პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ყველა სხვა თერაპიული საშუალებები

სუგამადექსი ადროიქი 100 მგ/მლ საინექციო ხსნარი

Sugammadex Adroiq 100 mg/ml Injektionslösung

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
რისთვის გამოიყენება

რას წარმოადგენს სუგამადექს ადროიქი სუგამადექს ადროიქი შეიცავს აქტიურ სუცსტანცია სუგამადექსს. სუგამადექს ადროიქი ითვლება შერჩევით დამამშვიდებელ ნივთიერებად, რადგან ის მუშაობს მხოლოდ კუნთების რელაქსაციის გარკვეულ პრეპარატებთან ერთად, როგორიცაა როკურონიუმის ბრომიდი ან ვეკურონიუმის ბრომიდი. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
სუგამადექსი (sugammadex)
ფორმა და შეფუთვა
200მგ/2მლ (100მგ/მლ) 2მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი ფლაკონი №10
მწარმოებელი
Pharma Pack Hungary Kft, უნგრეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყველა სხვა თერაპიული საშუალებები, ანტიდოტები
ATC კოდი
V03AB35
რეგისტრაციის ნომერი
რ-039860
რეგისტრირებულია
28 დეკემბერი 2023, მოქმედებს 28 დეკემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „მუსმან ფარმასუთიქალს საქართველოს ფილიალი“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებასუგამადექსი ადროიქი 100 მგ/მლ საინექციო ხსნარი და სხვა წამალი ერთად

სუგამადექსი ადროიქი 100 მგ/მლ საინექციო ხსნარი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რას წარმოადგენს სუგამადექს ადროიქი

სუგამადექს ადროიქი შეიცავს აქტიურ სუცსტანცია სუგამადექსს.

სუგამადექს ადროიქი ითვლება შერჩევით დამამშვიდებელ ნივთიერებად, რადგან ის მუშაობს მხოლოდ კუნთების რელაქსაციის გარკვეულ პრეპარატებთან ერთად, როგორიცაა როკურონიუმის ბრომიდი ან ვეკურონიუმის ბრომიდი.

რისთვის გამოიყენება სუგამადექს ადროიქი

როდესაც თქვენ გიტარდებათ გარკვეული სახის ოპერაცია, თქვენი კუნთები მთლიანად უნდა იყოს მოდუნებული. ეს უადვილებს ქირურგს ოპერაციის ჩატარებას. ამისათვის თქვენ გეძლევათ ზოგადი ანესთეზია, რომელიც მოიცავს მედიკამენტებს, რომლებიც ადუნებენ კუნთებს. მათ უწოდებენ მიორელაქსანტებს და მაგალითებია როკურონიუმის ბრომიდი და ვეკურონიუმის ბრომიდი. იმის გამო, რომ ეს მედიკამენტები ასევე ადუნებს სასუნთქ კუნთებს, თქვენ დაგჭირდებათ სუნთქვის მხარდაჭერა (ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია) ოპერაციის მიმდინარეობისას და მის შემდეგ, სანამ არ შეძლებთ დამოუკიდებლად სუნთქვას.

სუგამადექს ადროიქი გამოიყენება ოპერაციის შემდეგ კუნთების აღდგენის დასაჩქარებლად, რათა უფრო სწრაფად შეძლოთ დამოუკიდებლად სუნთქვა. ეს მიიღწევა თქვენს ორგანიზმში როკურონიუმის ბრომიდთან ან ვეკურონიუმის ბრომიდთან შერწყმით. მისი გამოყენება შესაძლებელია ზრდასრულებში როკურონიუმის ბრომიდის ან ვეკურონიუმის ბრომიდის გამოყენებისას, ასევე ბავშვებში და მოზარდებში (2-დან 17 წლამდე), როდესაც როკურონიუმის ბრომიდი გამოიყენება ზომიერი რელაქსაციისათვის.

მიღების წესი და დოზირება

სუგამადექს ადროიქი მოგეცემათ თქვენი ანესთეზიოლოგის მიერ ან თქვენი ანესთეზიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

დოზირება

თქვენი ანესთეზიოლოგი შეიმუშავებს სუგამადექს ადროიქის თქვენთვის საჭირო დოზას შემდეგის საფუძველზე:

თქვენი წონა

რამდენად მოქმედებს მიორელაქსანტი თქვენზე

სტანდარტული დოზაა 2-4 მგ სხეულის მასის 1კგ-ზე ზრდასრულებში, ბავშვებსა და 2-დან 17 წლამდე მოზარდებში. 16 მგ/კგ დოზა შეიძლება გამოყენებულ იქნას ზრდასრულებში, თუ აუცილებელია კუნთების რელაქსაციის შემდეგ სწრაფი აღდგენა.

როგორ ხდება სუგამადექს ადროიქის მიღება

სუგამადექს ადროიქი მოგეცემათ თქვენი ანესთეზიოლოგის ნიერ. იგი ინიშნება ერთჯერადად, ინტრავენურად.

თუ მოგეცათ სუგამადექს ადროიქი რეკომენდირებულზე დიდი რაოდენობით

ვინაიდან თქვენი ანესთეზიოლოგი ყურადღებით აკვირდება თქვენს მდგომარეობას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოგცეთ ძალიან დიდი რაოდენობით სუგამადექს ადროიქი. მაგრამ მაშინაც კი, თუ ეს მოხდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან რაიმე პრობლემა გამოიწვიოს.

ამ მედიკამენტთან დაკავშირებული დამატებითი კითხვებით, მიმართეთ თქვენს ანესთეზიოლოგს ან სხვა ექიმს.

სიფრთხილის ზომები

არ უნდა მიიღოთ სუგამადექს ადროიქი

თუ ხართ ალერგიული სუგამადექსზე ან ამ მედიკამენტის სხვა ინგრედიენტებზე (ჩამოთვლილი მე-6 თავში)

23431558420 შეატყობინეთ თქვენს ანესთეზიოლოგს, თუ აღნიშნული გეხებათ თქვენ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

სუგამადექს ადროიქის მირებამდე აცნობეთ თქვენს ანესთეზიოლოგს

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ თირკმელების დაავადება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სუგამადექს ადროიქი გამოიყოფა თქვენი ორგანიზმიდან თირკმელებით.

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ ღვიძლის დაავადება.

თუ თქვენ გაქვთ სითხის შეკავება (შეშუპება).

თუ გაქვთ დაავადებები, რომლებიც ცნობილია, რომ ზრდის სისხლდენის რისკს (სისხლის შედედების დარღვევა) ან იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას.

ბავშვები და მოზარდები

ეს წამალი არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

076200 აცნობეთ თქვენს ანესთეზიოლოგს, თუ იღებთ, ახლახამს იღებდით ან აპირებთ მიიღოთ ნებისმიერი სხვა წამალი.

სუგამადექს ადროიქმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა წამლებზე ან სხვა მედიკამენტებმა იქონიონ გავლენა მასზე.

ზოგიერთი პრეპარატი ამცირებს სუგამადექს ადროიქის ეფექტს

076200 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აცნობოთ თქვენს ანესთეზიოლოგს, თუ ცოტა ხნის მიღებული გაქვთ:

ტორემიფენი (გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ).

ფუზიდის მჟავა (ანტიბიოტიკი).

სუგამადექს ადროიქს შეუძლია გავლენა მოახდინოს ჰორმონალურ კონტრაცეპტივებზე

სუგამადექს ადროიქმა შესაძლოა ნაკლებად ეფექტური გახადოს ჰორმონალური კონტრაცეპტივები, მათ შორის „აბები“, ვაგინალური რგოლი, იმპლანტები ან ჰორმონალური საშვილოსნოსშიდა სისტემა (სშს), რადგან ისინი ამცირებენ თქვენ მიერ მიღებულ ჰორმონ პროგესტოგენის რაოდენობას. სუგამადექს ადროიქის გამოყენებისას დაკარგული პროგესტოგენის რაოდენობა დაახლოებით იგივეა, რაც ერთი პერორალური კონტრაცეპტივის გამოტოვებისას.

075565თუ თქვენ იღებთ ტაბლეტს იმავე დღეს, როდესაც მიიღეთ სუგამადექს ადროიქი, მიჰყევით ტაბლეტის ინსტრუქციაში მოცემულ რეკომენდაციას - თუ დაგავიწყდათ ტაბლეტების მიღება.

075565თუ თქვენ იყენებთ სხვა ჰორმონალურ კონტრაცეპტივს (როგორიცაა ვაგინალური რგოლი, იმპლანტი ან საშვილოსნოსშიდა სისტემა (სშს)), შემდეგი 7 დღის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის დამატებითი არაჰორმონალური მეთოდი (როგორიცაა პრეზერვატივი) და მიჰყევით ფურცელ-ჩანართის რეკომენდაციებს.

ზემოქმედება სისხლის ანალიზზე

ზოგადად, სუგამადექს ადროიქი არ ახდენს ზეგავლენას ლაბორატორიულ ტესტებზე. თუმცა, მან შეიძლება გავლენა იქონიოს ჰორმონ პროგესტერონის სისხლის ტესტის შედეგებზე. გაესაუბრეთ ექიმს, თუ თქვენი პროგესტერონის დონის შემოწმებაა საჭირო იმავე დღეს, როდესაც იღებთ სუგამადექს ადროიქს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

075565 აცნობეთ თქვენს ანესთეზიოლოგს, თუ ხართ ორსულად ან შესაძლოა იყოთ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ.

უცნობია გადადის თუ არა სუგამადექსი დედის რძეში. ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელისა და დედისთვის სუგამადექს ადროიქის სარგებელის გათვალისწინებით, თქვენი ანესთეზიოლოგი დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ, შეწყვიტოთ ძუძუთი კვება თუ შეწყვიტოთ სუგამადექსით თერაპია.

ავტომიბილისა და მექანიზმების მართვა

სუგამადექს ადროიქი არ ახდენს ზეგავლენა მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

სუგამადექს ადროიქი შეიცავს ნატრიუმს

ეს წამლის 1მლ შეიცავს 9,7მგ-მდე ნატრიუმს (კულინარიის მთავარი კომპონენტი

/ სუფრის მარილი).

ეს შეესაბამება ზრდასრულთათვის რეკომენდებული ნატრიუმის მოხმარების მაქსიმალური დღიური დოზის 0,5%-ს.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ წამალმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა ის ყველას არ უვითარდება.

თუ გვერდითი მოვლენები გამოვლინდა ანესთეზიის დროს, მას შეამჩნევს და უმკურნალებს თქვენი ანესთეზიოლოგი.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანში)

ხველა

სუნთქვის გაძნელება, რაც შეიძლება მოიცავდეს ხველას ან ისეთ მოძრაობას, თითქოს იღვიძებთ და აკეთებთ ჩასუნთქვას

მსუბუქი ანესთეზია - შესაძლოა დაიწყოთ ღრმა ძილიდან გამოსვლა, ამიტომ დაგჭირდებათ დამატებითი ანესთეზია. ამან შეიძლება გამოიწვიოს ოპერაციის ბოლოსკენ თქვენი მოძრაობა ან ხველა.

გართულებები პროცედურის დროს, როგორიცაა პულსის სიხშირის ცვლილება, ხველა ან მოძრაობა.

არტერიული წნევის დაქვეითება ქირურგიული ჩარევის გამო.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში)

სასუნთქი გზების კუნთების სპაზმით გამოწვეული ქოშინი (ბრონქოსპაზმი) დაფიქსირდა ანამნეზში ფილტვების პრობლემების მქონე პაციენტებში.

ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა წამლების მიმართ), როგორიცაა გამონაყარი, კანის სიწითლე, ენის და/ან ყელის შეშუპება, ქოშინი, არტერიული წნევის ცვლილებები ან გულისცემის სიხშირის ცვლილება, ზოგჯერ იწვევს სისხლის მიმოქცევის მკვეთრად დაქვეითებას. მძიმე ალერგიები ან ალერგიული რეაქციები შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს.

ალერგიული რეაქციები უფრო ხშირად აღინიშნებოდა ჯანმრთელ მოხალისეებში

ოპერაციის შემდეგ კუნთების რელაქსაციის აღდგენა.

სიხშირე უცნობია

სუგამადექს ადროიქის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს გულის რითმის სერიოზული შენელება და გულისცემის შენელება გულის გაჩერებამდე.

შეტყობინება გვერდითი ეფექტების თაობაზე

თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ანესთეზიოლოგს ან სხვა ექიმს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი ეფექტების თაობაზე თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ მოხსენების ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომელიც ჩამოთვლილია დანართ V-ში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებაში.

შემადგენლობა

აქტიური სუბსტანციაა სუგამადექსი.

1მლ საინექციო ხსნარი შეიცავს სუგამადექსის ნატრიუმს, ექვივალენტურს 100მგ სუგამადექსისა.

ყოველი 2მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 200მგ სუგამადექსის ექვივალენტურ რაოდენობა სუგამადექსის ნატრიუმს.

ყოველი 5მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 500მგ სუგამადექსის ექვივალენტურ რაოდენობა სუგამადექსის ნატრიუმს.

სხვა ინგრედიენტებია საინექციო წყალი, მარილმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის დასარეგულირებლად).

იხილეთ თავი 2 „სუგამადექსი ადროიქი შეივცავს ნატრიუმს“.

როგორ გამოიყურება სუგამადექს აქროიდი და შეფუთვის შიგთავსი

სუგამადექს აქროიდი წარმოადგენს გამჭვირვალე და უფეროდან ოდნავ მოყვითალო შეფერილობამდე საინექციო ხსნარს.

იგი მოწოდებულია ორი განსხვავებული ზომის შეფუთვით, რომელიც შეიცავს საინექციო ხსნარის 2 მლ-იან 10 ფლაკონს, ან 5მლ-იან 10 ფლაკონს.

შეფუთვის ყველა ზომა შესაძლებელია არ იყოს გაყიდვაში.

მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი

შპს ექსტროვისი EU

პატრიარკას ქუჩა 14.

2000, სენტენდრე, უნგრეთი

შენახვის პირობები

შენახვას ახორციელებენ ჯანდაცვის პროფესიონალები.

ეს წამალი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე და ეტიკეტზე "EXP" შემდეგ. ვადის გასვლის თარიღი ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.

ინახება 30°C-მდე ტემპერატურაზე. არ გაიყინოთ. შეინახეთ ფლაკონი გარე მუყაოს კოლოფში, სინათლისგან დასაცავად.

პირველი გახსნისა და განზავების შემდეგ ინახება 2-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე და გამოყენება დასაშვებია 24 საათის განმავლობაში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის ბროშურა: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

სუგამადექს ადროიქ 100 მგ/მლ

საინექციო ხსნარი

სუგამადექსი

აღნიშნული მედიკამენტის გამოყენებამდე სრულად გაეცანით ამ შეფუთვის ბროშურას, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ბროშურა. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ანესთეზიოლოგს ან ექიმს.

თუ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ანესთეზიოლოგს ან სხვა ექიმს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ბროშურაში. იხ. თავი 4.

რას მოიცავს აღნიშნული ბროშურა

რას წარმოადგენს სუგამადექს ადროიქი და რისთვის გამოიყენება იგი

რა უნდა იცოდეთ სუგამადექს ადროიქის გამოყენებამდე

როგორ უნდა მიიღოთ სუგამადექს ადროიქი

შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორ ინახება სუგამადექს ადროიქი

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

  • რას წარმოადგენს სუგამადექს ადროიქი და რისთვის გამოიყენება იგი

რას წარმოადგენს სუგამადექს ადროიქი

სუგამადექს ადროიქი შეიცავს აქტიურ სუცსტანცია სუგამადექსს.

სუგამადექს ადროიქი ითვლება შერჩევით დამამშვიდებელ ნივთიერებად, რადგან ის მუშაობს მხოლოდ კუნთების რელაქსაციის გარკვეულ პრეპარატებთან ერთად, როგორიცაა როკურონიუმის ბრომიდი ან ვეკურონიუმის ბრომიდი.

რისთვის გამოიყენება სუგამადექს ადროიქი

როდესაც თქვენ გიტარდებათ გარკვეული სახის ოპერაცია, თქვენი კუნთები მთლიანად უნდა იყოს მოდუნებული. ეს უადვილებს ქირურგს ოპერაციის ჩატარებას. ამისათვის თქვენ გეძლევათ ზოგადი ანესთეზია, რომელიც მოიცავს მედიკამენტებს, რომლებიც ადუნებენ კუნთებს. მათ უწოდებენ მიორელაქსანტებს და მაგალითებია როკურონიუმის ბრომიდი და ვეკურონიუმის ბრომიდი. იმის გამო, რომ ეს მედიკამენტები ასევე ადუნებს სასუნთქ კუნთებს, თქვენ დაგჭირდებათ სუნთქვის მხარდაჭერა (ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია) ოპერაციის მიმდინარეობისას და მის შემდეგ, სანამ არ შეძლებთ დამოუკიდებლად სუნთქვას.

სუგამადექს ადროიქი გამოიყენება ოპერაციის შემდეგ კუნთების აღდგენის დასაჩქარებლად, რათა უფრო სწრაფად შეძლოთ დამოუკიდებლად სუნთქვა. ეს მიიღწევა თქვენს ორგანიზმში როკურონიუმის ბრომიდთან ან ვეკურონიუმის ბრომიდთან შერწყმით. მისი გამოყენება შესაძლებელია ზრდასრულებში როკურონიუმის ბრომიდის ან ვეკურონიუმის ბრომიდის გამოყენებისას, ასევე ბავშვებში და მოზარდებში (2-დან 17 წლამდე), როდესაც როკურონიუმის ბრომიდი გამოიყენება ზომიერი რელაქსაციისათვის.

  • რა უნდა იცოდეთ სუგამადექს ადროიქის გამოყენებამდე

არ უნდა მიიღოთ სუგამადექს ადროიქი

თუ ხართ ალერგიული სუგამადექსზე ან ამ მედიკამენტის სხვა ინგრედიენტებზე (ჩამოთვლილი მე-6 თავში)

23431558420 შეატყობინეთ თქვენს ანესთეზიოლოგს, თუ აღნიშნული გეხებათ თქვენ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

სუგამადექს ადროიქის მირებამდე აცნობეთ თქვენს ანესთეზიოლოგს

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ თირკმელების დაავადება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სუგამადექს ადროიქი გამოიყოფა თქვენი ორგანიზმიდან თირკმელებით.

თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ ღვიძლის დაავადება.

თუ თქვენ გაქვთ სითხის შეკავება (შეშუპება).

თუ გაქვთ დაავადებები, რომლებიც ცნობილია, რომ ზრდის სისხლდენის რისკს (სისხლის შედედების დარღვევა) ან იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას.

ბავშვები და მოზარდები

ეს წამალი არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

სხვა წამლები და სუგამადექს ადროიქი

076200 აცნობეთ თქვენს ანესთეზიოლოგს, თუ იღებთ, ახლახამს იღებდით ან აპირებთ მიიღოთ ნებისმიერი სხვა წამალი.

სუგამადექს ადროიქმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა წამლებზე ან სხვა მედიკამენტებმა იქონიონ გავლენა მასზე.

ზოგიერთი პრეპარატი ამცირებს სუგამადექს ადროიქის ეფექტს

076200 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აცნობოთ თქვენს ანესთეზიოლოგს, თუ ცოტა ხნის მიღებული გაქვთ:

ტორემიფენი (გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ).

ფუზიდის მჟავა (ანტიბიოტიკი).

სუგამადექს ადროიქს შეუძლია გავლენა მოახდინოს ჰორმონალურ კონტრაცეპტივებზე

სუგამადექს ადროიქმა შესაძლოა ნაკლებად ეფექტური გახადოს ჰორმონალური კონტრაცეპტივები, მათ შორის „აბები“, ვაგინალური რგოლი, იმპლანტები ან ჰორმონალური საშვილოსნოსშიდა სისტემა (სშს), რადგან ისინი ამცირებენ თქვენ მიერ მიღებულ ჰორმონ პროგესტოგენის რაოდენობას. სუგამადექს ადროიქის გამოყენებისას დაკარგული პროგესტოგენის რაოდენობა დაახლოებით იგივეა, რაც ერთი პერორალური კონტრაცეპტივის გამოტოვებისას.

075565თუ თქვენ იღებთ ტაბლეტს იმავე დღეს, როდესაც მიიღეთ სუგამადექს ადროიქი, მიჰყევით ტაბლეტის ინსტრუქციაში მოცემულ რეკომენდაციას - თუ დაგავიწყდათ ტაბლეტების მიღება.

075565თუ თქვენ იყენებთ სხვა ჰორმონალურ კონტრაცეპტივს (როგორიცაა ვაგინალური რგოლი, იმპლანტი ან საშვილოსნოსშიდა სისტემა (სშს)), შემდეგი 7 დღის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის დამატებითი არაჰორმონალური მეთოდი (როგორიცაა პრეზერვატივი) და მიჰყევით ფურცელ-ჩანართის რეკომენდაციებს.

ზემოქმედება სისხლის ანალიზზე

ზოგადად, სუგამადექს ადროიქი არ ახდენს ზეგავლენას ლაბორატორიულ ტესტებზე. თუმცა, მან შეიძლება გავლენა იქონიოს ჰორმონ პროგესტერონის სისხლის ტესტის შედეგებზე. გაესაუბრეთ ექიმს, თუ თქვენი პროგესტერონის დონის შემოწმებაა საჭირო იმავე დღეს, როდესაც იღებთ სუგამადექს ადროიქს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

075565 აცნობეთ თქვენს ანესთეზიოლოგს, თუ ხართ ორსულად ან შესაძლოა იყოთ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ.

უცნობია გადადის თუ არა სუგამადექსი დედის რძეში. ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელისა და დედისთვის სუგამადექს ადროიქის სარგებელის გათვალისწინებით, თქვენი ანესთეზიოლოგი დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ, შეწყვიტოთ ძუძუთი კვება თუ შეწყვიტოთ სუგამადექსით თერაპია.

ავტომიბილისა და მექანიზმების მართვა

სუგამადექს ადროიქი არ ახდენს ზეგავლენა მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

სუგამადექს ადროიქი შეიცავს ნატრიუმს

ეს წამლის 1მლ შეიცავს 9,7მგ-მდე ნატრიუმს (კულინარიის მთავარი კომპონენტი

/ სუფრის მარილი).

ეს შეესაბამება ზრდასრულთათვის რეკომენდებული ნატრიუმის მოხმარების მაქსიმალური დღიური დოზის 0,5%-ს.

  • როგორ უნდა მიიღოთ სუგამადექს ადროიქი

სუგამადექს ადროიქი მოგეცემათ თქვენი ანესთეზიოლოგის მიერ ან თქვენი ანესთეზიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

დოზირება

თქვენი ანესთეზიოლოგი შეიმუშავებს სუგამადექს ადროიქის თქვენთვის საჭირო დოზას შემდეგის საფუძველზე:

თქვენი წონა

რამდენად მოქმედებს მიორელაქსანტი თქვენზე

სტანდარტული დოზაა 2-4 მგ სხეულის მასის 1კგ-ზე ზრდასრულებში, ბავშვებსა და 2-დან 17 წლამდე მოზარდებში. 16 მგ/კგ დოზა შეიძლება გამოყენებულ იქნას ზრდასრულებში, თუ აუცილებელია კუნთების რელაქსაციის შემდეგ სწრაფი აღდგენა.

როგორ ხდება სუგამადექს ადროიქის მიღება

სუგამადექს ადროიქი მოგეცემათ თქვენი ანესთეზიოლოგის ნიერ. იგი ინიშნება ერთჯერადად, ინტრავენურად.

თუ მოგეცათ სუგამადექს ადროიქი რეკომენდირებულზე დიდი რაოდენობით

ვინაიდან თქვენი ანესთეზიოლოგი ყურადღებით აკვირდება თქვენს მდგომარეობას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოგცეთ ძალიან დიდი რაოდენობით სუგამადექს ადროიქი. მაგრამ მაშინაც კი, თუ ეს მოხდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან რაიმე პრობლემა გამოიწვიოს.

ამ მედიკამენტთან დაკავშირებული დამატებითი კითხვებით, მიმართეთ თქვენს ანესთეზიოლოგს ან სხვა ექიმს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ წამალმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა ის ყველას არ უვითარდება.

თუ გვერდითი მოვლენები გამოვლინდა ანესთეზიის დროს, მას შეამჩნევს და უმკურნალებს თქვენი ანესთეზიოლოგი.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანში)

ხველა

სუნთქვის გაძნელება, რაც შეიძლება მოიცავდეს ხველას ან ისეთ მოძრაობას, თითქოს იღვიძებთ და აკეთებთ ჩასუნთქვას

მსუბუქი ანესთეზია - შესაძლოა დაიწყოთ ღრმა ძილიდან გამოსვლა, ამიტომ დაგჭირდებათ დამატებითი ანესთეზია. ამან შეიძლება გამოიწვიოს ოპერაციის ბოლოსკენ თქვენი მოძრაობა ან ხველა.

გართულებები პროცედურის დროს, როგორიცაა პულსის სიხშირის ცვლილება, ხველა ან მოძრაობა.

არტერიული წნევის დაქვეითება ქირურგიული ჩარევის გამო.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში)

სასუნთქი გზების კუნთების სპაზმით გამოწვეული ქოშინი (ბრონქოსპაზმი) დაფიქსირდა ანამნეზში ფილტვების პრობლემების მქონე პაციენტებში.

ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა წამლების მიმართ), როგორიცაა გამონაყარი, კანის სიწითლე, ენის და/ან ყელის შეშუპება, ქოშინი, არტერიული წნევის ცვლილებები ან გულისცემის სიხშირის ცვლილება, ზოგჯერ იწვევს სისხლის მიმოქცევის მკვეთრად დაქვეითებას. მძიმე ალერგიები ან ალერგიული რეაქციები შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს.

ალერგიული რეაქციები უფრო ხშირად აღინიშნებოდა ჯანმრთელ მოხალისეებში

ოპერაციის შემდეგ კუნთების რელაქსაციის აღდგენა.

სიხშირე უცნობია

სუგამადექს ადროიქის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს გულის რითმის სერიოზული შენელება და გულისცემის შენელება გულის გაჩერებამდე.

შეტყობინება გვერდითი ეფექტების თაობაზე

თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ანესთეზიოლოგს ან სხვა ექიმს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი ეფექტების თაობაზე თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ მოხსენების ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომელიც ჩამოთვლილია დანართ V-ში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებაში.

  • როგორ ინახება სუგამადექს ადროიქი

შენახვას ახორციელებენ ჯანდაცვის პროფესიონალები.

ეს წამალი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე და ეტიკეტზე "EXP" შემდეგ. ვადის გასვლის თარიღი ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.

ინახება 30°C-მდე ტემპერატურაზე. არ გაიყინოთ. შეინახეთ ფლაკონი გარე მუყაოს კოლოფში, სინათლისგან დასაცავად.

პირველი გახსნისა და განზავების შემდეგ ინახება 2-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე და გამოყენება დასაშვებია 24 საათის განმავლობაში.

  • შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს სუგამადექს ადროიქი

აქტიური სუბსტანციაა სუგამადექსი.

1მლ საინექციო ხსნარი შეიცავს სუგამადექსის ნატრიუმს, ექვივალენტურს 100მგ სუგამადექსისა.

ყოველი 2მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 200მგ სუგამადექსის ექვივალენტურ რაოდენობა სუგამადექსის ნატრიუმს.

ყოველი 5მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 500მგ სუგამადექსის ექვივალენტურ რაოდენობა სუგამადექსის ნატრიუმს.

სხვა ინგრედიენტებია საინექციო წყალი, მარილმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის დასარეგულირებლად).

იხილეთ თავი 2 „სუგამადექსი ადროიქი შეივცავს ნატრიუმს“.

როგორ გამოიყურება სუგამადექს აქროიდი და შეფუთვის შიგთავსი

სუგამადექს აქროიდი წარმოადგენს გამჭვირვალე და უფეროდან ოდნავ მოყვითალო შეფერილობამდე საინექციო ხსნარს.

იგი მოწოდებულია ორი განსხვავებული ზომის შეფუთვით, რომელიც შეიცავს საინექციო ხსნარის 2 მლ-იან 10 ფლაკონს, ან 5მლ-იან 10 ფლაკონს.

შეფუთვის ყველა ზომა შესაძლებელია არ იყოს გაყიდვაში.

მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი

შპს ექსტროვისი EU

პატრიარკას ქუჩა 14.

2000, სენტენდრე, უნგრეთი

მწარმოებელი

Pharma Pack Hungary Kft

ვასუტ უ. 13, ბუდაორსი 2040, უნგრეთი

ეს ფურცელ-ჩანართი უკანასკნელად გადახედილია 2023 წლის მაისში.

ინფორმაციის სხვა წყაროები

ამ მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ვებსაიტზე: http://www.ema.europa.eu/.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა