დადასტურებული პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზი თირკმელების ოსტეოდისტროფია თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, კერძოდ ჰემოდიალიზზე მყოფი პირები პოსტქირურგიული ჰიპოპარათირეოზი იდიოპათიური ჰიპოპარათირეოზი ფსევდოჰიპოპარათირეოზი ვიტამინ D-ზე დამოკიდებული რაქიტი ვიტამინ D-რეზისტენტული ჰიპოფოსფატემიური რაქიტი
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კალციტრიოლი (calcitriol)
- ფორმა და შეფუთვა
- 0.5მკგ რბილი კაფსულა №100 (10X10)
- მწარმოებელი
- Catalent Germany Eberbach GmbH, გერმანია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვიტამინები, ვიტამინი D და ანალოგები
- ATC კოდი
- A11CC04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038537
- რეგისტრირებულია
- 6 ივლისი 2023, მოქმედებს 6 ივლისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- CRATIA LTD (უკრაინა)
- განმცხადებელი
- მაკა მოდებაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
როკალტროლი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დადასტურებული პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზი
თირკმელების ოსტეოდისტროფია თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, კერძოდ ჰემოდიალიზზე მყოფი პირები
პოსტქირურგიული ჰიპოპარათირეოზი
იდიოპათიური ჰიპოპარათირეოზი
ფსევდოჰიპოპარათირეოზი
ვიტამინ D-ზე დამოკიდებული რაქიტი
ვიტამინ D-რეზისტენტული ჰიპოფოსფატემიური რაქიტი
მიღების წესი და დოზირება
როკალტროლის ოპტიმალური სადღეღამისო დოზა სიფრთხილით უნდა შეირჩეს თითოეული პაციენტისთვის შრატში კალციუმის დონის შესაბამისად. როკალტროლით მკურნალობა ყოველთვის უნდა დაიწყოს რაც შეიძლება დაბალი დოზით და არ უნდა გაიზარდოს შრატში კალციუმის დონის მკაცრი კონტროლის გარეშე (იხილეთ პაციენტების მონიტორინგი).
როკალტროლის ოპტიმალური ეფექტიანობის აუცილებელი წინაპირობაა კლაციუმის ადექვატური და არა ჭარბი რაოდენობის მიღება თერაპიის დაწყებისას. შეიძლება საჭირო იყოს კალციუმის დანამატების მიღება ადგილობრივი გაიდლაინების მიხედვით.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტში კალციუმის შეწოვის გაუმჯობესების გამო ზოგიერთ პაციენტს, რომლებიც მკურნალობენ როკალტროლით, შეუძლიათ ნაკლები კალციუმის მიღება. პაციენტებში, რომლებშიც აღინიშნება მიდრეკილება ჰიპერკალციემიისადმი, შეიძლება საჭირო იყოს კალციუმის მხოლოდ დაბალი დოზები ან დანამატები საერთოდ არ დაინიშნოს.
პაციენტების მონიტორინგი
როკალტროლით მკურნალობის სტაბილიზაციის ფაზის დროს, კალციუმის დონე შრატში უნდა მოწმდებოდეს სულ მცირე კვირაში ორჯერ. როკალტროლის ოპტიმალური დოზის შერჩევის შემდეგ შრატში კალციუმის დონე უნდა შემოწმდეს თვეში ერთხელ (ან ინდივიდუალური ჩვენებების მიხედვით). სისხლის ნიმუშები შრატში კალციუმის დონის განსაზღვრისათვის აღებულ უნდა იქნას დამჭერის გარეშე.
როგორც კი შრატში კალციუმის დონე 1მგ/100მლ-ით (250 µმოლ/ლ) გადააჭარბებს ნორმას (9-11 მგ/100 მლ, ან 2250-2750 µმოლ/ლ), ან თუ შრატში კრეტინინის დონე აიწევს >120 µმოლ/ლ-მდე, მკურნალობა როკალტროლით დაუყონებლივ უნდა შეწყდეს ნორმოკალცემიის აღდგენამდე.
ჰიპერკალციემიისას შრატში კალციუმისა და ფოსფატის დონეები ყოველდღიურად უნდა განისაზღვროს. ნორმალური დონეების მიღწევის შემდეგ მკურნალობა როკალტროლით შეიძლება გაგარძელდეს წინა დოზაზე 0.25 µგ-ით ნაკლები სადღეღამისო დოზით. აუცილებელია შეფასდეს საკვებთან ერთად კალციუმის მოხმარების დონე და შესაბამისი კორექცია მოხდეს ჩვენების მიხედვით.
- 2.1 დოზირების ინსტრუქციები განსაკუთრებულ შემთხვევბში
პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზი:
როკალტროლის რეკომენდებული დოზაა 0.25 µგ დღეში ორჯერ.
შრატში კალციუმის და კრეატინინის დონე უნდა განისაძღვროს 1, 3 და 6 თვეებზე და ამის შემდგომ 6-თვიანი ინტერვალებით.
თირკმელების ოსტეოდისტროფია (დიალიზზე მყოფი პაციენტები)
საწყისი სადღეღამისო დოზა შეადგენს 0.25 µგ-ს. შრატში კალციუმის ნორმალური ან ოდნავ შემცირებული დონის მქონე პაციენტებში 0.25 µგ დღეგამოშვებით საკმარისია. თუ დამაკმაყოფილებელი პასუხი ბიოქიმიური პარამეტრების და დაავადების კლინიკური მანიფესტაციის მხრივ არ აღინიშნება 2-4 კვირაში, სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 0.25 µგ-ით 2-4 კვირიანი ინტერვალებით. ამ პერიოდის განმავლობაში, შრატში კლაციუმის დონე უნდა განისაზღვროს სულ მცირე კვირაში ორჯერ. პაციენტთა უმრავლესობა დადებითად პასუხობს მკურნალობაზე დღეში 0.5 µგ - 1.0 µგ დოზის გამოყენებისას.
პულს-თერაპია პერორალური როკლატროლით საწყისი დოზით 0.1 µგ/კგ/კვირაში გაყოფილი ორ ან სამ თანაბარ დოზად და მიღებული ღამით, ეფექტიანი აღმოჩნდა იმ პაციენტებშიც კი, რომლებიც რეფრაქტერულნი იყვნენ უწყვეტი თერაპიის მიმართ. მაქსიმალური კუმულაციური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 12 µგ/კვირაში.
ჰიპოპარათირეოზი, რაქიტი :
როკალტროლის რეკომენდებული საწყისი დოზა არის 0.25 µგ/დღეში დილით. თუ არ აღინიშნება დამაკმაყოფილებელი პასუხი ბიოქიმიური პარამეტრების და დაავადების კლინიკური მანიფესტაციის მხრივ, დოზა შეიძლება გაიზარდოს 2-4 კვირიანი ინტერვალებით. ამ პერიოდის განმავლობაში, შრატში კლაციუმის დონე უნდა განისაზღვროს სულ მცირე კვირაში ორჯერ. ჰიპერკალციემიის შემთხვევაში, როკალტროლის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ნორმოკალციემიის აღდგენამდე. ყურადღება უნდა მიექცეს საკვებთან ერთად კალციუმის მიღების შემცირებას.
პაციენტებში ჰიპოპარათირეოზით იშვიათად აღინიშნება მალაბსორბცია, შესაბამისად, შეიძლება საჭირო გახდეს როკლატროლის მაღალი დოზების გამოყენება.
თუ ექიმი როკალტროლს დაუნიშნავს ჰიპოპარათირეოზის მქონე ორსულს, ორსულობის მეორე ნახევარში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის გაზრდა, ხოლო მშობიარობის შემდგომ და ლაქტაციისას დოზის შემცირება.
ხანდაზმული პაციენტები:
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის სპეციფიური ცვლილება საჭირო არ არის. გათვალისწინებული უნდა იყოს ზოგადი რეკომენდაციები შრატში კალციუმისა და კრეატინინის კონტროლთან დაკავშირებით.
პედიატრიული პაციენტები:
კალციტრიოლის კაფსულების უსაფრთხოება და ეფექტიანობა ბავშვების სამკურნალოდ საკმარისად შესწავლილი არ არის დოზების შესახებ რეკომენდაციების გასაცემად.
უკუჩვენებები
როკალტროლი უკუნაჩვენებია ყველა იმ დაავადების დროს, რომელიც ასოცირებულია ჰიპერკალციემიასთან. როკალტროლის გამოყენება უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა კალციტრიოლის (ან ამავე კლასის პრეპარატების) ან მისი რომელიმე შემადგენელი დამხმარე საშუალების მიმართ.
როკალტროლი უკუნაჩვენებია, თუ არსებობს D ვიტამინით ტოქსიკურობის მტკიცებულება.
სიფრთხილის ზომები
- 4.1 ზოგადი
არსებობს კორელაცია კალციტრიოლით მკურნალობასა და ჰიპერკალციემიის განვითარებას შორის. კვების რაციონის შეცვლის შედეგად კალციუმის მოხმარების უეცარმა ზრდამ (მაგ., რძის პროდუქტების ჭარბი რაოდენობით მოხმარება) ან კალციუმის პრეპარატების უკონტროლო მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალციემია. საჭიროა პაციეტების და მათი ოჯახების გაფრთხილება დანიშნული დიეტის ზუსტად შესრულების აუცილებლობაზე, ასევე მათ უნდა მიეცეთ მითითებები, თუ როგორ ამოიცნონ ჰიპერკალციემიის სიმპტომები. როგორც კი შრატში კალციუმის დონე 1მგ/100მლ-ით (250 µმოლ/ლ) გადააჭარბებს ნორმას (9-11 მგ/100 მლ, ან 2250-2750 µმოლ/ლ), ან თუ შრატში კრეატინინის დონე აიწევს >120 µმოლ/ლ, როკალტროლით მკურნალობა დაუყონებლივ უნდა შეწყდეს ნორმოკალციემიის აღდგენამდე (იხილეთ დოზირება და მიღების წესი [2.2]).
იმობილიზებული პაციენტები, მაგ. პაციენტები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ოპერაცია, ჰიპერკალციემიის განვითარების განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან.
კალციტრიოლი ზრდის არაორგანული ფოსფატების დონეებს შრატში. მაშინ როდესაც ეს ეფექტი სასურველია ჰიპოფოსფატემიის მქონე პაციენტებში, სიფრთხილეა საჭირო თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ექტოპური კალციფიკაციის განვითარების საშიშროების გამო. ასეთ შემთხვევებში, აუცილებელია პლაზმაში ფოსტატის დონის შენარჩუნება ნორმის ფარგლებში (2-5 მგ/100 მლ ან 0.65-1.62მმოლ/ლ) ფოსფატების შემაკავშირებელი შესაბამისი საშუალებების პერორალური მიღებით ან დაბალფოსფატური დიეტით.
შრატში კალციუმი ფოსფატის (Ca x P) პროდუქტები არ უნდა აღემატებოდეს 70 მგ2/დლ2-ს.
D-რეზისტენტული რაქიტის (ოჯახური ჰიპოფოსფატემია) მქონე პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობენ როკალტროლით, უნდა გააგრძელონ ფოსფატებით პერორალური თერაპია. თუმცა, გასათვალისწინებელია როკალტროლის მიერ ნაწლავებში ფოსფატების შეწოვის სტიმულირების შესაძლებლობა, რადგან ამ ეფექტმა შეიძლება შეცვალოს ფოსფატების დანამატებზე საჭიროება.
ვინაიდან კალციტრიოლი ვიტამინ D-ს ყველაზე ეფექტური მეტაბოლიტია, როკალტროლით მკურნალობისას არ უნდა დაინიშნოს ვიტამინ D-ს სხვა პრეპარატები D ჰიპერვიტამინოზის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად.
თუ პაციენტი ერგოკალციფეროლიდან (ვიტამინი D2) გადაჰყავთ კალციტრიოლზე, სისხლში ერგოკალციფეროლის დონის ნორმალიზაციას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს (იხილეთ ჭარბი დოზა [2.7]).
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ როკალტროლს, თავიდან უნდა იქნას აცილებული დეჰირატაცია. შენარჩუნებული უნდა იყოს სითხეების ადექვატური მოხმარება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულ კურდღლებში ვიტამინ D-ს თითქმის ფატალური პერორალური დოზების გამოყენებამ ნაყოფში აორტის სარქველზედა სტენოზი გამოიწვია. ადამიანებში ვიტამინ D-ს ტერატოგენობის მტკიცებულება არ არსებობს მისი მაღალი დოზებით გამოყენების დროსაც კი. როკალტროლის გამოყენება ორსულობის დროს შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
- 5.2 მეძუძური დედები
სავარაუდოდ, ეგზოგენური კალციტრიოლი აღწევს დედის რძეში. დედებში შესაძლო ჰიპერკალციემიისა და ჩვილებში როკალტროლის შესაძლო გვერდითი მოვლენების გათვალისწინებით, დედებს, რომლებიც იღებენ როკალტროლს, შეუძლიათ ბავშვის ძუძუთი კვება გააგრძელონ დედისა და ჩვილის შრატში კალციუმის დონეების მონიტორინგის პირობებში.
- 5.3 გამოყენება ბავშვებში
იხილეთ დოზირების ინსტრუქციები განსაკუთრებულ შემთხვევებში [2.2.1]
- 5.4 გამოყენება ხანდაზმულებში

- 5.5 თირკმლის უკმარისობა

გავლენა ავტომობილის მართვაზე
გამოვლენილი უარყოფითი მოვლენების ფარმაკოდინამიკური პროფილის საფუძველზე, მიიჩნევა, რომ ეს პროდუქტი არის უსაფრთხო ან სავარაუდოდ არ ახდენს უარყოფით გავლენა აღნიშნულ მოქმედებებზე.
- 4.3 ლაბორატორიული ანალიზები
რეგულარული ლაბორატორიული გამოკვლევები, რომელთა ჩატარებაც მოითხოვება, არის შრატში კალციუმის, ფოსფორის, მაგნიუმის და ტუტე ფოსფატაზას დონეების განსაზღვრა, კალციუმისა და ფოსფატის შემცველობის კონტროლი სადღეღამისო შარდში. როკალტროლით მკურნალობის სტაბილიზაციის პერიოდში, შრატში კალციუმის დონეები უნდა შემოწმდეს სულ მცირე კვირაში ორჯერ (იხილეთ დოზირება და მიღების წესი [2.2]).
- 4.4 ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
პაციენტებმა მკაცრად უნდა დაიცვან რეკომენდებული დიეტა, ეს განსაკუთრებით ეხება კლაციუმის პრეპარატების მიღებას, ასევე თავიდან უნდა იქნას აცილებული კალციუმის შემცველი დამატებითი პრეპარატების უკონტროლო მიღება.
თიაზიდური შარდმდენების ერთდროული გამოყენება ზრდის ჰიპერკალციემიის განვითარების რისკს. პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ დიგიტალისის პრეპარატებს, კალციტრიოლის დოზა სიფრთხილით უნდა შეირჩეს, ვინაიდან ჰიპერკალციემიამ ამ პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს არითმიები (იხილეთ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები [2.4]).
არსებობს ფუნქციური ანტაგონიზმი ვიტამინ D-ს ანალოგებს, რომლებიც ხელს უწყობენ კალციუმის შეწოვას, და კორტიკოსტეროიდებს შორის, რომლებიც თრგუნავენ კალციუმის შეწოვას.
მაგნიუმის შემცველმა პრეპარატებმა (მაგ., ანტაციდები) შეიძლება გამოიწვიონ ჰიპერმაგნიემია და ამიტომ არ უნდა დაინიშნოს ქრონიკულ დიალიზზე მყოფ პაციენტებში როკალტროლით მკურნალობის დროს.
ვინადიან როკალტროლი ასევე ზეგავლენას ახდენს ფოსფატების ტრანსპორტირებაზე ნაწლავებში, თირკმლებსა და ძვლებში, ფოსფატების შემაკავშირებელი საშუალებების დოზა უნდა დაკორექტირდეს შრატში ფოსფატების კონცენტრაციის მიხედვით (ნორმა: 2-5 მგ/100 მლ, ან 0.65-1.62 მმოლ/ლ).
ვიტამინ D-რეზისტენტული რაქიტის (ოჯახური ჰიპოფოსფატემია) მქონე პაციენტებმა უნდა გააგრძელონ ფოსფატების პერორალურად მიღება. თუმცა, გასათვალისწინებელია როკალტროლის მიერ ნაწლავებში ფოსფატების შეწოვის სტიმულირების შესაძლებლობა, რადგან ამ ეფექტმა შეიძლება შეცვალოს ფოსფატების დანამატებზე საჭიროება.
ნაღვლის მჟავას სეკვესტრანტებმა, მათ შორის ქოლესტირამინმა შეიძლება შეამცირონ ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვა ნაწლავებიდან და შესაბამისად, დაარღვიონ ნაწლავებიდან კალციტრიოლის შეწოვაც.
- 5 გამოყენება განსაკუთრებულ პოპულაციებში
გვერდითი მოვლენები
- 6.1 კლინიკური ცდები
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციების შემთხვევების შესახებ ცნობებუ მიღებულია როკალტროლის კვლევებიდან და პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან.
ყველაზე ხშირად გამოვლენილი უარყოფითი რეაქცია იყო ჰიპერკალციემია.
ცხრილში 1 ჩამოთვლილი უარყოფითი რეაქციები წარმოდგენილია სისტემურ ორგანოთა კლასისა და სიხშირის კატეგორიების მიხედვით, რომლებიც განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (1/100 - <1/10); არახშირი (1/1,000 - <1/100); იშვიათი (1/10,000 - <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000); ცნობილი არ არის (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით). თითოეული სიხშირის ჯგუფში არასასურველი ეფექტები ჩამოთვლილია სიმძიმის ხარისხის კლებადობის მიხედვით.
ცხრილი 1 წამლის უარყოფითი რეაქციების შეჯამება, რომლებიც ვითარდება როკალტროლის® (კალციტრიოლის) მიმღებ პაციენტებში
სისტემურ ორგანოთა კლასი
ძალიან ხშირი
ხშირი
არახშირი
ცნობილი არ არის
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
მომატებული მგრძნობელობა,
ჭინჭრის ციება
დარღვევები კვებისა და მეტაბოლიზმის მხრივ
ჰიპერკალციემია
მადის დაქვეითება
პოლიდიპსია, დეჰიდრატაცია
ფსიქიატრიული დარღვევები
აპათია
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
თავის ტკივილი
კუნთების სისუსტე, სენსორული დარღვევები
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
მუცლის ტკივილი, გულისრევა
ღებინება
ყაბზობა, მუცლის ზედა ნაწილში ტკივილი
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
გამონაყარი
ერითემა, ქავილი
დარღვევები ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ
ზრდის შეფერხება
დარღვევები თირკმელებისა და საშარდე სისტემის მხრივ
საშარდე ტრაქტის ინფექცია
პოლიურია
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას
კალცინოზი, პირექსია, წყურვილი
გამოკვლევები
სისხლში კრეატინინის მომატება
წონაში მომატება
ვინაიდან კალციტრიოლი იყენებს ვიტამინ D-ს აქტივობას, შეიძლება განვითარდეს ისეთი უარყოფითი ეფექტები, როგორიც ვლინდება ვიტამინ D-ს ჭარბი დოზის მიღებისას, ე.ი. ჰიპერკალციემიის სინდრომი ან კალციუმით ინტოქსიკაცია (ჰიპერკალციემიის სიმძიმისა და ხანგრძლივობის მიხედვით) (იხილეთ დოზირება და მიღების წესი [2.2], და გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები [2.4]). ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს მწვავე სიმპტომები, მათ შორის მადის დაქვეითება, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი ან ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში და ყაბზობა.
კალციტრიოლის ხანმოკლე ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდის გამო, ფარმაკოკინეტიკური გამოკვლევებით დადგინდა, რომ შტატში კალციუმის გაზრდილი ოდენობა მკურნალობის მოხსნიდან რამდენიმე დღეში ნორმალიზდება, ანუ უფრო სწრაფად, ვიდრე D3 ვიტამინით მკურნალობისას.
ქრონიკული ეფექტები შეიძლება მოიცავდეს კუნთების სისუსტეს, წონაში კლებას, სენსორულ დარღვევებს, პირექსიას, წყურვილს, პოლიდიფსიას, პოლიურიას, დეჰიდრატაციას, აპათიას, ზრდის შეფერხებას და საშარდე ტრაქტის ინფექციებს.
თუ იმავდროულად ჰიპერკალციემია და ჰიპერფოსფატემია არის შესაბამისად >6 მგ/100მლ ან >1.9მმოლ/ლ, შეიძლება განვითარდეს კალცინოზი, რაც ჩანს რადიოლოგიურად.
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის, გამონაყარი, ერითემა, ქავილი და ურტიკარია, შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობიარე პირებში.
- 6.1.1 დარღვევები ლაბორატორიულ ანალიზებში
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ქრონიკული ჰიპერკალციემია შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლში კრეატინინის მომატებასთან.
- 6.2 პოსტმარკეტინგი
15 წლის განმავლობაში როკალტროლის კლინიკური გამოყენების შედეგად მოპოვებული ცნობები უარყოფითი ეფექტების რაოდენობის შესახებ ყველა ჩვენებისას არის ძალიან დაბალი, თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალური ეფექტით, მათ შორის ჰიპერკალციემიით, რაც ვითარდება 0.001% ან ნაკლები სიხშირით.
ჭარბი დოზა
ასიმპტომური ჰიპერკალციემიის მკურნალობა: (იხ. დოზირება და მიღების წესი [2.2]). ვინაიდან კალციტრიოლი არის D ვიტამინის წარმოებული, მისი ჭარბი დოზით მიღების სიმპტომები ისეთივეა, როგორიც D ვიტამინის ჭარბი დოზით მიღების დროს. კალციუმისა და ფოსფატის მაღალი დოზით მიღებამ როკალტროლთან ერთად, შეიძლება ასევე გამოიწვიოს მსგავსი სიმპტომები. შრატში კალციუმისა და ფოსფატის პროდუქტის (Ca x P) შემცელობამ არ უნდა გადააჭარბოს 70მგ2/დლ2-ს. დიალიზზე მყოფი პაციენტების შემთხვევაში, კალციუმის მაღალმა დონემ შეიძლება ხელი შეუწყოს ჰიპერკალციემიის განვითარებას.
D ვიტამინით ინტოქსიკაციის მწვავე სიმპტომებია: ანორექსია, თავის ტკივილი, ღებინება, ყაბზობა.
ქრონიკული სიმპტომები: დისტროფია (სისუსტე, წონაში კლება), სენსორული დარღვევები, შესაძლოა ცხელება წყურვილით, პოლიურია, დეჰიდრატაცია, აპათია, ზრდაში შეფერხება და საშარდე ტრაქტის ინფექციები. ჰიპერკალცეიმია იწვევს თირკმლის ქერქის, მიოკარდიუმის, ფილტვებისა და პანკრეასის მეტასტაზურ კალციფიკაციას.
ჭარბი დოზის შემთხვევით მიღებისას მკურნალობის ფარგლებში განხილული უნდა იყოს შემდეგი ზომების მიღება: კუჭ-ნაწლავის დაუყოვნებლივი ამორეცხვა ან ღებინების გამოწვევა შემდგომი აბსორბციის თავიდან ასაცილებლად. თხევადი პარაფინის მიღება ფეკალური გამოყოფის ხელშეწყობისათვის. რეკომენდებულია შრატში კალციუმის შემცველობის განმეორებით განსაზღვრა. თუ კალციუმის დონეების მატება შრატში გრძელდება, შეიძლება ფოსფატების და კორტისტეროიდების გამოყენება და ზომები მიღება ადეკვატური დიურეზისთვის.
შემადგენლობა
აქტიური ინგრედიენტი: სინთეზური კალციტრიოლი (ვიტამინ D3 ბილოგიურად აქტიური ფორმა)
ქიმიური სახელწოდება: 1 α, 25-დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლი; (5ძ-/E)-9, 10-სეკოქოლესტა-5,7,10 (19)-ტრიენე - 1α, 3β , 25-ტრიოლი.
დამხმარე საშუალებები: ბუთილჰიდროქსიანიზოლი, ბუთილჰიდროქსიტოლუენი, საშუალო ზომის ჯაჭვის მქონე ტრიგლიცერიდები, ჟელატინი, გლიცერინი 85%, ნაწილობრივ ჰიდროლიზებული სახამებლის ჰიდროგენიზებული პროდუქტები, ტიტანის დიოქსიდი E171, რკინის წითელი და ყვითელი ოქსიდი (E172).
- კლინიკური მაჩვენებლები
ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1.1 მოქმედების მექანიზმი
კალციტრიოლი ვიტამინ D3-ს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მეტაბოლიტია, რომელიც ასტიმულირებს ნაწლავებში კალციუმის ტრანსპორტს.
კალციტრიოლის ბიოლოგიური ეფექტები განპირობებულია D ვიტამინის რეცეპტორით, ბირთვული ჰორმონის რეცეპტორით, რომელიც გამოსახულია უჯრედების უმრავლესობაში და ფუნქციონირებს, როგორც ლიგანდით აქტივირებული ტრანსკრიპციის ფაქტორი, რომელიც უკავშირდება სპეციფიკურ დნმ უბნებს და ცვლის სამიზნე გენების ექსპრესიას.
ცნობილია კალციტრიოლის მოქმედების ორი უბანი - ნაწლავები და ძვლები.
კალციტრიოლის რეცეპტორ-შემაკავშირებელი ცილა გვხვდება ადამიანის ნაწლავების ლორწოში. დამატებითი მტკიცებულება აჩვენებს, რომ კალციტრიოლმა შეიძლება ასევე იმოქმედოს თირკმელზე და პარათიროიდულ ჯირკვლებზე. მწვავე ურემიის მქონე ვირთხებში კალციტრიოლმა აჩვენა ნაწლავების მიერ კალციუმის შეწოვის სტიმულირება.
ურემიის მქონე პაციენტებში თირკმელები სათანადოდ ვერ ახდენენ კალციტრიოლის სინთეზს, რომელიც არის D ვიტამინის პრეკურსორიდან წარმოქმნილი აქტიური ჰორმონი. შედეგად, ჰიპოკალციემია და მეორადი ჰიპერპარათიროიდიზმი წარმოადგენს თირკმლის უკმარისობის მეტაბოლური ძვლების დაავადების ძირითად მიზეზს. თუმცა, ამას ასევე ხელს უწყობს ძვლებისათვის სხვა ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც გროვდება ურემიის დროს (მაგ. ალუმინი).
როკალტროლის სასარგებლო ეფექტი თირკმლის ოსტეოდისტროფიის დროს არის ჰიპოკალციემიის და მეორადი ჰიპერპარათიროიდიზმის კორექციის შედეგი. გარკვეული არ არის წარმოქმნის თუ არა როკალტროლი სხვა დამოუკიდებელ ეფექტებს.
- 1.2 კლინიკური/ეფექტიანობის კვლევები
კალციტრიოლი ვიტამინ D3-ს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მეტაბოლიტია.
ჩვეულებრივ, წარმოიქმნება თირკმელში, მისი პრეკურსორიდან 25- ჰიდროქსიქოლეკალციფეროლი (25-HCC). ფიზიოლოგიურად, დღეში წარმოიქმნება 0,5-1,0 µგ და ძვლის სინთეზის მომატების პერიოდებში (მაგ. ზრდის დროს ან ორსულობისას) - უფრო მეტი ოდენობითაც. კალციტრიოლი ხელს უწყობს კალციუმის აბსორბციას კუჭში და არეგულირებს ძვლების მინერალიზაციას. კალციტრიოლის ერთი დოზის ფარმაკოლოგიური ეფექტი გრძელდება დაახლოებით 3-5 დღის განმავლობაში.
კალციტრიოლის ძირითადი ფუნქციაა კალციუმის ჰომეოსტაზის რეგულაცია, რაც მოიცავს სხეულის ჩონჩხის ოსტეობლასტურ მასტიმულირებელ ეფექტებს და ქმნის მყარ ფარმაკოლოგიურ საფუძველს თერაპიული ეფექტებისთვის ოსტეოპოროზის დროს.
თირკმლის დარღვევების მქონე პაციენტებში, ედგოგენური კალციტრიოლის სინთეზი შესაბამისად შეზღუდულია ან შეიძლება შეწყდეს კიდეც. აღნიშნული დეფიციტი ძირითად როლს ასრულებს თირკმლის ოსტეოდისტროფიის განვითარებაში.
თირკმლის ოსტეოდისტროფიის მქონე პაციენტებში, როკალტროლის ორალური გზით მიღება ნორმალურ ანორმალიზებს კალციუმის შემცირებულ ნაწლავურ აბსორბციას, ჰიპოკალციემიას, შრატში მომატებულ ტუტე ფოსფატაზას და შრატში პარათიროიდული ჰორმონის კონცენტრაციას. ხსნის ძვლებისა და კუნთების ტკივილს, აკორექტირებს ჰისტოლოგიურ ცვლილებებს, რომლებიც ვითარდება osteitis fibrosa-ს დროს და მინერალიზაციის სხვა დეფექტებს.
პოსტ-ქირურგიული ჰიპოპარათიროიდიზმის, იდიოპათური ჰიპოპარათიროიდიზმისა და ფსევდოჰიპოპარათიროიდიზმის მქონე პაციენტებში, ჰიპოკალციემია და მისი კლინიკური გამოვლინებები შემსუბუქდება როკალტროლით მკურნალობისას.
D-ვიტამინზე დამოკიდებულ რაქიტის მქონე პაციენტებში შრატში კალციტრიოლის დონეები უფრო დაბალია ან საერთოდ არ არის. რამდენადაც კალციტრიოლის ენდოგენური წარმოება თირკმელში არასაკმარისია, შემცვლელ თერაპიად განიხილება როკალტროლი.
D-ვიტამინის მიმართ რეზისტენტული რაქიტის და ჰიპოფოსფატემიის მქონე პაციენტებში, რომლებსაც შემცირებული აქვთ პლაზმაში კალციტრიოლის დონე, როკალტროლით მკურნალობა ამცირებს ფოსფატების ტუბულარულ ელიმინაციას და იმავდროულად ფოსფატებით მკურნალობასთან ერთად, არეგულირებს ძვლების განვითარებას.
რაქიტის სხვა ფორმების მქონე პაციენტებში, მაგ. ნეონატალური ჰეპატიტის, ბილიარული ათრეზიის, კისტინოზის დროს და საკვებში კალციუმისა და D ვიტამინის უკმარისობისას, როკალტროლით მკურნალობა ასევე სასარგებლოა.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
- 2.1 შეწოვა
როკალტროლის ერთი პერორალური დოზის 0.25-1.0 µგ მიღების შემდეგ პიკური კონცენტრაციები პლაზმაში მიიღწეოდა 2-6 საათში.
- 2.2 განაწილება
სისხლში გადასვლისას კალციტრიოლი და D ვიტამინის სხვა მეტაბოლიტები უკავშირდება სპეციფიკურ პლაზმურ ცილებს.
- 2.3 მეტაბოლიზმი
კალციტრიოლის ჰიდროქსილირება და ჟანგვა ხდება თირკმელებში და ღვიძლში სპეციფიკური ციტოქრომ P450 იზოფერმენტით; CYP24A1.
იდენტიფიცირებულია რამდენიმე მეტაბოლიტი D ვიტამინის აქტივობის სხვადასხვა ხარისხებით.
- 2.4 ელიმინაცია
პლაზმაში კალციტრიოლის ნახევარგამოყოფის პერიოდ მერყეობს 5-8 საათს შორის.
კალციტრიოლის ელიმინაციის და შეწოვის კინეტიკა ინარჩუნებს სწორხაზოვნებას დოზის ფართო სპექტრში 165 µგ ერთ ორალურ დოზამდე.
კალციტრიოლის ერთი დოზის ფარმაკოლოგიური ეფექტი გრძელდება მინიმუმ 4 დღე.
კალციტრიოლი გამოიყოფა ნაღველში და შეიძლება მოხვდეს ენტეროჰეპატურ ცირკულაციაში.
- 2.5 ფარმაკოკინეტიკა სპეციალურ პოპულაციებში
ნეფროტული სინდრომის მქონე პაციენტებში ან ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში კალციტრიოლის დონეები შრატში იყო დაქვეითებული და პიკური დონეების მიღწევის დრო იყო გახანგრძლივებული.
- 3 წინა-კლინიკური უსაფრთხოება
თაგვებსა და ვირთხებში სუბქრონიკულ ტოქსიკურობაზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დღეში 20 ნგ/კგ დოზის ორალური მიღებისას (ადამიანებში გამოსაყენებელ დოზაზე ორჯერ მეტი) 6 თვემდე პერიოდში კალციტრიოლი არ იწვევდა ან მინიმალურად იწვევდა უარყოფით ეფექტებს. გამოვლენილი ცვლილებები უპირატესად განპირობებული იყო პროლონგირებული ჰიპერკალცემიით.
- 3.1 ფერტილურობის დარღვევა
ვირთხებში ჩატარებულმა რეპროდუქციულობის კვლევებმა ტოქსიკურობაზე აჩვენა, რომ 300 ნგ/კგ-მდე დღეში (ადამიანებში გამოსაყენებლ დოზაზე 30-ჯერ მეტი) პერორალური დოზები უარყოფით გავლენას არ ახდენდა რეპროდუქციაზე. კურდღლებში, მრავალი ნაყოფის ანომალია დაფიქსირდა ორ ნაშიერში პერორალური ტოქსიკური დოზის 300 ნგ/კგ დღეში დედის მიერ მიღებისას და ერთ ნაშიერში 80 ნგ/კგ დოზის მიღებისას, მაგრამ არა დღეში 20 ნგ/კგ-ს (ადამიანებში გამოსაყენებლ დოზაზე ორჯერ მეტი) მიღებისას. მიუხედავად იმისა, რომ არ აღინიშნა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობები სამკურნალო ჯგუფებსა და საკონტროლო ჯგუფებს შორის ანომალიების მქონე ნაშიერების ან ნაყოფების რაოდენობის მხრივ, უარყოფილი არ უნდა იყოს მოსაზრება, რომ ეს მონაცემები განპირობებულია კალციტრიოლის მიღებით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
2020 წლის სექტემბერი ინფორმაცია პროდუქტის შესახებ FE/ინგლისური
როკალტროლი®
კალციტრიოლი
- აღწერა
- 1 პრეპარატის თერაპიული/ფარმაკოლოგიური კლასი
ვიტამინ D3–ის ბიოლოგიურად აქტიური ფორმა
ათქ კოდი: A11CC04
- 2 ფარმაცევტული ფორმა
კალციტრიოლის 0.25 მკგ და 0.5 მკგ შემცველი კაფსულები
- 3 მიღების გზა
პერორალურად
- 4 თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
აქტიური ინგრედიენტი: სინთეზური კალციტრიოლი (ვიტამინ D3 ბილოგიურად აქტიური ფორმა)
ქიმიური სახელწოდება: 1 α, 25-დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლი; (5ძ-/E)-9, 10-სეკოქოლესტა-5,7,10 (19)-ტრიენე - 1α, 3β , 25-ტრიოლი.
დამხმარე საშუალებები: ბუთილჰიდროქსიანიზოლი, ბუთილჰიდროქსიტოლუენი, საშუალო ზომის ჯაჭვის მქონე ტრიგლიცერიდები, ჟელატინი, გლიცერინი 85%, ნაწილობრივ ჰიდროლიზებული სახამებლის ჰიდროგენიზებული პროდუქტები, ტიტანის დიოქსიდი E171, რკინის წითელი და ყვითელი ოქსიდი (E172).
- კლინიკური მაჩვენებლები
- 1. თერაპიული ჩვენებები
დადასტურებული პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზი
თირკმელების ოსტეოდისტროფია თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, კერძოდ ჰემოდიალიზზე მყოფი პირები
პოსტქირურგიული ჰიპოპარათირეოზი
იდიოპათიური ჰიპოპარათირეოზი
ფსევდოჰიპოპარათირეოზი
ვიტამინ D-ზე დამოკიდებული რაქიტი
ვიტამინ D-რეზისტენტული ჰიპოფოსფატემიური რაქიტი
- 2 დოზირება და მიღების წესი
როკალტროლის ოპტიმალური სადღეღამისო დოზა სიფრთხილით უნდა შეირჩეს თითოეული პაციენტისთვის შრატში კალციუმის დონის შესაბამისად. როკალტროლით მკურნალობა ყოველთვის უნდა დაიწყოს რაც შეიძლება დაბალი დოზით და არ უნდა გაიზარდოს შრატში კალციუმის დონის მკაცრი კონტროლის გარეშე (იხილეთ პაციენტების მონიტორინგი).
როკალტროლის ოპტიმალური ეფექტიანობის აუცილებელი წინაპირობაა კლაციუმის ადექვატური და არა ჭარბი რაოდენობის მიღება თერაპიის დაწყებისას. შეიძლება საჭირო იყოს კალციუმის დანამატების მიღება ადგილობრივი გაიდლაინების მიხედვით.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტში კალციუმის შეწოვის გაუმჯობესების გამო ზოგიერთ პაციენტს, რომლებიც მკურნალობენ როკალტროლით, შეუძლიათ ნაკლები კალციუმის მიღება. პაციენტებში, რომლებშიც აღინიშნება მიდრეკილება ჰიპერკალციემიისადმი, შეიძლება საჭირო იყოს კალციუმის მხოლოდ დაბალი დოზები ან დანამატები საერთოდ არ დაინიშნოს.
პაციენტების მონიტორინგი
როკალტროლით მკურნალობის სტაბილიზაციის ფაზის დროს, კალციუმის დონე შრატში უნდა მოწმდებოდეს სულ მცირე კვირაში ორჯერ. როკალტროლის ოპტიმალური დოზის შერჩევის შემდეგ შრატში კალციუმის დონე უნდა შემოწმდეს თვეში ერთხელ (ან ინდივიდუალური ჩვენებების მიხედვით). სისხლის ნიმუშები შრატში კალციუმის დონის განსაზღვრისათვის აღებულ უნდა იქნას დამჭერის გარეშე.
როგორც კი შრატში კალციუმის დონე 1მგ/100მლ-ით (250 µმოლ/ლ) გადააჭარბებს ნორმას (9-11 მგ/100 მლ, ან 2250-2750 µმოლ/ლ), ან თუ შრატში კრეტინინის დონე აიწევს >120 µმოლ/ლ-მდე, მკურნალობა როკალტროლით დაუყონებლივ უნდა შეწყდეს ნორმოკალცემიის აღდგენამდე.
ჰიპერკალციემიისას შრატში კალციუმისა და ფოსფატის დონეები ყოველდღიურად უნდა განისაზღვროს. ნორმალური დონეების მიღწევის შემდეგ მკურნალობა როკალტროლით შეიძლება გაგარძელდეს წინა დოზაზე 0.25 µგ-ით ნაკლები სადღეღამისო დოზით. აუცილებელია შეფასდეს საკვებთან ერთად კალციუმის მოხმარების დონე და შესაბამისი კორექცია მოხდეს ჩვენების მიხედვით.
- 2.1 დოზირების ინსტრუქციები განსაკუთრებულ შემთხვევბში
პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზი:
როკალტროლის რეკომენდებული დოზაა 0.25 µგ დღეში ორჯერ.
შრატში კალციუმის და კრეატინინის დონე უნდა განისაძღვროს 1, 3 და 6 თვეებზე და ამის შემდგომ 6-თვიანი ინტერვალებით.
თირკმელების ოსტეოდისტროფია (დიალიზზე მყოფი პაციენტები)
საწყისი სადღეღამისო დოზა შეადგენს 0.25 µგ-ს. შრატში კალციუმის ნორმალური ან ოდნავ შემცირებული დონის მქონე პაციენტებში 0.25 µგ დღეგამოშვებით საკმარისია. თუ დამაკმაყოფილებელი პასუხი ბიოქიმიური პარამეტრების და დაავადების კლინიკური მანიფესტაციის მხრივ არ აღინიშნება 2-4 კვირაში, სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 0.25 µგ-ით 2-4 კვირიანი ინტერვალებით. ამ პერიოდის განმავლობაში, შრატში კლაციუმის დონე უნდა განისაზღვროს სულ მცირე კვირაში ორჯერ. პაციენტთა უმრავლესობა დადებითად პასუხობს მკურნალობაზე დღეში 0.5 µგ - 1.0 µგ დოზის გამოყენებისას.
პულს-თერაპია პერორალური როკლატროლით საწყისი დოზით 0.1 µგ/კგ/კვირაში გაყოფილი ორ ან სამ თანაბარ დოზად და მიღებული ღამით, ეფექტიანი აღმოჩნდა იმ პაციენტებშიც კი, რომლებიც რეფრაქტერულნი იყვნენ უწყვეტი თერაპიის მიმართ. მაქსიმალური კუმულაციური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 12 µგ/კვირაში.
ჰიპოპარათირეოზი, რაქიტი :
როკალტროლის რეკომენდებული საწყისი დოზა არის 0.25 µგ/დღეში დილით. თუ არ აღინიშნება დამაკმაყოფილებელი პასუხი ბიოქიმიური პარამეტრების და დაავადების კლინიკური მანიფესტაციის მხრივ, დოზა შეიძლება გაიზარდოს 2-4 კვირიანი ინტერვალებით. ამ პერიოდის განმავლობაში, შრატში კლაციუმის დონე უნდა განისაზღვროს სულ მცირე კვირაში ორჯერ. ჰიპერკალციემიის შემთხვევაში, როკალტროლის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ნორმოკალციემიის აღდგენამდე. ყურადღება უნდა მიექცეს საკვებთან ერთად კალციუმის მიღების შემცირებას.
პაციენტებში ჰიპოპარათირეოზით იშვიათად აღინიშნება მალაბსორბცია, შესაბამისად, შეიძლება საჭირო გახდეს როკლატროლის მაღალი დოზების გამოყენება.
თუ ექიმი როკალტროლს დაუნიშნავს ჰიპოპარათირეოზის მქონე ორსულს, ორსულობის მეორე ნახევარში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის გაზრდა, ხოლო მშობიარობის შემდგომ და ლაქტაციისას დოზის შემცირება.
ხანდაზმული პაციენტები:
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის სპეციფიური ცვლილება საჭირო არ არის. გათვალისწინებული უნდა იყოს ზოგადი რეკომენდაციები შრატში კალციუმისა და კრეატინინის კონტროლთან დაკავშირებით.
პედიატრიული პაციენტები:
კალციტრიოლის კაფსულების უსაფრთხოება და ეფექტიანობა ბავშვების სამკურნალოდ საკმარისად შესწავლილი არ არის დოზების შესახებ რეკომენდაციების გასაცემად.
- 3 უკუჩვენებები
როკალტროლი უკუნაჩვენებია ყველა იმ დაავადების დროს, რომელიც ასოცირებულია ჰიპერკალციემიასთან. როკალტროლის გამოყენება უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა კალციტრიოლის (ან ამავე კლასის პრეპარატების) ან მისი რომელიმე შემადგენელი დამხმარე საშუალების მიმართ.
როკალტროლი უკუნაჩვენებია, თუ არსებობს D ვიტამინით ტოქსიკურობის მტკიცებულება.
- 4 გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
- 4.1 ზოგადი
არსებობს კორელაცია კალციტრიოლით მკურნალობასა და ჰიპერკალციემიის განვითარებას შორის. კვების რაციონის შეცვლის შედეგად კალციუმის მოხმარების უეცარმა ზრდამ (მაგ., რძის პროდუქტების ჭარბი რაოდენობით მოხმარება) ან კალციუმის პრეპარატების უკონტროლო მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალციემია. საჭიროა პაციეტების და მათი ოჯახების გაფრთხილება დანიშნული დიეტის ზუსტად შესრულების აუცილებლობაზე, ასევე მათ უნდა მიეცეთ მითითებები, თუ როგორ ამოიცნონ ჰიპერკალციემიის სიმპტომები. როგორც კი შრატში კალციუმის დონე 1მგ/100მლ-ით (250 µმოლ/ლ) გადააჭარბებს ნორმას (9-11 მგ/100 მლ, ან 2250-2750 µმოლ/ლ), ან თუ შრატში კრეატინინის დონე აიწევს >120 µმოლ/ლ, როკალტროლით მკურნალობა დაუყონებლივ უნდა შეწყდეს ნორმოკალციემიის აღდგენამდე (იხილეთ დოზირება და მიღების წესი [2.2]).
იმობილიზებული პაციენტები, მაგ. პაციენტები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ოპერაცია, ჰიპერკალციემიის განვითარების განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან.
კალციტრიოლი ზრდის არაორგანული ფოსფატების დონეებს შრატში. მაშინ როდესაც ეს ეფექტი სასურველია ჰიპოფოსფატემიის მქონე პაციენტებში, სიფრთხილეა საჭირო თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ექტოპური კალციფიკაციის განვითარების საშიშროების გამო. ასეთ შემთხვევებში, აუცილებელია პლაზმაში ფოსტატის დონის შენარჩუნება ნორმის ფარგლებში (2-5 მგ/100 მლ ან 0.65-1.62მმოლ/ლ) ფოსფატების შემაკავშირებელი შესაბამისი საშუალებების პერორალური მიღებით ან დაბალფოსფატური დიეტით.
შრატში კალციუმი ფოსფატის (Ca x P) პროდუქტები არ უნდა აღემატებოდეს 70 მგ2/დლ2-ს.
D-რეზისტენტული რაქიტის (ოჯახური ჰიპოფოსფატემია) მქონე პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობენ როკალტროლით, უნდა გააგრძელონ ფოსფატებით პერორალური თერაპია. თუმცა, გასათვალისწინებელია როკალტროლის მიერ ნაწლავებში ფოსფატების შეწოვის სტიმულირების შესაძლებლობა, რადგან ამ ეფექტმა შეიძლება შეცვალოს ფოსფატების დანამატებზე საჭიროება.
ვინაიდან კალციტრიოლი ვიტამინ D-ს ყველაზე ეფექტური მეტაბოლიტია, როკალტროლით მკურნალობისას არ უნდა დაინიშნოს ვიტამინ D-ს სხვა პრეპარატები D ჰიპერვიტამინოზის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად.
თუ პაციენტი ერგოკალციფეროლიდან (ვიტამინი D2) გადაჰყავთ კალციტრიოლზე, სისხლში ერგოკალციფეროლის დონის ნორმალიზაციას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს (იხილეთ ჭარბი დოზა [2.7]).
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ როკალტროლს, თავიდან უნდა იქნას აცილებული დეჰირატაცია. შენარჩუნებული უნდა იყოს სითხეების ადექვატური მოხმარება.
- 4.2 ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა
გამოვლენილი უარყოფითი მოვლენების ფარმაკოდინამიკური პროფილის საფუძველზე, მიიჩნევა, რომ ეს პროდუქტი არის უსაფრთხო ან სავარაუდოდ არ ახდენს უარყოფით გავლენა აღნიშნულ მოქმედებებზე.
- 4.3 ლაბორატორიული ანალიზები
რეგულარული ლაბორატორიული გამოკვლევები, რომელთა ჩატარებაც მოითხოვება, არის შრატში კალციუმის, ფოსფორის, მაგნიუმის და ტუტე ფოსფატაზას დონეების განსაზღვრა, კალციუმისა და ფოსფატის შემცველობის კონტროლი სადღეღამისო შარდში. როკალტროლით მკურნალობის სტაბილიზაციის პერიოდში, შრატში კალციუმის დონეები უნდა შემოწმდეს სულ მცირე კვირაში ორჯერ (იხილეთ დოზირება და მიღების წესი [2.2]).
- 4.4 ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
პაციენტებმა მკაცრად უნდა დაიცვან რეკომენდებული დიეტა, ეს განსაკუთრებით ეხება კლაციუმის პრეპარატების მიღებას, ასევე თავიდან უნდა იქნას აცილებული კალციუმის შემცველი დამატებითი პრეპარატების უკონტროლო მიღება.
თიაზიდური შარდმდენების ერთდროული გამოყენება ზრდის ჰიპერკალციემიის განვითარების რისკს. პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ დიგიტალისის პრეპარატებს, კალციტრიოლის დოზა სიფრთხილით უნდა შეირჩეს, ვინაიდან ჰიპერკალციემიამ ამ პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს არითმიები (იხილეთ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები [2.4]).
არსებობს ფუნქციური ანტაგონიზმი ვიტამინ D-ს ანალოგებს, რომლებიც ხელს უწყობენ კალციუმის შეწოვას, და კორტიკოსტეროიდებს შორის, რომლებიც თრგუნავენ კალციუმის შეწოვას.
მაგნიუმის შემცველმა პრეპარატებმა (მაგ., ანტაციდები) შეიძლება გამოიწვიონ ჰიპერმაგნიემია და ამიტომ არ უნდა დაინიშნოს ქრონიკულ დიალიზზე მყოფ პაციენტებში როკალტროლით მკურნალობის დროს.
ვინადიან როკალტროლი ასევე ზეგავლენას ახდენს ფოსფატების ტრანსპორტირებაზე ნაწლავებში, თირკმლებსა და ძვლებში, ფოსფატების შემაკავშირებელი საშუალებების დოზა უნდა დაკორექტირდეს შრატში ფოსფატების კონცენტრაციის მიხედვით (ნორმა: 2-5 მგ/100 მლ, ან 0.65-1.62 მმოლ/ლ).
ვიტამინ D-რეზისტენტული რაქიტის (ოჯახური ჰიპოფოსფატემია) მქონე პაციენტებმა უნდა გააგრძელონ ფოსფატების პერორალურად მიღება. თუმცა, გასათვალისწინებელია როკალტროლის მიერ ნაწლავებში ფოსფატების შეწოვის სტიმულირების შესაძლებლობა, რადგან ამ ეფექტმა შეიძლება შეცვალოს ფოსფატების დანამატებზე საჭიროება.
ნაღვლის მჟავას სეკვესტრანტებმა, მათ შორის ქოლესტირამინმა შეიძლება შეამცირონ ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვა ნაწლავებიდან და შესაბამისად, დაარღვიონ ნაწლავებიდან კალციტრიოლის შეწოვაც.
- 5 გამოყენება განსაკუთრებულ პოპულაციებში
- 5.1 ორსულობა
ორსულ კურდღლებში ვიტამინ D-ს თითქმის ფატალური პერორალური დოზების გამოყენებამ ნაყოფში აორტის სარქველზედა სტენოზი გამოიწვია. ადამიანებში ვიტამინ D-ს ტერატოგენობის მტკიცებულება არ არსებობს მისი მაღალი დოზებით გამოყენების დროსაც კი. როკალტროლის გამოყენება ორსულობის დროს შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
- 5.2 მეძუძური დედები
სავარაუდოდ, ეგზოგენური კალციტრიოლი აღწევს დედის რძეში. დედებში შესაძლო ჰიპერკალციემიისა და ჩვილებში როკალტროლის შესაძლო გვერდითი მოვლენების გათვალისწინებით, დედებს, რომლებიც იღებენ როკალტროლს, შეუძლიათ ბავშვის ძუძუთი კვება გააგრძელონ დედისა და ჩვილის შრატში კალციუმის დონეების მონიტორინგის პირობებში.
- 5.3 გამოყენება ბავშვებში
იხილეთ დოზირების ინსტრუქციები განსაკუთრებულ შემთხვევებში [2.2.1]
- 5.4 გამოყენება ხანდაზმულებში
იხილეთ დოზირების ინსტრუქციები განსაკუთრებულ შემთხვევებში [2.2.1]
- 5.5 თირკმლის უკმარისობა
იხილეთ დოზირების ინსტრუქციები განსაკუთრებულ შემთხვევებში [2.2.1]
- 6 არასასურველი ეფექტები
- 6.1 კლინიკური ცდები
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციების შემთხვევების შესახებ ცნობებუ მიღებულია როკალტროლის კვლევებიდან და პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან.
ყველაზე ხშირად გამოვლენილი უარყოფითი რეაქცია იყო ჰიპერკალციემია.
ცხრილში 1 ჩამოთვლილი უარყოფითი რეაქციები წარმოდგენილია სისტემურ ორგანოთა კლასისა და სიხშირის კატეგორიების მიხედვით, რომლებიც განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (1/100 - <1/10); არახშირი (1/1,000 - <1/100); იშვიათი (1/10,000 - <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000); ცნობილი არ არის (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით). თითოეული სიხშირის ჯგუფში არასასურველი ეფექტები ჩამოთვლილია სიმძიმის ხარისხის კლებადობის მიხედვით.
ცხრილი 1 წამლის უარყოფითი რეაქციების შეჯამება, რომლებიც ვითარდება როკალტროლის® (კალციტრიოლის) მიმღებ პაციენტებში
სისტემურ ორგანოთა კლასი
ძალიან ხშირი
ხშირი
არახშირი
ცნობილი არ არის
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
მომატებული მგრძნობელობა,
ჭინჭრის ციება
დარღვევები კვებისა და მეტაბოლიზმის მხრივ
ჰიპერკალციემია
მადის დაქვეითება
პოლიდიპსია, დეჰიდრატაცია
ფსიქიატრიული დარღვევები
აპათია
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
თავის ტკივილი
კუნთების სისუსტე, სენსორული დარღვევები
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
მუცლის ტკივილი, გულისრევა
ღებინება
ყაბზობა, მუცლის ზედა ნაწილში ტკივილი
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
გამონაყარი
ერითემა, ქავილი
დარღვევები ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ
ზრდის შეფერხება
დარღვევები თირკმელებისა და საშარდე სისტემის მხრივ
საშარდე ტრაქტის ინფექცია
პოლიურია
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას
კალცინოზი, პირექსია, წყურვილი
გამოკვლევები
სისხლში კრეატინინის მომატება
წონაში მომატება
ვინაიდან კალციტრიოლი იყენებს ვიტამინ D-ს აქტივობას, შეიძლება განვითარდეს ისეთი უარყოფითი ეფექტები, როგორიც ვლინდება ვიტამინ D-ს ჭარბი დოზის მიღებისას, ე.ი. ჰიპერკალციემიის სინდრომი ან კალციუმით ინტოქსიკაცია (ჰიპერკალციემიის სიმძიმისა და ხანგრძლივობის მიხედვით) (იხილეთ დოზირება და მიღების წესი [2.2], და გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები [2.4]). ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს მწვავე სიმპტომები, მათ შორის მადის დაქვეითება, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი ან ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში და ყაბზობა.
კალციტრიოლის ხანმოკლე ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდის გამო, ფარმაკოკინეტიკური გამოკვლევებით დადგინდა, რომ შტატში კალციუმის გაზრდილი ოდენობა მკურნალობის მოხსნიდან რამდენიმე დღეში ნორმალიზდება, ანუ უფრო სწრაფად, ვიდრე D3 ვიტამინით მკურნალობისას.
ქრონიკული ეფექტები შეიძლება მოიცავდეს კუნთების სისუსტეს, წონაში კლებას, სენსორულ დარღვევებს, პირექსიას, წყურვილს, პოლიდიფსიას, პოლიურიას, დეჰიდრატაციას, აპათიას, ზრდის შეფერხებას და საშარდე ტრაქტის ინფექციებს.
თუ იმავდროულად ჰიპერკალციემია და ჰიპერფოსფატემია არის შესაბამისად >6 მგ/100მლ ან >1.9მმოლ/ლ, შეიძლება განვითარდეს კალცინოზი, რაც ჩანს რადიოლოგიურად.
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის, გამონაყარი, ერითემა, ქავილი და ურტიკარია, შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობიარე პირებში.
- 6.1.1 დარღვევები ლაბორატორიულ ანალიზებში
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ქრონიკული ჰიპერკალციემია შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლში კრეატინინის მომატებასთან.
- 6.2 პოსტმარკეტინგი
15 წლის განმავლობაში როკალტროლის კლინიკური გამოყენების შედეგად მოპოვებული ცნობები უარყოფითი ეფექტების რაოდენობის შესახებ ყველა ჩვენებისას არის ძალიან დაბალი, თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალური ეფექტით, მათ შორის ჰიპერკალციემიით, რაც ვითარდება 0.001% ან ნაკლები სიხშირით.
- 7 ჭარბი დოზა
ასიმპტომური ჰიპერკალციემიის მკურნალობა: (იხ. დოზირება და მიღების წესი [2.2]). ვინაიდან კალციტრიოლი არის D ვიტამინის წარმოებული, მისი ჭარბი დოზით მიღების სიმპტომები ისეთივეა, როგორიც D ვიტამინის ჭარბი დოზით მიღების დროს. კალციუმისა და ფოსფატის მაღალი დოზით მიღებამ როკალტროლთან ერთად, შეიძლება ასევე გამოიწვიოს მსგავსი სიმპტომები. შრატში კალციუმისა და ფოსფატის პროდუქტის (Ca x P) შემცელობამ არ უნდა გადააჭარბოს 70მგ2/დლ2-ს. დიალიზზე მყოფი პაციენტების შემთხვევაში, კალციუმის მაღალმა დონემ შეიძლება ხელი შეუწყოს ჰიპერკალციემიის განვითარებას.
D ვიტამინით ინტოქსიკაციის მწვავე სიმპტომებია: ანორექსია, თავის ტკივილი, ღებინება, ყაბზობა.
ქრონიკული სიმპტომები: დისტროფია (სისუსტე, წონაში კლება), სენსორული დარღვევები, შესაძლოა ცხელება წყურვილით, პოლიურია, დეჰიდრატაცია, აპათია, ზრდაში შეფერხება და საშარდე ტრაქტის ინფექციები. ჰიპერკალცეიმია იწვევს თირკმლის ქერქის, მიოკარდიუმის, ფილტვებისა და პანკრეასის მეტასტაზურ კალციფიკაციას.
ჭარბი დოზის შემთხვევით მიღებისას მკურნალობის ფარგლებში განხილული უნდა იყოს შემდეგი ზომების მიღება: კუჭ-ნაწლავის დაუყოვნებლივი ამორეცხვა ან ღებინების გამოწვევა შემდგომი აბსორბციის თავიდან ასაცილებლად. თხევადი პარაფინის მიღება ფეკალური გამოყოფის ხელშეწყობისათვის. რეკომენდებულია შრატში კალციუმის შემცველობის განმეორებით განსაზღვრა. თუ კალციუმის დონეების მატება შრატში გრძელდება, შეიძლება ფოსფატების და კორტისტეროიდების გამოყენება და ზომები მიღება ადეკვატური დიურეზისთვის.
- ფარმაკოლოგიური თვისებები და ეფექტები
- 1 ფარმაკოდინამიკური თვისებები
- 1.1 მოქმედების მექანიზმი
კალციტრიოლი ვიტამინ D3-ს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მეტაბოლიტია, რომელიც ასტიმულირებს ნაწლავებში კალციუმის ტრანსპორტს.
კალციტრიოლის ბიოლოგიური ეფექტები განპირობებულია D ვიტამინის რეცეპტორით, ბირთვული ჰორმონის რეცეპტორით, რომელიც გამოსახულია უჯრედების უმრავლესობაში და ფუნქციონირებს, როგორც ლიგანდით აქტივირებული ტრანსკრიპციის ფაქტორი, რომელიც უკავშირდება სპეციფიკურ დნმ უბნებს და ცვლის სამიზნე გენების ექსპრესიას.
ცნობილია კალციტრიოლის მოქმედების ორი უბანი - ნაწლავები და ძვლები.
კალციტრიოლის რეცეპტორ-შემაკავშირებელი ცილა გვხვდება ადამიანის ნაწლავების ლორწოში. დამატებითი მტკიცებულება აჩვენებს, რომ კალციტრიოლმა შეიძლება ასევე იმოქმედოს თირკმელზე და პარათიროიდულ ჯირკვლებზე. მწვავე ურემიის მქონე ვირთხებში კალციტრიოლმა აჩვენა ნაწლავების მიერ კალციუმის შეწოვის სტიმულირება.
ურემიის მქონე პაციენტებში თირკმელები სათანადოდ ვერ ახდენენ კალციტრიოლის სინთეზს, რომელიც არის D ვიტამინის პრეკურსორიდან წარმოქმნილი აქტიური ჰორმონი. შედეგად, ჰიპოკალციემია და მეორადი ჰიპერპარათიროიდიზმი წარმოადგენს თირკმლის უკმარისობის მეტაბოლური ძვლების დაავადების ძირითად მიზეზს. თუმცა, ამას ასევე ხელს უწყობს ძვლებისათვის სხვა ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც გროვდება ურემიის დროს (მაგ. ალუმინი).
როკალტროლის სასარგებლო ეფექტი თირკმლის ოსტეოდისტროფიის დროს არის ჰიპოკალციემიის და მეორადი ჰიპერპარათიროიდიზმის კორექციის შედეგი. გარკვეული არ არის წარმოქმნის თუ არა როკალტროლი სხვა დამოუკიდებელ ეფექტებს.
- 1.2 კლინიკური/ეფექტიანობის კვლევები
კალციტრიოლი ვიტამინ D3-ს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მეტაბოლიტია.
ჩვეულებრივ, წარმოიქმნება თირკმელში, მისი პრეკურსორიდან 25- ჰიდროქსიქოლეკალციფეროლი (25-HCC). ფიზიოლოგიურად, დღეში წარმოიქმნება 0,5-1,0 µგ და ძვლის სინთეზის მომატების პერიოდებში (მაგ. ზრდის დროს ან ორსულობისას) - უფრო მეტი ოდენობითაც. კალციტრიოლი ხელს უწყობს კალციუმის აბსორბციას კუჭში და არეგულირებს ძვლების მინერალიზაციას. კალციტრიოლის ერთი დოზის ფარმაკოლოგიური ეფექტი გრძელდება დაახლოებით 3-5 დღის განმავლობაში.
კალციტრიოლის ძირითადი ფუნქციაა კალციუმის ჰომეოსტაზის რეგულაცია, რაც მოიცავს სხეულის ჩონჩხის ოსტეობლასტურ მასტიმულირებელ ეფექტებს და ქმნის მყარ ფარმაკოლოგიურ საფუძველს თერაპიული ეფექტებისთვის ოსტეოპოროზის დროს.
თირკმლის დარღვევების მქონე პაციენტებში, ედგოგენური კალციტრიოლის სინთეზი შესაბამისად შეზღუდულია ან შეიძლება შეწყდეს კიდეც. აღნიშნული დეფიციტი ძირითად როლს ასრულებს თირკმლის ოსტეოდისტროფიის განვითარებაში.
თირკმლის ოსტეოდისტროფიის მქონე პაციენტებში, როკალტროლის ორალური გზით მიღება ნორმალურ ანორმალიზებს კალციუმის შემცირებულ ნაწლავურ აბსორბციას, ჰიპოკალციემიას, შრატში მომატებულ ტუტე ფოსფატაზას და შრატში პარათიროიდული ჰორმონის კონცენტრაციას. ხსნის ძვლებისა და კუნთების ტკივილს, აკორექტირებს ჰისტოლოგიურ ცვლილებებს, რომლებიც ვითარდება osteitis fibrosa-ს დროს და მინერალიზაციის სხვა დეფექტებს.
პოსტ-ქირურგიული ჰიპოპარათიროიდიზმის, იდიოპათური ჰიპოპარათიროიდიზმისა და ფსევდოჰიპოპარათიროიდიზმის მქონე პაციენტებში, ჰიპოკალციემია და მისი კლინიკური გამოვლინებები შემსუბუქდება როკალტროლით მკურნალობისას.
D-ვიტამინზე დამოკიდებულ რაქიტის მქონე პაციენტებში შრატში კალციტრიოლის დონეები უფრო დაბალია ან საერთოდ არ არის. რამდენადაც კალციტრიოლის ენდოგენური წარმოება თირკმელში არასაკმარისია, შემცვლელ თერაპიად განიხილება როკალტროლი.
D-ვიტამინის მიმართ რეზისტენტული რაქიტის და ჰიპოფოსფატემიის მქონე პაციენტებში, რომლებსაც შემცირებული აქვთ პლაზმაში კალციტრიოლის დონე, როკალტროლით მკურნალობა ამცირებს ფოსფატების ტუბულარულ ელიმინაციას და იმავდროულად ფოსფატებით მკურნალობასთან ერთად, არეგულირებს ძვლების განვითარებას.
რაქიტის სხვა ფორმების მქონე პაციენტებში, მაგ. ნეონატალური ჰეპატიტის, ბილიარული ათრეზიის, კისტინოზის დროს და საკვებში კალციუმისა და D ვიტამინის უკმარისობისას, როკალტროლით მკურნალობა ასევე სასარგებლოა.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
- 2.1 შეწოვა
როკალტროლის ერთი პერორალური დოზის 0.25-1.0 µგ მიღების შემდეგ პიკური კონცენტრაციები პლაზმაში მიიღწეოდა 2-6 საათში.
- 2.2 განაწილება
სისხლში გადასვლისას კალციტრიოლი და D ვიტამინის სხვა მეტაბოლიტები უკავშირდება სპეციფიკურ პლაზმურ ცილებს.
- 2.3 მეტაბოლიზმი
კალციტრიოლის ჰიდროქსილირება და ჟანგვა ხდება თირკმელებში და ღვიძლში სპეციფიკური ციტოქრომ P450 იზოფერმენტით; CYP24A1.
იდენტიფიცირებულია რამდენიმე მეტაბოლიტი D ვიტამინის აქტივობის სხვადასხვა ხარისხებით.
- 2.4 ელიმინაცია
პლაზმაში კალციტრიოლის ნახევარგამოყოფის პერიოდ მერყეობს 5-8 საათს შორის.
კალციტრიოლის ელიმინაციის და შეწოვის კინეტიკა ინარჩუნებს სწორხაზოვნებას დოზის ფართო სპექტრში 165 µგ ერთ ორალურ დოზამდე.
კალციტრიოლის ერთი დოზის ფარმაკოლოგიური ეფექტი გრძელდება მინიმუმ 4 დღე.
კალციტრიოლი გამოიყოფა ნაღველში და შეიძლება მოხვდეს ენტეროჰეპატურ ცირკულაციაში.
- 2.5 ფარმაკოკინეტიკა სპეციალურ პოპულაციებში
ნეფროტული სინდრომის მქონე პაციენტებში ან ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში კალციტრიოლის დონეები შრატში იყო დაქვეითებული და პიკური დონეების მიღწევის დრო იყო გახანგრძლივებული.
- 3 წინა-კლინიკური უსაფრთხოება
თაგვებსა და ვირთხებში სუბქრონიკულ ტოქსიკურობაზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დღეში 20 ნგ/კგ დოზის ორალური მიღებისას (ადამიანებში გამოსაყენებელ დოზაზე ორჯერ მეტი) 6 თვემდე პერიოდში კალციტრიოლი არ იწვევდა ან მინიმალურად იწვევდა უარყოფით ეფექტებს. გამოვლენილი ცვლილებები უპირატესად განპირობებული იყო პროლონგირებული ჰიპერკალცემიით.
- 3.1 ფერტილურობის დარღვევა
ვირთხებში ჩატარებულმა რეპროდუქციულობის კვლევებმა ტოქსიკურობაზე აჩვენა, რომ 300 ნგ/კგ-მდე დღეში (ადამიანებში გამოსაყენებლ დოზაზე 30-ჯერ მეტი) პერორალური დოზები უარყოფით გავლენას არ ახდენდა რეპროდუქციაზე. კურდღლებში, მრავალი ნაყოფის ანომალია დაფიქსირდა ორ ნაშიერში პერორალური ტოქსიკური დოზის 300 ნგ/კგ დღეში დედის მიერ მიღებისას და ერთ ნაშიერში 80 ნგ/კგ დოზის მიღებისას, მაგრამ არა დღეში 20 ნგ/კგ-ს (ადამიანებში გამოსაყენებლ დოზაზე ორჯერ მეტი) მიღებისას. მიუხედავად იმისა, რომ არ აღინიშნა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობები სამკურნალო ჯგუფებსა და საკონტროლო ჯგუფებს შორის ანომალიების მქონე ნაშიერების ან ნაყოფების რაოდენობის მხრივ, უარყოფილი არ უნდა იყოს მოსაზრება, რომ ეს მონაცემები განპირობებულია კალციტრიოლის მიღებით.
- ფარმაცევტული მახასიათებლები
- 1 შენახვა
კაფსულები ბლისტერში: არ შეინახოთ 250C-ზე ზემოთ, შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში და ბლისტერი შეინახეთ გარეთა კოლოფში სინათლისა და ტენისაგან დაცვის მიზნით.
კაფსულები ბოთლში: არ შეინახოთ 300C-ზე ზემოთ, შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში და ბოთლი შეინახეთ მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში სინათლისა და ტენისაგან დაცვის მიზნით.
ამ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
- 2 სპეციალური ინსტრუქციები გამოყენების და უტილიზაციის შესახებ
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
გამოუყენებელი/ვადაგასული პრეპარატები
ფარმაცევტული საშუალებების გარემოში მოხვედრა მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. პრეპარატების გადაყრა არ შეიძლება საკანალიზაციო ნარჩენებთან ერთად და თავიდან უნდა იქნას აცილებული გადაყრა საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. გამოიყენეთ დადგენილი „შემგროვებელი სისტემა“, თუ ასეთი არსებობს თქვენთან.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
- 3 შეფუთვები
კაფსულები (წითელი და თეთრი) 0.25 µგ 30,100
კაფსულები (წითელი) 0.5 µგ 30, 100
პრეპარატი: შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას
2020 წლის სექტემბრის მდგომარეობით
დამზადებულია კომპანიისთვის Atnahs Pharma UK Limited, Basildon გაერთიანებული სამეფო
Catalent Germany Eberbach GmbH-ს მიერ, ებერბახი, გერმანია
სექტემბერი 2020 ინფორმაცია პროდუქტის შესახებ FE/ინგლისური
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.