პერსკინდოლი კლასიკი სპრეი
PERSKINDOL® CLASSIC SPRAY
პერსკინდოლი ქულ არის გარეგანი გამოყენების პრეპარატი სიცივით თერაპიისათვის. გამაგრილებელი ეფექტის წყალობით პერსკინდოლი ქულ ხსნის ტკივილს და ამცირებს შესივებას ისეთი დაზიანებების დროს, როგორიცაა კუნთების დაჭიმვა, სისხლჩაქცევები, დაჟეჟილობა, ამოვარდნილობა, კონტუზია და ჰემატომა. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- pine silvestris oil + sweet orange oil + wintergreen oil + levomenthol + bergamot oil + lemon oil + terpineol + terpinyl + rosemary oil
- ფორმა და შეფუთვა
- 150მლ სპრეი, ხსნარი გარეგანი გამოყენებისთვის ბოთლი №1 (პირველადი შეფუთვით)
- მწარმოებელი
- IGS Aerosols GmbH, გერმანია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები, სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- M02AX10
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046375
- რეგისტრირებულია
- 28 სექტემბერი 2026, მოქმედებს 28 სექტემბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
პერსკინდოლი კლასიკი სპრეი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პერსკინდოლი ქულ არის გარეგანი გამოყენების პრეპარატი სიცივით თერაპიისათვის. გამაგრილებელი ეფექტის წყალობით პერსკინდოლი ქულ ხსნის ტკივილს და ამცირებს შესივებას ისეთი დაზიანებების დროს, როგორიცაა კუნთების დაჭიმვა, სისხლჩაქცევები, დაჟეჟილობა, ამოვარდნილობა, კონტუზია და ჰემატომა.
რა შემთხვევაში არ შეიძლება პერსკინდოლი ქულის გამოყენება?
არ გამოიყენება ლორწოვან გარსებსა და ღია ჭრილობებზე!
პერსკინდოლი ქულ არ გამოიყენება 4 წლამდე ასაკის ბავშვებში ან ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში.
პერსკინდოლი ქულ არ გამოიყენება, თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. შემადგენლობა).
როდის უნდა გამოიჩინოს პაციენტმა სიფრთხილე პერსკინდოლი ქულის გამოყენების დროს?
არ უნდა იქნეს გამოყენებული ნახვევთან ერთად და დამუშავებული არე არ უნდა დაიფაროს ისეთი მასალით, როგორიცაა ნახვევი, კომპრესიული ნახვევი და ა.შ. დაუშვებელია თვალების სიახლოვეს გამოყენება. დაუშვებელია ერთდროულად ორი ადგილობრივი გამოყენების პრეპარატის გამოყენება კანის ერთსა და იმავე უბანზე.
ეთანოლი 96% (v/v)
პერსკინდოლი ქულ სპრეი შეიცავს 10 მგ სპირტს (ეთანოლს) 1 გ ხსნარში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება დაზიანებულ კანზე. თუ პაციენტს აღენიშნება რაიმე სხვა დაავადება, ალერგიები ან იყენებს რომელიმე სხვა პრეპარატს, უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შეიძლება თუ არა პერსკინდოლი ქულის გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს?
არსებული გამოცდილების საფუძველზე, ინსტრუქციის მიხედვით გამოყენებისას ბავშვზე ზემოქმედების რისკი არ არის გამოვლენილი. თუმცა, სისტემური სამეცნიერო კვლევა არ ჩატარებულა.
სიფრთხილის ზომის სახით, პაციენტმა შეძლებისდაგვარად თავიდან უნდა აიცილოს მედიკამენტების გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს. პაციენტმა რჩევისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან სხვა სამედიცინო სპეციალისტს.
როგორ გამოიყენება პერსკინდოლი ქულ?
ზრდასრულები და ბავშვები 4 წლის ასაკიდან
გელი
პერსკინდოლი ქულ გელი უნდა წაისვას დაზიანებულ უბნებზე საჭიროების მიხედვით, დღეში რამდენჯერმე თხელი ფენის სახით, ზეწოლის გარეშე. გამოყენების შემდეგ საჭიროა ხელების დაბანა.
გარეგანი გამოყენების ხსნარი სპრეის სახით
დაზიანებულ უბნებზე უნდა მოხდეს პერსკინდოლი ქულ გამაგრილებელი სპრეის შესხურება რამდენიმე ხანმოკლე გაფრქვევის სახით, წრიული მოძრაობებით, დაახლოებით, 15 სმ მანძილიდან. დაცული უნდა იყოს მინიმალური 15 სმ-იანი დისტანცია კანსა და სპრეის შორის.
სიფრთხილეა საჭირო, რათა არ დაზიანდეს ბალონი. შენახულ უნდა იქნეს სითბოს წყაროდან მოშორებით და არ უნდა მოხდეს პრეპარატის გაფრქვევა ცეცხლის ალის ან გახურებული საგნების მიმართულებით.
4 წლის ასაკამდე ბავშვები
პერსკინდოლი ქულის გამოყენება და უსაფრთხოება 4 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი.
პერსკინდოლი ქულ არ უნდა იქნეს გამოყენებული 4 წლამდე ასაკის ბავშვებში. პაციენტმა უნდა მიიღოს დოზა ინსტრუქციის ან ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი ფიქრობს, რომ პერსკინდოლი ქულის მოქმედება ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან სხვა სამედიცინო სპეციალისტს.
პერსკინდოლი ქულის გვერდითი მოვლენები
პერსკინდოლი ქულის გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები:
არახშირი (ვითარდება 1000-დან 1-10 პაციენტში)
კანის ქავილი, სიწითლე, წვა.
იშვიათი (ვითარდება 10 000-დან 1-10 პაციენტში)
ეგზემური რეაქციები (უნდა შეწყდეს მკურნალობა).
ძალიან იშვიათი (ვითარდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ძლიერი ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, კრიოგენული დამწვრობა (უნდა შეწყდეს მკურნალობა).
ასეთი რეაქციების განვითარებისას უნდა შეწყდეს მკურნალობა და საჭიროების შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა.
რომელიმე სხვა გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან სხვა სამედიცინო სპეციალისტს. ეს განსაკუთრებით ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.
კიდევ რისი გათვალისწინებაა საჭირო?
მედიკამენტი არ უნდა იქნეს გამოყენებული შენახვის ვადის შემდეგ, რომელიც მითითებულია კონტეინერზე "EXP"-ის შემდეგ.
შემადგენლობა
გელი
1 გ შეიცავს: 70 მგ ლევომენთოლი, გაწმენდილი წყალი, იზოპროპილის სპირტი, კარბომერი 980, ტრომეტამოლი, ლიმონის ეთერზეთი, პიტნის ეთერზეთი, საღებავი Patent Blue V (E 131).
გარეგანი სპრეის ხსნარი
1 გ შეიცავს: 5 მგ ლევომენთოლი, ბუტანი, პროპანი, დიმეთილეთერი, დიმეთოქსიმეთანი, 96% (v/v) ეთანოლი, მინდვრის პიტნის დემენთოლიზირებული ეთერზეთი.
ლიცენზიის ნომერი
53241, 53319 (Swissmedic).
სად შეიძლება პერსკინდოლი ქულის შეძენა? რომელი შეფუთვებია ხელმისაწვდომი?
გაიცემა რეცეპტის გარეშე
გელი, 100 მლ ტუბები
გარეგანი გამოყენების ხსნარი სპრეის სახით, 250 მლ.
ვაჭრობის ლიცენზიის მმფლობელი
VERFORA SA, CH-1752 Villars-sur-Glane
ვერფორა სა, CH-1752 ვილარს-სურ-გლან
წინამდებარე ინსტრუქცია უკანასკნელად შემოწმდა 2022 წლის აგვისტოში შვეიცარიის წამლების რეგულირების სააგენტოს მიერ (Swissmedic).
შენახვის პირობები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-25°C), ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. სიფრთხილეა საჭირო, რომ არ დაზიანდეს კონტეინერი, შენახულ უნდა იქნეს სიცხისაგან მოშორებით და დაუშვებელია ღია ალის ან გახურებული საგნების მიმართულებით გაფრქვევა.
დამატებითი ინფორმაცია
დამატებითი ინფორმაციისთვის პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან სხვა სამედიცინო სპეციალისტს, რომელთაც აქვთ სამედიცინო სპეციალისტებისათვის განკუთვნილი დეტალური ინფორმაცია მედიკამენტის შესახებ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პერსკინდოლი ქულ
გელი
სპრეი
ინფორმაცია პაციენტებისათვის
საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა. აქ მოცემულია მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ მედიკამენტის შესახებ.
ეს მედიკამენტი ინიშნება ექიმის მიერ ან ურეცეპტოდ გაიცემა აფთიაქში ფარმაცევტის მიერ. მედიკამენტის მაქსიმალური სარგებლის მისაღებად მისი გამოყენება უნდა მოხდეს ინსტრუქციის მიხედვით ან მკურნალი ექიმის, ფარმაცევტის, ან სხვა სამედიცინო სპეციალისტის მითითებების მიხედვით. საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, რათა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს მისი ხელახალი წაკითხვა.
რას წარმოადგენს პერსკინდოლი ქულ და მისი გამოყენება
პერსკინდოლი ქულ არის გარეგანი გამოყენების პრეპარატი სიცივით თერაპიისათვის. გამაგრილებელი ეფექტის წყალობით პერსკინდოლი ქულ ხსნის ტკივილს და ამცირებს შესივებას ისეთი დაზიანებების დროს, როგორიცაა კუნთების დაჭიმვა, სისხლჩაქცევები, დაჟეჟილობა, ამოვარდნილობა, კონტუზია და ჰემატომა.
რა შემთხვევაში არ შეიძლება პერსკინდოლი ქულის გამოყენება?
არ გამოიყენება ლორწოვან გარსებსა და ღია ჭრილობებზე!
პერსკინდოლი ქულ არ გამოიყენება 4 წლამდე ასაკის ბავშვებში ან ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში.
პერსკინდოლი ქულ არ გამოიყენება, თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. შემადგენლობა).
როდის უნდა გამოიჩინოს პაციენტმა სიფრთხილე პერსკინდოლი ქულის გამოყენების დროს?
არ უნდა იქნეს გამოყენებული ნახვევთან ერთად და დამუშავებული არე არ უნდა დაიფაროს ისეთი მასალით, როგორიცაა ნახვევი, კომპრესიული ნახვევი და ა.შ. დაუშვებელია თვალების სიახლოვეს გამოყენება. დაუშვებელია ერთდროულად ორი ადგილობრივი გამოყენების პრეპარატის გამოყენება კანის ერთსა და იმავე უბანზე.
ეთანოლი 96% (v/v)
პერსკინდოლი ქულ სპრეი შეიცავს 10 მგ სპირტს (ეთანოლს) 1 გ ხსნარში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება დაზიანებულ კანზე. თუ პაციენტს აღენიშნება რაიმე სხვა დაავადება, ალერგიები ან იყენებს რომელიმე სხვა პრეპარატს, უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შეიძლება თუ არა პერსკინდოლი ქულის გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს?
არსებული გამოცდილების საფუძველზე, ინსტრუქციის მიხედვით გამოყენებისას ბავშვზე ზემოქმედების რისკი არ არის გამოვლენილი. თუმცა, სისტემური სამეცნიერო კვლევა არ ჩატარებულა.
სიფრთხილის ზომის სახით, პაციენტმა შეძლებისდაგვარად თავიდან უნდა აიცილოს მედიკამენტების გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს. პაციენტმა რჩევისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან სხვა სამედიცინო სპეციალისტს.
როგორ გამოიყენება პერსკინდოლი ქულ?
ზრდასრულები და ბავშვები 4 წლის ასაკიდან
გელი
პერსკინდოლი ქულ გელი უნდა წაისვას დაზიანებულ უბნებზე საჭიროების მიხედვით, დღეში რამდენჯერმე თხელი ფენის სახით, ზეწოლის გარეშე. გამოყენების შემდეგ საჭიროა ხელების დაბანა.
გარეგანი გამოყენების ხსნარი სპრეის სახით
დაზიანებულ უბნებზე უნდა მოხდეს პერსკინდოლი ქულ გამაგრილებელი სპრეის შესხურება რამდენიმე ხანმოკლე გაფრქვევის სახით, წრიული მოძრაობებით, დაახლოებით, 15 სმ მანძილიდან. დაცული უნდა იყოს მინიმალური 15 სმ-იანი დისტანცია კანსა და სპრეის შორის.
სიფრთხილეა საჭირო, რათა არ დაზიანდეს ბალონი. შენახულ უნდა იქნეს სითბოს წყაროდან მოშორებით და არ უნდა მოხდეს პრეპარატის გაფრქვევა ცეცხლის ალის ან გახურებული საგნების მიმართულებით.
4 წლის ასაკამდე ბავშვები
პერსკინდოლი ქულის გამოყენება და უსაფრთხოება 4 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი.
პერსკინდოლი ქულ არ უნდა იქნეს გამოყენებული 4 წლამდე ასაკის ბავშვებში. პაციენტმა უნდა მიიღოს დოზა ინსტრუქციის ან ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი ფიქრობს, რომ პერსკინდოლი ქულის მოქმედება ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან სხვა სამედიცინო სპეციალისტს.
პერსკინდოლი ქულის გვერდითი მოვლენები
პერსკინდოლი ქულის გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები:
არახშირი (ვითარდება 1000-დან 1-10 პაციენტში)
კანის ქავილი, სიწითლე, წვა.
იშვიათი (ვითარდება 10 000-დან 1-10 პაციენტში)
ეგზემური რეაქციები (უნდა შეწყდეს მკურნალობა).
ძალიან იშვიათი (ვითარდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ძლიერი ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, კრიოგენული დამწვრობა (უნდა შეწყდეს მკურნალობა).
ასეთი რეაქციების განვითარებისას უნდა შეწყდეს მკურნალობა და საჭიროების შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა.
რომელიმე სხვა გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან სხვა სამედიცინო სპეციალისტს. ეს განსაკუთრებით ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.
კიდევ რისი გათვალისწინებაა საჭირო?
მედიკამენტი არ უნდა იქნეს გამოყენებული შენახვის ვადის შემდეგ, რომელიც მითითებულია კონტეინერზე "EXP"-ის შემდეგ.
შენახვის ინსტრუქციები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-25°C), ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. სიფრთხილეა საჭირო, რომ არ დაზიანდეს კონტეინერი, შენახულ უნდა იქნეს სიცხისაგან მოშორებით და დაუშვებელია ღია ალის ან გახურებული საგნების მიმართულებით გაფრქვევა.
დამატებითი ინფორმაცია
დამატებითი ინფორმაციისთვის პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან სხვა სამედიცინო სპეციალისტს, რომელთაც აქვთ სამედიცინო სპეციალისტებისათვის განკუთვნილი დეტალური ინფორმაცია მედიკამენტის შესახებ.
რას შეიცავს პერსკინდოლი ქულ?
გელი
1 გ შეიცავს: 70 მგ ლევომენთოლი, გაწმენდილი წყალი, იზოპროპილის სპირტი, კარბომერი 980, ტრომეტამოლი, ლიმონის ეთერზეთი, პიტნის ეთერზეთი, საღებავი Patent Blue V (E 131).
გარეგანი სპრეის ხსნარი
1 გ შეიცავს: 5 მგ ლევომენთოლი, ბუტანი, პროპანი, დიმეთილეთერი, დიმეთოქსიმეთანი, 96% (v/v) ეთანოლი, მინდვრის პიტნის დემენთოლიზირებული ეთერზეთი.
ლიცენზიის ნომერი
53241, 53319 (Swissmedic).
სად შეიძლება პერსკინდოლი ქულის შეძენა? რომელი შეფუთვებია ხელმისაწვდომი?
გაიცემა რეცეპტის გარეშე
გელი, 100 მლ ტუბები
გარეგანი გამოყენების ხსნარი სპრეის სახით, 250 მლ.
ვაჭრობის ლიცენზიის მმფლობელი
VERFORA SA, CH-1752 Villars-sur-Glane
ვერფორა სა, CH-1752 ვილარს-სურ-გლან
წინამდებარე ინსტრუქცია უკანასკნელად შემოწმდა 2022 წლის აგვისტოში შვეიცარიის წამლების რეგულირების სააგენტოს მიერ (Swissmedic).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


