ნაპროქსენი-500
NAPROXEN-500
ნაპროქსენი-500 შეიცავს სამკურნალო საშუალებას, რომელსაც ნაპროქსენი ეწოდება. იგი არის „ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი“. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ნაპროქსენი (naproxen)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ ტაბლეტი №50 (5X10)
- მწარმოებელი
- DRUG INTERNATIONAL LTD. (UNIT-3), ბანგლადეში
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
- ATC კოდი
- M01AE02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034980
- რეგისტრირებულია
- 15 აპრილი 2022, მოქმედებს 15 აპრილი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- DRUG INTERNATIONAL LTD. (UNIT-3) (ბანგლადეში)
- განმცხადებელი
- შპს „ინტერ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ნაპროქსენი-500 — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ნაპროქსენი-500 შეიცავს სამკურნალო საშუალებას, რომელსაც ნაპროქსენი ეწოდება. იგი არის „ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი“.
ნაპროქსენი-500 ამცირებს ტკივილს, შეშუპებას, სიწითლეს და სიცხეს (ანთებას) და გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი დაავადებების დროს:
კუნთების, სახსრებისა და მყესების პრობლემები, როგორიცაა დეფორმაციები, პოდაგრა, მაანკილოზებელი სპონდილიტი (კისრისა და ზურგის ტკივილი და შებოჭილობა) ან ართრიტი.
ქალებში პერიოდული ტკივილის დროს.
იგი ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას რევმატოიდული ართრიტის დროს 5 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ნაპროქსენი-500 ზუსტად ისე, როგორც გირჩიათ ექიმმა. ნაპროქსენი-500-ის მსგავსმა პრეპარატებმა შეიძლება მცირე ხარისხით გაზარდოს გულის შეტევის ან ინსულტის განვითარების რისკი. ნებისმიერი რისკი უფრო სავარაუდოა მაღალი დოზების გამოყენებისას და ხანგრძლივი მკურნალობის დროს. არ მიიღოთ რეკომენდებულზე მაღალი დოზები და არ გადააჭარბოთ მკურნალობის ხანგრძლივობას. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენების წესი:
ნაპროქსენის ტაბლეტები მიიღება მთლიანად, დაუღეჭავად, ერთი ჭიქა წყლის მიყოლებით, ჭამის დროს ან მის შემდეგ. მიიღეთ ტაბლეტები ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს.
ნაპროქსენის გამოყენებისას უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ იღებთ საკმარისი რაოდენობის სითხეს (კარგად ჰიდრატირებული). ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ თირკმლის პრობლემები.
ნაპროქსენის მკურნალობის პერიოდში ექიმი გადაამოწმებს თქვენს მდგომარეობას, შეამოწმებს, რამდენად სწორად გაქვთ დანიშნული დოზა და ხომ არ განვითარდა გვერდითი მოვლენები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხანდაზმულ ასაკში.
რეკომენდებული დოზები:
მოზრდილები
კუნთების, სახსრების ან მყესების პრობლემების და მენსტრუალური ტკივილის დროს
ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 500 მგ, შემდეგ მიიღება ერთი 250 მგ ტაბლეტი ყოველ 6-8 საათში, საჭიროების მიხედვით.
ართრიტი და მაანკილოზებელი სპონდილიტი
ჩვეულებრივი დოზაა 500 მგ-დან 1000 მგ-მდე. დოზის მიღება შესაძლებელია ერთჯერადად ან შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაყოფა და 2-ჯერ დღეში მიღება.
პოდაგრა
ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 750 მგ, შემდეგ მიიღება ერთი 250 მგ ტაბლეტი ყოველ 8 საათში, საჭიროების მიხედვით.
ხანდაზმულები, ღვიძლისა და თირკმელის დაავადებების მქონე პაციენტები
ექიმი შეარჩვეს თქვენზე მორგებულ დოზას, რომელიც ჩვეულებრივ უფრო დაბალი იქნება ვიდრე სხვა მოზრდილებში.
5 წელზე მეტი ასაკის ბავშვები
რევმატოიდული ართრიტი
ჩვეულებრივი დოზაა 10 მგ ერთ კილოგრამ სხეულის მასაზე დღეში. მთლიანი სადღეღამისო დოზა ორ დოზად იყოფა და მიიღება 12 საათიანი ინტერვალით.
თუ თქვენ მიიღეთ იმაზე მეტი ნაპროქსენის ტაბლეტებს, ვიდრე საჭიროა
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ნაპროქსენის ტაბლეტები, დაუკავშირდით ექიმს ან სასწრაფოდ მიმართეთ საავადმყოფოს. თან იქონიეთ წამლის შეფუთვა.
თუ დაგავიწყდათ ნაპროქსენის ტაბლეტების მიღება
თუ გამოტოვეთ დოზა, მიღება გააგრძელეთ ექიმის დანიშნულების შესაბამისად. არ მიიღოთ ნაპროქსენის ტაბლეტების ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ნაპროქსენის ან ნაპროქსენი-500-ის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში)
თუ ხართ ალერგიული ან ოდესმე გქონიათ რეაქცია ასპირინზე ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატზე, როგორიცაა იბუპროფენი, დიკლოფენაკი ან მელოქსიკამი
თუ გაქვთ კუჭის წყლული ან თუ ხშირად გქონიათ კუჭის წყლული
თუ გაქვთ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (წვრილი ნაწლავის საწყისი ნაწილი) ან თუ ხშირად გქონიათ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული
თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლების სერიოზული დაავადება
თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღებისას
თუ ხართ 6 თვეზე მეტი ორსული ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს (იხილეთ ნაწილი 2 „ორსულობა და ძუძუთი კვება“)
თუ გაქვთ გულის მძიმე უკმარისობა.
ნუ მიიღებთ ნაპროქსენს, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი თქვენ გიკავშირდებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, ნაპროქსენის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
ნაპროქსენი-500-ის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
გაქვთ გულის პრობლემები, ადრე გქონდათ ინსულტი ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ამ მდგომარეობის რისკის ფაქტორები გაქვთ (მაგალითად, თუ გაქვთ მაღალი წნევა, დიაბეტი ან მაღალი ქოლესტერინი ან ხართ მწეველი)
გაქვთ პრობლემები სისხლის შედედების მხრივ.
წარსულში გქონიათ ასთმა ან ალერგია (როგორიცაა ჭინჭრის ციება) ან სახის, ტუჩების, თვალების ან ენის შეშუპება.
გაქვთ სისუსტის შეგრძნება (შეიძლება ავადმყოფობის გამო) ან ხანდაზმული ხართ.
გაქვთ სიმსივნური წარმონაქმნი (პოლიპები) ცხვირში ან ხშირად აცემინებთ ან გაქვთ სურდო, გაჭედილი გაქვთ ცხვირი ან გექავებათ ცხვირი (რინიტი).
გაქვთ სისხლძარღვების (არტერიების) პრობლემები თქვენი სხეულის რომელიმე ნაწილში. გაქვთ ლოკალიზებული შეშუპება, მაღალი წნევა ან გულის უკმარისობა.
მომატებული გაქვთ ცხიმის (ლიპიდების) შემცველობა სისხლში (ჰიპერლიპიდემია)
გაქვთ თირკმლების ან ღვიძლის პრობლემები.
გაქვთ აუტოიმუნური დაავადება, როგორიცაა „სისტემური წითელი მგლურა“, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, გამონაყარს კანზე და ცხელებას.
გაქვთ კოლიტი ან კრონის დაავადება, რომლის სიმპტომებია ნაწლავის ანთება, ნაწლავის ტკივილი, დიარეა, ღებინება და წონის დაკლება.
თუ ხანდაზმული ხართ, შესაძლოა გაიზარდოს გვერდითი ეფექტების რისკი. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაწუხებთ რაიმე უჩვეულო სიმპტომი კუჭის ან ნაწლავების მხრივ.
თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ, ან თუ არ ხართ დარწმუნებული, ნაპროქსენი-500-ის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახან იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტო და მცენარეულ მედიკამენტებს. კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ:
ტკივილგამაყუჩებლებს, როგორიცაა ასპირინი, იბუპროფენი, დიკლოფენაკი და პარაცეტამოლი.
მედიკამენტებს, რომლებიც აფერხებს სისხლის შედედებას, როგორიცაა ასპირინი/აცეტილსალიცილის მჟავა, ვარფარინი, ჰეპარინი, კლოპიდოგრელი ან ტიკლოპიდინი.
დიურეზულ საშუალებებს (შარმდენებს), როგორიცაა ფუროსემიდი
მაღალი წნევის სამკურნალო საშუალებებს, როგორიცაა პროპრანოლოლი, ენალაპრილი, ცილაზაპრილი
„საგულე გლიკოზიდებს“, რომლებიც გამოიყენება გულის პრობლემების სამკურნალოდ, მათ შორის დიგოქსინი
სტეროიდებს, რომლებიც გამოიყენება შეშუპებისა და ანთების სამკურნალოდ, მათ შორის ჰიდროკორტიზონი, პრედნიზოლონი და დექსამეტაზონი.
პრობენეციდს - პოდაგრას სამკურნალო საშუალებას.
გარკვეულ მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ, მათ შორის ლითიუმი ან სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (SSRIs), მათ შორის ფლუოქსეტინი ან ციტალოპრამი.
ეპილეფსიის სამკურნალო სასუალებები, როგორიცაა ფენიტოინი და ჰიდანტოინი.
„აგფ-ის ინჰიბიტორებს“ ან ნებისმიერ სხვა მედიკამენტს მაღალი წნევის დროს, მათ შორის ცილაზაპრილი, ენალაპრილი ან პროპრანოლოლი.
სულფონამიდური მედიკამენტები, როგორიცაა ჰიდროქლორთიაზიდი, აცეტაზოლამიდი, ინდაპამიდი და სულფონამიდი, - ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ინფექციების მკურნალობის დროს.
„ქინოლონური ანტიბიოტიკი“, რომელიც გამოიყენება ინფექციების მკურნალობისას, მათ შორის ციპროფლოქსაცინი ან მოქსიფლოქსაცინი.
სულფონილშარდოვანას (შაქრიანი დიაბეტის დროს), როგორიცაა გლიმეპირიდი ან გლიპიზიდი.
ანგიოტენზინ-II რეცეპტორის ანტაგონისტი, როგორიცაა კანდესარტანი, ეპროსარტანი ან ლოზარტანი.
ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი, - მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ოპერაციის შემდეგ ტრანსპლანტანტის უარყოფის თავიდან ასაცილებლად.
მეთოტრექსატი, რომელიც გამოიყენება კანის დაავადებების, რევმატოიდული ართრიტისა და კიბოს მკურნალობისას.
კოლესტირამინი, რომელიც გამოიყენება ქოლესტერინის დონის შესამცირებლად.
ზიდოვუდინი, რომელიც გამოიყენება შიდსის და აივ ინფექციების მკრნალობისას.
მიფეპრისტონი, რომელიც გამოიყენება ორსულობის შეწყვეტის მიზნით ან მშობიარობის გამოცაწვევად ბავშვის გარდაცვალებისას.
თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენ გიკავშირდებათ ან თუ არ ხართ დარწმუნებული, ნაპროქსენი-500-ის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ მიიღოთ ნაპროქსენი ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს.
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ნაპროქსენმა შეიძლება გაართულოს დაორსულება. უნდა აცნობოთ ექიმს, თუ გეგმავთ დაორსულებას ან თუ გაქვთ დაორსულების პრობლემა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ნაპროქსენმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, მხედველობისა და წონასწორობის დარღვევები, დეპრესია ან პრობლემები ძილის მხრივ. ამ სიმპტომების გავითარებისას გაესაუბრეთ ექიმს, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ ხელსაწყოები ან მექანიზმები.
გვერდითი მოვლენები
ყველა წამლის მსგავსად, ნაპროქსენმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ზოგიერთ პაციენტში.
ნაპროქსენის მსგავსი პრეპარატების გამოყენება შეიძლება ასოცირებული იყოს გულის შეტევების („მიოკარდიუმის ინფარქტი“) ან ინსულტის გაზრდილ რისკთან.
სერიოზული გვერდითი მოვლენები:
შეწყვიტეთ ნაპროქსენის მიღება და დაუყონებლივ აცნობე ექიმს, თუ განვითარდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:
ალერგიული რეაქციები:
ყელის, სახის, ხელების ან ფეხების უეცარი შეშუპება.
სუნთქვის გაძნელება, შებოჭილობა გულმკერდის არეში.
გამონაყარი კანზე, ბუშტუკები ან ქავილი.
სერიოზული პრობლემები კუჭის ან ნაწლავების მხრივ:
სისხლდენა კუჭიდან, როდესაც ამონაღებ მასაში არის სისხლი ან ყავის ნალექის მსგავსი ნაფლეთები.
სისხლდენა უკანა ტანიდან (ანუსი), შავი წებოვანი ფეკალიების (განავალი) სახით ან სისხლიანი დიარეა.
კუჭში ან ნაწლავში წარმოქმნილი წყლულები ან პერფორაციები, რომლებიც აღიქმება როგორც კუჭის აშლილობა, კუჭის ტკივილი, ცხელება, გულისრევის შეგრძნება ან ღებინება.
პანკრეასის პრობლემები, რომელიც აღიქმება როგორც მუცლის ძლიერი ტკივილი, რომელიც ვრცელდება ზურგზე.
წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავებს, რომელიც გამოხატულია ტკივილით, დიარეით, ღებინებით და წონის დაკლებით.
ძლიერი გამონაყარი კანზე:
ძლიერი გამონაყარი, რომელიც სწრაფად ვითარდება, ბუშტუკების ან კანის აქერცლის სახით, შესაძლოა ბუშტუკების წარმოქმნა პირში, ყელში ან თვალებზე. შეიძლება ასევე განვითარდეს ცხელება, თავის ტკივილი, ხველა და სხეულში მტვრევის შეგრძნება.
მზის სხივების ზემოქმედებისას კანზე ბუშტუკების წარმოქმნა (კანის გვიანი პორფირია), ყველაზე მეტად მკლავებზე, სახესა და ხელებზე.
ღვიძლის პრობლემები:
კანის ან თვალის სკლერის გაყვითლება (სიყვითლე).
დაღლილობის შეგრძნება, მადის დაკარგვა, გულისრევის შეგრძნება ან ღებინება და გაუფერულებული განავალი (ჰეპატიტი).
გადახრები სისხლის ანალიზში.
გულის შეტევა:
გულმკერდის ტკივილი, რომელიც შეიძლება გავრცელდეს კისერზე, მხრებზე და მარცხენა მკლავზე.
ინსულტი:
კუნთების სისუსტე და დაბუჟება, რომელიც შეიძლება იყოს მხოლოდ სხეულის ერთ მხარეს.
უეცრად განვითარებული ყნოსვის, გემოს, სმენის, მხედველობის დარღვევები ან ცნობიერების არევა.
მენინგიტი:
ცხელება, გულისრევის შეგრძნება ან ღებინება, კისრის დაჭიმულობა, თავის ტკივილი, მგრძნობელობა კაშკაშა სინათლის მიმართ და ცნობიერების არევა. მოსალოდნელია აუტოიმუნური დაავადებების მქონე პირებში, მაგ., „სისტემური წითელი მგლურას“ დროს.
თუ შეამჩნევთ ზემოთ აღწერილ სერიოზულ გვერდით მოვლენებს, შეწყვიტეთ ნაპროქსენის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:
გულძმარვა, საჭმლის მონელების დარღვევა, ყაბზობა, კუჭის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება ან ღებინება, ნაწლავებში აირების წარმოქმნა.
სისხლის პრობლემები, როგორიცაა ანემია ან სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილება.
სისხლში კალიუმის მაღალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევა.
დაძინების გაძნელება ან სიზმრების ხასიათის ცვლილება.
დეპრესია.
ცნობიერების არევა ან არარსებული ვიზუალური და სმენითი შეგრძნებები (ჰალუცინაციები).
თავის ტკივილი.
გულყრები ან კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, მსუბუქი თავბრუსხვევა ან ძილიანობა.
ჩხვლეტის და წიწკვნის ან დაბუჟების შეგრძნება ხელებსა და ფეხებში.
მეხსიერების ან ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები.
მხედველობის ცვლილება, თვალის ტკივილი.
სმენის ცვლილებები, მათ შორის ყურებში შუილი (ტინიტუსი) და სმენის დაქვეითება.
თავბრუსხვევა, რომელიც იწვევს წონასწორობის პრობლემებს.
ხელების, ტერფების ან ფეხების შეშუპება (ედემა), რასაც შეიძლება თან ახლდეს გულმკერდის ტკივილი, დაღლილობა, ქოშინი (გულის უკმარისობა).
გულის ფრიალის შეგრძნება (პალპიტაცია), გულისცემის შემცირება ან მაღალი არტერიული წნევა.
სისხლის მიმოქცევასთან ან სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს დაღლილობას, ქოშინს, სისუსტის შეგრძნებას, ზოგადი ტკივილს.
სუნთქვის გაძნელება, მათ შორის ქოშინი, ხიხინი ან ხველა.
პნევმონია ან ფილტვების შეშუპება.
სისხლჩაქცევები, ქავილი, ოფლიანობა, კანის მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ ან თმის ცვენა.
სისხლი შარდში ან თირკმლების პრობლემები.
წყურვილის შეგრძნება, ცხელება, დაღლილობის შეგრძნება ან ზოგადი სისუსტე.
პირის ღრუს ტკივილი ან წყლულები პირის ღრუში.
კუნთების ტკივილი ან სისუსტე.
ქალების დაორსულების პრობლემა.
„სისტემური წითელი მგლურა“ (SLE). სიმპტომებია ცხელება, გამონაყარი, თირკმლის პრობლემები და სახსრების ტკივილი.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, მათ შორის იმ გვერდითთ ეფექტებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მეტი ინფორმაცია მოპოვებაში ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ.
შემადგენლობა
ნაპროქსენი-500-ის აქტიური ნივთიერებაა ნაპროქსენი.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ნაპროქსენს.
ტაბლეტების სხვა ინგრედიენტებია პრეჟელატინიზებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი-K 30, სიმინდის სახამებელი, საღებავი Orange Red, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, კროსპოვიდონი, ნატრიუმის ლაურილსულფატი.
ნაპროქსენი-500-ის აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი
ნაპროქსენი-500 არის ღია ნარინჯისფერი, ცილინდრის ფორმის ტაბლეტები, რომლებსაც ერთ მხარეს აქვს ამოტვიფრულია მონოგრამა DIL, ხოლო მეორე მხარეს აქვს გამყოფი ნიშანი.
ნაპროქსენი-500 ტაბლეტები შეფუთულია ბლისტერში.
10 ტაბლეტი ალუ/პვქ ბლისტერში, 5 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ ადგილას, არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე. მოარიდეთ მზის სინათლეს.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ნაპროქსენი-500 შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება თვის ბოლო დღეზე.
არ გადააგდოთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერტად. ფარმაცევტი გირჩევთ, როგორ გაანადგუროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ნაპროქსენი-500
NAPROXEN BP 500 მგ
გამოყენების ინსტრუქცია / პაციენტის საინფორმაციო ფურცელი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან იგი თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს სამკურნალო საშუალება განკუთვნილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები იგივეა, რაც თქვენი.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
რა წერია ამ ფურცელ-ჩანართში:
- რა არის ნაპროქსენი-500 და რისთვის გამოიყენება იგი
- რა უნდა იცოდეთ ნაპროქსენი-500-ის გამოყენებამდე
- როგორ მივიღოთ ნაპროქსენი-500
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება ნაპროქსენი-500
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
- რა არის ნაპროქსენი-500 და რისთვის გამოიყენება იგი
ნაპროქსენი-500 შეიცავს სამკურნალო საშუალებას, რომელსაც ნაპროქსენი ეწოდება. იგი არის „ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი“.
ნაპროქსენი-500 ამცირებს ტკივილს, შეშუპებას, სიწითლეს და სიცხეს (ანთებას) და გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი დაავადებების დროს:
კუნთების, სახსრებისა და მყესების პრობლემები, როგორიცაა დეფორმაციები, პოდაგრა, მაანკილოზებელი სპონდილიტი (კისრისა და ზურგის ტკივილი და შებოჭილობა) ან ართრიტი.
ქალებში პერიოდული ტკივილის დროს.
იგი ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას რევმატოიდული ართრიტის დროს 5 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში.
- რა უნდა იცოდეთ ნაპროქსენი-500-ის გამოყენებამდე
არ მიიღოთ ნაპროქსენი-500
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ნაპროქსენის ან ნაპროქსენი-500-ის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში)
თუ ხართ ალერგიული ან ოდესმე გქონიათ რეაქცია ასპირინზე ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატზე, როგორიცაა იბუპროფენი, დიკლოფენაკი ან მელოქსიკამი
თუ გაქვთ კუჭის წყლული ან თუ ხშირად გქონიათ კუჭის წყლული
თუ გაქვთ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (წვრილი ნაწლავის საწყისი ნაწილი) ან თუ ხშირად გქონიათ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული
თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლების სერიოზული დაავადება
თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღებისას
თუ ხართ 6 თვეზე მეტი ორსული ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს (იხილეთ ნაწილი 2 „ორსულობა და ძუძუთი კვება“)
თუ გაქვთ გულის მძიმე უკმარისობა.
ნუ მიიღებთ ნაპროქსენს, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი თქვენ გიკავშირდებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, ნაპროქსენის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
ნაპროქსენი-500-ის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
გაქვთ გულის პრობლემები, ადრე გქონდათ ინსულტი ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ამ მდგომარეობის რისკის ფაქტორები გაქვთ (მაგალითად, თუ გაქვთ მაღალი წნევა, დიაბეტი ან მაღალი ქოლესტერინი ან ხართ მწეველი)
გაქვთ პრობლემები სისხლის შედედების მხრივ.
წარსულში გქონიათ ასთმა ან ალერგია (როგორიცაა ჭინჭრის ციება) ან სახის, ტუჩების, თვალების ან ენის შეშუპება.
გაქვთ სისუსტის შეგრძნება (შეიძლება ავადმყოფობის გამო) ან ხანდაზმული ხართ.
გაქვთ სიმსივნური წარმონაქმნი (პოლიპები) ცხვირში ან ხშირად აცემინებთ ან გაქვთ სურდო, გაჭედილი გაქვთ ცხვირი ან გექავებათ ცხვირი (რინიტი).
გაქვთ სისხლძარღვების (არტერიების) პრობლემები თქვენი სხეულის რომელიმე ნაწილში. გაქვთ ლოკალიზებული შეშუპება, მაღალი წნევა ან გულის უკმარისობა.
მომატებული გაქვთ ცხიმის (ლიპიდების) შემცველობა სისხლში (ჰიპერლიპიდემია)
გაქვთ თირკმლების ან ღვიძლის პრობლემები.
გაქვთ აუტოიმუნური დაავადება, როგორიცაა „სისტემური წითელი მგლურა“, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, გამონაყარს კანზე და ცხელებას.
გაქვთ კოლიტი ან კრონის დაავადება, რომლის სიმპტომებია ნაწლავის ანთება, ნაწლავის ტკივილი, დიარეა, ღებინება და წონის დაკლება.
თუ ხანდაზმული ხართ, შესაძლოა გაიზარდოს გვერდითი ეფექტების რისკი. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაწუხებთ რაიმე უჩვეულო სიმპტომი კუჭის ან ნაწლავების მხრივ.
თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ, ან თუ არ ხართ დარწმუნებული, ნაპროქსენი-500-ის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ნაპროქსენი ტაბლეტები
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახან იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტო და მცენარეულ მედიკამენტებს. კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ:
ტკივილგამაყუჩებლებს, როგორიცაა ასპირინი, იბუპროფენი, დიკლოფენაკი და პარაცეტამოლი.
მედიკამენტებს, რომლებიც აფერხებს სისხლის შედედებას, როგორიცაა ასპირინი/აცეტილსალიცილის მჟავა, ვარფარინი, ჰეპარინი, კლოპიდოგრელი ან ტიკლოპიდინი.
დიურეზულ საშუალებებს (შარმდენებს), როგორიცაა ფუროსემიდი
მაღალი წნევის სამკურნალო საშუალებებს, როგორიცაა პროპრანოლოლი, ენალაპრილი, ცილაზაპრილი
„საგულე გლიკოზიდებს“, რომლებიც გამოიყენება გულის პრობლემების სამკურნალოდ, მათ შორის დიგოქსინი
სტეროიდებს, რომლებიც გამოიყენება შეშუპებისა და ანთების სამკურნალოდ, მათ შორის ჰიდროკორტიზონი, პრედნიზოლონი და დექსამეტაზონი.
პრობენეციდს - პოდაგრას სამკურნალო საშუალებას.
გარკვეულ მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ, მათ შორის ლითიუმი ან სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (SSRIs), მათ შორის ფლუოქსეტინი ან ციტალოპრამი.
ეპილეფსიის სამკურნალო სასუალებები, როგორიცაა ფენიტოინი და ჰიდანტოინი.
„აგფ-ის ინჰიბიტორებს“ ან ნებისმიერ სხვა მედიკამენტს მაღალი წნევის დროს, მათ შორის ცილაზაპრილი, ენალაპრილი ან პროპრანოლოლი.
სულფონამიდური მედიკამენტები, როგორიცაა ჰიდროქლორთიაზიდი, აცეტაზოლამიდი, ინდაპამიდი და სულფონამიდი, - ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ინფექციების მკურნალობის დროს.
„ქინოლონური ანტიბიოტიკი“, რომელიც გამოიყენება ინფექციების მკურნალობისას, მათ შორის ციპროფლოქსაცინი ან მოქსიფლოქსაცინი.
სულფონილშარდოვანას (შაქრიანი დიაბეტის დროს), როგორიცაა გლიმეპირიდი ან გლიპიზიდი.
ანგიოტენზინ-II რეცეპტორის ანტაგონისტი, როგორიცაა კანდესარტანი, ეპროსარტანი ან ლოზარტანი.
ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი, - მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ოპერაციის შემდეგ ტრანსპლანტანტის უარყოფის თავიდან ასაცილებლად.
მეთოტრექსატი, რომელიც გამოიყენება კანის დაავადებების, რევმატოიდული ართრიტისა და კიბოს მკურნალობისას.
კოლესტირამინი, რომელიც გამოიყენება ქოლესტერინის დონის შესამცირებლად.
ზიდოვუდინი, რომელიც გამოიყენება შიდსის და აივ ინფექციების მკრნალობისას.
მიფეპრისტონი, რომელიც გამოიყენება ორსულობის შეწყვეტის მიზნით ან მშობიარობის გამოცაწვევად ბავშვის გარდაცვალებისას.
თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენ გიკავშირდებათ ან თუ არ ხართ დარწმუნებული, ნაპროქსენი-500-ის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
არ მიიღოთ ნაპროქსენი ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს.
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ნაპროქსენმა შეიძლება გაართულოს დაორსულება. უნდა აცნობოთ ექიმს, თუ გეგმავთ დაორსულებას ან თუ გაქვთ დაორსულების პრობლემა.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ნაპროქსენმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, მხედველობისა და წონასწორობის დარღვევები, დეპრესია ან პრობლემები ძილის მხრივ. ამ სიმპტომების გავითარებისას გაესაუბრეთ ექიმს, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ ხელსაწყოები ან მექანიზმები.
- როგორ მივიღოთ ნაპროქსენი-500
ყოველთვის მიიღეთ ნაპროქსენი-500 ზუსტად ისე, როგორც გირჩიათ ექიმმა. ნაპროქსენი-500-ის მსგავსმა პრეპარატებმა შეიძლება მცირე ხარისხით გაზარდოს გულის შეტევის ან ინსულტის განვითარების რისკი. ნებისმიერი რისკი უფრო სავარაუდოა მაღალი დოზების გამოყენებისას და ხანგრძლივი მკურნალობის დროს. არ მიიღოთ რეკომენდებულზე მაღალი დოზები და არ გადააჭარბოთ მკურნალობის ხანგრძლივობას. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენების წესი:
ნაპროქსენის ტაბლეტები მიიღება მთლიანად, დაუღეჭავად, ერთი ჭიქა წყლის მიყოლებით, ჭამის დროს ან მის შემდეგ. მიიღეთ ტაბლეტები ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს.
ნაპროქსენის გამოყენებისას უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ იღებთ საკმარისი რაოდენობის სითხეს (კარგად ჰიდრატირებული). ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ თირკმლის პრობლემები.
ნაპროქსენის მკურნალობის პერიოდში ექიმი გადაამოწმებს თქვენს მდგომარეობას, შეამოწმებს, რამდენად სწორად გაქვთ დანიშნული დოზა და ხომ არ განვითარდა გვერდითი მოვლენები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხანდაზმულ ასაკში.
რეკომენდებული დოზები:
მოზრდილები
კუნთების, სახსრების ან მყესების პრობლემების და მენსტრუალური ტკივილის დროს
ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 500 მგ, შემდეგ მიიღება ერთი 250 მგ ტაბლეტი ყოველ 6-8 საათში, საჭიროების მიხედვით.
ართრიტი და მაანკილოზებელი სპონდილიტი
ჩვეულებრივი დოზაა 500 მგ-დან 1000 მგ-მდე. დოზის მიღება შესაძლებელია ერთჯერადად ან შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაყოფა და 2-ჯერ დღეში მიღება.
პოდაგრა
ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 750 მგ, შემდეგ მიიღება ერთი 250 მგ ტაბლეტი ყოველ 8 საათში, საჭიროების მიხედვით.
ხანდაზმულები, ღვიძლისა და თირკმელის დაავადებების მქონე პაციენტები
ექიმი შეარჩვეს თქვენზე მორგებულ დოზას, რომელიც ჩვეულებრივ უფრო დაბალი იქნება ვიდრე სხვა მოზრდილებში.
5 წელზე მეტი ასაკის ბავშვები
რევმატოიდული ართრიტი
ჩვეულებრივი დოზაა 10 მგ ერთ კილოგრამ სხეულის მასაზე დღეში. მთლიანი სადღეღამისო დოზა ორ დოზად იყოფა და მიიღება 12 საათიანი ინტერვალით.
თუ თქვენ მიიღეთ იმაზე მეტი ნაპროქსენის ტაბლეტებს, ვიდრე საჭიროა
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ნაპროქსენის ტაბლეტები, დაუკავშირდით ექიმს ან სასწრაფოდ მიმართეთ საავადმყოფოს. თან იქონიეთ წამლის შეფუთვა.
თუ დაგავიწყდათ ნაპროქსენის ტაბლეტების მიღება
თუ გამოტოვეთ დოზა, მიღება გააგრძელეთ ექიმის დანიშნულების შესაბამისად. არ მიიღოთ ნაპროქსენის ტაბლეტების ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა წამლის მსგავსად, ნაპროქსენმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ზოგიერთ პაციენტში.
ნაპროქსენის მსგავსი პრეპარატების გამოყენება შეიძლება ასოცირებული იყოს გულის შეტევების („მიოკარდიუმის ინფარქტი“) ან ინსულტის გაზრდილ რისკთან.
სერიოზული გვერდითი მოვლენები:
შეწყვიტეთ ნაპროქსენის მიღება და დაუყონებლივ აცნობე ექიმს, თუ განვითარდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:
ალერგიული რეაქციები:
ყელის, სახის, ხელების ან ფეხების უეცარი შეშუპება.
სუნთქვის გაძნელება, შებოჭილობა გულმკერდის არეში.
გამონაყარი კანზე, ბუშტუკები ან ქავილი.
სერიოზული პრობლემები კუჭის ან ნაწლავების მხრივ:
სისხლდენა კუჭიდან, როდესაც ამონაღებ მასაში არის სისხლი ან ყავის ნალექის მსგავსი ნაფლეთები.
სისხლდენა უკანა ტანიდან (ანუსი), შავი წებოვანი ფეკალიების (განავალი) სახით ან სისხლიანი დიარეა.
კუჭში ან ნაწლავში წარმოქმნილი წყლულები ან პერფორაციები, რომლებიც აღიქმება როგორც კუჭის აშლილობა, კუჭის ტკივილი, ცხელება, გულისრევის შეგრძნება ან ღებინება.
პანკრეასის პრობლემები, რომელიც აღიქმება როგორც მუცლის ძლიერი ტკივილი, რომელიც ვრცელდება ზურგზე.
წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავებს, რომელიც გამოხატულია ტკივილით, დიარეით, ღებინებით და წონის დაკლებით.
ძლიერი გამონაყარი კანზე:
ძლიერი გამონაყარი, რომელიც სწრაფად ვითარდება, ბუშტუკების ან კანის აქერცლის სახით, შესაძლოა ბუშტუკების წარმოქმნა პირში, ყელში ან თვალებზე. შეიძლება ასევე განვითარდეს ცხელება, თავის ტკივილი, ხველა და სხეულში მტვრევის შეგრძნება.
მზის სხივების ზემოქმედებისას კანზე ბუშტუკების წარმოქმნა (კანის გვიანი პორფირია), ყველაზე მეტად მკლავებზე, სახესა და ხელებზე.
ღვიძლის პრობლემები:
კანის ან თვალის სკლერის გაყვითლება (სიყვითლე).
დაღლილობის შეგრძნება, მადის დაკარგვა, გულისრევის შეგრძნება ან ღებინება და გაუფერულებული განავალი (ჰეპატიტი).
გადახრები სისხლის ანალიზში.
გულის შეტევა:
გულმკერდის ტკივილი, რომელიც შეიძლება გავრცელდეს კისერზე, მხრებზე და მარცხენა მკლავზე.
ინსულტი:
კუნთების სისუსტე და დაბუჟება, რომელიც შეიძლება იყოს მხოლოდ სხეულის ერთ მხარეს.
უეცრად განვითარებული ყნოსვის, გემოს, სმენის, მხედველობის დარღვევები ან ცნობიერების არევა.
მენინგიტი:
ცხელება, გულისრევის შეგრძნება ან ღებინება, კისრის დაჭიმულობა, თავის ტკივილი, მგრძნობელობა კაშკაშა სინათლის მიმართ და ცნობიერების არევა. მოსალოდნელია აუტოიმუნური დაავადებების მქონე პირებში, მაგ., „სისტემური წითელი მგლურას“ დროს.
თუ შეამჩნევთ ზემოთ აღწერილ სერიოზულ გვერდით მოვლენებს, შეწყვიტეთ ნაპროქსენის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:
გულძმარვა, საჭმლის მონელების დარღვევა, ყაბზობა, კუჭის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება ან ღებინება, ნაწლავებში აირების წარმოქმნა.
სისხლის პრობლემები, როგორიცაა ანემია ან სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილება.
სისხლში კალიუმის მაღალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევა.
დაძინების გაძნელება ან სიზმრების ხასიათის ცვლილება.
დეპრესია.
ცნობიერების არევა ან არარსებული ვიზუალური და სმენითი შეგრძნებები (ჰალუცინაციები).
თავის ტკივილი.
გულყრები ან კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, მსუბუქი თავბრუსხვევა ან ძილიანობა.
ჩხვლეტის და წიწკვნის ან დაბუჟების შეგრძნება ხელებსა და ფეხებში.
მეხსიერების ან ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები.
მხედველობის ცვლილება, თვალის ტკივილი.
სმენის ცვლილებები, მათ შორის ყურებში შუილი (ტინიტუსი) და სმენის დაქვეითება.
თავბრუსხვევა, რომელიც იწვევს წონასწორობის პრობლემებს.
ხელების, ტერფების ან ფეხების შეშუპება (ედემა), რასაც შეიძლება თან ახლდეს გულმკერდის ტკივილი, დაღლილობა, ქოშინი (გულის უკმარისობა).
გულის ფრიალის შეგრძნება (პალპიტაცია), გულისცემის შემცირება ან მაღალი არტერიული წნევა.
სისხლის მიმოქცევასთან ან სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს დაღლილობას, ქოშინს, სისუსტის შეგრძნებას, ზოგადი ტკივილს.
სუნთქვის გაძნელება, მათ შორის ქოშინი, ხიხინი ან ხველა.
პნევმონია ან ფილტვების შეშუპება.
სისხლჩაქცევები, ქავილი, ოფლიანობა, კანის მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ ან თმის ცვენა.
სისხლი შარდში ან თირკმლების პრობლემები.
წყურვილის შეგრძნება, ცხელება, დაღლილობის შეგრძნება ან ზოგადი სისუსტე.
პირის ღრუს ტკივილი ან წყლულები პირის ღრუში.
კუნთების ტკივილი ან სისუსტე.
ქალების დაორსულების პრობლემა.
„სისტემური წითელი მგლურა“ (SLE). სიმპტომებია ცხელება, გამონაყარი, თირკმლის პრობლემები და სახსრების ტკივილი.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, მათ შორის იმ გვერდითთ ეფექტებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მეტი ინფორმაცია მოპოვებაში ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ.
- როგორ ინახება ნაპროქსენი-500
ინახება მშრალ ადგილას, არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე. მოარიდეთ მზის სინათლეს.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ნაპროქსენი-500 შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება თვის ბოლო დღეზე.
არ გადააგდოთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერტად. ფარმაცევტი გირჩევთ, როგორ გაანადგუროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ნაპროქსენი-500
ნაპროქსენი-500-ის აქტიური ნივთიერებაა ნაპროქსენი.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ნაპროქსენს.
ტაბლეტების სხვა ინგრედიენტებია პრეჟელატინიზებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი-K 30, სიმინდის სახამებელი, საღებავი Orange Red, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, კროსპოვიდონი, ნატრიუმის ლაურილსულფატი.
ნაპროქსენი-500-ის აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი
ნაპროქსენი-500 არის ღია ნარინჯისფერი, ცილინდრის ფორმის ტაბლეტები, რომლებსაც ერთ მხარეს აქვს ამოტვიფრულია მონოგრამა DIL, ხოლო მეორე მხარეს აქვს გამყოფი ნიშანი.
ნაპროქსენი-500 ტაბლეტები შეფუთულია ბლისტერში.
10 ტაბლეტი ალუ/პვქ ბლისტერში, 5 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
DRUG INTERNATIONAL LIMTED (UNIT-3)
31/1, სატრონგ როუდი, გოპალპური, ტონგი I/A, გაზიპური, ბანგლადეში
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


