ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა (მაკროციტული ჰიპერქრომული ანემია, სამკურნალო საშუალებებით და მაიონიზებელი რადიაციით გამოწვეული ანემია და ლეიკოპენია, მეგალობლასტური ანემია, სიდერობლასტური ანემია ხანდაზმულ პაციენტებში, წვრილი ნაწლავის დაავადებებით გამოწვეული ანემიები, სპრუ, …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- folic acid
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Replek Farm Ltd., Skopje(მაკედონია)), საქართველო
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიანემიური პრეპარატები, ფოლის მჟავა და წარმოებულები
- ATC კოდი
- B03BB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043423
- რეგისტრირებულია
- 19 ივნისი 2025, მოქმედებს 19 ივნისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „AVERSI-RATIONAL“ LTD (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-რაციონალი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლომპასარი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა (მაკროციტული ჰიპერქრომული ანემია, სამკურნალო საშუალებებით და მაიონიზებელი რადიაციით გამოწვეული ანემია და ლეიკოპენია, მეგალობლასტური ანემია, სიდერობლასტური ანემია ხანდაზმულ პაციენტებში, წვრილი ნაწლავის დაავადებებით გამოწვეული ანემიები, სპრუ, მალაბსორბციის სინდრომი);
არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვებით გამოწვეული ფოლის მჟავას დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში;
ორსულობისას ნაყოფის ნერვული მილის განვითარების დეფექტების პროფილაქტიკა;
ფოლის მჟავას ანტაგონისტებით (მეტოტრექსატი, კომბინაცია სულფამეტოქსაზოლი/ ტრიმეტოპრიმი), კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებით (ფენიტოინი, პრიმიდონი, ფენობარბიტალი) ხანგრძლივი მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება
მოზარდები (მათ შორის ასაკოვნებიც):
ფოლის მჟავას დეფიციტით განპირობებული მეგალობლასტური ანემიის სამკურნალოდ და სამკურნალო საშუალებებით გამოწვეული ფოლის მჟავას დეფიციტის დროს:
ინიშნება 5 მგ დღეში 4 თვის განმავლობაში; მალაბსორბციის დროს შესაძლოა დოზირება გაიზარდოს 15 მგ-მდე დღეში.
ნაყოფის ნერვული მილის პათოლოგიური განვითარების რისკის მქონე ქალებში: ინიშნება დოზით 5 მგ დღეში 4 კვირის განმავლობაში დაგეგმილ ორსულობამდე. მიღებას განაგრძობენ ორსულობის I ტრიმესტრის განმავლობაში.
ორსულები:
ფოლის მჟავას დადგენილი დეფიციტის დროს: 5 მგ დღეში ორსულობის ბოლომდე.
პედიატრიული პოპულაცია:
ფოლის მჟავას დეფიციტით განპირობებული მეგალობლასტური ანემიის სამკურნალოდ: ბავშვებში 1-18 წლამდე: 5 მგ დღეში 4 თვის განმავლობაში; შემანარჩუნებელი დოზაა 5 მგ ყოველ 1-7 დღეს.
ჰემოლიზური ანემიისა და მეტაბოლური დაავადებების სამკურნალოდ:
ბავშვებში 1-12 წლამდე: 2.5-5 მგ დღეში ერთხელ;
ბავშვებში 12-18 წლამდე: 5-10 მგ დღეში ერთხელ.
ფოლის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკა თირკმლის დიალიზის დროს:
ბავშვებში 1-12 წლამდე: 250 მკგ/კგ (მაქს. 10 მგ) დღეში ერთხელ;

უკუჩვენებები
პერნიციოზული ანემია;
ავთვისებიანი წარმონაქმნები;
ციანოკობალამინის დეფიციტი;
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
ლომპასარი არ გამოიყენება B12-დეფიციტური (პერნიციოზული), ნორმოციტული და აპლასტიური ანემიის დროს. მეგალობლასტური ანემიის დროს გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ის გამოწვეულია ფოლის მჟავას დეფიციტით. პერნიციოზული ანემიის დროს ლომპასარი ჰემატოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესებასთან ერთად ნიღბავს ნევროლოგიურ გართულებებს.
ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებს სჭირდება ლომპასარის მაღალი დოზები.
ანტაციდების მიღება შესაძლებელია ლომპასარის მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ, ქოლესტირამინის – ლომპასარის მიღებამდე 4-6 სთ-ით ადრე ან მისი მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ.
ლომპასარის მაღალი დოზით ან ხანგრძლივი მიღებისას შესაძლოა სისხლში ვიტამინ B12-ის კონცენტრაციის დაქვეითება. ამიტომ პრეპარატის ხანგრძლივი მიღება უნდა მოხდეს ციანოკობალამინთან (B12) კომბინაციაში.
პრეპარატი არ ახდენს ეფექტურ მოქმედებას ნაყოფის ნერვული მილის განვითარების დეფექტების პროფილაქტიკის მიზნით თუ მისი მიღება დაწყებულია ორსულობის მეოთხე კვირაზე გვიან.
დაუშვებელია ფოლის მჟავის რუტინული გამოყენება კორონარების სტენტების მქონე პაციენტებში.
12 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.
შეფუთვა:
10 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ლომპასარი ამცირებს ტკივილგამაყუჩებელი და კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატების (ფენიტოინი, კარბამაზეპინი), ესტროგენების, პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტს. ანტაციდები (მათ შორის Ca2+, Al3+, Mg2+), ქოლესტირამინი, სულფონამინები აქვეითებს ფოლის მჟავას აბსორბციას. მეტოტრექსატი, პირიმეტამინი, ტრიამტერენი, ტრიმეტოპრიმი ახდენს დიჰიდროფოლატრედუქტაზას ინჰიბირებას და აქვეითებს ფოლის მჟავას ეფექტს. პაციენტებს, რომლებიც იღებენ ამ პრეპარატებს, ლომპასარის მაგივრად უნდა დაენიშნოს კალციუმის ფოლინატი. ფოლის მჟავა ამცირებს თუთიის აბსორბციას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატი გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: ანორექსია, გულისრევა, მუცლის შებერვა, მწარე გემო პირში.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ერითემა, ბრონქოსპაზმი, ქოშინი, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური რეაქციები (მათ შორის ანაფილაქსიური შოკი).
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს: ფოლის მჟავას - 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა :
3 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფოლის მჟავა მიეკუთვნება B ჯგუფის ვიტამინებს. ფოლის მჟავა მიეწოდება ორგანიზმს საკვებთან ერთად (ეგზოგენური ფოლის მჟავა) და სინთეზირდება ნაწლავური მიკროფლორის მიერ (ენდოგენური ფოლის მჟავა). ფოლის მჟავა დიჰიდროფოლატრედუქტაზას მოქმედებით ორგანიზმში გარდაიქმნება ტეტრაჰიდროფოლის მჟავად - კოფერმენტად, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებში. ფოლის მჟავა აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. პრეპარატი ვიტამინ B12-თან ერთად ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, პურინების, პირიმიდინების სინთეზში, ჰისტიდინის და ქოლინის ცვლაში. ორსულობის პერიოდში ფოლის მჟავა იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების დამაზიანებელი მოქმედებისგან, ხელს უწყობს პლაცენტის ნორმალურ მომწიფებას და ფუნქციონირებას.
ფარმაკოკინეტიკა:
ლომპასარი კუჭში უკავშირდება კასლის შინაგან ფაქტორს და სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, უმეტესად თორმეტგოჯა ნაწლავის ზედა ნაწილში. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლში მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 30-60 წთ-ის შემდეგ. პრეპარატი თითქმის მთლიანად უკავშირდება პლაზმის ცილებს. დეპონირდება და მეტაბოლიზდება ღვიძლში ტეტრაჰიდროფოლის მჟავას წარმოქმნით. გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერსა და პლაცენტაში, გადადის დედის რძეში. გამოიყოფა თირკმელებით როგორც უცვლელად, ასევე მეტაბოლიტების სახით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ლომპასარი
(LOMPASAR)
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ფოლის მჟავა;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ყვითელი ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე ტაბლეტები, ნარინჯისფერი ჩანართებით.
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს: ფოლის მჟავას - 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი.
გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები, 5 მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვიტამინური პრეპარატი.
ათქ-კოდი: B03BB01.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფოლის მჟავა მიეკუთვნება B ჯგუფის ვიტამინებს. ფოლის მჟავა მიეწოდება ორგანიზმს საკვებთან ერთად (ეგზოგენური ფოლის მჟავა) და სინთეზირდება ნაწლავური მიკროფლორის მიერ (ენდოგენური ფოლის მჟავა). ფოლის მჟავა დიჰიდროფოლატრედუქტაზას მოქმედებით ორგანიზმში გარდაიქმნება ტეტრაჰიდროფოლის მჟავად - კოფერმენტად, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებში. ფოლის მჟავა აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. პრეპარატი ვიტამინ B12-თან ერთად ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, პურინების, პირიმიდინების სინთეზში, ჰისტიდინის და ქოლინის ცვლაში. ორსულობის პერიოდში ფოლის მჟავა იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების დამაზიანებელი მოქმედებისგან, ხელს უწყობს პლაცენტის ნორმალურ მომწიფებას და ფუნქციონირებას.
ფარმაკოკინეტიკა:
ლომპასარი კუჭში უკავშირდება კასლის შინაგან ფაქტორს და სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, უმეტესად თორმეტგოჯა ნაწლავის ზედა ნაწილში. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლში მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 30-60 წთ-ის შემდეგ. პრეპარატი თითქმის მთლიანად უკავშირდება პლაზმის ცილებს. დეპონირდება და მეტაბოლიზდება ღვიძლში ტეტრაჰიდროფოლის მჟავას წარმოქმნით. გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერსა და პლაცენტაში, გადადის დედის რძეში. გამოიყოფა თირკმელებით როგორც უცვლელად, ასევე მეტაბოლიტების სახით.
ჩვენება:
ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა (მაკროციტული ჰიპერქრომული ანემია, სამკურნალო საშუალებებით და მაიონიზებელი რადიაციით გამოწვეული ანემია და ლეიკოპენია, მეგალობლასტური ანემია, სიდერობლასტური ანემია ხანდაზმულ პაციენტებში, წვრილი ნაწლავის დაავადებებით გამოწვეული ანემიები, სპრუ, მალაბსორბციის სინდრომი);
არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვებით გამოწვეული ფოლის მჟავას დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში;
ორსულობისას ნაყოფის ნერვული მილის განვითარების დეფექტების პროფილაქტიკა;
ფოლის მჟავას ანტაგონისტებით (მეტოტრექსატი, კომბინაცია სულფამეტოქსაზოლი/ ტრიმეტოპრიმი), კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებით (ფენიტოინი, პრიმიდონი, ფენობარბიტალი) ხანგრძლივი მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება:
მოზარდები (მათ შორის ასაკოვნებიც):
ფოლის მჟავას დეფიციტით განპირობებული მეგალობლასტური ანემიის სამკურნალოდ და სამკურნალო საშუალებებით გამოწვეული ფოლის მჟავას დეფიციტის დროს:
ინიშნება 5 მგ დღეში 4 თვის განმავლობაში; მალაბსორბციის დროს შესაძლოა დოზირება გაიზარდოს 15 მგ-მდე დღეში.
ნაყოფის ნერვული მილის პათოლოგიური განვითარების რისკის მქონე ქალებში: ინიშნება დოზით 5 მგ დღეში 4 კვირის განმავლობაში დაგეგმილ ორსულობამდე. მიღებას განაგრძობენ ორსულობის I ტრიმესტრის განმავლობაში.
ორსულები:
ფოლის მჟავას დადგენილი დეფიციტის დროს: 5 მგ დღეში ორსულობის ბოლომდე.
პედიატრიული პოპულაცია:
ფოლის მჟავას დეფიციტით განპირობებული მეგალობლასტური ანემიის სამკურნალოდ: ბავშვებში 1-18 წლამდე: 5 მგ დღეში 4 თვის განმავლობაში; შემანარჩუნებელი დოზაა 5 მგ ყოველ 1-7 დღეს.
ჰემოლიზური ანემიისა და მეტაბოლური დაავადებების სამკურნალოდ:
ბავშვებში 1-12 წლამდე: 2.5-5 მგ დღეში ერთხელ;
ბავშვებში 12-18 წლამდე: 5-10 მგ დღეში ერთხელ.
ფოლის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკა თირკმლის დიალიზის დროს:
ბავშვებში 1-12 წლამდე: 250 მკგ/კგ (მაქს. 10 მგ) დღეში ერთხელ;
ბავშვებში 12-18 წლამდე: 5-10 მგ დღეში ერთხელ.
გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: ანორექსია, გულისრევა, მუცლის შებერვა, მწარე გემო პირში.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ერითემა, ბრონქოსპაზმი, ქოშინი, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური რეაქციები (მათ შორის ანაფილაქსიური შოკი).
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება:
პერნიციოზული ანემია;
ავთვისებიანი წარმონაქმნები;
ციანოკობალამინის დეფიციტი;
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
ლომპასარი ამცირებს ტკივილგამაყუჩებელი და კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატების (ფენიტოინი, კარბამაზეპინი), ესტროგენების, პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტს. ანტაციდები (მათ შორის Ca2+, Al3+, Mg2+), ქოლესტირამინი, სულფონამინები აქვეითებს ფოლის მჟავას აბსორბციას. მეტოტრექსატი, პირიმეტამინი, ტრიამტერენი, ტრიმეტოპრიმი ახდენს დიჰიდროფოლატრედუქტაზას ინჰიბირებას და აქვეითებს ფოლის მჟავას ეფექტს. პაციენტებს, რომლებიც იღებენ ამ პრეპარატებს, ლომპასარის მაგივრად უნდა დაენიშნოს კალციუმის ფოლინატი. ფოლის მჟავა ამცირებს თუთიის აბსორბციას.
ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის გამოვლენილი.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატი გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები:
ლომპასარი არ გამოიყენება B12-დეფიციტური (პერნიციოზული), ნორმოციტული და აპლასტიური ანემიის დროს. მეგალობლასტური ანემიის დროს გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ის გამოწვეულია ფოლის მჟავას დეფიციტით. პერნიციოზული ანემიის დროს ლომპასარი ჰემატოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესებასთან ერთად ნიღბავს ნევროლოგიურ გართულებებს.
ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებს სჭირდება ლომპასარის მაღალი დოზები.
ანტაციდების მიღება შესაძლებელია ლომპასარის მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ, ქოლესტირამინის – ლომპასარის მიღებამდე 4-6 სთ-ით ადრე ან მისი მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ.
ლომპასარის მაღალი დოზით ან ხანგრძლივი მიღებისას შესაძლოა სისხლში ვიტამინ B12-ის კონცენტრაციის დაქვეითება. ამიტომ პრეპარატის ხანგრძლივი მიღება უნდა მოხდეს ციანოკობალამინთან (B12) კომბინაციაში.
პრეპარატი არ ახდენს ეფექტურ მოქმედებას ნაყოფის ნერვული მილის განვითარების დეფექტების პროფილაქტიკის მიზნით თუ მისი მიღება დაწყებულია ორსულობის მეოთხე კვირაზე გვიან.
დაუშვებელია ფოლის მჟავის რუტინული გამოყენება კორონარების სტენტების მქონე პაციენტებში.
12 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.
შეფუთვა:
10 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა :
3 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, დავით კობახიძის ქ. 33.
www.rational.ge
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.