ფოლის მჟავას დეფიციტთან დაკავშირებული ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა: მაკროციტური ანემია და ლეიკოპენია, რომელიც გამოწვეულია სამკურნალო საშუალებებით და იონიზირებული გამოსხივებით; მეგალობლასტური ანემია, პოსტრეზექციული ანემია, სიდერობლასტური ანემია ხანდაზმულ პაციენტებში; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- folic acid
- ფორმა და შეფუთვა
- 1მგ ტაბლეტი №50 პეტის კონტეინერში
- მწარმოებელი
- «Technolog» PJSC, უკრაინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიანემიური პრეპარატები, ფოლის მჟავა და წარმოებულები
- ATC კოდი
- B03BB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044598
- რეგისტრირებულია
- 13 იანვარი 2026, მოქმედებს 13 იანვარი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Technolog» PJSC (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „ნიფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ფოლის მჟავა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ფოლის მჟავას დეფიციტთან დაკავშირებული ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა: მაკროციტური ანემია და ლეიკოპენია, რომელიც გამოწვეულია სამკურნალო საშუალებებით და იონიზირებული გამოსხივებით; მეგალობლასტური ანემია, პოსტრეზექციული ანემია, სიდერობლასტური ანემია ხანდაზმულ პაციენტებში; ანემია ნაწლავის ანთებითი დაავადებების დროს (კრონის დაავადება, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი), მალაბსორბციის სინდრომი (გლუტენის ენტეროპათია ან ცელიაკია), სპრუ;
ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობად და არიან რისკ-ჯგუფში ნაყოფის თანდაყოლილი დეფექტების (ნერვული ღეროს დეფექტები, ჰიდროცეფალია, თავის ტვინის თიაქარი, „მგლის ხახა“, „კურდღლის ტუჩი“) განვითარების პრევენცია;
ხანგრძლივი მკურნალობა ფოლიუმის მჟავას ანტაგონისტებით (მეტოტრექსატი, სულფამეტოქსაზოლი/ტრიმეტოპრიმის კომბინაცია), კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები (ფენიტოინი, პრიმიდონი, ფენობარბიტალი);
ფოლის მჟავის დეფიციტი, რომელიც დაკავშირებულია არაბალანსირებულ ან არადამაკმაყოფილებელ კვებასთან;
მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობა, რომელიც გამოწვეულია სპერმატოგენეზის შემცირებით (ოლიგოსპერმია);
პოლინევრიტი და პოლინეიროპათია, მათ შორის ალკოჰოლური ეტიოლოგიის.
მიღების წესი და დოზირება
სამკურნალო საშუალება მიიღება პერორალურად.
თერაპიული მიზნებისთვის, მოზრდილებსა და მეძუძურ ქალებს ენიშნებათ 5 მგ-მდე დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 20-30 დღეს. რეკომენდებულია 2-3 კურსის ჩატარება 1-თვიანი ინტერვალით. პრეპარატის ხანგრძლივი დროით გამოყენებისას რეკომენდებულია ვიტამინი B12-ის (ციანოკობალამინის) კომბინირებული მიღება.
ქალებში, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას და ქალებში რომლებიც არიან რისკ-ჯგუფში ნაყოფში ნერვული სვეტის თანდაყოლილი დეფექტების განვითარების თავიდან ასაცილებლად, ორსულობის დაწყებამდე 4 კვირის განმავლობაში ინიშნება 5 მგ ყოველდღიურად და გრძელდება ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში.
არაბალანსირებულ ან არადამაკმაყოფილებელ კვებასთან დაკავშირებული ფოლიუმის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკისთვის - 1-5 მგ დღეში. მკურნალობის კურსი 20-30 დღეა.
1 თვის შემდეგ, რეკომენდებულია მკურნალობის კურსის გამეორება.
მეგალობლასტური ანემიის დროს, ფოლიუმის მჟავას 5 მგ დღეში ინიშნება 4 თვის განმავლობაში.
სპრუს, მაკროციტური ანემიის, მალაბსორბციის და ნაწლავების ანთებითი დაავადების მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია დღეში 5-15 მგ-ის მიღება.
მამაკაცის უნაყოფობის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია სპერმატოგენეზის შემცირებით (ოლიგოსპერმია), რეკომენდებული დოზაა 5 მგ (1 ტაბლეტი) დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად.
ბავშვები.
არ ინიშნება ბავშვებში.
უკუჩვენებები
ფოლის მჟავას ან სამკურნალო საშუალების სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები, ავთვისებიანი ანემია, არანამკურნალევი კობალამინის დეფიციტი.
სიფრთხილის ზომები
სამკურნალო საშუალება სიფრთხილით ინიშნება უცნობი ეტიოლოგიის ანემიის მქონე პაციენტებში, რადგან ფოლის მჟავამ შეიძლება ხელი შეუშალოს ავთვისებიანი ანემიის დიაგნოსტირებას, დაავადების ჰემატოლოგიური გამოვლინებების გაუმჯობესებით, თუმცა ამასთანავე გრძელდება ნევროლოგიური გართულებების პროგრესირება. პერნიციოზული ანემიის შემთხვევაში, პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ციანოკობალამინთან ერთად, რადგან ფოლის მჟავა, რომელიც ასტიმულირებს ჰემატოპოეზს, არ უშლის ხელს ნევროლოგიური გართულებების (ფუნიკულარული მიელოზი და ა.შ.) განვითარებას; სპრუს შემთხვევაში, ასკორბინის მჟავათან, ციანოკობალამინთან, ჰემოთერაპიასთან ერთად კომბინაციაში.
ფოლის მჟავას ხანგრძლივი გამოყენება, განსაკუთრებით მაღალი დოზებით, არ არის რეკომენდებული სისხლში ციანოკობალამინის დონის შემცირების რისკის გამო.
ფოლის მჟავით მკურნალობისას, აუცილებელია სისხლის მდგომარეობის სისტემატური კონტროლი.
ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას და ამიტომ არ არის რეკომენდებული მათი გამოყენება იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების მქონე პაციენტებისთვის, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას მძიმე უკამრისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია.
ხანდაზმული პაციენტებისთვის, ხანგრძლივი თერაპიის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს კობალამინის შეწოვის ტესტი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ფოლის მჟავამ შეიძლება შეამციროს ფენობარბიტალის, ფენიტოინის და პრიმიდონის პლაზმური კონცენტრაციები, რითაც ზრდის ეპილეფსიური კრუნჩხვების დაწყების რისკს. ქლორამფენიკოლმა და კო-ტრიმოქსაზოლმა შეიძლება ზეგავლენა იქონიონ ფოლატის მეტაბოლიზმზე. სულფასალაზინმა შეიძლება შეამციროს ფოლის მჟავის შეწოვის დონე. ფოლიუმის მჟავამ შეიძლება ზეგავლენა იქონიოს მეტოტრექსატის ტოქსიკურ და თერაპიულ მოქმედებაზე. ანტიბაქტერიულმა პრეპარატებმა, ციკლოსერინმა, გლუტეტიმიდმა შეიძლება გავლენა იქონიონ ფოლატის მეტაბოლიზმზე. ეთანოლმა და აცეტილსალიცილის მჟავამ შეიძლება გაზარდონ ფოლიუმის მჟავის ელიმინაცია. ქოლესტირამინისა და ფოლიუმის მჟავას ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ან შეცვალოს შეწოვა. ამიტომ, სამკურნალო საშუალების მიღება უნდა მოხდეს ქოლესტირამინის მიღებამდე 1 საათით ადრე ან მისი მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ.
ფოლატები აძლიერებენ ლითიუმის ეფექტურობას. აზოტის ოქსიდმა შეიძლება გამოიწვიოს ფოლის მჟავის მწვავე დეფიციტი. მოერიდეთ ფტორურაცილთან კომბინაციაში გამოყენებას. ალუმინის ან მაგნიუმის შემცველმა ანტაციდურმა პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ ფოლის მჟავას შეწოვა, ამიტომ პაციენტებს უნდა ურჩიონ ანტაციდების მიღება ფოლის მჟავას მიღებიდან 2 საათის შემდეგ. ფოლის მჟავას შეუძლია თუთიის შეწოვის შემცირება ნაწლავში. ფოლიუმის მჟავას დეფიციტი შეიძლება გამოწვეული იყოს ისეთი მედიკამენტებით, როგორიცაა პერორალური კონტრაცეპტივები, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატები, ალკოჰოლი, ფოლის მჟავას ანტაგონისტები, როგორიცაა პირიმეტამინი, ტრიამტერენი, ტრიმეტოპრიმი, სულფანილამიდები, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები, ქლორამფენიკოლი, ციტოსტატიკური საშუალებები და ტკივილგამაყუჩებლები.
სამკურნალო საშუალების გამოყენება არ შეიძლება მინერალურ მჟავებთან, ტუტე ნივთიერებებთან, აღმდგენ საშუალებებთან ერთად, რადგან ხდება ფოლის მჟავის ინაქტივაცია.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ეს სამკურნალო საშუალება არ არის განკუთვნილი ჯანმრთელი ორსული ქალებისთვის. პრეპარატს უნიშნავენ ფოლიუმის მჟავის დეფიციტის მქონე ორსულ ქალებს და რისკ-ჯგუფში მყოფ ქალებს, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას, ნაყოფში თანდაყოლილი მანკების განვითარების თავიდან ასაცილებლად: ნერვული ღეროს დეფექტები (ჰიდროცეფალია, თავის ტვინის თიაქარი, “მგლის ხახა”, “კურდღლის ტუჩი”).
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული დოზებით.
ფოლის მჟავა გამოიყოფა დედის რძეში.
ფოლის მჟავის დეფიციტი, ან ფოლიუმის მჟავის მეტაბოლიზმის დარღვევები, დაკავშირებულია თანდაყოლილ მანკებთან და ნერვული მილის ზოგიერთ დეფექტთან. ორსულობის ადრეულ ეტაპზე გარკვეული პრეპარატების, მაგალითად, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების მოქმედებით გამოწვეული ფოლიუმის მჟავის მეტაბოლიზმის დარღვევა ან ფოლის მჟავის დეფიციტი თანდაყოლილ ანომალიებს იწვევს.
ვიტამინის ან მისი მეტაბოლიტების არარსებობამ ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს სპონტანური აბორტის და საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხების გამოვლენაზე.
სატრანსპორტო საშუალების მართვისას ან სხვა მექანიზმების გამოყენებისას რეაქციის სიჩქარეზე გავლენის მოხდენის უნარი.
სათანადო გამოყენების შემთხვევაში, ფოლის მჟავა გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
სამკურნალო საშუალება კარგად გადაიტანება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ანორექსია, გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი, მწარე გემო პირში.
იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ერითემა, კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმით გამოწვეული ქოშინი, არტერიული ჰიპოტენზია, ანაფილაქსიური რეაქციები, შოკის ჩათვლით.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ცხელება, ღამის ძილის დარღვევა, კრუნჩხვები.
შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლის მილაკებში ეპითელური უჯრედების ჰიპერტროფია და მათი ფუნქციების დარღვევა.
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ძალიან დიდი დოზებით გამოყენებამ პაციენტს არ უნდა მიაყენოს ზიანი.
ფოლის მჟავას დოზის გადაჭარბებამ შეიძლება შენიღბოს ვიტამინი B12-ის დეფიციტი.
რეკომენდებული დოზების ხანგრძლივმა და მნიშვნელოვანმა გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ფოლაცინის კრისტალების საშიში დაგროვება, რაც იწვევს ორგანიზმის ინტოქსიკაციას და გვერდითი მოვლენების გაძლიერებას.
მკურნალობა: სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტა, სიმპტომური თერაპია.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ფოლიუმის მჟავა;
1 ტაბლეტი შეიცავს 1 მგ ან 5 მგ ფოლის მჟავას 100% უწყლო ნივთიერებაზე გადათვლით;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზებული სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.
წამლის ფორმა: ტაბლეტები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
1 მგ დოზიანი ტაბლეტი არის მრგვალი, ერთშრიანი ტაბლეტები, ღია ყვითელი ან ყვითელი ფერის, ბრტყელი ზედა და ქვედა ზედაპირებით და დამრეცი კიდეებით. ტაბლეტის ზედაპირზე შესაძლებელია იყოს მცირე ჩანართები. გატეხვის ადგილას გამადიდებელი შუშის ქვეშ ჩანს შედარებით ერთგვაროვანი სტრუქტურა;
5 მგ დოზიანი ტაბლეტი არის მრგვალი, ერთშრიანი ტაბლეტები, ყვითელი ან მუქი ყვითელი ფერის, ბრტყელი ზედა და ქვედა ზედაპირებით და დამრეცი კიდეებით. ტაბლეტის ზედაპირზე შესაძლებელია იყოს მცირე ჩანართები. გატეხვის ადგილას გამადიდებელი შუშის ქვეშ ჩანს შედარებით ერთგვაროვანი სტრუქტურა.
შენახვის პირობები
3 წელი.
შენახვის პირობები.
ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა.
50 ტაბლეტი თითო კონტეინერში; 1 კონტეინერი თითო კოლოფში.
გაცემის კატეგორია.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ინფორმაცია მწარმოებლის (განმცხადებლის) შესახებ.
კსს "ტექნოლოგი", უკრაინა, 20300, ჩერკასის ოლქი, ქ. უმანი, სტარაია პრორეზნაიას ქუჩა, 8.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფოლის მჟავა და მისი წარმოებულები. ფოლის მჟავა.
ათქ კოდი: B03BB01
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
სამკურნალო საშუალების მიღების შემდეგ ფოლის მჟავა აღდგება ტეტრაჰიდროფოლატამდე, რომელიც ასრულებს კოფერმენტის ფუნქციას და მონაწილეობს სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებში. ის აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების ფორმირებისთვის. ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების (მათ შორის მეთიონინის, სერინის, გლიცინის და ჰისტიდინის), ნუკლეინის მჟავების, პურინების და პირიმიდინების სინთეზში და მონაწილეობს ქოლინის მიმოცვლის პროცესში. ასრულებს დამცავ როლს ტერატოგენული ფაქტორებისგან. გარდა ამისა, ხელს უწყობს პლაცენტის ნორმალურ მომწიფებას და ფუნქციონირებას.
ფოლის მჟავა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სპერმატოზოიდის მომწიფების პროცესში და შეიძლება გამოყენებულ იქნას მამაკაცის უნაყოფობის სამკურნალოდ.
ფოლის მჟავის დეფიციტის დროს ვირთარდება მეგალობლასტური ტიპის სისხლის წარმოქმნა, რამაც ორსულ ქალებში შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის თანდაყოლილი მანკები (ნერვული მილის დეფექტები, ჰიდროცეფალია). ფოლის მჟავის დეფიციტის ძირითადი შედეგია დაზიანებული ქსოვილის აღდგენის უნარის შემცირება.
ფარმაკოკინეტიკა
ფოლის მჟავა კარგად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ძირითადად თორმეტგოჯა ნაწლავიდან და წვრილი ნაწლავიდან. ის თანაბრად ნაწილდება ყველა ქსოვილში და შერჩევით კონცენტრირდება ცერებროსპინალურ სითხეში. პლაზმაში ყველაზე მაღალი კონცენტრაცია მიიღწევა პერორალური მიღებიდან 30-60 წუთის შემდეგ.
პლაზმასა და ღვიძლში ის მეტაბოლიზდება 5-მეთილტეტრაჰიდროფოლატად, მოქმედ ნივთიერებად, რომელიც უკავშირდება გლუტამინის მჟავას წარმოქმნის კოფერმენტს. ფოლის მჟავის მთლიანი მარაგის დაახლოებით 50% ინახება ღვიძლში. დაახლოებით 70% უკავშირდება პლაზმურ ცილებს. გამოიყოფა შარდთან ერთად გორგლოვანი ფილტრაციით. 5 მგ დოზის მიღების შემდეგ ფოლიუმის მჟავა გამოიყოფა შარდთან ერთად 5 საათის განმავლობაში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ფოლის მჟავა
(Folic Acid)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: ფოლიუმის მჟავა;
1 ტაბლეტი შეიცავს 1 მგ ან 5 მგ ფოლის მჟავას 100% უწყლო ნივთიერებაზე გადათვლით;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზებული სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.
წამლის ფორმა: ტაბლეტები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
1 მგ დოზიანი ტაბლეტი არის მრგვალი, ერთშრიანი ტაბლეტები, ღია ყვითელი ან ყვითელი ფერის, ბრტყელი ზედა და ქვედა ზედაპირებით და დამრეცი კიდეებით. ტაბლეტის ზედაპირზე შესაძლებელია იყოს მცირე ჩანართები. გატეხვის ადგილას გამადიდებელი შუშის ქვეშ ჩანს შედარებით ერთგვაროვანი სტრუქტურა;
5 მგ დოზიანი ტაბლეტი არის მრგვალი, ერთშრიანი ტაბლეტები, ყვითელი ან მუქი ყვითელი ფერის, ბრტყელი ზედა და ქვედა ზედაპირებით და დამრეცი კიდეებით. ტაბლეტის ზედაპირზე შესაძლებელია იყოს მცირე ჩანართები. გატეხვის ადგილას გამადიდებელი შუშის ქვეშ ჩანს შედარებით ერთგვაროვანი სტრუქტურა.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ფოლის მჟავა და მისი წარმოებულები. ფოლის მჟავა.
ათქ კოდი: B03BB01
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
სამკურნალო საშუალების მიღების შემდეგ ფოლის მჟავა აღდგება ტეტრაჰიდროფოლატამდე, რომელიც ასრულებს კოფერმენტის ფუნქციას და მონაწილეობს სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებში. ის აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების ფორმირებისთვის. ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების (მათ შორის მეთიონინის, სერინის, გლიცინის და ჰისტიდინის), ნუკლეინის მჟავების, პურინების და პირიმიდინების სინთეზში და მონაწილეობს ქოლინის მიმოცვლის პროცესში. ასრულებს დამცავ როლს ტერატოგენული ფაქტორებისგან. გარდა ამისა, ხელს უწყობს პლაცენტის ნორმალურ მომწიფებას და ფუნქციონირებას.
ფოლის მჟავა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სპერმატოზოიდის მომწიფების პროცესში და შეიძლება გამოყენებულ იქნას მამაკაცის უნაყოფობის სამკურნალოდ.
ფოლის მჟავის დეფიციტის დროს ვირთარდება მეგალობლასტური ტიპის სისხლის წარმოქმნა, რამაც ორსულ ქალებში შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის თანდაყოლილი მანკები (ნერვული მილის დეფექტები, ჰიდროცეფალია). ფოლის მჟავის დეფიციტის ძირითადი შედეგია დაზიანებული ქსოვილის აღდგენის უნარის შემცირება.
ფარმაკოკინეტიკა
ფოლის მჟავა კარგად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ძირითადად თორმეტგოჯა ნაწლავიდან და წვრილი ნაწლავიდან. ის თანაბრად ნაწილდება ყველა ქსოვილში და შერჩევით კონცენტრირდება ცერებროსპინალურ სითხეში. პლაზმაში ყველაზე მაღალი კონცენტრაცია მიიღწევა პერორალური მიღებიდან 30-60 წუთის შემდეგ.
პლაზმასა და ღვიძლში ის მეტაბოლიზდება 5-მეთილტეტრაჰიდროფოლატად, მოქმედ ნივთიერებად, რომელიც უკავშირდება გლუტამინის მჟავას წარმოქმნის კოფერმენტს. ფოლის მჟავის მთლიანი მარაგის დაახლოებით 50% ინახება ღვიძლში. დაახლოებით 70% უკავშირდება პლაზმურ ცილებს. გამოიყოფა შარდთან ერთად გორგლოვანი ფილტრაციით. 5 მგ დოზის მიღების შემდეგ ფოლიუმის მჟავა გამოიყოფა შარდთან ერთად 5 საათის განმავლობაში.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
ფოლის მჟავას დეფიციტთან დაკავშირებული ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა: მაკროციტური ანემია და ლეიკოპენია, რომელიც გამოწვეულია სამკურნალო საშუალებებით და იონიზირებული გამოსხივებით; მეგალობლასტური ანემია, პოსტრეზექციული ანემია, სიდერობლასტური ანემია ხანდაზმულ პაციენტებში; ანემია ნაწლავის ანთებითი დაავადებების დროს (კრონის დაავადება, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი), მალაბსორბციის სინდრომი (გლუტენის ენტეროპათია ან ცელიაკია), სპრუ;
ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობად და არიან რისკ-ჯგუფში ნაყოფის თანდაყოლილი დეფექტების (ნერვული ღეროს დეფექტები, ჰიდროცეფალია, თავის ტვინის თიაქარი, „მგლის ხახა“, „კურდღლის ტუჩი“) განვითარების პრევენცია;
ხანგრძლივი მკურნალობა ფოლიუმის მჟავას ანტაგონისტებით (მეტოტრექსატი, სულფამეტოქსაზოლი/ტრიმეტოპრიმის კომბინაცია), კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები (ფენიტოინი, პრიმიდონი, ფენობარბიტალი);
ფოლის მჟავის დეფიციტი, რომელიც დაკავშირებულია არაბალანსირებულ ან არადამაკმაყოფილებელ კვებასთან;
მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობა, რომელიც გამოწვეულია სპერმატოგენეზის შემცირებით (ოლიგოსპერმია);
პოლინევრიტი და პოლინეიროპათია, მათ შორის ალკოჰოლური ეტიოლოგიის.
უკუჩვენებები.
ფოლის მჟავას ან სამკურნალო საშუალების სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები, ავთვისებიანი ანემია, არანამკურნალევი კობალამინის დეფიციტი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.
ფოლის მჟავამ შეიძლება შეამციროს ფენობარბიტალის, ფენიტოინის და პრიმიდონის პლაზმური კონცენტრაციები, რითაც ზრდის ეპილეფსიური კრუნჩხვების დაწყების რისკს. ქლორამფენიკოლმა და კო-ტრიმოქსაზოლმა შეიძლება ზეგავლენა იქონიონ ფოლატის მეტაბოლიზმზე. სულფასალაზინმა შეიძლება შეამციროს ფოლის მჟავის შეწოვის დონე. ფოლიუმის მჟავამ შეიძლება ზეგავლენა იქონიოს მეტოტრექსატის ტოქსიკურ და თერაპიულ მოქმედებაზე. ანტიბაქტერიულმა პრეპარატებმა, ციკლოსერინმა, გლუტეტიმიდმა შეიძლება გავლენა იქონიონ ფოლატის მეტაბოლიზმზე. ეთანოლმა და აცეტილსალიცილის მჟავამ შეიძლება გაზარდონ ფოლიუმის მჟავის ელიმინაცია. ქოლესტირამინისა და ფოლიუმის მჟავას ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ან შეცვალოს შეწოვა. ამიტომ, სამკურნალო საშუალების მიღება უნდა მოხდეს ქოლესტირამინის მიღებამდე 1 საათით ადრე ან მისი მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ.
ფოლატები აძლიერებენ ლითიუმის ეფექტურობას. აზოტის ოქსიდმა შეიძლება გამოიწვიოს ფოლის მჟავის მწვავე დეფიციტი. მოერიდეთ ფტორურაცილთან კომბინაციაში გამოყენებას. ალუმინის ან მაგნიუმის შემცველმა ანტაციდურმა პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ ფოლის მჟავას შეწოვა, ამიტომ პაციენტებს უნდა ურჩიონ ანტაციდების მიღება ფოლის მჟავას მიღებიდან 2 საათის შემდეგ. ფოლის მჟავას შეუძლია თუთიის შეწოვის შემცირება ნაწლავში. ფოლიუმის მჟავას დეფიციტი შეიძლება გამოწვეული იყოს ისეთი მედიკამენტებით, როგორიცაა პერორალური კონტრაცეპტივები, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატები, ალკოჰოლი, ფოლის მჟავას ანტაგონისტები, როგორიცაა პირიმეტამინი, ტრიამტერენი, ტრიმეტოპრიმი, სულფანილამიდები, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები, ქლორამფენიკოლი, ციტოსტატიკური საშუალებები და ტკივილგამაყუჩებლები.
სამკურნალო საშუალების გამოყენება არ შეიძლება მინერალურ მჟავებთან, ტუტე ნივთიერებებთან, აღმდგენ საშუალებებთან ერთად, რადგან ხდება ფოლის მჟავის ინაქტივაცია.
გამოყენების თავისებურებები
სამკურნალო საშუალება სიფრთხილით ინიშნება უცნობი ეტიოლოგიის ანემიის მქონე პაციენტებში, რადგან ფოლის მჟავამ შეიძლება ხელი შეუშალოს ავთვისებიანი ანემიის დიაგნოსტირებას, დაავადების ჰემატოლოგიური გამოვლინებების გაუმჯობესებით, თუმცა ამასთანავე გრძელდება ნევროლოგიური გართულებების პროგრესირება. პერნიციოზული ანემიის შემთხვევაში, პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ციანოკობალამინთან ერთად, რადგან ფოლის მჟავა, რომელიც ასტიმულირებს ჰემატოპოეზს, არ უშლის ხელს ნევროლოგიური გართულებების (ფუნიკულარული მიელოზი და ა.შ.) განვითარებას; სპრუს შემთხვევაში, ასკორბინის მჟავათან, ციანოკობალამინთან, ჰემოთერაპიასთან ერთად კომბინაციაში.
ფოლის მჟავას ხანგრძლივი გამოყენება, განსაკუთრებით მაღალი დოზებით, არ არის რეკომენდებული სისხლში ციანოკობალამინის დონის შემცირების რისკის გამო.
ფოლის მჟავით მკურნალობისას, აუცილებელია სისხლის მდგომარეობის სისტემატური კონტროლი.
ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას და ამიტომ არ არის რეკომენდებული მათი გამოყენება იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების მქონე პაციენტებისთვის, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას მძიმე უკამრისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია.
ხანდაზმული პაციენტებისთვის, ხანგრძლივი თერაპიის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს კობალამინის შეწოვის ტესტი.
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.
ეს სამკურნალო საშუალება არ არის განკუთვნილი ჯანმრთელი ორსული ქალებისთვის. პრეპარატს უნიშნავენ ფოლიუმის მჟავის დეფიციტის მქონე ორსულ ქალებს და რისკ-ჯგუფში მყოფ ქალებს, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას, ნაყოფში თანდაყოლილი მანკების განვითარების თავიდან ასაცილებლად: ნერვული ღეროს დეფექტები (ჰიდროცეფალია, თავის ტვინის თიაქარი, “მგლის ხახა”, “კურდღლის ტუჩი”).
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული დოზებით.
ფოლის მჟავა გამოიყოფა დედის რძეში.
ფოლის მჟავის დეფიციტი, ან ფოლიუმის მჟავის მეტაბოლიზმის დარღვევები, დაკავშირებულია თანდაყოლილ მანკებთან და ნერვული მილის ზოგიერთ დეფექტთან. ორსულობის ადრეულ ეტაპზე გარკვეული პრეპარატების, მაგალითად, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების მოქმედებით გამოწვეული ფოლიუმის მჟავის მეტაბოლიზმის დარღვევა ან ფოლის მჟავის დეფიციტი თანდაყოლილ ანომალიებს იწვევს.
ვიტამინის ან მისი მეტაბოლიტების არარსებობამ ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს სპონტანური აბორტის და საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხების გამოვლენაზე.
სატრანსპორტო საშუალების მართვისას ან სხვა მექანიზმების გამოყენებისას რეაქციის სიჩქარეზე გავლენის მოხდენის უნარი.
სათანადო გამოყენების შემთხვევაში, ფოლის მჟავა გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
მიღების წესი და დოზირება.
სამკურნალო საშუალება მიიღება პერორალურად.
თერაპიული მიზნებისთვის, მოზრდილებსა და მეძუძურ ქალებს ენიშნებათ 5 მგ-მდე დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 20-30 დღეს. რეკომენდებულია 2-3 კურსის ჩატარება 1-თვიანი ინტერვალით. პრეპარატის ხანგრძლივი დროით გამოყენებისას რეკომენდებულია ვიტამინი B12-ის (ციანოკობალამინის) კომბინირებული მიღება.
ქალებში, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას და ქალებში რომლებიც არიან რისკ-ჯგუფში ნაყოფში ნერვული სვეტის თანდაყოლილი დეფექტების განვითარების თავიდან ასაცილებლად, ორსულობის დაწყებამდე 4 კვირის განმავლობაში ინიშნება 5 მგ ყოველდღიურად და გრძელდება ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში.
არაბალანსირებულ ან არადამაკმაყოფილებელ კვებასთან დაკავშირებული ფოლიუმის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკისთვის - 1-5 მგ დღეში. მკურნალობის კურსი 20-30 დღეა.
1 თვის შემდეგ, რეკომენდებულია მკურნალობის კურსის გამეორება.
მეგალობლასტური ანემიის დროს, ფოლიუმის მჟავას 5 მგ დღეში ინიშნება 4 თვის განმავლობაში.
სპრუს, მაკროციტური ანემიის, მალაბსორბციის და ნაწლავების ანთებითი დაავადების მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია დღეში 5-15 მგ-ის მიღება.
მამაკაცის უნაყოფობის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია სპერმატოგენეზის შემცირებით (ოლიგოსპერმია), რეკომენდებული დოზაა 5 მგ (1 ტაბლეტი) დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად.
ბავშვები.
არ ინიშნება ბავშვებში.
დოზის გადაჭარბება.
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ძალიან დიდი დოზებით გამოყენებამ პაციენტს არ უნდა მიაყენოს ზიანი.
ფოლის მჟავას დოზის გადაჭარბებამ შეიძლება შენიღბოს ვიტამინი B12-ის დეფიციტი.
რეკომენდებული დოზების ხანგრძლივმა და მნიშვნელოვანმა გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ფოლაცინის კრისტალების საშიში დაგროვება, რაც იწვევს ორგანიზმის ინტოქსიკაციას და გვერდითი მოვლენების გაძლიერებას.
მკურნალობა: სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტა, სიმპტომური თერაპია.
გვერდითი მოვლენები.
სამკურნალო საშუალება კარგად გადაიტანება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ანორექსია, გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი, მწარე გემო პირში.
იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ერითემა, კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმით გამოწვეული ქოშინი, არტერიული ჰიპოტენზია, ანაფილაქსიური რეაქციები, შოკის ჩათვლით.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ცხელება, ღამის ძილის დარღვევა, კრუნჩხვები.
შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლის მილაკებში ეპითელური უჯრედების ჰიპერტროფია და მათი ფუნქციების დარღვევა.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
შენახვის პირობები.
ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა.
50 ტაბლეტი თითო კონტეინერში; 1 კონტეინერი თითო კოლოფში.
გაცემის კატეგორია.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ინფორმაცია მწარმოებლის (განმცხადებლის) შესახებ.
კსს "ტექნოლოგი", უკრაინა, 20300, ჩერკასის ოლქი, ქ. უმანი, სტარაია პრორეზნაიას ქუჩა, 8.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


