ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანალგეზური საშუალებები

პარაცეტამოლი ჯენერისი 500 მგ ტაბლეტები MG

Paracetamol Generis® 500 mg comprimidos MG

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადპორტუგალია
მოქმედი ნივთიერება
პარაცეტამოლი (paracetamol)
ფორმა და შეფუთვა
500მგ ტაბლეტი №20
მწარმოებელი
Generis® Farmacêutica, S.A., პორტუგალია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანალგეზური საშუალებები, ანილიდები
ATC კოდი
N02BE01
რეგისტრაციის ნომერი
რ-045576
რეგისტრირებულია
29 მაისი 2026, მოქმედებს 29 მაისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „პსპ ფარმა“
ურთიერთქმედების შემოწმებაპარაცეტამოლი ჯენერისი 500 მგ ტაბლეტები MG და სხვა წამალი ერთად

პარაცეტამოლი ჯენერისი 500 მგ ტაბლეტები MG — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • პარაცეტამოლი ჯენერისის შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
  • რას წარმოადგენს პარაცეტამოლი ჯენერისი და რისთვის გამოიყენება

პარაცეტამოლი ჯენერისი შეიცავს პარაცეტამოლს აქტიური ნივთიერების სახით, რომელსაც გააჩნია მსუბუქიდან საშუალომდე ხარისხის ტკივილგამაყუჩებელი (ანალგეზური) და ასევე სიცხის დამწევი (ანტიპირეტული) მოქმედება.

პარაცეტამოლი ჯენერისი 500 მგ ნაჩვენებია შემდეგი ჩივილების დროს:

გრიპის მსგავს სიმპტომებთან დაკავშირებული ჩივილები

ცხელება (3 დღეზე ნაკლები ხანგრძლივობის)

ვაქცინაციაზე ძლიერი რეაქციები (ჰიპერერგიული რეაქციები)

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის თავის ტკივილი

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შაკიკი წინასწარ დიაგნოზირებული

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის კბილის ტკივილი

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ყურის ტკივილი

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მენსტრუალური ტკივილი

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ტრავმული, კუნთების და სახსრების ტკივილები.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ თავს უკეთ არ გრძნობთ ან თუ 3 დღის შემდეგ შეინიშება მდგომარეობის გაუარესება.

  • ინფორმაცია პარაცეტამოლი ჯენერისის გამოყენებამდე

არ შეიძლება პარაცეტამოლი ჯენერისის გამოყენება

თუ გაქვთ ალერგია პარაცეტამოლის ან ამ პრეპარატის რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6)

თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება

თუ ხართ 12 წლამდე ასაკის

თუ იღებთ პარაცეტამოლის შემცველ სხვა მედიკამენტებს.

უკუჩვენებები

არ მიიღოთ პარაცეტამოლი ჯენერისი ისეთ მედიკამენტებთან ერთდროულად, რომლებიც აფერხებენ კუჭის დაცლას (მაგალითად, პროპანთელინი) ან აჩქარებენ კუჭის დაცლას (მაგალითად, მეტოკლოპრამიდი და დომპერიდონი).

თუ იღბთ ქოლესტირამინს (სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებელი საშუალება), მაშინ მიიღეთ პარაცეტამოლი ჯენერისი 500 მგ 1 საათით ადრე ამ მედიკამენტის მიღებამდე ან 4 საათით გვიან მისი მიღებიდან.

პარაცეტამოლი ჯენერისის მიღება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან და ალკოჰოლთან ერთად

არ მიიღოთ ალკოჰოლი პარაცეტამოლი ჯენერისით მკურნალობის პერიოდში. ალკოჰოლმა შესაძლოა გამოიწვიოს პარაცეტამოლის მიერ ღვიძლის ტოქსიკურობის გაზრდა.

სიფრთხილის ზომები

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს პარაცეტამოლი ჯენერისის გამოყენებამდე შემდეგ სიტუაციებში:

თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები

თუ გაქვთ ღვიძლის პროპლემები (მაგალითად, თუ თქვენ დაავადებული ხართ ღვიძლის დაავადებით, რომელსაც ეწოდება ჰეპატიტი ან გაქვთ ანთება, რომელიც გამოწვეულია ალკოჰოლის ხანგრძლივი მოხმარების გამო).

თუ გაწუხებთ იშვიათი, მემკვიდრეობითი მეტაბოლური დაავადება, რომელსაც ეწოდება ჟილბერის დაავადება (ან მილენგრახტის დაავადება), რომლის დროსაც კანი და/ან თვალები მოყვითალო ფერის ხდება.

თუ თქვენ ერთდროულად იღებთ ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც მოქმედებენ ღვიძლის ფუნქციაზე.

თუ გაქვთ მემკვიდრეობითი დაავადება, რომელსაც გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი ეწოდება.

თუ გაქვთ ჰემოლიზური ანემია

თუ დაავადებული ხართ ალკოჰოლიზმით

თუ გაწუხებთ დეჰიდრატაცია და ქრონიკული არასრულფასოვანი კვება.

პარაცეტამოლი ჯენერის 500 მგ ტაბლეტებით მკურნალობის დროს დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ:

თუ თქვენ გაქვთ მძიმე დაავადებები, მათ შორის თირკმელების მძიმე უკმარისობა ან სეფსისი (როდესაც ბაქტერიები და მათი ტოქსინები სისხლში ცირკულირებს, რაც ორგანოების დაზიანებას იწვევს), ან გაწუხებთ არასრულფასოვანი კვება, ქრონიკული ალკოჰოლიზმი ან თუ ამავდროულად იღებთ ფლუკლოქსაცილინს (ანტიბიოტიკი). პაციენტებში, რომლებიც პარაცეტამოლს რეგულარული დოზებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იღებენ ან პარაცეტამოლს ფლუკლოქსაცილინთან ერთად იღებენ, აღწერილია სერიოზული მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება მეტაბოლური აციდოზი (სისხლისა და სითხის შეკავების დარღვევა). მეტაბოლური აციდოზის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: ძლიერ ქოშინს, ძილიანობას, გულისრევას და ღებინებას.

ტკივილგამაყუჩებელი (ანალგეზური) მედიკამენტების დიდი რაოდენობით არასწორმა გამოყენებამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილები. არ გამოიყენოთ ამ თავის ტკივილების შესამსუბუქებლად პარაცეტამოლი ჯენერისის 500 მგ-ის მაღალი დოზა.

არ არის რეკომენდებული ამ მედიკამენტის ხანგრძლივი დროით ან ხშირად გამოყენება. ამ მედიკამენტის ხანგრძლივი დროით გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელების მხრივ ცვლილებები.

დოზის გადაჭარბების რისკი იზრდება ღვიძლის დაავადების ან არაციროზული ალკოჰოლიზმის მქონე პაციენტებში. სიფრთხილეა საჭირო ქრონიკული ალკოჰოლიზმის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში, დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გრამს. პარაცეტამოლით მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება.

არ შეიძლება პარაცეტამოლი ჯენერისი 500 მგ-ის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, თუ:

გაქვთ მაღალი სიცხე (39°C - ზე მეტი)

ცხელება შენარჩუნდა 3 დღეზე მეტ ხანს

ცხელება ქრება და ხელახლა ჩნდება (მორეციდივე ცხელება)

ამ სიტუაციებში საჭიროა ექიმის მიერ შეფასება და მკურნალობა.

ბავშვები

პარაცეტამოლი ჯენერისი 500 მგ არ არის შესაფერისი 12 წლამდე ასაკის და 40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვების სამკურნალოდ პარაცეტამოლის მაღალი რაოდენობის გამო. ამ პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია სხვა ფორმები, რომლებიც შეიცავს პარაცეტამოლის უფრო შესაფერის რაოდენობას.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარამცევტს თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, ან თუ მიიღეთ ცოტა ხნის წინ ან აპირებთ ნებისმიერი მედიკამენტის მიღებას.

გთხოვთ აცნობოთ ექიმს განსაკუთრებით, თუ იღებთ შემდეგი მედიკამენტებიდან რომელიმეს:

ფლუკლოქსაცილინი (ანტიბიოტიკი), სისხლისა და სითხის შემცველობის დარღვევის სერიოზული რისკის გამო (მაღალი ანიონური სხვაობა, რომელსაც მეტაბოლური აციდოზი ეწოდება), რაც სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს.

ვარფარინი (ანტიკოაგულანტი)

პრობენიციდი (პოდაგრის სამკურნალო საშუალება)

ეპილეფსიის საწინააღმდეგო მედიკამენტი, როგორიცაა კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი და ფენიტოინი

სედაციური და კრუნჩხვების საწინააღმდეგო მედიკამენტები

რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ)

ქლორამფენიკოლი (ანტიბიოტიკი)

ზიდოვუდინი (ანტივირუსული).

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს ან თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მიმართეთ ექიმს ან ფარამცევტს რჩევისთვის ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ორსულობა

პარაცეტამოლი ჯენერისის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში. უნდა გამოიყენოთ ყველაზე დაბალი დოზა, რომელიც ამსუბუქებს ტკივილს და/ან სიცხეს და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე. ეს მედიკამენტი არ უნდა მიიღოთ სხვა წამლებთან ერთად კომბინაციაში. დაუკავშირდით ექიმს, თუ ტკივილი და/ან სიცხე არ ჩაცხრება ან თუ გჭირდებათ წამლის უფრო ხშირი მიღება.

ძუძუთი კვება

პარაცეტამოლი გადადის დედის რძეში. რადგან დღემდე არ არის ცნობილი ჩვილებში გამოვლენილი რაიმე უარყოფითი შედეგი, როგორც წესი, არ არის საჭირო დედის მიერ პარაცეტამოლი ჯენერისით 500 მგ მკურნალობის შეწყვეტა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პარაცეტამოლი არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

თუმცა, თუ განიცდით მსუბუქ ძილიანობას ან თავბრუსხვევას, რომლებიც პრეპარატის გვერდითი მოვლენებია, თავი უნდა შეიკავოთ ამ აქტივობებისგან.

გვერდითი მოვლენები

თუ შეამჩნევთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება თქვენ ასევე შეგიძლიათ უშუალოდ ინფარმედი, ი.პ.-ს მეშვეობით, ქვემოთ მოცემული კონტაქტის გამოყენებით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

ვებ-გვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram (უპირატესად) ან შემდეგ მისამართზე:

დირაჩაო დე გესტაო დო რისკო დე მედიკამენტოს

პარქუე დე საუდე დე ლისბოა, ავ. ბრაზილ 53

1749-004 ლისაბონი

ტელ.: + 351 217 987 373

ცხელი ხაზი: 800 222 444 (უფასო)

ელ-ფოსტა: [email protected]

  • პარაცეტამოლი ჯენერისის შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.

ეს მედიკამენტი უნდა შეინახოთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ სამკურნალო საშუალება ბლისტერზე ან შეფუთვის კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

არ გადააგდოთ მედიკამენტები გამავალ წყლებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს გამოუყენებელი მედიკამენტების უტილიზაციის შესახებ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის პარაცეტამოლი. პარაცეტამოლი ჯენერისის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ პარაცეტამოლს.

დამხმარე ნივთიერებებია პრეჟელატინიზირებული სახამებელი, სტეარინის მჟავა და პოვიდონი.

პარაცეტამოლი ჯენერისის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

პარაცეტამოლი ჯენერისი ხელმისაწვდომია შეფუთვებში, რომელიც შეიცავს 10, 20 და 540 ტაბლეტს (საავადმყოფოს შეფუთვა).

შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში ბაზარზე.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

ჯენერისი® ფარმასიუტიკა, ს.ა.

რუა ჟოაო დე დეუსი, 19

2700-487 ამადორა

პორტუგალია

წინამდებარე ინსტრუქციის ტექსტის ბოლო გადახედვის თარიღია 2025 წლის თებერვალი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია

პარაცეტამოლი ჯენერისი® 500 მგ ტაბლეტები

პარაცეტამოლი

ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ეს სამკურნალო საშუალება უნდა მიიღოთ ყოველთვის ზუსტად ინსტრუქციაში აღწერილი წესების ან ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მიერ მოცემული დანიშნულების მიხედვით.

შეინახეთ ეს დანართი ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი რჩევების მისაღებად მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ასევე ისეთ მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

თუ მკურნალობის 3 დღის შემდეგ არ შეინიშნება გაუმჯობესება ან ვლინდება მდგომარეობის გაუარესება, უნდა მიმართოთ ექიმს.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს

  • რას წარმოადგენს პარაცეტამოლი ჯენერისი და რისთვის გამოიყენება
  • ინფორმაცია პარაცეტამოლი ჯენერისის გამოყენებამდე
  • პარაცეტამოლი ჯენერისის მიღების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • პარაცეტამოლი ჯენერისის შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
  • რას წარმოადგენს პარაცეტამოლი ჯენერისი და რისთვის გამოიყენება

პარაცეტამოლი ჯენერისი შეიცავს პარაცეტამოლს აქტიური ნივთიერების სახით, რომელსაც გააჩნია მსუბუქიდან საშუალომდე ხარისხის ტკივილგამაყუჩებელი (ანალგეზური) და ასევე სიცხის დამწევი (ანტიპირეტული) მოქმედება.

პარაცეტამოლი ჯენერისი 500 მგ ნაჩვენებია შემდეგი ჩივილების დროს:

გრიპის მსგავს სიმპტომებთან დაკავშირებული ჩივილები

ცხელება (3 დღეზე ნაკლები ხანგრძლივობის)

ვაქცინაციაზე ძლიერი რეაქციები (ჰიპერერგიული რეაქციები)

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის თავის ტკივილი

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შაკიკი წინასწარ დიაგნოზირებული

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის კბილის ტკივილი

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ყურის ტკივილი

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მენსტრუალური ტკივილი

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ტრავმული, კუნთების და სახსრების ტკივილები.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ თავს უკეთ არ გრძნობთ ან თუ 3 დღის შემდეგ შეინიშება მდგომარეობის გაუარესება.

  • ინფორმაცია პარაცეტამოლი ჯენერისის გამოყენებამდე

არ შეიძლება პარაცეტამოლი ჯენერისის გამოყენება

თუ გაქვთ ალერგია პარაცეტამოლის ან ამ პრეპარატის რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6)

თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება

თუ ხართ 12 წლამდე ასაკის

თუ იღებთ პარაცეტამოლის შემცველ სხვა მედიკამენტებს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს პარაცეტამოლი ჯენერისის გამოყენებამდე შემდეგ სიტუაციებში:

თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები

თუ გაქვთ ღვიძლის პროპლემები (მაგალითად, თუ თქვენ დაავადებული ხართ ღვიძლის დაავადებით, რომელსაც ეწოდება ჰეპატიტი ან გაქვთ ანთება, რომელიც გამოწვეულია ალკოჰოლის ხანგრძლივი მოხმარების გამო).

თუ გაწუხებთ იშვიათი, მემკვიდრეობითი მეტაბოლური დაავადება, რომელსაც ეწოდება ჟილბერის დაავადება (ან მილენგრახტის დაავადება), რომლის დროსაც კანი და/ან თვალები მოყვითალო ფერის ხდება.

თუ თქვენ ერთდროულად იღებთ ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც მოქმედებენ ღვიძლის ფუნქციაზე.

თუ გაქვთ მემკვიდრეობითი დაავადება, რომელსაც გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი ეწოდება.

თუ გაქვთ ჰემოლიზური ანემია

თუ დაავადებული ხართ ალკოჰოლიზმით

თუ გაწუხებთ დეჰიდრატაცია და ქრონიკული არასრულფასოვანი კვება.

პარაცეტამოლი ჯენერის 500 მგ ტაბლეტებით მკურნალობის დროს დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ:

თუ თქვენ გაქვთ მძიმე დაავადებები, მათ შორის თირკმელების მძიმე უკმარისობა ან სეფსისი (როდესაც ბაქტერიები და მათი ტოქსინები სისხლში ცირკულირებს, რაც ორგანოების დაზიანებას იწვევს), ან გაწუხებთ არასრულფასოვანი კვება, ქრონიკული ალკოჰოლიზმი ან თუ ამავდროულად იღებთ ფლუკლოქსაცილინს (ანტიბიოტიკი). პაციენტებში, რომლებიც პარაცეტამოლს რეგულარული დოზებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იღებენ ან პარაცეტამოლს ფლუკლოქსაცილინთან ერთად იღებენ, აღწერილია სერიოზული მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება მეტაბოლური აციდოზი (სისხლისა და სითხის შეკავების დარღვევა). მეტაბოლური აციდოზის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: ძლიერ ქოშინს, ძილიანობას, გულისრევას და ღებინებას.

ტკივილგამაყუჩებელი (ანალგეზური) მედიკამენტების დიდი რაოდენობით არასწორმა გამოყენებამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილები. არ გამოიყენოთ ამ თავის ტკივილების შესამსუბუქებლად პარაცეტამოლი ჯენერისის 500 მგ-ის მაღალი დოზა.

არ არის რეკომენდებული ამ მედიკამენტის ხანგრძლივი დროით ან ხშირად გამოყენება. ამ მედიკამენტის ხანგრძლივი დროით გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელების მხრივ ცვლილებები.

დოზის გადაჭარბების რისკი იზრდება ღვიძლის დაავადების ან არაციროზული ალკოჰოლიზმის მქონე პაციენტებში. სიფრთხილეა საჭირო ქრონიკული ალკოჰოლიზმის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში, დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გრამს. პარაცეტამოლით მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება.

არ შეიძლება პარაცეტამოლი ჯენერისი 500 მგ-ის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, თუ:

გაქვთ მაღალი სიცხე (39°C - ზე მეტი)

ცხელება შენარჩუნდა 3 დღეზე მეტ ხანს

ცხელება ქრება და ხელახლა ჩნდება (მორეციდივე ცხელება)

ამ სიტუაციებში საჭიროა ექიმის მიერ შეფასება და მკურნალობა.

ბავშვები

პარაცეტამოლი ჯენერისი 500 მგ არ არის შესაფერისი 12 წლამდე ასაკის და 40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვების სამკურნალოდ პარაცეტამოლის მაღალი რაოდენობის გამო. ამ პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია სხვა ფორმები, რომლებიც შეიცავს პარაცეტამოლის უფრო შესაფერის რაოდენობას.

სხვა მედიკამენტები და პარაცეტამოლი ჯენერისი

აცნობეთ ექიმს ან ფარამცევტს თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, ან თუ მიიღეთ ცოტა ხნის წინ ან აპირებთ ნებისმიერი მედიკამენტის მიღებას.

გთხოვთ აცნობოთ ექიმს განსაკუთრებით, თუ იღებთ შემდეგი მედიკამენტებიდან რომელიმეს:

ფლუკლოქსაცილინი (ანტიბიოტიკი), სისხლისა და სითხის შემცველობის დარღვევის სერიოზული რისკის გამო (მაღალი ანიონური სხვაობა, რომელსაც მეტაბოლური აციდოზი ეწოდება), რაც სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს.

ვარფარინი (ანტიკოაგულანტი)

პრობენიციდი (პოდაგრის სამკურნალო საშუალება)

ეპილეფსიის საწინააღმდეგო მედიკამენტი, როგორიცაა კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი და ფენიტოინი

სედაციური და კრუნჩხვების საწინააღმდეგო მედიკამენტები

რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ)

ქლორამფენიკოლი (ანტიბიოტიკი)

ზიდოვუდინი (ანტივირუსული).

არ მიიღოთ პარაცეტამოლის შემცველი სხვა მედიკამენტები პარაცეტამოლი ჯენერისი 500 მგ-ით მკურნალობის პერიოდში.

არ მიიღოთ პარაცეტამოლი ჯენერისი ისეთ მედიკამენტებთან ერთდროულად, რომლებიც აფერხებენ კუჭის დაცლას (მაგალითად, პროპანთელინი) ან აჩქარებენ კუჭის დაცლას (მაგალითად, მეტოკლოპრამიდი და დომპერიდონი).

თუ იღბთ ქოლესტირამინს (სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებელი საშუალება), მაშინ მიიღეთ პარაცეტამოლი ჯენერისი 500 მგ 1 საათით ადრე ამ მედიკამენტის მიღებამდე ან 4 საათით გვიან მისი მიღებიდან.

პარაცეტამოლი ჯენერისის მიღება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან და ალკოჰოლთან ერთად

არ მიიღოთ ალკოჰოლი პარაცეტამოლი ჯენერისით მკურნალობის პერიოდში. ალკოჰოლმა შესაძლოა გამოიწვიოს პარაცეტამოლის მიერ ღვიძლის ტოქსიკურობის გაზრდა.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს ან თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მიმართეთ ექიმს ან ფარამცევტს რჩევისთვის ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ორსულობა

პარაცეტამოლი ჯენერისის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში. უნდა გამოიყენოთ ყველაზე დაბალი დოზა, რომელიც ამსუბუქებს ტკივილს და/ან სიცხეს და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე. ეს მედიკამენტი არ უნდა მიიღოთ სხვა წამლებთან ერთად კომბინაციაში. დაუკავშირდით ექიმს, თუ ტკივილი და/ან სიცხე არ ჩაცხრება ან თუ გჭირდებათ წამლის უფრო ხშირი მიღება.

ძუძუთი კვება

პარაცეტამოლი გადადის დედის რძეში. რადგან დღემდე არ არის ცნობილი ჩვილებში გამოვლენილი რაიმე უარყოფითი შედეგი, როგორც წესი, არ არის საჭირო დედის მიერ პარაცეტამოლი ჯენერისით 500 მგ მკურნალობის შეწყვეტა.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

პარაცეტამოლი არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

თუმცა, თუ განიცდით მსუბუქ ძილიანობას ან თავბრუსხვევას, რომლებიც პრეპარატის გვერდითი მოვლენებია, თავი უნდა შეიკავოთ ამ აქტივობებისგან.

  • პარაცეტამოლი ჯენერისის მიღების წესი

ეს სამკურნალო საშუალება ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც დაგინიშათ ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა დამოკიდებულია ასაკსა და სხეულის წონაზე. პარაცეტამოლი ჯენერისი 500 მგ განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის მოზრდილებში (ხანდაზმულების ჩათვლით) და 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში.

დოზებს შორის ინტერვალი შეადგენს 6-დან 8 საათამდე. საჭიროების შემთხვევაში, ინტერვალი შეიძლება იყოს მინიმუმ 4 საათი, არაუმეტეს 6 ტაბლეტისა დღეში.

პარაცეტამოლის რეკომენდებული დოზაა:

სხეულის წონა

ასაკი

ერთჯერადი დოზა

მაქსიმალური დღიური დოზა (24 სთ)

50 კგ-მდე

12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდები

1 ტაბლეტი

4 ტაბლეტამდე (რაც, ექვივალენტურია 2,000 მგ პარაცეტამოლის)

50 კგ-ზე მეტი

16-დან 18 წლამდე მოზარდები და მოზრდილები

1 -2 ტაბლეტი

6 ტაბლეტამდე (რაც ექვივალენტურია 3,000 მგ პარაცეტამოლის)

მაქსიმალური დღიური დოზა

პარაცეტამოლის მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3 გ/დღეში. პარაცეტამოლი (აცეტამინოფენი) ხშირად შედის სხვა პრეპარატების კომბინაციაში. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ დღიურ დოზას.

მკურნალობის ხანგრძლივობა

თუ ექიმი სხვაგვარად არ გირჩევთ, პარაცეტამოლი ჯენერისი არ უნდა მიიღოთ მაღალი დოზებით. თუ სიმპტომები გაუარესდება ან 3 დღეზე მეტხანს გაგრძელდება, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.

დოზირება და მიღების წესი

პარაცეტამოლი ჯენერისი 500 მგ ტაბლეტები მიიღება პერორალურად. ტაბლეტების მიღება შესაძლებელია მთლიანად ან წყალში გახსნილი. ჭამის შემდეგ მიღებამ შეიძლება შეაფერხოს მოქმედების დაწყება.

თუ მიიღეთ პარაცეტამოლი ჯენერისის საჭიროზე მეტი დოზა

პარაცეტამოლი ჯენერისი 500 მგ-ის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ სასწრაფო დახმარების განყოფილებას. ადრეული ნიშნები შეიძლება მოიცავდეს გულისრევას, ღებინებას, ოფლიანობის მომატებას, ძილიანობას და ზოგადი სისუსტის შეგრძნებას. მიმართეთ ექიმს მაშინაც კი, თუ ეს სიმპტომები არ გაქვთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ღვიძლის მძიმე დაზიანება განიცადოთ მისი გაცნობიერების გარეშე. ექიმი დაიწყებს შესაბამის მკურნალობას და მიიღებს შესაბამის ზომებს.

თუ დაგავიწყდათ პარაცეტამოლი ჯენერისის დოზა

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით. განაგრძეთ მიღება რეკომენდებული დოზირების რეჟიმის მიხედვით.

თუ გსურთ პარაცეტამოლი ჯენერისის მიღების შეწყვეტა

ტკივილგამაყუჩებლების (ანალგეტიკების) მიღების უეცარმა შეწყვეტამ მაღალი დოზების არასათანადო და ხანგრძლივი მიღების შემდეგ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, დაღლილობა, კუნთების ტკივილი, გაღიზიანება და სხვა. ეს სიმპტომები რამდენიმე დღეში ქრება. ამ სიმპტომების გაქრობამდე არ მიიღოთ სხვა ტკივილგამაყუჩებლები და არ განაახლოთ პარაცეტამოლის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში აღნიშნული მედიკამენტის გამოყენების შესახებ, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ სახის შეშუპებას, განსაკუთრებით პირის ღრუს (ენის და/ან ყელის) ირგვლივ, სუნთქვის გაძნელებას, ოფლიანობას, გულისრევას ან არტერიული წნევის უეცარ ვარდნას. ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს სერიოზულ ალერგიულ რეაქციაზე, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს, მაგრამ ვლინდება ძალიან იშვიათად (შესაძლოა აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში).

შესაძლოა აღინიშოს შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ხშირი გვერდითი ეფექტები (შესაძლოა აღინიშნოს 10-დან 1 ადამიანში):

მსუბუქი ძილიანობა

გულისრევა

ღებინება

არახშირი გვერდითი ეფექტები (შესაძლოა აღინიშნოს 100-დან 1 ადამიანში):

ვერტიგო

ძილიანობა

ნევროზულობა

ფარინგეალური წვის შეგრძნება

დიარეა

მუცლის ტკივილი (სპაზმებისა და წვის ჩათვლით).

ყაბზობა

თავის ტკივილები

ჭარბი ოფლიანობა

სხეულის ტემპერატურის ძლიერი დაცემა.

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება აღენიშნოს 1,000-დან 1 ადამიანს):

ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის (შრატის ტრანსამინაზების) მომატება

კანის სიწითლე.

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება აღენიშნოს 10,000-დან 1 ადამიანს):

სისხლის ფორმირების დარღვევები (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება; სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, ზოგჯერ ინტენსიური; სისხლის ყველა ელემენტის ზოგადი შემცირება)

სუნთქვის გართულება (ანალგეზური ასთმა) უფრო მეტად მგრძნობიარე ადამიანებში

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარი და ჭინჭრის ციება).

ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა კანის მძიმე რეაქციები.

უცნობია სიხშირე (არსებული მონაცემების მიხედვით შეუძლებელია სიხშირის დადგენა):

სერიოზული მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მჟავიანობის გაზრდა (მეტაბოლური აციდოზი), პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მძიმე დაავადება და იყენებენ პარაცეტამოლს (იხ. ნაწილი 2).

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ შეამჩნევთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება თქვენ ასევე შეგიძლიათ უშუალოდ ინფარმედი, ი.პ.-ს მეშვეობით, ქვემოთ მოცემული კონტაქტის გამოყენებით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

ვებ-გვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram (უპირატესად) ან შემდეგ მისამართზე:

დირაჩაო დე გესტაო დო რისკო დე მედიკამენტოს

პარქუე დე საუდე დე ლისბოა, ავ. ბრაზილ 53

1749-004 ლისაბონი

ტელ.: + 351 217 987 373

ცხელი ხაზი: 800 222 444 (უფასო)

ელ-ფოსტა: [email protected]

  • პარაცეტამოლი ჯენერისის შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.

ეს მედიკამენტი უნდა შეინახოთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ სამკურნალო საშუალება ბლისტერზე ან შეფუთვის კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

არ გადააგდოთ მედიკამენტები გამავალ წყლებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს გამოუყენებელი მედიკამენტების უტილიზაციის შესახებ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები

რას შეიცავს პარაცეტამოლი ჯენერისი

აქტიური ნივთიერება არის პარაცეტამოლი. პარაცეტამოლი ჯენერისის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ პარაცეტამოლს.

დამხმარე ნივთიერებებია პრეჟელატინიზირებული სახამებელი, სტეარინის მჟავა და პოვიდონი.

პარაცეტამოლი ჯენერისის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

პარაცეტამოლი ჯენერისი ხელმისაწვდომია შეფუთვებში, რომელიც შეიცავს 10, 20 და 540 ტაბლეტს (საავადმყოფოს შეფუთვა).

შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში ბაზარზე.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

ჯენერისი® ფარმასიუტიკა, ს.ა.

რუა ჟოაო დე დეუსი, 19

2700-487 ამადორა

პორტუგალია

წინამდებარე ინსტრუქციის ტექსტის ბოლო გადახედვის თარიღია 2025 წლის თებერვალი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა