ნეუპოსტიმი საინექციო
NEUPOSTIM® Injection
ნეიტროპენია პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია სოლიდური სიმსივნეების გამო ნეიტროპენია პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია სისხლის სიმსივნეების გამო (მწვავე მიელოიდური ლეიკემია) პერიფერიული სისხლში ღეროვანი უჯრედის მობილიზაცია წამლით გამოწვეული მობილიზაცია ქიმიოთერაპიის შემდეგ პერიფერიულ სისხლში …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფილგრასტიმი (filgrastim)
- ფორმა და შეფუთვა
- 300მკგ/მლ 1მლ ი.ვ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებული მზა შპრიცი №5
- მწარმოებელი
- DONG-A ST CO., LTD., კორეა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- იმუნომასტიმულირებელი საშუალებები, კოლონიამასტიმულირებელი ფაქტორები
- ATC კოდი
- L03AA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042582
- რეგისტრირებულია
- 25 დეკემბერი 2024, მოქმედებს 25 დეკემბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „მერმისი“
- GMP
- -
ნეუპოსტიმი საინექციო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ნეიტროპენია პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია სოლიდური სიმსივნეების გამო
ნეიტროპენია პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია სისხლის სიმსივნეების გამო (მწვავე მიელოიდური ლეიკემია)
პერიფერიული სისხლში ღეროვანი უჯრედის მობილიზაცია
წამლით გამოწვეული მობილიზაცია ქიმიოთერაპიის შემდეგ პერიფერიულ სისხლში აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების შესაგროვებლად
ნეიტროფილების რაოდენობის ზრდის ხელშეწყობა ჰემოპოეტური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის დროს
[პრეპარატის დოზირება და მიღება]
ნეიტროპენია პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია სოლიდურ სიმსივნეებში
ჩვეულებრისამებრ, მოზრდილებში ფილგრასტიმი დოზით 100მკგ/მ2/დღეში უნდა დაინიშნოს კანქვეშ 10 დღის განმავლობაში სულ მცირე 24 საათის შემდეგ ქიმიოთერაპიის ჩატარებიდან სუბიქტებში, რომელთა ნეიტროფილების რაოდენობა 1,000/მმ3-ზე ნაკლებია (სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობაა 2,000/მმ3), რაც გამოწვეულია ქიმიოთერაპიით. ჩვეულებრისამებრ, ბავშვებში ფილგრასტიმი დოზით 50მკგ/მ2/დღეში უნდა დაინიშნოს კანქვეშ ქიმიოთერაპიის შემდეგ სუბიქტებში, რომელთა ნეიტროფილების რაოდენობა 500/მმ3-ზე ნაკლებია (სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობაა 1,000/მმ3), რაც გამოწვეულია ქიმიოთერაპიით.
თუმცა, ფილგრასტიმის მიღება უნდა შეწყდეს სიმპტომების მონიტორინგისას, როდესაც ნეიტროფილების რაოდენობა იზრდება 5,000მ3-ზე მაღლა (სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობაა 10,000/მმ3) ნეიტროფილების ყველაზე დაბალი დონის შემდეგ. როდესაც პრეპარატის კანქვეშა მიღება რთულდება, 100მკგ/მ2 ფილგრასტიმი შესაძლებელია შეიყვანონ ინტრავენური ინფუზიის სახით დღეში ერთხელ, ბავშვებში, 100მკგ/მ2 შესაძლებელია შეიყვანონ ინტრავენურად, დღეში ერთხელ.

ჩვეულებისამებრ, ფილგრასტიმი დოზით 200მკგ/მ2/დღეში უნდა დაინიშნოს ინტრავენურად, როდესაც მიელობლასტი მეტად აღარ გხვდება პერიფერიულ სისხლში ქიმიოთერაპიის შემდეგ (ქიმიოთერაპიის ბოლო დღის შემდგომი დღე).
თუმცა, ფილგრასტიმის დანიშვნა საჭიროა შეწყდეს, თუ ნეიტროფილების რაოდენობა მიაღწევს 5,000/მმ3-ს ნეიტროფილების მინიმალურ რაოდენობის შემდეგ.
პერიფერიულ სისხლში ღეროვანი უჯრედის მობილიზაცია
მობილიზაცია გამოწვეულია ნეუპოსტიმით® ქიმიოთერაპიის შემდეგ პერიფერიულ სისხლში აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედის შეგროვებისას
ჩვეულებრივ პირობებში, მოზრდილებსა და ბავშვებში, ქიმიოთერაპიის შემდეგ დღეს ან ქიმიოთერაპიის გამოწვეული ნეიტროფილების ყველაზე დაბალი დონის მიღწევის შემდეგ, ფილგრასტიმი დოზით 400მკგ/მ2/დღეში საჭიროა შეიყვანონ კანქვეშ დაყოფილი 1-2 დოზებად, ყოველ დღე პერიფერიული სისხლში ღეროვანი უჯრედის შეგროვების დასრულებამდე.
თუმცა, თუ სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა გადააჭარბებს 50,000/მმ3-ს პერიფერიულ სისხლში ღეროვანი უჯრედის შეგროვების დასრულებამდე, დოზა უნდა შემცირდეს. შემცირების შემდეგ, თუ სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა გადააჭარბებს 75,000/მმ3-ს, ფილგრასტიმის შეყვანა უნდა შეწყდეს.
დოზის რეგულრიება საჭიროა ასაკის ან სიმპტომების მიხედვით.

ჩვეულებრივ, მოზრდილებსა და ბავშვებში ფილგრასტიმი დოზით 300მკგ/მ2/დღეში უნდა შეიყვანოონ ინტრავენური ინფუზიის სახით, დღეში ერთხელ, 1-დან 5 დღემდე პერიოდში ჰემოპოეტური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის შემდეგ. თუმცა, თუ ნეიტროფლების რაოდენობა გადააჭარბებს 5,000/მმ3-ს, შეყვანა უნდა შემცირდეს ან შეწყდეს სიმპტომების მონიტორინგის შედეგად.
იმ შემთხვევებში, როცა შეუძლებელი ხდება შეფასება ნეიტროფილების რაოდენობის - მარკერის, რომელიც მიუთითებს როდის უნდა შეწყდეს ნეუპოსტიმის® შეყვანა (მაგალითად, თუ პაციენტს აქვს გადაუდებელი მდგომარეობა), ნეიტროფილების რაოდენობა შეიძლება შეფასდეს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის განახევრების გზით.
უკუჩვენებები
პაციენტებში ცნობილი ჰიპერმგრძნობელობით ნეუპოსტიმის® ან გრანულოციტური კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორების მიმართ
მიელოდიური ლეიკემია, პაციენტები, რომელთა მიელობლასტები ძვლის ტვინში საკმარისად შემცირებული არ არის, და ისინი ვლინდება პერიფერიულ სისხლში (მიელობლასტები შეიძლება გაიზარდოს).
სიფრთხილით მიღება
პრეპარატისადმი ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში
ალერგიისადმი მიდრეკილ პაციენტებში
ღვიძლის, თირკმლის და კარდიოვასკულარული მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში (უსაფრთხოება არ არის დადგენილი შეზღუდულ კლინიკური გამოცდილების გამო).
სიფრთხილის ზომები
მიელოდისპლაზიური სინდრომის დაავადებას, რომელსაც თან ახლავს მიელობლასტების მატება, ცნობილია რომ ახასიათებს რისკი, რომელიც გულისხმობს მის გადასვლას მიელოდიურ ლეიკემიაში. შესაბამისად, საჭიროა დადასტურდეს, რომ მიელობლასტების კოლონიის მატებას არ აქვს ადგილი ინ ვიტრო კვლევების ნიმუშებში ნეუპოსტიმის® შეყვანამდე.
სიფრთხილის ზომები გამოყენებული ნეიტროპენიისას, რომელიც ზემოქმედებას ახდენს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) გამოწვეული ინფექციის მკურნალობაზე.
პაციენტებში ნეიტროპენიით, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) გამოწვეული ინფექციის მკურნალობაზე, სამიზნე სამკურნალო პერიოდი უნდა შეადგენდეს 2 კვირას და მაშინაც კი, როდესაც პრეპარატის უწყვეტი თანხლები მიღება მოითხოვება, მაქსიმალური ხანგრძლივობა უნდა იყოს 6 კვირა (ნეუპოსტიმის® უსაფრთხოება 6 კვირაზე მეტი პერიოდის შემდეგ დადგენილი არ არის). საჭიროა პაციენტების მჭიდრო მონიტორინგი, ნეიტროფილების რაოდენობა არ უნდა გაიზარდოს იმაზე მეტად, ვიდრე საჭიროა ნეუპოსტიმის® მიღებით (გრანულოციტის წინამორბედი უჯრედი შეიძლება შემცირდეს და ნეუპოსტიმზე® პასუხი შეიძლება დაქვეითდეს). გარდა ამისა, თუ ნეტროფილების რაოდენობა არ გაიზარდა პრეპარატის ერთკვირიანი მიღებისას ან უფრო ხანგრძლივი გამოყენებისას, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება. ამ პერიოდში, ნეუპოსტიმის® აივ-ის ზრდის პოტენციალი არ შეიძლება გამორიცხოს. შესაბამისად, საჭიროა ძირითადი დაავადების გულდასმით მონიტორინგი.
ნეუპოსტიმის® უსაფრთხოება და ეფექტურობა პაციენტებში, რომლებიც იღებენ სხივურ თერაპიას, დადგენილი არ არის.
სიფრთხილის ზომები, რომლებიც გამოიყენება პერიფერიულ სისხლში ღეროვანი უჯრედების მობილიზაციისას
პერიფერიულ სისხლში ღეროვანი უჯრედების შეგროვება ან მობილიზაცია დონორის ორგანიზმში უნდა ჩატარდეს სათანადოდ, შესაფერისი გაიდლაინების დაცვით. დამატებით, ზოგადი სისუსტე, კიდურების დაბუჟება, და ვაზოვაგალური რეაქციები გამოვლინდა პერიფერიულ სისხლში ღეროვანი უჯრედების შეგროვებისას. შესაბამისად, საჭიროა ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაში ცვლილებების მონიტორინგი, როგორიცაა სისხლის წნევა.
ნეუპოსტიმის® გამოყენებისას დონორში საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ მისი უსაფრთხოება გრძელ-ვადიანი მიღებისას დადგენილი არ არის და რომ ის ფაქტი, რომ სამეცნიერო მონაცემების შეგროვების პროცესი მიმდინარეობს, ეს სრულად უნდა განემარტოს დონორს ან დონორის მომვლელს, იმ შემთხვევაში თუ დონორს არ შეუძლია გაგება. დონორისგან თანხმობის მოპოვება საჭიროა პრეპარატის დანიშვნამდე.
დონორებში ნეუპოსტიმის® გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ნეუპოსტიმი® უნდა შეიყვანონ სიფრთხილით დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტატუსის გათვალისწინებით მჭიდრო მონიტორინგის შედეგად.
პრეპარატის დონორში დანიშვნისას HBs, HBc, HCV ანტისხეულები, აივ-1, აივ-2, HTLV-1 ანტისხეულები და სიფილისის სეროლოგიური ტესტები უნდა ჩატარდეს მიმღებ პირში ინფექციის პრევენციისთვის. დამატებით, CMV და ჰერპესის ტესტების ჩატარებაა საჭირო.
ელენთის გაგლეჯვა შეიძლება განვითარდეს ნეუპოსტიმის® ჭარბი ექსპრესიის შემთხვევაში.
ქიმიოთერაპიის შემდეგ პერიფერიულ სისხლში აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების შეგროვების პროცესში, როდესაც მიიღება მიიღება ნეუპოსტიმი®, პერიფერიულ სისხლში აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების შეგროვება სასურველია რომ მოხდეს აღდგენის ფაზის დროს, როცა სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობა 5,000-10,000/მმ3-ზე მეტია ყველაზე დაბალი მაჩვენებლის შემდეგ.
თრომბოციტოპენია შეიძლება განვითარდეს პერიფერიულ სისხლში ღეროვანი უჯრედების შეგროვებისას. შესაბამისად, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.
შესაძლებელია ლეიკოციტების (ნეიტროფილები) რაოდენობის შემცირება პერიფერიულ სისხლში ღეროვანი უჯრედების შეგროვებიდან 1-2 კვირის შემდეგ. შესაბამისად, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.
პრეპარატის გამოყენება ორსულობისას
ვინაიდან ორსულობის დროს პრეპარატის უსაფრთხოება დადგენილი არ არის, შესაბამისად, ის არ უნდა გამოიყენონ ორსულობისას ან იმ პაციენტებში, რომლებიც შეიძლება დაორსულდნენ.
პრეპარატის გამოყენება ბავშვებში
ვინაიდან ვადაზე ადრე დაბადებულ ახალშობილებსა და ახალშობილებში პრეპარატის უსაფრთხოება დადგენილი არ არის, ის არ უნდა გამოიყენონ ასეთ პაციენტებში (შეზღუდული გამოცდილება).
ბავშვებში პრეპარატის დანიშვნისას საჭიროა მათი სრული მონიტორინგი და ფილგრასტიმი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით. გამოცდილება შეზღუდულია, განსაკუთრებით ბავშვ დონორებში გამოყენებისას პერიფერიულ სისხლში ღეროვანი უჯრედების მობილიზაციის დროს. დონორში ნეუპოსტიმი® უნდა დაინიშნოს სიფრთხილით მჭიდრო მონიტორინგის შედეგად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგადი სტატუსის გათვალისწინებით.
პრეპარატის გამოყენება გერიატრიაში
ხანდაზმულთა ფიზიოლოგიური ფუნქციები (ჰემოპოეზური ფუნქცია, ღვიძლის, თირკმლის ფუნქციები) ზოგადად ქვეითდება. შესაბამისად, დოზირებისას და დოზებს შორის ინტერვალის დროს აუცილებელია მჭიდრო მონიტორინგი და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგადი სტატუსის გათვალისწინება პრეპარატის შეყვანისას.
მითითებები პრეპარატის შეყვანისას
ნეუპოსტიმის® შეყვანის დროს ნუ აურევთ მას სხვა პრეპარატებთან
ნეუპოსტიმის® ინტრავენური შეყვანის დროს, საჭიროა მისი ნელა შეყვანა
მოერიდეთ ნეუპოსტიმის® შენჯღრევას
გამოყენების შემდეგ გაანადგურეთ დარჩენილი პრეპარატი.
სხვა
მიელოდისპლაზიური სინდრომი ან მწვავე მიელოიდური ლეიკემია გამოვლინდა აპლაზიური ანემიის მქონე პაციენტებში, რომლებსაც უმკურნალეს გრანულოციტური კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორის შემცველი პრეპარატებით და თანდაყოლილი ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში.
ქრომოსომული დარღვევები გამოვლინდა აპლაზიური ანემიის მქონე პაციენტებში, რომლებსაც უმკურნალეს გრანულოციტური კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორის შემცველი პრეპარატებით და თანდაყოლილი ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში.
მიელოპროლიფერაციული დარღვევები და მწვავე მიელოიდური ლეიკემია გამოვლინდა პერიფერიულ სისხლში ღეროვანი უჯრედების მობილიზაციის დროს დონორებში, რომელთაც მიიღეს გრანულოციტური კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორი.
დაფიქსირდა, რომ გრანულოციტური კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორი ხასიათდება ტენდენციით ხელი შეუწყოს ადამიანში შარდის ბუშტის სიმსივნის და ოსტეოსარკომის უჯრედული ხაზების ზრდას in vitro და in vivo.
„გვერდითი მოვლენების“ თავში ჩამოთვლილი მოვლენების გარდა პერიფერიულ სისხლში ღეროვანი უჯრედების მობილიზაციის დროს უცხოელ დონორებში, რომელთაც მიიღეს გრანულოციტური კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორი, გამოვლინდა გულის უკმარისობა, ვასკულიტი, ცერებროვასკულარული დარღვევა, შაკიკი, დიარეა , სმენის დაკარგვა, ხმელთაშუა ზღვის ანემია, ნამგლისებრუჯრედული დაყოფა, პოდაგრა, ჰიპერგლიკემია, ძვლის დარღვევები, გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიტი, ამენორეა, ფილტვისმიერი ჰემორაგია და თირკმლის სიმსივნე გვერდითი მოვლენების სახით, რომელთა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი პრეპარატთან უცნობია.
გამოვლინდა სიმსივნური უჯრედების შერევა პერიფერიულ სისხლში შეგროვებულ აუტოლოგიურ ღეროვან უჯრედებთან ძუძუს კიბოს, ავთვისებიანი ლიმფომისა და მიელომის დროს.
[შეფუთვა] 5 წინასწარ შევსებული შპრიცი
[შენახვა] მჭიდროდ დახურულ კონტეინერში, მაცივარში 2-80C ტემპერატურაზე
გულდასმით წაიკითხეთ პრეპარატის გამოყენების ეს ინსტრუქცია ნეუპოსტიმის® შეყვანამდე და შეინახეთ ის პრეპარატთან ერთად.
შეინახეთ ნეუპოსტიმის® ორიგინალ შეფუთვაში არასწორი გამოყენებისა და ზედოზირების თავიდან არიდების და ნეუპოსტიმის® ხარისხის დაცვისა და შენარჩუნების მიზნით.
გაცემის თარიღი: 2023.03
DONG-A ST Co., LTD
სათაო ოფისები: 64, Cheonho-daero, Dongdaemun-gu, სეული, კორეა
ქარხანა: Nongong-ro, Nongong-eup, Dalseong-gun, Daegu, კორეა
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
გვერდითი მოვლენები
პერიფერიული სისხლის ღეროვანი უჯრედის მობილიზაციის დონორები
ყველა 51 შემთხვევაში გამოვლინდა გვერდითი მოვლენები (კლინიკურ ანალიზების მაჩვენებლების ცვლილების ჩათვლით). ძირითადი გვერდითი მოვლენები მოიცავდა წელის არეში ტკივილის 24 შემთხვევას (47.1%), თავის ტკივილის 10 შემთხვევას (19.6%), სახსრის არეში ტკვილის 8 შემთხვევას (15.7%), და ცხელების 6 შემთხვევას (11.8%). კლინიკური ანალიზების მაჩვენებლების ძირითადი ცვლილებები მოიცავდა LDH-ის მატების 44 შემთხვევას (86.3%), ALP-ის მატების 35 შემთხვევას (68.6%), ლეიკოპენია-ნეიტროპენიის 15 შემთხვევას (29.4%), შრადმჟავას მატების 12 შემთხვევას (23.5%), თრომბოციტოპენიის 7 შემთხვევას (13.7%), CRP-ის მატების 6 შემთხვევას (11.8%).
ნეიტროპენიის მქონე პაციენტები
მთლიანობაში 6,391 შემთხვევიდაბ დაფიქსირდა 679 გვერდითი მოვლენა (კლინიკურ ანალიზების მაჩვენებლებში ცვლილების ჩათვლით). ძირითადი გვერდითი მოვლენები მოიცავდა ძვლის ტკივილის (გულმკერდის, წელის, მენჯის) 97 შემთხვევას (1.5%), ცხელების 73 შემთხვევას (1.1%), წელის არეში ტკივილის 52 შემთხვევას (0.8%), ღვიძლის დისფუნქციის 39 შემთხვევას (0.6%). კლინიკური ანალიზების მაჩვენებლების მხრივ ძირითადი ცვლილებები მოიცავდა LDH-ის მატების 222 შემთხვევას (3.5%), ALP-ის მატების 202 შემთხვევას (3.2%), ALT-ის (GPT) მატების 68 შემთხვევას (1.1%) AST-ის (GOT) მატების 51 შემთხვევას (0.8%).
შოკი: რადგან შოკი შეიძლება განვითარდეს, საჭიროა პაციენტების მჭიდრო მონიტორინგი, და გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, და საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება.
საჭმლის მომნელებელი სისტემა: შეიძლება განვითარდეს დროდადრო გულისრევა, ღებინება და იშვიათ შემთხვევებში სტომატიტი და ტკივილი მუცლის არეში.
სასუნთქი სისტემა
ინტერსტიციული პნევმონია შეიძლება განვითარდეს ან გაუარესდეს. შესაბამისად, საჭიროა პაციენტების მჭიდრო მონიტორინგი და გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, როგორიცაა ცხელება, ხველა, დისპნეა ან რენტგენზე ცვლილებები, პრეპარატის შეყვანა უნდა შეწყდეს და საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, როგორიცაა კორტიკოსტეროიდების შეყვანა.
მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი: მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი შეიძლება განვითარდეს. შესაბამისად, საჭიროა პაციენტების მჭიდრო მონიტორინგი და გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, როგორიცაა სწრაფად პროგრესირებადი დისპნეა, ჰიპოქსია ან გამოვლენილი დარღვევები გულმკერდის რენტგენოგრაფიული კვლევისას, როგორიცაა ბილატერალური ინტერსტიციული ფილტვის ინფილტრატი, პრეპარატის შეყვანა უნდა შეწყდეს და საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, როგორიცაა ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია.
იშვიათ შემთხვევებში, ყელის ტკივილი და ცხვირიდან სისხლდენა შეიძლება განვითარდეს.
ჰემატოლოგიური
მწვავე მიელოდიური ლეიკემიისა და მიელოდისპლაზიური სინდრომის მქონე პაციენტებში ნეუპოსტიმმა® შეიძლება ხელი შეუწყოს მიელობლსტების ზრდას. შესაბამისად, საჭიროა პაციენტების მჭიდრო მონიტორინგი და მიელობლასტების მატების შემთხვევაში, ნეუპოსტიმის® მიღება უნდა შეწყდეს.
თრომბოციტოპენია შეიძლება განვითარდეს.
პერიფერიულ სისხლში ღეროვანი უჯრედის მობილიზაციის დროს დონორებსა და პაციენტებში ელენთის გაგლეჯვა შეიძლება განვითარდეს ჭარბი ეფექტების შედეგად. შესაბამისად, საჭიროა ჰემატოლოგიურ ტესტებზე დაკვირვება სიფრთხილით ნებისმიერი მიდრეკილების გამოსავლენად და მონიტორინგის ჩატარება, როგორიცაა მუცლის ულტრაბგერითი კვლევა. თუ ელენთის სწრაფი გაფართოება დადასტურდა, ნეუპოსტიმის® მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება.
კანი და დანამატები: ნეიტროფილური ინფილტრაცია, მტკივნეული ერითემა, კანისმიერი დარღვევები, რომელიც მოიცავს ცხელებას [როგორიცაა სვიტის სინდრომი] შეიძლება განვითარდეს. იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს გამონაყარი, სიწითლე, ქავილი, ურტიკარია და კანის დაავადებები.
ჩონჩხი და კუნთები: ხანდახან შეიძლება განვითარდეს ძვლის ტკივილი, წელის ტკივილი, მიალგია, იშვიათ შემთხვევებში: ტკივილი გულმკერდისა და სახსრის არეში.
ღვიძლისმიერი: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ALT-ის (GOT) და AST-ის (GPT) მატება შეიძლება განვითარდეს.
სხვა: ხანდახან (1-5%-ზე ნაკლებ შემთხვევებში) ცხელება, LDH-ის და ALP-ის მატება, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს: თავის ტკივილი, დისკომფორტის შეგრძნება, პალპიტაცია, შარდმჟავას მატება, შრატში კრეატინინის მატება, CRP-ის მატება, ელენთის გადიდება*, რიგიდობა, ასთენია, შეშუპება, კიდურების, სახის შეშუპება, ტკივილი და ნეიროპათია.
- ელენთის გადიდება გამოვლინდა თანდაყოლილი და იდიოპათიური ნეიტროპენიის დროს.
4 წლის განმავლოაბში, კორეაში პრეპარატის ბაზარზე გატანის შემდეგ ჩატარებული დაკვირვების შედეგად დაფიქსირდა 160 გვერდითი მოვლენა (23.6%) 677 შემთხვევიდან იყო 103 შემთხვევა (15.2%). აქედან ახალი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის შეტანილი „სიფრთხილით დანიშვნის“ ჩამონათვალში არის შემდეგი:
ჩონჩ-კუნთოვანი სისტემა: მიალგია (5.8%)
საჭმლის მომნელებელი სისტემა: სტომატიტი (0.4%), ტკივილი მუცლის არეში (0.6%)
მთლიან ორგანიზმში: რიგიდობა (0.9%), ასთენია (0.9%), შეშუპება (0.3%), კიდურების შეშუპება (0.1%), სახის შეშუპება (0.1%), ტკივილი (0.4%).
ნერვული სისტემა: ნეიროპათია (0.1%)
კანი და დანამატები: ქავილი (0.3%), ურტიკარია (0.1%), კანის დაავადებები (0.1%)
რესპირატორული სისტემა: ცხვირიდან სისხლდენა (0.1%), ყელის ტკივილი (0.4%)
კაპილარული გაჟონვის სინდრომი ზოგჯერ გამოვლინდა პაციენტებში, რომელთაც დაენიშნათ G-CSF პროდუქტები ქიმიოთერაპიის შემდეგ ან პერიფერიულ სისხლში ღეროვანი უჯრედის მობილიზაციის დროს დონორებში, რომელთაც დაენიშნათ G-CSF პროდუქტები. კაპილარული გაჟონვის სინდრომის დამახასიათებელი სიმპტომებია ჰიპოტენზია, ჰიპოალბუმინემია, შეშუპება ან სისხლის შედედება. კაპილარული გაჟონვის სინდრომის შემთხვევებში საჭიროა პაციენტების მჭიდრო მონიტორინგი და მათი მკურნალობა. მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში, გამოსავალი შეიძლება აღმოჩნდეს ფატალური პაციენტისთვის.
ზოგადი სიფრთხილის ზომები
მკურნალობის პროცესში საჭიროა სისხლის ანალიზების რეგულარული ჩატარება და სიფრთხილის გამოჩენა, რომ არ გადააჭარბოს ნეიტროფილების (სისხლის თეთრი უჯრედები) საჭირო დონეს
ჰიპერმგრძნობელობითი სიმპტომები, როგორიცაა ანაფილაქსია, შეიძლება განვითარდეს. ასეთი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, და საჭიროა შესაფერისი ზომების მიღება. ჰიპერმგძნობელობის პრევენციისთვის საჭიროა პაციენტის გამოკითხვა პრეპარატის შეყვანამდე და კანის ტესტების წინასწარ ჩატარება.
ნეუპოსტიმის® მიღების შედეგად ძვლის ან წელის ქვედა არეში ტკივილის წარმოშობის შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, როგორიცაა არაოპიოიდური ანალგეზიური საშუალებების მიღება. დამატებით, პრეპარატის მიღებით გამოწვეული ძვლის ან წელის ქვედა არეში ტკივილი შეიძლება წარმოიშვას ნეუპოსტიმის® მაღალი სიხშირით დანიშვნისას პერიფერიულ სისხლში ღეროვანი უჯრედის მობილიზაციის დროს დონორებში, აქედან გამომდინარე, საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, როგორიცაა არაოპიოიდური ანალგეზიური საშუალებების დანიშვნა. თუ პერიფერიულ სისხლში ღეროვანი უჯრედის შეგროვებას თან ახლავს გარდამავალი თრომბოციტოპენია, პრეპარატები, რომლებიც თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას, როგორცაა ასპირინი, სიფრთხილით უნდა დაინიშნოს.
ნეიტროფილების ზრდის ხელშესაწყობად გამოყენებული სიფრთხილის ზომები ჰემოპოეტური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციისას და ნეიტროპენია ქიმიოთერაპიის შემდეგ
ნეუპოსტიმის® მიღებისგან თავის არიდება ქიმიოთერაპიამდე და მისი დასრულების შემდეგ 24 საათის განმავლობაში ქიმიოთერაპიით გამოწვეული ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში
ნეუპოსტიმის® გამოყენებამდე მწვავე მიელოიდური ლეიკემიის მქონე პაციენტებში (ქიმიოთერაპიისას და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციისას) ინ ვიტრო კვლევები უნდა ჩატარდეს შეგროვებულ უჯრედებზე, რომ შემოწმდეს იზრდება თუ არა ლეიკემიური უჯრედები ნეუპოსტიმით® გამოწვეული სტიმულაცის შედეგად. დამატებით, სისხლის რეგულარული ანალიზები და ძვლის ტვინის ბიოფსია უნდა ჩატარდეს და მიობლასტების მატების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სარეკომენდაციო
ნეუპოსტიმი® (ფილგრასტიმი) საინექციო
წინასწარ შევსებული შპრიცი მხოლოდ რეცეპტით
[აქტიური ინგრედიენტი და დოზა] 1 წინასწარ შევსებულ შპრიცში
ნეუპოსტიმი® 75მკგ/0.25მლ
აქტიური ინგრედიენტი რეკომბინატული ფილგრასტიმი (შიდა სპეციფიკაცია)..........75მკგ
(მასპინძელი: E.coli/K-12 (W3110), გადამტანი: pCSF451)
სტაბილიზატორი: D-მანიტოლი 12.5მგ, პოლისორბატი80 0.01მგ
ბუფერი: ყინულოვანი ძმარმჟავა
pH მარეგულირებელი: ნატრიუმის ჰიდროქსიდი
გამხსნელი: საინექციო წყალი
ნეუპოსტიმი® 150მკგ/0.5მლ
აქტიური ინგრედიენტი რეკომბინატული ფილგრასტიმი (შიდა სპეციფიკაცია)..........150მკგ
(მასპინძელი: E.coli/K-12 (W3110), გადამტანი: pCSF451)
სტაბილიზატორი: D-მანიტოლი 25მგ, პოლისორბატი80 0.02მგ
ბუფერი: ყინულოვანი ძმარმჟავა
pH მარეგულირებელი: ნატრიუმის ჰიდროქსიდი
გამხსნელი: საინექციო წყალი
ნეუპოსტიმი® 300მკგ/1მლ
აქტიური ინგრედიენტი რეკომბინატული ფილგრასტიმი (შიდა სპეციფიკაცია)..........300მკგ
(მასპინძელი: E.coli/K-12 (W3110), გადამტანი: pCSF451)
სტაბილიზატორი: D-მანიტოლი 50მგ, პოლისორბატი80 0.04მგ
ბუფერი: ყინულოვანი ძმარმჟავა
pH მარეგულირებელი: ნატრიუმის ჰიდროქსიდი
გამხსნელი: საინექციო წყალი
ნეუპოსტიმი® 480მკგ/0.96მლ
აქტიური ინგრედიენტი რეკომბინატული ფილგრასტიმი (შიდა სპეციფიკაცია)..........480მკგ
(მასპინძელი: E.coli/K-12 (W3110), გადამტანი: pCSF451)
სტაბილიზატორი: D-მანიტოლი 48მგ, პოლისორბატი80 0.0384მგ
ბუფერი: ყინულოვანი ძმარმჟავა
pH მარეგულირებელი: ნატრიუმის ჰიდროქსიდი
გამხსნელი: საინექციო წყალი
[გარეგნული სახე]
უფერო და გამჭვირვალე ან ღია ყვითელი საინექციო სითხე უფერო და გამჭვირვალე წინასწარ შევსებულ შპრიცში
[ჩვენებები და გამოყენება]
ნეიტროპენია პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია სოლიდური სიმსივნეების გამო
ნეიტროპენია პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია სისხლის სიმსივნეების გამო (მწვავე მიელოიდური ლეიკემია)
პერიფერიული სისხლში ღეროვანი უჯრედის მობილიზაცია
წამლით გამოწვეული მობილიზაცია ქიმიოთერაპიის შემდეგ პერიფერიულ სისხლში აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების შესაგროვებლად
ნეიტროფილების რაოდენობის ზრდის ხელშეწყობა ჰემოპოეტური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის დროს
[პრეპარატის დოზირება და მიღება]
ნეიტროპენია პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია სოლიდურ სიმსივნეებში
ჩვეულებრისამებრ, მოზრდილებში ფილგრასტიმი დოზით 100მკგ/მ2/დღეში უნდა დაინიშნოს კანქვეშ 10 დღის განმავლობაში სულ მცირე 24 საათის შემდეგ ქიმიოთერაპიის ჩატარებიდან სუბიქტებში, რომელთა ნეიტროფილების რაოდენობა 1,000/მმ3-ზე ნაკლებია (სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობაა 2,000/მმ3), რაც გამოწვეულია ქიმიოთერაპიით. ჩვეულებრისამებრ, ბავშვებში ფილგრასტიმი დოზით 50მკგ/მ2/დღეში უნდა დაინიშნოს კანქვეშ ქიმიოთერაპიის შემდეგ სუბიქტებში, რომელთა ნეიტროფილების რაოდენობა 500/მმ3-ზე ნაკლებია (სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობაა 1,000/მმ3), რაც გამოწვეულია ქიმიოთერაპიით.
თუმცა, ფილგრასტიმის მიღება უნდა შეწყდეს სიმპტომების მონიტორინგისას, როდესაც ნეიტროფილების რაოდენობა იზრდება 5,000მ3-ზე მაღლა (სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობაა 10,000/მმ3) ნეიტროფილების ყველაზე დაბალი დონის შემდეგ. როდესაც პრეპარატის კანქვეშა მიღება რთულდება, 100მკგ/მ2 ფილგრასტიმი შესაძლებელია შეიყვანონ ინტრავენური ინფუზიის სახით დღეში ერთხელ, ბავშვებში, 100მკგ/მ2 შესაძლებელია შეიყვანონ ინტრავენურად, დღეში ერთხელ.
ნეიტროპენია პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია სისხლის სიმსივნეების გამო (მწვავე მიელოიდური ლეიკემია)
ჩვეულებისამებრ, ფილგრასტიმი დოზით 200მკგ/მ2/დღეში უნდა დაინიშნოს ინტრავენურად, როდესაც მიელობლასტი მეტად აღარ გხვდება პერიფერიულ სისხლში ქიმიოთერაპიის შემდეგ (ქიმიოთერაპიის ბოლო დღის შემდგომი დღე).
თუმცა, ფილგრასტიმის დანიშვნა საჭიროა შეწყდეს, თუ ნეიტროფილების რაოდენობა მიაღწევს 5,000/მმ3-ს ნეიტროფილების მინიმალურ რაოდენობის შემდეგ.
პერიფერიულ სისხლში ღეროვანი უჯრედის მობილიზაცია
მობილიზაცია გამოწვეულია ნეუპოსტიმით® ქიმიოთერაპიის შემდეგ პერიფერიულ სისხლში აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედის შეგროვებისას
ჩვეულებრივ პირობებში, მოზრდილებსა და ბავშვებში, ქიმიოთერაპიის შემდეგ დღეს ან ქიმიოთერაპიის გამოწვეული ნეიტროფილების ყველაზე დაბალი დონის მიღწევის შემდეგ, ფილგრასტიმი დოზით 400მკგ/მ2/დღეში საჭიროა შეიყვანონ კანქვეშ დაყოფილი 1-2 დოზებად, ყოველ დღე პერიფერიული სისხლში ღეროვანი უჯრედის შეგროვების დასრულებამდე.
თუმცა, თუ სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა გადააჭარბებს 50,000/მმ3-ს პერიფერიულ სისხლში ღეროვანი უჯრედის შეგროვების დასრულებამდე, დოზა უნდა შემცირდეს. შემცირების შემდეგ, თუ სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა გადააჭარბებს 75,000/მმ3-ს, ფილგრასტიმის შეყვანა უნდა შეწყდეს.
დოზის რეგულრიება საჭიროა ასაკის ან სიმპტომების მიხედვით.
ნეიტროფილების რაოდენობის ზრდის ხელშეწყობა ჰემოპოეტური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის დროს
ჩვეულებრივ, მოზრდილებსა და ბავშვებში ფილგრასტიმი დოზით 300მკგ/მ2/დღეში უნდა შეიყვანოონ ინტრავენური ინფუზიის სახით, დღეში ერთხელ, 1-დან 5 დღემდე პერიოდში ჰემოპოეტური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის შემდეგ. თუმცა, თუ ნეიტროფლების რაოდენობა გადააჭარბებს 5,000/მმ3-ს, შეყვანა უნდა შემცირდეს ან შეწყდეს სიმპტომების მონიტორინგის შედეგად.
იმ შემთხვევებში, როცა შეუძლებელი ხდება შეფასება ნეიტროფილების რაოდენობის - მარკერის, რომელიც მიუთითებს როდის უნდა შეწყდეს ნეუპოსტიმის® შეყვანა (მაგალითად, თუ პაციენტს აქვს გადაუდებელი მდგომარეობა), ნეიტროფილების რაოდენობა შეიძლება შეფასდეს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის განახევრების გზით.
[სიფრთხილის ზომები]
უკუჩვენებები
პაციენტებში ცნობილი ჰიპერმგრძნობელობით ნეუპოსტიმის® ან გრანულოციტური კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორების მიმართ
მიელოდიური ლეიკემია, პაციენტები, რომელთა მიელობლასტები ძვლის ტვინში საკმარისად შემცირებული არ არის, და ისინი ვლინდება პერიფერიულ სისხლში (მიელობლასტები შეიძლება გაიზარდოს).
სიფრთხილით მიღება
პრეპარატისადმი ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში
ალერგიისადმი მიდრეკილ პაციენტებში
ღვიძლის, თირკმლის და კარდიოვასკულარული მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში (უსაფრთხოება არ არის დადგენილი შეზღუდულ კლინიკური გამოცდილების გამო).
გვერდითი მოვლენები
პერიფერიული სისხლის ღეროვანი უჯრედის მობილიზაციის დონორები
ყველა 51 შემთხვევაში გამოვლინდა გვერდითი მოვლენები (კლინიკურ ანალიზების მაჩვენებლების ცვლილების ჩათვლით). ძირითადი გვერდითი მოვლენები მოიცავდა წელის არეში ტკივილის 24 შემთხვევას (47.1%), თავის ტკივილის 10 შემთხვევას (19.6%), სახსრის არეში ტკვილის 8 შემთხვევას (15.7%), და ცხელების 6 შემთხვევას (11.8%). კლინიკური ანალიზების მაჩვენებლების ძირითადი ცვლილებები მოიცავდა LDH-ის მატების 44 შემთხვევას (86.3%), ALP-ის მატების 35 შემთხვევას (68.6%), ლეიკოპენია-ნეიტროპენიის 15 შემთხვევას (29.4%), შრადმჟავას მატების 12 შემთხვევას (23.5%), თრომბოციტოპენიის 7 შემთხვევას (13.7%), CRP-ის მატების 6 შემთხვევას (11.8%).
ნეიტროპენიის მქონე პაციენტები
მთლიანობაში 6,391 შემთხვევიდაბ დაფიქსირდა 679 გვერდითი მოვლენა (კლინიკურ ანალიზების მაჩვენებლებში ცვლილების ჩათვლით). ძირითადი გვერდითი მოვლენები მოიცავდა ძვლის ტკივილის (გულმკერდის, წელის, მენჯის) 97 შემთხვევას (1.5%), ცხელების 73 შემთხვევას (1.1%), წელის არეში ტკივილის 52 შემთხვევას (0.8%), ღვიძლის დისფუნქციის 39 შემთხვევას (0.6%). კლინიკური ანალიზების მაჩვენებლების მხრივ ძირითადი ცვლილებები მოიცავდა LDH-ის მატების 222 შემთხვევას (3.5%), ALP-ის მატების 202 შემთხვევას (3.2%), ALT-ის (GPT) მატების 68 შემთხვევას (1.1%) AST-ის (GOT) მატების 51 შემთხვევას (0.8%).
შოკი: რადგან შოკი შეიძლება განვითარდეს, საჭიროა პაციენტების მჭიდრო მონიტორინგი, და გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, და საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება.
საჭმლის მომნელებელი სისტემა: შეიძლება განვითარდეს დროდადრო გულისრევა, ღებინება და იშვიათ შემთხვევებში სტომატიტი და ტკივილი მუცლის არეში.
სასუნთქი სისტემა
ინტერსტიციული პნევმონია შეიძლება განვითარდეს ან გაუარესდეს. შესაბამისად, საჭიროა პაციენტების მჭიდრო მონიტორინგი და გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, როგორიცაა ცხელება, ხველა, დისპნეა ან რენტგენზე ცვლილებები, პრეპარატის შეყვანა უნდა შეწყდეს და საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, როგორიცაა კორტიკოსტეროიდების შეყვანა.
მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი: მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი შეიძლება განვითარდეს. შესაბამისად, საჭიროა პაციენტების მჭიდრო მონიტორინგი და გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, როგორიცაა სწრაფად პროგრესირებადი დისპნეა, ჰიპოქსია ან გამოვლენილი დარღვევები გულმკერდის რენტგენოგრაფიული კვლევისას, როგორიცაა ბილატერალური ინტერსტიციული ფილტვის ინფილტრატი, პრეპარატის შეყვანა უნდა შეწყდეს და საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, როგორიცაა ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია.
იშვიათ შემთხვევებში, ყელის ტკივილი და ცხვირიდან სისხლდენა შეიძლება განვითარდეს.
ჰემატოლოგიური
მწვავე მიელოდიური ლეიკემიისა და მიელოდისპლაზიური სინდრომის მქონე პაციენტებში ნეუპოსტიმმა® შეიძლება ხელი შეუწყოს მიელობლსტების ზრდას. შესაბამისად, საჭიროა პაციენტების მჭიდრო მონიტორინგი და მიელობლასტების მატების შემთხვევაში, ნეუპოსტიმის® მიღება უნდა შეწყდეს.
თრომბოციტოპენია შეიძლება განვითარდეს.
პერიფერიულ სისხლში ღეროვანი უჯრედის მობილიზაციის დროს დონორებსა და პაციენტებში ელენთის გაგლეჯვა შეიძლება განვითარდეს ჭარბი ეფექტების შედეგად. შესაბამისად, საჭიროა ჰემატოლოგიურ ტესტებზე დაკვირვება სიფრთხილით ნებისმიერი მიდრეკილების გამოსავლენად და მონიტორინგის ჩატარება, როგორიცაა მუცლის ულტრაბგერითი კვლევა. თუ ელენთის სწრაფი გაფართოება დადასტურდა, ნეუპოსტიმის® მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება.
კანი და დანამატები: ნეიტროფილური ინფილტრაცია, მტკივნეული ერითემა, კანისმიერი დარღვევები, რომელიც მოიცავს ცხელებას [როგორიცაა სვიტის სინდრომი] შეიძლება განვითარდეს. იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს გამონაყარი, სიწითლე, ქავილი, ურტიკარია და კანის დაავადებები.
ჩონჩხი და კუნთები: ხანდახან შეიძლება განვითარდეს ძვლის ტკივილი, წელის ტკივილი, მიალგია, იშვიათ შემთხვევებში: ტკივილი გულმკერდისა და სახსრის არეში.
ღვიძლისმიერი: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ALT-ის (GOT) და AST-ის (GPT) მატება შეიძლება განვითარდეს.
სხვა: ხანდახან (1-5%-ზე ნაკლებ შემთხვევებში) ცხელება, LDH-ის და ALP-ის მატება, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს: თავის ტკივილი, დისკომფორტის შეგრძნება, პალპიტაცია, შარდმჟავას მატება, შრატში კრეატინინის მატება, CRP-ის მატება, ელენთის გადიდება*, რიგიდობა, ასთენია, შეშუპება, კიდურების, სახის შეშუპება, ტკივილი და ნეიროპათია.
- ელენთის გადიდება გამოვლინდა თანდაყოლილი და იდიოპათიური ნეიტროპენიის დროს.
4 წლის განმავლოაბში, კორეაში პრეპარატის ბაზარზე გატანის შემდეგ ჩატარებული დაკვირვების შედეგად დაფიქსირდა 160 გვერდითი მოვლენა (23.6%) 677 შემთხვევიდან იყო 103 შემთხვევა (15.2%). აქედან ახალი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის შეტანილი „სიფრთხილით დანიშვნის“ ჩამონათვალში არის შემდეგი:
ჩონჩ-კუნთოვანი სისტემა: მიალგია (5.8%)
საჭმლის მომნელებელი სისტემა: სტომატიტი (0.4%), ტკივილი მუცლის არეში (0.6%)
მთლიან ორგანიზმში: რიგიდობა (0.9%), ასთენია (0.9%), შეშუპება (0.3%), კიდურების შეშუპება (0.1%), სახის შეშუპება (0.1%), ტკივილი (0.4%).
ნერვული სისტემა: ნეიროპათია (0.1%)
კანი და დანამატები: ქავილი (0.3%), ურტიკარია (0.1%), კანის დაავადებები (0.1%)
რესპირატორული სისტემა: ცხვირიდან სისხლდენა (0.1%), ყელის ტკივილი (0.4%)
კაპილარული გაჟონვის სინდრომი ზოგჯერ გამოვლინდა პაციენტებში, რომელთაც დაენიშნათ G-CSF პროდუქტები ქიმიოთერაპიის შემდეგ ან პერიფერიულ სისხლში ღეროვანი უჯრედის მობილიზაციის დროს დონორებში, რომელთაც დაენიშნათ G-CSF პროდუქტები. კაპილარული გაჟონვის სინდრომის დამახასიათებელი სიმპტომებია ჰიპოტენზია, ჰიპოალბუმინემია, შეშუპება ან სისხლის შედედება. კაპილარული გაჟონვის სინდრომის შემთხვევებში საჭიროა პაციენტების მჭიდრო მონიტორინგი და მათი მკურნალობა. მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში, გამოსავალი შეიძლება აღმოჩნდეს ფატალური პაციენტისთვის.
ზოგადი სიფრთხილის ზომები
მკურნალობის პროცესში საჭიროა სისხლის ანალიზების რეგულარული ჩატარება და სიფრთხილის გამოჩენა, რომ არ გადააჭარბოს ნეიტროფილების (სისხლის თეთრი უჯრედები) საჭირო დონეს
ჰიპერმგრძნობელობითი სიმპტომები, როგორიცაა ანაფილაქსია, შეიძლება განვითარდეს. ასეთი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, და საჭიროა შესაფერისი ზომების მიღება. ჰიპერმგძნობელობის პრევენციისთვის საჭიროა პაციენტის გამოკითხვა პრეპარატის შეყვანამდე და კანის ტესტების წინასწარ ჩატარება.
ნეუპოსტიმის® მიღების შედეგად ძვლის ან წელის ქვედა არეში ტკივილის წარმოშობის შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, როგორიცაა არაოპიოიდური ანალგეზიური საშუალებების მიღება. დამატებით, პრეპარატის მიღებით გამოწვეული ძვლის ან წელის ქვედა არეში ტკივილი შეიძლება წარმოიშვას ნეუპოსტიმის® მაღალი სიხშირით დანიშვნისას პერიფერიულ სისხლში ღეროვანი უჯრედის მობილიზაციის დროს დონორებში, აქედან გამომდინარე, საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, როგორიცაა არაოპიოიდური ანალგეზიური საშუალებების დანიშვნა. თუ პერიფერიულ სისხლში ღეროვანი უჯრედის შეგროვებას თან ახლავს გარდამავალი თრომბოციტოპენია, პრეპარატები, რომლებიც თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას, როგორცაა ასპირინი, სიფრთხილით უნდა დაინიშნოს.
ნეიტროფილების ზრდის ხელშესაწყობად გამოყენებული სიფრთხილის ზომები ჰემოპოეტური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციისას და ნეიტროპენია ქიმიოთერაპიის შემდეგ
ნეუპოსტიმის® მიღებისგან თავის არიდება ქიმიოთერაპიამდე და მისი დასრულების შემდეგ 24 საათის განმავლობაში ქიმიოთერაპიით გამოწვეული ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში
ნეუპოსტიმის® გამოყენებამდე მწვავე მიელოიდური ლეიკემიის მქონე პაციენტებში (ქიმიოთერაპიისას და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციისას) ინ ვიტრო კვლევები უნდა ჩატარდეს შეგროვებულ უჯრედებზე, რომ შემოწმდეს იზრდება თუ არა ლეიკემიური უჯრედები ნეუპოსტიმით® გამოწვეული სტიმულაცის შედეგად. დამატებით, სისხლის რეგულარული ანალიზები და ძვლის ტვინის ბიოფსია უნდა ჩატარდეს და მიობლასტების მატების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
სიფრთხილის ზომები გამოყენებული ნეიტროპენიისას, რომელიც თან ახლავს მიელოდისპლაზიურ სინდრომს
მიელოდისპლაზიური სინდრომის დაავადებას, რომელსაც თან ახლავს მიელობლასტების მატება, ცნობილია რომ ახასიათებს რისკი, რომელიც გულისხმობს მის გადასვლას მიელოდიურ ლეიკემიაში. შესაბამისად, საჭიროა დადასტურდეს, რომ მიელობლასტების კოლონიის მატებას არ აქვს ადგილი ინ ვიტრო კვლევების ნიმუშებში ნეუპოსტიმის® შეყვანამდე.
სიფრთხილის ზომები გამოყენებული ნეიტროპენიისას, რომელიც ზემოქმედებას ახდენს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) გამოწვეული ინფექციის მკურნალობაზე.
პაციენტებში ნეიტროპენიით, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) გამოწვეული ინფექციის მკურნალობაზე, სამიზნე სამკურნალო პერიოდი უნდა შეადგენდეს 2 კვირას და მაშინაც კი, როდესაც პრეპარატის უწყვეტი თანხლები მიღება მოითხოვება, მაქსიმალური ხანგრძლივობა უნდა იყოს 6 კვირა (ნეუპოსტიმის® უსაფრთხოება 6 კვირაზე მეტი პერიოდის შემდეგ დადგენილი არ არის). საჭიროა პაციენტების მჭიდრო მონიტორინგი, ნეიტროფილების რაოდენობა არ უნდა გაიზარდოს იმაზე მეტად, ვიდრე საჭიროა ნეუპოსტიმის® მიღებით (გრანულოციტის წინამორბედი უჯრედი შეიძლება შემცირდეს და ნეუპოსტიმზე® პასუხი შეიძლება დაქვეითდეს). გარდა ამისა, თუ ნეტროფილების რაოდენობა არ გაიზარდა პრეპარატის ერთკვირიანი მიღებისას ან უფრო ხანგრძლივი გამოყენებისას, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება. ამ პერიოდში, ნეუპოსტიმის® აივ-ის ზრდის პოტენციალი არ შეიძლება გამორიცხოს. შესაბამისად, საჭიროა ძირითადი დაავადების გულდასმით მონიტორინგი.
ნეუპოსტიმის® უსაფრთხოება და ეფექტურობა პაციენტებში, რომლებიც იღებენ სხივურ თერაპიას, დადგენილი არ არის.
სიფრთხილის ზომები, რომლებიც გამოიყენება პერიფერიულ სისხლში ღეროვანი უჯრედების მობილიზაციისას
პერიფერიულ სისხლში ღეროვანი უჯრედების შეგროვება ან მობილიზაცია დონორის ორგანიზმში უნდა ჩატარდეს სათანადოდ, შესაფერისი გაიდლაინების დაცვით. დამატებით, ზოგადი სისუსტე, კიდურების დაბუჟება, და ვაზოვაგალური რეაქციები გამოვლინდა პერიფერიულ სისხლში ღეროვანი უჯრედების შეგროვებისას. შესაბამისად, საჭიროა ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაში ცვლილებების მონიტორინგი, როგორიცაა სისხლის წნევა.
ნეუპოსტიმის® გამოყენებისას დონორში საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ მისი უსაფრთხოება გრძელ-ვადიანი მიღებისას დადგენილი არ არის და რომ ის ფაქტი, რომ სამეცნიერო მონაცემების შეგროვების პროცესი მიმდინარეობს, ეს სრულად უნდა განემარტოს დონორს ან დონორის მომვლელს, იმ შემთხვევაში თუ დონორს არ შეუძლია გაგება. დონორისგან თანხმობის მოპოვება საჭიროა პრეპარატის დანიშვნამდე.
დონორებში ნეუპოსტიმის® გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ნეუპოსტიმი® უნდა შეიყვანონ სიფრთხილით დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტატუსის გათვალისწინებით მჭიდრო მონიტორინგის შედეგად.
პრეპარატის დონორში დანიშვნისას HBs, HBc, HCV ანტისხეულები, აივ-1, აივ-2, HTLV-1 ანტისხეულები და სიფილისის სეროლოგიური ტესტები უნდა ჩატარდეს მიმღებ პირში ინფექციის პრევენციისთვის. დამატებით, CMV და ჰერპესის ტესტების ჩატარებაა საჭირო.
ელენთის გაგლეჯვა შეიძლება განვითარდეს ნეუპოსტიმის® ჭარბი ექსპრესიის შემთხვევაში.
ქიმიოთერაპიის შემდეგ პერიფერიულ სისხლში აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების შეგროვების პროცესში, როდესაც მიიღება მიიღება ნეუპოსტიმი®, პერიფერიულ სისხლში აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების შეგროვება სასურველია რომ მოხდეს აღდგენის ფაზის დროს, როცა სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობა 5,000-10,000/მმ3-ზე მეტია ყველაზე დაბალი მაჩვენებლის შემდეგ.
თრომბოციტოპენია შეიძლება განვითარდეს პერიფერიულ სისხლში ღეროვანი უჯრედების შეგროვებისას. შესაბამისად, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.
შესაძლებელია ლეიკოციტების (ნეიტროფილები) რაოდენობის შემცირება პერიფერიულ სისხლში ღეროვანი უჯრედების შეგროვებიდან 1-2 კვირის შემდეგ. შესაბამისად, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.
პრეპარატის გამოყენება ორსულობისას
ვინაიდან ორსულობის დროს პრეპარატის უსაფრთხოება დადგენილი არ არის, შესაბამისად, ის არ უნდა გამოიყენონ ორსულობისას ან იმ პაციენტებში, რომლებიც შეიძლება დაორსულდნენ.
პრეპარატის გამოყენება ბავშვებში
ვინაიდან ვადაზე ადრე დაბადებულ ახალშობილებსა და ახალშობილებში პრეპარატის უსაფრთხოება დადგენილი არ არის, ის არ უნდა გამოიყენონ ასეთ პაციენტებში (შეზღუდული გამოცდილება).
ბავშვებში პრეპარატის დანიშვნისას საჭიროა მათი სრული მონიტორინგი და ფილგრასტიმი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით. გამოცდილება შეზღუდულია, განსაკუთრებით ბავშვ დონორებში გამოყენებისას პერიფერიულ სისხლში ღეროვანი უჯრედების მობილიზაციის დროს. დონორში ნეუპოსტიმი® უნდა დაინიშნოს სიფრთხილით მჭიდრო მონიტორინგის შედეგად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგადი სტატუსის გათვალისწინებით.
პრეპარატის გამოყენება გერიატრიაში
ხანდაზმულთა ფიზიოლოგიური ფუნქციები (ჰემოპოეზური ფუნქცია, ღვიძლის, თირკმლის ფუნქციები) ზოგადად ქვეითდება. შესაბამისად, დოზირებისას და დოზებს შორის ინტერვალის დროს აუცილებელია მჭიდრო მონიტორინგი და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგადი სტატუსის გათვალისწინება პრეპარატის შეყვანისას.
მითითებები პრეპარატის შეყვანისას
ნეუპოსტიმის® შეყვანის დროს ნუ აურევთ მას სხვა პრეპარატებთან
ნეუპოსტიმის® ინტრავენური შეყვანის დროს, საჭიროა მისი ნელა შეყვანა
მოერიდეთ ნეუპოსტიმის® შენჯღრევას
გამოყენების შემდეგ გაანადგურეთ დარჩენილი პრეპარატი.
სხვა
მიელოდისპლაზიური სინდრომი ან მწვავე მიელოიდური ლეიკემია გამოვლინდა აპლაზიური ანემიის მქონე პაციენტებში, რომლებსაც უმკურნალეს გრანულოციტური კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორის შემცველი პრეპარატებით და თანდაყოლილი ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში.
ქრომოსომული დარღვევები გამოვლინდა აპლაზიური ანემიის მქონე პაციენტებში, რომლებსაც უმკურნალეს გრანულოციტური კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორის შემცველი პრეპარატებით და თანდაყოლილი ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში.
მიელოპროლიფერაციული დარღვევები და მწვავე მიელოიდური ლეიკემია გამოვლინდა პერიფერიულ სისხლში ღეროვანი უჯრედების მობილიზაციის დროს დონორებში, რომელთაც მიიღეს გრანულოციტური კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორი.
დაფიქსირდა, რომ გრანულოციტური კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორი ხასიათდება ტენდენციით ხელი შეუწყოს ადამიანში შარდის ბუშტის სიმსივნის და ოსტეოსარკომის უჯრედული ხაზების ზრდას in vitro და in vivo.
„გვერდითი მოვლენების“ თავში ჩამოთვლილი მოვლენების გარდა პერიფერიულ სისხლში ღეროვანი უჯრედების მობილიზაციის დროს უცხოელ დონორებში, რომელთაც მიიღეს გრანულოციტური კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორი, გამოვლინდა გულის უკმარისობა, ვასკულიტი, ცერებროვასკულარული დარღვევა, შაკიკი, დიარეა , სმენის დაკარგვა, ხმელთაშუა ზღვის ანემია, ნამგლისებრუჯრედული დაყოფა, პოდაგრა, ჰიპერგლიკემია, ძვლის დარღვევები, გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიტი, ამენორეა, ფილტვისმიერი ჰემორაგია და თირკმლის სიმსივნე გვერდითი მოვლენების სახით, რომელთა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი პრეპარატთან უცნობია.
გამოვლინდა სიმსივნური უჯრედების შერევა პერიფერიულ სისხლში შეგროვებულ აუტოლოგიურ ღეროვან უჯრედებთან ძუძუს კიბოს, ავთვისებიანი ლიმფომისა და მიელომის დროს.
[შეფუთვა] 5 წინასწარ შევსებული შპრიცი
[შენახვა] მჭიდროდ დახურულ კონტეინერში, მაცივარში 2-80C ტემპერატურაზე
გულდასმით წაიკითხეთ პრეპარატის გამოყენების ეს ინსტრუქცია ნეუპოსტიმის® შეყვანამდე და შეინახეთ ის პრეპარატთან ერთად.
შეინახეთ ნეუპოსტიმის® ორიგინალ შეფუთვაში არასწორი გამოყენებისა და ზედოზირების თავიდან არიდების და ნეუპოსტიმის® ხარისხის დაცვისა და შენარჩუნების მიზნით.
გაცემის თარიღი: 2023.03
DONG-A ST Co., LTD
სათაო ოფისები: 64, Cheonho-daero, Dongdaemun-gu, სეული, კორეა
ქარხანა: Nongong-ro, Nongong-eup, Dalseong-gun, Daegu, კორეა
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.