ტორვასი 40 მგ
Torvas 40 mg
ჰიპერქოლესტერინემია ტორვასი ნაჩვენებია, როგორც დიეტის დანამატი მომატებული საერთო ქოლესტერინის (საერთო-C), დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის ქოლესტერინის (LDL-C), აპოლიპოპროტეინი B-ს და ტრიგლიცერიდების დასაქვეითებლად მოზრდილებში, მოზარდებში და 10 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებში პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით, ოჯახური …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ატორვასტატინი (atorvastatin)
- ფორმა და შეფუთვა
- 40მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები, HMG CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- C10AA05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037037
- რეგისტრირებულია
- 22 დეკემბერი 2022, მოქმედებს 22 დეკემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სოფია შუბლაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ტორვასი 40 მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ჰიპერქოლესტერინემია
ტორვასი ნაჩვენებია, როგორც დიეტის დანამატი მომატებული საერთო ქოლესტერინის (საერთო-C), დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის ქოლესტერინის (LDL-C), აპოლიპოპროტეინი B-ს და ტრიგლიცერიდების დასაქვეითებლად მოზრდილებში, მოზარდებში და 10 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებში პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით, ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის (ჰეტეროზიგოტური ვარიანტი) ან კომბინირებული (შერეული) ჰიპერლიპიდემიის (შეესაბამება ფრედრიქსონის კლასიფიკაციის IIa და IIb ტიპებს) ჩათვლით, როდესაც დიეტაზე და სხვა არაფარმაკოლოგიურ ღონისძიებებზე პასუხი არაადეკვატურია.
ტორვასი ასევე ნაჩვენებია საერთო-C და LDL-C-ს შესამცირებლად მოზრდილებში ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, სხვა ჰიპოლიპიდემიური თერაპიის დანამატის სახით (მაგალითად, LDL აფერეზი) ან თუ ასეთი მკურნალობა არ არის ხელმისაწვდომი.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია
გულ-სისხლძარღვთა მხრივ მოვლენების პრევენცია მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც სავარაუდოდ აქვთ პირველი გულ-სისხლძარღვთა მოვლენის განვითარების მაღალი რისკი (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“), როგორც დამატებითი რისკ-ფაქტორების კორექცია.
მიღების წესი და დოზირება
ტორვასის მიღებამდე პაციენტმა უნდა დაიცვას სტანდარტული ჰიპოქოლესტერინული დიეტა და გააგრძელოს ეს დიეტა ტორვასით მკურნალობის დროს.
დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად საწყისი LDL-С დონეების, მკურნალობის მიზნისა და პაციენტის პასუხის მიხედვით.
ჩვეული საწყისი დოზა არის 10 მგ დღეში ერთხელ. დოზის რეგულირება უნდა მოხდეს 4 კვირიანი ან მეტი ინტერვალებით. მაქსიმალური დოზა არის 80 მგ დღეში ერთხელ.
პირველადი ჰიპერქოლესტერინემია და კომბინირებული (შერეული) ჰიპერლიპიდემია
პაციენტების უმრავლესობა კონტროლდება 10 მგ ტორვასითი დღეში ერთხელ. თერაპიული ეფექტი გამოიხატება 2 კვირის განმავლობაში და მაქსიმალური თერაპიული პასუხი, როგორც წესი, მიიღწევა 4 კვირის განმავლობაში. პასუხი ნარჩუნდება ქრონიკული თერაპიის დროს.
ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია
პაციენტებმა უნდა დაიწყონ 10 მგ ტორვასით დღეში. დოზები უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად და დაკორექტირდეს ყოველ 4 კვირაში 40 მგ-მდე დღეში. ამის შემდეგ, დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 80 მგ-მდე დღეში, ან ნაღვლის მჟავის სეკვესტრანტი შეიძლება იყოს კომბინირებული 40 მგ ატორვასტატინთან დღეში ერთხელ.
ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია
ხელმისაწვდომია მხოლოდ შეზღუდული ინფორმაცია (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).
ატორვასტატინის დოზა პაციენტებში ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით არის 10-80 მგ დღეში (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“). ატორვასტატინი უნდა იქნას გამოყენებული, როგორც სხვა ჰიპოლიპიდემიური მკურნალობის დანამატი (მაგალითად, LDL აფერეზი) აღნიშნულ პაციენტებში ან თუ ასეთი მკურნალობა მიუწვდომელია.
გულსისხლძარღვთა დაავადების პრევენცია
პირველადი პრევენციის კვლევებში დოზა იყო 10 მგ/დღეში. უფრო მაღალი დოზები შესაძლოა საჭირო გახდეს LDL-ქოლესტერინის დონეების მისაღწევად მიმდინარე გაიდლაინების მიხედვით.
თირკმლის უკმარისობა
დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“).
ღვიძლის უკმარისობა
ტორვასი სათანადო სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხილეთ პუნქტები „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“). ტორვასი უკუნაჩვენებია ღვიძლის აქტიური დაავადების მქონე პაციენტებში (იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“).
გამოყენება ხანდაზმულებში
პრეპარატის ეფექტიანობა და უსაფრთხოება 70 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში რეკომენდებული დოზების გამოყენებისას ისეთივეა, რაც ზოგად პოპულაციაში.
პედიატრიული პოპულაცია
ჰიპერქოლესტერინემია:
პედიატრიაში გამოყენება უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ ექიმების მიერ, რომლებსაც აქვთ გამოცდილება ბავშვთა ჰიპერლიპიდემიის მკურნალობაში და პაციენტები რეგულარულად უნდა შემოწმდნენ პროგრესის შესაფასებლად.
10 წლის და უფროსი ასაკის ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში ატორვასტატინის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში. დოზა შეიძლება გაიზარდოს 80 მგ-მდე დღეში, რეაქციის და ამტანობის მიხედვით. დოზები ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს თერაპიის რეკომენდებული მიზნის მიხედვით. კორექტირება უნდა განხორციელდეს 4 კვირის ან მეტი ინტერვალით. დოზის ტიტრირება 80 მგ-მდე დღეში მხარდაჭერილია მოზარდებში ჩატარებული კვლევის მონაცემებით და ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე ბავშვებში ჩატარებული კვლევების მცირე რაოდენობის კლინიკური მონაცემებით (იხილეთ პარაგრაფი „გვერდითი ეფექტები“/„არასასურველი მოვლენები“ და „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).
ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 6 წლიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში არსებობს ღია კვლევებიდან მიღებული უსაფრთხოების და ეფექტიანობის შესახებ მცირე რაოდენობის მონაცემები. ატორვასტატინი არ ინიშნება 10 წლამდე ასაკის პაციენტების სამკურნალოდ.
ამჟამად არსებული მონაცემები აღწერილია პარაგრაფებში: „გვერდითი ეფექტები“/„არასასურველი მოვლენები“, „ფარმაკოდინამიკური თვისებები“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“, მაგრამ დოზირების შესახებ რეკომენდაციები არ გაიცემა.
მიღების წესი
ტორვასი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისათვის. ატორვასტატინის თითოერული დღიური დოზა მიიღება ერთდროულად და შეიძლება მიღებულ იქნას დღის ნებისმიერ დროს საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
უკუჩვენებები
ტორვასი უკუნაჩვენებია პაციენტებში
აქტიური ნივთიერების ან ამ პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობით;
ღვიძლის აქტიური დაავადებით ან შრატში ტრანსამინაზების აუხსნელი მუდმივი მატებით, რომელიც 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს;
ორსულობის დროს, ძუძუთი კვების პერიოდში და რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ მიმართავენ კონტრაცეფციის შესაბამის მეთოდებს (იხილეთ პუნქტი „ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია“).
სიფრთხილის ზომები
ღვიძლის ეფექტები
ღვიძლის ფუნქციური სინჯები უნდა გაკეთდეს მკურნალობის დაწყებამდე და შემდგომ პერიოდულად. პაციენტებმა, რომლებსაც გამოუვლინდებათ ღვიძლის დაზიანებაზე მანიშნებელი რაიმე ნიშანი ან სიმპტომი, უნდა გაიკეთონ ღვიძლის ფუნქციური სინჯები. პაციენტები, რომლებსაც გამოუვლინდებათ ტრანსამინაზების დონეების მომატება, უნდა იმყოფებოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ მანამ, სანამ დარღვევები არ გამოსწორდება. თუ ტრანსამინაზების მატება 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს (ULN), რეკომენდებულია დოზის შემცირება ან ტორვასის მოხსნა (იხილეთ პუნქტი „გვერდითი ეფექტები / არასასურველი მოვლენები“).
ტორვასი სათანადო სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომლებიც მოიხმარენ ალკოჰოლის მნიშვნელოვან რაოდენობას და/ან აქვთ ღვიძლის დაავადების ანამნეზი.
ინსულტის პრევენცია ქოლესტერინის დონეების აგრესიული შემცირებით (SPARCL)
ინსულტის ქვეტიპების პოსტ-ჰოკ ანალიზში იმ პაციენტებში, რომლებსაც არ აღენიშნებოდათ გულის კორონარული დაავადება (CHD), ახლახან გადაიტანეს ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა (TIA), აღინიშნა ჰემორაგიული ინსულტის განვითარების უფრო მაღალი სიხშირე პაციენტებში, რომლებმაც დაიწყეს მკურნალობა 80 მგ ატორვასტატინით პლაცებოსთან შედარებით. გაზრდილი რისკი განსაკუთრებით აღინიშნა პაციენტებში, რომლებსაც ადრე ჰქონდათ ჰემორაგიული ინსულტი ან ლაკუნარული ინფარქტი კვლევაში ჩართვისას. ადრე ჰემორაგიული ინსულტის ან ლაკუნარული ინფარქტის მქონე პაციენტებისთვის, 80 მგ ატორვასტატინის რისკისა და სარგებლის ბალანსი გაურკვეველია და ჰემორაგიული ინსულტის პოტენციური რისკი ყურადღებით უნდა იქნას განხილული მკურნალობის დაწყებამდე (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).
ჩონჩხის კუნთების ეფექტები
ატორვასტატინმა, ისევე როგორც HMG-CoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორებმა, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გავლენა იქონიოს ჩონჩხის კუნთზე და გამოიწვიოს მიალგია, მიოზიტი და მიოპათია, რაც შეიძლება პროგრესირდეს რაბდომიოლიზამდე, სიცოცხლისთვის პოტენციურად სახიფათო მდგომარეობამდე, რომელიც ხასიათდება კრეატინკინაზას (CK) დონეების მკვეთრად მომატებით (> 10-ჯერ ULN), მიოგლობინემიით და მიოგლობინურიით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა.
მკურნალობამდე
ატორვასტატინი სათანადო სიფრთხილით უნდა დაინიშნოს რაბდომიოლიზის მაპროვოცირებელი ფაქტორების მქონე პაციენტებში. კრეატინკინაზას (CK) დონე უნდა გაიზომოს სტატინით მკურნალობის დაწყებამდე შემდეგ სიტუაციებში:
თირკმლის უკმარისობა;
ჰიპოთიროიდიზმი;
მემკვიდრეობითი კუნთოვანი პათოლოგიების პირადი ან ოჯახური ანამნეზი;
სტატინით ან ფიბრატებით გამოწვეული კუნთოვანი ტოქსიკურობის ანამნეზი;
ღვიძლის დაავადების და/ან ალკოჰოლის მნიშვნელოვანი რაოდენობით მოხმარების ანამნეზი;
ხანდაზმულები (>70 წლის ასაკის) პაციენტებში გასათვალისწინებელია ასეთი გაზომვის აუცილებლობა, რაბდომიოლიზისთვის სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორების არსებობის მიხედვით;
სიტუაციები, როდესაც შეიძლება გამოვლინდეს პლაზმური დონეების მომატება, როგორიცაა ურთიერთქმედება (იხილეთ პუნქტი „სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება“) და სპეციალური პოპულაციები გენეტიკური სუბპოპულაციების ჩათვლით (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).
ასეთ სიტუაციებში, მკურნალობის რისკი უნდა იყოს გათვალისწინებული შესაძლო სარგებელთან დაკავშირებით და რეკომენდებულია კლინიკური მონიტორინგი.
თუ კრეატინკინაზას (CK) დონეები საწყის ეტაპზე საგრძნობლად არის მომატებული (>5-ჯერ ULN), მკურნალობა არ უნდა დაიწყოს.
კრეატინკინაზას განსაზღვრა
კრეატინკინაზას (CK) განსაზღვრა არ შეიძლება ენერგიული ვარჯიშის შემდეგ ან კრეატინკინაზას (CK) მომატების რაიმე სავარაუდო ალტერნატიული მიზეზის არსებობისას, რადგან აღნიშნული ართულებს მნიშვნელობის ინტერპრეტაციას. თუ კრეატინკინაზას (CK) დონეები საწყის ეტაპზე საგრძნობლად არის მომატებული (>5-ჯერ ULN), დონეები ხელახლა უნდა გაიზომოს 5-7 დღის შემდეგ შედეგების დასადასტურებლად.
მკურნალობის დროს
პაციენტებს მოეთხოვებათ, სასწრაფოდ შეატყობინონ ექიმს კუნთების ტკივილის, კრუნჩხვების ან დაღლილობის შესახებ, განსაკუთრებით თუ თან ახლავს სისუსტე ან ცხელება.
თუ ასეთი სიმპტომები გამოვლინდება პაციენტებში ატორვასტატინით მკურნალობის დროს, უნდა გაიზომოს მათი კრეატინკინაზას (CK) დონე. თუ აღმოჩნდება, რომ ეს დონე მნიშვნელოვნად არის მომატებული (>5-ჯერ ULN), მკურნალობა უნდა შეწყდეს.
თუ კუნთოვანი სიმპტომები მძიმეა და იწვევს ყოველდღიურ დისკომფორტს, მაშინაც კი, თუ კრეატინკინაზას (CK) დონე მომატებულია ≤ 5 x ULN-მდე, უნდა იქნას განხილული მკურნალობის შეწყვეტა.
თუ სიმპტომები გაქრება და კრეატინკინაზას (CK) დონე დაბრუნდება ნორმას, მაშინ ატორვასტატინის ხელახალი შეყვანა ან ალტერნატიული სტატინის შეყვანა შეიძლება განხილული იქნას ყველაზე დაბალი დოზით და საგულდაგულო მონიტორინგით.
ატორვასტატინის მიღება უნდა შეწყდეს იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება კრეატინკინაზას (CK) დონის კლინიკურად მნიშვნელოვანი მატება (> l0 x ULN), ან თუ დიაგნოზირებულია რაბდომიოლიზი ან არსებობს ეჭვი.
თანმხლები მკურნალობა სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
რაბდომიოლიზის განვითარების რისკი იზრდება იმ შემთხვევაში, როდესაც ატორვასტატინი გამოიყენება გარკვეულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს ატორვასტატინის კონცენტრაცია პლაზმაში, როგორიცაა CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორები ან გადამტანი ცილები (მაგალითად, ციკლოსპორინი, ტელითრომიცინი, კლარითრომიცინი, დელავირდინი, სტირიპენტოლი, კეტოკონაზოლი, ვორიკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოსაკონაზოლი და აივ პროტეაზას ინჰიბიტორები, რიტონავირის, ლოპინავირის, ატაზანავირის, ინდინავირის, დარუნავირის და ა.შ. ჩათვლით). მიოპათიის განვითარების რისკი ასევე შეიძლება გაიზარდოს გემფიბროზილის და ფიბრინის მჟავის სხვა წარმოებულების, ერითრომიცინის, ნიაცინის და ეზეტიმიბის ერთდროული გამოყენებისას. შესაძლებლობის შემთხვევაშ, ალტერნატიული (არაინტერაქციული) თერაპია უნდა იქნას განხილული აღნიშნული პრეპარატების ნაცვლად.
იმ შემთხვევებში, თუ აუცილებელია ამ პრეპარატების ატორვასტატინთან ერთად გამოყენება, სათანადო სიფრთხილით უნდა იქნას განხილული ერთდროულად მკურნალობის სარგებელი და რისკი. თუ პაციენტები ღებულობენ ისეთ პრეპარატებს, რომლებიც ზრდის ატორვასტატინის კონცენტრაციას პლაზმაში, რეკომენდებულია ატორვასტატინის უფრო დაბალი მაქსიმალური დოზა. გარდა ამისა, CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორების შემთხვევაში, ატორვასტატინის უფრო დაბალი საწყისი დოზა უნდა იყოს გათვალისწინებული და რეკომენდებულია ამ პაციენტების შესაბამისი კლინიკური მონიტორინგი (იხილეთ პუნქტი „პრეპარატების ურთიერთქმედება“).
ატორვასტატინის და ფუზიდის მჟავის ერთად გამოყენება არაა რეკომენდებული, შესაბამისად, ფუზიდი მჟავით მკურნალობის განმავლობაში შესაძლებელია მხედველობაში იქნას მიღებული ატორვასტატინის დროებით შეწყვეტა (იხილეთ პუნქტი „პრეპარატების ურთიერთქმედება“).
პედიატრიაში გამოყენება
3-წლიან კვლევაში, რომელიც ეფუძნება ზოგადი მომწიფების და განვითარების შეფასებას, ტანერის სტადიის შეფასებას და სიმაღლისა და წონის გაზომვას, არ დაფიქსირებულა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ზრდასა და პუბერტატზე (იხილეთ პარაგრაფი „გვერდითი ეფექტები“/„არასასურველი მოვლენები“).
ფილტვების ინტერსტიციული დაავადება
ფილტვების ინტერსტიციული დაავადების გამონაკლისი შემთხვევები დაფიქსირდა ზოგიერთი სტატინის გამოყენებისას, განსაკუთრებით გრძელვადიანი თერაპიის დროს (იხილეთ პუნქტი „გვერდითი ეფექტები / არასასურველი მოვლენები“). გამომწვევი ნიშნები შეიძლება მოიცავდეს ქოშინს, არაპროდუქტიულ ხველას და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუარესებას (დაღლილობა, წონაში კლება და ცხელება). თუ არსებობს ეჭვი, რომ პაციენტს განუვითარდა ფილტვის ინტერსტიციული დაავადება, სტატინებით თერაპია უნდა შეწყდეს.
დამხმარე ნივთიერებები
ტორვასი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, ლაპ ლაქტოზის დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
რეპროდუქციური პოტენციალის მქონე ქალები
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებმა მკურნალობის დროს უნდა მიმართონ შესაბამის კონტრაცეპტიული ზომებს (იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“).
ორსულობა
ტორვასი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს (იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“). პრეპარატის უსაფრთხოება ორსულ ქალებში არ არის დადგენილი. ორსულ ქალებში ატორვასტატინის კონტროლირებადი კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. საშვილოსნოსშიდა ზემოქმედების შემდეგ დაფიქსირდა HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების თანდაყოლილი ანომალიების იშვიათი შემთხვევები. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ტოქსიკურობა რეპროდუქციის უნარზე.
დედის მკურნალობამ ატორვასტატინით შეიძლება შეამციროს ნაყოფის მევალონატის დონე, რაც წარმოადგენს ქოლესტერინის ბიოსინთეზის წინამორბედს. ათეროსკლეროზი ქრონიკული პროცესია და ორსულობის დროს ლიპიდების დამაქვეითებელი პრეპარატების ჩვეულებრივ შეწყვეტამ მცირე გავლენა უნდა მოახდინოს პირველად ჰიპერქოლესტერინემიასთან დაკავშირებულ გრძელვადიან რისკზე.
აღნიშნული მიზეზების გამო, ტორვასი არ უნდა იქნას გამოყენებული იმ ქალებში, რომლებიც არიან ორსულად, ცდილობენ დაორსულებას ან ეჭვობენ ორსულობას. ტორვასითი მკურნალობა უნდა შეწყდეს ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში ან სანამ არ დადგინდება, რომ ქალი ორსულად არ არის (იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“).
ძუძუთი კვება
უცნობია, გამოიყოფა თუ არა ატორვასტატინი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძეში. ვირთაგვებში ატორვასტატინის და მისი აქტიური მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაციები მსგავსია რძეში არსებული კონცენტრაციებისა. სერიოზული გვერდითი რეაქციების პოტენციალის გამო, ქალებმა, რომლებიც ღებულობენ ტორვასის, არ უნდა გამოკვებონ ჩვილი ძუძუთი (იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“). ატორვასტატინი უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების დროს (იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“).
ფერტილობა
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ატორვასტატინი არ მოქმედებდა მამრობითი ან მდედრობითი სქესის ფერტილობაზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ტორვასი უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
ატორვასტატინის პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევის მონაცემთა ბაზაში, 16,066 პაციენტის (8755 ატორვასტატინის ჯგუფის პაციენტი 7311 პლაცებოს ჯგუფის პაციენტთან შედარებით) ჩართულობით, რომელთაც ჩაუტარდათ მკურნალობა საშუალოდ 53 კვირის განმავლობაში, პაციენტების 5.2%-მა, რომლებიც ღებულობდნენ ატორვასტატინს, შეწყვიტა მკურნალობა გვერდითი მოვლენების განვითარების მიზეზით, პლაცებოს ჯგუფში მყოფი პაციენტების 4.0%-თან შედარებით.
კლინიკური კვლევებისა და ვრცელი პოსტმარკეტინგული გამოცდილების საფუძველზე, ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში მოცემულია ატორვასტატინის გვერდითი მოვლენების პროფილი.
მოვლენების სავარაუდო სიხშირე წარმოდგენილია შემდეგი წესით: ხშირი (≥1/100, < 1/10); არახშირი (≥1/1,000, < 1/100); იშვიათი (≥1/10,000, < 1/1,000); ძალიან იშვიათი (≤1/10,000).
ინფექციები და ინვაზიები
ხშირი: ნაზოფარინგიტი.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები
იშვიათი: თრომბოციტოპენია.
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები
ხშირი: ალერგიული რეაქციები.
ძალიან იშვიათი: ანაფილაქსია.
მეტაბოლიზმი და კვების დარღვევები
ხშირი: ჰიპერგლიკემია.
არახშირი: ჰიპოგლიკემია, წონაში მატება, ანორექსია.
ფსიქიატრიული დარღვევები
არახშირი: ღამის კოშმარები, უძილობა.
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები
ხშირი: თავის ტკივილი
არახშირი: თავბრუსხვევა, პარესთეზია, ჰიპოესთეზია, დისგევზია, ამნეზია.
იშვიათი: პერიფერიული ნეიროპათია.
თვალის მხრივ დარღვევები
არახშირი: დაბინდული მხედველობა.
იშვიათი: მხედველობის დარღვევა.
ყურისა და ლაბირინთის მხრივ დარღვევები
არახშირი: ხმაური ყურებში.
ძალიან იშვიათი: სმენის დაკარგვა.
სასუნთქი გზების, გულ-მკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ დარღვევები:
ხშირი: ფარინგოლარინგეალური ტკივილი, ცხვირიდან სისხლდენა.
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები
ხშირი: ყაბზობა, შებერილობა, დისპეფსია, გულისრევა, ფაღარათი.
არახშირი: პირღებინება, ზედა და ქვედა მუცლის ტკივილი, ბოყინი, პანკრეატიტი.
ჰეპატობილიარული დარღვევები
არახშირი: ჰეპატიტი.
იშვიათი: ქოლესტაზი.
ძალიან იშვიათი: ღვიძლის უკმარისობა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები
არახშირი: ჭინჭრის ციება, კანზე გამონაყარი, ქავილი, ალოპეცია.
იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება, ბულოზური დერმატიტი მრავალფორმული ერითემის ჩათვლით, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
ხშირი: მიალგია, ართრალგია, ტკივილი კიდურებში, კუნთების სპაზმი, სახსრების შეშუპება, ზურგის ტკივილი.
არახშირი: კისრის ტკივილი, კუნთების დაღლა.
იშვიათი: მიოპათია, მიოზიტი, რაბდომიოლიზი, ტენდონოპათია, ზოგჯერ გახლეჩვით გართულებული.
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების დარღვევები
ძალიან იშვიათი: გინეკომასტია.
ზოგადი დარღვევები და მოვლენები შეყვანის ადგილზე
არახშირი: სისუსტე, ასთენია, გულ-მკერდის არეში ტკივილი, პერიფერიული შეშუპება, დაღლილობა, ჰიპოთერმია.
გამოკვლევები
ხშირი: ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევა, სისხლში მომატებული კრეატინკინაზა.
არახშირი: შარდში ლეიკოციტები - დადებითი.
როგორც სხვა HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების შემთხვევაში, აღინიშნა შრატის ტრანსამინაზების მომატება იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ატორვასტატინს. აღნიშნული ცვლილებები, როგორც წესი, იყო მსუბუქი, გარდამავალი და არ საჭიროებდა მკურნალობის შეწყვეტას. შრატის ტრანსამინაზების კლინიკურად მნიშვნელოვანი (> 3-ჯერ მეტი ნორმის ზედა ზღვარზე) მომატება აღინიშნა იმ პაციენტების 0.8%-ში, რომლებიც ღებულობდნენ ატორვასტატინს. ეს მომატება იყო დოზასთან დაკავშირებული და ატარებდა შექცევად ხასიათს ყველა პაციენტში.
შრატში კრეატინკინაზას (CK) დონეების ნორმას ზედა ზღვარზე 3-ჯერ მომატება დაფიქსირდა იმ პაციენტების 2.5%-ში, რომლებიც ღებულობდნენ ატორვასტატინს, ასევე სხვა HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორებს კლინიკურ კვლევებში. ნორმის ზედა ზღვარზე 10-ჯერ მეტი დონეები დაფიქსირდა პაციენტების 0.4%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ ატორვასტატინით (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები / სიფრთხილის ზომები“).
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები
ხშირი: თავის ტკივილი
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები
ხშირი: მუცლის ტკივილი
გამოკვლევები
ხშირი: მომატებული ალანინამინოტრანსფერაზა, სისხლში მომატებული კრეატინფოსფოკინაზა.
ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე, ბავშვებში გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე, ტიპი და სიმძიმე სავარაუდოდ მოზრდილებში არსებული მონაცემების მსგავსია. ამჟამად არსებობს შეზღუდული გამოცდილება გრძელვადიან უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პედიატრიულ პოპულაციაში.
პედიატრიული პოპულაცია
10 წლიდან 17 წლამდე ასაკის ატორვასტატინით ნამკურნალები პედიატრიული პაციენტების არასასურველი მოვლენების პროფილი ზოგადად პლაცებოთი ნამკურნალები პაციენტების პროფილის მსგავსი იყო; ყველაზე ხშირი არასასურველი მოვლენები, რომლებიც დაფიქსირდა ორივე ჯგუფში, მიზეზობრიობის შეფასების მიუხედავად, იყო ინფექციები. 3-წლიან კვლევაში, რომელიც ეფუძნება ზოგადი მომწიფების და განვითარების შეფასებას, ტანერის სტადიის შეფასებას და სიმაღლისა და წონის გაზომვას, არ დაფიქსირებულა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ზრდასა და პუბერტატზე. პედიატრიულ პაციენტებში ატორვასტატინით მკურნალობის უსაფრთხოების და ამტანობის პროფილი მოზრდილ პაციენტებში ცნობილი უსაფრთხოების პროფილის მსგავსი იყო.
კლინიკური უსაფრთხოების მონაცემთა ბაზა მოიცავს 520 პედიატრიული პაციენტისგან შემდგარ უსაფრთხოების მონაცემებს, რომლებიც მკურნალობდნენ ატორვასტატინით, მათ შორის 7 პაციენტი იყო <6 წლის, 121 – 6 წლიდან 9 წლამდე, ხოლო 392 პაციენტი - 10 წლიდან 17 წლამდე ასაკის. არსებული მონაცემების მიხედვით, ბავშვებში არასასურველი რეაქციების სიხშირე, ტიპი და სიმძიმე მოზრდილებში არსებულის მსგავსია.
ზოგიერთი სტატინის გამოყენებისას დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
სექსუალური დისფუნქცია;
დეპრესია;
ფილტვების ინტერსტიციული დაავადების გამონაკლისი შემთხვევები, განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიის დროს;
შაქრიანი დიაბეტი: სიხშირე დამოკიდებული იქნება რისკ-ფაქტორების არსებობაზე ან არარსებობაზე (უზმოზე სისხლში გლუკოზას შემცველობა ≥ 5.6 მმოლ/ლ, BMI > 30 კგ/მ2, მომატებული ტრიგლიცერიდები, ჰიპერტენზიის ანამნეზი). (იხილეთ ოუნქტი „გაფრთხილებები / სიფრთხილის ზომები“).
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს
სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედება:
თანმხლები სამკურნალო საშუალებების გავლენა ატორვასტატინზე
ატორვასტატინი მეტაბოლიზდება ციტოქრომა P450 3A4-ით (CYP3A4) და წარმოადგენს გადამტანი ცილების სუბსტრატს, მაგალითად, ღვიძლის ათვისების გადამტან OATP1B1-ს. იმ სამკურნალო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ, რომლებიც წარმოადგენს CYP3A4-ის ან გადამტანი ცილების ინჰიბიტორებს, შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციის მომატება და მიოპათიის განვითარების რისკი. რისკი შეიძლება ასევე გაიზარდოს ატორვასტატინის ერთდროული გამოყენებისას სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებსაც აქვთ მიოპათიის გამოწვევის პოტენციალი, როგორიცაა ფიბრინის მჟავას წარმოებულები და ეზეტიმიბი (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“).
CYP3A4 ინჰიბიტორები
ნაჩვენებია, რომ ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორები იწვევს ატორვასტატინის კონცენტრაციის მკვეთრად გაზრდას (იხილეთ ცხრილი 1 და სპეციფიკური ინფორმაცია ქვემოთ). CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორების (მაგალითად, ციკლოსპორინი, ტელითრომიცინი, კლარითრომიცინი, დელავირდინი, სტირიპენტოლი, კეტოკონაზოლი, ვორიკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოსაკონაზოლი და აივ პროტეაზას ინჰიბიტორები, მათ შორის რიტონავირი, ლოპინავირი, ატაზანავირი, ინდინავირი, დარუნავირი და ა.შ.) ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული, შესაძლებლობის შემთხვევაში. იმ შემთხვევებში, თუ აღნიშნული სამკურნალო საშუალებების ატორვასტატინთან ერთად მიღების თავიდან აცილება შეუძლებელია, უნდა იქნას გათვალისწინებული ატორვასტატინის დაბალი დოზით დაწყება და მაქსიმალური დოზები და რეკომენდებულია პაციენტის შესაბამისი კლინიკური მონიტორინგი (იხილეთ ცხრილი 1).
ზომიერმა CYP3A4 ინჰიბიტორებმა (მაგალითად, ერითრომიცინი, დილთიაზემი, ვერაპამილი და ფლუკონაზოლი) შეიძლება გაზარდონ ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაციები (იხილეთ ცხრილი 1). მიოპათიის გაზრდილი რისკი დაფიქსირდა ერითრომიცინის სტატინებთან ერთად გამოყენებისას. ურთიერთქმედების კვლევები, რომლითად შეფასდა ამიოდარონის ან ვერაპამილის ეფექტები ატორვასტატინზე, არ ჩატარებულა. ცნობილია, რომ ამიოდარონი და ვერაპამილი აინჰიბირებენ CYP3A4-ის აქტივობას და ატორვასტატინთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ატორვასტატინის ექსპოზიციის გაზრდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ატორვასტატინის უფრო დაბალი მაქსიმალური დოზა უნდა იქნას გათვალისწინებული და რეკომენდებულია პაციენტის შესაბამისი კლინიკური მონიტორინგი ზომიერ CYP3A4 ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას. რეკომენდებულია შესაბამისი კლინიკური მონიტორინგი ინჰიბიტორის დაწყების ან დოზის კორექტირების შემდეგ.
CYP3A4 სტიმულატორები
ატორვასტატინის ერთდროულად გამოყენებამ ციტოქრომა P450 3A4-ის ინდუქტორებთან (მაგალითად, ეფავირენცი, რიფამპინი, კრაზანა) შეიძლება გამოიწვიოს ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაციების ცვლადი შემცირება. რიფამპინის ორმაგი ურთიერთქმედების მექანიზმის გამო (ციტოქრომა P450 3A4-ის ინდუქცია და ჰეპატოციტების ათვისების გადამტანი OATP1B1-ს ინჰიბირება), რეკომენდებულია ატორვასტატინის ერთდროული გამოყენება რიფამპინთან, რადგან ატორვასტატინის დაგვიანებული მიღება რიფამპინის მიღების შემდეგ უკავშირდება ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაციების მნიშვნელოვან შემცირებას. თუმცა, რიფამპინის ეფექტი ჰეპატოციტებში ატორვასტატინის კონცენტრაციებზე უცნობია და თუ მისი ერთდროული მიღების თავიდან აცილება შეუძლებელია, პაციენტები უნდა იყვნენ სათანადო მონიტორინგის ქვეშ ეფექტიანობისთვის.
გადამტანი ცილების ინჰიბიტორები
გადამტანი ცილების ინჰიბიტორებს (მაგალითად, ციკლოსპორინს) შეუძლია გაზარდონ ატორვასტატინის სისტემური ექსპოზიცია (იხილეთ ცხრილი 1). ჰეპატოციტებში ატორვასტატინის კონცენტრაციაზე ღვიძლის ათვისების გადამტანების ინჰიბირების ეფექტი უცნობია. თუ ერთდროული მიღების თავიდან აცილება შეუძლებელია, რეკომენდებულია დოზის შემცირება და ეფექტიანობის კლინიკური მონიტორინგი (იხილეთ ცხრილი 1).
გემფიბროზილი/ფიბრინის მჟავას წარმოებულები
მხოლოდ ფიბრატების გამოყენება ზოგჯერ ასოცირდება კუნთებთან დაკავშირებულ მოვლენებთან, მათ შორის რაბდომიოლიზთან. აღნიშნული მოვლენების რისკი შეიძლება გაიზარდოს ფიბრინის მჟავას წარმოებულებისა და ატორვასტატინის ერთდროული გამოყენებისას. თუ ერთდროული მიღების თავიდან აცილება შეუძლებელია, უნდა იქნას გამოყენებული ატორვასტატინის ყველაზე დაბალი დოზა თერაპიული მიზნის მისაღწევად და მოხდეს პაციენტების სათანადო მონიტორინგი (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“).
ეზეტიმიბი
მხოლოდ ეზეტიმიბის გამოყენება ასოცირდება კუნთებთან დაკავშირებულ მოვლენებთან, მათ შორის რაბდომიოლიზთან. შესაბამისად, ამ მოვლენების განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს ეზეტიმიბისა და ატორვასტატინის ერთდროული გამოყენებისას. რეკომენდებულია აღნიშნული პაციენტების შესაბამისი კლინიკური მონიტორინგი.
ქოლესტიპოლი
ატორვასტატინისა და მისი აქტიური მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაციები იყო დაბალი (დაახლოებით 25%), ქოლესტიპოლისა და ატორვასტატინის ერთდროულად გამოყენებისას. თუმცა, ლიპიდური ეფექტები უფრო დიდი იყო ატორვასტატინისა და ქოლესტიპოლის ერთად გამოყენებისას, ვიდრე ამ პრეპარატების ცალცალკე გამოყენებისას.
ფუზიდის მჟავა
ატორვასტატინისა და ფუზიდის მჟავას ურთიერთქმედების შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა. სხვა სტატინების მსგავსად, კუნთებთან დაკავშირებული მოვლენები, რაბდომიოლიზის ჩათვლით, დაფიქსირდა პოსტმარკეტინგულ პრაქტიკაში ატორვასტატინისა და ფუზიდის მჟავას ერთად გამოყენებისას. აღნიშნული ურთიერთქმედების მექანიზმი უცნობია. საჭიროა პაციენტების საგულდაგულო მონიტორინგი და მიზანშეწონილია ატორვასტატინით მკურნალობის დროებითი შეჩერება.
კოლხიცინი
მიუხედავად იმისა, რომ ატორვასტატინისა და კოლხიცინის ურთიერთქმედების შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა, ატორვასტატინი გამოყენებისას კოლხიცინთან ერთად დაფიქსირდა მიოპათიის შემთხვევები. აქედან გამომდინარე, ატორვასტატინის დანიშვნისას კოლხიცინთან ერთად აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა.
ატორვასტატინის გავლენა თანმხლებ სამკურნალო პრეპარატებზე
დიგოქსინი
დიგოქსინის მრავალჯერადი დოზებისა და 10 მგ ატორვასტატინის ერთად მიღებისას, დიგოქსინის წონასწორული კონცენტრაციები ოდნავ გაიზარდა. პაციენტებში, რომლებიც დიგოქსინს ღებულობენ, საჭიროა შესაბამისი მონიტორინგი.
პერორალური კონტრაცეპტივები
ატორვასტატინის გამოყენება პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად იწვევს ნორეთინდრონისა და ეთინილესტრადიოლის პლაზმური კონცენტრაციების გაზრდას.
ვარფარინი
პაციენტებზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში, რომლებიც იტარებდნენ ქრონიკულ თერაპიას ვარფარინით, ვარფარინთან ერთად დღეში 80 მგ ატორვასტატინის ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია პროთრომბინის დროის მცირე დაქვეითება დაახლოებით 1.7 წამით, დოზირების პირველი 4 დღის განმავლობაში, რაც ნორმას დაუბრუნდა ატორვასტატინით მკურნალობის 15 დღის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ აღწერილია კლინიკურად მნიშვნელოვანი ანტიკოაგულანტების ურთიერთქმედების მხოლოდ ძალიან იშვიათი შემთხვევები, პროთრომბინის დრო უნდა განისაზღვროს ატორვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ კუმარინის ანტიკოაგულანტებს და საკმაოდ ხშირად ადრეული თერაპიის დროს, რათა უზრუნველყოფილი იქნას პროთრომბინის დროის მნიშვნელოვანი ცვლილება. სტაბილური პროთრომბინის დროის დოკუმენტურად დადასტურების შემდეგ, პროთრომბინის დროის მონიტორინგი შესაძლებელია იმ ინტერვალებით, რომლებიც ჩვეულებრივ რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ღებულობენ კუმარინის ანტიკოაგულანტებს. თუ ატორვასტატინის დოზა შეიცვლება ან შეწყდება, იგივე პროცედურა უნდა განმეორდეს. ატორვასტატინის თერაპია არ იყო დაკავშირებული სისხლდენასთან ან პროთრომბინის დროის ცვლილებასთან იმ პაციენტებში, რომლებიც არ ღებულობენ ანტიკოაგულანტებს.
პედიატრიული პოპულაცია
პრეპარატების ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში. პედიატრიულ პოპულაციაში ურთიერთქმედების ხარისხი ცნობილი არ არის. ზემოაღნიშნული ურთიერთქმედება მოზრდილებში და პუნქტით „გაფრთხილებები / სიფრთხილის ზომები“ გათვალისწინებული გაფრთხილებები უნდა იქნას მიღებული მხედველობაში პედიატრიული მოსახლეობისთვის.
ცხრილი 1. თანმხლები სამკურნალო პრეპარატების გავლენა ატორვასტატინის ფარმაკოკინეტიკაზე
თანმხლები სამკურნალო პრეპარატები და დოზირების რეჟიმი
ატორვასტატინი
დოზა (მგ)
AUC&-ის ცვლილება
კლინიკური რეკომენდაცია#
ტიპრანავირი 500 მგ დღეში ორჯერ / რიტონავირი 200 მგ დღეში ორჯერ, 8 დღე (მე-14 დღიდან 21-ე დღემდე)
40 მგ პირველ დღეს,
10 მგ მე-20 დღეს
↑ 9.4-ჯერ
იმ შემთხვევებში, თუ აუცილებელია ატორვასტატინის ერთდროული გამოყენება, ატორვასტატინის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ დღეში. რეკომენდებულია ამ პაციენტების კლინიკური მონიტორინგი.
ტელაპრევირი 750 ყოველ 8 საათში, 10 დღე
20 მგ, ერთჯერადი დოზა
↑ 7.9-ჯერ
ციკლოსპორინი 5.2 მგ/კგ/დღეში, სტაბილური დოზა
10 მგ დღეში ერთხელ, 28 დღის განმავლობაში
↑ 8.7-ჯერ
ლოპინავირი 400 მგ დღეში ორჯერ / რიტონავირი 100 მგ დღეში ორჯერ, 14 დღე
20 მგ დღეში ერთხელ 4 დღის განმავლობაში
↑ 5.9-ჯერ
იმ შემთხვევებში, თუ აუცილებელია ატორვასტატინის ერთდროული გამოყენება, რეკომენდებულია ატორვასტატინის უფრო დაბალი შემანარჩუნებელი დოზა. 20 მგ-ზე მაღალი დოზით ატორავსტატინის შემთხვევაში, რეკომენდებულია ამ პაციენტების კლინიკური მონიტორინგი.
კლარითრომიცინი 500 მგ დღეში ორჯერ, 9 დღე
80 მგ დღეში ერთხელ, 8 დღის განმავლობაში
↑ 4.4-ჯერ
საქვინავირი 400 მგ დღეში ორჯერ / რიტონავირი (300 მგ დღეში ორჯერ 5-7 დღეებში, გაზრდილი 400 მგ-მდე დღეში ორჯერ მე-8 დღეს), 5-18 დღე, ატორვასტატინის დოზირებიდან 30 წუთში
40 მგ დღეში ერთხელ, 4 დღის განმავლობაში
↑ 3.9-ჯერ
იმ შემთხვევებში, თუ აუცილებელია ატორვასტატინის ერთდროული გამოყენება, რეკომენდებულია ატორვასტატინის უფრო დაბალი შემანარჩუნებელი დოზა. 40 მგ-ზე მაღალი დოზით ატორვასტატინის შემთხვევაში, რეკომენდებულია ამ პაციენტების კლინიკური მონიტორინგი.
დარუნავირი 300 მგ დღეში ორჯერ / რიტონავირი 100 მგ დღეში ორჯერ, 9 დღე
10 მგ დღეში ერთხელ, 4 დღის განმავლობაში
↑ 3.3-ჯერ
იტრაკონაზოლი 200 მგ დღეში ერთხელ, 4 დღე
40 მგ ერთჯერადი დოზა
↑ 3.3-ჯერ
ფოსამპრენავირი 700 მგ დღეში ორჯერ / რიტონავირი 100 მგ დღეში ორჯერ, 14 დღე
10 მგ დღეში ერთხელ, 4 დღის განმავლობაში
↑ 2.5-ჯერ
ფოსამპრენავირი 1400 მგ დღეში ორჯერ, 14 დღე
10 მგ დღეში ერთხელ, 4 დღის განმავლობაში
↑ 2.3-ჯერ
ნელფინავირი 1250 მგ დღეში ორჯერ, 14 დღე

↑ 1.7-ჯერ^
სპეციფიკური რეკომენდაცია არ არსებობს
გრეიპფრუტის წვენი, 240 მლ დღეში ერთხელ*
40 მგ, ერთჯერადი დოზა
↑ 37%
დიდი რაოდენობით გრეიპფრუტის წვენისა და ატორვასტატინის ერთად მიღება რეკომენდებული არ არის.
დილთიაზემი 240 მგ დღეში ერთხელ, 28 დღე
40 მგ, ერთჯერადი დოზა
↑ 51%
დილთიაზემის დაწყების ან დოზის კორექტირების შემდეგ, რეკომენდებულია ამ პაციენტების შესაბამისი კლინიკური მონიტორინგი.
ერითრომიცინი 500 მგ დღეში ოთხჯერ, 7 დღე
10 მგ, ერთჯერადი დოზა
↑ 33%˄
რეკომენდებულია უფრო დაბალი მაქსიმალური დოზა და ამ პაციენტების კლინიკური მონიტორინგი.
ამლოდიპინი 10 მგ, ერთჯერადი დოზა
80 მგ, ერთჯერადი დოზა
↑ 18%
სპეციფიკური რეკომენდაცია არ არსებობს
ციმეტიდინი 300 მგ დღეში ოთხჯერ, 2 კვირა
10 მგ დღეში ერთხელ, 4 კვირის განმავლობაში
↓ 1%-ზე ნაკლები˄
სპეციფიკური რეკომენდაცია არ არსებობს
მაგნიუმისა და ალუმინის ჰიდროქსიდების ანტაციდური სუსპენზია, 30 მლ დღეში ოთხჯერ, 2 კვირა

↓ 35%˄
სპეციფიკური რეკომენდაცია არ არსებობს
ეფავირენცი 600 მგ დღეში ერთხელ, 14 დღე
10 მგ 3 დღის განმავლობაში
↓ 41%
სპეციფიკური რეკომენდაცია არ არსებობს
რიფამპინი 600 მგ დღეში ერთხელ, 7 დღე (ერთად მიღებული)
40 მგ ერთჯერადი დოზა
↑ 30%
თუ ერთდროული მიღების თავიდან აცილება შეუძლებელია, რეკომენდებულია ატორვასტატინის ერთდროული გამოყენება რიფამპინთან, კლინიკური მონიტორინგით.
რიფამპინი 600 მგ დღეში ერთხელ, 5 დღე (დოზები, ცალ-ცალკე)
40 მგ ერთჯერადი დოზა
↓ 80%
გემფიბროზილი 600 მგ დღეში ორჯერ, 7 დღე
40 მგ ერთჯერადი დოზა
↑ 35%
რეკომენდებულია უფრო დაბალი საწყისი დოზა და ამ პაციენტების კლინიკური მონიტორინგი
ფენოფიბრატი 160 მგ დღეში ერთხელ, 7 დღე
40 მგ ერთჯერადი დოზა
↑ 3%

& მონაცემები, რომლებიც მოცემულია x-ჯერ ცვლილების სახით წარმოადგენს მარტივ თანაფარდობას ერთდროულ მიღებასა და ატორვასტატინის მონოთერაპიას შორის (ანუ ერთხელ = ცვლილება არ არის). მონაცემები, როგორც % ცვლილება, წარმოადგენს % სხვაობას მხოლოდ ატორვასტატინთან მიმართებაში (ანუ 0% = ცვლილება არ არის).
# იხილეთ პუნქტები „გაფრთხილებები/სიფრთხილი ზომები“ და „პრეპარატების ურთიერთქმედება“ კლინიკური მნიშვნელობისათვის.
- შეიცავს ერთ ან მეტ კომპონენტს, რომელიც აინჰიბირებს CYP3A4-ს და შეუძლია გაზარდოს CYP3A4-ით მეტაბოლიზებული სამკურნალო პრეპარატების პლაზმური კონცენტრაციები. გრეიპფრუტის წვენის ერთი 240 მლ ჭიქის მიღება ასევე იწვევს AUC-ის 20.4% შემცირებას აქტიური ორთოჰიდროქსი მეტაბოლიტისათვის. გრეიპფრუტის წვენის დიდმა რაოდენობამ (დღეში 1.2 ლიტრზე მეტი 5 დღის განმავლობაში) გაზარდა ატორვასტატინის AUC 2.5-ჯერ და ატორვასტატინის აქტიური მეტაბოლიტების AUC.
˄ საერთო ატორვასტატინის ექვივალენტური აქტივობა.
მატება აღინიშნება, როგორც „↑“, შემცირება - როგორც „↓“
OD = დღეში ერთხელ; SD = ერთჯერადი დოზა; BID = დღეში ორჯერ; QID = დღეში ოთხჯერ.
ცხრილი 2: ატორვასტატინის გავლენა თანმხლები სამკურნალო პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე
ატორვასტატინი და დოზირების რეჟიმი
თანმხლები სამკურნალო პრეპარატები
სამკურნალო პრეპარატი/დოზა (მგ)
AUC&-ის ცვლილება
კლინიკური რეკომენდაცია
80 მგ დღეში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში
დიგოქსინი 0.25 მგ დღეში ერთხელ, 20 დღე
↑ 15 %
პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ დიგოქსინს, აუცილებელია შესაფერისი მონიტორინგი.
40 მგ დღეში ერთხელ, 22 დღის განმავლობაში
პერორალური კონტრაცეპტივი დღეში ერთხელ, 2 თვე
ნორეთინდრონი 1 მგ
ეთინილესტრადიოლი 35 მკგ
↑ 28%
↑ 19%
სპეციფიკური რეკომენდაცია არ არსებობს.
80 მგ დღეში ერთხელ, 15 დღის განმავლობაში
- ფენაზონი, 600 მგ ერთჯერადი დოზა
↑ 3%
სპეციფიკური რეკომენდაცია არ არსებობს.
10 მგ, ერთჯერადი დოზა
ტიპრანავირი 500 მგ დღეში ორჯერ, 14 დღე
ცვლილების გარეშე
სპეციფიკური რეკომენდაცია არ არსებობს.
10 მგ, დღეში ერთხელ, 4 დღის განმავლობაში
ფოსამპრენავირი 1400 მგ, დღეში ორჯერ, 14 დღე
↓ 27%

ფოსამპრენავირი 700 მგ, დღეში ორჯერ / რიტონავირი 100 მგ დღეში ორჯერ, 14 დღე
ცვლილების გარეშე
სპეციფიკური რეკომენდაცია არ არსებობს.
& მონაცემები, რომლებიც მოცემულია, როგორც % ცვლილება, წარმოადგენს % სხვაობას მხოლოდ ატორვასტატინთან მიმართებაში (ანუ 0% = ცვლილება არ არის).
- ატორვასტატინის მრავალჯერადი დოზებისა და ფენაზონის ერთად მიღებამ აჩვენა მცირე ან ნულოვანი გავლენა ფენაზონის კლირენსზე.
მატება აღინიშნება, როგორც „↑“, შემცირება - როგორც „↓“.
OD = დღეში ერთხელ; SD = ერთჯერადი დოზა.
ჭარბი დოზა
ტორვასის ჭარბი დოზირების შემთხვევაში, სპეციფიკური მკურნალობა ხელმისაწვდომი არ არის. ჭარბი დოზირების შემთხვევაში, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სიმპტომატური მკურნალობა და საჭიროებისამებრ დაიწყოს დამხმარე ზომების მიღება. უნდა გაკეთდეს ღვიძლის ფუნქციური სინჯები და ჩატარდეს შრატში კრეატინკინაზას (CK) დონეების მონიტორინგი. პლაზმის ცილებთან ატორვასტატინის ძლიერი შეკავშირების გამო, მოსალოდნელია, რომ ჰემოდიალიზი მნიშვნელოვნად არ გაზრდის ატორვასტატინის კლირენსს.
შეფუთვა:
ტორვასი 40 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი წარმოდგენილია ბლისტერებში 30 და 90 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შემცველობით.
ფარმაცევტული დოზირების სხვა ფორმები:
ტორვასი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი წარმოდგენილია ბლისტერებში 30 და 90 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შემცველობით.
ტორვასი 20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი წარმოდგენილია ბლისტერებში 30 და 90 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შემცველობით.
ტორვასი 80 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი წარმოდგენილია ბლისტერებში 30 და 90 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შემცველობით.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ლიცენზიის მფლობელი: NOBEL ILAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş.
სარაი მაჰ. დოქ. ადნან ბუიუქდენიზის ქ. №14
34768 უმრანიე / სტამბოლი
ტელ: +90 (216) 633 60 00
ფაქსი: +90 (216) 633 60 01
ლიცენზიის გაცემის თარიღი და ნომერი: 06.11.2006 / 209/35
პრეპარატი გაიცემა სამედიცინო დანიშნულებით.
აღნიშნული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ლიპიდების მამოდიფიცირებული საშუალებები, HMG-CoA-რედუქტაზას ინჰიბიტორები.
ათქ კოდი: C10AA05
ატორვასტატინი წარმოადგენს HMG-CoA-რედუქტაზას, სიჩქარის შემზღუდველი ფერმენტის სელექტიურ, კონკურენტულ ინჰიბიტორს, ფერმენტის, რომელიც პასუხისმგებელია 3-ჰიდროქსი-3-მეთილ-გლუტარილ-კოფერმენტი A-ს მევალონატად, სტეროლის წინამორბედად, ქოლესტერინის ჩათვლით, გარდაქმნაზე. ღვიძლში ტრიგლიცერიდები და ქოლესტერინი ჩართულია ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებში (VLDL) და გამოიყოფა პლაზმაში პერიფერიულ ქსოვილებში მიწოდებისთვის. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი (LDL) წარმოიქმნება ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებიდან და ძირითადად კატაბოლიზდება მაღალი აფინიტეტის მქონე რეცეპტორის მეშვეობით დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინად (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის რეცეპტორად).
ატორვასტატინი ამცირებს პლაზმური ქოლესტერინისა და ლიპოპროტეინების კონცენტრაციებს შრატში HMG-CoA რედუქტაზას და შემდგომში ქოლესტერინის ბიოსინთეზის ინჰიბირებით ღვიძლში და ზრდის ღვიძლის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის რეცეპტორების რაოდენობას უჯრედის ზედაპირზე დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის გაძლიერებული შეთვისებისა და კატაბოლიზმისთვის.
ატორვასტატინი ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის წარმოქმნას და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის ნაწილაკების რაოდენობას. ატორვასტატინი აწარმოებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის რეცეპტორების აქტივობის ღრმა და მდგრად ზრდას, რასაც თან ახლავს მოცირკულირე დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის ნაწილაკების ხარისხის დადებითი ცვლილება. ატორვასტატინი ეფექტურია LDL-C-ის შესამცირებლად პაციენტებში, ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, ეს არის პოპულაცია, რომელიც ჩვეულებრივ არ რეაგირებს ჰიპოლიპიდემიურ სამკურნალო საშუალებებზე.
პედიატრიული პოპულაცია
ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია 6 წლიდან 17 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში
ატორვასტატინის ფარმაკოკინეტიკური, ფარმაკოდინამიკური, ასევე უსაფრთხოების და ამტანობის ღია, 8-კვირიანი კვლევა ჩატარდა ბავშვების და მოზარდების მონაწილეობით გენეტიკურად დადასტურებული ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის კონცენტრაციით ≥4 მმოლი/ლ საწყის დონეზე. სულ კვლევაში მონაწილეობდა 6 წლიდან 17 წლამდე ასაკის 39 ბავშვი და მოზარდი. A ჯგუფი ფორმირებული იყო 6 წლიდან 12 წლამდე ასაკის 15 ბავშვისგან სტადია 1 ტანერის მიხედვით. B ჯგუფი ფორმირებული იყო 10 წლიდან 17 წლამდე ასაკის 24 ბავშვისგან ≥2 სტადია ტანერის მიხედვით.
A ჯგუფში ატორვასტატინის საწყისმა დღიურმა დოზამ საღეჭი ტაბლეტის ფორმით შეადგინა 5 მგ, ხოლო B ჯგუფში - 10 მგ. დაშვებული იყო დოზის გაორმაგება ატორვასტატინის კარგი ამტანობის შემთხვევაში, თუ „კვირა 4“-ზე არ მიიღწეოდა დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის მიზნობრივი მაჩვენებელი <3.35 მმოლი/ლ.
„კვირა 2“-ზე ყველა სუბიექტს აღენიშნებოდა დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის, საერთო ქოლესტერინის, ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის და აპოლიპოპროტეინ B-ს საშუალო მაჩვენებლების შემცირება. სუბიექტებში, რომლებიც იღებდნენ გაორმაგებულ დოზას, დოზის გაზრდიდან დამატებითი შემცირება აღინიშნა უკვე 2 კვირაში პირველი შეფასების ჩატარების დროს. ლიპიდების მაჩვენებლების საშუალო შემცირება პროცენტებში იყო მსგავსი ორივე ჯგუფში მიუხდავად იმისა, აგრძელებდნენ თუ არა სუბიექტები საწყისი დოზის მიღებას ან იღებდნენ გაორმაგებულ დოზას. „კვირა 8“-ზე საწყისი მნიშვნელობიდან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის და საერთო ქოლესტერინის ცვლილებებმა საშუალოდ შეადგინეს დაახლოებით 40% და 30% შესაბამისად, ზემოქმედების ინტერვალის ზემოთ.
მეორე ღია, არაკონტროლირებად კვლევაში მონაწელეობას იღებდა 6 წლიდან 15 წლამდე ასაკის ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის (HeFH) მქონე 271 ბავშვი, რომლებიც მკურნალობდნენ ატორვასტატინით სამ წლამდე. კვლევაში ჩართვა მოითხოვდა დადასტურებულ ჰეტეროზიგოტურ ოჯახურ ჰიპერქოლესტერინემიას და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის დონეს ≥4 მმოლი/ლ საწყის დონეზე (დაახლოებით 152 მგ/დლ). კვლევაში მონაწილეობას იღებდა 139 ბავშვი განვითარების 1 სტადია ტანერის მიხედვით (ჩვეულებრივ 6 წლიდან 10 წლამდე ასაკის). ატორვასტატინის საწყისმა დოზამ (დღეში ერთხელ) შეადგინა 5 მგ (საღეჭი ტაბლეტი) 10 წლამდე ასაკის ბავშვებში. 10 წლის ან 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში კი - 10 მგ (დღეში ერთხელ). ყველა ბავშვს შეეძლო უფრო მაღალი დოზის ტიტრირება, რათა მიეღწია დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის დონის მიზნობრივ მაჩვენებელს <3.35 მმოლი/ლ. საშუალო შეწონილმა დოზამ 6 წლიდან 9 წლამდე ასაკის ბავშვებში შეადგინა 19.6 მგ, ხოლო 10 წლის და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში - 23.9 მგ.
დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის საშუალო მაჩვენებელმა (+/-SD) საწყის ეტაპზე შეადგინა 6.12 (1.26) მმოლი/ლ, რომელიც დაახლოებით იყო 233 (48) მგ/დლ. საბოლოო შედეგებისთვის იხილეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი 3.
მიღებული მონაცემები მიუთითებს პრეპარატის ზემოქმედების არარსებობაზე ზრდისა და განვითარების ნებისმიერ მაჩვენებელზე (ე.ი., სიმაღლე, წონა, სხეულის მასის ინდექსი (BMI), ტანერის სტადია, მკვლევრის შეფასება ზოგადი მომწიფებისა და განვითარების შესახებ) ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე ბავშვებში და მოზარდებში, რომლებიც იღებდნენ ატორვასტატინს 3-წლიანი კვლევის განმავლობაში. ვიზიტის დროს, მკვლევრის მიერ შეფასებულ პრეპარატს არ ჰქონია ზემოქმედება სიმაღლეზე, წონაზე, სხეულის მასის ინდექსზე ასაკის ან სქესის მიხედვით.
ცხრილი 3. ატორვასტატინის ლიპიდების შემამცირებელი ეფექტები ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე მოზარდ ბიჭებსა და გოგონებში (მმოლ/ლ)
დროის მონაკვეთი
N
TC (S.D.)
LDL-C (S.D.)
LDL-C (S.D.)
TC (S.D.)
Apo B (S.D.)#
საწყისი ეტაპი
271
- 86(1.30)
- 12(1.26)
- 314(0.2663)
- 93(0.47)
- 42(0.28)**
თვე 30
206
- 95(0.77)*
- 25(0.67)
- 327(0.2796)
- 79(0.38)*
- 90(0.17)*
თვე 36/ET
240
- 12(0.86)
- 45(0.81)
- 308(0.2739)
- 78(0.41)
- 93(0.20)***
TC = საერთო ქოლესტერინი; LDL-C = დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინი-C; HDL-C = მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინი-C; TG = ტრიგლიცერიდები; Apo B = აპოლიპოპროტეინ B; „თვე 36/ET“ მოიცავს ბოლო ვიზიტის მონაცემებს იმ სუბიექტებისთვის, რომლებმაც დაგეგმილ 36 თვემდე შეწყვიტეს კვლევაში მონაწილეობა, ასევე მოიცავს 36 თვის სრულ მონაცემებს
სუბიექტებისთვის, რომლებიც ასრულებენ 36 თვიან მონაწილეობას; „*“= 30 N თვე ამ პარამეტრისთვის იყო 207; “**”= საბაზისო N ამ პარამეტრისთვის იყო 270; „***“ = თვე 36/ET N ამ პარამეტრისთვის იყო 243; „#“=გ/ლ Apo B-სთვის.
ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია 10 წლიდან 17 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში
ორმაგი ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა შემდგომი ღია ფაზით ტარდებოდა 10 წლიდან 17 წლამდე (საშუალო ასაკი 14.1 წელი) ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის (FH) ან მძიმე ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 187 ბავშვის, ბიჭების და გოგონების მონაწილეობით, რომლებსაც უკვე ჰქონდათ პირველი მენსტრუაცია, რანდომიზებული იყო ატორვასტატინზე (n=140), ან პლაცებოზე (n=47) 26 კვირის განმავლობაში, ხოლო შემდეგ 26 კვირის განმავლობაში ყველა სუბიექტი იღებდა ატორვასტატინს.
ატორვასტატინის დოზა (დღეში ერთხელ) შეადგენდა 10 მგ-ს პირველი 4 კვირის განმავლობაში, და თუ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის დონე შეადგენდა >3.36 მმოლი/ლ-ს, ხდებოდა დოზის ტიტრირება 20 მგ-მდე. 26-კვირიანი ორმაგი ბრმა ფაზის განმავლობაში ატორვასტატინის გამოყენებით აღინიშნებოდა პლაზმაში საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და აპოლიპოპროტეინ B-ს დონეების მნიშვნელოვანი შემცირება. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის საშუალო მაჩვენებელმა შეადგინა 3.38 მმოლი/ლ (დიაპაზონი: 1.81 – 6.26 მმოლი/ლ) ატორვასტატინის ჯგუფში, ხოლო 5.91 მმოლი/ლ (დიაპაზონი: 3.93 – 9.96 მმოლი/ლ) პლაცებოს ჯგუფში 26-კვირიანი ორმაგი ბრმა ფაზის განმავლობაში.
დამატებით პედიატრიულ კვლევაში ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 10 წლიდან 18 წლამდე ასაკის პაციენტების მონაწილეობით ხდებოდა ატორვასტატინით მკურნალობის კოლესტიპოლთან შედარება. კვირა 26-ზე ატორვასტატინმა (N=25) გამოიწვია დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის მნიშვნელოვანი შემცირება (პ<0.05) კოლესტიპოლთან შედარებით (N=31).
კვლევა ასევე ტარდებოდა მძიმე ჰიპერქოლესტერინემიის მქონე იმ 46 პედიატრიული პაციენტის მონაწილეობით, რომლებსაც არ შეეძლოთ ამ თერაპიის მიღება კლინიკურ კვლევაში (ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის ჩათვლით), ისინი იღებდნენ ატორვასტატინს, რომლის დოზის ტიტრირება ხდებოდა რეაქციის შესაბამისად (ზოგიერთი სუბიექტი დღეში იღებდა 80 მგ ატორვასტატინს). კვლევა ტარდებოდა 3 წლის განმავლობაში: დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის დონე 36%-ით იყო შემცირებული.
ატორვასტატინით თერაპიის გრძელვადიანი ეფექტიანობა, რომელიც ტარდებოდა ბავშვობაში, ავადობის და მოზრდილ ასაკში სიკვდილიანობის შემცირების მიზნით, განსაღვრული არ ყოფილა.
სამკურნალო საშუალებების ევროპული სააგენტო უარს აცხადებს წარადგინოს ატორვასტატინის გამოყენების კვლევების შედეგები ჰეტეროზიგოტული ჰიპერქოლესტერინემიის სამკურნალოდ 0 წლიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში და ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის, კომბინირებული (შერეული) ჰიპერქოლესტერინემიის, პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის სამკურნალოდ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის 0 წლიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში (პედიატრიაში გამოყენების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ პარაგრაფი „დოზა“ და „მიღების წესი“).
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
შეწოვა
ატორვასტატინი სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ; მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა 1-დან 2 საათში. შეწოვის ხარისხი იზრდება ატორვასტატინის დოზის პროპორციულად. ატორვასტატინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 12%-ს შეადგენს, ხოლო HMG-CoA რედუქტაზას მაინჰიბირებელი აქტივობის სისტემური შეღწევადობა არის დაახლოებით 30%. დაბალი სისტემური შეღწევადობა დაკავშირებულია პრესისტემურ კლირენსთან კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსში და/ან ღვიძლის პირველი გავლის მეტაბოლიზმთან.
განაწილება
ატორვასტატინის განაწილების საშუალო მოცულობა დაახლოებით 381 ლიტრს შეადგენს. ატორვასტატინი ≥98%-ით არის შეკავშირებული პლაზმის ცილებთან.
ბიოტრანსფორმაცია
ატორვასტატინი მეტაბოლიზდება ციტოქრომა P450 3A4-ით ორთო- და პარაჰიდროქსილირებულ წარმოებულებად და სხვადასხვა ბეტა-დაჟანგვის პროდუქტებად. სხვა გზების გარდა, აღნიშნული პროდუქტები შემდგომში მეტაბოლიზდება გლუკურონიზაციის გზით. In vitro, HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბირება ორთო- და პარაჰიდროქსილირებული მეტაბოლიტების მიერ ატორვასტატინის ექვივალენტურია. HMG-CoA რედუქტაზას მოცირკულირე მაინჰიბირებელი აქტივობის დაახლოებით 70% მიეკუთვნება აქტიურ მეტაბოლიტებს.
გამოყოფა
ატორვასტატინი ძირითადად გამოიყოფა ნაღველში ღვიძლის და/ან ღვიძლგარე მეტაბოლიზმის შემდეგ. თუმცა, როგორც ჩანს, ატორვასტატინი არ განიცდის მნიშვნელოვან ენტეროჰეპატურ რეცირკულაციას. ადამიანებში ატორვასტატინის პლაზმური ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 14 საათს. HMG-CoA რედუქტაზას მაინჰიბირებელი აქტივობის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 20-30 საათს აქტიური მეტაბოლიტების წვლილის გამო.
განსაკუთრებული პოპულაცია
ხანდაზმულები: ატორვასტატინის და მისი აქტიური მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაციები უფრო მაღალია ჯანმრთელ ხანდაზმულ სუბიექტებში, ვიდრე ახალგაზრდა მოზრდილ სუბიექტებში, ხოლო ლიპიდური ეფექტები ახალგაზრდა პაციანტთა პოპულაციის მსგავსია.
პედიატრიული: ღია 8-კვირიან კვლევაში, ტანერის სტადია 1 (N=15) და ტანერის სტადია ≥ 2 (N=24) პედიატრიული პაციენტები (6-17 წლის ასაკის), ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით და საწყისი LDL-C ≥ 4 მმოლ/ლ-ით, მკურნალობდნენ 5 ან 10 მგ საღეჭი ან 10 ან 20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ატორვასტატინის ტაბლეტებით დღეში ერთხელ, შესაბამისად. სხეულის წონა იყო ერთადერთი მნიშვნელოვანი კოვარიატი ატორვასტატინის პოპულაციის PK მოდელში. ატორვასტატინის გამოხატული პერორალური კლირენსი პედიატრიულ სუბიექტებში მოზრდილების მსგავსი იყო, როდესაც სხეულის მასის მიხედვით ალომეტრიულად სკალირებული იქნა. LDL-C და TC-ის თანმიმდევრული დაქვეითება დაფიქსირდა ატორვასტატინის და ო-ჰიდროქსიატორვასტატინის ექსპოზიციის დიაპაზონში.
სქესი: ატორვასტატინის და მისი აქტიური მეტაბოლიტების კონცენტრაცია ქალებში განსხვავდება მამაკაცებისგან (ქალები: Cmax დაახლოებით 20%-ით მაღალი და AUC-ისთვის დაახლოებით 10%-ით დაბალი). აღნიშნულ განსხვავებებს არ ჰქონდა კლინიკური მნიშვნელობა, რის შედეგადაც არ იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები ლიპიდურ ეფექტებში მამაკაცებსა და ქალებს შორის.
თირკმლის უკმარისობა: თირკმლის დაავადებას არ აქვს ზეგავლენა ატორვასტატინის და მისი აქტიური მეტაბოლიტების პლაზმურ კონცენტრაციასა თუ ლიპიდურ ეფექტებზე.
ღვიძლის უკმარისობა: ატორვასტატინის და მისი აქტიური მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაციები მნიშვნელოვნად მომატებულია (Сmax - დაახლოებით 16-ჯერ და AUC დაახლოებით - 11-ჯერ) პაციენტებში ღვიძლის ქრონიკული ალკოჰოლური დაავადებით (ჩაილდ-პიუ კლასიფიკაციით B კლასი).
SLOC1B1 პოლიმორფიზმი: HMG-CoA რედუქტაზას ყველა ინჰიბიტორის ღვიძლში ათვისება, ატორვასტატინის ჩათვლით, მოიცავს OATP1B1 გადამტანს. SLCO1B1 პოლიმორფიზმის მქონე პაციენტებში არსებობს ატორვასტატინის ექსპოზიციის გაზრდის რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რაბდომიოლიზის გაზრდილი რისკი (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები / სიფრთხილის ზომები“). OATP1B1 (SLCO1B1 c.521CC) მაკოდირებელი გენის პოლიმორფიზმი ასოცირდება ატორვასტატინის 2.4-ჯერ უფრო მაღალ ექსპოზიციასთან (AUC) ვიდრე იმ სუბიექტებში, რომლებსაც არ აქვთ გენოტიპის ვარიანტი (c.521TT). ამ პაციენტებში ასევე შესაძლებელია ატორვასტატინის ღვიძლის გენეტიკურად დაქვეითებული ათვისება. ეფექტიანობასთან დაკავშირებული შესაძლო შედეგები უცნობია.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ტორვასი 40 მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
ფორმულა:
თითოეული ტორვასი 40 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს კალციუმის ატორვასტატინს, რაც 40 მგ ატორვასტატინის ექვივალენტურია და ტიტანის დიოქსიდს (E171) საღებავი ნივთიერების სახით.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ლიპიდების მამოდიფიცირებული საშუალებები, HMG-CoA-რედუქტაზას ინჰიბიტორები.

ჩვენებები:
ჰიპერქოლესტერინემია
ტორვასი ნაჩვენებია, როგორც დიეტის დანამატი მომატებული საერთო ქოლესტერინის (საერთო-C), დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის ქოლესტერინის (LDL-C), აპოლიპოპროტეინი B-ს და ტრიგლიცერიდების დასაქვეითებლად მოზრდილებში, მოზარდებში და 10 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებში პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით, ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის (ჰეტეროზიგოტური ვარიანტი) ან კომბინირებული (შერეული) ჰიპერლიპიდემიის (შეესაბამება ფრედრიქსონის კლასიფიკაციის IIa და IIb ტიპებს) ჩათვლით, როდესაც დიეტაზე და სხვა არაფარმაკოლოგიურ ღონისძიებებზე პასუხი არაადეკვატურია.
ტორვასი ასევე ნაჩვენებია საერთო-C და LDL-C-ს შესამცირებლად მოზრდილებში ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, სხვა ჰიპოლიპიდემიური თერაპიის დანამატის სახით (მაგალითად, LDL აფერეზი) ან თუ ასეთი მკურნალობა არ არის ხელმისაწვდომი.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია
გულ-სისხლძარღვთა მხრივ მოვლენების პრევენცია მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც სავარაუდოდ აქვთ პირველი გულ-სისხლძარღვთა მოვლენის განვითარების მაღალი რისკი (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“), როგორც დამატებითი რისკ-ფაქტორების კორექცია.
უკუჩვენებები:
ტორვასი უკუნაჩვენებია პაციენტებში
აქტიური ნივთიერების ან ამ პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობით;
ღვიძლის აქტიური დაავადებით ან შრატში ტრანსამინაზების აუხსნელი მუდმივი მატებით, რომელიც 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს;
ორსულობის დროს, ძუძუთი კვების პერიოდში და რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ მიმართავენ კონტრაცეფციის შესაბამის მეთოდებს (იხილეთ პუნქტი „ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია“).
გაფრთხილებები / სიფრთხილის ზომები:
ღვიძლის ეფექტები
ღვიძლის ფუნქციური სინჯები უნდა გაკეთდეს მკურნალობის დაწყებამდე და შემდგომ პერიოდულად. პაციენტებმა, რომლებსაც გამოუვლინდებათ ღვიძლის დაზიანებაზე მანიშნებელი რაიმე ნიშანი ან სიმპტომი, უნდა გაიკეთონ ღვიძლის ფუნქციური სინჯები. პაციენტები, რომლებსაც გამოუვლინდებათ ტრანსამინაზების დონეების მომატება, უნდა იმყოფებოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ მანამ, სანამ დარღვევები არ გამოსწორდება. თუ ტრანსამინაზების მატება 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს (ULN), რეკომენდებულია დოზის შემცირება ან ტორვასის მოხსნა (იხილეთ პუნქტი „გვერდითი ეფექტები / არასასურველი მოვლენები“).
ტორვასი სათანადო სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომლებიც მოიხმარენ ალკოჰოლის მნიშვნელოვან რაოდენობას და/ან აქვთ ღვიძლის დაავადების ანამნეზი.
ინსულტის პრევენცია ქოლესტერინის დონეების აგრესიული შემცირებით (SPARCL)
ინსულტის ქვეტიპების პოსტ-ჰოკ ანალიზში იმ პაციენტებში, რომლებსაც არ აღენიშნებოდათ გულის კორონარული დაავადება (CHD), ახლახან გადაიტანეს ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა (TIA), აღინიშნა ჰემორაგიული ინსულტის განვითარების უფრო მაღალი სიხშირე პაციენტებში, რომლებმაც დაიწყეს მკურნალობა 80 მგ ატორვასტატინით პლაცებოსთან შედარებით. გაზრდილი რისკი განსაკუთრებით აღინიშნა პაციენტებში, რომლებსაც ადრე ჰქონდათ ჰემორაგიული ინსულტი ან ლაკუნარული ინფარქტი კვლევაში ჩართვისას. ადრე ჰემორაგიული ინსულტის ან ლაკუნარული ინფარქტის მქონე პაციენტებისთვის, 80 მგ ატორვასტატინის რისკისა და სარგებლის ბალანსი გაურკვეველია და ჰემორაგიული ინსულტის პოტენციური რისკი ყურადღებით უნდა იქნას განხილული მკურნალობის დაწყებამდე (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).
ჩონჩხის კუნთების ეფექტები
ატორვასტატინმა, ისევე როგორც HMG-CoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორებმა, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გავლენა იქონიოს ჩონჩხის კუნთზე და გამოიწვიოს მიალგია, მიოზიტი და მიოპათია, რაც შეიძლება პროგრესირდეს რაბდომიოლიზამდე, სიცოცხლისთვის პოტენციურად სახიფათო მდგომარეობამდე, რომელიც ხასიათდება კრეატინკინაზას (CK) დონეების მკვეთრად მომატებით (> 10-ჯერ ULN), მიოგლობინემიით და მიოგლობინურიით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა.
მკურნალობამდე
ატორვასტატინი სათანადო სიფრთხილით უნდა დაინიშნოს რაბდომიოლიზის მაპროვოცირებელი ფაქტორების მქონე პაციენტებში. კრეატინკინაზას (CK) დონე უნდა გაიზომოს სტატინით მკურნალობის დაწყებამდე შემდეგ სიტუაციებში:
თირკმლის უკმარისობა;
ჰიპოთიროიდიზმი;
მემკვიდრეობითი კუნთოვანი პათოლოგიების პირადი ან ოჯახური ანამნეზი;
სტატინით ან ფიბრატებით გამოწვეული კუნთოვანი ტოქსიკურობის ანამნეზი;
ღვიძლის დაავადების და/ან ალკოჰოლის მნიშვნელოვანი რაოდენობით მოხმარების ანამნეზი;
ხანდაზმულები (>70 წლის ასაკის) პაციენტებში გასათვალისწინებელია ასეთი გაზომვის აუცილებლობა, რაბდომიოლიზისთვის სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორების არსებობის მიხედვით;
სიტუაციები, როდესაც შეიძლება გამოვლინდეს პლაზმური დონეების მომატება, როგორიცაა ურთიერთქმედება (იხილეთ პუნქტი „სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება“) და სპეციალური პოპულაციები გენეტიკური სუბპოპულაციების ჩათვლით (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).
ასეთ სიტუაციებში, მკურნალობის რისკი უნდა იყოს გათვალისწინებული შესაძლო სარგებელთან დაკავშირებით და რეკომენდებულია კლინიკური მონიტორინგი.
თუ კრეატინკინაზას (CK) დონეები საწყის ეტაპზე საგრძნობლად არის მომატებული (>5-ჯერ ULN), მკურნალობა არ უნდა დაიწყოს.
კრეატინკინაზას განსაზღვრა
კრეატინკინაზას (CK) განსაზღვრა არ შეიძლება ენერგიული ვარჯიშის შემდეგ ან კრეატინკინაზას (CK) მომატების რაიმე სავარაუდო ალტერნატიული მიზეზის არსებობისას, რადგან აღნიშნული ართულებს მნიშვნელობის ინტერპრეტაციას. თუ კრეატინკინაზას (CK) დონეები საწყის ეტაპზე საგრძნობლად არის მომატებული (>5-ჯერ ULN), დონეები ხელახლა უნდა გაიზომოს 5-7 დღის შემდეგ შედეგების დასადასტურებლად.
მკურნალობის დროს
პაციენტებს მოეთხოვებათ, სასწრაფოდ შეატყობინონ ექიმს კუნთების ტკივილის, კრუნჩხვების ან დაღლილობის შესახებ, განსაკუთრებით თუ თან ახლავს სისუსტე ან ცხელება.
თუ ასეთი სიმპტომები გამოვლინდება პაციენტებში ატორვასტატინით მკურნალობის დროს, უნდა გაიზომოს მათი კრეატინკინაზას (CK) დონე. თუ აღმოჩნდება, რომ ეს დონე მნიშვნელოვნად არის მომატებული (>5-ჯერ ULN), მკურნალობა უნდა შეწყდეს.
თუ კუნთოვანი სიმპტომები მძიმეა და იწვევს ყოველდღიურ დისკომფორტს, მაშინაც კი, თუ კრეატინკინაზას (CK) დონე მომატებულია ≤ 5 x ULN-მდე, უნდა იქნას განხილული მკურნალობის შეწყვეტა.
თუ სიმპტომები გაქრება და კრეატინკინაზას (CK) დონე დაბრუნდება ნორმას, მაშინ ატორვასტატინის ხელახალი შეყვანა ან ალტერნატიული სტატინის შეყვანა შეიძლება განხილული იქნას ყველაზე დაბალი დოზით და საგულდაგულო მონიტორინგით.
ატორვასტატინის მიღება უნდა შეწყდეს იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება კრეატინკინაზას (CK) დონის კლინიკურად მნიშვნელოვანი მატება (> l0 x ULN), ან თუ დიაგნოზირებულია რაბდომიოლიზი ან არსებობს ეჭვი.
თანმხლები მკურნალობა სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
რაბდომიოლიზის განვითარების რისკი იზრდება იმ შემთხვევაში, როდესაც ატორვასტატინი გამოიყენება გარკვეულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს ატორვასტატინის კონცენტრაცია პლაზმაში, როგორიცაა CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორები ან გადამტანი ცილები (მაგალითად, ციკლოსპორინი, ტელითრომიცინი, კლარითრომიცინი, დელავირდინი, სტირიპენტოლი, კეტოკონაზოლი, ვორიკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოსაკონაზოლი და აივ პროტეაზას ინჰიბიტორები, რიტონავირის, ლოპინავირის, ატაზანავირის, ინდინავირის, დარუნავირის და ა.შ. ჩათვლით). მიოპათიის განვითარების რისკი ასევე შეიძლება გაიზარდოს გემფიბროზილის და ფიბრინის მჟავის სხვა წარმოებულების, ერითრომიცინის, ნიაცინის და ეზეტიმიბის ერთდროული გამოყენებისას. შესაძლებლობის შემთხვევაშ, ალტერნატიული (არაინტერაქციული) თერაპია უნდა იქნას განხილული აღნიშნული პრეპარატების ნაცვლად.
იმ შემთხვევებში, თუ აუცილებელია ამ პრეპარატების ატორვასტატინთან ერთად გამოყენება, სათანადო სიფრთხილით უნდა იქნას განხილული ერთდროულად მკურნალობის სარგებელი და რისკი. თუ პაციენტები ღებულობენ ისეთ პრეპარატებს, რომლებიც ზრდის ატორვასტატინის კონცენტრაციას პლაზმაში, რეკომენდებულია ატორვასტატინის უფრო დაბალი მაქსიმალური დოზა. გარდა ამისა, CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორების შემთხვევაში, ატორვასტატინის უფრო დაბალი საწყისი დოზა უნდა იყოს გათვალისწინებული და რეკომენდებულია ამ პაციენტების შესაბამისი კლინიკური მონიტორინგი (იხილეთ პუნქტი „პრეპარატების ურთიერთქმედება“).
ატორვასტატინის და ფუზიდის მჟავის ერთად გამოყენება არაა რეკომენდებული, შესაბამისად, ფუზიდი მჟავით მკურნალობის განმავლობაში შესაძლებელია მხედველობაში იქნას მიღებული ატორვასტატინის დროებით შეწყვეტა (იხილეთ პუნქტი „პრეპარატების ურთიერთქმედება“).
პედიატრიაში გამოყენება
3-წლიან კვლევაში, რომელიც ეფუძნება ზოგადი მომწიფების და განვითარების შეფასებას, ტანერის სტადიის შეფასებას და სიმაღლისა და წონის გაზომვას, არ დაფიქსირებულა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ზრდასა და პუბერტატზე (იხილეთ პარაგრაფი „გვერდითი ეფექტები“/„არასასურველი მოვლენები“).
ფილტვების ინტერსტიციული დაავადება
ფილტვების ინტერსტიციული დაავადების გამონაკლისი შემთხვევები დაფიქსირდა ზოგიერთი სტატინის გამოყენებისას, განსაკუთრებით გრძელვადიანი თერაპიის დროს (იხილეთ პუნქტი „გვერდითი ეფექტები / არასასურველი მოვლენები“). გამომწვევი ნიშნები შეიძლება მოიცავდეს ქოშინს, არაპროდუქტიულ ხველას და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუარესებას (დაღლილობა, წონაში კლება და ცხელება). თუ არსებობს ეჭვი, რომ პაციენტს განუვითარდა ფილტვის ინტერსტიციული დაავადება, სტატინებით თერაპია უნდა შეწყდეს.
დამხმარე ნივთიერებები
ტორვასი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, ლაპ ლაქტოზის დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია:
რეპროდუქციური პოტენციალის მქონე ქალები
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებმა მკურნალობის დროს უნდა მიმართონ შესაბამის კონტრაცეპტიული ზომებს (იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“).
ორსულობა
ტორვასი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს (იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“). პრეპარატის უსაფრთხოება ორსულ ქალებში არ არის დადგენილი. ორსულ ქალებში ატორვასტატინის კონტროლირებადი კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. საშვილოსნოსშიდა ზემოქმედების შემდეგ დაფიქსირდა HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების თანდაყოლილი ანომალიების იშვიათი შემთხვევები. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ტოქსიკურობა რეპროდუქციის უნარზე.
დედის მკურნალობამ ატორვასტატინით შეიძლება შეამციროს ნაყოფის მევალონატის დონე, რაც წარმოადგენს ქოლესტერინის ბიოსინთეზის წინამორბედს. ათეროსკლეროზი ქრონიკული პროცესია და ორსულობის დროს ლიპიდების დამაქვეითებელი პრეპარატების ჩვეულებრივ შეწყვეტამ მცირე გავლენა უნდა მოახდინოს პირველად ჰიპერქოლესტერინემიასთან დაკავშირებულ გრძელვადიან რისკზე.
აღნიშნული მიზეზების გამო, ტორვასი არ უნდა იქნას გამოყენებული იმ ქალებში, რომლებიც არიან ორსულად, ცდილობენ დაორსულებას ან ეჭვობენ ორსულობას. ტორვასითი მკურნალობა უნდა შეწყდეს ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში ან სანამ არ დადგინდება, რომ ქალი ორსულად არ არის (იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“).
ძუძუთი კვება
უცნობია, გამოიყოფა თუ არა ატორვასტატინი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძეში. ვირთაგვებში ატორვასტატინის და მისი აქტიური მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაციები მსგავსია რძეში არსებული კონცენტრაციებისა. სერიოზული გვერდითი რეაქციების პოტენციალის გამო, ქალებმა, რომლებიც ღებულობენ ტორვასის, არ უნდა გამოკვებონ ჩვილი ძუძუთი (იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“). ატორვასტატინი უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების დროს (იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“).
ფერტილობა
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ატორვასტატინი არ მოქმედებდა მამრობითი ან მდედრობითი სქესის ფერტილობაზე.
ავტომობილის მართვისა და სხვა მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა:
ტორვასი უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი ეფექტები / არასასურველი მოვლენები:
ატორვასტატინის პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევის მონაცემთა ბაზაში, 16,066 პაციენტის (8755 ატორვასტატინის ჯგუფის პაციენტი 7311 პლაცებოს ჯგუფის პაციენტთან შედარებით) ჩართულობით, რომელთაც ჩაუტარდათ მკურნალობა საშუალოდ 53 კვირის განმავლობაში, პაციენტების 5.2%-მა, რომლებიც ღებულობდნენ ატორვასტატინს, შეწყვიტა მკურნალობა გვერდითი მოვლენების განვითარების მიზეზით, პლაცებოს ჯგუფში მყოფი პაციენტების 4.0%-თან შედარებით.
კლინიკური კვლევებისა და ვრცელი პოსტმარკეტინგული გამოცდილების საფუძველზე, ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში მოცემულია ატორვასტატინის გვერდითი მოვლენების პროფილი.
მოვლენების სავარაუდო სიხშირე წარმოდგენილია შემდეგი წესით: ხშირი (≥1/100, < 1/10); არახშირი (≥1/1,000, < 1/100); იშვიათი (≥1/10,000, < 1/1,000); ძალიან იშვიათი (≤1/10,000).
ინფექციები და ინვაზიები
ხშირი: ნაზოფარინგიტი.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები
იშვიათი: თრომბოციტოპენია.
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები
ხშირი: ალერგიული რეაქციები.
ძალიან იშვიათი: ანაფილაქსია.
მეტაბოლიზმი და კვების დარღვევები
ხშირი: ჰიპერგლიკემია.
არახშირი: ჰიპოგლიკემია, წონაში მატება, ანორექსია.
ფსიქიატრიული დარღვევები
არახშირი: ღამის კოშმარები, უძილობა.
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები
ხშირი: თავის ტკივილი
არახშირი: თავბრუსხვევა, პარესთეზია, ჰიპოესთეზია, დისგევზია, ამნეზია.
იშვიათი: პერიფერიული ნეიროპათია.
თვალის მხრივ დარღვევები
არახშირი: დაბინდული მხედველობა.
იშვიათი: მხედველობის დარღვევა.
ყურისა და ლაბირინთის მხრივ დარღვევები
არახშირი: ხმაური ყურებში.
ძალიან იშვიათი: სმენის დაკარგვა.
სასუნთქი გზების, გულ-მკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ დარღვევები:
ხშირი: ფარინგოლარინგეალური ტკივილი, ცხვირიდან სისხლდენა.
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები
ხშირი: ყაბზობა, შებერილობა, დისპეფსია, გულისრევა, ფაღარათი.
არახშირი: პირღებინება, ზედა და ქვედა მუცლის ტკივილი, ბოყინი, პანკრეატიტი.
ჰეპატობილიარული დარღვევები
არახშირი: ჰეპატიტი.
იშვიათი: ქოლესტაზი.
ძალიან იშვიათი: ღვიძლის უკმარისობა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები
არახშირი: ჭინჭრის ციება, კანზე გამონაყარი, ქავილი, ალოპეცია.
იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება, ბულოზური დერმატიტი მრავალფორმული ერითემის ჩათვლით, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
ხშირი: მიალგია, ართრალგია, ტკივილი კიდურებში, კუნთების სპაზმი, სახსრების შეშუპება, ზურგის ტკივილი.
არახშირი: კისრის ტკივილი, კუნთების დაღლა.
იშვიათი: მიოპათია, მიოზიტი, რაბდომიოლიზი, ტენდონოპათია, ზოგჯერ გახლეჩვით გართულებული.
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების დარღვევები
ძალიან იშვიათი: გინეკომასტია.
ზოგადი დარღვევები და მოვლენები შეყვანის ადგილზე
არახშირი: სისუსტე, ასთენია, გულ-მკერდის არეში ტკივილი, პერიფერიული შეშუპება, დაღლილობა, ჰიპოთერმია.
გამოკვლევები
ხშირი: ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევა, სისხლში მომატებული კრეატინკინაზა.
არახშირი: შარდში ლეიკოციტები - დადებითი.
როგორც სხვა HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების შემთხვევაში, აღინიშნა შრატის ტრანსამინაზების მომატება იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ატორვასტატინს. აღნიშნული ცვლილებები, როგორც წესი, იყო მსუბუქი, გარდამავალი და არ საჭიროებდა მკურნალობის შეწყვეტას. შრატის ტრანსამინაზების კლინიკურად მნიშვნელოვანი (> 3-ჯერ მეტი ნორმის ზედა ზღვარზე) მომატება აღინიშნა იმ პაციენტების 0.8%-ში, რომლებიც ღებულობდნენ ატორვასტატინს. ეს მომატება იყო დოზასთან დაკავშირებული და ატარებდა შექცევად ხასიათს ყველა პაციენტში.
შრატში კრეატინკინაზას (CK) დონეების ნორმას ზედა ზღვარზე 3-ჯერ მომატება დაფიქსირდა იმ პაციენტების 2.5%-ში, რომლებიც ღებულობდნენ ატორვასტატინს, ასევე სხვა HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორებს კლინიკურ კვლევებში. ნორმის ზედა ზღვარზე 10-ჯერ მეტი დონეები დაფიქსირდა პაციენტების 0.4%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ ატორვასტატინით (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები / სიფრთხილის ზომები“).
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები
ხშირი: თავის ტკივილი
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები
ხშირი: მუცლის ტკივილი
გამოკვლევები
ხშირი: მომატებული ალანინამინოტრანსფერაზა, სისხლში მომატებული კრეატინფოსფოკინაზა.
ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე, ბავშვებში გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე, ტიპი და სიმძიმე სავარაუდოდ მოზრდილებში არსებული მონაცემების მსგავსია. ამჟამად არსებობს შეზღუდული გამოცდილება გრძელვადიან უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პედიატრიულ პოპულაციაში.
პედიატრიული პოპულაცია
10 წლიდან 17 წლამდე ასაკის ატორვასტატინით ნამკურნალები პედიატრიული პაციენტების არასასურველი მოვლენების პროფილი ზოგადად პლაცებოთი ნამკურნალები პაციენტების პროფილის მსგავსი იყო; ყველაზე ხშირი არასასურველი მოვლენები, რომლებიც დაფიქსირდა ორივე ჯგუფში, მიზეზობრიობის შეფასების მიუხედავად, იყო ინფექციები. 3-წლიან კვლევაში, რომელიც ეფუძნება ზოგადი მომწიფების და განვითარების შეფასებას, ტანერის სტადიის შეფასებას და სიმაღლისა და წონის გაზომვას, არ დაფიქსირებულა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ზრდასა და პუბერტატზე. პედიატრიულ პაციენტებში ატორვასტატინით მკურნალობის უსაფრთხოების და ამტანობის პროფილი მოზრდილ პაციენტებში ცნობილი უსაფრთხოების პროფილის მსგავსი იყო.
კლინიკური უსაფრთხოების მონაცემთა ბაზა მოიცავს 520 პედიატრიული პაციენტისგან შემდგარ უსაფრთხოების მონაცემებს, რომლებიც მკურნალობდნენ ატორვასტატინით, მათ შორის 7 პაციენტი იყო <6 წლის, 121 – 6 წლიდან 9 წლამდე, ხოლო 392 პაციენტი - 10 წლიდან 17 წლამდე ასაკის. არსებული მონაცემების მიხედვით, ბავშვებში არასასურველი რეაქციების სიხშირე, ტიპი და სიმძიმე მოზრდილებში არსებულის მსგავსია.
ზოგიერთი სტატინის გამოყენებისას დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
სექსუალური დისფუნქცია;
დეპრესია;
ფილტვების ინტერსტიციული დაავადების გამონაკლისი შემთხვევები, განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიის დროს;
შაქრიანი დიაბეტი: სიხშირე დამოკიდებული იქნება რისკ-ფაქტორების არსებობაზე ან არარსებობაზე (უზმოზე სისხლში გლუკოზას შემცველობა ≥ 5.6 მმოლ/ლ, BMI > 30 კგ/მ2, მომატებული ტრიგლიცერიდები, ჰიპერტენზიის ანამნეზი). (იხილეთ ოუნქტი „გაფრთხილებები / სიფრთხილის ზომები“).
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს
სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედება:
თანმხლები სამკურნალო საშუალებების გავლენა ატორვასტატინზე
ატორვასტატინი მეტაბოლიზდება ციტოქრომა P450 3A4-ით (CYP3A4) და წარმოადგენს გადამტანი ცილების სუბსტრატს, მაგალითად, ღვიძლის ათვისების გადამტან OATP1B1-ს. იმ სამკურნალო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ, რომლებიც წარმოადგენს CYP3A4-ის ან გადამტანი ცილების ინჰიბიტორებს, შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციის მომატება და მიოპათიის განვითარების რისკი. რისკი შეიძლება ასევე გაიზარდოს ატორვასტატინის ერთდროული გამოყენებისას სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებსაც აქვთ მიოპათიის გამოწვევის პოტენციალი, როგორიცაა ფიბრინის მჟავას წარმოებულები და ეზეტიმიბი (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“).
CYP3A4 ინჰიბიტორები
ნაჩვენებია, რომ ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორები იწვევს ატორვასტატინის კონცენტრაციის მკვეთრად გაზრდას (იხილეთ ცხრილი 1 და სპეციფიკური ინფორმაცია ქვემოთ). CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორების (მაგალითად, ციკლოსპორინი, ტელითრომიცინი, კლარითრომიცინი, დელავირდინი, სტირიპენტოლი, კეტოკონაზოლი, ვორიკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოსაკონაზოლი და აივ პროტეაზას ინჰიბიტორები, მათ შორის რიტონავირი, ლოპინავირი, ატაზანავირი, ინდინავირი, დარუნავირი და ა.შ.) ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული, შესაძლებლობის შემთხვევაში. იმ შემთხვევებში, თუ აღნიშნული სამკურნალო საშუალებების ატორვასტატინთან ერთად მიღების თავიდან აცილება შეუძლებელია, უნდა იქნას გათვალისწინებული ატორვასტატინის დაბალი დოზით დაწყება და მაქსიმალური დოზები და რეკომენდებულია პაციენტის შესაბამისი კლინიკური მონიტორინგი (იხილეთ ცხრილი 1).
ზომიერმა CYP3A4 ინჰიბიტორებმა (მაგალითად, ერითრომიცინი, დილთიაზემი, ვერაპამილი და ფლუკონაზოლი) შეიძლება გაზარდონ ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაციები (იხილეთ ცხრილი 1). მიოპათიის გაზრდილი რისკი დაფიქსირდა ერითრომიცინის სტატინებთან ერთად გამოყენებისას. ურთიერთქმედების კვლევები, რომლითად შეფასდა ამიოდარონის ან ვერაპამილის ეფექტები ატორვასტატინზე, არ ჩატარებულა. ცნობილია, რომ ამიოდარონი და ვერაპამილი აინჰიბირებენ CYP3A4-ის აქტივობას და ატორვასტატინთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ატორვასტატინის ექსპოზიციის გაზრდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ატორვასტატინის უფრო დაბალი მაქსიმალური დოზა უნდა იქნას გათვალისწინებული და რეკომენდებულია პაციენტის შესაბამისი კლინიკური მონიტორინგი ზომიერ CYP3A4 ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას. რეკომენდებულია შესაბამისი კლინიკური მონიტორინგი ინჰიბიტორის დაწყების ან დოზის კორექტირების შემდეგ.
CYP3A4 სტიმულატორები
ატორვასტატინის ერთდროულად გამოყენებამ ციტოქრომა P450 3A4-ის ინდუქტორებთან (მაგალითად, ეფავირენცი, რიფამპინი, კრაზანა) შეიძლება გამოიწვიოს ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაციების ცვლადი შემცირება. რიფამპინის ორმაგი ურთიერთქმედების მექანიზმის გამო (ციტოქრომა P450 3A4-ის ინდუქცია და ჰეპატოციტების ათვისების გადამტანი OATP1B1-ს ინჰიბირება), რეკომენდებულია ატორვასტატინის ერთდროული გამოყენება რიფამპინთან, რადგან ატორვასტატინის დაგვიანებული მიღება რიფამპინის მიღების შემდეგ უკავშირდება ატორვასტატინის პლაზმური კონცენტრაციების მნიშვნელოვან შემცირებას. თუმცა, რიფამპინის ეფექტი ჰეპატოციტებში ატორვასტატინის კონცენტრაციებზე უცნობია და თუ მისი ერთდროული მიღების თავიდან აცილება შეუძლებელია, პაციენტები უნდა იყვნენ სათანადო მონიტორინგის ქვეშ ეფექტიანობისთვის.
გადამტანი ცილების ინჰიბიტორები
გადამტანი ცილების ინჰიბიტორებს (მაგალითად, ციკლოსპორინს) შეუძლია გაზარდონ ატორვასტატინის სისტემური ექსპოზიცია (იხილეთ ცხრილი 1). ჰეპატოციტებში ატორვასტატინის კონცენტრაციაზე ღვიძლის ათვისების გადამტანების ინჰიბირების ეფექტი უცნობია. თუ ერთდროული მიღების თავიდან აცილება შეუძლებელია, რეკომენდებულია დოზის შემცირება და ეფექტიანობის კლინიკური მონიტორინგი (იხილეთ ცხრილი 1).
გემფიბროზილი/ფიბრინის მჟავას წარმოებულები
მხოლოდ ფიბრატების გამოყენება ზოგჯერ ასოცირდება კუნთებთან დაკავშირებულ მოვლენებთან, მათ შორის რაბდომიოლიზთან. აღნიშნული მოვლენების რისკი შეიძლება გაიზარდოს ფიბრინის მჟავას წარმოებულებისა და ატორვასტატინის ერთდროული გამოყენებისას. თუ ერთდროული მიღების თავიდან აცილება შეუძლებელია, უნდა იქნას გამოყენებული ატორვასტატინის ყველაზე დაბალი დოზა თერაპიული მიზნის მისაღწევად და მოხდეს პაციენტების სათანადო მონიტორინგი (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“).
ეზეტიმიბი
მხოლოდ ეზეტიმიბის გამოყენება ასოცირდება კუნთებთან დაკავშირებულ მოვლენებთან, მათ შორის რაბდომიოლიზთან. შესაბამისად, ამ მოვლენების განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს ეზეტიმიბისა და ატორვასტატინის ერთდროული გამოყენებისას. რეკომენდებულია აღნიშნული პაციენტების შესაბამისი კლინიკური მონიტორინგი.
ქოლესტიპოლი
ატორვასტატინისა და მისი აქტიური მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაციები იყო დაბალი (დაახლოებით 25%), ქოლესტიპოლისა და ატორვასტატინის ერთდროულად გამოყენებისას. თუმცა, ლიპიდური ეფექტები უფრო დიდი იყო ატორვასტატინისა და ქოლესტიპოლის ერთად გამოყენებისას, ვიდრე ამ პრეპარატების ცალცალკე გამოყენებისას.
ფუზიდის მჟავა
ატორვასტატინისა და ფუზიდის მჟავას ურთიერთქმედების შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა. სხვა სტატინების მსგავსად, კუნთებთან დაკავშირებული მოვლენები, რაბდომიოლიზის ჩათვლით, დაფიქსირდა პოსტმარკეტინგულ პრაქტიკაში ატორვასტატინისა და ფუზიდის მჟავას ერთად გამოყენებისას. აღნიშნული ურთიერთქმედების მექანიზმი უცნობია. საჭიროა პაციენტების საგულდაგულო მონიტორინგი და მიზანშეწონილია ატორვასტატინით მკურნალობის დროებითი შეჩერება.
კოლხიცინი
მიუხედავად იმისა, რომ ატორვასტატინისა და კოლხიცინის ურთიერთქმედების შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა, ატორვასტატინი გამოყენებისას კოლხიცინთან ერთად დაფიქსირდა მიოპათიის შემთხვევები. აქედან გამომდინარე, ატორვასტატინის დანიშვნისას კოლხიცინთან ერთად აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა.
ატორვასტატინის გავლენა თანმხლებ სამკურნალო პრეპარატებზე
დიგოქსინი
დიგოქსინის მრავალჯერადი დოზებისა და 10 მგ ატორვასტატინის ერთად მიღებისას, დიგოქსინის წონასწორული კონცენტრაციები ოდნავ გაიზარდა. პაციენტებში, რომლებიც დიგოქსინს ღებულობენ, საჭიროა შესაბამისი მონიტორინგი.
პერორალური კონტრაცეპტივები
ატორვასტატინის გამოყენება პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად იწვევს ნორეთინდრონისა და ეთინილესტრადიოლის პლაზმური კონცენტრაციების გაზრდას.
ვარფარინი
პაციენტებზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში, რომლებიც იტარებდნენ ქრონიკულ თერაპიას ვარფარინით, ვარფარინთან ერთად დღეში 80 მგ ატორვასტატინის ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია პროთრომბინის დროის მცირე დაქვეითება დაახლოებით 1.7 წამით, დოზირების პირველი 4 დღის განმავლობაში, რაც ნორმას დაუბრუნდა ატორვასტატინით მკურნალობის 15 დღის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ აღწერილია კლინიკურად მნიშვნელოვანი ანტიკოაგულანტების ურთიერთქმედების მხოლოდ ძალიან იშვიათი შემთხვევები, პროთრომბინის დრო უნდა განისაზღვროს ატორვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ კუმარინის ანტიკოაგულანტებს და საკმაოდ ხშირად ადრეული თერაპიის დროს, რათა უზრუნველყოფილი იქნას პროთრომბინის დროის მნიშვნელოვანი ცვლილება. სტაბილური პროთრომბინის დროის დოკუმენტურად დადასტურების შემდეგ, პროთრომბინის დროის მონიტორინგი შესაძლებელია იმ ინტერვალებით, რომლებიც ჩვეულებრივ რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ღებულობენ კუმარინის ანტიკოაგულანტებს. თუ ატორვასტატინის დოზა შეიცვლება ან შეწყდება, იგივე პროცედურა უნდა განმეორდეს. ატორვასტატინის თერაპია არ იყო დაკავშირებული სისხლდენასთან ან პროთრომბინის დროის ცვლილებასთან იმ პაციენტებში, რომლებიც არ ღებულობენ ანტიკოაგულანტებს.
პედიატრიული პოპულაცია
პრეპარატების ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში. პედიატრიულ პოპულაციაში ურთიერთქმედების ხარისხი ცნობილი არ არის. ზემოაღნიშნული ურთიერთქმედება მოზრდილებში და პუნქტით „გაფრთხილებები / სიფრთხილის ზომები“ გათვალისწინებული გაფრთხილებები უნდა იქნას მიღებული მხედველობაში პედიატრიული მოსახლეობისთვის.
ცხრილი 1. თანმხლები სამკურნალო პრეპარატების გავლენა ატორვასტატინის ფარმაკოკინეტიკაზე
თანმხლები სამკურნალო პრეპარატები და დოზირების რეჟიმი
ატორვასტატინი
დოზა (მგ)
AUC&-ის ცვლილება
კლინიკური რეკომენდაცია#
ტიპრანავირი 500 მგ დღეში ორჯერ / რიტონავირი 200 მგ დღეში ორჯერ, 8 დღე (მე-14 დღიდან 21-ე დღემდე)
40 მგ პირველ დღეს,
10 მგ მე-20 დღეს
↑ 9.4-ჯერ
იმ შემთხვევებში, თუ აუცილებელია ატორვასტატინის ერთდროული გამოყენება, ატორვასტატინის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ დღეში. რეკომენდებულია ამ პაციენტების კლინიკური მონიტორინგი.
ტელაპრევირი 750 ყოველ 8 საათში, 10 დღე
20 მგ, ერთჯერადი დოზა
↑ 7.9-ჯერ
ციკლოსპორინი 5.2 მგ/კგ/დღეში, სტაბილური დოზა
10 მგ დღეში ერთხელ, 28 დღის განმავლობაში
↑ 8.7-ჯერ
ლოპინავირი 400 მგ დღეში ორჯერ / რიტონავირი 100 მგ დღეში ორჯერ, 14 დღე
20 მგ დღეში ერთხელ 4 დღის განმავლობაში
↑ 5.9-ჯერ
იმ შემთხვევებში, თუ აუცილებელია ატორვასტატინის ერთდროული გამოყენება, რეკომენდებულია ატორვასტატინის უფრო დაბალი შემანარჩუნებელი დოზა. 20 მგ-ზე მაღალი დოზით ატორავსტატინის შემთხვევაში, რეკომენდებულია ამ პაციენტების კლინიკური მონიტორინგი.
კლარითრომიცინი 500 მგ დღეში ორჯერ, 9 დღე
80 მგ დღეში ერთხელ, 8 დღის განმავლობაში
↑ 4.4-ჯერ
საქვინავირი 400 მგ დღეში ორჯერ / რიტონავირი (300 მგ დღეში ორჯერ 5-7 დღეებში, გაზრდილი 400 მგ-მდე დღეში ორჯერ მე-8 დღეს), 5-18 დღე, ატორვასტატინის დოზირებიდან 30 წუთში
40 მგ დღეში ერთხელ, 4 დღის განმავლობაში
↑ 3.9-ჯერ
იმ შემთხვევებში, თუ აუცილებელია ატორვასტატინის ერთდროული გამოყენება, რეკომენდებულია ატორვასტატინის უფრო დაბალი შემანარჩუნებელი დოზა. 40 მგ-ზე მაღალი დოზით ატორვასტატინის შემთხვევაში, რეკომენდებულია ამ პაციენტების კლინიკური მონიტორინგი.
დარუნავირი 300 მგ დღეში ორჯერ / რიტონავირი 100 მგ დღეში ორჯერ, 9 დღე
10 მგ დღეში ერთხელ, 4 დღის განმავლობაში
↑ 3.3-ჯერ
იტრაკონაზოლი 200 მგ დღეში ერთხელ, 4 დღე
40 მგ ერთჯერადი დოზა
↑ 3.3-ჯერ
ფოსამპრენავირი 700 მგ დღეში ორჯერ / რიტონავირი 100 მგ დღეში ორჯერ, 14 დღე
10 მგ დღეში ერთხელ, 4 დღის განმავლობაში
↑ 2.5-ჯერ
ფოსამპრენავირი 1400 მგ დღეში ორჯერ, 14 დღე
10 მგ დღეში ერთხელ, 4 დღის განმავლობაში
↑ 2.3-ჯერ
ნელფინავირი 1250 მგ დღეში ორჯერ, 14 დღე
10 მგ დღეში ერთხელ, 28 დღის განმავლობაში
↑ 1.7-ჯერ^
სპეციფიკური რეკომენდაცია არ არსებობს
გრეიპფრუტის წვენი, 240 მლ დღეში ერთხელ*
40 მგ, ერთჯერადი დოზა
↑ 37%
დიდი რაოდენობით გრეიპფრუტის წვენისა და ატორვასტატინის ერთად მიღება რეკომენდებული არ არის.
დილთიაზემი 240 მგ დღეში ერთხელ, 28 დღე
40 მგ, ერთჯერადი დოზა
↑ 51%
დილთიაზემის დაწყების ან დოზის კორექტირების შემდეგ, რეკომენდებულია ამ პაციენტების შესაბამისი კლინიკური მონიტორინგი.
ერითრომიცინი 500 მგ დღეში ოთხჯერ, 7 დღე
10 მგ, ერთჯერადი დოზა
↑ 33%˄
რეკომენდებულია უფრო დაბალი მაქსიმალური დოზა და ამ პაციენტების კლინიკური მონიტორინგი.
ამლოდიპინი 10 მგ, ერთჯერადი დოზა
80 მგ, ერთჯერადი დოზა
↑ 18%
სპეციფიკური რეკომენდაცია არ არსებობს
ციმეტიდინი 300 მგ დღეში ოთხჯერ, 2 კვირა
10 მგ დღეში ერთხელ, 4 კვირის განმავლობაში
↓ 1%-ზე ნაკლები˄
სპეციფიკური რეკომენდაცია არ არსებობს
მაგნიუმისა და ალუმინის ჰიდროქსიდების ანტაციდური სუსპენზია, 30 მლ დღეში ოთხჯერ, 2 კვირა
10 მგ დღეში ერთხელ, 4 კვირის განმავლობაში
↓ 35%˄
სპეციფიკური რეკომენდაცია არ არსებობს
ეფავირენცი 600 მგ დღეში ერთხელ, 14 დღე
10 მგ 3 დღის განმავლობაში
↓ 41%
სპეციფიკური რეკომენდაცია არ არსებობს
რიფამპინი 600 მგ დღეში ერთხელ, 7 დღე (ერთად მიღებული)
40 მგ ერთჯერადი დოზა
↑ 30%
თუ ერთდროული მიღების თავიდან აცილება შეუძლებელია, რეკომენდებულია ატორვასტატინის ერთდროული გამოყენება რიფამპინთან, კლინიკური მონიტორინგით.
რიფამპინი 600 მგ დღეში ერთხელ, 5 დღე (დოზები, ცალ-ცალკე)
40 მგ ერთჯერადი დოზა
↓ 80%
გემფიბროზილი 600 მგ დღეში ორჯერ, 7 დღე
40 მგ ერთჯერადი დოზა
↑ 35%
რეკომენდებულია უფრო დაბალი საწყისი დოზა და ამ პაციენტების კლინიკური მონიტორინგი
ფენოფიბრატი 160 მგ დღეში ერთხელ, 7 დღე
40 მგ ერთჯერადი დოზა
↑ 3%
რეკომენდებულია უფრო დაბალი საწყისი დოზა და ამ პაციენტების კლინიკური მონიტორინგი
& მონაცემები, რომლებიც მოცემულია x-ჯერ ცვლილების სახით წარმოადგენს მარტივ თანაფარდობას ერთდროულ მიღებასა და ატორვასტატინის მონოთერაპიას შორის (ანუ ერთხელ = ცვლილება არ არის). მონაცემები, როგორც % ცვლილება, წარმოადგენს % სხვაობას მხოლოდ ატორვასტატინთან მიმართებაში (ანუ 0% = ცვლილება არ არის).
# იხილეთ პუნქტები „გაფრთხილებები/სიფრთხილი ზომები“ და „პრეპარატების ურთიერთქმედება“ კლინიკური მნიშვნელობისათვის.
- შეიცავს ერთ ან მეტ კომპონენტს, რომელიც აინჰიბირებს CYP3A4-ს და შეუძლია გაზარდოს CYP3A4-ით მეტაბოლიზებული სამკურნალო პრეპარატების პლაზმური კონცენტრაციები. გრეიპფრუტის წვენის ერთი 240 მლ ჭიქის მიღება ასევე იწვევს AUC-ის 20.4% შემცირებას აქტიური ორთოჰიდროქსი მეტაბოლიტისათვის. გრეიპფრუტის წვენის დიდმა რაოდენობამ (დღეში 1.2 ლიტრზე მეტი 5 დღის განმავლობაში) გაზარდა ატორვასტატინის AUC 2.5-ჯერ და ატორვასტატინის აქტიური მეტაბოლიტების AUC.
˄ საერთო ატორვასტატინის ექვივალენტური აქტივობა.
მატება აღინიშნება, როგორც „↑“, შემცირება - როგორც „↓“
OD = დღეში ერთხელ; SD = ერთჯერადი დოზა; BID = დღეში ორჯერ; QID = დღეში ოთხჯერ.
ცხრილი 2: ატორვასტატინის გავლენა თანმხლები სამკურნალო პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე
ატორვასტატინი და დოზირების რეჟიმი
თანმხლები სამკურნალო პრეპარატები
სამკურნალო პრეპარატი/დოზა (მგ)
AUC&-ის ცვლილება
კლინიკური რეკომენდაცია
80 მგ დღეში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში
დიგოქსინი 0.25 მგ დღეში ერთხელ, 20 დღე
↑ 15 %
პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ დიგოქსინს, აუცილებელია შესაფერისი მონიტორინგი.
40 მგ დღეში ერთხელ, 22 დღის განმავლობაში
პერორალური კონტრაცეპტივი დღეში ერთხელ, 2 თვე
ნორეთინდრონი 1 მგ
ეთინილესტრადიოლი 35 მკგ
↑ 28%
↑ 19%
სპეციფიკური რეკომენდაცია არ არსებობს.
80 მგ დღეში ერთხელ, 15 დღის განმავლობაში
- ფენაზონი, 600 მგ ერთჯერადი დოზა
↑ 3%
სპეციფიკური რეკომენდაცია არ არსებობს.
10 მგ, ერთჯერადი დოზა
ტიპრანავირი 500 მგ დღეში ორჯერ, 14 დღე
ცვლილების გარეშე
სპეციფიკური რეკომენდაცია არ არსებობს.
10 მგ, დღეში ერთხელ, 4 დღის განმავლობაში
ფოსამპრენავირი 1400 მგ, დღეში ორჯერ, 14 დღე
↓ 27%
სპეციფიკური რეკომენდაცია არ არსებობს.
10 მგ, დღეში ერთხელ, 4 დღის განმავლობაში
ფოსამპრენავირი 700 მგ, დღეში ორჯერ / რიტონავირი 100 მგ დღეში ორჯერ, 14 დღე
ცვლილების გარეშე
სპეციფიკური რეკომენდაცია არ არსებობს.
& მონაცემები, რომლებიც მოცემულია, როგორც % ცვლილება, წარმოადგენს % სხვაობას მხოლოდ ატორვასტატინთან მიმართებაში (ანუ 0% = ცვლილება არ არის).
- ატორვასტატინის მრავალჯერადი დოზებისა და ფენაზონის ერთად მიღებამ აჩვენა მცირე ან ნულოვანი გავლენა ფენაზონის კლირენსზე.
მატება აღინიშნება, როგორც „↑“, შემცირება - როგორც „↓“.
OD = დღეში ერთხელ; SD = ერთჯერადი დოზა.
დოზირება და მიღების წესი:
დოზირება
ტორვასის მიღებამდე პაციენტმა უნდა დაიცვას სტანდარტული ჰიპოქოლესტერინული დიეტა და გააგრძელოს ეს დიეტა ტორვასით მკურნალობის დროს.
დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად საწყისი LDL-С დონეების, მკურნალობის მიზნისა და პაციენტის პასუხის მიხედვით.
ჩვეული საწყისი დოზა არის 10 მგ დღეში ერთხელ. დოზის რეგულირება უნდა მოხდეს 4 კვირიანი ან მეტი ინტერვალებით. მაქსიმალური დოზა არის 80 მგ დღეში ერთხელ.
პირველადი ჰიპერქოლესტერინემია და კომბინირებული (შერეული) ჰიპერლიპიდემია
პაციენტების უმრავლესობა კონტროლდება 10 მგ ტორვასითი დღეში ერთხელ. თერაპიული ეფექტი გამოიხატება 2 კვირის განმავლობაში და მაქსიმალური თერაპიული პასუხი, როგორც წესი, მიიღწევა 4 კვირის განმავლობაში. პასუხი ნარჩუნდება ქრონიკული თერაპიის დროს.
ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია
პაციენტებმა უნდა დაიწყონ 10 მგ ტორვასით დღეში. დოზები უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად და დაკორექტირდეს ყოველ 4 კვირაში 40 მგ-მდე დღეში. ამის შემდეგ, დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 80 მგ-მდე დღეში, ან ნაღვლის მჟავის სეკვესტრანტი შეიძლება იყოს კომბინირებული 40 მგ ატორვასტატინთან დღეში ერთხელ.
ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია
ხელმისაწვდომია მხოლოდ შეზღუდული ინფორმაცია (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).
ატორვასტატინის დოზა პაციენტებში ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით არის 10-80 მგ დღეში (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“). ატორვასტატინი უნდა იქნას გამოყენებული, როგორც სხვა ჰიპოლიპიდემიური მკურნალობის დანამატი (მაგალითად, LDL აფერეზი) აღნიშნულ პაციენტებში ან თუ ასეთი მკურნალობა მიუწვდომელია.
გულსისხლძარღვთა დაავადების პრევენცია
პირველადი პრევენციის კვლევებში დოზა იყო 10 მგ/დღეში. უფრო მაღალი დოზები შესაძლოა საჭირო გახდეს LDL-ქოლესტერინის დონეების მისაღწევად მიმდინარე გაიდლაინების მიხედვით.
თირკმლის უკმარისობა
დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“).
ღვიძლის უკმარისობა
ტორვასი სათანადო სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხილეთ პუნქტები „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“). ტორვასი უკუნაჩვენებია ღვიძლის აქტიური დაავადების მქონე პაციენტებში (იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“).
გამოყენება ხანდაზმულებში
პრეპარატის ეფექტიანობა და უსაფრთხოება 70 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში რეკომენდებული დოზების გამოყენებისას ისეთივეა, რაც ზოგად პოპულაციაში.
პედიატრიული პოპულაცია
ჰიპერქოლესტერინემია:
პედიატრიაში გამოყენება უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ ექიმების მიერ, რომლებსაც აქვთ გამოცდილება ბავშვთა ჰიპერლიპიდემიის მკურნალობაში და პაციენტები რეგულარულად უნდა შემოწმდნენ პროგრესის შესაფასებლად.
10 წლის და უფროსი ასაკის ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში ატორვასტატინის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში. დოზა შეიძლება გაიზარდოს 80 მგ-მდე დღეში, რეაქციის და ამტანობის მიხედვით. დოზები ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს თერაპიის რეკომენდებული მიზნის მიხედვით. კორექტირება უნდა განხორციელდეს 4 კვირის ან მეტი ინტერვალით. დოზის ტიტრირება 80 მგ-მდე დღეში მხარდაჭერილია მოზარდებში ჩატარებული კვლევის მონაცემებით და ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე ბავშვებში ჩატარებული კვლევების მცირე რაოდენობის კლინიკური მონაცემებით (იხილეთ პარაგრაფი „გვერდითი ეფექტები“/„არასასურველი მოვლენები“ და „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).
ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 6 წლიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში არსებობს ღია კვლევებიდან მიღებული უსაფრთხოების და ეფექტიანობის შესახებ მცირე რაოდენობის მონაცემები. ატორვასტატინი არ ინიშნება 10 წლამდე ასაკის პაციენტების სამკურნალოდ.
ამჟამად არსებული მონაცემები აღწერილია პარაგრაფებში: „გვერდითი ეფექტები“/„არასასურველი მოვლენები“, „ფარმაკოდინამიკური თვისებები“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“, მაგრამ დოზირების შესახებ რეკომენდაციები არ გაიცემა.
მიღების წესი
ტორვასი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისათვის. ატორვასტატინის თითოერული დღიური დოზა მიიღება ერთდროულად და შეიძლება მიღებულ იქნას დღის ნებისმიერ დროს საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ჭარბი დოზირება:
ტორვასის ჭარბი დოზირების შემთხვევაში, სპეციფიკური მკურნალობა ხელმისაწვდომი არ არის. ჭარბი დოზირების შემთხვევაში, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სიმპტომატური მკურნალობა და საჭიროებისამებრ დაიწყოს დამხმარე ზომების მიღება. უნდა გაკეთდეს ღვიძლის ფუნქციური სინჯები და ჩატარდეს შრატში კრეატინკინაზას (CK) დონეების მონიტორინგი. პლაზმის ცილებთან ატორვასტატინის ძლიერი შეკავშირების გამო, მოსალოდნელია, რომ ჰემოდიალიზი მნიშვნელოვნად არ გაზრდის ატორვასტატინის კლირენსს.
შეფუთვა:
ტორვასი 40 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი წარმოდგენილია ბლისტერებში 30 და 90 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შემცველობით.
ფარმაცევტული დოზირების სხვა ფორმები:
ტორვასი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი წარმოდგენილია ბლისტერებში 30 და 90 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შემცველობით.
ტორვასი 20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი წარმოდგენილია ბლისტერებში 30 და 90 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შემცველობით.
ტორვასი 80 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი წარმოდგენილია ბლისტერებში 30 და 90 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შემცველობით.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ლიცენზიის მფლობელი: NOBEL ILAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş.
სარაი მაჰ. დოქ. ადნან ბუიუქდენიზის ქ. №14
34768 უმრანიე / სტამბოლი
ტელ: +90 (216) 633 60 00
ფაქსი: +90 (216) 633 60 01
ლიცენზიის გაცემის თარიღი და ნომერი: 06.11.2006 / 209/35
პრეპარატი გაიცემა სამედიცინო დანიშნულებით.
აღნიშნული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.