პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ბილასტინი ნორმონი 20 მგ ტაბლეტები EFG

Bilastina Normon 20 mg comprimidos EFG

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

ბილასტინი ნორმონი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, რომელიც წარმოადგენს ანტიჰისტამინს. ბილასტინი ნორმონი გამოიყენება თივის ცხელების (ცხვირის ცემინება, ცხვირის ქავილი, გამონადენი ცხვირიდან, ცხვირის გაჭედვა, და წითელი და ცრემლიანი თვალები) და ალერგიული რინიტის სხვა ფორმების სიმპტომების მოსახსნელად. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ბილასტინი (bilastine)
ფორმა და შეფუთვა
20მგ ტაბლეტი №20
მწარმოებელი
Laboratorios Normon, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიჰისტამინური სხვა საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის
ATC კოდი
R06AX29
რეგისტრაციის ნომერი
რ-043861
რეგისტრირებულია
15 აგვისტო 2025, მოქმედებს 15 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაბილასტინი ნორმონი 20 მგ ტაბლეტები EFG და სხვა წამალი ერთად

ბილასტინი ნორმონი 20 მგ ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ბილასტინი ნორმონი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, რომელიც წარმოადგენს ანტიჰისტამინს.

ბილასტინი ნორმონი გამოიყენება თივის ცხელების (ცხვირის ცემინება, ცხვირის ქავილი, გამონადენი ცხვირიდან, ცხვირის გაჭედვა, და წითელი და ცრემლიანი თვალები) და ალერგიული რინიტის სხვა ფორმების სიმპტომების მოსახსნელად. ის ასევე გამოიყენება ქავილით მიმდინარე კანის გამონაყარის (ჭინჭრის ციება ან ურტიკარია) სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

რეკომენდებული დოზა მოზრდილებში, მათ შორის ხანდაზმულებსა და 12 წლის და ზემოთ ასაკის მოზარდებში, არის 1 ტაბლეტი (20 მგ) დღეში.

ტაბლეტი განკუთვნილია შიგნით მისაღებად;

ტაბლეტი მიღებულ უნდა იქნეს საკვების ან ხილის წვენის მიღებამდე ერთი საათით ადრე ან ორი საათის შემდეგ (იხ. პარაგრაფი 2 „ბილასტინი ნორმონის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად);

ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყალთან ერთად;

გამყოფი ხაზი განკუთვნილია ტაბლეტის გასატეხად, თუ გაძნელებულია მისი მთლიანად გადაყლაპვა;

რაც შეეხება მკურნალობის ხანგრძლივობას, მკურნალი ექიმი განსაზღვრავს დაავადების ტიპს და შესაბამისად დაადგენს ბილასტინი ნორმონი 20 მგ ტაბლეტებით მკურნალობის ხანგრძლივობას.

ბავშვებში გამოყენება

მედიკამენტის სხვა ფარმაცევტული ფორმები - ბილასტინი 20 მგ ოროდისპერგირებადი ტაბლეტები ან ბილასტინი 2.5 მგ/მლ შიგნით მისაღები ხსნარი შეიძლება უფრო შესაფერისი იყოს 6-11 წლის ასაკის ბავშვებისათვის, რომელთა სხეულის წონა არაუმცირეს 20 კგ-ია. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

მედიკამენტის მიცემა დაუშვებელია 6 წლამდე ასაკის ბავშვებში 20 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით, რადგან არ არის ხელმისაწვდომი საკმარისი მონაცემები.

ბილასტინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

პაციენტის ან სხვა პირის მიერ დიდი რაოდენობით ტაბლეტების მიღებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში დაუყოვნებლივ მიმართვა. სასურველია, პაციენტმა თან უნდა იქონიოს მედიკამენტის კოლოფი ან გამოყენების ინსტრუქცია.

დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით მიღებისას საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20 (მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით).

ბილასტინი ნორმონის დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

დოზის გამოტოვებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე და შემდეგ გაგრძელდეს დოზირების ჩვეულებრივი სქემის მიხედვით.

ამ მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია ბილასტინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში).

სიფრთხილის ზომები

ბილასტინი ნორმონის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება საშუალო ან მძიმე ხარისხის თირკმლის დაზიანება და დამატებით იღებს სხვა მედიკამენტებს (იხ. “სხვა მედიკამენტები და ბილასტინი ნორმონი”).

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლი) ნაკლებ ნატრიუმს ერთ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ის ფაქტობრივად თავისუფალია ნატრიუმისაგან.

ბავშვები

დაუშვებელია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება.

დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. თუ სიმპტომები ნარჩუნდება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

კერძოდ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი იღებს შემდეგ მედიკამენტებს:

კეტოკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტი);

ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი);

დილტიაზემი (გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ);

ციკლოსპორინი (გამოიყენება იმუნური სისტემის აქტივობის დასაქვეითებლად, რის გამოც ახდენს გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციას ან აქვეითებს დაავადების აქტივობას აუტოიმუნური და ალერგიული დარღვევების დროს, როგორიცაა ფსორიაზი, ატოპიური დერმატიტი ან რევმატოიდული ართრიტი);

რიტონავირი (გამოიყენება შიდსის სამკურნალოდ);

რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი).

ბილასტინი ნორმონის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ტაბლეტები არ უნდა იქნეს მიღებული საკვებთან ან გრეიფრუტის წვენთან, ან სხვა ხილის წვენებთან ერთად, რადგან ისინი აქვეითებენ ბილასტინის ეფექტს. ამიტომ საჭიროა:

ტაბლეტის მიღება და ერთი საათი მოცდა საკვების ან ხილის წვენის მიღებამდე, ან

თუ მიიღება საკვები ან ხილის წვენი, საჭიროა ორი საათი მოცდა ტაბლეტის მიღებამდე.

ბილასტინი, რეკომენდებული დოზით (20 მგ), არ აძლიერებს ძილიანობას, რომელსაც იწვევს ალკოჰოლი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ არის ან მცირე რაოდენობითაა მონაცემები ბილასტინის გამოყენების შესახებ ორსულ ქალებში და ძუძუთი კვების დროს და მისი გავლენის შესახებ რეპროდუქციულ უნარზე.

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, ამ მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციას.

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ნაჩვენები იქნა, რომ ბილასტინი 20 მგ არ ახდენს გავლენას მართვის უნარზე მოზრდილებში. თუმცა, მედიკამენტის მიმართ პასუხი სხვადასხვა პაციენტებში შეიძლება განსხვავებული იყოს. ამიტომ, ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვამდე საჭიროა შემოწმდეს, როგორ მოქმედებს პაციენტზე მედიკამენტი

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს მოზრდილებსა და მოზარდებში:

ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტებში

თავის ტკივილი;

ძილიანობა.

არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტებში

ელექტროკარდიოგრამაზე ცვლილებები;

ღვიძლის ფუნქციის სისხლის ანალიზების ცვლილებები;

თავბრუსხვევა;

მუცლის ტკივილი;

დაღლილობა;

მადის გაზრდა;

არარეგულარული გულისცემა;

წონის მომატება;

გულისრევა;

შფოთვა;

ცხვირის სიმშრალე ან დისკომფორტი;

მუცლის ტკივილი;

დიარეა;

გასტრიტი (კუჭის კედლის ანთება);

ვერტიგო (თავბრუსხვევის ან ტრიალის შეგრძნება);

სისუსტის შეგრძნება;

წყურვილი;

ქოშინი (სუნთქვის გაძნელება);

პირის სიმშრალე;

დისპეფსია;

ქავილი;

მარტივი ჰერპესი (ტუჩის ჰერპესი);

ცხელება;

ტინიტუსი (ყურებში ხმაური);

ძილის გაძნელება;

თირკმლის ფუნქციის სისხლის ანალიზების ცვლილებები;

სისხლში ცხიმების დონის მომატება.

სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე

გულის ფრიალი (გულისცემის შეგრძნება);

ტაქიკარდია (აჩქარებული გულისცემა);

ალერგიული რეაქციები, რომლის სიმპტომები მოიცავს სუნთქვის გაძნელებას, თავბრუსხვევას, კოლაფსს ან ცნობიერების დაკარგვას, სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპებას და/ან კანის შეშუპებასა და სიწითლეს. თუ პაციენტს განუვითარდა რომელიმე ეს მძიმე გვერდითი ეფექტი, მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა;

ღებინება.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს ბავშვებში:

ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

რინიტი (ცხვირის გაღიზიანება);

ალერგიული კონიუნქტივიტი (თვალის გაღიზიანება);

თავის ტკივილი;

კუჭის არეში ტკივილი (მუცლის/მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი).

არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

თვალის გაღიზიანება;

თავბრუსხვევა;

გონების დაკარგვა;

დიარეა;

გულისრევა;

ტუჩების შეშუპება;

ეგზემა;

ურტიკარია (ჭინჭრის ციება);

დაღლილობა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: www.noificaRAM.es. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ბილასტინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ბილასტინს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი ტიპი A (მიღებულია კარტოფილისაგან), სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

ბილასტინი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ბილასტინი ნორმონი 20 მგ ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მოგრძო ფორმის, ორმხრივამოზნექილი, გამყოფი ხაზით და გრავირებით ტაბლეტები.

ტაბლეტები წარმოდგენილია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 20 ტაბლეტს.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

შენახვის პირობები

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში განთავსებულ SIGRE+ კონტეინერებში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ბილასტინი ნორმონი და მისი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ბილასტინი ნორმონის მიღებამდე;

ბილასტინი ნორმონის მიღების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

ბილასტინი ნორმონის შენახვის წესი;

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

რას წარმოადგენს ბილასტინი ნორმონი და მისი გამოყენება

ბილასტინი ნორმონი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, რომელიც წარმოადგენს ანტიჰისტამინს.

ბილასტინი ნორმონი გამოიყენება თივის ცხელების (ცხვირის ცემინება, ცხვირის ქავილი, გამონადენი ცხვირიდან, ცხვირის გაჭედვა, და წითელი და ცრემლიანი თვალები) და ალერგიული რინიტის სხვა ფორმების სიმპტომების მოსახსნელად. ის ასევე გამოიყენება ქავილით მიმდინარე კანის გამონაყარის (ჭინჭრის ციება ან ურტიკარია) სამკურნალოდ.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ბილასტინი ნორმონის მიღებამდე

დაუშვებელია ბილასტინი ნორმონის მიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია ბილასტინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ბილასტინი ნორმონის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება საშუალო ან მძიმე ხარისხის თირკმლის დაზიანება და დამატებით იღებს სხვა მედიკამენტებს (იხ. “სხვა მედიკამენტები და ბილასტინი ნორმონი”).

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლი) ნაკლებ ნატრიუმს ერთ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ის ფაქტობრივად თავისუფალია ნატრიუმისაგან.

ბავშვები

დაუშვებელია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება.

დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. თუ სიმპტომები ნარჩუნდება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

სხვა მედიკამენტები და ბილასტინი ნორმონი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

კერძოდ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი იღებს შემდეგ მედიკამენტებს:

კეტოკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტი);

ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი);

დილტიაზემი (გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ);

ციკლოსპორინი (გამოიყენება იმუნური სისტემის აქტივობის დასაქვეითებლად, რის გამოც ახდენს გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციას ან აქვეითებს დაავადების აქტივობას აუტოიმუნური და ალერგიული დარღვევების დროს, როგორიცაა ფსორიაზი, ატოპიური დერმატიტი ან რევმატოიდული ართრიტი);

რიტონავირი (გამოიყენება შიდსის სამკურნალოდ);

რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი).

ბილასტინი ნორმონის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ტაბლეტები არ უნდა იქნეს მიღებული საკვებთან ან გრეიფრუტის წვენთან, ან სხვა ხილის წვენებთან ერთად, რადგან ისინი აქვეითებენ ბილასტინის ეფექტს. ამიტომ საჭიროა:

ტაბლეტის მიღება და ერთი საათი მოცდა საკვების ან ხილის წვენის მიღებამდე, ან

თუ მიიღება საკვები ან ხილის წვენი, საჭიროა ორი საათი მოცდა ტაბლეტის მიღებამდე.

ბილასტინი, რეკომენდებული დოზით (20 მგ), არ აძლიერებს ძილიანობას, რომელსაც იწვევს ალკოჰოლი.

ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი

არ არის ან მცირე რაოდენობითაა მონაცემები ბილასტინის გამოყენების შესახებ ორსულ ქალებში და ძუძუთი კვების დროს და მისი გავლენის შესახებ რეპროდუქციულ უნარზე.

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, ამ მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციას.

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

ნაჩვენები იქნა, რომ ბილასტინი 20 მგ არ ახდენს გავლენას მართვის უნარზე მოზრდილებში. თუმცა, მედიკამენტის მიმართ პასუხი სხვადასხვა პაციენტებში შეიძლება განსხვავებული იყოს. ამიტომ, ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვამდე საჭიროა შემოწმდეს, როგორ მოქმედებს პაციენტზე მედიკამენტი

ბილასტინი ნორმონის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

რეკომენდებული დოზა მოზრდილებში, მათ შორის ხანდაზმულებსა და 12 წლის და ზემოთ ასაკის მოზარდებში, არის 1 ტაბლეტი (20 მგ) დღეში.

ტაბლეტი განკუთვნილია შიგნით მისაღებად;

ტაბლეტი მიღებულ უნდა იქნეს საკვების ან ხილის წვენის მიღებამდე ერთი საათით ადრე ან ორი საათის შემდეგ (იხ. პარაგრაფი 2 „ბილასტინი ნორმონის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად);

ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყალთან ერთად;

გამყოფი ხაზი განკუთვნილია ტაბლეტის გასატეხად, თუ გაძნელებულია მისი მთლიანად გადაყლაპვა;

რაც შეეხება მკურნალობის ხანგრძლივობას, მკურნალი ექიმი განსაზღვრავს დაავადების ტიპს და შესაბამისად დაადგენს ბილასტინი ნორმონი 20 მგ ტაბლეტებით მკურნალობის ხანგრძლივობას.

ბავშვებში გამოყენება

მედიკამენტის სხვა ფარმაცევტული ფორმები - ბილასტინი 20 მგ ოროდისპერგირებადი ტაბლეტები ან ბილასტინი 2.5 მგ/მლ შიგნით მისაღები ხსნარი შეიძლება უფრო შესაფერისი იყოს 6-11 წლის ასაკის ბავშვებისათვის, რომელთა სხეულის წონა არაუმცირეს 20 კგ-ია. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

მედიკამენტის მიცემა დაუშვებელია 6 წლამდე ასაკის ბავშვებში 20 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით, რადგან არ არის ხელმისაწვდომი საკმარისი მონაცემები.

ბილასტინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

პაციენტის ან სხვა პირის მიერ დიდი რაოდენობით ტაბლეტების მიღებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში დაუყოვნებლივ მიმართვა. სასურველია, პაციენტმა თან უნდა იქონიოს მედიკამენტის კოლოფი ან გამოყენების ინსტრუქცია.

დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით მიღებისას საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20 (მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით).

ბილასტინი ნორმონის დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

დოზის გამოტოვებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე და შემდეგ გაგრძელდეს დოზირების ჩვეულებრივი სქემის მიხედვით.

ამ მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს მოზრდილებსა და მოზარდებში:

ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტებში

თავის ტკივილი;

ძილიანობა.

არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტებში

ელექტროკარდიოგრამაზე ცვლილებები;

ღვიძლის ფუნქციის სისხლის ანალიზების ცვლილებები;

თავბრუსხვევა;

მუცლის ტკივილი;

დაღლილობა;

მადის გაზრდა;

არარეგულარული გულისცემა;

წონის მომატება;

გულისრევა;

შფოთვა;

ცხვირის სიმშრალე ან დისკომფორტი;

მუცლის ტკივილი;

დიარეა;

გასტრიტი (კუჭის კედლის ანთება);

ვერტიგო (თავბრუსხვევის ან ტრიალის შეგრძნება);

სისუსტის შეგრძნება;

წყურვილი;

ქოშინი (სუნთქვის გაძნელება);

პირის სიმშრალე;

დისპეფსია;

ქავილი;

მარტივი ჰერპესი (ტუჩის ჰერპესი);

ცხელება;

ტინიტუსი (ყურებში ხმაური);

ძილის გაძნელება;

თირკმლის ფუნქციის სისხლის ანალიზების ცვლილებები;

სისხლში ცხიმების დონის მომატება.

სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე

გულის ფრიალი (გულისცემის შეგრძნება);

ტაქიკარდია (აჩქარებული გულისცემა);

ალერგიული რეაქციები, რომლის სიმპტომები მოიცავს სუნთქვის გაძნელებას, თავბრუსხვევას, კოლაფსს ან ცნობიერების დაკარგვას, სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპებას და/ან კანის შეშუპებასა და სიწითლეს. თუ პაციენტს განუვითარდა რომელიმე ეს მძიმე გვერდითი ეფექტი, მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა;

ღებინება.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს ბავშვებში:

ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

რინიტი (ცხვირის გაღიზიანება);

ალერგიული კონიუნქტივიტი (თვალის გაღიზიანება);

თავის ტკივილი;

კუჭის არეში ტკივილი (მუცლის/მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი).

არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

თვალის გაღიზიანება;

თავბრუსხვევა;

გონების დაკარგვა;

დიარეა;

გულისრევა;

ტუჩების შეშუპება;

ეგზემა;

ურტიკარია (ჭინჭრის ციება);

დაღლილობა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: www.noificaRAM.es. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ბილასტინი ნორმონის შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში განთავსებულ SIGRE+ კონტეინერებში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ბილასტინი ნორმონი 20 მგ ტაბლეტები:

აქტიური ნივთიერებაა ბილასტინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ბილასტინს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი ტიპი A (მიღებულია კარტოფილისაგან), სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

ბილასტინი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ბილასტინი ნორმონი 20 მგ ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მოგრძო ფორმის, ორმხრივამოზნექილი, გამყოფი ხაზით და გრავირებით ტაბლეტები.

ტაბლეტები წარმოდგენილია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 20 ტაბლეტს.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

Laboratorios Normon, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6

28760 Tres Cantos

Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6

28760 ტრეს კანტოსი

მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2020 წლის ივნისი

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: (http://www.aemps.gob.es/)

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა