პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ნიქსარი ალერგია

Nixar® Allergy

ურეცეპტოდ10მგინსტრუქცია ქართულადიტალია
რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ნიქსარი ალერგია შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ბილასტინს, რომელიც წარმოადგენს ანტიჰისტამინურ საშუალებას. ნიქსარი ალერგია გამოიყენება ალერგიული რინოკონიუნქტივიტის სიმპტომების (ცემინება, ქავილი, სურდო, ცხვირის გაჭედვა, თვალების გაწითლება და ცრემლდენა) შესამსუბუქებლად და ალერგიული რინიტის სხვა ფორმების დროს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ბილასტინი (bilastine)
ფორმა და შეფუთვა
10მგ ოროდისპერგირებადი ტაბლეტი №30 (1X30)
მწარმოებელი
A. Menarini Manufacturing Logistics and Services S.r.l. (AMMLS L’Aquila), იტალია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიჰისტამინური სხვა საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის
ATC კოდი
R06AX29
რეგისტრაციის ნომერი
რ-043984
რეგისტრირებულია
12 სექტემბერი 2025, მოქმედებს 7 მაისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Menarini International Operations Luxembourg S.A. (ლუქსემბურგი)
განმცხადებელი
შპს „ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებანიქსარი ალერგია და სხვა წამალი ერთად

ნიქსარი ალერგია — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ნიქსარი ალერგია შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ბილასტინს, რომელიც წარმოადგენს ანტიჰისტამინურ საშუალებას.

ნიქსარი ალერგია გამოიყენება ალერგიული რინოკონიუნქტივიტის სიმპტომების (ცემინება, ქავილი, სურდო, ცხვირის გაჭედვა, თვალების გაწითლება და ცრემლდენა) შესამსუბუქებლად და ალერგიული რინიტის სხვა ფორმების დროს. პრეპარატი აგრეთვე გამოიყენება კანზე ქავილის თანხლებით მიმდინარე გამონაყარის (ურტიკარიული გამონაყარი ან ჭინჭრის ციების) სამკურნალოდ.

ნიქსარი ალერგია 10 მგ პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტები ნაჩვენებია 6-დან 11 წლამდე ასაკის, არანაკლებ 20 კგ სხეულის მასის მქონე ბავშვების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება

მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ წინამდებარე ჩანართში აღნიშნული მითითებების ზუსტად დაცვით, ან მკურნალი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. პრეპარატის სათანადო მიღებასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენება ბავშვებში

6-დან 11 წლამდე ასაკის, არანაკლებ 20 კგ სხეულის მასის მქონე ბავშვებში, ბილასტინის რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს (პირის ღრუში ხსნადი 1 ტაბლეტი) დღე-ღამეში, ალერგიული რინოკონიუნქტივიტის და ჭინჭრის ციების სიმპტომების შესამსუბუქებლად.

მოცემული პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში 20 კგ-მდე სხეულის მასით, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში საკმარისი მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

მოზრდილთათვის, ხანდაზმული ასაკის პაციენტების და 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდების ჩათვლით, ბილასტინის რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში. პაციენტების ამ ჯგუფისთვის არსებობს უფრო შესაფერისი სამკურნალწამლო ფორმა - ტაბლეტები. კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტები განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტი მოათავსეთ ბავშვის პირის ღრუში. ის სწრაფად გაიხსნება ნერწყვში და შემდეგ შეიძლება მისი მარტივად გადაყლაპვა.

ალტერნატივის სახით, პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტი შეგიძლიათ გახსნათ ერთ ჩაის კოვზ წყალში და მისცეთ ბავშვს. დარწმუნდით, რომ კოვზზე არ არის პრეპარატის ნარჩენები.

გასახსნელად უნდა გამოიყენოთ მხოლოდ წყალი, არ გამოიყენოთ გრეიპფრუტის ან რომელიმე სხვა ხილის წვენი.

პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტები მიეცით ბავშვს საკვების ან ხილის წვენის მიღებამდე ერთი საათით ადრე ან ორი საათის შემდეგ.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩივილების ტიპზე, ხანგრძლივობასა და მიმდინარეობაზე.

თუ 3 დღის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა, მიმართეთ ექიმს.

თუ მიიღეთ პრეპარატ ნიქსარი ალერგიას საჭიროზე მეტი რაოდენობა

თუ თქვენმა ბავშვმა ან სხვა პირმა მიიღო მოცემული სამკურნალო საშუალება ძალიან დიდი რაოდენობით, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან უახლოესი საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებას. თან იქონიეთ მოცემული პრეპარატის შეფუთვა ან ეს ჩანართი.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ნიქსარი ალერგიას მიღება

თუ დაგავიწყდათ ბავშვისთვის პრეპარატის სადღეღამისო დოზის დროულად მიცემა, მიეცით ის იმავე დღეს, როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგ, მეორე დღეს მიეცით პრეპარატის შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს.

ნებისმიერ შემთხვევაში, არ მისცეთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ნიქსარი ალერგიას გამოყენება

პრეპარატ ნიქსარი ალერგიას მიღების შეწყვეტისას ამ პრეპარატის მიღების შედეგები, როგორც წესი, არ რჩება.

მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ თქვენს ბავშვს აქვს ალერგია ბილასტინის ან მოცემული სამკურნალო საშუალების ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6).

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ ნიქსარი ალერგიას გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენს ბავშვს აქვს თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის საშუალო და მძიმე ხარისხის დარღვევები ან თუ იღებს სხვა სამკურნალო საშუალებებს (იხ. „სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი ნიქსარი ალერგია”).

ბავშვები

მოცემული პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში 20 კგ-მდე სხეულის მასით, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში საკმარისი მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენი ბავშვი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან შეიძლება მიეღო ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით. ზოგიერთი სამკურნალო საშუალების კომბინირება არ შეიძლება, ხოლო ზოგი პრეპარატის ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა სამკურნალო საშუალებების დოზის კორექტირება.

თუ პრეპარატ ნიქსარი ალერგიასთან ერთად თქვენი ბავშვი იღებს ან იყენებს ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე სამკურნალო საშუალებას, აღნიშნულის შესახებ აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს:

კეტოკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი)

ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი)

დილთიაზემი (სტენოკარდიის სამკურნალო საშუალება- ტკივილი და მოჭერის შეგრძნება გულ-მკერდის არეში)

ციკლოსპორინი (იმუნური სისტემის აქტივობის დამაქვეითებელი პრეპარატი ტრანსპლანტატის მოშორების თავიდან აცილების მიზნით ან აუტოიმუნური და ალერგიული ხასიათის დაავადებების, მაგალითად, ფსორიაზის, დიფუზური ნეიროდერმიტის ან რევმატოიდული ართრიტის აქტივობის დამაქვეითებელი პრეპარატები).

რიტონავირი (შიდსის სამკურნალო პრეპარატი)

რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი)

პრეპარატ ნიქსარი ალერგიას მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

მოცემული პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტები არ მიიღება საკვებთან, გრეიპფრუტის წვენთან ან სხვა ხილის წვენებთან ერთად, რადგან ამ შემთხვევაში ბილასტინის მოქმედება სუსტდება. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ:

მისცეთ ბავშვს პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტი საკვების ან ხილის წვენის მიღებამდე ერთი საათით ადრე, ან

მისცეთ ბავშვს პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტი საკვების ან ხილის წვენის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზით (20 მგ) მიღებისას, ბილასტინი არ აძლიერებს ალკოჰოლით გამოწვეულ ძილიანობას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მოცემული სამკურნალო საშუალება ნაჩვენებია 6-დან 11 წლამდე ასაკის, არანაკლებ 20 კგ სხეულის მასის მქონე ბავშვებში გამოსაყენებლად. მაგრამ, ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხო გამოყენებასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს შემდეგი ინფორმაცია: მონაცემები ბილასტინის გამოყენების შესახებ ორსულებში, ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე, მისი გავლენის შესახებ შვილოსნობის ფუნქციაზე, შეზღუდულია ან არ არსებობს.

ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე, თუ ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, მოცემული პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ნაჩვენებია, რომ ბილასტინი დოზით 20 მგ მოზრდილებში არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე. თუმცა, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებისას პაციენტების ინდივიდუალური რეაქცია შეიძლება იყოს განსხვავებული. ამიტომ, თქვენი ბავშვისთვის ველოსიპედის ან სხვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, ან მექანიზმებთან მუშაობის ნებართვის მიცემამდე, უნდა განსაზღვროთ, თუ როგორ მოქმედებს მასზე მოცემული სამკურნალო საშუალება.

პრეპარატი ნიქსარი ალერგია შეიცავს ეთილის სპირტს და ნატრიუმს

მოცემული სამკურნალო საშუალების პირის ღრუში ხსნადი ერთი ტაბლეტი შეიცავს 0.0015მგ სპირტს (ეთანოლს), რაც შეესაბამება 1მგ/100გ (0.001% მას./მას.). ამ სამკურნალო საშუალების პირის ღრუში ხსნად ერთ ტაბლეტში სპირტის რაოდენობა შეესაბამება 0.00004 მლ ნაკლებ ლუდს ან 0.00002 მლ ღვინოს.

ამ სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შემავალი ასეთი უმნიშვნელო რაოდენობის ალკოჰოლი არ მოახდენს რაიმე მნიშვნელოვან ზემოქმედებას.

მოცემული სამკურნალო საშუალების პირის ღრუში ხსნადი ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

თუ შენიშნავთ, რომ თქვენს ბავშვს განუვითარდა ალერგიული რეაქციის სიმპტომები, რომლის ნიშნებიც შეიძლება მოიცავდეს გაძნელებულ სუნთქვას, თავბრუსხვევას, გულის წასვლას ან გონების დაკარგვას, სახის, ტუჩების, ენის ან ხახის შეშუპებას ან/და კანის შეშუპებას და გაწითლებას, შეწყვიტეთ მოცემული სამკურნალო საშუალების მისთვის მიცემა და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის.

გვერდითი მოქმედება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ბავშვებში:

ხშირად: შეიძლება აღენიშნოს 10 ადამიანიდან 1-ს

რინიტი (ცხვირის ღრუს გაღიზიანება)

ალერგიული კონიუნქტივიტი (თვალის გაღიზიანება)

თავის ტკივილი

ტკივილი კუჭის არეში (ტკივილი მუცლის არეში/მუცლის ზედა ნაწილში)

ზოგჯერ: შეიძლება აღენიშნოს 100 ადამიანიდან 1-ს

თვალის გაღიზიანება

თავბრუსხვევა

გონების დაკარგვა

დიარეა

გულისრევა (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება)

ტუჩების შეშუპება

ეგზემა

ჭინჭრის ციება (ურტიკარიული გამონაყარი)

დაღლილობა

გვერდითი მოქმედება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს მოზრდილებსა და მოზარდებში:

ხშირად: შეიძლება აღენიშნოს 10 ადამიანიდან 1-ს

თავის ტკივილი

ძილიანობა

ზოგჯერ: შეიძლება აღენიშნოს 100 ადამიანიდან 1-ს

ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე

ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები, რომლებიც განისაზღვრება სისხლის ანალიზით

თავბრუსხვევა

კუჭის ტკივილი

დაღლილობის შეგრძნება

მადის გაძლიერება

არათანაბარი გულისცემა

სხეულის მასის მომატება

გულისრევა (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება)

შფოთვის შეგრძნება

სიმშრალე ან არასასიამოვნო შეგრძნებები ცხვირში

ტკივილი მუცლის არეში

დიარეა

გასტრიტი (კუჭის კედლის ანთება)

ვერტიგო (თავბრუსხვევის ან ტრიალის შეგრძნება)

სისუსტის შეგრძნება

წყურვილი

ქოშინი (სუნთქვის გაძნელება)

პირის ღრუს სიმშრალე

საჭმლის მონელების დარღვევა

ქავილი

ჰერპესი ტუჩებზე (ჰერპესი პირის არეში)

სხეულის ტემპერატურის მომატება

ტინიტუსი (ხმაური ყურებში)

ძილის დარღვევა

თირკმელების ფუნქციის ცვლილებები, რომლებიც განისაზღვრება სისხლის ანალიზით

სისხლში ლიპიდების შემცველობის მომატება

სიხშირე უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე შეფასებას არ ექვემდებარება

გულისცემის შეგრძნება (საკუთარი გულისცემის შეგრძნება)

ტაქიკარდია (გახშირებული გულისცემა)

ღებინება

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

თუ თქვენს ბავშვს გამოუვლინდა რომელიმე გვერდითი მოქმედება, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნა უშუალოდ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

ჭარბი დოზა

ბავშვებში დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ბილასტინის დოზის მწვავე გადაჭარბებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიღებულია კლინიკური კვლევების გამოცდილებიდან, რომლებიც ჩატარდა შემუშავების და პოსტრეგისტრაციული დაკვირვების დროს. თერაპიულზე 10-11-ჯერ მეტი დოზით ბილასტინის გამოყენების ფონზე კლინიკური ცდების ჩატარებისას (220 მგ ერთჯერადი გამოყენების შემთხვევაში, ან 200 მგ/დღე-ღამეში 7 დღის განმავლობაში გამოყენების შემთხვევაში) გვერდითი მოქმედება 26 ჯანმრთელ მოზრდილ მოხალისეში მკურნალობის დროს გამოვლინდა 2-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე პლაცებოს გამოყენების ფონზე. ყველაზე ხშირი გვერდითი მოქმედება იყო თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და გულისრევა. სერიოზული არასასურველი მოვლენები და QTc ინტერვალის მნიშვნელოვანი გახანგრძლივება აღნიშნული არ იყო. პოსტრეგისტრაციული დაკვირვების დროს შეგროვებული ინფორმაცია შეესაბამება ინფორმაციას, რომელიც მიღებულია კლინიკური კვლევის დროს.

ჯვარედინ კვლევაში QT/QTc ინტერვალების გაზომვით, რომელშიც 30 ჯანმრთელ მოზრდილ მოხალისეში შეისწავლებოდა ბილასტინის მრავალჯერადი გამოყენების (100 მგ 4 დღის განმავლობაში) გავლენა პარკუჭების რეპოლარიზაციაზე, QTc ინტერვალის მნიშვნელოვანი გახანგრძლივება გამოვლენილი არ იყო.

ბავშვებში დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა.

სპეციფიკური ანტიდოტი ბილასტინისთვის ცნობილი არ არის.

შემადგენლობა

პრეპარატ ნიქსარი ალერგიას შემადგენლობა

პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ბილასტინი. პირის ღრუში ხსნადი ერთი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ბილასტინს.

სხვა კომპონენტები: მანიტოლი (E421), კროსკარმელოზას ნატრიუმის მარილი, ნატრიუმის სტეარილფუმარატი, სუკრალოზა, არომატიზატორი წითელი ყურძნის გემოთი (ძირითადი კომპონენტები: გუმიარაბიკი, ეთილბუტირატი, ტრიაცეტინი, მეთილანტრანილატი, ეთანოლი, D-ლიმონენი, ლინალოოლი).

პრეპარატ ნიქსარი ალერგიას აღწერა და შეფუთის შიგთავსი

პრეპარატი ნიქსარი ალერგია არის თეთრი ფერის, მრგვალი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები დიამეტრით 8 მმ.

პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტები გამოდის ბლისტერებში 10, 20, 30 ან 50 ტაბლეტით.

შესაძლოა, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

შენახვის პირობები

მოცემული სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მოცემული პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე, წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვარგისობის ვადა: 5 წელი.

მოცემული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის; სხვა ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის.

ათქ კოდი: R06AX29.

მოქმედების მექანიზმი

ბილასტინი არის ხანგრძლივი მოქმედების ანტიჰისტამინური საშუალება, რომელიც არ იწვევს სედაციურ მოქმედებას, შერჩევითად უკავშირდება პერიფერიულ H1-რეცეპტორის ანტაგონისტს და არ უკავშირდება მუსკარინულ რეცეპტორებს.

ერთჯერადი გამოყენების შემთხვევაში ბილასტინი 24 საათის განმავლობაში თრგუნავს ჰისტამინით გამოწვეულ კანის რეაქციებს, რომლებსაც თან ახლავს ბუშტუკები და ერითემა.

კლინიკური ეფექტიანობა

ბილასტინის ეფექტიანობა გამოკვლეული იქნა მოზრდილებსა და მოზარდებში. რეკომენდაციების თანახმად, მოზრდილებსა და მოზარდებში დამტკიცებული ეფექტიანობა შეიძლება ჩაითვალოს მისაღებად პედიატრიული პროფილის პაციენტების მიმართ იმის გათვალისწინებით, რომ 6-11 წლის ასაკის, არანაკლებ 20 კგ სხეულის მასის მქონე ბავშვებში 10 მგ ბილასტინის მიღებისას აღნიშნული სისტემური ზემოქმედება შეესაბამება მოზრდილებში 20 მგ ბილასტინის მიღებისას აღნიშნულ სისტემურ ზემოქმედებას (იხ. პარაგრაფი 5.2). მოზრდილებსა და მოზარდებში მიღებული მონაცემების ექსტრაპოლაცია დასაბუთებულად ითვლება ამ სამკურნალო საშუალების შემთხვევაში, რადგან ალერგიული რინოკონიუნქტივიტის და ჭინჭრის ციების პათოფიზიოლოგია ერთნაირია ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც მონაწილეობდნენ მოზრდილები და მოზარდები ალერგიული რინოკონიუნქტივიტით (სეზონური და სრულწლიანი), 14-28 დღის განმავლობაში დღე-ღამეში ერთხელ 20 მგ დოზით ბილასტინის გამოყენების ფონზე აღინიშნებოდა დაავადების ისეთი სიმპტომების შემსუბუქება, როგორიცაა ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ქავილი ცხვირში, ცხვირის გაჭედვა, თვალების ქავილი, ცრემლდენა და თვალების გაწითლება. ბილასტინი ეფექტიანად აკონტროლებდა სიმპტომებს 24 საათის განმავლობაში.

ორ კლინიკურ კვლევაში, რომლებშიც მონაწილეობდნენ პაციენტები ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციებით, 28 დღის განმავლობაში დღე-ღამეში ერთხელ 20 მგ დოზით ბილასტინის გამოყენების ფონზე აღინიშნებოდა ქავილის შესუსტება და ბუშტუკების რაოდენობისა და ზომის შემცირება, ასევე, ჭინჭრის ციებასთან დაკავშირებული დისკომფორტის შემცირება. პაციენტებში აღინიშნებოდა ძილისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

QTc ინტერვალის კლინიკურად მნიშვნელოვანი გახანგრძლივება და სხვა დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ ბილასტინის კლინიკურ კვლევებში არ იყო გამოვლენილი 7 დღის განმავლობაში დღე-ღამეში 200 მგ დოზით (რაც 10 ჯერ აღემატება კლინიკურ დოზას) 9 პაციენტში მისი გამოყენების შემთხვევაშიც კი, ან ისეთ P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორებთან ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში, როგორიცაა კეტოკონაზოლი (24 მონაწილე) და ერითრომიცინი (24 მონაწილე). გარდა ამისა, ჩატარდა კვლევა, რომელშიც 30 მოხალისეზე დეტალურად იქნა შესწავლილი პრეპარატის გავლენა QT ინტერვალის სიგრძეზე.

კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც ბილასტინს იღებდნენ რეკომენდებული დოზით 20 მგ ერთხელ დღე-ღამეში, ბილასტინისა და პლაცებოს უსაფრთხოების პროფილი ცნს-ის მიმართ იყო მსგავსი, და ბილასტინის გამოყენების ფონზე ძილიანობის გამოვლენის სიხშირე სტატისტიკურად არ განსხავდებოდა პლაცებოს გამოყენების ფონზე აღნიშნული მაჩვენებლისგან. კლინიკურ კვლევებში ბილასტინი დოზით 40 მგ ერთხელ დღე-ღამეში არ ახდენდა გავლენას ფსიქომოტორულ ფუნქციებზე და ავტომობილის მართვის უნარზე მართვის სტანდარტული ტესტით.

II და III ფაზის კვლევებში ჩართული ხანდაზმული ასაკის პაციენტებში (ასაკი >65 წელი) პრეპარატის ეფექტიანობა და უსაფრთხოება არ განსხვავდებოდა უფრო ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში გამოვლენილი აღნიშნული მაჩვენებლებისგან.

კლინიკური უსაფრთხოება

2-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩატარებულ 12 კვირიან კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში (სულ 509 ბავშვი, მათგან 260 იღებდა 10 მგ ბილასტინს: 58 - 2-6 წლის ასაკის, 105 - 6-9 წლის ასაკის, 97 - 9-12 წლის ასაკის, და 249 ბავშვი იღებდა პლაცებოს: 58 - 2-6 წლის ასაკის, 95 - 6-9 წლის ასაკის, 96 - 9-12 წლის ასაკის), პედიატრიული პროფილის პაციენტებისთვის პრეპარატის რეკომენდებული დოზით 10 მგ დღე-ღამეში ერთხელ მიღებისას ბილასტინის (n=260) უსაფრთხოების პროფილი იყო პლაცებოს (n=249) უსაფრთხოების პროფილის ანალოგიური, არასასურველი სამკურნალწამლო რეაქციებით პაციენტების 5.8%-ში და 8.0%-ში, რომლებიც შესაბამისად იღებდნენ 10 მგ ბილასტინს და პლაცებოს. როგორც 10 მგ ბილასტინის, ასევე, პლაცებოს მიღება იწვევდა ძილიანობისა და სედაციური ეფექტის მცირე შესუსტებას ძილის ხარისხის პედიატრიული კითხვარით შეფასებისას (Paediatric Sleep Questionnaire, PSQ), ამასთან, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა მკურნალობის ჯგუფებს შორის არ იყო გამოვლენილი. 2-11 წლის ასაკის ამ ბავშვებში არ იყო გამოვლენილი QTc ინტერვალის ხანგრძლივობის მნიშვნელოვანი სხვაობა დღე-ღამეში 10 მგ ბილასტინის მიღების ჯგუფში, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით. ალერგიული რინოკონიუნქტივიტის ან ქრონიკული ჭინჭრის ციების მქონე ბავშვების ცხოვრების ხარისხის შესახებ სპეციალური კითხვარის დახმარებით, აღინიშნა მაჩვენებლების ზოგადი მომატება 12 კვირის განმავლობაში, ბილასტინისა და პლაცებოს ჯგუფებს შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავების გარეშე. სულ კვლევაში მონაწილეობდა 509 ბავშვი, მათ შორის: 479 მონაწილე ალერგიული რინოკონიუნქტივიტით და 30 მონაწილე ქრონიკული ჭინჭრის ციებით. 260 ბავშვი ღებულობდა ბილასტინს: 252 (96.9%) - ალერგიული რინოკონიუნქტივიტის სამკურნალოდ და 8 (3.1%) - ქრონიკული ჭინჭრის ციების სამკურნალოდ. ანალოგიურად, 249 ბავშვი იღებდა პლაცებოს: 227 (91.2%) - ალერგიული რინოკონიუნქტივიტის სამკურნალოდ და 22 (8.8%) - ქრონიკული ჭინჭრის ციების სამკურნალოდ.

პედიატრიული პოპულაცია

ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა 2 წლამდე ასაკის პედიატრიული პროფილის პაციენტების ყველა ქვეჯგუფში ბილასტინის კვლევების შედეგების წარმოდგენის ვალდებულებაზე (ინფორმაცია ბავშვებში გამოყენების შესახებ იხილეთ პარაგრაფში 4.2).

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

ბილასტინი სწრაფად შეიწოვება შიგნით მიღების შემდეგ, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო შეადგენს დაახლოებით 1,3 საათს. ორგანიზმში პრეპარატის დაგროვება გამოვლენილი არ იყო. შიგნით მიღების შემდეგ ბილასტინის ბიოშეღწევადობის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 61%-ს.

განაწილება

in vitro და in vivo კვლევებმა აჩვენა, რომ ბილასტინი წარმოადგენს P-გლიკოპროტეინის (იხ. პარაგრაფი 4.5 „ურთიერთქმედება კეტოკონაზოლთან ან ერითრომიცინთან“ და „ურთიერთქმედება დილთიაზემთან“) და OATP-ის (იხ. პარაგრაფი 4.5 „ურთიერთქმედება გრეიპფრუტის წვენთან“) სუბსტრატს. თერაპიული დოზების გამოყენების შემდეგ ბილასტინი 84-90%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს.

ბიოტრანსფორმაცია

in vitro კვლევებში ბილასტინთან დაკავშირებით არ იყო გამოვლენილი ციტოქრომი P450-ის იზოფერმენტის აქტივობის ინდუცირების ან დათრგუნვის უნარი.

გამოყოფა

ჯანმრთელ მოზრდილ მოხალისეებში ჩატარებული მასის ბალანსის კვლევის მონაცემების თანახმად, 14C-ბილასტინის 20 მგ დოზით ერთჯერადი გამოყენების შემდეგ, შეყვანილი დოზის თითქმის 95% აღმოჩენილი იქნა შარდში (28.3%) და განავალში (66.5%) უცვლელი ბილასტინის სახით, საიდანაც შეიძლება დავასკვნათ, რომ ადამიანის ორგანიზმში ბილასტინი მეტაბოლიზდება უმნიშვნელოდ. ჯანმრთელ მოხალისეებში ბილასტინის ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენდა 14.5 საათს.

ხაზოვნება

კვლევაში გამოყენებული დოზების დიაპაზონით (5-დან 220 მგ-მდე) ბილასტინის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია, ასევე მას ახასიათებს დაბალი ინდივიდუალური ცვალებადობა.

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ბილასტინის მოქმედების კვლევა ჩატარდა მოზრდილებში.

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ჩატარებულ კვლევაში ნაჩვენები იყო AUC0-∞ (SD) მნიშვნელობის მომატება 737.4 (+260.8) ნგ∙სთ/მლ-დან თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში (გფს >80 მლ/წთ/1.73მ2) 967.4 (+140.2) ნგ∙სთ/მლ-მდე თირკმელების ფუნქციის მსუბუქი ხარისხის სიმძიმის დარღვევის მქონე პაციენტებში (გფს: 50-80 მლ/წთ/1.73მ2), 1384.2 (+263.23) ნგ∙სთ/მლ-მდე თირკმელების ფუნქციის საშუალო ხარისხის სიმძიმის დარღვევის მქონე პაციენტებში (გფს: 30-<50 მლ/წთ/1.73მ2) და 1708.5 (+699.0) ნგ∙სთ/მლ-მდე მძიმე ხარისხის სიმძიმის დარღვევის მქონე პაციენტებში (გფს <30 მლ/წთ/1.73მ2). თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ბილასტინის ნახევარგამოყოფის საშუალო (SD) პერიოდი შეადგენდა 9.3 საათს (+2.8), მსუბუქი ხარისხის სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებში - 15.1 სთ (+7.7), საშუალო ხარისხის სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებში - 10.5 სთ (+2.3), ხოლო მძიმე ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში - 18.4 სთ (+11.4). ყველა პაციენტში მიღებიდან 48-72 საათში ბილასტინი პრაქტიკულად არ იყო აღმოჩენილი შარდში. ფარმაკოკინეტიკის მსგავს ცვლილებებს არ უნდა ჰქონდეს კლინიკური მნიშვნელობა ბილასტინის გამოყენების უსაფრთხოებაზე, ვინაიდან პლაზმაში მისი კონცენტრაციის მაჩვენებლები, თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში, რჩება უსაფრთხო ფარგლებში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებთან დაკავშირებული ფარმაკოკინეტიკური ცნობები არ არსებობს. ადამიანის ორგანიზმში ბილასტინი არ მეტაბოლიზდება. ვინაიდან თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტების მონაწილეობით ჩატარებული კვლევებიდან გამომდინარეობს, რომ ბილასტინი ძირითადად გამოიყოფა თირკმელების საშუალებით, როგორც ჩანს, ნაღველთან ერთად ის უმნიშვნელოდ გამოიყოფა. ბილასტინის ფარმაკოკინეტიკაზე ღვიძლის ფუნქციის დარღვევების კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ნაკლებად სავარაუდოა.

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვებში ფარმაკოკინეტიკური ცნობები მიღებულია ფარმაკოკინეტიკური კვლევის II ფაზაში, რომელშიც მონაწილეობდა 4-11 წლის ასაკის 31 ბავშვი ალერგიული რინოკონიუნქტივიტით ან ქრონიკული ჭინჭრის ციებით, რომელიც ღებულობდა პრეპარატ ბილასტინის 10 მგ პირის ღრუში ხსნად ერთ ტაბლეტს დღე-ღამეში.

პლაზმაში ბილასტინის შემცველობის ფარმაკოკინეტიკური მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ პედიატრიული პროფილის პაციენტების სამკურნალოდ რეკომენდებული დოზით 10 მგ დღე-ღამეში ერთხელ პრეპარატის მიღების შემდეგ, მისი სისტემური ზემოქმედება შეესაბამება პრეპარატის 20 მგ დოზით მოზრდილებსა და მოზარდებში აღნიშნულ მაჩვენებელს, ხოლო AUC საშუალო მნიშვნელობა 6-11 წლის ასაკის ბავშვებში შეადგენს 1014 ნგ∙სთ/მლ. ეს შედეგები ძირითადად იყო იმ მაქსიმალურ უსაფრთხო დონეზე დაბალი, რომელიც დადგენილია მოზრდილებში 80 მგ დოზით დღე-ღამეში ერთხელ პრეპარატის მიღების შესახებ ცნობების საფუძველზე, სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების პროფილის შესაბამისად. ამ შედეგებმა დაადასტურა დღე-ღამეში ერთხელ 10 მგ პერორალური დოზით ბილასტინის არჩევა დასაბუთებული თერაპიული დოზის სახით 6-დან 11 წლამდე ასაკის და არანაკლებ 20 კგ სხეულის მასის მქონე პედიატრიული პროფილის პაციენტებში გამოსაყენებლად.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისათვის

ნიქსარი ალერგია

10 მგ, პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტები

6-დან 11 წლამდე ასაკის, არანაკლებ 20 კგ სხეულის მასის მქონე ბავშვებში გამოსაყენებლად

ბილასტინი

მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ წინამდებარე ჩანართში აღნიშნული მითითებების ზუსტად დაცვით, ან მკურნალი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.

შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

თუ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა დაგჭირდათ, კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.

რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე, ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

იმ შემთხვევაში, თუ 3 დღის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა, მიმართეთ ექიმს.

მოცემული ჩანართის შინაარსი

  • რას წარმოადგენს პრეპარატი ნიქსარი ალერგია და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ნიქსარი ალერგიას მიღებამდე
  • როგორ უნდა მიიღოთ პრეპარატი ნიქსარი ალერგია
  • შესაძლო გვერდითი მოქმედება
  • პრეპარატ ნიქსარი ალერგიას შენახვის პირობები
  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს პრეპარატი ნიქსარი ალერგია და რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ნიქსარი ალერგია შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ბილასტინს, რომელიც წარმოადგენს ანტიჰისტამინურ საშუალებას.

ნიქსარი ალერგია გამოიყენება ალერგიული რინოკონიუნქტივიტის სიმპტომების (ცემინება, ქავილი, სურდო, ცხვირის გაჭედვა, თვალების გაწითლება და ცრემლდენა) შესამსუბუქებლად და ალერგიული რინიტის სხვა ფორმების დროს. პრეპარატი აგრეთვე გამოიყენება კანზე ქავილის თანხლებით მიმდინარე გამონაყარის (ურტიკარიული გამონაყარი ან ჭინჭრის ციების) სამკურნალოდ.

ნიქსარი ალერგია 10 მგ პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტები ნაჩვენებია 6-დან 11 წლამდე ასაკის, არანაკლებ 20 კგ სხეულის მასის მქონე ბავშვების სამკურნალოდ.

  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ნიქსარი ალერგიას მიღებამდე

პრეპარატ ნიქსარი ალერგიას მიღება არ შეიძლება:

თუ თქვენს ბავშვს აქვს ალერგია ბილასტინის ან მოცემული სამკურნალო საშუალების ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ ნიქსარი ალერგიას გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენს ბავშვს აქვს თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის საშუალო და მძიმე ხარისხის დარღვევები ან თუ იღებს სხვა სამკურნალო საშუალებებს (იხ. „სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი ნიქსარი ალერგია”).

ბავშვები

მოცემული პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში 20 კგ-მდე სხეულის მასით, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში საკმარისი მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

სხვა სამკურნალო საშუალებების და პრეპარატ ნიქსარი ალერგიას მიღება

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენი ბავშვი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან შეიძლება მიეღო ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით. ზოგიერთი სამკურნალო საშუალების კომბინირება არ შეიძლება, ხოლო ზოგი პრეპარატის ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა სამკურნალო საშუალებების დოზის კორექტირება.

თუ პრეპარატ ნიქსარი ალერგიასთან ერთად თქვენი ბავშვი იღებს ან იყენებს ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე სამკურნალო საშუალებას, აღნიშნულის შესახებ აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს:

კეტოკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი)

ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი)

დილთიაზემი (სტენოკარდიის სამკურნალო საშუალება- ტკივილი და მოჭერის შეგრძნება გულ-მკერდის არეში)

ციკლოსპორინი (იმუნური სისტემის აქტივობის დამაქვეითებელი პრეპარატი ტრანსპლანტატის მოშორების თავიდან აცილების მიზნით ან აუტოიმუნური და ალერგიული ხასიათის დაავადებების, მაგალითად, ფსორიაზის, დიფუზური ნეიროდერმიტის ან რევმატოიდული ართრიტის აქტივობის დამაქვეითებელი პრეპარატები).

რიტონავირი (შიდსის სამკურნალო პრეპარატი)

რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი)

პრეპარატ ნიქსარი ალერგიას მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

მოცემული პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტები არ მიიღება საკვებთან, გრეიპფრუტის წვენთან ან სხვა ხილის წვენებთან ერთად, რადგან ამ შემთხვევაში ბილასტინის მოქმედება სუსტდება. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ:

მისცეთ ბავშვს პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტი საკვების ან ხილის წვენის მიღებამდე ერთი საათით ადრე, ან

მისცეთ ბავშვს პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტი საკვების ან ხილის წვენის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზით (20 მგ) მიღებისას, ბილასტინი არ აძლიერებს ალკოჰოლით გამოწვეულ ძილიანობას.

ორსულობა, ძუძუთი კვება და შვილოსნობის უნარი

მოცემული სამკურნალო საშუალება ნაჩვენებია 6-დან 11 წლამდე ასაკის, არანაკლებ 20 კგ სხეულის მასის მქონე ბავშვებში გამოსაყენებლად. მაგრამ, ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხო გამოყენებასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს შემდეგი ინფორმაცია: მონაცემები ბილასტინის გამოყენების შესახებ ორსულებში, ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე, მისი გავლენის შესახებ შვილოსნობის ფუნქციაზე, შეზღუდულია ან არ არსებობს.

ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე, თუ ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, მოცემული პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ნაჩვენებია, რომ ბილასტინი დოზით 20 მგ მოზრდილებში არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე. თუმცა, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებისას პაციენტების ინდივიდუალური რეაქცია შეიძლება იყოს განსხვავებული. ამიტომ, თქვენი ბავშვისთვის ველოსიპედის ან სხვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, ან მექანიზმებთან მუშაობის ნებართვის მიცემამდე, უნდა განსაზღვროთ, თუ როგორ მოქმედებს მასზე მოცემული სამკურნალო საშუალება.

პრეპარატი ნიქსარი ალერგია შეიცავს ეთილის სპირტს და ნატრიუმს

მოცემული სამკურნალო საშუალების პირის ღრუში ხსნადი ერთი ტაბლეტი შეიცავს 0.0015მგ სპირტს (ეთანოლს), რაც შეესაბამება 1მგ/100გ (0.001% მას./მას.). ამ სამკურნალო საშუალების პირის ღრუში ხსნად ერთ ტაბლეტში სპირტის რაოდენობა შეესაბამება 0.00004 მლ ნაკლებ ლუდს ან 0.00002 მლ ღვინოს.

ამ სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შემავალი ასეთი უმნიშვნელო რაოდენობის ალკოჰოლი არ მოახდენს რაიმე მნიშვნელოვან ზემოქმედებას.

მოცემული სამკურნალო საშუალების პირის ღრუში ხსნადი ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

  • როგორ უნდა მიიღოთ პრეპარატი ნიქსარი ალერგია

მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ წინამდებარე ჩანართში აღნიშნული მითითებების ზუსტად დაცვით, ან მკურნალი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. პრეპარატის სათანადო მიღებასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენება ბავშვებში

6-დან 11 წლამდე ასაკის, არანაკლებ 20 კგ სხეულის მასის მქონე ბავშვებში, ბილასტინის რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს (პირის ღრუში ხსნადი 1 ტაბლეტი) დღე-ღამეში, ალერგიული რინოკონიუნქტივიტის და ჭინჭრის ციების სიმპტომების შესამსუბუქებლად.

მოცემული პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში 20 კგ-მდე სხეულის მასით, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში საკმარისი მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

მოზრდილთათვის, ხანდაზმული ასაკის პაციენტების და 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდების ჩათვლით, ბილასტინის რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში. პაციენტების ამ ჯგუფისთვის არსებობს უფრო შესაფერისი სამკურნალწამლო ფორმა - ტაბლეტები. კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტები განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტი მოათავსეთ ბავშვის პირის ღრუში. ის სწრაფად გაიხსნება ნერწყვში და შემდეგ შეიძლება მისი მარტივად გადაყლაპვა.

ალტერნატივის სახით, პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტი შეგიძლიათ გახსნათ ერთ ჩაის კოვზ წყალში და მისცეთ ბავშვს. დარწმუნდით, რომ კოვზზე არ არის პრეპარატის ნარჩენები.

გასახსნელად უნდა გამოიყენოთ მხოლოდ წყალი, არ გამოიყენოთ გრეიპფრუტის ან რომელიმე სხვა ხილის წვენი.

პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტები მიეცით ბავშვს საკვების ან ხილის წვენის მიღებამდე ერთი საათით ადრე ან ორი საათის შემდეგ.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩივილების ტიპზე, ხანგრძლივობასა და მიმდინარეობაზე.

თუ 3 დღის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა, მიმართეთ ექიმს.

თუ მიიღეთ პრეპარატ ნიქსარი ალერგიას საჭიროზე მეტი რაოდენობა

თუ თქვენმა ბავშვმა ან სხვა პირმა მიიღო მოცემული სამკურნალო საშუალება ძალიან დიდი რაოდენობით, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან უახლოესი საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებას. თან იქონიეთ მოცემული პრეპარატის შეფუთვა ან ეს ჩანართი.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ნიქსარი ალერგიას მიღება

თუ დაგავიწყდათ ბავშვისთვის პრეპარატის სადღეღამისო დოზის დროულად მიცემა, მიეცით ის იმავე დღეს, როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგ, მეორე დღეს მიეცით პრეპარატის შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს.

ნებისმიერ შემთხვევაში, არ მისცეთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ნიქსარი ალერგიას გამოყენება

პრეპარატ ნიქსარი ალერგიას მიღების შეწყვეტისას ამ პრეპარატის მიღების შედეგები, როგორც წესი, არ რჩება.

მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

თუ შენიშნავთ, რომ თქვენს ბავშვს განუვითარდა ალერგიული რეაქციის სიმპტომები, რომლის ნიშნებიც შეიძლება მოიცავდეს გაძნელებულ სუნთქვას, თავბრუსხვევას, გულის წასვლას ან გონების დაკარგვას, სახის, ტუჩების, ენის ან ხახის შეშუპებას ან/და კანის შეშუპებას და გაწითლებას, შეწყვიტეთ მოცემული სამკურნალო საშუალების მისთვის მიცემა და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის.

გვერდითი მოქმედება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ბავშვებში:

ხშირად: შეიძლება აღენიშნოს 10 ადამიანიდან 1-ს

რინიტი (ცხვირის ღრუს გაღიზიანება)

ალერგიული კონიუნქტივიტი (თვალის გაღიზიანება)

თავის ტკივილი

ტკივილი კუჭის არეში (ტკივილი მუცლის არეში/მუცლის ზედა ნაწილში)

ზოგჯერ: შეიძლება აღენიშნოს 100 ადამიანიდან 1-ს

თვალის გაღიზიანება

თავბრუსხვევა

გონების დაკარგვა

დიარეა

გულისრევა (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება)

ტუჩების შეშუპება

ეგზემა

ჭინჭრის ციება (ურტიკარიული გამონაყარი)

დაღლილობა

გვერდითი მოქმედება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს მოზრდილებსა და მოზარდებში:

ხშირად: შეიძლება აღენიშნოს 10 ადამიანიდან 1-ს

თავის ტკივილი

ძილიანობა

ზოგჯერ: შეიძლება აღენიშნოს 100 ადამიანიდან 1-ს

ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე

ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები, რომლებიც განისაზღვრება სისხლის ანალიზით

თავბრუსხვევა

კუჭის ტკივილი

დაღლილობის შეგრძნება

მადის გაძლიერება

არათანაბარი გულისცემა

სხეულის მასის მომატება

გულისრევა (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება)

შფოთვის შეგრძნება

სიმშრალე ან არასასიამოვნო შეგრძნებები ცხვირში

ტკივილი მუცლის არეში

დიარეა

გასტრიტი (კუჭის კედლის ანთება)

ვერტიგო (თავბრუსხვევის ან ტრიალის შეგრძნება)

სისუსტის შეგრძნება

წყურვილი

ქოშინი (სუნთქვის გაძნელება)

პირის ღრუს სიმშრალე

საჭმლის მონელების დარღვევა

ქავილი

ჰერპესი ტუჩებზე (ჰერპესი პირის არეში)

სხეულის ტემპერატურის მომატება

ტინიტუსი (ხმაური ყურებში)

ძილის დარღვევა

თირკმელების ფუნქციის ცვლილებები, რომლებიც განისაზღვრება სისხლის ანალიზით

სისხლში ლიპიდების შემცველობის მომატება

სიხშირე უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე შეფასებას არ ექვემდებარება

გულისცემის შეგრძნება (საკუთარი გულისცემის შეგრძნება)

ტაქიკარდია (გახშირებული გულისცემა)

ღებინება

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

თუ თქვენს ბავშვს გამოუვლინდა რომელიმე გვერდითი მოქმედება, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნა უშუალოდ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

  • პრეპარატ ნიქსარი ალერგიას შენახვის პირობები

მოცემული სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მოცემული პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე, წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვარგისობის ვადა: 5 წელი.

მოცემული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

პრეპარატ ნიქსარი ალერგიას შემადგენლობა

პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ბილასტინი. პირის ღრუში ხსნადი ერთი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ბილასტინს.

სხვა კომპონენტები: მანიტოლი (E421), კროსკარმელოზას ნატრიუმის მარილი, ნატრიუმის სტეარილფუმარატი, სუკრალოზა, არომატიზატორი წითელი ყურძნის გემოთი (ძირითადი კომპონენტები: გუმიარაბიკი, ეთილბუტირატი, ტრიაცეტინი, მეთილანტრანილატი, ეთანოლი, D-ლიმონენი, ლინალოოლი).

პრეპარატ ნიქსარი ალერგიას აღწერა და შეფუთის შიგთავსი

პრეპარატი ნიქსარი ალერგია არის თეთრი ფერის, მრგვალი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები დიამეტრით 8 მმ.

პირის ღრუში ხსნადი ტაბლეტები გამოდის ბლისტერებში 10, 20, 30 ან 50 ტაბლეტით.

შესაძლოა, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

მენარინი ინტერნეშნლ ოპერეიშნზ ლუქსემბურგი ს.ა.

1, დე ლა გარეს გამზირი, 1611 ლუქსემბურგი

ლუქსემბურგი

მწარმოებელი

ა. მენარინი მენუფექჩერინგ ლოჯისტიკს ენდ სერვისიზ ს.რ.ლ. (ამმლს ლ’აკვილა)

ვია კამპო დი პილე, 67100, ლ’აკვილა (ლ’აკვილა)

იტალია

უფლებამოსილი წარმომადგენელი:

ბერლინ-ჰემი აგ

გლინიკერ ვეგ 125

12489 ბერლინი

გერმანია

მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 2022 წლის ოქტომბერი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა