პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოლეფსური საშუალებები

კეტილეპტი

Ketilept®

რეცეპტით100მგინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
რისთვის გამოიყენება

თქვენთვის დანიშნულ პრეპარატს ეწოდება კეტილეპტი®. მის აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს კვეტიაპინი, რომელიც მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელთაც ეწოდებათ ანტიფსიქოზურები. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კვეტიაპინი (quetiapine)
ფორმა და შეფუთვა
100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60 (6X10)
მწარმოებელი
„EGIS Pharmaceuticals“ PLC, უნგრეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, დიაზეპინები, ოქსაზეპინები, თიაზეპინები და ოქსეპინები
ATC კოდი
N05AH04
რეგისტრაციის ნომერი
რ-040608
რეგისტრირებულია
28 მარტი 2024, მოქმედებს 28 მარტი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„EGIS Pharmaceuticals“ PLC (უნგრეთი)
განმცხადებელი
დსს ეგის ფარმაცეუტიკალს წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკეტილეპტი და სხვა წამალი ერთად

კეტილეპტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

თქვენთვის დანიშნულ პრეპარატს ეწოდება კეტილეპტი®. მის აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს კვეტიაპინი, რომელიც მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელთაც ეწოდებათ ანტიფსიქოზურები.

კეტილეპტი® გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

ბიპოლარული დეპრესია: მდგომარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია დეპრესიული ხასიათი, ენერგიის ნაკლებობა, დანაშაულის გრძნობა, მადის დაკარგვა ან უძილობა

მანია: მდგომარეობა, რომლის დროსაც პაციენტი თავს გრძნობს ზედმეტად „ამაღლებულად“, აგზნებულად, სავსეა ენთუზიაზმით, ჰიპერაქტიურია, ან არასწორად აფასებს სიტუაციას, მათ შორის ავლენს აგრესიას და აქვს დესტრუქციული ქცევა;

შიზოფრენია: დაავადება, რომელსაც თან ახლავს ჰალუცინაციები (როდესაც პაციენტს ესმის ან გრძნობს იმას, რაც არ არსებობს, სჯერა იმისა, რაც არ არსებობს, ან ზედმეტად ეჭვიანია), შეშფოთებულია, გრძნობს ნერვულ დაძაბულობას, დეპრესიულია, აქვს დანაშაულის გრძნობა და და ცნობიერების დაბინდვა.

თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება გააგრძელოს კეტილეპტის® დანიშვნა იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

შესაძლებელია თქვენ დაგეხმაროთ, თუ აცნობებთ თქვენს ნათესავს ან ახლო მეგობარს იმის შესახებ, რომ თქვენ გაწუხებთ მსგავსი სიმპტომები და სთხოვოთ მათ წაიკითხონ ეს გამოყენების ინსტრუქცია. სთხოვეთ მათ, გაცნობონ თქვენი სიმპტომების გაუარესების ან თქვენი ქცევის ცვლილების შესახებ.

თუ თქვენ გაგიჩნდებათ რაიმე შეკითხვა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს პრეპარატი კეტილეპტი® და რა მიზნით გაქვთ ის დანიშნული, მიმართეთ ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატ კეტილეპტის® მიღების წესი განისაზღვრება თქვენი ექიმის მიერ. თქვენი მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ თქვენ შესაბამის საწყის დოზას, რომელიც შემდეგში შესაძლოა გაზარდოს. სხვადასხვა ჩვენების დროს რეკომენდებულია დოზირების სხვადასხვა რეჟიმები.

თუ თქვენ დანიშნუილ გაქვთ რეკომენდებული დოზა, მაშინ თქვენ შეიძლება დაგინიშნონ 150მგ-დან 800მგ-მდე დღეში თქვენი დაავადების და მკურნალობის ინდივიდუალური საჭიროებებისგან დამოუკიდებლად.

გამოყენების წესი

მიიღეთ ტაბლეტები ან ერთჯერ დღეში, ძილის დროს ან ორჯერ დღეში, თქვენი დაავადების მიხედვით;

გადაყლაპეთ კეტილეპტი® შემოგარსული ტაბლეტი მთლიანად, დაღეჭვის გარეშე, წყლის მიყოლებით;

კეტილეპტის® მიღება შესაძლებელია საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად;

არ მიიღოთ გრეიპფრუტის წვენი პრეპარატ კეტილეპტით® მკურნალობის დროს, ვინაიდან მას შეუძლია შეცვალოს პრეპარატის ეფექტურობა. ნუ შეწყვეტთ პრეპარატის კეტილეპტი® ტაბლეტების მიღებას მაშინაც კი, როდესაც თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება, სანამ თქვენი ექიმი არ გირჩევთ.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატ კეტილეპტის® დანიშვნა არ შეიძლება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეგიცვალოთ დოზა.

ხანდაზმული პაციენტები

თუ თქვე ნხართ ხანდაზმული პირი, თქვენ მკურნალ ექიმს შეუძლია შეგიცვალოთ დოზა.

თუ მიიღეთ პრეპარატი კეტილეპტი® დიდი რაოდენობით

თუ მიიღეთ პრეპარატი კეტილეპტი® ექიმის მიერ დანიშნულზე მეტი დოზით, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს და უახლოეს საავადმყოფოს. თან იქონიეთ ეს ინსტრუქცია და დარჩეინლი ტაბლეტები, რათა აჩვენოთ ექიმს.

ჰიპერდოზირების სიმპტომებია: ჩვეულებრივ აღინიშნება ძილიანობა, თავბრუსხვევა, გულისცემის აჩქარება.

თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატ კეტილეპტის® ერთი ან რამოდენიმე დოზის მიღება

თუ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ ის გახსენებისთანავე. არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა ერთდროულად შემდეგ დოზასთან ერთად, ან მომდევნო დოზამდე ცოტა ხნით ადრე. ამის შემდეგ გააგრძელეთ პრეპარატის მიღება ექიმის მიერ დანიშნული დოზირებით.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატ კეტილეპტის® მიღება

ნუ შეწყვეტთ პრეპარატ კეტილეპტის® მიღებას მაშინაც კი, როდესაც თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება, ვიდრე თქვენი ექიმი არ გირჩევთ.

თუ თქვენ უეცრად შეწყვიტეთ პრეპარატ კეტილეპტის® მიღება, თქვენ შესაძლოა დაგიბრუნდეთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, უძილობა, თავბრუსხვევა, თგავის ტკივილი, ფაღარათი ან გაღიზიანება; შესაძლოა ასევე განახლდეს თქვენი დაავადების სიმპტომები.

მკურნალობის შეწყვეტამდე თქვენი ექიმი გირჩევთ თანდათან შეამციროთ დოზა.

ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია კვეტიაპინის ან სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 8).

თუ იღებთ ან ბოლო დროს მიგიღიათ შემდეგი პრეპარატებიდან რომელიმე:

აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატები,

აზოლის შემცველი პრეპარატები (სოკოვანი დაავადებების სამკურნალო პრეპარატები),

ერითრომიცინი. კლარითრომიცინი (ინფექციის სამკურნალო ანტიბიოტიკები),

ნეფაზოდონი (დეპრესიის სამკურანლო პრეპარატი).

სიფრთხილის ზომები

პრეპარატის კეტილეპტი® შემოგარსული ტაბლეტების მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ:

თქვენ ან თქვენი ოჯახი წევრებს აგეღნიშნებათ ან აგეღნიშნებოდათ გულის დაავადებები (მაგ. გულის რიტმის ცვლილება, გულის კუნთის დასუსტება ან გულის ანთება ან თუ იღებთ ისეთ ნებისმიერ პრეპარატს, რომელსაც გავლენა აქვს გულის რიტმზე.

გაქვთ დაბალი არტერიული წნევა

გქონიათ ინსულტი, განსაკუთრებით თუ ხართ ხანდაზმული

თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება

თუ ოდესმე გქონიათ ეპილეფსიური გულყრა

გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან დიაბეტის რისკ-ფაქტორი (ოჯახში დიაბეტის არსებობა ან შაქრის დონის მომატება სისხლში ორსულობის დროს). მსგავს სიტუაციაში ექიმი შეამოწმებს თქვენს სისხლში შაქრის დონეს პრეპარატ კეტილეპტით® მკურნალობის დროს.

თქვენ გაგივითარდათ პანკრეატიტი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება) ან გაქვთ პანკრეატიტის განვითარების რისკ ფაქტორები, მაგ ნაღველში კენჭების არსებობა ან ტრიგლიცერიდების დონის მომატება (სისხლში განსაზღვრული ცხიმების არსებობა).

თქვენთვის ცნობილია, რომ წარსულში გქონიათ სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, გამოწვეული სხვა პრეპარატების მიღებით ან მათ გარეშე.

ხართ ხანდაზმული და გაწუხებთ დემენცია (ტვინის ფუნქციის დარღვევა). თუ ეს ასეა, დაუშვებელია პრეპარატ კეტილეპტის® მიღება, რადგან პრეპარატების ჯგუფი რომელსაც განეკუთვნება კეტილეპტი®, შეუძლია გაზარდოს ინსულტის განვითარების რისკი ან ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილის რისკი დემენციით დაავადებულ ხანდაზმულებში.

ხართ ხანდაზმული ადამიანი, რომელსაც აწუხებს პარკინსონის დაავადება ან პარკინსონიზმი.

თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ჰქონია თრომბი (სისხლძარღვებში სისხლის შედედების წარმოქმნა), რადგან მსგავს პრეპარატებს შეუძლიათ გამოიწვიონ სისხლძარღვებში სისხლის შედედება;

თქვენ ოდესმე გქონიათ ხანმოკლე სუნთქვის გაჩერება ძილის დროს (ძილის აპნოე), და თქვენ ღებულობთ პრეპარატებს, რომლებიც ანელებენ თავის ტვინის ფუნქციას („დეპრესანტები“).

მოცემული დროისთვის ან წარსულში გქონდათ შარდის ბუშტის დაუცლელობა (შარდის შეკავება), თუ თქვენ გადიდებული გაქვთ წინამდებარე ჯირკვალი, გაწუხებთ ნაწლავების გაუვალობა და თვალშიდა წნების მომატება. ასეთი მდგომარეობები ჩვეულებრივ გამოწვეულია პრეპარატებით, რომლებსაც ეწოდებათ „ანტიქოლინერგიულები“. ეს პრეპარატები გავლენას ახდენენ ნერვული უჯრედების ფუნქციაზე ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ.

თქვენ მოიხმართ ალკოჰოლს და ნარკოტიკულ საშუალებებს.

ჰოსპიტალში მიმართვიანობის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს რომ იღებთ კეტილეპტს®.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ პრეპარატ კეტილეპტით® მკურნალობის დროს თქვენ გაგივითარდათ რომელიმე ქვემოთ მოცემული მდგომარეობა:

ერთდროულად ცხელების, კუნთების ძლიერი შებოჭილობის, ოფლიანობის და დაბინდული ცნობიერების განვითარება (ცნობიერების ასეთ მდგომარეობას ეწოდება "ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი"). ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

უკონტროლო მოძრაობები, განსაკუთრებით სახისა და ენის

თავბრუსხვევა ან ძლიერი ძილიანობის შეგრძნება. ხანდაზმულ პაციენტებში ამან შეიძლება გამოიწვიოს დაეცემა

კრუნჩხვითი შეტევები

გახანგრძლივებული, მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი)

სწრაფი არარეგულარული პულსი მოსვენების დროსაც კი, სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის ტკივილი ან აუხსნელი დაღლილობა. თქვენი ექიმი დააკვირდება თქვენი გულის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში მიგმართავთ კარდიოლოგთან.

ასეთი მდგომარეობები შეიძლება გამოწვეული იყოს ამ ტიპის პრეპარატებით.

რაც შეიძლება სწრაფად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ პრეპარატ კეტილეპტით® მკურნალობის დროს თქვენ გაგივითარდათ რომელიმე ქვემოთ მოცემული მდგომარეობა:

ერთდროულად ცხელების, გრიპის მაგვარი მდგომარეობის, ყელის ტკივილის ან ნებისმიერი სხვა ინფექციის განვითარება, ვინაიდან ეს შეიძლება იყოს სისხლის თეთრი უჯრედების დაქვეითების შედეგი და საჭიროებდეს პრეპარატ კეტილეპტის® მოხსნას და/ან მკურნალობის დანიშვნას.

ყაბზობა მუდმივი მუცლის ტკივილით ან ყაბზობა რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავების გაუვალობა.

ფიქრები თვითმკევლელობის შესახებ და დეპრესიის გაუარესება

თუ გაწუხებთ დეპრესია და/ან შფოთვითი მდგომარეობა, თქვენ შეიძლება გაგივითარდეთ საკუთარი თავისადმი ზიანის მიყენების სურვილი. ეს მდგომარეობა შეიძლება გმოიხატებოდეს ანტიდპერესანტებით მკურნალობის დასაწყისში, რადგან მოცემული სამედიცინო საშუალებები არ მოქმედებენ მყისიერად, მათი მოქმედების დაწყებამდე, ჩვეულებრივ უნდა გავიდეს ორი-სამი კვირა, შესაძლებელია მეტიც.

მსგავსი ფიქრები დიდი ალბათობით შეიძლება განვითარდეს , თუ:

ადრე გქონიათ აზრები თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების შესახებ;

ხართ ახალგაზრდა, ზრდასრული ადამიანი. კლინიკური კვლევების მიხედვით გამოვლინდა თვითმკვლელობისადმი მიდრეკილების ქცევების მომატებული რისკი, მოზრდილ <25 წლის პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ფსიქიური დაავადებები.

თუ აგეღნიშნებათ ფიქრები თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების შესახებ, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფოს.

შესაძლებელია თქვენ დაგეხმაროთ, თუ აცნობებთ ნათესავს ან ახლო მეგობარს, რომ გაწუხებთ ასეთი სიმპტომები, და თხოვოთ წაიკითხოს მოცემული ფურცელ-ჩანართი. თხოვეთ მათ, რომ გაცნობონ თქვენი სიმპტომების შესაძლო გაუარესების შესახებ და თხოვეთ წაიკითხონ მოცემული ინსტრუქცია. თხოვეთ მათ გაცნობონ თქვენი სიმპტომების გაუარესების შესახებ ან თუ ისინი ამჩნევენ ცვილებებს თქვენს ქცევაში.

მძიმე რეაქციები კანის მხრივ

ძლიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნებოდა კანის მხრივ მძიმე რეაქციები, რომლებიც არის სიცოცხლისათვის საშიში ან შეიძლება ქონდეს სასიკვდილო გამოსავალი. ასეთი რეაქციების ნიშნებია :

სტივენს-ჯონსონის სინდრომით (SJS), გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცვლით, განსაკუთრებით პირის ირგვლივ, ცხვირის, თვალებისა და სასქესო ორგანოების მიდამოებში

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), უფრო მძიმე ფორმა, რომელიც იწვევს კანის ძლიერ აქერცვლას

მწვავე გენერალიზირებული ეგზანთემური პუსტულოზი (AGEP) -რომლის დროსაც კანზე ვითარდება მცირე ზომის ჩირქით სავსე ბუშტუკები

მულტიფორმული ერითემა (EM) – გამონაყარი კანზე და მოწითალო ფერის ლაქები ქავილით.

წონის მომატება

კეტილეპტის® მიღებისას პაციენტებში შეინიშნებოდა სხეულის მასის მომატება. თქვენ და თქვენმა ექიმმა რეგულარულად უნდა აკონტროლოთ თქვენი სხეულის წონა.

ბავშვები და მოზარდები

კეტილეპტი® არ არის განკუთვნილი ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოსაყენებლად.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს თუ იღებთ, ბოლო დროს მიგიღიათ, ან გეგმავთ რომელიმე სხვა პრეპარატის მიღებას, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემს.

ნუ მიიღებთ კეტილეპტს®, თუ ღებულობთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

ზოგიერთი აივ-ის სამკურნალო პრეპარატები;

სოკოვანი დაავადებების სამკურნალო პრეპარატები (აზოლები);

ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი (ინფექციისთვის);

ნეფაზოდონი (დეპრესიისთვის).

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები (ფენიტოინი ან კარბამაზეპინი);

მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებები;

ბარბიტურატები (უძილობის საწინააღმდეგოდ);

თიორიდაზინი ან ლითიუმი (სხვა ანტიფსიქოზური საშუალება);

პრეპარატები, რომელთაც გავლენა აქვთ გულზე, მაგ. პრეპარატები რომლებიც იწვევენ ელექტროლიტების დისბალანსს (კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე), როგორიცაა დიურეზული საშუალებები ან ზოგიერთი ანტიბიოტიკი (ინფექციის სამკურნალო პრეპარატები);

პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ყაბზობას;

პრეპარატები, რომელთაც ეწოდებათ ანტიქოლინერგიულები, რომლებიც ზოგიერთი სამედიცინო მდგომარეობების მკურნალობის დროს გავლენას ახდენენ ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე.

ნებისმიერი პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტამდე ჯერ მიმართეთ თქვენს ექიმს.

კეტილეპტის® მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

კეტილეპტის® მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

გამოიჩინეთ სიფრთხილე ალკოჰოლურ სასმელებთან ერთდროული გამოყენებისას, რადგან კეტილეპტის® და ალკოჰოლის კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა.

არ დალიოთ გრეიპფრუტის წვენი კეტილეპტის® მიღებისას, ვინაიდან მან შეიძლება შეცვალოს პრეპარატის ეფექტურობა.

პრეპარატ კეტილეპტის® გავლენა შარდში ნარკოტიკების გამოვლენის ანალიზზე

თუ თქვენ გისაზღვრავენ ნარკოტიკების დონეს შრდში, პრეპარატ კეტილეპტის® გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგი მეტადონზე ან ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებზე მაშინაც კი, თქვენ არ მიგიღიათ მეტადონი ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. ანალიზის შედეგების დაზუსტება საჭიროა უფრო სპეციფიური ტესტებით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს.

თქვენ არ უნდა მიიღოთ პრეპარატი კეტილეპტი® ორსულობის დროს ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

იმ ახალშობილებს, რომელთა დედებიც ორსულობის ბოლო ტრიმესტრში (ორსულობის ბოლო სამი თვე) იღებდნენ კეტილეპტს®, შეიძლება აღენიშნებოდეთ შემდეგი სიმპტომები: კანკალი, კუნთების რიგიდობა და/ან სისუსტე, ძილიანობა, აღგზნებადობა, სუნთქვის დარღვევა და კვების პრობლემები. თუ თქვენს შვილს განუვითარდა რომელიმე სიმპტომი, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ლაქტაცია

თქვენ არ უნდა მიიღოთ პრეპარატი კეტილეპტი® ლაქტაციის დროს.

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

კეტილეპტმა® შესაძლებელია გამოიწვიოს ძილიანობა. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა, სანამ არ გეცოდინებათ თუ როგორ ზემოქმედებს ტაბლეტები თქვენზე.

პრეპარატი კეტილეპტი® შემოგარსული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას

ლაქტოზას მიმართ აუტანლობის მქონე პაციენტებმა, თქვენი კვების რაციონში უნდა გაითვალისწინოთ რომ კეტილეპტის® თითოეული 100მგ და 200მგ შემოგარსული ტაბლეტები შეიცავს 17.05მგ და 34.1მგ ლაქტოზას შესაბამისად. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ გაქვთ აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

ნატრიუმის შემცველობა

პრეპარატი კეტილეპტი® შეიცავს 1მმოლ-ზე (23მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითოეულ ტაბლეტში, რაც იმას ნიშნავს რომ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

როგორ უნდა მივიღოთ კეტილეპტი® შემოგარსული ტაბლეტები

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი მკაცრად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ძალიან ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

თავბრუსხვევა (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა)

თავის ტკივილი

პირის სიმშრალე;

ძილიანობა (შესაძლებელია გაქრეს კეტილეპტის® ტაბლეტების მიღების გაგრძელების შემთხვევაში) (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა);

სხეულის მასის მომატება;

მოხსნის სიმპტომები (სიმპტომები, რომლებიც ვითარდება, როდესაც თქვენ წყვეტთ პრეპარატ კეტილეპტის® მიღებას), მათ შორის გულისრევა, ღებინება, უძილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გაღიზიანება და ფაღარათი. პრეპარატ კეტილეპტით® მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით, 1 - 2 კვირის განმავლობაში;

კუნთების პათოლოგიური მოძრაობები, რაც გულისხმობს კუნთების მოძრაობის დაწყების გაძნელებას, კანკალს, კიდურების მოუსვენრობის შეგრძნებას ან კუნთების რიგიდობას ტკივილის გარეშე;

სისხლში ზოგიერთი ცხიმის (ტრიგლიცერიდები და საერთო ქოლესტერინი) კონცენტრაციის ცვლილება.

ხშირი (შიძლება გამოვლინდეს 10-დან არაუმენტეს 1 პაციენტში)

გახშირებული გულისცემა;

ძლიერი, მკვვეთრი, გახშირებული გულისცემის შეგრძნება ან გულისცემის გამოტოვება;

ყაბზობა, საჭმლის მონელების დარღვევა;

მოუნელებლობა;

სისუსტე;

ხელების ან ფეხების შეშუპება;

არტერიული წნევის დაქვეითება წამოდგომის დროს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან სინკოპეს მდგომარეობა (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა);

სისხლში გლუკოზის დონის მომატება;

მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა;

პათოლოგიური სიზმრები და კოშმარები;

მომატებული შიმშილის გრძნობა;

გაღიზიანების შეგრძნება;

მეტყველების დარღვევა;

ფიქრები თვითმკვლელობის შესახებ და დეპრესიის გაუარესება; დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან კლინიკას!

ქოშინი;

ღებინება (ძირითადად ხანდაზმულებში);

ცხელება;

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის ცვლილება სისხლში;

სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის შემცირება;

სისხლში ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება (სისხლის ანალიზების მიხედვით);

სისხლში ჰორმონ პროლაქტინის დონის მომატება, რაც იშვიათ შემთხვევებში იწვევს შემდეგს:

ქალებსა და მამაკაცებში სარძევე ჯირკვლის შეშუპებას და მოულოდნელად რძის გამოყოფას;

ქალებში მენსტრუალური ციკლის არარსებობას ან არარეგულარულ ციკლს.

არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

კრუნჩხვითი შეტევები;

ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს ამოწეულ ბალთებს, კანის შეშუპებას და პირის გარშემო შეშუპებას;

უსიამოვნო მოძრაობის შეგრძნება ფეხებში (მოუსვენარი ფეხების სინდრომი);

ყლაპვის გაძნელება;

არაკონტროლორებადი მოძრაობები, ძირითადად სახის და ენის;

გონების დაბინდვა;

სექსუალური ფუნქციის დარღვევა;

შაქრიანი დიაბეტი;

გულის ელექტრული იმპულსების არანორმალური გამტარობა (QT ინტერვალის გახანგრძლივება ელექტროკარდიოგრამაზე);

ნორმალურზე ნელი გულის რითმი, რომელიც შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დასაწყისში და რამაც შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება და სინკოპეს მდგომარეობა;

შარდვის გაძნელება;

გონების დაკარგვა (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა);

ცხვირის დაცობა;

სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება;

სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის დაქვეითება;

არსებული შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობის გაუარესება.

იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

მაღალი ტემპერატურა, რომელსაც ახლავს ოფლიანობა, კუნთების რიგიდობა, ძლიერი ძილიანობა ან გულის წასვლა (მდგომარეობა, რომელიც ცნობილია „ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი“-ს სახელით);

კანისა და სკლერების გაყვითლება (სიყვითლე);

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);

ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი);

სარძევე ჯირკვლების შეშუპება და რძის მოულოდნელი გამოყოფა ქალებსა და მამაკაცებში;

მენსტრუალური ციკლის დარღვევა;

თრომბები ვენებში, განსაკუთრებით ქვედა კიდურებში (სიმპტომები მოიცავს: შეშუპებას, ტკივილს და ფეხების გაწითლებას), რომლებიც შესაძლოა გადაადგილდნენ სისხლძარღვებიდან ფილტვებში და გამოიწვიონ ტკივილი გულმკერდის არეში და სუნთქვის გაძნელება. თუ შეამჩნევთ ნებისმიერ ასეთ სიმპტომს, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს;

ძილის დროს სიარული, საუბარი, ჭამა და სხვა სახის მოქმედებები;

სხეულის ტემპერატურის შემცირება (ჰიპოთერმია);

პანკრეასის ანთება, რომელიც იწვევს მუცლისა და ზურგის მკვეთრ ტკივილს;

მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება „მეტაბოლური სინდრომი“, რომლის დროსაც თქვენ შესაძლოა გრძნობდეთ სამი ან მეტი სიმპტომის კომბინაციას: ცხიმის მომატება მუცლის გარშემო, „კარგი ქოლესტერინის“ (HDL-C) შემცირება, სისხლში ისეთი ცხიმების მომატება, რომელთაც ეწოდებათ ტრიგლიცერიდები, მაღალი არტერიული წნევა და სისხლში შაქრის კონცენტრაციის მომატება;

ცხელების, გრიპის მსგავსი სიმპტომების, ყელის ტკივილის, ან სხვა ინფექციის კომბინაცია სისხლის თეთრი უჯრედების ნაკლებობით (ამ მდგომარეობას ეწოდება აგრანულოციტოზი);

ნაწლავის ობსტრუქცია;

სისხლში კრეატინფოსფოკინაზას მომატება (კუნთების შემადგენელი ელემენტი).

ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

ძლიერი გამონაყარი, ბუშტუკები ან წითელი ბალთები კანზე;

ძლიერი ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია) რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება და შოკი;

თვალის, ტუჩის და ხორხის გარშემო კანის სწრაფი შეშუპება (ანგიოედემა);

მძიმე მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს კანის, პირის, თვალების და სასქესო ორგანოების სერიოზული ბუშტუკოვანი გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);

შარდის მოცულობის მაკონტროლებელი ჰორმონის არასათანადო სეკრეცია;

კუნთოვანი ბოჭკოების დაშლა და კუნთების ტკივილი (რაბდომიოლიზი).

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია):

გულის კუნთის ფუნქციის დარღვევა (კარდიომიოპათია);

გულის კუნთის ანთება (მიოკარდიტი);

კანზე გამონაყარი არასიმეტრიული წითელი ლაქებით;

კანზე წითელი ლაქების სწრაფად განვითარება, პატარა ზომის პუსტულებით (მოთეთრო-მოყვითალო ფერის სითხით სავსე პატარა ბებერები. ამ მდგომარეობას ეწოდება მწვავე გენერალიზირებული ეგზანთემური პუსტულოზი(AGEP) (იხ. პარაგრაფი 2);

სერიოზული, მოულოდნელი ალერგიული რეაქციები ისეთ სიმპტომებთან ერთად, როგორიც არის ცხელება და ბუშტუკები კანზე და კანის აქერცვლა (ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი) იხ. პარაგრაფი 2;

წამლისმიერი რეაქციები ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), რომელსაც თან ახლავს კანის მნიშვნელოვან ფართობზე გამოხატული გამონაყარი, ცხელება, ღვიძლის ფერმენტების მომატება, ცვლილებები სისხლის მხრივ (სისხლის გარკვეული უჯრედების რაოდენობის მომატება - ეოზინოფილია), ლიმფური ჯირკვლების გადიდება, და სხვა ორგანოების ჩართულობა (იხ. პარაგრაფი 2);

იმ ახალშობილებში, რომელთა დედებიც იყენებდნენ კეტილეპტს® ორსულობის დროს შეიძლება განვითარდეს მოხსნის სიმპტომები;

ინსულტი;

სისხლძრღვების ანთება (ვასკულიტი), რომელსაც ხშირად თან ახლავს კანზე პატარა წითელი ან იისფერი მუწუკოვანი გამონაყარი;

პრეპარატების კლასს, რომელსაც მიეკუთვნება კეტილეპტი®, შეუძლია გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევები, რომლებიც შესაძლოა იყოს სერიოზული, ხოლო ზოგ შემთხვევებში გამოიწვიოს ლეტალობაც კი.

ქვემოთ მოცემული გვერდითი მოვლენები ვლინდება მხოლოდ სისხლის ანალიზის აღების შემდეგ.

სისხლში ზოგიერთი ცხიმის (ლიპიდების დონის მომატება - ტრიგლიცერიდების და საერთო ქოლესტერინის)

სისხლში შაქრის დონის ცვლილება

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების რაოდენობის ცვლილება სისხლში

ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება

სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის შემცირება (როგორიც არის სისხლის წითელი და თეთრი უჯრედები)

სისხლში კრეატინფოსფოკინაზას დონის მომატებას (კუნთის შემადგენელი ელემენტი)

სისხლში ნატრიუმის დონის შემცირებას

ჰორმონ პროლაქტინის დონის მომატებას სისხლში (იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს სარძევე ჯირკვლების გადიდება, მოულოდნელი რძის გამოყოფა ქალებსა და მამაკაცებში, ასევე მენსტრუალური ციკლის დარღვევა).

თქვენი ექიმი გთხოვთ რეგულარულად ჩაიტაროთ სისხლის ანალიზი.

დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში

ბავშვებსა და მოზარდებში შეიძლება განვითარდეს იგივე გვერდითი მოვლენები, რაც მოზრდილებში.

შემდეგი გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად განვითარდა ბავშვებსა და მოზარდებში:

ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

ჰორმონის დონის მომატება სისხლში, რომელსაც ეწოდება პროლაქტინი.

იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ბიჭებსა და გოგონებში სარძევე ჯირკვლის შეშუპება და მოულოდნელად რძის გამოყოფა;

მენსტრუალური ციკლის დარღვევა (არარსებობა ან არარეგულარული ციკლი).

მადის მომატება;

ღებინება;

კუნთების პათოლოგიური მოძრაობები, რომელიც მოიცავს კუნთების მოძრაობის დაწყების გართულებას, კანკალის, ხანგრძლივ მოუსვენრობის გრძნობას ან კუნთების რიგიდობას ტკივილის გარეშე;

არტერიული წნევის მომატება.

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):

სისუსტის შეგრძნება, გონების დაკარგვა (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა);

ცხვირის დაცობა;

გაღიზიანებადობა.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ შენიშნავთ რომელიმე ჩამოთვლილ გვერდით მოვლენას ან გაქვთ რაიმე ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ გვერდითი ეფექტების მოხსენების ეროვნულ სისტემას.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

ჭარბი დოზა

სიმპტომები:

მთლიანობაში, გამოვლენილი ნიშნები და სიმპტომები იყო პრეპარატის ცნობილი ფარმაკოლოგიური ეფექტების გაძლიერების შედეგი, როგორიცაა ძილიანობა, სედაციური ეფექტი, ტაქიკარდია, ჰიპოტენზია და ანტიქოლინერგიული ეფექტი.

გარდა ამისა, არსებობს ცნობები შემდეგი გვერდითი რეაქციების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია კვეტიაპინით ჭარბ დოზირებასთან (მონოთერაპიაში): QT სეგმენტის დაგრძელება, კრუნჩხვები, ეპილეფსიური სტატუსი, რაბდომიოლიზი, სუნთქვის დათრგუნვა, შარდის შეკავება, ცნობიერების არევა, დელირიები და/ან აჟიტაცია, კომა და სიკვდილი.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში მძიმე ზედოზირების ეფექტების განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს (იხ. პუნქტი 4.4).

მკურნალობა:

პრეპარატ კეტილეპტის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. მძიმე ინტოქსიკაციის დროს ყოველთვის გათვალისწინებული უნდა იყოს ერთდროულად რამდენიმე პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობა.

ჰიპერდოზირების მძიმე სიმპტომების განვოთარების შემთხვევაში, ან რამოდენიმე პრეპარატით ჰიპერდოზირებაზე ეჭვის შემთხვევაში, საჭიროა ინტენსიური თერაპია, მათ შორის პაციენტის სასუნთქი გზების გამტარობის გათავისუფლება და უზრუნველყოფა, სათანადო ოქსიგენაციისა და ვენტილაციის უზრუნველყოფა, გულ-სისხლძარღვთა ფუნქციის მონიტორინგი და შენარჩუნება.

ლიტერატურული მონაცემების მიხედვით, დელირიუმის, აგზნების ან ცალსახა ანტიქოლინერგული სინდრომის მქონე პაციენტებს შეიძლება დაენიშნოთ ფიზოსტიგმინი (1-2 მგ, ეკგ მუდმივი მონიტორინგით). ეს თერაპია არ არის რეკომენდებული, როგორც სტანდარტული მკურნალობა, რადგან ფიზოსტიგმინს შეიძლება ჰქონდეს არასასურველი ეფექტი გულის გამტარობაზე. ფიზოსტიგმინის გამოყენება შესაძლებელია, თუ ეკგ-ზე ცვლილებები არ არის. ფიზოსტიგმინი არ უნდა იქნას გამოყენებული არითმიის, ნებისმიერი ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის ან QRS კბილის გაფართოებისას.

ზედოზირების დროს შეწოვის თავიდან აცილების შესაძლებლობა შესწავლილი არ ყოფილა, დამაინც, მძიმე ინტოქსიკაციებისას შეიძლება ჩატარდეს კუჭის გამორეცხვა, შეძლებისდაგავრად ჭარბი დოზის მიღებიდან პირველი საათის განმავლობაში, აგრეთვე შეიძლება განხილული იყოს გააქტიურებული ნახშირის დანიშვნის მიზანშეწონილობა.

კვეტიაპინის ჭარბი დოზის მიღებისას განვითარებული მდგრადი ჰიპოტენზიის სამკურნალოდ მიღებული უნდა იყოს შესაბამისი მეთოდები, როგორიცაა სითხის ვენებში შეყვანა და სიმპატომიმეტიკების დანიშვნა (თავიდან უნდა იქნას აცილებული ადრენალინის და დოპამინის გამოყენება, ვინაიდან ბეტა-სტიმულაციამ შეიძლება გაამწვავოს კვეტიაპინით გამოწვეული ჰიპოტონია ალფა-ბლოკადის ფონზე).

მკაცრი სამედიცინო დაკვირვება და მონიტორინგი უნდა გაგრძლდეს პაციენტის გამოჯანმრთელებამდე.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: 100მგ და 200მგ კვეტიაპინი (115,13მგ, 172,70მგ კვეტიაპინის ფუმარატის სახით, შესაბამისად) თითოეულ შემოგარსულ ტაბლეტში.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი (ა ტიპის), პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო.

გარსი:

ოპადრაი II 33G28523 თეთრი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაკროგოლი 3350, ტრიაცეტინი (შემოგარსული ტაბლეტები 100მგ),

ოპადრაი II 33G28523 თეთრი და ოპადრაი II 33G24283 ვარდისფერი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაკროგოლი 3350, ტრიაცეტინი, რკინის ოქსიდი წითელი (E172) რკინის ოქსიდი ყვითელი (E172) (შემოგარსული ტაბლეტები 200მგ).

პრეპარატ კეტილეპტის® შემოგარსული ტაბლეტების აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

გარეგანი სახე:

100მგ: თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი ორმხრივამოზნექილი შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებით “E” და რიცხვი 202 – ტაბლეტის მეორე მხარეს, უსუნო ან თითქმის უსუნო.

200მგ: მუქი ვარდისფერი, მრგვალი ორმხრივამოზნექილი შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებით “E” და რიცხვი 204 – ტაბლეტის მეორე მხარეს, უსუნო ან თითქმის უსუნო.

შეფუთვა:

ბლისტერზე მოცემულია 10 შემოგარსული ტაბლეტი. 3 ან 6 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

არ გადააგდოთ პრეპარატები საყოფაცხოვრებო ნაგვის ან კანალიზაციის მეშვეობით. პრეპარატის გადაგდების აუცილებლობის შემთხვევაში, კონსულტაცია გაიარეთ ფარმაცევტთან. ამ ზომებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა ექიმის რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფსიქოლეფსიური, ანტიფსიქოზური საშუალებები, დიაზეპინები, ოქსაზეპინები, თიაზეპინები და ოქსეპინები.

ათქ კოდი: N05A H04.

მოქმედების მექანიზმი:

კვეტიაპინი წარმოადგენს ატიპურ ანტიფსიქოტურ პრეპარატს. კვეტიაპინი, ისევე როგორც მისი აქტიური მეტაბოლიტი, ნორკვეტიაპინი, ურთიერთქმედებს თავის ტვინის ნეიროტრანსმიტერების რეცეპტორების დიდ რაოდენობასთან. კვეტიაპინს და ნორკვეტიაპინს გააჩნიათ აფინურობა სეროტონინის (5HT2) და დოფამინის (D1 და D2) რეცეპტორებთან. მიიჩნევა, რომ ამგვარ კომბინირებულ ანტაგონიზმს რეცეპტორების დონეზე 5HT2 რეცეპტორებთან უფრო მაღალი სელექციურობით, ვიდრე დოფამინის D2 რეცეპტორებთან, საკუთარი წვლილი შეაქვს პრეპარატის კლინიკურ ანტიფსიქოტურ თვისებებში, ექსტრაპირამიდული გვერდითი ეფექტების განვითარების მიმართ უფრო დაბალი წინასწარ განწყობით, ვიდრე ტიპურ ანტიფსიქოტურ საშუალებებში. კვეტიაპინს და ნორკვეტიაპინს არ გააჩნიათ აფინურობა ბენზოდიაზეპინების რეცეპტორებთან, მაგრამ გააჩნიათ მაღალი აფინურობა ჰისტამინურ და ადრენერგულ α1 რეცეპტორებთან და უფრო ნაკლები აფინურობა ადრენერგული α2 რეცეპტორების მიმართ. კვეტიაპინს არ გაანია შესამჩნევი მსგავსება მუსკარინულ ქოლინერგიულ რეცეპტორებთან, მაშინ როდესაც კვეტიაპინს გააჩნია ზომიერი ან მაღალი აფინურობა გარკვეული მუსკარინული რეცეპტორების მიმართ, რითიც შეიძლება აიხსნას მისი ანტიქოლინერგული ეფექტი.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები:

კვეტიაპინის აქტივობა ნაჩვენებია ანტიფსიქოტური მოქმედების ტესტებში (მაგალითად, პირობითი თავიდან აცილების ტესტში. როგორც ფუნქციონალურ, ისე ელექტროფიზიოლოგიურ კვლევებში დადგენილი იქნა, რომ კვეტიაპინი ბლოკავს დოფამინის აგონისტების ეფექტს, ზრდის დოფამინის მეტაბოლიზმის პროდუქტების კონცენტრაციას, რაც წარმოადგენს D2 რეცეპტორების ბლოკადის ნეიროქიმიურ ინდექსს.

ცხოველებში ჩატარებული კვლევებისას, რომელთა მიზანი იყო შესაძლო ექსტრაპირამიდული სიმპტომების გამოვლენა, ნაჩვენები იქნა ატიპური პროფილი, ტიპურ ანტიფსიქოტურ პრეპარატებთან შედარებით. ხანგრძლივი გამოყენების დროსაც კი არ აღინიშნებოდა D2 დოფამინური რეცეპტორების მგრძნობელობის მომატება. ძალიან სუსტი კატალეფსია აღინიშნებოდა კვეტიაპინის მოქმედებისას ისეთი დოზების გამოყენებისას, რომლებიც ეფექტურად ბლოკავენ დოფამინურ D2-რეცეპტორებს. ქრონიკული შეყვანისას კვეტიაპინი შერჩევითად მოქმედებს ლიმბურ სისტემაზე, პრეპარატს შეუძლია მეზოლიმბური ნეირონების დეპოლარიზაციის ბლოკირება, მაგრამ გავლენას არ ახდენს დოფამინ-შემცველ ნიგროსტრიანულ ნეირონებზე.

კვეტიაპინმა მაიმუნებში (Cebus), რომლებიც სენსიბილიზებულნი იყვნენ ჰალოპერიდოლით პრეპარატის მწვავე და ქრონიკული შეყვანის ექსპერიმენტებში, გამოავლინა დისტონიის გამოწვევის მინიმალური უნარი. დღეისათვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რა როლს ასრულებს ნორკვეტიაპინი ადამიანში კვეტიაპინის ფარმაკოლოგიურ აქტივობაზე (იხ. პუნქტი 4.8).

კლინიკური ეფექტურობა

შიზოფრენია

შიზოფრენიის მქონე პაციენტების პლაცებო-კონტროლირებული კვლევებისას, მათ შორის კვეტიაპინის სხვადასხვა დოზების გამოყენებით ჩატარებული კვლევისას არ გამოვლენილა სხვაობა კვეტიაპინისა და პლაცებოს ჯგუფებს შორის ექსტრაპირამიდული სიმპტომების სიხშირის ან თანმხლები ქოლინერგიული საშუალებების გამოყენების მხრივ.

პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში, რომელიც იკვლევდა კვეტიაპინის ფიქსირებული დოზების ეფექტს 75-დან 750 მგ-მდე დღეში, არ იყო განსხვავება კვეტიაპინისა და პლაცებოს ჯგუფებს შორის ექსტრაპირამიდული სიმპტომების სიხშირეში ან თანმხლები ქოლინერგული პრეპარატების გამოყენებისას.

შიზოფრენიის რეციდივის პროფილაქტიკისთვის კვეტიაპინის ხანგრძლივი გამოყენების ეფექტურობა არ არის შესწავლილი ბრმა კვლევებში. შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში ღია კლინიკურ კვლევებში, კვეტიაპინით მკურნალობის გაგრძელება ეფექტური იყო კლინიკური გაუმჯობესების შესანარჩუნებლად პაციენტებში, რომლებიც თავდაპირველად რეაგირებდნენ მკურნალობაზე, რაც მიუთითებს გარკვეულ ეფექტურობაზე ხანგრძლივი გამოყენებისას.

ბიპოლარული აშლილობები

ოთხმა პლაცებოზე კონტროლირებადმა კლინიკურმა კვლევამ შეისწავლა კვეტიაპინის 800 მგ-მდე დოზების ეფექტურობა მანიის ეპიზოდების მკურნალობაში. ორ კვლევაში კვეტიაპინი გამოიყენებოდა მონოთერაპიის სახით, ხოლო დანარჩენ ორში, როგორც დამხმარე თერაპია ლითიუმის ან ნატრიუმის ვალპროატით. არ იყო განსხვავება EPS-ის სიხშირეში ან თანმხლები ქოლინერგული პრეპარატების გამოყენებაში. კვეტიაპინის მონოთერაპიის ორმა კლინიკურმა კვლევამ ზომიერი და მძიმე მანიაკალური ეპიზოდებისთვის აჩვენა, რომ მე-3 და მე-12 კვირებში კვეტიაპინი უფრო ეფექტური იყო ვიდრე პლაცებო, მანიის სიმპტომების შესამცირებლად. არ არსებობს გრძელვადიანი მონაცემები კვეტიაპინის გამოყენების შესახებ მისი ეფექტურობის მხარდასაჭერად მანიაკალური ან დეპრესიული ეპიზოდების პროფილაქტიკაში. არსებობს შეზღუდული მონაცემები კვეტიაპინის გამოყენების შესახებ ლითიუმთან ან დივალპროექსთან ერთად მკურნალობის მე-3 და მე-6 კვირაში მწვავე ზომიერი და მძიმე მანიაკალური ეპიზოდების დროს. შედეგები მიუთითებს დანამატის ეფექტურობაზე მკურნალობის მე-3 კვირაში. პაციენტები კარგად იტანდნენ კომბინირებულ თერაპიას. მეორე კვლევამ არ აჩვენა ეფექტი მკურნალობის 6 კვირის განმავლობაში.

ბოლო კვირაში პაციენტებისთვის დანიშნული ქეთიაპინის საშუალო დოზა იყო დაახლოებით 600 მგ/დღეში და პაციენტთა დაახლოებით 85% იღებდა კვეტიაპინს 400-დან 800 მგ/დღეში დიაპაზონში.

4 8-კვირიან კლინიკურ კვლევებში ზომიერი და მძიმე დეპრესიის მქონე პაციენტებში, რომლებსაც თან ახლავს ბიპოლარული აშლილობები I და II ტიპის, კვეტიაპინი 300 მგ ან 600 მგ დოზებში აღმოჩნდა მნიშვნელოვნად უფრო ეფექტური ვიდრე პლაცებო. პაციენტებს აღენიშნებოდათ სულ მცირე 50%-იანი გაუმჯობესება მთლიან MADRS ქულებში. არ იყო განსხვავებები მკურნალობის ეფექტურობაში იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც იღებდნენ პრეპარატს 300 მგ ან 600 მგ დოზებით.

ორივე კვლევის შემდგომმა ფაზამ აჩვენა, რომ დეპრესიის ხანგრძლივი მკურნალობა, მაგრამ არა მანია, პაციენტებში, რომლებიც პასუხობდნენ საწყის მკურნალობას 300 მგ ან 600 მგ კეტიაპინით, ეფექტური იყო პლაცებოსთან შედარებით.

ორივე კვლევის შემდეგ ფაზებში დადგინდა, რომ დეპრესიის, და არა მანიის ხანგრძლივი მკურნალობა მანიაკალური, დეპრესიული ან შერეული ეპიზოდებით პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ კვეტიაპინს კომბინირებული თერაპიის სახით, იყო უფრო ეფექტური, ვიდრე მხოლოდ ხასიათის სტაბილიზატორებით მონოთერაპია, დროის გახანგრძლივების თვალსაზრისით მანიაკალური, დეპრესიული ან შერეული ეპიზოდების რეციდივამდე.

რეციდივის რისკი 70%-ით შემცირდა. კვეტიაპინი ინიშნებოდა დღეში ორჯერ დოზირების დიაპაზონში 400 მგ-დან 800 მგ-მდე ლითიუმთან ან ნატრიუმის ვალპროატთან ერთად.

მწვავე მანიის მქონე მოზრდილი პაციენტების 6-კვირიან რანდომიზებულ კვლევაში, კვეტიაპინი ლითიუმთან ერთად პლაცებოსა და კვეტიაპინთან შედარებით, მანიის შეფასების შკალის (YMRS) მიხედვით გაუმჯობესება იყო 2.8 ქულა ორივე ჯგუფში და პროცენტული სხვაობა მკურნალობაზე, რომლებიც რეაგირებდნენ მკურნალობაზე (განისაზღვრა როგორც 50% გაუმჯობესება საწყის მდგომარეობასთან შედარებით YMRS შკალის მიხედვით) იყო 11% (79% ჯგუფში რომლებიც ღებულებდნენ ლითიუმს და 68% ჯგუფში, რომლებიც არ ღებულობდნენ ლითიუმს).

მანიაკალურ, დეპრესიულ ან შერეული ეპიზოდების მქონე პაციენტებში რეციდივის პროფილაქტიკისთვის ერთ გრძელვადიან კვლევაში (2 წლამდე კვეტიაპინით მკურნალობის პერიოდი, ექსპოზიციის საშუალო პერიოდი - 191 დღე) მანიაკალური, დეპრესიული ან შერეული ეპიზოდების მქონე პაციენტებში კვეტიაპინი უპირატესი იყო პლაცებოზე მანიაკალური რეციდივის დროის გახანგრძლივებით. ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტებში დეპრესიული ან შერეული ეპიზოდები

მანიაკალურ, დეპრესიულ ან შერეული ეპიზოდების მქონე პაციენტებში რეციდივის პროფილაქტიკისთვის ერთ გრძელვადიან კვლევაში (2 წლამდე კეტიაპინით მკურნალობა, ექსპოზიციის საშუალო პერიოდი 191 დღე) მანიაკალური, დეპრესიული ან შერეული ეპიზოდების მქონე პაციენტებში კვეტიაპინი უპირატესი იყო პლაცებოსთან მიმართებაში მანიაკალური რეციდივის დროის გახანგრძლივებით 1ლი ტიპის დეპრესიული ან შერეული ეპიზოდებით ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტებში.

იმ ჯგუფში, რომელშიც ღებულობდნენ კვეტიაპინს, განწყობის ცვლილებები დაფიქსირდა 91 შემთხვევაში (22.5%), პლაცებოს ჯგუფში 208 შემთხვევაში (51.5%) და ლითიუმის ჯგუფში 95 შემთხვევაში (26.1%). პაციენტებში, რომლებიც რეაგირებდნენ კვეტიაპინის საწყის მკურნალობაზე, თერაპიის გაგრძელების ან ლითიუმზე გადასვლის ეფექტურობის შედარებამ აჩვენა, რომ ლითიუმზე გადასვლა არ ახანგრძლივებს დროს განწყობის ცვლილებების ახალი რეციდივის დაწყებამდე.

კლინიკური კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ კვეტიაპინი ეფექტურია შიზოფრენიის და მანიის მკურნალობისას, როდესაც ინიშნებოდა დღე-ღამეში ორჯერ, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარგამოყოფის ფარმაკოკინეტიკური დრო შეადგენს დაახლოებით 7 დღეს. ეს დასტურდება პოზიტრონო-ემისიური ტომოგრაფიით (PET) ჩატარებული კვლევის მონაცემებით, რომლის დროსაც დადგენილ იქნა, რომ კვეტიაპინის გამოყენებისას 5HT2 და D2 რეცეპტორები აღინიშნება 12 საათის განმავლობაში. 800 მგ-ზე მაღალი დოზების ეფექტიანობა და უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.

კლინიკური უსაფრთხოება

შიზოფრენიისა და ბიპოლარული მანიის მოკლევადიანი, პლაცებო-კონტროლირებული კლინიკური კვლევებისას ექსტრაპირამიდული სიმპტომების საერთო სიხშირე იყო ისეთივე, როგორიც პლაცებოს ჯგუფში (შიზოფრენია 7,8% კვეტიაპინის ჯგუფში და 8,0% პლაცებოს ჯგუფში; ბიპოლარული მანია 11,2% კვეტიაპინის ჯგუფში და 11,4% პლაცებოს ჯგუფში). პლაცებოსთან შედარებით, კვეტიაპინის გამოყენებისას ექსტრაპირამიდული სიმპტომების განვითარების უფრო მაღალი სიხშირე მოკლევადიანი, პლაცებო კონტროლირებული კვლევებისას აღინიშნა მძიმე დეპრესიული აშლილობებისა და ბიპოლარული დეპრესიის მქონე პაციენტებში. ბიპოლარული აშლილობებისას დეპრესიის მოკლევადიანი, პლაცებო-კონტროლირებული კლინიკური კვლევებისას ექსტრაპირამიდული სინდრომების საერთო სიხშირე შეადგენდა 8,9%-ს კვეტიაპინის ჯგუფში და 3,8%-ს პლაცებოს ჯგუფში. როგორც ბიპოლარული დეპრესიისას, ისე დიდი დეპრესიული ეპიზოდებისას, ინდივიდუალური გვერდითი რეაქციების სიხშირე (აქატიზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები, ტრემორი, დისკინეზია, დისტონია, მოუსვენრობა, კუნთების უნებლიე შეკუმშვები, ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა და კუნთების რიგიდულობა) არ აღემატებოდა 4%-ს კვლევის რომელიმე ჯგუფში.

3-8 კვირის განმავლობაში ფიქსირებული დოზების (დღე-ღამეში 50 მგ-დან დღეღამეში 800 მგ-მდე) გამოყენებით ჩატარებული მოკლევადიანი, პლაცებო-კონტროლირებული კლინიკური კვლევებისას სხეულის მასის საშუალო ზრდა კვეტიაპინის მიმღებ პაციენტებში შეადგენდა 0.8 კგ-დან (დღე-ღამეში 50 მგ დოზის გამოყენებისას) 1,4 კგ-მდე (დღე-ღამეში 600 მგ დოზის გამოყენებისას) (დღე-ღამეში 800 მგ დოზის გამოყენებისას სხეულის მასის მომატება ნაკლებად გამოხატული იყო), პლაცებოს ჯგუფში 0,2 კგ-სთან შედარებით. კვეტიაპინის მიმღებ პაციენტებში სხეულის მასის 7%-ზე მეტად მომატება აღინიშნა პაციენტთა 5,3%-დან (დღე-ღამეში 50 მგ დოზის გამოყენებისას) პაციენტთა 15, 5%-მდე (დღე-ღამეში 40 მგ დოზის გამოყენებისას) (დღე-ღამეში 600 მგ და 800 მგ დოზების გამოყენებისას სხეულის მასის მომატება ნაკლებად გამოხატული იყო), პლაცებოს ჯგუფში პაციენტთა 3,7%-თან შედარებით.

6-კვირიან რანდომიზებულ კვლევაში ლითიუმისა და კვეტიაპინის კომბინაციის შედარებისას კვეტიაპინისა და პლაცებოს კომბინაციასთან, მწვავე მანიის მქონე მოზრდილ პაციენტებში, გამოვლინდა უფრო მეტი გვერდითი რეაქცია კვეტიაპინისა და ლითიუმის ერთდროული გამოყენებისას პლაცებოსთან შედარებით(63% vs 48%). მკურნალობის უსაფრთხოების შეფასებამ გამოავლინა ექსტრაპირამიდული სიმპტომების უფრო მაღალი სიხშირე (16.8% კვეტიაპინის ლითიუმთან კომბინირებისას და 6.6% პლაცებოსთან გამოყენებისას). ტრემორი, ექსტრაპირამიდული სიმპტომების ყველაზე გავრცელებული გამოვლინება, დაფიქსირდა პაციენტთა 15.6%-ში, რომლებიც იღებდნენ კომბინირებულ თერაპიას და 4.9%-ს პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კვეტიაპინს და პლაცებოს. ანალოგიურად, ძილიანობა უფრო ხშირად აღინიშნებოდა ჯგუფში, რომელიც იღებდა კომბინირებულ მკურნალობას (12.7% და 5.5%). მკურნალობის ბოლოს, უფრო მეტ პაციენტს, რომლებიც იღებდნენ კომბინირებულ თერაპიას, აღენიშნებოდა სხეულის წონის მატება იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ კვეტიაპინს და პლაცებოს (≥7% და 4.7%).

რეციდივის პროფილაქტიკის უფრო ხანგრძლივ კლინიკურ კვლევებს ჰქონდათ ღია პერიოდი, 4-დან 36 კვირამდე ხანგრძლივობის, რომლის დროსაც პაციენტები იღებდნენ კვეტიაპინს. კვეტიაპინის მოხსნის შემდეგ პაციენტები რანდომიზებული იყვნენ პლაცებოს და კვეტიაპინის ჯგუფებში. კვეტიაპინის ჯგუფში რანდომიზებულ პაციენტებში კვლევის ღია პერიოდში სხეულის მასის საშუალო მომატება შეადგენდა 2,56 კგ-ს, ხოლო რანდომიზაციის პერიოდის 48-ე კვირისთვის სხეულის მასის საშუალო მომატება შეადგენდა 3,22 კგ-ს, ღია პერიოდში საწყის მდგომარეობასთან შედარებით. პლაცებოს ჯგუფში რანდომიზებულ პაციენტებში კვლევის ღია პერიოდში სხეულის მასის საშუალო მომატება შეადგენდა 2,39 კგ-ს, ხოლო რანდომიზაციის პერიოდის 48-ე კვირისთვის სხეულის მასის საშუალო მომატება შეადგენდა 0,89 კგ-ს, ღია პერიოდთან შედარებით.

დემენციით განპირობებული ფსიქოზების მქონე ხანდაზმული პაციენტების პლაცებო-კონტროლირებული კვლევებისას, ცერებროვასკულარული გვერდითი მოვლენების სიხშირე/100 პაციენტში-წლის კვეტიაპინის მიმღებ პაციენტებში, არ აღემატებოდა პლაცებოს ჯგუფში დაფიქსირებულ სიხშირეს.

მონოთერაპიით იმ პაციენტთა ყველა მოკლევადიანი კლინიკური კვლევისას, რომლებშიც ნეიტროფილების რაოდენობა საწყის ეტაპზე იყო >1,5 x 109/ლ, ნეიტროფილების რაოდენობის <1.5 x 109/ლ-მდე შემცირების მინიმუმ ერთი ეპიზოდი დაფიქსირდა კვეტიაპინის მიმღებ პაციენტთა 1.9%-ში, პლაცებოს ჯგუფში დაფიქსირებულ 1,3%-თან შედარებით. >0,5 - <1,0 x 10/9ლ-მდე ინტერვალში ნეიტროფილების რაოდენობის შემცირების შემთხვევების რაოდენობა ერთიდაიგივე იყო (0,2%) კვეტიაპინისა და პლაცებოს ჯგუფებში.

იმ პაციენტთა ყველა კლინიკური კვლევისას (პლაცებო-კონტროლირებული, ღია და აქტიური კომპარატორით კვლევებისას), რომლებშიც ნეიტროფილების რაოდენობა საწყის ეტაპზე იყო >1,5 x 109/ლ, ნეიტროფილების რაოდენობის <1.5 x 109/ლ-მდე შემცირების მინიმუმ ერთი ეპიზოდის რაოდენობა შეადგენდა 2.9%-ს, ხოლო <0,5 x 10/9ლ-მდე ნეიტროფილების რაოდენობის შემცირების სიხშირე შეადგენდა 0,21% კვეტიაპინის მიმღებ პირებში.

კვეტიაპინის გამოყენებას თან ახლდა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის დოზადამოკიდებული შემცირება. თირეოტროპული ჰორმონის დონის ცვლილებების სიხშირე იყო 3.2% კვეტიაპინისთვის და 2.7% პლაცებოსთვის.

T3, T4 და TSH ჰორმონების დონის რეციპროკული ცვლილებების სიხშირე, შესაძლო კლინიკური მნიშვნელობით, იშვიათად დაფიქსირდა. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის ასეთ ცვლილებებს, როგორც წესი, არ ახლავს სიმპტომური ჰიპოთირეოზი.

საერთო და თავისუფალი T4 დონის დაქვეითება ყველაზე გამოხატული იყო კვეტიაპინით მკურნალობის პირველი ექვსი კვირის განმავლობაში, შემდგომი შემცირება არ დაფიქსირებულა ხანგრძლივი მკურნალობის დროს. შემთხვევების დაახლოებით 2/3-ში კვეტიაპინის მოხსნას თან ახლდა შებრუნებული ეფექტი მთლიანი და თავისუფალი T4 ჰორმონების დონეზე, მკურნალობის ხანგრძლივობის მიუხედავად.

კატარაქტა, ბროლის შემღვრევა

კვეტიაპინის (200-800 მგ/დღეში) კატარაქტოგენური პოტენციალის განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კლინიკური კვლევისას, რისპერიდონთან შედარებით (2-8 მგ), შიზოფრენიის ან შიზოაფექტური აშლილობების მქონე პაციენტებში, მინიმუმ 21 თვის განმავლობაში ექსპოზიციისას, კვეტიაპინის მიმღებ ჯგუფში ბროლის შემღვრევის შემთხვევების პროცენტი არ აღემატებოდა რისპერიდონის მიმღებ პაციენტებში გამოვლენილ სიხშირეს (10%).

ბავშვები და მოზარდები

კვეტიაპინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება შესწავლილი იყო მანიის მკურნალობის 3-კვირიანი პლაცებო-კონტროლირებული კლინიკური კვლევისას (284 პაციენტი აშშ-დან 10-17 წლის ასაკის). პაციენტთა 45%-ს ჰქონდა დამატებით ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტის სინდრომი ჰიპერაქტიურობით /ADHD/). გარდა ამისა, ჩატარდა შიზოფრენიის მკურნალობის 6-კვირიანი, პლაცებო-კონტროლირებული კლინიკური კვლევა (13-დან 17 წლის ასაკის 222 პაციენტი). ორივე კვლევაში გამოირიცხნენ ის პაციენტები, რომლებიც არ რეაგირებდნენ კვეტიაპინით მკურნალობაზე. კვეტიაპინით მკურნალობა იწყებოდა დოზით 50 მგ/დღე-ღამეში და მეორე დღეს დოზა იზრდებოდა 100 მგ-მდე დღე-ღამეში, შემდგომში დღე-ღამეში 100 მგ-დე მომატებით დღეში 2-3-ჯერ, სამიზნე დოზების მიღწევამდე (მანია 400-600 მგ დღე-ღამეში, შიზოფრენია 400-800 მგ დღე-ღამეში).

მანიის კლინიკური კვლევისას LS-ის საშუალო ცვლილებების განსხვავებები საწყისი მდგომარეობისგან YMRS შკალის ქულების საერთო რაოდენობის მიხედვით (აქტიური ნივთიერება - პლაცებო) შეადგენდა -5.21 დღე-ღამეში 400 მგ კვეტიაპინის შემთხვევაში და -6,56 დღე-ღამეში 600 მგ კვეტიაპინის შემთხვევაში. 64% პაციენტთა პროპორცია, რომლებიც რეაგირებდნენ თერაპიაზე (გაუმჯობესება YMRS შკალით >50%) შეადგენდა 64%-ს იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებიც იღებდნენ დღე-ღამეში 400 მგ კვეტიაპინს და 58%-ს იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებიც იღებდნენ დღე-ღამეში 600 მგ კვეტიაპინს და 37%-ს პლაცებოს ჯგუფში.

შიზოფრენიის კლინიკური კვლევისას LS-ის საშუალო ცვლილებების განსხვავებები საწყისი მდგომარეობისგან PANSS შკალის ქულების საერთო რაოდენობის მიხედვით (აქტიური ნივთიერება - პლაცებო) შეადგენდა -8.16 დღე-ღამეში 400 მგ კვეტიაპინის შემთხვევაში და -9,29 დღე-ღამეში 800 მგ კვეტიაპინის შემთხვევაში. კვეტიაპინის არც დაბალ (400 მგ) და არც მაღალ (800მგ) დოზას არ ჰქონდა უპირატესობა პლაცებოსთან შედარებით, თერაპიაზე მორეაგირე პაციენტთა პროცენტის მხრივ (რაც განისაზღვრებოდა, PANSS შკალით ქულების შემცირებით >30%). როგორც მანიის, ისე შიზოფრენიის შემთხვევაში, პრეპარატის უფრო მაღალი დოზებისას მკურნალობაზე მორეაგირე პაციენტების რაოდენობა უფრო ნაკლები იყო.

პლაცებოთი კონტროლირებულ მესამე ხანმოკლე კვლევაში, არ იყო დადგენილი კვეტიაპინით მონოთერაპიის ეფექტურობა ბიპოლარული დეპრესიის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში (10-დან 17 წლამდე).

არ არსებობს მონაცემები მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში შემანარჩუნებელი თერაპიის ან პროფილაქტიკის ეფექტიანობის შესახებ.

კლინიკური უსაფრთხოება

ზემოთ მოხსენებულ მოკლევადიან, პლაცებოზე კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, EPS-ის სიხშირე აქტიური მკურნალობის ჯგუფში და პლაცებოს ჯგუფში იყო 12.9% და 5.3% შიზოფრენიის კვლევაში, 3.6% და 1.1% მანიის კვლევაში ბიპოლარული აშლილობისა და 1.1% და 0% დეპრესიის ბიპოლარული აშლილობის კვლევაში. წონის მომატების სიხშირე საწყისი სხეულის წონის ≥7% აქტიური მკურნალობისა და პლაცებოს ჯგუფებში იყო 17% და 2.5% შიზოფრენიის და მანიის ბიპოლარულ კვლევაში და 13.7% და 6.8% დეპრესიის კვლევაში ბიპოლარული დარღვევებისთვის. სუიციდის მაჩვენებელი აქტიური მკურნალობისა და პლაცებოს ჯგუფებში იყო 1.4% და 1.3% შიზოფრენიის კვლევაში, 1.0% და 0% მანიის კვლევაში.

ბიპოლარული აშლილობის დროს და 1.1% და 0% დეპრესიის ბიპოლარული აშლილობის კვლევაში. ბიპოლარული დეპრესიის მქონე პაციენტების შემდგომ ფაზაში გაფართოებულ კვლევაში, თვითმკვლელობის ორი დამატებითი შემთხვევა დაფიქსირდა ორ პაციენტში, რომელთაგან ერთი იღებდა კვეტიაპინს.

გრძელვადიანი უსაფრთხოება

ღია კლინიკური ცდები (380 პაციენტის) გაგრძლდა 26-კვირიანი ღია კვლევებით, რომლის დროსაც გამოიყენობდა კვეტიაპინის ვარიაბელური დოზები დღე-ღამეში 400 მგ-დან დღე-ღამეში 800 მგ-მდე, რომლის შედეგად მიღებული იყო დამატებითი მონაცემები უსაფრთხოების შესახებ. ბავშვებსა და მოზარდებში აღინიშნებოდა არტერიული წნევის მომატება. მადის მომატება, ექსტრაპირამიდული სიმპტომები და შრატში პროლაქტინის დონის მომატება უფრო ხშირად აღინიშნებოდა ბავშვებსა და მოზარდებში, ვიდრე მოზრდილებში (იხ. პუნქტი 4.4 და 4.8).

წონის მომატება

დროთა განმავლობაში ნორმალური ზრდის კორექტირებისას, სხეულის მასის მატება სხეულის მასის ინდექსის (BMI) მინიმუმ 0,5 სტანდარტული გადახრით საწყისთან შედარებით განიხილებოდა კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებად. პაციენტთა 18.3%-ში, რომლებიც იღებდნენ კვეტიაპინს 26 კვირის განმავლობაში, სხეულის წონის ცვლილებები აკმაყოფილებდა ამ კრიტერიუმს.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა:

შიგნით მიღების შემდეგ კვეტიაპინი სწრაფად და კარგად შეიწოვება და განიცდის ინტენსიურ მეტაბოლიზმს.

საკვების მიღება უმნიშვნელო ზეგავლენას ახდენს კვეტიაპინის ბიოშეღწევადობაზე.

კვეტიაპინის აქტიური მეტაბოლიტის ნორკვეტიაპინის პიკური მოლარული კონცენტრაცია წონასწორობის მდგომარეობაში შეადგენს კვეტიაპინის კონცენტრაციის 35%-ს.

განაწილება:

თერაპიულ კონცენტრაციებში პრეპარატის 83% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.

ბიოტრანსფორმაცია:

კვეტიაპინი მნიშვნელოვანი ხარისხით მეტაბოლიზდება ღვიძლში.

ინ ვიტრო ნაჩვენებია, რომ კვეტიაპინის P450 ციტოქრომით განპირობებული მეტაბოლიზმის მთავარი ფერმენტია CYP3A4. ნორკვეტიაპინი ძირითადად ფორმირდება და გამოიდევნება CYP3A4 ფერმენტით.

დადგენილია, რომ კვეტიაპინი და ზოგიერთი მისი მეტაბოლიტი, მათ შორის ნორკვეტიაპინი, წარმოადგენს ადამიანის P450 ციტოქრომის იზოფერმენტების სუსტ ინჰიბიტორებს (1A2, 2C9, 2C19, 2D6 და 3A4), მაგრამ მხოლოდ იმ კონცენტრაციებში, რაც არანაკლებ 5-50-ჯერ აღემატება ადამიანის მიერ ჩვეულებრივ ეფექტური დოზების მიღების შემდეგ გამოვლენილ კონცენტრატაციებს (300-800 მგ დღე-ღამეში). ინ ვიტრო ამ კვლევების საფუძველზე ნაკლებად მოსალოდნელია, რომ კვეტიაპინის გამოყენებამ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოიწვიოს P450 ციტოქრომით განპირობებული სხვა პრეპარატის მეტაბოლიზმის კლინიკურად მნიშვნელოვან დათრგუნვას. ექსპერიმენტული მონაცემები აჩვენებს, რომ კვეტიაპინს შეუძლია P450 ციტოქრომის ფერმენტის ინდუცირება. თუმცა, ფსიქოზური მდგომარეოებების მქონე პაციენტებში ჩატარებული სპეციფიკური ურთიერთქმედებების კლინიკური კველვებისას დადგენილი არ ყოფილა P450 ციტოქრომის აქტივობის მომატება.

გამოყოფა:

კვეტიაპინის და ნორკვეტიაპინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 7 და 12 საათს, შესაბამისად. კვეტიაპინის საშუალო მოლარული დოზის ფრაქციების თანაფარდობა შარდში აქტიურ მეტაბოლიტ ნორკვეტიაპინთან არის ˂5%.

რადიოაქტიურობის დაახლოებით 73% გამოიყოფა თირკმელებით და 21% ნაწლავებით. …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ინსტრუქცია

(პაციენტისთვის განკუთვნილი ინფორმაცია)

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ

კეტილეპტი ® შემოგარსული ტაბლეტები 100 მგ

კეტილეპტი ® შემოგარსული ტაბლეტები 200 მგ

კვეტიაპინი

პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან იგი თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

  • ეს ფურცელი შეინახეთ. თქვენ შესაძლოა ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
  • დამატებითი შეკითხვების წარმოშობისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს სამკურნალო საშუალება გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. მან შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ გააჩნიათ დაავადების იგივე სიმპტომები.
  • ნებისმიერი გვერდითი მოვლენის, ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოცემული გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სახის ინფორმაციას:

რა არის პრეპარატი კეტილეპტი® შემოგარსული ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება ის

რა უნდა იცოდეთ კეტილეპტი® შემოგარსული ტაბლეტების მიღებამდე

როგორ უნდა მივიღოთ პრეპარატი კეტილეპტი® შემოგარსული ტაბლეტები

შესაძლო გვერდითი მოვლენები

კეტილეპტი® შემოგარსული ტაბლეტების შენახვის პირობები

ვარგისიანობის ვადა

აფთიაქიდან გაცემის პირობები

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რა არის პრეპარატი კეტილეპტი® შემოგარსული ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება ის

თქვენთვის დანიშნულ პრეპარატს ეწოდება კეტილეპტი®. მის აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს კვეტიაპინი, რომელიც მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელთაც ეწოდებათ ანტიფსიქოზურები.

კეტილეპტი® გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

ბიპოლარული დეპრესია: მდგომარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია დეპრესიული ხასიათი, ენერგიის ნაკლებობა, დანაშაულის გრძნობა, მადის დაკარგვა ან უძილობა

მანია: მდგომარეობა, რომლის დროსაც პაციენტი თავს გრძნობს ზედმეტად „ამაღლებულად“, აგზნებულად, სავსეა ენთუზიაზმით, ჰიპერაქტიურია, ან არასწორად აფასებს სიტუაციას, მათ შორის ავლენს აგრესიას და აქვს დესტრუქციული ქცევა;

შიზოფრენია: დაავადება, რომელსაც თან ახლავს ჰალუცინაციები (როდესაც პაციენტს ესმის ან გრძნობს იმას, რაც არ არსებობს, სჯერა იმისა, რაც არ არსებობს, ან ზედმეტად ეჭვიანია), შეშფოთებულია, გრძნობს ნერვულ დაძაბულობას, დეპრესიულია, აქვს დანაშაულის გრძნობა და და ცნობიერების დაბინდვა.

თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება გააგრძელოს კეტილეპტის® დანიშვნა იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

შესაძლებელია თქვენ დაგეხმაროთ, თუ აცნობებთ თქვენს ნათესავს ან ახლო მეგობარს იმის შესახებ, რომ თქვენ გაწუხებთ მსგავსი სიმპტომები და სთხოვოთ მათ წაიკითხონ ეს გამოყენების ინსტრუქცია. სთხოვეთ მათ, გაცნობონ თქვენი სიმპტომების გაუარესების ან თქვენი ქცევის ცვლილების შესახებ.

თუ თქვენ გაგიჩნდებათ რაიმე შეკითხვა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს პრეპარატი კეტილეპტი® და რა მიზნით გაქვთ ის დანიშნული, მიმართეთ ექიმს.

რა უნდა იცოდეთ პრეპარატის კეტილეპტი® შემოგარსული ტაბლეტების მიღებამდე

არ მიიღოთ კეტილეპტი® შემოგარსული ტაბლეტები შემდეგი სიტუაციების დროს:

თუ გაქვთ ალერგია კვეტიაპინის ან სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 8).

თუ იღებთ ან ბოლო დროს მიგიღიათ შემდეგი პრეპარატებიდან რომელიმე:

აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატები,

აზოლის შემცველი პრეპარატები (სოკოვანი დაავადებების სამკურნალო პრეპარატები),

ერითრომიცინი. კლარითრომიცინი (ინფექციის სამკურნალო ანტიბიოტიკები),

ნეფაზოდონი (დეპრესიის სამკურანლო პრეპარატი).

სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენებისას

პრეპარატის კეტილეპტი® შემოგარსული ტაბლეტების მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ:

თქვენ ან თქვენი ოჯახი წევრებს აგეღნიშნებათ ან აგეღნიშნებოდათ გულის დაავადებები (მაგ. გულის რიტმის ცვლილება, გულის კუნთის დასუსტება ან გულის ანთება ან თუ იღებთ ისეთ ნებისმიერ პრეპარატს, რომელსაც გავლენა აქვს გულის რიტმზე.

გაქვთ დაბალი არტერიული წნევა

გქონიათ ინსულტი, განსაკუთრებით თუ ხართ ხანდაზმული

თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება

თუ ოდესმე გქონიათ ეპილეფსიური გულყრა

გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან დიაბეტის რისკ-ფაქტორი (ოჯახში დიაბეტის არსებობა ან შაქრის დონის მომატება სისხლში ორსულობის დროს). მსგავს სიტუაციაში ექიმი შეამოწმებს თქვენს სისხლში შაქრის დონეს პრეპარატ კეტილეპტით® მკურნალობის დროს.

თქვენ გაგივითარდათ პანკრეატიტი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება) ან გაქვთ პანკრეატიტის განვითარების რისკ ფაქტორები, მაგ ნაღველში კენჭების არსებობა ან ტრიგლიცერიდების დონის მომატება (სისხლში განსაზღვრული ცხიმების არსებობა).

თქვენთვის ცნობილია, რომ წარსულში გქონიათ სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, გამოწვეული სხვა პრეპარატების მიღებით ან მათ გარეშე.

ხართ ხანდაზმული და გაწუხებთ დემენცია (ტვინის ფუნქციის დარღვევა). თუ ეს ასეა, დაუშვებელია პრეპარატ კეტილეპტის® მიღება, რადგან პრეპარატების ჯგუფი რომელსაც განეკუთვნება კეტილეპტი®, შეუძლია გაზარდოს ინსულტის განვითარების რისკი ან ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილის რისკი დემენციით დაავადებულ ხანდაზმულებში.

ხართ ხანდაზმული ადამიანი, რომელსაც აწუხებს პარკინსონის დაავადება ან პარკინსონიზმი.

თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ჰქონია თრომბი (სისხლძარღვებში სისხლის შედედების წარმოქმნა), რადგან მსგავს პრეპარატებს შეუძლიათ გამოიწვიონ სისხლძარღვებში სისხლის შედედება;

თქვენ ოდესმე გქონიათ ხანმოკლე სუნთქვის გაჩერება ძილის დროს (ძილის აპნოე), და თქვენ ღებულობთ პრეპარატებს, რომლებიც ანელებენ თავის ტვინის ფუნქციას („დეპრესანტები“).

მოცემული დროისთვის ან წარსულში გქონდათ შარდის ბუშტის დაუცლელობა (შარდის შეკავება), თუ თქვენ გადიდებული გაქვთ წინამდებარე ჯირკვალი, გაწუხებთ ნაწლავების გაუვალობა და თვალშიდა წნების მომატება. ასეთი მდგომარეობები ჩვეულებრივ გამოწვეულია პრეპარატებით, რომლებსაც ეწოდებათ „ანტიქოლინერგიულები“. ეს პრეპარატები გავლენას ახდენენ ნერვული უჯრედების ფუნქციაზე ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ.

თქვენ მოიხმართ ალკოჰოლს და ნარკოტიკულ საშუალებებს.

ჰოსპიტალში მიმართვიანობის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს რომ იღებთ კეტილეპტს®.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ პრეპარატ კეტილეპტით® მკურნალობის დროს თქვენ გაგივითარდათ რომელიმე ქვემოთ მოცემული მდგომარეობა:

ერთდროულად ცხელების, კუნთების ძლიერი შებოჭილობის, ოფლიანობის და დაბინდული ცნობიერების განვითარება (ცნობიერების ასეთ მდგომარეობას ეწოდება "ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი"). ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

უკონტროლო მოძრაობები, განსაკუთრებით სახისა და ენის

თავბრუსხვევა ან ძლიერი ძილიანობის შეგრძნება. ხანდაზმულ პაციენტებში ამან შეიძლება გამოიწვიოს დაეცემა

კრუნჩხვითი შეტევები

გახანგრძლივებული, მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი)

სწრაფი არარეგულარული პულსი მოსვენების დროსაც კი, სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის ტკივილი ან აუხსნელი დაღლილობა. თქვენი ექიმი დააკვირდება თქვენი გულის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში მიგმართავთ კარდიოლოგთან.

ასეთი მდგომარეობები შეიძლება გამოწვეული იყოს ამ ტიპის პრეპარატებით.

რაც შეიძლება სწრაფად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ პრეპარატ კეტილეპტით® მკურნალობის დროს თქვენ გაგივითარდათ რომელიმე ქვემოთ მოცემული მდგომარეობა:

ერთდროულად ცხელების, გრიპის მაგვარი მდგომარეობის, ყელის ტკივილის ან ნებისმიერი სხვა ინფექციის განვითარება, ვინაიდან ეს შეიძლება იყოს სისხლის თეთრი უჯრედების დაქვეითების შედეგი და საჭიროებდეს პრეპარატ კეტილეპტის® მოხსნას და/ან მკურნალობის დანიშვნას.

ყაბზობა მუდმივი მუცლის ტკივილით ან ყაბზობა რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავების გაუვალობა.

ფიქრები თვითმკევლელობის შესახებ და დეპრესიის გაუარესება

თუ გაწუხებთ დეპრესია და/ან შფოთვითი მდგომარეობა, თქვენ შეიძლება გაგივითარდეთ საკუთარი თავისადმი ზიანის მიყენების სურვილი. ეს მდგომარეობა შეიძლება გმოიხატებოდეს ანტიდპერესანტებით მკურნალობის დასაწყისში, რადგან მოცემული სამედიცინო საშუალებები არ მოქმედებენ მყისიერად, მათი მოქმედების დაწყებამდე, ჩვეულებრივ უნდა გავიდეს ორი-სამი კვირა, შესაძლებელია მეტიც.

მსგავსი ფიქრები დიდი ალბათობით შეიძლება განვითარდეს , თუ:

ადრე გქონიათ აზრები თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების შესახებ;

ხართ ახალგაზრდა, ზრდასრული ადამიანი. კლინიკური კვლევების მიხედვით გამოვლინდა თვითმკვლელობისადმი მიდრეკილების ქცევების მომატებული რისკი, მოზრდილ <25 წლის პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ფსიქიური დაავადებები.

თუ აგეღნიშნებათ ფიქრები თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების შესახებ, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფოს.

შესაძლებელია თქვენ დაგეხმაროთ, თუ აცნობებთ ნათესავს ან ახლო მეგობარს, რომ გაწუხებთ ასეთი სიმპტომები, და თხოვოთ წაიკითხოს მოცემული ფურცელ-ჩანართი. თხოვეთ მათ, რომ გაცნობონ თქვენი სიმპტომების შესაძლო გაუარესების შესახებ და თხოვეთ წაიკითხონ მოცემული ინსტრუქცია. თხოვეთ მათ გაცნობონ თქვენი სიმპტომების გაუარესების შესახებ ან თუ ისინი ამჩნევენ ცვილებებს თქვენს ქცევაში.

მძიმე რეაქციები კანის მხრივ

ძლიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნებოდა კანის მხრივ მძიმე რეაქციები, რომლებიც არის სიცოცხლისათვის საშიში ან შეიძლება ქონდეს სასიკვდილო გამოსავალი. ასეთი რეაქციების ნიშნებია :

სტივენს-ჯონსონის სინდრომით (SJS), გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცვლით, განსაკუთრებით პირის ირგვლივ, ცხვირის, თვალებისა და სასქესო ორგანოების მიდამოებში

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), უფრო მძიმე ფორმა, რომელიც იწვევს კანის ძლიერ აქერცვლას

მწვავე გენერალიზირებული ეგზანთემური პუსტულოზი (AGEP) -რომლის დროსაც კანზე ვითარდება მცირე ზომის ჩირქით სავსე ბუშტუკები

მულტიფორმული ერითემა (EM) – გამონაყარი კანზე და მოწითალო ფერის ლაქები ქავილით.

წონის მომატება

კეტილეპტის® მიღებისას პაციენტებში შეინიშნებოდა სხეულის მასის მომატება. თქვენ და თქვენმა ექიმმა რეგულარულად უნდა აკონტროლოთ თქვენი სხეულის წონა.

ბავშვები და მოზარდები

კეტილეპტი® არ არის განკუთვნილი ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოსაყენებლად.

სხვა სამკურნალო საშუალებები და კეტილეპტი®

აცნობეთ თქვენს ექიმს თუ იღებთ, ბოლო დროს მიგიღიათ, ან გეგმავთ რომელიმე სხვა პრეპარატის მიღებას, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემს.

ნუ მიიღებთ კეტილეპტს®, თუ ღებულობთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

ზოგიერთი აივ-ის სამკურნალო პრეპარატები;

სოკოვანი დაავადებების სამკურნალო პრეპარატები (აზოლები);

ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი (ინფექციისთვის);

ნეფაზოდონი (დეპრესიისთვის).

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები (ფენიტოინი ან კარბამაზეპინი);

მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებები;

ბარბიტურატები (უძილობის საწინააღმდეგოდ);

თიორიდაზინი ან ლითიუმი (სხვა ანტიფსიქოზური საშუალება);

პრეპარატები, რომელთაც გავლენა აქვთ გულზე, მაგ. პრეპარატები რომლებიც იწვევენ ელექტროლიტების დისბალანსს (კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე), როგორიცაა დიურეზული საშუალებები ან ზოგიერთი ანტიბიოტიკი (ინფექციის სამკურნალო პრეპარატები);

პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ყაბზობას;

პრეპარატები, რომელთაც ეწოდებათ ანტიქოლინერგიულები, რომლებიც ზოგიერთი სამედიცინო მდგომარეობების მკურნალობის დროს გავლენას ახდენენ ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე.

ნებისმიერი პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტამდე ჯერ მიმართეთ თქვენს ექიმს.

კეტილეპტის® მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

კეტილეპტის® მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

გამოიჩინეთ სიფრთხილე ალკოჰოლურ სასმელებთან ერთდროული გამოყენებისას, რადგან კეტილეპტის® და ალკოჰოლის კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა.

არ დალიოთ გრეიპფრუტის წვენი კეტილეპტის® მიღებისას, ვინაიდან მან შეიძლება შეცვალოს პრეპარატის ეფექტურობა.

პრეპარატ კეტილეპტის® გავლენა შარდში ნარკოტიკების გამოვლენის ანალიზზე

თუ თქვენ გისაზღვრავენ ნარკოტიკების დონეს შრდში, პრეპარატ კეტილეპტის® გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგი მეტადონზე ან ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებზე მაშინაც კი, თქვენ არ მიგიღიათ მეტადონი ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. ანალიზის შედეგების დაზუსტება საჭიროა უფრო სპეციფიური ტესტებით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობა

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს.

თქვენ არ უნდა მიიღოთ პრეპარატი კეტილეპტი® ორსულობის დროს ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

იმ ახალშობილებს, რომელთა დედებიც ორსულობის ბოლო ტრიმესტრში (ორსულობის ბოლო სამი თვე) იღებდნენ კეტილეპტს®, შეიძლება აღენიშნებოდეთ შემდეგი სიმპტომები: კანკალი, კუნთების რიგიდობა და/ან სისუსტე, ძილიანობა, აღგზნებადობა, სუნთქვის დარღვევა და კვების პრობლემები. თუ თქვენს შვილს განუვითარდა რომელიმე სიმპტომი, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ლაქტაცია

თქვენ არ უნდა მიიღოთ პრეპარატი კეტილეპტი® ლაქტაციის დროს.

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

კეტილეპტმა® შესაძლებელია გამოიწვიოს ძილიანობა. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა, სანამ არ გეცოდინებათ თუ როგორ ზემოქმედებს ტაბლეტები თქვენზე.

პრეპარატი კეტილეპტი® შემოგარსული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას

ლაქტოზას მიმართ აუტანლობის მქონე პაციენტებმა, თქვენი კვების რაციონში უნდა გაითვალისწინოთ რომ კეტილეპტის® თითოეული 100მგ და 200მგ შემოგარსული ტაბლეტები შეიცავს 17.05მგ და 34.1მგ ლაქტოზას შესაბამისად. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ გაქვთ აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

ნატრიუმის შემცველობა

პრეპარატი კეტილეპტი® შეიცავს 1მმოლ-ზე (23მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითოეულ ტაბლეტში, რაც იმას ნიშნავს რომ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

როგორ უნდა მივიღოთ კეტილეპტი® შემოგარსული ტაბლეტები

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი მკაცრად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატ კეტილეპტის® მიღების წესი განისაზღვრება თქვენი ექიმის მიერ. თქვენი მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ თქვენ შესაბამის საწყის დოზას, რომელიც შემდეგში შესაძლოა გაზარდოს. სხვადასხვა ჩვენების დროს რეკომენდებულია დოზირების სხვადასხვა რეჟიმები.

თუ თქვენ დანიშნუილ გაქვთ რეკომენდებული დოზა, მაშინ თქვენ შეიძლება დაგინიშნონ 150მგ-დან 800მგ-მდე დღეში თქვენი დაავადების და მკურნალობის ინდივიდუალური საჭიროებებისგან დამოუკიდებლად.

გამოყენების წესი

მიიღეთ ტაბლეტები ან ერთჯერ დღეში, ძილის დროს ან ორჯერ დღეში, თქვენი დაავადების მიხედვით;

გადაყლაპეთ კეტილეპტი® შემოგარსული ტაბლეტი მთლიანად, დაღეჭვის გარეშე, წყლის მიყოლებით;

კეტილეპტის® მიღება შესაძლებელია საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად;

არ მიიღოთ გრეიპფრუტის წვენი პრეპარატ კეტილეპტით® მკურნალობის დროს, ვინაიდან მას შეუძლია შეცვალოს პრეპარატის ეფექტურობა. ნუ შეწყვეტთ პრეპარატის კეტილეპტი® ტაბლეტების მიღებას მაშინაც კი, როდესაც თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება, სანამ თქვენი ექიმი არ გირჩევთ.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატ კეტილეპტის® დანიშვნა არ შეიძლება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეგიცვალოთ დოზა.

ხანდაზმული პაციენტები

თუ თქვე ნხართ ხანდაზმული პირი, თქვენ მკურნალ ექიმს შეუძლია შეგიცვალოთ დოზა.

თუ მიიღეთ პრეპარატი კეტილეპტი® დიდი რაოდენობით

თუ მიიღეთ პრეპარატი კეტილეპტი® ექიმის მიერ დანიშნულზე მეტი დოზით, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს და უახლოეს საავადმყოფოს. თან იქონიეთ ეს ინსტრუქცია და დარჩეინლი ტაბლეტები, რათა აჩვენოთ ექიმს.

ჰიპერდოზირების სიმპტომებია: ჩვეულებრივ აღინიშნება ძილიანობა, თავბრუსხვევა, გულისცემის აჩქარება.

თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატ კეტილეპტის® ერთი ან რამოდენიმე დოზის მიღება

თუ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ ის გახსენებისთანავე. არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა ერთდროულად შემდეგ დოზასთან ერთად, ან მომდევნო დოზამდე ცოტა ხნით ადრე. ამის შემდეგ გააგრძელეთ პრეპარატის მიღება ექიმის მიერ დანიშნული დოზირებით.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატ კეტილეპტის® მიღება

ნუ შეწყვეტთ პრეპარატ კეტილეპტის® მიღებას მაშინაც კი, როდესაც თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება, ვიდრე თქვენი ექიმი არ გირჩევთ.

თუ თქვენ უეცრად შეწყვიტეთ პრეპარატ კეტილეპტის® მიღება, თქვენ შესაძლოა დაგიბრუნდეთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, უძილობა, თავბრუსხვევა, თგავის ტკივილი, ფაღარათი ან გაღიზიანება; შესაძლოა ასევე განახლდეს თქვენი დაავადების სიმპტომები.

მკურნალობის შეწყვეტამდე თქვენი ექიმი გირჩევთ თანდათან შეამციროთ დოზა.

ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ძალიან ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

თავბრუსხვევა (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა)

თავის ტკივილი

პირის სიმშრალე;

ძილიანობა (შესაძლებელია გაქრეს კეტილეპტის® ტაბლეტების მიღების გაგრძელების შემთხვევაში) (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა);

სხეულის მასის მომატება;

მოხსნის სიმპტომები (სიმპტომები, რომლებიც ვითარდება, როდესაც თქვენ წყვეტთ პრეპარატ კეტილეპტის® მიღებას), მათ შორის გულისრევა, ღებინება, უძილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გაღიზიანება და ფაღარათი. პრეპარატ კეტილეპტით® მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით, 1 - 2 კვირის განმავლობაში;

კუნთების პათოლოგიური მოძრაობები, რაც გულისხმობს კუნთების მოძრაობის დაწყების გაძნელებას, კანკალს, კიდურების მოუსვენრობის შეგრძნებას ან კუნთების რიგიდობას ტკივილის გარეშე;

სისხლში ზოგიერთი ცხიმის (ტრიგლიცერიდები და საერთო ქოლესტერინი) კონცენტრაციის ცვლილება.

ხშირი (შიძლება გამოვლინდეს 10-დან არაუმენტეს 1 პაციენტში)

გახშირებული გულისცემა;

ძლიერი, მკვვეთრი, გახშირებული გულისცემის შეგრძნება ან გულისცემის გამოტოვება;

ყაბზობა, საჭმლის მონელების დარღვევა;

მოუნელებლობა;

სისუსტე;

ხელების ან ფეხების შეშუპება;

არტერიული წნევის დაქვეითება წამოდგომის დროს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან სინკოპეს მდგომარეობა (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა);

სისხლში გლუკოზის დონის მომატება;

მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა;

პათოლოგიური სიზმრები და კოშმარები;

მომატებული შიმშილის გრძნობა;

გაღიზიანების შეგრძნება;

მეტყველების დარღვევა;

ფიქრები თვითმკვლელობის შესახებ და დეპრესიის გაუარესება; დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან კლინიკას!

ქოშინი;

ღებინება (ძირითადად ხანდაზმულებში);

ცხელება;

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის ცვლილება სისხლში;

სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის შემცირება;

სისხლში ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება (სისხლის ანალიზების მიხედვით);

სისხლში ჰორმონ პროლაქტინის დონის მომატება, რაც იშვიათ შემთხვევებში იწვევს შემდეგს:

ქალებსა და მამაკაცებში სარძევე ჯირკვლის შეშუპებას და მოულოდნელად რძის გამოყოფას;

ქალებში მენსტრუალური ციკლის არარსებობას ან არარეგულარულ ციკლს.

არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

კრუნჩხვითი შეტევები;

ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს ამოწეულ ბალთებს, კანის შეშუპებას და პირის გარშემო შეშუპებას;

უსიამოვნო მოძრაობის შეგრძნება ფეხებში (მოუსვენარი ფეხების სინდრომი);

ყლაპვის გაძნელება;

არაკონტროლორებადი მოძრაობები, ძირითადად სახის და ენის;

გონების დაბინდვა;

სექსუალური ფუნქციის დარღვევა;

შაქრიანი დიაბეტი;

გულის ელექტრული იმპულსების არანორმალური გამტარობა (QT ინტერვალის გახანგრძლივება ელექტროკარდიოგრამაზე);

ნორმალურზე ნელი გულის რითმი, რომელიც შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დასაწყისში და რამაც შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება და სინკოპეს მდგომარეობა;

შარდვის გაძნელება;

გონების დაკარგვა (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა);

ცხვირის დაცობა;

სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება;

სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის დაქვეითება;

არსებული შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობის გაუარესება.

იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

მაღალი ტემპერატურა, რომელსაც ახლავს ოფლიანობა, კუნთების რიგიდობა, ძლიერი ძილიანობა ან გულის წასვლა (მდგომარეობა, რომელიც ცნობილია „ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი“-ს სახელით);

კანისა და სკლერების გაყვითლება (სიყვითლე);

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);

ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი);

სარძევე ჯირკვლების შეშუპება და რძის მოულოდნელი გამოყოფა ქალებსა და მამაკაცებში;

მენსტრუალური ციკლის დარღვევა;

თრომბები ვენებში, განსაკუთრებით ქვედა კიდურებში (სიმპტომები მოიცავს: შეშუპებას, ტკივილს და ფეხების გაწითლებას), რომლებიც შესაძლოა გადაადგილდნენ სისხლძარღვებიდან ფილტვებში და გამოიწვიონ ტკივილი გულმკერდის არეში და სუნთქვის გაძნელება. თუ შეამჩნევთ ნებისმიერ ასეთ სიმპტომს, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს;

ძილის დროს სიარული, საუბარი, ჭამა და სხვა სახის მოქმედებები;

სხეულის ტემპერატურის შემცირება (ჰიპოთერმია);

პანკრეასის ანთება, რომელიც იწვევს მუცლისა და ზურგის მკვეთრ ტკივილს;

მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება „მეტაბოლური სინდრომი“, რომლის დროსაც თქვენ შესაძლოა გრძნობდეთ სამი ან მეტი სიმპტომის კომბინაციას: ცხიმის მომატება მუცლის გარშემო, „კარგი ქოლესტერინის“ (HDL-C) შემცირება, სისხლში ისეთი ცხიმების მომატება, რომელთაც ეწოდებათ ტრიგლიცერიდები, მაღალი არტერიული წნევა და სისხლში შაქრის კონცენტრაციის მომატება;

ცხელების, გრიპის მსგავსი სიმპტომების, ყელის ტკივილის, ან სხვა ინფექციის კომბინაცია სისხლის თეთრი უჯრედების ნაკლებობით (ამ მდგომარეობას ეწოდება აგრანულოციტოზი);

ნაწლავის ობსტრუქცია;

სისხლში კრეატინფოსფოკინაზას მომატება (კუნთების შემადგენელი ელემენტი).

ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

ძლიერი გამონაყარი, ბუშტუკები ან წითელი ბალთები კანზე;

ძლიერი ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია) რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება და შოკი;

თვალის, ტუჩის და ხორხის გარშემო კანის სწრაფი შეშუპება (ანგიოედემა);

მძიმე მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს კანის, პირის, თვალების და სასქესო ორგანოების სერიოზული ბუშტუკოვანი გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);

შარდის მოცულობის მაკონტროლებელი ჰორმონის არასათანადო სეკრეცია;

კუნთოვანი ბოჭკოების დაშლა და კუნთების ტკივილი (რაბდომიოლიზი).

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია):

გულის კუნთის ფუნქციის დარღვევა (კარდიომიოპათია);

გულის კუნთის ანთება (მიოკარდიტი);

კანზე გამონაყარი არასიმეტრიული წითელი ლაქებით;

კანზე წითელი ლაქების სწრაფად განვითარება, პატარა ზომის პუსტულებით (მოთეთრო-მოყვითალო ფერის სითხით სავსე პატარა ბებერები. ამ მდგომარეობას ეწოდება მწვავე გენერალიზირებული ეგზანთემური პუსტულოზი(AGEP) (იხ. პარაგრაფი 2);

სერიოზული, მოულოდნელი ალერგიული რეაქციები ისეთ სიმპტომებთან ერთად, როგორიც არის ცხელება და ბუშტუკები კანზე და კანის აქერცვლა (ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი) იხ. პარაგრაფი 2;

წამლისმიერი რეაქციები ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), რომელსაც თან ახლავს კანის მნიშვნელოვან ფართობზე გამოხატული გამონაყარი, ცხელება, ღვიძლის ფერმენტების მომატება, ცვლილებები სისხლის მხრივ (სისხლის გარკვეული უჯრედების რაოდენობის მომატება - ეოზინოფილია), ლიმფური ჯირკვლების გადიდება, და სხვა ორგანოების ჩართულობა (იხ. პარაგრაფი 2);

იმ ახალშობილებში, რომელთა დედებიც იყენებდნენ კეტილეპტს® ორსულობის დროს შეიძლება განვითარდეს მოხსნის სიმპტომები;

ინსულტი;

სისხლძრღვების ანთება (ვასკულიტი), რომელსაც ხშირად თან ახლავს კანზე პატარა წითელი ან იისფერი მუწუკოვანი გამონაყარი;

პრეპარატების კლასს, რომელსაც მიეკუთვნება კეტილეპტი®, შეუძლია გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევები, რომლებიც შესაძლოა იყოს სერიოზული, ხოლო ზოგ შემთხვევებში გამოიწვიოს ლეტალობაც კი.

ქვემოთ მოცემული გვერდითი მოვლენები ვლინდება მხოლოდ სისხლის ანალიზის აღების შემდეგ.

სისხლში ზოგიერთი ცხიმის (ლიპიდების დონის მომატება - ტრიგლიცერიდების და საერთო ქოლესტერინის)

სისხლში შაქრის დონის ცვლილება

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების რაოდენობის ცვლილება სისხლში

ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება

სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის შემცირება (როგორიც არის სისხლის წითელი და თეთრი უჯრედები)

სისხლში კრეატინფოსფოკინაზას დონის მომატებას (კუნთის შემადგენელი ელემენტი)

სისხლში ნატრიუმის დონის შემცირებას

ჰორმონ პროლაქტინის დონის მომატებას სისხლში (იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს სარძევე ჯირკვლების გადიდება, მოულოდნელი რძის გამოყოფა ქალებსა და მამაკაცებში, ასევე მენსტრუალური ციკლის დარღვევა).

თქვენი ექიმი გთხოვთ რეგულარულად ჩაიტაროთ სისხლის ანალიზი.

დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში

ბავშვებსა და მოზარდებში შეიძლება განვითარდეს იგივე გვერდითი მოვლენები, რაც მოზრდილებში.

შემდეგი გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად განვითარდა ბავშვებსა და მოზარდებში:

ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

ჰორმონის დონის მომატება სისხლში, რომელსაც ეწოდება პროლაქტინი.

იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ბიჭებსა და გოგონებში სარძევე ჯირკვლის შეშუპება და მოულოდნელად რძის გამოყოფა;

მენსტრუალური ციკლის დარღვევა (არარსებობა ან არარეგულარული ციკლი).

მადის მომატება;

ღებინება;

კუნთების პათოლოგიური მოძრაობები, რომელიც მოიცავს კუნთების მოძრაობის დაწყების გართულებას, კანკალის, ხანგრძლივ მოუსვენრობის გრძნობას ან კუნთების რიგიდობას ტკივილის გარეშე;

არტერიული წნევის მომატება.

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):

სისუსტის შეგრძნება, გონების დაკარგვა (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა);

ცხვირის დაცობა;

გაღიზიანებადობა.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ შენიშნავთ რომელიმე ჩამოთვლილ გვერდით მოვლენას ან გაქვთ რაიმე ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ გვერდითი ეფექტების მოხსენების ეროვნულ სისტემას.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

კეტილეპტი® შემოგარსული ტაბლეტების შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25◦C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა

ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ!

ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო რიცხვს.

არ გადააგდოთ პრეპარატები საყოფაცხოვრებო ნაგვის ან კანალიზაციის მეშვეობით. პრეპარატის გადაგდების აუცილებლობის შემთხვევაში, კონსულტაცია გაიარეთ ფარმაცევტთან. ამ ზომებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა ექიმის რეცეპტით

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს პრეპარატ კეტილეპტი® შემოგარსული ტაბლეტები

აქტიური ნივთიერება: 100მგ და 200მგ კვეტიაპინი (115,13მგ, 172,70მგ კვეტიაპინის ფუმარატის სახით, შესაბამისად) თითოეულ შემოგარსულ ტაბლეტში.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი (ა ტიპის), პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო.

გარსი:

ოპადრაი II 33G28523 თეთრი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაკროგოლი 3350, ტრიაცეტინი (შემოგარსული ტაბლეტები 100მგ),

ოპადრაი II 33G28523 თეთრი და ოპადრაი II 33G24283 ვარდისფერი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაკროგოლი 3350, ტრიაცეტინი, რკინის ოქსიდი წითელი (E172) რკინის ოქსიდი ყვითელი (E172) (შემოგარსული ტაბლეტები 200მგ).

პრეპარატ კეტილეპტის® შემოგარსული ტაბლეტების აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

გარეგანი სახე:

100მგ: თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი ორმხრივამოზნექილი შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებით “E” და რიცხვი 202 – ტაბლეტის მეორე მხარეს, უსუნო ან თითქმის უსუნო.

200მგ: მუქი ვარდისფერი, მრგვალი ორმხრივამოზნექილი შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებით “E” და რიცხვი 204 – ტაბლეტის მეორე მხარეს, უსუნო ან თითქმის უსუნო.

შეფუთვა:

ბლისტერზე მოცემულია 10 შემოგარსული ტაბლეტი. 3 ან 6 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

დსს „ ფარმაცევტული ქარხანა ეგისი“

1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38

უნგრეთი

საწარმოო მოედანი:

დსს „ ფარმაცევტული ქარხანა ეგისი“

1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფელდის ქ. 118-120

უნგრეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა