რას წარმოადგენს აკოფილი აკოფილი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ფილგრასტიმს. ფილგრასტიმი წარმოადგენს ცილას, რომელსაც წარმოქმნის ბაქტერია Escherichia coli რეკომბინანტული დნმ-ის ტექნოლოგიით. ის მიეკუთვნება ცილების ე.წ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფილგრასტიმი (filgrastim)
- ფორმა და შეფუთვა
- 48 მლნ ერთ./0.5მლ (0.96მგ/მლ) 0,5მლ ი.ვ. საინფუზიო და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებული მზა შპრიცი ნემსით №5
- მწარმოებელი
- ACCORD HEALTHCARE LIMITED, დიდი ბრიტანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- იმუნომასტიმულირებელი საშუალებები, კოლონიამასტიმულირებელი ფაქტორები
- ATC კოდი
- L03AA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040789
- რეგისტრირებულია
- 18 აპრილი 2024, მოქმედებს 18 აპრილი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
აკოფილი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რას წარმოადგენს აკოფილი
აკოფილი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ფილგრასტიმს. ფილგრასტიმი წარმოადგენს ცილას, რომელსაც წარმოქმნის ბაქტერია Escherichia coli რეკომბინანტული დნმ-ის ტექნოლოგიით. ის მიეკუთვნება ცილების ე.წ. ციტოკინების ჯგუფს და ემსგავსება ბუნებრივ ცილას (გრანულოციტების კოლონიამასტიმულირებელ ფაქტორს [G-CSF]), რომელსაც გამოიმუშავებს ორგანიზმი. ფილგრასტიმი ასტიმულირებს ძვლის ტვინს (სისხლმბად ქსოვილს), რათა წარმოიქმნას სისხლის თეთრი უჯრედების მეტი რაოდენობა, რაც ხელს უწყობს ინფექციებთან ბრძოლას.
აკოფილის გამოყენება
ექიმი ნიშნავს აკოფილს, რათა ორგანიზმში წარმოიქმნას სისხლის თეთრი უჯრედების მეტი რაოდენობა. ექიმმა უნდა აუხსნას პაციენტს აკოფილით მკურნალობის საჭიროება. აკოფილი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:
ქიმიოთერაპია
ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია
მძიმე ხარისხის ქრონიკული ნეიტროპენია (სისხლის გარკვეული თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება)
ნეიტროპენია (სისხლის გარკვეული თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება) აივ-ინფექციის მქონე პაციენტებში
პერიფერიული სისხლის ღეროვანი უჯრედების მობილიზაცია (ღეროვანი უჯრედების სტიმულაცია, რათა ისინი მოხვდნენ სისხლის ნაკადში, მოხდეს მათი შეგროვება და გამოყენება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დროს).
მიღების წესი და დოზირება
აკოფილის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
აკოფილის დოზა დამოკიდებულია აკოფილის ჩვენებაზე და პაციენტის სხეულის წონაზე.
დოზირება
აკოფილი და ქიმიოთერაპიასთან დაკავშირებული ნეიტროპენია (სისხლის გარკვეული თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება)
რეკომენდებული დოზაა 0.5 მილიონი ერთეული (5 მიკროგრამი) სხეულის წონის ერთ კილოგრამზე ყოველდღე. მაგალითად: თუ პაციენტი იწონის 60 კგ-ს, დღიური დოზა უნდა იყოს 30 მილიონი ერთეული (300 მიკროგრამი). აკოფილით მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება, დაახლოებით, 14 დღის განმავლობაში. ზოგიერთი დაავადების დროს მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ერთ თვემდე.
აკოფილი და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია
რეკომენდებული საწყისი დოზაა 1 მილიონი ერთეული (10 მიკროგრამი) სხეულის წონის ერთ კილოგრამზე ყოველდღე ინფუზიის სახით. მაგ.: თუ პაციენტი იწონის 60 კგ-ს, დღიური დოზა იქნება 60 მილიონი ერთეული (600 მიკროგრამი). აკოფილის პირველი დოზა ინიშნება ქიმიოთერაპიიდან არანაკლებ 24 საათის შემდეგ და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციიდან არანაკლებ 24 საათის შემდეგ. ექიმმა შეიძლება შეამოწმოს სისხლის ანალიზები მკურნალობის ეფექტურობისა და ხანგრძლივობის განსაზღვრისათვის.
აკოფილი და მძიმე ხარისხის ნეიტროპენია (სისხლის გარკვეული თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება)
რეკომენდებული საწყისი დოზაა 0.5 მილიონი ერთეულიდან (5 მიკროგრამი) 1.2 მილიონ ერთეულამდე (12 მიკროგრამი) სხეულის წონის ერთ კილოგრამზე ერთჯერადი ან გაყოფილი დოზის სახით. სისხლის ანალიზის შედეგების მიხედვით ექიმი განსაზღვრავს აკოფილის ეფექტურობასა და შეარჩევს პაციენტისათვის საჭირო დოზას. აკოფილით ხანგრძლივი მკურნალობა საჭიროა ნეიტროპენიის აღმოსაფხვრელად.
აკოფილი და ნეიტროპენია (სისხლის გარკვეული თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება) აივ-ინფექციის მქონე პაციენტებში
რეკომენდებული საწყისი დოზაა 0.1 მილიონი ერთეულიდან (1 მიკროგრამი) 0.4 მილიონ ერთეულამდე (4 მიკროგრამი) სხეულის წონის ერთ კილოგრამზე ყოველდღე. რეგულარული ინტერვალებით ჩატარებული სისხლის ანალიზების შედეგების მიხედვით, ექიმი განსაზღვრავს აკოფილის ეფექტურობას. როცა სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა დაუბრუნდება ნორმალურ მაჩვენებელს, დოზის მიღების სიხშირე შეიძლება შემცირდეს. აკოფილით ხანგრძლივი მკურნალობა შეიძლება საჭირო გახდეს სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის შესანარჩუნებლად.
აკოფილი და პერიფერიული სისხლის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია (ღეროვანი უჯრედები გროვდება სისხლიდან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისათვის)
თუ პაციენტი წარმოადგენს საკუთარი თავის დონორს, ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 0.5 მილიონი ერთეულიდან (5 მიკროგრამიდან) 1 მილიონ ერთეულამდე (10 მიკროგრამამდე) სხეულის წონის ერთ კილოგრამზე ყოველდღე. აკოფილით მკურნალობა გრძელდება 2 კვირამდე. ექიმი ამოწმებს სისხლის მაჩვენებლებს რეგულარულად, რათა განსაზღვროს ღეროვანი უჯრედების შეგროვების ოპტიმალური დრო.
თუ პაციენტი წარმოადგენს ღეროვანი უჯრედების დონორს სხვისთვის, ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 1 მილიონი ერთეული (10 მიკროგრამი) სხეულის წონის ერთ კილოგრამზე ყოველდღე. აკოფილით მკურნალობა გრძელდება 4-5 დღის განმავლობაში. ექიმი ამოწმებს სისხლის მაჩვენებლებს რეგულარულად, რათა განსაზღვროს ღეროვანი უჯრედების შეგროვების ოპტიმალური დრო.
აკოფილი მიღების წესი
მედიკამენტი გამოიყენება ინტრავენური (I.V.) ინფუზიის (წვეთოვანი ინფუზია) ან კანქვეშა (s.c.), კანის ქვეშ მდებარე ქსოვილში, ინექციის სახით.
თუ პაციენტი კანქვეშ ინექციის სახით იკეთებს მედიკამენტს, ექიმი რეკომენდაციას მისცემს პაციენტს, ისწავლოს კანქვეშა ინექციის გაკეთება. ექიმი ან ექთანი ინსტრუქციებს მისცემს პაციენტს ინექციის გაკეთების წესის შესახებ (აკოფილის ინექციის გაკეთების ინსტრუქცია იხ. ქვემოთ). არ არის რეკომენდებული ინექციის გაკეთება შესაბამისი ტრენინგის გავლის გარეშე. პაციენტისათვის საჭირო ზოგიერთი ინფორმაცია მოცემულია ინსტრუქციის ბოლო ნაწილში, თუმცა დაავადების სათანადო მკურნალობა მოითხოვს ექიმისა და პაციენტის მჭიდრო და მუდმივ თანამშრომლობას.
ინფორმაცია ინექციის გაკეთების შესახებ
ეს პარაგრაფი შეიცავს ინფორმაციის აკოფილის ინექციის გაკეთების ტექნიკის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა არ გაიკეთოს თვითონ ინექცია, სანამ ექიმთან ან ექთანთან არ გაივლის შესაბამის ტრენინგს. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ან აქვს რაიმე კითხვები ინექციის შესახებ, უნდა მიმართოს ექიმს ან ექთანს.
როგორ ხდება აკოფილის ინექცია პაციენტის მიერ
პაციენტმა ინექცია უნდა გაიკეთოს უშუალოდ კანქვეშა ქსოვილში, რასაც ეწოდება კანქვეშა ინექცია. ინექცია უნდა გაკეთდეს ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს.
საჭირო მოწყობილობები
კანქვეშა ინექციის გასაკეთებლად საჭიროა:
აკოფილის წინასწარ შევსებული მზა შპრიცი
სპირტიანი ტამპონი ან სხვა სადეზინფექციო საშუალება
აკოფილის კანქვეშა ინექციის გაკეთებამდე:
ინექციის გაკეთებამდე უნდა შემოწმდეს, რომ შპრიცს უკეთია თავსახური.
აკოფილის მზა შპრიცი გამოღებულ უნდა იქნას მაცივრიდან;
უნდა შემოწმდეს წინასწარ შევსებული მზა შპრიცის ეტიკეტზე არსებული შენახვის ვადა. შპრიცი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ გასულია ეტიკეტზე მითითებული თვის ბოლო დღე ან თუ შპრიცი ინახებოდა მაცივრის გარეთ 15 დღეზე მეტხანს;
აკოფილის ინექცია უნდა შემოწმდეს ვიზუალურად. ის უნდა იყოს გამჭვირვალე და უფერო სითხე და არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ მასში აღინიშნება ნაწილაკები;
მეტი კომფორტისათვის, წინასწარ შევსებული მზა შპრიცი უნდა გათბეს ოთახის ტემპერატურამდე, ამისათვის ის არ უნდა გაკეთდეს მაცივრიდან გამოღების შემდეგ 30 წუთის განმავლობაში ან უნდა გათბეს ხელში რამდენიმე წუთის განმავლობაში. აკოფილის სხვა გზით გათბობა დაუშვებელია (მაგ.: არ შეიძლება მისი გათბობა მიკროტალღურ ღუმელში ან ცხელ წყალში);
საჭიროა ხელების გულმოდგინედ დაბანა;
უნდა მოიძებნოს მოხერხებული, კარგად განათებული ადგილი და საჭირო ნივთები (აკოფილის წინასწარ შევსებული მზა შპრიცი და სპირტიანი ტამპონი) უნდა იყოს ახლოს.
აკოფილის ინექციისათვის მომზადება
აკოფილის ინექციის წინ საჭიროა:
წინასწარ შევსებული მზა შპრიცი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ ის დავარდა მაგარ ზედაპირზე.
ნაბიჯი 1: უნდა შემოწმდეს სისტემის მთლიანობა
უზრუნველყოფილ უნდა იქნას, რომ სისტემა ინტაქტური/დაუზიანებელია. პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ აღინიშნება დაზიანება (შპრიცის ან ნემსის უსაფრთხო თავსახურის გატეხვა) ან კომპონენტების დაკარგვა, და რომ ნემსის უსაფრთხო დამცველი იმყოფება უსაფრთხო პოზიციაში, როგორც ეს გამოსახულია მე-9 სურათზე, რადგან ეს მიუთითებს სისტემის მუშაობაზე. ზოგადად, პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ ის არ შეესაბამება 1-ლ სურათს. ასეთ შემთხვევაში პროდუქტი უნდა იქნას გადაგდებული ბიოსაფრთხისთვის (მჭრელი ნივთებისათვის) განკუთვნილ კონტეინერში.
სურათი 1
ნაბიჯი 2: უნდა მოიხსნას ნემსის თავსახური
უნდა მოიხსნას დამცველობითი თავსახური, როგორც ეს ნაჩვენებია მე-2 სურათზე. ნემსის უსაფრთხო დამცველი დაჭერილ უნდა იქნას ცალ ხელში ნემსის წვერის პაციენტისაგან მოშორებით და დგუშზე ხელის შეხების გარეშე. ნემისის თავსახური უნდა გამოიქაჩოს მეორე ხელით. მისი მოცილების შემდეგ ნემსის თავსახური უნდა იქნას გადაგდებული ბიოსაფრთხისთვის (მჭრელი ნივთებისათვის) განკუთვნილ კონტეინერში;
წინასწარ შევსებულ მზა შპრიცში შეიძლება აღინიშნებოდეს ჰაერის პატარა ბუშტუკები. არ არის საჭირო ჰაერის გამოდევნა ინექციამდე. ჰაერის ბუშტუკებიანი ხსნარის ინექცია უვნებელია;
შპრიცში შეიძლება იყოს უფრო მეტი სითხე, ვიდრე საჭიროა პაციენტისათვის. ასეთ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას შპრიცზე არსებული შკალა, რათა ზუსტად განისაზღვროს ექიმის მიერ დანიშნული აკოფილის დოზა. არასაჭირო სითხის რაოდენობა (მლ) უნდა გამოიდევნოს შპრიციდან დგუშზე ხელის მიჭერით;
ხელახლა უნდა შემოწმდეს, რომ აკოფილის საჭირო დოზაა შპრიცში;
შპრიცი მზადააა გამოყენებისათვის.
სურათი 2
სად უნდა გაკეთდეს ინექცია?
თუ პაციენტი თვითონ იკეთებს ინექციას, ყველაზე ხელსაყრელი ადგილია:
ბარძაყის ზედა ნაწილი
მუცლის არე, გარდა ჭიპის ირგვლივი არისა (იხ. სურ. 3).
სურათი 3
თუ სხვა პირი უკეთებს პაციენტს ინექციას, შეიძლება გამოყენებულ იქნას მკლავის ქვედა არე (იხ. სურათი 4).
სურათი 4
უმჯობესია ინექციის ადგილი შეიცვალოს ყოველი შემდგომი გაკეთებისას, რათა თავიდან იქნას აცილებული მტკივნეულობა ერთსა და იმავე ადგილას განმეორებითი ინექციების დროს.
ნაბიჯი 3: ნემსის გაკეთება
ცალი ხელით უნდა გაკეთდეს კანის პატარა ნაოჭი ინექციის ადგილზე;
მეორე ხელით ნემსი უნდა მოთავსდეს ინექციის ადგილზე დგუშის თავთან ხელის შეხების გარეშე (45-90 გრადუსიანი კუთხე) (იხ. პარგარაფი 6 და 7).
როგორ კეთდება ინექცია?
უნდა მოხდეს ინექციის ადგილის დეზინფექცია სპირტიანი ტამპონის საშუალებით, შემდეგ კანი უნდა მოთავსდეს ცერსა და საჩვენებელ თითს შორის მოჭყლეტვის გარეშე (იხ. სურ. 5);
სურათი 5
წინასწარ შევსებული მზა შპრიცი, ნემსის უსაფრთხო დამცველის გარეშე
ნემსი უნდა ჩაერჭოს კანში მთლიანად, როგორც ეს ნაჩვენები იქნა ექიმის ან ექთნის მიერ (იხ. სურ. 6);
დგუშზე ნელა უნდა მიეჭიროს ხელი, რათა ნემსი არ მოხვდეს სისხლძარღვში. თუ შპრიცში არის სისხლი, ნემსი ამოღებულ უნდა იქნას კანიდან და ინექცია უნდა გაკეთდეს სხვა ადგილას;
კანი თითებს შორის უნდა იყოს მოქცეული, შემდეგ დგუშზე ხელის ნელა და თანაბრად მიჭერით მთლიანი დოზა უნდა შევიდეს კანქვეშ. საჭირო დოზის გაკეთების შემდეგ, დგუშზე აღარ უნდა მოხდეს ზეწოლა. წნევა არ უნდა დაქვეითდეს დგუშში!
უნდა გაკეთდეს მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული დოზა;
სითხის ინექციის შემდეგ, ნემსი ამოღებულ უნდა იქნას კანიდან დგუშზე წნევის შენარჩუნებით და ამის შემდეგ უნდა გათავისუფლდეს კანი თითებიდან;
გამოყენებული შპრიცი უნდა იქნას გადაგდებული შესაბამის კონტეინერში. ერთი შპრიცი გამოიყენება მხოლოდ ერთი ინექციისათვის.
სურათი 6
სურათი 7
წინასწარ შევსებული მზა შპრიცი ნემსის უსაფრთხო დამცველით
ნემსი უნდა ჩაერჭოს კანში მთლიანად, როგორც ეს ნაჩვენები იქნა ექიმის ან ექთნის მიერ;

უნდა გაკეთდეს მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული დოზა ქვემოთ მოცემული ინსტრუქციების მიხედვით.
ნაბიჯი-4: ინექცია
ცერა თითი უნდა მოთავსდეს დგუშის თავზე. უნდა მოხდეს დგუშზე ხელის დაჭერა და ინექციის ბოლოს უნდა მოხდეს ძლიერად მიჭერა, რათა შპრიცი მთლიანად დაცარიელდეს შიგთავსისაგან (იხ. სურათი 8). კანი უსაფრთხოდ უნდა იყოს დაჭერილი ინექციის დასრულებამდე.
სურათი 8
ნაბიჯი 5: ნემსის ჩხვლეტისაგან დაცვა
უსაფრთხოების სისტემა აქტიურდება, როცა დგუში მთლიანად შესულია შპრიცში:
შპრიცი ისევ უნდა იყოს ხელში დაჭერილი და ცერა თითი აღებული უნდა იქნას დგუშის თავიდან;
დგუში უნდა ამოძრავდდეს ცერა თითით და ზამბარის შეკუმშვით ნემსი ამოვა ინექციის ადგილიდან ნემსის უსაფრთხო დამცველში (იხ. სურათი 9).
სურათი 9
პაციენტს უნდა ახსოვდეს
რაიმე პრობლემის არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ექთანთან მიმართვა დახმარების ან რჩევისათვის.
გამოყენებული შპრიცების გადაგდება
შპრიცის გამოყენების შემდეგ ნემსის უსაფრთხო დამცველი იცავს ჩხვლეტითი დაზიანებისაგან. არ არის საჭირო განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღება მის გადასაგდებად. შპრიცები გადაგდებულ უნდა იქნას ექიმის, ექთნის ან ფარმაცევტის ინსტრუქციების შესაბამისად
აკოფილის დოზის გადაჭარბებისას
დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან, ექთანთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
აკოფილის დოზის გამოტოვებისას
არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია შემდეგი დოზის მიღების დროის შესახებ.
აკოფილით მკურნალობის შეწყვეტისას
აკოფილის გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი. შეიძლება დაინიშნოს აკოფილით მკურნალობის რამდენიმე კურსი.
დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ფილგრასტიმის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).
სიფრთხილის ზომები
აკოფილის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია:
აკოფილის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია:
მკურნალობის დაწყებამდე მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აქვს:
ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, აკოფილმა შეიძლება გამოიწვიოს ნამგლისებრი უჯრედების კრიზისი
ოსტეოპოროზი (ძვლების დაავადება)
მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თუ აკოფილით მკურნალობის დროს პაციენტს აღენიშნება:
ტკივილი მუცლის ზედა მარცხენა ნაწილში, ტკივილი ნეკნთა რკალის ქვეშ მარცხნივ ან მარცხენა მხრის ზედა ნაწილში [ეს შეიძლება იყოს გადიდებული ელენთის (სპლენომეგალიის) ან ელენთის რუპტურის სიმპტომები];
უჩვეულო სისხლდენა ან სისხლჩაქცევები (გამოწვეული თრომბოციტოპენიის შედეგად) სისხლის შედედების დაქვეითებულ ფუნქციასთან ერთად;
უეცრად განვითარებული ალერგიის სიმპტომები, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება, სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება, ქოშინი, ხმაურიანი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება. ეს შეიძლება მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნები იყოს;
სახის ან კოჭების შესივება, სისხლიანი შარდი ან ყავისფერი ფერის შარდი, ან შარდვის შემცირება (გლომერულონეფრიტი).
წინასწარ შევსებული მზა შპრიცის ნემსის თავსახური შეიცავს მშრალ ბუნებრივ რეზინს (ლატექსის წარმოებულს), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.
ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტებში და ჯანმრთელ დონორებში იშვიათად აღინიშნა აორტის ანთება (მსხვილი სისხლძარღვის, რომლის საშუალებით გულიდან სისხლი მიეწოდება მთელ ორგანიზმს). სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ცხელებას, მუცლის ტკივილს, ცუდად ყოფნის შეგრძნებას, წელის ტკივილს და ანთების მარკერების დონის მომატებას. საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება ეს სიმპტომები.
ფილგრასტიმის მიმართ მგრძნობელობის დაკარგვა
თუ ფილგრასტიმით მკურნალობაზე პაციენტი არ რეაგირებს ან არ ხდება მკურნალობის ეფექტის შენარჩუნება, ექიმმა უნდა გამოიკვლიოს ამ ეფექტი მიზეზი, მათ შორის წარმოიქმნა თუ არა ანტისხეულები, რომლებიც ანეიტრალებენ ფილგრასტიმის აქტივობას.
შეიძლება საჭიროა გახდეს პაციენტის ყურადღებითი მონიტორინგი, იხ. პარაგრაფი 4.
თუ პაციენტს აღენიშნება მძიმე ქრონიკული ნეიტროპენია, არსებობს სისხლის ავთვისებიანი სიმსივნის (ლეიკემია, მიელოდისპლაზიური სინდრომი (მდს)) განვითარების რისკი. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია კიბოს განვითარების რისკების და შესაბამისი ანალიზების ჩატარების შესახებ. ექიმის დანიშნულების გარეშე დაუშვებელია აკოფილის გამოყენება, თუ პაციენტს განუვითარდა სისხლის კიბო ან აქვს მისი განვითარების რისკი.
თუ პაციენტი წარმოადგენს სისხლის ღეროვანი უჯრედების დონორს, მისი ასაკი უნდა იყოს 16-დან 60 წლამდე.
სიფრთხილის ზომების მიღებაა საჭირო ისეთი პროდუქტების გამოყენებისას, რომლებიც ასტიმულირებენ სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნას
აკოფილი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც ასტიმულირებენ სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნას. მკურნალმა ექიმმა ყოველთვის უნდა ჩაიწეროს, თუ რომელ სამკურნალო პროდუქტს იღებს პაციენტი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აკოფილი არ გამოიყენება ქიმიოთერაპიამდე 24 საათით ადრე და ქიმიოთერაპიიდან 24 საათის შემდეგ.
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ნებისმიერ სხვა მედიკამენტს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმე ქალებში აკოფილის გამოყენება არ არის შესწავლილი.
მნიშვნელოვანია მკურნალ ექიმს ეცნობოს, თუ:
პაციენტი არის ორსულად ან ძუძუთი კვებავს ბავშვს;
ფიქრობს, რომ არის ორსულად;
გეგმავს ორსულობას.
არ არის ცნობილი, აღწევს თუ არა ფილგრასტიმი დედის რძეში. ამიტომ მკურნალმა ექიმმა შეიძლება არ დაიშნოს ეს მედიკამენტი ძუძუთი კვების დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
აკოფილს აქვს უმნიშვნელო გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. ეს მედიკამენტი იწვევს თავბრუსხვევას. ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის დაწყებამდე რეკომენდებულია პაციენტმა იცოდეს, თუ რა ზემოქმედებას ახდენს მასზე მედიკამენტი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია აკოფილის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
მედიკამენტი შეიცავს სორბიტოლს. სორბიტოლი წარმოადგენს ფრუქტოზის წყაროს. თუ პაციენტს აღენიშნება ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობა (HFI), იშვიათი გენეტიკური პათოლოგია, პაციენტმა არ უნდა მიიღოს ეს მედიკამენტი. HFI-ის მქონე პაციენტები ვერ შლიან ფრუქტოზას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გვერდითი მოვლენები.
ეს მედიკამენტი, ასევე, შეიცავს ნატრიუმს, დოზაში 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებს, ე.ი. პრაქტიკულად, “ნატრიუმისაგან თავისუფალია”.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.
მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თუ მკურნალობის დროს:
პაციენტს აღენიშნება ალერგიული რეაქციის ნიშნები, მათ შორის სისუსტე, არტერიული წნევის დაცემა, სუნთქვის გაძნელება, სახის შეშუპება (ანაფილაქსია), გამონაყარი კანზე, გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება), სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ხორხის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება) და ქოშინი. ჰიპერმგრძნობელობა ხშირია ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში;
პაციენტს აღენიშნება ხველა, ცხელება და ქოშინი. ეს შეიძლება მოზრდილების რესპირატორული დისტრეს სინდრომის (ARDS) ნიშნები იყოს. რესპირატორული დისტრეს სინდრომი არახშირია ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში;
პაციენტს აღენიშნება ტკივილი მუცლის ზედა მარცხენა ნაწილში, ნეკნთა რკალის ქვეშ მარცხნივ ან მხრის ზედა ნაწილში - ეს შეიძლება ელენთის პრობლემების (სპლენომეგალიის ან ელენთის გახეთქვის) შედეგი იყოს;
პაციენტს აღენიშნება მძიმე ხარისხის ქრონიკული ნეიტროპენია და სისხლიანი შარდი (ჰემატურია). ჰემატურიის ან შარდში ცილის არსებობის (პროტეინურიის) შემთხვევაში საჭიროა შარდის ანალიზის რეგულარული შემოწმება;
პაციენტს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები ან გვერდითი მოვლენების კომბინაცია: შეშუპება, რომელიც დაკავშირებულია შარდვის შემცირებასთან, სუნთქვის გაძნელება, მუცლის შეშუპება და შეშუპების შეგრძნება, ზოგადი დაღლილობა. ეს სიმპტომები, ძირითადად, ვითარდება სწრაფად.
ეს შეიძლება იყოს არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) მდგომარეობის, ე.წ. კაპილარული გაჟონვის სინდრომის, სიმპტომები. ამ სინდრომის დროს სისხლის გაჟონვა ხდება კაპილარებიდან მთელ ორგანიზმში და მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:
ცხელება ან შემცივნება, ტაქიკარდია, ცნობიერები დაბინდვა ან დეზორიენტაცი, ქოშინი, ძლიერი ტკივილი ან დისკომფორტი, ცივი და წებოვანი კანი.
ეს შეიძლება სეფსისის (ე.წ. “სისხლის მოწამვლა”) სიმპტომები იყოს. სეფსისი წარმოადგენს მძიმე ინფექციას სისტემური ანთებითი რეაქციით, რომელიც შეიძლება სიოცხლისათვის სახიფათო იყოს და მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმელების დაზიანება (გლომერულონეფრიტი) -თირკმელების დაზიანება აღინიშნა აკოფილით მკურნალობის დროს. საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან, თუ პაციენტს აღენიშნება სახის ან კოჭების შესივება, სისხლიანი ან ყავისფერი შარდი, შარდვის შემცირება.
აკოფილის ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენაა კუნთების ან ძვლების ტკივილი (ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილი), რომელიც იხსნება სტანდარტული ტკივილგამაყუჩებლებით. პაციენტებში, რომლებიც გადიან ღეროვანი უჯრედების ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას, შეიძლება განვითარდეს “ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ დაავადება” (GvHD) - ეს არის დონორი უჯრედების რეაქცია რეციპიენტი პაციენტის წინააღმდეგ; ნიშნები და სიმპტომები მოიცავს ხელისგულებსა და ფეხისგულებზე გამონაყარს, წყლულებს პირის ღრუში, ნაწლავებში, ღვიძლში, კანზე ან თვალებზე, ფილტვებში, საშოსა და სახსრებში. ღეროვანი უჯრედების ჯანმრთელ დონორებში ძალიან ხშირად აღინიშნება სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება (ლეიკოციტოზი) და სისხლის ფირფიტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), რაც იწვევს სისხლის შედედების უნარის დაქვეითებას. ეს მდგომარეობა საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (აღინიშნება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ აკოფილს):
ღებინება
გულისრევა
უჩვეულო თმის ცვენა ან გათხელება (ალოპეცია)
დაღლილობა
საჭმლის მომნელებლი ტრაქტის, პირის ღრუდან სწორ ნაწლავამდე, ლორწოვანი გარსის წყლულები და შეშუპება (ლორწოვანი გარსის ანთება)
თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება, რაც აქვეითებს სისხლის შედედების უნარს (თრომბოციტოპენია)
ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემია)
ცხელება (პირექსია)
თავის ტკივილი
დიარეა
ხშირი გვერდითი მოვლენები (აღინიშნება 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ აკოფილს):
ფილტვების ანთება (ბრონქიტი)
ზედა სასუნთქი გზების ინფექციები
საშარდე გზების ინფექციები
მადის დაქვეითება
ძილის დარღვევები (უძილობა)
თავბრუსხვევა
მგრძნობელობის დაქვეითება, განსაკუთრებით კანის (ჰიპოესთეზია)
ხელებსა და ფეხებში ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება (პარესთეზია)
დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია)
მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)
ხველა
სისხლიანი ხველა (ჰემოფტიზი)
პირისა და ხახის ტკივილი (ოროფარინგეალური ტკივილი)
ცხვირიდან სისხლდენა (ეპისტაქსისი)
ყაბზობა
პირის ღრუს ტკივილი
ღვიძლის გადიდება (ჰეპატომეგალია)
გამონაყარი
კანის სიწითლე (ერითემა)
კუნთების მტკივნეული სპაზმები
ტკივილი შარდვის დროს (დიზურია)
მკერდის არეში ტკივილი
ტკივილი
ზოგადი სისუსტე (ასთენია)
ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება
ხელებისა და ფეხების შეშუპება (პერიფერიული შეშუპება)
ზოგიერთი ფერმენტის აქტივობის მომატება სისხლში
სისხლის ბიოქიმიური ანალიზების ცვლილებები
ინფუზიის შემდგომი რეაქციები
არახშირი გვერდითი მოვლენები (აღინიშნება 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ აკოფილს)
ლეიკოციტების რაოდენობის მომატება (ლეიკოციტოზი)
ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა)
გადანერგილი ძვლის ტვინის მოცილება (“ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ”)
შარდმჟავის რაოდენობის მომატება სისხლში (ჰიპერურიკემია), რომელიც იწვევს პოდაგრას
ღვიძლის დაზიანება, რომელიც გამოწვეულია ღვიძლში წვრილი ვენების ბლოკირებით (ვენო-ოკლუზიური დაავადება)
ფილტვის ფუნქციის დაზიანება, რაც იწვევს ქოშინს (სუნთქვის უკმარისობა)
ფილტვების შეშუპება და/ან სითხე ფილტვებში
პნევმონია (ფილტვების ინტერსტიციალური დაავადება)
ფილტვების რენტგენოლოგიური პათოლოგიური ცვლილებები (ფილტვების ინფილტრაცია)
სისხლდენა ფილტვებიდან (პულმონარული ჰემორაგია)
ფილტვებში ჟანგბადის აბსორბციის ნაკლებობა (ჰიპოქსია)
კანის კვანძოვანი გამონაყარი (მაკულო-პაპულოზური გამონაყარი)
დაავადება, რომლის დროსაც ძვლის სიმკვრივე ქვეითდება, ძვლები ნაკლებად მტკიცეა, მყიფეა და ადვილად ვითარდება მოტეხილობა (ოსტეოპოროზი)
ინექციის ადგილის რეაქციები
იშვიათი გვერდითი მოვლენები (აღინიშნება 10 000-დან 1-ზე მეტ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ აკოფილს)
აორტის ანთება (მსხვილი სისხლძარღვი, რომლითაც სისხლი გულიდან ხვდება მთელ ორგანიზმში), იხ. პარაგრაფი 2
ძვლების, მკერდის, ნაწლავების ან სახსრების ძლიერი ტკივილი (ნამგლისებრი უჯრედების კრიზისი)
სიცოცხლისათვის სახიფათო უეცრად განვითარებული ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია)
პოდაგრის მსგავსი სახსრების ტკივილი და შეშუპება (ფსევდოპოდაგრა)
ორგანიზმში სითხის ცვლის დარღვევა, რაც იწვევს შეშუპებას (სითხის მოცულობის დისბალანსი)
კანის სისხლძარღვების ანთება
მუქი ლურჯი, ამობურცული, მტკივნეული წყლულები კიდურებზე და ხანდახან სახესა და კისერზე ცხელებასთან ერთად (სვიტის სინდრომი)
რევმატოიდული ართრიტის გამწვავება
შარდის ცვლილებები
ძვლების სიმკვრივის დაქვეითება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია შეტყობინების სახელმწიფო სისტემის გამოყენებით: სამედიცინო და ბიოლოგიურ პროდუქტთა ფარმაკოუსაფრთოხების დეპარტამენტის სამედიცინო პროდუქტთა რეგისტრაციის ოფისი - l. Jerozolimskie 181C, 02-222 Warszawa, phone: + 48 22 49 21 301, fax: + 48 22 49 21 309, e-mail: [email protected]. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასვე შესაძლებელია სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ფილგრასტიმი. თითოეული წინასწარ შევსებული მზა შპრიცი შეიცავს 48 მლნ ერთეულ (480 მიკროგრამ) ფილგრასტიმს 0.5 მლ-ში, რომელიც შეესაბამება 0.96 მგ/მლ-ს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ძმარმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, სორბიტოლი (E420), პოლისორბატი 80 და საინექციო წყალი.
აკოფილის ფორმა და შეფუთვა
აკოფილი არის გამჭვირვალე, უფერო, საინექციო ან საინფუზიო ხსნარი, რომელიც მოთავსებულია წინასწარ შევსებულ მზა შპრიცში საინექციო ნემსით, შპრიცზე აღნიშნულია ნიშნულები 1/40, 0.1 მლ-დან 1-მლ-მდე.
თითოეული წინასწარ შევსებული მზა შპრიცი შეიცავს 0.5 მლ ხსნარს.
კოლოფში მოთავსებულია 1, 3, 5, 7 და 10 აკოფილის წინასწარ შევსებული მზა შპრიცი მაზე დამაგრებული ნემსის უსაფრთხო დამცველით ან მის გარეშე და სპირტიანი ტამპონებით
ყველა შეფუთვა სარეალიზაციოდ შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება კოლოფსა და წინასწარ შევსებულ მზა შპრიცზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება მაცივარში (2°C - 8°C). არ შეიძლება გაყინვა.
შპრიცი შეიძლება გამოღებულ იქნას მაცივრიდან და დატოვებულ იქნას ოთახის ტემპერატურაზე (არაუმეტეს 25°C-ზე) ერთხელ, მაქსიმუმ 15 დღის განმავლობაში პრეპარატის შენახვის ვადის გასვლამდე. ამის შემდეგ მისი შენახვა მაცივარში დაუშვებელია და ის უნდა იქნას გადაგდებული.
წინასწარ შევსებული მზა შპრიცი ინახება კოლოფში სინათლისაგან დასაცავად.
დაუშვებელია აკოფილის გამოყენება, თუ სითხე არის შემღვრეული, შეცვლილი აქვს ფერი ან მასში აღინიშნება ნაწილაკები.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
აკოფილი 48 მლნ ერთ./0.5 მლ (0.96 მგ/მლ) საინექციო ან საინფუზიო ხსნარი წინასწარ შევსებულ მზა შპრიცში
ფილგრასტიმი
საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ექთანთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის, დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა, ის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში,. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს აკოფილი და მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა აკოფილის გამოყენებამდე;
აკოფილის გამოყენების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
აკოფილის შენახვის წესი;
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს აკოფილი და მისი გამოყენება
რას წარმოადგენს აკოფილი
აკოფილი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ფილგრასტიმს. ფილგრასტიმი წარმოადგენს ცილას, რომელსაც წარმოქმნის ბაქტერია Escherichia coli რეკომბინანტული დნმ-ის ტექნოლოგიით. ის მიეკუთვნება ცილების ე.წ. ციტოკინების ჯგუფს და ემსგავსება ბუნებრივ ცილას (გრანულოციტების კოლონიამასტიმულირებელ ფაქტორს [G-CSF]), რომელსაც გამოიმუშავებს ორგანიზმი. ფილგრასტიმი ასტიმულირებს ძვლის ტვინს (სისხლმბად ქსოვილს), რათა წარმოიქმნას სისხლის თეთრი უჯრედების მეტი რაოდენობა, რაც ხელს უწყობს ინფექციებთან ბრძოლას.
აკოფილის გამოყენება
ექიმი ნიშნავს აკოფილს, რათა ორგანიზმში წარმოიქმნას სისხლის თეთრი უჯრედების მეტი რაოდენობა. ექიმმა უნდა აუხსნას პაციენტს აკოფილით მკურნალობის საჭიროება. აკოფილი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:
ქიმიოთერაპია
ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია
მძიმე ხარისხის ქრონიკული ნეიტროპენია (სისხლის გარკვეული თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება)
ნეიტროპენია (სისხლის გარკვეული თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება) აივ-ინფექციის მქონე პაციენტებში
პერიფერიული სისხლის ღეროვანი უჯრედების მობილიზაცია (ღეროვანი უჯრედების სტიმულაცია, რათა ისინი მოხვდნენ სისხლის ნაკადში, მოხდეს მათი შეგროვება და გამოყენება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დროს).
რა უნდა იცოდეს პაციენტმა აკოფილის გამოყენებამდე
აკოფილი არ გამოიყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ფილგრასტიმის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
აკოფილის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია:
აკოფილის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია:
მკურნალობის დაწყებამდე მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აქვს:
ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, აკოფილმა შეიძლება გამოიწვიოს ნამგლისებრი უჯრედების კრიზისი
ოსტეოპოროზი (ძვლების დაავადება)
მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თუ აკოფილით მკურნალობის დროს პაციენტს აღენიშნება:
ტკივილი მუცლის ზედა მარცხენა ნაწილში, ტკივილი ნეკნთა რკალის ქვეშ მარცხნივ ან მარცხენა მხრის ზედა ნაწილში [ეს შეიძლება იყოს გადიდებული ელენთის (სპლენომეგალიის) ან ელენთის რუპტურის სიმპტომები];
უჩვეულო სისხლდენა ან სისხლჩაქცევები (გამოწვეული თრომბოციტოპენიის შედეგად) სისხლის შედედების დაქვეითებულ ფუნქციასთან ერთად;
უეცრად განვითარებული ალერგიის სიმპტომები, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება, სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება, ქოშინი, ხმაურიანი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება. ეს შეიძლება მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნები იყოს;
სახის ან კოჭების შესივება, სისხლიანი შარდი ან ყავისფერი ფერის შარდი, ან შარდვის შემცირება (გლომერულონეფრიტი).
წინასწარ შევსებული მზა შპრიცის ნემსის თავსახური შეიცავს მშრალ ბუნებრივ რეზინს (ლატექსის წარმოებულს), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.
ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტებში და ჯანმრთელ დონორებში იშვიათად აღინიშნა აორტის ანთება (მსხვილი სისხლძარღვის, რომლის საშუალებით გულიდან სისხლი მიეწოდება მთელ ორგანიზმს). სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ცხელებას, მუცლის ტკივილს, ცუდად ყოფნის შეგრძნებას, წელის ტკივილს და ანთების მარკერების დონის მომატებას. საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება ეს სიმპტომები.
ფილგრასტიმის მიმართ მგრძნობელობის დაკარგვა
თუ ფილგრასტიმით მკურნალობაზე პაციენტი არ რეაგირებს ან არ ხდება მკურნალობის ეფექტის შენარჩუნება, ექიმმა უნდა გამოიკვლიოს ამ ეფექტი მიზეზი, მათ შორის წარმოიქმნა თუ არა ანტისხეულები, რომლებიც ანეიტრალებენ ფილგრასტიმის აქტივობას.
შეიძლება საჭიროა გახდეს პაციენტის ყურადღებითი მონიტორინგი, იხ. პარაგრაფი 4.
თუ პაციენტს აღენიშნება მძიმე ქრონიკული ნეიტროპენია, არსებობს სისხლის ავთვისებიანი სიმსივნის (ლეიკემია, მიელოდისპლაზიური სინდრომი (მდს)) განვითარების რისკი. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია კიბოს განვითარების რისკების და შესაბამისი ანალიზების ჩატარების შესახებ. ექიმის დანიშნულების გარეშე დაუშვებელია აკოფილის გამოყენება, თუ პაციენტს განუვითარდა სისხლის კიბო ან აქვს მისი განვითარების რისკი.
თუ პაციენტი წარმოადგენს სისხლის ღეროვანი უჯრედების დონორს, მისი ასაკი უნდა იყოს 16-დან 60 წლამდე.
სიფრთხილის ზომების მიღებაა საჭირო ისეთი პროდუქტების გამოყენებისას, რომლებიც ასტიმულირებენ სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნას
აკოფილი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც ასტიმულირებენ სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნას. მკურნალმა ექიმმა ყოველთვის უნდა ჩაიწეროს, თუ რომელ სამკურნალო პროდუქტს იღებს პაციენტი.
სხვა მედიკამენტები და აკოფილი
აკოფილი არ გამოიყენება ქიმიოთერაპიამდე 24 საათით ადრე და ქიმიოთერაპიიდან 24 საათის შემდეგ.
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ნებისმიერ სხვა მედიკამენტს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმე ქალებში აკოფილის გამოყენება არ არის შესწავლილი.
მნიშვნელოვანია მკურნალ ექიმს ეცნობოს, თუ:
პაციენტი არის ორსულად ან ძუძუთი კვებავს ბავშვს;
ფიქრობს, რომ არის ორსულად;
გეგმავს ორსულობას.
არ არის ცნობილი, აღწევს თუ არა ფილგრასტიმი დედის რძეში. ამიტომ მკურნალმა ექიმმა შეიძლება არ დაიშნოს ეს მედიკამენტი ძუძუთი კვების დროს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
აკოფილს აქვს უმნიშვნელო გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. ეს მედიკამენტი იწვევს თავბრუსხვევას. ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის დაწყებამდე რეკომენდებულია პაციენტმა იცოდეს, თუ რა ზემოქმედებას ახდენს მასზე მედიკამენტი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია აკოფილის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
მედიკამენტი შეიცავს სორბიტოლს. სორბიტოლი წარმოადგენს ფრუქტოზის წყაროს. თუ პაციენტს აღენიშნება ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობა (HFI), იშვიათი გენეტიკური პათოლოგია, პაციენტმა არ უნდა მიიღოს ეს მედიკამენტი. HFI-ის მქონე პაციენტები ვერ შლიან ფრუქტოზას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გვერდითი მოვლენები.
ეს მედიკამენტი, ასევე, შეიცავს ნატრიუმს, დოზაში 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებს, ე.ი. პრაქტიკულად, “ნატრიუმისაგან თავისუფალია”.
აკოფილის გამოყენების წესი
აკოფილის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
აკოფილის დოზა დამოკიდებულია აკოფილის ჩვენებაზე და პაციენტის სხეულის წონაზე.
დოზირება
აკოფილი და ქიმიოთერაპიასთან დაკავშირებული ნეიტროპენია (სისხლის გარკვეული თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება)
რეკომენდებული დოზაა 0.5 მილიონი ერთეული (5 მიკროგრამი) სხეულის წონის ერთ კილოგრამზე ყოველდღე. მაგალითად: თუ პაციენტი იწონის 60 კგ-ს, დღიური დოზა უნდა იყოს 30 მილიონი ერთეული (300 მიკროგრამი). აკოფილით მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება, დაახლოებით, 14 დღის განმავლობაში. ზოგიერთი დაავადების დროს მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ერთ თვემდე.
აკოფილი და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია
რეკომენდებული საწყისი დოზაა 1 მილიონი ერთეული (10 მიკროგრამი) სხეულის წონის ერთ კილოგრამზე ყოველდღე ინფუზიის სახით. მაგ.: თუ პაციენტი იწონის 60 კგ-ს, დღიური დოზა იქნება 60 მილიონი ერთეული (600 მიკროგრამი). აკოფილის პირველი დოზა ინიშნება ქიმიოთერაპიიდან არანაკლებ 24 საათის შემდეგ და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციიდან არანაკლებ 24 საათის შემდეგ. ექიმმა შეიძლება შეამოწმოს სისხლის ანალიზები მკურნალობის ეფექტურობისა და ხანგრძლივობის განსაზღვრისათვის.
აკოფილი და მძიმე ხარისხის ნეიტროპენია (სისხლის გარკვეული თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება)
რეკომენდებული საწყისი დოზაა 0.5 მილიონი ერთეულიდან (5 მიკროგრამი) 1.2 მილიონ ერთეულამდე (12 მიკროგრამი) სხეულის წონის ერთ კილოგრამზე ერთჯერადი ან გაყოფილი დოზის სახით. სისხლის ანალიზის შედეგების მიხედვით ექიმი განსაზღვრავს აკოფილის ეფექტურობასა და შეარჩევს პაციენტისათვის საჭირო დოზას. აკოფილით ხანგრძლივი მკურნალობა საჭიროა ნეიტროპენიის აღმოსაფხვრელად.
აკოფილი და ნეიტროპენია (სისხლის გარკვეული თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება) აივ-ინფექციის მქონე პაციენტებში
რეკომენდებული საწყისი დოზაა 0.1 მილიონი ერთეულიდან (1 მიკროგრამი) 0.4 მილიონ ერთეულამდე (4 მიკროგრამი) სხეულის წონის ერთ კილოგრამზე ყოველდღე. რეგულარული ინტერვალებით ჩატარებული სისხლის ანალიზების შედეგების მიხედვით, ექიმი განსაზღვრავს აკოფილის ეფექტურობას. როცა სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა დაუბრუნდება ნორმალურ მაჩვენებელს, დოზის მიღების სიხშირე შეიძლება შემცირდეს. აკოფილით ხანგრძლივი მკურნალობა შეიძლება საჭირო გახდეს სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის შესანარჩუნებლად.
აკოფილი და პერიფერიული სისხლის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია (ღეროვანი უჯრედები გროვდება სისხლიდან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისათვის)
თუ პაციენტი წარმოადგენს საკუთარი თავის დონორს, ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 0.5 მილიონი ერთეულიდან (5 მიკროგრამიდან) 1 მილიონ ერთეულამდე (10 მიკროგრამამდე) სხეულის წონის ერთ კილოგრამზე ყოველდღე. აკოფილით მკურნალობა გრძელდება 2 კვირამდე. ექიმი ამოწმებს სისხლის მაჩვენებლებს რეგულარულად, რათა განსაზღვროს ღეროვანი უჯრედების შეგროვების ოპტიმალური დრო.
თუ პაციენტი წარმოადგენს ღეროვანი უჯრედების დონორს სხვისთვის, ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 1 მილიონი ერთეული (10 მიკროგრამი) სხეულის წონის ერთ კილოგრამზე ყოველდღე. აკოფილით მკურნალობა გრძელდება 4-5 დღის განმავლობაში. ექიმი ამოწმებს სისხლის მაჩვენებლებს რეგულარულად, რათა განსაზღვროს ღეროვანი უჯრედების შეგროვების ოპტიმალური დრო.
აკოფილი მიღების წესი
მედიკამენტი გამოიყენება ინტრავენური (I.V.) ინფუზიის (წვეთოვანი ინფუზია) ან კანქვეშა (s.c.), კანის ქვეშ მდებარე ქსოვილში, ინექციის სახით.
თუ პაციენტი კანქვეშ ინექციის სახით იკეთებს მედიკამენტს, ექიმი რეკომენდაციას მისცემს პაციენტს, ისწავლოს კანქვეშა ინექციის გაკეთება. ექიმი ან ექთანი ინსტრუქციებს მისცემს პაციენტს ინექციის გაკეთების წესის შესახებ (აკოფილის ინექციის გაკეთების ინსტრუქცია იხ. ქვემოთ). არ არის რეკომენდებული ინექციის გაკეთება შესაბამისი ტრენინგის გავლის გარეშე. პაციენტისათვის საჭირო ზოგიერთი ინფორმაცია მოცემულია ინსტრუქციის ბოლო ნაწილში, თუმცა დაავადების სათანადო მკურნალობა მოითხოვს ექიმისა და პაციენტის მჭიდრო და მუდმივ თანამშრომლობას.
ინფორმაცია ინექციის გაკეთების შესახებ
ეს პარაგრაფი შეიცავს ინფორმაციის აკოფილის ინექციის გაკეთების ტექნიკის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა არ გაიკეთოს თვითონ ინექცია, სანამ ექიმთან ან ექთანთან არ გაივლის შესაბამის ტრენინგს. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ან აქვს რაიმე კითხვები ინექციის შესახებ, უნდა მიმართოს ექიმს ან ექთანს.
როგორ ხდება აკოფილის ინექცია პაციენტის მიერ
პაციენტმა ინექცია უნდა გაიკეთოს უშუალოდ კანქვეშა ქსოვილში, რასაც ეწოდება კანქვეშა ინექცია. ინექცია უნდა გაკეთდეს ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს.
საჭირო მოწყობილობები
კანქვეშა ინექციის გასაკეთებლად საჭიროა:
აკოფილის წინასწარ შევსებული მზა შპრიცი
სპირტიანი ტამპონი ან სხვა სადეზინფექციო საშუალება
აკოფილის კანქვეშა ინექციის გაკეთებამდე:
ინექციის გაკეთებამდე უნდა შემოწმდეს, რომ შპრიცს უკეთია თავსახური.
აკოფილის მზა შპრიცი გამოღებულ უნდა იქნას მაცივრიდან;
უნდა შემოწმდეს წინასწარ შევსებული მზა შპრიცის ეტიკეტზე არსებული შენახვის ვადა. შპრიცი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ გასულია ეტიკეტზე მითითებული თვის ბოლო დღე ან თუ შპრიცი ინახებოდა მაცივრის გარეთ 15 დღეზე მეტხანს;
აკოფილის ინექცია უნდა შემოწმდეს ვიზუალურად. ის უნდა იყოს გამჭვირვალე და უფერო სითხე და არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ მასში აღინიშნება ნაწილაკები;
მეტი კომფორტისათვის, წინასწარ შევსებული მზა შპრიცი უნდა გათბეს ოთახის ტემპერატურამდე, ამისათვის ის არ უნდა გაკეთდეს მაცივრიდან გამოღების შემდეგ 30 წუთის განმავლობაში ან უნდა გათბეს ხელში რამდენიმე წუთის განმავლობაში. აკოფილის სხვა გზით გათბობა დაუშვებელია (მაგ.: არ შეიძლება მისი გათბობა მიკროტალღურ ღუმელში ან ცხელ წყალში);
საჭიროა ხელების გულმოდგინედ დაბანა;
უნდა მოიძებნოს მოხერხებული, კარგად განათებული ადგილი და საჭირო ნივთები (აკოფილის წინასწარ შევსებული მზა შპრიცი და სპირტიანი ტამპონი) უნდა იყოს ახლოს.
აკოფილის ინექციისათვის მომზადება
აკოფილის ინექციის წინ საჭიროა:
წინასწარ შევსებული მზა შპრიცი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ ის დავარდა მაგარ ზედაპირზე.
ნაბიჯი 1: უნდა შემოწმდეს სისტემის მთლიანობა
უზრუნველყოფილ უნდა იქნას, რომ სისტემა ინტაქტური/დაუზიანებელია. პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ აღინიშნება დაზიანება (შპრიცის ან ნემსის უსაფრთხო თავსახურის გატეხვა) ან კომპონენტების დაკარგვა, და რომ ნემსის უსაფრთხო დამცველი იმყოფება უსაფრთხო პოზიციაში, როგორც ეს გამოსახულია მე-9 სურათზე, რადგან ეს მიუთითებს სისტემის მუშაობაზე. ზოგადად, პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ ის არ შეესაბამება 1-ლ სურათს. ასეთ შემთხვევაში პროდუქტი უნდა იქნას გადაგდებული ბიოსაფრთხისთვის (მჭრელი ნივთებისათვის) განკუთვნილ კონტეინერში.
სურათი 1
ნაბიჯი 2: უნდა მოიხსნას ნემსის თავსახური
უნდა მოიხსნას დამცველობითი თავსახური, როგორც ეს ნაჩვენებია მე-2 სურათზე. ნემსის უსაფრთხო დამცველი დაჭერილ უნდა იქნას ცალ ხელში ნემსის წვერის პაციენტისაგან მოშორებით და დგუშზე ხელის შეხების გარეშე. ნემისის თავსახური უნდა გამოიქაჩოს მეორე ხელით. მისი მოცილების შემდეგ ნემსის თავსახური უნდა იქნას გადაგდებული ბიოსაფრთხისთვის (მჭრელი ნივთებისათვის) განკუთვნილ კონტეინერში;
წინასწარ შევსებულ მზა შპრიცში შეიძლება აღინიშნებოდეს ჰაერის პატარა ბუშტუკები. არ არის საჭირო ჰაერის გამოდევნა ინექციამდე. ჰაერის ბუშტუკებიანი ხსნარის ინექცია უვნებელია;
შპრიცში შეიძლება იყოს უფრო მეტი სითხე, ვიდრე საჭიროა პაციენტისათვის. ასეთ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას შპრიცზე არსებული შკალა, რათა ზუსტად განისაზღვროს ექიმის მიერ დანიშნული აკოფილის დოზა. არასაჭირო სითხის რაოდენობა (მლ) უნდა გამოიდევნოს შპრიციდან დგუშზე ხელის მიჭერით;
ხელახლა უნდა შემოწმდეს, რომ აკოფილის საჭირო დოზაა შპრიცში;
შპრიცი მზადააა გამოყენებისათვის.
სურათი 2
სად უნდა გაკეთდეს ინექცია?
თუ პაციენტი თვითონ იკეთებს ინექციას, ყველაზე ხელსაყრელი ადგილია:
ბარძაყის ზედა ნაწილი
მუცლის არე, გარდა ჭიპის ირგვლივი არისა (იხ. სურ. 3).
სურათი 3
თუ სხვა პირი უკეთებს პაციენტს ინექციას, შეიძლება გამოყენებულ იქნას მკლავის ქვედა არე (იხ. სურათი 4).
სურათი 4
უმჯობესია ინექციის ადგილი შეიცვალოს ყოველი შემდგომი გაკეთებისას, რათა თავიდან იქნას აცილებული მტკივნეულობა ერთსა და იმავე ადგილას განმეორებითი ინექციების დროს.
ნაბიჯი 3: ნემსის გაკეთება
ცალი ხელით უნდა გაკეთდეს კანის პატარა ნაოჭი ინექციის ადგილზე;
მეორე ხელით ნემსი უნდა მოთავსდეს ინექციის ადგილზე დგუშის თავთან ხელის შეხების გარეშე (45-90 გრადუსიანი კუთხე) (იხ. პარგარაფი 6 და 7).
როგორ კეთდება ინექცია?
უნდა მოხდეს ინექციის ადგილის დეზინფექცია სპირტიანი ტამპონის საშუალებით, შემდეგ კანი უნდა მოთავსდეს ცერსა და საჩვენებელ თითს შორის მოჭყლეტვის გარეშე (იხ. სურ. 5);
სურათი 5
წინასწარ შევსებული მზა შპრიცი, ნემსის უსაფრთხო დამცველის გარეშე
ნემსი უნდა ჩაერჭოს კანში მთლიანად, როგორც ეს ნაჩვენები იქნა ექიმის ან ექთნის მიერ (იხ. სურ. 6);
დგუშზე ნელა უნდა მიეჭიროს ხელი, რათა ნემსი არ მოხვდეს სისხლძარღვში. თუ შპრიცში არის სისხლი, ნემსი ამოღებულ უნდა იქნას კანიდან და ინექცია უნდა გაკეთდეს სხვა ადგილას;
კანი თითებს შორის უნდა იყოს მოქცეული, შემდეგ დგუშზე ხელის ნელა და თანაბრად მიჭერით მთლიანი დოზა უნდა შევიდეს კანქვეშ. საჭირო დოზის გაკეთების შემდეგ, დგუშზე აღარ უნდა მოხდეს ზეწოლა. წნევა არ უნდა დაქვეითდეს დგუშში!
უნდა გაკეთდეს მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული დოზა;
სითხის ინექციის შემდეგ, ნემსი ამოღებულ უნდა იქნას კანიდან დგუშზე წნევის შენარჩუნებით და ამის შემდეგ უნდა გათავისუფლდეს კანი თითებიდან;
გამოყენებული შპრიცი უნდა იქნას გადაგდებული შესაბამის კონტეინერში. ერთი შპრიცი გამოიყენება მხოლოდ ერთი ინექციისათვის.
სურათი 6
სურათი 7
წინასწარ შევსებული მზა შპრიცი ნემსის უსაფრთხო დამცველით
ნემსი უნდა ჩაერჭოს კანში მთლიანად, როგორც ეს ნაჩვენები იქნა ექიმის ან ექთნის მიერ;
დგუშზე ნელა უნდა მიეჭიროს ხელი, რათა ნემსი არ მოხვდეს სისხლძარღვში. თუ შპრიცში არის სისხლი, ნემსი ამოღებულ უნდა იქნას კანიდან და ინექცია უნდა გაკეთდეს სხვა ადგილას;
უნდა გაკეთდეს მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული დოზა ქვემოთ მოცემული ინსტრუქციების მიხედვით.
ნაბიჯი-4: ინექცია
ცერა თითი უნდა მოთავსდეს დგუშის თავზე. უნდა მოხდეს დგუშზე ხელის დაჭერა და ინექციის ბოლოს უნდა მოხდეს ძლიერად მიჭერა, რათა შპრიცი მთლიანად დაცარიელდეს შიგთავსისაგან (იხ. სურათი 8). კანი უსაფრთხოდ უნდა იყოს დაჭერილი ინექციის დასრულებამდე.
სურათი 8
ნაბიჯი 5: ნემსის ჩხვლეტისაგან დაცვა
უსაფრთხოების სისტემა აქტიურდება, როცა დგუში მთლიანად შესულია შპრიცში:
შპრიცი ისევ უნდა იყოს ხელში დაჭერილი და ცერა თითი აღებული უნდა იქნას დგუშის თავიდან;
დგუში უნდა ამოძრავდდეს ცერა თითით და ზამბარის შეკუმშვით ნემსი ამოვა ინექციის ადგილიდან ნემსის უსაფრთხო დამცველში (იხ. სურათი 9).
სურათი 9
პაციენტს უნდა ახსოვდეს
რაიმე პრობლემის არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ექთანთან მიმართვა დახმარების ან რჩევისათვის.
გამოყენებული შპრიცების გადაგდება
შპრიცის გამოყენების შემდეგ ნემსის უსაფრთხო დამცველი იცავს ჩხვლეტითი დაზიანებისაგან. არ არის საჭირო განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღება მის გადასაგდებად. შპრიცები გადაგდებულ უნდა იქნას ექიმის, ექთნის ან ფარმაცევტის ინსტრუქციების შესაბამისად
აკოფილის დოზის გადაჭარბებისას
დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან, ექთანთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
აკოფილის დოზის გამოტოვებისას
არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია შემდეგი დოზის მიღების დროის შესახებ.
აკოფილით მკურნალობის შეწყვეტისას
აკოფილის გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი. შეიძლება დაინიშნოს აკოფილით მკურნალობის რამდენიმე კურსი.
დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.
მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თუ მკურნალობის დროს:
პაციენტს აღენიშნება ალერგიული რეაქციის ნიშნები, მათ შორის სისუსტე, არტერიული წნევის დაცემა, სუნთქვის გაძნელება, სახის შეშუპება (ანაფილაქსია), გამონაყარი კანზე, გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება), სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ხორხის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება) და ქოშინი. ჰიპერმგრძნობელობა ხშირია ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში;
პაციენტს აღენიშნება ხველა, ცხელება და ქოშინი. ეს შეიძლება მოზრდილების რესპირატორული დისტრეს სინდრომის (ARDS) ნიშნები იყოს. რესპირატორული დისტრეს სინდრომი არახშირია ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში;
პაციენტს აღენიშნება ტკივილი მუცლის ზედა მარცხენა ნაწილში, ნეკნთა რკალის ქვეშ მარცხნივ ან მხრის ზედა ნაწილში - ეს შეიძლება ელენთის პრობლემების (სპლენომეგალიის ან ელენთის გახეთქვის) შედეგი იყოს;
პაციენტს აღენიშნება მძიმე ხარისხის ქრონიკული ნეიტროპენია და სისხლიანი შარდი (ჰემატურია). ჰემატურიის ან შარდში ცილის არსებობის (პროტეინურიის) შემთხვევაში საჭიროა შარდის ანალიზის რეგულარული შემოწმება;
პაციენტს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები ან გვერდითი მოვლენების კომბინაცია: შეშუპება, რომელიც დაკავშირებულია შარდვის შემცირებასთან, სუნთქვის გაძნელება, მუცლის შეშუპება და შეშუპების შეგრძნება, ზოგადი დაღლილობა. ეს სიმპტომები, ძირითადად, ვითარდება სწრაფად.
ეს შეიძლება იყოს არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) მდგომარეობის, ე.წ. კაპილარული გაჟონვის სინდრომის, სიმპტომები. ამ სინდრომის დროს სისხლის გაჟონვა ხდება კაპილარებიდან მთელ ორგანიზმში და მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:
ცხელება ან შემცივნება, ტაქიკარდია, ცნობიერები დაბინდვა ან დეზორიენტაცი, ქოშინი, ძლიერი ტკივილი ან დისკომფორტი, ცივი და წებოვანი კანი.
ეს შეიძლება სეფსისის (ე.წ. “სისხლის მოწამვლა”) სიმპტომები იყოს. სეფსისი წარმოადგენს მძიმე ინფექციას სისტემური ანთებითი რეაქციით, რომელიც შეიძლება სიოცხლისათვის სახიფათო იყოს და მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმელების დაზიანება (გლომერულონეფრიტი) -თირკმელების დაზიანება აღინიშნა აკოფილით მკურნალობის დროს. საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან, თუ პაციენტს აღენიშნება სახის ან კოჭების შესივება, სისხლიანი ან ყავისფერი შარდი, შარდვის შემცირება.
აკოფილის ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენაა კუნთების ან ძვლების ტკივილი (ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილი), რომელიც იხსნება სტანდარტული ტკივილგამაყუჩებლებით. პაციენტებში, რომლებიც გადიან ღეროვანი უჯრედების ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას, შეიძლება განვითარდეს “ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ დაავადება” (GvHD) - ეს არის დონორი უჯრედების რეაქცია რეციპიენტი პაციენტის წინააღმდეგ; ნიშნები და სიმპტომები მოიცავს ხელისგულებსა და ფეხისგულებზე გამონაყარს, წყლულებს პირის ღრუში, ნაწლავებში, ღვიძლში, კანზე ან თვალებზე, ფილტვებში, საშოსა და სახსრებში. ღეროვანი უჯრედების ჯანმრთელ დონორებში ძალიან ხშირად აღინიშნება სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება (ლეიკოციტოზი) და სისხლის ფირფიტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), რაც იწვევს სისხლის შედედების უნარის დაქვეითებას. ეს მდგომარეობა საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (აღინიშნება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ აკოფილს):
ღებინება
გულისრევა
უჩვეულო თმის ცვენა ან გათხელება (ალოპეცია)
დაღლილობა
საჭმლის მომნელებლი ტრაქტის, პირის ღრუდან სწორ ნაწლავამდე, ლორწოვანი გარსის წყლულები და შეშუპება (ლორწოვანი გარსის ანთება)
თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება, რაც აქვეითებს სისხლის შედედების უნარს (თრომბოციტოპენია)
ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემია)
ცხელება (პირექსია)
თავის ტკივილი
დიარეა
ხშირი გვერდითი მოვლენები (აღინიშნება 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ აკოფილს):
ფილტვების ანთება (ბრონქიტი)
ზედა სასუნთქი გზების ინფექციები
საშარდე გზების ინფექციები
მადის დაქვეითება
ძილის დარღვევები (უძილობა)
თავბრუსხვევა
მგრძნობელობის დაქვეითება, განსაკუთრებით კანის (ჰიპოესთეზია)
ხელებსა და ფეხებში ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება (პარესთეზია)
დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია)
მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)
ხველა
სისხლიანი ხველა (ჰემოფტიზი)
პირისა და ხახის ტკივილი (ოროფარინგეალური ტკივილი)
ცხვირიდან სისხლდენა (ეპისტაქსისი)
ყაბზობა
პირის ღრუს ტკივილი
ღვიძლის გადიდება (ჰეპატომეგალია)
გამონაყარი
კანის სიწითლე (ერითემა)
კუნთების მტკივნეული სპაზმები
ტკივილი შარდვის დროს (დიზურია)
მკერდის არეში ტკივილი
ტკივილი
ზოგადი სისუსტე (ასთენია)
ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება
ხელებისა და ფეხების შეშუპება (პერიფერიული შეშუპება)
ზოგიერთი ფერმენტის აქტივობის მომატება სისხლში
სისხლის ბიოქიმიური ანალიზების ცვლილებები
ინფუზიის შემდგომი რეაქციები
არახშირი გვერდითი მოვლენები (აღინიშნება 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ აკოფილს)
ლეიკოციტების რაოდენობის მომატება (ლეიკოციტოზი)
ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა)
გადანერგილი ძვლის ტვინის მოცილება (“ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ”)
შარდმჟავის რაოდენობის მომატება სისხლში (ჰიპერურიკემია), რომელიც იწვევს პოდაგრას
ღვიძლის დაზიანება, რომელიც გამოწვეულია ღვიძლში წვრილი ვენების ბლოკირებით (ვენო-ოკლუზიური დაავადება)
ფილტვის ფუნქციის დაზიანება, რაც იწვევს ქოშინს (სუნთქვის უკმარისობა)
ფილტვების შეშუპება და/ან სითხე ფილტვებში
პნევმონია (ფილტვების ინტერსტიციალური დაავადება)
ფილტვების რენტგენოლოგიური პათოლოგიური ცვლილებები (ფილტვების ინფილტრაცია)
სისხლდენა ფილტვებიდან (პულმონარული ჰემორაგია)
ფილტვებში ჟანგბადის აბსორბციის ნაკლებობა (ჰიპოქსია)
კანის კვანძოვანი გამონაყარი (მაკულო-პაპულოზური გამონაყარი)
დაავადება, რომლის დროსაც ძვლის სიმკვრივე ქვეითდება, ძვლები ნაკლებად მტკიცეა, მყიფეა და ადვილად ვითარდება მოტეხილობა (ოსტეოპოროზი)
ინექციის ადგილის რეაქციები
იშვიათი გვერდითი მოვლენები (აღინიშნება 10 000-დან 1-ზე მეტ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ აკოფილს)
აორტის ანთება (მსხვილი სისხლძარღვი, რომლითაც სისხლი გულიდან ხვდება მთელ ორგანიზმში), იხ. პარაგრაფი 2
ძვლების, მკერდის, ნაწლავების ან სახსრების ძლიერი ტკივილი (ნამგლისებრი უჯრედების კრიზისი)
სიცოცხლისათვის სახიფათო უეცრად განვითარებული ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია)
პოდაგრის მსგავსი სახსრების ტკივილი და შეშუპება (ფსევდოპოდაგრა)
ორგანიზმში სითხის ცვლის დარღვევა, რაც იწვევს შეშუპებას (სითხის მოცულობის დისბალანსი)
კანის სისხლძარღვების ანთება
მუქი ლურჯი, ამობურცული, მტკივნეული წყლულები კიდურებზე და ხანდახან სახესა და კისერზე ცხელებასთან ერთად (სვიტის სინდრომი)
რევმატოიდული ართრიტის გამწვავება
შარდის ცვლილებები
ძვლების სიმკვრივის დაქვეითება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია შეტყობინების სახელმწიფო სისტემის გამოყენებით: სამედიცინო და ბიოლოგიურ პროდუქტთა ფარმაკოუსაფრთოხების დეპარტამენტის სამედიცინო პროდუქტთა რეგისტრაციის ოფისი - l. Jerozolimskie 181C, 02-222 Warszawa, phone: + 48 22 49 21 301, fax: + 48 22 49 21 309, e-mail: [email protected]. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასვე შესაძლებელია სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან.
აკოფილის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება კოლოფსა და წინასწარ შევსებულ მზა შპრიცზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება მაცივარში (2°C - 8°C). არ შეიძლება გაყინვა.
შპრიცი შეიძლება გამოღებულ იქნას მაცივრიდან და დატოვებულ იქნას ოთახის ტემპერატურაზე (არაუმეტეს 25°C-ზე) ერთხელ, მაქსიმუმ 15 დღის განმავლობაში პრეპარატის შენახვის ვადის გასვლამდე. ამის შემდეგ მისი შენახვა მაცივარში დაუშვებელია და ის უნდა იქნას გადაგდებული.
წინასწარ შევსებული მზა შპრიცი ინახება კოლოფში სინათლისაგან დასაცავად.
დაუშვებელია აკოფილის გამოყენება, თუ სითხე არის შემღვრეული, შეცვლილი აქვს ფერი ან მასში აღინიშნება ნაწილაკები.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს აკოფილი
აქტიური ნივთიერებაა ფილგრასტიმი. თითოეული წინასწარ შევსებული მზა შპრიცი შეიცავს 48 მლნ ერთეულ (480 მიკროგრამ) ფილგრასტიმს 0.5 მლ-ში, რომელიც შეესაბამება 0.96 მგ/მლ-ს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ძმარმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, სორბიტოლი (E420), პოლისორბატი 80 და საინექციო წყალი.
აკოფილის ფორმა და შეფუთვა
აკოფილი არის გამჭვირვალე, უფერო, საინექციო ან საინფუზიო ხსნარი, რომელიც მოთავსებულია წინასწარ შევსებულ მზა შპრიცში საინექციო ნემსით, შპრიცზე აღნიშნულია ნიშნულები 1/40, 0.1 მლ-დან 1-მლ-მდე.
თითოეული წინასწარ შევსებული მზა შპრიცი შეიცავს 0.5 მლ ხსნარს.
კოლოფში მოთავსებულია 1, 3, 5, 7 და 10 აკოფილის წინასწარ შევსებული მზა შპრიცი მაზე დამაგრებული ნემსის უსაფრთხო დამცველით ან მის გარეშე და სპირტიანი ტამპონებით
ყველა შეფუთვა სარეალიზაციოდ შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Accord Healthcare S.L.U.
World Trade Center, Moll de Barcelona, s/n,
Edifici Est 6ª planta,
08039 Barcelona,
Spain
აკორდ ჰელსქეა ს.ლ.უ.
მსოფლიო სავაჭრო ცენტრი, ბარსელონა მოლი, ს/ნ,
ედიფიცი ესტ 6ა პლანტა,
08039 ბარსელონა,
ესპანეთი
მწარმოებელი Accord Healthcare Polska Sp.z o.o.,
ul. Lutomierska 50, 95-200 Pabianice, Poland
აკორდ ჰელსქეა პოლსკა სპ.ზ.ო.ო
ლუტომიერსკას ქ. 50, 95-200 პაბიანიცე, პოლონეთი
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: ივნისი, 2022
ინფორმაციის დამატებითი წყაროები
ამ პრეპარატზე დეტალური ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია ევროპის წამლების სააგენტოს ვებ-გვერდზე:
www.ema.europa.eu
- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო ან ჯანმრთელობის დაცვის სფეროს სპეციალისტებისათვის:
აკოფილი არ შეიცავს კონსერვანტებს. მიკრობებით შესაძლო დაბინძურების რისკის გამო აკოფილის შპრიცები არის მხოლოდ ერთჯერადი გამოყენების.
შემთხვევით ყინვის ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ მოხვედრა 48 საათამდე არ მოქმედებს აკოფილის სტაბილურობაზე. დაუშვებელია აკოფილის გამოყენება, თუ ის ამ ტემპერატურაზე იმყოფება 48 საათზე მეტხანს ან გაყინულ იქნა ერთხელ მაინც.
გრანულოციტების კოლონიამასტიმულირებელი ფაქტორების ეფექტზე დაკვირვების გასაუმჯობესებლად პროდუქტის სახელწოდება (აკოფილი) და გამოყენებული პროდუქტის სერიული ნომერი ჩაწერილ უნდა იქნას პაციენტის ავადმყოფობის ისტორიაში.
აკოფილი არ უნდა განზავდეს ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში. ეს სამკურნალო პროდუქტი არ უნდა შეერიოს სხვა სამკურნალო პროდუქტებს, გარდა იმ ნივთიერებებისა, რომლებიც მოცემულია ქვემოთ, რადგან განზავებული ფილგრასტიმი შეიძლება დაილექოს მინის ან პლასტიკის ჭურჭელში.
საჭიროების შემთხვევაში აკოფილი შეიძლება განზავდეს 5%-იან გლუკოზის ხსნარში. არ არის რეკომენდებული განზავება საბოლოო კონცენტრაციით ნაკლები, ვიდრე 0.2 მლნ ერთეული (2 მგ) მლ-ში.
გამოყენებამდე ხსნარი უნდა შემოწმდეს ვიზუალურად. გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი ნაწილაკების გარეშე.
პაციენტებისათვის, რომლებიც მკურნალობენ განზავებული ფილგრასტიმით, კონცენტრაციით ნაკლები ვიდრე 1.5 მლნ ერთეული (15 მკგ) მლ-ში, უნდა დაემატოს ადამიანის შრატის ალბუმინი (აშა) საბოლოო კონცენტრაციამდე 2 მგ/მლ. მაგალითად: ინექციის საბოლოო მოცულობა 20 მლ, ფილგრასტიმის საერთო დოზით, ნაკლები ვიდრე 30 მლნ ერთეული (300 მკგ), უნდა გაკეთდეს 0.2 მლ 200 მგ/მლ (20%-იანი) ადამინის ალბუმინის ხსნარის დამატებით.
5%-იანი გლუკოზის ხსნარში განზავებისას აკოფილი თავსებადია მინისა და სხვადასხვა პლასტიკურ ჭურჭელთან, მათ შორის პოლივინილქლორიდის, პოლიოლეფინის (პოლიპროპილენისა და პოლიეთილენის კოპოლიმერის) და პოლიპროპილენის ნაწარმთან.
განზავების შემდეგ:
განზავების შემდეგ: განზავებული საინფუზიო ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნარჩუნდება 30 საათის განმავლობაში 25°C ± 2°C ტემპერატურაზე. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას მაშინათვე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი შენახვის დრო და პირობები წარმოადგენს მომხმარებლის პასუხისმგებლობას და არ უნდა აღემატებოდეს 30 საათს 25°C ± 2°C ტემპერატურაზე შეანხვისას, თუ განზავება მოხდა კონტროლირებულ და ვალიდურ ასეპტიკურ პირობებში.
წინასწარ შევსებული მზა შპრიცის, უსაფრთხო დამცველის მქონე ნემსით, გამოყენება
ნემსის უსაფრთხო დამცველი ფარავს ნემსს ინექციის შემდეგ და იცავს პაციენტს ნემსით ჩხვლეტისაგან. ის არ მოქმედებს შპრიცის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. დგუშს ნელა უნდა მიეჭიროს ხელი, სანამ მთლიანი დოზა არ შევა და შემდეგ დგუშზე აღარ უნდა მოხდეს ზეწოლა. სანამ დგუშში შენარჩუნებულია წნევა, შპრიცი ამოღებულ უნდა იქნას. უსაფრთხო დამცველი დაეხურება ნემსს დგუშზე ხელის გაშვების შემდეგ.
წინასწარ შევსებული მზა შპრიცის, უსაფრთხო დაცვმელის გარეშე ნემსით, გამოყენება
დოზის შეყვანა უნდა მოხდეს სტანდარტული პროტოკოლის მიხედვით.
არ უნდა იქნას გამოყენებული წინასწარ შევსებული მზა შპრიცი, თუ ის დავარდა მაგარ ზედაპირზე.
უტილიზაცია
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი ნივთიერება განადგურებულ უნდა იქნას ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.