მიდაზოლამი კალცექსი არის ხანმოკლე მოქმედების საძილე საშუალება, შემდეგი გამოყენების ჩვენებებით: მოზრდილები სედაცია ცნობიერების შენარჩუნებით დიაგნოსტიკური ან თერაპიული პროცედურების დროს ან მანამდე, ადგილობრივ ანესთეზიასთან ერთად ან მის გარეშე; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მიდაზოლამი (midazolam)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ/10მლ (5მგ/მლ) 10მლ ი.ვ. საინექციო/საინფუზიო, ი.მ საინექციო და რექტალურად შესაყვანი ხსნარი ამპულა №10 (2X5)
- მწარმოებელი
- Mefar Ilac Sanayii A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- I ჯგუფი, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოლეფსური საშუალებები, ბენზოდიაზეპინის წარმოებულები
- ATC კოდი
- N05CD08
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-033817
- რეგისტრირებულია
- 19 ნოემბერი 2021, მოქმედებს 19 ნოემბერი 2026-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- JSC Kalceks (ლატვია)
- განმცხადებელი
- სს გრინდეკსი-ს წარმომადგენლობა (ფილიალი)
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
მიდაზოლამი კალცექსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მიდაზოლამი კალცექსი არის ხანმოკლე მოქმედების საძილე საშუალება, შემდეგი გამოყენების ჩვენებებით:
მოზრდილები
სედაცია ცნობიერების შენარჩუნებით დიაგნოსტიკური ან თერაპიული პროცედურების დროს ან მანამდე, ადგილობრივ ანესთეზიასთან ერთად ან მის გარეშე;
ანესთეზია
პრემედიკაცია ანესთეზიის გაკეთებამდე
ანესთეზიის ინდუქცია
სედაციური კომპონენტის სახით ანესთეზიის შესანარჩუნებლად
სედაცია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში
ბავშვები

- პრემედიკაცია ანესთეზიის გაკეთებამდე

პოზოლოგია და მიღების მეთოდი
პოზოლოგია
სტანდარტული დოზირება
მიდაზოლამი არის ძლიერი სედაციური აგენტი, რომელიც საჭიროებს ნელ მიღებას და ტიტრაციას. ტიტრაცია მკაცრად არის რეკომენდირებული სედაციის სასურველი დონის უსაფრთხოდ მისაღწევად, კლინიკური საჭიროებების, ფიზიკური მდგომარეობის, ასაკის და თანმხლები მედიკამენტების მიხედვით. 60 წელზე მეტი ასაკის, დასუსტებულ პაციენტებში, ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში და ბავშვებში პრეპარატი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით, ხოლო თითოეულ პაციენტთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად. სტანდარტული დოზირება მოცემულია ქვემოთ ცხრილში. დამატებითი ინფორმაცია წარმოდგენილია ტექსტში ცხრილის ქვეშ.
ჩვენება
მოზრდილები
<60 წლის ასაკის
მოზრდილები
≥60 წლის ასაკის/ დასუსტებული ან ქრონიკულად ავადმყოფი პაციენტები
ბავშვები
სედაცია ცნობიერების შენარჩუნებით
IV
საწყისი დოზა: 2 - 2.5 მგ ტიტრაციის დოზები: 1 მგ
საერთო დოზა: 3.5 - 7.5 მგ
IV
საწყისი დოზა: 0.5 - 1 მგ
ტიტრაციის დოზები: 0.5 - 1 მგ
საერთო დოზა: <3.5 მგ
IV 6 თვიდან – 5 წლამდე პაციენტებში
საწყისი დოზა: 0.05 - 0.1 მგ/კგ
საერთო დოზა: <6 მგ
IV 6 თვიდან- 12 წლამდე
საწყისი დოზა: 0.025 - 0.05 მგ/კგ
საერთო დოზა: <10 მგ
რექტალური >6 თვის ასაკი
- 3 - 0.5 მგ/კგ
IM 1 - 15 წელი
- 05 - 0.15 მგ/კგ
პრემედიკაცია ანესთეზიამდე
IV
1 - 2 მგ განმეორებით
IM
- 07 - 0.1 მგ/კგ
IV
საწყისი დოზა: 0.5 მგ ტიტრაციის ნელი გაზრდა საჭიროებისამებრ
IM
- 025 - 0.05 მგ/კგ
რექტალური >6 თვის ასაკი
- 3 - 0.5 მგ/კგ
IM 1 - 15 წლის ასაკი
- 08 - 0.2 მგ/კგ
ანესთეზიის ინდუქცია
IV
- 15 - 0.2 მგ/კგ (0.3 - 0.35 მგ/კგ პრემედიკაციის გარეშე)
IV
- 05 - 0.15 მგ/კგ (0.15 - 0.3 მგ/კგ პრემედიკაციის გარეშე)
სედაციური კომპონენტი კომბინირებულ ანესთეზიაში
IV
ინტერვალური დოზები 0.03 - 0.1 მგ/კგ ან უწყვეტი ინფუზია 0.03 - 0.1 მგ/კგ/სთ
IV
რეკომენდირებულზე დაბალი დოზა მოზრდილებისთვის <60 წლის ასაკის
სედაცია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (რეანიმაცია)
IV
დატვირთვის დოზა: 0.03 - 0.3 მგ/კგ ეტაპობრივი გაზრდით 1-2.5 მგ
შემანარჩუნებელი დოზა: 0.03 - 0.2 მგ/კგ/სთ
IV ახალშობილები <32 კვირა გესტაციური ასაკი
- 03 მგ/კგ/სთ
IV ახალშობილები >32 კვირა და 6 თვემდე ასაკის ბავშვებში
- 06 მგ/კგ/სთ
IV >6 თვის ასაკის პაციენტები
დატვირთვის დოზა: 0.05 - 0.2 მგ/კგ
შემანარჩუნებელი დოზა:
- 06 - 0.12 მგ/კგ/სთ
სედაცია ცნობიერების შენარჩუნებით დოზირება
დიაგნოსტიკური და ქირურგიული პროცედურების დროს საჭირო სედაციისას მიდაზოლამი მიიღება ინტრავენურად. სათანადო დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად. წამალი არ უნდა იყოს მიღებული სწრაფად ან ბოლუსური ინექციის სახით, არამედ დოზის ტიტრაციით. სედაციური ეფექტის დაწყება შეიძლება განსხვავდებოდეს ინდივიდუალურად, ეს დამოკიდებულია პაციენტის ფიზიკურ მდგომარეობაზე და გამოყენებული დოზირების მეთოდზე (მაგ. მიღების სიჩქარე, დოზის დონე). საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მიღებული იყოს დამატებითი დოზები ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით. მოქმედების დაწყების პერიოდია დაახლოებით 2 წუთი ინექციის შემდეგ. მაქსიმალური ეფექტი მიიღება დაახლოებით 5-დან 10 წუთში.
მოზრდილები
მიდაზოლამი მიღებული უნდა იყოს ნელა, ინტრავენური ინექციის სახით, დაახლოებით 1 მგ/30 წმ სიჩქარით. 60 წელზე ნაკლები ასაკის მოზრდილებში საწყისი დოზის სახით მიიღება 2-დან 2.5 მგ-მდე დოზა პროცედურის დაწყებამდე 5-დან 10 წუთით ადრე. საწყის დოზას შეიძლება მოჰყვეს დამატებითი 1 მგ დოზა, საჭიროების შემთხვევაში. საშუალო საერთო დოზა შეადგენს 3.5 -დან 7.5 მგ-მდე. 5 მგ-ზე მეტი საერთო დოზის მიღება ჩვეულებრივ საჭირო არ არის.
საწყისი დოზა 60 წელზე მეტი ასაკის პაციენტებისთვის, დასუსტებული პაციენტებისთვის ან ქრონიკულად დაავადებული პაციენტებისთვის შეადგენს 0.5-დან 1 მგ-მდე, პროცედურის დაწყებამდე 5-10 წუთით ადრე მიღებული. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეყვანილი იყოს მიდაზოლამის 0.5-დან 1 მგ-მდე დამატებითი დოზები. აღნიშნულ პაციენტებში მაქსიმალური ეფექტის მიღწევას შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს; მაშასადამე, მიდაზოლამის დამატებითი დოზა ტიტრირებული უნდა იყოს ძალიან ნელა და ფრთხილად. 3.5 მგ-ზე მეტი საერთო დოზის მიღება ჩვეულებრივ საჭირო არ არის.
პედიატრიული პოპულაცია
ინტრავენური შეყვანა: მიდაზოლამის დოზები ტიტრირებული უნდა იყოს ნელ-ნელა, სანამ არ მიიღწევა სასურველი კლინიკური ეფექტი. საწყისი დოზა მიღებული უნდა იყოს 2-დან 3 წუთში. სედაციური ეფექტის სრულად შეფასებისთვის საჭიროა დაელოდოთ კიდევ 2-დან 5 წუთამდე პროცედურის დაწყებამდე ან დოზის განმეორებამდე. თუ აუცილებელია სედაციური ეფექტის მომატება, გააგრძელეთ დამატებით დაბალი დოზების მიღება, სანამ არ მიიღწევა სედაციის საკმარისი დონე. ახალშობილებისთვის და 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შეიძლება საჭირო გახდეს მნიშვნელოვნად უფრო მაღალი დოზა (მგ/კგ), უფროსი ასაკის ბავშვებთან და მოზარდებთან შედარებით.
6 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვები: 6 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვები განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან სასუნთქი გზების ობსტრუქციისა და ჰიპოვენტილაციის განვითარებისკენ. მაშასადამე, სედაცია ცნობიერების შენარჩუნებით არ არის რეკომენდირებული 6 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის.
6 თვიდან 5 წლამდე ასაკის პაციენტები: საწყისი დოზა შეადგენს 0,05-დან 0.1 მგ/კგ-მდე. სასურველი ეფექტის მისაღწევად შეიძლება საჭირო გახდეს 0.6 მგ/კგ-მდე დოზის მიღება. თუმცა, საერთო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 6 მგ-ს. უფრო მაღალ დოზებს შეუძლიათ გამოიწვიონ გახანგრძლივებული სედაცია და ჰიპოვენტილაციის რისკი.
6 -დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: საწყისი დოზა შეადგენს 0.025-დან 0.05 მგ/კგ-მდე. შეიძლება საჭირო გახდეს საერთო დოზის-0.4 მგ/კგ-ს მიღება (10 მგ, როგორც მაქსიმალური დოზა). უფრო მაღალ დოზებს შეუძლიათ გამოიწვიონ მომატებული სედაცია და ჰიპოვენტილაციის რისკი.
12-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვები: გამოიყენეთ მოზრდილთათვის რეკომენდირებული დოზირებები.
რექტალური მიღება: მიდაზოლამის საერთო დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 0.3-დან 0.5 მგ/კგ-ს. ამპულაში არსებული ხსნარი მიღებული უნდა იყოს რექტალურად შპრიცზე თანდართული პლასტმასის აპლიკატორის საშუალებით. თუ მისაღები მოცულობა ზედმეტად მცირეა, შეიძლება დავამატოთ წყალი, რათა ჯამურად მიღწეული იქნეს 10 მლ დოზა. მთლიანი დოზა მიღებული უნდა იყოს ერთჯერადად. მოერიდეთ განმეორებით რექტალურ მიღებას.
რექტალურად მიღება არ არის რეკომენდირებული 6 თვემდე ასაკის ბავშვებში, ამ ასაკობრივი ჯგუფის შესახებ შეზღუდული მონაცემების არსებობის გამო.
ინტრამუსკულარული მიღება: დოზები მერყეობს 0.05 -დან 0.15 მგ/კგ-მდე. ჩვეულებრივ არ არის საჭირო 10.0 მგ-ზე მეტი დოზა. ინტრამუსკულარული მეთოდი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში.
უპირატესობა უნდა მიენიჭოს რექტალურ მიღებას, ვინაიდან ინტრამუსკულარული ინექცია მტკივნეულია.
15 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში არ არის რეკომენდირებული 1 მგ/მლ-ზე მეტი კონცენტრაციის მიდაზოლამის მიღება. უფრო მაღალი კონცენტრაცია უნდა განზავდეს 1 მგ/მლ-მდე.
ანესთეზიის დოზა
პრემედიკაცია
მიდაზოლამის მიღება უშუალოდ პროცედურამდე იწვევს სედაციას (საძილე ან ანესთეზიური ეფექტი და ცნობიერების დაქვეითებული დონე) და მახსოვრობის წინა-საოპერაციო დაქვეითებას. მიდაზოლამი შეიძლება ასევე მიღებული იყოს ანტიქოლინერგიულ საშუალებებთან კომბინაციაში. ამ შემთხვევაში მიდაზოლამი მიიღება ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად (ღრმად კუნთში, ანესთეზიის გაკეთებამდე 20-დან 60 წუთით ადრე), ხოლო ბავშვებში უპირატესობა უნდა მიენიჭოს რექტალურად მიღებას (იხილეთ ქვემოთ). პრემედიკაციის მიღების შემდეგ პაციენტი უნდა იყოს ზედმიწევნითი და მუდმივი მონიტორინგის ქვეშ, ვინაიდან ამ წამლის მიმართ მგრძნობელობა განსხვავებულია და შეიძლება გამოვლინდეს დოზის გადაჭარბების სიმპტომები.
მოზრდილები
წინასაოპერაციო სედაციისთვის და წინასაოპერაციო მოვლენების ნაკლებად დამახსოვრების მიზნით გამოსაყენებელი დოზა იმ პაციენტებისთვის, რომლებიც მიეკუთვნებიან ASA-ს კლასიფიკაციით I და II კლასის ფიზიკურ სტატუსს, ასევე 60 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის შეადგენს 1-დან 2 მგ-ს ინტრავენურად, თუ საჭიროა, განმეორებით, ან 0,07-დან 0.1 მგ/კგ-მდე ინტრამუსკულარულად. 60 წელზე მეტი ასაკის პაციენტებისთვის, დასუსტებული პაციენტებისთვის ან ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისთვის დოზირება შემცირებული და რეგულირებული უნდა იყოს სპეციფიური შემთხვევის მიხედვით. რეკომენდირებული საწყისი ინტრავენური დოზა არის 0.5 მგ და ნელ-ნელა უნდა მოვამატოთ, თუ გაჩნდება ამის საჭიროება. რეკომენდირებული ინტრამუსკულარული საწყისი დოზა შეადგენს 0,025-დან 0,05 მგ/კგ-მდე. ნარკოტიკების ერთდროული მიღების შემთხვევაში მიდაზოლამის დოზა უნდა შემცირდეს. ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 2-დან 3 მგ-ს.
პედიატრიული პოპულაცია
ახალშობილები და 6 თვემდე ასაკის ბავშვები
ეს წამალი არ არის რეკომენდირებული 6 თვემდე ასაკის ბავშვებში, შეზღუდული მონაცემების გამო.
6 თვეზე მეტი ასაკის ბავშვები
რექტალური მიღება: მიდაზოლამის საერთო დოზა (ჩვეულებრივ 0.3-დან 0.5 მგ/კგ-მდე) მიღებული უნდა იყოს ანესთეზიის გაკეთებამდე 15-30 წუთით ადრე. ამპულაში არსებული ხსნარი მიღებული უნდა იყოს რექტალურად შპრიცზე თანდართული პლასტმასის აპლიკატორის საშალებით. თუ შესაყვანი მოცულობა მეტისმეტად მცირეა, შეიძლება დავამატოთ წყალი, სულ 10 მლ მოცულობის მისაღებად.
ინტრამუსკულარული მიღება: ინტრამუსკულარული მიღება მტკივნეულია; ამიტომ მიღების ეს მეთოდი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. უპირატესობა უნდა მიენიჭოს რექტალურ მიღებას. დამტკიცებული და უსაფრთხო დოზა ინტრამუსკულარული მიღებისთვის მერყეობს 0.08-დან 0.2 მგ/კგ-მდე. 1-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებს შეიძლება დასჭირდეთ პროპორციულად უფრო მაღალი დოზა სხეულის წონაზე, ვიდრე მოზრდილებს.
15 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონის ბავშვებში მიდაზოლამის ხსნარები 1 მგ/მლ-ზე მეტი კონცენტრაციით არ არის რეკომენდირებული. დიდი კონცენტრაციების განზავება ხდება 1 მგ/მლ-მდე.
ინდუქცია
მოზრდილები
თუ მიდაზოლამი გამოიყენება ანესთეზიის ინდუქციისთვის სხვა საანესთეზიო საშუალებების მიღებამდე, პაციენტის ინდივიდუალური რეაქცია განსხვავებულია. დოზირება მომატებული უნდა იყოს ტიტრაციის საშუალებით, სანამ არ მიიღწევა სასურველი ეფექტი. დოზირება მომატებული უნდა იყოს პაციენტის ასაკისა და კლინიკური მდგომარეობის მიხედვით. თუ მიდაზოლამი გამოიყენება ანესთეზიის ინდუქციისთვის განკუთვნილ სხვა ინტრავენურ ან საინჰალაციო საშუალებებთან კომბინაციაში ან მანამდე, ყველა ამ წამლის საწყისი დოზა მნიშვნელოვნად უნდა იყოს შემცირებული, ხანდახან ჩვეულებრივ საწყისი დოზის 25%-მდეც კი.
ანესთეზიის სასურველი დონე მიიღწევა დოზის თანდათანობით გაზრდით. ანესთეზიის ინტრავენური ინდუქციისთვის მიდაზოლამი მიიღება ნელი ტემპით, დოზის ეტაპობრივად მომატებით. ყოველი მომატებისას გამოყენებული უნდა იყოს არაუმეტეს 5 მგ, რომელიც შეიყვანება 20-დან 30 წამის განმავლობაში, დოზებს შორის 2 წუთიანი ინტერვალებით.
60 წლამდე ასაკის მოზრდილებში, რომელთაც დაენიშნათ პრემედიკაცია ჩვეულებრივ საკმარისია 0,15-დან 0.2 მგ/კგ-მდე ინტრავენური დოზის მიღება.
60 წლამდე ასაკის მოზრდილებში პრემედიკაციის გარეშე შეიძლება გამოყენებული იყოს უფრო მაღალი დოზები (0,3-დან 0,35 მგ/კგ-მდე IV). თუ სავარაუდოა სრული ინდუქცია, დამატებითი დოზები შეიძლება შეადგენდნენ პაციენტის საწყისი დოზის 25%-ს. ინდუქცია აგრეთვე შეიძლება ასევე ჩატარებული იყოს საინჰალაციო ანესთეტიკებთან ერთად. რეფრაქტორულ შემთხვევებში ინდუქციისთვის შეიძლება გამოყენებული იყოს საერთო დოზა 0.6 მგ/კგ-მდე, მაგრამ ასეთმა მაღალმა დოზებმა შეიძლება გაახანგრძლივონ ანესთეზიისგან აღდგენის პროცესი.
60 წლის ზემოთ ასაკის მოზრდილები, რომლებიც ექვემდებარებიან პრემედიკაციას, დასუსტებული ან ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის დოზა მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს, ანუ 0.05-დან 0.15 მგ/კგ-მდე დოზა, მიღებული ინტრავენურად 20-დან 30 წამის განმავლობაში, წამლის ეფექტის ვლინდება 2 წუთის განმავლობაში.
60 წლის ზემოთ ასაკის მოზრდილებში, პრემედიკაციის გარეშე ჩვეულებისამებრ საჭიროა მიდაზოლამის უფრო მაღალი დოზები ინდუქციის ჩასატარებლად: რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 0.15-დან 0.3-მდე მგ/კგ-ს. პრემედიკაციის გარეშე დასუსტებული პაციენტებისთვის ან რთული სისტემური დაავადების მქონე პაციენტებისთვის ჩვეულებრივ გამოყენებული უნდა იყოს ნაკლები მიდაზოლამი ინდუქციისთვის. ზოგადად საკმარისია 0.15-დან 0,25 მგ/კგ-მდე საწყისი დოზა.
სედაციური კომპონენტი კომბინირებული ანესთეზიის დროს
მოზრდილები
მიდაზოლამი შეიძლება შევიყვანოთ როგორც სედაციური კომპონენტი კომბინირებული ანესთეზიის დროს შემდგომი, ეტაპოვრივად მომატებული მცირე ინტრავენური დოზების სახით (0,03-დან 0,1 მგ/კგ დიაპაზონში) ან მიდაზოლამის ინტრავენური უწყვეტი ინფუზიის სახით(0,03-დან 0,1 მგ/კგ/სთ დიაპაზონში), ჩვეულებრივ ანალგეტიკებთან კომბინაციაში. დოზა და დოზებს შორის ინტერვალები შეიძლება განსხვავდებოდეს პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით.
60 წლის ზემოთ ასაკის მოზრდილებში, დასუსტებულ პაციენტებში ან ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში გამოიყენება ნაკლები შემანარჩუნებელი დოზები.

სედაციის სასურველი დონე მიიღწევა მიდაზოლამის ეტაპობრივი ტიტრაციით, რომელსაც თან მოჰყვება უწყვეტი ინფუზია ან წყვეტილი ბოლუსური შეყვანა. მიდაზოლამი მიიღება კლინიკური საჭიროებებისა და პაციენტის მდგომარეობის, ასაკის და ერთდროულად მიღებული წამლების მიხედვით (იხილეთ პარაგრაფი 4.5).
მოზრდილები
ინტრავენური დატვირთვის დოზა: 0.03 -დან 0.3 მგ/კგ-მდე, მიწოდება ხდება ნელა, დოზის თანდათანობით მომატებით. ყოველი 1-დან 2.5 მგ-მდე დოზა მიღებული უნდა იყოს 20-დან 30 წამის განმავლობაში, დოზებს შორის 2 წუთიანი ინტერვალებით. ჰიპოვოლემიის, ვაზოკონსტრიქციის ან ჰიპოთერმიის მქონე პაციენტებში დატვირთვის დოზა უნდა იყოს შემცირებული ან გამოტოვებული. თუ მიდაზოლამი მიღებული იქნება ძლიერ ანალგეტიკებთან ერთად, მაშინ პირველ რიგში მიღებული უნდა იყოს ანალგეტიკი. ეს იძლევა მიდაზოლამის სედაციური ეფექტის უსაფრთხო ტიტრაციის საშუალებას, ასე რომ მასზე არ ახდენს ზემოქმედებას ანალგეზიური სედაცია.
ინტრავენური შემანარჩუნებელი დოზა: მერყეობს 0.03-დან 0.2მგ/კგ/სთ-მდე. ჰიპოვოლემიის, ვაზოკონსტრიქციის ან ჰიპოთერმიის მქონე პაციენტებში შემანარჩუნებელი დოზა უნდა იყოს შემცირებული. სედაციის დონე უნდა შეფასდეს რეგულარულად. ხანგრძლივმა სედაციამ შეიძლება გამოიწვიოს ტოლერანტობა, რასაც დასჭირდება დოზის მომატება.
პედიატრიული პოპულაცია
ახალშობილები და 6 თვემდე ასაკის ბავშვები:
მიდაზოლამი მიიღება უწყვეტი ინტრავენური ინფუზიის სახით. გესტაციით 32 კვირამდე დაბადებული ახალშობილებისთვის საწყისი დოზა შეადგენს 0.03 მგ/კგ/სთ-ს (0.5 µg/კგ/წთ), ხოლო გესტაციით 32 კვირის შემდეგ დაბადებული ახალშობილებისთვის, ისევე, როგორც 6 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის - 0.06 მგ/კგ/სთ-ს (1 µg/კგ/წთ).
ინტრავენური დატვირთვის დოზები არ არის რეკომენდირებული ნაადრევად დაბადებულ ჩვილებში, ახალშობილებსა და 6 თვემდე ასაკის ბავშვებში; ინფუზიის სიჩქარე უნდა იყოს მეტი პირველი საათების განმავლობაში, რათა მიღწეული იყოს თერაპიული კონცენტრაციები. ინფუზიის სიჩქარე ხშირად და სიფრთხილით უნდა შეფასდეს ყველაზე დაბალი შესაძლო ეფექტური დოზის შესარჩევად და წამლის კუმულაციის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით პირველი 24 საათის განმავლობაში.
საჭიროა სუნთქვის სიხშირის და ჟანგბადის სატურაციის ზედმიწევნითი მონიტორინგი.
6 თვეზე მეტი ასაკის ბავშვები:
ინტუბირებულ და ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ ბავშვებში გამოყენებული უნდა იყოს ინტრავენურად 0.05-დან 0.2 მგ/კგ-მდე დატვირთვის დოზა, ნელი ტემპით, 2-დან 3 წუთის განმავლობაში, სასურველი კლინიკური ეფექტის მიღწევამდე.
მიდაზოლამის შეყვანა არ ხდება სწრაფი ინტრავენური ინექციის სახით. დატვირთვის დოზის შემდეგ მიდაზოლამი მიიღება უწყვეტი ინფუზიის სახით 0.06-დან 0.12 მგ/კგ/სთ-მდე სიჩქარით (1-დან 2 µg/კგ/წთ). საჭიროების შემთხვევაში ინფუზიის სიჩქარე შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს (ჩვეულებრივ, საწყისი ან შემდგომი ინფუზიის სიჩქარის 25%-ით), ან ინტრავენურად მიიღება მიდაზოლამის დამატებითი დოზები სასურველი ეფექტის შენარჩუნების ან მომატების მიზნით.
თუ მიდაზოლამის ინფუზიის შეყვანა დაწყებულია ჰემოდინამიურად არასტაბილურ პაციენტებში, ჩვეულებრივი დატვირთვის დოზა ტიტრირებული უნდა იყოს დაბალი დოზებით და პაციენტი ვაკონტროლოთ ჰემოდინამიკურ ცვლილებებზე (მაგ. ჰიპოტონია). ასეთი პაციენტები უფრო მგრძნობიარე არიან მიდაზოლამის დეპრესიული ეფექტისადმი სუნთქვაზე, ამიტომ საჭიროა სუნთქვის სიხშირის და ჟანგბადის სატურაციის ზედმიწევნითი მონიტორინგი.
ნაადრევად დაბადებულ ახალშობილებში, ახალშობილებში და 15 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის ბავშვებში არ არის რეკომენდირებული მიდაზოლამის ხსნარის გამოყენება 1 მგ/მლ-ზე მეტი კონცენტრაციით. უფრო მაღალი კონცენტრაციები უნდა განზავდეს 1 მგ/მლ-მდე.
განსაკუთრებული პოპულაციები
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები) მიდაზოლამს შეიძლება თან ახლდეს უფრო გამოხატული და ხანგრძლივი სედაცია, რაც შესაძლოა მოიცავდეს კლინიკურად მნიშვნელოვან რესპირატორულ და კარდიოვასკულარულ დეპრესიას.
მაშასადამე, მიდაზოლამი ფრთხილად უნდა იყოს მიღებული პაციენტთა ამ პოპულაციაში და ტიტრირებული, სასურველი ეფექტის მისაღწევად (იხილეთ პარაგრაფი 4.4).
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <10 მლ/წთ) დაუკავშირებელი მიდაზოლამის ფარმაკოკინეტიკა, ერთჯერადი ინტრავენური დოზის შემდეგ არის ჯანსაღ მოხალისეებში, მოხსენებული ფარმაკოკინეტიკის მსგავსი. თუმცა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ICU) პაციენტების ხანგრძლივი ინფუზიის შემდეგ, სედაციური ეფექტის საშუალო ხანგრძლივობა თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში საგრძნობლად გაიზარდა, მეტი ალბათობით 1’ -ჰიდროქსიმიდაზოლამის გლუკურონიდის კუმულაციის გამო (იხილეთ პარაგრაფები 4.4 და 5.2).
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის უკმარისობა ამცირებს ინტრავენურად მიღებული მიდაზოლამის კლირენსს და შედეგად ზრდის ტერმინალურ ნახევარგამოყოფის პერიოდს. ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო ძლიერი და ხანგრძლივი კლინიკური ეფექტი. მიდაზოლამის საჭირო დოზა შესაძლოა შემცირდეს და სათანადოდ უნდა ადევნით თვალყური სასიცოცხლო ნიშნებს. (იხილეთ პარაგრაფი 4.4).
პედიატრიული პოპულაცია
იხილეთ ზევით და 4.4. პარაგრაფი
მიღების წესი და დოზირება
ინტრავენური, ინტრამუსკულარული და რექტალური გამოყენებისთვის.
მიღებამდე სამედიცინო პროდუქციის განზავების ინსტრუქცია იხილეთ პარაგრაფში 6.6.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა მიდაზოლამის, ბენზოდიაზეპინების ან 6.1 პარაგრაფში ჩამოთვლილი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
სედაცია ცნობიერების შენარჩუნებით იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სუნთქვის მძიმე უკმარისობა ან სუნთქვის მძიმე დეპრესია.
სიფრთხილის ზომები
მიდაზოლამი დანიშნული უნდა იყოს მხოლოდ გამოცდილი ექიმის მიერ, ისეთ ადგილას, სადაც განთავსებულია აღჭურვილობა რესპირატორული და კარდიოვასკულარული ფუნქციის მონიტორინგისთვის და ხელშეწყობისთვის, ან იმ პირების დახმარებით, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან გვერდითი რეაქციების ცნობასა და მართვაში, რესპირატორულ და გულის რეანიმაციაში. მოხსენებული იქნა მძიმე კარდიორესპირატორული გვერდითი ეფექტის შესახებ, რესპირატორული დეპრესიის, აპნოეს, სუნთქვის გაჩერების და/ან გულის გაჩერების ჩათვლით. ასეთი სიცოცხლისთვის საშიში გართულებები ყველაზე დიდი ალბათობით ჩნდება მაშინ, როდესაც ინექცია მიიღება ძალიან სწრაფად ან როდესაც მიიღება მაღალი დოზები (იხილეთ პარაგრაფი 4.8)
ბენზოდიაზეპინები არ არის რეკომენდირებული, როგორც ძირითადი საშუალება ფსიქიური დაავადებების სამკურნალოდ.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, სედაციის დროს ცნობიერების შენარჩუნებით რომლებსაც აქვთ დაქვეითებული რესპირატორული ფუნქცია.
პედიატრიული პაციენტები 6 თვემდე ასაკის განსაკუთრებით არიან მიდრეკილნი სასუნთქი გზების ობსტრუქციისა და ჰიპოვენტილაციის განვითარებისკენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია მოახდინოთ დოზის ტიტრაცია მცირე მატებებით კლინიკური ეფექტის მისაღწევად და აკონტროლოთ სუნთქვის სიხშირე და ჟანგბადის სატურაცია.
მიდაზოლამის პრემედიკაციის სახით მიღების შემდეგ პაციენტი უნდა გყავდეთ ზედმიწევნითი მეთვალყურეობის ქვეშ, ვინაიდან ინდივიდუალური მგრძნობელობა განსხვავდება და შეიძლება გამოვლინდეს დოზის გადაჭარბების სიმპტომები.
განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო მიდაზოლამის მაღალი რისკის შემცველ პაციენტებში გამოყენების დროს:
60 წელზე მეტი ასაკის მოზრდილები
ქრონიკული დაავადებების მქონე და დასუსტებული პაციენტები, მაგ:
სუნთქვის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტები
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტები
ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტები (ბენზოდიაზეპინები შეიძლება დაილექოს ან გაამწვავონ ენცეფალოპათია ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში)
გულის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტები
ბავშვები, განსაკუთრებით კარდიოვასკულარული არასტაბილურობით.
უფრო დაბალი დოზები მიღებული უნდა იყოს მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების მიერ (იხილეთ პარაგრაფი 4.2) და მათ მუდმივად უნდა ადევნოთ თვალი სასიცოცხლო ფუნქციების ცვლილების ადრეული ნიშნების გამოვლენისთვის.
ისევე, როგორც ნებისმიერი წამლის შემთხვევაში, რომელსაც აქვს ცნს-ს დეპრესანტის და/ან კუნთების რელაქსანტის თვისებები, განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ მიასთენიის მქონე პაციენტებისთვის მიდაზოლამის დანიშვნისას.
ტოლერანტობა
მოხსენებულია, ეფექტურობის გარკვეული შესუსტების შესახებ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მიდაზოლამის ხანგრძლივი სედაციის სახით გამოყენების დროს.
დამოკიდებულება
როდესაც მიდაზოლამი გამოიყენება ხანგრძლივი სედაციის სახით ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, უნდა გაითვალისწინოთ ფიზიკური დამოკიდებულების განვითარების ალბათობა. დამოკიდებულების განვითარების რისკი მატულობს დოზის მომატებასთან და მკურნალობის ხანგრძლივ პერიოდთან ერთად; ასევე, ასეთი რისკი უფრო მაღალია ალკოჰოლის ან ნარკოტიკის მიღების სამედიცინო ისტორიის მქონე პაციენტებში.
მოხსნის სიმპტომები
ფიზიკური დამოკიდებულება შეიძლება გამოვლინდეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მიდაზოლამით ხანგრძლივი მკურნალობის დროს. მაშასადამე, მკურნალობის უცებ შეწყვეტა გამოიწვევს წამლის მიღების მოხსნის სიმპტომებს. შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, დიარეა, კუნთების ტკივილი, შფოთვა, დაძაბულობა, მოუსვენრობა, დაბნეულობა, გაღიზიანება, ძილთან დაკავშირბეული პრობლემები, გუნება-განწყობის ცვლილებები, ჰალუცინაციები და კონვულსიები. რთულ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: დეპერსონალიზაცია, კიდურების გაშეშება და ჩხვლეტის შეგრძნება, გადამეტებული მგრძნობელობა სინათლის, ხმაურის და ფიზიკური კონტაქტის მიმართ. ვინაიდან მიღების შეწყვეტის სიმპტომების რისკი უფრო მაღალია მკურნალობის უცებ შეწყვეტის შემდეგ, რეკომენდირებულია დოზის თანდათანობით შემცირება.
ამნეზია
ანტეროგრადული ამნეზია შეიძლება გამოვლინდეს თერაპიული დოზების მიღებისას, ამის რისკი მატულობს დოზის გაზრდასთან ერთად (ზოგიერთ სიტუაციებში ეს ეფექტი ძალიან სასურველია, ძირითადად ქირურგიული და დიაგნოსტიკური პროცედურების ჩატარებამდე და ჩატარების დროს), რომლის ხანგრძლივობაც უშალოდ დაკავშირებულია მიღებულ დოზასთან. გახანგრძლივებულმა ამნეზიამ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები იმ პაციენტებში, რომლებსაც გაწერენ პროცედურების შემდეგ. მიდაზოლამის პარენტერალური წესით მიღების შემდეგ პაციენტები უნდა გამოეწერონ საავადმყოფოდან ან გაიგზავნონ საკონსულტაციო ოთახში, თანმხლებ პირთან ერთად.
პარადოქსული რეაქციები
მიდაზოლამის გამოყენების დროს მოხსენებული იყო პარადოქსული რეაქციების შესახებ, როგორიცაა მოუსვენრობა, აგიტაცია, გაღიზიანება, უნებლიე მოძრაობები (ტონური/ კლუნური კონვულსიების და კუნთების ტრემორის ჩათვლით), ჰიპერაქტიურობა, მტრული განწყობა, ილუზიები, სიბრაზე, აგრესიულობა, შფოთვა, ღამის კოშმარები, ჰალუცინაციები, ფსიქოზი, არასათანადო ყოფაქცევა ან სხვა უარყოფითი ყოფაქცევითი ეფექტები, პაროქსიზმული აღელვება და შეტევები. ასეთი რეაქციები შეიძლება გამოჩნდეს მაღალი დოზის გამოყენების და/ან წამლის სწრაფი ტემპით მიღების შემთხვევაში. ეს რეაქციები უფრო ხშირია ბავშვებში და ხანდაზმულ პაციენტებში. აღნიშნული რეაქციების შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
მიდაზოლამის შეცვლილი ელიმინაცია
მიდაზოლამის შეცვლილი ელიმინაცია შეიძლება გამოწვეული იყოს იმ ნაერთებით, რომლებიც ახდენენ CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბირებას ან ინდუცირებას, და ამიტომ შესაბამისად შეიძლება საჭირო გახდეს მიდაზოლამის დოზის კორექტირება (იხილეთ პარაგრაფი 4.5).
მიდაზოლამის ელიმინაციის დრო ასევე შეიძლება გახანგრძლივდეს იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის დისფუნქცია და გულის დაბალი განდევნის ფრაქცია, ასევე ახალშობილებში (იხილეთ პარაგრაფი 5.2).
აპნოე ძილში
მიდაზოლამის ამპულები უაღრესი სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული ძილში აპნოეს სინდრომის მქონე პაციენტებში და უნდა მოახდინოთ ასეთი პაციენტების რეგულარული მონიტორინგი.
ნაადრევად დაბადებული ახალშობილები და ჩვილები
აპნოეს მომატებული რისკის გამო, უაღრესი სიფრთხილე გმართებთ ნაადრევი და ადრე ნაადრევად დაბადებული, არა-ინტუბირებული ბავშვების სედაციის დროს. საჭიროა სუნთქვის სიხშირის და ჟანგბადის სატურაციის ზედმიწევნითი მონიტორინგი.
ახალშობილებში უნდა მოერიდოთ სწრაფ ინექციას.
ახალშობილებს გააჩნიათ მოუმწიფებელი ორგანოები და/ან ორგანოების დაქვეითებული ფუნქცია და მაშასადამე, ისინი უფრო მგრძონიარენი არიან მიდაზოლამის გამოხატული და/ან ხანგრძლივი რესპირატორული ეფექტების მიმართ.
უარყოფითი ჰემოდინამიური რეაქციების შესახებ მოხსენებული იქნა კარდიოვასკულარული არასტაბილურობის მქონე ბავშვებში; ამ პაციენტებთან უნდა მოერიდოთ სწრაფ ინტრავენურ მიღებას.
6 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვები
ამ პაციენტებისთვის მიდაზოლამი ნაჩვენებია სედაციისთვის მხოლოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
6 თვემდე ასაკის ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული მიდრეკილება სასუნთქი გზის ობსტრუქციისა და ჰიპოვენტილაციის მიმართ. ამიტომ, საჭიროა ტიტრაცია მცირე მატებებით, სანამ არ მიიღწევა კლინიკური ეფექტი, ასევე ყურადღებით უნდა ადევნოთ თვალყური სუნთქვის სიხშირეს და ჟანგბადის სატურაციას (იხილეთ ასევე პარაფრაფი „ნაადრევი ახალშობილები და ჩვილები“ ზევით).
ალკოჰოლის / ცნს დეპრესანტების ერთდროულად გამოყენება
მიდაზოლამის ალკოჰოლთან და/ან ცნს-ს დეპრესანთებთან ერთდროულ გამოყენებას უნდა მოერიდოთ. ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს მიდაზოლამის კლინიკური ეფექტი და გამოიწვიოს ღრმა სედაცია, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს კომა ან გარდაცვალება, ან კლინიკურად მნიშვნელოვანი რესპირატორული დეპრესია (იხილეთ პარაგრაფი 4.5).
ოპიოიდების ერთდროული გამოყენებით გამოწვეული რისკი
მიდაზოლამი კალცექსის და ოპიოიდების ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სედაცია, რესპირატორული დეპრესია, კომა და გარდაცვალება. ამ რისკების გამო, სედაციური წამლების, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები ან დაკავშირებული წამლები, მაგალითად, მიდაზოლამი კალცექსის, ოპიოიდებთან ერთად გამოყენება მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებისთვისაც არ არსებობს ალტერნატიული მკურნალობის სხვა ვარიანტი. თუ მიიღება გადაწყვეტილება მიდაზოლამი კალცექსის ოპიოიდებთან ერთად გამოყენების შესახებ, აღებული უნდა იყოს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა, ხოლო მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე (იხილეთ ასევე ზოგადი რეკომენდაციები 4.2 პარაგრაფში).
პაციენტებს ყურადღებით უნდა ადევნოთ თვალი რესპირატორული დეპრესიისა და სედაციის ნიშნებსა და სიმპტომებზე. ამ მხრივ უაღრესად გირჩევთ შეატყობინოთ პაციენტებს და მათ მომვლელ პირებს (თუ შესაძლებელია), რომ ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ სიმპტომებს (იხილეთ პარაგრაფი 4.5).
ალკოჰოლის ან ნარკოტიკის ბოროტად გამოყენების სამედიცინო ისტორია
მიდაზოლამის, ისევე, როგორც სხვა ბენზოდიაზეპინების გამოყენებას უნდა მოერიდოთ ალკოჰოლის ან ნარკოტიკის მოხმარების ისტორიის მქონე პაციენტებში.
გამოწერის კრიტერიუმი
მიდაზოლამის მიღების შემდეგ პაციენტები შეიძლება გამოეწერონ საავადმყოფოდან ან გაიგზავნონ საკონსულტაციო ოთახში, მხოლოდ თუ ეს რეკომენდირებული იქნება თანხმლები ექიმის მიერ და თანმხლებ პირთან ერთად. გამოწერის შემდეგ პაციენტი არ უნდა დატოვოთ უყურადღებოდ.
მოცემული სამედიცინო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) 1 მლ-ზე, ანუ ძირითადად იგი „ნატრიუმის გარეშეა“'.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები
მიდაზოლამი მეტაბოლიზდება CYP3A4 და CYP3A5-ით.
CYP3A ინჰიბიტორებს და ინდუქტორებს შეუძლიათ გაზარდონ და შეამცირონ კონცენტრაციები პლაზმაში და შესაბამისად, მიდაზოლამის ეფექტიც, ამიტომ საჭიროა დოზირების სათანადოდ კორექტირება.
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები CYP3A4 ინჰიბიტორებთან ან ინდუქტორებთან უფრო ხშირია მიდაზოლამის პერორალურად მიღების, ვიდრე ინტრავენური მიღების დროს, ვინაიდან CYP3A4 ასევე არსებობს კუჭნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილში. ეს ხდება იმიტომ, რომ პერორალურად მიღებისას იცვლება ორივე- სისტემური კლირენსიც და ხელმისაწვდომობაც, ხოლო პარენტერალურად მიღებისას ეფექტური ხდება მხოლოდ სისტემური კლირენსის ცვლილება. მიდაზოლამის ერთჯერადი ინტრავენური დოზის შემდეგ მაქსიმალური კლინიკური ეფექტის ცვლილება იქნება უმნიშვნელო CYP3A4-ს ინჰიბირების გამო, ხოლო ეფექტურობის ხანგრძლივობა შეიძლება გაიზარდოს. თუმცა, მიდაზოლამის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ, ეფექტის ხანგრძლივობა და სიდიდე მომატებული იქნება CYP3A4 ინჰიბირებასთან ერთად.
არ არსებობს ხელმისაწვდომი გამოკვლევები მიდაზოლამის ფარმაკოკინეტიკაზე CYP3A4 მოდულაციის ეფექტის შესახებ რექტალურად და ინტრამუსკულარულად მიღების შემდეგ. მოსალოდნელია, რომ ეს ურთიერთქმედებები ნაკლებად ხშირია რექტალური, ვიდრე პერორალური მიღების დროს, ვინაიდან აქ გვერდს ვუვლით კუჭნაწლავის ტრაქტს, ხოლო ინტრამუსკულარულად მიღების შემდეგ CYP3A4 მოდულაციის ეფექტი არ უნდა იყოს არსებითად განსხვავებული ინტრავენური მიღების დროს შემჩნეული ეფექტებისგან.
მაშასადამე, რეკომენდირებულია ყურადღებით ადევნოთ თვალყური კლინიკურ ეფექტს და სასიცოცხლო ნიშნებს მიდაზოლამის გამოყენების დროს, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მიდაზოლამის კლინიკური ეფექტი შეიძლება უფრო ძლიერი იყოს და უფრო ხანგრძლივად გრძელდებოდეს CYP3A4 ინჰიბიტორის ერთდროულად მიღების შემდეგ, მაშინაც კი, თუ იგი მიღებული იქნება მხოლოდ ერთხელ. კერძოდ, მიდაზოლამის მაღალი დოზების მიღებამ ან ხანგრძლივმა ინფუზიებმა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ CYP3A4-ს ძლიერ ინჰიბიტორებს (მაგ. ინტენსიური თერაპიის დროს) შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივად მოქმედი საძილე ეფექტები, ანესთეზიისგან დაგვიანებული გამოსვლა და სუნთქვის დათრგუნვა, და ამიტომ საჭიროა დოზის რეგულირება. მიდაზოლამის ეფექტი შეიძლება უფრო სუსტი იყოს და გრძელდებოდეს უფრო ხანმოკლედ, თუ იგი მიიღება CYP3A ინდუქტორთან ერთად, და შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მაღალი დოზები.
CYP3A4 ინდუქციის დროს, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ინდუცირების პროცესი საჭიროებს რამდენიმე დღეს მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, და ასევე რამდენიმე დღეს მის გაქრობამდე. ინდუქტორთან ერთად რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობისგან განსხვავებით, ხანმოკლე მკურნალობა იწვევს ნაკლებად გამოხატულ ურთიერთქმედებას მიდაზოლამთან. თუმცა, ძლიერი ინდუქტორებისთვის არ შეიძლება გამორიცხული იყოს მნიშვნელოვანი ინდუქცია ხანმოკლე მკურნალობის შემდეგაც კი. არ არის ცნობილი, რომ მიდაზოლამი ცვლის სხვა წამლების ფარმაკოკინეტიკას.
წამლები, რომლებიც ინჰიბირებენ CYP3A-ს:
აზოლის ფუნგიციდები
კეტოკონაზოლმა გაზარდა ინტრავენურად მიღებული მიდაზოლამის კონცენტრაცია პლაზმაში 5-ჯერ, ხოლო საბოლოო ნახევარ გამოყოფის პერიოდი გაზარდა დაახლოებით 3- ჯერ. თუ პარენტერალური მიდაზოლამი მიღებული იქნება CYP3A ძლიერ ინჰიბიტორთან - კეტოკონაზოლთან ერთად, მაშინ ეს უნდა მოხდეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ან მსგავს დაწესებულებაში, რომელიც იძლევა ზედმიწევნითი კლინიკური მონიტორინგის და სათანადო მკურნალობის საშუალებას რესპირატორული დეპრესიის და/ან გახანგრძლივებული სედაციის შემთხვევაში. უნდა გაითვალისწინოთ ეტაპობრივი დოზირების ან დოზის კორექტირების შესაძლებლობა, განსაკუთრებით, თუ მიღებული იქნა მიდაზოლამის ერთზე მეტი ინტრავენური დოზა. იგივე რეკომენდაცია შეიძლება გამოყენებული იყოს სხვა ფუნგიციდებშიც (იხილეთ შემდგომში), ვინაიდან არსებობს მონაცემები ინტრავენურად მიღებული მიდაზოლამის მომატებული სედაციური ეფექტის შესახებ, თუმცა ნაკლები ოდენობით.
ვორიკონაზოლმა გაზარდა ინტრავენურად მიღებული მიდაზოლამის კონცენტრაცია პლაზმაში 3-4 ჯერ, ხოლო ელიმინაციის ნახევარპერიოდი ასევე გაიზარდა დაახლოებით 3 ჯერ.
ფლუკონაზოლმა და იტრაკონაზოლმა გაზარდა ინტრავენურად მიღებული მიდაზოლამის კონცენტრაციები პლაზმაში 2-3 ჯერ, რაც დაკავშირებულია საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდის გაზრდასთან 2.4 ჯერ იტრაკონაზოლისთვის და 1.5-ჯერ ფლუკონაზოლისთვის, შესაბამისად.
პოზაკონაზოლმა გაზარდა ინტრავენურად მიღებული მიდაზოლამის კონცენტრაცია პლაზმაში დაახლოებით 2-ჯერ.
უნდა გაითვალისწინოთ, რომ პერორალური მიღების შემდეგ მიდაზოლამის ზემოქმედება იქნება მნიშვნელოვნად უფრო დიდი, ვიდრე ზემოთ აღნიშნულებისა, განსაკუთრებით კეტოკონაზოლთან, იტრაკონაზოლთან და ვორიკონაზოლთან ერთად.
მიდაზოლამის ამპულები არ არის გათვალისწინებული პერორალური მიღებისთვის.
მაკროლიდური ანტიბიოტიკები
ერითრომიცინმა გაზარდა ინტრავენურად მიღებული მიდაზოლამის კონცენტრაცია პლაზმაში დაახლოებით 1.6-2 ჯერ, რაც დაკავშირებულია მიდაზოლამის საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდის გადიდებასთან 1.5-1.8 ჯერ.
კლარიტრომიცინმა გაზარდა მიდაზოლამის კონცენტრაცია პლაზმაში 2.5 ჯერ, ხოლო საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივდა 1,5-2 ჯერ.
დამატებითი ინფორმაცია პერორალური მიდაზოლამის შესახებ
ტელიტრომიცინმა გაზარდა პერორალური მიდაზოლამის კონცენტრაცია პლაზმაში 6 ჯერ.
როქსიტრომიცინი: თუმცა არ არსებობს ხელმისაწვდომი მონაცემები როქსიტრომიცინის ეფექტის შესახებ ინტრავენურად მიღებულ მიდაზოლამზე, პერორალური მიდაზოლამის ტაბლეტის საბოლოო ნახევარ გამოყოფის პერიოდზე სუსტი ეფექტი (გადიდება დაახლოებით 30%-ით) აჩვენებს, რომ როქსიტრომიცინის ეფექტი ინტრავენურად მიღებულ მიდაზოლამზე შეიძლება უმნიშვნელო იყოს.
ინტრავენური ანესთეტიკები
ინტრავენური მიდაზოლამის დეპოზიცია ასევე შეიცვალა ინტრავენური პროპოფოლით (AUC და ნახევარ გამოყოფის პერიოდი გაიზარდა 1.6-ჯერ).
აივ პროტეაზის ინჰიბიტორები
საქინავირი და აივ-ის (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის) პროტეაზის ინჰიბიტორები: პროტეაზის ინჰიბიტორების ერთდროულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მიდაზოლამის კონცენტრაციების მნიშვნელოვნად მომატება. რიტონავირით გაძლიერებული ლოპინავირის ერთდროულად მიღებამ გაზარდა ინტრავენურად მიღებული მიდაზოლამის კონცენტრაცია პლაზმაში 5.4 ჯერ, ასოცირებული საბოლოო ნახევარ გამოყოფის პერიოდის მსგავსი ზრდით. თუ პარენტერალური მიდაზოლამი მიღებული იქნება აივ-ის პროტეაზას ინჰიბიტორებთან ერთად, მკურნალობის დროს უნდა მიჰყვეთ აზოლის ფუნგიციდისთვის, კეტოკონაზოლისთვის გათვალისწინებულ აღწერას ზედა პარაგრაფში.
C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) პროტეაზის ინჰიბიტორები: ბოცეპრევირი და ტელაპრევირი ამცირებენ მიდაზოლამის კლირენსს. ამ ეფექტმა გამოიწვია მიდაზოლამის AUC-ის 3,4 ჯერ მომატება ინტრავენური მიღების შემდეგ და გაახანგრძლივა მისი ელიმინაციის ნახევარპერიოდი 4 ჯერ.

სხვა CYP3A4 ინჰიბიტორებისთვის მონაცემების საფუძველზე, მიდაზოლამის კონცენტრაციები პლაზმაში სავარაუდოდ მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იქნება, თუ მიდაზოლამი მიიღება პერორალურად. მაშასადამე, პროტეაზის ინჰიბიტორები არ უნდა გამოვიყენოთ პერორალურ მიდაზოლამთან ერთად.
კალციუმის არხის ბლოკატორები
დილტიაზემი: დილტიაზემის ერთჯერადი დოზის მიღებამ იმ პაციენტების მიერ, რომლებმაც ჩაიტარეს კორონარული არტერიის შუნტირება, გაზარდა ინტრავენურად მიღებული მიდაზოლამის კონცენტრაცია პლაზმაში დაახლოებით 25%-ით, ხოლო საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა 43%-ით. ეს იყო ნაკლები, ვიდრე 4-ჯერ ზრდა, რომელიც შეიმჩნეოდა მიდაზოლამის პერორალურად მიღების შემდეგ.
დამატებითი ინფორმაცია პერორალურ მიდაზოლამზე
ვერაპამილმა გაზარდა პერორალური მიდაზოლამის კონცენტრაციები პლაზმაში 3-ჯერ. მიდაზოლამის საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა 41%-ით.
სხვადასხვა წამლები/მცენარეული სუბსტანციები
ატორვასტატინის ერთდროულად მიღებამ გაზარდა ინტრავენურად მიღებული მიდაზოლამის კონცენტრაციები პლაზმაში 1.4 -ჯერ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.
ინტრავენური ფენტანილი წარმოადგენს მიდაზოლამის ელიმინაციის სუსტ ინჰიბიტორს: ინტრავენური მიდაზოლამის AUC და ნახევარპერიოდი გაიზარდა 1.5-ჯერ ფენტანილის არსებობისას.

ნეფაზოდონმა გაზარდა პერორალური მიდაზოლამის კონცენტრაციები პლაზმაში 4.6-ჯერ, ხოლო საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა 1.6-ჯერ.
თიროზინის კინაზის ინჰიბიტორებმა თავი გამოავლინეს, როგორც CYP3A-ს პოტენციურად ინჰიბიტორებმა in vitro (იმატინიბი, ლაპატინიბი) ან in vivo (იდელალისიბი). იდელალისიბის ერთდროულად მიღების შემდეგ პერორალური მიდაზოლამის ზემოქმედება გაიზარდა საშუალოდ 5.4-ჯერ.
NK1 რეცეპტორის ანტაგონისტებმა (აპრეპიტანტი, ნეტუპიტანტი, კასოპრეპიტანტი) დოზის მიხედვით გაზარდეს პერორალური მიდაზოლამის კონცენტრაციები პლაზმაში დაახლოებით 2.5-3.5-ჯერ და გაზარდეს საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 1.5-2-ჯერ.
რიგი წამლების ან მცენარეული სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, შემჩნეული იქნა სუსტი ურთიერთქმედება მიდაზოლამის ელიმინაციასთან, ერთდროულად მისი ზემოქმედების ცვლილებასთან ერთად (< 2-ჯერ ცვლილება AUC-ში) (ევეროლიმუსი, ციკლოსპორინი, სიმეპრევირი, პროპივერინი). ეს სუსტი ურთიერთქმედებები სავარაუდოდ შემცირდება ინტრავენური მიღების შემდეგ.
წამლები, რომლებიც ახდენენ CYP3A-ს ინდუცირებას
რიფამპიცინმა შეამცირა ინტრავენურად მიღებული მიდაზოლამის კონცენტრაციები პლაზმაში 60%-ით 7 დღის განმავლობაში 600 მგ/დღეში რიფამპიცინის მიღების შემდეგ. საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი შემცირდა დაახლოებით 50-დან 60%-მდე.
ტიცაგრელორი წარმოადენს CYP3A-ს სუსტ ინდუქტორს, მაგრამ გააჩნია მხოლოდ მცირე ეფექტი ინტრავენურად მიღებული მიდაზოლამის (-12%) და 4-ჰიდროქსიმიდაზოლამის (-23%) ზემოქმედებებზე.

რიფამპიცინმა შეამცირა პერორალური მიდაზოლამის კონცენტრაციები პლაზმაში 96%-ით ჯანსაღ სუბიექტებში და მისი ფსიქომოტორული ეფექტი თითქმის სრულიად დაიკარგა.
კარბამაზეპინი / ფენიტოინი: კარბამაზეპინის ან ფენიტოინის განმეორებითმა დოზებმა შეამცირეს პერორალური მიდაზოლამის კონცენტრაციები პლაზმაში 90%-მდე, ხოლო საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი შემცირდა 60%-ით.
CYP3A4 ძალიან ძლიერმა ინდუქციამ, შემჩნეული მიტოტანის ან ენზალუტამიდის შემდეგ, გამოიწვია მიდაზოლამის რაოდენობის მდგრადი და ხანგრძლივი შემცირება კიბოთი დაავადებულ პაციენტებში. პერორალურად მიღებული მიდაზოლამის AUC შემცირდა 5% და 14% -მდე ნორმალური ნიშნულიდან.
კლობაზამი და ეფავირენცი წარმოადგენენ მიდაზოლამის მეტაბოლიზმის სუსტ ინდუქტორებს და ამცირებენ ძირითადი ნაერთის AUC -ს დაახლოებით 30%-ით. შედეგად არსებობს 4-5-ჯერადი ზრდა აქტიური მეტაბოლიტის (1'hydroxymidazolam) კოეფიციენტში ძირითადი ნაერთის მიმართ, მაგრამ ამის კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
ვერმურაფენიბი ახდენს CYP ისოზიმების მოდულირებას და CYP3A4 მსუბუქ ინდუცირებას: განმეორებითი დოზის მიღებამ გამოიწვია პერორალური მიდაზოლამის ზემოქმედების საშუალოდ შემცირება 39% -ით (80% -ით ზოგ პაციენტებში).
მცენარეული სუბსტანციები და საკვები
კრაზანამ შეამცირა მიდაზოლამის კონცენტრაციები პლაზმაში დაახლოებით 20-40 %-ით, რაც ასოცირებული იქნა საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდის შემცირებასთან დაახლოებით 15 - 17%-ით. კრაზანას სპეციფიური ექსტრაქტის მიხედვით CYP3A4-CYP3A4-ინდუცირებადი ეფექტი შეიძლება განსხვავდებოდეს.

ქუერცეტინს (რომელსაც ასევე შეიცავს გინგკო ბილობა) და პანაქსის ჟენშენს გააჩნიათ ენზიმის სუსტი ინდუცირებადი ეფექტი და მიდაზოლამის ზემოქმედება მათზე მცირდება დაახლოებით 20-30%-ით მისი პერორალურად მიღების შემდეგ.
ცილის მწვავე ფრაქციონირება
ვალპროის მჟავა: თავისუფალი მიდაზოლამის კონცენტრაციის მომატება ვალპროის მჟავის წყალობით პლაზმის ცილების დაკავშირების ადგილებიდან ფრაქციონირების გამო არ შეიძლება გამოირიცხოს, თუმცა ასეთი ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
ფარმაკოდინამიური ურთიერთქმედებები
მიდაზოლამის სხვა სედაციურ /საძილე აგენტებთან და ცნს დეპრესანტებთან (ალკოჰოლის ჩათვლით) ერთდროულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გაძლიერებული სედაცია და კარდიორესპირატორული დეპრესია.
ეს მოიცავს ოპიატების დერივატივებს (იქნებიან ისინი გამოყენებულნი როგორც ანალგეტიკები, ხველების საწინააღმდეგო პრეპარატები თუ შენაცვლებითი თერაპია), ანტიფსიქოტიკებს, სხვა ბენზოდიაზეპინებს, გამოყენებული, როგორც ანქსიოლიტიკები ან საძილე, ბარბიტურატებს, პროპოფოლს, კეტამინს, ეტომიდატს, სედაციურ ანტიდეპრესანტებს, H1-ანტიჰისტამინებს, და ცენტრალურად მოქმედ ანტიჰიპერტენზიულ წამლებს.
ოპიოიდები
სედაციური წამლების, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები, ან მსგავსი წამლების, როგორიცაა მიდაზოლამი კალცექსი, ოპიოიდებთან ერთად მიღება ზრდის სედაციის, რესპირატორული დეპრესიის, კომის და გარდაცვალების რისკს ცნს-ზე დამატებითი დამთრგუნველი ეფექტის გამო. დოზირება და ერთდროულად მიღების ხანგრძლივობა შეზღუდული უნდა იყოს (იხილეთ პარაგრაფი 4.4).
ალკოჰოლს შეუძლია შესამჩნევად გააძლიეროს მიდაზოლამის სედაციური ეფექტი. მიდაზოლამის მიღებისას უნდა მოერიდოთ ალკოჰოლის მიღებას (იხილეთ პარაგრაფი 4.4).
მიდაზოლამი ამცირებს საინჰალაციო ანესთეტიკების მინიმალურ ალვეოლარულ კონცენტრაციებს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ არსებობს საკმარისი მონაცემები მიდაზოლამის უსაფრთხოების შესაფასებლად ორსულობის დროს.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევებისას არ იქნა გამოვლენილი ტერატოგენური ეფექტი, მაგრამ სხვა ბენზოდიაზეპინების გამოყენებისას შემჩნეული იქნა ფეტოტოქსიკურობა. არ არსებობს მონაცემები წამლის გამოყენების შესახებ ორსულობის პირველი ორი ტრიმესტრის განმავლობაში.
სავარაუდოა, კონგენიტალური მალფორმაციის მომატებული რისკი, ასოცირებული ბენზოდიაზეპინების მიღებასთან ორსულობის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში.
მიდაზოლამის მაღალი დოზის მიღებისას ორსულობის ბოლო ტრიმესტრის, მშობიარობის დროს ან საკეისრო კვეთის დროს ანესთეზიის ინდუქციური აგენტის სახით, მონაცემების შესაბამისად, იწვევს უარყოფით ეფექტს დედასთან ან ნაყოფში (ინჰალაციის რისკი დედასთან, ნაყოფის გულის რითმის დარღვევა, ჰიპოტონია, სუსტი წოვა, ჰიპოთერმია და რესპირატორული დეპრესია ახალშობილებში).
უფრო მეტი, ახალშობილებს, დაბადებულებს იმ დედებთან, რომლებიც ქრონიკულად იღებდნენ ბენზოდიაზეპინებს ორსულობის ბოლო ეტაპზე, შეიძლება განუვითარდეთ ფიზიკური დამოკიდებულება და შეიძლება გამოჩნდეს წამლის მოხსნის სიმპტომების რისკი პოსტნატალურ პერიოდში.
შედეგად, მიდაზოლამი არ უნდა იყოს გამოყენებული ორსულობის დროს, თუ არ არსებობს ამის აშკარა საჭიროება. რეკომენდირებულია მოერიდოთ მის გამოყენებას საკეისრო კვეთის დროს.
უნდა გავითვალისწინოთ, რისკი ახალშობილებში მიდაზოლამის ნებისმიერი ოპერაციის გამოყენების შემთხვევაში.
ლაქტაცია
მიდაზოლამი დაბალი კონცენტრაციებით აღწევს რძეში. მეძუძური დედებისთვის რეკომენდირებულია შეწყვიტონ ძუძუთი კვება მიდაზოლამის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მიდაზოლამი დიდ ზემოქმედებას ახდენს მანქანების ტარებასა და გამოყენების უნარზე.
სედაციამ, ამნეზიამ, ყურადღების დაქვეითებამ და კუნთების ფუნქციის დაქვეითებამ შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზემოქმედება მანქანების ტარებას ან გამოყენების უნარზე. მიდაზოლამის მიღებამდე პაციენტი უნდა გააფრთხილოთ, რომ არ ატაროს სატრანსპორტო საშუალებები ან არ იმუშაოს მანქანა-დანადგარებთან, სანამ არ იქნება სრულად აღდგენილი. ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, თუ როდის იქნება შესაძლებელი ამ ქმედებების განახლება. რეკომენდირებულია, რომ პაციენტს თან ახლდეს თანმხლები პირი მისი ბინაზე გაწერის დროს.
თუ გამოვლინდა ძილის ნაკლებობა ან ალკოჰოლის მიღება, შეიძლება გაიზარდოს ყურადღების დაქვეითების ალბათობა (იხილეთ პარ. 4.5).
გვერდითი მოვლენები
სიხშირის კატეგორიები:
ძალიან ხშირი: ≥1/10;
ხშირი: ≥1/100 -დან <1/10-მდე;
უჩვეულო: ≥1/1,000-დან <1/100-მდე;
იშვიათი: ≥1/10,000-დან <1/1,000-მდე;
ძალიან იშვიათი: <1/10,000;
უცნობი: ვერ ფასდება ხელმისაწვდომი მონაცემებიდან.
მიდაზოლამის ინექციის დროს მოხსენებული იქნა შემდეგი არასასურველი ეფექტების შესახებ:
იმუნური სისტემის დარღვევები
სიხშირე უცნობია
მომატებული მგრძნობელობა, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი
ფსიქიატრიული დარღვევები
სიხშირე უცნობია
დაბნეულობა, დეზორიენტაცია, ემოციური და გუნება-განწყობის დარღვევები, ლიბიდოს ცვლილება, პარადოქსული რეაქციები* მოუსვენრობის, აგიტაციის, გაღიზიანების, ნევროზის, მტრული განწყობის, სიბრაზის, აგრესიულობით, შფოთვის, ღამის კოშმარის, არანორმალური სიზმრების, ჰალუცინაციების, ფსიქოზის, არასათანადო ყოფაქცევის და სხვა უარყოფითი ყოფაქცევის ეფექტების ჩათვლით, პაროქსიზმული ღელვა
წამალზე ფიზიკური დამოკიდებულება და მიღების მოხსნის სინდრომი
ბოროტად გამოყენება
ნერვული სისტემის დარღვევები
სიხშირე უცნობია
უნებლიე მოძრაობები (ტონური/კლონური მოძრაობების და კუნთების ტრემორის ჩათვლით)*, გადამეტებული მგრძნობელობა*
სედაცია (გახანგრძლივებული და პოსტოპერაციული), ყურადღების დაქვეითება, ძილიანობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ატაქსია, ანტეროგრადული ამნეზია**, რომლის ხანგრძლივობაც უშუალოდ დაკავშირებულია მიღებულ დოზასთან
ნაადრევ ახალშობილებსა და ჩვილებში მოხსენებული იყო კონვულსიის შემთხვევების შესახებ
კონვულსიები წამლის მიღების შეწყვეტის გამო
გულთან დაკავშირებული დარღვევები
სიხშირე უცნობია
გულის გაჩერება , ბრადიკარდია
ვასკულარული დარღვევები
სიხშირ უცნობია
ჰიპოტონია, ვაზოდილატაცია, თრომბოფლებიტი, თრომბოზი
რესპირატორული დარღვევები
სიხშირე უცნობია
რესპირატორული დეპრესია, აპნოე, სუნთქვის გაჩერება, დისპნოე, ლარინგოსპაზმი, სლოკინი
კუჭნაწლავის მხრივ დარღვევები
სიხშირე უცნობია
გულისრევა, ღებინება, კუჭის შეკრულობა, სიმშრალე პირის ღრუში
კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები
სიხშირე უცნობია
გამონაყარი კანზე, ურტიკარია, ქავილი
ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილთან დაკავშირებული რეაქციები
სიხშირე უცნობია
დაღლილობა, ერითემა ინექციის ადგილზე, ტკივილი ინექციის ადგილზე
დაზიანება, მოწამვლა და პროცედურული გართულებები
სიხშირე უცნობია
ვარდნა, მოტეხილობები***
სოციალური გარემოებები
სიხშირე უცნობია
უხეშობის შეტევები*
- პარადოქსული რეაქციები მოხსენებული იყო ბავშვებსა და ხანდაზმულებში, კერძოდ (იხილეთ პარაგრაფი 4.4).
- * ანტეროგრადული ამნეზია შეიძლება შენარჩუნდეს პროცედურის ბოლომდე, ხოლო ზოგიერთ ერთეულ შემთხვევებში მოხსენებული იქნა ხანგრძლივი ამნეზიის შესახებ (იხილეთ პარაგრაფი 4.4).
- ** არსებობს მოხსენებები ვარდნისა და მოტეხილობების შესახებ ბენზოდიაზეპინების მომხმარებლებთან. ვარდნისა და მოტეხილობების რისკი უფრო მაღალია პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სედაციურ საშუალებებს (ალკოჰოლური სასმელების ჩათვლით) და ხანდაზმულ პაციენტებში.
თირკმლის უკმარისობა: არსებობს წამლის უარყოფითი რეაქციების უფრო მაღალი ალბათობა თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხილეთ პარაგრაფი 4.2).
დამოკიდებულობა: მიდაზოლამს შეუძლია გამოიწვიოს ფიზიკური დამოკიდებულება მისი თერაპიული დოზებით გამოყენების დროსაც კი. ხანგრძლივი ინტრავენური მიღების შემდეგ მკურნალობის შეწყვეტამ (განსაკუთრებით უცებ შეწყვეტამ) შეიძლება გამოიწვიოს წამლის მიღების მოხსნის სიმპტომები, წამლის შეწყვეტის გამო კონვულსიების ჩათვლით (იხილეთ პარაგრაფი 4.4). მოხსენებული იქნა წამლის ბოროტად გამოყენების შემთხვევების შესახებ.
გამოვლენილი იქნა გართულებული კარდიორესპირატორული უარყოფითი რეაქციები. სიცოცხლისთვის საშიში გართულებები უფრო სავარაუდოა 60 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში და ადრე სუნთქვის უკმარისობის ან გულის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით თუ მიღების ტემპი მეტისმეტად სწრაფია ან დოზა მაღალია (იხილეთ პარაგრაფი 4.4).
საეჭვო უარყოფითი რეაქციების შესახებ მოხსენება
მნიშვნელოვანია მოხსენება საეჭვო უარყოფითი რეაქციის შესახებ სამედიცინო პროდუქტის რეგისტრაციის შემდეგ. ეს საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ სამედიცინო პროდუქტის სარგებლის / რისკის მუდმივი მონიტორინგი. ჯანდაცვის დარგის პროფესიონალებს მოეთხოვებათ გააკეთონ მოხსენებები უარყოფითი რეაქციების შესახებ ეროვნული საანგარიშო სისტემის საშუალებით.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
სხვა ბენზოდიაზეპინების მსგავსად, მიდაზოლამი ჩვეულებრივ იწვევს ძილიანობას, ატაქსიას, დიზართრიას და ნისტაგმს. მიდაზოლამის დოზის გადაჭარბება იშვიათად ხდება სიცოცხლისთვის საშიში, თუ მხოლოდ ეს წამალი იყო მიღებული, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს არეფლექსია, აპნოე, ჰიპოტონია, კარდიორესპირატორული დეპრესია და იშვიათ შემთხვევებში კომა. კომა ჩვეულებრივ გრძელდება რამოდენიმე საათი, მაგრამ იგი შეიძლება იყოს გახანგრძლივებული და ციკლური, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. ბენზოდიაზეპინის რესპირატორული დეპრესიის ეფექტები უფრო სერიოზულია რესპირატორული დაავადებების მქონე პაციენტებში. ბენზოდიაზეპინები ზრდიან სხვა ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტების ეფექტს, ალკოჰოლის ჩათვლით.
მკურნალობა
პაციენტის სასიცოცხლო ნიშნები უნდა იყოს მონიტორინგის ქვეშ და დამხმარე მკურნალობა დაწყებული უნდა იყოს პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით. კერძოდ, პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ სიმპტომური მკურნალობა კარდიორესპირატორული ან ცენტრალური ნერვული სისტემის ეფექტების გამო.
პერორალურად მიღების შემდეგ შემდგომი აბსორბცია ექვემდებარება პრევენციას სათანადო მეთოდის გამოყენებით, მაგ. მკურნალობა აქტივირებული ნახშირით 1-2 საათის განმავლობაში. აქტივირებული ნახშირის გამოყენების შემთხვევაში სასუნთქი გზების დაცვა მნიშვნელოვანია ძილში მყოფი პაციენტებისთვის. შერეული სახით ჭარბი დოზირების შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ კუჭის ამორეცხვა, თუმცა ეს არ არის რუტინული ზომა.
თუ ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესია გართულებულია, გაითვალისწინეთ ბენზოდიაზეპინის ანტაგონისტის - ფლუმაზენილის მიღება. იგი მიღებული უნდა იყოს მხოლოდ ზედმიწევნით მონიტორინგს დაქვემდებარებულ პირობებში. მას გააჩნია ხანმოკლე მოქმედება (დაახლოებით საათი), მაშასადამე, ფლუმაზენილის მიმღებ პაციენტებს დასჭირდებათ მონიტორინგი მისი ეფექტის გაქრობის შემდეგაც. ფლუმაზენილი უნდა გამოვიყენოთ დიდი სიფრთხილით იმ წამლების მიღებისას , რომლებიც ამცირებენ კრუნჩხვების ზღურბლს (მაგ. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები). იხილეთ ფლუმაზენილის აღწერილობითი ინფორმაცია ამ წამლის სწორად მიღების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებისთვის.
შემადგენლობა
1 მლ ხსნარი შეიცავს 5 მგ მიდაზოლამს.
ერთი ამპულა 1 მლ ხსნარით შეიცავს 5 მგ მიდაზოლამს.
ერთი ამპულა 3 მლ ხსნარით შეიცავს 15 მგ მიდაზოლამს .
ერთი ამპულა 10 მლ ხსნარით შეიცავს 50 მგ მიდაზოლამს.
დამხმარე ნივთიერებების სრული სია იხილეთ პარაგრაფი 6.1.
შენახვის პირობები
5 წელი
ვარგისობის ვადა განზავების შემდეგ
ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოყენების დროს შეადგენს 24 საათს 25 °C-ზე და 3 დღეს 2-8 °C ტემპერატურაზე შემდეგ საინფუზიო ხსნარებთან: ნატრიუმის ქლორიდი 0.9 %, გლუკოზა 5 % და 10 %, რინგერის ხსნარი და ჰარტმანის ხსნარი.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, განზავებული ხსნარები რაც შეიძლება მალე უნდა გამოვიყენოთ. თუ იგი არ იქნება გამოყენებული დაუყოვნებლივ, შენახვის დრო და პირობები გამოყენებამდე იქნება მომხმარებლის პასუხისმგებლობა და ჩვეულებისამებრ არ უნდა იყოს 24 საათზე მეტი 2 °C -დან 8 °C-მდე, თუ განზავება არ მოხდა კონტროლირებულ და შემოწმებულ ასეპტიკურ პირობებში.
- 4 სპეციალური სიფრთხილის ზომები შენახვისთვის
მოცემული სამედიცინო პროდუქცია არ საჭიროებს რაიმე სპეციალურ ტემპერატურულ პირობებს შენახვისთვის.
შეინახეთ ამპულები გარე ყუთში მათი სინათლისგან დასაცავად. არ გაყინოთ.
სამედიცინო პროდუქციის განზავების შემდეგ შენახვის პირობებისთვის იხილეთ პარაგრაფი 6.3
- 5 კონტეინერის იერსახე და შიგთავსი
ტიპი I უფერო მინის ამპულები გასატეხი წერტილით, რომელიც შეიცავს 1 მლ, 3 მლ ან 10 მლ ხსნარს.
შეფუთვის ზომა: 5 ან 10 ამპულა.
ყველა ზომის შეფუთვა არ არის გატანილი ბაზარზე.
- 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გადაგდებისთვის და სხვა გამოყენებისთვის
შეთავსებადია შემდეგ საინფუზიო ხსნარებთან
- ნატრიუმის ქლორიდის 0.9 % ხსნარი
- გლუკოზის 5 % ხსნარი
- გლუკოზის 10 % ხსნარი
- რინგერის ხსნარი
- ჰარტმანის ხსნარი
ინტრავენური ინფუზიისთვის, მიდაზოლამი კალცექსის ამპულების შიგთავსი უნდა განზავდეს ზემოთ აღნიშნულ ერთ-ერთ ხსნართან, 15 მგ მიდაზოლამი 100-დან 1000 მლ საინფუზიო ხსნართან პროპორციით.
მიდაზოლამი კალცექსის საინექციო/ საინფუზიო ხსნარი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
ხსნარი ვიზუალურად უნდა იყოს შემოწმებული მიღებამდე. გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ სუფთა ხსნარი ხილული ნაწილაკების გარეშე.
ნებისმიერი ნარჩენი მასალა ან გამოუყენებელი პროდუქცია გადაგდებული უნდა იყოს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის (ლიცენზიის) მქონე დაწესებულებებზე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1 ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საძილეები და სედაციურები, ბენზოდიაზეპინის წარმოებულები, ATC კოდი: N05CD08.
მიდაზოლამი არის იმიდაზობენზოდიაზეპინის ჯგუფის წარმოებული. საფუძველს წარმოადგენს ლიპოფილური ნივთიერება და გააჩნია წყალში დაბალი ხსნადობა.
ძირითადი აზოტი 2 იმიდაზობენზოდიაზეპინის რგოლზე საშუალებას აძლევს მიდაზოლამს წარმოქმნას წყალში ხსნადი მარილები მჟავებთან ერთად და აწარმოოს სტაბილური და კარგად ათვისებადი საინექციო ან საინფუზიო ხსნარი ინექციისთვის.
მოქმედების მექანიზმი
ბენზოდიაზეპინების ძირითად მოქმედებას ხელს უწყობს GABAერგიული ნეიროტრანსმისიის გაძლიერება ინჰიბიტორული სინაფსისთვის. ბენზოდიაზეპინების არსებობისას GABA რეცეპტორის ურთიერთქმედება ნეიროგადამცემთან ძლიერდება პოზიტიური ალოსტერული მოდულაციის საშუალებით, რაც იწვევს განთავისუფლებული GABA-ს მომატებულ მოქმედებას პოსტ სინაფსური ტრანსმემბრანის ქლორიდის იონების ნაკადზე.
ფარმაკოდინამიური ეფექტები
მიდაზოლამის ფარმაკოლოგიური ეფექტი ხასიათდება სწრაფი მოქმედებით და ხანმოკლე ხანგრძლივობით, მოკლე დროის განმავლობაში სწრაფი მეტაბოლური გარდაქმნის წყალობით. მიდაზოლამს გააჩნია ძლიერი სედაციური და ძილის გამომწვევი ეფექტი. ასევე, მას აქვს ანქსიოლიტური, კრუჩხვის საწინააღმდეგო და მიორელაქსაციური მოქმედება.
მიდაზოლამი აქვეითებს ფსიქომოტორულ ფუნქციას ერთჯერადი ან/და მრავალჯერადი დოზის მიღებისას, მაგრამ იწვევს მინიმალურ ჰემოდინამიურ ცვლილებებს.
ინტრამუსკულარული ან ინტრავენური მიღებისას ჩნდება ანტეროგრადული ამნეზია მოკლე პერიოდით; (პაციენტს არ ახსოვს მოვლენები, რომლებიც მოხდა სუბსტანციის მაქსიმალური აქტიურობის დროს).
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია ინტრამუსკულარული მიღების შემდეგ
მიდაზოლამი სწრაფად და სრულად შეიწოვება კუნთის ქსოვილიდან. მაქსიმალური კონცენტრაციები პლაზმაში მიიღწევა 30 წუთში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა ინტრამუსკულარული მიღების შემდეგ აჭარბებს 90%-ს.
აბსორბცია რექტალურად მიღების შემდეგ
მიდაზოლამი სწრაფად შეიწოვება რექტალურად მიღების შემდეგ. მაქსიმალური კონცენტრაციები პლაზმაში მიიღწევა 30 წუთში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 50%-ს.
განაწილება
მიდაზოლამის ინტრავენური მიღების შემდეგ პლაზმაში კონცენტრაციის დროის მრუდში ჩნდება ერთი ან ორი სხვადასხვა განაწილების ფაზა. სტაბილურ მდგომარეობაში განაწილების მოცულობა შეადგენს 0.7 -დან 1.2 ლ/კგ.
მიდაზოლამის 96 - 98% უკავშირდება პლაზმის ცილებს, უმეტესად ალბუმინს. მიდაზოლამი ნელა და მცირე რაოდენობით აღწევს ცერებროსპინალურ სითხეში. ადამიანებში გამოვლენილი იქნა, რომ მიდაზოლამი ნელა გადის პლაცენტარულ ბარიერს და აღწევს ნაყოფის სისხლისმიმოქცევაში. მიდაზოლამი მცირე რაოდენობით აღმოჩენილია დედის რძეში. მიდაზოლამი არ წარმოადგენს სუბსტრატს წამლების ტრანსპორტიორირებისთვის.
ბიოტრანსფორმაცია
მიდაზოლამი თითქმის მთლიანად გამოიყოფა ბიოტრანსფორმაციით. შეფასების მიხედვით, ღვიძლის საშუალებით მეტაბოლიზირდება დოზის 30-60%. მიდაზოლამი ჰიდროქსილირდება ციტოქრომით P450 CYP3A4 და CYP3A5 იზოფერმენტებით. ძირითადი მეტაბოლიტი პლაზმასა და შარდში არის 1'-ჰიდროქსიმიდაზოლამი.
1'-ჰიდროქსიმიდაზოლამის კონცენტრაცია პლაზმაში შეადგენს ძირითადი ნაერთის 12%-ს
1'-ჰიდროქსიმიდაზოლამი ფარმაკოლოგიურად აქტიურია, მაგრამ მხოლოდ მცირე წვლილი შეაქვს (დაახლოებით 10%) ინტრავენური მიდაზოლამის ეფექტში.
ელიმინაცია
ჯანმრთელ მოხალისეებში მიდაზოლამის ელიმინაციის ნახევარპერიოდი მერყეობს 1.5 და 2.5 საათს შორის.
პლაზმის კლირენსი შეადგენს 300 -დან 500 მლ/წთ-მდე. მიდაზოლამი უპირატესად გამოიყოფა თირკმლის საშუალებით (შეყვანილი დოზის 60-80%) და აღდგენილია გლუკურონის - კონიუგატის 1’ -ჰიდროქსიმიდაზოლამის სახით. დოზის 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა შეუცვლელი აქტიური სუბსტანციის სახით შარდში. 1'-ჰიდროქსიმიდაზოლამის ელიმინაციის ნახევარპერიოდი ერთ საათზე ნაკლებია. ინტრავენურად მიღებული მიდაზოლამის ელიმინაციის კინეტიკა არის ბოლუსურად შეყვანილი ინექციის კინეტიკის მსგავსი. მიდაზოლამის განმეორებით მიღება არ ახდენს წამლის მეტაბოლიზირებადი ფერმენტების ინდუცირებას.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ პოპულაციაში
ხანდაზმულები
60 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეიძლება გაიზარდოს ოთხჯერ.
პედიატრიული პოპულაცია
მიუხედავად იმისა, რომ რექტალურად მიღებული მიდაზოლამის აბსორბციის სიჩქარე ბავშვებსა და მოზრდილებში ერთნაირია, ბიოშეღწევადობა უფრო დაბალია ბავშვებში (5 - 18%). მოზრდილებთან შედარებით, 3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ინტრავენურად და რექტალურად მიღების შემდეგ ნახევრად გამოყოფის პერიოდი უფრო ნაკლებია (1 - 1.5 საათი). ეს განსხვავება შეესაბამება მომატებულ მეტაბოლურ კლირენსს ბავშვებში.
ახალშობილები
ახალშობილებში ნახევარ გამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენს 6-12 საათს, შესაძლოა ღვიძლის მოუმწიფებლობის და შემცირებული კლირენსის გამო. ასფიქსიაში მყოფ ახალშობილებში, ღვიძლის და თირკმლის უკმარისობით, არსებობს მიდაზოლამის შრატში მოულოდნელად მაღალი კონცენტრაციით დაგროვების რისკი, მნიშვნელოვნად შემცირებული და ცვლადი კლირენსის გამო (იხილეთ პარაგრაფი 4.4).
სიმსუქნე
მსუქან ადამიანებში ნახევრად გამოყოფის პერიოდი საშუალოდ მეტია, ვიდრე არამსუქან პაციენტებში (5.9 vs 2.3 საათი). ეს ხდება განაწილების მოცულობის 50%-ით მომატების გამო, რომელიც კორექტირებული იქნა სხეულის საერთო წონიდან გამომდინარე. კლირენსი არ არის მნიშვნელოვნად განსხვავებული მსუქან და არა მსუქან პაციენტებში.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ციროზის მქონე პაციენტებში ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეიძლება უფრო ხანგრძლივი იყოს, ხოლო კლირენსი -უფრო ხანმოკლე ჯანსაღ მოხალისეებთან შედარებით (იხილეთ პარაგრაფი 4.4).
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
არადაკავშირებული მიდაზოლამის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. მიდაზოლამის ფარმაკოლოგიურად მსუბუქად აქტიური ძირითადი მეტაბოლიტი, 1'-ჰიდროქსიმიდაზოლამის გლუკურონიდი, რომელიც გამოიყოფა თირკმლის საშუალებით, გროვდება თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. მოცემული კუმულაცია იწვევს გახანგრძლივებულ სედაციას. ამიტომ მიდაზოლამი მიღებული უნდა იყოს ფრთხილად და ტიტრირებული სასურველ ეფექტამდე (იხილეთ პარაგრაფი 4.4).
კრიტიკულად ავადმყოფი პაციენტები
მიდაზოლამის ნახევრად გამოყოფის პერიოდი კრიტიკულად ავადმყოფ პაციენტებში ექვსჯერ მომატებულია.
გულის უკმარისობის მქონე პაციენტები
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ნახევრად გამოყოფის პერიოდი უფრო მეტია, ვიდრე ჯანმრთელ სუბიექტებში (იხილეთ პარაგრაფი 4.4).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
შეფუთვის ფურცელი
მიდაზოლამი კალცექსი 5 მგ/მლ საინექციო/საინფუზიო ხსნარი
მიდაზოლამი
სამედიცინო პროდუქტის დასახელება
მიდაზოლამი კალცექსი 5 მგ/მლ საინექციო/საინფუზიო ხსნარი
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
1 მლ ხსნარი შეიცავს 5 მგ მიდაზოლამს.
ერთი ამპულა 1 მლ ხსნარით შეიცავს 5 მგ მიდაზოლამს.
ერთი ამპულა 3 მლ ხსნარით შეიცავს 15 მგ მიდაზოლამს .
ერთი ამპულა 10 მლ ხსნარით შეიცავს 50 მგ მიდაზოლამს.
დამხმარე ნივთიერებების სრული სია იხილეთ პარაგრაფი 6.1.
ფარმაცევტული ფორმა
საინექციო/საინფუზიო ხსნარი.
სუფთა, უფერო ხსნარი.
pH 2.9 – 3.7
ოსმოლარობა 275 – 305 mOsmol/kg
კლინიკური თვისებები
- 1 თერაპიული ჩვენებები

მიღების მეთოდი
ინტრავენური, ინტრამუსკულარული და რექტალური გამოყენებისთვის.
მიღებამდე სამედიცინო პროდუქციის განზავების ინსტრუქცია იხილეთ პარაგრაფში 6.6.
- 3 უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა მიდაზოლამის, ბენზოდიაზეპინების ან 6.1 პარაგრაფში ჩამოთვლილი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
სედაცია ცნობიერების შენარჩუნებით იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სუნთქვის მძიმე უკმარისობა ან სუნთქვის მძიმე დეპრესია.
- 4 განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
მიდაზოლამი დანიშნული უნდა იყოს მხოლოდ გამოცდილი ექიმის მიერ, ისეთ ადგილას, სადაც განთავსებულია აღჭურვილობა რესპირატორული და კარდიოვასკულარული ფუნქციის მონიტორინგისთვის და ხელშეწყობისთვის, ან იმ პირების დახმარებით, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან გვერდითი რეაქციების ცნობასა და მართვაში, რესპირატორულ და გულის რეანიმაციაში. მოხსენებული იქნა მძიმე კარდიორესპირატორული გვერდითი ეფექტის შესახებ, რესპირატორული დეპრესიის, აპნოეს, სუნთქვის გაჩერების და/ან გულის გაჩერების ჩათვლით. ასეთი სიცოცხლისთვის საშიში გართულებები ყველაზე დიდი ალბათობით ჩნდება მაშინ, როდესაც ინექცია მიიღება ძალიან სწრაფად ან როდესაც მიიღება მაღალი დოზები (იხილეთ პარაგრაფი 4.8)
ბენზოდიაზეპინები არ არის რეკომენდირებული, როგორც ძირითადი საშუალება ფსიქიური დაავადებების სამკურნალოდ.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, სედაციის დროს ცნობიერების შენარჩუნებით რომლებსაც აქვთ დაქვეითებული რესპირატორული ფუნქცია.
პედიატრიული პაციენტები 6 თვემდე ასაკის განსაკუთრებით არიან მიდრეკილნი სასუნთქი გზების ობსტრუქციისა და ჰიპოვენტილაციის განვითარებისკენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია მოახდინოთ დოზის ტიტრაცია მცირე მატებებით კლინიკური ეფექტის მისაღწევად და აკონტროლოთ სუნთქვის სიხშირე და ჟანგბადის სატურაცია.
მიდაზოლამის პრემედიკაციის სახით მიღების შემდეგ პაციენტი უნდა გყავდეთ ზედმიწევნითი მეთვალყურეობის ქვეშ, ვინაიდან ინდივიდუალური მგრძნობელობა განსხვავდება და შეიძლება გამოვლინდეს დოზის გადაჭარბების სიმპტომები.
განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო მიდაზოლამის მაღალი რისკის შემცველ პაციენტებში გამოყენების დროს:
60 წელზე მეტი ასაკის მოზრდილები
ქრონიკული დაავადებების მქონე და დასუსტებული პაციენტები, მაგ:
სუნთქვის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტები
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტები
ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტები (ბენზოდიაზეპინები შეიძლება დაილექოს ან გაამწვავონ ენცეფალოპათია ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში)
გულის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტები
ბავშვები, განსაკუთრებით კარდიოვასკულარული არასტაბილურობით.
უფრო დაბალი დოზები მიღებული უნდა იყოს მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების მიერ (იხილეთ პარაგრაფი 4.2) და მათ მუდმივად უნდა ადევნოთ თვალი სასიცოცხლო ფუნქციების ცვლილების ადრეული ნიშნების გამოვლენისთვის.
ისევე, როგორც ნებისმიერი წამლის შემთხვევაში, რომელსაც აქვს ცნს-ს დეპრესანტის და/ან კუნთების რელაქსანტის თვისებები, განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ მიასთენიის მქონე პაციენტებისთვის მიდაზოლამის დანიშვნისას.
ტოლერანტობა
მოხსენებულია, ეფექტურობის გარკვეული შესუსტების შესახებ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მიდაზოლამის ხანგრძლივი სედაციის სახით გამოყენების დროს.
დამოკიდებულება
როდესაც მიდაზოლამი გამოიყენება ხანგრძლივი სედაციის სახით ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, უნდა გაითვალისწინოთ ფიზიკური დამოკიდებულების განვითარების ალბათობა. დამოკიდებულების განვითარების რისკი მატულობს დოზის მომატებასთან და მკურნალობის ხანგრძლივ პერიოდთან ერთად; ასევე, ასეთი რისკი უფრო მაღალია ალკოჰოლის ან ნარკოტიკის მიღების სამედიცინო ისტორიის მქონე პაციენტებში.
მოხსნის სიმპტომები
ფიზიკური დამოკიდებულება შეიძლება გამოვლინდეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მიდაზოლამით ხანგრძლივი მკურნალობის დროს. მაშასადამე, მკურნალობის უცებ შეწყვეტა გამოიწვევს წამლის მიღების მოხსნის სიმპტომებს. შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, დიარეა, კუნთების ტკივილი, შფოთვა, დაძაბულობა, მოუსვენრობა, დაბნეულობა, გაღიზიანება, ძილთან დაკავშირბეული პრობლემები, გუნება-განწყობის ცვლილებები, ჰალუცინაციები და კონვულსიები. რთულ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: დეპერსონალიზაცია, კიდურების გაშეშება და ჩხვლეტის შეგრძნება, გადამეტებული მგრძნობელობა სინათლის, ხმაურის და ფიზიკური კონტაქტის მიმართ. ვინაიდან მიღების შეწყვეტის სიმპტომების რისკი უფრო მაღალია მკურნალობის უცებ შეწყვეტის შემდეგ, რეკომენდირებულია დოზის თანდათანობით შემცირება.
ამნეზია
ანტეროგრადული ამნეზია შეიძლება გამოვლინდეს თერაპიული დოზების მიღებისას, ამის რისკი მატულობს დოზის გაზრდასთან ერთად (ზოგიერთ სიტუაციებში ეს ეფექტი ძალიან სასურველია, ძირითადად ქირურგიული და დიაგნოსტიკური პროცედურების ჩატარებამდე და ჩატარების დროს), რომლის ხანგრძლივობაც უშალოდ დაკავშირებულია მიღებულ დოზასთან. გახანგრძლივებულმა ამნეზიამ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები იმ პაციენტებში, რომლებსაც გაწერენ პროცედურების შემდეგ. მიდაზოლამის პარენტერალური წესით მიღების შემდეგ პაციენტები უნდა გამოეწერონ საავადმყოფოდან ან გაიგზავნონ საკონსულტაციო ოთახში, თანმხლებ პირთან ერთად.
პარადოქსული რეაქციები
მიდაზოლამის გამოყენების დროს მოხსენებული იყო პარადოქსული რეაქციების შესახებ, როგორიცაა მოუსვენრობა, აგიტაცია, გაღიზიანება, უნებლიე მოძრაობები (ტონური/ კლუნური კონვულსიების და კუნთების ტრემორის ჩათვლით), ჰიპერაქტიურობა, მტრული განწყობა, ილუზიები, სიბრაზე, აგრესიულობა, შფოთვა, ღამის კოშმარები, ჰალუცინაციები, ფსიქოზი, არასათანადო ყოფაქცევა ან სხვა უარყოფითი ყოფაქცევითი ეფექტები, პაროქსიზმული აღელვება და შეტევები. ასეთი რეაქციები შეიძლება გამოჩნდეს მაღალი დოზის გამოყენების და/ან წამლის სწრაფი ტემპით მიღების შემთხვევაში. ეს რეაქციები უფრო ხშირია ბავშვებში და ხანდაზმულ პაციენტებში. აღნიშნული რეაქციების შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
მიდაზოლამის შეცვლილი ელიმინაცია
მიდაზოლამის შეცვლილი ელიმინაცია შეიძლება გამოწვეული იყოს იმ ნაერთებით, რომლებიც ახდენენ CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბირებას ან ინდუცირებას, და ამიტომ შესაბამისად შეიძლება საჭირო გახდეს მიდაზოლამის დოზის კორექტირება (იხილეთ პარაგრაფი 4.5).
მიდაზოლამის ელიმინაციის დრო ასევე შეიძლება გახანგრძლივდეს იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის დისფუნქცია და გულის დაბალი განდევნის ფრაქცია, ასევე ახალშობილებში (იხილეთ პარაგრაფი 5.2).
აპნოე ძილში
მიდაზოლამის ამპულები უაღრესი სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული ძილში აპნოეს სინდრომის მქონე პაციენტებში და უნდა მოახდინოთ ასეთი პაციენტების რეგულარული მონიტორინგი.
ნაადრევად დაბადებული ახალშობილები და ჩვილები
აპნოეს მომატებული რისკის გამო, უაღრესი სიფრთხილე გმართებთ ნაადრევი და ადრე ნაადრევად დაბადებული, არა-ინტუბირებული ბავშვების სედაციის დროს. საჭიროა სუნთქვის სიხშირის და ჟანგბადის სატურაციის ზედმიწევნითი მონიტორინგი.
ახალშობილებში უნდა მოერიდოთ სწრაფ ინექციას.
ახალშობილებს გააჩნიათ მოუმწიფებელი ორგანოები და/ან ორგანოების დაქვეითებული ფუნქცია და მაშასადამე, ისინი უფრო მგრძონიარენი არიან მიდაზოლამის გამოხატული და/ან ხანგრძლივი რესპირატორული ეფექტების მიმართ.
უარყოფითი ჰემოდინამიური რეაქციების შესახებ მოხსენებული იქნა კარდიოვასკულარული არასტაბილურობის მქონე ბავშვებში; ამ პაციენტებთან უნდა მოერიდოთ სწრაფ ინტრავენურ მიღებას.
6 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვები
ამ პაციენტებისთვის მიდაზოლამი ნაჩვენებია სედაციისთვის მხოლოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
6 თვემდე ასაკის ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული მიდრეკილება სასუნთქი გზის ობსტრუქციისა და ჰიპოვენტილაციის მიმართ. ამიტომ, საჭიროა ტიტრაცია მცირე მატებებით, სანამ არ მიიღწევა კლინიკური ეფექტი, ასევე ყურადღებით უნდა ადევნოთ თვალყური სუნთქვის სიხშირეს და ჟანგბადის სატურაციას (იხილეთ ასევე პარაფრაფი „ნაადრევი ახალშობილები და ჩვილები“ ზევით).
ალკოჰოლის / ცნს დეპრესანტების ერთდროულად გამოყენება
მიდაზოლამის ალკოჰოლთან და/ან ცნს-ს დეპრესანთებთან ერთდროულ გამოყენებას უნდა მოერიდოთ. ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს მიდაზოლამის კლინიკური ეფექტი და გამოიწვიოს ღრმა სედაცია, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს კომა ან გარდაცვალება, ან კლინიკურად მნიშვნელოვანი რესპირატორული დეპრესია (იხილეთ პარაგრაფი 4.5).
ოპიოიდების ერთდროული გამოყენებით გამოწვეული რისკი
მიდაზოლამი კალცექსის და ოპიოიდების ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სედაცია, რესპირატორული დეპრესია, კომა და გარდაცვალება. ამ რისკების გამო, სედაციური წამლების, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები ან დაკავშირებული წამლები, მაგალითად, მიდაზოლამი კალცექსის, ოპიოიდებთან ერთად გამოყენება მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებისთვისაც არ არსებობს ალტერნატიული მკურნალობის სხვა ვარიანტი. თუ მიიღება გადაწყვეტილება მიდაზოლამი კალცექსის ოპიოიდებთან ერთად გამოყენების შესახებ, აღებული უნდა იყოს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა, ხოლო მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე (იხილეთ ასევე ზოგადი რეკომენდაციები 4.2 პარაგრაფში).
პაციენტებს ყურადღებით უნდა ადევნოთ თვალი რესპირატორული დეპრესიისა და სედაციის ნიშნებსა და სიმპტომებზე. ამ მხრივ უაღრესად გირჩევთ შეატყობინოთ პაციენტებს და მათ მომვლელ პირებს (თუ შესაძლებელია), რომ ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ სიმპტომებს (იხილეთ პარაგრაფი 4.5).
ალკოჰოლის ან ნარკოტიკის ბოროტად გამოყენების სამედიცინო ისტორია
მიდაზოლამის, ისევე, როგორც სხვა ბენზოდიაზეპინების გამოყენებას უნდა მოერიდოთ ალკოჰოლის ან ნარკოტიკის მოხმარების ისტორიის მქონე პაციენტებში.
გამოწერის კრიტერიუმი
მიდაზოლამის მიღების შემდეგ პაციენტები შეიძლება გამოეწერონ საავადმყოფოდან ან გაიგზავნონ საკონსულტაციო ოთახში, მხოლოდ თუ ეს რეკომენდირებული იქნება თანხმლები ექიმის მიერ და თანმხლებ პირთან ერთად. გამოწერის შემდეგ პაციენტი არ უნდა დატოვოთ უყურადღებოდ.
მოცემული სამედიცინო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) 1 მლ-ზე, ანუ ძირითადად იგი „ნატრიუმის გარეშეა“'.
- 5 ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები
მიდაზოლამი მეტაბოლიზდება CYP3A4 და CYP3A5-ით.
CYP3A ინჰიბიტორებს და ინდუქტორებს შეუძლიათ გაზარდონ და შეამცირონ კონცენტრაციები პლაზმაში და შესაბამისად, მიდაზოლამის ეფექტიც, ამიტომ საჭიროა დოზირების სათანადოდ კორექტირება.
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები CYP3A4 ინჰიბიტორებთან ან ინდუქტორებთან უფრო ხშირია მიდაზოლამის პერორალურად მიღების, ვიდრე ინტრავენური მიღების დროს, ვინაიდან CYP3A4 ასევე არსებობს კუჭნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილში. ეს ხდება იმიტომ, რომ პერორალურად მიღებისას იცვლება ორივე- სისტემური კლირენსიც და ხელმისაწვდომობაც, ხოლო პარენტერალურად მიღებისას ეფექტური ხდება მხოლოდ სისტემური კლირენსის ცვლილება. მიდაზოლამის ერთჯერადი ინტრავენური დოზის შემდეგ მაქსიმალური კლინიკური ეფექტის ცვლილება იქნება უმნიშვნელო CYP3A4-ს ინჰიბირების გამო, ხოლო ეფექტურობის ხანგრძლივობა შეიძლება გაიზარდოს. თუმცა, მიდაზოლამის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ, ეფექტის ხანგრძლივობა და სიდიდე მომატებული იქნება CYP3A4 ინჰიბირებასთან ერთად.
არ არსებობს ხელმისაწვდომი გამოკვლევები მიდაზოლამის ფარმაკოკინეტიკაზე CYP3A4 მოდულაციის ეფექტის შესახებ რექტალურად და ინტრამუსკულარულად მიღების შემდეგ. მოსალოდნელია, რომ ეს ურთიერთქმედებები ნაკლებად ხშირია რექტალური, ვიდრე პერორალური მიღების დროს, ვინაიდან აქ გვერდს ვუვლით კუჭნაწლავის ტრაქტს, ხოლო ინტრამუსკულარულად მიღების შემდეგ CYP3A4 მოდულაციის ეფექტი არ უნდა იყოს არსებითად განსხვავებული ინტრავენური მიღების დროს შემჩნეული ეფექტებისგან.
მაშასადამე, რეკომენდირებულია ყურადღებით ადევნოთ თვალყური კლინიკურ ეფექტს და სასიცოცხლო ნიშნებს მიდაზოლამის გამოყენების დროს, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მიდაზოლამის კლინიკური ეფექტი შეიძლება უფრო ძლიერი იყოს და უფრო ხანგრძლივად გრძელდებოდეს CYP3A4 ინჰიბიტორის ერთდროულად მიღების შემდეგ, მაშინაც კი, თუ იგი მიღებული იქნება მხოლოდ ერთხელ. კერძოდ, მიდაზოლამის მაღალი დოზების მიღებამ ან ხანგრძლივმა ინფუზიებმა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ CYP3A4-ს ძლიერ ინჰიბიტორებს (მაგ. ინტენსიური თერაპიის დროს) შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივად მოქმედი საძილე ეფექტები, ანესთეზიისგან დაგვიანებული გამოსვლა და სუნთქვის დათრგუნვა, და ამიტომ საჭიროა დოზის რეგულირება. მიდაზოლამის ეფექტი შეიძლება უფრო სუსტი იყოს და გრძელდებოდეს უფრო ხანმოკლედ, თუ იგი მიიღება CYP3A ინდუქტორთან ერთად, და შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მაღალი დოზები.
CYP3A4 ინდუქციის დროს, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ინდუცირების პროცესი საჭიროებს რამდენიმე დღეს მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, და ასევე რამდენიმე დღეს მის გაქრობამდე. ინდუქტორთან ერთად რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობისგან განსხვავებით, ხანმოკლე მკურნალობა იწვევს ნაკლებად გამოხატულ ურთიერთქმედებას მიდაზოლამთან. თუმცა, ძლიერი ინდუქტორებისთვის არ შეიძლება გამორიცხული იყოს მნიშვნელოვანი ინდუქცია ხანმოკლე მკურნალობის შემდეგაც კი. არ არის ცნობილი, რომ მიდაზოლამი ცვლის სხვა წამლების ფარმაკოკინეტიკას.
წამლები, რომლებიც ინჰიბირებენ CYP3A-ს:
აზოლის ფუნგიციდები
კეტოკონაზოლმა გაზარდა ინტრავენურად მიღებული მიდაზოლამის კონცენტრაცია პლაზმაში 5-ჯერ, ხოლო საბოლოო ნახევარ გამოყოფის პერიოდი გაზარდა დაახლოებით 3- ჯერ. თუ პარენტერალური მიდაზოლამი მიღებული იქნება CYP3A ძლიერ ინჰიბიტორთან - კეტოკონაზოლთან ერთად, მაშინ ეს უნდა მოხდეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ან მსგავს დაწესებულებაში, რომელიც იძლევა ზედმიწევნითი კლინიკური მონიტორინგის და სათანადო მკურნალობის საშუალებას რესპირატორული დეპრესიის და/ან გახანგრძლივებული სედაციის შემთხვევაში. უნდა გაითვალისწინოთ ეტაპობრივი დოზირების ან დოზის კორექტირების შესაძლებლობა, განსაკუთრებით, თუ მიღებული იქნა მიდაზოლამის ერთზე მეტი ინტრავენური დოზა. იგივე რეკომენდაცია შეიძლება გამოყენებული იყოს სხვა ფუნგიციდებშიც (იხილეთ შემდგომში), ვინაიდან არსებობს მონაცემები ინტრავენურად მიღებული მიდაზოლამის მომატებული სედაციური ეფექტის შესახებ, თუმცა ნაკლები ოდენობით.
ვორიკონაზოლმა გაზარდა ინტრავენურად მიღებული მიდაზოლამის კონცენტრაცია პლაზმაში 3-4 ჯერ, ხოლო ელიმინაციის ნახევარპერიოდი ასევე გაიზარდა დაახლოებით 3 ჯერ.
ფლუკონაზოლმა და იტრაკონაზოლმა გაზარდა ინტრავენურად მიღებული მიდაზოლამის კონცენტრაციები პლაზმაში 2-3 ჯერ, რაც დაკავშირებულია საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდის გაზრდასთან 2.4 ჯერ იტრაკონაზოლისთვის და 1.5-ჯერ ფლუკონაზოლისთვის, შესაბამისად.
პოზაკონაზოლმა გაზარდა ინტრავენურად მიღებული მიდაზოლამის კონცენტრაცია პლაზმაში დაახლოებით 2-ჯერ.
უნდა გაითვალისწინოთ, რომ პერორალური მიღების შემდეგ მიდაზოლამის ზემოქმედება იქნება მნიშვნელოვნად უფრო დიდი, ვიდრე ზემოთ აღნიშნულებისა, განსაკუთრებით კეტოკონაზოლთან, იტრაკონაზოლთან და ვორიკონაზოლთან ერთად.
მიდაზოლამის ამპულები არ არის გათვალისწინებული პერორალური მიღებისთვის.
მაკროლიდური ანტიბიოტიკები
ერითრომიცინმა გაზარდა ინტრავენურად მიღებული მიდაზოლამის კონცენტრაცია პლაზმაში დაახლოებით 1.6-2 ჯერ, რაც დაკავშირებულია მიდაზოლამის საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდის გადიდებასთან 1.5-1.8 ჯერ.
კლარიტრომიცინმა გაზარდა მიდაზოლამის კონცენტრაცია პლაზმაში 2.5 ჯერ, ხოლო საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივდა 1,5-2 ჯერ.
დამატებითი ინფორმაცია პერორალური მიდაზოლამის შესახებ
ტელიტრომიცინმა გაზარდა პერორალური მიდაზოლამის კონცენტრაცია პლაზმაში 6 ჯერ.
როქსიტრომიცინი: თუმცა არ არსებობს ხელმისაწვდომი მონაცემები როქსიტრომიცინის ეფექტის შესახებ ინტრავენურად მიღებულ მიდაზოლამზე, პერორალური მიდაზოლამის ტაბლეტის საბოლოო ნახევარ გამოყოფის პერიოდზე სუსტი ეფექტი (გადიდება დაახლოებით 30%-ით) აჩვენებს, რომ როქსიტრომიცინის ეფექტი ინტრავენურად მიღებულ მიდაზოლამზე შეიძლება უმნიშვნელო იყოს.
ინტრავენური ანესთეტიკები
ინტრავენური მიდაზოლამის დეპოზიცია ასევე შეიცვალა ინტრავენური პროპოფოლით (AUC და ნახევარ გამოყოფის პერიოდი გაიზარდა 1.6-ჯერ).
აივ პროტეაზის ინჰიბიტორები
საქინავირი და აივ-ის (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის) პროტეაზის ინჰიბიტორები: პროტეაზის ინჰიბიტორების ერთდროულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მიდაზოლამის კონცენტრაციების მნიშვნელოვნად მომატება. რიტონავირით გაძლიერებული ლოპინავირის ერთდროულად მიღებამ გაზარდა ინტრავენურად მიღებული მიდაზოლამის კონცენტრაცია პლაზმაში 5.4 ჯერ, ასოცირებული საბოლოო ნახევარ გამოყოფის პერიოდის მსგავსი ზრდით. თუ პარენტერალური მიდაზოლამი მიღებული იქნება აივ-ის პროტეაზას ინჰიბიტორებთან ერთად, მკურნალობის დროს უნდა მიჰყვეთ აზოლის ფუნგიციდისთვის, კეტოკონაზოლისთვის გათვალისწინებულ აღწერას ზედა პარაგრაფში.
C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) პროტეაზის ინჰიბიტორები: ბოცეპრევირი და ტელაპრევირი ამცირებენ მიდაზოლამის კლირენსს. ამ ეფექტმა გამოიწვია მიდაზოლამის AUC-ის 3,4 ჯერ მომატება ინტრავენური მიღების შემდეგ და გაახანგრძლივა მისი ელიმინაციის ნახევარპერიოდი 4 ჯერ.
დამატებითი ინფორმაცია პერორალური მიდაზოლამის შესახებ
სხვა CYP3A4 ინჰიბიტორებისთვის მონაცემების საფუძველზე, მიდაზოლამის კონცენტრაციები პლაზმაში სავარაუდოდ მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იქნება, თუ მიდაზოლამი მიიღება პერორალურად. მაშასადამე, პროტეაზის ინჰიბიტორები არ უნდა გამოვიყენოთ პერორალურ მიდაზოლამთან ერთად.
კალციუმის არხის ბლოკატორები
დილტიაზემი: დილტიაზემის ერთჯერადი დოზის მიღებამ იმ პაციენტების მიერ, რომლებმაც ჩაიტარეს კორონარული არტერიის შუნტირება, გაზარდა ინტრავენურად მიღებული მიდაზოლამის კონცენტრაცია პლაზმაში დაახლოებით 25%-ით, ხოლო საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა 43%-ით. ეს იყო ნაკლები, ვიდრე 4-ჯერ ზრდა, რომელიც შეიმჩნეოდა მიდაზოლამის პერორალურად მიღების შემდეგ.
დამატებითი ინფორმაცია პერორალურ მიდაზოლამზე
ვერაპამილმა გაზარდა პერორალური მიდაზოლამის კონცენტრაციები პლაზმაში 3-ჯერ. მიდაზოლამის საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა 41%-ით.
სხვადასხვა წამლები/მცენარეული სუბსტანციები
ატორვასტატინის ერთდროულად მიღებამ გაზარდა ინტრავენურად მიღებული მიდაზოლამის კონცენტრაციები პლაზმაში 1.4 -ჯერ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.
ინტრავენური ფენტანილი წარმოადგენს მიდაზოლამის ელიმინაციის სუსტ ინჰიბიტორს: ინტრავენური მიდაზოლამის AUC და ნახევარპერიოდი გაიზარდა 1.5-ჯერ ფენტანილის არსებობისას.
დამატებითი ინფორმაცია პერორალურ მიდაზოლამზე
ნეფაზოდონმა გაზარდა პერორალური მიდაზოლამის კონცენტრაციები პლაზმაში 4.6-ჯერ, ხოლო საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა 1.6-ჯერ.
თიროზინის კინაზის ინჰიბიტორებმა თავი გამოავლინეს, როგორც CYP3A-ს პოტენციურად ინჰიბიტორებმა in vitro (იმატინიბი, ლაპატინიბი) ან in vivo (იდელალისიბი). იდელალისიბის ერთდროულად მიღების შემდეგ პერორალური მიდაზოლამის ზემოქმედება გაიზარდა საშუალოდ 5.4-ჯერ.
NK1 რეცეპტორის ანტაგონისტებმა (აპრეპიტანტი, ნეტუპიტანტი, კასოპრეპიტანტი) დოზის მიხედვით გაზარდეს პერორალური მიდაზოლამის კონცენტრაციები პლაზმაში დაახლოებით 2.5-3.5-ჯერ და გაზარდეს საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 1.5-2-ჯერ.
რიგი წამლების ან მცენარეული სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, შემჩნეული იქნა სუსტი ურთიერთქმედება მიდაზოლამის ელიმინაციასთან, ერთდროულად მისი ზემოქმედების ცვლილებასთან ერთად (< 2-ჯერ ცვლილება AUC-ში) (ევეროლიმუსი, ციკლოსპორინი, სიმეპრევირი, პროპივერინი). ეს სუსტი ურთიერთქმედებები სავარაუდოდ შემცირდება ინტრავენური მიღების შემდეგ.
წამლები, რომლებიც ახდენენ CYP3A-ს ინდუცირებას
რიფამპიცინმა შეამცირა ინტრავენურად მიღებული მიდაზოლამის კონცენტრაციები პლაზმაში 60%-ით 7 დღის განმავლობაში 600 მგ/დღეში რიფამპიცინის მიღების შემდეგ. საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი შემცირდა დაახლოებით 50-დან 60%-მდე.
ტიცაგრელორი წარმოადენს CYP3A-ს სუსტ ინდუქტორს, მაგრამ გააჩნია მხოლოდ მცირე ეფექტი ინტრავენურად მიღებული მიდაზოლამის (-12%) და 4-ჰიდროქსიმიდაზოლამის (-23%) ზემოქმედებებზე.
დამატებითი ინფორმაცია პერორალურ მიდაზოლამზე
რიფამპიცინმა შეამცირა პერორალური მიდაზოლამის კონცენტრაციები პლაზმაში 96%-ით ჯანსაღ სუბიექტებში და მისი ფსიქომოტორული ეფექტი თითქმის სრულიად დაიკარგა.
კარბამაზეპინი / ფენიტოინი: კარბამაზეპინის ან ფენიტოინის განმეორებითმა დოზებმა შეამცირეს პერორალური მიდაზოლამის კონცენტრაციები პლაზმაში 90%-მდე, ხოლო საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი შემცირდა 60%-ით.
CYP3A4 ძალიან ძლიერმა ინდუქციამ, შემჩნეული მიტოტანის ან ენზალუტამიდის შემდეგ, გამოიწვია მიდაზოლამის რაოდენობის მდგრადი და ხანგრძლივი შემცირება კიბოთი დაავადებულ პაციენტებში. პერორალურად მიღებული მიდაზოლამის AUC შემცირდა 5% და 14% -მდე ნორმალური ნიშნულიდან.
კლობაზამი და ეფავირენცი წარმოადგენენ მიდაზოლამის მეტაბოლიზმის სუსტ ინდუქტორებს და ამცირებენ ძირითადი ნაერთის AUC -ს დაახლოებით 30%-ით. შედეგად არსებობს 4-5-ჯერადი ზრდა აქტიური მეტაბოლიტის (1'hydroxymidazolam) კოეფიციენტში ძირითადი ნაერთის მიმართ, მაგრამ ამის კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
ვერმურაფენიბი ახდენს CYP ისოზიმების მოდულირებას და CYP3A4 მსუბუქ ინდუცირებას: განმეორებითი დოზის მიღებამ გამოიწვია პერორალური მიდაზოლამის ზემოქმედების საშუალოდ შემცირება 39% -ით (80% -ით ზოგ პაციენტებში).
მცენარეული სუბსტანციები და საკვები
კრაზანამ შეამცირა მიდაზოლამის კონცენტრაციები პლაზმაში დაახლოებით 20-40 %-ით, რაც ასოცირებული იქნა საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდის შემცირებასთან დაახლოებით 15 - 17%-ით. კრაზანას სპეციფიური ექსტრაქტის მიხედვით CYP3A4-CYP3A4-ინდუცირებადი ეფექტი შეიძლება განსხვავდებოდეს.
დამატებითი ინფორმაცია პერორალურ მიდაზოლამზე
ქუერცეტინს (რომელსაც ასევე შეიცავს გინგკო ბილობა) და პანაქსის ჟენშენს გააჩნიათ ენზიმის სუსტი ინდუცირებადი ეფექტი და მიდაზოლამის ზემოქმედება მათზე მცირდება დაახლოებით 20-30%-ით მისი პერორალურად მიღების შემდეგ.
ცილის მწვავე ფრაქციონირება
ვალპროის მჟავა: თავისუფალი მიდაზოლამის კონცენტრაციის მომატება ვალპროის მჟავის წყალობით პლაზმის ცილების დაკავშირების ადგილებიდან ფრაქციონირების გამო არ შეიძლება გამოირიცხოს, თუმცა ასეთი ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
ფარმაკოდინამიური ურთიერთქმედებები
მიდაზოლამის სხვა სედაციურ /საძილე აგენტებთან და ცნს დეპრესანტებთან (ალკოჰოლის ჩათვლით) ერთდროულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გაძლიერებული სედაცია და კარდიორესპირატორული დეპრესია.
ეს მოიცავს ოპიატების დერივატივებს (იქნებიან ისინი გამოყენებულნი როგორც ანალგეტიკები, ხველების საწინააღმდეგო პრეპარატები თუ შენაცვლებითი თერაპია), ანტიფსიქოტიკებს, სხვა ბენზოდიაზეპინებს, გამოყენებული, როგორც ანქსიოლიტიკები ან საძილე, ბარბიტურატებს, პროპოფოლს, კეტამინს, ეტომიდატს, სედაციურ ანტიდეპრესანტებს, H1-ანტიჰისტამინებს, და ცენტრალურად მოქმედ ანტიჰიპერტენზიულ წამლებს.
ოპიოიდები
სედაციური წამლების, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები, ან მსგავსი წამლების, როგორიცაა მიდაზოლამი კალცექსი, ოპიოიდებთან ერთად მიღება ზრდის სედაციის, რესპირატორული დეპრესიის, კომის და გარდაცვალების რისკს ცნს-ზე დამატებითი დამთრგუნველი ეფექტის გამო. დოზირება და ერთდროულად მიღების ხანგრძლივობა შეზღუდული უნდა იყოს (იხილეთ პარაგრაფი 4.4).
ალკოჰოლს შეუძლია შესამჩნევად გააძლიეროს მიდაზოლამის სედაციური ეფექტი. მიდაზოლამის მიღებისას უნდა მოერიდოთ ალკოჰოლის მიღებას (იხილეთ პარაგრაფი 4.4).
მიდაზოლამი ამცირებს საინჰალაციო ანესთეტიკების მინიმალურ ალვეოლარულ კონცენტრაციებს.
- 6 ფერტილურობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
არ არსებობს საკმარისი მონაცემები მიდაზოლამის უსაფრთხოების შესაფასებლად ორსულობის დროს.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევებისას არ იქნა გამოვლენილი ტერატოგენური ეფექტი, მაგრამ სხვა ბენზოდიაზეპინების გამოყენებისას შემჩნეული იქნა ფეტოტოქსიკურობა. არ არსებობს მონაცემები წამლის გამოყენების შესახებ ორსულობის პირველი ორი ტრიმესტრის განმავლობაში.
სავარაუდოა, კონგენიტალური მალფორმაციის მომატებული რისკი, ასოცირებული ბენზოდიაზეპინების მიღებასთან ორსულობის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში.
მიდაზოლამის მაღალი დოზის მიღებისას ორსულობის ბოლო ტრიმესტრის, მშობიარობის დროს ან საკეისრო კვეთის დროს ანესთეზიის ინდუქციური აგენტის სახით, მონაცემების შესაბამისად, იწვევს უარყოფით ეფექტს დედასთან ან ნაყოფში (ინჰალაციის რისკი დედასთან, ნაყოფის გულის რითმის დარღვევა, ჰიპოტონია, სუსტი წოვა, ჰიპოთერმია და რესპირატორული დეპრესია ახალშობილებში).
უფრო მეტი, ახალშობილებს, დაბადებულებს იმ დედებთან, რომლებიც ქრონიკულად იღებდნენ ბენზოდიაზეპინებს ორსულობის ბოლო ეტაპზე, შეიძლება განუვითარდეთ ფიზიკური დამოკიდებულება და შეიძლება გამოჩნდეს წამლის მოხსნის სიმპტომების რისკი პოსტნატალურ პერიოდში.
შედეგად, მიდაზოლამი არ უნდა იყოს გამოყენებული ორსულობის დროს, თუ არ არსებობს ამის აშკარა საჭიროება. რეკომენდირებულია მოერიდოთ მის გამოყენებას საკეისრო კვეთის დროს.
უნდა გავითვალისწინოთ, რისკი ახალშობილებში მიდაზოლამის ნებისმიერი ოპერაციის გამოყენების შემთხვევაში.
ლაქტაცია
მიდაზოლამი დაბალი კონცენტრაციებით აღწევს რძეში. მეძუძური დედებისთვის რეკომენდირებულია შეწყვიტონ ძუძუთი კვება მიდაზოლამის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში.
- 7 ზემოქმედება ავტომობილის ტარებასა და მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე
მიდაზოლამი დიდ ზემოქმედებას ახდენს მანქანების ტარებასა და გამოყენების უნარზე.
სედაციამ, ამნეზიამ, ყურადღების დაქვეითებამ და კუნთების ფუნქციის დაქვეითებამ შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზემოქმედება მანქანების ტარებას ან გამოყენების უნარზე. მიდაზოლამის მიღებამდე პაციენტი უნდა გააფრთხილოთ, რომ არ ატაროს სატრანსპორტო საშუალებები ან არ იმუშაოს მანქანა-დანადგარებთან, სანამ არ იქნება სრულად აღდგენილი. ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, თუ როდის იქნება შესაძლებელი ამ ქმედებების განახლება. რეკომენდირებულია, რომ პაციენტს თან ახლდეს თანმხლები პირი მისი ბინაზე გაწერის დროს.
თუ გამოვლინდა ძილის ნაკლებობა ან ალკოჰოლის მიღება, შეიძლება გაიზარდოს ყურადღების დაქვეითების ალბათობა (იხილეთ პარ. 4.5).
- 8 არასასურველი ეფექტები
სიხშირის კატეგორიები:
ძალიან ხშირი: ≥1/10;
ხშირი: ≥1/100 -დან <1/10-მდე;
უჩვეულო: ≥1/1,000-დან <1/100-მდე;
იშვიათი: ≥1/10,000-დან <1/1,000-მდე;
ძალიან იშვიათი: <1/10,000;
უცნობი: ვერ ფასდება ხელმისაწვდომი მონაცემებიდან.
მიდაზოლამის ინექციის დროს მოხსენებული იქნა შემდეგი არასასურველი ეფექტების შესახებ:
იმუნური სისტემის დარღვევები
სიხშირე უცნობია
მომატებული მგრძნობელობა, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი
ფსიქიატრიული დარღვევები
სიხშირე უცნობია
დაბნეულობა, დეზორიენტაცია, ემოციური და გუნება-განწყობის დარღვევები, ლიბიდოს ცვლილება, პარადოქსული რეაქციები* მოუსვენრობის, აგიტაციის, გაღიზიანების, ნევროზის, მტრული განწყობის, სიბრაზის, აგრესიულობით, შფოთვის, ღამის კოშმარის, არანორმალური სიზმრების, ჰალუცინაციების, ფსიქოზის, არასათანადო ყოფაქცევის და სხვა უარყოფითი ყოფაქცევის ეფექტების ჩათვლით, პაროქსიზმული ღელვა
წამალზე ფიზიკური დამოკიდებულება და მიღების მოხსნის სინდრომი
ბოროტად გამოყენება
ნერვული სისტემის დარღვევები
სიხშირე უცნობია
უნებლიე მოძრაობები (ტონური/კლონური მოძრაობების და კუნთების ტრემორის ჩათვლით)*, გადამეტებული მგრძნობელობა*
სედაცია (გახანგრძლივებული და პოსტოპერაციული), ყურადღების დაქვეითება, ძილიანობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ატაქსია, ანტეროგრადული ამნეზია**, რომლის ხანგრძლივობაც უშუალოდ დაკავშირებულია მიღებულ დოზასთან
ნაადრევ ახალშობილებსა და ჩვილებში მოხსენებული იყო კონვულსიის შემთხვევების შესახებ
კონვულსიები წამლის მიღების შეწყვეტის გამო
გულთან დაკავშირებული დარღვევები
სიხშირე უცნობია
გულის გაჩერება , ბრადიკარდია
ვასკულარული დარღვევები
სიხშირ უცნობია
ჰიპოტონია, ვაზოდილატაცია, თრომბოფლებიტი, თრომბოზი
რესპირატორული დარღვევები
სიხშირე უცნობია
რესპირატორული დეპრესია, აპნოე, სუნთქვის გაჩერება, დისპნოე, ლარინგოსპაზმი, სლოკინი
კუჭნაწლავის მხრივ დარღვევები
სიხშირე უცნობია
გულისრევა, ღებინება, კუჭის შეკრულობა, სიმშრალე პირის ღრუში
კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები
სიხშირე უცნობია
გამონაყარი კანზე, ურტიკარია, ქავილი
ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილთან დაკავშირებული რეაქციები
სიხშირე უცნობია
დაღლილობა, ერითემა ინექციის ადგილზე, ტკივილი ინექციის ადგილზე
დაზიანება, მოწამვლა და პროცედურული გართულებები
სიხშირე უცნობია
ვარდნა, მოტეხილობები***
სოციალური გარემოებები
სიხშირე უცნობია
უხეშობის შეტევები*
- პარადოქსული რეაქციები მოხსენებული იყო ბავშვებსა და ხანდაზმულებში, კერძოდ (იხილეთ პარაგრაფი 4.4).
- * ანტეროგრადული ამნეზია შეიძლება შენარჩუნდეს პროცედურის ბოლომდე, ხოლო ზოგიერთ ერთეულ შემთხვევებში მოხსენებული იქნა ხანგრძლივი ამნეზიის შესახებ (იხილეთ პარაგრაფი 4.4).
- ** არსებობს მოხსენებები ვარდნისა და მოტეხილობების შესახებ ბენზოდიაზეპინების მომხმარებლებთან. ვარდნისა და მოტეხილობების რისკი უფრო მაღალია პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სედაციურ საშუალებებს (ალკოჰოლური სასმელების ჩათვლით) და ხანდაზმულ პაციენტებში.
თირკმლის უკმარისობა: არსებობს წამლის უარყოფითი რეაქციების უფრო მაღალი ალბათობა თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხილეთ პარაგრაფი 4.2).
დამოკიდებულობა: მიდაზოლამს შეუძლია გამოიწვიოს ფიზიკური დამოკიდებულება მისი თერაპიული დოზებით გამოყენების დროსაც კი. ხანგრძლივი ინტრავენური მიღების შემდეგ მკურნალობის შეწყვეტამ (განსაკუთრებით უცებ შეწყვეტამ) შეიძლება გამოიწვიოს წამლის მიღების მოხსნის სიმპტომები, წამლის შეწყვეტის გამო კონვულსიების ჩათვლით (იხილეთ პარაგრაფი 4.4). მოხსენებული იქნა წამლის ბოროტად გამოყენების შემთხვევების შესახებ.
გამოვლენილი იქნა გართულებული კარდიორესპირატორული უარყოფითი რეაქციები. სიცოცხლისთვის საშიში გართულებები უფრო სავარაუდოა 60 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში და ადრე სუნთქვის უკმარისობის ან გულის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით თუ მიღების ტემპი მეტისმეტად სწრაფია ან დოზა მაღალია (იხილეთ პარაგრაფი 4.4).
საეჭვო უარყოფითი რეაქციების შესახებ მოხსენება
მნიშვნელოვანია მოხსენება საეჭვო უარყოფითი რეაქციის შესახებ სამედიცინო პროდუქტის რეგისტრაციის შემდეგ. ეს საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ სამედიცინო პროდუქტის სარგებლის / რისკის მუდმივი მონიტორინგი. ჯანდაცვის დარგის პროფესიონალებს მოეთხოვებათ გააკეთონ მოხსენებები უარყოფითი რეაქციების შესახებ ეროვნული საანგარიშო სისტემის საშუალებით.
- 9 დოზის გადაჭარბება
სიმპტომები
სხვა ბენზოდიაზეპინების მსგავსად, მიდაზოლამი ჩვეულებრივ იწვევს ძილიანობას, ატაქსიას, დიზართრიას და ნისტაგმს. მიდაზოლამის დოზის გადაჭარბება იშვიათად ხდება სიცოცხლისთვის საშიში, თუ მხოლოდ ეს წამალი იყო მიღებული, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს არეფლექსია, აპნოე, ჰიპოტონია, კარდიორესპირატორული დეპრესია და იშვიათ შემთხვევებში კომა. კომა ჩვეულებრივ გრძელდება რამოდენიმე საათი, მაგრამ იგი შეიძლება იყოს გახანგრძლივებული და ციკლური, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. ბენზოდიაზეპინის რესპირატორული დეპრესიის ეფექტები უფრო სერიოზულია რესპირატორული დაავადებების მქონე პაციენტებში. ბენზოდიაზეპინები ზრდიან სხვა ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტების ეფექტს, ალკოჰოლის ჩათვლით.
მკურნალობა
პაციენტის სასიცოცხლო ნიშნები უნდა იყოს მონიტორინგის ქვეშ და დამხმარე მკურნალობა დაწყებული უნდა იყოს პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით. კერძოდ, პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ სიმპტომური მკურნალობა კარდიორესპირატორული ან ცენტრალური ნერვული სისტემის ეფექტების გამო.
პერორალურად მიღების შემდეგ შემდგომი აბსორბცია ექვემდებარება პრევენციას სათანადო მეთოდის გამოყენებით, მაგ. მკურნალობა აქტივირებული ნახშირით 1-2 საათის განმავლობაში. აქტივირებული ნახშირის გამოყენების შემთხვევაში სასუნთქი გზების დაცვა მნიშვნელოვანია ძილში მყოფი პაციენტებისთვის. შერეული სახით ჭარბი დოზირების შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ კუჭის ამორეცხვა, თუმცა ეს არ არის რუტინული ზომა.
თუ ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესია გართულებულია, გაითვალისწინეთ ბენზოდიაზეპინის ანტაგონისტის - ფლუმაზენილის მიღება. იგი მიღებული უნდა იყოს მხოლოდ ზედმიწევნით მონიტორინგს დაქვემდებარებულ პირობებში. მას გააჩნია ხანმოკლე მოქმედება (დაახლოებით საათი), მაშასადამე, ფლუმაზენილის მიმღებ პაციენტებს დასჭირდებათ მონიტორინგი მისი ეფექტის გაქრობის შემდეგაც. ფლუმაზენილი უნდა გამოვიყენოთ დიდი სიფრთხილით იმ წამლების მიღებისას , რომლებიც ამცირებენ კრუნჩხვების ზღურბლს (მაგ. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები). იხილეთ ფლუმაზენილის აღწერილობითი ინფორმაცია ამ წამლის სწორად მიღების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებისთვის.
ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1 ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საძილეები და სედაციურები, ბენზოდიაზეპინის წარმოებულები, ATC კოდი: N05CD08.
მიდაზოლამი არის იმიდაზობენზოდიაზეპინის ჯგუფის წარმოებული. საფუძველს წარმოადგენს ლიპოფილური ნივთიერება და გააჩნია წყალში დაბალი ხსნადობა.
ძირითადი აზოტი 2 იმიდაზობენზოდიაზეპინის რგოლზე საშუალებას აძლევს მიდაზოლამს წარმოქმნას წყალში ხსნადი მარილები მჟავებთან ერთად და აწარმოოს სტაბილური და კარგად ათვისებადი საინექციო ან საინფუზიო ხსნარი ინექციისთვის.
მოქმედების მექანიზმი
ბენზოდიაზეპინების ძირითად მოქმედებას ხელს უწყობს GABAერგიული ნეიროტრანსმისიის გაძლიერება ინჰიბიტორული სინაფსისთვის. ბენზოდიაზეპინების არსებობისას GABA რეცეპტორის ურთიერთქმედება ნეიროგადამცემთან ძლიერდება პოზიტიური ალოსტერული მოდულაციის საშუალებით, რაც იწვევს განთავისუფლებული GABA-ს მომატებულ მოქმედებას პოსტ სინაფსური ტრანსმემბრანის ქლორიდის იონების ნაკადზე.
ფარმაკოდინამიური ეფექტები
მიდაზოლამის ფარმაკოლოგიური ეფექტი ხასიათდება სწრაფი მოქმედებით და ხანმოკლე ხანგრძლივობით, მოკლე დროის განმავლობაში სწრაფი მეტაბოლური გარდაქმნის წყალობით. მიდაზოლამს გააჩნია ძლიერი სედაციური და ძილის გამომწვევი ეფექტი. ასევე, მას აქვს ანქსიოლიტური, კრუჩხვის საწინააღმდეგო და მიორელაქსაციური მოქმედება.
მიდაზოლამი აქვეითებს ფსიქომოტორულ ფუნქციას ერთჯერადი ან/და მრავალჯერადი დოზის მიღებისას, მაგრამ იწვევს მინიმალურ ჰემოდინამიურ ცვლილებებს.
ინტრამუსკულარული ან ინტრავენური მიღებისას ჩნდება ანტეროგრადული ამნეზია მოკლე პერიოდით; (პაციენტს არ ახსოვს მოვლენები, რომლებიც მოხდა სუბსტანციის მაქსიმალური აქტიურობის დროს).
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია ინტრამუსკულარული მიღების შემდეგ
მიდაზოლამი სწრაფად და სრულად შეიწოვება კუნთის ქსოვილიდან. მაქსიმალური კონცენტრაციები პლაზმაში მიიღწევა 30 წუთში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა ინტრამუსკულარული მიღების შემდეგ აჭარბებს 90%-ს.
აბსორბცია რექტალურად მიღების შემდეგ
მიდაზოლამი სწრაფად შეიწოვება რექტალურად მიღების შემდეგ. მაქსიმალური კონცენტრაციები პლაზმაში მიიღწევა 30 წუთში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 50%-ს.
განაწილება
მიდაზოლამის ინტრავენური მიღების შემდეგ პლაზმაში კონცენტრაციის დროის მრუდში ჩნდება ერთი ან ორი სხვადასხვა განაწილების ფაზა. სტაბილურ მდგომარეობაში განაწილების მოცულობა შეადგენს 0.7 -დან 1.2 ლ/კგ.
მიდაზოლამის 96 - 98% უკავშირდება პლაზმის ცილებს, უმეტესად ალბუმინს. მიდაზოლამი ნელა და მცირე რაოდენობით აღწევს ცერებროსპინალურ სითხეში. ადამიანებში გამოვლენილი იქნა, რომ მიდაზოლამი ნელა გადის პლაცენტარულ ბარიერს და აღწევს ნაყოფის სისხლისმიმოქცევაში. მიდაზოლამი მცირე რაოდენობით აღმოჩენილია დედის რძეში. მიდაზოლამი არ წარმოადგენს სუბსტრატს წამლების ტრანსპორტიორირებისთვის.
ბიოტრანსფორმაცია
მიდაზოლამი თითქმის მთლიანად გამოიყოფა ბიოტრანსფორმაციით. შეფასების მიხედვით, ღვიძლის საშუალებით მეტაბოლიზირდება დოზის 30-60%. მიდაზოლამი ჰიდროქსილირდება ციტოქრომით P450 CYP3A4 და CYP3A5 იზოფერმენტებით. ძირითადი მეტაბოლიტი პლაზმასა და შარდში არის 1'-ჰიდროქსიმიდაზოლამი.
1'-ჰიდროქსიმიდაზოლამის კონცენტრაცია პლაზმაში შეადგენს ძირითადი ნაერთის 12%-ს
1'-ჰიდროქსიმიდაზოლამი ფარმაკოლოგიურად აქტიურია, მაგრამ მხოლოდ მცირე წვლილი შეაქვს (დაახლოებით 10%) ინტრავენური მიდაზოლამის ეფექტში.
ელიმინაცია
ჯანმრთელ მოხალისეებში მიდაზოლამის ელიმინაციის ნახევარპერიოდი მერყეობს 1.5 და 2.5 საათს შორის.
პლაზმის კლირენსი შეადგენს 300 -დან 500 მლ/წთ-მდე. მიდაზოლამი უპირატესად გამოიყოფა თირკმლის საშუალებით (შეყვანილი დოზის 60-80%) და აღდგენილია გლუკურონის - კონიუგატის 1’ -ჰიდროქსიმიდაზოლამის სახით. დოზის 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა შეუცვლელი აქტიური სუბსტანციის სახით შარდში. 1'-ჰიდროქსიმიდაზოლამის ელიმინაციის ნახევარპერიოდი ერთ საათზე ნაკლებია. ინტრავენურად მიღებული მიდაზოლამის ელიმინაციის კინეტიკა არის ბოლუსურად შეყვანილი ინექციის კინეტიკის მსგავსი. მიდაზოლამის განმეორებით მიღება არ ახდენს წამლის მეტაბოლიზირებადი ფერმენტების ინდუცირებას.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ პოპულაციაში
ხანდაზმულები
60 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეიძლება გაიზარდოს ოთხჯერ.
პედიატრიული პოპულაცია
მიუხედავად იმისა, რომ რექტალურად მიღებული მიდაზოლამის აბსორბციის სიჩქარე ბავშვებსა და მოზრდილებში ერთნაირია, ბიოშეღწევადობა უფრო დაბალია ბავშვებში (5 - 18%). მოზრდილებთან შედარებით, 3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ინტრავენურად და რექტალურად მიღების შემდეგ ნახევრად გამოყოფის პერიოდი უფრო ნაკლებია (1 - 1.5 საათი). ეს განსხვავება შეესაბამება მომატებულ მეტაბოლურ კლირენსს ბავშვებში.
ახალშობილები
ახალშობილებში ნახევარ გამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენს 6-12 საათს, შესაძლოა ღვიძლის მოუმწიფებლობის და შემცირებული კლირენსის გამო. ასფიქსიაში მყოფ ახალშობილებში, ღვიძლის და თირკმლის უკმარისობით, არსებობს მიდაზოლამის შრატში მოულოდნელად მაღალი კონცენტრაციით დაგროვების რისკი, მნიშვნელოვნად შემცირებული და ცვლადი კლირენსის გამო (იხილეთ პარაგრაფი 4.4).
სიმსუქნე
მსუქან ადამიანებში ნახევრად გამოყოფის პერიოდი საშუალოდ მეტია, ვიდრე არამსუქან პაციენტებში (5.9 vs 2.3 საათი). ეს ხდება განაწილების მოცულობის 50%-ით მომატების გამო, რომელიც კორექტირებული იქნა სხეულის საერთო წონიდან გამომდინარე. კლირენსი არ არის მნიშვნელოვნად განსხვავებული მსუქან და არა მსუქან პაციენტებში.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ციროზის მქონე პაციენტებში ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეიძლება უფრო ხანგრძლივი იყოს, ხოლო კლირენსი -უფრო ხანმოკლე ჯანსაღ მოხალისეებთან შედარებით (იხილეთ პარაგრაფი 4.4).
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
არადაკავშირებული მიდაზოლამის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. მიდაზოლამის ფარმაკოლოგიურად მსუბუქად აქტიური ძირითადი მეტაბოლიტი, 1'-ჰიდროქსიმიდაზოლამის გლუკურონიდი, რომელიც გამოიყოფა თირკმლის საშუალებით, გროვდება თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. მოცემული კუმულაცია იწვევს გახანგრძლივებულ სედაციას. ამიტომ მიდაზოლამი მიღებული უნდა იყოს ფრთხილად და ტიტრირებული სასურველ ეფექტამდე (იხილეთ პარაგრაფი 4.4).
კრიტიკულად ავადმყოფი პაციენტები
მიდაზოლამის ნახევრად გამოყოფის პერიოდი კრიტიკულად ავადმყოფ პაციენტებში ექვსჯერ მომატებულია.
გულის უკმარისობის მქონე პაციენტები
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ნახევრად გამოყოფის პერიოდი უფრო მეტია, ვიდრე ჯანმრთელ სუბიექტებში (იხილეთ პარაგრაფი 4.4).
- 3 წინაკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
არ არსებობს მნიშვნელოვანი წინაკლინიკური მონაცემები წამლის გამომწერი ექიმისთვის, გარდა ინფორმაციისა, რომელიც მითითებულია პროდუქციის მახასიათებლების მოკლე მიმოხილვის სხვა პარაგრაფებში
- ფარმაცევტული დეტალები
- 1 დამხმარე ნივთიერებების სია
ქლორწყალბადმჟავა კონცენტირებული
ნატრიუმის ქლორიდი
ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH რეგულირებისთვის)
საინექციო წყალი
- 2 შეუთავსებობლები
მიდაზოლამი კალცექსის საინექციო/ საინფუზიო ხსნარი არ უნდა განზავდეს მაკროდექსის 6% ხსნართან გლუკოზაში.
მიდაზოლამი კალცექსის საინექციო/ საინფუზიო ხსნარი არ უნდა იყოს შერეული ტუტე საინექციო ხსნარებთან.
მიდაზოლამი ილექება ხსნარებში, რომლებიც შეიცავენ ჰიდროკარბონატს.
მოცემული სამედიცინო პროდუქცია არ უნდა იყოს შერეული სხვა სამედიცინო პროდუქციასთან, გარდა 6.6 პარაგრაფში აღნიშნულისა.
- 3 ვარგისობის ვადა
5 წელი
ვარგისობის ვადა განზავების შემდეგ
ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოყენების დროს შეადგენს 24 საათს 25 °C-ზე და 3 დღეს 2-8 °C ტემპერატურაზე შემდეგ საინფუზიო ხსნარებთან: ნატრიუმის ქლორიდი 0.9 %, გლუკოზა 5 % და 10 %, რინგერის ხსნარი და ჰარტმანის ხსნარი.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, განზავებული ხსნარები რაც შეიძლება მალე უნდა გამოვიყენოთ. თუ იგი არ იქნება გამოყენებული დაუყოვნებლივ, შენახვის დრო და პირობები გამოყენებამდე იქნება მომხმარებლის პასუხისმგებლობა და ჩვეულებისამებრ არ უნდა იყოს 24 საათზე მეტი 2 °C -დან 8 °C-მდე, თუ განზავება არ მოხდა კონტროლირებულ და შემოწმებულ ასეპტიკურ პირობებში.
- 4 სპეციალური სიფრთხილის ზომები შენახვისთვის
მოცემული სამედიცინო პროდუქცია არ საჭიროებს რაიმე სპეციალურ ტემპერატურულ პირობებს შენახვისთვის.
შეინახეთ ამპულები გარე ყუთში მათი სინათლისგან დასაცავად. არ გაყინოთ.
სამედიცინო პროდუქციის განზავების შემდეგ შენახვის პირობებისთვის იხილეთ პარაგრაფი 6.3
- 5 კონტეინერის იერსახე და შიგთავსი
ტიპი I უფერო მინის ამპულები გასატეხი წერტილით, რომელიც შეიცავს 1 მლ, 3 მლ ან 10 მლ ხსნარს.
შეფუთვის ზომა: 5 ან 10 ამპულა.
ყველა ზომის შეფუთვა არ არის გატანილი ბაზარზე.
- 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გადაგდებისთვის და სხვა გამოყენებისთვის
შეთავსებადია შემდეგ საინფუზიო ხსნარებთან
- ნატრიუმის ქლორიდის 0.9 % ხსნარი
- გლუკოზის 5 % ხსნარი
- გლუკოზის 10 % ხსნარი
- რინგერის ხსნარი
- ჰარტმანის ხსნარი
ინტრავენური ინფუზიისთვის, მიდაზოლამი კალცექსის ამპულების შიგთავსი უნდა განზავდეს ზემოთ აღნიშნულ ერთ-ერთ ხსნართან, 15 მგ მიდაზოლამი 100-დან 1000 მლ საინფუზიო ხსნართან პროპორციით.
მიდაზოლამი კალცექსის საინექციო/ საინფუზიო ხსნარი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
ხსნარი ვიზუალურად უნდა იყოს შემოწმებული მიღებამდე. გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ სუფთა ხსნარი ხილული ნაწილაკების გარეშე.
ნებისმიერი ნარჩენი მასალა ან გამოუყენებელი პროდუქცია გადაგდებული უნდა იყოს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის (ლიცენზიის) მქონე დაწესებულებებზე.
- სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებლები
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
სს კალცეკსი
კრუსტპილსის ქუჩა 71E, რიგა, LV 1057, ლატვია
მწარმოებელი
Mefar Ilac Sanayii A.S.
Ramazanoglu Mah. Ensar Cad. No: 20, Kurtkoy-Pendik, სტამბული, TR-34906, თურქეთი
სერიის გამოშვებაზე პასუხისმგებელი მწარმოებელი
სს კალცეკსი
კრუსტპილსის ქუჩა 71E, რიგა, LV 1057, ლატვია
- ტექსტის გადახედვის თარიღი
09/2023
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.