ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები

პერსკინდოლი კლასიკი გელი

PERSKINDOL® CLASSIC GEL

ურეცეპტოდ100მლინსტრუქცია ქართულადშვეიცარია
მოქმედი ნივთიერება
pine silvestris oil + levomenthol + sweet orange oil + wintergreen oil + bergamot oil + lemon oil + terpineol + terpinyl + rosemary oil
ფორმა და შეფუთვა
100მლ გარეგანი გამოყენების გელი ტუბი №1
მწარმოებელი
Glaropharm AG, შვეიცარია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები, სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების სხვა საშუალებები
ATC კოდი
M02AX10
რეგისტრაციის ნომერი
რ-046342
რეგისტრირებულია
18 სექტემბერი 2026, მოქმედებს 18 სექტემბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
ურთიერთქმედების შემოწმებაპერსკინდოლი კლასიკი გელი და სხვა წამალი ერთად

პერსკინდოლი კლასიკი გელი — ინსტრუქცია ქართულად

შემადგენლობა

100 გ გელი, 100 გ სითხე ან 100 გ სპრეი შეიცავს: ლევომენთოლს მცენარის მიწისზედა ნაწილებიდან (Mentha anvensis L., folia) 1.5 გ; გაულთერიის (Gaultheria yunnanensis L., folia) ფოთლებიდან და ღეროებიდან მიღებული ეთერზეთი 0.35 გ, ფიჭვის წიწვების ეთერზეთი (Pinus sylvestris L., folia, scopa) 1.35 გ, ლიმონის ეთერზეთი (Citrus limon L., scortea) მიღებული ლიმონის ქერქიდან 0.1 გ, ფორთოხლის ქერქის (Citrus aurantium dulcis L., scortea) ეთერზეთი 0.4 გ, ბერგამოტის (Citrus bergamia, scortea) ეთერზეთი 0.1 გ, როზმარინის ყვავილების ეთერზეთი (Rosmarinus officinalis L., floralis) 0.06 გ, ლავანდის ყვავილების ეთერზეთი (Lavandula angustifolia Mill., floralis) 0.02 გ, ტერპინეოლი 0.1 გ, ტერპინილაცეტატი 0.1 გ.

100 გ გელი შეიცავს: საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები, იზოპროპანოლი, კარბომერი, ტრომეტამოლი, კარბომერი-კოპოლიმერი, ეთილაცეტატი, ბენზილბენზოატი, მეთილპარაბენი (E218), პროპილპარაბენი (E216), გაწმენდილი წყალი.

100 გ სითხე შეიცავს: იზოპროპანოლი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა (E463), ეთილაცეტატი, ბენზილბენზოატი, გაწმენდილი წყალი.

100 გ სპრეი შეიცავს: იზოპროპანოლი, ეთილაცეტატი, ბენზილბენზოატი, გაწმენდილი წყალი.

სავაჭრო ლიცენზიის ნომერი:

48009, 42369, 46141 (სვისმედიკი)

სად არის შესაძლებელი პერსკინდოლის შეძენა? რა სახის შეფუთვებია ხელმისაწვდომი?

გაიცემა აფთიაქში ან სასურსათო მაღაზიაში რეცეპტის გარეშე.

პერსკინდოლი კლასიკი გელი: 100 მლ, 200 მლ, 1000 მლ (ჰოსპიტალში)

პერსკინდოლი კლასიკი სითხე: 75 მლ. 250 მლ, 500 მლ, 2 x 500 მლ

პერსკინდოლი კლასიკი სპრეი: 150 მლ.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი:

VERFORA SA, 1752 Villars-sur-Glâne

ვერფორა სა, 1752 ვილარს-სურ-გლანი

წამლის სააგენტოს მიერ (სვისმედიკი) ინსტრუქციის უკანასკნელი შემოწმების თარიღია 2020 წლის ივნისი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ინფორმაცია პაციენტისათვის

პერსკინდოლი® კლასიკი

გელი, სითხე, სპრეი

საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ეს მედიკამენტი ინიშნება ექიმის მიერ ან მისი შეძენა შესაძლებელია აფთიაქში ექიმის რეცეპტის გარეშე. მედიკამენტით საუკეთესო სარგებლის მისაღწევად მისი გამოყენება უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის, ფარმაცევტის ან აფთიაქარის დანიშნულების შესაბამისად,.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

რას წარმოადგენს პერსკინდოლი კლასიკი და როდის გამოიყენება?

პერსკინდოლი კლასიკი მოწოდებულია თხევადი ფორმით (სითხე, სპრეი) ან გელის სახით და შეიცავს მცენარეულ ეთერზეთებს აქტიური ნივთიერები სახით.

პერსკინდოლი კლასიკი სწრაფად და ნარჩენების გარეშე აღწევს კანში, კანისა და ტანსაცმელის გაცხიმიანების გარეშე.

ეთერზეთებს - აქტიურ ნივთიერებებს, და ლევომენთოლს აქვთ გამაგრილებელი, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. გარდა ამისა, ისინი იწვევენ სითბოს სასიამოვნო შეგრძნებას, კუნთების მოდუნებასა და ტკივილის მოხსნას.

პერსკინდოლი კლასიკი გელი შეიცავს ლევომენთოლს, რომელიც აუმჯობესებს ადგილობრივად სისხლის მიმოქცევას.

პერსკინდოლი კლასიკი გამოიყენება შემდეგი ჩვენებებით:

გარეგანი გამოყენების სახით კუნთების სპაზმების, წელისა და კისრის ტკივილის, სახსრების ტკივილის, რევმატული ტკივილის, ჩოგბურთელის იდაყვის (ლატერალური ეპიკონდილიტის), ლუმბაგოსა და იშიაზის სიმპტომური მკურნალობა;

დაჭიმულობის, ღრძობისა და დაჟეჟილობის მკურნალობა;

სპორტული აქტივობის დაწყებამდე და სპორტული აქტივობის დროს პერსკინდოლი კლასიკი გამოიყენება კუნთების სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და მოსადუნებლად, ასევე კუნთების ტკივილისა და წვივის კუნთის კრამპების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის;

სპორტული აქტივობის შემდეგ პერსკინდოლი კლასიკი გამოიყენება კუნთებისა და სახსრების მოსადუნებლად, გამოსაცოცხლებლად და აღსადგენად.

შუბლისა და კისრის არეში შეზელვა ხელს უწყობს თავის ტკივილისა და შაკიკის მოხსნას.

როდის არ გამოიყენება პერსკინდოლი კლასიკი?

პერსკინდოლი კლასიკი არ გამოიყენება პატარა ბავშვებში ან რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებში (იხ. შემადგენლობა).

როდისაა საჭირო სიფრთხილის ზომების მიღება პერსკინდოლი კლასიკის გამოყენებისას?

პერსკინდოლი კლასიკი გელი/სითხე/სპრეი შეიცავს ბენზილბენზოატს. ბენზილბენზოატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

პერსკინდოლი კლასიკი გელი შეიცავს პროპილპარაბენს და მეთილპარაბენს. ამ ნივთიერებებმა შეიძლება გამოიწვიონ (შესაძლოა დაყოვნებული) ალერგიული რეაქციები. დაუშვებელია ღია ჭრილობებზე გამოყენება. დაუშვებელია ნახვევის ქვეშ გამოყენება და დაუშვებელია კანის დამუშავებულ ადგილებზე პლასტირების, კომპრესების და ა.შ. გამოყენება. პრეპარატი არ უნდა იქნეს გამოყენებული თვალებთან ახლოს. დაუშვებელია ადგილობრივი გამოყენების ორი პრეპარატის ერთდროულად ერთსა და იმავე ადგილას გამოყენება.

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება:

რომელიმე სხვა დაავადება

ალერგია

იღებს სხვა მედიკამენტებს, მათ შორის, ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს.

შემთხვევით პატარა ბავშვებში დიდ ფართობზე გამოყენებისას ან გადაყლაპვისას საჭიროა დაუყოვნებლივ შვეიცარიის ტოქსიკოლოგიურ საინფორმაციო სამსახურში მიმართვა (გადაუდებელი სამსახურის ნომერი 145).

პერსკინდოლი კლასიკის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს

არსებული გამოცდილების მიხედვით, არ არსებობს ცნობილი რისკი ბავშვებში ჩვენების მიხედვით პრეპარატის გამოყენებისას. არ ჩატარებულა სისტემური სამეცნიერო კვლევები. სიფრთხილის ზომის სახით, თუ შესაძლებელია, არ არის რეკომენდებული ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს, ან პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, ფარმაცევტს ან სხვა სამედიცინო სპეციალისტს რჩევისათვის.

როგორ გამოიყენება პერსკინდოლი კლასიკი?

ზრდასრულები და ბავშვები 3 წლის ასაკიდან

საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს სხეულის მტკივნეულ ადგილებზე დღეში რამდენჯერმე საკმარისი რაოდენობის პერსკინდოლი კლასიკი გელით, სითხით ან სპრეით შეზელვა. გამოყენების შემდეგ უნდა მოხდეს ხელების კარგად დაბანა. გამოყენებულ უნდა იქნეს გამოყენების ინსტრუქციაში მითითებული ან ექიმის მიერ დანიშნული დოზა. თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ პერსკინდოლი კლასიკის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან სხვა სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა. პერსკინდოლი კლასიკის ეფექტიანობა და უსაფრთხოება პატარა ბავშვებში შესწავლილი არ არის.

რომელი გვერდითი მოვლენები აღინიშნება პერსკინდოლი კლასიკის გამოყენებისას?

პერსკინდოლი კლასიკის გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

არახშირი (აღინიშნება 1,000-დან 1-10 პაციენტში): კანის სუსტი ქავილი, სიწითლე ან წვის შეგრძნება.

იშვიათი (აღინიშნება 10,000-დან 1-10 პაციენტში): კანის ეგზემური სახის ცვლილებები.

ძალიან იშვიათი (აღინიშნება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): მძიმე ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები.

კანის იშვიათი ეგზემური სახის ცვლილებების ან ძალიან იშვიათი ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების განვითარებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს და საჭიროების შემთთხვევაში საჭიროა ექიმის ინფორმირება. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის, რომლებიც არ არის აქ ჩამოთვლილი, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან სხვა სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა.

ასევე, რას უნდა მიექცეს ყურადღება?

მედიკამენტი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ შენახვის ვადის გასვლამდე, რომელიც მითითებულია კონტეინერზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას! ოთახის ტემპერატურაზე (15-25ºC). პერსკინდოლი კლასიკი სპრეი: არ უნდა დაზიანდეს ბალონი. ინახება სიცხისაგან დაცულ ადგილას. არ უნდა მოხდეს გაფრქვევა ღია ალზე ან გახურებულ ნივთიერებებზე. დაუშვებელია თვალებთან ახლოს ან ლორწოვან გარსებზე გამოყენება.

პერსკინდოლი არ უნდა იქნას გამოყენებული კომპრესიული ნახვევის ქვეშ. პერსკინდოლი კლასიკი გელი/სითხე/სპრეი არ უნდა იქნას გამოყენებული შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. დამატებით ინფორმაციისათვის საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან სხვა სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა. მათ აქვთ პროდუქტის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციაზე წვდომა.

რას შეიცავს პერსკინდოლი კლასიკი?

100 გ გელი, 100 გ სითხე ან 100 გ სპრეი შეიცავს: ლევომენთოლს მცენარის მიწისზედა ნაწილებიდან (Mentha anvensis L., folia) 1.5 გ; გაულთერიის (Gaultheria yunnanensis L., folia) ფოთლებიდან და ღეროებიდან მიღებული ეთერზეთი 0.35 გ, ფიჭვის წიწვების ეთერზეთი (Pinus sylvestris L., folia, scopa) 1.35 გ, ლიმონის ეთერზეთი (Citrus limon L., scortea) მიღებული ლიმონის ქერქიდან 0.1 გ, ფორთოხლის ქერქის (Citrus aurantium dulcis L., scortea) ეთერზეთი 0.4 გ, ბერგამოტის (Citrus bergamia, scortea) ეთერზეთი 0.1 გ, როზმარინის ყვავილების ეთერზეთი (Rosmarinus officinalis L., floralis) 0.06 გ, ლავანდის ყვავილების ეთერზეთი (Lavandula angustifolia Mill., floralis) 0.02 გ, ტერპინეოლი 0.1 გ, ტერპინილაცეტატი 0.1 გ.

100 გ გელი შეიცავს: საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები, იზოპროპანოლი, კარბომერი, ტრომეტამოლი, კარბომერი-კოპოლიმერი, ეთილაცეტატი, ბენზილბენზოატი, მეთილპარაბენი (E218), პროპილპარაბენი (E216), გაწმენდილი წყალი.

100 გ სითხე შეიცავს: იზოპროპანოლი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა (E463), ეთილაცეტატი, ბენზილბენზოატი, გაწმენდილი წყალი.

100 გ სპრეი შეიცავს: იზოპროპანოლი, ეთილაცეტატი, ბენზილბენზოატი, გაწმენდილი წყალი.

სავაჭრო ლიცენზიის ნომერი:

48009, 42369, 46141 (სვისმედიკი)

სად არის შესაძლებელი პერსკინდოლის შეძენა? რა სახის შეფუთვებია ხელმისაწვდომი?

გაიცემა აფთიაქში ან სასურსათო მაღაზიაში რეცეპტის გარეშე.

პერსკინდოლი კლასიკი გელი: 100 მლ, 200 მლ, 1000 მლ (ჰოსპიტალში)

პერსკინდოლი კლასიკი სითხე: 75 მლ. 250 მლ, 500 მლ, 2 x 500 მლ

პერსკინდოლი კლასიკი სპრეი: 150 მლ.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი:

VERFORA SA, 1752 Villars-sur-Glâne

ვერფორა სა, 1752 ვილარს-სურ-გლანი

წამლის სააგენტოს მიერ (სვისმედიკი) ინსტრუქციის უკანასკნელი შემოწმების თარიღია 2020 წლის ივნისი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა