პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ყველა სხვა თერაპიული საშუალებები

სუგამადექსი ნორმონი 100მგ/მლ საინექციო ხსნარი EFG

Sugammadex Normon 100mg/ml solución inyectable EFG

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

რას წარმოადგენს სუგამადექსი ნორმონი ეს მედიკამენტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სუგამადექსი. ითვლება, რომ სუგამადექსი წარმოადგენს სელექციურ რელაქსანტ შემბოჭველ საშუალებას, რადგან ის მოქმედებს მხოლოდ კუნთების სპეციფიკურ რელაქსანტებთან, როკურონიუმის ბრომიდთან ან ვეკურონიუმის ბრომიდთან, ერთად. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
სუგამადექსი (sugammadex)
ფორმა და შეფუთვა
200მგ/2მლ (100მგ/მლ) 2მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი ფლაკონი №10
მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყველა სხვა თერაპიული საშუალებები, ანტიდოტები
ATC კოდი
V03AB35
რეგისტრაციის ნომერი
რ-044862
რეგისტრირებულია
23 თებერვალი 2026, მოქმედებს 8 თებერვალი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
ურთიერთქმედების შემოწმებასუგამადექსი ნორმონი 100მგ/მლ საინექციო ხსნარი EFG და სხვა წამალი ერთად

სუგამადექსი ნორმონი 100მგ/მლ საინექციო ხსნარი EFG — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რას წარმოადგენს სუგამადექსი ნორმონი

ეს მედიკამენტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სუგამადექსი. ითვლება, რომ სუგამადექსი წარმოადგენს სელექციურ რელაქსანტ შემბოჭველ საშუალებას, რადგან ის მოქმედებს მხოლოდ კუნთების სპეციფიკურ რელაქსანტებთან, როკურონიუმის ბრომიდთან ან ვეკურონიუმის ბრომიდთან, ერთად.

რისთვის გამოიყენება სუგამადექსი ნორმონი

როდესაც პაციენტს უტარდება ზოგიერთი ტიპის ოპერაცია, საჭიროა კუნთების სრული რელაქსაცია. ეს უადვილებს ქირურგს ოპერაციის გაკეთებას. ამისათვის პაციენტისათვის გაკეთებული ზოგადი ანესთეზია მოიცავს მედიკამენტებს, რომლებიც ახდენენ კუნთების მოდუნებას. ამ პრეპარატებს კუნთების რელაქსანტებს უწოდებენ და მაგალითები მოიცავს როკურონიუმის ბრომიდს და ვეკურონიუმის ბრომიდს. რადგან ეს მედიკამენტები ასევე იწვევენ სასუნთქი კუნთების მოდუნებას, პაციენტი საჭიროებს სუნთქვის შენარჩუნებას (ხელოვნურ სუნთქვას) ოპერაციის განმავლობაში და ოპერაციის შემდეგ, სანამ თვითონ არ შეძლებს დამოუკიდებლად სუნთქვას.

სუგამადექსი გამოიყენება ოპერაციის შემდეგ პაციენტის კუნთების აღდგენის დასაჩქარებლად, რაც განაპირობებს პაციენტის მიერ სუნთქვის უფრო ადრე დაწყებას. ის ორგანიზმში მოქმედებს როკურონიუმის ბრომიდთან ან ვეკურონიუმის ბრომიდთან კომბინაციაში. ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ზრდასრულებში როკურონიუმის ბრომიდთან ან ვეკურონიუმის ბრომიდთან ერთად და ბავშვებსა და მოზარდებში (2-17 წლის), როცა როკურონიუმის ბრომიდი გამოიყენება ზომიერი ხარისხით რელაქსაციისათვის.

მიღების წესი და დოზირება

სუგამადექსი ნორმონი კეთდება ანესთეზიოლოგის მიერ ან ანესთეზიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

დოზა

ანესთეზიოლოგი სუგამადექსის დოზას გამოითვლის შემდეგი მაჩვენებლების საფუძველზე:

პაციენტი წონა;

რა რაოდენობის კუნთების რელაქსანტი მოქმედებს ისევ პაციენტზე.

ჩვეულებრივი დოზაა 2-4 მგ სხეულის წონის 1 კილოგრამზე. ზრდასრულებში შეიძლება გამოყენებულ იქნეს 16 მგ/კგ დოზა, თუ საჭიროა კუნთების რელაქსაციის გადაუდებელი მოხსნა.

სუგამადექსი ნორმონის დოზა ბავშვებისთვის არის 2,4 მგ/კგ (2-17 წლის ასაკის ბავშვები და მოზარდები).

როგორ კეთდება სუგამადექსი ნორმონი

სუგამადექსი კეთდება ანესთეზიოლოგის მიერ. ის კეთდება ერთჯერადი ინექციის სახით ინტრავენური კათეტერის საშუალებით.

სუგამადექსი ნორმონის რეკომენდებული დოზის გადაჭარბებისას

რადგან ანესთეზიოლოგი მოახდენს პაციენტის მდგომარეობის ყურადღებით მონიტორინგს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოხდეს სუგამადექსის დოზის გადაჭარბება. თუმცა ასეთ შემთხვვევაში, არ არის მოსალოდნელი რაიმე პრობლემების განვითარება.

დამატებითი კითხვებისას არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა ანესთეზიოლოგთან ან ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია სუგამადექსის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).

პაციენტმა უნდა აცნობოს ანესთეზიოლოგს, თუ ეს ეხება მას.

სიფრთხილის ზომები

სუგამადექსი ნორმონის გამოყენებამდე საჭიროა ანესთეზიოლოგთან კონსულტაცია:

თუ პაციენტს აქვს ან წარსულში ჰქონდა თირკმელების დაავადება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სუგამადექსი ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელების საშუალებით;

თუ პაციენტს აქვს ან წარსულში ჰქონდა ღვიძლის დაავადება;

თუ პაციენტს აღენიშნება სითხის შეკავება (შეშუპება);

თუ პაციენტს აღენიშნება დაავადება, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს (სისხლის შედედების დარღვევა) ან იღებს ანტიკოაგულანტებს.

ბავშვები და მოზარდები

ეს მედიკამენტი არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ასაკის პატარა ბავშვებისათვის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ანესთეზიოლოგს უნდა ეცნობოს ნებისმიერი მედიკამენტის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს.

სუგამადექს ნორმონმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტებზე ან სხვა მედიკამენტებმა იქონიონ მასზე გავლენა.

ზოგიერთი მედიკამენტი აქვეითებს სუგამადექსი ნორმონის ეფექტს

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ანესთეზიოლოგს ეცნობოს, თუ პაციენტმა უკანასკნელ პერიოდში მიიღო:

ტორემიფენი (გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ);

ფუზიდის მჟავა (ანტიბიოტიკი).

სუგამადექს ნორმონმა შეიძლება გავლენა იქონიოს ჰორმონულ კონტრაცეპტივებზე

სუგამადექსმა შეიძლება დააქვეითოს ჰორმონული კონტრაცეპტივების, მათ შორის ჩასახვის საწინააღმდეგო აბების, საშოს რგოლის, იმპლანტების ან საშვილოსნოსშიდა ჰორმონული სისტემის (IUS) ეფექტები, რადგან ის აქვეითებს პროგესტოგენის ჰორმონის ათვისებას. პროგესტოგენის დანაკარგი სუგამადექსი ნორმონის გამოყენების შედეგად დაახლოებით იგივეა, რაც ერთი ჩასახვის საწინააღმდეგო აბის მიღების გამოტოვება.

თუ პაციენტი იღებს ჩასახვის საწინააღმდეგო აბს სუგამადექსთან ერთად იმავე დღეს, დაცული უნდა იყოს ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული მითითებები დოზის გამოტოვების შესახებ;

თუ პაციენტი იყენებს სხვა ჰორმონულ კონტრაცეპტივებს (მაგალითად, საშოს რგოლი, იმპლანტი ან IUS), საჭიროა დამატებითი არაჰორმონული კონტრაცეპციული მეთოდის გამოყენება (მაგ.: პრეზერვატივის) შემდგომი 7 დღის განმავლობაში და გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული რეკომენდაციების დაცვა.

ეფექტები სისხლის ანალიზებზე

ზოგადად, სუგამადექსს არ აქვს გავლენა ლაბორატორიულ ანალიზებზე. თუმცა, მან შეიძლება გავლენა იქონიოს სისხლში ჰორმონ პროგესტორონის ანალიზის შედეგებზე. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ საჭიროა პროგესტერონის დონის ანალიზი სუგამადექსი ნორმონის მიღების დღეს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ანესთეზიოლოგს უნდა ეცნობოს პაციენტის ორსულობის ან შესაძლო ორსულობის, ან ძუძუთი კვების შესახებ.

პაციენტს შეიძლება მაინც გაუკეთდეს სუგამადექსი, თუმცა ჯერ საჭიროა ამის განხილვა.

არ არის ცნობილი სუგამადექსი გამოიყოფა თუ არა დედის რძეში. ანესთეზიოლოგი პაციენტს დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, შეწყვიტოს ძუძუთი კვება, თუ თავი შეიკავოს სუგამადექსით თერაპიისაგან, ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლის და სუგამადექსის დედისთვის სარგებლის გათვალისწინებით.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არის ცნობილი სუგამადექსის გავლენის შესახებ ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

სუგამადექსი ნორმონი შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 9,3 მგ-მდე ნატრიუმს (სუფრის მარილის მთავარი კომპონენტი) თითოეულ მილილიტრში. ეს ექვივალენტურია ზრდასრულისათვის რეკომენდებული ნატრიუმის მაქსიმალური დღიური რაციონის 0,5%-ის.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ ანესთეზიის დროს განვითარდება ეს გვერდითი მოვლენები, მათი აღმოჩენა და მკურნალობა მოხდება ანესთეზიოლოგის მიერ.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

ხველა;

სასუნთქი გზების პრობლემები, რაც მოიცავს ხველას ან გაღვიძების, ან შესუნთქვის მსგავს მოძრაობას;

ზედაპირული ანესთეზია – პაციენტმა შეიძლება დაიწყო ღრმა ძილიდან გამოსვლა და საჭიროებდეს უფრო მეტ ანესთეზიას. ამან შეიძლება გამოიწვიოს მოძრაობა ან ხველა ოპერაციის დასასრულს;

პროცედურის დროს გართულებები, როგორიცაა გულისცემის სიხშირის ცვლილებები, ხველა ან მოძრაობა;

სისხლის წნევის დაქვეითება ქირურგიული პროცედურის გამო.

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

ქოშინი სასუნთქი გზების კუნთების სპაზმების გამო (ბრონქოსპაზმი), რომელიც ვითარდება ფილტვების პრობლემების ანამნეზის მქონე პაციენტებში;

ალერგიული რეაქციები (წამლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა), როგორიცაა გამონაყარი, კანის სიწითლე, ენის და/ან ხორხის შეშუპება, ქოშინი, სისხლის წნევის ან გულისცემის სიხშირის ცვლილება, რომელიც ზოგჯერ იწვევს სისხლის წნევის სერიოზულ დქვეითებას. მძიმე ალერგიული ან ალერგიის მსგავსი რეაქციები შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს. ალერგიული რეაქციები უფრო ხშირად აღწერილ იქნა ჯანმრთელ, ანესთეზიის ქვეშ არმყოფ მოხალისეებში;

კუნთების რელაქსაციის განვითარება ოპერაციის შემდეგ.

სიხშირე უცნობია

გულისცემის ძლიერი შენელება და გულისცემის შენელება გულის გაჩერებამდე შეიძლება განვითარდეს სუგამადექსი ნორმონის გაკეთების დროს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ანესთეზიოლოგთან ან სხვა ექიმთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ შესაძლებელია ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ესპანეთის ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით ვებგვერდით: www.notificaRAM.es.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

შემადგენლობა

სუგამადექსი ნრომონი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებაა სუგამადექსი. საინექციო ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 108,80 მგ სუგამადექსის ნატრიუმს, რომელიც 100 მგ სუგამადექსის ექვივალენტურია.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მარილმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, აზოტი და საინექციო წყალი.

სუგამადექსი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

სუგამადექსი ნორმონი გამჭვირვალე და უფერო ან ღია მოყვითალო-ყავისფერი საინექციო ხსნარია. ის მოწოდებულია ორი განსხვავებული შეფუთვის ზომით, რომელიც შეიცავს 2 მლ-იან 10 ფლაკონს ან 5 მლ-იან 10 ფლაკონს საინექციო ხსნარით.

ყველა შეფუთვის ზომა ბაზარზე შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

შენახვის პირობები

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის მეთვალყურეობა ხდება სამედიცინო სპეციალისტის მიერ.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება მუყაოს კოლოფსა და ეტიკეტზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ინახება 30ºC-ის ქვემოთ. დაუშვებელია გაყინვა. ფლაკონები ინახება მუყაოს კოლოფში სინათლისაგან დასაცავად.

პირველად გახსნის და განზავების შემდეგ ინახება 2-8ºC-ზე და გამოყენებულ უნდა იქნეს 24 საათში.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი კონტეინერის და პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

სუგამადექსი ნორმონი 100 მგ/მლ საინექციო ხსნარი EFG

პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ანესთეზიოლოგთან ან მკურნალ ექიმთან მიმართვა.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს ანესთეზიოლოგს ან მკურნალ ექიმს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს სუგამადექსი ნორმონი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა სუგამადექსი ნორმონის გამოყენებამდე

სუგამადექსი ნორმონის გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სუგამადექსი ნორმონის შენახვის წესი

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს სუგამადექსი ნორმონი და მისი გამოყენება

რას წარმოადგენს სუგამადექსი ნორმონი

ეს მედიკამენტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სუგამადექსი. ითვლება, რომ სუგამადექსი წარმოადგენს სელექციურ რელაქსანტ შემბოჭველ საშუალებას, რადგან ის მოქმედებს მხოლოდ კუნთების სპეციფიკურ რელაქსანტებთან, როკურონიუმის ბრომიდთან ან ვეკურონიუმის ბრომიდთან, ერთად.

რისთვის გამოიყენება სუგამადექსი ნორმონი

როდესაც პაციენტს უტარდება ზოგიერთი ტიპის ოპერაცია, საჭიროა კუნთების სრული რელაქსაცია. ეს უადვილებს ქირურგს ოპერაციის გაკეთებას. ამისათვის პაციენტისათვის გაკეთებული ზოგადი ანესთეზია მოიცავს მედიკამენტებს, რომლებიც ახდენენ კუნთების მოდუნებას. ამ პრეპარატებს კუნთების რელაქსანტებს უწოდებენ და მაგალითები მოიცავს როკურონიუმის ბრომიდს და ვეკურონიუმის ბრომიდს. რადგან ეს მედიკამენტები ასევე იწვევენ სასუნთქი კუნთების მოდუნებას, პაციენტი საჭიროებს სუნთქვის შენარჩუნებას (ხელოვნურ სუნთქვას) ოპერაციის განმავლობაში და ოპერაციის შემდეგ, სანამ თვითონ არ შეძლებს დამოუკიდებლად სუნთქვას.

სუგამადექსი გამოიყენება ოპერაციის შემდეგ პაციენტის კუნთების აღდგენის დასაჩქარებლად, რაც განაპირობებს პაციენტის მიერ სუნთქვის უფრო ადრე დაწყებას. ის ორგანიზმში მოქმედებს როკურონიუმის ბრომიდთან ან ვეკურონიუმის ბრომიდთან კომბინაციაში. ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ზრდასრულებში როკურონიუმის ბრომიდთან ან ვეკურონიუმის ბრომიდთან ერთად და ბავშვებსა და მოზარდებში (2-17 წლის), როცა როკურონიუმის ბრომიდი გამოიყენება ზომიერი ხარისხით რელაქსაციისათვის.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა სუგამადექსი ნორმონის გამოყენებამდე

დაუშვებელია სუგამადექსი ნორმონის გამოყენება

თუ პაციენტი ალერგიულია სუგამადექსის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).

პაციენტმა უნდა აცნობოს ანესთეზიოლოგს, თუ ეს ეხება მას.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

სუგამადექსი ნორმონის გამოყენებამდე საჭიროა ანესთეზიოლოგთან კონსულტაცია:

თუ პაციენტს აქვს ან წარსულში ჰქონდა თირკმელების დაავადება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სუგამადექსი ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელების საშუალებით;

თუ პაციენტს აქვს ან წარსულში ჰქონდა ღვიძლის დაავადება;

თუ პაციენტს აღენიშნება სითხის შეკავება (შეშუპება);

თუ პაციენტს აღენიშნება დაავადება, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს (სისხლის შედედების დარღვევა) ან იღებს ანტიკოაგულანტებს.

ბავშვები და მოზარდები

ეს მედიკამენტი არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ასაკის პატარა ბავშვებისათვის.

სხვა მედიკამენტები და სუგამადექსი ნორმონი

ანესთეზიოლოგს უნდა ეცნობოს ნებისმიერი მედიკამენტის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს.

სუგამადექს ნორმონმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტებზე ან სხვა მედიკამენტებმა იქონიონ მასზე გავლენა.

ზოგიერთი მედიკამენტი აქვეითებს სუგამადექსი ნორმონის ეფექტს

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ანესთეზიოლოგს ეცნობოს, თუ პაციენტმა უკანასკნელ პერიოდში მიიღო:

ტორემიფენი (გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ);

ფუზიდის მჟავა (ანტიბიოტიკი).

სუგამადექს ნორმონმა შეიძლება გავლენა იქონიოს ჰორმონულ კონტრაცეპტივებზე

სუგამადექსმა შეიძლება დააქვეითოს ჰორმონული კონტრაცეპტივების, მათ შორის ჩასახვის საწინააღმდეგო აბების, საშოს რგოლის, იმპლანტების ან საშვილოსნოსშიდა ჰორმონული სისტემის (IUS) ეფექტები, რადგან ის აქვეითებს პროგესტოგენის ჰორმონის ათვისებას. პროგესტოგენის დანაკარგი სუგამადექსი ნორმონის გამოყენების შედეგად დაახლოებით იგივეა, რაც ერთი ჩასახვის საწინააღმდეგო აბის მიღების გამოტოვება.

თუ პაციენტი იღებს ჩასახვის საწინააღმდეგო აბს სუგამადექსთან ერთად იმავე დღეს, დაცული უნდა იყოს ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული მითითებები დოზის გამოტოვების შესახებ;

თუ პაციენტი იყენებს სხვა ჰორმონულ კონტრაცეპტივებს (მაგალითად, საშოს რგოლი, იმპლანტი ან IUS), საჭიროა დამატებითი არაჰორმონული კონტრაცეპციული მეთოდის გამოყენება (მაგ.: პრეზერვატივის) შემდგომი 7 დღის განმავლობაში და გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული რეკომენდაციების დაცვა.

ეფექტები სისხლის ანალიზებზე

ზოგადად, სუგამადექსს არ აქვს გავლენა ლაბორატორიულ ანალიზებზე. თუმცა, მან შეიძლება გავლენა იქონიოს სისხლში ჰორმონ პროგესტორონის ანალიზის შედეგებზე. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ საჭიროა პროგესტერონის დონის ანალიზი სუგამადექსი ნორმონის მიღების დღეს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ანესთეზიოლოგს უნდა ეცნობოს პაციენტის ორსულობის ან შესაძლო ორსულობის, ან ძუძუთი კვების შესახებ.

პაციენტს შეიძლება მაინც გაუკეთდეს სუგამადექსი, თუმცა ჯერ საჭიროა ამის განხილვა.

არ არის ცნობილი სუგამადექსი გამოიყოფა თუ არა დედის რძეში. ანესთეზიოლოგი პაციენტს დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, შეწყვიტოს ძუძუთი კვება, თუ თავი შეიკავოს სუგამადექსით თერაპიისაგან, ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლის და სუგამადექსის დედისთვის სარგებლის გათვალისწინებით.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

არ არის ცნობილი სუგამადექსის გავლენის შესახებ ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

სუგამადექსი ნორმონი შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 9,3 მგ-მდე ნატრიუმს (სუფრის მარილის მთავარი კომპონენტი) თითოეულ მილილიტრში. ეს ექვივალენტურია ზრდასრულისათვის რეკომენდებული ნატრიუმის მაქსიმალური დღიური რაციონის 0,5%-ის.

სუგამადექსი ნორმონის გამოყენების წესი

სუგამადექსი ნორმონი კეთდება ანესთეზიოლოგის მიერ ან ანესთეზიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

დოზა

ანესთეზიოლოგი სუგამადექსის დოზას გამოითვლის შემდეგი მაჩვენებლების საფუძველზე:

პაციენტი წონა;

რა რაოდენობის კუნთების რელაქსანტი მოქმედებს ისევ პაციენტზე.

ჩვეულებრივი დოზაა 2-4 მგ სხეულის წონის 1 კილოგრამზე. ზრდასრულებში შეიძლება გამოყენებულ იქნეს 16 მგ/კგ დოზა, თუ საჭიროა კუნთების რელაქსაციის გადაუდებელი მოხსნა.

სუგამადექსი ნორმონის დოზა ბავშვებისთვის არის 2,4 მგ/კგ (2-17 წლის ასაკის ბავშვები და მოზარდები).

როგორ კეთდება სუგამადექსი ნორმონი

სუგამადექსი კეთდება ანესთეზიოლოგის მიერ. ის კეთდება ერთჯერადი ინექციის სახით ინტრავენური კათეტერის საშუალებით.

სუგამადექსი ნორმონის რეკომენდებული დოზის გადაჭარბებისას

რადგან ანესთეზიოლოგი მოახდენს პაციენტის მდგომარეობის ყურადღებით მონიტორინგს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოხდეს სუგამადექსის დოზის გადაჭარბება. თუმცა ასეთ შემთხვვევაში, არ არის მოსალოდნელი რაიმე პრობლემების განვითარება.

დამატებითი კითხვებისას არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა ანესთეზიოლოგთან ან ექიმთან კონსულტაცია.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ ანესთეზიის დროს განვითარდება ეს გვერდითი მოვლენები, მათი აღმოჩენა და მკურნალობა მოხდება ანესთეზიოლოგის მიერ.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

ხველა;

სასუნთქი გზების პრობლემები, რაც მოიცავს ხველას ან გაღვიძების, ან შესუნთქვის მსგავს მოძრაობას;

ზედაპირული ანესთეზია – პაციენტმა შეიძლება დაიწყო ღრმა ძილიდან გამოსვლა და საჭიროებდეს უფრო მეტ ანესთეზიას. ამან შეიძლება გამოიწვიოს მოძრაობა ან ხველა ოპერაციის დასასრულს;

პროცედურის დროს გართულებები, როგორიცაა გულისცემის სიხშირის ცვლილებები, ხველა ან მოძრაობა;

სისხლის წნევის დაქვეითება ქირურგიული პროცედურის გამო.

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

ქოშინი სასუნთქი გზების კუნთების სპაზმების გამო (ბრონქოსპაზმი), რომელიც ვითარდება ფილტვების პრობლემების ანამნეზის მქონე პაციენტებში;

ალერგიული რეაქციები (წამლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა), როგორიცაა გამონაყარი, კანის სიწითლე, ენის და/ან ხორხის შეშუპება, ქოშინი, სისხლის წნევის ან გულისცემის სიხშირის ცვლილება, რომელიც ზოგჯერ იწვევს სისხლის წნევის სერიოზულ დქვეითებას. მძიმე ალერგიული ან ალერგიის მსგავსი რეაქციები შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს. ალერგიული რეაქციები უფრო ხშირად აღწერილ იქნა ჯანმრთელ, ანესთეზიის ქვეშ არმყოფ მოხალისეებში;

კუნთების რელაქსაციის განვითარება ოპერაციის შემდეგ.

სიხშირე უცნობია

გულისცემის ძლიერი შენელება და გულისცემის შენელება გულის გაჩერებამდე შეიძლება განვითარდეს სუგამადექსი ნორმონის გაკეთების დროს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ანესთეზიოლოგთან ან სხვა ექიმთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ შესაძლებელია ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ესპანეთის ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით ვებგვერდით: www.notificaRAM.es.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

სუგამადექსი ნორმონის შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის მეთვალყურეობა ხდება სამედიცინო სპეციალისტის მიერ.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება მუყაოს კოლოფსა და ეტიკეტზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ინახება 30ºC-ის ქვემოთ. დაუშვებელია გაყინვა. ფლაკონები ინახება მუყაოს კოლოფში სინათლისაგან დასაცავად.

პირველად გახსნის და განზავების შემდეგ ინახება 2-8ºC-ზე და გამოყენებულ უნდა იქნეს 24 საათში.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი კონტეინერის და პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

სუგამადექსი ნრომონი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებაა სუგამადექსი. საინექციო ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 108,80 მგ სუგამადექსის ნატრიუმს, რომელიც 100 მგ სუგამადექსის ექვივალენტურია.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მარილმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, აზოტი და საინექციო წყალი.

სუგამადექსი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

სუგამადექსი ნორმონი გამჭვირვალე და უფერო ან ღია მოყვითალო-ყავისფერი საინექციო ხსნარია. ის მოწოდებულია ორი განსხვავებული შეფუთვის ზომით, რომელიც შეიცავს 2 მლ-იან 10 ფლაკონს ან 5 მლ-იან 10 ფლაკონს საინექციო ხსნარით.

ყველა შეფუთვის ზომა ბაზარზე შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6

28760 Tres Cantos

Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6,

28760 ტრეს კანტოსი

მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღია: 2022 წლის დეკემბერი

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: HYPERLINK "http://www.aemps.gob.es"http://www.aemps.gob.es

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო სპეციალისტებისათვის:

დამატებითი ინფორმაციისათვის, იხ. სუგამადექსი ნორმონი 100 მგ/მლ საინექციო ხსნარის EFG პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა