ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

ტაუფონი

Taufon

ურეცეპტოდ40მგ/მლინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

თვალის რქოვანასა და ბადურას დისტროფიული დაზიანებები, მემკვიდრეობითი ტაპეტორეტინული დეგენერაციების ჩათვლით; კატარაქტები (ასაკობრივი, დიაბეტური, ტრავმული, სხივური); როგორც რეპარაციული პროცესების სტიმულაციის საშუალება რქოვანას ტრავმების დროს; ღიაკუთხოვანი გლაუკომა (როგორც დამატებითი საშუალება).

სრულად
მოქმედი ნივთიერება
taurine
ფორმა და შეფუთვა
40მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები, ხსნარი მინის ფლაკონი №3 სტერილური საწვეთურიანი თავსახურით კომპლექტში
მწარმოებელი
„PHARMEX GROUP“ LLC, უკრაინა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, ოფთალმოლოგიური სხვა საშუალებები
ATC კოდი
S01XA
რეგისტრაციის ნომერი
რ-045847
რეგისტრირებულია
3 ივლისი 2026, მოქმედებს 11 ივნისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«CORPORATION «ZDOROVYA» LLC (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „ნიფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატაუფონი და სხვა წამალი ერთად

ტაუფონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

თვალის რქოვანასა და ბადურას დისტროფიული დაზიანებები, მემკვიდრეობითი ტაპეტორეტინული დეგენერაციების ჩათვლით;

კატარაქტები (ასაკობრივი, დიაბეტური, ტრავმული, სხივური);

როგორც რეპარაციული პროცესების სტიმულაციის საშუალება რქოვანას ტრავმების დროს;

ღიაკუთხოვანი გლაუკომა (როგორც დამატებითი საშუალება).

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ტაურინისა ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს პრეპარატი გამოიყენება თიმოლთან კომბინაციაში 20-30 წუთით ადრე თიმოლოლის ჩაწვეთებამდე.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

თიმოლოლის თვალის წვეთებთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება თვალშიდა და არტრიული წნევის პოტენცირებადი შემცირება.

თვალში ადგილობრივი გამოყენების რამოდენიმე სამკურნალო საშუალების ერთდროული დანიშვნისას აუცილებელია მათი შეყვანა 10-15 წუთის ინტერვალით. თვალის მალამოები უნდა გამოიყენოთ ბოლოს.

გამოყენების თავისებურებები . ღიაკუთხოვანი გლაუკომის შემთხვევაში თიმოლოლთან კომბინაციაში პრეპარატი გამოიყენება 20-30 წუთით ადრე თიმოლოლის ჩაწვეთებამდე.

გამოყენება ორსულობისა ან ძუძუთი კვების პერიოდში. პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება ორსულობისა ან ძუძუთი კვების პერიოდში დამოკვლეული არ არის.

გავლენის უნარი რეაქციის სიჩქარეზე ავტოტრანსპსხვა ორტისა ან სხვა მექანიზმების მართვის დროს. პრეპარატის მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას არ არის შესწავლილი.

ისევე, როგორც ადგილობრივი გამოყენების სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატების შემთხვევაში, მხედველობის დროებითმა დაბინდვამ ან მხედველობის სხვა დარღვევებმა შეიძლება მოახდინონ გავლენა ავტოტრანსპორტისა ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუ მხედველობის დაბინდვა წარმოიქმნება ჩაწვეთების პერიოდში, პაციენტმა უნდა დაიცადოს მხედველობის ნორმალიზებამდე, სანამ დაიწყებს ავტოტრანსპორტის მართვას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობას.

გამოყენების წესი და დოზები. პრეპარატი ენიშნებათ ზრდასრულებს. უშუალოდ გამოყენების წინ სასურველია პრეპარატიანი ფლაკონი გააჩეროთ ხელში მისი სხეულის ტემპერატურამდე გათბობის მიზნით.

კატარაქტას მკურნალობისთვის ინიშნება 2-3 წვეთი დღე-ღამეში 2-4-ჯერ, ყოველდღიურად. მკურნალობის ვადა- 3 თვე. კურსის გამეორება 1 თვის ინტერვალით.

ტრავმების დროს გამოიყენეთ 2-3 წვეთი 2-4-ჯერ დღე-ღამეში, 1 თვის განმავლობაში.

ტაპეტორეტინული დეგენერაციისა და ბადურას სხვა დისტროფული დაავადებისას, რქოვანას შეღწევადი ტრავმებისას პრეპარატის 4 % ხსნარის 0,3 მლ შეჰყავთ კონიუნქტივას ქვეშ დღე-ღამეში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი მეორდება 6-8 თვის შემდეგ.

ღიაკუთხოვანი გლაუკომის შემთხვევაში პრეპარატი უნდა ჩავაწვეთოთ კონიუნქტივალურ პარკში 2-3 წვეთი დღე-ღამეში 2-ჯერ თიმოლოლის გამოყენებამდე 20-30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი განისაზღვრება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.

ბავშვები. პრეპარატის ბავშვებში გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება არ ყოფილა გამოკვლეული.

ჭარბი დოზა

გვერდითი რეაქციები. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ალერგიული რეაქციები, კონიუნქტივას ჰიპერემია, ქავილი, წვა და ჭრის შეგრძნება თვალში.

ვარგისობის ვადა. 4 წელი.

ხსნარის შენახვის ვადა ფლაკონის გახსნის შემდეგ 14 დღე-ღამეა.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება : taurine;

1მლ ხსნარი შეიცავს 40მგ ტაურინს.

დამხმარე ნივთიერებები : მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (ნიპაგინი) (E 21 8), გაწმენდილი წყალი.

სამკურნალო ფორმა. თვალის წვეთები.

ძირითადი ფუზიკურ-ქიმიური თვისებები : უფერო, გამჭვირვალე სითხე.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა. 5 მლ N 3 ფლაკონებში საწვეთურ- სახურავით შეკვრაში.

გაცემის წესი. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ფარმეკს გრუპ“

მწარმოებლის ადგილსამყოფელი და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი.

უკრაინა, 08301, კიევის ოლქი, ქალაქი ბორისპოლი, შევჩენკოს ქუჩა, სახლი 100.

ბოლო გადახედვის თარიღი. 11.06.2024 წ.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ათქ კოდი S01X A.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

ტაუფონი შეიცავს ტაურინს - გოგირდის შემცველ ამინომჟავას, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში ცისტეინის გარდაქმნის პროცესში. ტაურინი იღებს მონაწილეობას პლასტიკური მასალის სინთეზში, რის შედეგადაც ასტიმულირებს რეპარაციულ და რეგენერაციულ პროცესებს დისტროფიული ხასიათის თვალის დაავადებებისას, და/ან პათოლოგიურ პროცესებში, რომლებსაც თან ახლავთ თვალის ქსოვილების მეტაბოლიზმის მკვეთრი დარღვევა, მათ შორის - თვალის ტრავმების დროს. ხელს უწყობს უჯრედული მემბრანების ფუნქციების ნორმალიზაციას, ენერგეტიკული და მეტაბოლური პროცესების ოპტიმიზაციას, უჯრედუს ციტოპლაზმის ელეტრილიტური შემადგენლობის მუდმივი შენარჩუნებას, სინაფსური გადაცემის შეფერხებას.

ფარმაკოკინეტიკა.

ჩაწვეთებისას პრეპარატი აღწევს თვალში, სადაც ახდენს თავის სპეციფიკურ მოქმედებას. თერაპიული დოზების გამოყენების დროს ტაურინი პრაქტიკულად არ შეიწოვება სისხლის სისტემურ მიმოქცევაში.

კლინიკური მახასიათებლები.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

ტაუფონი

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება : taurine;

1მლ ხსნარი შეიცავს 40მგ ტაურინს.

დამხმარე ნივთიერებები : მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (ნიპაგინი) (E 21 8), გაწმენდილი წყალი.

სამკურნალო ფორმა. თვალის წვეთები.

ძირითადი ფუზიკურ-ქიმიური თვისებები : უფერო, გამჭვირვალე სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ოფთალმოლოგიაში.

ათქ კოდი S01X A.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

ტაუფონი შეიცავს ტაურინს - გოგირდის შემცველ ამინომჟავას, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში ცისტეინის გარდაქმნის პროცესში. ტაურინი იღებს მონაწილეობას პლასტიკური მასალის სინთეზში, რის შედეგადაც ასტიმულირებს რეპარაციულ და რეგენერაციულ პროცესებს დისტროფიული ხასიათის თვალის დაავადებებისას, და/ან პათოლოგიურ პროცესებში, რომლებსაც თან ახლავთ თვალის ქსოვილების მეტაბოლიზმის მკვეთრი დარღვევა, მათ შორის - თვალის ტრავმების დროს. ხელს უწყობს უჯრედული მემბრანების ფუნქციების ნორმალიზაციას, ენერგეტიკული და მეტაბოლური პროცესების ოპტიმიზაციას, უჯრედუს ციტოპლაზმის ელეტრილიტური შემადგენლობის მუდმივი შენარჩუნებას, სინაფსური გადაცემის შეფერხებას.

ფარმაკოკინეტიკა.

ჩაწვეთებისას პრეპარატი აღწევს თვალში, სადაც ახდენს თავის სპეციფიკურ მოქმედებას. თერაპიული დოზების გამოყენების დროს ტაურინი პრაქტიკულად არ შეიწოვება სისხლის სისტემურ მიმოქცევაში.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

თვალის რქოვანასა და ბადურას დისტროფიული დაზიანებები, მემკვიდრეობითი ტაპეტორეტინული დეგენერაციების ჩათვლით;

კატარაქტები (ასაკობრივი, დიაბეტური, ტრავმული, სხივური);

როგორც რეპარაციული პროცესების სტიმულაციის საშუალება რქოვანას ტრავმების დროს;

ღიაკუთხოვანი გლაუკომა (როგორც დამატებითი საშუალება).

უკუჩვენებები. ჰიპერმგრძნობელობა ტაურინისა ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეობები.

თიმოლოლის თვალის წვეთებთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება თვალშიდა და არტრიული წნევის პოტენცირებადი შემცირება.

თვალში ადგილობრივი გამოყენების რამოდენიმე სამკურნალო საშუალების ერთდროული დანიშვნისას აუცილებელია მათი შეყვანა 10-15 წუთის ინტერვალით. თვალის მალამოები უნდა გამოიყენოთ ბოლოს.

გამოყენების თავისებურებები . ღიაკუთხოვანი გლაუკომის შემთხვევაში თიმოლოლთან კომბინაციაში პრეპარატი გამოიყენება 20-30 წუთით ადრე თიმოლოლის ჩაწვეთებამდე.

გამოყენება ორსულობისა ან ძუძუთი კვების პერიოდში. პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება ორსულობისა ან ძუძუთი კვების პერიოდში დამოკვლეული არ არის.

გავლენის უნარი რეაქციის სიჩქარეზე ავტოტრანსპსხვა ორტისა ან სხვა მექანიზმების მართვის დროს. პრეპარატის მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას არ არის შესწავლილი.

ისევე, როგორც ადგილობრივი გამოყენების სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატების შემთხვევაში, მხედველობის დროებითმა დაბინდვამ ან მხედველობის სხვა დარღვევებმა შეიძლება მოახდინონ გავლენა ავტოტრანსპორტისა ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუ მხედველობის დაბინდვა წარმოიქმნება ჩაწვეთების პერიოდში, პაციენტმა უნდა დაიცადოს მხედველობის ნორმალიზებამდე, სანამ დაიწყებს ავტოტრანსპორტის მართვას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობას.

გამოყენების წესი და დოზები. პრეპარატი ენიშნებათ ზრდასრულებს. უშუალოდ გამოყენების წინ სასურველია პრეპარატიანი ფლაკონი გააჩეროთ ხელში მისი სხეულის ტემპერატურამდე გათბობის მიზნით.

კატარაქტას მკურნალობისთვის ინიშნება 2-3 წვეთი დღე-ღამეში 2-4-ჯერ, ყოველდღიურად. მკურნალობის ვადა- 3 თვე. კურსის გამეორება 1 თვის ინტერვალით.

ტრავმების დროს გამოიყენეთ 2-3 წვეთი 2-4-ჯერ დღე-ღამეში, 1 თვის განმავლობაში.

ტაპეტორეტინული დეგენერაციისა და ბადურას სხვა დისტროფული დაავადებისას, რქოვანას შეღწევადი ტრავმებისას პრეპარატის 4 % ხსნარის 0,3 მლ შეჰყავთ კონიუნქტივას ქვეშ დღე-ღამეში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი მეორდება 6-8 თვის შემდეგ.

ღიაკუთხოვანი გლაუკომის შემთხვევაში პრეპარატი უნდა ჩავაწვეთოთ კონიუნქტივალურ პარკში 2-3 წვეთი დღე-ღამეში 2-ჯერ თიმოლოლის გამოყენებამდე 20-30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი განისაზღვრება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.

ბავშვები. პრეპარატის ბავშვებში გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება არ ყოფილა გამოკვლეული.

დოზის გადაჭარბება . დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის აღწერილი.

გვერდითი რეაქციები. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ალერგიული რეაქციები, კონიუნქტივას ჰიპერემია, ქავილი, წვა და ჭრის შეგრძნება თვალში.

ვარგისობის ვადა. 4 წელი.

ხსნარის შენახვის ვადა ფლაკონის გახსნის შემდეგ 14 დღე-ღამეა.

შენახვის პირობები. ინახება არაუმეტეს 25 o C ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა. 5 მლ N 3 ფლაკონებში საწვეთურ- სახურავით შეკვრაში.

გაცემის წესი. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ფარმეკს გრუპ“

მწარმოებლის ადგილსამყოფელი და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი.

უკრაინა, 08301, კიევის ოლქი, ქალაქი ბორისპოლი, შევჩენკოს ქუჩა, სახლი 100.

ბოლო გადახედვის თარიღი. 11.06.2024 წ.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა