პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

მემანტინი ნორმონი 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG

Memantina Normon 10mg comprimidos recubiertos con película EFG

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

რას წარმოადგენს მემანტინი ნორმონი მემანტინი ნორმონი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. დემენციის საწინააღმდეგო მედიკამენტებს. მეხსიერების დაკარგვა ალცჰაიმერის დაავადების დროს გამოწვეულია თავის ტვინში სიგნალების გადაცემის დარღვევით. თავის ტვინი შეიცავს ე.წ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მემანტინი (memantine)
ფორმა და შეფუთვა
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №112
მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსური საშუალებები, დემენციის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები
ATC კოდი
N06DX01
რეგისტრაციის ნომერი
რ-042698
რეგისტრირებულია
29 იანვარი 2025, მოქმედებს 29 იანვარი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებამემანტინი ნორმონი 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG და სხვა წამალი ერთად

მემანტინი ნორმონი 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რას წარმოადგენს მემანტინი ნორმონი

მემანტინი ნორმონი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. დემენციის საწინააღმდეგო მედიკამენტებს.

მეხსიერების დაკარგვა ალცჰაიმერის დაავადების დროს გამოწვეულია თავის ტვინში სიგნალების გადაცემის დარღვევით. თავის ტვინი შეიცავს ე.წ. N-მეთილ-D-ასპარტატის (NMDA)-რეცეპტორებს, რომლებიც ჩართულია იმ ნერვის სიგნალების გადაცემაში, რაც მნიშვნელოვანია სწავლისა და მეხსიერებისათვის. მემანტინი ნორმონი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს ე.წ. NMDA რეცეპტორების ანტაგონისტებს. მემანტინი ნორმონი მოქმედებს ამ რეცეპტორებზე და აუმჯობესებს ნერვული სიგნალების გადაცემას და მეხსიერებას.

მემანტინი ნორმონი გამოიყენება

მემანტინი ნორმონი გამოიყენება პაციენტების სამკურნალოდ ზომიერი ან მძიმე ფორმის ალცჰაიმერის დაავადების დროს.

მიღების წესი და დოზირება

მემანტინი ნორმონის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

დოზირება

მემანტინი ნორმონის რეკომენდებული დოზა მოზრდილ პაციენტებში და ხანდაზმულებში არის 20 მგ ერთხელ დღეში. გვერდითი ეფექტების შესამცირებლად ამ დოზის მიღწევა უნდა მოხდეს დოზის თანდათანობით გაზრდით ქვემოთ მოცემული სქემის მიხედვით:

კვირა 1

10 მგ ტაბლეტის ნახევარი

კვირა 2

ერთი 10 მგ ტაბლეტი

კვირა 3

ერთნახევარი 10 მგ ტაბლეტი

კვირა 4

10 მგ ორი ტაბლეტი ერთხელ დღეში

ჩვეულებრივი საწყისი დოზაა ნახევარი ტაბლეტი ერთხელ დღეში (1 x 5 მგ) პირველი კვირის განმავლობაში. მეორე კვირის განმავლობაში მიიღება ერთი ტაბლეტი ერთხელ დღეში (1 x 10 მგ) და ერთნახევარი ტაბლეტი ერთხელ დღეში მესამე კვირის განმავლობაში. მეოთხე კვირიდან ჩვეულებრივი დოზაა 2 ტაბლეტი ერთხელ დღეში (1 x 20 მგ).

დოზირება თირკმლის ფუნქციის დაქვეითების დროს

თირკმლის ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში ექიმი შეარჩევს საჭირო დოზას მდგომარეობის მიხედვით. ამ დროს საჭიროა თირკმლის ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი.

მიღების მეთოდი

მემანტინი ნორმონი მიიღება ერთხელ დღეში, პერორლურად. პრეპარატის საუკეთესო ეფექტის მისაღწევად მისი მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მცირეოდენი წყლის მიყოლებით. ტაბლეტების მიღება შეიძლება როგორც საკვებთნ ერთად, ისე კვებისგან დამოუკიდებლად.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მემანტინი ნორმონის მიღება უნდა გაგრძელდეს იმდენ ხანს, რამდენიც სასარგებლოა პაციენტისათვის. ექიმმა რეგულარულად უნდა შეაფასოს მკურნალობის ეფექტი.

მემანტინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

ზოგადად, მემანტინი ნორმონის დოზის გადაჭარბება არ იწვევს რაიმე ზიანს, პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს მე-4 პარაგრაფში „შესაძლო გვერდითი მოვლენები“ აღწერილი სიმპტომები.

მემანტინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან მიმართვა ან სამედიცინო რჩევის მიღება, რადგან პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს სამედიცინო დახმარებას.

მიუხედავად ამისა, დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას, საჭიროა სამედიცინო ცენტრში მიმართვა ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 915 620 420, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

მემანტინი ნორმონის დოზის გამოტოვებისას

მემანტინი ნორმონის დოზის გამოტოვებისას, უნდა მოხდეს შემდეგი დოზის მიღება ჩვეულებრივ დროს.

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) მემანტინის ჰიდროქლორიდის (მემანტინი ნორმონის აქტიური ნივთიერება) ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).

სიფრთხილის ზომები

მემანტინი ნორმონის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ეპილეფსიური გულყრები;

თუ პაციენტს უკანასკნელ პერიოდში გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა), თუ პაციენტს აღენიშნება გულის შეგუბებითი უკმარისობა ან გაუკონტროლებელი ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა).

ამ შემთხვევებში საჭიროა მკურნალობის ყურადღებითი მონიტორინგი და მემანტინი ნორმონის კლინიკური სარგებელი უნდა შეფასდეს ექიმის მიერ რეგულარულად.

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის დაზიანება (თირკმლის პრობლემები), ექიმმა უნდა შეამოწმოს თირკმლის ფუნქცია და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისად მოახდინოს დოზის კორექცია.

ამანტადინის (გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს), კეტამინის (ნივთიერება, რომელიც ძირითადად გამოიყენება როგორც საანესთეზიო საშუალება), დექსტრომეტორფანის (ძირითადად გამოიყენება ხველის დროს) და სხვა NMDA-ანტაგონისტების მსგავსი სამკურნალო პროდუქტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ამ მედიკამენტთან ერთად.

ბავშვები და მოზარდები

მემანტინი ნორმონი არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

კერძოდ, მემანტინი ნორმონის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი მედიკამენტების ეფექტის ცვლილებები, შესაბამისად შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია:

ამანტადინი, კეტამინი, დექსტრომეტორფანი;

დანტროლენი, ბაკლოფენი;

ციმეტიდინი, რანიტიდინი, პროკაინამიდი, ქინიდინი, ქინინი, ნიკოტინი;

ჰიდროქლორთიაზიდი (ან რაიმე კომბინაცია ჰიდროქლორთიაზიდთან);

ანტიქოლინერგული საშუალებები (ნივთიერებები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება მოძრაობის დარღვევების ან ნაწლავების სპაზმების დროს);

ანტიკონვულსანტები (ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება გულყრების პრევენციისა და მოსახსნელად);

ბარბიტურატები (ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება ძილის გამოსაწვევად);

დოფამინერგული ანტაგონისტები (ნივთიერებები, როგორიცაა L-დოფა, ბრომოკრიპტინი);

ნეიროლეპსური საშუალებები (ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება ფსიქიკური დარღვევების დროს);

პერორალური ანტიკოაგულანტები.

თუ პაციენტი ჰოსპიტალიზებულია, უნდა აცნობოს ექიმს, რომ იღებს მემანტინ ნორმონს.

მემანტინი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტმა უკანასკნელ პერიოდში შეცვალა ან აპირებს მნიშვნელოვანდ შეცვალოს კვების დიეტა (მაგ.: ნორმალური კვებიდან გადავიდეს მკაცრ ვეგეტარიანულ კვებაზე) ან თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის მილაკების აციდოზი (RTA, მჟავური ნივთიერებების სიჭარბე სისხლში თირკმლის დისფუნქციის გამო (თირკმლის დაქვეითებული ფუნქცია)) ან საშარდე ტრაქტის (საშარდე გზების) მძიმე ინფექციები. ამ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს მედიკამენტის დოზის კორექცია.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, ამ მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ფეხმძიმობა: მემანტინი ნორმონი არ არის რეკომენდებული ფეხმძიმე ქალებში.

ძუძუთი კვება: არ არის რეკომენდებული მემანტინი ნორმონის მიღების დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

დაავადებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე და ამიტომ პაციენტმა ეს ქმედებები უნდა შეასრულოს მხოლოდ მაშინ, თუ ექიმის გადაწყვეტილებით ეს უსაფრთხოა მისთვის. მემანტინმა ნორმონმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და ძილიანობა, ძირითადად, მკურნალობის დასაწყისში ან დოზის მომატების შემდეგ. თუ პაციენტს აღენიშნება ეს სიმპტომები, დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.

მემანტინი ნორმონი შეიცავს ლაქტოზას

მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე შაქრის აუტანლობა, მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან მიმართვა.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, მემანტინი ნორმონიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ზოგადად, აღწერილი გვერდითი მოვლენები არის სუსტი ან ზომიერი ხასიათის.

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

თავის ტკივილი, ძილიანობა, ყაბზობა, ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების მომატება, ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო), ბალანსის დარღვევა, ქოშინი, მაღალი არტერიული წნევა და წამლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

დაღლილობა, სოკოვანი ინფექციები, ცნობიერების დაბინდვა, ჰალუცინაციები, ღებინება, სიარულის ცვლილება, გულის უკმარისობა და ვენური თრომბები (თრომბოზი/ ვენური თრომბოემბოლია).

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

გულყრები

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):

პანკრეასის ანთება და ფსიქოზური რეაქციები.

ალცჰაიმერის დაავადება დაკავშირებულია დეპრესიასთან, სუიციდურ იდეებთან და სუიციდთან. ეს მოვლენები ასევე აღინიშნა მემანტინი ნორმონით მკურნალობის დროს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: www.noificaRAM.es

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა მემანტინის ჰიდროქლორიდი. ერთი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 8.31 მგ მემანტინს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ტაბლეტის შიგთავსი (ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, დაბალი ჩანაცვლების ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი და მაგნიუმის სტეარატი); ტაბლეტის გარსი (ტიტანის დიოქსიდი (E-171), ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000 და ტალკი).

მემანტინი ნორმონის ფორმა და შეფუთვის შემცველობა

მემანტინი ნორმონი 10 მგ თეთრი ფერის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის, ორმხრივ ამობურცული და გამყოფი ხაზის მქონე ტაბლეტები, ცალ მხარეზე ამოტვიფრულია “M 10”. შეფუთვა შეიცავს 112 ტაბლეტს.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის და კონტეინერის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

მემანტინი ნორმონი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

მემანტინის ჰიდროქლორიდი

საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს მემანტინი ნორმონი და მისი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა მემანტინი ნორმონის მიღებამდე;

მემანტინი ნორმონის მიღების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

მემანტინი ნორმონის შენახვის წესი;

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

რას წარმოადგენს მემანტინი ნორმონი და მისი გამოყენება

რას წარმოადგენს მემანტინი ნორმონი

მემანტინი ნორმონი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. დემენციის საწინააღმდეგო მედიკამენტებს.

მეხსიერების დაკარგვა ალცჰაიმერის დაავადების დროს გამოწვეულია თავის ტვინში სიგნალების გადაცემის დარღვევით. თავის ტვინი შეიცავს ე.წ. N-მეთილ-D-ასპარტატის (NMDA)-რეცეპტორებს, რომლებიც ჩართულია იმ ნერვის სიგნალების გადაცემაში, რაც მნიშვნელოვანია სწავლისა და მეხსიერებისათვის. მემანტინი ნორმონი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს ე.წ. NMDA რეცეპტორების ანტაგონისტებს. მემანტინი ნორმონი მოქმედებს ამ რეცეპტორებზე და აუმჯობესებს ნერვული სიგნალების გადაცემას და მეხსიერებას.

მემანტინი ნორმონი გამოიყენება

მემანტინი ნორმონი გამოიყენება პაციენტების სამკურნალოდ ზომიერი ან მძიმე ფორმის ალცჰაიმერის დაავადების დროს.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა მემანტინი ნორმონის მიღებამდე

დაუშვებელია მემანტინი ნორმონის მიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) მემანტინის ჰიდროქლორიდის (მემანტინი ნორმონის აქტიური ნივთიერება) ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მემანტინი ნორმონის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ეპილეფსიური გულყრები;

თუ პაციენტს უკანასკნელ პერიოდში გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა), თუ პაციენტს აღენიშნება გულის შეგუბებითი უკმარისობა ან გაუკონტროლებელი ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა).

ამ შემთხვევებში საჭიროა მკურნალობის ყურადღებითი მონიტორინგი და მემანტინი ნორმონის კლინიკური სარგებელი უნდა შეფასდეს ექიმის მიერ რეგულარულად.

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის დაზიანება (თირკმლის პრობლემები), ექიმმა უნდა შეამოწმოს თირკმლის ფუნქცია და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისად მოახდინოს დოზის კორექცია.

ამანტადინის (გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს), კეტამინის (ნივთიერება, რომელიც ძირითადად გამოიყენება როგორც საანესთეზიო საშუალება), დექსტრომეტორფანის (ძირითადად გამოიყენება ხველის დროს) და სხვა NMDA-ანტაგონისტების მსგავსი სამკურნალო პროდუქტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ამ მედიკამენტთან ერთად.

ბავშვები და მოზარდები

მემანტინი ნორმონი არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის.

სხვა მედიკამენტები და მემანტინი ნორმონი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

კერძოდ, მემანტინი ნორმონის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი მედიკამენტების ეფექტის ცვლილებები, შესაბამისად შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია:

ამანტადინი, კეტამინი, დექსტრომეტორფანი;

დანტროლენი, ბაკლოფენი;

ციმეტიდინი, რანიტიდინი, პროკაინამიდი, ქინიდინი, ქინინი, ნიკოტინი;

ჰიდროქლორთიაზიდი (ან რაიმე კომბინაცია ჰიდროქლორთიაზიდთან);

ანტიქოლინერგული საშუალებები (ნივთიერებები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება მოძრაობის დარღვევების ან ნაწლავების სპაზმების დროს);

ანტიკონვულსანტები (ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება გულყრების პრევენციისა და მოსახსნელად);

ბარბიტურატები (ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება ძილის გამოსაწვევად);

დოფამინერგული ანტაგონისტები (ნივთიერებები, როგორიცაა L-დოფა, ბრომოკრიპტინი);

ნეიროლეპსური საშუალებები (ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება ფსიქიკური დარღვევების დროს);

პერორალური ანტიკოაგულანტები.

თუ პაციენტი ჰოსპიტალიზებულია, უნდა აცნობოს ექიმს, რომ იღებს მემანტინ ნორმონს.

მემანტინი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტმა უკანასკნელ პერიოდში შეცვალა ან აპირებს მნიშვნელოვანდ შეცვალოს კვების დიეტა (მაგ.: ნორმალური კვებიდან გადავიდეს მკაცრ ვეგეტარიანულ კვებაზე) ან თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის მილაკების აციდოზი (RTA, მჟავური ნივთიერებების სიჭარბე სისხლში თირკმლის დისფუნქციის გამო (თირკმლის დაქვეითებული ფუნქცია)) ან საშარდე ტრაქტის (საშარდე გზების) მძიმე ინფექციები. ამ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს მედიკამენტის დოზის კორექცია.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, ამ მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ფეხმძიმობა: მემანტინი ნორმონი არ არის რეკომენდებული ფეხმძიმე ქალებში.

ძუძუთი კვება: არ არის რეკომენდებული მემანტინი ნორმონის მიღების დროს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

დაავადებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე და ამიტომ პაციენტმა ეს ქმედებები უნდა შეასრულოს მხოლოდ მაშინ, თუ ექიმის გადაწყვეტილებით ეს უსაფრთხოა მისთვის. მემანტინმა ნორმონმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და ძილიანობა, ძირითადად, მკურნალობის დასაწყისში ან დოზის მომატების შემდეგ. თუ პაციენტს აღენიშნება ეს სიმპტომები, დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.

მემანტინი ნორმონი შეიცავს ლაქტოზას

მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე შაქრის აუტანლობა, მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან მიმართვა.

მემანტინი ნორმონის მიღების წესი

მემანტინი ნორმონის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

დოზირება

მემანტინი ნორმონის რეკომენდებული დოზა მოზრდილ პაციენტებში და ხანდაზმულებში არის 20 მგ ერთხელ დღეში. გვერდითი ეფექტების შესამცირებლად ამ დოზის მიღწევა უნდა მოხდეს დოზის თანდათანობით გაზრდით ქვემოთ მოცემული სქემის მიხედვით:

კვირა 1

10 მგ ტაბლეტის ნახევარი

კვირა 2

ერთი 10 მგ ტაბლეტი

კვირა 3

ერთნახევარი 10 მგ ტაბლეტი

კვირა 4

10 მგ ორი ტაბლეტი ერთხელ დღეში

ჩვეულებრივი საწყისი დოზაა ნახევარი ტაბლეტი ერთხელ დღეში (1 x 5 მგ) პირველი კვირის განმავლობაში. მეორე კვირის განმავლობაში მიიღება ერთი ტაბლეტი ერთხელ დღეში (1 x 10 მგ) და ერთნახევარი ტაბლეტი ერთხელ დღეში მესამე კვირის განმავლობაში. მეოთხე კვირიდან ჩვეულებრივი დოზაა 2 ტაბლეტი ერთხელ დღეში (1 x 20 მგ).

დოზირება თირკმლის ფუნქციის დაქვეითების დროს

თირკმლის ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში ექიმი შეარჩევს საჭირო დოზას მდგომარეობის მიხედვით. ამ დროს საჭიროა თირკმლის ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი.

მიღების მეთოდი

მემანტინი ნორმონი მიიღება ერთხელ დღეში, პერორლურად. პრეპარატის საუკეთესო ეფექტის მისაღწევად მისი მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მცირეოდენი წყლის მიყოლებით. ტაბლეტების მიღება შეიძლება როგორც საკვებთნ ერთად, ისე კვებისგან დამოუკიდებლად.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მემანტინი ნორმონის მიღება უნდა გაგრძელდეს იმდენ ხანს, რამდენიც სასარგებლოა პაციენტისათვის. ექიმმა რეგულარულად უნდა შეაფასოს მკურნალობის ეფექტი.

მემანტინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

ზოგადად, მემანტინი ნორმონის დოზის გადაჭარბება არ იწვევს რაიმე ზიანს, პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს მე-4 პარაგრაფში „შესაძლო გვერდითი მოვლენები“ აღწერილი სიმპტომები.

მემანტინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან მიმართვა ან სამედიცინო რჩევის მიღება, რადგან პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს სამედიცინო დახმარებას.

მიუხედავად ამისა, დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას, საჭიროა სამედიცინო ცენტრში მიმართვა ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 915 620 420, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

მემანტინი ნორმონის დოზის გამოტოვებისას

მემანტინი ნორმონის დოზის გამოტოვებისას, უნდა მოხდეს შემდეგი დოზის მიღება ჩვეულებრივ დროს.

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, მემანტინი ნორმონიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ზოგადად, აღწერილი გვერდითი მოვლენები არის სუსტი ან ზომიერი ხასიათის.

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

თავის ტკივილი, ძილიანობა, ყაბზობა, ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების მომატება, ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო), ბალანსის დარღვევა, ქოშინი, მაღალი არტერიული წნევა და წამლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

დაღლილობა, სოკოვანი ინფექციები, ცნობიერების დაბინდვა, ჰალუცინაციები, ღებინება, სიარულის ცვლილება, გულის უკმარისობა და ვენური თრომბები (თრომბოზი/ ვენური თრომბოემბოლია).

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

გულყრები

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):

პანკრეასის ანთება და ფსიქოზური რეაქციები.

ალცჰაიმერის დაავადება დაკავშირებულია დეპრესიასთან, სუიციდურ იდეებთან და სუიციდთან. ეს მოვლენები ასევე აღინიშნა მემანტინი ნორმონით მკურნალობის დროს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: www.noificaRAM.es

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

მემანტინი ნორმონის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის და კონტეინერის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს მემანტინი ნორმონი

აქტიური ნივთიერებაა მემანტინის ჰიდროქლორიდი. ერთი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 8.31 მგ მემანტინს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ტაბლეტის შიგთავსი (ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, დაბალი ჩანაცვლების ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი და მაგნიუმის სტეარატი); ტაბლეტის გარსი (ტიტანის დიოქსიდი (E-171), ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000 და ტალკი).

მემანტინი ნორმონის ფორმა და შეფუთვის შემცველობა

მემანტინი ნორმონი 10 მგ თეთრი ფერის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის, ორმხრივ ამობურცული და გამყოფი ხაზის მქონე ტაბლეტები, ცალ მხარეზე ამოტვიფრულია “M 10”. შეფუთვა შეიცავს 112 ტაბლეტს.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოსი - მადრიდი (ესპანეთი)

სხვა გამოშვების ფორმები

მემანტინი ნორმონი 20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2015 წლის თებერვალი

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების ესპანეთის სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე: http://www.aemps.gob.es/

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა