პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების სამკურნალო საშუალებები

ურსოფალკი

URSOFALK

ურეცეპტოდ250მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

პირველადი ბილიარული ციროზის (პირველადი ბილიარული ქოლანგიტი) სამკურნალოდ ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზის არარსებობისას; რენტგენოგამჭირვალე ქოლესტერინული ნაღვლის ბუშტის კენჭების დასაშლელად, რომელთა დიამეტრი 15 მმ-ზე ნაკლებია და არ არის დაჩრდილული რენტგენის სურათზე, პაციენტებში, რომელთა ნაღვლის ბუშტის ფუნქციები …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ursodeoxycholic acid
ფორმა და შეფუთვა
250მგ კაფსულა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ნაღვლის მჟავები და წარმოებულები
ATC კოდი
A05AA02
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0162
რეგისტრირებულია
1 აპრილი 2022, მოქმედებს 1 აპრილი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაურსოფალკი და სხვა წამალი ერთად

ურსოფალკი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პირველადი ბილიარული ციროზის (პირველადი ბილიარული ქოლანგიტი) სამკურნალოდ ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზის არარსებობისას;

რენტგენოგამჭირვალე ქოლესტერინული ნაღვლის ბუშტის კენჭების დასაშლელად, რომელთა დიამეტრი 15 მმ-ზე ნაკლებია და არ არის დაჩრდილული რენტგენის სურათზე, პაციენტებში, რომელთა ნაღვლის ბუშტის ფუნქციები ნარჩუნდება ნაღვლის ბუშტის კენჭების არსებობის მიუხედავად;

ნაღვლის ბუშტის/ქოლესტაზის საპროფილაქტიკოდ ღვიძლის ტრანსპლანტაციის მქონე პაციენტებში;

ორსულთა ინტრაჰეპატური ქოლესტაზის დროს;

ნაჩვენებია კისტოზურ ფიბროზთან დაკავშირებული ჰეპატობილიარული დაავადებების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება

რეკომენდებული დღიური დოზები სხვადასხვა ჩვენებისთვის არის:

პირველადი ბილიარული ციროზის (PBS) მკურნალობა

დღიური დოზა 14±2 მგ ურსოდეოქსიქოლის მჟავა/კგ (სხეულის წონაზე გადაანგარიშებით) (2-4 თანაბრად გაყოფილი დოზით ან ერთჯერადად).

ქოლესტერინული კენჭების დაშლა

10 მგ/კგ/დღეში ურსოდეოქსიქოლის მჟავა (ერთხელ საღამოს ძილის წინ)

ნაღვლის ბუშტში კენჭების/ქოლესტაზის პროფილაქტიკა ღვიძლის ტრანსპლანტაციის მქონე პაციენტებში

10-15 მგ/კგ/დღეში (2-4 თანაბრად გაყოფილი დოზა ან ერთჯერადად).

ორსულთა ინტრაჰეპატური ქოლესტაზის დროს

10-20 მგ/კგ/დღეში (2-4 თანაბრად გაყოფილი დოზით ან ერთჯერადად)

კისტოზურ ფიბროზთან დაკავშირებული ჰეპატობილიარული დაავადებების სამკურნალოდ

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში 20 მგ/კგ/დღეში (2-3 თანაბრად გაყოფილი დოზით ან ერთჯერადად); საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 30 მგ/კგ/დღეში.

ურსოდეოქსიქოლის მჟავის სუსპენზიის ფორმა შეიძლება გამოყენებულ იქნას პაციენტებში ყლაპვის გაძნელებით.

გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა

ქოლესტერინული ნაღვლის ბუშტის ქვების დაშლა

კაფსულები უნდა გადაიყლაპოს დაღეჭვის გარეშე, ცოტაოდენი წყლის ან სითხის დაყოლებით ყოველ საღამოს ძილის წინ.

ჩვეულებრივ 6-24 თვე სჭირდება ქოლესტერინული ნაღვლის ბუშტის კენჭების დაშლას. თუ ნაღვლის ბუშტის ქვების ზომა არ მცირდება მკურნალობის დაწყებიდან 12 თვის შემდეგ, მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს.

მკურნალობის მიმდინარეობა უნდა შემოწმდეს ექოსკოპიით ან რენტგენით 6 თვიანი ინტერვალით.

პირველადი ბილიარული ციროზის (PBS) სიმპტომური მკურნალობა

მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში ურსოფალკის® მიღება უნდა მოხდეს დაყოფილი დოზებით მთელი დღის განმავლობაში. ღვიძლის მაჩვენებლების გაუმჯობესებისას, დღიური დოზის მიღება შესაძლებელია ღამით ძილის წინ ერთხელ.

პირველადი ბილიარული ციროზის დროს ურსოფალკის® გამოყენების ლიმიტი არ არსებობს.

პირველადი ბილიარული ციროზის მქონე პაციენტებში, იშვიათ შემთხვევებში, მკურნალობის დასაწყისში შეიძლება აღინიშნოს დაავადების სიმპტომების გაუარესება (როგორიცაა ქავილი და ა.შ.). ასეთი მდგომარეობის შემთხვევაში, ურსოფალკით® მკურნალობა გრძელდება 1 კაფსულით დღეში, ხოლო დღიური დოზა იზრდება 1 კაფსულით ყოველ კვირას, რეკომენდებულ დოზამდე.

გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა უნდა დაიგეგმოს ექიმის შეხედულებისამებრ, ნაღვლის ბუშტის კენჭების/ქოლესტაზის პროფილაქტიკისთვის პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ღვიძლის ტრანსპლანტაცია, ორსულთა ინტრაჰეპატური ქოლესტაზის სამკურნალოდ და კისტოზურ ფიბროზთან დაკავშირებული ჰეპატობილიარული დაავადებების სამკურნალოდ.

მიღების წესი

კაფსულების მიღება უნდა მოხდეს რეგულარულად.

კაფსულები უნდა გადაიყლაპოს დაუღეჭავად სითხის მიყოლებით ღამით ძილის წინ.

კაფსულები უნდა გადაიყლაპოს დაუღეჭავად სითხესთან ერთად.

ურსოდეოქსიქოლის მჟავის სუსპენზიის ფორმა შეიძლება გამოყენებულ იქნას 47 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე პაციენტებში და ყლაპვის გაძნელების მქონე პაციენტებში.

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ

ღვიძლის უკმარისობა

დოზირების რეკომენდაციებისთვის იხ. „პირველადი ბილიარული ციროზის (PBS) სიმპტომური მკურნალობა“ პარაგრაფში „დოზირება და მიღების წესი“.

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექციის რეკომენდაციები ცნობილი არ არის.

პედიატრიული პოპულაცია

ურსოფალკის® გამოყენებისთვის ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს. პედიატრიულ პოპულაციაში ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ არსებობს არასაკმარისი მტკიცებულება. ურსოფალკის® გამოყენება დამოკიდებულია სხეულის წონაზე და პაციენტის მდგომარეობაზე. ურსოდეოქსიქოლის მჟავის სუსპენზიის ფორმა შეიძლება გამოყენებულ იქნას 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გერიატრიული მოსახლეობა

ურსოფალკის® გამოყენებისთვის ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს. მოზრდილებში განსაზღვრული დოზირება და მიღების წესი, ასევე მოქმედებს ხანდაზმულ პოპულაციაშიც.

უკუჩვენებები

ურსოფალკის® არ უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა ნაღვლის მჟავების მიმართ, როგორიცაა ურსოდეოქსიქოლის მჟავა ან ურსოფალკის® რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

ნაღვლის ბუშტის ან სანაღვლე გზების მწვავე ანთება;

სანაღვლე გზების ოკლუზია (ნაღვლის საერთო სადინრის ან ნაღვლის სადინრის ობსტრუქცია);

ბილიარული კოლიკის ხშირი ეპიზოდები;

რადიოგაუმჭვირვალე კალციფიცირებული ნაღვლის ბუშტის კენჭები;

ნაღვლის ბუშტის შეკუმშვის დარღვევა;

კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის აქტიური წყლულების მქონე პაციენტებში ან ნაწლავის ან ღვიძლის მხრივ დარღვევების მქონე პაციენტებში, რომლებიც აფერხებენ ნაღვლის მჟავების ენტეროჰეპატურ ცირკულაციას, მაგ. ნაწლავის რეზექცია და სტომა, რეგიონალური ილეიტი, ღვიძლგარე ქოლესტაზი, ღვიძლის მძიმე და მწვავე დაავადებები.

6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში კისტოზურ ფიბროზთან დაკავშირებული ჰეპატობილიარული დარღვევების დროს გამოყენებისას;

წარუმატებელი პორტოენტეროსტომია ან ნაღვლის სათანადო ნაკადის აღდგენის გარეშე ბილიარული ატრეზიის მქონე ბავშვებში.

სიფრთხილის ზომები

ურსოფალკი® უნდა იქნას მიღებული სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში, ღვიძლის ფუნქციის პარამეტრები [ალანინამინოტრანსფერაზა (ALT) (SGOT), ასპარტატამინოტრანსფერაზა (AST) (SGPT) და გამა-გლუტამილ ტრანსფერაზა (γ-GT)] უნდა აკონტროლოს ექიმმა ყოველ 4 კვირაში ერთხელ, შემდეგ კი ყოველ 3 თვეში. გარდა იმისა, რომ აღნიშნული შესაძლებელს გახდის იდენტიფიცირდეს რეაგირების მქონე და რეაგირების არ მქონე პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ პირველად ბილიარულ ციროზზე, ეს მონიტორინგი ასევე ხელს შეუწყობს ღვიძლის პოტენციური გაუარესების ადრეულ გამოვლენას, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ პირველადი ბილიარული ციროზის შორსწასული სტადია.

როდესაც გამოიყენება შორსწასული პირველადი ბილიარული ციროზის (PBS) სამკურნალოდ

ძალიან იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირდა ღვიძლის ციროზის დეკომპენსაცია, რომელიც ნაწილობრივ რეგრესირდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

იშვიათ შემთხვევებში, პირველადი ბილიარული ციროზის მქონე პაციენტებში კლინიკური სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს მკურნალობის დასაწყისში, მაგ. ქავილი შეიძლება გაიზარდოს. ამ შემთხვევაში ურსოფალკის® დოზა უნდა შემცირდეს ერთ კაფსულამდე დღეში და შემდეგ თანდათან კვლავ გაიზარდოს, როგორც აღწერილია 4.2 პარაგრაფში.

თუ აღინიშნება დიარეა, დოზა უნდა შემცირდეს, ხოლო ხანგრძლივი დიარეის შემთხვევაში თერაპია უნდა შეწყდეს.

თავიდან უნდა იქნას აცილებული კალორიების და ქოლესტერინის გადაჭარბებული მიღება კვებისას.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ურსოფალკი® არ უნდა იქნას გამოყენებული კოლესტირამინთან, კოლესტიპოლთან ან ალუმინის ჰიდროქსიდის შემცველ ანტაციდებთან და/ან სმექტიტთან (ალუმინის ოქსიდი) ერთად, რადგან ეს პრეპარატები უკავშირდებიან ურსოდეოქსიქოლის მჟავას ნაწლავში და ამით აფერხებენ მის შეწოვას და ეფექტურობას. თუ საჭიროა რომელიმე ამ პრეპარატის გამოყენება, ის უნდა იქნას მიღებული ურსოფალკის® მიღებამდე ან მიღების შემდეგ, მინიმუმ 2 საათანი დისტანციით.

ურსოფალკს® შეუძლიათ გავლენა მოახდინოს ციკლოსპორინის შეწოვაზე ნაწლავებიდან. ექიმმა უნდა შეამოწმოს ამ ნივთიერების კონცენტრაცია იმ პაციენტების სისხლში, რომლებიც იღებენ ციკლოსპორინს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დააკორექტიროს ციკლოსპორინის დოზა.

ცალკეულ შემთხვევებში ურსოფალკს® შეუძლია შეამციროს ციპროფლოქსაცინის შეწოვა.

ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში ურსოდეოქსიქოლის მჟავის (500 მგ/დღეში) და როზუვასტატინის (20 მგ/დღეში) ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია როზუვასტატინის პლაზმური დონის ოდნავ მომატება. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა, ისევე როგორც სხვა სტატინებთან მიმართებაში, უცნობია.

აღმოჩნდა, რომ ურსოდეოქსიქოლის მჟავა ამცირებს კალციუმის ანტაგონისტის ნიტრენდიპინის პლაზმურ პიკურ კონცენტრაციებს (Cmax) და ფართობს მრუდის ქვეშ (AUC) ჯანმრთელ მოხალისეებში. რეკომენდებულია ნიტრენდიპინის და ურსოდეოქსიქოლის მჟავის ერთდროული გამოყენებისას საგულდაგულო მონიტორინგი. შესაძლოა საჭირო გახდეს ნიტრენდიპინის დოზის გაზრდა. ასევე დაფიქსირდა ურთიერთქმედება დაფსონის თერაპიული მოქმედების შემცირებასთან.

ეს დაკვირვებები in vitro დასკვნებთან ერთად შეიძლება მიუთითებდეს ურსოდეოქსიქოლის მჟავისმიერ ციტოქრომ P450-ის 3A ფერმენტების ინდუცირების პოტენციალზე.

თუმცა, ინდუქცია არ დაფიქსირებულა ბუდესონიდთან ურთიერთქმედების კარგად შემუშავებულ კვლევაში, რომელიც არის ციტოქრომ P450-ის 3A-ის ცნობილი სუბსტრატი.

ესტროგენული ჰორმონები და სისხლში ქოლესტერინის დონის შემამცირებელი საშუალებები, როგორიცაა კლოფიბრატი, ზრდის ღვიძლისმიერი ქოლესტერინის სეკრეციას და, შესაბამისად, შეიძლება გამოიწვიოს ნაღვლის ბუშტის კენჭების წარმოქმნა, რაც წარმოადგენს ურსოდეოქსიქოლის მჟავის საწინააღდეგო ეფექტს, რომელიც გამოიყენება ნაღვლის ბუშტის კენჭების დასაშლელად.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ

ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

პედიატრიული პოპულაცია

ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა%.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ზოგადი რეკომენდაციები

ორსულობის კატეგორია: C.

რეპროდუქციული ასაკის ქალებს მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი იყენებენ საიმედო კონტრაცეფციის მეთოდს.

რეკომენდებულია არაჰორმონალური ან ესტროგენის დაბალი შემცველობის მქონე პერორალური კონტრაცეპტივები. თუმცა, პაციენტებში, რომლებიც იღებენ ურსოფალკს® ნაღვლის ბუშტის კენჭების დასაშლელად, საჭიროა ეფექტური არაჰორმონალური კონტრაცეფციის გამოყენება, რადგან ჰორმონალურმა პერორალურმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება გაზარდოს ნაღვლის ბუშტის კენჭების წარმოქმნის ალბათობა.

ორსულობის პერიოდი

ურსოდეოქსიქოლის მჟავა არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი გამოყენება აშკარად აუცილებელია.

მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ორსულობის ალბათობა.

ორსულ ქალებში არ არსებობს ურსოფალიკის® გამოყენების ადეკვატური მონაცემები. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა ორსულობის ადრეულ ფაზაში (იხ. პარაგრაფი 5.3). ადამიანებისთვის პოტენციური რისკი უცნობია.

ლაქტაციის პერიოდი

მოიპოვება არასაკმარისი/შეზღუდული ინფორმაცია ადამიანის ან ცხოველის რძეში ურსოდეოქსიქოლის მჟავის გამოყოფის შესახებ. არ არის გამორიცხული რისკი ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილისთვის. გასათვალისწინებელია ძუძუთი კვების სარგებელი ბავშვისთვის და ურსოფალიკით® თერაპიის სარგებელი მეძუძური დედისთვის, როდესაც ხდება გადაწყვეტილების მიღება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ურსოფალიკით® თერაპიის შეწყვეტის/თავიდან აცილების შესახებ.

მეძუძურ ქალებში რამდენიმე დოკუმენტირებული შემთხვევის მიხედვით, ურსოდეოქსიქოლის მჟავის დონე რძეში ძალიან დაბალია და სავარაუდოდ არ არის მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში.

რეპროდუქციული უნარი/ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა ურსოდეოქსიქოლის მჟავის გავლენა ფერტილობაზე (იხ. პარაგრაფი 5.3). ურსოდეოქსიქოლის მჟავით მკურნალობის შემდეგ ფერტილობაზე ზემოქმედების შესახებ მონაცემები ადამიანებში ხელმისაწვდომი არ არის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ურსოფალიკს® არ აქვს ან აქვს უმნიშვნელო ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1000 - <1/100); იშვიათი (≥1/10 000 - <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10 000), უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ხშირი: აღინიშნა ფაფისებური განავალიდა დიარეა ურსოდეოქსიქოლის მჟავით თერაპიის დროს.

ძალიან იშვიათი: აღინიშნა ძლიერი ტკივილი მუცლის მარჯვენა ზედა ნაწილში პირველადი ბილიარული ციროზის მკურნალობის დროს.

დარღვევები ღვიძლის და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ

ძალიან იშვიათი: აღინიშნა ურსოდეოქსიქოლის მჟავით მკურნალობის დროს ნაღვლის ბუშტის კენჭების კალციფიკაცია, პირველადი ბილიარული ციროზის შორსწასული სტადიების თერაპიის დროს, აღინიშნა ღვიძლის ციროზის დეკომპენსაცია (რომელიც ნაწილობრივ რეგრესირდება პირველადი ბილიარული ციროზის შორსწასული სტადიების მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ).

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ძალიან იშვიათი: ჭინჭრის ციება.

შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

ძალიან მნიშვნელოვანია სამკურნალო საშუალების საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში, რაც იძლევა სამკურნალო პრეპარატის სარგებელი/რისკის თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას. მედიცინის მუშაკებმა უნდა შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვი გვერდითი მოვლენების შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) (www.titck.gov.tr; ელ. ფოსტა: [email protected]; ტელ: 0 800 314 00 08; ფაქსი: 0 312 218 35 99).

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება აღინიშოს დიარეა. ზოგადად, დოზის გადაჭარბების სხვა სიმპტომები ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ურსოდეოქსიქოლის მჟავის შეწოვა მცირდება დოზის გაზრდასთან ერთად და, შესაბამისად, მეტი გამოიყოფა განავალთან ერთად.

არ არის საჭირო სპეციფიკური ზომები და დიარეის მკურნალობა უნდა მოხდეს სიმპტომურად სითხისა და ელექტროლიტური ბალანსის აღდგენით.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ

ხანგრძლივი, მაღალ-დოზიანი ურსოდეოქსიქოლის მჟავით თერაპია 28-30 მგ/კგ სხეულის წონაზე გადაანგარიშებით/დღეში) პირველადი სკლეროზული ქოლანგიტის მქონე პაციენტებში (არანაჩვენები ჩვენებებისთვის გამოყენება) დაკავშირებული იყო სერიოზული გვერდითი მოვლენების უფრო მაღალი სიხშირისთან.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: თითოეული ურსოფალკი® შეიცავს 250 მგ ურსოდეოქსიქოლის მჟავას (ნაღვლის მჟავა, რომელიც წარმოიქმნება მსხვილფეხა რქოსანის ნაღვლისგან) მოქმედი ნივთიერების სახით.

დამხმარე ნივთიერებები: დამხმარე ნივთიერებებისთვის იხ. 6.1.

წამლის ფორმა

მყარი კაფსულა.

გაუმჭვირვალე მყარი ჟელატინის თეთრი კაფსულა დაპრესილი თეთრი ფხვნილის ან გრანულების შემცველი, კაფსულის ზომა 0.

კლინიკური თვისებები

შენახვის პირობები

60 თვე.

  • 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება ოთახის ტემპერატურაზე (25°C-ზე ქვემოთ).

  • 5. შეფუთვის ტიპი და შემცველობა

პვქ/ალ ფოლგის ბლისტერი

შეფუთვაში 100 კაფსულა.

  • 6. ადამიანის გამოყენებისთვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალების ნარჩენების განადგურება და სხვა სპეციალური ღონისძიებები

გამოუყენებელი პრეპარატები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის წესების“ და „შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის წესების“ შესაბამისად.

  • ლიცენზიის მფლობელი

Ali Raif İlaç San. A.Ş. (ალი რაიფ ილაჩ სან. ა.შ.)

Yeşilce Mahallesi Doğa Sokak (იეშილჯეს რაიონი, დოღას ქუჩა)

ნომ: 4 34418 კაგითანე/სტამბული

  • ლიცენზიის ნომერი

90/93

  • პირველი ლიცენზიის თარიღი/ლიცენზიის განახლების თარიღი

პირველი ლიცენზიის თარიღი: 24.12.1991წ

ბოლო განახლების თარიღი: 24.12.2006წ

  • პროდუქტის მახასიათებლების შეჯამების განახლების თარიღი

თარგმანი სწორია:

ფარმაკოლოგიური თვისებები

საჭმლის მომნელებელი სისტემა და მეტაბოლიზმი/ნაღვლის მჟავები და წარმოებულები

ათქ კოდი: A05 AA 02

ურსოდეოქსიქოლის მჟავა არის ადამიანის ნაღველში მცირე რაოდენობით.

პერორალური ურსოდეოქსიქოლის მჟავა; ის ამცირებს ნაღვლის გაჯერებას ქოლესტერინით, ნაწლავებიდან ქოლესტერინის შეწოვის შეფერხებით და ქოლესტერინის ნაღველში გამოყოფის შემცირებით. ქოლესტერინული ნაღვლის ბუშტის ქვები თანდათან იშლება დროთა განმავლობაში, რაც დამოკიდებულია ქოლესტერინის განაწილებაზე და თხევადი კრისტალების წარმოქმნაზე.

ამჟამინდელი მონაცემებით ითვლება, რომ ურსოდეოქსიქოლის მჟავის მოქმედება ღვიძლისა და ქოლესტაზური დაავადებების დროს განპირობებულია ლიპოფილური, სარეცხი საშუალებების მსგავსი და ტოქსიკური ნაღვლის მჟავების ჩანაცვლებით ჰიდროფილური, ციტოდამცავი, არატოქსიკური ურსოდეოქსიქოლის მჟავით, ჰეპატოციტების სეკრეციის უნარის გაზრდით და პროცესების იმუნოლოგიური რეგულირებით.

6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში კისტოზურ ფიბროზთან დაკავშირებული ჰეპატობილიარული დარღვევების დროს გამოყენებისას:

წარმატებული პორტოენტეროსტომია ან ნაღვლის სათანადო ნაკადის აღდგენით ბილიარული ატრეზიის მქონე ბავშვებში.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

ზოგადი მახასიათებლები

შეწოვა

პერორალურად მიღებული ურსოდეოქსიქოლის მჟავა სწრაფად შეიწოვება პასიური ტრანსპორტით მლივი ნაწლავიდან და ზედა ილეუმიდან და აქტიური ტრანსპორტით ტერმინალური ილეუმიდან. შეწოვა ჩვეულებრივ შეადგენს მიღებული დოზის 60-80%-ს. ღვიძლში პირველი გავლის კლირენსი აღწევს 60%-ს.

განაწილება

შეწოვის შემდეგ, თითქმის მთელი ნაღვლის მჟავა კონიუგირდება ამინომჟავა გლიცინთან და ტაურინთან ღვიძლში და გამოიყოფა ნაღველში.

უფრო მეტი ჰიდროფილური ურსოდეოქსიქოლის მჟავის დაგროვება ნაღველში დამოკიდებულია დღიურ დოზაზე და ღვიძლის უკმარისობაზე ან ღვიძლის მდგომარეობაზე. ასევე დაფიქსირდა სხვა უფრო ლიპოფილური ნაღვლის მჟავების შედარებით შემცირება.

ბიოგარდაქმნა

ურსოდეოქსიქოლის მჟავა განიცდის ნაწილობრივ დეგრადაცას ნაწლავური ბაქტერიების გავლენით და გადაიქცევა 7-კეტოლითოქოლის მჟავად და ლითოქოლის მჟავად. ლითოქოლის მჟავა ტოქსიკურია ღვიძლისთვის და იწვევს ღვიძლის პარენქიმულ დაზიანებას ცხოველების ზოგიერთ სახეობაში. ლითოქოლის მჟავის მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობა შეიწოვება ადამიანებში და თავდაპირველად სულფატირება და დეტოქსიკაცია ხდება ღვიძლში.

გამოყოფა

იგი გამოიყოფა ნაღველით და, შესაბამისად, განავლით.

ურსოდეოქსიქოლის მჟავის ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3.5-დან 5.8 დღემდე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ურსოფალკი® კაფსულა 250 მგ

(ლოსან ფარმა-გერმანია)

ალი რაიფი

პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება

სამკურნალო საშუალების დასახელება

ურსოფალკი® 250 მგ კაფსულა

თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: თითოეული ურსოფალკი® შეიცავს 250 მგ ურსოდეოქსიქოლის მჟავას (ნაღვლის მჟავა, რომელიც წარმოიქმნება მსხვილფეხა რქოსანის ნაღვლისგან) მოქმედი ნივთიერების სახით.

დამხმარე ნივთიერებები: დამხმარე ნივთიერებებისთვის იხ. 6.1.

წამლის ფორმა

მყარი კაფსულა.

გაუმჭვირვალე მყარი ჟელატინის თეთრი კაფსულა დაპრესილი თეთრი ფხვნილის ან გრანულების შემცველი, კაფსულის ზომა 0.

კლინიკური თვისებები

თერაპიული ჩვენება

პირველადი ბილიარული ციროზის (პირველადი ბილიარული ქოლანგიტი) სამკურნალოდ ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზის არარსებობისას;

რენტგენოგამჭირვალე ქოლესტერინული ნაღვლის ბუშტის კენჭების დასაშლელად, რომელთა დიამეტრი 15 მმ-ზე ნაკლებია და არ არის დაჩრდილული რენტგენის სურათზე, პაციენტებში, რომელთა ნაღვლის ბუშტის ფუნქციები ნარჩუნდება ნაღვლის ბუშტის კენჭების არსებობის მიუხედავად;

ნაღვლის ბუშტის/ქოლესტაზის საპროფილაქტიკოდ ღვიძლის ტრანსპლანტაციის მქონე პაციენტებში;

ორსულთა ინტრაჰეპატური ქოლესტაზის დროს;

ნაჩვენებია კისტოზურ ფიბროზთან დაკავშირებული ჰეპატობილიარული დაავადებების სამკურნალოდ.

დოზირება და მიღების წესი

დოზირება

რეკომენდებული დღიური დოზები სხვადასხვა ჩვენებისთვის არის:

პირველადი ბილიარული ციროზის (PBS) მკურნალობა

დღიური დოზა 14±2 მგ ურსოდეოქსიქოლის მჟავა/კგ (სხეულის წონაზე გადაანგარიშებით) (2-4 თანაბრად გაყოფილი დოზით ან ერთჯერადად).

ქოლესტერინული კენჭების დაშლა

10 მგ/კგ/დღეში ურსოდეოქსიქოლის მჟავა (ერთხელ საღამოს ძილის წინ)

ნაღვლის ბუშტში კენჭების/ქოლესტაზის პროფილაქტიკა ღვიძლის ტრანსპლანტაციის მქონე პაციენტებში

10-15 მგ/კგ/დღეში (2-4 თანაბრად გაყოფილი დოზა ან ერთჯერადად).

ორსულთა ინტრაჰეპატური ქოლესტაზის დროს

10-20 მგ/კგ/დღეში (2-4 თანაბრად გაყოფილი დოზით ან ერთჯერადად)

კისტოზურ ფიბროზთან დაკავშირებული ჰეპატობილიარული დაავადებების სამკურნალოდ

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში 20 მგ/კგ/დღეში (2-3 თანაბრად გაყოფილი დოზით ან ერთჯერადად); საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 30 მგ/კგ/დღეში.

ურსოდეოქსიქოლის მჟავის სუსპენზიის ფორმა შეიძლება გამოყენებულ იქნას პაციენტებში ყლაპვის გაძნელებით.

გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა

ქოლესტერინული ნაღვლის ბუშტის ქვების დაშლა

კაფსულები უნდა გადაიყლაპოს დაღეჭვის გარეშე, ცოტაოდენი წყლის ან სითხის დაყოლებით ყოველ საღამოს ძილის წინ.

ჩვეულებრივ 6-24 თვე სჭირდება ქოლესტერინული ნაღვლის ბუშტის კენჭების დაშლას. თუ ნაღვლის ბუშტის ქვების ზომა არ მცირდება მკურნალობის დაწყებიდან 12 თვის შემდეგ, მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს.

მკურნალობის მიმდინარეობა უნდა შემოწმდეს ექოსკოპიით ან რენტგენით 6 თვიანი ინტერვალით.

პირველადი ბილიარული ციროზის (PBS) სიმპტომური მკურნალობა

მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში ურსოფალკის® მიღება უნდა მოხდეს დაყოფილი დოზებით მთელი დღის განმავლობაში. ღვიძლის მაჩვენებლების გაუმჯობესებისას, დღიური დოზის მიღება შესაძლებელია ღამით ძილის წინ ერთხელ.

პირველადი ბილიარული ციროზის დროს ურსოფალკის® გამოყენების ლიმიტი არ არსებობს.

პირველადი ბილიარული ციროზის მქონე პაციენტებში, იშვიათ შემთხვევებში, მკურნალობის დასაწყისში შეიძლება აღინიშნოს დაავადების სიმპტომების გაუარესება (როგორიცაა ქავილი და ა.შ.). ასეთი მდგომარეობის შემთხვევაში, ურსოფალკით® მკურნალობა გრძელდება 1 კაფსულით დღეში, ხოლო დღიური დოზა იზრდება 1 კაფსულით ყოველ კვირას, რეკომენდებულ დოზამდე.

გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა უნდა დაიგეგმოს ექიმის შეხედულებისამებრ, ნაღვლის ბუშტის კენჭების/ქოლესტაზის პროფილაქტიკისთვის პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ღვიძლის ტრანსპლანტაცია, ორსულთა ინტრაჰეპატური ქოლესტაზის სამკურნალოდ და კისტოზურ ფიბროზთან დაკავშირებული ჰეპატობილიარული დაავადებების სამკურნალოდ.

მიღების წესი

კაფსულების მიღება უნდა მოხდეს რეგულარულად.

ქოლესტერინული ნაღვლის ბუშტის ქვების დაშლა

კაფსულები უნდა გადაიყლაპოს დაუღეჭავად სითხის მიყოლებით ღამით ძილის წინ.

პირველადი ბილიარული ციროზის (PBS) სიმპტომური მკურნალობა

კაფსულები უნდა გადაიყლაპოს დაუღეჭავად სითხესთან ერთად.

ურსოდეოქსიქოლის მჟავის სუსპენზიის ფორმა შეიძლება გამოყენებულ იქნას 47 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე პაციენტებში და ყლაპვის გაძნელების მქონე პაციენტებში.

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ

ღვიძლის უკმარისობა

დოზირების რეკომენდაციებისთვის იხ. „პირველადი ბილიარული ციროზის (PBS) სიმპტომური მკურნალობა“ პარაგრაფში „დოზირება და მიღების წესი“.

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექციის რეკომენდაციები ცნობილი არ არის.

პედიატრიული პოპულაცია

ურსოფალკის® გამოყენებისთვის ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს. პედიატრიულ პოპულაციაში ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ არსებობს არასაკმარისი მტკიცებულება. ურსოფალკის® გამოყენება დამოკიდებულია სხეულის წონაზე და პაციენტის მდგომარეობაზე. ურსოდეოქსიქოლის მჟავის სუსპენზიის ფორმა შეიძლება გამოყენებულ იქნას 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გერიატრიული მოსახლეობა

ურსოფალკის® გამოყენებისთვის ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს. მოზრდილებში განსაზღვრული დოზირება და მიღების წესი, ასევე მოქმედებს ხანდაზმულ პოპულაციაშიც.

  • 3. უკუჩვენება

ურსოფალკის® არ უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა ნაღვლის მჟავების მიმართ, როგორიცაა ურსოდეოქსიქოლის მჟავა ან ურსოფალკის® რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

ნაღვლის ბუშტის ან სანაღვლე გზების მწვავე ანთება;

სანაღვლე გზების ოკლუზია (ნაღვლის საერთო სადინრის ან ნაღვლის სადინრის ობსტრუქცია);

ბილიარული კოლიკის ხშირი ეპიზოდები;

რადიოგაუმჭვირვალე კალციფიცირებული ნაღვლის ბუშტის კენჭები;

ნაღვლის ბუშტის შეკუმშვის დარღვევა;

კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის აქტიური წყლულების მქონე პაციენტებში ან ნაწლავის ან ღვიძლის მხრივ დარღვევების მქონე პაციენტებში, რომლებიც აფერხებენ ნაღვლის მჟავების ენტეროჰეპატურ ცირკულაციას, მაგ. ნაწლავის რეზექცია და სტომა, რეგიონალური ილეიტი, ღვიძლგარე ქოლესტაზი, ღვიძლის მძიმე და მწვავე დაავადებები.

6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში კისტოზურ ფიბროზთან დაკავშირებული ჰეპატობილიარული დარღვევების დროს გამოყენებისას;

წარუმატებელი პორტოენტეროსტომია ან ნაღვლის სათანადო ნაკადის აღდგენის გარეშე ბილიარული ატრეზიის მქონე ბავშვებში.

სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ურსოფალკი® უნდა იქნას მიღებული სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში, ღვიძლის ფუნქციის პარამეტრები [ალანინამინოტრანსფერაზა (ALT) (SGOT), ასპარტატამინოტრანსფერაზა (AST) (SGPT) და გამა-გლუტამილ ტრანსფერაზა (γ-GT)] უნდა აკონტროლოს ექიმმა ყოველ 4 კვირაში ერთხელ, შემდეგ კი ყოველ 3 თვეში. გარდა იმისა, რომ აღნიშნული შესაძლებელს გახდის იდენტიფიცირდეს რეაგირების მქონე და რეაგირების არ მქონე პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ პირველად ბილიარულ ციროზზე, ეს მონიტორინგი ასევე ხელს შეუწყობს ღვიძლის პოტენციური გაუარესების ადრეულ გამოვლენას, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ პირველადი ბილიარული ციროზის შორსწასული სტადია.

როდესაც გამოიყენება შორსწასული პირველადი ბილიარული ციროზის (PBS) სამკურნალოდ

ძალიან იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირდა ღვიძლის ციროზის დეკომპენსაცია, რომელიც ნაწილობრივ რეგრესირდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

იშვიათ შემთხვევებში, პირველადი ბილიარული ციროზის მქონე პაციენტებში კლინიკური სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს მკურნალობის დასაწყისში, მაგ. ქავილი შეიძლება გაიზარდოს. ამ შემთხვევაში ურსოფალკის® დოზა უნდა შემცირდეს ერთ კაფსულამდე დღეში და შემდეგ თანდათან კვლავ გაიზარდოს, როგორც აღწერილია 4.2 პარაგრაფში.

თუ აღინიშნება დიარეა, დოზა უნდა შემცირდეს, ხოლო ხანგრძლივი დიარეის შემთხვევაში თერაპია უნდა შეწყდეს.

თავიდან უნდა იქნას აცილებული კალორიების და ქოლესტერინის გადაჭარბებული მიღება კვებისას.

  • 5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ურსოფალკი® არ უნდა იქნას გამოყენებული კოლესტირამინთან, კოლესტიპოლთან ან ალუმინის ჰიდროქსიდის შემცველ ანტაციდებთან და/ან სმექტიტთან (ალუმინის ოქსიდი) ერთად, რადგან ეს პრეპარატები უკავშირდებიან ურსოდეოქსიქოლის მჟავას ნაწლავში და ამით აფერხებენ მის შეწოვას და ეფექტურობას. თუ საჭიროა რომელიმე ამ პრეპარატის გამოყენება, ის უნდა იქნას მიღებული ურსოფალკის® მიღებამდე ან მიღების შემდეგ, მინიმუმ 2 საათანი დისტანციით.

ურსოფალკს® შეუძლიათ გავლენა მოახდინოს ციკლოსპორინის შეწოვაზე ნაწლავებიდან. ექიმმა უნდა შეამოწმოს ამ ნივთიერების კონცენტრაცია იმ პაციენტების სისხლში, რომლებიც იღებენ ციკლოსპორინს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დააკორექტიროს ციკლოსპორინის დოზა.

ცალკეულ შემთხვევებში ურსოფალკს® შეუძლია შეამციროს ციპროფლოქსაცინის შეწოვა.

ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში ურსოდეოქსიქოლის მჟავის (500 მგ/დღეში) და როზუვასტატინის (20 მგ/დღეში) ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია როზუვასტატინის პლაზმური დონის ოდნავ მომატება. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა, ისევე როგორც სხვა სტატინებთან მიმართებაში, უცნობია.

აღმოჩნდა, რომ ურსოდეოქსიქოლის მჟავა ამცირებს კალციუმის ანტაგონისტის ნიტრენდიპინის პლაზმურ პიკურ კონცენტრაციებს (Cmax) და ფართობს მრუდის ქვეშ (AUC) ჯანმრთელ მოხალისეებში. რეკომენდებულია ნიტრენდიპინის და ურსოდეოქსიქოლის მჟავის ერთდროული გამოყენებისას საგულდაგულო მონიტორინგი. შესაძლოა საჭირო გახდეს ნიტრენდიპინის დოზის გაზრდა. ასევე დაფიქსირდა ურთიერთქმედება დაფსონის თერაპიული მოქმედების შემცირებასთან.

ეს დაკვირვებები in vitro დასკვნებთან ერთად შეიძლება მიუთითებდეს ურსოდეოქსიქოლის მჟავისმიერ ციტოქრომ P450-ის 3A ფერმენტების ინდუცირების პოტენციალზე.

თუმცა, ინდუქცია არ დაფიქსირებულა ბუდესონიდთან ურთიერთქმედების კარგად შემუშავებულ კვლევაში, რომელიც არის ციტოქრომ P450-ის 3A-ის ცნობილი სუბსტრატი.

ესტროგენული ჰორმონები და სისხლში ქოლესტერინის დონის შემამცირებელი საშუალებები, როგორიცაა კლოფიბრატი, ზრდის ღვიძლისმიერი ქოლესტერინის სეკრეციას და, შესაბამისად, შეიძლება გამოიწვიოს ნაღვლის ბუშტის კენჭების წარმოქმნა, რაც წარმოადგენს ურსოდეოქსიქოლის მჟავის საწინააღდეგო ეფექტს, რომელიც გამოიყენება ნაღვლის ბუშტის კენჭების დასაშლელად.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ

ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

პედიატრიული პოპულაცია

ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა%.

ორსულობა და ლაქტაცია

ზოგადი რეკომენდაციები

ორსულობის კატეგორია: C.

რეპროდუქციული ასაკის ქალებს მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი იყენებენ საიმედო კონტრაცეფციის მეთოდს.

რეკომენდებულია არაჰორმონალური ან ესტროგენის დაბალი შემცველობის მქონე პერორალური კონტრაცეპტივები. თუმცა, პაციენტებში, რომლებიც იღებენ ურსოფალკს® ნაღვლის ბუშტის კენჭების დასაშლელად, საჭიროა ეფექტური არაჰორმონალური კონტრაცეფციის გამოყენება, რადგან ჰორმონალურმა პერორალურმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება გაზარდოს ნაღვლის ბუშტის კენჭების წარმოქმნის ალბათობა.

ორსულობის პერიოდი

ურსოდეოქსიქოლის მჟავა არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი გამოყენება აშკარად აუცილებელია.

მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ორსულობის ალბათობა.

ორსულ ქალებში არ არსებობს ურსოფალიკის® გამოყენების ადეკვატური მონაცემები. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა ორსულობის ადრეულ ფაზაში (იხ. პარაგრაფი 5.3). ადამიანებისთვის პოტენციური რისკი უცნობია.

ლაქტაციის პერიოდი

მოიპოვება არასაკმარისი/შეზღუდული ინფორმაცია ადამიანის ან ცხოველის რძეში ურსოდეოქსიქოლის მჟავის გამოყოფის შესახებ. არ არის გამორიცხული რისკი ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილისთვის. გასათვალისწინებელია ძუძუთი კვების სარგებელი ბავშვისთვის და ურსოფალიკით® თერაპიის სარგებელი მეძუძური დედისთვის, როდესაც ხდება გადაწყვეტილების მიღება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ურსოფალიკით® თერაპიის შეწყვეტის/თავიდან აცილების შესახებ.

მეძუძურ ქალებში რამდენიმე დოკუმენტირებული შემთხვევის მიხედვით, ურსოდეოქსიქოლის მჟავის დონე რძეში ძალიან დაბალია და სავარაუდოდ არ არის მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში.

რეპროდუქციული უნარი/ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა ურსოდეოქსიქოლის მჟავის გავლენა ფერტილობაზე (იხ. პარაგრაფი 5.3). ურსოდეოქსიქოლის მჟავით მკურნალობის შემდეგ ფერტილობაზე ზემოქმედების შესახებ მონაცემები ადამიანებში ხელმისაწვდომი არ არის.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ურსოფალიკს® არ აქვს ან აქვს უმნიშვნელო ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია სისტემურ-ორგანული კლასის მიხედვით შემდეგი პრინციპების გამოყენებით:

ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1000 - <1/100); იშვიათი (≥1/10 000 - <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10 000), უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ხშირი: აღინიშნა ფაფისებური განავალიდა დიარეა ურსოდეოქსიქოლის მჟავით თერაპიის დროს.

ძალიან იშვიათი: აღინიშნა ძლიერი ტკივილი მუცლის მარჯვენა ზედა ნაწილში პირველადი ბილიარული ციროზის მკურნალობის დროს.

დარღვევები ღვიძლის და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ

ძალიან იშვიათი: აღინიშნა ურსოდეოქსიქოლის მჟავით მკურნალობის დროს ნაღვლის ბუშტის კენჭების კალციფიკაცია, პირველადი ბილიარული ციროზის შორსწასული სტადიების თერაპიის დროს, აღინიშნა ღვიძლის ციროზის დეკომპენსაცია (რომელიც ნაწილობრივ რეგრესირდება პირველადი ბილიარული ციროზის შორსწასული სტადიების მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ).

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ძალიან იშვიათი: ჭინჭრის ციება.

შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

ძალიან მნიშვნელოვანია სამკურნალო საშუალების საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში, რაც იძლევა სამკურნალო პრეპარატის სარგებელი/რისკის თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას. მედიცინის მუშაკებმა უნდა შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვი გვერდითი მოვლენების შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) (www.titck.gov.tr; ელ. ფოსტა: [email protected]; ტელ: 0 800 314 00 08; ფაქსი: 0 312 218 35 99).

დოზის გადაჭარბება და მისი მკურნალობა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება აღინიშოს დიარეა. ზოგადად, დოზის გადაჭარბების სხვა სიმპტომები ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ურსოდეოქსიქოლის მჟავის შეწოვა მცირდება დოზის გაზრდასთან ერთად და, შესაბამისად, მეტი გამოიყოფა განავალთან ერთად.

არ არის საჭირო სპეციფიკური ზომები და დიარეის მკურნალობა უნდა მოხდეს სიმპტომურად სითხისა და ელექტროლიტური ბალანსის აღდგენით.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ

ხანგრძლივი, მაღალ-დოზიანი ურსოდეოქსიქოლის მჟავით თერაპია 28-30 მგ/კგ სხეულის წონაზე გადაანგარიშებით/დღეში) პირველადი სკლეროზული ქოლანგიტის მქონე პაციენტებში (არანაჩვენები ჩვენებებისთვის გამოყენება) დაკავშირებული იყო სერიოზული გვერდითი მოვლენების უფრო მაღალი სიხშირისთან.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

  • 1 ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საჭმლის მომნელებელი სისტემა და მეტაბოლიზმი/ნაღვლის მჟავები და წარმოებულები

ათქ კოდი: A05 AA 02

ურსოდეოქსიქოლის მჟავა არის ადამიანის ნაღველში მცირე რაოდენობით.

პერორალური ურსოდეოქსიქოლის მჟავა; ის ამცირებს ნაღვლის გაჯერებას ქოლესტერინით, ნაწლავებიდან ქოლესტერინის შეწოვის შეფერხებით და ქოლესტერინის ნაღველში გამოყოფის შემცირებით. ქოლესტერინული ნაღვლის ბუშტის ქვები თანდათან იშლება დროთა განმავლობაში, რაც დამოკიდებულია ქოლესტერინის განაწილებაზე და თხევადი კრისტალების წარმოქმნაზე.

ამჟამინდელი მონაცემებით ითვლება, რომ ურსოდეოქსიქოლის მჟავის მოქმედება ღვიძლისა და ქოლესტაზური დაავადებების დროს განპირობებულია ლიპოფილური, სარეცხი საშუალებების მსგავსი და ტოქსიკური ნაღვლის მჟავების ჩანაცვლებით ჰიდროფილური, ციტოდამცავი, არატოქსიკური ურსოდეოქსიქოლის მჟავით, ჰეპატოციტების სეკრეციის უნარის გაზრდით და პროცესების იმუნოლოგიური რეგულირებით.

6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში კისტოზურ ფიბროზთან დაკავშირებული ჰეპატობილიარული დარღვევების დროს გამოყენებისას:

წარმატებული პორტოენტეროსტომია ან ნაღვლის სათანადო ნაკადის აღდგენით ბილიარული ატრეზიის მქონე ბავშვებში.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

ზოგადი მახასიათებლები

შეწოვა

პერორალურად მიღებული ურსოდეოქსიქოლის მჟავა სწრაფად შეიწოვება პასიური ტრანსპორტით მლივი ნაწლავიდან და ზედა ილეუმიდან და აქტიური ტრანსპორტით ტერმინალური ილეუმიდან. შეწოვა ჩვეულებრივ შეადგენს მიღებული დოზის 60-80%-ს. ღვიძლში პირველი გავლის კლირენსი აღწევს 60%-ს.

განაწილება

შეწოვის შემდეგ, თითქმის მთელი ნაღვლის მჟავა კონიუგირდება ამინომჟავა გლიცინთან და ტაურინთან ღვიძლში და გამოიყოფა ნაღველში.

უფრო მეტი ჰიდროფილური ურსოდეოქსიქოლის მჟავის დაგროვება ნაღველში დამოკიდებულია დღიურ დოზაზე და ღვიძლის უკმარისობაზე ან ღვიძლის მდგომარეობაზე. ასევე დაფიქსირდა სხვა უფრო ლიპოფილური ნაღვლის მჟავების შედარებით შემცირება.

ბიოგარდაქმნა

ურსოდეოქსიქოლის მჟავა განიცდის ნაწილობრივ დეგრადაცას ნაწლავური ბაქტერიების გავლენით და გადაიქცევა 7-კეტოლითოქოლის მჟავად და ლითოქოლის მჟავად. ლითოქოლის მჟავა ტოქსიკურია ღვიძლისთვის და იწვევს ღვიძლის პარენქიმულ დაზიანებას ცხოველების ზოგიერთ სახეობაში. ლითოქოლის მჟავის მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობა შეიწოვება ადამიანებში და თავდაპირველად სულფატირება და დეტოქსიკაცია ხდება ღვიძლში.

გამოყოფა

იგი გამოიყოფა ნაღველით და, შესაბამისად, განავლით.

ურსოდეოქსიქოლის მჟავის ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3.5-დან 5.8 დღემდე.

  • 3. უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები

ა) მწვავე ტოქსიკურობა

მწვავე ტოქსიკურობის კვლევებმა ცხოველებში არ გამოავლინა რაიმე ტოქსიკური დაზიანება.

ბ) ქრონიკული ტოქსიკურობა

მაიმუნებზე სუბქრონიკული ტოქსიკურობის კვლევებმა ჯგუფებში, რომლებსაც მისცეს მაღალი დოზები, აჩვენა ჰეპატოტოქსიკური ეფექტები, მათ შორის ფუნქციური ცვლილებები (ღვიძლის ფერმენტების ცვლილებები) და მორფოლოგიური ცვლილებები, როგორიცაა ნაღვლის სადინრის პროლიფერაცია, პორტალური ანთებითი კერები და ჰეპატოცელულარული ნეკროზი. ამ ტოქსიკური ეფექტების უმეტესობა, სავარაუდოდ, გამოწვეულია ლითოქოლის მჟავით, ურსოდეოქსიქოლის მჟავის მეტაბოლიტით, რომელიც მაიმუნებში - ადამიანებისგან განსხვავებით - არ არის დეტოქსიფიცირებული. კლინიკური გამოცდილება ადასტურებს, რომ აღწერილ ჰეპატოტოქსიკურ ეფექტებს არ აქვს აშკარა მნიშვნელობა ადამიანებისთვის.

გ) კანცეროგენული და მუტაგენური პოტენციალი

გრძელვადიანმა კვლევებმა თაგვებსა და ვირთაგვებში არ გამოავლინა რაიმე მტკიცებულება ურსოდეოქსიქოლის მჟავის კანცეროგენული პოტენციალის შესახებ.

In vitro და in vivo გენეტიკური ტოქსიკოლოგიური ტესტები ურსოდეოქსიქოლის მჟავით იყო უარყოფითი.

ურსოდეოქსიქოლის მჟავით ჩატარებულმა ტესტებმა არ გამოავლინა მუტაგენური ეფექტის შესაბამისი მტკიცებულება.

დ) რეპროდუქციული ტოქსიკურობა

ვირთაგვებზე ჩატარებულ კვლევებში, კუდის აპლაზია აღინიშნა 2000 მგ/კგ სხეულის წონაზე გადაანგარიშებული დოზით ურსოდეოქსიქოლის მჟავის მიღების შემდეგ. ბოცვრებში არ გამოვლენილა ტერატოგენული ეფექტები, თუმცა აღინიშნა ემბრიოტოქსიკური ეფექტები (100 მგ/კგ-დან სხეულის წონაზე გადაანგარიშებული დოზით). ურსოდეოქსიქოლის მჟავამ არ მოახდინა გავლენა ვირთაგვების ფერტილობაზე და არ იმოქმედა შთამომავლობის პერი-/პოსტნატალურ განვითარებაზე.

ფარმაცევტული მახასიათებლები

  • 1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ტაბლეტი

სიმინდის სახამებელი;

აეროსილი (სილიციუმის დიოქსიდი);

მაგნიუმის სტეარატი

ჟელატინი (ძროხის ჟელატინი);

წყალი;

ტიტანის დიოქსიდი

ნატრიუმის ლაურილ სულფატი.

  • 2. შეუთავსებლობა

არ არის ცნობილი შეუთავსებლობა.

  • 3. ვარგისიანობის ვადა

60 თვე.

  • 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება ოთახის ტემპერატურაზე (25°C-ზე ქვემოთ).

  • 5. შეფუთვის ტიპი და შემცველობა

პვქ/ალ ფოლგის ბლისტერი

შეფუთვაში 100 კაფსულა.

  • 6. ადამიანის გამოყენებისთვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალების ნარჩენების განადგურება და სხვა სპეციალური ღონისძიებები

გამოუყენებელი პრეპარატები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის წესების“ და „შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის წესების“ შესაბამისად.

  • ლიცენზიის მფლობელი

Ali Raif İlaç San. A.Ş. (ალი რაიფ ილაჩ სან. ა.შ.)

Yeşilce Mahallesi Doğa Sokak (იეშილჯეს რაიონი, დოღას ქუჩა)

ნომ: 4 34418 კაგითანე/სტამბული

  • ლიცენზიის ნომერი

90/93

  • პირველი ლიცენზიის თარიღი/ლიცენზიის განახლების თარიღი

პირველი ლიცენზიის თარიღი: 24.12.1991წ

ბოლო განახლების თარიღი: 24.12.2006წ

  • პროდუქტის მახასიათებლების შეჯამების განახლების თარიღი

თარგმანი სწორია:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა