ფოლიუმის მჟავა-ნეო 5 მგ ტაბლეტების კომპონენტებს წარმოადგენენ B ჯგუფის ვიტამინები და აუცილებელია სისხლის წითელი უჯრედების ნორმალური ფორმირებისა და მომწიფებისთვის. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- folic acid
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ ტაბლეტი №100 (10X10)
- მწარმოებელი
- GPAX Pharmaceuticals Private Limited, ინდოეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიანემიური პრეპარატები, ფოლის მჟავა და წარმოებულები
- ATC კოდი
- B03BB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044614
- რეგისტრირებულია
- 16 იანვარი 2026, მოქმედებს 16 იანვარი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Hindaz Corporation LLP (ინდოეთი)
- განმცხადებელი
- ეთერ ჯაფარიძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ფოლიუმის მჟავა ნეო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ფოლიუმის მჟავა-ნეო 5 მგ ტაბლეტების კომპონენტებს წარმოადგენენ B ჯგუფის ვიტამინები და აუცილებელია სისხლის წითელი უჯრედების ნორმალური ფორმირებისა და მომწიფებისთვის.
ფოლიუმის მჟავა-ნეო 5 მგ ტაბლეტების გამოყენება შესაძლებელია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ ან პრევენციისთვის:
ფოლატის დეფიციტით გამოწვეული მეგალობლასტური ანემიის, მალაბსორბციის სინდრომების (მაგალითად, ცელიაკია ან სპრუ) და ორსულობის დროს ფოლატის მომატებული გამოყენების სამკურნალოდ. ის არ უნდა იქნას გამოყენებული დამოუკიდებლად დიაგნოზირებული მეგალობლასტური ანემიის დროს, მათ შორის ჩვილობის ასაკში, პერნიციოზული ანემიის ან უცნობი ეტიოლოგიის მაკროციტული ანემიის დროს, თუ არ არის კომბინირებული ჰიდროქსოკობალამინთან ადეკვატური რაოდენობით.
მედიკამენტებით გამოწვეული ფოლატის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის, მაგ. გამოწვეული ფენიტოინის, ფენობარბიტალის და პრიმიდონის მიღებით.
ქრონიკული ჰემოლიზის ან თირკმლის დიალიზის დროს ფოლიუმის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკისთვის.
ორსულობის დაგეგმვისას რისკის ქვეშ მყოფ ქალებში ნერვული მილის დეფექტების პრევენციისთვის.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ფოლიუმის მჟავა-ნეოს ტაბლეტები ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გადაყლაპეთ ტაბლეტები წყალთან ერთად.
დოზირება:
მოზრდილები (ხანდაზმულების ჩათვლით):
ფოლიუმის მჟავას დეფიციტის ანემიის სამკურნალოდ:
5 მგ დღეში 4 თვის განმავლობაში, დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 15 მგ-მდე დღეში.
გარკვეული მედიკამენტებით გამოწვეული ფოლიუმის მჟავას დეფიციტის პრევენციისთვის:

ფოლიუმის მჟავას დეფიციტის პრევენციისთვის, რომელიც გამოწვეულია სისხლის წითელი უჯრედების ხანგრძლივი დაზიანებით ან თირკმლის დიალიზით: 5 მგ ყოველ 1-7 დღეში.
ახალშობილებში ნერვული მილის დეფექტების პრევენციისთვის, როდესაც არსებობს ორსულობის დროს ჩვილის დაავადების რისკი:
5 მგ დღეში, დაწყებული ჩასახვამდე და გაგრძელებული პირველი სამი თვის განმავლობაში.
ორსულობის დროს ფოლიუმის მჟავას დეფიციტის სამკურნალოდ:
5 მგ დღეში, გაგრძელებული მშობიარობამდე.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში:
პატარა ასაკის ბავშვებისთვის უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატის უფრო შესაფერისი დოზირების ფორმა.

1-18 წლის ბავშვები:
5 მგ დღეში 4 თვის განმავლობაში. შემანარჩუნებელი დოზაა 5 მგ ყოველ 1-7 დღეში.
ჰემოლიზური ანემიის და მეტაბოლური დარღვევების სამკურნალოდ:
1-12 წლის ბავშვები: 2.5-5 მგ დღეში ერთხელ.
12-18 წლის ბავშვები: 5-10 მგ დღეში ერთხელ.
თირკმლის დიალიზის დროს ფოლატის დეფიციტის პრევენციისთვის:
1-12 წლის ბავშვები:
250 მიკროგრამი სხეულის წონის კილოგრამზე (მაქსიმუმ 10 მგ) დღეში ერთხელ.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დოზა
თუ თქვენ (ან სხვა ვინმემ) ერთდროულად მიიღეთ ტაბლეტების ჭარბი რაოდენობა ან თუ ეჭვი გაქვთ, რომ ბავშვმა შესაძლოა გადაყლაპა რამდენიმე ტაბლეტი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას ან აცნობეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ტაბლეტების მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგ მიიღეთ შემდეგი დოზა შესაბამის დროს.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის.
უკუჩვენებები
თუ ხართ ალერგიული ფოლიუმის მჟავა-ნეოს მიმართ ან ამ მედიკამენში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6).
B12 ვიტამინის არანამკურნალევი დეფიციტი, როგორიცაა გარკვეული ანემიების და მთელი ცხოვრების განმავლობაში ვეგეტარიანელობის დროს.
პერნიციოზული ანემია (B12 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ანემიის ფორმა) ან B12 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული სხვა მდგომარეობა.
ავთვისებიანი (სიმსივნური) დაავადება.
თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პირობა, ფოლიუმის მჟავა-ბეო ტაბლეტების მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ფოლიუმის მჟავა-ნეო ტაბლეტების მიღებამდე, თუ:
გაქვთ ფოლატზე დამოკიდებული სიმსივნე.
ხართ ორსულად
გაქვთ რაიმე დაავადება, რომელიც ამცირებს ორგანიზმში B12 ვიტამინის რაოდენობას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ეს აუცილებელია, რადგან ფოლიუმის მჟავა-ნეოს ტაბლეტებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედებაზე. ასევე, ზოგიერთმა სხვა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ფოლიუმის მჟავა-ნეოს ტაბლეტების ეფექტურობაზე.
კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს:
ანტიეპილეფსიური პრეპარატები (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ), როგორიცაა ფენიტოინი, ფენობარბიტალი, პრიმიდონი, ნატრიუმის ვალპროატი და კარბამაზეპინი
ანტიბიოტიკები (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ), როგორიცაა ტრიმეტოპრიმი, ქლორამფენიკოლი და კო-ტრიმოქსაზოლი
სულფასალაზინი (გამოიყენება წყლულოვანი კოლიტის, კრონის დაავადების ან რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ)
მეტოტრექსატი (გამოიყენება კრონის დაავადების, ფსორიაზის ან რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ)
ლითიუმი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისთვის
ტრიამტერენი, დიურეზული საშუალება (ასევე ცნობილია, როგორც „შარდმდენი ტაბლეტები“)
აირისა და ჰაერის ნარევი, რომელიც გამოიყენება ოპერაციამდე ძილის დროს ან ტკივილის შესამსუბუქებლად სიფხიზლის დროს
ალკოჰოლი
ასპირინი ტკივილგამაყუჩებლად ან სისხლის გასათხელებლად
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, გეგმავთ ორსულობას ან კვებავთ ძუძუთი ჩვილს, ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ფოლიუმის მჟავა-ნეოს ტაბლეტები შეიცავენ ლაქტოზას.
თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არის ცნობილი
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ფოლიუმის მჟავა-ნეო ტაბლეტებმაც შეიძლება გამოიწვიონ გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ გვერდით მოვლენას, თუ ისინი გაუარესდება ან შეამჩნევთ რომელიმე ჩამოთვლილ გვერდით მოვლენას:
იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1,000-დან 1-მდე ადამიანში):
ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა), მაგ., კანის ქავილი/სიწითლე, გამონაყარი.
მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია) –
სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, ან სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, შოკი (ცივი, ოფლიანი კანი, სუსტი პულსი, პირის სიმშრალე, გაფართოებული გუგები).
კუჭი და ნაწლავები:
მადის დაკარგვა, გულისრევა, სისავსის შეგრძნება, შებერილობა.
ჭარბი დოზა
სპეციალური პროცედურები ან ანტიდოტი სავარაუდოდ არ იქნება საჭირო.
შემადგენლობა
ფოლიუმის მჟავა-ნეო ტაბლეტები შედგება ფოლიუმის მჟავა-ნეო-სგან.
აქტიური ნივთიერებაა ფოლიუმის მჟავა-ნეო. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ აქტიურ ნივთიერებას.
დამხმარე ნივთიერებებია ლაქტოზის მონოჰიდრატი, კოლოიდური უწყლო კაჟბადი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა და მაგნიუმის სტეარატი.
ფოლიუმის მჟავა-ნეოს ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივად ამოზნექილი, გარსის გარეშე ტაბლეტები, ერთ მხარეს გამყოფი ხაზით და მეორე მხარეს გლუვი ზედაპირით.
ფოლიუმის მჟავა-ნეო ტაბლეტების ბლისტერული შეფუთვა შეიცავს 100 ტაბლეტს.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.
დაიცავით სინათლისგან.
არ გამოიყენოთ ფოლიუმის მჟავა ნეო ტაბლეტები ეტიკეტზე/მუყაოს კოლოფზე/ფლაკონზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს შესაბამისი თვის ბოლო დღეს.
მედიკამენტები არ უნდა გადაყაროთ ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ათქ კოდი: BO3BB01
ფოლიუმის მჟავა მიეკუთვნება B ვიტამინების ჯგუფს. იგი გამოიყენება ფოლატის დეფიციტის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
ფოლიუმის მჟავა სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ძირითადად წვრილი ნაწლავის პროქსიმალური ნაწილიდან. საკვებში შემავალ ფოლატებს კრისტალური ფოლიუმის მჟავის ბიოშეღწევადობა დაახლოებით ნახევარს შეადგენს. ბუნებრივად არსებული ფოლატის პოლიგლუტამატები ნაწლავში დიდწილად დეკონიუგირებულია და დიჰიდროფოლატ რედუქტაზას მეშვეობით გარდაიქმნება 5-მეთილტეტრაჰიდროფოლატამდე (5MTHF).
თერაპიულად მიღებული ფოლიუმის მჟავა პორტალურ ცირკულაციაში ძირითადად უცვლელი სახით ხვდება, რადგან ის დიჰიდროფოლატ-რედუქტაზას მიერ რედუქციის სუსტ სუბსტრატს წარმოადგენს.
განაწილება
პორტალური ცირკულაციის მეშვეობით. ბუნებრივად წარმოქმნილი ფოლატიდან 5MTHF ძირითადად უკავშირდება პლაზმას. ფოლატი ძირითადად ინახება ღვიძლში; ის ასევე აქტიურად გროვდება ცერებროსპინალურ სითხეში. ფოლატი გამოიყოფა დედის რძეში.
მეტაბოლიზმი
თერაპიულად მიღებული ფოლიუმის მჟავა პლაზმასა და ღვიძლში გარდაიქმნება მეტაბოლურად აქტიურ ფორმად 5MTHF. ფოლატი გადის ენტეროჰეპატურ ციკლს.
გამოყოფა
ფოლატის მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდში. ჭარბი ფოლატი გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით. ფოლიუმის მჟავა გამოიყოფა ჰემოდიალიზის საშუალებით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ: ინფორმაცია პაციენტებისათვის
ფოლიუმის მჟავა-ნეო
ფოლიუმის მჟავა 5 მგ ტაბლეტები
ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშნელოვან ინფორმაციებს.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. ნუ გადასცემთ მას სხვას გამოყენების მიზნით. შესაძლოა პრეპარატმა ზიანი მიაყენოს სხვას იმ შემთხვევაშიც, თუ მასაც აღენიშნება თქვენი დაავადების მსგავსი სიმპტომები.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, აცნობეთ თქვენს ექიმს. ეს ეხება ასევე შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
- რას წარმოადგენს ფოლიუმის მჟავა-ნეო 5 მგ ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
- ინფორმაცია ფოლიუმის მჟავა-ნეო 5 მგ ტაბლეტების გამოყენებამდე
- ფოლიუმის მჟავა-ნეო 5 მგ ტაბლეტების მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- ფოლიუმის მჟავა-ნეო 5 მგ ტაბლეტების შენახვის პირობები
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
- რას წარმოადგენს ფოლიუმის მჟავა-ნეო 5 მგ ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
ფოლიუმის მჟავა-ნეო 5 მგ ტაბლეტების კომპონენტებს წარმოადგენენ B ჯგუფის ვიტამინები და აუცილებელია სისხლის წითელი უჯრედების ნორმალური ფორმირებისა და მომწიფებისთვის.
ფოლიუმის მჟავა-ნეო 5 მგ ტაბლეტების გამოყენება შესაძლებელია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ ან პრევენციისთვის:
ფოლატის დეფიციტით გამოწვეული მეგალობლასტური ანემიის, მალაბსორბციის სინდრომების (მაგალითად, ცელიაკია ან სპრუ) და ორსულობის დროს ფოლატის მომატებული გამოყენების სამკურნალოდ. ის არ უნდა იქნას გამოყენებული დამოუკიდებლად დიაგნოზირებული მეგალობლასტური ანემიის დროს, მათ შორის ჩვილობის ასაკში, პერნიციოზული ანემიის ან უცნობი ეტიოლოგიის მაკროციტული ანემიის დროს, თუ არ არის კომბინირებული ჰიდროქსოკობალამინთან ადეკვატური რაოდენობით.
მედიკამენტებით გამოწვეული ფოლატის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის, მაგ. გამოწვეული ფენიტოინის, ფენობარბიტალის და პრიმიდონის მიღებით.
ქრონიკული ჰემოლიზის ან თირკმლის დიალიზის დროს ფოლიუმის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკისთვის.
ორსულობის დაგეგმვისას რისკის ქვეშ მყოფ ქალებში ნერვული მილის დეფექტების პრევენციისთვის.
- ინფორმაცია ფოლიუმის მჟავა-ნეო 5 მგ ტაბლეტების გამოყენებამდე
არ შეიძლება ფოლიუმის მჟავა-ნეოს 5 მგ ტაბლეტების გამოყენება, თუ:
თუ ხართ ალერგიული ფოლიუმის მჟავა-ნეოს მიმართ ან ამ მედიკამენში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6).
B12 ვიტამინის არანამკურნალევი დეფიციტი, როგორიცაა გარკვეული ანემიების და მთელი ცხოვრების განმავლობაში ვეგეტარიანელობის დროს.
პერნიციოზული ანემია (B12 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ანემიის ფორმა) ან B12 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული სხვა მდგომარეობა.
ავთვისებიანი (სიმსივნური) დაავადება.
თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პირობა, ფოლიუმის მჟავა-ბეო ტაბლეტების მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ფოლიუმის მჟავა-ნეო ტაბლეტების მიღებამდე, თუ:
გაქვთ ფოლატზე დამოკიდებული სიმსივნე.
ხართ ორსულად
გაქვთ რაიმე დაავადება, რომელიც ამცირებს ორგანიზმში B12 ვიტამინის რაოდენობას.
სხვა მედიკამენტები და ფოლიუმის მჟავა-ნეოს ტაბლეტები
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ეს აუცილებელია, რადგან ფოლიუმის მჟავა-ნეოს ტაბლეტებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედებაზე. ასევე, ზოგიერთმა სხვა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ფოლიუმის მჟავა-ნეოს ტაბლეტების ეფექტურობაზე.
კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს:
ანტიეპილეფსიური პრეპარატები (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ), როგორიცაა ფენიტოინი, ფენობარბიტალი, პრიმიდონი, ნატრიუმის ვალპროატი და კარბამაზეპინი
ანტიბიოტიკები (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ), როგორიცაა ტრიმეტოპრიმი, ქლორამფენიკოლი და კო-ტრიმოქსაზოლი
სულფასალაზინი (გამოიყენება წყლულოვანი კოლიტის, კრონის დაავადების ან რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ)
მეტოტრექსატი (გამოიყენება კრონის დაავადების, ფსორიაზის ან რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ)
ლითიუმი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისთვის
ტრიამტერენი, დიურეზული საშუალება (ასევე ცნობილია, როგორც „შარდმდენი ტაბლეტები“)
აირისა და ჰაერის ნარევი, რომელიც გამოიყენება ოპერაციამდე ძილის დროს ან ტკივილის შესამსუბუქებლად სიფხიზლის დროს
ალკოჰოლი
ასპირინი ტკივილგამაყუჩებლად ან სისხლის გასათხელებლად
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, გეგმავთ ორსულობას ან კვებავთ ძუძუთი ჩვილს, ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ფოლიუმის მჟავა-ნეოს ტაბლეტები შეიცავენ ლაქტოზას.
თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
- ფოლიუმის მჟავა-ნეოს ტაბლეტების მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ ფოლიუმის მჟავა-ნეოს ტაბლეტები ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გადაყლაპეთ ტაბლეტები წყალთან ერთად.
დოზირება:
მოზრდილები (ხანდაზმულების ჩათვლით):
ფოლიუმის მჟავას დეფიციტის ანემიის სამკურნალოდ:
5 მგ დღეში 4 თვის განმავლობაში, დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 15 მგ-მდე დღეში.
გარკვეული მედიკამენტებით გამოწვეული ფოლიუმის მჟავას დეფიციტის პრევენციისთვის:
5 მგ დღეში 4 თვის განმავლობაში, დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 15 მგ-მდე დღეში.
ფოლიუმის მჟავას დეფიციტის პრევენციისთვის, რომელიც გამოწვეულია სისხლის წითელი უჯრედების ხანგრძლივი დაზიანებით ან თირკმლის დიალიზით: 5 მგ ყოველ 1-7 დღეში.
ახალშობილებში ნერვული მილის დეფექტების პრევენციისთვის, როდესაც არსებობს ორსულობის დროს ჩვილის დაავადების რისკი:
5 მგ დღეში, დაწყებული ჩასახვამდე და გაგრძელებული პირველი სამი თვის განმავლობაში.
ორსულობის დროს ფოლიუმის მჟავას დეფიციტის სამკურნალოდ:
5 მგ დღეში, გაგრძელებული მშობიარობამდე.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში:
პატარა ასაკის ბავშვებისთვის უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატის უფრო შესაფერისი დოზირების ფორმა.
ფოლიუმის მჟავას დეფიციტის ანემიის სამკურნალოდ:
1-18 წლის ბავშვები:
5 მგ დღეში 4 თვის განმავლობაში. შემანარჩუნებელი დოზაა 5 მგ ყოველ 1-7 დღეში.
ჰემოლიზური ანემიის და მეტაბოლური დარღვევების სამკურნალოდ:
1-12 წლის ბავშვები: 2.5-5 მგ დღეში ერთხელ.
12-18 წლის ბავშვები: 5-10 მგ დღეში ერთხელ.
თირკმლის დიალიზის დროს ფოლატის დეფიციტის პრევენციისთვის:
1-12 წლის ბავშვები:
250 მიკროგრამი სხეულის წონის კილოგრამზე (მაქსიმუმ 10 მგ) დღეში ერთხელ.
12-18 წლის ბავშვები: 5-10 მგ დღეში ერთხელ.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დოზა
თუ თქვენ (ან სხვა ვინმემ) ერთდროულად მიიღეთ ტაბლეტების ჭარბი რაოდენობა ან თუ ეჭვი გაქვთ, რომ ბავშვმა შესაძლოა გადაყლაპა რამდენიმე ტაბლეტი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას ან აცნობეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ტაბლეტების მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგ მიიღეთ შემდეგი დოზა შესაბამის დროს.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ფოლიუმის მჟავა-ნეო ტაბლეტებმაც შეიძლება გამოიწვიონ გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ გვერდით მოვლენას, თუ ისინი გაუარესდება ან შეამჩნევთ რომელიმე ჩამოთვლილ გვერდით მოვლენას:
იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1,000-დან 1-მდე ადამიანში):
ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა), მაგ., კანის ქავილი/სიწითლე, გამონაყარი.
მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია) –
სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, ან სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, შოკი (ცივი, ოფლიანი კანი, სუსტი პულსი, პირის სიმშრალე, გაფართოებული გუგები).
კუჭი და ნაწლავები:
მადის დაკარგვა, გულისრევა, სისავსის შეგრძნება, შებერილობა.
- ფოლიუმის მჟავა ნეო ტაბლეტების შენახვის პირობები.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.
დაიცავით სინათლისგან.
არ გამოიყენოთ ფოლიუმის მჟავა ნეო ტაბლეტები ეტიკეტზე/მუყაოს კოლოფზე/ფლაკონზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს შესაბამისი თვის ბოლო დღეს.
მედიკამენტები არ უნდა გადაყაროთ ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
რას შეიცავს ფოლიუმის მჟავა-ნეო ტაბლეტები
ფოლიუმის მჟავა-ნეო ტაბლეტები შედგება ფოლიუმის მჟავა-ნეო-სგან.
აქტიური ნივთიერებაა ფოლიუმის მჟავა-ნეო. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ აქტიურ ნივთიერებას.
დამხმარე ნივთიერებებია ლაქტოზის მონოჰიდრატი, კოლოიდური უწყლო კაჟბადი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა და მაგნიუმის სტეარატი.
ფოლიუმის მჟავა-ნეოს ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივად ამოზნექილი, გარსის გარეშე ტაბლეტები, ერთ მხარეს გამყოფი ხაზით და მეორე მხარეს გლუვი ზედაპირით.
ფოლიუმის მჟავა-ნეო ტაბლეტების ბლისტერული შეფუთვა შეიცავს 100 ტაბლეტს.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
GPAX Pharmaceuticals Pvt. Ltd.
ნაკვეთის ნომერი: 646/1 და 2,
აგრავალის სამრეწველო ზონა,
სომნათის გზა, დაბჰელი,
დამანი (UT)- 396 210
წინამდებარე ინსტრუქციის ბოლო შემოწმების თარიღია 2024 წლის დეკემბერი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.