ტერბიფინი
Terbifin
ტერბიფინი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს ტერბინაფინს, რომელიც არის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, და გამოიყენება სოკოებით გამოწვეული კანის პრობლემების სამკურნალოდ: ათლეტის ტერფი (tinea pedis) – ათლეტის ტერფი ვითარდება მხოლოდ ტერფებზე (ჩვეულებრივ ორივე, მაგრამ არა ყოველთვის), ხშირად თითებს შორის. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტერბინაფინი (terbinafine)
- ფორმა და შეფუთვა
- 1% (10მგ/გ) 30მლ გარეგანი გამოყენების სპრეი, ხსნარი მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
- მწარმოებელი
- NOBEL ILAC SANAYII ve TICARET A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიმიკოზური საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, ადგილობრივი გამოყენების ანტიმიკოზური სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- D01AE15
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041167
- რეგისტრირებულია
- 31 მაისი 2024, მოქმედებს 31 მაისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- NOBEL ILAC SANAYII ve TICARET A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სოფია შუბლაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ტერბიფინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ტერბიფინი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს ტერბინაფინს, რომელიც არის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, და გამოიყენება სოკოებით გამოწვეული კანის პრობლემების სამკურნალოდ:
ათლეტის ტერფი (tinea pedis) – ათლეტის ტერფი ვითარდება მხოლოდ ტერფებზე (ჩვეულებრივ ორივე, მაგრამ არა ყოველთვის), ხშირად თითებს შორის. ის ასევე შეიძლება გამოვლინდეს ტერფის ზედა ნაწილზე, ფეხის გულზე ან ფეხების სხვა ადგილებში. ათლეტის ტერფის ყველაზე გავრცელებული ტიპი იწვევს კანის გახეთქვას ან აქერცვლას, მაგრამ ასევე შეიძლება გქონდეთ მსუბუქი შეშუპება, ბუშტუკები ან სველი წყლულები. ტერბიფინი რეკომენდირებულია ათლეტის ტერფისათვის, როდესაც ის ვლინდება თითებს შორის. თუ გაქვთ ფრჩხილის სოკოვანი ინფექცია (სოკო ფრჩხილის შიგნით და ფრჩხილის ქვეშ) ფრჩხილების
ფერის და ტექსტურის შეცვლით (სქელი ან ქერცლიანი), უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან ტერბიფინი არ გამოდგება ამ ტიპის ინფექციისთვის.
“Dhobie”-ს ქავილი/ჟოკეის ქავილი (tinea cruris) - “Dhobie”-ს ქავილი ვლინდება საზარდულისა და ბარძაყის შიდა მიდამოში, როგორც წესი, ორივე მხარეს, მაგრამ ხშირად ერთ გვერდზე უფრო მეტად, ვიდრე მეორეზე, საიდანაც ის შეიძლება გავრცელდეს ფეხებს შორის დუნდულოებამდე ან ზემოთ მუცლისკენ. “Dhobie”-ს ქავილი ჰგავს ნათლად შემოსაზღვრულ გამონაყარს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ბუშტუკები.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც გირჩიათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა.
ზრდასრულები
ტერბიფინი გამოიყენება დღეში ერთხელ, მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში, ყველა სოკოვანი ინფექციის დროს.
კარგად გაისუფთავეთ და გაიმშრალეთ დაზიანებული ადგილები და დაიბანეთ ხელები. მკურნალობას შეიძლება დაეხმაროთ დაზიანებული უბნების სისუფთავის შენარჩუნებით რეგულარული დაბანით და ფრთხილად გაშრობით საკუთარი სუფთა პირსახოცებითა და ნაჭრით, და არა კანის გახეხვით ან დაკაწრვით.
მოხსენით თავსახური სპრეის ბოთლს - თუ პირველად იყენებთ წამალს, დააჭირეთ ტუმბოს რამდენჯერმე, სანამ არ მიიღებთ თანაბარ შესხურებას.
დაასხურეთ ხსნარის საკმარისი რაოდენობა 5-დან 10 სმ-მდე მანძილიდან, რათა კარგად დასველდეს დაზიანებული კანი. ფეხის თითებს, დუნდულებს ან საზარდულებს შორის გამოყენებისას დამუშავებული ადგილი შეიძლება დაიფაროს მსუბუქი, სუფთა მარლის ზოლით, განსაკუთრებით ღამით.
შეცვალეთ თავსახური სპრეის ბოთლზე და დაიბანეთ ხელები.
მიუხედავად იმისა, რომ მეორე კვირის განმავლობაში არ გამოიყენებთ ტერბიფინს, კანის სრული განკურნება ინფექციის აღმოფხვრის შემდეგ გაგრძელდება 4 კვირამდე. თუ მკურნალობის პირველი დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში არ შენიშნეთ გაუმჯობესების ნიშნები, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
16 წლამდე ბავშვები
არ არის რეკომენდირებული.
მოერიდეთ სპრეის ჩასუნთქვას.
თუ პროდუქტი შემთხვევით მოხვდა თვალში, კარგად ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით. მიმართეთ ექიმს, თუ რაიმე დისკომფორტი შენარჩუნდება.
თუ შემთხვევით გადაყლაპეთ ტერბიფინი
დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას, თუ თქვენ ან სხვამ გადაყლაპა სპრეი. თუ ეს შესაძლებელია, წაიღეთ დარჩენილი წამალი და ეს ფურცელი. შემთხვევითი გადაყლაპვის სიმპტომებია თავის ტკივილი, გულისრევა (შეუძლოდ ყოფნა), თავბრუსხვევა და მუცლის ტკივილი.
თუ დაგავიწყდათ ტერბიფინის გამოყენება
თუ გამოყენება გამოტოვეთ, შეისხურეთ სპრეი რაც შეიძლება მალე, შემდეგ გააგრძელეთ როგორც ადრე. თუ მხოლოდ თქვენი შემდეგი გამოყენების დროს გაგახსენდებათ, უბრალოდ გამოიყენეთ სპრეი და გააგრძელეთ ჩვეულებრივად. მნიშვნელოვანია სცადოთ სპრეის გამოყენება სწორ დროს, რადგან დავიწყებულმა გამოყენებამ შესაძლოა ინფექციის დაბრუნების რისკი გამოიწვიოს
თუ შეწყვეტთ ტერბიფინის გამოყენებას
არ უნდა შეწყვიტოთ სპრეის გამოყენება რეკომენდებულ დრომდე, რადგან ამან შეიძლება შეამციროს მკურნალობის ეფექტურობა ან ინფექცია დაბრუნდეს.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
არ უნდა გამოიყენოთ ტერბინაფინი, თუ გაქვთ:
ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხილეთ პუნქტი 6 და პუნქტი 2 -სდასასრული).
სპრეი არ არის რეკომენდებული 16 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
განსაკუთრებული ყურადღება ტერბინაფინის გამოყენებისას
სპრეი გამოიყენება მხოლოდ კანზე.
მოერიდეთ პროდუქტის ჩასუნთქვას.
თვალები ან სახე - მოერიდეთ სპრეის კონტაქტს. თვალებთან შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში კარგად ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული.
არ გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები იმ ადგილებში, რომლებსაც მკურნალობთ ტერბიფინით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. არ გამოიყენოთ სპრეი, თუ ხართ მეძუძური დედა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ტერბიფინის გავლენა მანქანის მართვისა ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე მოსალოდნელი არ არის.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტერბიფინის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ტერბიფინი შეიცავს პროპილენ გლიკოლს
პროპილენ გლიკოლი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
ტერბიფინი შეიცავს სპირტს
ტერბიფინი შეიცავს სპირტს (ეთანოლს). შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება დაზიანებულ კანზე.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეწყვიტეთ სპრეის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ გაქვთ შემდეგი ძალიან იშვიათი ალერგიული რეაქციები:
სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, პირის ღრუს, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება (მძიმე ალერგიული რეაქცია).
კანის ძლიერი ქავილი, წითელი გამონაყარით ან ამოწეული კვანძებით, ჭინჭრის ციებით ან ბუშტუკებით.
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში): კანის აქერცვლა, ქავილი.
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში): კანის დაზიანებები, ფუფხი, კანის ფერის ცვლილება, სიწითლე, წვა, ტკივილი და გაღიზიანება გამოყენების ადგილზე.
ეს ჩვეულებრივი და იშვიათი გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, უვნებელია და შეგიძლიათ გააგრძელოთ სპრეის გამოყენება.
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 ადამიანში): თვალის გაღიზიანება, კანის სიმშრალე, კონტაქტური დერმატიტი, ეგზემა, სიმპტომების გაუარესება.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.
როგორ შეინახოთ ტერბიფინი
შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე. არ შეინახოთ ტერბიფინი 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე (არ შეინახოთ მაცივარში).
არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი 1% w/v.
სხვა ინგრედიენტებია ეთანოლი 96%, მაკროგოლები (Eumulgin B2), პროპილენგლიკოლი, გაწმენდილი წყალი.
ტერბიფინის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ტერბიფინი ხელმისაწვდომია თეთრი გაუმჭვირვალე HDPE ბოთლის სახით HDPE თავსახურით და სპრეის ტუმბოთ 30 მლ შეფუთვაში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ტერბიფინი
1% სპრეი ადგილობრივი გამოყენებისთვის
ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი
ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ანოტაცია, რადგან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. ყოველთვის გამოიყენეთ მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ.
შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ფარმაცევტს.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.
თუ სიმპტომები გაუარესდება ან არ გაუმჯობესდება 7 დღის შემდეგ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა დამძიმდება, ან თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შინაარსი
რა არის ტერბიფინი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ტერბიფინის გამოყენებამდე
როგორ გამოვიყენოთ ტერბიფინი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ შეინახოთ ტერბიფინი
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რა არის ტერბიფინი და რისთვის გამოიყენება
ტერბიფინი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს ტერბინაფინს, რომელიც არის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, და გამოიყენება სოკოებით გამოწვეული კანის პრობლემების სამკურნალოდ:
ათლეტის ტერფი (tinea pedis) – ათლეტის ტერფი ვითარდება მხოლოდ ტერფებზე (ჩვეულებრივ ორივე, მაგრამ არა ყოველთვის), ხშირად თითებს შორის. ის ასევე შეიძლება გამოვლინდეს ტერფის ზედა ნაწილზე, ფეხის გულზე ან ფეხების სხვა ადგილებში. ათლეტის ტერფის ყველაზე გავრცელებული ტიპი იწვევს კანის გახეთქვას ან აქერცვლას, მაგრამ ასევე შეიძლება გქონდეთ მსუბუქი შეშუპება, ბუშტუკები ან სველი წყლულები. ტერბიფინი რეკომენდირებულია ათლეტის ტერფისათვის, როდესაც ის ვლინდება თითებს შორის. თუ გაქვთ ფრჩხილის სოკოვანი ინფექცია (სოკო ფრჩხილის შიგნით და ფრჩხილის ქვეშ) ფრჩხილების
ფერის და ტექსტურის შეცვლით (სქელი ან ქერცლიანი), უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან ტერბიფინი არ გამოდგება ამ ტიპის ინფექციისთვის.
“Dhobie”-ს ქავილი/ჟოკეის ქავილი (tinea cruris) - “Dhobie”-ს ქავილი ვლინდება საზარდულისა და ბარძაყის შიდა მიდამოში, როგორც წესი, ორივე მხარეს, მაგრამ ხშირად ერთ გვერდზე უფრო მეტად, ვიდრე მეორეზე, საიდანაც ის შეიძლება გავრცელდეს ფეხებს შორის დუნდულოებამდე ან ზემოთ მუცლისკენ. “Dhobie”-ს ქავილი ჰგავს ნათლად შემოსაზღვრულ გამონაყარს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ბუშტუკები.
რა უნდა იცოდეთ ტერბიფინის გამოყენებამდე
არ უნდა გამოიყენოთ ტერბინაფინი, თუ გაქვთ:
ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხილეთ პუნქტი 6 და პუნქტი 2 -სდასასრული).
სპრეი არ არის რეკომენდებული 16 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
განსაკუთრებული ყურადღება ტერბინაფინის გამოყენებისას
სპრეი გამოიყენება მხოლოდ კანზე.
მოერიდეთ პროდუქტის ჩასუნთქვას.
თვალები ან სახე - მოერიდეთ სპრეის კონტაქტს. თვალებთან შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში კარგად ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით.
სხვა მედიკამენტები და ტერბიფინი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული.
არ გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები იმ ადგილებში, რომლებსაც მკურნალობთ ტერბიფინით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. არ გამოიყენოთ სპრეი, თუ ხართ მეძუძური დედა.
ავტომობილის მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა
ტერბიფინის გავლენა მანქანის მართვისა ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე მოსალოდნელი არ არის.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტერბიფინის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ტერბიფინი შეიცავს პროპილენ გლიკოლს
პროპილენ გლიკოლი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
ტერბიფინი შეიცავს სპირტს
ტერბიფინი შეიცავს სპირტს (ეთანოლს). შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება დაზიანებულ კანზე.
როგორ გამოვიყენოთ ტერბიფინი
ყოველთვის გამოიყენეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც გირჩიათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა.
ზრდასრულები
ტერბიფინი გამოიყენება დღეში ერთხელ, მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში, ყველა სოკოვანი ინფექციის დროს.
კარგად გაისუფთავეთ და გაიმშრალეთ დაზიანებული ადგილები და დაიბანეთ ხელები. მკურნალობას შეიძლება დაეხმაროთ დაზიანებული უბნების სისუფთავის შენარჩუნებით რეგულარული დაბანით და ფრთხილად გაშრობით საკუთარი სუფთა პირსახოცებითა და ნაჭრით, და არა კანის გახეხვით ან დაკაწრვით.
მოხსენით თავსახური სპრეის ბოთლს - თუ პირველად იყენებთ წამალს, დააჭირეთ ტუმბოს რამდენჯერმე, სანამ არ მიიღებთ თანაბარ შესხურებას.
დაასხურეთ ხსნარის საკმარისი რაოდენობა 5-დან 10 სმ-მდე მანძილიდან, რათა კარგად დასველდეს დაზიანებული კანი. ფეხის თითებს, დუნდულებს ან საზარდულებს შორის გამოყენებისას დამუშავებული ადგილი შეიძლება დაიფაროს მსუბუქი, სუფთა მარლის ზოლით, განსაკუთრებით ღამით.
შეცვალეთ თავსახური სპრეის ბოთლზე და დაიბანეთ ხელები.
მიუხედავად იმისა, რომ მეორე კვირის განმავლობაში არ გამოიყენებთ ტერბიფინს, კანის სრული განკურნება ინფექციის აღმოფხვრის შემდეგ გაგრძელდება 4 კვირამდე. თუ მკურნალობის პირველი დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში არ შენიშნეთ გაუმჯობესების ნიშნები, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
16 წლამდე ბავშვები
არ არის რეკომენდირებული.
მოერიდეთ სპრეის ჩასუნთქვას.
თუ პროდუქტი შემთხვევით მოხვდა თვალში, კარგად ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით. მიმართეთ ექიმს, თუ რაიმე დისკომფორტი შენარჩუნდება.
თუ შემთხვევით გადაყლაპეთ ტერბიფინი
დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას, თუ თქვენ ან სხვამ გადაყლაპა სპრეი. თუ ეს შესაძლებელია, წაიღეთ დარჩენილი წამალი და ეს ფურცელი. შემთხვევითი გადაყლაპვის სიმპტომებია თავის ტკივილი, გულისრევა (შეუძლოდ ყოფნა), თავბრუსხვევა და მუცლის ტკივილი.
თუ დაგავიწყდათ ტერბიფინის გამოყენება
თუ გამოყენება გამოტოვეთ, შეისხურეთ სპრეი რაც შეიძლება მალე, შემდეგ გააგრძელეთ როგორც ადრე. თუ მხოლოდ თქვენი შემდეგი გამოყენების დროს გაგახსენდებათ, უბრალოდ გამოიყენეთ სპრეი და გააგრძელეთ ჩვეულებრივად. მნიშვნელოვანია სცადოთ სპრეის გამოყენება სწორ დროს, რადგან დავიწყებულმა გამოყენებამ შესაძლოა ინფექციის დაბრუნების რისკი გამოიწვიოს
თუ შეწყვეტთ ტერბიფინის გამოყენებას
არ უნდა შეწყვიტოთ სპრეის გამოყენება რეკომენდებულ დრომდე, რადგან ამან შეიძლება შეამციროს მკურნალობის ეფექტურობა ან ინფექცია დაბრუნდეს.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეწყვიტეთ სპრეის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ გაქვთ შემდეგი ძალიან იშვიათი ალერგიული რეაქციები:
სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, პირის ღრუს, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება (მძიმე ალერგიული რეაქცია).
კანის ძლიერი ქავილი, წითელი გამონაყარით ან ამოწეული კვანძებით, ჭინჭრის ციებით ან ბუშტუკებით.
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში): კანის აქერცვლა, ქავილი.
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში): კანის დაზიანებები, ფუფხი, კანის ფერის ცვლილება, სიწითლე, წვა, ტკივილი და გაღიზიანება გამოყენების ადგილზე.
ეს ჩვეულებრივი და იშვიათი გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, უვნებელია და შეგიძლიათ გააგრძელოთ სპრეის გამოყენება.
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 ადამიანში): თვალის გაღიზიანება, კანის სიმშრალე, კონტაქტური დერმატიტი, ეგზემა, სიმპტომების გაუარესება.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.
როგორ შეინახოთ ტერბიფინი
შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე. არ შეინახოთ ტერბიფინი 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე (არ შეინახოთ მაცივარში).
არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ტერბიფინი
აქტიური ნივთიერება არის ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი 1% w/v.
სხვა ინგრედიენტებია ეთანოლი 96%, მაკროგოლები (Eumulgin B2), პროპილენგლიკოლი, გაწმენდილი წყალი.
ტერბიფინის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ტერბიფინი ხელმისაწვდომია თეთრი გაუმჭვირვალე HDPE ბოთლის სახით HDPE თავსახურით და სპრეის ტუმბოთ 30 მლ შეფუთვაში.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
NOBEL İLAÇ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.
Saray Mahallesi Dr. Adnan Büyükdeniz Caddesi No: 14 34768 უმრანიე/ სტამბული, თურქეთი
ტელ.: + 90 (216) 633 60 00
ფაქსი: + 90 (216) 633 60 01
ეს ანოტაცია ბოლოს დამტკიცდა
შესწორებულია:
- 8.2023
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


