მიდაზოლამი სერაკლინიკსი
MIDAZOLAM SERRACLINICS
მიდაზოლამი სერაკლინიკსი წარმოდგენილია საინექციო ხსნარის სახით ამპულებში. თითოეული შეფუთვა შეიცავს 5 ამპულას. მიდაზოლამი სერაკლინიკსის მოქმედი ნივთიერება არის მიდაზოლამი; ის მიეკუთვნება ბენზოდიაზეპინების ჯგუფს, ე.წ. საძილე (საძილე საშუალება) და სედაციური საშუალებებს (პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ აგზნებადობას). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მიდაზოლამი (midazolam)
- ფორმა და შეფუთვა
- 15მგ/3მლ 3მლ ი.ვ., ი.მ. საინექციო და რექტალურად შესაყვანი ხსნარი ამპულა №50
- მწარმოებელი
- Laboratorios Serra Pamies, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- I ჯგუფი, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოლეფსური საშუალებები, ბენზოდიაზეპინის წარმოებულები
- ATC კოდი
- N05CD08
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-025158
- რეგისტრირებულია
- 8 მაისი 2018, მოქმედებს 8 მაისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ნიუ ჯორჯია - 555“
- GMP
- -
მიდაზოლამი სერაკლინიკსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მიდაზოლამი სერაკლინიკსი წარმოდგენილია საინექციო ხსნარის სახით ამპულებში. თითოეული შეფუთვა შეიცავს 5 ამპულას.
მიდაზოლამი სერაკლინიკსის მოქმედი ნივთიერება არის მიდაზოლამი; ის მიეკუთვნება ბენზოდიაზეპინების ჯგუფს, ე.წ. საძილე (საძილე საშუალება) და სედაციური საშუალებებს (პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ აგზნებადობას).
მიდაზოლამი სერაკლინიკსის ჩვენება:
ზრდასრულები:
საძილე საშუალება დიაგნოსტიკური, ან თერაპიული პროცედურები ჩატარებისას და მათ ჩატარებამდე ადგილობრივ ანესთეზიასთან ერთად, ან მის გარეშე
ანესთეზია
პრემედიკაცია ანესთეზიის შეყვანამდე
ანესთეზიის შეყვანა
სედაციური საშუალება კომბინირებული ანესთეზიის დროს.
სედაციური საშუალება ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში (ითგ)
ბავშვები:

მიღების წესი და დოზირება
მიჰყევით მოცემულ ინსტრუქციას, თუ ექიმმა არ მიგითითათ სხვაგვარად. ექიმი მოგცემთ რჩევას მიდაზოლამი სერაკლინიკსით მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ.
დოზირება და მიღების მეთოდი:
მიდაზოლამი სერაკლინიკქსი წარმოადგენს ძლიერ სედაციურ საშუალებას, რომელიც საჭიროებს დოზის კორექციას და ნელ შეყვანას. ექიმი დაარეგულირებს დოზას კლინიკური საჭიროების, ფიზიკური მდგომარეობის, ასაკის, წონის და კომბინაციაში გამოყენებული სხვა პრეპარატების გათვალისწინებით.
მდაზოლამი სერაკლინიკის შეყვანა შესაძლებელია ინტრავენური ბოლუს ინექციით, ინტრავენური ინფუზიით, ინტრამუსკულარული ინექციით და რექტალური გზით.
თუ მიიღეთ მიდაზოლამი სერაკლინიკსის ჭარბი დოზა:
სიმპტომები:
უკუჩვენებები
თუ ხართ ალერგიული მიდაზოლამის ან მიდაზოლამი სერაკლინიკსის რომელიმე სხვა შემადგენელი ნივთიერების მიმართ
თუ ხართ ალერგიული ბენზოდიაზეპინების მიმართ
სედაციური მდგომარეობისას შენარჩუნებული ცნობიერებით, თუ გაქვთ სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ან სუნთქვის ძლიერი დათრგუნვა.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე მიდაზოლამი სერაკლინიკსის გამოყენებისას:
თუ პრეპარატი გამოიყენება:
60 წელზე მეტი ასაკის ზრდასრულებში
პედიატრიულ პაციენტებში, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემის არასტაბილურობით
ქრონიკული დაავადების მქონე, ან დასუსტებულ პაციენტებში, მაგ:
სუნთქვის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტები,
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტები,
გულის შეცვლილი ფუნქციის მქონე პაციენტები,
ღვიძლის გაუარესებული ფუნქციის მქონე პაციენტები,
მიასთენია გრავის მქონე პაციენტები (კუნთების ძლიერი სისუსტე).
ასეთ მაღალი რისკის პაციენტებში საჭიროა დაბალი დოზის დანიშნვნა და მუდმივი მონიტორინგი საციცოცხლო ფუნქციების ცვლილებების ნიშნების გამოსავლენად.
ალკოჰოლიზმის, ან წამლის ბოროტად გამოყენების ისტორიის მქონე პაციენტები.
პრემედიკაციის სახით მიღებისას პრეპარატის გამოყენების საჭიროა პაციენტზე გულმოდგინე დაკვირვება, რადგან ინდივიდთაშორისი მგრძნობელობა განსხვავებულია და შეიძლება გამოვლინდეს დოზის გადაჭარბების სიმპტომები.
ასევე გასათვალისწინებელია შემდეგი ასპექტები, რომლებიც შესაძლოა გამოვლინდნენ ამ პრეპარატით მკურნალობისას:
ტოლერანტობა
მიდაზოლამი სერაკლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ითგ)
ხანგრძლივი სედაციისათვის გამოყენებისას იყო ცნობები ეფექტურობის შემცირების
შესახებ.
დამოკიდებულება

ხანგრძლივი სედაციისათვის გამოყენებისას არსებობს პრეპარატისადმი ფიზიკური
დამოკიდებულების განვითარების შესაძლებლობა. დამოკიდებულების განვითარების
რისკი იზრდება დოზასთან და მკურნალობის ხანგრძლივობასთან ერთად.
მოხსნის სიმპტომები

ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს პრეპარატისადმი ფიზიკური
დამოკიდებულება. ამიტომ მკურნალობის უეცარი შეწყვეტა გამოწვევს მოხსნის
სიმტპომების გამოვლენას. შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: თავის
ტკივილი, მიალგია (კუნთების ტკივილი), შფოთვა, დაძაბულობა, მოუსვენრობა, დაბნეულობა, გაღიზიანებადობა, უძილობა, ხასიათის ცვალებადობა, ჰალუცინაციები და გულყრები. პრეპარატის უეცარი შეწყვეტისას მოხსნის სიმპტომების განვითარების მაღალი რისკის გამო რეკომენდებულია დოზის ეტაპობრივად შემცირება (იხ. ქვემოთ მიდაზოლამი სერაკლინიკის მიღების მეთოდი).
ამნეზია
მიდაზოლამი სერაკლინიკსი იწყვევს ანტეროგრადულ ამნეზიას (მეხსიერების ნაწილობრივი, ან სრული დაკარგვა გონზე მოსვლის შემდეგ; ეს ეფექტი ხშირად სასურველი ეფექტია ისეთ სიტუაციებში, როგორებიცაა ქირურგიული ოპერაციის წინა პროცედურები, თავად ქირურგიული ოპერაცია და დიაგნოსტიკური პროცედურები) და მისი ხანგრძლივობა პირდაპირ კავშირშია მიღებულ დოზაზე. ხანგრძლივმა ამნეზიამ შეიძლება პრობლემა შეუქმნას ამბულატორიულ პაციენტებს, რომლებიც უნდა გაეწერონ ქირურგიული ჩარევის შემდეგ. მიდაზოლამის პარენტერალურად მიღების შემდეგ პაციენტს საავადმყოფოს დატოვება შეუძლია მხოლოდ სხვა პირის თანხლებით.
პარადოქსული რეაქციები
მიდაზოლამი სერაკლინიკსის მიღებისას აღწერილი იყო პარადოქსული ისეთი პარადოქსული მოვლენები, როგორებიცაა აგზნებადობა, უნებლიე მოძრაობები (ტონურ-კლონური გულყრები და კუნთების ტრემორი), ჰიპერაქტივობა, მტრულობა, ბრაზი, აგრესია, პარადოქსული აგზნებადობა (აგზნებადობის შეტევა) და მუქარა და შეურაცხყოფა. ეს რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს მაღალი დოზების მიღებისას, ან ინექციის სწრაფი შეყვანისას. ამგვარი რეაქციები უფრო ხშირად ვლინდება ბავშვებსა და ხანდაზმულებში.
გამოყენება ბავშვებში:
არ არის რეკომენდებული 6 თვემდე ასაკის ბავშვებში გამოყენება სედაციური მდგომარეობისას შენარჩუნებული ცნობიერებით და ანესთეზიის დროს.
მიდაზოლამი სერაკლინიკსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ალკოჰოლურმა საშუალებამ შეიძლება ძალზე გაზარდოს მიდაზოლამი სერაკლინიკსის სედაციური ეფექტი. ამიტომ მიდაზოლამი სერაკლინიკსის მიღებისას საჭიროა ალკოჰოლური სასმელების მიღებისაგან თავის შეკავება.
სიფრთხილის ზომები
ეს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაბამისი სარეანიმაციო მოწყობილობა ხელმისაწვდომია თითოეული პაციენტისათვის, რადგან მიდაზოლამი სერაკლინიკსის ინტრავენურად შეყვანამ შეიძლება დათრგუნოს მიოკარდიუმის შეკუმშვის უნარი (გულის შეკუმშვის შემცირება) და გამოიწვიოს აპნოე (სუნთქვის შეჩერება).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ან ახლო წარსულში იღებდით, სხვა პრეპარატებს ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებების ჩათვლით.
კონკრეტული პრეპარატები ურთიერთქმედებენ მიდაზოლამ სერაკლინიკთან; ასეთ შემთხვევაში საჭიროა დოზის შეცვლა, ან რომელიმე პრეპარატის მიღების შეწყვეტა. აუცილებელია აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ, ან ახლო წარსულში იღებდით რომელიმე შემდეგ პრეპარატს:
იტრაკონაზოლი, ფლუკონაზოლი და კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ)
ვერაპამილი და დილთიაზემი (კალციუმის ანტაგონისტები)
ერითრომიცინი და კლარითრომიცინი (მაკროლიდური ანტიბიოტიკები)
ციმეტიდინი და რანიტიდინე (გამოიყენება კუჭის და თორმეტგოჯა ნაწავის წყლულის სამკურნალოდ)
საქინავირი და პროტეაზას სხვა ინჰიბიტორები (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ (შიდსი))
ცნს-ის დეპრესანტები (ოპოიდები და სხვა ბეზოდიაზეპინები)
ოპოიდები, ფენობარბიტალი და ბენზოდიაზეპინები. ამ პრეპარატების მიდაზოლამი სერაკლინიკთან ერთად გამოყენებისას აუცილებელია განსაკუთრებით სუნთქვის დათრგუნვის მონიტორინგი.
გასათვალისწინებელია დამატებითი სედაციური ეფექტი მიდაზოლამი სერაკლინიკთან ერთად სედაციური საშუალებების გამოყენებისას.
მიდაზოლამი სერაკლინიკის ინტრავენური შეყვანა ამცირებს შესუნთქული საანესთეზიო საშუალების მინიმალურ ალვეოლურ კონცენტრაციას (მაკ), რაც საჭიროა ზოგადი ანესთეზიისათვის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
მიდაზოლამი სერაკლინიკსი არ გამოიყენება ორსულობის დროს გარდა უკიდურესი აუცილებლობისა. მისი გამოყენება არ არის სასურველი საიკეისრო კვეთისას.
ორსულობის ბოლო სტადიაზე ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის დროს მიდაზოლამი სერაკლინიკსის გამოყენებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული რისკი ნაყოფისათვის.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. მეძუძური დედებისათვის მიდაზოლამი სერაკლინიკსის მიღების შემდეგ რეკომენდებულია ძუძუთი კვების 24 საათით შეწყვეტა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სრულ გამოჯანმრთელებამდე არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება, ან იმუშაოთ მექანიზმებთან, რადგან სედაციამ, ამნეზიამ, ყურადღების დაქვეითებამ და კინთების ფუნქციის გაუარესებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ექიმი გირჩევთ, თუ როდის შიძლება ამ მოქმედებების განხორციელება. საავადმყოფოდან გაწერის დროს რეკომენდებულია პაციენტთან იყოს თანმხლები პირი.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად მიდაზოლამი სერაკლინიკსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. მიდაზოლამი სერაკლინიკსის მიღებისას იყო ცნობები შემდეგი რეაქციების შესახებ (ძალიან იშვიათად):
კანის მხრივ: გამონაყარი კაზე (კანის გაწითლება), ჭინჭრის ციება (ალერგია), ქავილი.
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დარღვევები და ფსიქიკური დარღვევები: ძილიანობა და გახანგრძლივებული სედაცია, ყურადღების დაქვეითება, დაბნეულობა, ეიფორია, ჰალუცინაციები, დაღლილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ატაქსია (მოძრაობების არაკოორდინირებულობა), პოსტოპერაციული სედაცია და ანტეროგრადული ამნესია (მისი ხანგრძლივობა პირდაპირ კავშირშია მიღებულ დოზასთან). ანტეროგრადული ამნეზია შეიძლება გაგრძელდეს პროცედურის შემდეგ და იზოლირებულ შემთხვევეში იყო ცნობები ამნეზიის გახანგრძლივების შესახებ.
იყო ცნობები ისეთი პარადოქსული რეაქციების შესახებ, როგორებიცაა აგზნებადობა, უნებლიე მოძრაობები (ტონურ-კლონური გულყრები და კუნთების ტრემორი), ჰიპერაქტივობა, მტრულობა, ბრაზი, აგრესია, პარადოქსული აგზნებადობა და მუქარა და შეურაცხყოფა, განსაკუთრებით ბავშვებსა და ხანდაზმულებში.
გულყრების შესახებ შედარებით ხშირად იყო ცნობები ჩვილებსა და ნაადრევად დაბადებულ ბავშვებში.
მიდაზოლამი სერაკლინიკის თუნდაც თერაპიული დოზების მიღებამ შეიძლება ხელი შეუწყოს პრეპარატისადმი ფიზიკური დამოკიდებულების განვითარებას ინტრავენურად ხანგრძლივი შეწყვანისას; პრეპარატის სწრაფი მოხსნის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს მოხსნის სიმპტომები, მაგ, გულყრები.
დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, სლოკინი, ყაბზობა და პირის სიმშრალე.
კარდიორესპირატორული დარღვევები. სერიოზული კარდიორესპირატორული გვერდითი მოვლენები: სუნთქვის დათრგუნვა, აპნოე (სუნთქვის შეჩერება), სუნთქვის გაჩერება, ან გულის გაჩერება, ჰიპოტენზია, გულის რითმის ცვლილება, ვაზოდილატაციური ეფექტები, დისპნოე (ქოშინი) და ლარინგოსპაზმი. სიცოცხლისათვის სახიფათო მოვლენები უფრო ხშირად ვლინდება 60 წელზე მეტი ასაკის ბაციენტებში და ასევე რომელთაც წარსულში აღენიშნებოდათ სუნთქვის უკმარისობა, ან გულის ფუნქციის გაუარესება, განსაკუთრებით ინექციის სწრაფი შეყვანისას, ან მაღალი დოზების გამოყენების დროს.
ზოგადი დარღვევები. გენერალიზებული ალერგიული რეაქციები. კანის რეაქციები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევა, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსიული შოკი (მძიმე ალერგიული რეაქცია).
რეაქციები გამოყენების ადგილას: ერითემა (სიწითლე) და ტკივილი შეყვანის ადგილას, ცირკულაციის დარღვევა (თრომბოფლებიტი და თრომბოზი).
ისეთი გვერდითი მოვლენების გამოვლენისას, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზა
ძილიანობა, დაბნეულობა, ლეთარგია, კუნთების მოდუნება, ან პარადოქსული აგზნებადობა. ყველაზე მძიმე სიმპტომები მოიცავს არეფლექსიას (ბუნებრივი რებლექსების არარსებობა), ჰიპოტენზიას, კარდიორესპირატორულ უკმარისობას, აპნოეს (სუნთქვის შეჩერება) და კომას.
მიდაზოლამი სერაკლინიკსის ჭარბი დოზის მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
დოზის გადაჭარბების, ან შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში მიმართეთ ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სერვისს. ტელეფონი (91) 562 04 20.
დოზის გადაჭარბების მკურნალობა:
უმრავლეს შემთხვევაში საკმარისია სასიცოცხლო ფუნქციების კონტროლი. დოზის გადაჭარბების მკურნალობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სუნთქვას და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ითგ).
შემადგენლობა
დიაგნოსტიკურ პროცედურებამდე ან ქირურგიულ ჩარევამდე სედაციისათვის ცნობიერების შენარჩუნებით მიდაზოლამი გამოიყენება ინტრავენურად. დოზა უნდა შეირჩეს და დარეგულირდეს ინდივიდუალურად და მისი შეყვანა არ უნდა მოხდეს სწრაფი ინექციით ერთჯერადი ბოლუს დოზის გამოყენებისას. სედაციის დაწყების დრო ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პაციენტის ფიზიკურ მდგომარეობასა და დოზირებაზე. საჭიროების შემთხვევაში შემდეგი დოზა შეიყვანება ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით. პრეპარატი მოქმედებას იწყებს ინექციიდან დაახლოებით 2 წუთის შემდეგ. მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 5-10 წუთში.
თავსებადობა საინფუზიო ხსნარებთან
მიდაზოლამი სერაკლინიკსის ხსნარი შეიძლება განზავდეს 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, 5% და 10% დექსტროზას, 5% ლევულოზას, რინგერის და ჰარტმანის ხსნარში ფარდობით 15მგ მიდაზოლამი 100-1000მლ საინფუზიო ხსნარში. ეს ხსნარები სტაბილურობას ინარჩუნებენ ოთახის ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში და 3 დღის განმავლობაში 5°C შენახვისას. მიდაზოლამი სერაკლინიკის ხსნარი არ უნდა
განზავდეს მაცროდექსი 6% დექსტროზას ხსნარი და არ უნდა შეერიოს ტუტე ინექციებს.
მოზრდილები
მიდაზოლამის ინტრავენური ინექცია შეიყვანება ნელა, დაახლოებით 1მგ 30 წამში.
ბავშვები
არ არის რეკომენდებული 6 თვემდე ასაკის ბავშვებში გამოყენება სედაციური მდგომარეობისას შენარჩუნებული ცნობიერებით და ანესთეზიის დროს, რადგან მონაცემები ამ ასაკობრივ ჯგუფში შეზღუდულია.
ინტრავენური შეყვანა: მიდაზოლამის დოზა რეგულირდება თანდათანობით სასურველი კლინიკური ეფექტის მიღწევამდე. მიდაზოლამის საწყისი დოზა შეიყვანება 2-3 წუთის განმავლობაში. 2-5 წუთის შემდეგ გულმოდგინედ უნდა შემოწმდეს სედაციური ეფექტი პროცედურის დაწყებამდე, ან განმეორდეს დოზის შეყვანა. მეტი სედაციური ეფექტის საჭიროების შემთხვევაში აუცილებელი დოზის რეგულირება დოზის მცირედ გაზრდით სასურველი სედაციური ეფექტის მიღწევამდე.
რექტალური გამოყენება: მიდაზოლამის საერთო დოზა ჩვეულებრივ მერყეობს 0.3-0.5მგ/კგ. ხსნარის რექტალური შეყვანა ხდება პლასტიკური აპლიკატორის დაფიქსირებით შპრიცზე. თუ შესაყვანი მოცულობა მცირეა, შეიძლება წყლის დამატება საერთო მოცულობამდე – 10მლ-მდე. მთლიანი დოზის შეყვანა უნდა მოხდეს ერთ შეყვანაზე და თავიდან იქნას აცილებული განმეორებითი რექტალური შეყვანა.
ინტრამუსკულარული შეყვანა: შეყვანის ეს გზა გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. უმჯობესია რექტალური შეყვანა, რადგან ინტრამუსკულარული ინექცია მკტივნეულია.
მკურნალობა დოზის გადაჭარბებისას
უმრავლეს შემთხვევაში საკმარისია სასიცოცხლო ფუნქციების კონტროლი. დოზის გადაჭარბების მკურნალობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სუნთქვას და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ითგ). ფლუმაზენილი, ბენზოდიაზეპინის ანტაგონისტი, ნაჩვენებია ძლიერი მოწამვლის დროს, რომელსაც თან ახლავს კომა, ან სუნთქვის დათრგუნვა. სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ფლუმაზენილის გამოყენებისას პრეპარატების შერევით გამოწვეული დოზის გადაჭარბებისას და ეპილეფსიის მქონე პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ ბენზოდიაზეპინებით. ფლუმაზენილი არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით, ან ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებით, ან პაციენტებში ეკგ-ზე დარღვევებით (QRS ან QT ინტერვალის გახანგრძლივება).
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის (ლიცენზიის) მქონე დაწესებულებებზე
620328.6
შენახვის პირობები
მიდაზოლამი სერაკლინიკსი 15მგ/3მლ საინექციო ხსნარი EFG
მიდაზოლამი
- მოქმედი ნივთიერება არის მიდაზოლამი. თოთოეული 3მლ ამპულა შეიცავს 15მგ მიდაზოლამს ჰიდროქლორიდის სახით.
- სხვა ნივთიერებებია (დამხმარე ნივთიერებები): ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა (pH რეგულირებისათვის), ნატრიუმის ჰიდროქსიდი და საინექციო წყალი.
სავაჭრო უფლების მფლობელი და მწარმოებელი:
LABORATORIOS SERRA PAMIES, S.A.
Ctra Castellvell, 24
43206 REUS (Tarragona)
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
preparatis gamoyenebamde გულდასმით წაიკითხეთ ეს დანართი ფურცელი.
შეინახეთ ეს დანართი ფურცელი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
თუ გაქვთ დამატებითი კითხვები მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ მათი დაავადების სიმპტომები გავს თქვენსას.
სარეკომენდაციო ვერსია
ამ დანართ ფურცელში მოცემულია:
რა არის მიდაზოლამი სერაკლინიკსი 15მგ/3მლ საინექციო ხსნარი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ მიდაზოლამი სერაკლინიკსი 15მგ/3მლ საინექციო ხსნარის გამოყენებამდე
როგორ მივიღოთ მიდაზოლამი სერაკლინიკსი 15მგ/3მლ საინექციო ხსნარი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ შევინახოთ მიდაზოლამი სერაკლინიკსი 15მგ/3მლ საინექციო ხსნარი
მიდაზოლამი სერაკლინიკსი 15მგ/3მლ საინექციო ხსნარი EFG
მიდაზოლამი
- მოქმედი ნივთიერება არის მიდაზოლამი. თოთოეული 3მლ ამპულა შეიცავს 15მგ მიდაზოლამს ჰიდროქლორიდის სახით.
- სხვა ნივთიერებებია (დამხმარე ნივთიერებები): ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა (pH რეგულირებისათვის), ნატრიუმის ჰიდროქსიდი და საინექციო წყალი.
სავაჭრო უფლების მფლობელი და მწარმოებელი:
LABORATORIOS SERRA PAMIES, S.A.
Ctra Castellvell, 24
43206 REUS (Tarragona)
რა არის მიდაზოლამი სერაკლინიკსი 15მგ/3მლ საინექციო ხსნარი და რისთვის გამოიყენება
მიდაზოლამი სერაკლინიკსი წარმოდგენილია საინექციო ხსნარის სახით ამპულებში. თითოეული შეფუთვა შეიცავს 5 ამპულას.
მიდაზოლამი სერაკლინიკსის მოქმედი ნივთიერება არის მიდაზოლამი; ის მიეკუთვნება ბენზოდიაზეპინების ჯგუფს, ე.წ. საძილე (საძილე საშუალება) და სედაციური საშუალებებს (პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ აგზნებადობას).
მიდაზოლამი სერაკლინიკსის ჩვენება:
ზრდასრულები:
საძილე საშუალება დიაგნოსტიკური, ან თერაპიული პროცედურები ჩატარებისას და მათ ჩატარებამდე ადგილობრივ ანესთეზიასთან ერთად, ან მის გარეშე
ანესთეზია
პრემედიკაცია ანესთეზიის შეყვანამდე
ანესთეზიის შეყვანა
სედაციური საშუალება კომბინირებული ანესთეზიის დროს.
სედაციური საშუალება ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში (ითგ)
ბავშვები:
საძილე საშუალება დიაგნოსტიკური, ან თერაპიული პროცედურები ჩატარებისას და მათ ჩატარებამდე ადგილობრივ ანესთეზიასთან ერთად, ან მის გარეშე
ანესთეზია
პრემედიკაცია ანესთეზიის შეყვანამდე
სედაციური საშუალება ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში (ითგ)
რა უნდა იცოდეთ მიდაზოლამი სერაკლინიკსის 15მგ/3მლ საინექციო ხსნარის გამოყენებამდე
ეს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაბამისი სარეანიმაციო მოწყობილობა ხელმისაწვდომია თითოეული პაციენტისათვის, რადგან მიდაზოლამი სერაკლინიკსის ინტრავენურად შეყვანამ შეიძლება დათრგუნოს მიოკარდიუმის შეკუმშვის უნარი (გულის შეკუმშვის შემცირება) და გამოიწვიოს აპნოე (სუნთქვის შეჩერება).
არ მიიღოთ მიდაზოლამი სერაკლინიკსი:
თუ ხართ ალერგიული მიდაზოლამის ან მიდაზოლამი სერაკლინიკსის რომელიმე სხვა შემადგენელი ნივთიერების მიმართ
თუ ხართ ალერგიული ბენზოდიაზეპინების მიმართ
სედაციური მდგომარეობისას შენარჩუნებული ცნობიერებით, თუ გაქვთ სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ან სუნთქვის ძლიერი დათრგუნვა.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე მიდაზოლამი სერაკლინიკსის გამოყენებისას:
თუ პრეპარატი გამოიყენება:
60 წელზე მეტი ასაკის ზრდასრულებში
პედიატრიულ პაციენტებში, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემის არასტაბილურობით
ქრონიკული დაავადების მქონე, ან დასუსტებულ პაციენტებში, მაგ:
სუნთქვის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტები,
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტები,
გულის შეცვლილი ფუნქციის მქონე პაციენტები,
ღვიძლის გაუარესებული ფუნქციის მქონე პაციენტები,
მიასთენია გრავის მქონე პაციენტები (კუნთების ძლიერი სისუსტე).
ასეთ მაღალი რისკის პაციენტებში საჭიროა დაბალი დოზის დანიშნვნა და მუდმივი მონიტორინგი საციცოცხლო ფუნქციების ცვლილებების ნიშნების გამოსავლენად.
ალკოჰოლიზმის, ან წამლის ბოროტად გამოყენების ისტორიის მქონე პაციენტები.
პრემედიკაციის სახით მიღებისას პრეპარატის გამოყენების საჭიროა პაციენტზე გულმოდგინე დაკვირვება, რადგან ინდივიდთაშორისი მგრძნობელობა განსხვავებულია და შეიძლება გამოვლინდეს დოზის გადაჭარბების სიმპტომები.
ასევე გასათვალისწინებელია შემდეგი ასპექტები, რომლებიც შესაძლოა გამოვლინდნენ ამ პრეპარატით მკურნალობისას:
ტოლერანტობა
მიდაზოლამი სერაკლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ითგ)
ხანგრძლივი სედაციისათვის გამოყენებისას იყო ცნობები ეფექტურობის შემცირების
შესახებ.
დამოკიდებულება
მიდაზოლამი სერაკლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ითგ)
ხანგრძლივი სედაციისათვის გამოყენებისას არსებობს პრეპარატისადმი ფიზიკური
დამოკიდებულების განვითარების შესაძლებლობა. დამოკიდებულების განვითარების
რისკი იზრდება დოზასთან და მკურნალობის ხანგრძლივობასთან ერთად.
მოხსნის სიმპტომები
მიდაზოლამი სერაკლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ითგ)
ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს პრეპარატისადმი ფიზიკური
დამოკიდებულება. ამიტომ მკურნალობის უეცარი შეწყვეტა გამოწვევს მოხსნის
სიმტპომების გამოვლენას. შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: თავის
ტკივილი, მიალგია (კუნთების ტკივილი), შფოთვა, დაძაბულობა, მოუსვენრობა, დაბნეულობა, გაღიზიანებადობა, უძილობა, ხასიათის ცვალებადობა, ჰალუცინაციები და გულყრები. პრეპარატის უეცარი შეწყვეტისას მოხსნის სიმპტომების განვითარების მაღალი რისკის გამო რეკომენდებულია დოზის ეტაპობრივად შემცირება (იხ. ქვემოთ მიდაზოლამი სერაკლინიკის მიღების მეთოდი).
ამნეზია
მიდაზოლამი სერაკლინიკსი იწყვევს ანტეროგრადულ ამნეზიას (მეხსიერების ნაწილობრივი, ან სრული დაკარგვა გონზე მოსვლის შემდეგ; ეს ეფექტი ხშირად სასურველი ეფექტია ისეთ სიტუაციებში, როგორებიცაა ქირურგიული ოპერაციის წინა პროცედურები, თავად ქირურგიული ოპერაცია და დიაგნოსტიკური პროცედურები) და მისი ხანგრძლივობა პირდაპირ კავშირშია მიღებულ დოზაზე. ხანგრძლივმა ამნეზიამ შეიძლება პრობლემა შეუქმნას ამბულატორიულ პაციენტებს, რომლებიც უნდა გაეწერონ ქირურგიული ჩარევის შემდეგ. მიდაზოლამის პარენტერალურად მიღების შემდეგ პაციენტს საავადმყოფოს დატოვება შეუძლია მხოლოდ სხვა პირის თანხლებით.
პარადოქსული რეაქციები
მიდაზოლამი სერაკლინიკსის მიღებისას აღწერილი იყო პარადოქსული ისეთი პარადოქსული მოვლენები, როგორებიცაა აგზნებადობა, უნებლიე მოძრაობები (ტონურ-კლონური გულყრები და კუნთების ტრემორი), ჰიპერაქტივობა, მტრულობა, ბრაზი, აგრესია, პარადოქსული აგზნებადობა (აგზნებადობის შეტევა) და მუქარა და შეურაცხყოფა. ეს რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს მაღალი დოზების მიღებისას, ან ინექციის სწრაფი შეყვანისას. ამგვარი რეაქციები უფრო ხშირად ვლინდება ბავშვებსა და ხანდაზმულებში.
გამოყენება ბავშვებში:
არ არის რეკომენდებული 6 თვემდე ასაკის ბავშვებში გამოყენება სედაციური მდგომარეობისას შენარჩუნებული ცნობიერებით და ანესთეზიის დროს.
მიდაზოლამი სერაკლინიკსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ალკოჰოლურმა საშუალებამ შეიძლება ძალზე გაზარდოს მიდაზოლამი სერაკლინიკსის სედაციური ეფექტი. ამიტომ მიდაზოლამი სერაკლინიკსის მიღებისას საჭიროა ალკოჰოლური სასმელების მიღებისაგან თავის შეკავება.
ორსულობა
ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
მიდაზოლამი სერაკლინიკსი არ გამოიყენება ორსულობის დროს გარდა უკიდურესი აუცილებლობისა. მისი გამოყენება არ არის სასურველი საიკეისრო კვეთისას.
ორსულობის ბოლო სტადიაზე ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის დროს მიდაზოლამი სერაკლინიკსის გამოყენებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული რისკი ნაყოფისათვის.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. მეძუძური დედებისათვის მიდაზოლამი სერაკლინიკსის მიღების შემდეგ რეკომენდებულია ძუძუთი კვების 24 საათით შეწყვეტა.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
სრულ გამოჯანმრთელებამდე არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება, ან იმუშაოთ მექანიზმებთან, რადგან სედაციამ, ამნეზიამ, ყურადღების დაქვეითებამ და კინთების ფუნქციის გაუარესებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ექიმი გირჩევთ, თუ როდის შიძლება ამ მოქმედებების განხორციელება. საავადმყოფოდან გაწერის დროს რეკომენდებულია პაციენტთან იყოს თანმხლები პირი.
გამოყენება სხვა პრეპარატებთან
აცნობეთ ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ან ახლო წარსულში იღებდით, სხვა პრეპარატებს ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებების ჩათვლით.
კონკრეტული პრეპარატები ურთიერთქმედებენ მიდაზოლამ სერაკლინიკთან; ასეთ შემთხვევაში საჭიროა დოზის შეცვლა, ან რომელიმე პრეპარატის მიღების შეწყვეტა. აუცილებელია აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ, ან ახლო წარსულში იღებდით რომელიმე შემდეგ პრეპარატს:
იტრაკონაზოლი, ფლუკონაზოლი და კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ)
ვერაპამილი და დილთიაზემი (კალციუმის ანტაგონისტები)
ერითრომიცინი და კლარითრომიცინი (მაკროლიდური ანტიბიოტიკები)
ციმეტიდინი და რანიტიდინე (გამოიყენება კუჭის და თორმეტგოჯა ნაწავის წყლულის სამკურნალოდ)
საქინავირი და პროტეაზას სხვა ინჰიბიტორები (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ (შიდსი))
ცნს-ის დეპრესანტები (ოპოიდები და სხვა ბეზოდიაზეპინები)
ოპოიდები, ფენობარბიტალი და ბენზოდიაზეპინები. ამ პრეპარატების მიდაზოლამი სერაკლინიკთან ერთად გამოყენებისას აუცილებელია განსაკუთრებით სუნთქვის დათრგუნვის მონიტორინგი.
გასათვალისწინებელია დამატებითი სედაციური ეფექტი მიდაზოლამი სერაკლინიკთან ერთად სედაციური საშუალებების გამოყენებისას.
მიდაზოლამი სერაკლინიკის ინტრავენური შეყვანა ამცირებს შესუნთქული საანესთეზიო საშუალების მინიმალურ ალვეოლურ კონცენტრაციას (მაკ), რაც საჭიროა ზოგადი ანესთეზიისათვის.
როგორ მივიღოთ მიდაზოლამი სერაკლინიკსი 15მგ/3მლ საინექციო ხსნარი
მიჰყევით მოცემულ ინსტრუქციას, თუ ექიმმა არ მიგითითათ სხვაგვარად. ექიმი მოგცემთ რჩევას მიდაზოლამი სერაკლინიკსით მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ.
დოზირება და მიღების მეთოდი:
მიდაზოლამი სერაკლინიკქსი წარმოადგენს ძლიერ სედაციურ საშუალებას, რომელიც საჭიროებს დოზის კორექციას და ნელ შეყვანას. ექიმი დაარეგულირებს დოზას კლინიკური საჭიროების, ფიზიკური მდგომარეობის, ასაკის, წონის და კომბინაციაში გამოყენებული სხვა პრეპარატების გათვალისწინებით.
მდაზოლამი სერაკლინიკის შეყვანა შესაძლებელია ინტრავენური ბოლუს ინექციით, ინტრავენური ინფუზიით, ინტრამუსკულარული ინექციით და რექტალური გზით.
თუ მიიღეთ მიდაზოლამი სერაკლინიკსის ჭარბი დოზა:
სიმპტომები:
დოზის გადაჭარბების სიმტპტომებია: ძილიანობა, დაბნეულობა, ლეთარგია, კუნთების მოდუნება, ან პარადოქსული აგზნებადობა. ყველაზე მძიმე სიმპტომები მოიცავს არეფლექსიას (ბუნებრივი რებლექსების არარსებობა), ჰიპოტენზიას, კარდიორესპირატორულ უკმარისობას, აპნოეს (სუნთქვის შეჩერება) და კომას.
მიდაზოლამი სერაკლინიკსის ჭარბი დოზის მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
დოზის გადაჭარბების, ან შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში მიმართეთ ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სერვისს. ტელეფონი (91) 562 04 20.
დოზის გადაჭარბების მკურნალობა:
უმრავლეს შემთხვევაში საკმარისია სასიცოცხლო ფუნქციების კონტროლი. დოზის გადაჭარბების მკურნალობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სუნთქვას და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ითგ).
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად მიდაზოლამი სერაკლინიკსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. მიდაზოლამი სერაკლინიკსის მიღებისას იყო ცნობები შემდეგი რეაქციების შესახებ (ძალიან იშვიათად):
კანის მხრივ: გამონაყარი კაზე (კანის გაწითლება), ჭინჭრის ციება (ალერგია), ქავილი.
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დარღვევები და ფსიქიკური დარღვევები: ძილიანობა და გახანგრძლივებული სედაცია, ყურადღების დაქვეითება, დაბნეულობა, ეიფორია, ჰალუცინაციები, დაღლილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ატაქსია (მოძრაობების არაკოორდინირებულობა), პოსტოპერაციული სედაცია და ანტეროგრადული ამნესია (მისი ხანგრძლივობა პირდაპირ კავშირშია მიღებულ დოზასთან). ანტეროგრადული ამნეზია შეიძლება გაგრძელდეს პროცედურის შემდეგ და იზოლირებულ შემთხვევეში იყო ცნობები ამნეზიის გახანგრძლივების შესახებ.
იყო ცნობები ისეთი პარადოქსული რეაქციების შესახებ, როგორებიცაა აგზნებადობა, უნებლიე მოძრაობები (ტონურ-კლონური გულყრები და კუნთების ტრემორი), ჰიპერაქტივობა, მტრულობა, ბრაზი, აგრესია, პარადოქსული აგზნებადობა და მუქარა და შეურაცხყოფა, განსაკუთრებით ბავშვებსა და ხანდაზმულებში.
გულყრების შესახებ შედარებით ხშირად იყო ცნობები ჩვილებსა და ნაადრევად დაბადებულ ბავშვებში.
მიდაზოლამი სერაკლინიკის თუნდაც თერაპიული დოზების მიღებამ შეიძლება ხელი შეუწყოს პრეპარატისადმი ფიზიკური დამოკიდებულების განვითარებას ინტრავენურად ხანგრძლივი შეწყვანისას; პრეპარატის სწრაფი მოხსნის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს მოხსნის სიმპტომები, მაგ, გულყრები.
დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, სლოკინი, ყაბზობა და პირის სიმშრალე.
კარდიორესპირატორული დარღვევები. სერიოზული კარდიორესპირატორული გვერდითი მოვლენები: სუნთქვის დათრგუნვა, აპნოე (სუნთქვის შეჩერება), სუნთქვის გაჩერება, ან გულის გაჩერება, ჰიპოტენზია, გულის რითმის ცვლილება, ვაზოდილატაციური ეფექტები, დისპნოე (ქოშინი) და ლარინგოსპაზმი. სიცოცხლისათვის სახიფათო მოვლენები უფრო ხშირად ვლინდება 60 წელზე მეტი ასაკის ბაციენტებში და ასევე რომელთაც წარსულში აღენიშნებოდათ სუნთქვის უკმარისობა, ან გულის ფუნქციის გაუარესება, განსაკუთრებით ინექციის სწრაფი შეყვანისას, ან მაღალი დოზების გამოყენების დროს.
ზოგადი დარღვევები. გენერალიზებული ალერგიული რეაქციები. კანის რეაქციები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევა, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსიული შოკი (მძიმე ალერგიული რეაქცია).
რეაქციები გამოყენების ადგილას: ერითემა (სიწითლე) და ტკივილი შეყვანის ადგილას, ცირკულაციის დარღვევა (თრომბოფლებიტი და თრომბოზი).
ისეთი გვერდითი მოვლენების გამოვლენისას, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
როგორ შევინახოთ მიდაზოლამი სერაკლინიკსი 15მგ/3მლ საინექციო ხსნარი
შეინახეთ მიდაზოლამი სერაკლინიკსი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გაყინოთ. შეიძლება წარმოიქმნას ნალექი, რომელიც გაიხსნება ამპულის შიგთავის ოთახის ტემპერატურაზე შენჯღრევისას.
შეინახეთ 250C დაბალ ტემერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა
არ გამოიყენოთ მიდაზოლამი სერაკლინიკსი ამპულაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
დანართი ფურცელი დამოწმებულა 2003 წლის მარტში.
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
დიაგნოსტიკურ პროცედურებამდე ან ქირურგიულ ჩარევამდე სედაციისათვის ცნობიერების შენარჩუნებით მიდაზოლამი გამოიყენება ინტრავენურად. დოზა უნდა შეირჩეს და დარეგულირდეს ინდივიდუალურად და მისი შეყვანა არ უნდა მოხდეს სწრაფი ინექციით ერთჯერადი ბოლუს დოზის გამოყენებისას. სედაციის დაწყების დრო ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პაციენტის ფიზიკურ მდგომარეობასა და დოზირებაზე. საჭიროების შემთხვევაში შემდეგი დოზა შეიყვანება ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით. პრეპარატი მოქმედებას იწყებს ინექციიდან დაახლოებით 2 წუთის შემდეგ. მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 5-10 წუთში.
თავსებადობა საინფუზიო ხსნარებთან
მიდაზოლამი სერაკლინიკსის ხსნარი შეიძლება განზავდეს 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, 5% და 10% დექსტროზას, 5% ლევულოზას, რინგერის და ჰარტმანის ხსნარში ფარდობით 15მგ მიდაზოლამი 100-1000მლ საინფუზიო ხსნარში. ეს ხსნარები სტაბილურობას ინარჩუნებენ ოთახის ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში და 3 დღის განმავლობაში 5°C შენახვისას. მიდაზოლამი სერაკლინიკის ხსნარი არ უნდა
განზავდეს მაცროდექსი 6% დექსტროზას ხსნარი და არ უნდა შეერიოს ტუტე ინექციებს.
მოზრდილები
მიდაზოლამის ინტრავენური ინექცია შეიყვანება ნელა, დაახლოებით 1მგ 30 წამში.
ბავშვები
არ არის რეკომენდებული 6 თვემდე ასაკის ბავშვებში გამოყენება სედაციური მდგომარეობისას შენარჩუნებული ცნობიერებით და ანესთეზიის დროს, რადგან მონაცემები ამ ასაკობრივ ჯგუფში შეზღუდულია.
ინტრავენური შეყვანა: მიდაზოლამის დოზა რეგულირდება თანდათანობით სასურველი კლინიკური ეფექტის მიღწევამდე. მიდაზოლამის საწყისი დოზა შეიყვანება 2-3 წუთის განმავლობაში. 2-5 წუთის შემდეგ გულმოდგინედ უნდა შემოწმდეს სედაციური ეფექტი პროცედურის დაწყებამდე, ან განმეორდეს დოზის შეყვანა. მეტი სედაციური ეფექტის საჭიროების შემთხვევაში აუცილებელი დოზის რეგულირება დოზის მცირედ გაზრდით სასურველი სედაციური ეფექტის მიღწევამდე.
რექტალური გამოყენება: მიდაზოლამის საერთო დოზა ჩვეულებრივ მერყეობს 0.3-0.5მგ/კგ. ხსნარის რექტალური შეყვანა ხდება პლასტიკური აპლიკატორის დაფიქსირებით შპრიცზე. თუ შესაყვანი მოცულობა მცირეა, შეიძლება წყლის დამატება საერთო მოცულობამდე – 10მლ-მდე. მთლიანი დოზის შეყვანა უნდა მოხდეს ერთ შეყვანაზე და თავიდან იქნას აცილებული განმეორებითი რექტალური შეყვანა.
ინტრამუსკულარული შეყვანა: შეყვანის ეს გზა გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. უმჯობესია რექტალური შეყვანა, რადგან ინტრამუსკულარული ინექცია მკტივნეულია.
მკურნალობა დოზის გადაჭარბებისას
უმრავლეს შემთხვევაში საკმარისია სასიცოცხლო ფუნქციების კონტროლი. დოზის გადაჭარბების მკურნალობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სუნთქვას და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ითგ). ფლუმაზენილი, ბენზოდიაზეპინის ანტაგონისტი, ნაჩვენებია ძლიერი მოწამვლის დროს, რომელსაც თან ახლავს კომა, ან სუნთქვის დათრგუნვა. სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ფლუმაზენილის გამოყენებისას პრეპარატების შერევით გამოწვეული დოზის გადაჭარბებისას და ეპილეფსიის მქონე პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ ბენზოდიაზეპინებით. ფლუმაზენილი არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით, ან ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებით, ან პაციენტებში ეკგ-ზე დარღვევებით (QRS ან QT ინტერვალის გახანგრძლივება).
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის (ლიცენზიის) მქონე დაწესებულებებზე
620328.6
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.