციუმის დონეს სისხლში და ამცირებს PTH-ის დონეს.

  • რა უნდა გაითვალისწინოთ კაჟექსის მიღებამდე?

მიღების წესი და დოზირება

ინსტრუქციები სათანადო გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:

კაჟექსის დოზა თითოეული პაციენტისთვის განსხვავებულია. ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო დოზას. კაჟექსი შეიყვანება ვენაში, სავარაუდოდ, კათეტერის მეშვეობით, დიალიზის ბოლოს, დაახლოებით სამ კვირაში ერთხელ. რადგან კაჟექსის მოქმედებისთვის თქვენს რაციონში კალციუმია საჭირო, შეიძლება დაგინიშნონ კალციუმის ტაბლეტები ან გირჩიონ, რომელი საკვები მიიღოთ უფრო მეტად.

ექიმი განსაზღვრავს და დანიშნავთ პრეპარატის დოზას თქვენი მდგომარეობის მიხედვით.

შეყვანის გზა და მეთოდი:

გამოიყენება ინტრავენურად.

კაჟექსი შეჰყავთ ტუბერკულინის პლასტიკური შპრიცის გამოყენებით; ინექციით შეჰყავთ ვენაში ერთჯერადად კათეტერის მეშვეობით დიალიზის ბოლოს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში: არ არსებობს მონაცემები ბავშვებში კაჟექსის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ.

მეორადი ოსტეოპოროზი, გამოწვეული ესტროგენის დეფიციტით მენოპაუზის დროს: ამ პაციენტთა ჯგუფში ეფექტურობა დადგენილი არ არის.

გამოყენება განსაკუთრებულ შმთხვევებში:

ტრანსპლანტაცია (ქსოვილის ტრანსპლანტაცია): კალციტრიოლით ტრანსპლანტაციის შემდეგ ძვლოვანი ქსოვილის განლევის მკურნალობის რეკომენდაციები ჯერ არ არის დადგენილი.

თუ თვლით, რომ კაჟექსის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი კაჟექსი

თუ მიიღეთ კაჟექსის საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

კაჟექსის საჭიროზე მეტი დოზის მიღება იწვევს სისხლში და ზოგიერთ შემთხვევაში შარდში კალციუმის დონის მომატებას, რაც შეიძლება საზიანო იყოს. ამის თავიდან ასაცილებლად, მკურნალობის ადრეულ ეტაპებზე კვირაში ორ-სამჯერ უნდა ჩაგიტარდეთ სისხლის ანალიზი, რათა ექიმმა შეძლოს თქვენთვის კაჟექსის საჭირო დოზის კორექტირება.

თუ დაგავიწყდათ კაჟექსის გამოყენება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

უკუჩვენებები

თუ:

თქვენ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) კაჟექსის ან ამ პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

თქვენ გაქვთ სისხლში კალციუმის ან D ვიტამინის მაღალი დონე.

თუ გაქვთ ნაწლავებში შეწოვის დარღვევა (მალაბსორბციის სინდრომი).

კაჟექსი სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგ შემთხვევებში:

თუ იღებთ სათითურას პრეპარატებით (გულის უკმარისობის სამკურნალო პრეპარატი) მკურნალობას.

თუ თქვენი ფოსფატების დონე სისხლის შრატში მაღალია.

თუ განვითარდა ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის მაღალი დონე) ან ჰიპერკალციურია (შარდთან ერთად კალციუმის გამოყოფის მომატება).

თუ იღებთ კალციუმის ფოსფატის პრეპარატებს.

თუ ამ გაფრთხილებელი ნიშნებიდან რომელიმე თქვენ გეხებათ, თუნდაც ნებისმიერ დროს წარსულში, მიმართეთ ექიმს.

კაჟექსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

მიღების წესიდან გამომდინარე, არ ურთიერთქმედებს საკვებთან ან სასმელებთან.

ორსულობა და ძუძუთი კვება

გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის გამოყენებამდე.

ორსულ ქალებში კაჟექსის გამოყენების შესახებ ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ არსებობს.

თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყივნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უცნობია აღწევს თუ არა კაჟექსი დედის რძეში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ ჩატარებულა კვლევები კაჟექსის ზემოქმედების შესახებ ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

მაგნიუმის შემცველი ანტაციდები (კუჭის სამკურნალო საშუალებები): შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმაგნეზიმია (სისხლში მაგნიუმის დონის მომატება).

D ვიტამინის ანალოგები და გულის გლიკოზიდები (სათითურა): შეიძლება გამოიწვიოს გულის არითმიები (გულის არარეგულარული რიტმი).

ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლი: შეიძლება შეამცირონ კალციტრიოლის შეწოვა და ეფექტი.

ბარბიტურატები ან კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები: შეიძლება შეამცირონ D ვიტამინის ეფექტი.

კორტიკოსტეროიდები: შეიძლება შეამცირონ D ვიტამინის ანალოგების ეფექტი.

თიაზიდური შარდმდენები: შეიძლება გაზარდონ ჰიპერკალციემიის რისკი.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იყენებთ ან წარსულში იყენებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ ნებისმიერ პრეპარატს.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, კაჟექსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა მისი ინგრედიენტების მიმართ.

გამოვლენილი გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, ატარებენ მსუბუქ და გარდამავალ ხასიათს. თუმცა, ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს სერიოზული და საჭიროებდეს სამედიცინო ჩარევას.

გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია სიხშირის კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10 პაციენტიდან სულ მცირე 1-ში.

ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტში.

არახშირი: შეიძლება განვითარდეს 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.

იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.

ძალიან იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში.

უცნობია: არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კაჟექსის გამოყენება და აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, თუ შენიშნავთ შემდეგ სიმპტომებს:

ალერგიული შოკი (ანაფილაქსია)

ტკივილი და სიწითლე ინექციის ადგილას

ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენაა. თუ რომელიმე მათგანს შენიშნავთ, ეს ნიშნავს, რომ გაქვთ მძიმე ალერგია კაჟექსზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია. ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათია.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ გვერდით მოვლენას, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

ჭარბი შარდვა (პოლიურია)

ჭარბი წყურვილი (პოლიდიფსია)

მადის დაქვეითება

წონის დაკლება

ღამით მოშარდვის სურვილის გამო გაღვიძება (ნოქტურია)

თვალის გარსის ანთება (კონიუნქტივიტი)

პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი)

სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება (ფოტოფობია)

ქავილი (ქავილი)

სხეულის ტემპერატურის მომატება (ჰიპერთერმია)

სექსუალური ლტოლვის შემცირება (ლიბიდოს შემცირება)

შრატის შარდოვანას/აზოტის მომატება (BUN-ის მომატება)

შარდში ალბუმინურია

ქოლესტერინის მაღალი დონე (ჰიპერქოლესტერინემია)

ღვიძლის ფერმენტების მომატება (SGOT და SGPT-ის მომატება)

ექტოპიური კალციფიკაცია

მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)

გულის რითმის დარღვევები (გულის არითმიები)

იშვიათად, მნიშვნელოვანი ფსიქიკური დარღვევები (ფსიქოზი)

სისხლში მაგნიუმის დონის მომატება (ჰიპერმაგნემია)

ყველა ეს გვერდითი მოვლენა სერიოზული ხასიათისაა. შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა. სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლი გვერდითი მოვლენა, აცნობეთ ექიმს:

სურდო (რინორეა)

სისუსტე

თავის ტკივილი

ძილიანობა

გულისრევა

ღებინება

პირის სიმშრალე

ყაბზობა

კუნთების ტკივილი

ძვლების ტკივილი

მეტალის გემო პირში

ეს კაჟექსის მსუბუქი გვერდითი მოვლენებია.

თუ გამოგივლინდათ რაიმე გვერდით მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება:

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც ჩამოთვლილია ან ჩამოთვლილი არ არის ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გარდა ამისა, შეატყობინეთ განვითარებული გვერდითი ეფექტების შესახებ www.titck.gov.tr-ზე „წამლის გვერდითი ეფექტის შეტყობინების“ ბმულის მეშვეობით ან დარეკეთ ნომერზე 0 800 314 00 08 - თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრის გვერდითი ეფექტების შეტყობინების ხაზი. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

  • კაჟექსის შენახვა

შეინახეთ კაჟექსი შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ კაჟექსი ოთახის ტემპერატურაზე (25°C). დაიცავით სინათლისგან. არ გაყინოთ.

ამპულები შეიცავს ერთჯერადი გამოყენების დოზას. გამოუყენებელი პროდუქტი უნდა განადგურდეს.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ კაჟექსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ კაჟექსი თუ შეამჩნევთ დაზიანებას პროდუქტსა და/ან შეფუთვაზე.

არ გადააგდოთ ნაგავში ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გაანადგურეთ ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დადგენილი შეგროვების სისტემის მეშვეობით.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:

GEN İLAÇ VE SAĞLIK ÜRÜNLERİ SAN. VE TİC. A.Ş.

Mustafa Kemal Mah., 2119. Sok., No:3,

D:2-3, 06520, Çankaya/ანკარა

შენახვის პირობები

სათაურები მოცემულია.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

კაჟექსი 2 მკგ/მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულაში

სტერილური.

ინტრავენური გამოყენებისთვის.

აქტიური ნივთიერება: კალციტრიოლი. კაჟექსის ინტრავენური ხსნარის თითოეული 1 მლ ამპულა შეიცავს 2 მიკროგრამ კალციტრიოლს.

დამხმარე ნივთიერებები: პოლისორბატი 20, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ასკორბატი, უწყლო ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, ერთფუძიანი ნატრიუმის ფოსფატის მონოჰიდრატი, დინატრიუმის ედეტატის დიჰიდრატი, მარილმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ, არ გადასცეთ ის სხვა პირებს.
  • ამ მედიკამენტის გამოყენების პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, აცნობეთ ექიმს მისი გამოყენების შესახებ.
  • დაიცავით ინსტრუქცია. ნუ გამოიყენებთ თქვენთვის დანიშნულ დოზაზე მაღალ ან დაბალ დოზას.

ამ ინსტრუქციაში:

  • რა არის კაჟექსი და რისთვის გამოიყენება?
  • რა უნდა გაითვალისწინოთ კაჟექსის მიღებამდე?
  • როგორ გამოიყენება კაჟექსი?
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • კაჟექსის შენახვის წესი

სათაურები მოცემულია.

  • რა არის კაჟექსი და რისთვის გამოიყენება?

კაჟექსი 2 მკგ/მლ, ამპულა, რომელიც შეიცავს ინტრავენურ საინექციო ხსნარს; ის წარმოდგენილია 1 მლ-იანი ამპულების სახით, რომლებიც შეიცავს 2 მკგ კალციტრიოლს. თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 25 ამპულა.

კაჟექსის ინტრავენური ხსნარის თითოეული 1 მლ ამპულა შეიცავს 2 მიკროგრამ კალციტრიოლს

კალციტრიოლი არის ვიტამინი D3-ის აქტიური ფორმა

კაჟექსი გამოიყენება ჰიპოკალცემიის (სისხლში კალციუმის დაბალი დონე) სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომლებიც თირკმლის ქრონიკული (ხანგრძლივი) დაავადების გამო დიალიზზე იმყოფებიან. მას ასევე შეუძლია შეამციროს პარათირეოიდული ჰორმონის (PTH) მაღალი დონე სისხლში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძვლების მხრივ პრობლემები. ჯანმრთელ პირებში კალციტრიოლი ბუნებრივად გამოიყოფა თირკმელებით. თუმცა, თირკმლის დაავადების დროს ხშირად აღინიშნება ბუნებრივად გამომუშავებული კალციტრიოლის დეფიციტი. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალციუმის დაბალი და PTH-ის მაღალი დონე. კალციტრიოლი გამოიყენება ორგანიზმის ბუნებრივი კალციტრიოლის ჩასანაცვლებლად. კალციტრიოლი ზრდის კალციუმის დონეს სისხლში და ამცირებს PTH-ის დონეს.

  • რა უნდა გაითვალისწინოთ კაჟექსის მიღებამდე?

არ გამოიყენოთ კაჟექსი შემდეგ შემთხვევებში:

თუ:

თქვენ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) კაჟექსის ან ამ პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

თქვენ გაქვთ სისხლში კალციუმის ან D ვიტამინის მაღალი დონე.

თუ გაქვთ ნაწლავებში შეწოვის დარღვევა (მალაბსორბციის სინდრომი).

კაჟექსი სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგ შემთხვევებში:

თუ იღებთ სათითურას პრეპარატებით (გულის უკმარისობის სამკურნალო პრეპარატი) მკურნალობას.

თუ თქვენი ფოსფატების დონე სისხლის შრატში მაღალია.

თუ განვითარდა ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის მაღალი დონე) ან ჰიპერკალციურია (შარდთან ერთად კალციუმის გამოყოფის მომატება).

თუ იღებთ კალციუმის ფოსფატის პრეპარატებს.

თუ ამ გაფრთხილებელი ნიშნებიდან რომელიმე თქვენ გეხებათ, თუნდაც ნებისმიერ დროს წარსულში, მიმართეთ ექიმს.

კაჟექსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

მიღების წესიდან გამომდინარე, არ ურთიერთქმედებს საკვებთან ან სასმელებთან.

ორსულობა

გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის გამოყენებამდე.

ორსულ ქალებში კაჟექსის გამოყენების შესახებ ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ არსებობს.

თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყივნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უცნობია აღწევს თუ არა კაჟექსი დედის რძეში.

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა

არ ჩატარებულა კვლევები კაჟექსის ზემოქმედების შესახებ ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

მაგნიუმის შემცველი ანტაციდები (კუჭის სამკურნალო საშუალებები): შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმაგნეზიმია (სისხლში მაგნიუმის დონის მომატება).

D ვიტამინის ანალოგები და გულის გლიკოზიდები (სათითურა): შეიძლება გამოიწვიოს გულის არითმიები (გულის არარეგულარული რიტმი).

ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლი: შეიძლება შეამცირონ კალციტრიოლის შეწოვა და ეფექტი.

ბარბიტურატები ან კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები: შეიძლება შეამცირონ D ვიტამინის ეფექტი.

კორტიკოსტეროიდები: შეიძლება შეამცირონ D ვიტამინის ანალოგების ეფექტი.

თიაზიდური შარდმდენები: შეიძლება გაზარდონ ჰიპერკალციემიის რისკი.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იყენებთ ან წარსულში იყენებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ ნებისმიერ პრეპარატს.

  • როგორ გამოიყენება კაჟექსი?

ინსტრუქციები სათანადო გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:

კაჟექსის დოზა თითოეული პაციენტისთვის განსხვავებულია. ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო დოზას. კაჟექსი შეიყვანება ვენაში, სავარაუდოდ, კათეტერის მეშვეობით, დიალიზის ბოლოს, დაახლოებით სამ კვირაში ერთხელ. რადგან კაჟექსის მოქმედებისთვის თქვენს რაციონში კალციუმია საჭირო, შეიძლება დაგინიშნონ კალციუმის ტაბლეტები ან გირჩიონ, რომელი საკვები მიიღოთ უფრო მეტად.

ექიმი განსაზღვრავს და დანიშნავთ პრეპარატის დოზას თქვენი მდგომარეობის მიხედვით.

შეყვანის გზა და მეთოდი:

გამოიყენება ინტრავენურად.

კაჟექსი შეჰყავთ ტუბერკულინის პლასტიკური შპრიცის გამოყენებით; ინექციით შეჰყავთ ვენაში ერთჯერადად კათეტერის მეშვეობით დიალიზის ბოლოს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში: არ არსებობს მონაცემები ბავშვებში კაჟექსის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ.

მეორადი ოსტეოპოროზი, გამოწვეული ესტროგენის დეფიციტით მენოპაუზის დროს: ამ პაციენტთა ჯგუფში ეფექტურობა დადგენილი არ არის.

გამოყენება განსაკუთრებულ შმთხვევებში:

ტრანსპლანტაცია (ქსოვილის ტრანსპლანტაცია): კალციტრიოლით ტრანსპლანტაციის შემდეგ ძვლოვანი ქსოვილის განლევის მკურნალობის რეკომენდაციები ჯერ არ არის დადგენილი.

თუ თვლით, რომ კაჟექსის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი კაჟექსი

თუ მიიღეთ კაჟექსის საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

კაჟექსის საჭიროზე მეტი დოზის მიღება იწვევს სისხლში და ზოგიერთ შემთხვევაში შარდში კალციუმის დონის მომატებას, რაც შეიძლება საზიანო იყოს. ამის თავიდან ასაცილებლად, მკურნალობის ადრეულ ეტაპებზე კვირაში ორ-სამჯერ უნდა ჩაგიტარდეთ სისხლის ანალიზი, რათა ექიმმა შეძლოს თქვენთვის კაჟექსის საჭირო დოზის კორექტირება.

თუ დაგავიწყდათ კაჟექსის გამოყენება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, კაჟექსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა მისი ინგრედიენტების მიმართ.

გამოვლენილი გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, ატარებენ მსუბუქ და გარდამავალ ხასიათს. თუმცა, ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს სერიოზული და საჭიროებდეს სამედიცინო ჩარევას.

გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია სიხშირის კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10 პაციენტიდან სულ მცირე 1-ში.

ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტში.

არახშირი: შეიძლება განვითარდეს 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.

იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.

ძალიან იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში.

უცნობია: არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კაჟექსის გამოყენება და აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, თუ შენიშნავთ შემდეგ სიმპტომებს:

ალერგიული შოკი (ანაფილაქსია)

ტკივილი და სიწითლე ინექციის ადგილას

ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენაა. თუ რომელიმე მათგანს შენიშნავთ, ეს ნიშნავს, რომ გაქვთ მძიმე ალერგია კაჟექსზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია. ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათია.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ გვერდით მოვლენას, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

ჭარბი შარდვა (პოლიურია)

ჭარბი წყურვილი (პოლიდიფსია)

მადის დაქვეითება

წონის დაკლება

ღამით მოშარდვის სურვილის გამო გაღვიძება (ნოქტურია)

თვალის გარსის ანთება (კონიუნქტივიტი)

პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი)

სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება (ფოტოფობია)

ქავილი (ქავილი)

სხეულის ტემპერატურის მომატება (ჰიპერთერმია)

სექსუალური ლტოლვის შემცირება (ლიბიდოს შემცირება)

შრატის შარდოვანას/აზოტის მომატება (BUN-ის მომატება)

შარდში ალბუმინურია

ქოლესტერინის მაღალი დონე (ჰიპერქოლესტერინემია)

ღვიძლის ფერმენტების მომატება (SGOT და SGPT-ის მომატება)

ექტოპიური კალციფიკაცია

მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)

გულის რითმის დარღვევები (გულის არითმიები)

იშვიათად, მნიშვნელოვანი ფსიქიკური დარღვევები (ფსიქოზი)

სისხლში მაგნიუმის დონის მომატება (ჰიპერმაგნემია)

ყველა ეს გვერდითი მოვლენა სერიოზული ხასიათისაა. შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა. სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლი გვერდითი მოვლენა, აცნობეთ ექიმს:

სურდო (რინორეა)

სისუსტე

თავის ტკივილი

ძილიანობა

გულისრევა

ღებინება

პირის სიმშრალე

ყაბზობა

კუნთების ტკივილი

ძვლების ტკივილი

მეტალის გემო პირში

ეს კაჟექსის მსუბუქი გვერდითი მოვლენებია.

თუ გამოგივლინდათ რაიმე გვერდით მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება:

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც ჩამოთვლილია ან ჩამოთვლილი არ არის ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გარდა ამისა, შეატყობინეთ განვითარებული გვერდითი ეფექტების შესახებ www.titck.gov.tr-ზე „წამლის გვერდითი ეფექტის შეტყობინების“ ბმულის მეშვეობით ან დარეკეთ ნომერზე 0 800 314 00 08 - თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრის გვერდითი ეფექტების შეტყობინების ხაზი. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

  • კაჟექსის შენახვა

შეინახეთ კაჟექსი შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ კაჟექსი ოთახის ტემპერატურაზე (25°C). დაიცავით სინათლისგან. არ გაყინოთ.

ამპულები შეიცავს ერთჯერადი გამოყენების დოზას. გამოუყენებელი პროდუქტი უნდა განადგურდეს.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ კაჟექსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ კაჟექსი თუ შეამჩნევთ დაზიანებას პროდუქტსა და/ან შეფუთვაზე.

არ გადააგდოთ ნაგავში ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გაანადგურეთ ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დადგენილი შეგროვების სისტემის მეშვეობით.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:

GEN İLAÇ VE SAĞLIK ÜRÜNLERİ SAN. VE TİC. A.Ş.

Mustafa Kemal Mah., 2119. Sok., No:3,

D:2-3, 06520, Çankaya/ანკარა

მწარმოებელი:

GEN İLAÇ VE SAĞLIK ÜRÜNLERİ SAN. ve TİC. A.Ş.,

ASO 2. ve 3. OSB Alcı OSB Mah. 2013. Cad. No.24

Sincan/ანკარა

პაციენტის საინფორმაციო ფურცლის დამტკიცების თარიღია 08/11/ 2021.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა