ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები

მეტპამიდი 10მგ/2მლ საინექციო ხსნარი

METPAMİD® 10mg/2ml Enjeksiyonluk Çözelti

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადთურქეთი
მოქმედი ნივთიერება
მეტოკლოპრამიდი (metoclopramide)
ფორმა და შეფუთვა
10მგ/2მლ (5მგ/მლ) 2მლ ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარი მინის ამპულა №5
მწარმოებელი
Mefar İlaç Sanayii A.Ş., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, პროპულსივები
ATC კოდი
A03FA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-046135
რეგისტრირებულია
11 აგვისტო 2026, მოქმედებს 11 აგვისტო 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „საბა“
ურთიერთქმედების შემოწმებამეტპამიდი 10მგ/2მლ საინექციო ხსნარი და სხვა წამალი ერთად

მეტპამიდი 10მგ/2მლ საინექციო ხსნარი — ინსტრუქცია ქართულად

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

გარკვეულმა მედიკამენტებმა შესაძლოა ურთიერთქმედება მოახდინონ მეტპამიდთან და გავლენა მოახდინონ მისი მოქმედების მექანიზმზე, ან თავად მეტპამიდმა შესაძლოა შეცვალოს სხვა პრეპარატების მოქმედების მექანიზმი. აღნიშნულ მედიკამენტებს მიეკუთვნება:

სხვა წამლებთან ერთდროული გამოყენება

გარკვეულმა მედიკამენტებმა შესაძლოა გავლენა მოახდინონ მეტპამიდის მოქმედებაზე, ან თავად მეტპამიდმა შეცვალოს სხვა წამლების ეფექტი. აღნიშნულ მედიკამენტებს მიეკუთვნება:

− ლევოდოპა ან პარკინსონის დაავადების სამკურნალო სხვა პრეპარატები − ანტიკოლინერგული საშუალებები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება კუჭის სპაზმისა და კრუნჩხვების მოსახსნელად) − მორფინის წარმოებულები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ძლიერი ტკივილის სინდრომის სამკურნალოდ) − სედაციური (დამამშვიდებელი) საშუალებები − ფსიქიკური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა ფენოთიაზინი და ლითიუმი − დიგოქსინი (გულის უკმარისობის სამკურნალო პრეპარატი) − ციკლოსპორინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადების სამკურნალოდ)

− მივაკურიუმი და სუქსამეთონიუმი (კუნთების რელაქსაციისთვის / მოსადუნებლად გამოსაყენებელი პრეპარატები) − ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი (დეპრესიის სამკურნალო საშუალებები) − ნეიროლეფსიური საშუალებები (ფსიქიკური დარღვევების, აგრეთვე გულისრევისა და ღებინების სამკურნალო პრეპარატები) − ანტიკონვულსანტები (კრუნჩხვების საწინააღმდეგო / ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები) − ორგანიზმში ჰორმონ პროლაქტინის დონის შესამცირებელი პრეპარატები (მაგალითად, ბრომოკრიპტინი, კაბერგოლინი)

− ფსიქიკური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები − ატოვაკვონი (პნევმონიის / ფილტვების ანთების სამკურნალო პრეპარატი) − ანალგეტიკები (ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები), როგორიცაა ასპირინი და პარაცეტამოლი, ან უფრო ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, რომლებსაც ოპიოიდები ეწოდება − გულისრევისა და ღებინების სამკურნალო სხვა პრეპარატები

თუ ამჟამად იღებთ ან უახლოეს წარსულში იღებდით ნებისმიერ სხვა რეცეპტულ ან ურეცეპტო მედიკამენტს, გთხოვთ, ამის შესახებ აუცილებლად აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ გამოიყენება მეტპამიდი® ?

ინსტრუქცია ადეკვატური გამოყენების, დოზირებისა და მიღების სიხშირის შესახებ:

მოზრდილი პაციენტები: მწვავე თავის ტკივილთან ასოცირებული გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ, აგრეთვე პოსტრადიოთერაპიული (რადიოთერაპიის შემდგომი) გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისა და თერაპიის მიზნით: რეკომენდებული ერთჯერადი დოზა შეადგენს 10 მგ-ს, რომლის განმეორებაც შესაძლებელია მაქსიმუმ 3-ჯერ დღეში.

მოზრდილ პაციენტებში მწვავე თავის ტკივილთან ასოცირებული გულისრევა-ღებინების, აგრეთვე რადიოთერაპიის შემდგომი გულისრევისა და ღებინების პრევენციის მიზნით, მეტპამიდი გამოიყენება მაქსიმალური სადღეღამისო დოზით 10 მგ 3-ჯერ დღეში. რეკომენდებული მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა უნდა იყოს მაქსიმალურად მოკლე.

პოსტოპერაციული გულისრევისა და ღებინების პრევენციისთვის რეკომენდებულია პრეპარატის შეყვანა. მკურნალობისას აუცილებელია ექიმის მიერ დადგენილი მაქსიმალური სადღეღამისო დოზის გათვალისწინება. საინექციო მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა უნდა იყოს მაქსიმალურად მოკლე და პირველივე შესაძლებლობისთანავე პაციენტი უნდა გადავიდეს მკურნალობის პერორალურ ფორმაზე.

1-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები: პრეპარატის დოზირება ხორციელდება სხეულის მასის გათვალისწინებით. მედიკამენტი შეჰყავთ ნელა ინტრავენური ინექციის სახით, მკურნალი ექიმის მიერ განსაზღვრული სიხშირით.

24 საათის განმავლობაში მიღებული საერთო დოზა არ უნდა აღემატებოდეს ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ზღვარს.

შენიშვნა: წამლის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

დოზირების ცხრილი:

ასაკი

სხეულის მასა

ერთჯერადი დოზა

მიღების სიხშირე

1–3 წელი

10–14 კგ

1 მგ

მაქსიმუმ 3-ჯერ დღეში

3–5 წელი

15–19 კგ

2 მგ

მაქსიმუმ 3-ჯერ დღეში

5–9 წელი

20–29 კგ

  • 5 მგ

მაქსიმუმ 3-ჯერ დღეში

9–18 წელი

30–60 კგ

5 მგ

მაქსიმუმ 3-ჯერ დღეში

15–18 წელი

60 კგ-ზე მეტი

10 მგ

მაქსიმუმ 3-ჯერ დღეში

ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკის მიზნით, პრეპარატის გამოყენების მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 5 დღეს.

პოსტოპერაციული გულისრევისა და ღებინების მკურნალობის მიზნით, პრეპარატის გამოყენების მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 48 საათს.

მიღების წესი და მეთოდი: მეტპამიდით ნელ ინტრავენურ ან ინტრამუსკულურ ინიექციას ახორციელებს ექიმი ან მედდა ინექციებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 6 საათს, მიუხედავად იმისა, აღენიშნება თუ არა პაციენტს ღებინება ან მიღებული დოზის ორგანიზმიდან გამოდევნა.

გამოყენება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში:

გამოყენება ბავშვთა ასაკში: ბავშვებსა და მოზარდებში) შესაძლოა განვითარდეს უნებლიე მოძრაობები (ექსტრაპირამიდული დარღვევები). მეტპამიდი არ გამოიყენება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, უნებლიე მოძრაობების განვითარების მომატებული რისკის გამო.

გამოყენება ხანდაზმულ ასაკში: ხანდაზმულ პაციენტებში, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევების, აგრეთვე პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებელია დოზის შემცირება.

გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:

თირკმლის უკმარისობა: თირკმლის ტერმინალური სტადიის უკმარისობის, აგრეთვე საშუალო ან მძიმე ხარისხის თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებში მეტპამიდის დოზა უნდა შემცირდეს. თუ გაწუხებთ თირკმლის დაავადება, აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

ღვიძლის უკმარისობა: ღვიძლის მძიმე დაავადებების დროს მეტპამიდის დოზა უნდა შემცირდეს. თუ გაწუხებთ ღვიძლის დაავადება, აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს. თუ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ მეტპამიდის ეფექტი ზედმეტად ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი მეტპამიდი: თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი მეტპამიდი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. პრეპარატის მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს უნებლიე მოძრაობები (ექსტრაპირამიდული დარღვევები), თავბრუსხვევის შეგრძნება, ცნობიერების დარღვევა, გონების დაბინდვა,მოჩვენებები( ჰალუცინაციები) და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები. თქვენი მკურნალი ექიმი ჩაგიტარებთ ამ სიმპტომების შესაბამის სათანადო მკურნალობას.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი მეტპამიდი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

დოზის გამოტოვება: თუ მეტპამიდის დოზის მიღება დაგავიწყდათ, გამოტოვეთ ეს დოზა და შემდეგი მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით, ორმაგი დოზის მირება დაუშვებელია.

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები? როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, მეტპამიდმაც მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე პირებში შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ მეტპამიდის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან უახლოესი კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

  • უნებლიე მოძრაობები თავისა და კისრის არეში. ეს გვერდითი მოვლენები შესაძლოა განვითარდეს ბავშვებში და მოზარდებში, აგრეთვე პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენების შემთხვევაში. აღნიშნული სიმპტომები, როგორც წესი, ვლინდება მკურნალობის დასაწყისში, თუმცა ზოგჯერ შესაძლოა წარმოიქმნას ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგაც. სათანადო თერაპიის შედეგად ეს არასასურველი ეფექტები ქრება.
  • მაღალი ტემპერატურა, არტერიული წნევის მომატება, უნებლიე კუნთოვანი კრუნჩხვები (კონვულსიები), ოფლიანობა და ნერწყვდენის გაძლიერება შესაძლოა აღნიშნავდეს დარღვევას, რომელსაც ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი ეწოდება.
  • ქავილი, კანის გაწითლება, სახის, ენისა და ხორხის შეშუპება, აგრეთვე სუნთქვის გაძნელება შესაძლოა მძიმე ალერგიული რეაქციის სიმპტომებს წარმოადგენდეს.

აღნიშნული სიმპტომები განეკუთვნება სერიოზულ გვერდით ეფექტებს და შესაძლოა მოითხოვდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მეტპამიდით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

მეტპამიდის გამოყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში უკუნაჩვენებია. გესტაციის გვიან სტადიაზე პრეპარატის მიღებისას, ახალშობილში ექსტრაპირამიდული სინდრომის (კუნთების უნებლიე ტონური შეკუმშვების) განვითარების რისკი მაღალია. პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში, ახალშობილის კლინიკური მდგომარეობა საჭიროებს მკაცრ მონიტორინგს.

ორსულობის პერიოდში მეტპამიდის დანიშვნა დასაშვებია მხოლოდ აბსოლუტური კლინიკური ჩვენების არსებობისას. მკურნალობის მიზანშეწონილობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს თქვენი მკურნალი ექიმი.

თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. მეტოკლოპრამიდი აღწევს დედის რძეში და შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს ახალშობილზე. აქედან გამომდინარე, ლაქტაციის პერიოდში მეტპამიდის გამოყენება უკუნაჩვენებია.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მეტპამიდის®- შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

მეტპამიდის ამპულის ყოველი დოზა შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი პრაქტიკულად „ნატრიუმს არ შეიცავს“.

მოცემული სამკურნალო საშუალება შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს, რამაც იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ბრონქოსპაზმი (სასუნთქი გზების შევიწროება).

ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა

მეტპამიდმა შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა, თავბრუსხვევა და კუნთების უნებლიე მოძრაობები. აღნიშნულმა გვერდითმა მოვლენებმა შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს მხედველობის სიმახვილეზე, ასევე ავტოტრანსპორტისა და სხვადასხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი: შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან სულ მცირე 1 პაციენტში.

ხშირი: შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი: შესაძლოა გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1 000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: შესაძლოა გამოვლინდეს 1 000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10 000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათი: შესაძლოა გამოვლინდეს 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზედაყრდნობით სიხშირის დადგენა შეუძლებელია.

ძალიან ხშირი: − ძილიანობა

ხშირი: − დეპრესია − უნებლიე მოძრაობები, როგორიცაა ჰიპერკინეზი, ტრემორი და კუნთების ჰიპერტონუსი (რიგიდულობა) − პარკინსონის დაავადების მსგავსი სიმპტომატიკა (ტრემორი, კუნთების ჰიპერტონუსი) − შფოთვა − არტერიული ჰიპოტენზია (განსაკუთრებით ინტრავენური შეყვანისას) − დიარეა

  • ასთენია

ნაკლებად ხშირი: − სისხლში ჰორმონ პროლაქტინის დონის მომატება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს რძის გამოყოფა მამაკაცებსა და ქალებში(ჰიპერპროლაქტინემია) − მენსტრუაციის არარსებობა ან მენსტრუალური ციკლის დარღვევა(ამენორეა) − ჰალუცინაციები(ვარსანი/მირაჟი) − ცნობიერების დაქვეითება − გულცემის სიხშირის შემცირება (ბრადიკარდია, განსაკუთრებით ინტრავენური შეყვანისას) −მომატებული მგრძნობელობა (ჰიპერსენსიტივობა) −კუნთების უნებლიე შეკუმშვით გამოწვეული მოძრაობის დარღვევა (დისტონია) −ნებითი მოძრაობების დარღვევა (დისკინეზია)

იშვიათი: − ცნობიერების არევა (კონფუზია) − კუნთების უნებლიე შეკუმშვები (კონვულსიები, ძირითადად ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში) − სარძევე ჯირკვლებიდან რძის გამოყოფა (გალაქტორეა)

უცნობი სიხშირის: − სისხლის პიგმენტების ანომალიური დონე; აღნიშნულმა მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს კანის ფერის ცვლილება (მეთჰემოგლობინემია, სულფჰემოგლობინემია) − სარძევე ჯირკვლების გადიდება (გინეკომასტია) − ხანგრძლივი გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, კუნთების უნებლიე სპაზმები ისეთ უბნებში, როგორიცაა პირი, ენა, ზედა და ქვედა კიდურები (გვიანი დისკინეზია) − მაღალი ტემპერატურა, არტერიული წნევის მომატება, კუნთების უნებლიე შეკუმშვები (კრუნჩხვები), ოფლიანობა და გაძლიერებული ნერწყვდენა, რაც შესაძლოა წარმოადგენდეს ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომის სახელით ცნობილი პათოლოგიის სიმპტომებს

  • ელექტროკარდიოგრამით (ეკგ) გამოვლენილი გულის ცემის სიხშირის ცვლილებები − გულის გაჩერება (კარდიული არესტი) − შოკი (არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა, განსაკუთრებით ინტრავენური შეყვანისას) − გონების დაკარგვა (განსაკუთრებით ინტრავენური შეყვანისას) − მძიმე ალერგიული რეაქცია (განსაკუთრებით ინტრავენური შეყვანისას) − მკვეთრად მომატებული არტერიული წნევა (ფეოქრომოციტომით დაავადებულ პაციენტებში)

− არტერიული წნევის დროებითი მომატება − კანის მხრივი რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება და ანგიონევროზული შეშუპება (სახის, ტუჩების, ყელისა და/ან ენის შეშუპება) −ანთება ინექციის ადგილთან და ადგილობრივი ვენების ანთება (ფლებიტი)

ნებისმიერი ისეთი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

გვერდითი ეფექტების გამოვლენისას — მიუხედავად იმისა, არის თუ არა ისინი მითითებული მოცემულ ინსტრუქციაში — კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გარდა ამისა, შეგიძლიათ შეატყობინოთ გამოვლენილი გვერდითი მოვლენების შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) ვებგვერდზე: www.titck.gov.tr ან დარეკოთ ნომერზე: 0 800 314 00 08. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ წვლილი შეგაქვთ მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

  • მეტპამიდი®-ს შენახვის პირობები

შეინახეთ მეტპამიდი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25°C-ისა. პრეპარატი გამოიყენეთ ვარგისობის ვადის დაცვით. არ გამოიყენოთ მეტპამიდი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. არ გამოიყენოთ მეტპამიდი, თუ შეამჩნევთ პრეპარატის ან/და მისი შეფუთვის დაზიანებას. არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები საყოფაცხოვრებო ნაგავში! ჩააბარეთ ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შესაბამის შეგროვების პუნქტებში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

რეგისტრაციის მფლობელი:

სიფარ ილაჩლარი თიჯ. ვე სან. ა.შ.

ქასარის ქუცაN16 ესერ იშ მერქეზი

„ა“ ბლოკიK:5 D:46 34394

ესენთეფე/სტამბული

წარმოების ადგილი:

მეფარ ილაჩ სანაი ა.შ.

რამაზანოღლუმაჰ.ენსარის გამზირი N2034906

ქურთქოი-ფენდიქ/სტამბული

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 18/02/2019 წელს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია მეტპამიდი® 10 მგ / 2 მლ საინექციო ხსნარი ინტრავენური ან ინტრამუსკულარული შეყვანისთვის სტერილური აქტიური ნივთიერება: თითოეული 2 მლ-იანი ამპულა შეიცავს 10 მგ მეტოკლოპრამიდის ჰიდროქლორიდს (10,54 მგ მეტოკლოპრამიდის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატის სახით). დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, დისტილირებული წყალი.

წამლის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით მისი ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

წამლი გამოწერილია პირადად თქვენთვის, ნუ მისცემთ მას სხვებს.

წამლის გამოყენების პერიოდში, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.

ზუსტად შეასრულეთ ამ ინსტრუქციაში მოცემული მითითებები. ნუ გამოიყენებთ იმაზე მაღალ ან დაბალ დოზას, ვიდრე თქვენთვისაა რეკომენდებული

მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში წარმოდგენილია შემდეგი თავები:

რა არის მეტპამიდი® და რისთვის გამოიყენება?

რა უნდა გაითვალისწინოთ მეტპამიდის® გამოყენებამდე

როგორ გამოიყენება მეტპამიდი® ?

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

მეტპამიდის® შენახვის პირობები

რა არის მეტპამიდი® და რისთვის გამოყენება?

მეტპამიდის ყოველი 2 მლ-იანი ამპულა შეიცავს 10 მგ მეტოკლოპრამიდის ჰიდროქლორიდს (10.54 მგ მეტოკლოპრამიდის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატის სახით).მეტპამიდი ბაზარზე წარმოდგენილია ამპულების სახით, რომლებიც შეიცავს გამჭვირვალე, უფერო, უსუნო საინექციო ხსნარს. თითოეული მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 2 მლ მოცულობის 5 ამპულა.მეტპამიდი წარმოადგენს ანტიემეტიკურ (ღებინების საწინააღმდეგო) სამკურნალო საშუალებას, რომლის აქტიურ სუბსტანციას შეადგენს მეტოკლოპრამიდი. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია თავის ტვინის იმ სტრუქტურებზე (ღებინების ცენტრზე) ზემოქმედებით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გულისრევისა და ღებინების რეფლექსის ბლოკირებაზე.

მეტპამიდი მოზრდილებში გამოიყენება: − გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ, − პოსტოპერაციული გულისრევისა და ღებინების პრევენციისთვი), − რადიოთერაპიის შემდგომი გულისრევისა და ღებინების პრევენციისთვის, − მწვავე თავის ტკივილით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ.

მეტპამიდი 1-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებსა და ბავშვებში გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა თერაპიული მეთოდები ეფექტური არ აღმოჩნდა ან მათი გამოყენება შეუძლებელია:

ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პრევენციისთვის, როგორც მეორე რიგის (არჩევის) პრეპარატი, როდესაც სხვა მკურნალობის ფორმების გამოყენება ვერ ხერხდება.

პოსტოპერაციული გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ, როგორც მეორე რიგის (არჩევის) პრეპარატი, როდესაც სხვა მკურნალობის ფორმების გამოყენება ვერ ხერხდება.

რა უნდა გაითვალისწინოთ მეტპამიდის®

გამოყენებამდ

ემეტპამიდი® არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:თუ

  • გაქვთ:ჰიპერმგრძნობელობა მეტოკლოპრამიდის ან მოცემული პრეპარატის რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ,
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, გაუვალობა ან პერფორაცია,
  • დადასტურებული ფეოქრომოციტომა ან ეჭვი ფეოქრომოციტომის არსებობასთან დაკავშირებით (თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის სიმსივნე, რომელიც იწვევს ადრენალინის ჭარბ სეკრეციას).

თუ წარსულში მედიკამენტების გამოყენების ფონზე გქონიათ კუნთების უნებლიე სპაზმი (გვიანი დისკინეზია), − ხართ ეპილეფსიით დაავადებული, − ხართ პარკინსონის დაავადებით დაავადებული, − იღებთ ლევოდოპას (პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატი) ან დოფამინერგულ აგონისტებს (იხ. თავი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება“), − წარსულში გქონიათ სისხლის პიგმენტების ანომალიური დონე (მეთჰემოგლობინემია) ან NADH-ციტოქრომ b5-ის დეფიციტი, − ბოლო 4 დღის განმავლობაში ჩაგიტარდათ ოპერაცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, − ხართ მეძუძური დედა.

მეტპამიდის საინექციო ხსნარის გამოყენება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში უკუნაჩვენებია.

მეტპამიდი® გამოიყენება სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში:

თუ: −გაქვთ ანამნეზში გულის რიტმის დარღვევა (QT ინტერვალის გახანგრძლივება) ან გულის სხვა პათოლოგიები, − გაქვთ სისხლში კალიუმის, ნატრიუმის ან მაგნიუმის დონესთან დაკავშირებული დარღვევები, − მკურნალობთ სხვა ისეთი მედიკამენტებით, რომლებიც გავლენას ახდენენ გულის რიტმზე, −გაქვთ ნევროლოგიური დარღვევები (ტვინთან დაკავშირებული პრობლემები), −გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევები (ამ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება), −გაქვთ არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა).

− ანამნეზში აღგენიშნებათ ატოპია (პაციენტის მიდრეკილება ალერგიული რეაქციების განვითარებისადმი, ბრონქული ასთმის ჩათვლით) ან პორფირია (იშვიათი მემკვიდრეობითი ჰემატოლოგიური პათოლოგია) − იღებთ ე.წ. სეროტონერგულ მედიკამენტებს; მოცემული ჯგუფის პრეპარატების კომბინაციამ მეტოკლოპრამიდის ინექციასთან შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარება (როგორიცაა ფსიქომოტორული მოუსვენრობა, კოორდინაციის დარღვევა, ტაქიკარდია და ჰიპერთერმია)

თქვენმა მკურნალმა ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები სისხლის პიგმენტების დონის განსაზღვრის მიზნით. ანომალიური მაჩვენებლების გამოვლენისას (მეთჰემოგლობინემია), თერაპია დაუყოვნებლივ და სრულად უნდა შეწყდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული კლინიკური მდგომარეობები შესაძლოა აშკარად იყოს გამოხატული, უმნიშვნელოვანესია, თქვენმა მკურნალმა ექიმმა იცოდეს, აღგეღნიშნებათ თუ არა რომელიმე მათგანი. თუ მოცემულ პრეპარატს ღებინების სამკურნალოდ იყენებთ და თერაპიის ფონზე მდგომარეობა არ უმჯობესდება, აუცილებლად აცნობეთ ექიმს. ღებინების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, მკურნალმა ექიმმა შესაძლოა დამატებითი დიაგნოსტიკური კვლევები დაგინიშნოთ. კუნთების უნებლიე სპაზმების (გვიანი დისკინეზიის) განვითარების რისკის გამო, მკურნალობის უწყვეტი კურსის ხანგრძლივობამ სამ თვეს არ უნდა გადააჭარბოს.

ბავშვებსა და მოზარდებში შესაძლოა გამოვლინდეს უნებლიე მოძრაობები (ექსტრაპირამიდული დარღვევები). უნებლიე მოძრაობების განვითარების მომატებული რისკის გამო, მეტპამიდის გამოყენება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში უკუნაჩვენებია.

პრეპარატის ორ ინექციას შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 6 საათს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღინიშნება ღებინება ან მიღებული დოზის ორგანიზმიდან გამოდევნა. თუ ეს გაფრთხილებები წარსულში თუნდაც მცირე პერიოდის განმავლობაში მაინც გეხებოდათ, გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს.

მეტპამიდის ®- გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ვინაიდან მეტპამიდის ალკოჰოლთან ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გააძლიეროს პრეპარატის სედაციური ეფექტი (მოთენთილობა, ძილიანობა), მოცემული მედიკამენტით მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის მოხმარება უკუნაჩვენებია.

ორსულობა

მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მეტპამიდით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

მეტპამიდის გამოყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში უკუნაჩვენებია. გესტაციის გვიან სტადიაზე პრეპარატის მიღებისას, ახალშობილში ექსტრაპირამიდული სინდრომის (კუნთების უნებლიე ტონური შეკუმშვების) განვითარების რისკი მაღალია. პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში, ახალშობილის კლინიკური მდგომარეობა საჭიროებს მკაცრ მონიტორინგს.

ორსულობის პერიოდში მეტპამიდის დანიშვნა დასაშვებია მხოლოდ აბსოლუტური კლინიკური ჩვენების არსებობისას. მკურნალობის მიზანშეწონილობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს თქვენი მკურნალი ექიმი.

თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. მეტოკლოპრამიდი აღწევს დედის რძეში და შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს ახალშობილზე. აქედან გამომდინარე, ლაქტაციის პერიოდში მეტპამიდის გამოყენება უკუნაჩვენებია.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მეტპამიდის®- შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

მეტპამიდის ამპულის ყოველი დოზა შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი პრაქტიკულად „ნატრიუმს არ შეიცავს“.

მოცემული სამკურნალო საშუალება შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს, რამაც იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ბრონქოსპაზმი (სასუნთქი გზების შევიწროება).

ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა

მეტპამიდმა შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა, თავბრუსხვევა და კუნთების უნებლიე მოძრაობები. აღნიშნულმა გვერდითმა მოვლენებმა შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს მხედველობის სიმახვილეზე, ასევე ავტოტრანსპორტისა და სხვადასხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

გარკვეულმა მედიკამენტებმა შესაძლოა ურთიერთქმედება მოახდინონ მეტპამიდთან და გავლენა მოახდინონ მისი მოქმედების მექანიზმზე, ან თავად მეტპამიდმა შესაძლოა შეცვალოს სხვა პრეპარატების მოქმედების მექანიზმი. აღნიშნულ მედიკამენტებს მიეკუთვნება:

სხვა წამლებთან ერთდროული გამოყენება

გარკვეულმა მედიკამენტებმა შესაძლოა გავლენა მოახდინონ მეტპამიდის მოქმედებაზე, ან თავად მეტპამიდმა შეცვალოს სხვა წამლების ეფექტი. აღნიშნულ მედიკამენტებს მიეკუთვნება:

− ლევოდოპა ან პარკინსონის დაავადების სამკურნალო სხვა პრეპარატები − ანტიკოლინერგული საშუალებები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება კუჭის სპაზმისა და კრუნჩხვების მოსახსნელად) − მორფინის წარმოებულები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ძლიერი ტკივილის სინდრომის სამკურნალოდ) − სედაციური (დამამშვიდებელი) საშუალებები − ფსიქიკური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა ფენოთიაზინი და ლითიუმი − დიგოქსინი (გულის უკმარისობის სამკურნალო პრეპარატი) − ციკლოსპორინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადების სამკურნალოდ)

− მივაკურიუმი და სუქსამეთონიუმი (კუნთების რელაქსაციისთვის / მოსადუნებლად გამოსაყენებელი პრეპარატები) − ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი (დეპრესიის სამკურნალო საშუალებები) − ნეიროლეფსიური საშუალებები (ფსიქიკური დარღვევების, აგრეთვე გულისრევისა და ღებინების სამკურნალო პრეპარატები) − ანტიკონვულსანტები (კრუნჩხვების საწინააღმდეგო / ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები) − ორგანიზმში ჰორმონ პროლაქტინის დონის შესამცირებელი პრეპარატები (მაგალითად, ბრომოკრიპტინი, კაბერგოლინი)

− ფსიქიკური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები − ატოვაკვონი (პნევმონიის / ფილტვების ანთების სამკურნალო პრეპარატი) − ანალგეტიკები (ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები), როგორიცაა ასპირინი და პარაცეტამოლი, ან უფრო ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, რომლებსაც ოპიოიდები ეწოდება − გულისრევისა და ღებინების სამკურნალო სხვა პრეპარატები

თუ ამჟამად იღებთ ან უახლოეს წარსულში იღებდით ნებისმიერ სხვა რეცეპტულ ან ურეცეპტო მედიკამენტს, გთხოვთ, ამის შესახებ აუცილებლად აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ გამოიყენება მეტპამიდი® ?

ინსტრუქცია ადეკვატური გამოყენების, დოზირებისა და მიღების სიხშირის შესახებ:

მოზრდილი პაციენტები: მწვავე თავის ტკივილთან ასოცირებული გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ, აგრეთვე პოსტრადიოთერაპიული (რადიოთერაპიის შემდგომი) გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისა და თერაპიის მიზნით: რეკომენდებული ერთჯერადი დოზა შეადგენს 10 მგ-ს, რომლის განმეორებაც შესაძლებელია მაქსიმუმ 3-ჯერ დღეში.

მოზრდილ პაციენტებში მწვავე თავის ტკივილთან ასოცირებული გულისრევა-ღებინების, აგრეთვე რადიოთერაპიის შემდგომი გულისრევისა და ღებინების პრევენციის მიზნით, მეტპამიდი გამოიყენება მაქსიმალური სადღეღამისო დოზით 10 მგ 3-ჯერ დღეში. რეკომენდებული მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა უნდა იყოს მაქსიმალურად მოკლე.

პოსტოპერაციული გულისრევისა და ღებინების პრევენციისთვის რეკომენდებულია პრეპარატის შეყვანა. მკურნალობისას აუცილებელია ექიმის მიერ დადგენილი მაქსიმალური სადღეღამისო დოზის გათვალისწინება. საინექციო მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა უნდა იყოს მაქსიმალურად მოკლე და პირველივე შესაძლებლობისთანავე პაციენტი უნდა გადავიდეს მკურნალობის პერორალურ ფორმაზე.

1-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები: პრეპარატის დოზირება ხორციელდება სხეულის მასის გათვალისწინებით. მედიკამენტი შეჰყავთ ნელა ინტრავენური ინექციის სახით, მკურნალი ექიმის მიერ განსაზღვრული სიხშირით.

24 საათის განმავლობაში მიღებული საერთო დოზა არ უნდა აღემატებოდეს ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ზღვარს.

შენიშვნა: წამლის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

დოზირების ცხრილი:

ასაკი

სხეულის მასა

ერთჯერადი დოზა

მიღების სიხშირე

1–3 წელი

10–14 კგ

1 მგ

მაქსიმუმ 3-ჯერ დღეში

3–5 წელი

15–19 კგ

2 მგ

მაქსიმუმ 3-ჯერ დღეში

5–9 წელი

20–29 კგ

  • 5 მგ

მაქსიმუმ 3-ჯერ დღეში

9–18 წელი

30–60 კგ

5 მგ

მაქსიმუმ 3-ჯერ დღეში

15–18 წელი

60 კგ-ზე მეტი

10 მგ

მაქსიმუმ 3-ჯერ დღეში

ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკის მიზნით, პრეპარატის გამოყენების მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 5 დღეს.

პოსტოპერაციული გულისრევისა და ღებინების მკურნალობის მიზნით, პრეპარატის გამოყენების მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 48 საათს.

მიღების წესი და მეთოდი: მეტპამიდით ნელ ინტრავენურ ან ინტრამუსკულურ ინიექციას ახორციელებს ექიმი ან მედდა ინექციებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 6 საათს, მიუხედავად იმისა, აღენიშნება თუ არა პაციენტს ღებინება ან მიღებული დოზის ორგანიზმიდან გამოდევნა.

გამოყენება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში:

გამოყენება ბავშვთა ასაკში: ბავშვებსა და მოზარდებში) შესაძლოა განვითარდეს უნებლიე მოძრაობები (ექსტრაპირამიდული დარღვევები). მეტპამიდი არ გამოიყენება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, უნებლიე მოძრაობების განვითარების მომატებული რისკის გამო.

გამოყენება ხანდაზმულ ასაკში: ხანდაზმულ პაციენტებში, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევების, აგრეთვე პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებელია დოზის შემცირება.

გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:

თირკმლის უკმარისობა: თირკმლის ტერმინალური სტადიის უკმარისობის, აგრეთვე საშუალო ან მძიმე ხარისხის თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებში მეტპამიდის დოზა უნდა შემცირდეს. თუ გაწუხებთ თირკმლის დაავადება, აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

ღვიძლის უკმარისობა: ღვიძლის მძიმე დაავადებების დროს მეტპამიდის დოზა უნდა შემცირდეს. თუ გაწუხებთ ღვიძლის დაავადება, აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს. თუ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ მეტპამიდის ეფექტი ზედმეტად ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი მეტპამიდი: თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი მეტპამიდი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. პრეპარატის მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს უნებლიე მოძრაობები (ექსტრაპირამიდული დარღვევები), თავბრუსხვევის შეგრძნება, ცნობიერების დარღვევა, გონების დაბინდვა,მოჩვენებები( ჰალუცინაციები) და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები. თქვენი მკურნალი ექიმი ჩაგიტარებთ ამ სიმპტომების შესაბამის სათანადო მკურნალობას.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი მეტპამიდი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

დოზის გამოტოვება: თუ მეტპამიდის დოზის მიღება დაგავიწყდათ, გამოტოვეთ ეს დოზა და შემდეგი მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით, ორმაგი დოზის მირება დაუშვებელია.

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები? როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, მეტპამიდმაც მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე პირებში შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ მეტპამიდის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან უახლოესი კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

  • უნებლიე მოძრაობები თავისა და კისრის არეში. ეს გვერდითი მოვლენები შესაძლოა განვითარდეს ბავშვებში და მოზარდებში, აგრეთვე პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენების შემთხვევაში. აღნიშნული სიმპტომები, როგორც წესი, ვლინდება მკურნალობის დასაწყისში, თუმცა ზოგჯერ შესაძლოა წარმოიქმნას ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგაც. სათანადო თერაპიის შედეგად ეს არასასურველი ეფექტები ქრება.
  • მაღალი ტემპერატურა, არტერიული წნევის მომატება, უნებლიე კუნთოვანი კრუნჩხვები (კონვულსიები), ოფლიანობა და ნერწყვდენის გაძლიერება შესაძლოა აღნიშნავდეს დარღვევას, რომელსაც ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი ეწოდება.
  • ქავილი, კანის გაწითლება, სახის, ენისა და ხორხის შეშუპება, აგრეთვე სუნთქვის გაძნელება შესაძლოა მძიმე ალერგიული რეაქციის სიმპტომებს წარმოადგენდეს.

აღნიშნული სიმპტომები განეკუთვნება სერიოზულ გვერდით ეფექტებს და შესაძლოა მოითხოვდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი: შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან სულ მცირე 1 პაციენტში.

ხშირი: შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი: შესაძლოა გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1 000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: შესაძლოა გამოვლინდეს 1 000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10 000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათი: შესაძლოა გამოვლინდეს 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზედაყრდნობით სიხშირის დადგენა შეუძლებელია.

ძალიან ხშირი: − ძილიანობა

ხშირი: − დეპრესია − უნებლიე მოძრაობები, როგორიცაა ჰიპერკინეზი, ტრემორი და კუნთების ჰიპერტონუსი (რიგიდულობა) − პარკინსონის დაავადების მსგავსი სიმპტომატიკა (ტრემორი, კუნთების ჰიპერტონუსი) − შფოთვა − არტერიული ჰიპოტენზია (განსაკუთრებით ინტრავენური შეყვანისას) − დიარეა

  • ასთენია

ნაკლებად ხშირი: − სისხლში ჰორმონ პროლაქტინის დონის მომატება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს რძის გამოყოფა მამაკაცებსა და ქალებში(ჰიპერპროლაქტინემია) − მენსტრუაციის არარსებობა ან მენსტრუალური ციკლის დარღვევა(ამენორეა) − ჰალუცინაციები(ვარსანი/მირაჟი) − ცნობიერების დაქვეითება − გულცემის სიხშირის შემცირება (ბრადიკარდია, განსაკუთრებით ინტრავენური შეყვანისას) −მომატებული მგრძნობელობა (ჰიპერსენსიტივობა) −კუნთების უნებლიე შეკუმშვით გამოწვეული მოძრაობის დარღვევა (დისტონია) −ნებითი მოძრაობების დარღვევა (დისკინეზია)

იშვიათი: − ცნობიერების არევა (კონფუზია) − კუნთების უნებლიე შეკუმშვები (კონვულსიები, ძირითადად ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში) − სარძევე ჯირკვლებიდან რძის გამოყოფა (გალაქტორეა)

უცნობი სიხშირის: − სისხლის პიგმენტების ანომალიური დონე; აღნიშნულმა მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს კანის ფერის ცვლილება (მეთჰემოგლობინემია, სულფჰემოგლობინემია) − სარძევე ჯირკვლების გადიდება (გინეკომასტია) − ხანგრძლივი გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, კუნთების უნებლიე სპაზმები ისეთ უბნებში, როგორიცაა პირი, ენა, ზედა და ქვედა კიდურები (გვიანი დისკინეზია) − მაღალი ტემპერატურა, არტერიული წნევის მომატება, კუნთების უნებლიე შეკუმშვები (კრუნჩხვები), ოფლიანობა და გაძლიერებული ნერწყვდენა, რაც შესაძლოა წარმოადგენდეს ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომის სახელით ცნობილი პათოლოგიის სიმპტომებს

  • ელექტროკარდიოგრამით (ეკგ) გამოვლენილი გულის ცემის სიხშირის ცვლილებები − გულის გაჩერება (კარდიული არესტი) − შოკი (არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა, განსაკუთრებით ინტრავენური შეყვანისას) − გონების დაკარგვა (განსაკუთრებით ინტრავენური შეყვანისას) − მძიმე ალერგიული რეაქცია (განსაკუთრებით ინტრავენური შეყვანისას) − მკვეთრად მომატებული არტერიული წნევა (ფეოქრომოციტომით დაავადებულ პაციენტებში)

− არტერიული წნევის დროებითი მომატება − კანის მხრივი რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება და ანგიონევროზული შეშუპება (სახის, ტუჩების, ყელისა და/ან ენის შეშუპება) −ანთება ინექციის ადგილთან და ადგილობრივი ვენების ანთება (ფლებიტი)

ნებისმიერი ისეთი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

გვერდითი ეფექტების გამოვლენისას — მიუხედავად იმისა, არის თუ არა ისინი მითითებული მოცემულ ინსტრუქციაში — კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გარდა ამისა, შეგიძლიათ შეატყობინოთ გამოვლენილი გვერდითი მოვლენების შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) ვებგვერდზე: www.titck.gov.tr ან დარეკოთ ნომერზე: 0 800 314 00 08. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ წვლილი შეგაქვთ მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

  • მეტპამიდი®-ს შენახვის პირობები

შეინახეთ მეტპამიდი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25°C-ისა. პრეპარატი გამოიყენეთ ვარგისობის ვადის დაცვით. არ გამოიყენოთ მეტპამიდი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. არ გამოიყენოთ მეტპამიდი, თუ შეამჩნევთ პრეპარატის ან/და მისი შეფუთვის დაზიანებას. არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები საყოფაცხოვრებო ნაგავში! ჩააბარეთ ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შესაბამის შეგროვების პუნქტებში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

რეგისტრაციის მფლობელი:

სიფარ ილაჩლარი თიჯ. ვე სან. ა.შ.

ქასარის ქუცაN16 ესერ იშ მერქეზი

„ა“ ბლოკიK:5 D:46 34394

ესენთეფე/სტამბული

წარმოების ადგილი:

მეფარ ილაჩ სანაი ა.შ.

რამაზანოღლუმაჰ.ენსარის გამზირი N2034906

ქურთქოი-ფენდიქ/სტამბული

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 18/02/2019 წელს.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა