სეროლეპი არის ღია ყვითელი ფერის, მრგვალი ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი. სეროლეპი 100 მგ წარმოდგენილია შეფუთვაში 30, 60 და 90 ტაბლეტის სახით. სეროლეპი შეიცავს ნივთიერება ქვეთიაპინს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კვეტიაპინი (quetiapine)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (2X15)
- მწარმოებელი
- Merkez Lab. Ilaç San. ve Tic. A.S, თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოლეფსური საშუალებები, დიაზეპინები, ოქსაზეპინები, თიაზეპინები და ოქსეპინები
- ATC კოდი
- N05AH04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038486
- რეგისტრირებულია
- 30 ივნისი 2023, მოქმედებს 30 ივნისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Helba İlaç İç ve Dış San. Tic. A.S (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
სეროლეპი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სეროლეპი არის ღია ყვითელი ფერის, მრგვალი ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი. სეროლეპი 100 მგ წარმოდგენილია შეფუთვაში 30, 60 და 90 ტაბლეტის სახით.
სეროლეპი შეიცავს ნივთიერება ქვეთიაპინს. ეს მიეკუთვნება ანტიფსიქოზური პრეპარატების ჯგუფს (სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ).
პრეპარატის ეს ჯგუფი ეფექტურია გარკვეული ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა:
ბიპოლარული აშლილობის თანმხლები დიდი დეპრესიული ეპიზოდები: ამ შემთხვევაში თავს სევდიანად გრძნობთ. შეიძლება იგრძნოთ პესიმიზმი, დანაშაულის გრძნობა, ენერგიის დაკარგვა, მადის დაქვეითება და უძილობა.
ბიპოლარული აშლილობის დროს მანიის ზომიერი და მძიმე ეპიზოდები: გახდით ზედმეტად აღტაცებული, აღელვებული, ბედნიერი, ცნობისმოყვარე ან ჰიპერაქტიური ხდებით (ჩვეულებრივზე ნაკლები ძილი გჭირდებათ, უფრო მოლაპარაკე ხართ, შეიძლება შეამჩნიოთ, რომ აზრები ან იდეები სწრაფად იცვლება) ან მიიღეთ გადაწყვეტილებები, მათ შორის აგრესიული ან დესტრუქციული ქცევა.
მანიის და დეპრესიული ეპიზოდების რეციდივის პროფილაქტიკაში ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტებში, რომლებმაც ადრე უპასუხეს ქვეთიაპინის თერაპიას.
შიზოფრენია: შეიძლება გესმოდეთ ან შეიგრძნოთ ის, რაც სინამდვილეში არ არის; გჯერათ ის, რაც არ შეესაბამება სიმართლეს ან გრძნობთ უცნაურ ეჭვებს, შფოთვას, გონების დაბინდვას, დანაშაულის გრძნობას, დაძაბულობას, მოწყენილობას.
მაშინაც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ, ექიმმა შეიძლება გააგრძელოს სეროლეპის დანიშვნა.
მიღების წესი და დოზირება
ინსტრუქციები შესაბამისი მეთოდისა და მიღების დოზის/სიხშირის შესახებ:
სეროლეპის მიღებისას ყოველთვის მკაცრად დაიცავით ექიმის მითითებანი. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ექიმი დაადგენს საწყის დოზას. შემანარჩუნებელი (დღიური დოზა) დამოკიდებულია თქვენს დაავადებასა და საჭიროებაზე; მაგრამ ეს ჩვეულებრივ იქნება 150 მგ-დან 800 მგ-მდე.
მიღების წესი:
თქვენს ტაბლეტებს მიიღებთ დღეში ერთხელ ძილის წინ ან დღეში ორჯერ თქვენი დაავადების მიხედვით.
გადაყლაპეთ თქვენი ტაბლეტები მთლიანად წყალთან ერთად.
შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი ტაბლეტები, უზმოზე ან ჭამის დროს.
არ დალიოთ გრეიფრუტის წვენი სეროლეპის გამოყენებისას. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს წამლის მოქმედებაზე.
არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, მაშინაც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდება
დაუშვებელია სეროლეპის მიღება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
გამოყენება ხანდაზმულებში:
თუ ხართ ხანდაზმული, მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა.
გამოყენების სპეციალური პირობები:
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ღვიძლის უკმარისობა
თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები, ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი დოზა.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ სეროლეპის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ სეროლეპის უფრო მეტი დოზა, ვიდრე საჭიროა:
თუ მიიღეთ სეროლეპის იმაზე მეტი დოზა, ვიდრე უნდა გამოეყენებინათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ იღებთ სეროლეპის უფრო მეტ დოზა, ვიდრე ექიმის დაგინიშნათ, შეიძლება იგრძნოთ ძილიანობა, თავბრუსხვევა და პათოლოგიური გულისცემა. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.სეროლეპის ტაბლეტები თან იქონიეთ.
თუ დაგავიწყდათ სეროლეპის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.
გამოტოვებული დოზა მიიღეთ გახსენებისთანავე, თუ უკვე მომდევნო დოზის მიღების დრო არ არის.
მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს სეროლეპით მკურნალობის შეწყვეტისას
თუ მოულოდნელად შეწყვეტთ სეროლეპის გამოყენებას, შეიძლება ვერ დაიძინოთ, ან იგრძნოთ სისუსტე (გულისრევა) ან განვითარდეს თავის ტკივილი, ფაღარათი, გულისრევა (ღებინება), თავბრუსხვევა ან მოუსვენრობა.
ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დოზის თანდათანობით შემცირება მკურნალობის შეწყვეტამდე.
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვები ამ პრეპარატის შესახებ.
უკუჩვენებები
ხართ ალერგიული აქტიური ნივთიერება ქვეტიაპინის ან სეროლეპის ნებისმიერ კომპონენტის (იხ. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი) მიმართ;
იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:
აივ მკურნალობაში გამოყენებული ზოგიერთი მედიკამენტი (აივ-პროტეაზა ინჰიბიტორები, როგორიცაა დიდანოზინი, ლოპინავირი, რიტონავირი)
აზოლის კლასის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების წინააღმდეგ (როგორიცაა კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი)
ინფექციების მკურნალობის დროს გამოყენებული ზოგიერთი მედიკამენტი, როგორიცაა ერითრომიცინი, კლარიტრომიცინი
ზოგიერთი დეპრესანტი, როგორიცაა ნეფაზოდონი
თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს სეროლეპის მიღებამდე.
გამოიყენეთ სეროლეპი სიფრთხილით:
თუ:
თქვენ ან თქვენს ოჯახში ვინმეს გაქვთ ან გქონდათ გულის დაავადება (მაგალითად, თუ გაქვთ გულის არითმია, გულის კუნთის სისუსტე ან გულის ანთება, ან თუ იღებთ რაიმე პრეპარატს, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს გულისცემაზე),
გაქვთ დაბალი არტერიული წნევა,
გაქვთ ინსულტის ანამნეზი, განსაკუთრებით თუ ხანდაზმული ხართ.
გაქვთ ღვიძლის დაავადება,
ოდესმე გქონიათ გულყრა (კრუნჩხვა),
გაქვთ დიაბეტი ან გაქვთ დიაბეტის განვითარების რისკი. თუ გაქვთ, ექიმმა შეიძლება შეამოწმოს სისხლში შაქრის დონე სეროლეპის მიღებისას,
თქვენი ლეიკოციტების რაოდენობა დაბალი იყო რაიმე მიზეზით, რაც შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო მედიკამენტებით ან არა,
ხართ ხანდაზმული და გაქვთ დემენცია (თავის ტვინის ფუნქციის დარღვევა). თუ კი, სეროლეპის მიღება არ შეიძლება, ვინაიდან სეროლეპის ჯგუფის პრეპარატებმა, დემენციის მქონე ხანდაზმულ პირებში შეიძლება გაზარდონ ინსულტის რისკი, და ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილის რისკი,
თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს გაქვთ სისხლის თრობის ანამნეზი, ვინაიდან ამ ტიპის პრეპარატები დაკავშირებულია სისხლის თრომბების წარმოქმნასთან,
თუ თქვენ გაქვთ ან გქონდათ სუნთქვის დარღვევების პერიოდები (გამოხატული ძილის აპნოეს სახით) ღამის ნორმალური ძილის დროს და მიღებული მედიკამენტები ანელებენ თავის ტვინის ნორმალურ აქტივობებს (დეპრესანტები),
თუ თქვენ გაქვთ ან გქონდათ მოვლენები, როდესაც ძნელი იყო შარდის ბუშტის დაცლა (შარდის შეკავება), გაქვთ გადიდებული წინამდებარე ჯირკვალი, ნაწლავების ობსტრუქცია, მომატებული თვალშიდა წნევა. ეს მოვლენები ზოგჯერ გამოწვეულია მედიკამენტებით (ანტი-ქოლინერგული საშუალებები), რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ნერვული უჯრედების ფუნქციონირებაზე გარკვეული სამედიცინო მდგომარეობების მკურნალობისას,
გაქვთ ვენებთან დაკავშირებული პრობლემები. სეროლეპს გააჩნია იშვიათი რისკი გამოიწვიოს ვენური ოკლუზია. ყველა რისკ ფაქტორი უნდა დადგინდეს მკურნალობამდე და მკურნალობის დროს და ყველა საჭირო ზომა უნდა იქნეს მიღებული,
გაქვთ ალკოჰოლის ან მედიკამენტების ბოროტად მოხმარების ანამნეზი.
თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან გამოგივლინდათ სეროლეპის მიღების შემდეგ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის:
ცხელება, კუნთების მძიმე რიგიდობა, ოფლიანობა და ცნობიერების დაკარგვა, ე.წ. ნეიროლეპტიკური ავთვისებიანი სინდრომი. ამას შეიძლება დასჭირდეს სასწრადო სამედიცინო მკურნალობა.
უკონტროლო მოძრაობები, ძირითადად სახის ან ენის,
თავბრუსხვევის ან ძლიერი ძილიანობის შეგრძნება. ამან შეიძლება გაზარდოს ხანდაზმულ პაციენტებში შემთხვევითი დაზიანების (დაცემის) რისკი.
კრუნჩხვები,
გახანგრძლივებული და მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი),
ასეთი სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს ან ტიპის პრეპარატებით,
შემდეგი სიმპტომების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს, რაც შეიძლება სწრაფად:
ცხელება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ანგინა, ან სხვა ინფექციები, რაც შეიძლება იყოს გამოწვეული ლეიკოცირების დაბალი დონით; სეროლეპის მიღება უნდა შეწყდეს და დაიწყოს მკურნალობა.
შეკრულობა მუცლის პერსისტული ტკივილით ან შეკრულობა, რომელიც არ პასუხობს მკურნალობა; ვინაიდან ნაწლავების უფრო მძიმე ობსტრუქცია შეიძლება განვითარდეს.
სუიციდალური ფიქრები და თქვენი დეპრესიის გაუარესება
თუ დეპრესიაში ხართ, შეიძლება ხანდახან გაგიჩნდეთ აზრები საკუთარი თავის დაზიანების ან მოკვლის შესახებ. ეს შეიძლება გაიზარდოს მკურნალობის დაწყებისას, ვინაიდან ყველა ამ მედიკამენტს დრო სჭირდება, როგორც წესი, დაახლოებით ორი კვირა, მაგრამ ზოგჯერ მეტი. ეს აზრები ასევე შეიძლება გაიზარდოს, თუ მოულოდნელად შეწყვეტთ მედიკამენტების მიღებას. თქვენ შეიძლება უფრო მეტად იფიქროთ ასე, თუ ზრდასრული ახალგაზრდა ხართ. კლინიკური კვლევების ინფორმაციამ აჩვენა სუიციდალური აზრების და/ან სუიციდალური ქცევის გაზრდილი რისკი 25 წელზე ნაკლები ასაკის ახალგაზრდებში დეპრესიით.
თუ ნებისმიერ დროს გაგიჩნდებათ აზრები საკუთარი თავის დაზიანების ან მოკვლის შესახებ, მიმართეთ ექიმს ან სასწრაფოდ წადით საავადმყოფოში. შეიძლება სასარგებლო იყოს, უთხრათ ნათესავს ან მეგობარს, რომ გაქვთ დეპრესია და სთხოვოთ მათ წაიკითხონ ეს ბუკლეტი. შეგიძლიათ სთხოვოთ მათ გითხრან, თუ ფიქრობენ, რომ თქვენი დეპრესია უარესდება ან თუ ღელავენ თქვენ ქცევაში ცვლილებების გამო.
წამალთან დაკავშირებული გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS)
გავრცელებული ქავილი, მომატებული სხეულის ტემპერატურა, ღვიძლის ფერმენტების მომატება, სისხლში დარღვევები (ეოზინოფილია), გადიდებული ლიმფური კვანძები და სხვა ორგანოების ჩართვა (წამალთან დაკავშირებული გამონაყარი ან წამლის ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი სისტემური სიმპტომებით და ეოზინოფილია, რომელიც ცნობილია როგორც DRESS)
თუ თქვენ გაქვთ ეს სიმპტომები, შეწყვიტეთ SEROLEP-ის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიიღეთ სამედიცინო დახმარება.
წონაში მატება
წონის მომატება დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სეროლეპს. თქვენ და ექიმმა რეგულარულად უნდა შეამოწმოთ თქვენი წონა.
ბავშვები და მოზარდები
სეროლეპი არ გამოიყენება ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში. გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს.
სეროლეპი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
სეროლეპის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.
დააკვირდით რამდენ ალკოჰოლს სვამთ. იმის გამო, რომ სეროლეპისა და ალკოჰოლის კომბინირებულმა ეფექტებმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა.
არ დალიოთ გრეიფრუტის წვენი სეროლეპით მკურნალობის დროს. მას შეუძლია შეცვალოს წამლის მოქმედება.
სიფრთხილის ზომები
არ შეიძლება სეროლეპის გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში თავის ტვინის დისფუნქციით (დემენცია), რაც იწვევს მეხსიერებისა და აზროვნების დარღვევებს. ამის მიზეზი ის არის, რომ ჯგუფის პრეპარატებს, სეროლეპის ჩათვლით შეუძლია ინსულტის რისკის გაზრდა, და ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილი დემენციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში.
კლინიკურ კვლევებში სეროლეპითა და ამ ჯგუფის სხვა პრეპარატებით, დაფიქსირებულია სიკვდილიანობის რისკის მატება დემენციის და ქცევითი აშლილობების მქონე ხანდაზმულ პაციენტებში. სეროლეპი არ არის დამტკიცებული ამ ტიპის გამოყენებისათვის.
არის შესაძლებლობა, რომ ანტიდეპრესანტების გამოყენებამ, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებში 24 წლამდე, შეიძლება გაზარდოდ სუიციდალური აზრები თუ ქცევები. ამ მიზეზით, ექიმი საგულდაგულოდ დაგაკვირდებათ მოულოდნელი ქცევითი ცვლილებების შემთხვევაში, როგორიცაა მოუსვენრობა, ჰიპერაქტივობა, ან სუიციდის შესაძლებლობა, რაც შეიძლება განვითარდეს განსაკუთრებით თქვენი მკურნალობის დასაწყისში და პირველ თვეებში ან მედიკამენტის დოზის მომატება/შემცირება ან შეწყვეტის დროს. მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, თუ გაქვთ სუიციდალური აზრები ან ქცევა, ან საკუთარი თავის დაზიანების აზრები სასწრაფოდ გამოიძახეთ ექიმი.
18 წლამდე ასაკის პაციენტებში სეროლეპის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს მედიკამენტის მიღებამდე. თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან სეროლეპის მიღებამდე. თქვენ არ უნდა მიიღოთ სეროლეპი ორსულობის დროს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში ანტიფსიქოზურ საშუალებებით (ეფექტური ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა შიზოფრენია და ფსიქოზური დეპრესია) ზემოქმედების ქვეშ მყოფი ახალშობილები არიან კუნთების პათოლოგიური მოძრაობის და/ან წამლის მოხსნის სიმპტომების განვითარების რისკის ქვეშ, რომელთა სიმძიმის ხარისხის შეიძლება განსხვავდებოდეს დაბადების შემდეგ. ეს სიმპტომებია მოუსვენრობა, კუნთების დაჭიმულობა, დაჭიმულობის დაკარგვა, ტრემორი, ძილიანობა, სუნთქვის გაძნელება ან კვების დარღვევა. თუ თქვენს პატარას განუვითარდა რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი, უნდა მიმართოთ ექიმს.
თუ მკურნალობის დროს დაადგენთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატის გამოყენებისას შეწყვიტეთ ძუძუთი კვება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
თქვენმა ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა. არ მართოთ მანქანა და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები, სანამ არ გაიგებთ, თუ როგორ იმოქმედებს ტაბლეტები თქვენზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სეროლეპში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
სეროლეპი შეიცავს ლაქტოზას, შაქრის სახეობას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
გვერდითი მოვლენები
მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველას არ ეხება, ამ მედიკამენტმა, ისევე როგორც ყველა მედიკამენტმა, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი, შეწყვიტეთ სეროლეპის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების სამსახურს:
მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება ან შოკი.
ალერგიული რეაქციები კანის ბუშტუკების ჩათვლით, კანის შეშუპება და შეშუპება პირის ღრუს გარშემო;
კანზე ბუშტუკების უეცარი წარმოქმნა, როგორც წესი, თვალების, ტუჩების და ყელის გარშემო (ანგიონევროზული შეშუპება).
ეს ყველაფერი ძალიან მძიმე გვერდითი მოვლენებია. თუ რომელიმე გამოვლინდა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ მძიმე ალერგია სეროლეპზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ეს გვერდითი მოვლენები არ არის ხშირი.
გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია შემდეგ კატეგორიებში:
ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს მინიმუმ 1-დან 10 პაციენტში.
ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1 პაციენტში.
არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1-ზე ნაკლები 1000 პაციენტში, მაგრამ 1-ზე მეტი 10000 პაციენტში.
ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1-ზე ნაკლები 10000 პაციენტში.
უცნობი: შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით.
სეროლეპის სხვა გვერდითი მოვლენები შემდეგია.
ძალიან ხშირი
თავბრუსხვევა (შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლს), თავის ტკივილი, პირის სიმშრალე,
ძილიანობა (შეიძლება გაქრეს დროთა განმავლობაში სეროლეპის მიღების გაგრძელებისას) (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა),
შეწყვეტის სიმპტომები (სიმპტომები, რომლებიც ვლინდება სეროლეპის გამოყენების შეწყვეტისას); ეს მოიცავს უძილობას, გულისრევას, თავის ტკივილს, ფაღარათს, ღებინებას, თავბრუსხვევას და მოუსვენრობას. რეკომენდებულია პრეპარატის თანდათანობით შეწყვეტა მინიმუმ 1-დან 2 კვირის განმავლობაში.
წონის მომატება
კუნთების პათოლოგიური მოძრაობები. მათ შორისაა კუნთების მოძრაობის დაწყების სირთულე, ტრემორი, დისკომფორტი ან კუნთების უმტკივნეულო რიგიდულობა.
გარკვეული ცხიმების (ტრიგლიცერიდების და საერთო ქოლესტერინის) რაოდენობის ცვლილება.
ხშირი
გულის რითმის აჩქარება (ტაქიკარდია),
გაძლიერებული, აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემის შეგრძნება,
ყაბზობა, კუჭის აშლილობა (მონელების დარღვევა)
სისუსტისა და უძლურების განცდა,
შეშუპება მკლავებში ან ფეხებში,
არტერიული წნევის დაქვეითება ფეხზე დგომისას (ორთოსტატული ჰიპოტენზია) და, შესაბამისად, თავბრუსხვევა ან სისუსტე (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა),
სისხლში შაქრის დონის მომატება,
მხედველობის დაბინდვა,
უჩვეულო სიზმრები და კოშმარები,
შიმშილის გრძნობა (მადის მომატება),
ჰიპერმგრძნობელობა სტიმულის მიმართ,
მეტყველებისა და გამოთქმის სირთულე,
დეპრესიისა და სუიციდალური აზრების მომატება,
ქოშინი,
ღებინება (განსაკუთრებით ხანდაზმულებში),
ალები,
სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების რაოდენობის ცვლილება,
სისხლის ზოგიერთი ტიპის უჯრედების რაოდენობის შემცირება,
სისხლში ღვიძლის ფერმენტების ოდენობის შემცირება,
იზრდება სისხლში პროლაქტინის ჰორმონის რაოდენობა. პროლაქტინის ჰორმონის მომატებამ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს:
- მკერდის შეშუპება და რძის მოულოდნელი გამომუშავება მამაკაცებსა და ქალებში.
- ქალებში მენსტრუაციის არარსებობა ან არარეგულარული მენსტრუაცია.
არახშირი
კრუნჩხვები,
ალერგიული რეაქციები კანის ბუშტუკების ჩათვლით, კანის შეშუპება და შეშუპება პირის ღრუს გარშემო,
ყლაპვის გაძნელება,
უნებლიე მოძრაობები, განსაკუთრებით სახისა და ენის,
სექსუალური აქტივობის დარღვევა,
დიაბეტი,
გულის ელექტრული აქტივობის ცვლილება (QT გახანგრძლივება), გამოვლენილი ეკგ-ზე,
მკურნალობის დაწყებისას შეიძლება დაფიქსირდეს ნორმაზე უფრო ნელი გულისცემა, რაც შეიძლება ასოცირებული იყოს არტერიული წნევის დაქვეითებასთან და გულისრევასთან,
შარდვის გაძნელება,
გონების დაკარგვა (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა),
ცხვირში შეგუბება,
სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება,
სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება,
სისხლის თეთრი უჯრედების, ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება,
უკვე არსებული დიაბეტის გაუარესება.
იშვიათი
სიცხის, ოფლიანობის, კუნთების დაჭიმვის, ძილიანობის ან დაღლილობის შეგრძნება (პათოლოგია, რომელსაც ეწოდება "ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი"),
კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე),
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი),
პრიაპიზმი (ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია),
სარძევე ჯირკვლების შეშუპება და რძის მოულოდნელი გამომუშავება (გალაქტორეა),
არარეგულარული მენსტრუაცია,
სისხლის შედედება (ფეხებში შეშუპების, ტკივილისა და სიწითლის ნიშნები), განსაკუთრებით ფეხის ვენებში, რომელიც სისხლძარღვების მეშვეობით ფილტვებში გადადის და იწვევს გულმკერდის ტკივილს და სუნთქვის გაძნელებას. თუ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი გამოვლინდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ძილის დროს სიარული, საუბარი, ჭამა და სხვა აქტივობები,
სხეულის ტემპერატურის დაქვეითება (ჰიპოთერმია),
პანკრეასის ანთება,
მდგომარეობა, რომელიც არის სამი ან მეტი შემდეგი მდგომარეობის კომბინაცია (ასევე უწოდებენ მეტაბოლურ სინდრომს): მუცლის ცხიმის მომატება, „კარგი ქოლესტერინის“ (HDL-C) დაქვეითება, სისხლში ცხიმის ტრიგლიცერიდების მომატება, მაღალი წნევა და სისხლში შაქრის მომატება,
მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება აგრანულოციტოზი; სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა ცხელებით, გრიპის მსგავსი სიმპტომებით, ყელის ტკივილით ან სხვა ინფექციით,
ნაწლავური გაუვალობა,
სისხლში კრეატინ ფოსფოკინაზას დონის მატება (კუნთების ნივთიერება),
სუნთქვის შეწყვეტის ხანმოკლე პერიოდები ნორმალური ღამის ძილის დროს (ძილის აპნოე).
ძალიან იშვიათი
ძლიერი გამონაყარი, შეშუპება და წითელი მუწუკები კანზე,
მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება ან შოკი,
კანზე ბუშტუკების უეცარი წარმოქმნა, განსაკუთრებით თვალების, ტუჩების და ყელის გარშემო (ანგიონევროზული შეშუპება)
ძლიერი პილინგი კანზე, პირის ღრუში, თვალებსა და სასქესო ორგანოებში (სტივენს ჯონსონის სინდრომი),
შარდის მოცულობის მარეგულირებელი ჰორმონის არასათანადო სეკრეცია
კუნთების ბოჭკოების დესტრუქცია და ტკივილი კუნთებში (რაბდომიოლიზი)
უცნობი
კანზე გამონაყარი არარეგულარული წითელი ლაქებით (მრავალფორმული ერითემა)
მძიმე, უეცარი ალერგიული რეაქცია (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) სიმპტომებით, როგორიცაა ცხელება, ბუშტუკები და კანის აქერცვლა,
ახალშობილებში წამლის მოხსნის სიმპტომები ორსულთა მიერ სეროლეპის გამოყენების გამო,
დამბლა
წამლების ჯგუფმა, მათ შორის სეროლეპმა შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის მძიმე და ფატალური დარღვევები. ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ სისხლის ანალიზით. ესენია გარკვეული ცხიმების (ტრიგლიცერიდები და მთლიანი ქოლესტერინი) რაოდენობის ზრდა, სისხლში შაქრის რაოდენობის ცვლილება, სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების რაოდენობის ცვლილება, ღვიძლის ფერმენტების მატება, რაოდენობის შემცირება. სისხლის გარკვეული უჯრედების, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, სისხლში კრეატინ ფოსფოკინაზას (ნივთიერება კუნთებში) რაოდენობის მატება და მათ შორის სისხლში ჰორმონის პროლაქტინის რაოდენობის ზრდა. ჰორმონის პროლაქტინის მატებამ იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს:
- სარძევე ჯირკვლების შეშუპება და დედის რძის მოულოდნელი გამომუშავება მამაკაცებსა და ქალებში
- ქალებში ყოველთვიური მენსტრუაციის არარსებობა ან არარეგულარული პერიოდები
გვერდითი მოვლენები ბავშვები და მოზარდები
იგივე გვერდითი ეფექტები, რაც შეიძლება განვითარდეს მოზრდილებში, შეიძლება ასევე გამოვლინდს ბავშვებსა და მოზარდებში.
შემდეგი გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად აღინიშნებოდა ბავშვებსა და მოზარდებში ან არ იყო გამოვლენილი მოზრდილებში:
ძალიან ხშირი
სისხლში პროლაქტინის პროლაქტინის რაოდენობის გაზრდა. იშვიათ შემთხვევებში, პროლაქტინის ჰორმონის მატებას შეიძლება მოჰყვეს:
- მკერდის შეშუპება და დედის რძის მოულოდნელი გამომუშავება ბიჭებსა და გოგოებში
- გოგოებს არ აქვთ მენსტრუაცია ან აქვთ არარეგულარული მენსტრუაცია
- მადის მომატება,
- ღებინება
- კუნთების არანორმალური მოძრაობები. მათ შორისაა კუნთების მოძრაობის დაწყების სირთულე, ტრემორი, დისკომფორტი ან კუნთების უმტკივნეულო რიგიდობა.
- არტერიული წნევის მომატება.
ხშირი
სისუსტის, უძლურების შეგრძნება (შეიძლება გამოიწვიოს გულისცემა),
ცხვირის ობსტრუქცია,
მოუსვენრობის შეგრძნება.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის პირობები
შეინახეთ სეროლეპი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და თავის შეფუთვაში.
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ სეროლეპი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი:
Helba İlaç İç ve Dış San. ტიკ. ა.შ.
Çamlık Mahallesi Pamuk Sk. A Blok Apt. No:12-16/17
უმრანიე-სტამბული/თურქეთი
ტელ: + 90 216 365 41 47
ფაქსი: + 90 216 365 41 48
ელფოსტა: [email protected]
მწარმოებლის მისამართი
Merkez Lab. İlaç San. ve Tic. A.Ş.
Sırrı Çelik Bulvarı Ayça Sok. No:6
Tasdelen/Cekmekoy / სტამბოლი /თურქეთი
ტელ: +90 216 484 41 66
ფაქსი: +90 216 484 41 91
www.merkezilac.com
ეს პაციენტის საინფორმაციო ფურცელი ბოლოს დამტკიცდა 04/06/2021.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პაციენტის საინფორმაციო ბროშურა
სეროლეპი
100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
პერორალური გამოყენების.
აქტიური ნივთიერება: ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 115.12 მგ ქვეტიაპინ ფუმარატს, რაც 100 მგ ქვეტიაპინ ფუძის ექვივალენტურია.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ორფუძიანი კალციუმის ფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლივინილპიროლიდონი K30, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, პოლეთილენ გლიკოლი, ყვითელი რკინის ოქსიდი.
პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით პაციენტის საინფორმაციო ფურცელი, რადგან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
- გთხოვთ შეინახოთ ეს ბროშურა. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
- დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის, არ მისცეთ ის სხვებს.
- თუ მიდიხართ ექიმთან ან საავადმყოფოში ამ პრეპარატის გამოყენებისას, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ ამ მედიკამენტს.
- ზუსტად დაიცავით რაც ამ ბროშურაში წერია. არ გამოიყენოთ უფრო მაღალი ან დაბალი დოზები, გარდა იმ დოზისა, რომელიც თქვენთვის რეკომენდებულია.
შინაარსი:
რა არის სეროლეპი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ სეროლეპის მიღებამდე
სეროლეპის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სეროლეპის შენახვის პირობები
- რა არის სეროლეპი და რისთვის გამოიყენება
სეროლეპი არის ღია ყვითელი ფერის, მრგვალი ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი. სეროლეპი 100 მგ წარმოდგენილია შეფუთვაში 30, 60 და 90 ტაბლეტის სახით.
სეროლეპი შეიცავს ნივთიერება ქვეთიაპინს. ეს მიეკუთვნება ანტიფსიქოზური პრეპარატების ჯგუფს (სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ).
პრეპარატის ეს ჯგუფი ეფექტურია გარკვეული ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა:
ბიპოლარული აშლილობის თანმხლები დიდი დეპრესიული ეპიზოდები: ამ შემთხვევაში თავს სევდიანად გრძნობთ. შეიძლება იგრძნოთ პესიმიზმი, დანაშაულის გრძნობა, ენერგიის დაკარგვა, მადის დაქვეითება და უძილობა.
ბიპოლარული აშლილობის დროს მანიის ზომიერი და მძიმე ეპიზოდები: გახდით ზედმეტად აღტაცებული, აღელვებული, ბედნიერი, ცნობისმოყვარე ან ჰიპერაქტიური ხდებით (ჩვეულებრივზე ნაკლები ძილი გჭირდებათ, უფრო მოლაპარაკე ხართ, შეიძლება შეამჩნიოთ, რომ აზრები ან იდეები სწრაფად იცვლება) ან მიიღეთ გადაწყვეტილებები, მათ შორის აგრესიული ან დესტრუქციული ქცევა.
მანიის და დეპრესიული ეპიზოდების რეციდივის პროფილაქტიკაში ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტებში, რომლებმაც ადრე უპასუხეს ქვეთიაპინის თერაპიას.
შიზოფრენია: შეიძლება გესმოდეთ ან შეიგრძნოთ ის, რაც სინამდვილეში არ არის; გჯერათ ის, რაც არ შეესაბამება სიმართლეს ან გრძნობთ უცნაურ ეჭვებს, შფოთვას, გონების დაბინდვას, დანაშაულის გრძნობას, დაძაბულობას, მოწყენილობას.
მაშინაც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ, ექიმმა შეიძლება გააგრძელოს სეროლეპის დანიშვნა.
- რა უნდა იცოდეთ სეროლეპის მიღებამდე
არ შეიძლება სეროლეპის გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში თავის ტვინის დისფუნქციით (დემენცია), რაც იწვევს მეხსიერებისა და აზროვნების დარღვევებს. ამის მიზეზი ის არის, რომ ჯგუფის პრეპარატებს, სეროლეპის ჩათვლით შეუძლია ინსულტის რისკის გაზრდა, და ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილი დემენციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში.
კლინიკურ კვლევებში სეროლეპითა და ამ ჯგუფის სხვა პრეპარატებით, დაფიქსირებულია სიკვდილიანობის რისკის მატება დემენციის და ქცევითი აშლილობების მქონე ხანდაზმულ პაციენტებში. სეროლეპი არ არის დამტკიცებული ამ ტიპის გამოყენებისათვის.
არის შესაძლებლობა, რომ ანტიდეპრესანტების გამოყენებამ, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებში 24 წლამდე, შეიძლება გაზარდოდ სუიციდალური აზრები თუ ქცევები. ამ მიზეზით, ექიმი საგულდაგულოდ დაგაკვირდებათ მოულოდნელი ქცევითი ცვლილებების შემთხვევაში, როგორიცაა მოუსვენრობა, ჰიპერაქტივობა, ან სუიციდის შესაძლებლობა, რაც შეიძლება განვითარდეს განსაკუთრებით თქვენი მკურნალობის დასაწყისში და პირველ თვეებში ან მედიკამენტის დოზის მომატება/შემცირება ან შეწყვეტის დროს. მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, თუ გაქვთ სუიციდალური აზრები ან ქცევა, ან საკუთარი თავის დაზიანების აზრები სასწრაფოდ გამოიძახეთ ექიმი.
18 წლამდე ასაკის პაციენტებში სეროლეპის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
არ მიიღოთ სეროლეპი, თუ:
ხართ ალერგიული აქტიური ნივთიერება ქვეტიაპინის ან სეროლეპის ნებისმიერ კომპონენტის (იხ. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი) მიმართ;
იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:
აივ მკურნალობაში გამოყენებული ზოგიერთი მედიკამენტი (აივ-პროტეაზა ინჰიბიტორები, როგორიცაა დიდანოზინი, ლოპინავირი, რიტონავირი)
აზოლის კლასის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების წინააღმდეგ (როგორიცაა კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი)
ინფექციების მკურნალობის დროს გამოყენებული ზოგიერთი მედიკამენტი, როგორიცაა ერითრომიცინი, კლარიტრომიცინი
ზოგიერთი დეპრესანტი, როგორიცაა ნეფაზოდონი
თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს სეროლეპის მიღებამდე.
გამოიყენეთ სეროლეპი სიფრთხილით:
თუ:
თქვენ ან თქვენს ოჯახში ვინმეს გაქვთ ან გქონდათ გულის დაავადება (მაგალითად, თუ გაქვთ გულის არითმია, გულის კუნთის სისუსტე ან გულის ანთება, ან თუ იღებთ რაიმე პრეპარატს, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს გულისცემაზე),
გაქვთ დაბალი არტერიული წნევა,
გაქვთ ინსულტის ანამნეზი, განსაკუთრებით თუ ხანდაზმული ხართ.
გაქვთ ღვიძლის დაავადება,
ოდესმე გქონიათ გულყრა (კრუნჩხვა),
გაქვთ დიაბეტი ან გაქვთ დიაბეტის განვითარების რისკი. თუ გაქვთ, ექიმმა შეიძლება შეამოწმოს სისხლში შაქრის დონე სეროლეპის მიღებისას,
თქვენი ლეიკოციტების რაოდენობა დაბალი იყო რაიმე მიზეზით, რაც შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო მედიკამენტებით ან არა,
ხართ ხანდაზმული და გაქვთ დემენცია (თავის ტვინის ფუნქციის დარღვევა). თუ კი, სეროლეპის მიღება არ შეიძლება, ვინაიდან სეროლეპის ჯგუფის პრეპარატებმა, დემენციის მქონე ხანდაზმულ პირებში შეიძლება გაზარდონ ინსულტის რისკი, და ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილის რისკი,
თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს გაქვთ სისხლის თრობის ანამნეზი, ვინაიდან ამ ტიპის პრეპარატები დაკავშირებულია სისხლის თრომბების წარმოქმნასთან,
თუ თქვენ გაქვთ ან გქონდათ სუნთქვის დარღვევების პერიოდები (გამოხატული ძილის აპნოეს სახით) ღამის ნორმალური ძილის დროს და მიღებული მედიკამენტები ანელებენ თავის ტვინის ნორმალურ აქტივობებს (დეპრესანტები),
თუ თქვენ გაქვთ ან გქონდათ მოვლენები, როდესაც ძნელი იყო შარდის ბუშტის დაცლა (შარდის შეკავება), გაქვთ გადიდებული წინამდებარე ჯირკვალი, ნაწლავების ობსტრუქცია, მომატებული თვალშიდა წნევა. ეს მოვლენები ზოგჯერ გამოწვეულია მედიკამენტებით (ანტი-ქოლინერგული საშუალებები), რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ნერვული უჯრედების ფუნქციონირებაზე გარკვეული სამედიცინო მდგომარეობების მკურნალობისას,
გაქვთ ვენებთან დაკავშირებული პრობლემები. სეროლეპს გააჩნია იშვიათი რისკი გამოიწვიოს ვენური ოკლუზია. ყველა რისკ ფაქტორი უნდა დადგინდეს მკურნალობამდე და მკურნალობის დროს და ყველა საჭირო ზომა უნდა იქნეს მიღებული,
გაქვთ ალკოჰოლის ან მედიკამენტების ბოროტად მოხმარების ანამნეზი.
თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან გამოგივლინდათ სეროლეპის მიღების შემდეგ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის:
ცხელება, კუნთების მძიმე რიგიდობა, ოფლიანობა და ცნობიერების დაკარგვა, ე.წ. ნეიროლეპტიკური ავთვისებიანი სინდრომი. ამას შეიძლება დასჭირდეს სასწრადო სამედიცინო მკურნალობა.
უკონტროლო მოძრაობები, ძირითადად სახის ან ენის,
თავბრუსხვევის ან ძლიერი ძილიანობის შეგრძნება. ამან შეიძლება გაზარდოს ხანდაზმულ პაციენტებში შემთხვევითი დაზიანების (დაცემის) რისკი.
კრუნჩხვები,
გახანგრძლივებული და მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი),
ასეთი სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს ან ტიპის პრეპარატებით,
შემდეგი სიმპტომების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს, რაც შეიძლება სწრაფად:
ცხელება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ანგინა, ან სხვა ინფექციები, რაც შეიძლება იყოს გამოწვეული ლეიკოცირების დაბალი დონით; სეროლეპის მიღება უნდა შეწყდეს და დაიწყოს მკურნალობა.
შეკრულობა მუცლის პერსისტული ტკივილით ან შეკრულობა, რომელიც არ პასუხობს მკურნალობა; ვინაიდან ნაწლავების უფრო მძიმე ობსტრუქცია შეიძლება განვითარდეს.
სუიციდალური ფიქრები და თქვენი დეპრესიის გაუარესება
თუ დეპრესიაში ხართ, შეიძლება ხანდახან გაგიჩნდეთ აზრები საკუთარი თავის დაზიანების ან მოკვლის შესახებ. ეს შეიძლება გაიზარდოს მკურნალობის დაწყებისას, ვინაიდან ყველა ამ მედიკამენტს დრო სჭირდება, როგორც წესი, დაახლოებით ორი კვირა, მაგრამ ზოგჯერ მეტი. ეს აზრები ასევე შეიძლება გაიზარდოს, თუ მოულოდნელად შეწყვეტთ მედიკამენტების მიღებას. თქვენ შეიძლება უფრო მეტად იფიქროთ ასე, თუ ზრდასრული ახალგაზრდა ხართ. კლინიკური კვლევების ინფორმაციამ აჩვენა სუიციდალური აზრების და/ან სუიციდალური ქცევის გაზრდილი რისკი 25 წელზე ნაკლები ასაკის ახალგაზრდებში დეპრესიით.
თუ ნებისმიერ დროს გაგიჩნდებათ აზრები საკუთარი თავის დაზიანების ან მოკვლის შესახებ, მიმართეთ ექიმს ან სასწრაფოდ წადით საავადმყოფოში. შეიძლება სასარგებლო იყოს, უთხრათ ნათესავს ან მეგობარს, რომ გაქვთ დეპრესია და სთხოვოთ მათ წაიკითხონ ეს ბუკლეტი. შეგიძლიათ სთხოვოთ მათ გითხრან, თუ ფიქრობენ, რომ თქვენი დეპრესია უარესდება ან თუ ღელავენ თქვენ ქცევაში ცვლილებების გამო.
წამალთან დაკავშირებული გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS)
გავრცელებული ქავილი, მომატებული სხეულის ტემპერატურა, ღვიძლის ფერმენტების მომატება, სისხლში დარღვევები (ეოზინოფილია), გადიდებული ლიმფური კვანძები და სხვა ორგანოების ჩართვა (წამალთან დაკავშირებული გამონაყარი ან წამლის ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი სისტემური სიმპტომებით და ეოზინოფილია, რომელიც ცნობილია როგორც DRESS)
თუ თქვენ გაქვთ ეს სიმპტომები, შეწყვიტეთ SEROLEP-ის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიიღეთ სამედიცინო დახმარება.
წონაში მატება
წონის მომატება დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სეროლეპს. თქვენ და ექიმმა რეგულარულად უნდა შეამოწმოთ თქვენი წონა.
ბავშვები და მოზარდები
სეროლეპი არ გამოიყენება ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში. გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს.
სეროლეპი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
სეროლეპის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.
დააკვირდით რამდენ ალკოჰოლს სვამთ. იმის გამო, რომ სეროლეპისა და ალკოჰოლის კომბინირებულმა ეფექტებმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა.
არ დალიოთ გრეიფრუტის წვენი სეროლეპით მკურნალობის დროს. მას შეუძლია შეცვალოს წამლის მოქმედება.
ორსულობა
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს მედიკამენტის მიღებამდე. თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან სეროლეპის მიღებამდე. თქვენ არ უნდა მიიღოთ სეროლეპი ორსულობის დროს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში ანტიფსიქოზურ საშუალებებით (ეფექტური ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა შიზოფრენია და ფსიქოზური დეპრესია) ზემოქმედების ქვეშ მყოფი ახალშობილები არიან კუნთების პათოლოგიური მოძრაობის და/ან წამლის მოხსნის სიმპტომების განვითარების რისკის ქვეშ, რომელთა სიმძიმის ხარისხის შეიძლება განსხვავდებოდეს დაბადების შემდეგ. ეს სიმპტომებია მოუსვენრობა, კუნთების დაჭიმულობა, დაჭიმულობის დაკარგვა, ტრემორი, ძილიანობა, სუნთქვის გაძნელება ან კვების დარღვევა. თუ თქვენს პატარას განუვითარდა რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი, უნდა მიმართოთ ექიმს.
თუ მკურნალობის დროს დაადგენთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატის გამოყენებისას შეწყვიტეთ ძუძუთი კვება.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
თქვენმა ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა. არ მართოთ მანქანა და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები, სანამ არ გაიგებთ, თუ როგორ იმოქმედებს ტაბლეტები თქვენზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სეროლეპში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
სეროლეპი შეიცავს ლაქტოზას, შაქრის სახეობას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
არ მიიღოთ სეროლეპი შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:
აივ მკურნალობაში გამოყენებული ზოგიერთი მედიკამენტი (აივ-პროტეაზა ინჰიბიტორები, როგორიცაა დიდანოზინი, ლოპინავირი, რიტონავირი)
აზოლის კლასის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების წინააღმდეგ (როგორიცაა კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი)
ერითრომიცინი ან კლარიტრომიცინი (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ),
ანტიდეპრესანტი, როგორიცაა ნეფაზოდონი,
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ, რომელიმე ქვემოთ წარმოდგენილ პრეპარატს.
სარა (ეპილეფსიის) პრეპარატები (როგორიცაა ფენიტოინი ან კარბამაზეპინი),
არტერიული წნევის (მაღალი წნევის) პრეპარატები,
ბარბიტურატები (უძილობის სამკურნალოდ),
თიორიდაზინი ან ლითიუმი (სხვა ანტიფსიქოზური საშუალებები),
მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს გულისცემაზე: მაგალითად, მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ ელექტროლიტების დისბალანსს (სისხლში კალიუმის და მაგნიუმის დაბალი დონე), როგორიცაა შარდმდენები (შეშუპების სუპრესორი) ან ზოგიერთი ანტიბიოტიკი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ).
მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა,
მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ ნერვული უჯრედების ფუნქციაზე („ანტიქოლინერგული“) გარკვეული სამედიცინო მდგომარეობის სამკურნალოდ.
გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, სანამ შეწყვეტთ რომელიმე მედიკამენტს.
თუ ამჟამად იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით რაიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტს, გთხოვთ აცნობოთ მათ შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატის სკრინინგი შარდში
თუ თქვენ იტარებთ შარდშის წამლის სკრინინგს, სეროლეპის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დადებითი შედეგები მეტადონზე ან ზოგიერთ ანტიდეპრესანტზე (ე.წ. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (TCAs), როდესაც გამოიყენება ტესტირების ზოგიერთი მეთოდი, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არ იღებდეთ მეტადონს ან TCA-ს. თუ ეს მოხდება, შეიძლება ჩატარდეს უფრო კონკრეტული ტესტი.
- სეროლეპის მიღების წესი
ინსტრუქციები შესაბამისი მეთოდისა და მიღების დოზის/სიხშირის შესახებ:
სეროლეპის მიღებისას ყოველთვის მკაცრად დაიცავით ექიმის მითითებანი. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ექიმი დაადგენს საწყის დოზას. შემანარჩუნებელი (დღიური დოზა) დამოკიდებულია თქვენს დაავადებასა და საჭიროებაზე; მაგრამ ეს ჩვეულებრივ იქნება 150 მგ-დან 800 მგ-მდე.
მიღების წესი:
თქვენს ტაბლეტებს მიიღებთ დღეში ერთხელ ძილის წინ ან დღეში ორჯერ თქვენი დაავადების მიხედვით.
გადაყლაპეთ თქვენი ტაბლეტები მთლიანად წყალთან ერთად.
შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი ტაბლეტები, უზმოზე ან ჭამის დროს.
არ დალიოთ გრეიფრუტის წვენი სეროლეპის გამოყენებისას. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს წამლის მოქმედებაზე.
არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, მაშინაც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდება
დაუშვებელია სეროლეპის მიღება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
გამოყენება ხანდაზმულებში:
თუ ხართ ხანდაზმული, მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა.
გამოყენების სპეციალური პირობები:
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ღვიძლის უკმარისობა
თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები, ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი დოზა.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ სეროლეპის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ სეროლეპის უფრო მეტი დოზა, ვიდრე საჭიროა:
თუ მიიღეთ სეროლეპის იმაზე მეტი დოზა, ვიდრე უნდა გამოეყენებინათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ იღებთ სეროლეპის უფრო მეტ დოზა, ვიდრე ექიმის დაგინიშნათ, შეიძლება იგრძნოთ ძილიანობა, თავბრუსხვევა და პათოლოგიური გულისცემა. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.სეროლეპის ტაბლეტები თან იქონიეთ.
თუ დაგავიწყდათ სეროლეპის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.
გამოტოვებული დოზა მიიღეთ გახსენებისთანავე, თუ უკვე მომდევნო დოზის მიღების დრო არ არის.
მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს სეროლეპით მკურნალობის შეწყვეტისას
თუ მოულოდნელად შეწყვეტთ სეროლეპის გამოყენებას, შეიძლება ვერ დაიძინოთ, ან იგრძნოთ სისუსტე (გულისრევა) ან განვითარდეს თავის ტკივილი, ფაღარათი, გულისრევა (ღებინება), თავბრუსხვევა ან მოუსვენრობა.
ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დოზის თანდათანობით შემცირება მკურნალობის შეწყვეტამდე.
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვები ამ პრეპარატის შესახებ.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველას არ ეხება, ამ მედიკამენტმა, ისევე როგორც ყველა მედიკამენტმა, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი, შეწყვიტეთ სეროლეპის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების სამსახურს:
მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება ან შოკი.
ალერგიული რეაქციები კანის ბუშტუკების ჩათვლით, კანის შეშუპება და შეშუპება პირის ღრუს გარშემო;
კანზე ბუშტუკების უეცარი წარმოქმნა, როგორც წესი, თვალების, ტუჩების და ყელის გარშემო (ანგიონევროზული შეშუპება).
ეს ყველაფერი ძალიან მძიმე გვერდითი მოვლენებია. თუ რომელიმე გამოვლინდა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ მძიმე ალერგია სეროლეპზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ეს გვერდითი მოვლენები არ არის ხშირი.
გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია შემდეგ კატეგორიებში:
ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს მინიმუმ 1-დან 10 პაციენტში.
ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1 პაციენტში.
არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1-ზე ნაკლები 1000 პაციენტში, მაგრამ 1-ზე მეტი 10000 პაციენტში.
ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1-ზე ნაკლები 10000 პაციენტში.
უცნობი: შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით.
სეროლეპის სხვა გვერდითი მოვლენები შემდეგია.
ძალიან ხშირი
თავბრუსხვევა (შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლს), თავის ტკივილი, პირის სიმშრალე,
ძილიანობა (შეიძლება გაქრეს დროთა განმავლობაში სეროლეპის მიღების გაგრძელებისას) (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა),
შეწყვეტის სიმპტომები (სიმპტომები, რომლებიც ვლინდება სეროლეპის გამოყენების შეწყვეტისას); ეს მოიცავს უძილობას, გულისრევას, თავის ტკივილს, ფაღარათს, ღებინებას, თავბრუსხვევას და მოუსვენრობას. რეკომენდებულია პრეპარატის თანდათანობით შეწყვეტა მინიმუმ 1-დან 2 კვირის განმავლობაში.
წონის მომატება
კუნთების პათოლოგიური მოძრაობები. მათ შორისაა კუნთების მოძრაობის დაწყების სირთულე, ტრემორი, დისკომფორტი ან კუნთების უმტკივნეულო რიგიდულობა.
გარკვეული ცხიმების (ტრიგლიცერიდების და საერთო ქოლესტერინის) რაოდენობის ცვლილება.
ხშირი
გულის რითმის აჩქარება (ტაქიკარდია),
გაძლიერებული, აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემის შეგრძნება,
ყაბზობა, კუჭის აშლილობა (მონელების დარღვევა)
სისუსტისა და უძლურების განცდა,
შეშუპება მკლავებში ან ფეხებში,
არტერიული წნევის დაქვეითება ფეხზე დგომისას (ორთოსტატული ჰიპოტენზია) და, შესაბამისად, თავბრუსხვევა ან სისუსტე (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა),
სისხლში შაქრის დონის მომატება,
მხედველობის დაბინდვა,
უჩვეულო სიზმრები და კოშმარები,
შიმშილის გრძნობა (მადის მომატება),
ჰიპერმგრძნობელობა სტიმულის მიმართ,
მეტყველებისა და გამოთქმის სირთულე,
დეპრესიისა და სუიციდალური აზრების მომატება,
ქოშინი,
ღებინება (განსაკუთრებით ხანდაზმულებში),
ალები,
სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების რაოდენობის ცვლილება,
სისხლის ზოგიერთი ტიპის უჯრედების რაოდენობის შემცირება,
სისხლში ღვიძლის ფერმენტების ოდენობის შემცირება,
იზრდება სისხლში პროლაქტინის ჰორმონის რაოდენობა. პროლაქტინის ჰორმონის მომატებამ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს:
- მკერდის შეშუპება და რძის მოულოდნელი გამომუშავება მამაკაცებსა და ქალებში.
- ქალებში მენსტრუაციის არარსებობა ან არარეგულარული მენსტრუაცია.
არახშირი
კრუნჩხვები,
ალერგიული რეაქციები კანის ბუშტუკების ჩათვლით, კანის შეშუპება და შეშუპება პირის ღრუს გარშემო,
ყლაპვის გაძნელება,
უნებლიე მოძრაობები, განსაკუთრებით სახისა და ენის,
სექსუალური აქტივობის დარღვევა,
დიაბეტი,
გულის ელექტრული აქტივობის ცვლილება (QT გახანგრძლივება), გამოვლენილი ეკგ-ზე,
მკურნალობის დაწყებისას შეიძლება დაფიქსირდეს ნორმაზე უფრო ნელი გულისცემა, რაც შეიძლება ასოცირებული იყოს არტერიული წნევის დაქვეითებასთან და გულისრევასთან,
შარდვის გაძნელება,
გონების დაკარგვა (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა),
ცხვირში შეგუბება,
სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება,
სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება,
სისხლის თეთრი უჯრედების, ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება,
უკვე არსებული დიაბეტის გაუარესება.
იშვიათი
სიცხის, ოფლიანობის, კუნთების დაჭიმვის, ძილიანობის ან დაღლილობის შეგრძნება (პათოლოგია, რომელსაც ეწოდება "ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი"),
კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე),
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი),
პრიაპიზმი (ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია),
სარძევე ჯირკვლების შეშუპება და რძის მოულოდნელი გამომუშავება (გალაქტორეა),
არარეგულარული მენსტრუაცია,
სისხლის შედედება (ფეხებში შეშუპების, ტკივილისა და სიწითლის ნიშნები), განსაკუთრებით ფეხის ვენებში, რომელიც სისხლძარღვების მეშვეობით ფილტვებში გადადის და იწვევს გულმკერდის ტკივილს და სუნთქვის გაძნელებას. თუ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი გამოვლინდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ძილის დროს სიარული, საუბარი, ჭამა და სხვა აქტივობები,
სხეულის ტემპერატურის დაქვეითება (ჰიპოთერმია),
პანკრეასის ანთება,
მდგომარეობა, რომელიც არის სამი ან მეტი შემდეგი მდგომარეობის კომბინაცია (ასევე უწოდებენ მეტაბოლურ სინდრომს): მუცლის ცხიმის მომატება, „კარგი ქოლესტერინის“ (HDL-C) დაქვეითება, სისხლში ცხიმის ტრიგლიცერიდების მომატება, მაღალი წნევა და სისხლში შაქრის მომატება,
მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება აგრანულოციტოზი; სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა ცხელებით, გრიპის მსგავსი სიმპტომებით, ყელის ტკივილით ან სხვა ინფექციით,
ნაწლავური გაუვალობა,
სისხლში კრეატინ ფოსფოკინაზას დონის მატება (კუნთების ნივთიერება),
სუნთქვის შეწყვეტის ხანმოკლე პერიოდები ნორმალური ღამის ძილის დროს (ძილის აპნოე).
ძალიან იშვიათი
ძლიერი გამონაყარი, შეშუპება და წითელი მუწუკები კანზე,
მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება ან შოკი,
კანზე ბუშტუკების უეცარი წარმოქმნა, განსაკუთრებით თვალების, ტუჩების და ყელის გარშემო (ანგიონევროზული შეშუპება)
ძლიერი პილინგი კანზე, პირის ღრუში, თვალებსა და სასქესო ორგანოებში (სტივენს ჯონსონის სინდრომი),
შარდის მოცულობის მარეგულირებელი ჰორმონის არასათანადო სეკრეცია
კუნთების ბოჭკოების დესტრუქცია და ტკივილი კუნთებში (რაბდომიოლიზი)
უცნობი
კანზე გამონაყარი არარეგულარული წითელი ლაქებით (მრავალფორმული ერითემა)
მძიმე, უეცარი ალერგიული რეაქცია (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) სიმპტომებით, როგორიცაა ცხელება, ბუშტუკები და კანის აქერცვლა,
ახალშობილებში წამლის მოხსნის სიმპტომები ორსულთა მიერ სეროლეპის გამოყენების გამო,
დამბლა
წამლების ჯგუფმა, მათ შორის სეროლეპმა შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის მძიმე და ფატალური დარღვევები. ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ სისხლის ანალიზით. ესენია გარკვეული ცხიმების (ტრიგლიცერიდები და მთლიანი ქოლესტერინი) რაოდენობის ზრდა, სისხლში შაქრის რაოდენობის ცვლილება, სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების რაოდენობის ცვლილება, ღვიძლის ფერმენტების მატება, რაოდენობის შემცირება. სისხლის გარკვეული უჯრედების, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, სისხლში კრეატინ ფოსფოკინაზას (ნივთიერება კუნთებში) რაოდენობის მატება და მათ შორის სისხლში ჰორმონის პროლაქტინის რაოდენობის ზრდა. ჰორმონის პროლაქტინის მატებამ იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს:
- სარძევე ჯირკვლების შეშუპება და დედის რძის მოულოდნელი გამომუშავება მამაკაცებსა და ქალებში
- ქალებში ყოველთვიური მენსტრუაციის არარსებობა ან არარეგულარული პერიოდები
გვერდითი მოვლენები ბავშვები და მოზარდები
იგივე გვერდითი ეფექტები, რაც შეიძლება განვითარდეს მოზრდილებში, შეიძლება ასევე გამოვლინდს ბავშვებსა და მოზარდებში.
შემდეგი გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად აღინიშნებოდა ბავშვებსა და მოზარდებში ან არ იყო გამოვლენილი მოზრდილებში:
ძალიან ხშირი
სისხლში პროლაქტინის პროლაქტინის რაოდენობის გაზრდა. იშვიათ შემთხვევებში, პროლაქტინის ჰორმონის მატებას შეიძლება მოჰყვეს:
- მკერდის შეშუპება და დედის რძის მოულოდნელი გამომუშავება ბიჭებსა და გოგოებში
- გოგოებს არ აქვთ მენსტრუაცია ან აქვთ არარეგულარული მენსტრუაცია
- მადის მომატება,
- ღებინება
- კუნთების არანორმალური მოძრაობები. მათ შორისაა კუნთების მოძრაობის დაწყების სირთულე, ტრემორი, დისკომფორტი ან კუნთების უმტკივნეულო რიგიდობა.
- არტერიული წნევის მომატება.
ხშირი
სისუსტის, უძლურების შეგრძნება (შეიძლება გამოიწვიოს გულისცემა),
ცხვირის ობსტრუქცია,
მოუსვენრობის შეგრძნება.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- სეროლეპის შენახვის პირობები
შეინახეთ სეროლეპი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და თავის შეფუთვაში.
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ სეროლეპი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი:
Helba İlaç İç ve Dış San. ტიკ. ა.შ.
Çamlık Mahallesi Pamuk Sk. A Blok Apt. No:12-16/17
უმრანიე-სტამბული/თურქეთი
ტელ: + 90 216 365 41 47
ფაქსი: + 90 216 365 41 48
ელფოსტა: [email protected]
მწარმოებლის მისამართი
Merkez Lab. İlaç San. ve Tic. A.Ş.
Sırrı Çelik Bulvarı Ayça Sok. No:6
Tasdelen/Cekmekoy / სტამბოლი /თურქეთი
ტელ: +90 216 484 41 66
ფაქსი: +90 216 484 41 91
www.merkezilac.com
ეს პაციენტის საინფორმაციო ფურცელი ბოლოს დამტკიცდა 04/06/2021.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



