მაქსარტანი
MAXARTAN®
მაქსარტანი არის ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტის (ლოზარტანი) და შარდმდენის (ჰიდროქლორთიაზიდი) კომბინაცია. ანგიოტენზინ II არის ორგანიზმში წარმოქმნილი ნივთიერება, რომელიც უკავშირდება სისხლძარღვების რეცეპტორებს და იწვევს მათ შევიწროებას. აღნიშნული იწვევს არტერიული წნევის მომატებას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლოსარტანი (losartan) + ჰიდროქლორთიაზიდი (hydrochlorthiazide)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
- მწარმოებელი
- Medicair Bioscience Laboratories SA, საბერძნეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები და დიურეზული საშუალებები
- ATC კოდი
- C09DA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037730
- რეგისტრირებულია
- 31 მარტი 2023, მოქმედებს 31 მარტი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „რიჩ გრუპ"
- GMP
- -
მაქსარტანი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მაქსარტანი არის ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტის (ლოზარტანი) და შარდმდენის (ჰიდროქლორთიაზიდი) კომბინაცია. ანგიოტენზინ II არის ორგანიზმში წარმოქმნილი ნივთიერება, რომელიც უკავშირდება სისხლძარღვების რეცეპტორებს და იწვევს მათ შევიწროებას. აღნიშნული იწვევს არტერიული წნევის მომატებას. ლოზარტანი აფერხებს ანგიოტენზინ II-ის შეკავშირებას ამ რეცეპტორებთან, რაც იწვევს სისხლძარღვების მოდუნებას, რაც თავის მხრივ ამცირებს არტერიულ წნევას. ჰიდროქლორთიაზიდი თავისი მოქმედებით იწვევს თირკმელებიდან მეტი წყლის და მარილის გამოდევნას. აღნიშნულით, ასევე ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას.
მაქსარტანი ნაჩვენებია ესენციური ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევა) სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის ზუსტი დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენი ექიმი განსაზღვრავს მაქსარტანის შესაბამის დოზას თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე და იმის მიხედვით, იღებთ თუ არა სხვა მედიკამენტებს. მნიშვნელოვანია გააგრძელოთ მაქსარტანის მიღება მანამ, სანამ თქვენი ექიმი დაგინიშნავთ, რათა შენარჩუნდეს არტერიული წნევის მუდმივი კონტროლი.
მაღალი არტერიული წნევა
მაქსარტანის ჩვეულებრივი დოზა მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტების უმეტესობისთვის არის მაქსარტანის 1 ტაბლეტი 50 მგ/12.5 მგ დღეში, არტერიული წნევის გასაკონტროლებლად 24 საათის განმავლობაში. დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 ტაბლეტამდე დღეში ერთხელ ლოზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი 50 მგ/12.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ან შეიცვალოს 1 ტაბლეტით დღეში ლოზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი 100 მგ/25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები (უფრო ძლიერი დოზა) დღეში. მაქსიმალური დღიური დოზაა 2 ტაბლეტი დღეში ლოზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი 50 მგ/12.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ან 1 ტაბლეტი ლოზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი 100 მგ/25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები დღეში.
მიღება
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყლის დაყოლებით.
თუ მიიღეთ რეკომენდირებულზე მეტი მაქსარტანი
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, რათა დროულად მოხდეს სამედიცინო დახმარება. დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის შემცირება, პალპიტაცია, პულსის შენელება, სისხლის შემადგენლობის ცვლილება და დეჰიდრატაცია.
თუ დაგავიწყდათ მაქსარტანის მიღება
შეეცადეთ მიიღოთ მაქსარტანი ყოველდღიურად დანიშნულების მიხედვით. თუმცა, თუ გამოტოვებთ დოზას, არ მიიღოთ დამატებითი დოზა. უბრალოდ განაახლეთ თქვენი ჩვეული მიღების რეჟიმი.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია ლოზარტანის, ჰიდროქლორთიაზიდის ან ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში);
თუ გაქვთ ალერგია სულფონამიდის წარმოებული სხვა ნივთიერებების მიმართ (მაგ. სხვა თიაზიდები, ზოგიერთი ანტიბაქტერიული პრეპარატები, როგორიცაა კოტრიმოქსაზოლი, მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ არ ხართ დარწმუნებული);
თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;
თუ გაქვთ კალიუმის დაბალი, ნატრიუმის დაბალი ან კალციუმის მაღალი დონე, რომლის კორექტირება შეუძლებელია მკურნალობით;
თუ გაწუხებთ პოდაგრა;
თუ ხართ 3 თვეზე მეტი ხნის ორსული (ასევე უკეთესია თავი აარიდოთ მაქსარტანის მიღებას ორსულობის ადრეულ ეტაპზე - იხ. პარაგრაფი ორსულობა);
თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა ან თქვენი თირკმელები არ გამოიმუშავებენ შარდს;
თუ გაქვთ დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა და მკურნალობთ არტერიული წნევის დამწევი მედიკამენტებით, რომელიც შეიცავს ალისკირენს.
სიფრთხილის ზომები
მაქსარტანის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.
თუ აღგენიშნებათ მხედველობის დაქვეითება ან თვალის ტკივილი. ეს შეიძლება იყოს თვალის სისხლძარღვთა ფენაში სითხის დაგროვების სიმპტომები (ქოროიდული გამონაჟონი) ან თვალშიდა წნევის მომატება და შეიძლება აღინიშნოს ლოზარტანის კალიუმის და ჰიდროქლორთიაზიდის ტაბლეტების მიღებიდან რამდენიმე საათიდან კვირამდე. ამან შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის მუდმივი დაკარგვა, თუ არ მოხდება მისი მკურნალობა. თუ ადრე გქონდათ ალერგია პენიცილინის ან სულფონამიდის მიმართ, თქვენ შეიძლება გქონდეთ ამ დაავადების განვითარების უფრო მაღალი რისკი.
თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან შეიძლება დაორსულდეთ) აცნობეთ თქვენს ექიმს. მაქსარტანის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ პერიოდში და არ შეიძლება მისი მიღება 3 თვეზე მეტი ხნის ორსულობის დროს, რადგან ამ ეტაპზე გამოყენებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს პატარას (იხ. პარაგრაფი ორსულობა).
მაქსარტანის მიღებამდე მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს:
თუ ადრე გქონიათ სახის, ტუჩების, ყელის ან ენის შეშუპება;
თუ იღებთ დიურეზულ საშუალებებს (შარდმდენებს);
თუ ხართ მარილით შეზღუდულ დიეტაზე;
თუ გაქვთ ან გქონდათ ძლიერი ღებინება და/ან დიარეა;
თუ გაქვთ გულის უკმარისობა;
თუ დარღვეული გაქვთ ღვიძლის ფუნქცია (იხ. პარაგრაფი 2 „არ მიიღოთ მაქსარტანი“);
თუ გაქვთ თირკმელებში ვიწრო არტერიები (თირკმლის არტერიების სტენოზი) ან გაქვთ მხოლოდ ერთი მოქმედი თირკმელი, ან ცოტა ხნის წინ ჩაგიტარდათ თირკმლის გადანერგვა;
თუ გაქვთ არტერიების შევიწროება (ათეროსკლეროზი); სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდისგულის არეში, გულის სუტი ფუნქციის გამო);
თუ გაქვთ „აორტის ან მიტრალური სარქვლის სტენოზი“ (გულის სარქველების შევიწროება) ან „ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია“ (დაავადება, რომელიც იწვევს გულის კუნთის გასქელებას)
თუ გაქვთ დიაბეტი;
თუ გქონიათ პოდაგრა;
თუ გაქვთ ან გქონდათ ალერგიული მდგომარეობა, ასთმა ან მდგომარეობა, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, კანისმიერ გამონაყარს და ცხელებას (სისტემური წითელი მგლურა);
თუ გაქვთ კალციუმის მაღალი ან კალიუმის დაბალი დონე ან ხართ კალიუმის შემამცირებელ დიეტაზე;
თუ გჭირდებათ ანესთეზია (სტომატოლოგთანაც კი) ან ოპერაციამდე, ან თუ აპირებთ ტესტების ჩატარებას პარათირეოიდული ფუნქციის შესამოწმებლად, უნდა აცნობოთ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს, რომ იღებთ ლოზარტანის კალიუმის და ჰიდროქლორთიაზიდის ტაბლეტებს;
თუ გაწუხებთ პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი (სინდრომი, რომელიც დაკავშირებულია თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ალდოსტერონის ჰორმონის მომატებულ სეკრეციასთან, რომელიც გამოწვეულია ჯირკვლის პათოლოგიით).
თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ:
აგფ-ინჰიბიტორი (მაგალითად ენალაპრილი, ლიზინოპრილი, რამიპრილი), განსაკუთრებით თუ გაქვთ დიაბეტთან დაკავშირებული თირკმელების პრობლემები;
ალისკირენი.
თქვენმა ექიმმა შეიძლება რეგულარულად შეამოწმოს თქვენი თირკმლის ფუნქცია, არტერიული წნევა და ელექტროლიტების (მაგ. კალიუმის) რაოდენობა სისხლში.
ასევე, იხ. ინფორმაცია სათაურით „არ მიიღოთ მაქსარტანი“.
ბავშვები და მოზარდები
არ არსებობს გამოცდილება ბავშვებში ლოზარტანის კალიუმის და ჰიდროქლორთიაზიდის ტაბლეტების გამოყენების შესახებ.
ამიტომ, ლოზარტანის კალიუმის და ჰიდროქლორთიაზიდის ტაბლეტები არ უნდა დაინიშნოს ბავშვებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ახლახანს იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ რომელიმე სხვა პრეპარატი.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ კალიუმის დანამატებს, კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს, კალიუმის კონსერვანტებს ან სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ შრატში კალიუმის (მაგ. მედიკამენტები, რომლებიც შეიცავს ტრიმეტოპრიმს) დონე, რადგან ლოსარტანის კალიუმთან და ჰიდროქლორთიაზიდთან კომბინაცია არ არის რეკომენდებული.
დიურეზული საშუალებები, როგორიცაა მაქსარტანში შემავალი ჰიდროქლორთიაზიდი, შეიძლება ურთიერთქმედებდეს სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
ლითიუმის შემცველი პრეპარატების მიღება არ შეიძლება მაქსარტანთან ერთად ექიმის საგულდაგულო მეთვალყურეობის გარეშე.
სპეციალური სიფრთხილის ზომები (მაგ. სისხლის ანალიზები) შეიძლება მიზანშეწონილი იყოს, თუ იღებთ სხვა დიურეზულ საშუალებებს („შარდმდენებს“) ზოგიერთ საფაღარათო საშუალებებს, პოდაგრის სამკურნალო პრეპარატებს, გულის რითმის საკონტროლო სამკურნალო საშუალებებს ან მედიკამენტებს დიაბეტისთვის (პერორალური საშუალებები ან ინსულინები).
ასევე მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა ექიმმა იცოდეს, თუ იღებთ:
სხვა მედიკამენტებს არტერიული წნევის შესამცირებლად;
სტეროიდებს;
მედიკამენტებს კიბოს სამკურნალოდ;
ტკივილგამაყუჩებლებს;
მედიკამენტებს სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ;
ართრიტის სამკურნალო მედიკამენტებს;
ფისებს, რომლებიც გამოიყენება მაღალი ქოლესტერინის დროს, როგორიცაა ქოლესტირამინი;
კუნთების მომადუნებელ მედიკამენტებს;
საძილე ტაბლეტებს;
ოპიოიდურ მედიკამენტებს, როგორიცაა მორფინი;
„პრესორულ ამინებს“, როგორიცაა ადრენალინი ან სხვა პრეპარატები იმავე ჯგუფიდან;
პერორალურ საშუალებებს დიაბეტისთვის ან ინსულინს.
თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს დოზის შეცვლა და/ან სხვა სიფრთხილის ზომების მიღება:
თუ იღებთ აგფ-ინჰიბიტორს ან ალისკირენს (იხ. პარაგრაფი „არ მიიღოთ მაქსარტანი“ და „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).
ასევე აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ მაქსარტანს, თუ გადიხართ რენტგენოლოგიურ პროცედურას და უნდა მიიღოთ იოდის კონტრასტული საშუალება.
მაქსარტანი საჭმელთან და სასმელთან ერთად
რეკომენდებულია, რომ არ დალიოთ ალკოჰოლი ამ ტაბლეტების მიღებისას: ალკოჰოლმა და მაქსარტანის ტაბლეტებმა შეიძლება გააძლიერონ ერთმანეთის ეფექტი.
დიეტური მარილის გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება შეაჩეროს მაქსარტანის ტაბლეტების მოქმედება.
მაქსარტანის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან შეიძლება დაორსულდეთ) აცნობეთ თქვენს ექიმს. თქვენი ექიმი ჩვეულებრივ გირჩევთ, შეწყვიტოთ მაქსარტანის მიღება დაორსულებამდე ან როგორც კი გაიგებთ, რომ ორსულად ხართ და გირჩევთ მიიღოთ სხვა წამალი მაქსარტანის ნაცვლად. მაქსარტანის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს და არ უნდა იქნას მიღებული 3 თვეზე მეტი ხნის ორსულობისას, რადგან ორსულობის მესამე თვის შემდეგ გამოყენებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს პატარას.
ძუძუთი კვება
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან აპირებთ ძუძუთი კვების დაწყებას. მაქსარტანი არ არის რეკომენდებული მეძუძური დედებისთვის და თქვენმა ექიმმა შეიძლება შეარჩიოს სხვა მკურნალობა თქვენთვის, თუ გსურთ ძუძუთი კვება.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში
მაქსარტანი ერთნაირად კარგად მოქმედებს და თანაბრად კარგად გადაიტანება ხანდაზმულ და ახალგაზრდა მოზრდილ პაციენტებში.
ხანდაზმული პაციენტების უმეტესობას იგივე დოზა სჭირდება, რაც ახალგაზრდა პაციენტებს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებისას, არ უნდა შეასრულოთ დავალებები, რომლებიც შეიძლება საჭიროებდეს განსაკუთრებულ ყურადღებას (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან საშიშ მექანიზმებთან მუშაობა), სანამ არ გაიგებთ, როგორ იტანთ წამალს.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, მაგრამ ისინი არ აღინიშნება ყველა პაციენტში.
თუ აღგენიშნებათ შემდეგი, შეწყვიტეთ მაქსარტანის ტაბლეტების მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელ განყოფილებას:
მძიმე ალერგიული რეაქცია (გამონაყარი, ქავილი, სახის, ტუჩების, პირის ღრუს ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება).
ეს არის სერიოზული, მაგრამ იშვიათი გვერდითი მოვლენა, რომელიც გავლენას ახდენს 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტზე, მაგრამ 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს):
ხველა, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ცხვირის დახშობა, სინუსიტი, სინუსური დარღვევები;
დიარეა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, საჭმლის მონელების დარღვევა;
კუნთების ტკივილი ან კრუნჩხვები, ფეხის ტკივილი, ზურგის ტკივილი;
უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
სისუსტე, დაღლილობა, ტკივილი გულმკერდის არეში;
კალიუმის დონის მომატება (რაც შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევა), ჰემოგლობინის დონის შემცირება;
თირკმელების ფუნქციის ცვლილებები, თირკმლის უკმარისობის ჩათვლით;
სისხლში შაქარის ძალიან დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია);
არახშირი (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს):
ანემია, წითელი ან მოყავისფრო ლაქები კანზე (ზოგჯერ განსაკუთრებით ტერფებზე, ფეხებზე, მკლავებზე და დუნდულებზე, სახსრების ტკივილით, ხელების და ფეხების შეშუპებით და კუჭის ტკივილით), სისხლჩაქცევები, სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება, შედედების პრობლემები, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;
მადის დაქვეითება, შარდმჟავას დონის მომატება ან გამოხატული ჩიყვი, სისხლში შაქრის დონის მომატება, სისხლში ელექტროლიტების პათოლოგიური დონე;
შფოთვა, ნერვიულობა, პანიკური აშლილობა (განმეორებადი პანიკური შეტევები), დაბნეულობა, დეპრესია, პათოლოგიური სიზმრები, ძილის დარღვევა, ძილიანობა, მეხსიერების დარღვევა;
დაბუჟება და ჩხვლეტა ან მსგავსი შეგრძნებები, ტკივილი კიდურებში, კანკალი, შაკიკი, სისუსტე;
მხედველობის დაბინდვა, წვა ან ჩხვლეტა თვალებში, კონიუნქტივიტი, მხედველობის გაუარესება, საგნების ყვითელ ფერებში დანახვა;
რეკვის, ზუზუნის, ღრიალის ან წკაპუნის ხმა ყურებში, თავბრუსხვევა;
დაბალი არტერიული წნევა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს პოზის ცვლილებებთან (თავბრუსხვევის ან სისუსტის შეგრძნება დგომისას, სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდის არეში), პათოლოგიური გულისცემა, ინსულტი (გარდამავალი იშემიური შეტევა, „მინი ინსულტი“), გულის შეტევა, პალპიტაცია;
სისხლძარღვების ანთება, რომელიც ხშირად უკავშირდება კანისმიერ გამონაყარს ან სისხლჩაქცევებს;
ყელის ტკივილი, ქოშინი, ბრონქიტი, პნევმონია, წყალი ფილტვებში (რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას), ცხვირიდან სისხლდენა, სურდო, ცხვირის დახშობა;
ყაბზობა, შეკრულობა, მეტეორიზმი, კუჭის აშლილობა, კუჭის სპაზმი, ღებინება, პირის სიმშრალე, სანერწყვე ჯირკვლის ანთება, კბილის ტკივილი;
სიყვითლე (თვალებისა და კანის გაყვითლება), პანკრეასის ანთება;
ჭინჭრის ციება, ქავილი, კანის ანთება, გამონაყარი, კანის სიწითლე, მგრძნობელობა სინათლის მიმართ, მშრალი კანი, სისხლის მოწოლა, ოფლიანობა, თმის ცვენა;
ტკივილი მკლავებში, მხრებში, თეძოებში, მუხლებში ან სხვა სახსრებში, სახსრების შეშუპება, რიგიდობა, კუნთების სისუსტე;
ხშირი შარდვა, მათ შორის ღამით, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის თირკმელების ანთება, საშარდე გზების ინფექცია, შაქარი შარდში;
სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება, იმპოტენცია;
სახის შეშუპება, ლოკალიზებული შეშუპება (შეშუპება), ცხელება.
იშვიათი (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1 ადამიანს):
ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), პათოლოგიური ღვიძლის ფუნქციური სინჯები.
უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):
გრიპის მსგავსი სიმპტომები;
აუხსნელი კუნთების ტკივილი მუქი (ჩაის ფერის) შარდით (რაბდომიოლიზი);
სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე (ჰიპონატრიემია);
ზოგადად შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (სისუსტე);
გემოვნების დარღვევა (დისგევზია).
შეტყობინებები გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებრე ჩანართ-ფურცელში.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებებია: კალიუმის ლოზარტანი და ჰიდროქლორთიაზიდი.
მაქსარტანი 50 მგ/12.5 მგ შეიცავს 50 მგ ლოზარტანის კალიუმს და 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს, მოქმედი ნივთიერებების სახით.
მაქსარტანი 100 მგ/25 მგ შეიცავს 100 მგ ლოზარტანის კალიუმს და 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდს, მოქმედი ნივთიერებების სახით.
მაქსარტანი 50 მგ/12.5 მგ და მაქსარტანი 100 მგ/25 მგ შეიცავს შემდეგ არააქტიურ ინგრედიენტებს: მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი, პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, პოლივიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა (5cP) (E464), ტიტანის დიოქსიდი CI 77891 E171, ჰიპროლოზა (E463), პროპილენ გლიკოლი, სორბიტანის მონო-ოლეატი (E494), სორბინის მჟავა (E200), ვანილინი, ქინოლინის ყვითელი CI 47005 E104 ალუმინის ლაქი.
მაქსარტანის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
მაქსარტანი 50 მგ/12.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარმოდგენილია ყვითელი, მრგვალი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით დეფექტების გარეშე.
მაქსარტანი 100 მგ/25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარმოდგენილია ღია ყვითელი, მრგვალი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით დეფექტების გარეშე.
მაქსარტანი 50 მგ/12.5 მგ და მაქსარტანი 100 მგ/25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარმოდგენილია მუყაოს კოლოფში, რომელიც შეიცავს 10, 20, 28 ტაბლეტს.
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი:
S.J.A. PHARM LTD (ს.ჯ.ა. ფარმ ლტდ),
არკოლეონის ქ. 11,
10445 ათენი,
საბერძნეთი,
ტელ: 2108327447.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
არ გადაყაროთ პრეპარატები წყალსადენში ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ მოახდინოთ პრეპარატების უტილიზაცია, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები იძლევა გარემოს დაცვის საშუალებას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის
მაქსარტანი 50 მგ/12.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
მაქსარტანი 100 მგ/25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ლოზარტანის კალიუმი/ჰიდროქლორთიაზიდი
ამ პრეპარატის მიღებამდე, სრულად და ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ფურცელ-ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელახალი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ეს სამკურნალო საშუალება გამოგეწერათ პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი თუ მათი დაავადების სიმპტომები გავს თქვენსას.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც არ არის მოცემული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
მოცემული ფურცელ-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
რას წარმოადგენს მაქსარტანი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ მაქსარტანის მიღებამდე
როგორ მიიღება მაქსარტანი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ ინახება მაქსარტანი
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს მაქსარტანი და რისთვის გამოიყენება
მაქსარტანი არის ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტის (ლოზარტანი) და შარდმდენის (ჰიდროქლორთიაზიდი) კომბინაცია. ანგიოტენზინ II არის ორგანიზმში წარმოქმნილი ნივთიერება, რომელიც უკავშირდება სისხლძარღვების რეცეპტორებს და იწვევს მათ შევიწროებას. აღნიშნული იწვევს არტერიული წნევის მომატებას. ლოზარტანი აფერხებს ანგიოტენზინ II-ის შეკავშირებას ამ რეცეპტორებთან, რაც იწვევს სისხლძარღვების მოდუნებას, რაც თავის მხრივ ამცირებს არტერიულ წნევას. ჰიდროქლორთიაზიდი თავისი მოქმედებით იწვევს თირკმელებიდან მეტი წყლის და მარილის გამოდევნას. აღნიშნულით, ასევე ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას.
მაქსარტანი ნაჩვენებია ესენციური ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევა) სამკურნალოდ.
რა უნდა იცოდეთ მაქსარტანის მიღებამდე
არ მიიღოთ მაქსარტანი:
თუ გაქვთ ალერგია ლოზარტანის, ჰიდროქლორთიაზიდის ან ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში);
თუ გაქვთ ალერგია სულფონამიდის წარმოებული სხვა ნივთიერებების მიმართ (მაგ. სხვა თიაზიდები, ზოგიერთი ანტიბაქტერიული პრეპარატები, როგორიცაა კოტრიმოქსაზოლი, მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ არ ხართ დარწმუნებული);
თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;
თუ გაქვთ კალიუმის დაბალი, ნატრიუმის დაბალი ან კალციუმის მაღალი დონე, რომლის კორექტირება შეუძლებელია მკურნალობით;
თუ გაწუხებთ პოდაგრა;
თუ ხართ 3 თვეზე მეტი ხნის ორსული (ასევე უკეთესია თავი აარიდოთ მაქსარტანის მიღებას ორსულობის ადრეულ ეტაპზე - იხ. პარაგრაფი ორსულობა);
თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა ან თქვენი თირკმელები არ გამოიმუშავებენ შარდს;
თუ გაქვთ დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა და მკურნალობთ არტერიული წნევის დამწევი მედიკამენტებით, რომელიც შეიცავს ალისკირენს.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
მაქსარტანის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.
თუ აღგენიშნებათ მხედველობის დაქვეითება ან თვალის ტკივილი. ეს შეიძლება იყოს თვალის სისხლძარღვთა ფენაში სითხის დაგროვების სიმპტომები (ქოროიდული გამონაჟონი) ან თვალშიდა წნევის მომატება და შეიძლება აღინიშნოს ლოზარტანის კალიუმის და ჰიდროქლორთიაზიდის ტაბლეტების მიღებიდან რამდენიმე საათიდან კვირამდე. ამან შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის მუდმივი დაკარგვა, თუ არ მოხდება მისი მკურნალობა. თუ ადრე გქონდათ ალერგია პენიცილინის ან სულფონამიდის მიმართ, თქვენ შეიძლება გქონდეთ ამ დაავადების განვითარების უფრო მაღალი რისკი.
თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან შეიძლება დაორსულდეთ) აცნობეთ თქვენს ექიმს. მაქსარტანის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ პერიოდში და არ შეიძლება მისი მიღება 3 თვეზე მეტი ხნის ორსულობის დროს, რადგან ამ ეტაპზე გამოყენებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს პატარას (იხ. პარაგრაფი ორსულობა).
მაქსარტანის მიღებამდე მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს:
თუ ადრე გქონიათ სახის, ტუჩების, ყელის ან ენის შეშუპება;
თუ იღებთ დიურეზულ საშუალებებს (შარდმდენებს);
თუ ხართ მარილით შეზღუდულ დიეტაზე;
თუ გაქვთ ან გქონდათ ძლიერი ღებინება და/ან დიარეა;
თუ გაქვთ გულის უკმარისობა;
თუ დარღვეული გაქვთ ღვიძლის ფუნქცია (იხ. პარაგრაფი 2 „არ მიიღოთ მაქსარტანი“);
თუ გაქვთ თირკმელებში ვიწრო არტერიები (თირკმლის არტერიების სტენოზი) ან გაქვთ მხოლოდ ერთი მოქმედი თირკმელი, ან ცოტა ხნის წინ ჩაგიტარდათ თირკმლის გადანერგვა;
თუ გაქვთ არტერიების შევიწროება (ათეროსკლეროზი); სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდისგულის არეში, გულის სუტი ფუნქციის გამო);
თუ გაქვთ „აორტის ან მიტრალური სარქვლის სტენოზი“ (გულის სარქველების შევიწროება) ან „ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია“ (დაავადება, რომელიც იწვევს გულის კუნთის გასქელებას)
თუ გაქვთ დიაბეტი;
თუ გქონიათ პოდაგრა;
თუ გაქვთ ან გქონდათ ალერგიული მდგომარეობა, ასთმა ან მდგომარეობა, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, კანისმიერ გამონაყარს და ცხელებას (სისტემური წითელი მგლურა);
თუ გაქვთ კალციუმის მაღალი ან კალიუმის დაბალი დონე ან ხართ კალიუმის შემამცირებელ დიეტაზე;
თუ გჭირდებათ ანესთეზია (სტომატოლოგთანაც კი) ან ოპერაციამდე, ან თუ აპირებთ ტესტების ჩატარებას პარათირეოიდული ფუნქციის შესამოწმებლად, უნდა აცნობოთ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს, რომ იღებთ ლოზარტანის კალიუმის და ჰიდროქლორთიაზიდის ტაბლეტებს;
თუ გაწუხებთ პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი (სინდრომი, რომელიც დაკავშირებულია თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ალდოსტერონის ჰორმონის მომატებულ სეკრეციასთან, რომელიც გამოწვეულია ჯირკვლის პათოლოგიით).
თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ:
აგფ-ინჰიბიტორი (მაგალითად ენალაპრილი, ლიზინოპრილი, რამიპრილი), განსაკუთრებით თუ გაქვთ დიაბეტთან დაკავშირებული თირკმელების პრობლემები;
ალისკირენი.
თქვენმა ექიმმა შეიძლება რეგულარულად შეამოწმოს თქვენი თირკმლის ფუნქცია, არტერიული წნევა და ელექტროლიტების (მაგ. კალიუმის) რაოდენობა სისხლში.
ასევე, იხ. ინფორმაცია სათაურით „არ მიიღოთ მაქსარტანი“.
ბავშვები და მოზარდები
არ არსებობს გამოცდილება ბავშვებში ლოზარტანის კალიუმის და ჰიდროქლორთიაზიდის ტაბლეტების გამოყენების შესახებ.
ამიტომ, ლოზარტანის კალიუმის და ჰიდროქლორთიაზიდის ტაბლეტები არ უნდა დაინიშნოს ბავშვებში.
სხვა პრეპარატები და და მაქსარტანი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ახლახანს იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ რომელიმე სხვა პრეპარატი.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ კალიუმის დანამატებს, კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს, კალიუმის კონსერვანტებს ან სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ შრატში კალიუმის (მაგ. მედიკამენტები, რომლებიც შეიცავს ტრიმეტოპრიმს) დონე, რადგან ლოსარტანის კალიუმთან და ჰიდროქლორთიაზიდთან კომბინაცია არ არის რეკომენდებული.
დიურეზული საშუალებები, როგორიცაა მაქსარტანში შემავალი ჰიდროქლორთიაზიდი, შეიძლება ურთიერთქმედებდეს სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
ლითიუმის შემცველი პრეპარატების მიღება არ შეიძლება მაქსარტანთან ერთად ექიმის საგულდაგულო მეთვალყურეობის გარეშე.
სპეციალური სიფრთხილის ზომები (მაგ. სისხლის ანალიზები) შეიძლება მიზანშეწონილი იყოს, თუ იღებთ სხვა დიურეზულ საშუალებებს („შარდმდენებს“) ზოგიერთ საფაღარათო საშუალებებს, პოდაგრის სამკურნალო პრეპარატებს, გულის რითმის საკონტროლო სამკურნალო საშუალებებს ან მედიკამენტებს დიაბეტისთვის (პერორალური საშუალებები ან ინსულინები).
ასევე მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა ექიმმა იცოდეს, თუ იღებთ:
სხვა მედიკამენტებს არტერიული წნევის შესამცირებლად;
სტეროიდებს;
მედიკამენტებს კიბოს სამკურნალოდ;
ტკივილგამაყუჩებლებს;
მედიკამენტებს სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ;
ართრიტის სამკურნალო მედიკამენტებს;
ფისებს, რომლებიც გამოიყენება მაღალი ქოლესტერინის დროს, როგორიცაა ქოლესტირამინი;
კუნთების მომადუნებელ მედიკამენტებს;
საძილე ტაბლეტებს;
ოპიოიდურ მედიკამენტებს, როგორიცაა მორფინი;
„პრესორულ ამინებს“, როგორიცაა ადრენალინი ან სხვა პრეპარატები იმავე ჯგუფიდან;
პერორალურ საშუალებებს დიაბეტისთვის ან ინსულინს.
თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს დოზის შეცვლა და/ან სხვა სიფრთხილის ზომების მიღება:
თუ იღებთ აგფ-ინჰიბიტორს ან ალისკირენს (იხ. პარაგრაფი „არ მიიღოთ მაქსარტანი“ და „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).
ასევე აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ მაქსარტანს, თუ გადიხართ რენტგენოლოგიურ პროცედურას და უნდა მიიღოთ იოდის კონტრასტული საშუალება.
მაქსარტანი საჭმელთან და სასმელთან ერთად
რეკომენდებულია, რომ არ დალიოთ ალკოჰოლი ამ ტაბლეტების მიღებისას: ალკოჰოლმა და მაქსარტანის ტაბლეტებმა შეიძლება გააძლიერონ ერთმანეთის ეფექტი.
დიეტური მარილის გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება შეაჩეროს მაქსარტანის ტაბლეტების მოქმედება.
მაქსარტანის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა
თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან შეიძლება დაორსულდეთ) აცნობეთ თქვენს ექიმს. თქვენი ექიმი ჩვეულებრივ გირჩევთ, შეწყვიტოთ მაქსარტანის მიღება დაორსულებამდე ან როგორც კი გაიგებთ, რომ ორსულად ხართ და გირჩევთ მიიღოთ სხვა წამალი მაქსარტანის ნაცვლად. მაქსარტანის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს და არ უნდა იქნას მიღებული 3 თვეზე მეტი ხნის ორსულობისას, რადგან ორსულობის მესამე თვის შემდეგ გამოყენებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს პატარას.
ძუძუთი კვება
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან აპირებთ ძუძუთი კვების დაწყებას. მაქსარტანი არ არის რეკომენდებული მეძუძური დედებისთვის და თქვენმა ექიმმა შეიძლება შეარჩიოს სხვა მკურნალობა თქვენთვის, თუ გსურთ ძუძუთი კვება.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში
მაქსარტანი ერთნაირად კარგად მოქმედებს და თანაბრად კარგად გადაიტანება ხანდაზმულ და ახალგაზრდა მოზრდილ პაციენტებში.
ხანდაზმული პაციენტების უმეტესობას იგივე დოზა სჭირდება, რაც ახალგაზრდა პაციენტებს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებისას, არ უნდა შეასრულოთ დავალებები, რომლებიც შეიძლება საჭიროებდეს განსაკუთრებულ ყურადღებას (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან საშიშ მექანიზმებთან მუშაობა), სანამ არ გაიგებთ, როგორ იტანთ წამალს.
როგორ მიიღება მაქსარტანი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის ზუსტი დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენი ექიმი განსაზღვრავს მაქსარტანის შესაბამის დოზას თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე და იმის მიხედვით, იღებთ თუ არა სხვა მედიკამენტებს. მნიშვნელოვანია გააგრძელოთ მაქსარტანის მიღება მანამ, სანამ თქვენი ექიმი დაგინიშნავთ, რათა შენარჩუნდეს არტერიული წნევის მუდმივი კონტროლი.
მაღალი არტერიული წნევა
მაქსარტანის ჩვეულებრივი დოზა მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტების უმეტესობისთვის არის მაქსარტანის 1 ტაბლეტი 50 მგ/12.5 მგ დღეში, არტერიული წნევის გასაკონტროლებლად 24 საათის განმავლობაში. დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 ტაბლეტამდე დღეში ერთხელ ლოზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი 50 მგ/12.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ან შეიცვალოს 1 ტაბლეტით დღეში ლოზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი 100 მგ/25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები (უფრო ძლიერი დოზა) დღეში. მაქსიმალური დღიური დოზაა 2 ტაბლეტი დღეში ლოზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი 50 მგ/12.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ან 1 ტაბლეტი ლოზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი 100 მგ/25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები დღეში.
მიღება
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყლის დაყოლებით.
თუ მიიღეთ რეკომენდირებულზე მეტი მაქსარტანი
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, რათა დროულად მოხდეს სამედიცინო დახმარება. დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის შემცირება, პალპიტაცია, პულსის შენელება, სისხლის შემადგენლობის ცვლილება და დეჰიდრატაცია.
თუ დაგავიწყდათ მაქსარტანის მიღება
შეეცადეთ მიიღოთ მაქსარტანი ყოველდღიურად დანიშნულების მიხედვით. თუმცა, თუ გამოტოვებთ დოზას, არ მიიღოთ დამატებითი დოზა. უბრალოდ განაახლეთ თქვენი ჩვეული მიღების რეჟიმი.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, მაგრამ ისინი არ აღინიშნება ყველა პაციენტში.
თუ აღგენიშნებათ შემდეგი, შეწყვიტეთ მაქსარტანის ტაბლეტების მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელ განყოფილებას:
მძიმე ალერგიული რეაქცია (გამონაყარი, ქავილი, სახის, ტუჩების, პირის ღრუს ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება).
ეს არის სერიოზული, მაგრამ იშვიათი გვერდითი მოვლენა, რომელიც გავლენას ახდენს 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტზე, მაგრამ 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს):
ხველა, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ცხვირის დახშობა, სინუსიტი, სინუსური დარღვევები;
დიარეა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, საჭმლის მონელების დარღვევა;
კუნთების ტკივილი ან კრუნჩხვები, ფეხის ტკივილი, ზურგის ტკივილი;
უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
სისუსტე, დაღლილობა, ტკივილი გულმკერდის არეში;
კალიუმის დონის მომატება (რაც შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევა), ჰემოგლობინის დონის შემცირება;
თირკმელების ფუნქციის ცვლილებები, თირკმლის უკმარისობის ჩათვლით;
სისხლში შაქარის ძალიან დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია);
არახშირი (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს):
ანემია, წითელი ან მოყავისფრო ლაქები კანზე (ზოგჯერ განსაკუთრებით ტერფებზე, ფეხებზე, მკლავებზე და დუნდულებზე, სახსრების ტკივილით, ხელების და ფეხების შეშუპებით და კუჭის ტკივილით), სისხლჩაქცევები, სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება, შედედების პრობლემები, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;
მადის დაქვეითება, შარდმჟავას დონის მომატება ან გამოხატული ჩიყვი, სისხლში შაქრის დონის მომატება, სისხლში ელექტროლიტების პათოლოგიური დონე;
შფოთვა, ნერვიულობა, პანიკური აშლილობა (განმეორებადი პანიკური შეტევები), დაბნეულობა, დეპრესია, პათოლოგიური სიზმრები, ძილის დარღვევა, ძილიანობა, მეხსიერების დარღვევა;
დაბუჟება და ჩხვლეტა ან მსგავსი შეგრძნებები, ტკივილი კიდურებში, კანკალი, შაკიკი, სისუსტე;
მხედველობის დაბინდვა, წვა ან ჩხვლეტა თვალებში, კონიუნქტივიტი, მხედველობის გაუარესება, საგნების ყვითელ ფერებში დანახვა;
რეკვის, ზუზუნის, ღრიალის ან წკაპუნის ხმა ყურებში, თავბრუსხვევა;
დაბალი არტერიული წნევა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს პოზის ცვლილებებთან (თავბრუსხვევის ან სისუსტის შეგრძნება დგომისას, სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდის არეში), პათოლოგიური გულისცემა, ინსულტი (გარდამავალი იშემიური შეტევა, „მინი ინსულტი“), გულის შეტევა, პალპიტაცია;
სისხლძარღვების ანთება, რომელიც ხშირად უკავშირდება კანისმიერ გამონაყარს ან სისხლჩაქცევებს;
ყელის ტკივილი, ქოშინი, ბრონქიტი, პნევმონია, წყალი ფილტვებში (რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას), ცხვირიდან სისხლდენა, სურდო, ცხვირის დახშობა;
ყაბზობა, შეკრულობა, მეტეორიზმი, კუჭის აშლილობა, კუჭის სპაზმი, ღებინება, პირის სიმშრალე, სანერწყვე ჯირკვლის ანთება, კბილის ტკივილი;
სიყვითლე (თვალებისა და კანის გაყვითლება), პანკრეასის ანთება;
ჭინჭრის ციება, ქავილი, კანის ანთება, გამონაყარი, კანის სიწითლე, მგრძნობელობა სინათლის მიმართ, მშრალი კანი, სისხლის მოწოლა, ოფლიანობა, თმის ცვენა;
ტკივილი მკლავებში, მხრებში, თეძოებში, მუხლებში ან სხვა სახსრებში, სახსრების შეშუპება, რიგიდობა, კუნთების სისუსტე;
ხშირი შარდვა, მათ შორის ღამით, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის თირკმელების ანთება, საშარდე გზების ინფექცია, შაქარი შარდში;
სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება, იმპოტენცია;
სახის შეშუპება, ლოკალიზებული შეშუპება (შეშუპება), ცხელება.
იშვიათი (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1 ადამიანს):
ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), პათოლოგიური ღვიძლის ფუნქციური სინჯები.
უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):
გრიპის მსგავსი სიმპტომები;
აუხსნელი კუნთების ტკივილი მუქი (ჩაის ფერის) შარდით (რაბდომიოლიზი);
სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე (ჰიპონატრიემია);
ზოგადად შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (სისუსტე);
გემოვნების დარღვევა (დისგევზია).
შეტყობინებები გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებრე ჩანართ-ფურცელში.
როგორ ინახება მაქსარტანი
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
არ გადაყაროთ პრეპარატები წყალსადენში ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ მოახდინოთ პრეპარატების უტილიზაცია, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები იძლევა გარემოს დაცვის საშუალებას.
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს მაქსარტანი
მოქმედი ნივთიერებებია: კალიუმის ლოზარტანი და ჰიდროქლორთიაზიდი.
მაქსარტანი 50 მგ/12.5 მგ შეიცავს 50 მგ ლოზარტანის კალიუმს და 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს, მოქმედი ნივთიერებების სახით.
მაქსარტანი 100 მგ/25 მგ შეიცავს 100 მგ ლოზარტანის კალიუმს და 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდს, მოქმედი ნივთიერებების სახით.
მაქსარტანი 50 მგ/12.5 მგ და მაქსარტანი 100 მგ/25 მგ შეიცავს შემდეგ არააქტიურ ინგრედიენტებს: მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი, პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, პოლივიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა (5cP) (E464), ტიტანის დიოქსიდი CI 77891 E171, ჰიპროლოზა (E463), პროპილენ გლიკოლი, სორბიტანის მონო-ოლეატი (E494), სორბინის მჟავა (E200), ვანილინი, ქინოლინის ყვითელი CI 47005 E104 ალუმინის ლაქი.
მაქსარტანის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
მაქსარტანი 50 მგ/12.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარმოდგენილია ყვითელი, მრგვალი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით დეფექტების გარეშე.
მაქსარტანი 100 მგ/25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარმოდგენილია ღია ყვითელი, მრგვალი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით დეფექტების გარეშე.
მაქსარტანი 50 მგ/12.5 მგ და მაქსარტანი 100 მგ/25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარმოდგენილია მუყაოს კოლოფში, რომელიც შეიცავს 10, 20, 28 ტაბლეტს.
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი:
S.J.A. PHARM LTD (ს.ჯ.ა. ფარმ ლტდ),
არკოლეონის ქ. 11,
10445 ათენი,
საბერძნეთი,
ტელ: 2108327447.
მწარმოებელი:
PHARMATEN S.A. (ფარმატენ ს.ა.)
დერვენაკონის ქ. 6,
15351, პალინი,
საბერძნეთი
ალტერნატიული მწარმოებელი:
Medicair Bioscience Laboratories S.A. (მედიქეა ბიოსაიენს ლაბორატორის ს.ა.)
ათინონ-ლამიასის ეროვნული გზა 61-ე კმ
სქსიმატარი ვიოტიასი,
32009, საბერძნეთი
წინამდებარე ფურცელი ჩანართი ბოლოს გადაიხედა 11/2017.
/ხელმოწერილია, დასმულია შტამპი: S.J.A. PHARM L.T.D. (ს.ჯ.ა. ფარმ ლ.ტ.დ.) PHARMACEUTICALS & COSMETICS INDUSTRY (ფარმაცეუტიკალს ენდ კოსმეტიქს ინდასტრი), სათაო ოფისი: არკოლეონის ქ. 11, საფოსტო კოდი: 104 45 ათენი, საბერძნეთი, ტელ: +30 210 8327447 - ფაქსი: +30 210 8327466. ქარხანა: ათინონის 61-ე კმ ეროვნული გზა-ლამიასი, საფოსტო კოდი: 320 09, სქიმატარი ვიოტიას - საბერძნეთი, ტელ/ფაქსი: +30 22620 58088 დღგ-ის ნომერი: 999919150 /
თარგმანი სწორია:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



