ლოზატენზი H
Lozatenz® H
ლოზატენზი H და ლოზატენზი HD გამოიყენება ესენციური ჰიპერტენზიის სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადექვატურად არ კონტროლდება მხოლოდ ლოსარტანით ან ჰიდროქლორთიაზიდით.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლოსარტანი (losartan) + ჰიდროქლორთიაზიდი (hydrochlorthiazide)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- Bluepharma - Industria Farmaceutica, S.A., პორტუგალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები და დიურეზული საშუალებები
- ATC კოდი
- C09DA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039956
- რეგისტრირებულია
- 15 იანვარი 2024, მოქმედებს 30 მარტი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „New Pharm Group“ Ltd (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ნიუ ფარმ გრუპი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლოზატენზი H — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ლოზატენზი H და ლოზატენზი HD გამოიყენება ესენციური ჰიპერტენზიის სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადექვატურად არ კონტროლდება მხოლოდ ლოსარტანით ან ჰიდროქლორთიაზიდით.
მიღების წესი და დოზირება
ჰიპერტენზია
ლოსარტანი და ჰიდროქლოროთიაზიდი არ არის განკუთვნილი საწყისი თერაპიის სახით გამოყენებისათვის, არამედ ნაჩვენებია იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომელთა არტერიული წნევა სათანადოდ არ კონტროლდება მხოლოდ ლოსარტანის კალიუმით ან ჰიდროქლოროთიაზიდით.
რეკომენდებულია ცალკეული კომპონენტების (ლოხარტანი და ჰიდროქლოროთიაზიდი) დოზის ტიტრირება.
კლინიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე შეიძლება განიხილებოდეს მონოთერაპიიდან პირდაპირ ფიქსირებულ კომბინაციაზე გადასვლა პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა სათანადოდ ვერ კონტროლდება.
ლოზატენზი H-ის სტანდარტული შემანარჩუნებელი დოზა არის ერთი ტაბლეტი ლოზატენზი H 50მგ/12.5მგ (ლოსარტანი 50 მგ/HCTZ 12,5 მგ) დღეში ერთხელ. პაციენტებისთვის, რომლებიც სათანადოდ არ რეაგირებენ ლოზატენზი H 50მგ/12.5მგ-ზე, დოზა შეიძლება გაიზარდოს და დაინიშნოს ლოზატენზი HD 100 მგ/25 მგ (ლოსარტანი 100 მგ/HCTZ 25 მგ) დღეში ერთხელ. მაქსიმალური დოზაა ერთი ტაბლეტი ლოზატენზი HD 100 მგ/25 მგ დღეში ერთხელ. როგორც წესი, ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მიიღწევა თერაპიის დაწყებიდან სამიდან ოთხ კვირაში. ლოზატენზი HD 100 მგ/ HCTZ 12.5 მგ გამოიყენება აგრეთვე იმ პაციენტებში, რომლებსაც ღებულობდნენ 100 მგ ლოსარტანს და საჭიროებენ არტერიული წნევის დამატებით კონტროლს.
თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე და ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები
პაციენტებში თირკმლის ზომიერი უკმარისობით (ანუ კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ) საწყისი დოზის კორექცია საჭირო არ არის. ლოსარტანისა და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები არ არის რეკომენდებული ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის. ლოსარტანი/ HCTZ ტაბლეტების გამოყენება არ შეიძლება თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (ანუ კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) (იხ. პუნქტი 4.3).
პაციენტები ინტრავასკულარული მოცულობის შემცირებით
ლოსარტანი/ HCTZ ტაბლეტების მიღებამდე უნდა გამოსწორდეს მოცულობის დარღვევა და/ან ნატრიუმის დეფიციტი.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
ლოსარტანი/ HCTZ უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.3.)
ხანდაზმულები
ხანდაზმულებში, როგორც წესი, დოზის კორექცია არ არის საჭირო.
პედიატრიული პოპულაცია
ბავშვები და მოზარდები (<18 წელი)
ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ლოსარტანი/ ჰიდროქლოროთიაზიდი არ უნდა დაინიშნოს ბავშვებსა და მოზარდებში.
მიღების წესი
ლოზატენზი H და ლოზატენზი HD შეიძლება დაინიშნოს სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად (იხ. პუნქტები 4.3, 4.4, 4.5 და 5.1).
ლოზატენზი H და ლოზატენზი HD ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყალთან ერთად.
ლოზატენზი H და ლოზატენზი HD ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ლოსარტანის, სულფონამიდის წარმოებულების (როგორიცაა ჰიდროქლოროთიაზიდი) ან 6.1. პუნქტში მითითებული რომელიმე შემავსებლის მიმართ;
რეზისტენტული ჰიპოკალიემია ან ჰიპერკალციემია;
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა; ქოლესტაზი და სანაღვლე გზების ობსტრუქციული დარღვევები;
რეფრაქტორული ჰიპონატრიემია;
სიმპტომური ჰიპერურიკემია/ პოდაგრა;
ორსულობის მე-2 და მე-3 ტრიმესტრი (იხ. პუნქტები 4.4 და 4.6);
თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევა (მაგ. კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ);
ანურია;
ლოზატენზი H და ლოზატენზი HD გამოყენება ალისკირენის შემცველ პრეპარატებთან ერთად უკუნაჩვენებია პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით ან თირკმელების ფუნქციის დარღვევით (GFR < 60 მლ/წთ/1.73 მ2) (იხ. პუნქტები 4.5 და 5.1).
სიფრთხილის ზომები
ლოსარტანი
ანგიონევროზული შეშუპება
აუცილებელია იმ პაციენტების მონიტორინგი, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ანგიონევროზული შეშუპება (სახის, ტუჩების, ყელის და/ან ენის შეშუპება) (იხ. პუნქტი 4.8).
ჰიპოტენზია და ინტრავასკულარული მოცულობის შემცირება
სიმპტომური ჰიპოტენზია, განსაკუთრებით პირველი დოზის მიღების შემდეგ, შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომელთაც აღნიშნებათ მოცულობისა და/ან ნატრიუმის დონის შემცირება ინტენსიური დიურეზული თერაპიის, საკვები მარილის შეზღუდვის, დიარეის ან ღებინების გამო. აღნიშნული უნდა გამოსწორდეს ლოზატენზი H და ლოზატენზი HD ტაბლეტების მიღებამდე (იხ. პუნქტები 4.2. და 4.3.).
ელექტროლიტური დისბალანსი
ელექტროლიტური დისბალანსი ხშირია პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით, შაქრიანი დიაბეტით ან მის გარეშე, და ეს უნდა მოგვარდეს. ამიტომ, აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციისა და კრეატინინის კლირენსის მნიშვნელობების მონიტორინგი; განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ გულის უკმარისობა და კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ.
არ არის რეკომენდებული კალიუმის დამზოგველი დიურეზულების, კალიუმის დანამატების, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ან და სხვა მედიკამენტების, რომლებიც ზრდიან შრატში კალიუმის დონეს (მაგალითად, ტრიმეთოპრიმის შემცველი მედიკამენტები), გამოყენება ლოსარტან /ჰიდროქლორთიაზიდთან ერთად (იხ. პუნქტი 4.5).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ფარმაკოკინეტიკური მონაცემების საფუძველზე, რომლებიც მიუთითებენ სისხლის პლაზმაში ლოსარტანის კონცენტრაციის მნიშვნელოვან ზრდაზე ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში, ლოზატენზი H და ლოზატენზი HD სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევა. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში ლოსარტანის თერაპიული გამოცდილება არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ლოზატენზი H და ლოზატენზი HD უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით (იხ. პუნქტები 4.2, 4.3 და 5.2).
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მაინჰიბირებელი ზემოქმედების შედეგად აღინიშნა თირკმლის ფუნქციის ცვლილებები, მათ შორის თირკმლის უკმარისობა (განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთა თირკმლის ფუნქცია დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე, როგორიცაა პაციენტები მძიმე გულის უკმარისობით ან არსებული თირკმლის დისფუნქციით).
როგორც რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი სხვა სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, სისხლში შარდოვანას და შრატში კრეატინინის დონის მატება ასევე აღინიშნა პაციენტებში ორმხრივი თირკმლის არტერიის სტენოზით ან ცალმხრივი თირკმლის არტერიის სტენოზით; თირკმელების ფუნქციის ეს ცვლილებები შეიძლება შექცევადი იყოს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ლოსარტანი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში ორმხრივი თირკმლის არტერიის სტენოზით ან ცალმხრივი თირკმლის არტერიის სტენოზით.
თირკმლის ტრანსპლანტაცია
არ არსებობს პროდუქტის გამოყენების გამოცდილება პაციენტებში, რომელთაც ჩაუტარდათ თირკმლის ტრანსპლანტაცია.
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი
პირველადი ალდოსტერონიზმის მქონე პაციენტები, როგორც წესი, არ რეაგირებენ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებზე, რომლებიც მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ინჰიბირებით. აქედან გამომდინარე, ლოზატენზი H და ლოზატენზი HD ტაბლეტების გამოყენება არ არის რეკომენდებული.
გულის იშემიური დაავადება და ცერებროვასკულური დაავადება
როგორც ყველა ანტიჰიპერტენზიული საშუალების შემთხვევაში, არტერიული წნევის ზედმეტად დაქვეითებამ გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულური იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი.
გულის უკმარისობა
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, თირკმლის ფუნქციის დარღვევით ან მის გარეშე, არსებობს - როგორც რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი სხვა პრეპარატების შემთხვევაში - მძიმე არტერიული ჰიპოტენზიისა და (ხშირად მწვავე) თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი.
აორტისა და მიტრალური სარქველების სტენოზი, ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია.
სხვა ვაზოდილატატორების მსგავსად, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ აორტის ან მიტრალური სტენოზი ან ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია.
ეთნიკური განსხვავებები
ისევე როგორც ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების შემთხვევაში, ლოსარტანისა და სხვა ანგიოტენზინის ანტაგონისტების ჰიპოტენზური ეფექტი ნაკლებად არის გამოხატული შავკანიანებში, არაშავკანიანებთან შედარებით, შესაძლოა, ჰიპერტენზიის მქონე შავკანიან პოპულაციაში რენინის დაბალი დონის უფრო მაღალი გავრცელების გამო.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ლოსარტანი
ფლუკონაზოლის და რიფამპიცინის ერთდროული გამოყენებისას აღინიშნა აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციის შემცირება. ამ ურთიერთქმედების კლინიკური შედეგები არ შეფასებულა.
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების მსგავსად, კალიუმის დამზოგველი დიურეზულების (მაგ., სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის დანამატების ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის დონის მატება. არ არის რეკომენდებული ამ სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენება.
ისევე, როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებით მკურნალობის დროს, რომლებიც გავლენას ახდენენ ნატრიუმის გამოყოფაზე, შესაძლებელია ლითიუმის გამოყოფის შემცირება. შესაბამისად, ლითიუმის მარილების ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებთან ერთად გამოყენებისას, აუცილებელია შრატში ლითიუმის დონის კონტროლი.
ანგიოტენზინ II ანტაგონისტების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (მაგ. სელექციური COX-2 ინჰიბიტორები, აცეტილსალიცილის მჟავა ანთების საწინააღმდეგო დოზებით) და არასელექციური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ანტიჰიპერტენზიული მოქმედების შესუსტება. ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტების ან დიურეზულების და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის გაუარესების, მათ შორის თირკმელების შესაძლო მწვავე უკმარისობის რისკის გაზრდა, აგრეთვე შრატში კალიუმის დონის მატება, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. კომბინირებული მკურნალობა უნდა დაინიშნოს სიფრთხილით, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. კომბინირებული თერაპიის დაწყების შემდეგ და პერიოდულად მკურნალობის დროს უნდა მოხდეს პაციენტების ადეკვატური ჰიდრატაციის უზრუნველყოფა და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი.
თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციური ინჰიბიტორებს, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის შემდგომი გაუარესება. როგორც წესი, ეს ეფექტები შექცევადია.
კლინიკური კვლევების მონაცემები აჩვენებს, რომ აგფ-ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენების გზით რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა ასოცირდება ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების მომატებულ სიხშრესთან, როგორიცაა ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია და თირკმლების ფუნქციის დაქვეითება (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით) ისეთი ერთი სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან შედარებთ, რომელიც გავლენას ახდენს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე (იხ. პუნქტები 4.3, 4.4 და 5.1).
ჰიპოტენზიის გამომწვევი ხვა სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური საშუალებები, ბაკლოფენი, ამიფოსტინი: ამ პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ, რომლებიც არტერიულ წნევას ამცირებენ ძირითადი ან გვერდითი მოქმედების ფარგლებში, შეიძლება გაზარდოს არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი.
ჰიდროქლოროთიაზიდი
ერთდროულად მიღების შემთხვევაში, თიაზიდურ შარდმდენებთან ურთიერთქმედებაში შეიძლება შევიდეს შემდეგი სამკურნალო საშუალებები:
ალკოჰოლი, ბარბიტურატები, ნარკოტიკული საშუალებები ან ანტიდეპრესანტები
შეიძლება გაიზარდოს ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის განვითარების რისკი
ანტიდიაბეტური საშუალებები (პერორალურად მისაღები საშუალებები და ინსულინი)
თიაზიდით მკურნალობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობაზე. შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური საშუალების დოზის კორექტირება. მეტფორმინი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებასთან დაკავშირებული თირკმლის ფუნქციის შესაძლო დარღვევით გამოწვეული ლაქტაციდოზის განვითარების რისკის გამო.
სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები
ადიტიური ეფექტი.
ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლი
ანიონგაცვლითი ფისების არსებობისას ირღვევა ჰიდროქლოროთიაზიდის შეწოვა. ქოლესტირამინის ან ქოლესტიპოლის ერთჯერადი დოზის მიღება იწვევს ჰიდროქლოროთიაზიდის შეკავშირებას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მისი შეწოვის შემცირებას, შესაბამისად, 85 და 43 პროცენტამდე.
კორტიკოსტეროიდები, აკტჰ
შესაძლებელია ელექტროლიტების დეფიციტის გაუარესება, განსაკუთრებით ჰიპოკალიემია.
პრესორული ამინები (მაგ. ადრენალინი)
შესაძლებელია შემცირდეს რეაქცია პრესორულ ამინებზე, მაგრამ არა იმდენად, რომ გამოირიცხოს მათი გამოყენება.
არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტები (მაგ., ტუბოკურარინი)
შესაძლოა გაიზარდოს მგრძნობელობა მიორელაქსანტის მიმართ.
ლითიუმი
დიურეზული საშუალებები ამცირებენ ლითიუმის თირკმლისმიერ კლირენსს და ზრდიან ლითიუმის ტოქსიკურობის რისკს; არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება.
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ (პრობენეციდი, სულფინპირაზონი და ალოპურინოლი)
შეიძლება საჭირო გახდეს ურიკოზურიული მედიკამენტების დოზის კორექცია, რადგან ჰიდროქლოროთიაზიდმა შეიძლება გაზარდოს შრატში შარდმჟავას დონე. შესაძლოა საჭირო გახდეს პრობენეციდის ან სულფინპირაზონის დოზის გაზრდა. თიაზიდებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ალოპურინოლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების სიხშირე.
ანტიქოლინერგული საშუალებები (მაგ., ატროპინი, ბიპერიდენი)
თიაზიდური ტიპის დიურეზულების ბიოშეღწევადობის გაზრდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის და კუჭის დაცლის სიჩქარის შემცირების ხარჯზე.
ციტოტოქსიური აგენტები (მაგ., ციკლოფოსფამიდი, მეტოტრექსატი)
თიაზიდებმა შეიძლება შეამცირონ ციტოტოქსიკური საშუალებების თირკმლისმიერი ექსკრეცია და გაზარდონ მათი მიელოსუპრესიული ეფექტი.
სალიცილატები
სალიცილატების მაღალი დოზებით გამოყენების შემთხვევაში ჰიდროქლოროთიაზიდმა შეიძლება გაზარდოს სალიცილატების ტოქსიკური მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
მეთილდოპა
არსებობს ინფორმაცია ჰემოლიზური ანემიის განვითარების ცალკეული შემთხვევების შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ჰიდროქლოროთიაზიდს და მეთილდოპას.
ციკლოსპორინი
ციკლოსპორინთან ერთად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გაზარდოს ჰიპერურიკემიისა და პოდაგრის მსგავსი გართულებების რისკი.
საგულე გლიკოზიდები
თიაზიდებით გამოწვეულმა ჰიპოკალიემიამ ან ჰიპომაგნიემიამ შეიძლება ხელი შეუწყოს საგულე გლიკოზიდებით გამოწვეული არითმიების განვითარებას.
სამკურნალო საშუალებები, რომელთა ეფექტზე გავლენას ახდენს სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის ცვლილებები
რეკომენდებულია პერიოდულად შრატში კალიუმის შემცველობის და ეკგ-ს მონიტორინგის ჩატარება ლოსარტანი/ჰიდროქლორითიაზიდის გამოყენებისას ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებზეც გავლენას ახდენს შრატში კალიუმის შემცველობის ცვლილებები (მაგალითად, საგულე გლიკოზიდები და ანტიარითმიული საშუალებები) და შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან (ზოგიერთი ანტიარითმული საშუალებების ჩათვლით) ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს torsades de pointes (პარკუჭოვანი ტაქიკარდია), ჰიპოკალემია, რომელიც არის შემდეგი torsades de pointes (პარკუჭოვანი ტაქიკარდია) განვითარების განმაპირობებელი ფაქტორი:
Ia კლასის ანტიარითმიული საშუალებები (მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი).
III კლასის ანტიარითმიული საშუალებები (მაგალითად, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი).
ზოგიერთი ნეიროლეპტიკი (მაგალითად, თიორიდაზინი, ქლორპრომაზინი, ლევომეპრომაზინი, ტრიფლუოპერაზინი, ციამემაზინი, სულპირიდი, სულტოპრიდი, ამსულპრიდი, ტიაპრიდი, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლი).
სხვა საშუალებები (მაგალითად, ბეპრიდილი, ციზაპრიდი, დიფემანილი, ი/ვ ერითრომიცინი, ჰალოფანტრინი, მიზოლასტინი, პენტამიდინი, ტერფენადინი, ი/ვ ვინკამინი).
კალციუმის მარილები
თიაზიდურ დიურეტიკებს შეუძლიათ სისხლის პლაზმაში კალციუმის კონცენტრაციის გაზრდა თირკმელებით კალციუმის გამოყოფის შემცირების ხარჯზე. კალციუმის დანამატების დანიშვნის დროს აუცილებელია შრატში კალციუმის დონის კონტროლი და, შესაბამისად, კალციუმის დანამატების დოზის კორექტირება.
გავლენა ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე
კალციუმის მეტაბოლიზმზე ზემოქმედების გამო, თიაზიდებს შეუძლიათ პარათიროიდული ჯირკვლების ფუნქციის კვლევის ანალიზების შედეგების შეცვლა (იხ. პუნქტი 4.4.).
კარბამაზეპინი
არსებობს სიმპტომური ჰიპონატრიემიის განვითარების რისკი. აუცილებელია კლინიკური და ბიოლოგიური მონიტორინგის ჩატარება.
იოდის შემცველი კონტრასტული აგენტები
შარდმდენების გამოყენებით გამოწვეული დეჰიდრატაციის შემთხვევაში, იზრდება თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების რისკი, განსაკუთრებით იოდის პრეპარატების მაღალი დოზებით მიღებისას. მათ შეყვანამდე აუცილებელია პაციენტების რეჰიდრატაცია.
ამფოტერიცინი B (პარენტერალურად), კორტიკოსტეროიდები, აკტჰ, ნაწლავის პერისტალტიკის მასტიმულირებელი საშუალებები ან გლიცირიზინი (შეიცავს ძირტკბილა)
ჰიდროქლოროთიაზიდმა შეიძლება გამოიწვიოს ელექტროლიტების დეფიციტის განსაკუთრებით ჰიპოკალიემიის განვითარება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (AIIRA) არ უნდა დაიწყოს ორსულობის დროს. თუ AIIRA თერაპიის გაგრძელება აუცილებელი არ არის, პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ ანტიჰიპერტენზიულ თერაპიაზე, რომელსაც აქვს დადგენილი უსაფრთხოების პროფილი ორსულობის დროს გამოყენებისთვის. ორსულობის დადგენისას, AIIRA -ით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და აუცილებლობის შემთხვევაში უნდა დაიწყოს ალტერნატიული თერაპია (იხ. პუნქტები 4.3 და 4.6).
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა
არსებობს მტკიცებულება, რომ აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის ერთდროული გამოყენება ზრდის არტერიული ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის და თირკმლის ფუნქციის დაქვეითების განვითარების რისკს (თირკმელების ფუნქციის მწვავე დარღვევის ჩათვლით). ამიტომ, არ არის რეკომენდებული რაას-ის ორმაგი ბლოკადა აგფ-ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის ერთობლივი გამოყენება (იხ. პუნქტები 4.5 და 5.1).
თუ ორმაგი ბლოკადის თერაპია აუცილებელია, ეს უნდა გაკეთდეს მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ, რა დროსაც აუცილებელია თირკმლის ფუნქციის, ელექტროლიტების და არტერიული წნევის ხშირი მონიტორინგი. აგფ- ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები არ უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
ჰიდროქლოროთიაზიდი
ჰიპოტენზია და ელექტროლიტების/სითხის დისბალანსი
როგორც ყველა ანტიჰიპერტენზიული თერაპიის შემთხვევაში, ზოგიერთ პაციენტში შეიძლება განვითარდეს სიმპტომური ჰიპოტენზია. აუცილებელია სითხის ან ელექტროლიტური დისბალანსის კლინიკური ნიშნების მონიტორინგი, როგორიცაა მოცულობის შემცირება, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი, ჰიპომაგნიემია ან ჰიპოკალიემია, რომელიც შეიძლება განვითარდეს თანმხლები დიარეის ან ღებინების ფონზე. ასეთ პაციენტებში აუცილებელია პერიოდულად, შესაბამისი ინტერვალებით, სისხლის პლაზმაში ელექტროლიტების შემცველობის კონტროლი. პაციენტებს, რომლებსაც ცხელ ამინდში აქვთ შეშუპეპები, შეიძლება განუვითარდეთ ჰიპონატრიემია (Dilutional hyponatremia).
მეტაბოლური და ენდოკრინული ეფექტები
თიაზიდებით მკურნალობის დროს შეიძლება დაირღვეს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობა. შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური საშუალებების, მათ შორის ინსულინის, დოზის კორექცია (იხ. პუნქტი 4.5). თიაზიდებით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს შაქრიანი დიაბეტი ფარული მიმდინარეობით.
თიაზიდებმა შეიძლება გამოიწვიოს შარდით კალციუმის გამოყოფის შემცირება და შრატში კალციუმის დონის უმნიშვნელო პერიოდული მატება. გამოხატული ჰიპერკალციემია შეიძლება მიუთითებდეს ლატენტურ ჰიპერპარათირეოიდიზმზე. თიაზიდების მიღება უნდა შეწყდეს პარათირეოიდული ჯირკვლების ფუნქციის გამოკვლევის ჩატარებამდე.
ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის მატება შეიძლება დაკავშირებული იყოს თიაზიდური შარდმდენებით მკურნალობასთან.
ზოგიერთ პაციენტში თიაზიდებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერურიკემია და/ან პოდაგრა. ვინაიდან ლოსარტანი ამცირებს შარდმჟავას დონეს, ლოსარტანი ჰიდროქლოროთიაზიდთან ერთად ასუსტებს შარდმდენებით გამოწვეულ ჰიპერურიკემიას.
მხედველობის დარღვევები
ქოროიდული ეფუზია, მწვავე მიოპია და მეორადი დახურულკუთხოვანი გლაუკომა:
სულფანილამიდმა ან სულფანილამიდის წარმოებულებმა შეიძლება გამოიწვიონ თავისებური რეაქცია, რასაც მოჰყვება ქოროიდული ეფუზია მხედველობის არის დეფექტით, გარდამავალი მიოპია და მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა. სიმპტომები მოიცავს მხედველობის სიმახვილის მკვეთრ დაქვეითებას ან თვალის ტკივილს და, როგორც წესი, ვიტარდება პრეპარატის მიღების დაწყებიდან რამდენიმე საათში ან კვირაში. არანამკურნალევმა მწვავე დახურულკუთხოვანმა გლაუკომამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის მუდმივი დაკარგვა. პირველ რიგში, აუცილებელია მედიკამენტების მიღების დაუყონებლივ შეწყვეტა. შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ან ქირურგიული ჩარევა, თუ თვალშიდა წნევის მართვა ვერ მოხერხდა. მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის რისკ-ფაქტორებია სულფონამიდის ან პენიცილინის მიმართ ალერგიის ისტორია.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
თიაზიდები სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ან ღვიძლის პროგრესირებადი დაავადების მქონე პაციენტებში, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ინტრაჰეპატური ქოლესტაზი და ასევე იმის გამო, რომ სითხისა და ელექტროლიტური ბალანსის უმნიშვნელო ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის კომა.
ლოზატენზი H და ლოზატენზი HD უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით (იხ. პუნქტები 4.3 და 5.2).
არამელანომური კანის კიბო
არამელანომური კანის კიბოს (NMSC) [ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა (BCC) და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა (SCC)] განვითარების რისკის ზრდა ჰიდროქლორთიაზიდის (HCTZ) კუმულაციური დოზის ზრდასთან ერთად დაფიქსირდა ორ ეპიდემიოლოგიურ კვლევაში დანიის კიბოს ეროვნულ რეესტრზე დაყრდნობით. HCTZ-ის ფოტომასენსიბილიზირებელი მოქმედება შეიძლება იყოს NMSC-ის განვითარების შესაძლო მექანიზმი.
პაციენტები, რომლებიც იღებენ HCTZ-ს, უნდა იყვნენ ინფორმირებული NMSC-ის რისკის შესახებ, ასევე აუცილებელია მათთვის რეკომენდაციის მიცემა რეგულარულად შეამოწმონ კანი ახალი დაზიანებების არსებობაზე დროულად აცნობონ კანის ნებისმიერი საეჭვო დაზიანების შესახებ. პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია შესაძლო პროფილაქტიკური ზომების შესახებ, როგორიცაა მზის სხივებისა და ულტრაიისფერი სხივების შეზღუდული ზემოქმედება, ხოლო, ზემოქმედების შემთხვევაში, კანის კიბოს რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად ადეკვატური დაცვის შესახებ. კანის საეჭვო დაზიანებების გამოკვლევა უნდა მოხდეს სასწრაფოდ, მათ შორის ბიოფსიის ჰისტოლოგიური კვლევებით. ასევე შეიძლება საჭირო გახდეს HCTZ-ის გამოყენების გადახედვა იმ პაციენტებში, რომლებმაც ადრე გადაიტანეს NMSC (იხილეთ აგრეთვე განყოფილება 4.8).
სხვა
თიაზიდების მიღების ფონზე, შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ან არ აქვთ ალერგია ან ბრონქული ასთმა. თიაზიდებით მკურნალობის ფონზე დაფიქსირებულია სისტემური წითელი მგლურას გამწვავების შემთხვევები.
შემავსებლები:
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებს, გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმით, ლაპ- ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციით, ეს პრეპარატი არ უნდა დაენიშნოთ (იხ. ნაწილი 6.1).
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე გავლენის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა.
თუმცა, სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის დროს აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ანტიჰიპერტენზიული თერაპიის დროს, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე ან დოზის გაზრდის დროს, ზოგჯერ შემთხევვაში შეიძლება განვითარდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა ან ძილიანობა.
გვერდითი მოვლენები
ქვემოთ მოცემული გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება, საჭიროებიდან გამომდინარე, ორგანოთა სისტემის კლასისა და განვითარების სიხშირის მიხედვით, შემდეგი მაჩვენებლების შესაბამისად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1,000 - <1/100); იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10, 000); უცნობი სიხშირის (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).
ლოსარტანის კალიუმის მარილის და ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებით ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში არ აღინიშნებოდა რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც დამახასიათებელი იყო ამ კომბინაციის ნივთიერებებისთვის. გვერდითი მოვლენები შემოიფარგლება მხოლოდ იმ მოვლენებით, რომელიც მანამდე აღინიშნებოდა ლოსარტანის კალიუმის მარილის და/ან ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებისას.
ესენციური ჰიპერტენზიის კონტროლირებადი კლინიკური კვლევებისას გამოვლინდა ნივთიერებასთან დაკავშირებული ერთადერთი გვერდითი მოვლენა - თავბრუსხვევა, რომელიც უფრო მეტი სიხშირით ვლინდებოდა ვიდრე პლაცებოს შემთხვევაში, ლოსარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის მიმღები 1% ან მეტ პაციენტში.
ამ მოვლენების გარდა, პროდუქტის ბაზარზე გამოტანის შემდეგ დაფიქსირდა სხვა გვერდითი რეაქციები, კერძოდ:
ორგანოთა სისტემა
გვერდითი რეაქცია
სიხშირე
ჰეპატობილიარული დარღვევები
ჰეპატიტი
იშვიათი
კვლევები
ჰიპერკალემია, ალანინამინტრანსფერაზას (ALT) დონის მომატება
იშვიათი
გვერდითი რეაქციები, რომლებიც გამოვლინდა ერთ-ერთი კომპონენტთან დაკავშირებით და შეიძლება იყოს პოტენციური გვერდითი რეაქციები ლოსარტან კალიუმის /ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებისას:
ლოსარტანი:
ლოსარტანთან დაკავშირებით გამოვლინდა შემდეგი გვერდითი რეაქციები კლინიკური კვლევებისას და ბაზარზე გამოტანის შემდეგ:
ორგანოთა სისტემა
გვერდითი რეაქცია
სიხშირე
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ანემია, ჰენოხ-შონლეინის პურპურა, ეკქიმოზი, ჰემოლიზი
არახშირი
თრომბოციტოპენია
უცნობი
დარღვევები გულის მხრივ
ჰიპოტენზია, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, სტერნალგია, სტენოკარდია, II-AV ხარისხის ბლოკადა, ცერებროვასკულური მოვლენა, მიოკარდიუმის ინფარქტი, პალპიტაცია, არითმიები (წინაგულების ფიბრილაციები, სინუსური ბრადიკარდია, ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ფიბრილაცია)
არახშირი
დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ
ვერტიგო, ტინიტუსი
არახშირი
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
მხედველობის დაბინდვა, წვის/ჩხვლეტის შეგრძნება თვალებში, კონიუნქტივიტი, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება
არახშირი
გასტროინტესტინალური დარღვევები
ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, დიარეა, დისპეფსია
ხშირი
ყაბზობა, კბილის ტკივილი, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი,
გასტრიტი, ღებინება, ძლიერი ყაბზობა
არახშირი
პანკრეატიტი
უცნობი
ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები
ასთენია, დაღლილობა, ტკივილი გულმკერდის არეში
ხშირი
სახის შეშუპება, შეშუპება, ცხელება
არახშირი
გრიპის მსგავსი სიმპტომები, სისუსტე
უცნობი
ჰეპატობილიარული დარღვევები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები
უცნობი
იმუნური სისტემის დარღვევები
მომატებული მგრძნობელობა: ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება ხორხისა და ყიის შეშუპების ჩათვლით, რაც იწვევს სასუნთქი გზების ობსტრუქციას და /ან სახის, ტუჩების, ხახის და/ან ენის შეშუპებას; ზოგიერთ ამ პაციენტში ანგიონევროზული შეშუპება ადრე აღინიშნა სხვა მედიკამენტების, მათ შორის აგფ ინჰიბიტორების მიღებისას;
იშვიათი
მეტაბოლური და კვებითი დარღვევები
ანორექსია, პოდაგრა
არახშირი
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი
ქსოვილის მხრივ
კუნთების სპაზმი, ზურგის ტკივილი, ფეხის ტკივილი, მიალგია
ხშირი
მკლავის ტკივილი, სახსრების შეშუპება, მუხლის ტკივილი, ძვალ-კუნთოვანი სისტემის ტკივილი, მხრების ტკივილი, რიგიდულობა, ართრალგია, ართრიტი, კოქსალგია, ფიბრომიალგია, კუნთების სისუსტე
არახშირი
რაბდომიოლიზი
უცნობი
ნერვული სისტემის დარღვევები
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
ხშირი
ნერვოზულობა, პარესთეზია, პერიფერიული ნეიროპათია, ტრემორი, შაკიკი, სინკოპე
არახშირი
დისგევზია
უცნობი
ფსიქიკური დარღვევები
უძილობა
ხშირი
შფოთვა, შფოთვითი აშლილობა, პანიკური აშლილობა, დაბნეულობა, დეპრესია, პათოლოგიური სიზმრები, ძილის დარღვევა, ძილიანობა, მეხსიერების დაქვეითება
არახშირი
დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ
თირკმლების ფუნქციის დარღვევა, თირკმლების უკმარისობა
ხშირი
ნოქტურია, ხშირი შარდვა, საშარდე გზების ინფექცია
არახშირი
დარღვევები
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ
ლიბიდოს შემცირება, ერექციული დისფუნქცია/ იმპოტენცია
არახშირი
რესპირატორული სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის მხრივი დარღვევები
ხველა, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ცხვირის გაჭედვა,
სინუსიტი, სინუსური დარღვევები
ხშირი
ფარინგეალური დისკომფორტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, დისპნოე, ბრონქიტი, ეპისტაქსია, რინიტი, სასუნთქი გზების დახშობა
არახშირი
დარღვევები კანისა და
კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ალოპეცია, დერმატიტი, კანის სიმშრალე, ერითემა, სისხლის მოწოლა, ფოტომგრძნობელობა, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ოფლიანობა
არახშირი
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
ვასკულიტი
არახშირი
დოზასთან დაკავშირებული ორთოსტატიკური ეფექტები
უცნობი
კვლევები
ჰიპერკალემია, ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის უმნიშნველო შემცირება, ჰიპოგლიკემია
ხშირი
შარდოვანას და შრატისმიერი კრეატინინის დონის უმნიშნველო მომატება
არახშირი
ღვიძლის ფერმენტების და ბილირუბინის დონის მომატება
ძალიან იშვიათი
ჰიპონატრიემია
უცნობი
ჰიდროქლოროთიაზიდი
ორგანოთა სისტემა
გვერდითი რეაქცია
სიხშირე
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
აგრანულოციტოზი, აპლასტიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია, პურპურა, თრომბოციტოპენია
არახშირი
იმუნური სისტემის დარღვევები
ანაფილაქსიური რეაქცია
იშვიათი
მეტაბოლური და კვებითი დარღვევები
ანორექსია, ჰიპერგლიკემია, ჰიპერურიკემია, ჰიპოკალემია, ჰიპონატრიემია
არახშირი
ფსიქიკური დარღვევები
უძილობა
არახშირი
ნერვული სისტემის დარღვევები
ცეფალგია
ხშირი
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
მხედველობის გარდამავალი დაბინდვა, ქსანტოფსია
არახშირი
ქოროიდული ეფუზია, მწვავე მიოპია, მწავვე დახურულკუთხოვანი გლაუკომა
უცნობი
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
ნეკროზული ანგიიტი (ვასკულიტი, კანის ვასკულიტი)

რესპირატორული დისტრესი პნევმონიტისა და ფილტვის შეშუპების ჩათვლით
არახშირი
გასტროინტესტინალური დარღვევები
სიალოადენიტი, სპაზმები, კუჭის გაღიზიანება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა
არახშირი
ჰეპატობილიარული დარღვევები
სიყვითლე (ღვიძლშიდა ქოლესტაზი), პანკრეატიტი
არახშირი
დარღვევები კანისა და
კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ფოტომგრძნობელობა, ჭინჭრის ციება, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი
არახშირი
წითელი მგლურა
უცნობი
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
კუნთის სპაზმები
არახშირი
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუდგენელი ახალწარმონაქმნები (მათ შორის კისტები და პოლიპები)
არამელანომური კანის კიბო (ბაზალური უჯრედების კარცინომა და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა)

გლიკოზურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის დისფუნქცია, თირკმლის უკმარისობა

ცხელება, თავბრუსხვევა
არახშირი
შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა
არამელანომური კანის კიბო: ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემების თანახმად, გამოვლინდა კავშირი HCTZ-ს კუმულაციურ დოზადამოკიდებულებასა და NMSC-ს შორის (იხილეთ პუნქტები 4.4 და 5.1).
შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ
სამედიცინო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ შეტყობინებას საეჭვო უკურეაქციების შესახებ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი მეშვეობით შესაძლებელია სამედიცინო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგი. ჯანდაცვის სპეციალისტებს ვთხოვთ, მოგვაწოდონ ინფორმაცია საეჭვო უკურეაქციების შესახებ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით.
ჭარბი დოზა
არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია ლოზატენზი H-ისა და ლოზატენზი HD-ის დოზის გადაჭარბების მკურნალობის შესახებ. ზედოზირების სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა სიმპტომური მკურნალობა. ლოზატენზი H-ითა და ლოზატენზი HD-ით მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტზე უნდა განხორციელდეს დაკვირვება. მისაღები ზომები მოიცავს ღებინების გამოწვევას, თუ მიღება ახლახანს მოხდა, აგრეთვე დეჰიდრატაციის, ელექტროლიტური დისბალანსის, ღვიძლის კომისა და ჰიპოტენზიის მკურნალობას დადგენილი პროცედურებით.
ლოსარტანი
შეზღუდულია მონაცემები ადამიანებში დოზის გადაჭარბების შესახებ. დოზის გადაჭარბების ყველაზე სავარაუდო გამოვლინება იქნება არტერიული ჰიპოტენზია და ტაქიკარდია; ბრადიკარდია შეიძლება განვითარდეს პარასიმპათიკური (ვაგალური) სტიმულაციით. სიმპტომატური ჰიპოტენზიის შემთხევვაში უნდა ჩატარდეს დამხმარე მკურნალობა.
არც ლოსარტანი და არც აქტიური მეტაბოლიტი არ გამოიდევნება ჰემოდიალიზით.
ჰიდროქლოროთიაზიდი
ყველაზე ხშირად გამოვლენილი ნიშნები და სიმპტომები გამოწვეულია ელექტროლიტების დაკარგვით (ჰიპოკალემია, ჰიპოქლორემია, ჰიპონატრიემია) და და ჭარბი დიურეზის შედეგად გამოწვეული დეჰიდრატაციით. თუ ასევე მიღებულია საგულე გლიკოზიდები, ჰიპოკალემიამ შეიძლება გაამწვაოს გულის არითმია.
ჰემოდიალიზით ჰიდროქლორთიაზიდის გამოდევნის ხარისხი დადგენილი არ არის.
შემადგენლობა
ლოზატენზი H 50 მგ/12.5 მგ
თითოეული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 50მგ ლოზარტანის კალიუმი და 12,5მგ ჰიდროქლოროთიაზიდი (HCTZ).
ლოზატენზი HD 100 მგ/25 მგ
თითოეული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 100მგ ლოზარტანის კალიუმი და 25მგ ჰიდროქლოროთიაზიდი (HCTZ).
ლოზატენზი H 50მგ/12.5 მგ: თითოეული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 30მგ ლაქტოზის მონოჰიდრატი.
ლოზატენზი HD100მგ/25მგ: თითოეული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 60მგ ლაქტოზის მონოჰიდრატი.
შემავსებლების სრული ჩამონათვალი იხილეთ პუნქტში 6.1.
წამლის ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები.
ლოზატენზი H 50მგ/12.5 მგ
ყვითელი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული შემოგარსული ტაბლეტები, გამყოფი ჭდით ერთ მხარეს.
ლოზატენზი HD100მგ/25მგ

შენახვის პირობები
4წელი.
შენახვის განსაკუთრებული პირობები
არ შეინახოთ 300C -ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისგან და ნესტისგან დასაცავად.
შეფუთვა
ლოზატენზი H 50მგ/12.5 მგ - დაფასოებულია PVC/PE/PVDC ალუმინის ფოლგის ბლისტერში. კოლოფში მოთავსებულია 30 ტაბლეტი.
ლოზატენზი HD100მგ/25მგ - დაფასოებულია PVC/PE/PVDC ალუმინის ფოლგის ბლისტერში. კოლოფში მოთავსებულია 30 ტაბლეტი.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ნარჩენების განკარგვა
არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოთხოვნებს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები და შარდმდენები, ათქ კოდი: C09DA01
ლოსარტან-ჰიდროქლორთიაზიდი
დადგენილია, რომ ლოზატენზი H-ისა და ლოზატენზი HD-ის კომპონენტებს აქვთ არტერიული წნევის დამწევი ადიტიური ეფექტი; არტერიულ წნევას ერთად ამცირებენ უკეთ, ვიდრე მხოლოდ ერთი რომელიმე კომპონენტი. ითვლება, რომ ეს ეფექტი არის ორივე კომპონენტის ურთიერთშემავსებელი მოქმედების შედეგი. გარდა ამისა, მისი დიურეზული მოქმედების შედეგად, ჰიდროქლოროთიაზიდი ზრდის პლაზმური რენინის აქტივობას, ზრდის ალდოსტერონის სეკრეციას, ამცირებს შრატში კალიუმის დონეს და ზრდის ანგიოტენზინ II-ის დონეს. ლოსარტანის მიღება ბლოკავს ანგიოტენზინ II-ის ყველა ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვან მოქმედებას და ალდოსტერონის ინჰიბირების საშუალებით შეამციროს დიურეზული საშუალებების მიღებით გამოწვეული კალიუმის კარგვა.
დადგენილია, რომ ლოსარტანს აქვს მსუბუქი და გარდამავალი ურიკოზირული ეფექტი. დადგენილია, რომ ჰიდროქლოროთიაზიდი იწვევს შარდმჟავას დონის უმნიშვნელო მატებას; ლოსარტანისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაცია იწვევს დიურეტიკებით გამოწვეული ჰიპერურიკემიის შესუსტებას.
ლოზატენზი H-ისა და ლოზატენზი HD-ის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში. მინიმუმ ერთწლიანი ხანგრძლივობის კლინიკურ კვლევებში, ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შენარჩუნდა თერაპიის გაგრძელებით. არტერიული წნევის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, ლოზატენზი H-ისა და ლოზატენზი HD-ის მიღებამ არ მოახდინა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა გულის რითმზე. კლინიკურ კვლევებში, ლოსარტანის 50მგ/ ჰიდროქლოროთიაზიდის 12,5მგ დოზით მიღებისას 12 კვირიანი თერაპიის შემდეგ, დიასტოლური წნევა მჯდომარე პოზიციაში შემცირდა საშუალოდ 13.2 მმ.ვწყ.სვ-მდე.
ლოზატენზი H და ლოზატენზი HD ეფექტურია არტერიული წნევის შესამცირებლად მამაკაცებსა და ქალებში, შავკანიანებსა და არაშავკანიანებში და ახალგაზრდა (<65 წელზე მეტი) და ხანდაზმულ (≥65 წელზე მეტი) პაციენტებში და ეფექტურია ჰიპერტენზიის ყველა ხარისხის დროს.
ლოსარტანი
ლოსარტანი არის სინთეზურად წარმოებული პერორალური ანგიოტენზინ II რეცეპტორის (ტიპი AT1) ანტაგონისტი. ანგიოტენზინ II, ძლიერი ვაზოკონსტრიქტორი, არის რენინ-ანგიოტენზინის სისტემის მთავარი აქტიური ჰორმონი და ჰიპერტენზიის პათოფიზიოლოგიის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი. ანგიოტენზინ II უკავშირდება AT1 რეცეპტორს, რომელიც გვხვდება ბევრ ქსოვილში (მაგ., სისხლძარღვების გლუვ კუნთებში, თირკმელზედა ჯირკვალში, თირკმელებში და გულში) და იწვევს რამდენიმე მნიშვნელოვან ბიოლოგიურ მოქმედებას, მათ შორის ვაზოკონსტრიქციას და ალდოსტერონის გამოთავისუფლებას. ანგიოტენზინ II ასევე ასტიმულირებს გლუვი კუნთების უჯრედების პროლიფერაციას.
ლოსარტანი შერჩევით ბლოკავს AT1 რეცეპტორს. In vitro და in vivo კვლევებით, ლოსარტანი და მისი ფარმაკოლოგიურად აქტიური კარბოქსილის მჟავას მეტაბოლიტი E-3174 ბლოკავს ანგიოტენზინ II-ის ყველა ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვან მოქმედებას, მისი წარმოქმნის წყაროს ან სინთეზის გზის მიუხედავად.
ლოსარტანს არ გააჩნია აგონისტური ეფექტი და არ ბლოკავს სხვა ჰორმონალურ რეცეპტორებს ან იონურ არხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის რეგულირებისთვის. გარდა ამისა, ლოსარტანი არ აინჰიბირებს აგფ-ს (კინინაზა II), ფერმენტს, რომელიც ამცირებს ბრადიკინინს. შესაბამისად, ბრადიკინინით გამოწვეული გვერდითი მოვლენების ზრდა არ შეიმჩნევა.
ლოსარტანის მიღებისას, ანგიოტენზინ II-ის უარყოფითი უკუკავშირის მოშორება რენინის სეკრეციიდან იწვევს პლაზმური რენინის აქტივობის (PRA) გაზრდას. PRA-ს მომატება იწვევს პლაზმაში ანგიოტენზინ II-ის მატებას. ამ ზრდის მიუხედავად, შენარჩუნებულია ანტიჰიპერტენზიული მოქმედება და პლაზმაში ალდოსტერონის კონცენტრაციის დათრგუნვა, რაც მიუთითებს ანგიოტენზინ II რეცეპტორების ეფექტურ ბლოკადაზე. ლოსარტანის მიღების შეწყვეტის შემდეგ, PRA და ანგიოტენზინ II მაჩვენებლები 3 დღის განმავლობაში ეცემა საბაზისო მაჩვენებლებამდე.
როგორც ლოზარტანს ასევე, მის ძირითად აქტიურ მეტაბოლიტს გაცილებით მეტი აფინობა აქვთ AT1 რეცეპტორის მიმართ, ვიდრე AT2 რეცეპტორის მიმართ. აქტიური მეტაბოლიტი 10-40-ჯერ უფრო აქტიურია ვიდრე ლოსარტანი სხეულის წონის მიხედვით.
ხველის სიხშირის შეფასების მიზნით ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ხველის სიხშირე იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლოსარტანს ან ჰიდროქლორთიაზიდს, იყო მსგავსი და მნიშვნელოვნად ნაკლები, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ აგფ ინჰიბიტორით. გარდა ამისა, 4131 პაციენტის მონაწილეობით ჩატარებული 16 ორმაგი ბრმა კლინიკური კვლევის საერთო ანალიზის დროს, სპონტანური ხველის სიხშირე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ლოსარტანით, მსგავსი იყო (3.1%) იმ პაციენტებში დაფიქსირებული სიხშირისა, რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი (2.6%) ან ჰიდროქლოროთიაზიდით (4.1%), მაშინ, როცა აგფ ინჰიბიტორების მიღებისას სიხშირემ შეადგინა 8.8%.
არადიაბეტური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ პროტეინურია, ლოსარტანის კალიუმის მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს პროტეინურიას, ალბუმინის და IgG-ის ფრაქციულ გამოყოფას. ლოსარტანი ინარჩუნებს გორგლისებური ფილტრაციის სიჩქარეს და ამცირებს ფილტრაციის ფრაქციას. ზოგადად, ლოსარტანი იწვევს შრატში შარდმჟავას (ჩვეულებრივ <0.4მგ/დლ) შემცირებას, რაც მუდმივი იყო ქრონიკული თერაპიის დროს.
ლოსარტანი არ ახდენს გავლენას ავტონომიურ რეფლექსებზე და არ აქვს მდგრადი ეფექტი პლაზმურ ნორეპინეფრინზე.
მარცხენა პარკუჭის უკმარისობის მქონე პაციენტებში ლოსარტანის 25 მგ და 50 მგ დოზებმა გამოიწვია დადებითი ჰემოდინამიკური და ნეიროჰორმონალურ ეფექტები, რომლებიც ხასიათდებოდა გულის ინდექსის მატებით და ფილტვის გამჭედავი წნევის დაქვეითებით, სისტემური სისხლძარღვოვანი რეზისტენტობით, საშუალო სისტემური არტერიული წნევით და გულისცემით და ალდოსტერონისა და ნორეპინეფრინის შემცირებით ცირკულირებად დონეზე, შესაბამისად. ჰიპოტენზიის განვითარება გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში დაკავშირებული იყო დოზასთან.
ჰიპერტენზიის კვლევები
კონტროლირებადი კლინიკური კვლევებისას, ლოსარტანის დღეში ერთხელ მიღებამ მსუბუქი და ზომიერი ესენციური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში გამოიწვია სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება. არტერიული წნევის მაჩვენებლებმა დოზის მიღებიდან 24 საათის შემდეგ, დოზის მიღებიდან 5-6 საათის შემდეგ მაჩვენებელთან შედარებით, აჩვენა არტერიული წნევის შემცირება 24 საათის განმავლობაში; შენარჩუნებული იყო ბუნებრივი დღიური რითმი. დოზირების ინტერვალის ბოლოს არტერიული წნევის შემცირება შეადგენდა ეფექტის 70-80%-ს, დოზის მიღებიდან 5-6 საათის შემდეგ.
ლოსარტანის მიღების შეწყვეტამ ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში არ გამოიწვია არტერიული წნევის მკვეთრი ზრდა (უკუეფექტი). არტერიული წნევის შესამჩნევი შემცირების მიუხედავად, ლოსარტანი კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს გულისცემის მაჩვენებელზე.
ლოსარტანი თანაბრად ეფექტურია მამაკაცებსა და ქალებში, ახალგაზრდა (65 წლამდე ასაკის) და ხანდაზმულ ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში.
LIFE კვლევა
ლოსარტანის გამოყენებით მოსალოდნელი შედეგის შემცირების მიზნით (LIFE), ჩატარდა რანდომიზებული, სამმაგი ბრმა, აქტიურად კონტროლირებადი კვლევა 9193 ჰიპერტენზიის მქონე პაციენტის მონაწილეობით, რომელთა ასაკი იყო 55-დან 80 წლამდე და ჰქონდათ ეკგ-ით დადასტურებული მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია. პაციენტები რანდომიზირდნენ დღეში ერთხელ 50მგ ლოსარტანის ან დღეში ერთხელ 50მგ ატენოლოლის მიმღებ ჯგუფებად. თუ ვერ ხერხდებოდა არტერიული წნევის სამიზნე მაჩვენებლების (<140/90 მმ.ვწყ.სვ) მიღწევა, ჯერ ემატებოდა ჰიდროქლორთიაზიდი (12.5 მგ), ხოლო საჭიროების შემთხვევაში, შემდეგ ლოსარტანის ან ატენოლოლის დოზა იზრდებოდა 100 მგ-მდე დღეში ერთხელ. არტერიული წნევის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ემატებოდა სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, გარდა აგფ ინჰიბიტორებისა, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები ან ბეტა-ბლოკატორები.
დაკვირვების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 4.8 წელს.
პირველადი შედეგი იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და სიკვდილიანობის კომბინაცია, რომელიც იზომებოდა გულსისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული გარდაცვალების, ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის კომბინირებული შემთხვევების შემცირებით. ორივე ჯგუფში არტერიული წნევა მნიშვნელოვნად შემცირდა ანალოგიურ დონემდე. ლოსარტანით მკურნალობამ გამოიწვია რისკის შემცირება 13.0%-ით (p=0.021, 95% ნდობის ინტერვალი 0.77-0.98) ატენოლოლთან შედარებით იმ პაციენტებში, რომლებმაც მიაღწიეს პირველადი კომბინაციის შედეგს. აღნიშნული ძირითადად უკავშირდებოდა ინსულტის სიხშირის შემცირებას. ლოსარტანით მკურნალობამ 25%-ით შეამცირა ინსულტის რისკი, ატენოლოლთან შედარებით (p = 0.001 95% ნდობის ინტერვალი 0.63-0.89). სამკურნალო ჯგუფებს შორის არ იყო მნიშვნელოვანი განსხვავება გულსისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული გარდაცვალებისა და მიოკარდიუმის ინფარქტის მაჩვენებლების თვალსაზრისით.
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა
ორი დიდი, რანდომიზებული, კონტროლირებადი კვლევისას -ONTARGET (ONgoing Telmisartan Alone and in combination with Ramipril Global Endpoint Trail) და VA NEPHRON-D (The Veterans Affairs Nephropaty in Diabetes) - შესწავლილ იქნა აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების კომბინაციაში გამოყენება.
ONTARGET კვლევაში მონაწილეობას ღებულობდნენ პაციენტები, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებოდათ გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულარული დაავადებები, აღენიშნებოდათ შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, ორგანოების გამოხატული დაზიანებით. VA NEPHRON-D კვლევაში მონაწილეობდნენ პაციენტები, რომელთაც აღენიშნებოდათ შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, და დიაბეტური ნეფროპათია.
აღნიშნულმა კვლევებმა არ გამოავლინა მნიშვნელოვანი სასარგებლო ეფექტი კლინიკურ შედეგებზე თირკმელების და/ან გულ-სისხლძარღვთა სისტემების ან ლეტარული შედეგის თვალსაზრისით, ხოლო, მონოთერაპიასთან შედარებით, დაფიქსირდა ჰიპერკალემიის, თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევის და/ან ჰიპოტენზიის მომატებული რისკი. მათი მსგავსი ფარმაკოდინამიკური თვისებების გათვალისწინებით, ეს შედეგები ვრცელდება სხვა აგფ ინჰიბიტორებსა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებზეც.
აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ერთდროული გამოყენება არ შეიძლება დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
ALTITUDE კვლევა (Aliskiren Trial in Type 2 Dibetes Using Cardiovascular and Renal Disease Endpoints) იკვლევდა აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების სტანდარტულ თერაპიაში ალისკირინის დამატების სარგებელს იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, თირკმელების ქრონიკული დაავადებებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ან დაავადებების ორივე ტიპი. გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკის გამო, კვლევა ვადამდე ადრე შეწყდა. გულსისხლძარღვთა ან ინსულტის მიზეზით ლეტალური შედეგი უფრო ხშირად ვლინდებოდა ალესკირინის მიმღებ ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში. ანალოგიურად, გვერდითი მოვლენები და სერიოზული გვერდითი მოვლენები (ჰიპერკალემია, ჰიპოტენზია და თირკმლის ფუნქციის დარღვევა) უფრო ხშირი იყო ალესკირინის მიმღებ ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.
ჰიდროქლორთიაზიდი
ჰიდროქლოროთიაზიდი არის თიაზიდური დიურეზული საშუალება. თიაზიდური დიურეზული საშუალებების ჰიპოტენზიური მოქმედების მექანიზმი სრულად არ არის შესწავლილი. თიაზიდური საშუალებები გავლენას ახდენენ ელექტროლიტების რეაბსორბციის თირკმლის მილაკოვან მექანიზმებზე, უშუალოდ ზრდიან ნატრიუმისა და ქლორიდის ექსკრეციას დაახლოებით თანაბარი რაოდენობით. ჰიდროქლოროთიაზიდის დიურეზული მოქმედების შედეგად მცირდება პლაზმის მოცულობა, იზრდება რენინის აქტივობა პლაზმაში და ალდოსტერონის სეკრეცია, რაც იწვევს კალიუმისა და ბიკარბონატების კარგვას შარდთან ერთად, რასაც თან სდევს კალიუმის დონის შემცირება შრატში. რენინ-ალდოსტერონის კავშირი განპირობებულია ანგიოტენზინ II-ით და, შესაბამისად, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტის ერთდროული მიღება იწვევს დიურეზული საშუალებების მიღებით გამოწვეული კალიუმის დაკარგვის შემცირებას.
პერორალურად მიღების შემდეგ, დიურეზული მოქმედება იწყება 2 საათის შემდეგ, მაქსიმუმს აღწევს დაახლოებით 4 საათში და გრძელდება 6-12 საათს. ანტიჰიპერტენზიული მოქმედება გრძელდება 24 საათამდე.
არამელანომური კანის კიბო
ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემების თანახმად გამოვლინდა კავშირი HCTZ-ის კუმულაციურ დოზა-დამოკიდებულებასა და არამელანომურ კანის კიბოს შორის. ერთი კვლევა მოიცავდა პოპულაციას ბაზალური უჯრედის კარცინომის 71,533 შემთხვევით და 8,629 ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის შემთხვევით, რომელიც შეესაბამედობა 1,430,833 და 172,462 პოპულაციის კონტროლს, შესაბამისად. HCTZ-ის მაღალი დოზის გამოყენებას (≥50,000მგ კუმულაციურად) უკავშირდებოდა ბაზალური უჯრედის კარცინომის დაზუსტებული შანსების თანაფარდობის (OR) - 1.29 (95% ნდობის ინტერვალი: 1.23-1.35) მაჩვენებელი და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის - 3.98 (95% ნდობის ინტერვალი: 3.68- 4.31) მაჩვენებელი. სუფთა კუმულაციურ დოზაზე რეაგირება ჰქონდა, როგორც ბაზალური უჯრედის კარცინომას, ასევე ბრტყელუჯრედოვან კარცინომას. სხვა კვლევამ გამოავლინა შესაძლო კავშირი ტუჩის კიბოსა (ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა) და HCTZ-ის გავლენას შორის: ტუჩის კიბოს 633 შემთხვევა შეესაბამედობა 63,067 პოპულაციის კონტროლს, რისკების ნაკრების შერჩევითი სტრატეგიის გამოყენებით. კუმულაციურ დოზაზე რეაგირების თანაფარდობა, რომელიც გამოვლინდა დაზუსტებული შანსების თანაფარდობის 2.1 (95% ნდობის ინტერვალი: 1.7-2.6) მაჩვენებელით, გაიზარდა OR 3.9-მდე (3.0-4.9) მაღალი დოზების გამოყენებისას (∽25,000მგ) და OR 7.7-მდე (5.7-10.5) უმაღლესი კუმულაციური დოზების მიღებისას (∽100,000მგ)(იხ. ასევე, პუნქტი 4.4.).
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
ლოსარტანი
პერორალურად მიღების შემდეგ, ლოსარტანი კარგად შეიწოვება და განიცდის პირველი გავლის მეტაბოლიზმს, ქმნის აქტიურ კარბოქსილის მჟავას მეტაბოლიტს და სხვა არააქტიურ მეტაბოლიტებს. ლოსარტანის ტაბლეტების სისტემური ბიოშეღწევადობა დაახლოებით შეადგენს 33%-ს. ლოსარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის საშუალო პიკური კონცენტრაცია მიიღწევა 1 საათში და 3-4 საათში, შესაბამისად. ლოსარტანის პლაზმური კონცენტრაციის პროფილზე კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა არ აღინიშნა, როდესაც პრეპარატის მიღება ხდებოდა სტანდარტიზებულ კვებასთან ერთად.
განაწილება
ლოსარტანი
როგორც ლოსარტანი, ასევე მისი აქტიური მეტაბოლიტი ≥99%-ით უკავშირდება პლაზმურ ცილებს, პირველ რიგში ალბუმინს. ლოსარტანის განაწილების მოცულობა 34 ლიტრია. ვირთაგვებში ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ ლოსარტანი სუსტად კვეთს ჰემატოენცეფალურ ბარიერს, ან საერთოდ არ კვეთს.
ჰიდროქლოროთიაზიდი
ჰიდროქლოროთიაზიდი კვეთს პლაცენტარულ, მაგრამ არა ჰემატოენცეფალურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში.
ბიოტრანსფორმაცია
ლოსარტანი
ლოსარტანის ინტრავენურად ან პერორალურად მიღებული დოზის დაახლოებით 14% გარდაიქმნება მის აქტიურ მეტაბოლიტად. 14C-მარკირებული ლოსარტანის კალიუმის პერორალურად და ინტრავენურად შეყვანის შემდეგ, მოცირკულირე პლაზმური რადიოაქტიურობა ძირითადად მოდიოდა ლოსარტანსა და მის აქტიურ მეტაბოლიტზე. ლოსარტანის მინიმალური გარდაქმნა მის აქტიურ მეტაბოლიტად დაფიქსირდა შესწავლილი პირების დაახლოებით ერთ პროცენტში.
აქტიური მეტაბოლიტის გარდა, წარმოიქმნება არააქტიური მეტაბოლიტები, მათ შორის ორი ძირითადი მეტაბოლიტი, რომლებიც წარმოიქმნება ბუტილის გვერდითი ჯაჭვის ჰიდროქსილირებით და უმნიშვნელო მეტაბოლიტი, N-2 ტეტრაზოლის გლუკურონიდი.
გამოყოფა
ლოსარტანი
ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კლირენსი, დაახლოებით არის 600მლ/წთ და 50მლ/წთ, შესაბამისად. ლოსარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის თირკმლისმიერი კლირენსი არის 74 მლ/წთ და 26მლ/წთ, შესაბამისად. ლოსარტანის პერორალურად მიღების შემდეგ დოზის დაახლოებით 4% გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით, ხოლო დოზის დაახლოებით 6% გამოიყოფა შარდში აქტიური მეტაბოლიტის სახით. ლოსარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია ლოსარტანის კალიუმის 200მგ-მდე დოზებით.
პერორალური მიღების შემდეგ, ლოსარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაციები მცირდება პოლიექსპონენციალურად, ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდით დაახლოებით 2 საათი და 6-9 საათი, შესაბამისად. დღეში ერთხელ 100მგ დოზით მიღებისას არც ლოსარტანი და არც მისი აქტიური მეტაბოლიტი მნიშვნელოვნად არ აკუმულირდება პლაზმაში.
როგორც ნაღვლით, ასევე შარდით ექსკრეცია ხელს უწყობს ლოსარტანისა და მისი მეტაბოლიტების ელიმინაციას. ადამიანში 14C-მარკირებული ლოსარტანის პერორალური დოზის მიღების შემდეგ რადიოაქტიურობის დაახლოებით 35% აღდგა შარდში და 58% - ფეკალურ მასებში.
ჰიდროქლოროთიაზიდი
ჰიდროქლოროთიაზიდი არ მეტაბოლიზდება, მაგრამ სწრაფად გამოიყოფა თირკმლის საშუალებით. მინიმუმ 24 საათის განმავლობაში პლაზმურ დონეზე დაკვირვებისას, დაფიქსირდა, რომ პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი ვარირებს 5.6 -დან 14.8 საათამდე. პერორალური დოზის არანაკლებ 61 პროცენტი გამოიყოფა უცვლელი სახით 24 საათის განმავლობაში.
მახასიათებლები პაციენტებში
ლოსარტანი-ჰიდროქლოროთიაზიდი
ლოსარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაციები და ჰიდროქლოროთიაზიდის შეწოვა ხანდაზმულ ჰიპერტენზიის მქონე პოპულაციაში მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ახალგაზრდა ჰიპერტენზიის მქონე პოპულაციის მაჩვენებლებისგან.
ლოსარტანი
ალკოჰოლით გამოწვეული ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი ციროზის მქონე პაციენტებში პერორალურად მიღების შემდეგ, ლოსარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციები პლაზმაში 5-ჯერ და 1.7-ჯერ მეტი იყო, შესაბამისად, ვიდრე ახალგაზრდა მოხალისეებში.
ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლოსარტანის AUC იაპონელ და არა იაპონელ ჯანმრთელ მამაკაცებში არ განსხვავდება. ამასთან, კარბოქსილის მჟავას მეტაბოლიტის AUC (E-3174), როგორც ჩანს, განსხვავებულია ორ ჯგუფს შორის, იაპონელ სუბიექტებში დაახლოებით 1.5-ჯერ მეტია, ვიდრე არა-იაპონელ სუბიექტებში. ამ შედეგების კლინიკური მნიშვნელობა ცნობილი არ არის.
არც ლოსარტანი და არც აქტიური მეტაბოლიტი არ გამოიდევნება ჰემოდიალიზით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პროდუქტის მახასიათებლების შემაჯამებელი ანგარიში
სამკურნალო საშუალების დასახელება:
ლოზატენზი H (Lozatenz H) 50 მგ/12.5 მგ შემოგარსული ტაბლეტები
ლოზატენზი HD (Lozatenz HD) 100 მგ/25 მგ შემოგარსული ტაბლეტები
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
ლოზატენზი H 50 მგ/12.5 მგ
თითოეული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 50მგ ლოზარტანის კალიუმი და 12,5მგ ჰიდროქლოროთიაზიდი (HCTZ).
ლოზატენზი HD 100 მგ/25 მგ
თითოეული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 100მგ ლოზარტანის კალიუმი და 25მგ ჰიდროქლოროთიაზიდი (HCTZ).
ლოზატენზი H 50მგ/12.5 მგ: თითოეული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 30მგ ლაქტოზის მონოჰიდრატი.
ლოზატენზი HD100მგ/25მგ: თითოეული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 60მგ ლაქტოზის მონოჰიდრატი.
შემავსებლების სრული ჩამონათვალი იხილეთ პუნქტში 6.1.
წამლის ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები.
ლოზატენზი H 50მგ/12.5 მგ
ყვითელი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული შემოგარსული ტაბლეტები, გამყოფი ჭდით ერთ მხარეს.
ლოზატენზი HD100მგ/25მგ
ყვითელი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული შემოგარსული ტაბლეტები, გამყოფი ჭდით ერთ მხარეს.
კლინიკური მონაცემები
თერაპიული ჩვენებები
ლოზატენზი H და ლოზატენზი HD გამოიყენება ესენციური ჰიპერტენზიის სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადექვატურად არ კონტროლდება მხოლოდ ლოსარტანით ან ჰიდროქლორთიაზიდით.
დოზირება და მიღების წესი
დოზირება
ჰიპერტენზია
ლოსარტანი და ჰიდროქლოროთიაზიდი არ არის განკუთვნილი საწყისი თერაპიის სახით გამოყენებისათვის, არამედ ნაჩვენებია იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომელთა არტერიული წნევა სათანადოდ არ კონტროლდება მხოლოდ ლოსარტანის კალიუმით ან ჰიდროქლოროთიაზიდით.
რეკომენდებულია ცალკეული კომპონენტების (ლოხარტანი და ჰიდროქლოროთიაზიდი) დოზის ტიტრირება.
კლინიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე შეიძლება განიხილებოდეს მონოთერაპიიდან პირდაპირ ფიქსირებულ კომბინაციაზე გადასვლა პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა სათანადოდ ვერ კონტროლდება.
ლოზატენზი H-ის სტანდარტული შემანარჩუნებელი დოზა არის ერთი ტაბლეტი ლოზატენზი H 50მგ/12.5მგ (ლოსარტანი 50 მგ/HCTZ 12,5 მგ) დღეში ერთხელ. პაციენტებისთვის, რომლებიც სათანადოდ არ რეაგირებენ ლოზატენზი H 50მგ/12.5მგ-ზე, დოზა შეიძლება გაიზარდოს და დაინიშნოს ლოზატენზი HD 100 მგ/25 მგ (ლოსარტანი 100 მგ/HCTZ 25 მგ) დღეში ერთხელ. მაქსიმალური დოზაა ერთი ტაბლეტი ლოზატენზი HD 100 მგ/25 მგ დღეში ერთხელ. როგორც წესი, ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მიიღწევა თერაპიის დაწყებიდან სამიდან ოთხ კვირაში. ლოზატენზი HD 100 მგ/ HCTZ 12.5 მგ გამოიყენება აგრეთვე იმ პაციენტებში, რომლებსაც ღებულობდნენ 100 მგ ლოსარტანს და საჭიროებენ არტერიული წნევის დამატებით კონტროლს.
თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე და ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები
პაციენტებში თირკმლის ზომიერი უკმარისობით (ანუ კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ) საწყისი დოზის კორექცია საჭირო არ არის. ლოსარტანისა და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები არ არის რეკომენდებული ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის. ლოსარტანი/ HCTZ ტაბლეტების გამოყენება არ შეიძლება თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (ანუ კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) (იხ. პუნქტი 4.3).
პაციენტები ინტრავასკულარული მოცულობის შემცირებით
ლოსარტანი/ HCTZ ტაბლეტების მიღებამდე უნდა გამოსწორდეს მოცულობის დარღვევა და/ან ნატრიუმის დეფიციტი.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
ლოსარტანი/ HCTZ უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.3.)
ხანდაზმულები
ხანდაზმულებში, როგორც წესი, დოზის კორექცია არ არის საჭირო.
პედიატრიული პოპულაცია
ბავშვები და მოზარდები (<18 წელი)
ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ლოსარტანი/ ჰიდროქლოროთიაზიდი არ უნდა დაინიშნოს ბავშვებსა და მოზარდებში.
მიღების წესი
ლოზატენზი H და ლოზატენზი HD შეიძლება დაინიშნოს სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად (იხ. პუნქტები 4.3, 4.4, 4.5 და 5.1).
ლოზატენზი H და ლოზატენზი HD ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყალთან ერთად.
ლოზატენზი H და ლოზატენზი HD ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ლოსარტანის, სულფონამიდის წარმოებულების (როგორიცაა ჰიდროქლოროთიაზიდი) ან 6.1. პუნქტში მითითებული რომელიმე შემავსებლის მიმართ;
რეზისტენტული ჰიპოკალიემია ან ჰიპერკალციემია;
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა; ქოლესტაზი და სანაღვლე გზების ობსტრუქციული დარღვევები;
რეფრაქტორული ჰიპონატრიემია;
სიმპტომური ჰიპერურიკემია/ პოდაგრა;
ორსულობის მე-2 და მე-3 ტრიმესტრი (იხ. პუნქტები 4.4 და 4.6);
თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევა (მაგ. კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ);
ანურია;
ლოზატენზი H და ლოზატენზი HD გამოყენება ალისკირენის შემცველ პრეპარატებთან ერთად უკუნაჩვენებია პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით ან თირკმელების ფუნქციის დარღვევით (GFR < 60 მლ/წთ/1.73 მ2) (იხ. პუნქტები 4.5 და 5.1).
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
ლოსარტანი
ანგიონევროზული შეშუპება
აუცილებელია იმ პაციენტების მონიტორინგი, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ანგიონევროზული შეშუპება (სახის, ტუჩების, ყელის და/ან ენის შეშუპება) (იხ. პუნქტი 4.8).
ჰიპოტენზია და ინტრავასკულარული მოცულობის შემცირება
სიმპტომური ჰიპოტენზია, განსაკუთრებით პირველი დოზის მიღების შემდეგ, შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომელთაც აღნიშნებათ მოცულობისა და/ან ნატრიუმის დონის შემცირება ინტენსიური დიურეზული თერაპიის, საკვები მარილის შეზღუდვის, დიარეის ან ღებინების გამო. აღნიშნული უნდა გამოსწორდეს ლოზატენზი H და ლოზატენზი HD ტაბლეტების მიღებამდე (იხ. პუნქტები 4.2. და 4.3.).
ელექტროლიტური დისბალანსი
ელექტროლიტური დისბალანსი ხშირია პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით, შაქრიანი დიაბეტით ან მის გარეშე, და ეს უნდა მოგვარდეს. ამიტომ, აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციისა და კრეატინინის კლირენსის მნიშვნელობების მონიტორინგი; განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ გულის უკმარისობა და კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ.
არ არის რეკომენდებული კალიუმის დამზოგველი დიურეზულების, კალიუმის დანამატების, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ან და სხვა მედიკამენტების, რომლებიც ზრდიან შრატში კალიუმის დონეს (მაგალითად, ტრიმეთოპრიმის შემცველი მედიკამენტები), გამოყენება ლოსარტან /ჰიდროქლორთიაზიდთან ერთად (იხ. პუნქტი 4.5).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ფარმაკოკინეტიკური მონაცემების საფუძველზე, რომლებიც მიუთითებენ სისხლის პლაზმაში ლოსარტანის კონცენტრაციის მნიშვნელოვან ზრდაზე ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში, ლოზატენზი H და ლოზატენზი HD სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევა. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში ლოსარტანის თერაპიული გამოცდილება არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ლოზატენზი H და ლოზატენზი HD უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით (იხ. პუნქტები 4.2, 4.3 და 5.2).
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მაინჰიბირებელი ზემოქმედების შედეგად აღინიშნა თირკმლის ფუნქციის ცვლილებები, მათ შორის თირკმლის უკმარისობა (განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთა თირკმლის ფუნქცია დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე, როგორიცაა პაციენტები მძიმე გულის უკმარისობით ან არსებული თირკმლის დისფუნქციით).
როგორც რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი სხვა სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, სისხლში შარდოვანას და შრატში კრეატინინის დონის მატება ასევე აღინიშნა პაციენტებში ორმხრივი თირკმლის არტერიის სტენოზით ან ცალმხრივი თირკმლის არტერიის სტენოზით; თირკმელების ფუნქციის ეს ცვლილებები შეიძლება შექცევადი იყოს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ლოსარტანი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში ორმხრივი თირკმლის არტერიის სტენოზით ან ცალმხრივი თირკმლის არტერიის სტენოზით.
თირკმლის ტრანსპლანტაცია
არ არსებობს პროდუქტის გამოყენების გამოცდილება პაციენტებში, რომელთაც ჩაუტარდათ თირკმლის ტრანსპლანტაცია.
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი
პირველადი ალდოსტერონიზმის მქონე პაციენტები, როგორც წესი, არ რეაგირებენ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებზე, რომლებიც მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ინჰიბირებით. აქედან გამომდინარე, ლოზატენზი H და ლოზატენზი HD ტაბლეტების გამოყენება არ არის რეკომენდებული.
გულის იშემიური დაავადება და ცერებროვასკულური დაავადება
როგორც ყველა ანტიჰიპერტენზიული საშუალების შემთხვევაში, არტერიული წნევის ზედმეტად დაქვეითებამ გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულური იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი.
გულის უკმარისობა
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, თირკმლის ფუნქციის დარღვევით ან მის გარეშე, არსებობს - როგორც რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი სხვა პრეპარატების შემთხვევაში - მძიმე არტერიული ჰიპოტენზიისა და (ხშირად მწვავე) თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი.
აორტისა და მიტრალური სარქველების სტენოზი, ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია.
სხვა ვაზოდილატატორების მსგავსად, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ აორტის ან მიტრალური სტენოზი ან ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია.
ეთნიკური განსხვავებები
ისევე როგორც ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების შემთხვევაში, ლოსარტანისა და სხვა ანგიოტენზინის ანტაგონისტების ჰიპოტენზური ეფექტი ნაკლებად არის გამოხატული შავკანიანებში, არაშავკანიანებთან შედარებით, შესაძლოა, ჰიპერტენზიის მქონე შავკანიან პოპულაციაში რენინის დაბალი დონის უფრო მაღალი გავრცელების გამო.
ორსულობა
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (AIIRA) არ უნდა დაიწყოს ორსულობის დროს. თუ AIIRA თერაპიის გაგრძელება აუცილებელი არ არის, პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ ანტიჰიპერტენზიულ თერაპიაზე, რომელსაც აქვს დადგენილი უსაფრთხოების პროფილი ორსულობის დროს გამოყენებისთვის. ორსულობის დადგენისას, AIIRA -ით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და აუცილებლობის შემთხვევაში უნდა დაიწყოს ალტერნატიული თერაპია (იხ. პუნქტები 4.3 და 4.6).
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა
არსებობს მტკიცებულება, რომ აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის ერთდროული გამოყენება ზრდის არტერიული ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის და თირკმლის ფუნქციის დაქვეითების განვითარების რისკს (თირკმელების ფუნქციის მწვავე დარღვევის ჩათვლით). ამიტომ, არ არის რეკომენდებული რაას-ის ორმაგი ბლოკადა აგფ-ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის ერთობლივი გამოყენება (იხ. პუნქტები 4.5 და 5.1).
თუ ორმაგი ბლოკადის თერაპია აუცილებელია, ეს უნდა გაკეთდეს მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ, რა დროსაც აუცილებელია თირკმლის ფუნქციის, ელექტროლიტების და არტერიული წნევის ხშირი მონიტორინგი. აგფ- ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები არ უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
ჰიდროქლოროთიაზიდი
ჰიპოტენზია და ელექტროლიტების/სითხის დისბალანსი
როგორც ყველა ანტიჰიპერტენზიული თერაპიის შემთხვევაში, ზოგიერთ პაციენტში შეიძლება განვითარდეს სიმპტომური ჰიპოტენზია. აუცილებელია სითხის ან ელექტროლიტური დისბალანსის კლინიკური ნიშნების მონიტორინგი, როგორიცაა მოცულობის შემცირება, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი, ჰიპომაგნიემია ან ჰიპოკალიემია, რომელიც შეიძლება განვითარდეს თანმხლები დიარეის ან ღებინების ფონზე. ასეთ პაციენტებში აუცილებელია პერიოდულად, შესაბამისი ინტერვალებით, სისხლის პლაზმაში ელექტროლიტების შემცველობის კონტროლი. პაციენტებს, რომლებსაც ცხელ ამინდში აქვთ შეშუპეპები, შეიძლება განუვითარდეთ ჰიპონატრიემია (Dilutional hyponatremia).
მეტაბოლური და ენდოკრინული ეფექტები
თიაზიდებით მკურნალობის დროს შეიძლება დაირღვეს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობა. შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური საშუალებების, მათ შორის ინსულინის, დოზის კორექცია (იხ. პუნქტი 4.5). თიაზიდებით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს შაქრიანი დიაბეტი ფარული მიმდინარეობით.
თიაზიდებმა შეიძლება გამოიწვიოს შარდით კალციუმის გამოყოფის შემცირება და შრატში კალციუმის დონის უმნიშვნელო პერიოდული მატება. გამოხატული ჰიპერკალციემია შეიძლება მიუთითებდეს ლატენტურ ჰიპერპარათირეოიდიზმზე. თიაზიდების მიღება უნდა შეწყდეს პარათირეოიდული ჯირკვლების ფუნქციის გამოკვლევის ჩატარებამდე.
ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის მატება შეიძლება დაკავშირებული იყოს თიაზიდური შარდმდენებით მკურნალობასთან.
ზოგიერთ პაციენტში თიაზიდებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერურიკემია და/ან პოდაგრა. ვინაიდან ლოსარტანი ამცირებს შარდმჟავას დონეს, ლოსარტანი ჰიდროქლოროთიაზიდთან ერთად ასუსტებს შარდმდენებით გამოწვეულ ჰიპერურიკემიას.
მხედველობის დარღვევები
ქოროიდული ეფუზია, მწვავე მიოპია და მეორადი დახურულკუთხოვანი გლაუკომა:
სულფანილამიდმა ან სულფანილამიდის წარმოებულებმა შეიძლება გამოიწვიონ თავისებური რეაქცია, რასაც მოჰყვება ქოროიდული ეფუზია მხედველობის არის დეფექტით, გარდამავალი მიოპია და მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა. სიმპტომები მოიცავს მხედველობის სიმახვილის მკვეთრ დაქვეითებას ან თვალის ტკივილს და, როგორც წესი, ვიტარდება პრეპარატის მიღების დაწყებიდან რამდენიმე საათში ან კვირაში. არანამკურნალევმა მწვავე დახურულკუთხოვანმა გლაუკომამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის მუდმივი დაკარგვა. პირველ რიგში, აუცილებელია მედიკამენტების მიღების დაუყონებლივ შეწყვეტა. შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ან ქირურგიული ჩარევა, თუ თვალშიდა წნევის მართვა ვერ მოხერხდა. მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის რისკ-ფაქტორებია სულფონამიდის ან პენიცილინის მიმართ ალერგიის ისტორია.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
თიაზიდები სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ან ღვიძლის პროგრესირებადი დაავადების მქონე პაციენტებში, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ინტრაჰეპატური ქოლესტაზი და ასევე იმის გამო, რომ სითხისა და ელექტროლიტური ბალანსის უმნიშვნელო ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის კომა.
ლოზატენზი H და ლოზატენზი HD უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით (იხ. პუნქტები 4.3 და 5.2).
არამელანომური კანის კიბო
არამელანომური კანის კიბოს (NMSC) [ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა (BCC) და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა (SCC)] განვითარების რისკის ზრდა ჰიდროქლორთიაზიდის (HCTZ) კუმულაციური დოზის ზრდასთან ერთად დაფიქსირდა ორ ეპიდემიოლოგიურ კვლევაში დანიის კიბოს ეროვნულ რეესტრზე დაყრდნობით. HCTZ-ის ფოტომასენსიბილიზირებელი მოქმედება შეიძლება იყოს NMSC-ის განვითარების შესაძლო მექანიზმი.
პაციენტები, რომლებიც იღებენ HCTZ-ს, უნდა იყვნენ ინფორმირებული NMSC-ის რისკის შესახებ, ასევე აუცილებელია მათთვის რეკომენდაციის მიცემა რეგულარულად შეამოწმონ კანი ახალი დაზიანებების არსებობაზე დროულად აცნობონ კანის ნებისმიერი საეჭვო დაზიანების შესახებ. პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია შესაძლო პროფილაქტიკური ზომების შესახებ, როგორიცაა მზის სხივებისა და ულტრაიისფერი სხივების შეზღუდული ზემოქმედება, ხოლო, ზემოქმედების შემთხვევაში, კანის კიბოს რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად ადეკვატური დაცვის შესახებ. კანის საეჭვო დაზიანებების გამოკვლევა უნდა მოხდეს სასწრაფოდ, მათ შორის ბიოფსიის ჰისტოლოგიური კვლევებით. ასევე შეიძლება საჭირო გახდეს HCTZ-ის გამოყენების გადახედვა იმ პაციენტებში, რომლებმაც ადრე გადაიტანეს NMSC (იხილეთ აგრეთვე განყოფილება 4.8).
სხვა
თიაზიდების მიღების ფონზე, შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ან არ აქვთ ალერგია ან ბრონქული ასთმა. თიაზიდებით მკურნალობის ფონზე დაფიქსირებულია სისტემური წითელი მგლურას გამწვავების შემთხვევები.
შემავსებლები:
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებს, გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმით, ლაპ- ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციით, ეს პრეპარატი არ უნდა დაენიშნოთ (იხ. ნაწილი 6.1).
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ლოსარტანი
ფლუკონაზოლის და რიფამპიცინის ერთდროული გამოყენებისას აღინიშნა აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციის შემცირება. ამ ურთიერთქმედების კლინიკური შედეგები არ შეფასებულა.
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების მსგავსად, კალიუმის დამზოგველი დიურეზულების (მაგ., სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის დანამატების ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის დონის მატება. არ არის რეკომენდებული ამ სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენება.
ისევე, როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებით მკურნალობის დროს, რომლებიც გავლენას ახდენენ ნატრიუმის გამოყოფაზე, შესაძლებელია ლითიუმის გამოყოფის შემცირება. შესაბამისად, ლითიუმის მარილების ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებთან ერთად გამოყენებისას, აუცილებელია შრატში ლითიუმის დონის კონტროლი.
ანგიოტენზინ II ანტაგონისტების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (მაგ. სელექციური COX-2 ინჰიბიტორები, აცეტილსალიცილის მჟავა ანთების საწინააღმდეგო დოზებით) და არასელექციური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ანტიჰიპერტენზიული მოქმედების შესუსტება. ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტების ან დიურეზულების და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის გაუარესების, მათ შორის თირკმელების შესაძლო მწვავე უკმარისობის რისკის გაზრდა, აგრეთვე შრატში კალიუმის დონის მატება, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. კომბინირებული მკურნალობა უნდა დაინიშნოს სიფრთხილით, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. კომბინირებული თერაპიის დაწყების შემდეგ და პერიოდულად მკურნალობის დროს უნდა მოხდეს პაციენტების ადეკვატური ჰიდრატაციის უზრუნველყოფა და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი.
თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციური ინჰიბიტორებს, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის შემდგომი გაუარესება. როგორც წესი, ეს ეფექტები შექცევადია.
კლინიკური კვლევების მონაცემები აჩვენებს, რომ აგფ-ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენების გზით რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა ასოცირდება ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების მომატებულ სიხშრესთან, როგორიცაა ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია და თირკმლების ფუნქციის დაქვეითება (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით) ისეთი ერთი სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან შედარებთ, რომელიც გავლენას ახდენს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე (იხ. პუნქტები 4.3, 4.4 და 5.1).
ჰიპოტენზიის გამომწვევი ხვა სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური საშუალებები, ბაკლოფენი, ამიფოსტინი: ამ პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ, რომლებიც არტერიულ წნევას ამცირებენ ძირითადი ან გვერდითი მოქმედების ფარგლებში, შეიძლება გაზარდოს არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი.
ჰიდროქლოროთიაზიდი
ერთდროულად მიღების შემთხვევაში, თიაზიდურ შარდმდენებთან ურთიერთქმედებაში შეიძლება შევიდეს შემდეგი სამკურნალო საშუალებები:
ალკოჰოლი, ბარბიტურატები, ნარკოტიკული საშუალებები ან ანტიდეპრესანტები
შეიძლება გაიზარდოს ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის განვითარების რისკი
ანტიდიაბეტური საშუალებები (პერორალურად მისაღები საშუალებები და ინსულინი)
თიაზიდით მკურნალობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობაზე. შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური საშუალების დოზის კორექტირება. მეტფორმინი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებასთან დაკავშირებული თირკმლის ფუნქციის შესაძლო დარღვევით გამოწვეული ლაქტაციდოზის განვითარების რისკის გამო.
სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები
ადიტიური ეფექტი.
ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლი
ანიონგაცვლითი ფისების არსებობისას ირღვევა ჰიდროქლოროთიაზიდის შეწოვა. ქოლესტირამინის ან ქოლესტიპოლის ერთჯერადი დოზის მიღება იწვევს ჰიდროქლოროთიაზიდის შეკავშირებას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მისი შეწოვის შემცირებას, შესაბამისად, 85 და 43 პროცენტამდე.
კორტიკოსტეროიდები, აკტჰ
შესაძლებელია ელექტროლიტების დეფიციტის გაუარესება, განსაკუთრებით ჰიპოკალიემია.
პრესორული ამინები (მაგ. ადრენალინი)
შესაძლებელია შემცირდეს რეაქცია პრესორულ ამინებზე, მაგრამ არა იმდენად, რომ გამოირიცხოს მათი გამოყენება.
არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტები (მაგ., ტუბოკურარინი)
შესაძლოა გაიზარდოს მგრძნობელობა მიორელაქსანტის მიმართ.
ლითიუმი
დიურეზული საშუალებები ამცირებენ ლითიუმის თირკმლისმიერ კლირენსს და ზრდიან ლითიუმის ტოქსიკურობის რისკს; არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება.
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ (პრობენეციდი, სულფინპირაზონი და ალოპურინოლი)
შეიძლება საჭირო გახდეს ურიკოზურიული მედიკამენტების დოზის კორექცია, რადგან ჰიდროქლოროთიაზიდმა შეიძლება გაზარდოს შრატში შარდმჟავას დონე. შესაძლოა საჭირო გახდეს პრობენეციდის ან სულფინპირაზონის დოზის გაზრდა. თიაზიდებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ალოპურინოლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების სიხშირე.
ანტიქოლინერგული საშუალებები (მაგ., ატროპინი, ბიპერიდენი)
თიაზიდური ტიპის დიურეზულების ბიოშეღწევადობის გაზრდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის და კუჭის დაცლის სიჩქარის შემცირების ხარჯზე.
ციტოტოქსიური აგენტები (მაგ., ციკლოფოსფამიდი, მეტოტრექსატი)
თიაზიდებმა შეიძლება შეამცირონ ციტოტოქსიკური საშუალებების თირკმლისმიერი ექსკრეცია და გაზარდონ მათი მიელოსუპრესიული ეფექტი.
სალიცილატები
სალიცილატების მაღალი დოზებით გამოყენების შემთხვევაში ჰიდროქლოროთიაზიდმა შეიძლება გაზარდოს სალიცილატების ტოქსიკური მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
მეთილდოპა
არსებობს ინფორმაცია ჰემოლიზური ანემიის განვითარების ცალკეული შემთხვევების შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ჰიდროქლოროთიაზიდს და მეთილდოპას.
ციკლოსპორინი
ციკლოსპორინთან ერთად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გაზარდოს ჰიპერურიკემიისა და პოდაგრის მსგავსი გართულებების რისკი.
საგულე გლიკოზიდები
თიაზიდებით გამოწვეულმა ჰიპოკალიემიამ ან ჰიპომაგნიემიამ შეიძლება ხელი შეუწყოს საგულე გლიკოზიდებით გამოწვეული არითმიების განვითარებას.
სამკურნალო საშუალებები, რომელთა ეფექტზე გავლენას ახდენს სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის ცვლილებები
რეკომენდებულია პერიოდულად შრატში კალიუმის შემცველობის და ეკგ-ს მონიტორინგის ჩატარება ლოსარტანი/ჰიდროქლორითიაზიდის გამოყენებისას ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებზეც გავლენას ახდენს შრატში კალიუმის შემცველობის ცვლილებები (მაგალითად, საგულე გლიკოზიდები და ანტიარითმიული საშუალებები) და შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან (ზოგიერთი ანტიარითმული საშუალებების ჩათვლით) ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს torsades de pointes (პარკუჭოვანი ტაქიკარდია), ჰიპოკალემია, რომელიც არის შემდეგი torsades de pointes (პარკუჭოვანი ტაქიკარდია) განვითარების განმაპირობებელი ფაქტორი:
Ia კლასის ანტიარითმიული საშუალებები (მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი).
III კლასის ანტიარითმიული საშუალებები (მაგალითად, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი).
ზოგიერთი ნეიროლეპტიკი (მაგალითად, თიორიდაზინი, ქლორპრომაზინი, ლევომეპრომაზინი, ტრიფლუოპერაზინი, ციამემაზინი, სულპირიდი, სულტოპრიდი, ამსულპრიდი, ტიაპრიდი, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლი).
სხვა საშუალებები (მაგალითად, ბეპრიდილი, ციზაპრიდი, დიფემანილი, ი/ვ ერითრომიცინი, ჰალოფანტრინი, მიზოლასტინი, პენტამიდინი, ტერფენადინი, ი/ვ ვინკამინი).
კალციუმის მარილები
თიაზიდურ დიურეტიკებს შეუძლიათ სისხლის პლაზმაში კალციუმის კონცენტრაციის გაზრდა თირკმელებით კალციუმის გამოყოფის შემცირების ხარჯზე. კალციუმის დანამატების დანიშვნის დროს აუცილებელია შრატში კალციუმის დონის კონტროლი და, შესაბამისად, კალციუმის დანამატების დოზის კორექტირება.
გავლენა ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე
კალციუმის მეტაბოლიზმზე ზემოქმედების გამო, თიაზიდებს შეუძლიათ პარათიროიდული ჯირკვლების ფუნქციის კვლევის ანალიზების შედეგების შეცვლა (იხ. პუნქტი 4.4.).
კარბამაზეპინი
არსებობს სიმპტომური ჰიპონატრიემიის განვითარების რისკი. აუცილებელია კლინიკური და ბიოლოგიური მონიტორინგის ჩატარება.
იოდის შემცველი კონტრასტული აგენტები
შარდმდენების გამოყენებით გამოწვეული დეჰიდრატაციის შემთხვევაში, იზრდება თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების რისკი, განსაკუთრებით იოდის პრეპარატების მაღალი დოზებით მიღებისას. მათ შეყვანამდე აუცილებელია პაციენტების რეჰიდრატაცია.
ამფოტერიცინი B (პარენტერალურად), კორტიკოსტეროიდები, აკტჰ, ნაწლავის პერისტალტიკის მასტიმულირებელი საშუალებები ან გლიცირიზინი (შეიცავს ძირტკბილა)
ჰიდროქლოროთიაზიდმა შეიძლება გამოიწვიოს ელექტროლიტების დეფიციტის განსაკუთრებით ჰიპოკალიემიის განვითარება.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (AIIRA):
AIIRA-ების გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში (იხ. პუნქტი 4.4).
AIIRA-ების მიღება უკუნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში (იხ. პუნქტები 4.3 და 4.4).
ეპიდემიოლოგიური მონაცემები ერთმნიშვნელოვნად არ მიუთითებენ ტერატოგენული მოქმედების რისკზე ორსულობის პირველ ტრიმესტრში აგფ ინფიბიტორებით მკურნალობისას; თუმცა არ არის გამორიცხული ასეთი რისკის უმნიშვნელო გაზრდა. მიუხედავად იმისა რომ, არ მოიპოვება კონტროლირებადი ეპიდემიოლოგიური მონაცემები ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების (AIIRA) მიღების რისკთან დაკავშირებით, არ არის გამორიცხული, რომ ამ კლასის პრეპარატისთვის არსებობდეს მსგავსი რისკები. თუ AIIRA-ების მიღება არ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, მაშინ პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულებას, უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატზე, რომლის უსაფრთხოების პროფილიც კარგად არის შესწავლილი ორსულებში. ორსულობის დადასტურებისთანავე, დაუყოვნებლივ, უნდა შეწყდეს AIIRA-ების გამოყენება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს ალტერნატიული თერაპია.
ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში AIIRA-ებით თერაპია იწვევს ფეტოტოქსიკურობას ადამიანებში (თირკმლის ფუნქციის გაუარესება, ოლიგოჰიდრამნიოზი, თავის ქალის ოსიფიკაციის შეფერხება) და ახდენს ტოქსიკურ ზემოქმედებას ახალშობილებზე (თირკმლის უკმარისობა, ჰიპოტენზია, ჰიპერკალემია) (იხ. პუნქტი 5.3).
თუ AIIRA-ების მიღება ხდებოდა ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან, რეკომენდებულია ნაყოფის თავის ქალის და თირკმლის ფუნქციის ურტრაბგერითი შეფასება.
ახალშობილები, რომელთა დედები ღებულობდნენ AIIRA-ებს, უნდა იყვნენ დაკვირვების ქვეშ ჰიპოტენზიის განვითარების რისკის გამო (იხ. პუნქტები 4.3 და 4.4).
ჰიდროქლოროთიაზიდი:
ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენების გამოცდილება ორსულ ქალებში, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არასაკმარისია.
ჰიდროქლოროთიაზიდი აღწევს პლაცენტაში. ჰიდროქლოროთიაზიდის მოქმედების მექანიზმის ფარმაკოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისმა მიღებამ ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში შეიძლება გააუარესოს ფეტოპლაცენტური სისხლის მიმოქცევა და გამოიწვიოს ისეთი ეფექტები, როგორიცაა: სიყვითლე, ელექტეროლიტური ბალანსის დარღვევა და თრომბოციტოპენია ნაყოფსა და ახალშობილში.
ჰიდროქლორითიაზიდის დანიშვნა არ შეიძლება გესტაციური შეშუპების, გესტაციური ჰიპერტენზიის ან პრეეკლამპსიის სამკურნალოდ, ვინაიდიან შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმის მოცულობის შემცირებისა და პლაცენტის ჰიპოპერფუზიის რისკი, დაავადების მიმდინარეობაზე სასარგებლო ეფექტის გარეშე.
ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულებში ესენციური ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, როდესაც შეუძლებელია ალტერნატიული თერაპიის დაწყება.
ძუძუთი კვება
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (AIIRA):
ვინაიდან არ მოიპოვება ინფორმაცია ლოზატენზი H-ისა და ლოზატენზი HD-ის გამოყენების შესახებ ლაქტაციის პერიოდში, ამიტომ ლოზატენზი H-ისა და ლოზატენზი HD-ის მიღება არ არის რეკომენდებული ამ პერიოდში და რეკომედებულია ალტერნატიული მკურნალობის დაწყება, რომელსაც აქვს უკეთ დადგენილი უსაფრთხოების პროფილი, განსაკუთრებით ახალშობილებთან და დღენაკლულ ბავშვებთან მიმართებაში.
ჰიდროქლორთიაზიდი:
ჰიდროქლოროთიაზიდი მცირე ოდენობით გამოიყოფა ადამიანის რძეში. თიაზიდურმა საშუალებებმა მაღალი დოზებით შეიძლება გამოიწვიოს დიურეზის გაზრდა და რძის წარმოქმნის დათრგუნვა. ლოზატენზი H-ისა და ლოზატენზი HD-ის გამოყენება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში. ლაქტაციის პერიოდში ლოზატენზი H-ისა და ლოზატენზი HD-ის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს ყველაზე დაბალი შესაძლო დოზა.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე
სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე გავლენის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა.
თუმცა, სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის დროს აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ანტიჰიპერტენზიული თერაპიის დროს, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე ან დოზის გაზრდის დროს, ზოგჯერ შემთხევვაში შეიძლება განვითარდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა ან ძილიანობა.
არასასურველი გვერდითი ეფექტები
ქვემოთ მოცემული გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება, საჭიროებიდან გამომდინარე, ორგანოთა სისტემის კლასისა და განვითარების სიხშირის მიხედვით, შემდეგი მაჩვენებლების შესაბამისად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1,000 - <1/100); იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10, 000); უცნობი სიხშირის (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).
ლოსარტანის კალიუმის მარილის და ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებით ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში არ აღინიშნებოდა რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც დამახასიათებელი იყო ამ კომბინაციის ნივთიერებებისთვის. გვერდითი მოვლენები შემოიფარგლება მხოლოდ იმ მოვლენებით, რომელიც მანამდე აღინიშნებოდა ლოსარტანის კალიუმის მარილის და/ან ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებისას.
ესენციური ჰიპერტენზიის კონტროლირებადი კლინიკური კვლევებისას გამოვლინდა ნივთიერებასთან დაკავშირებული ერთადერთი გვერდითი მოვლენა - თავბრუსხვევა, რომელიც უფრო მეტი სიხშირით ვლინდებოდა ვიდრე პლაცებოს შემთხვევაში, ლოსარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის მიმღები 1% ან მეტ პაციენტში.
ამ მოვლენების გარდა, პროდუქტის ბაზარზე გამოტანის შემდეგ დაფიქსირდა სხვა გვერდითი რეაქციები, კერძოდ:
ორგანოთა სისტემა
გვერდითი რეაქცია
სიხშირე
ჰეპატობილიარული დარღვევები
ჰეპატიტი
იშვიათი
კვლევები
ჰიპერკალემია, ალანინამინტრანსფერაზას (ALT) დონის მომატება
იშვიათი
გვერდითი რეაქციები, რომლებიც გამოვლინდა ერთ-ერთი კომპონენტთან დაკავშირებით და შეიძლება იყოს პოტენციური გვერდითი რეაქციები ლოსარტან კალიუმის /ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებისას:
ლოსარტანი:
ლოსარტანთან დაკავშირებით გამოვლინდა შემდეგი გვერდითი რეაქციები კლინიკური კვლევებისას და ბაზარზე გამოტანის შემდეგ:
ორგანოთა სისტემა
გვერდითი რეაქცია
სიხშირე
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ანემია, ჰენოხ-შონლეინის პურპურა, ეკქიმოზი, ჰემოლიზი
არახშირი
თრომბოციტოპენია
უცნობი
დარღვევები გულის მხრივ
ჰიპოტენზია, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, სტერნალგია, სტენოკარდია, II-AV ხარისხის ბლოკადა, ცერებროვასკულური მოვლენა, მიოკარდიუმის ინფარქტი, პალპიტაცია, არითმიები (წინაგულების ფიბრილაციები, სინუსური ბრადიკარდია, ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ფიბრილაცია)
არახშირი
დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ
ვერტიგო, ტინიტუსი
არახშირი
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
მხედველობის დაბინდვა, წვის/ჩხვლეტის შეგრძნება თვალებში, კონიუნქტივიტი, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება
არახშირი
გასტროინტესტინალური დარღვევები
ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, დიარეა, დისპეფსია
ხშირი
ყაბზობა, კბილის ტკივილი, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი,
გასტრიტი, ღებინება, ძლიერი ყაბზობა
არახშირი
პანკრეატიტი
უცნობი
ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები
ასთენია, დაღლილობა, ტკივილი გულმკერდის არეში
ხშირი
სახის შეშუპება, შეშუპება, ცხელება
არახშირი
გრიპის მსგავსი სიმპტომები, სისუსტე
უცნობი
ჰეპატობილიარული დარღვევები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები
უცნობი
იმუნური სისტემის დარღვევები
მომატებული მგრძნობელობა: ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება ხორხისა და ყიის შეშუპების ჩათვლით, რაც იწვევს სასუნთქი გზების ობსტრუქციას და /ან სახის, ტუჩების, ხახის და/ან ენის შეშუპებას; ზოგიერთ ამ პაციენტში ანგიონევროზული შეშუპება ადრე აღინიშნა სხვა მედიკამენტების, მათ შორის აგფ ინჰიბიტორების მიღებისას;
იშვიათი
მეტაბოლური და კვებითი დარღვევები
ანორექსია, პოდაგრა
არახშირი
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი
ქსოვილის მხრივ
კუნთების სპაზმი, ზურგის ტკივილი, ფეხის ტკივილი, მიალგია
ხშირი
მკლავის ტკივილი, სახსრების შეშუპება, მუხლის ტკივილი, ძვალ-კუნთოვანი სისტემის ტკივილი, მხრების ტკივილი, რიგიდულობა, ართრალგია, ართრიტი, კოქსალგია, ფიბრომიალგია, კუნთების სისუსტე
არახშირი
რაბდომიოლიზი
უცნობი
ნერვული სისტემის დარღვევები
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
ხშირი
ნერვოზულობა, პარესთეზია, პერიფერიული ნეიროპათია, ტრემორი, შაკიკი, სინკოპე
არახშირი
დისგევზია
უცნობი
ფსიქიკური დარღვევები
უძილობა
ხშირი
შფოთვა, შფოთვითი აშლილობა, პანიკური აშლილობა, დაბნეულობა, დეპრესია, პათოლოგიური სიზმრები, ძილის დარღვევა, ძილიანობა, მეხსიერების დაქვეითება
არახშირი
დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ
თირკმლების ფუნქციის დარღვევა, თირკმლების უკმარისობა
ხშირი
ნოქტურია, ხშირი შარდვა, საშარდე გზების ინფექცია
არახშირი
დარღვევები
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ
ლიბიდოს შემცირება, ერექციული დისფუნქცია/ იმპოტენცია
არახშირი
რესპირატორული სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის მხრივი დარღვევები
ხველა, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ცხვირის გაჭედვა,
სინუსიტი, სინუსური დარღვევები
ხშირი
ფარინგეალური დისკომფორტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, დისპნოე, ბრონქიტი, ეპისტაქსია, რინიტი, სასუნთქი გზების დახშობა
არახშირი
დარღვევები კანისა და
კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ალოპეცია, დერმატიტი, კანის სიმშრალე, ერითემა, სისხლის მოწოლა, ფოტომგრძნობელობა, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ოფლიანობა
არახშირი
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
ვასკულიტი
არახშირი
დოზასთან დაკავშირებული ორთოსტატიკური ეფექტები
უცნობი
კვლევები
ჰიპერკალემია, ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის უმნიშნველო შემცირება, ჰიპოგლიკემია
ხშირი
შარდოვანას და შრატისმიერი კრეატინინის დონის უმნიშნველო მომატება
არახშირი
ღვიძლის ფერმენტების და ბილირუბინის დონის მომატება
ძალიან იშვიათი
ჰიპონატრიემია
უცნობი
ჰიდროქლოროთიაზიდი
ორგანოთა სისტემა
გვერდითი რეაქცია
სიხშირე
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
აგრანულოციტოზი, აპლასტიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია, პურპურა, თრომბოციტოპენია
არახშირი
იმუნური სისტემის დარღვევები
ანაფილაქსიური რეაქცია
იშვიათი
მეტაბოლური და კვებითი დარღვევები
ანორექსია, ჰიპერგლიკემია, ჰიპერურიკემია, ჰიპოკალემია, ჰიპონატრიემია
არახშირი
ფსიქიკური დარღვევები
უძილობა
არახშირი
ნერვული სისტემის დარღვევები
ცეფალგია
ხშირი
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
მხედველობის გარდამავალი დაბინდვა, ქსანტოფსია
არახშირი
ქოროიდული ეფუზია, მწვავე მიოპია, მწავვე დახურულკუთხოვანი გლაუკომა
უცნობი
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
ნეკროზული ანგიიტი (ვასკულიტი, კანის ვასკულიტი)
არახშირი
რესპირატორული სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის მხრივი დარღვევები
რესპირატორული დისტრესი პნევმონიტისა და ფილტვის შეშუპების ჩათვლით
არახშირი
გასტროინტესტინალური დარღვევები
სიალოადენიტი, სპაზმები, კუჭის გაღიზიანება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა
არახშირი
ჰეპატობილიარული დარღვევები
სიყვითლე (ღვიძლშიდა ქოლესტაზი), პანკრეატიტი
არახშირი
დარღვევები კანისა და
კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ფოტომგრძნობელობა, ჭინჭრის ციება, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი
არახშირი
წითელი მგლურა
უცნობი
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
კუნთის სპაზმები
არახშირი
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუდგენელი ახალწარმონაქმნები (მათ შორის კისტები და პოლიპები)
არამელანომური კანის კიბო (ბაზალური უჯრედების კარცინომა და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა)
უცნობი
დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ
გლიკოზურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის დისფუნქცია, თირკმლის უკმარისობა
არახშირი
ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები
ცხელება, თავბრუსხვევა
არახშირი
შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა
არამელანომური კანის კიბო: ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემების თანახმად, გამოვლინდა კავშირი HCTZ-ს კუმულაციურ დოზადამოკიდებულებასა და NMSC-ს შორის (იხილეთ პუნქტები 4.4 და 5.1).
შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ
სამედიცინო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ შეტყობინებას საეჭვო უკურეაქციების შესახებ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი მეშვეობით შესაძლებელია სამედიცინო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგი. ჯანდაცვის სპეციალისტებს ვთხოვთ, მოგვაწოდონ ინფორმაცია საეჭვო უკურეაქციების შესახებ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით.
დოზის გადაჭარბება
არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია ლოზატენზი H-ისა და ლოზატენზი HD-ის დოზის გადაჭარბების მკურნალობის შესახებ. ზედოზირების სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა სიმპტომური მკურნალობა. ლოზატენზი H-ითა და ლოზატენზი HD-ით მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტზე უნდა განხორციელდეს დაკვირვება. მისაღები ზომები მოიცავს ღებინების გამოწვევას, თუ მიღება ახლახანს მოხდა, აგრეთვე დეჰიდრატაციის, ელექტროლიტური დისბალანსის, ღვიძლის კომისა და ჰიპოტენზიის მკურნალობას დადგენილი პროცედურებით.
ლოსარტანი
შეზღუდულია მონაცემები ადამიანებში დოზის გადაჭარბების შესახებ. დოზის გადაჭარბების ყველაზე სავარაუდო გამოვლინება იქნება არტერიული ჰიპოტენზია და ტაქიკარდია; ბრადიკარდია შეიძლება განვითარდეს პარასიმპათიკური (ვაგალური) სტიმულაციით. სიმპტომატური ჰიპოტენზიის შემთხევვაში უნდა ჩატარდეს დამხმარე მკურნალობა.
არც ლოსარტანი და არც აქტიური მეტაბოლიტი არ გამოიდევნება ჰემოდიალიზით.
ჰიდროქლოროთიაზიდი
ყველაზე ხშირად გამოვლენილი ნიშნები და სიმპტომები გამოწვეულია ელექტროლიტების დაკარგვით (ჰიპოკალემია, ჰიპოქლორემია, ჰიპონატრიემია) და და ჭარბი დიურეზის შედეგად გამოწვეული დეჰიდრატაციით. თუ ასევე მიღებულია საგულე გლიკოზიდები, ჰიპოკალემიამ შეიძლება გაამწვაოს გულის არითმია.
ჰემოდიალიზით ჰიდროქლორთიაზიდის გამოდევნის ხარისხი დადგენილი არ არის.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები და შარდმდენები, ათქ კოდი: C09DA01
ლოსარტან-ჰიდროქლორთიაზიდი
დადგენილია, რომ ლოზატენზი H-ისა და ლოზატენზი HD-ის კომპონენტებს აქვთ არტერიული წნევის დამწევი ადიტიური ეფექტი; არტერიულ წნევას ერთად ამცირებენ უკეთ, ვიდრე მხოლოდ ერთი რომელიმე კომპონენტი. ითვლება, რომ ეს ეფექტი არის ორივე კომპონენტის ურთიერთშემავსებელი მოქმედების შედეგი. გარდა ამისა, მისი დიურეზული მოქმედების შედეგად, ჰიდროქლოროთიაზიდი ზრდის პლაზმური რენინის აქტივობას, ზრდის ალდოსტერონის სეკრეციას, ამცირებს შრატში კალიუმის დონეს და ზრდის ანგიოტენზინ II-ის დონეს. ლოსარტანის მიღება ბლოკავს ანგიოტენზინ II-ის ყველა ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვან მოქმედებას და ალდოსტერონის ინჰიბირების საშუალებით შეამციროს დიურეზული საშუალებების მიღებით გამოწვეული კალიუმის კარგვა.
დადგენილია, რომ ლოსარტანს აქვს მსუბუქი და გარდამავალი ურიკოზირული ეფექტი. დადგენილია, რომ ჰიდროქლოროთიაზიდი იწვევს შარდმჟავას დონის უმნიშვნელო მატებას; ლოსარტანისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაცია იწვევს დიურეტიკებით გამოწვეული ჰიპერურიკემიის შესუსტებას.
ლოზატენზი H-ისა და ლოზატენზი HD-ის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში. მინიმუმ ერთწლიანი ხანგრძლივობის კლინიკურ კვლევებში, ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შენარჩუნდა თერაპიის გაგრძელებით. არტერიული წნევის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, ლოზატენზი H-ისა და ლოზატენზი HD-ის მიღებამ არ მოახდინა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა გულის რითმზე. კლინიკურ კვლევებში, ლოსარტანის 50მგ/ ჰიდროქლოროთიაზიდის 12,5მგ დოზით მიღებისას 12 კვირიანი თერაპიის შემდეგ, დიასტოლური წნევა მჯდომარე პოზიციაში შემცირდა საშუალოდ 13.2 მმ.ვწყ.სვ-მდე.
ლოზატენზი H და ლოზატენზი HD ეფექტურია არტერიული წნევის შესამცირებლად მამაკაცებსა და ქალებში, შავკანიანებსა და არაშავკანიანებში და ახალგაზრდა (<65 წელზე მეტი) და ხანდაზმულ (≥65 წელზე მეტი) პაციენტებში და ეფექტურია ჰიპერტენზიის ყველა ხარისხის დროს.
ლოსარტანი
ლოსარტანი არის სინთეზურად წარმოებული პერორალური ანგიოტენზინ II რეცეპტორის (ტიპი AT1) ანტაგონისტი. ანგიოტენზინ II, ძლიერი ვაზოკონსტრიქტორი, არის რენინ-ანგიოტენზინის სისტემის მთავარი აქტიური ჰორმონი და ჰიპერტენზიის პათოფიზიოლოგიის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი. ანგიოტენზინ II უკავშირდება AT1 რეცეპტორს, რომელიც გვხვდება ბევრ ქსოვილში (მაგ., სისხლძარღვების გლუვ კუნთებში, თირკმელზედა ჯირკვალში, თირკმელებში და გულში) და იწვევს რამდენიმე მნიშვნელოვან ბიოლოგიურ მოქმედებას, მათ შორის ვაზოკონსტრიქციას და ალდოსტერონის გამოთავისუფლებას. ანგიოტენზინ II ასევე ასტიმულირებს გლუვი კუნთების უჯრედების პროლიფერაციას.
ლოსარტანი შერჩევით ბლოკავს AT1 რეცეპტორს. In vitro და in vivo კვლევებით, ლოსარტანი და მისი ფარმაკოლოგიურად აქტიური კარბოქსილის მჟავას მეტაბოლიტი E-3174 ბლოკავს ანგიოტენზინ II-ის ყველა ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვან მოქმედებას, მისი წარმოქმნის წყაროს ან სინთეზის გზის მიუხედავად.
ლოსარტანს არ გააჩნია აგონისტური ეფექტი და არ ბლოკავს სხვა ჰორმონალურ რეცეპტორებს ან იონურ არხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის რეგულირებისთვის. გარდა ამისა, ლოსარტანი არ აინჰიბირებს აგფ-ს (კინინაზა II), ფერმენტს, რომელიც ამცირებს ბრადიკინინს. შესაბამისად, ბრადიკინინით გამოწვეული გვერდითი მოვლენების ზრდა არ შეიმჩნევა.
ლოსარტანის მიღებისას, ანგიოტენზინ II-ის უარყოფითი უკუკავშირის მოშორება რენინის სეკრეციიდან იწვევს პლაზმური რენინის აქტივობის (PRA) გაზრდას. PRA-ს მომატება იწვევს პლაზმაში ანგიოტენზინ II-ის მატებას. ამ ზრდის მიუხედავად, შენარჩუნებულია ანტიჰიპერტენზიული მოქმედება და პლაზმაში ალდოსტერონის კონცენტრაციის დათრგუნვა, რაც მიუთითებს ანგიოტენზინ II რეცეპტორების ეფექტურ ბლოკადაზე. ლოსარტანის მიღების შეწყვეტის შემდეგ, PRA და ანგიოტენზინ II მაჩვენებლები 3 დღის განმავლობაში ეცემა საბაზისო მაჩვენებლებამდე.
როგორც ლოზარტანს ასევე, მის ძირითად აქტიურ მეტაბოლიტს გაცილებით მეტი აფინობა აქვთ AT1 რეცეპტორის მიმართ, ვიდრე AT2 რეცეპტორის მიმართ. აქტიური მეტაბოლიტი 10-40-ჯერ უფრო აქტიურია ვიდრე ლოსარტანი სხეულის წონის მიხედვით.
ხველის სიხშირის შეფასების მიზნით ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ხველის სიხშირე იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლოსარტანს ან ჰიდროქლორთიაზიდს, იყო მსგავსი და მნიშვნელოვნად ნაკლები, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ აგფ ინჰიბიტორით. გარდა ამისა, 4131 პაციენტის მონაწილეობით ჩატარებული 16 ორმაგი ბრმა კლინიკური კვლევის საერთო ანალიზის დროს, სპონტანური ხველის სიხშირე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ლოსარტანით, მსგავსი იყო (3.1%) იმ პაციენტებში დაფიქსირებული სიხშირისა, რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი (2.6%) ან ჰიდროქლოროთიაზიდით (4.1%), მაშინ, როცა აგფ ინჰიბიტორების მიღებისას სიხშირემ შეადგინა 8.8%.
არადიაბეტური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ პროტეინურია, ლოსარტანის კალიუმის მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს პროტეინურიას, ალბუმინის და IgG-ის ფრაქციულ გამოყოფას. ლოსარტანი ინარჩუნებს გორგლისებური ფილტრაციის სიჩქარეს და ამცირებს ფილტრაციის ფრაქციას. ზოგადად, ლოსარტანი იწვევს შრატში შარდმჟავას (ჩვეულებრივ <0.4მგ/დლ) შემცირებას, რაც მუდმივი იყო ქრონიკული თერაპიის დროს.
ლოსარტანი არ ახდენს გავლენას ავტონომიურ რეფლექსებზე და არ აქვს მდგრადი ეფექტი პლაზმურ ნორეპინეფრინზე.
მარცხენა პარკუჭის უკმარისობის მქონე პაციენტებში ლოსარტანის 25 მგ და 50 მგ დოზებმა გამოიწვია დადებითი ჰემოდინამიკური და ნეიროჰორმონალურ ეფექტები, რომლებიც ხასიათდებოდა გულის ინდექსის მატებით და ფილტვის გამჭედავი წნევის დაქვეითებით, სისტემური სისხლძარღვოვანი რეზისტენტობით, საშუალო სისტემური არტერიული წნევით და გულისცემით და ალდოსტერონისა და ნორეპინეფრინის შემცირებით ცირკულირებად დონეზე, შესაბამისად. ჰიპოტენზიის განვითარება გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში დაკავშირებული იყო დოზასთან.
ჰიპერტენზიის კვლევები
კონტროლირებადი კლინიკური კვლევებისას, ლოსარტანის დღეში ერთხელ მიღებამ მსუბუქი და ზომიერი ესენციური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში გამოიწვია სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება. არტერიული წნევის მაჩვენებლებმა დოზის მიღებიდან 24 საათის შემდეგ, დოზის მიღებიდან 5-6 საათის შემდეგ მაჩვენებელთან შედარებით, აჩვენა არტერიული წნევის შემცირება 24 საათის განმავლობაში; შენარჩუნებული იყო ბუნებრივი დღიური რითმი. დოზირების ინტერვალის ბოლოს არტერიული წნევის შემცირება შეადგენდა ეფექტის 70-80%-ს, დოზის მიღებიდან 5-6 საათის შემდეგ.
ლოსარტანის მიღების შეწყვეტამ ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში არ გამოიწვია არტერიული წნევის მკვეთრი ზრდა (უკუეფექტი). არტერიული წნევის შესამჩნევი შემცირების მიუხედავად, ლოსარტანი კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს გულისცემის მაჩვენებელზე.
ლოსარტანი თანაბრად ეფექტურია მამაკაცებსა და ქალებში, ახალგაზრდა (65 წლამდე ასაკის) და ხანდაზმულ ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში.
LIFE კვლევა
ლოსარტანის გამოყენებით მოსალოდნელი შედეგის შემცირების მიზნით (LIFE), ჩატარდა რანდომიზებული, სამმაგი ბრმა, აქტიურად კონტროლირებადი კვლევა 9193 ჰიპერტენზიის მქონე პაციენტის მონაწილეობით, რომელთა ასაკი იყო 55-დან 80 წლამდე და ჰქონდათ ეკგ-ით დადასტურებული მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია. პაციენტები რანდომიზირდნენ დღეში ერთხელ 50მგ ლოსარტანის ან დღეში ერთხელ 50მგ ატენოლოლის მიმღებ ჯგუფებად. თუ ვერ ხერხდებოდა არტერიული წნევის სამიზნე მაჩვენებლების (<140/90 მმ.ვწყ.სვ) მიღწევა, ჯერ ემატებოდა ჰიდროქლორთიაზიდი (12.5 მგ), ხოლო საჭიროების შემთხვევაში, შემდეგ ლოსარტანის ან ატენოლოლის დოზა იზრდებოდა 100 მგ-მდე დღეში ერთხელ. არტერიული წნევის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ემატებოდა სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, გარდა აგფ ინჰიბიტორებისა, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები ან ბეტა-ბლოკატორები.
დაკვირვების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 4.8 წელს.
პირველადი შედეგი იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და სიკვდილიანობის კომბინაცია, რომელიც იზომებოდა გულსისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული გარდაცვალების, ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის კომბინირებული შემთხვევების შემცირებით. ორივე ჯგუფში არტერიული წნევა მნიშვნელოვნად შემცირდა ანალოგიურ დონემდე. ლოსარტანით მკურნალობამ გამოიწვია რისკის შემცირება 13.0%-ით (p=0.021, 95% ნდობის ინტერვალი 0.77-0.98) ატენოლოლთან შედარებით იმ პაციენტებში, რომლებმაც მიაღწიეს პირველადი კომბინაციის შედეგს. აღნიშნული ძირითადად უკავშირდებოდა ინსულტის სიხშირის შემცირებას. ლოსარტანით მკურნალობამ 25%-ით შეამცირა ინსულტის რისკი, ატენოლოლთან შედარებით (p = 0.001 95% ნდობის ინტერვალი 0.63-0.89). სამკურნალო ჯგუფებს შორის არ იყო მნიშვნელოვანი განსხვავება გულსისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული გარდაცვალებისა და მიოკარდიუმის ინფარქტის მაჩვენებლების თვალსაზრისით.
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა
ორი დიდი, რანდომიზებული, კონტროლირებადი კვლევისას -ONTARGET (ONgoing Telmisartan Alone and in combination with Ramipril Global Endpoint Trail) და VA NEPHRON-D (The Veterans Affairs Nephropaty in Diabetes) - შესწავლილ იქნა აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების კომბინაციაში გამოყენება.
ONTARGET კვლევაში მონაწილეობას ღებულობდნენ პაციენტები, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებოდათ გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულარული დაავადებები, აღენიშნებოდათ შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, ორგანოების გამოხატული დაზიანებით. VA NEPHRON-D კვლევაში მონაწილეობდნენ პაციენტები, რომელთაც აღენიშნებოდათ შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, და დიაბეტური ნეფროპათია.
აღნიშნულმა კვლევებმა არ გამოავლინა მნიშვნელოვანი სასარგებლო ეფექტი კლინიკურ შედეგებზე თირკმელების და/ან გულ-სისხლძარღვთა სისტემების ან ლეტარული შედეგის თვალსაზრისით, ხოლო, მონოთერაპიასთან შედარებით, დაფიქსირდა ჰიპერკალემიის, თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევის და/ან ჰიპოტენზიის მომატებული რისკი. მათი მსგავსი ფარმაკოდინამიკური თვისებების გათვალისწინებით, ეს შედეგები ვრცელდება სხვა აგფ ინჰიბიტორებსა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებზეც.
აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ერთდროული გამოყენება არ შეიძლება დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
ALTITUDE კვლევა (Aliskiren Trial in Type 2 Dibetes Using Cardiovascular and Renal Disease Endpoints) იკვლევდა აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების სტანდარტულ თერაპიაში ალისკირინის დამატების სარგებელს იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, თირკმელების ქრონიკული დაავადებებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ან დაავადებების ორივე ტიპი. გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკის გამო, კვლევა ვადამდე ადრე შეწყდა. გულსისხლძარღვთა ან ინსულტის მიზეზით ლეტალური შედეგი უფრო ხშირად ვლინდებოდა ალესკირინის მიმღებ ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში. ანალოგიურად, გვერდითი მოვლენები და სერიოზული გვერდითი მოვლენები (ჰიპერკალემია, ჰიპოტენზია და თირკმლის ფუნქციის დარღვევა) უფრო ხშირი იყო ალესკირინის მიმღებ ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.
ჰიდროქლორთიაზიდი
ჰიდროქლოროთიაზიდი არის თიაზიდური დიურეზული საშუალება. თიაზიდური დიურეზული საშუალებების ჰიპოტენზიური მოქმედების მექანიზმი სრულად არ არის შესწავლილი. თიაზიდური საშუალებები გავლენას ახდენენ ელექტროლიტების რეაბსორბციის თირკმლის მილაკოვან მექანიზმებზე, უშუალოდ ზრდიან ნატრიუმისა და ქლორიდის ექსკრეციას დაახლოებით თანაბარი რაოდენობით. ჰიდროქლოროთიაზიდის დიურეზული მოქმედების შედეგად მცირდება პლაზმის მოცულობა, იზრდება რენინის აქტივობა პლაზმაში და ალდოსტერონის სეკრეცია, რაც იწვევს კალიუმისა და ბიკარბონატების კარგვას შარდთან ერთად, რასაც თან სდევს კალიუმის დონის შემცირება შრატში. რენინ-ალდოსტერონის კავშირი განპირობებულია ანგიოტენზინ II-ით და, შესაბამისად, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტის ერთდროული მიღება იწვევს დიურეზული საშუალებების მიღებით გამოწვეული კალიუმის დაკარგვის შემცირებას.
პერორალურად მიღების შემდეგ, დიურეზული მოქმედება იწყება 2 საათის შემდეგ, მაქსიმუმს აღწევს დაახლოებით 4 საათში და გრძელდება 6-12 საათს. ანტიჰიპერტენზიული მოქმედება გრძელდება 24 საათამდე.
არამელანომური კანის კიბო
ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემების თანახმად გამოვლინდა კავშირი HCTZ-ის კუმულაციურ დოზა-დამოკიდებულებასა და არამელანომურ კანის კიბოს შორის. ერთი კვლევა მოიცავდა პოპულაციას ბაზალური უჯრედის კარცინომის 71,533 შემთხვევით და 8,629 ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის შემთხვევით, რომელიც შეესაბამედობა 1,430,833 და 172,462 პოპულაციის კონტროლს, შესაბამისად. HCTZ-ის მაღალი დოზის გამოყენებას (≥50,000მგ კუმულაციურად) უკავშირდებოდა ბაზალური უჯრედის კარცინომის დაზუსტებული შანსების თანაფარდობის (OR) - 1.29 (95% ნდობის ინტერვალი: 1.23-1.35) მაჩვენებელი და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის - 3.98 (95% ნდობის ინტერვალი: 3.68- 4.31) მაჩვენებელი. სუფთა კუმულაციურ დოზაზე რეაგირება ჰქონდა, როგორც ბაზალური უჯრედის კარცინომას, ასევე ბრტყელუჯრედოვან კარცინომას. სხვა კვლევამ გამოავლინა შესაძლო კავშირი ტუჩის კიბოსა (ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა) და HCTZ-ის გავლენას შორის: ტუჩის კიბოს 633 შემთხვევა შეესაბამედობა 63,067 პოპულაციის კონტროლს, რისკების ნაკრების შერჩევითი სტრატეგიის გამოყენებით. კუმულაციურ დოზაზე რეაგირების თანაფარდობა, რომელიც გამოვლინდა დაზუსტებული შანსების თანაფარდობის 2.1 (95% ნდობის ინტერვალი: 1.7-2.6) მაჩვენებელით, გაიზარდა OR 3.9-მდე (3.0-4.9) მაღალი დოზების გამოყენებისას (∽25,000მგ) და OR 7.7-მდე (5.7-10.5) უმაღლესი კუმულაციური დოზების მიღებისას (∽100,000მგ)(იხ. ასევე, პუნქტი 4.4.).
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
ლოსარტანი
პერორალურად მიღების შემდეგ, ლოსარტანი კარგად შეიწოვება და განიცდის პირველი გავლის მეტაბოლიზმს, ქმნის აქტიურ კარბოქსილის მჟავას მეტაბოლიტს და სხვა არააქტიურ მეტაბოლიტებს. ლოსარტანის ტაბლეტების სისტემური ბიოშეღწევადობა დაახლოებით შეადგენს 33%-ს. ლოსარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის საშუალო პიკური კონცენტრაცია მიიღწევა 1 საათში და 3-4 საათში, შესაბამისად. ლოსარტანის პლაზმური კონცენტრაციის პროფილზე კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა არ აღინიშნა, როდესაც პრეპარატის მიღება ხდებოდა სტანდარტიზებულ კვებასთან ერთად.
განაწილება
ლოსარტანი
როგორც ლოსარტანი, ასევე მისი აქტიური მეტაბოლიტი ≥99%-ით უკავშირდება პლაზმურ ცილებს, პირველ რიგში ალბუმინს. ლოსარტანის განაწილების მოცულობა 34 ლიტრია. ვირთაგვებში ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ ლოსარტანი სუსტად კვეთს ჰემატოენცეფალურ ბარიერს, ან საერთოდ არ კვეთს.
ჰიდროქლოროთიაზიდი
ჰიდროქლოროთიაზიდი კვეთს პლაცენტარულ, მაგრამ არა ჰემატოენცეფალურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში.
ბიოტრანსფორმაცია
ლოსარტანი
ლოსარტანის ინტრავენურად ან პერორალურად მიღებული დოზის დაახლოებით 14% გარდაიქმნება მის აქტიურ მეტაბოლიტად. 14C-მარკირებული ლოსარტანის კალიუმის პერორალურად და ინტრავენურად შეყვანის შემდეგ, მოცირკულირე პლაზმური რადიოაქტიურობა ძირითადად მოდიოდა ლოსარტანსა და მის აქტიურ მეტაბოლიტზე. ლოსარტანის მინიმალური გარდაქმნა მის აქტიურ მეტაბოლიტად დაფიქსირდა შესწავლილი პირების დაახლოებით ერთ პროცენტში.
აქტიური მეტაბოლიტის გარდა, წარმოიქმნება არააქტიური მეტაბოლიტები, მათ შორის ორი ძირითადი მეტაბოლიტი, რომლებიც წარმოიქმნება ბუტილის გვერდითი ჯაჭვის ჰიდროქსილირებით და უმნიშვნელო მეტაბოლიტი, N-2 ტეტრაზოლის გლუკურონიდი.
გამოყოფა
ლოსარტანი
ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კლირენსი, დაახლოებით არის 600მლ/წთ და 50მლ/წთ, შესაბამისად. ლოსარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის თირკმლისმიერი კლირენსი არის 74 მლ/წთ და 26მლ/წთ, შესაბამისად. ლოსარტანის პერორალურად მიღების შემდეგ დოზის დაახლოებით 4% გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით, ხოლო დოზის დაახლოებით 6% გამოიყოფა შარდში აქტიური მეტაბოლიტის სახით. ლოსარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია ლოსარტანის კალიუმის 200მგ-მდე დოზებით.
პერორალური მიღების შემდეგ, ლოსარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაციები მცირდება პოლიექსპონენციალურად, ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდით დაახლოებით 2 საათი და 6-9 საათი, შესაბამისად. დღეში ერთხელ 100მგ დოზით მიღებისას არც ლოსარტანი და არც მისი აქტიური მეტაბოლიტი მნიშვნელოვნად არ აკუმულირდება პლაზმაში.
როგორც ნაღვლით, ასევე შარდით ექსკრეცია ხელს უწყობს ლოსარტანისა და მისი მეტაბოლიტების ელიმინაციას. ადამიანში 14C-მარკირებული ლოსარტანის პერორალური დოზის მიღების შემდეგ რადიოაქტიურობის დაახლოებით 35% აღდგა შარდში და 58% - ფეკალურ მასებში.
ჰიდროქლოროთიაზიდი
ჰიდროქლოროთიაზიდი არ მეტაბოლიზდება, მაგრამ სწრაფად გამოიყოფა თირკმლის საშუალებით. მინიმუმ 24 საათის განმავლობაში პლაზმურ დონეზე დაკვირვებისას, დაფიქსირდა, რომ პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი ვარირებს 5.6 -დან 14.8 საათამდე. პერორალური დოზის არანაკლებ 61 პროცენტი გამოიყოფა უცვლელი სახით 24 საათის განმავლობაში.
მახასიათებლები პაციენტებში
ლოსარტანი-ჰიდროქლოროთიაზიდი
ლოსარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაციები და ჰიდროქლოროთიაზიდის შეწოვა ხანდაზმულ ჰიპერტენზიის მქონე პოპულაციაში მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ახალგაზრდა ჰიპერტენზიის მქონე პოპულაციის მაჩვენებლებისგან.
ლოსარტანი
ალკოჰოლით გამოწვეული ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი ციროზის მქონე პაციენტებში პერორალურად მიღების შემდეგ, ლოსარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციები პლაზმაში 5-ჯერ და 1.7-ჯერ მეტი იყო, შესაბამისად, ვიდრე ახალგაზრდა მოხალისეებში.
ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლოსარტანის AUC იაპონელ და არა იაპონელ ჯანმრთელ მამაკაცებში არ განსხვავდება. ამასთან, კარბოქსილის მჟავას მეტაბოლიტის AUC (E-3174), როგორც ჩანს, განსხვავებულია ორ ჯგუფს შორის, იაპონელ სუბიექტებში დაახლოებით 1.5-ჯერ მეტია, ვიდრე არა-იაპონელ სუბიექტებში. ამ შედეგების კლინიკური მნიშვნელობა ცნობილი არ არის.
არც ლოსარტანი და არც აქტიური მეტაბოლიტი არ გამოიდევნება ჰემოდიალიზით.
პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
ზოგადი ფარმაკოლოგიის, გენოტოქსიკურობისა და კანცეროგენული პოტენციალის ჩვეულებრივი კვლევების საფუძველზე პრეკლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინა რაიმე განსაკუთრებული საფრთხე ადამიანისთვის. ლოსარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის ტოქსიკური პოტენციალი შეფასდა ქრონიკული ტოქსიკურობის ექვსთვიან კვლევებში ვირთხებსა და ძაღლებში პერორალური მიღების შემდეგ, კომბინაციის ამ კვლევებში დაფიქსირებული ცვლილებები ძირითადად დაკავშირებული იყო ლოსარტანის კომპონენტთან. ლოსარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის მიღებამ გამოიწვია სისხლის წითელი უჯრედების პარამეტრების (ერითროციტები, ჰემოგლობინი, ჰემატოკრიტი) შემცირება, შარდოვანა-N-ის მომატება შრატში, გულის წონის შემცირება (ჰისტოლოგიური კორელაციის გარეშე) და ცვლილებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ლორწოვანი გარსის დაზიანება, წყლულები, ეროზია, ჰემორაგიები).
ლოსარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციით ნამკურნალებ ვირთაგვებსა და ბოცვრებში ტერატოგენურობის ფაქტი არ დასტურდება. ვირთაგვებში ნაყოფის ტოქსიკურობა (რაც დასტურდება დამატებითი ნეკნების წარმოქმნის მცირედი ზრდით F1 თაობაში) დაფიქსირდა, როდესაც მდედრი ვირთაგვები მკურნალობდნენ ორსულობამდე და ორსულობის განმავლობაში. როგორც ლოსარტანის მონოთერაპიით ჩატარებულ კვლევებში დაფიქსირდა, ნაყოფისა და ახალშობილების გვერდითი მოვლენები, თირკმლის ტოქსიკურობისა და ნაყოფის სიკვდილიანობის ჩათვლით, ვლინდებოდა ორსული ვირთაგვების ლოსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციით მკურნალობისას ორსულობის გვიან პერიოდში და/ან ლაქტაციის პერიოდში.
ფარმაცევტული მონაცემები
შემავსებლების ჩამონათვალი
ლოზატენზი H 50მგ/12.5 მგ და ლოზატენზი HD100მგ/25მგ:
ტაბლეტის ბირთვი: მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი და პრეჟელატინირებული სახამებელი;
გარსი: Opadry 05F32867 Yellow (ჰიპრომელოზა 3 cP/6cP, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი /PEG 4000, რკინის ოქსიდი ყვითელი ( E172), indigo Carmine Aluminium Lake (E132)).
ლოზატენზი H 50მგ/12.5 მგ შემადგენლობაში შედის 4.24მგ(0.108mEq) კალიუმი.
ლოზატენზი HD100მგ/25მგ შემადგენლობაში შედის 8.48მგ(0.216mEq) კალიუმი.
შეუთავსებლობა
არ არის ცნობილი.
ვარგისიანობის ვადა
4წელი.
შენახვის განსაკუთრებული პირობები
არ შეინახოთ 300C -ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისგან და ნესტისგან დასაცავად.
შეფუთვა
ლოზატენზი H 50მგ/12.5 მგ - დაფასოებულია PVC/PE/PVDC ალუმინის ფოლგის ბლისტერში. კოლოფში მოთავსებულია 30 ტაბლეტი.
ლოზატენზი HD100მგ/25მგ - დაფასოებულია PVC/PE/PVDC ალუმინის ფოლგის ბლისტერში. კოლოფში მოთავსებულია 30 ტაბლეტი.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ნარჩენების განკარგვა
არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოთხოვნებს.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
შპს „ნიუ ფარმ გრუპი“ (საქართველო)
საქართველო, თბილისი,0154, ევდოშვილის ქ.#18
სავაჭრო ლიცენზიის ნომერი
პირველი რეგისტრაციის/ განახლებული რეგისტრაციის თარიღი
ლოზატენზი H 50 მგ/12.5 მგ შემოგარსული ტაბლეტები - 2016 წლის 11 ნოემბერი
ლოზატენზი HD 100 მგ/25 მგ შემოგარსული ტაბლეტები - 2016 წლის 11 ნოემბერი
ტექსტის გადახედვის თარიღი
2022წლის 10 თებერვალი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.