ბრაიდექსი რომფარმი
BRIDEX ROMPHARM
როკურონიუმით ან ვეკურონიუმით გამოწვეული ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეგრესი მოზრდილებში. პედიატრიული პოპულაციისათვის: სუგამადექსი რეკომენდებულია მხოლოდ როკურონიუმით გამოწვეული ბლოკადის რუტინული რეგრესისთვის 2-17 წლის ბავშვებსა და მოზარდებში.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- სუგამადექსი (sugammadex)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ/მლ 2მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი მინის ფლაკონი №10 (2X5)
- მწარმოებელი
- S.C. Rompharm Company S.R.L. (Str. Eroilor, nr. 1с) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -S.C. Rompharm Company S.R.L. (Str. Drumul Garii Otopeni, nr. 32)(რუმინეთი)), რუმინეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ყველა სხვა თერაპიული საშუალებები, ანტიდოტები
- ATC კოდი
- V03AB35
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043573
- რეგისტრირებულია
- 10 ივლისი 2025, მოქმედებს 10 ივლისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „Rompharm Company Georgia“ LLC (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „რომფარმ კომპანი საქართველო“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ბრაიდექსი რომფარმი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
როკურონიუმით ან ვეკურონიუმით გამოწვეული ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეგრესი მოზრდილებში.
პედიატრიული პოპულაციისათვის: სუგამადექსი რეკომენდებულია მხოლოდ როკურონიუმით გამოწვეული ბლოკადის რუტინული რეგრესისთვის 2-17 წლის ბავშვებსა და მოზარდებში.
მიღების წესი და დოზირება
სუგამადექსის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ანესთეზიოლოგის მიერ ან მისი ზედამხედველობის ქვეშ. ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეგრესის მონიტორინგისთვის რეკომენდებულია ნერვკუნთოვანი მონიტორინგის შესაბამისი ტექნიკის გამოყენება (იხ. პარაგრაფი განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის).
სუგამადექსის რეკომენდებული დოზა დამოკიდებულია ნერვკუნთოვანი ბლოკადის დონეზე.
რეკომენდებული დოზა დამოკიდებული არ არის ანესთეზიის რეჟიმზე.
სუგამადექსის გამოყენება შეიძლება როკურონიუმით ან ვეკურონიუმით გამოწვეული ნერვკუნთოვანი ბლოკადის სხვადასხვა დონის რეგრესისთვის:
მოზრდილები
რუტინული რეგრესი
4მგ/კგ სუგამადექსი რეკომენდებულია თუ აღდგენამ მიაღწია მინიმუმ 1-2 პოსტ-ტეტანურ რაოდენობას (PTC) როკურონიუმით ან ვეკურონიუმით გამოწვეული ბლოკადის შემდეგ. T4/T1 შეფარდების 0.9-მდე აღდგენის საშუალო დრო 3 წუთს შეადგენს (იხ. პარაგრაფი ფარმაკოდინამიური მახასიათებლები).
2მგ/კგ სუგამადექსი რეკომენდებულია თუ სპონტანური აღდგენა აღინიშნა მინიმუმ T2 ხელახლა გამოვლენისას როკურონიუმით ან ვეკურონიუმით გამოწვეული ბლოკადის შემდეგ. T4/T1 შეფარდების 0.9-მდე აღდგენის საშუალო დრო დაახლოებით 2 წუთს შეადგენს (იხ. პარაგრაფი ფარმაკოდინამიური მახასიათებლები).
რუტინული რეგრესისთვის რეკომენდებული დოზების გამოყენება გამოიწვევს T4/T1 შეფარდების 0.9-მდე აღდგენის ოდნავ სწრაფ დროს როკურონიუმის გამოყენებისას ვეკურონიუმით გამოწვეულ ბლოკადასთან შედარებით (იხ. პარაგრაფი ფარმაკოდინამიური მახასიათებლები).
როკურონიუმით გამოწვეული ბლოკადის დაუყოვნებელი რეგრესი:
თუ არსებობს დაუყოვნებელი რეგრესის კლინიკური საჭიროება როკურონიუმის შემეგ, რეკომენდებულია 16მგ/კგ სუგამადექსი. 16მგ/კგ სუგამადექსის გამოყენებისას 1.2მგ/კგ როკურონიუმის ბრომიდის ბოლუსური შეყვანიდან 3 წუთის შემდეგ, T4/T1შეფარდების- 0.9 მიღწევამდე გასული საშუალო დრო დაახლოებით 1.5 წუთია მოსალოდნელი (იხ. პარაგრაფი ფარმაკოდინამიური მახასიათებლები).
არ არსებობს მონაცემები სუგამადექსის გამოყენების რეკომენდაციისთვის ვეკურონიუმით გამოწვეული ბლოკადის დაუყოვნებელი რეგრესისთვის.
სუგამადექსის ხელახლა გამოყენება:
გამონაკლის სიტუაციაში, როდესაც ხდება ოპერაციის შემდგომ ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეციდივი (იხ. პარაგრაფი განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას, 2მგ/კგ ან 4მგ/კგ სუგამადექსის საწყისი დოზის შემდეგ რეკომენდებული განმეორებითი დოზაა მგ/კგ. სუგამადექსის მეორე დოზის შემდეგ საჭიროა პაციენტის მონიტორინგი ნერვკუნთოვანი ფუნქციის აღდგენის დადასტურებისთვის.
როკურონიუმის ან ვეკურონიუმის ხელახლა გამოყენება სუგამადექსის შემდეგ:
როკურონიუმის ან ვეკურონიუმის ხელახალი გამოყენების დრო სუგამადექისით რეგრესის შემდეგ იხ. პარაგრაფში განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციის შესახებ
თირკმლის დაზიანება
სუგამადექსის გამოყენება თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (CrCl<30მლ/წთ) რეკომენდებული არ არის (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის. ) თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებული პაციენტების კვლევები არ იძლევა უსაფრთხოების შესახებ საკმარის ინფორმაციას ამ პირებში სუგამადექსის გამოყენებისთვის (აგრეთვე იხ. პარაგრაფი ფარმაკოდინამიური მახასიათებლები). თირკმლის მსუბუქი და საშუალო დაზიანებისთვის (კრეატინინის კლირენსი ≥ 30 და< 80 მლ/წთ): დოზის რეკომენდაციები იგივეა რაც მოზრდილებში თირკმლის დაზიანების გარეშე.
ხანდაზმული პაციენტები:
სუგამადექსის გამოყენების შემდეგ T2ხელახალი გამოვლენისას როკურონიუმით გამოწვეული ბლოკადის შემდეგ მოზრდილებში (18-64 წელი) T4/T1შეფარდების 0.9-მდე აღდგენის საშუალო დრო იყო 2.2 წუთი, ზრდასრულ ასაკში (65-74 წელი) შეადგენს 2,6 წუთს და ძალიან ხანდაზმულ ასაკში (75 წლის ან უფროსი ასაკის) შეადგენდა 3.6 წუთს. იმის მიუხედავად რომ ხანდაზმულებში აღდგენის დრო უფრო ნელია, უნდა გამოიყენონ მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზები (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის.)
ჭარბწონიანი პაციენტები
ჭარბწონიან პაციენტებში, პათოლოგიური ჭარბი წონის მქონე პაციენტების ჩათვლით (სხეულის მასის ინდექსი ≥ 40 კგ/მ2), სუგამადექსის დოზა დაფუძნებული უნდა იყოს ორგანიზმის წონაზე. დოზის უნდა დაიცვან მოზრდილების დოზის რეკომენდაციები.
ღვიძლის დაზიანება
ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში კვლევები არ ჩატარებულა. სიფრთხილეა საჭირო სუგამადექსის გამოყენებისას ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს ან როდესაც ღვიძლის დაზიანებას ახლავს კოაგულოპათია (იხ. პარაგრაფი განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის.) ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო უკმარისობისთვის: რადგან სუგამადექსი ძირითადად თირკმლით გამოიყოფა დოზის ცვლილება საჭირო არ არის.
პედიატრიული პოპულაცია
პედიატრიული პოპულაციის მონაცემები შეზღუდულია (მხოლოდ ერთი კვლევა როკურონიუმით გამოწვეული ბლოკადის რეგრესის შესახებ T2 ხელახალი გამოვლენისას).
ბავშვები და მოზარდები:
როკურონიუმით გამოწვეული ბლოკადის რუტინული რეგრესისთვის T2ხელახალი გამოვლენისას ბავშვებსა და მოზარდებში (2-17 წელი) რეკომენდებულია 2მგ/კგ სუგამადექსი.
ბრაიდექსი რომფარმი 100მგ/მლ შეიძლება განზავდეს 10მგ/მლ-მდე დოზირების სიზუსტის გაზრდისთვის პედიატრიულ პოპულაციაში (იხ. პარაგრაფი განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის.)
სხვა რუტინული რეგრესის სიტუაციები გამოკვლეული არ არის და აქედან გამომდინარე რეკომენდებული არ არის შემდგომი მონაცემების მიღებამდე.
დაუყოვნებელი რეგრესი ბავშვებსა და მოზარდებში შესწავლილია რ არის და აქედან გამომდინარე რეკომენდებული არ არის შემდგომი მონაცემების მიღებამდე:
დროული ახალშობილები და ჩვილები:
ჩვილებში (30 დღე-2 წელი) და დროულ ახალშობილებში (30 დღეზე მცირე ასაკის) არსებობს სუგამადექსის გამოყენების შეზღუდული გამოცდილება და ის შესწავლილი არ არის. სუგამადექსის გამოყენება დროულ ახალშობილებში და ჩვილებში, აქედან გამომდინარე რეკომენდებული არ არის, მომდევნო მონაცემების მიღებამდე.
გამოყენების მეთოდი
ბრაიდექსი რომფარმი უნდა გამოიყენონ ინტრავენურად ერთჯერადი ბოლუსური ინექციის სახით. ბოლუსური ინექცია უნდა მოხდეს სწრაფად, 10 წამის განმავლობაში, არსებულ სისტემაში (იხ. პარაგრაფი განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები განადგურების და შენახვისთვის). სუგამადექსი კლინიკურ კვლევებში გამოიყენებოდა მხოლოდ როგორც ერთჯერადი ბოლუსური ინექცია.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე შემავსებლის მიმართ.
სიფრთხილის ზომები
როგორც ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის შემდეგ, ნორმალური პოსტ-ანესთეზიური პრაქტიკა, რეკომენდებულია პაციენტის მონიტორინგი დაუყოვნებელ პოსტოპერაციულ პერიოდში, არასასურველი მოვლენების გამოსავლენად ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეციდივი ჩათვლით.
რესპირატორული ფუნქციის მონიტორინგი აღდგენის დროს:
ვენტილაციის სისტემის უზრუნველყოფა აუცილებლია პაციენტებისთვის ადექვატური სპონტანური სუნთქვის აღდგენამდე ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეგრესის შემდეგ. იმ შემთხვევაშიც თუ ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეგრესი სრულია, სხვა სამედიცინო პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება პერი- და პოსტოპერაციულ პერიოდში, შეიძლება თრგუნავდეს რესპირატორულ ფუნქციას და აქედან გამომდინარე შეიძლება კვლავ საჭირო იყოს ვენტილაციის ხელშეწყობა.
ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეციდივისას, ექსტუბაციის შემდეგ, საჭიროა ადექვატური ვენტილაცია.
ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეციდივი
კლინიკურ კვლევებში, როდესაც სუბიექტებს მკურნალობდნენ როკურონიუმით ან ვეკურონიუმით, როდესაც სუგამადექსი გამოიყენებოდა ნერვკუნთოვანი ბლოკადისთვის განკუთვნილი დოზით, 0,20%-ში აღინიშნა ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეციდივი, რაც გამოვლინდა ნერვკუნთოვანი მონიტორინგით ან კლინიკური მტკიცებულებით. რეკომენდებულზე დაბალი დოზის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეციდივის რისკის ზრდა და რეკომენდებული არ არის (იხ. პარაგრაფი დოზირება და გამოყენების მეთოდი და არასასურველი ეფექტები).
ეფექტები ჰემოსტაზზე:
მოხალისეების კვლევებში 4მგ/კგ და 16მგ/კგ დოზამ გამოიწვია აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დროის (aPTT) მაქსიმალური გახანგრძლივება 17 და 22%-ით და პროთრომბინის დროის საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების [PT(INR)] 11 და 22 %-ით. ეს შეზღუდული საშუალო aPTTდა PT(INR) გახანგრძლივება იყო ხანმოკლე (≤ 30 წუთი). კლინიკური მონაცემების საფუძველზე (N=3,519) და სპეციფიური კვლევის საფუძველზე რომელიც ჩატარდა 1184 პაციენტში რომლებსაც უტარდებოდათ ბარძაყის მოტეხილობის/დიდი სახსრის ჩანაცვლების ოპერაცია, არ აღინიშნა 4მგ/კგ სუგამადექსის მნიშვნელოვანი კლინიკური ეფექტი მართო ან ანტიკოაგულანტებთან ერთად გამოყენებისას პერი ან პოსტოპერაციული სისხლდენის გართულებებზე.
in vitro ექსპერიმენტებში ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება (aPTT და PT გახანგრძლივება) აღწერილი იყო K ვიტამინის ანტაგონისტების, არაფრაქციული ჰეპარინის, დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინოიდების, რივაროქსაბანის და დებიგატრანის შემთხვევაში. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ რუტინულ პოსტოპერაციულ ანტიკოაგულანტებით პროფილაქტიკას, ეს ფარმაკოდინამიური ურთიერთქმედება კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის. სიფრთხილეა საჭირო სუგამადექსის გამოყენების განხილვისას პაციენტებში რომლებიც იღებენ თერაპიულ ანტიკოაგულანტებს არსებული ან თანმხლები მდგომარეობისთვის.
სისხლდენის მომატებული რისკი არ შეიძლება გამოირიცხოს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ:
- მემკვიდრული K ვიტამინზე დამოკიდებული შედედების ფაქტორების დეფიციტი
- უკვე არსებული კოაგულოპათიები
- კუმარინის წარმოებულები და INR 3.5-ზე მეტი
- ანტიკოაგულანტების გამოყენება იმ პირებში, რომლებიც იღებენ 16მგ/კგ სუგამადექსს.
თუ არსებობს ამ პაციენტებში სუგამადექსის გამოყენების საჭიროება, ანესთეზიოლოგმა უნდა გადაწყვიტოს, სარგებელი აჭარბებს თუ არა სისხლდენის გართულებების რისკს, პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ოპერაციები სისხლდენით. უნდა გაითვალისწინონ დაგეგმილი ოპერაციაც. თუ სუგამადექსი ამ პაციენტებში გამოიყენება, რეკომენდებულია ჰემოსტაზის და კოაგულაციის პარამეტრების მონიტორინგი.
ნერვკუნთოვანი ბლოკერების ხელახალ მიღებამდე მოცდის დროს სუგამადექსის გამოყენებით რეგრესის შემდეგ:
ცხრილი 8. როკურონიუმის ან ვეკურონიუმის ხელახალი გამოყენება რუტინული რეგრესის შემდეგ (4მგ/კგ-მდე სუგამადექსი)
ლოდინის მინიმალური დრო
NMBA და მისაღები დოზა
5 წუთი
- 2 მგ/კგ როკურონიუმი
4 საათი
- 6 მგ/კგ როკურონიუმი ან
- 1 მგ/კგ ვეკურონიუმი
ნერვკუნთოვანი ბლოკადის დადგომა შეიძლება გახანგრძლივდეს დაახლოებით 4 წუთამდე, ნერვკუნთოვანი ბლოკადის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს დაახლოებით 15 წუთამდე როკურონიუმის 1.2მგ/კგ ხელახალი გამოყენების შემდეგ სუგამადექსის მიღებიდან 30 წუთში.
ფკ მოდელის საფუძველზე რეკომენდებული მოცდის დრო თირკმლის მსუბუქი ან საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში 0.6მგ/კგ როკურონიუმის ან -0.1მგ/კგ ვეკურონიუმის გამოყენებისთვის სუგამადექსით რუტინული რეგრესის შემდეგ უნდა იყოს 24 საათი. თუ საჭიროა უფრო მცირე მოცდის დრო, ახალი ნერვკუნთოვანი ბლოკადისთვის როკურონიუმის დოზა უნდა იყოს 1.2მგ/კგ.
როკურონიუმის ან ვეკურონიუმის ხელახალი გამოყენება დაუყოვნებელი რეგრესის შემდეგ (16მგ/კგ სუგამადექსი):
ძალიან იშვიათი შემთხვევებისთვის როდესაც ეს შეიძლება საჭირო იყოს, მოცდის დრო შეადგენს 24 საათს.
თუ ნერვკუნთოვანი ბლოკადა საჭიროა რეკომენდებული მოცდის დროის გასვლამდე, უნდა გამოიყენონ არასტეროიდული ნერვკუნთოვანი ბლოკერი. მადეპოლარიზებელი ნერვკუნთოვანი ბლოკერის ეფექტი შეიძლება მოსალოდნელზე ნელი იყოს, რადგან პოსტსინაფსური ნიკოტინური რეცეპტორების მნიშვნელოვანი ფრაქცია შეიძლება კვლავ დაკავებული იყოს ნერვკუნთოვანი ბლოკერით.
თირკმლის დაზიანება:
სუგამადექსი რეკომენდებული არ არის თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებული პაციენტებისთვის, რომლებიც დიალიზს საჭიროებენ (იხ. პარაგრაფი ფარმაკოდინამიური მახასიათებლები)
მსუბუქი ანესთეზია:
როდესაც ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეგრესი ინტენსიურად ხდებოდა ანესთეზიის შუაში, კლინიკურ კვლევებში, ხანდახან აღინიშნებოდა მსუბუქი ანესთეზიის ნიშნები (მოძრაობა, ხველა, გრიმასა და ტრაქეის მილის შეწოვა)
ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეგრესისას ანესთეზიის გაგრძელების შემთხვევაში კლინიკური ჩვენების მიხედვით უნდა გამოიყენონ საანესთეზიო საშუალებების და/ან ოპიატების დამატებითი დოზები.
მნიშვნელოვანი ბრადიკარდია:
მნიშვნელოვანი ბრადიკარდია აღინიშნა სუგამადექსის გამოყენებიდან რამდენიმე წუთში ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეგრესისთვის. ბრადიკარდიამ ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს გულის გაჩერება (იხ. პარაგრაფი არასასურველი ეფექტები). საჭიროა პაციენტების ინტენსიური მონიტორინგი ჰემოდინამიური ცვლილებების მონიტორინგისთვის ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეგრესის შემდეგ. ანტიქოლინერგული აგენტებით მკურნალობა როგორიცაა ატროპინი უნდა მოხდეს კლინიკურად მნიშვნელოვანი ბრადიკარდიის შემთხვევაში.
ღვიძლის დაზიანება
სუგამადექსი არ მეტაბოლიზდება და არ გამოიყოფა ღვიძლით; აქედან გამომდინარე ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, მიზნობრივი კვლევები არ ჩატარებულა. ღვიძლის მწვავე უკმარისობით დაავადებული პაციენტების მკურნალობა უნდა მოხდეს სიფრთხილით. იმ შემთხვევაში თუ ღვიძლის დაზიანებას ახლავს კოაგულოპათია, იხ ინფორმაცია ჰემოსტაზზე ეფექტების შესახებ.
გამოყენება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ICU):
სუგამადექსი შესწავლილი არ არის პაციენტებში რომლებიც როკურონიუმს ან ვეკურონიუმს იღებდნენ ICU ში.
გამოყენება ნერვკუნთოვანი ბლოკერების რეგრესისთვის როკურონიუმის ან ვეკურონიუმის გარდა:
სუგამადექსი არ უნდა გამოიყენონ ბლოკის რეგრესისთვის რომელიც გამოწვეულია არასტეროიდული ნერვკუნთოვანი ბლოკერებით როგორიცაა სუქცინილქოლინი ან ბენზილოსიქინოლინის შენაერთები.
სუგამადექსი არ უნდა გამოიყენონ ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეგრესისთვის რომელიც გამოწვეულია სტეროიდული ნერვკუნთოვანი ბლოკერებით როკურონიუმის ან ვეკურონიუმის გარდა, რადგან ამ სუტიაციებისთვის არ არსებობს ეფექტურობის და უსაფრთხოების მონაცემები.
რეგრესის გახანგრძლივება
ცირკულაციის გახანგრძლივებულ დროსთან დაკავშირებული მდგომარეობები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადება, ხანდაზმული ასაკი (იხ. პარაგრაფი დოზირება და გამოყენების მეთოდი ხანდაზმულებში რეგრესის დროისთვის) ან შეშუპებული მდგომარეობა (მაგ. ღვიძლის მწვავე უკმარისობა) შეიძლება დაკავშირებული იყოს რეგრესის უფრო ხანგრძლივ დროსთან.
პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობის რეაქციები:
კლინიცისტები მომზადებულები უნდა იყვნენ პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობის შესაძლორეაქციებისთვის (ანაფილაქსიური რეაქციის ჩათვლით) და უნდა მიიღონ უცილებელი ზომები (იხ. პარაგრაფი არასასურველი ეფექტები).
პაციენტები, რომელთა დიეტაშიც შეზღუდულია ნატრიუმი:
ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს 9,7მგ-მდე ნატრიუმს. რაც არის მჯო-ს მიერ მოზრდილებისთვის რეკომენდებული დღიური დოზის 2გ-ის 0.5%-ის ეკვივალენტური.
ეფექტი ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე
ბრაიდექსი რომფარმი არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ამ პარაგრაფში მოცემული ინფორმაცია დაფუძნებულია კავშირის აფინობაზე სუგამადექსს და სხვა სამედიცინო პროდუქტებს შორის, არა-კლინიკურ ექსპერიმენტებზე, კლინიკურ კვლევებზე და სიმულაციებზე მოდელის გამოყენებით, რომელიც ითვალისწინებს ნერვკუნთოვანი ბლოკერების ფარმაკოდინამიური ეფექტებს და ფარმაკოკინეტიკურ ურთიერთქმედებას ნერვკუნთოვან ბლოკერებს და სუგამადექსს შორის. ამ მონაცემების საფუძველზე მოსალოდნელი არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოდინამიური ურთიერთქმედება სხვა პროდუქტებთან, შემდეგის გარდა:
ტორემიფენი და ფუზიდის მჟავის გადანაცვლების ურთიერთქმედება არ უნდა გამოირიცხოს (მოსალოდნელი არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება).
ჰორმონალური კონტრაცეპტივებისთვის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ შეიძლება გამოირიცხოს (ჩანაცვლების ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის).
ურთიერთქმედება, რომელიც პოტენციურად მოქმედებს სუგამადექსის ეფექტზე (ჩანაცვლების ურთიერთქმედება).
სუგამადექსის შემდეგ გარკვეული სამედიცინო პროდუქტების გამოყენების გამო, თეორიულად როკურონიუმი ან ვეკურონიუმი შეიძლება ჩანაცვლებული იყოს სუგამადექსიდან. შედეგად შეიძლება აღინიშნოს ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეგრესი. ამ სიტუაციაში საჭიროა პაციენტის ვენტილაცია. სამედიცინო პროდუქტის გამოყენება რომელმაც გადანაცვლება გამოიწვია უნდა შეწყდეს ინფუზიის შემთხვევაში. სიტუაციებში როდესაც მოსალოდნელია პოტენციური გადანაცვლების ურთიერთქმედება, საჭიროა პაციენტის მონიტორინგი ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეციდივის ნიშნების გამოსავლენად (დაახლოებით 15 წუთი) სხვა სამედიცინო პროდუქტის პარენტერული გამოყენების შემდეგ სუგამადექსის მიღებიდან 7.5 საათის პერიოდში.
ტორემიფენი:
ტორემიფენისთვის, რომელსაც გააჩნია შედარებით მაღალი შემანარჩუნებელი აფინობა სუგამადექსისთვის და რომელსაც შეიძლება ქონდეს შედარებით მაღალი კონცენტრაცია პლაზმაში, შეიძლება განვითარდეს ვეკურონიუმის ან როკურონიუმის გადანაცვლება სუგამადექსთან კომპლექსიდან. ექიმებმა უნდა იცოდნენ რომ T4/T1შეფარდების 0.9 -მდე აღდგენის დრო შეიძლება გადაიდოს პაციენტებში რომლებმაც ტორემიფენი ოპერაციის დღეს მიიღეს.
ფუზიდის მჟავას ინტრავენური გამოყენება:
ფუზიდის მჟავის გამოყენება პრე-ოპერაციულ ფაზაში შეიძლება ახანგრძლივებდეს T4/T1შეფარდების 0.9-მდე აღდგენის დროს. ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეციდივი მოსალოდნელი არ არის პოსტოპერაციულ ფაზაში, როდესაც ფუზიდის მჟავას ინფუზიის პერიოდი რამდენიმე საათიანია და სისხლში დონე კუმულაციურია 2-3 დღის განმავლობაში. სუგამადექსის ხელახალი გამოყენებისთვის იხ. პარაგრაფი დოზირება და გამოყენების მეთოდი
ურთიერთქმედება რომელიც პოტნეციურად მოქმედებს სხვა სამედიცინო პროდუქტების ეფექტზე (მიტაცების ურთიერთქმედება):
სუგამადექსის გამოყენების გამო ზოგიერთი სამედიცინო პროდუქტი შეიძლება ნაკლებეფექტური გახდეს პლაზმაში (თავისუფალი) კონცენტრაციების დაქვეითების გამო. ამ სიტუაციების შემთხვევაში კლინიცისტს ურჩევენ გაითვალისწინონ სამედიცინო პროდუქტის ხელახლა მიღება, თერაპიულად ექვივალენტური სამედიცინო პროდუქტის გამოყენება (სასურველია სხვა ქიმიური კლასიდან) და/ან არა=ფარმაკოლოგიური ჩარევა შესაძლებლობის შემთხვევაში.
ჰორმონული კონტრაცეპტივები:
4მგ/კგ სუგამადექსს და პროგესტერონს შორის ურთიერთქმედებისთვის სავარაუდო იყო პროგესტერონის ექსპოზიციის დაქვეითების გამოწვევა (34% - AUC) იმ მდგომარეობის მსგავსად როდესაც ორალური კონტრაცეპტივის სადღეღამისო დოზის მიღება ხდება 12 საათით გვიან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ეფექტურობის შემცირება. ესტროგენებისთვის მოსალოდნელია უფრო დაბალი ეფექტი. აქედან გამომდინარე სუგამადექსის დოზის ბოლუსური გამოყენება ორალური სტეროიდული კონტრაცეპტივების დოზის გამოყენების ექვივალენტად მიიჩნევა (კომბინირებული ან მხოლოდ პროგესტოგენი). თუ სუგამადექსის გამოყენება ხდება ორალური კონტრაცეპტივის დღეს, ორალური სტეროიდული კონტრაცეპტივის გამოყენების ინსტრუქციაში უნდა იხილონ პარაგრაფი დოზის გამოტოვება. არა-ორალური ჰორმონული კონტრაცეპტივის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა გამოიყენოს კონტრაცეფციის დამატებითი არაჰორმონალური მეთოდი, შემდეგი 7 დღის განმავლობაში და იხილოს პროდუქტის გამოყენების ინსტრუქცია.
ურთიერთქმედება როკურონიუმის ან ვეკურონიუმის გახანგრძლივებული ეფექტის გამო:
როდესაც გამოიყენება სამედიცინო პროდუქტები, რომლებიც აძლიერებს ნერვკუნთოვან ბლოკადას, პოსტოპერაციულ პერიოდში საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეციდივის შესაძლებლობის გამო. გთხოვთ იხილეთ როკურონიუმის ან ვეკურონიუმის გამოყენების ინსტრუქციაში სპეციფიკური სამედიცინო პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებიც აძლიერებს ნერვკუნთოვან ბლოკადას. ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეციდივის შემთხვევაში, პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს მექანიკურ ვენტილაციას და სუგამადექსის ხელახლა მიღებას (იხ. პარაგრაფი დოზირება და გამოყენების მეთოდი).
ურთიერთქმედება ლაბორატორიულ ტესტებთან:
ზოგადად, სუგამადექსი არ მოქმედებს ლაბორატორიულ ტესტებზე, შესაძლო გამონაკლისია შრატში პროგესტერონის შეფასება. ამ ტესტზე მოქმედება აღწერილია პლაზმაში სუგამადექსის 100 მიკროგრამი/მლ კონცენტრაციისას (პლაზმაში კონცენტრაციის პიკი 8მგ/კგ ბოლუსური ინექციის შემდეგ).
მოხალისეების კვლევებში სუგამადექსის 4მგ/კგ და 16მგ/კგ დოზა იწვევდა aPTTმაქსიმალურ საშუალო გახანგრძლივებას 17 და 22% -ით და PT (INR) შესაბამისად 11 და 22%-ით. ეს შეზღუდული საშუალო aPTTდა PT(INR) გახანგრძლივება იყო ხანმოკლე (≤ 30 წუთი).
in vitro ექსპერიმენტებში ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება (aPTTდა PT გახანგრძლივება) აღინიშნა K ვიტამინის ანტაგონისტებისთვის, არაფრაქციული ჰეპარინისთვის, დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინოიდებისთვის, რივაროქსაბანის და დაბიგასტრანისთვის (იხ. პარაგრაფი განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის).
პედიატრიული პოპულაცია
ურთიერთქმედების ოფიციალური კვლევები არ ჩატარებულა. პედიატრიული პოპულაციისათვის უნდა გაითვალისწინონ მოზრდილების ზემოაღნიშნული ურთიერთქმედებები რომლებიც მოცემულია პარაგრაფში განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ არსებობს ორსულების სუგამადექსისადმი ექსპოზიციის კლინიკური მონაცემები.
ცხოველების კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან არაპირდაპირ დამაზიანებელ ეფექტებზე ორსულობის, ემბრიო/ფეტალური განვითარების, მშობიარობის ან პოსტნატალური განვითარების მხრივ.
ორსულ ქალებში სუგამადექსის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე.
ლაქტაცია:
უცნობია სუგამადექსი გამოიყოფა თუ არა ლაქტატში. ცხოველების კვლევებმა გამოავლინა სუგამადექსის რძეში გამოყოფა. ციკლოდექსტრინების რეალური აბსორბცია ზოგადად დაბალია და ბავშვზე ეფექტი მოსალოდნელი არ არის მეძუძურში ერთჯერადი დოზის გამოყენების შემდეგ. უნდა მიიღონ ძუძუთი კვების შეწყვეტის ან სუგამადექსით თერაპიისგან თავის შეკავების გადაწყვეტილება, უნდა გაითვალისწინონ ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელი და ქალისთვის თერაპიის სარგებელი.
ფერტილობა
სუგამადექსის ეფექტი ადამიანის ფერტილობაზე შესწავლილი არ არის. ცხოველების კვლებმა არ გამოავლინა დამაზიანებელი ეფექტები.
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის შეფასება
ბრაიდექსი რომფარმი გამოიყენება ქირურგიულ პაციენტებში, ნერვკუნთოვან ბლოკერებთან და საანესთეზიო საშუალებებთან. აქედან გამომდინარე ძნელია გვერდითი მოვლენების მიზეზის შეფასება.
ქირურგიულ პაციენტებში ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი რეაქციები იყო ხველა, სასუნთქი გზების გართულებები ანესთეზიის დროს, ანესთეზიის გართულებები, პროცედურული ჰიპოტენზია და პროცედურული გართულებები (ხშირი (≥ 1/100 0< 1/10)).
ცხრილი 7. გვერდითი რეაქციების ჩამონათვალის ცხრილი
სუგამადექსის უსაფრთხოება შეფასდა 3,519 უნიკალურ სუბიექტში I-III შეჯამებულ ფაზაში, უსაფრთხოების მონაცემთა ბაზაში. პლაცებო კონტროლირებულ კვლევებში აღწერილი იყო შემდეგი გვერდითი რეაქციები სადაც სუბიექტები იღებდნენ ანესთეზიას და/ან ნერვკუნთოვან ბლოკერებს (1.078 სუბიექტი იღებდა სუგამადექსს და 544 პლაცებოს).
[ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100-< 1/10), ნაკლებად ხშირი (≥ 1/1,000 -< 1/100), იშვიათი (≥ 1/10,000 to< 1/1,000), ძალიან იშვიათი (< 1/10,000)]
ორგანოთა სისტემის კლასი
სიხშირე
გვერდითი რეაქციები (სასურველი ტერმინები)
იმუნური სისტემის დარღვევები
ნაკლებად ხშირი
პრეპარატის მომატებული მგრძნობელობის რეაქციები
(იხ პარაგრაფი განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის)
რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები
ხშირი
ხველა
დაზიანება, მოწამვლა და პროცედურული გართულებები
ხშირი
ანესთეზიის სასუნთქი გზების მხრივ გართულებები
ანესთეზიის გართულებები (იხ პარაგრაფი განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის)
პროცედურული ჰიპოტენზია
პროცედურული გართულება
შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის რეაქციები
ზოგიერთ პაციენტში, მოხალისეების ჩათვლით, აღინიშნა მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიის ჩათვლით (მოხალისეების შესახებ ინფორმაციისთვის იხ. პარაგრაფი ჯანმრთელი მოხალისეების შესახებ). ქირურგიული პაციენტების კლინიკურ კვლევებში ეს რეაქციები აღწერილი იყო ნაკლებად ხშირად და პოსტ-მარკეტინგული ანგარიშებისთვის, სიხშირე უცნობია. ეს რეაქციები ვარირებდა კანის იზოლირებული რეაქციებიდან სერიოზულ სისტემურ რეაქციებამდე (მაგ., ანაფილაქსია, ანაფილაქსიური შოკი) და აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც ადრე ექსპოზირებულნი არ იყვნენ სუგამადექსის მიმართ. ამ რეაქციებთან დაკავშირებული სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: ალები, ურტიკარია, ერითემული გამონაყარი, (მწვავე) ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, ენის, ხახის შეშუპება, ბრონქოსპაზმი და ფილტვის ობსტრუქციული მოვლენები. მწვავე მომატებული მგრძნობელობის რეაქციები შეიძლება იყოს ფატალური.
სასუნთქი გზების მხრივ გართულება ანესთეზიის დროს:
სასუნთქი გზების გართულებები ანესთეზიის დროს მოიცავდა ენდოტრაქეული მილის წინააღმდეგობას, ხველას, მსუბუქ წინააღმდეგობას, რეაქციას ოპერაციის დროს, ხველას ანესთეზიის პროცედურის ან ოპერაციის დროს, საანესთეზიო პროცედურასთან დაკავშირებულ სპონტანურ სუნთქვას.
ანესთეზიის გართულებები:
ანესთეზიის გართულებები რაც მიუთითებს ნერვკუნთოვანი ფუნქციის აღდგენაზე, მოიცავს კიდურების ან სხეულის მოძრაობას, ხველას ანესთეზიის პროცედურის ან ოპერაციის დროს, გრიმასას, ენდოტრაქეული მილის შეწოვას. იხ. პარაგრაფი განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის, მსუბუქი ანესთეზია.
პროცედურული გართულებები:
პროცედურული გართულებები მოიცავს ხველას, ტაქიკარდიას, ბრადიკარდიას, მოძრაობას და გულისცემის სიხშირის მომატებას.
შესამჩნევი ბრადიკარდია:
შესამჩნევი ბრადიკარდიის პოსტ-მარკეტინგულ იზოლირებულ შემთხვევებში და გულის გაჩერებით მიმდინარე ბრადიკარდია აღწერილია სუგამადექსის გამოყენებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ (იხ. პარაგრაფი განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის)
ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეციდივი:
კლინიკურ კვლევებში, სუბიექტებში, რომლებსაც მკურნალობდნენ როკურონიუმით ან ვეკურონიუმით, როდესაც სუგამადექსი გამოიყენებოდა ღრმა ნერვკუნთოვანი ბლოკადისთვის განკუთვნილი დოზით (N=2,022), 0.20% -იანი სიხშირე აღინიშნა ნერვკუნთოვანი ბლოკადისთვის ნერვკუნთოვანი მონიტორინგის ან კლინიკური მტკიცებულების საფუძველზე (იხ. პარაგრაფი განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის)
ინფორმაცია ჯანმრთელი მოხალისეების შესახებ:
რანდომიზებულ ორმაგად-ბრმა კვლევაში გამოიკვლიეს პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობის რეაქციები ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც იღებდნენ 3 დოზა პლაცებოს (N=76), სუგამადექს 4მგ/კგს(N=151) ან სუგამადექს 16 მგ/კგ-ს (N=148). საეჭვო მომატებული მგრძნობელობის ანგარიშები მოწოდებული იყო ბრმა კომიტეტის მიერ. მომატებული მგრძნობელობის გამოთვლილი სიხშირე იყო 1.3%, 6.6%და 9.5% პლაცებოს 4მგ/კგ და 16მგ/კგ სუგამადექსის ჯგუფებში. პლაცებოს ან 4მგ/კგ სუგამადექსის მიღების შემდეგ აღწერილი არ იყო ანაფილაქსია. 16მგ/კგ (0,7%) სუგამადექსის 1 სუგამადექსის განმეორებითი დოზირებისას არ აღინიშნა მომატებული მგრძნობელობის სიხშირის ან სიმწვავის ზრდა.
იგივე დიზაინის წინა კვლევაში აღინიშნა ანაფილაქსიის სამი შემთხვევა, ყველა 16მგ/კგ სუგამადექსის გამოყენების შემდეგ (სიხშირე 2.0%).
შეჯამებულ 1 ფაზის მონაცემთა ბაზაში AEs რომელიც მიიჩნეოდა ხშირად (≥ 1/100 -< 1/10) ან ძალიან ხშირად (≥ 1/10) და უფრო ხშირი იყო სუგამადექსით ნამკურნალებ პაციენტებში პლაცებოსთან შედარებით მოიცავს დისგევზიას(10.1%), თავის ტკივილს (6.7%), გულისრევას (5.6%), ურტიკარიას (1.7%), ქავილს, (1.7%), თავბრუსხვევას (1.6%), ღებინებას (1.2%) და მუცლის ტკივილს (1.0%).
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ
ფილტვის პაციენტები:
პოსტ-მარკეტინგულ მონაცემებში და ერთ მიძღვნილ კლინიკურ კვლევაში პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებოდათ ფილტვის გართულებები, ბრონქოსპაზმი აღწერილი იყო როგორც შესაძლოდ დაკავშირებული გვერდითი მოვლენა, როგორც ყველა იმ პაციენტის შემთხვევაში რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ფილტვისმხრივი გართულებები, ექიმი მზად უნდა იყოს ბრონქოსპაზმის შესძლო განვითარებისთვის.
პედიატრიული პოპულაცია
შეზღუდული მონაცემთა ბაზა მიუთითებს რომ სუგამადექსის (4მგ/კგ-მდე) უსაფრთხოების პროფილი პედიატრიულ პაციენტებში მოზრდილების მგავსი იყო.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება
სამედიცინო პროდუქტის ლიცენზირების შემდეგ მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება. ეს იძლევა პრეპარატის სარგებლის/რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინებას თხოვენ ნაციონალური შეტყობინების სისტემით
ჭარბი დოზა
კლინიკურ კვლევებში აღინიშნა 1 შემთხვევით დოზის გადაჭარბება 40მგ/კგ დოზით, მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციების გარეშე. ადამიანის ტოლერანტობის კვლევაში, სუგამადექსი გამოიყენებოდა 96მგ/კგ დოზით. დოზასთან დაკავშირებული ან სერიოზული გვერდითი მოვლენები არ აღინიშნა. სუგამადექსის გამოყოფა შეიძლება ჰემოდიალიზით მაღალი ნაკადის ფილტრით, მაგრამ არა დაბალი ნაკადის ფილტრით. კლინიკური კვლევების საფუძველზე პლაზმაში სუგამადექსის კონცენტრაცია დაახლოებით 70%-ით მცირდება დიალიზის 3-6 საათიანი სეანსის შემდეგ.
განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები განადგურების და შენახვისთვის
ბრაიდექსი რომფარმის ინექცია შესაძლებელია ინტრავენურ სისტემაში ინფუზიისთვის შემდეგ ხსნარებთან ერთად: ნატრიუმის ქლორიდი 9მგ/მლ (0.9%), გლუკოზა 50მგ/მლ (5%), ნატრიუმის ქლორიდი 4.5 მგ/მლ (0.45%) და გლუკოზა 25 მგ/მლ (2.5%), რინგერ ლაქტატის ხსნარი, რინგერის ხსნარი, გლუკოზა 50მგ/მლ (5%) , ნატრიუმის ქლორიდი 9მგ/მლ (0.9%).
საინფუზიო ხაზი ადექვატურად უნდა გაირეცხოს (მაგ. 0.9% იანი ნატრიუმის ქლორიდით) ბრაიდექსი რომფარმის და სხვა პრეპარატების გამოყენებას შორის.
გამოყენება პედიატრიულ პოპულაციაში
პედიატრიული პაციენტებისთვის ბრაიდექსი რომფარმი შეიძლება განზავდეს 9მგ/მლ ნატრიუმის ქლორიდის (0,9%) გამოყენებით 10მგ/მლ კონცენტრაციამდე (იხ. პარაგრაფი შენახვის ვადა).
ნებისმიერი გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების მიხედვით.
შემადგენლობა
1მლ შეიცავს 100მგ სუგამადექსის ექვივალენტურ ნატრიუმის სუგამადექსს.
ყოველი 2მლ ფლაკონი შეიცავს 200მგ სუგამადექსის ექვივალენტურ ნატრიუმის სუგამადექსს.
შემავსებლები: მარილმჟავა (pH კორექციისთვის) და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH კორექციისთვის), საინექციო წყალი.
შენახვის პირობები
2 წელი.
პირველი გახსნის და განზავების შემდეგ ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოვლინდა 48 საათის განმავლობაში, 2°C-25°C გამოყენებისას. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, განზავებული პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენონ. თუ გამოყენება არ ხდება დაუყოვნებლივ, შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობაა და ჩვეულებრივ არ უნდა გადააჭარბოს 2°C - 8°C-ზე თუ განზავება არ მოხდა კონტროლირებულ და ვალიდურ ასეპტიკურ პირობებში.
განსაკუთრებული უსაფრთოხების ზომები განადგურებისთვის
გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
და ათქ კოდი
ყველა სხვა თერაპიული პროდუქტები, ანტიდოტები
ათქ კოდი: V03AB35
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები
მოქმედების მექანიზმი
სუგამადექსი არის მოდიფიცირებული გამა ციკლოდექსტრინი, რომელიც არის რელაქსანტის სელექციური შემაკავშირებელი აგენტი. წარმოქმნის კომპლექს ნერვკუნთოვან მაბლოკირებელ აგენტებთან, როკორონიუმთან ან ვეკურონიუმთან პლაზმაში და აქედან გამომდინარე ამცირებს ნერვკუნთოვანი მაბლოკირებელი აგენტების რაოდენობას, რომელსაც შეუძლია ნიკოტინურ რეცეპტორებთან დაკავშრება, ნერვ-კუნთოვან შეერთებაში. ეს იწვევს როკურონიუმით ან ვეკურონიუმით გამოწვეული ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეგრესს.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები:
სუგამადექსი გამოიყენებოდა 0,5მგ/კგ-16მგ/კგ დოზით, როკურონიუმით (0,6; 0,9; 1,0 და 1,2მგ/კგ როკურონიუმის ბრომიდის შემანარჩუნებელი დოზებით ან მათ გარეშე) და ვეკურონიუმით (0.1მგ/კგ ვეკურონიუმის ბრომიდი შემანარჩუნებელი დოზებით ან მათ გარეშე) გამოწვეული ბლოკადის დოზის პასუხის კვლევებში, სხვადასხვა დროს/ბლოკადის სხვადასხვა სიღრმისას. ამ კვლევებში აღნიშნა დოზა-პასუხის კავშირი.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება:
სუგამადექსის გამოყენება შეიძლება რამდენიმე სხვადასხვა დროს როკურონიუმის ან ვეკურონიუმის ბრომიდის გამოყენების შემდეგ
რუტინული რეგრესი-ღრმა ნერვკუნთოვანი ბლოკადა:
ცენტრალურ კვლევაში პაციენტები რანდომიზებულად გაანაწილეს როკურონიუმის ან ვეკურონიუმის ჯგუფში. როკურონიუმის ან ვეკურონიუმის ბოლო დოზის შემდეგ 1-2 PTC-ზე 4მგ/კგ სუგამადექსი ან 70მკგ/კგ ნეოსტიგმინი გამოიყენებოდა რანდომიზებულად. სუგამადექსის ან ნეოსტიგმინის გამოყენების დაწყებიდან გასული დრო T4/T1შეფარდების 0.9 -მდე აღდგენამდე შეადგენს:
ცხრილი 1. დრო (წუთი) სუგამადექსის ან ნეოსტიგმინის გამოყენებიდან ღრმა ნერვკუნთოვანი ბლოკადის დროს (1-2 PTCs) ვეკურონიუმის ან ვეკურონიუმის გამოყენებიდან T4/T1შეფარდების 0.9 -მდე აღდგენამდე:
ნერვკუნთოვანი მაბლოკირებელი აგენტი
მკურნალობის რეჟიმი
სუგამადექსი (4მგ/კგ)
ნეოსტიგმინი (70 მკგ/კგ)
როკურონიუმი
N
37
37
საშუალო (წუთები)
- 7
- 0
მერყეობა
- 2-16.1
- 3-145.7
ვეკურონიუმი
N
47
36
საშუალო (წუთები)
- 3
- 9
მერყეობა
- 4-68.4
- 0-312.7
რუტინული რეგრესი-საშუალო ნერვკუნთოვანი ბლოკადა:
სხვა ცენტრალური კვლევაში პაციენტები რანდომულად გაანაწილეს როკურონიუმის ან ვეკურონიუმის ჯგუფში. როკურონიუმის ან ვეკურონიუმის ბოლო დოზის შემდეგ T2ხელახალი გამოჩენისას, 2მგ/კგ სუგამადექსი ან 50მკგ/კგ ნეოსტიგმინი გამოიყენებოდა რანდომულად. სუგამადექსის ან ნეოსტიგმინის გამოყენების დაწყებიდან გასული დრო T4/T1შეფარდების 0.9 -მდე აღდგენამდე იყო:
ცხრილი 2. დრო (წუთი) სუგამადექსის ან ნეოსტიგმინის გამოყენებიდან T2ხელახალი გამოჩენისას ვეკურონიუმის ან ვეკურონიუმის გამოყენებიდან T4/T1შეფარდების 0.9 -მდე აღდგენამდე:
ნერვკუნთოვანი მაბლოკირებელი აგენტი
მკურნალობის რეჟიმი
სუგამადექსი (2მგ/კგ)
ნეოსტიგმინი (50 მკგ/კგ)
როკურონიუმი
N
48
48
საშუალო (წუთები)
- 4
- 6
მერყეობა
- 9-5.4
- 7-106.9
ვეკურონიუმი
N
48
45
საშუალო (წუთები)
- 1
- 9
მერყეობა
- 2-64.2
- 9-76.2
სუგამადექსის მიერ როკურონიუმით გამოწვეული ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეგრესი შეადარეს ნეოსტიგმინის მიერ ცის-ატრაკურიუმით გამოწვეული ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეგრესს. T2ხელახალი განვითარებისას გამოიყენებოდა 2მგ/კგ სუგამადექსი ან 50მკგ/კგ ნეოსტიგმინი.
სუგამადექსი იწვევდა როკურონიუმით გამოწვეული ნერვკუნთოვანი ბლოკადის უფრო სწრაფ რეგრესს ნეოსტიგმინით გამოწვეული ნერვკუნთოვანი ბლოკადის უფრო სწრაფ რეგრესს ვიდრე ნეოსტიგმინი ცის-ატრაკურიუმით გამოწვეული ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის რეგრესს.
ცხრილი 3. დრო (წუთი) სუგამადექსის ან ნეოსტიგმინის გამოყენებიდან T2ხელახალი გამოჩენისას ვეკურონიუმის ან ვეკურონიუმის გამოყენებიდან T4/T1შეფარდების 0.9-მდე აღდგენამდე:
ნერვკუნთოვანი მაბლოკირებელი აგენტი
მკურნალობის რეჟიმი
როკურონიუმი და სუგამადექსი 2მგ/კგ)
ცის-ატრაკურიუმი და ნეოსტიგმინი (50მკგ/კგ)
N
34
39
საშუალო (წუთები)
- 9
- 2
მერყეობა
- 7-6.4
- 2-28.2
დაუყოვნებელი რეგრესისთვის:
სუქცინილქოლინით გამოწვეული ნერვკუნთოვანი ბლოკადის ალაგების დრო (1 მგ/კგ) შეადარეს სუგამადექისით (16მგ/კგ, 3 წუთის შემდეგ) გამოწვეულ აღდგენას როკურონიუმის გამოწვეული ნერვკუნთოვანი ბლოკადის დროს (1.2მგ.კგ)
ცხრილი 4. როკურონიუმის და სუგამადექსის ან საქცინილქოლინის დანიშვნის დრო (წუთი) T1 10% –ის აღდგენამდე
ნერვკუნთოვანი მაბლოკირებელი აგენტი
მკურნალობის რეჟიმი
როკურონიუმი და სუგამადექსი 16მგ/კგ)
სუქცინილქოლინი (1მგ/კგ)
N
55
55
საშუალო (წუთები)
- 2
- 1
მერყეობა
- 5-7.7
- 7-10.5
შეჯამებულ ანალიზში აღწერილი იყო შემდეგი აღდგენის დროები 16მგ/კგ სუგამადექსისთვის 1.2მგ/კგ როკურონიუმის ბრომიდის მიღების შემდეგ:
ცხრილი 5. დრო (წუთები) სუგამადექსის გამოყენებიდან როკურონიუმის მიღებიდან 3 წუთში T4/T1შეფარდების 0.9, 0.8 ან 0.7-მდე აღდგენამდე
T4/T1 to 0.9
T4/T1 to 0.8
T4/T1 to 0.7
N
65
65
65
საშუალო (წუთები)
- 5
- 3
- 1
მერყეობა
- 5-14.3
- 5-6.2
- 5-3.3
თირკმლის დაზიანება:
ორ ღია კვლევაში შეადარეს სუგამადექსის ეფექტურობა და უსაფრთხოება ქირურგიულ პაციენტებში თირკმლის მწვავე დაზიანებით და მის გარეშე. ერთ კვლევაში სუგამადექსი გამოიყენებოდა როკურონიუმით გამოწვეული ბლოკადის შემდეგ 1-2 PTCs-სას (4 მგ/კგ N=68); სხვა კვლევაში სუგამადექსი გამოიყენებოდა T2ხელახლა გამოჩენისას (2 მგ/კგ N=30). ბლოკადის რეგრესი ოდნავ უფრო ხანგრძლივი იყო თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში. რეზიდუალური ნერვკუნთოვანი ბლოკადა ან მისი რეციდივი არ აღინიშნა თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში.
პაციენტები პათოლოგიური სიმსუქნით:
188 პაციენტის გამოკვლევამ, რომლებშიც დიაგნოზირებულ იქნა პათოლოგიური სიმსუქნე, შეისწავლებოდა ზომიერი ან ღრმა ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის აღდგენის დრო, რომელიც გამოწვეული იყო როკურონიუმით ან ვეკურონიუმით. პაციენტები ღებულობდნენ 2 მგ/კგ ან 4მგ/კგ სუგამადექსს, ბლოკადის დონიდან, სხეულის ფაქტიური მასიდან და სხეულის იდეალური წონიდან გამოდინარე, რანდომიზებული ორმაგი ბრმა მეთოდით.
ბლოკის და ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის სიღრმით დაჯგუფებული აღდგენის საშუალო დრო, შეფარდებამდე ოთხი (TOF) ≥ 0,9, პაციენტებში, რომლებშიც დოზირება ხდებოდა ფაქტიური მასის მიხედვით (1.8 წთ), იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი, სწრაფი (p <0.0001), იმ პაციენტებთან შედარებით, რომელთა დოზირებაც ხდებოდა იდეალური წონის მიხედვით (3.3 წუთი).
ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
სუგამადექსის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები გამოთვლილი იყო სუგამადექსის არა-კომპლექსური კავშირის და კომპლექსური-კავშირის ჯამით. ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები როგორიცაა კლირენსი და განაწილების მოცულობა იგივე იყო არა-კომპლექსური შეკავშირების და კომპლექსთან შეკავშირების სუგამადექსისთვის ანესთეზირებულ სუბიექტებში.
განაწილება:
მყარ მდგომარეობაში სუგამადექსის განაწილების მოცულობა დაახლოებით 11-14 ლიტრს შეადგენს თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე მოზრდილ პაციენტებში (ხშირი, არა-შედარებითი ფარმაკოკინეტიკური ანალიზით). არც სუგამადექსი არც სუგამადექსის და როკურონიუმის კავშირი არ უკავშირდება პლაზმის ცილებს ან ერითროციტებს, რაც ნაჩვენები იყო in vitro ადამიანის პლაზმის და მთელი სისხლის გამოყენებით. სუგამადექსი ავლენს ხაზოვან კინეტიკას 1-16მგ/კგ დოზირებისას ივ/ ბოლუსური გამოყენებისას.
მეტაბოლიზმი:
წინაკლინიკურ და კლინიკურ კვლევებში სუგამადექსის მეტაბოლიტები არ აღინიშნა და გამოყოფა ხდებოდა უცვლელი პროდუქტის თირკმლისმიერი ექსკრეციით.
ელიმინაცია
მოზრდილ ანესთეზირებულ პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით სუგამადექსის ნახევარგამოყოფის პერიოდი (t1/2) დაახლოებით შეადგენს 2 საათს და პლაზმიდან კლირენსი 88მლ/წთ. მასის ბალანსის კვლევამ გამოავლინა რომ დოზის >90% გამოიყოფოდა 24 საათის განმავლობაში. დოზის 96% გამოიყოფოდა შარდში, რომლიდანაც მინიმუმ 95%იყო უცვლელი სუგამადექსი. ფეკალური მასებით ან ამოსუნთქული ჰაერით გამოყოფა იყო დოზის 0.02%-ზე ნაკლები. სუგამადექსის გამოყენებამ ჯანმრთელ მოხალისეებში გამოიწვია კომპლექსში როკურონიუმის თირკმლისმიერი ელიმინაციის ზრდა.
განსაკუთრებული პოპულაციები
თირკმლის დაზიანება და ასაკი:
ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში რომელიც ადარებდა თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ და ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებს, პლაზმაში სუგამადექსის დონე მსგავსი იყო დოზირებიდან პირველი საათის განმავლობაში, შემდეგ დონე უფრო სწრაფად დაქვეითდა საკონტროლო ჯგუფში. სუგამადექსის ტოტალური ექსპოზიცია გახანგრძლივდა, გამოიწვია 17 პუნქტით უფრო მაღალი ექსპოზიცია თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში. სუგამადექსის უფრო დაბალი კონცენტრაცია ისაზღვრება მინიმუმ 48 საათში დოზირების შემდეგ თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში.
მეორე კვლევაში, რომელიც ადარებდა თირკმლის საშუალო და მწვავე უკმარისობით დაავადებულ და ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებს, სუგამადექსის კლირენსი პროგრესულად დაქვეითდა და t1/2პროგრესულად გახანგრძლივდა თირკმლის ფუნქციის დაქვეითებასთან ერთდ. ექსპოზიცია 2 და 5 პუნქტით უფრო მაღალი იყო თირკმლის საშუალო და მძიმე უკმარისობით დაავადებულ სუბიექტებში. სუგამადექსის კონცენტრაცია დოზირებიდან 7 დღეში აღარ ისაზღვრებოდა თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ სუბიექტებში.
ცხრილი 6. სუგამადექსის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ასაკის და თირკმლის ფუნქციის მიხედვით მოცემულია ქვემოთ:
პაციენტის შერჩეული მახასიათებლები
საშუალო სავარაუდო ფკ პარამეტრი (CV%)
დემოგრაფია
თირკმლის ფუნქცია
კრეატინინის კლირენსი
(მლ/წთ)
კლირენსი (მლ/წთ)
განაწილების მოცულობა მყარ მდგომარეობაში9 (Lლ)
ნახევარგამოყოფის პერიოდი (სთ)
მოზრდილი
ნორმალური
100
88 (22)
12
2 (21)
40 წელი
75 კგ
დაზიანებული
მსუბუქი
50
51 (22)
13
4 (22)
საშუალო
30
31 (23)
14
6 (23)
მძიმე
10
9 (22)
14
19 (24)
ხანდაზმული
ნორმალური
80
75 (23)
12
2 (21)
75 წელი
75 კგ
დაზიანებული
მსუბუქი
50
51 (24)
13
3 (22)
საშუალო
30
31 (23)
14
6 (23)
მძიმე
10
9 (22)
14
19 (23)
მოზარდი
ნორმალური
95
77 (23)
9
2 (22)
15 წელი
56 კგ
დაზიანებული
მსუბუქი
48
44 (23)
10
3 (22)
საშუალო
29
27 (22)
10
5 (23)
მძიმე
10
8 (21)
11
17 (23)
ბავშვი
ნორმალური
51
37 (22)
4
2 (20)
7 წელი
23 კგ
დაზიანებული
მსუბუქი
26
19 (22)
4
3 (22)
საშუალო
15
11 (22)
4
5 (22)
მძიმე
5
3 (22)
5
20 (25)
CV=ვარიაციის კოეფიციენტი
სქესი
სქესის განსხვავება არ აღინიშნა
რასა:
ჯანმრთელი იაპონელების და კავკასიური სუბიექტების კვლევაში ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ აღინიშნა. შეზღუდული მონაცემები არ მიუთითებს ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების განსხვავება შავი რასის წარმომადგენლებში ან აფროამერიკელებში.
სხეულის წონა:
მოზრდილი და ხანდაზმული პაციენტების პოპულაციურმა ფარმაკოკინეტიკურმა ანალიზმა არ გამოავლინა განაწილების მოცულობის და კლირენსის მნიშვნელოვანი კავშირი წონასთან.
სიმსუქნე:
პათოლოგიური ჭარბი წონის მქონე პაციენტებში ჩატარებულ ერთ კლინიკურ კვლევაში, სუგამადექსი 2 მგ/კგ და 4მგ/კგ დოზირებული იქნა სხეულის ფაქტიური წონის მიხედვით (n = 76) ან სხეულის იდეალური წონის მიხედვით (n = 74). სუგამადექსის ექსპოზიცია გაიზარდა დოზა დამოკიდებულად, ხაზოვანად, დოზის მიღების შემდეგ, სხეულის ფაქტიური ან იდეალური წონის მიხედვით. პათოლოგიური ჭარბი წონის მქონე პაციენტებს და ზოგად პოპულაციას შორის ფარმაკოკინეტიკურიპარამეტრებისკლინიკურადმნიშვნელოვანიგანსხვავებები არ დაფიქსირებულა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელი-ჩანართი: პაციენტის ინფორმაცია
ბრაიდექსი რომფარმი
სამედიცინო პროდუქტის დასახელება
ბრაიდექსი რომფარმი
100მგ/მლ, საინექციო ხსნარი
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება
ნატრიუმის სუგამადექსი
ფარმაცევტული ფორმა
საინექციო ხსნარი
აღწერა: გამჭვირვალე და უფერო-ღია მოყვითალო ხსნარი
შემადგენლობა
1მლ შეიცავს 100მგ სუგამადექსის ექვივალენტურ ნატრიუმის სუგამადექსს.
ყოველი 2მლ ფლაკონი შეიცავს 200მგ სუგამადექსის ექვივალენტურ ნატრიუმის სუგამადექსს.
შემავსებლები: მარილმჟავა (pH კორექციისთვის) და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH კორექციისთვის), საინექციო წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

თერაპიული ჩვენება
როკურონიუმით ან ვეკურონიუმით გამოწვეული ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეგრესი მოზრდილებში.
პედიატრიული პოპულაციისათვის: სუგამადექსი რეკომენდებულია მხოლოდ როკურონიუმით გამოწვეული ბლოკადის რუტინული რეგრესისთვის 2-17 წლის ბავშვებსა და მოზარდებში.
დოზირება და გამოყენების მეთოდი
დოზირება
სუგამადექსის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ანესთეზიოლოგის მიერ ან მისი ზედამხედველობის ქვეშ. ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეგრესის მონიტორინგისთვის რეკომენდებულია ნერვკუნთოვანი მონიტორინგის შესაბამისი ტექნიკის გამოყენება (იხ. პარაგრაფი განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის).
სუგამადექსის რეკომენდებული დოზა დამოკიდებულია ნერვკუნთოვანი ბლოკადის დონეზე.
რეკომენდებული დოზა დამოკიდებული არ არის ანესთეზიის რეჟიმზე.
სუგამადექსის გამოყენება შეიძლება როკურონიუმით ან ვეკურონიუმით გამოწვეული ნერვკუნთოვანი ბლოკადის სხვადასხვა დონის რეგრესისთვის:
მოზრდილები
რუტინული რეგრესი
4მგ/კგ სუგამადექსი რეკომენდებულია თუ აღდგენამ მიაღწია მინიმუმ 1-2 პოსტ-ტეტანურ რაოდენობას (PTC) როკურონიუმით ან ვეკურონიუმით გამოწვეული ბლოკადის შემდეგ. T4/T1 შეფარდების 0.9-მდე აღდგენის საშუალო დრო 3 წუთს შეადგენს (იხ. პარაგრაფი ფარმაკოდინამიური მახასიათებლები).
2მგ/კგ სუგამადექსი რეკომენდებულია თუ სპონტანური აღდგენა აღინიშნა მინიმუმ T2 ხელახლა გამოვლენისას როკურონიუმით ან ვეკურონიუმით გამოწვეული ბლოკადის შემდეგ. T4/T1 შეფარდების 0.9-მდე აღდგენის საშუალო დრო დაახლოებით 2 წუთს შეადგენს (იხ. პარაგრაფი ფარმაკოდინამიური მახასიათებლები).
რუტინული რეგრესისთვის რეკომენდებული დოზების გამოყენება გამოიწვევს T4/T1 შეფარდების 0.9-მდე აღდგენის ოდნავ სწრაფ დროს როკურონიუმის გამოყენებისას ვეკურონიუმით გამოწვეულ ბლოკადასთან შედარებით (იხ. პარაგრაფი ფარმაკოდინამიური მახასიათებლები).
როკურონიუმით გამოწვეული ბლოკადის დაუყოვნებელი რეგრესი:
თუ არსებობს დაუყოვნებელი რეგრესის კლინიკური საჭიროება როკურონიუმის შემეგ, რეკომენდებულია 16მგ/კგ სუგამადექსი. 16მგ/კგ სუგამადექსის გამოყენებისას 1.2მგ/კგ როკურონიუმის ბრომიდის ბოლუსური შეყვანიდან 3 წუთის შემდეგ, T4/T1შეფარდების- 0.9 მიღწევამდე გასული საშუალო დრო დაახლოებით 1.5 წუთია მოსალოდნელი (იხ. პარაგრაფი ფარმაკოდინამიური მახასიათებლები).
არ არსებობს მონაცემები სუგამადექსის გამოყენების რეკომენდაციისთვის ვეკურონიუმით გამოწვეული ბლოკადის დაუყოვნებელი რეგრესისთვის.
სუგამადექსის ხელახლა გამოყენება:
გამონაკლის სიტუაციაში, როდესაც ხდება ოპერაციის შემდგომ ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეციდივი (იხ. პარაგრაფი განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას, 2მგ/კგ ან 4მგ/კგ სუგამადექსის საწყისი დოზის შემდეგ რეკომენდებული განმეორებითი დოზაა მგ/კგ. სუგამადექსის მეორე დოზის შემდეგ საჭიროა პაციენტის მონიტორინგი ნერვკუნთოვანი ფუნქციის აღდგენის დადასტურებისთვის.
როკურონიუმის ან ვეკურონიუმის ხელახლა გამოყენება სუგამადექსის შემდეგ:
როკურონიუმის ან ვეკურონიუმის ხელახალი გამოყენების დრო სუგამადექისით რეგრესის შემდეგ იხ. პარაგრაფში განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციის შესახებ
თირკმლის დაზიანება
სუგამადექსის გამოყენება თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (CrCl<30მლ/წთ) რეკომენდებული არ არის (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის. ) თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებული პაციენტების კვლევები არ იძლევა უსაფრთხოების შესახებ საკმარის ინფორმაციას ამ პირებში სუგამადექსის გამოყენებისთვის (აგრეთვე იხ. პარაგრაფი ფარმაკოდინამიური მახასიათებლები). თირკმლის მსუბუქი და საშუალო დაზიანებისთვის (კრეატინინის კლირენსი ≥ 30 და< 80 მლ/წთ): დოზის რეკომენდაციები იგივეა რაც მოზრდილებში თირკმლის დაზიანების გარეშე.
ხანდაზმული პაციენტები:
სუგამადექსის გამოყენების შემდეგ T2ხელახალი გამოვლენისას როკურონიუმით გამოწვეული ბლოკადის შემდეგ მოზრდილებში (18-64 წელი) T4/T1შეფარდების 0.9-მდე აღდგენის საშუალო დრო იყო 2.2 წუთი, ზრდასრულ ასაკში (65-74 წელი) შეადგენს 2,6 წუთს და ძალიან ხანდაზმულ ასაკში (75 წლის ან უფროსი ასაკის) შეადგენდა 3.6 წუთს. იმის მიუხედავად რომ ხანდაზმულებში აღდგენის დრო უფრო ნელია, უნდა გამოიყენონ მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზები (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის.)
ჭარბწონიანი პაციენტები
ჭარბწონიან პაციენტებში, პათოლოგიური ჭარბი წონის მქონე პაციენტების ჩათვლით (სხეულის მასის ინდექსი ≥ 40 კგ/მ2), სუგამადექსის დოზა დაფუძნებული უნდა იყოს ორგანიზმის წონაზე. დოზის უნდა დაიცვან მოზრდილების დოზის რეკომენდაციები.
ღვიძლის დაზიანება
ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში კვლევები არ ჩატარებულა. სიფრთხილეა საჭირო სუგამადექსის გამოყენებისას ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს ან როდესაც ღვიძლის დაზიანებას ახლავს კოაგულოპათია (იხ. პარაგრაფი განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის.) ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო უკმარისობისთვის: რადგან სუგამადექსი ძირითადად თირკმლით გამოიყოფა დოზის ცვლილება საჭირო არ არის.
პედიატრიული პოპულაცია
პედიატრიული პოპულაციის მონაცემები შეზღუდულია (მხოლოდ ერთი კვლევა როკურონიუმით გამოწვეული ბლოკადის რეგრესის შესახებ T2 ხელახალი გამოვლენისას).
ბავშვები და მოზარდები:
როკურონიუმით გამოწვეული ბლოკადის რუტინული რეგრესისთვის T2ხელახალი გამოვლენისას ბავშვებსა და მოზარდებში (2-17 წელი) რეკომენდებულია 2მგ/კგ სუგამადექსი.
ბრაიდექსი რომფარმი 100მგ/მლ შეიძლება განზავდეს 10მგ/მლ-მდე დოზირების სიზუსტის გაზრდისთვის პედიატრიულ პოპულაციაში (იხ. პარაგრაფი განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის.)
სხვა რუტინული რეგრესის სიტუაციები გამოკვლეული არ არის და აქედან გამომდინარე რეკომენდებული არ არის შემდგომი მონაცემების მიღებამდე.
დაუყოვნებელი რეგრესი ბავშვებსა და მოზარდებში შესწავლილია რ არის და აქედან გამომდინარე რეკომენდებული არ არის შემდგომი მონაცემების მიღებამდე:
დროული ახალშობილები და ჩვილები:
ჩვილებში (30 დღე-2 წელი) და დროულ ახალშობილებში (30 დღეზე მცირე ასაკის) არსებობს სუგამადექსის გამოყენების შეზღუდული გამოცდილება და ის შესწავლილი არ არის. სუგამადექსის გამოყენება დროულ ახალშობილებში და ჩვილებში, აქედან გამომდინარე რეკომენდებული არ არის, მომდევნო მონაცემების მიღებამდე.
გამოყენების მეთოდი
ბრაიდექსი რომფარმი უნდა გამოიყენონ ინტრავენურად ერთჯერადი ბოლუსური ინექციის სახით. ბოლუსური ინექცია უნდა მოხდეს სწრაფად, 10 წამის განმავლობაში, არსებულ სისტემაში (იხ. პარაგრაფი განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები განადგურების და შენახვისთვის). სუგამადექსი კლინიკურ კვლევებში გამოიყენებოდა მხოლოდ როგორც ერთჯერადი ბოლუსური ინექცია.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე შემავსებლის მიმართ.
არასასურველი ეფექტები
უსაფრთხოების პროფილის შეფასება
ბრაიდექსი რომფარმი გამოიყენება ქირურგიულ პაციენტებში, ნერვკუნთოვან ბლოკერებთან და საანესთეზიო საშუალებებთან. აქედან გამომდინარე ძნელია გვერდითი მოვლენების მიზეზის შეფასება.
ქირურგიულ პაციენტებში ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი რეაქციები იყო ხველა, სასუნთქი გზების გართულებები ანესთეზიის დროს, ანესთეზიის გართულებები, პროცედურული ჰიპოტენზია და პროცედურული გართულებები (ხშირი (≥ 1/100 0< 1/10)).
ცხრილი 7. გვერდითი რეაქციების ჩამონათვალის ცხრილი
სუგამადექსის უსაფრთხოება შეფასდა 3,519 უნიკალურ სუბიექტში I-III შეჯამებულ ფაზაში, უსაფრთხოების მონაცემთა ბაზაში. პლაცებო კონტროლირებულ კვლევებში აღწერილი იყო შემდეგი გვერდითი რეაქციები სადაც სუბიექტები იღებდნენ ანესთეზიას და/ან ნერვკუნთოვან ბლოკერებს (1.078 სუბიექტი იღებდა სუგამადექსს და 544 პლაცებოს).
[ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100-< 1/10), ნაკლებად ხშირი (≥ 1/1,000 -< 1/100), იშვიათი (≥ 1/10,000 to< 1/1,000), ძალიან იშვიათი (< 1/10,000)]
ორგანოთა სისტემის კლასი
სიხშირე
გვერდითი რეაქციები (სასურველი ტერმინები)
იმუნური სისტემის დარღვევები
ნაკლებად ხშირი
პრეპარატის მომატებული მგრძნობელობის რეაქციები
(იხ პარაგრაფი განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის)
რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები
ხშირი
ხველა
დაზიანება, მოწამვლა და პროცედურული გართულებები
ხშირი
ანესთეზიის სასუნთქი გზების მხრივ გართულებები
ანესთეზიის გართულებები (იხ პარაგრაფი განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის)
პროცედურული ჰიპოტენზია
პროცედურული გართულება
შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის რეაქციები
ზოგიერთ პაციენტში, მოხალისეების ჩათვლით, აღინიშნა მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიის ჩათვლით (მოხალისეების შესახებ ინფორმაციისთვის იხ. პარაგრაფი ჯანმრთელი მოხალისეების შესახებ). ქირურგიული პაციენტების კლინიკურ კვლევებში ეს რეაქციები აღწერილი იყო ნაკლებად ხშირად და პოსტ-მარკეტინგული ანგარიშებისთვის, სიხშირე უცნობია. ეს რეაქციები ვარირებდა კანის იზოლირებული რეაქციებიდან სერიოზულ სისტემურ რეაქციებამდე (მაგ., ანაფილაქსია, ანაფილაქსიური შოკი) და აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც ადრე ექსპოზირებულნი არ იყვნენ სუგამადექსის მიმართ. ამ რეაქციებთან დაკავშირებული სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: ალები, ურტიკარია, ერითემული გამონაყარი, (მწვავე) ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, ენის, ხახის შეშუპება, ბრონქოსპაზმი და ფილტვის ობსტრუქციული მოვლენები. მწვავე მომატებული მგრძნობელობის რეაქციები შეიძლება იყოს ფატალური.
სასუნთქი გზების მხრივ გართულება ანესთეზიის დროს:
სასუნთქი გზების გართულებები ანესთეზიის დროს მოიცავდა ენდოტრაქეული მილის წინააღმდეგობას, ხველას, მსუბუქ წინააღმდეგობას, რეაქციას ოპერაციის დროს, ხველას ანესთეზიის პროცედურის ან ოპერაციის დროს, საანესთეზიო პროცედურასთან დაკავშირებულ სპონტანურ სუნთქვას.
ანესთეზიის გართულებები:
ანესთეზიის გართულებები რაც მიუთითებს ნერვკუნთოვანი ფუნქციის აღდგენაზე, მოიცავს კიდურების ან სხეულის მოძრაობას, ხველას ანესთეზიის პროცედურის ან ოპერაციის დროს, გრიმასას, ენდოტრაქეული მილის შეწოვას. იხ. პარაგრაფი განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის, მსუბუქი ანესთეზია.
პროცედურული გართულებები:
პროცედურული გართულებები მოიცავს ხველას, ტაქიკარდიას, ბრადიკარდიას, მოძრაობას და გულისცემის სიხშირის მომატებას.
შესამჩნევი ბრადიკარდია:
შესამჩნევი ბრადიკარდიის პოსტ-მარკეტინგულ იზოლირებულ შემთხვევებში და გულის გაჩერებით მიმდინარე ბრადიკარდია აღწერილია სუგამადექსის გამოყენებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ (იხ. პარაგრაფი განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის)
ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეციდივი:
კლინიკურ კვლევებში, სუბიექტებში, რომლებსაც მკურნალობდნენ როკურონიუმით ან ვეკურონიუმით, როდესაც სუგამადექსი გამოიყენებოდა ღრმა ნერვკუნთოვანი ბლოკადისთვის განკუთვნილი დოზით (N=2,022), 0.20% -იანი სიხშირე აღინიშნა ნერვკუნთოვანი ბლოკადისთვის ნერვკუნთოვანი მონიტორინგის ან კლინიკური მტკიცებულების საფუძველზე (იხ. პარაგრაფი განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის)
ინფორმაცია ჯანმრთელი მოხალისეების შესახებ:
რანდომიზებულ ორმაგად-ბრმა კვლევაში გამოიკვლიეს პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობის რეაქციები ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც იღებდნენ 3 დოზა პლაცებოს (N=76), სუგამადექს 4მგ/კგს(N=151) ან სუგამადექს 16 მგ/კგ-ს (N=148). საეჭვო მომატებული მგრძნობელობის ანგარიშები მოწოდებული იყო ბრმა კომიტეტის მიერ. მომატებული მგრძნობელობის გამოთვლილი სიხშირე იყო 1.3%, 6.6%და 9.5% პლაცებოს 4მგ/კგ და 16მგ/კგ სუგამადექსის ჯგუფებში. პლაცებოს ან 4მგ/კგ სუგამადექსის მიღების შემდეგ აღწერილი არ იყო ანაფილაქსია. 16მგ/კგ (0,7%) სუგამადექსის 1 სუგამადექსის განმეორებითი დოზირებისას არ აღინიშნა მომატებული მგრძნობელობის სიხშირის ან სიმწვავის ზრდა.
იგივე დიზაინის წინა კვლევაში აღინიშნა ანაფილაქსიის სამი შემთხვევა, ყველა 16მგ/კგ სუგამადექსის გამოყენების შემდეგ (სიხშირე 2.0%).
შეჯამებულ 1 ფაზის მონაცემთა ბაზაში AEs რომელიც მიიჩნეოდა ხშირად (≥ 1/100 -< 1/10) ან ძალიან ხშირად (≥ 1/10) და უფრო ხშირი იყო სუგამადექსით ნამკურნალებ პაციენტებში პლაცებოსთან შედარებით მოიცავს დისგევზიას(10.1%), თავის ტკივილს (6.7%), გულისრევას (5.6%), ურტიკარიას (1.7%), ქავილს, (1.7%), თავბრუსხვევას (1.6%), ღებინებას (1.2%) და მუცლის ტკივილს (1.0%).
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ
ფილტვის პაციენტები:
პოსტ-მარკეტინგულ მონაცემებში და ერთ მიძღვნილ კლინიკურ კვლევაში პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებოდათ ფილტვის გართულებები, ბრონქოსპაზმი აღწერილი იყო როგორც შესაძლოდ დაკავშირებული გვერდითი მოვლენა, როგორც ყველა იმ პაციენტის შემთხვევაში რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ფილტვისმხრივი გართულებები, ექიმი მზად უნდა იყოს ბრონქოსპაზმის შესძლო განვითარებისთვის.
პედიატრიული პოპულაცია
შეზღუდული მონაცემთა ბაზა მიუთითებს რომ სუგამადექსის (4მგ/კგ-მდე) უსაფრთხოების პროფილი პედიატრიულ პაციენტებში მოზრდილების მგავსი იყო.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება
სამედიცინო პროდუქტის ლიცენზირების შემდეგ მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება. ეს იძლევა პრეპარატის სარგებლის/რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინებას თხოვენ ნაციონალური შეტყობინების სისტემით
განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის
როგორც ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის შემდეგ, ნორმალური პოსტ-ანესთეზიური პრაქტიკა, რეკომენდებულია პაციენტის მონიტორინგი დაუყოვნებელ პოსტოპერაციულ პერიოდში, არასასურველი მოვლენების გამოსავლენად ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეციდივი ჩათვლით.
რესპირატორული ფუნქციის მონიტორინგი აღდგენის დროს:
ვენტილაციის სისტემის უზრუნველყოფა აუცილებლია პაციენტებისთვის ადექვატური სპონტანური სუნთქვის აღდგენამდე ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეგრესის შემდეგ. იმ შემთხვევაშიც თუ ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეგრესი სრულია, სხვა სამედიცინო პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება პერი- და პოსტოპერაციულ პერიოდში, შეიძლება თრგუნავდეს რესპირატორულ ფუნქციას და აქედან გამომდინარე შეიძლება კვლავ საჭირო იყოს ვენტილაციის ხელშეწყობა.
ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეციდივისას, ექსტუბაციის შემდეგ, საჭიროა ადექვატური ვენტილაცია.
ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეციდივი
კლინიკურ კვლევებში, როდესაც სუბიექტებს მკურნალობდნენ როკურონიუმით ან ვეკურონიუმით, როდესაც სუგამადექსი გამოიყენებოდა ნერვკუნთოვანი ბლოკადისთვის განკუთვნილი დოზით, 0,20%-ში აღინიშნა ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეციდივი, რაც გამოვლინდა ნერვკუნთოვანი მონიტორინგით ან კლინიკური მტკიცებულებით. რეკომენდებულზე დაბალი დოზის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეციდივის რისკის ზრდა და რეკომენდებული არ არის (იხ. პარაგრაფი დოზირება და გამოყენების მეთოდი და არასასურველი ეფექტები).
ეფექტები ჰემოსტაზზე:
მოხალისეების კვლევებში 4მგ/კგ და 16მგ/კგ დოზამ გამოიწვია აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დროის (aPTT) მაქსიმალური გახანგრძლივება 17 და 22%-ით და პროთრომბინის დროის საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების [PT(INR)] 11 და 22 %-ით. ეს შეზღუდული საშუალო aPTTდა PT(INR) გახანგრძლივება იყო ხანმოკლე (≤ 30 წუთი). კლინიკური მონაცემების საფუძველზე (N=3,519) და სპეციფიური კვლევის საფუძველზე რომელიც ჩატარდა 1184 პაციენტში რომლებსაც უტარდებოდათ ბარძაყის მოტეხილობის/დიდი სახსრის ჩანაცვლების ოპერაცია, არ აღინიშნა 4მგ/კგ სუგამადექსის მნიშვნელოვანი კლინიკური ეფექტი მართო ან ანტიკოაგულანტებთან ერთად გამოყენებისას პერი ან პოსტოპერაციული სისხლდენის გართულებებზე.
in vitro ექსპერიმენტებში ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება (aPTT და PT გახანგრძლივება) აღწერილი იყო K ვიტამინის ანტაგონისტების, არაფრაქციული ჰეპარინის, დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინოიდების, რივაროქსაბანის და დებიგატრანის შემთხვევაში. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ რუტინულ პოსტოპერაციულ ანტიკოაგულანტებით პროფილაქტიკას, ეს ფარმაკოდინამიური ურთიერთქმედება კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის. სიფრთხილეა საჭირო სუგამადექსის გამოყენების განხილვისას პაციენტებში რომლებიც იღებენ თერაპიულ ანტიკოაგულანტებს არსებული ან თანმხლები მდგომარეობისთვის.
სისხლდენის მომატებული რისკი არ შეიძლება გამოირიცხოს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ:
- მემკვიდრული K ვიტამინზე დამოკიდებული შედედების ფაქტორების დეფიციტი
- უკვე არსებული კოაგულოპათიები
- კუმარინის წარმოებულები და INR 3.5-ზე მეტი
- ანტიკოაგულანტების გამოყენება იმ პირებში, რომლებიც იღებენ 16მგ/კგ სუგამადექსს.
თუ არსებობს ამ პაციენტებში სუგამადექსის გამოყენების საჭიროება, ანესთეზიოლოგმა უნდა გადაწყვიტოს, სარგებელი აჭარბებს თუ არა სისხლდენის გართულებების რისკს, პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ოპერაციები სისხლდენით. უნდა გაითვალისწინონ დაგეგმილი ოპერაციაც. თუ სუგამადექსი ამ პაციენტებში გამოიყენება, რეკომენდებულია ჰემოსტაზის და კოაგულაციის პარამეტრების მონიტორინგი.
ნერვკუნთოვანი ბლოკერების ხელახალ მიღებამდე მოცდის დროს სუგამადექსის გამოყენებით რეგრესის შემდეგ:
ცხრილი 8. როკურონიუმის ან ვეკურონიუმის ხელახალი გამოყენება რუტინული რეგრესის შემდეგ (4მგ/კგ-მდე სუგამადექსი)
ლოდინის მინიმალური დრო
NMBA და მისაღები დოზა
5 წუთი
- 2 მგ/კგ როკურონიუმი
4 საათი
- 6 მგ/კგ როკურონიუმი ან
- 1 მგ/კგ ვეკურონიუმი
ნერვკუნთოვანი ბლოკადის დადგომა შეიძლება გახანგრძლივდეს დაახლოებით 4 წუთამდე, ნერვკუნთოვანი ბლოკადის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს დაახლოებით 15 წუთამდე როკურონიუმის 1.2მგ/კგ ხელახალი გამოყენების შემდეგ სუგამადექსის მიღებიდან 30 წუთში.
ფკ მოდელის საფუძველზე რეკომენდებული მოცდის დრო თირკმლის მსუბუქი ან საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში 0.6მგ/კგ როკურონიუმის ან -0.1მგ/კგ ვეკურონიუმის გამოყენებისთვის სუგამადექსით რუტინული რეგრესის შემდეგ უნდა იყოს 24 საათი. თუ საჭიროა უფრო მცირე მოცდის დრო, ახალი ნერვკუნთოვანი ბლოკადისთვის როკურონიუმის დოზა უნდა იყოს 1.2მგ/კგ.
როკურონიუმის ან ვეკურონიუმის ხელახალი გამოყენება დაუყოვნებელი რეგრესის შემდეგ (16მგ/კგ სუგამადექსი):
ძალიან იშვიათი შემთხვევებისთვის როდესაც ეს შეიძლება საჭირო იყოს, მოცდის დრო შეადგენს 24 საათს.
თუ ნერვკუნთოვანი ბლოკადა საჭიროა რეკომენდებული მოცდის დროის გასვლამდე, უნდა გამოიყენონ არასტეროიდული ნერვკუნთოვანი ბლოკერი. მადეპოლარიზებელი ნერვკუნთოვანი ბლოკერის ეფექტი შეიძლება მოსალოდნელზე ნელი იყოს, რადგან პოსტსინაფსური ნიკოტინური რეცეპტორების მნიშვნელოვანი ფრაქცია შეიძლება კვლავ დაკავებული იყოს ნერვკუნთოვანი ბლოკერით.
თირკმლის დაზიანება:
სუგამადექსი რეკომენდებული არ არის თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებული პაციენტებისთვის, რომლებიც დიალიზს საჭიროებენ (იხ. პარაგრაფი ფარმაკოდინამიური მახასიათებლები)
მსუბუქი ანესთეზია:
როდესაც ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეგრესი ინტენსიურად ხდებოდა ანესთეზიის შუაში, კლინიკურ კვლევებში, ხანდახან აღინიშნებოდა მსუბუქი ანესთეზიის ნიშნები (მოძრაობა, ხველა, გრიმასა და ტრაქეის მილის შეწოვა)
ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეგრესისას ანესთეზიის გაგრძელების შემთხვევაში კლინიკური ჩვენების მიხედვით უნდა გამოიყენონ საანესთეზიო საშუალებების და/ან ოპიატების დამატებითი დოზები.
მნიშვნელოვანი ბრადიკარდია:
მნიშვნელოვანი ბრადიკარდია აღინიშნა სუგამადექსის გამოყენებიდან რამდენიმე წუთში ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეგრესისთვის. ბრადიკარდიამ ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს გულის გაჩერება (იხ. პარაგრაფი არასასურველი ეფექტები). საჭიროა პაციენტების ინტენსიური მონიტორინგი ჰემოდინამიური ცვლილებების მონიტორინგისთვის ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეგრესის შემდეგ. ანტიქოლინერგული აგენტებით მკურნალობა როგორიცაა ატროპინი უნდა მოხდეს კლინიკურად მნიშვნელოვანი ბრადიკარდიის შემთხვევაში.
ღვიძლის დაზიანება
სუგამადექსი არ მეტაბოლიზდება და არ გამოიყოფა ღვიძლით; აქედან გამომდინარე ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, მიზნობრივი კვლევები არ ჩატარებულა. ღვიძლის მწვავე უკმარისობით დაავადებული პაციენტების მკურნალობა უნდა მოხდეს სიფრთხილით. იმ შემთხვევაში თუ ღვიძლის დაზიანებას ახლავს კოაგულოპათია, იხ ინფორმაცია ჰემოსტაზზე ეფექტების შესახებ.
გამოყენება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ICU):
სუგამადექსი შესწავლილი არ არის პაციენტებში რომლებიც როკურონიუმს ან ვეკურონიუმს იღებდნენ ICU ში.
გამოყენება ნერვკუნთოვანი ბლოკერების რეგრესისთვის როკურონიუმის ან ვეკურონიუმის გარდა:
სუგამადექსი არ უნდა გამოიყენონ ბლოკის რეგრესისთვის რომელიც გამოწვეულია არასტეროიდული ნერვკუნთოვანი ბლოკერებით როგორიცაა სუქცინილქოლინი ან ბენზილოსიქინოლინის შენაერთები.
სუგამადექსი არ უნდა გამოიყენონ ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეგრესისთვის რომელიც გამოწვეულია სტეროიდული ნერვკუნთოვანი ბლოკერებით როკურონიუმის ან ვეკურონიუმის გარდა, რადგან ამ სუტიაციებისთვის არ არსებობს ეფექტურობის და უსაფრთხოების მონაცემები.
რეგრესის გახანგრძლივება
ცირკულაციის გახანგრძლივებულ დროსთან დაკავშირებული მდგომარეობები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადება, ხანდაზმული ასაკი (იხ. პარაგრაფი დოზირება და გამოყენების მეთოდი ხანდაზმულებში რეგრესის დროისთვის) ან შეშუპებული მდგომარეობა (მაგ. ღვიძლის მწვავე უკმარისობა) შეიძლება დაკავშირებული იყოს რეგრესის უფრო ხანგრძლივ დროსთან.
პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობის რეაქციები:
კლინიცისტები მომზადებულები უნდა იყვნენ პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობის შესაძლორეაქციებისთვის (ანაფილაქსიური რეაქციის ჩათვლით) და უნდა მიიღონ უცილებელი ზომები (იხ. პარაგრაფი არასასურველი ეფექტები).
პაციენტები, რომელთა დიეტაშიც შეზღუდულია ნატრიუმი:
ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს 9,7მგ-მდე ნატრიუმს. რაც არის მჯო-ს მიერ მოზრდილებისთვის რეკომენდებული დღიური დოზის 2გ-ის 0.5%-ის ეკვივალენტური.
ეფექტი ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე
ბრაიდექსი რომფარმი არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
არ არსებობს ორსულების სუგამადექსისადმი ექსპოზიციის კლინიკური მონაცემები.
ცხოველების კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან არაპირდაპირ დამაზიანებელ ეფექტებზე ორსულობის, ემბრიო/ფეტალური განვითარების, მშობიარობის ან პოსტნატალური განვითარების მხრივ.
ორსულ ქალებში სუგამადექსის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე.
ლაქტაცია:
უცნობია სუგამადექსი გამოიყოფა თუ არა ლაქტატში. ცხოველების კვლევებმა გამოავლინა სუგამადექსის რძეში გამოყოფა. ციკლოდექსტრინების რეალური აბსორბცია ზოგადად დაბალია და ბავშვზე ეფექტი მოსალოდნელი არ არის მეძუძურში ერთჯერადი დოზის გამოყენების შემდეგ. უნდა მიიღონ ძუძუთი კვების შეწყვეტის ან სუგამადექსით თერაპიისგან თავის შეკავების გადაწყვეტილება, უნდა გაითვალისწინონ ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელი და ქალისთვის თერაპიის სარგებელი.
ფერტილობა
სუგამადექსის ეფექტი ადამიანის ფერტილობაზე შესწავლილი არ არის. ცხოველების კვლებმა არ გამოავლინა დამაზიანებელი ეფექტები.
ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ამ პარაგრაფში მოცემული ინფორმაცია დაფუძნებულია კავშირის აფინობაზე სუგამადექსს და სხვა სამედიცინო პროდუქტებს შორის, არა-კლინიკურ ექსპერიმენტებზე, კლინიკურ კვლევებზე და სიმულაციებზე მოდელის გამოყენებით, რომელიც ითვალისწინებს ნერვკუნთოვანი ბლოკერების ფარმაკოდინამიური ეფექტებს და ფარმაკოკინეტიკურ ურთიერთქმედებას ნერვკუნთოვან ბლოკერებს და სუგამადექსს შორის. ამ მონაცემების საფუძველზე მოსალოდნელი არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოდინამიური ურთიერთქმედება სხვა პროდუქტებთან, შემდეგის გარდა:
ტორემიფენი და ფუზიდის მჟავის გადანაცვლების ურთიერთქმედება არ უნდა გამოირიცხოს (მოსალოდნელი არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება).
ჰორმონალური კონტრაცეპტივებისთვის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ შეიძლება გამოირიცხოს (ჩანაცვლების ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის).
ურთიერთქმედება, რომელიც პოტენციურად მოქმედებს სუგამადექსის ეფექტზე (ჩანაცვლების ურთიერთქმედება).
სუგამადექსის შემდეგ გარკვეული სამედიცინო პროდუქტების გამოყენების გამო, თეორიულად როკურონიუმი ან ვეკურონიუმი შეიძლება ჩანაცვლებული იყოს სუგამადექსიდან. შედეგად შეიძლება აღინიშნოს ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეგრესი. ამ სიტუაციაში საჭიროა პაციენტის ვენტილაცია. სამედიცინო პროდუქტის გამოყენება რომელმაც გადანაცვლება გამოიწვია უნდა შეწყდეს ინფუზიის შემთხვევაში. სიტუაციებში როდესაც მოსალოდნელია პოტენციური გადანაცვლების ურთიერთქმედება, საჭიროა პაციენტის მონიტორინგი ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეციდივის ნიშნების გამოსავლენად (დაახლოებით 15 წუთი) სხვა სამედიცინო პროდუქტის პარენტერული გამოყენების შემდეგ სუგამადექსის მიღებიდან 7.5 საათის პერიოდში.
ტორემიფენი:
ტორემიფენისთვის, რომელსაც გააჩნია შედარებით მაღალი შემანარჩუნებელი აფინობა სუგამადექსისთვის და რომელსაც შეიძლება ქონდეს შედარებით მაღალი კონცენტრაცია პლაზმაში, შეიძლება განვითარდეს ვეკურონიუმის ან როკურონიუმის გადანაცვლება სუგამადექსთან კომპლექსიდან. ექიმებმა უნდა იცოდნენ რომ T4/T1შეფარდების 0.9 -მდე აღდგენის დრო შეიძლება გადაიდოს პაციენტებში რომლებმაც ტორემიფენი ოპერაციის დღეს მიიღეს.
ფუზიდის მჟავას ინტრავენური გამოყენება:
ფუზიდის მჟავის გამოყენება პრე-ოპერაციულ ფაზაში შეიძლება ახანგრძლივებდეს T4/T1შეფარდების 0.9-მდე აღდგენის დროს. ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეციდივი მოსალოდნელი არ არის პოსტოპერაციულ ფაზაში, როდესაც ფუზიდის მჟავას ინფუზიის პერიოდი რამდენიმე საათიანია და სისხლში დონე კუმულაციურია 2-3 დღის განმავლობაში. სუგამადექსის ხელახალი გამოყენებისთვის იხ. პარაგრაფი დოზირება და გამოყენების მეთოდი
ურთიერთქმედება რომელიც პოტნეციურად მოქმედებს სხვა სამედიცინო პროდუქტების ეფექტზე (მიტაცების ურთიერთქმედება):
სუგამადექსის გამოყენების გამო ზოგიერთი სამედიცინო პროდუქტი შეიძლება ნაკლებეფექტური გახდეს პლაზმაში (თავისუფალი) კონცენტრაციების დაქვეითების გამო. ამ სიტუაციების შემთხვევაში კლინიცისტს ურჩევენ გაითვალისწინონ სამედიცინო პროდუქტის ხელახლა მიღება, თერაპიულად ექვივალენტური სამედიცინო პროდუქტის გამოყენება (სასურველია სხვა ქიმიური კლასიდან) და/ან არა=ფარმაკოლოგიური ჩარევა შესაძლებლობის შემთხვევაში.
ჰორმონული კონტრაცეპტივები:
4მგ/კგ სუგამადექსს და პროგესტერონს შორის ურთიერთქმედებისთვის სავარაუდო იყო პროგესტერონის ექსპოზიციის დაქვეითების გამოწვევა (34% - AUC) იმ მდგომარეობის მსგავსად როდესაც ორალური კონტრაცეპტივის სადღეღამისო დოზის მიღება ხდება 12 საათით გვიან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ეფექტურობის შემცირება. ესტროგენებისთვის მოსალოდნელია უფრო დაბალი ეფექტი. აქედან გამომდინარე სუგამადექსის დოზის ბოლუსური გამოყენება ორალური სტეროიდული კონტრაცეპტივების დოზის გამოყენების ექვივალენტად მიიჩნევა (კომბინირებული ან მხოლოდ პროგესტოგენი). თუ სუგამადექსის გამოყენება ხდება ორალური კონტრაცეპტივის დღეს, ორალური სტეროიდული კონტრაცეპტივის გამოყენების ინსტრუქციაში უნდა იხილონ პარაგრაფი დოზის გამოტოვება. არა-ორალური ჰორმონული კონტრაცეპტივის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა გამოიყენოს კონტრაცეფციის დამატებითი არაჰორმონალური მეთოდი, შემდეგი 7 დღის განმავლობაში და იხილოს პროდუქტის გამოყენების ინსტრუქცია.
ურთიერთქმედება როკურონიუმის ან ვეკურონიუმის გახანგრძლივებული ეფექტის გამო:
როდესაც გამოიყენება სამედიცინო პროდუქტები, რომლებიც აძლიერებს ნერვკუნთოვან ბლოკადას, პოსტოპერაციულ პერიოდში საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეციდივის შესაძლებლობის გამო. გთხოვთ იხილეთ როკურონიუმის ან ვეკურონიუმის გამოყენების ინსტრუქციაში სპეციფიკური სამედიცინო პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებიც აძლიერებს ნერვკუნთოვან ბლოკადას. ნერვკუნთოვანი ბლოკადის რეციდივის შემთხვევაში, პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს მექანიკურ ვენტილაციას და სუგამადექსის ხელახლა მიღებას (იხ. პარაგრაფი დოზირება და გამოყენების მეთოდი).
ურთიერთქმედება ლაბორატორიულ ტესტებთან:
ზოგადად, სუგამადექსი არ მოქმედებს ლაბორატორიულ ტესტებზე, შესაძლო გამონაკლისია შრატში პროგესტერონის შეფასება. ამ ტესტზე მოქმედება აღწერილია პლაზმაში სუგამადექსის 100 მიკროგრამი/მლ კონცენტრაციისას (პლაზმაში კონცენტრაციის პიკი 8მგ/კგ ბოლუსური ინექციის შემდეგ).
მოხალისეების კვლევებში სუგამადექსის 4მგ/კგ და 16მგ/კგ დოზა იწვევდა aPTTმაქსიმალურ საშუალო გახანგრძლივებას 17 და 22% -ით და PT (INR) შესაბამისად 11 და 22%-ით. ეს შეზღუდული საშუალო aPTTდა PT(INR) გახანგრძლივება იყო ხანმოკლე (≤ 30 წუთი).
in vitro ექსპერიმენტებში ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება (aPTTდა PT გახანგრძლივება) აღინიშნა K ვიტამინის ანტაგონისტებისთვის, არაფრაქციული ჰეპარინისთვის, დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინოიდებისთვის, რივაროქსაბანის და დაბიგასტრანისთვის (იხ. პარაგრაფი განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის).
პედიატრიული პოპულაცია
ურთიერთქმედების ოფიციალური კვლევები არ ჩატარებულა. პედიატრიული პოპულაციისათვის უნდა გაითვალისწინონ მოზრდილების ზემოაღნიშნული ურთიერთქმედებები რომლებიც მოცემულია პარაგრაფში განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის
ჭარბი დოზირება
კლინიკურ კვლევებში აღინიშნა 1 შემთხვევით დოზის გადაჭარბება 40მგ/კგ დოზით, მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციების გარეშე. ადამიანის ტოლერანტობის კვლევაში, სუგამადექსი გამოიყენებოდა 96მგ/კგ დოზით. დოზასთან დაკავშირებული ან სერიოზული გვერდითი მოვლენები არ აღინიშნა. სუგამადექსის გამოყოფა შეიძლება ჰემოდიალიზით მაღალი ნაკადის ფილტრით, მაგრამ არა დაბალი ნაკადის ფილტრით. კლინიკური კვლევების საფუძველზე პლაზმაში სუგამადექსის კონცენტრაცია დაახლოებით 70%-ით მცირდება დიალიზის 3-6 საათიანი სეანსის შემდეგ.
განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები განადგურების და შენახვისთვის
ბრაიდექსი რომფარმის ინექცია შესაძლებელია ინტრავენურ სისტემაში ინფუზიისთვის შემდეგ ხსნარებთან ერთად: ნატრიუმის ქლორიდი 9მგ/მლ (0.9%), გლუკოზა 50მგ/მლ (5%), ნატრიუმის ქლორიდი 4.5 მგ/მლ (0.45%) და გლუკოზა 25 მგ/მლ (2.5%), რინგერ ლაქტატის ხსნარი, რინგერის ხსნარი, გლუკოზა 50მგ/მლ (5%) , ნატრიუმის ქლორიდი 9მგ/მლ (0.9%).
საინფუზიო ხაზი ადექვატურად უნდა გაირეცხოს (მაგ. 0.9% იანი ნატრიუმის ქლორიდით) ბრაიდექსი რომფარმის და სხვა პრეპარატების გამოყენებას შორის.
გამოყენება პედიატრიულ პოპულაციაში
პედიატრიული პაციენტებისთვის ბრაიდექსი რომფარმი შეიძლება განზავდეს 9მგ/მლ ნატრიუმის ქლორიდის (0,9%) გამოყენებით 10მგ/მლ კონცენტრაციამდე (იხ. პარაგრაფი შენახვის ვადა).
ნებისმიერი გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების მიხედვით.
შეუთავსებლობა
ეს სამედიცინო პროდუქტი არ უნდა შეურიონ სხვა საშუალებებს იმ პრეპარატების გარდა, რომლებიც შესულია პარაგრაფში განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები განადგურებისთვის და შენახვისთვის.
ფიზიკური შეუთავსებლობა აღწერილია ვერაპამილის, ონდანსეტრონის და რანიტიდინისთვის.
კონტეინერის აღწერა და შემადგენლობა
მინიმუმ 2 მლ ხსნარი I ტიპის უფერო შუშის ფლაკონში, რომელიც დახურულია ქლორბუთილის რეზინის საცობებით ალუმინის ხუფით მოსატეხი ლუქით.
ფლაკონი ეტიკეტირებულია. 5 ეტიკეტირებული ფლაკონი მოთავსებულია პვქ დამცავ სათავსში. ორი დამცავი პვქ სათავსი, თითოეულში 5 ფლაკონი და ფურცელი-ჩანართი შეფუთულია ყუთში.
ფლაკონი ეტიკეტირებულია და დასაკეც ყუთზე მითითებულია პარტიის ნომერი და ვარგისიანობის ვადა.
შეფუთვის ზომა: 2მლ-იანი 10 ფლაკონი.
განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები შენახვისთვის
ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
გაყინვა არ შეიძლება
ფლაკონი ინახება კოლოფში, სინათლისგან დაცვისთვის.
შენახვის ვადა
2 წელი.
პირველი გახსნის და განზავების შემდეგ ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოვლინდა 48 საათის განმავლობაში, 2°C-25°C გამოყენებისას. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, განზავებული პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენონ. თუ გამოყენება არ ხდება დაუყოვნებლივ, შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობაა და ჩვეულებრივ არ უნდა გადააჭარბოს 2°C - 8°C-ზე თუ განზავება არ მოხდა კონტროლირებულ და ვალიდურ ასეპტიკურ პირობებში.
განსაკუთრებული უსაფრთოხების ზომები განადგურებისთვის
გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი:
S.C. Rompharm Company S.R.L.
Str. Eroilor 1А, Otopeni, 075100, Romania
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
შპს რომფარმ კომპანი საქართველო
საქართველო, თბილისი, სააკაძის დაღმართი №8,ოფისი №7ა
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.