ლევეტირაცეტამი
Levetiracetam
ლევეტირაცეტამი არის ანტიეპილეფსიური სამკურნალო საშუალება (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიური კრუნჩხვების სამკურნალოდ). ლევეტირაცეტამი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: მონოთერაპიის სახით მოზრდილებში და მოზარდებში 16 წლის ასაკიდან ახლად დიაგნოზირებული ეპილეფსიით, ეპილეფსიის გარკვეული ფორმის სამკურნალოდ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლევეტირაცეტამი (levetiracetam)
- ფორმა და შეფუთვა
- 1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60
- მწარმოებელი
- Bristol Laboratories Limited, დიდი ბრიტანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიეპილეფსიური საშუალებები, ანტიეპილეფსიური სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- N03AX14
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039919
- რეგისტრირებულია
- 10 იანვარი 2024, მოქმედებს 10 იანვარი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- -
ლევეტირაცეტამი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ლევეტირაცეტამი არის ანტიეპილეფსიური სამკურნალო საშუალება (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიური კრუნჩხვების სამკურნალოდ).
ლევეტირაცეტამი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
მონოთერაპიის სახით მოზრდილებში და მოზარდებში 16 წლის ასაკიდან ახლად დიაგნოზირებული ეპილეფსიით, ეპილეფსიის გარკვეული ფორმის სამკურნალოდ. ეპილეფსია არის მდგომარეობა, როდესაც პაციენტებს აქვთ განმეორებითი შეტევები (კრუნჩხვები). ლევეტირაცეტამი გამოიყენება ეპილეფსიის ფორმის სამკურნალოდ, რომლის დროსაც კრუნჩხვები თავდაპირველად ვითარდება ტვინის მხოლოდ ერთ მხარეს, მაგრამ შემდგომში ვრცელდება ტვინის მეორე მხარეზეც უფრო დიდ უბნებზე (საწყისი ნაწილობრივი კრუნჩხვები მეორადი კრუნჩხვების განვითარებით ან მის გარეშე). ლევეტირაცეტამს დაგინიშნავთ ექიმი კრუნჩხვების რაოდენობის შემცირების მიზნით.
სხვა ანტიეპილეფსიურ სამკურნალო საშუალებებთან ერთად დამატებითი სახით:
ნაწილობრივ გამოვლინებადი კრუნჩხვებისას გენერალიზირების განვითარებით ან მის გარეშე მოზრდილებში, მოზარდებში და ბავშვებში და ჩვილებში ერთი თვის ასაკიდან.
მიოკლონური კრუნჩხვებისას (კუნთების ან კუნთების ჯგუფის მოკლე, შოკის მსგავსი კრთომა) მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლის ასაკიდან არასრულწლოვანთა მიოკლონური ეპილეფსიით.
პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვები (რთული კრუნჩხვები, ცნობიერების დაკარგვის ჩათვლით) მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლის ასაკიდან იდიოპათიური გენერალიზებული ეპილეფსიით (ეპილეფსიის ტიპი, რომელიც სავარაუდოდ გენეტიკური გენეზისაა).
არ უნდა მიიღოთ ლევეტირაცეტამი:
თუ ხართ ალერგიული ლევეტირაცეტამის, პიროლიდონის წარმოებულების ან ამ მედიკამენტში შემავალი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6)
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის. უნდა მიიღოთ ტაბლეტების ის რაოდენობა, როგორც დაგინიშნათ ექიმმა.
ლევეტირაცეტამი მიიღება დღეში ორჯერ, ერთხელ დილით და ერთხელ საღამოს, შეძლებისდაგვარად ერთიდა იმავე დროს ყოველ დღე.
250 მგ და 750 მგ ტაბლეტები: გამყოფი ზოლი განკუთვნილია მხოლოდ ყლაპვის გაადვილების მიზნით გატეხვისთვის და არა ტაბლეტის თანაბად დოზებად გატეხვისათვის.
500 მგ და 1000 მგ ტაბლეტები: ტაბლეტის გაყოფა შესაძლაბელია ორ თანაბარ ნაწილად.
დამატებითი თერაპია და მონოთერაპია (16 წლის ასაკიდან)
უფროსები (> 18 წელი) და მოზარდები (12-დან 17 წლამდე), როლებიც იწონიან 50 კგ და მეტს:
ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზა: 1000 მგ-სა და 3,000 მგ შორის ყოველ დღე.
თუ პირველად იწყებთ ლევეტირაცეტამის მიღებას, ექიმი დაგინიშნავთ დაბალ დოზას 2 კვირის განმავლობაში უმდაბლესი ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზის დანიშვნამდე.
მაგალითად: თუ თქვენი დღიური დოზა უნდა იყოს 1000 მგ, თქვენი შემცირებული საწყისი დოზა არის 1 ცალი 250 მგ-იანი ტაბლეტი დილით და 1 ცალი 250 მგ-იანი ტაბლეტი საღამოს და დოზა იზრდება თანდათანობით, სანამ არ მიიღწევა 1000 მგ დღეში 2 კვირის შემდეგ.
მოზარდები (12-დან 17 წლამდე), რომლებიც იწონიან 50 კგ ან ნაკლებს:
ექიმი დანიშნავს ლევეტირაცეტამის შესაბამის წამლის ფორმას წონის და დოზის მიხედვით.
დოზირება ჩვილებში (1 თვიდან 23 თვემდე) და ბავშვებში (2 წლიდან 11 წლამდე), რომლებიც იწონიან 50 კგ-ზე ნაკლებს:
თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ლევეტირაცეტამის ყველაზე შესაბამის ფარმაცევტულ ფორმას ასაკის, წონისა და დოზის მიხედვით.
ლევეტირაცეტამი 100 მგ/მლ პერორალური ხსნარი უფრო შესაფერისია ჩვილებისა და 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის (6-დან 17 წლამდე), რომელთა წონა 50 კგ-ზე ნაკლებია და როდესაც ტაბლეტები არ იძლევა ზუსტი დოზირების საშუალებას.
ტაბლეტების მიღების წესი:
ლევეტირაცეტამი უნდა გადაყლაპოთ საკმარისი რაოდენობით სითხესთან (მაგ., ჭიქა წყალთან) ერთად. შესაძლებელია ლევეტირაცეტამის მიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
პერორალური მიღების შემდეგ შესაძლოა ლევეტირაცეტამმა დატოვოს მომწარო გემო.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
ლევეტირაცეტამი გამოიყენება ქრონიკული მკურნალობისათვის. უნდა განაგრძოთ ლევეტირაცეტამით მკურნალობა იმ ხანგრძლივობით, როგორც დაგინიშნათ ექიმმა.
არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე, ეს გაზრდის კრუნჩხვების გამოვლენის სიხშირეს.
თუ მიიღეთ ლევეტირაცეტამის საჭიროზე მეტი რაოდენობა:
ლევეტირაცეტამით ზედოზირების შესაძლო გვერდითი ეფექტებია ძილიანობა, აჟიტირება, აგრესია, სიფხიზლის დაქვეითება, სუნთქვის გართულება და კომა.
მიმართეთ ექიმს თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ტაბლეტები. ექიმი განსაზღვრავს ზედოზირების საჭირო მკურნალობას.
თუ დაგავიწყდათ ლევეტირაცეტამის მიღება:
თუ გამოტოვეთ ერთი ან მეტი დოზირება უნდა მიმართოთ ექიმს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ გსურთ ლევეტირაცეტამის მიღების შეწყვეტა
მკურნალობის შეწყვეტისას უნდა მოხდეს ლევეტირაცეტამის მოხსნა თანდათანობით დოზის შემცირებით, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრუნთხვების გაზრდის გამოვლენა. თუ ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ლევეტირაცეტამით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ, ის მოგცემთ კონკრეტულ სქემას ლევეტირაცეტამის თანდათან მოხსნის შესახებ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში ამ პროდუქტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
მიმართეთ ექიმს რჩევისთვის ლევეტირაცეტამის მიღებამდე
თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები, დაიცავით ექიმის რჩევები. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენი დოზირების კორექციის შესახებ.
თუ შეამჩნევთ თქვენი ბავშვის ზრდის შენელებას ან მოულოდნელ პუბერტატულ განვითარებას, მიმართეთ ექიმს.
პაციენტთა მცირე რაოდენობას, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიეპილეფსიური საშუალებებით, როგორიცაა ლევეტირაცეტამი, ახასიათებთ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები. თუ გაქვთ დეპრესიის ან/და სუიციდური აზრების რაიმე სიმპტომი, მიმართეთ ექიმს. თუ გაქვთ ოჯახურ ან სამედიცინო ანამნეზში არარეგულარული გულის რითმი (ვლინდება ელექტროკარდიოგრამაზე), ან თუ გაქვთ გულისცემის დარღვევისკენ ან მარილის დისბალანსკენ მიდრეკილი დაავადება და/ან იღებთ მკურნალობას.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა სერიოზულია ან გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტხანს:
ანომალიური აზრები, გაღიზიანების შეგრძნება ან ჩვეულებრივთან შედარებით უფრო აგრესიული რეაქციები ან თუ თქვენ შეამჩნევთ ან თქვენი ოჯახის წევრები და მეგობრები შეამჩნევენ განწყობის ან ქცევის მნიშვნელოვან ცვლილებებს.
ეპილეფსიის გამწვავება: იშვიათად შესაძლოა აღინიშნოს თქვენი კრუნჩხვების გაუარესება ან უფრო ხშირად გამოვლენა, ძირითადად მკურნალობის დაწყებიდან ან დოზის გაზრდიდან პირველი თვის განმავლობაში. თუ ლევეტირაცეტამის მიღებისას აღგენიშნებათ რომელიმე ამ ახალი სიმპტომიდან, მიმართეთ ექიმს რაც შეიძლება მალე.
ბავშვები და მოზარდები
ლევეტირაცეტამი არ არის ნაჩვენები ბავშვებში და 16 წლამდე ასაკის მოზარდებში ცალკე (მონოთერაპიის სახით) სამკურნალოდ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან აპირებთ რაიმე სახის მედიკამენტის მიღებას.
არ მიიღოთ მაკროგოლი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება როგორც საფაღარათო საშუალება) ლევეტირაცეტამის მიღებამდე ერთი საათით ადრე და ერთი საათის შემდეგ, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მისი ეფექტის დაკარგვა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, მიმართეთ ექიმს რჩევისთვის ამ პრეპარატის მიღებამდე. ლევეტირაცეტამის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის დროს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი ჩათვლის საჭიროდ რისკ-სარგებელის შემოწმების შემდეგ. თქვენ არ უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ლევეტირაცეტამი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა აშკარა აუცილებლობისა. ნაყოფზე თანდაყოლილი დეფექტების განვითარების რისკი სრულად არ არის გამორიცხული.
ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული მკურნალობის პერიოდში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ლევეტირაცეტამმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, რადგან შესაძლოა გამოვლინდეს ძილიანობა. ეს უფრო მეტად მოსალოდნელია მკურნალობის დასაწყისში ან დოზირების გაზრდის შემდეგ. თქვენ არ უნდა მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები, სანამ არ დარწმუნდებით, რომ არ ვლინდება ზეგავლენა ამ აქტივობებზე.
ლევეტირაცეტამი 750 მგ შეიცავს ყვითელ დაისს FCF (E110)
ყვითელი დაისი FCF (E110) არის საღებავი ნივთიერება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
ინფორმაცია ნატრიუმის შემცველობაზე
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ყოველ ტაბლეტზე, რაც ნიშნავს, რომ თითქმის ,უნატრიემოა’.
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდით მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
აცნობეთ ექიმს ან ახლომდებარე კლინიკას სასწრაფოდ, თუ შენიშნავთ შემდეგ მოვლენებს:
სისუსტე, გონების დაბინდვა ან თავბრუსხვევა ან სუნთქვის გართულება, რადგან ეს შესაძლოა იყოს სერიოზული ალერგიული (ანაფილაქსიური) რეაქციების ნიშნები.
სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება (კვინკეს შეშუპება)
გრიპის მსგავსი სიმპტომები და გამონაყარი სახეზე, რასაც ახლავს გამონაყარის გავრცელება და მაღალი ტემპერატურა, ღვიძლის ფერმენტების გაზრდილი რაოდენობა სისხლის ანალიზში და სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის გაზრდა (ეოზინოფილია) და გაზრდილი ლიმფური ჯირკვლები (წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით [DRESS])
სიმპტომები, როგორიცაა შარდის მოცულობის შემცირება, დაღლილობა, ღებინება, გულისრევა, დაბნეულობა და ფეხების, კიდურების ან ტერფების შეშუპება, რადგან ეს შეიძლება იყოს თირკმლის ფუნქციის უეცარი დაქვეითების ნიშანი
კანზე გამონაყარი, ბუშტუკების წარმოქმნით და შუაში პატარა სამიზნეების მსგავსი სახით (ცენტრალური მუქი ლაქები გარშემორტყმული უფრო ფერმკრთალი უბნით, კიდეზე მუქი რგოლით) (მულტიფორმული ერითემა)
ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანი აქერცვლით, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს-ჯონსონის სინდრომი)
გამონაყარის უფრო მძიმე ფორმა, რომელიც იწვევს კანის აქერცვლას სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტზე (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
სერიოზული ფსიქიკური ცვლილებების ნიშნები ან თუ ვინმე თქვენს ირგვლივ შენიშნავს დაბნეულობის ნიშნებს, ძილიანობას (ძილიანობას), ამნეზიას (მეხსიერების დაკარგვას), მეხსიერების დაქვეითებას (დავიწყებას), არანორმალურ ქცევას ან სხვა ნევროლოგიურ ნიშნებს, მათ შორის უნებლიე ან უკონტროლო მოძრაობებს. ეს შეიძლება იყოს ენცეფალოპათიის სიმპტომები.
ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენებია ნაზოფარინგიტი, ძილიანობა (ძილიანობა), თავის ტკივილი, დაღლილობა და თავბრუსხვევა. მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდისას შეიძლება უფრო ხშირი იყოს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ძილიანობა, დაღლილობა და თავბრუსხვევა. თუმცა, ეს ეფექტები დროთა განმავლობაში უნდა შემცირდეს.
ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში
ნაზოფარინგიტი
ძილიანობა (სომნელია); თავის ტკივილი
ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-მდე ადამიანში
ანორექსია (მადის დაკარგვა)
დეპრესია, სიბრაზე ან აგრესია, შფოთვა, უძილობა, ნერვიულობა ან გაღიზიანება
კრუნჩხვები, წონასწორობის დარღვევა (ბალანსის დარღვევა), თავბრუსხვევა (არასტაბილურობის შეგრძნება), ლეტარგია (ენერგიის და ენთუზიაზმის ნაკლებობა), ტრემორი (უნებლიე კანკალი)
ვერტიგო (ტრიალის შეგრძნება)
ხველა
მუცლის ტკივილი, დიარეა, დისპეფსია (მონელების დარღვევა), ღებინება, გულისრევა
გამონაყარი
ასთენია/დაღლილობა (უღონობა).
არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-მდე ადამიანში
სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება
წონის კლება, წონის მატება
სუიციდის მცდელობა და სუიციდური აზრები, ფსიქიკური აშლილობა, არანორმალური ქცევა, ჰალუცინაციები, ბრაზი, დაბნეულობა, პანიკის შეტევა, ემოციური არასტაბილურობა/განწყობის ცვალებადობა, აგზნება
ამნეზია (მეხსიერების დაკარგვა), მეხსიერების დაქვეითება (დავიწყება), პათოლოგიური კოორდინაცია/ატაქსია (დაქვეითებული კოორდინირებული მოძრაობები), პარესთეზია (ჩხვლეტა), ყურადღების დარღვევა (კონცენტრაციის დაკარგვა)
დიპლოპია (გაორებული მხედველობა), მხედველობის დაბინდვა;
გაზრდილი/პათოლოგიური მნიშვნელობები ღვიძლის ფუნქციის ტესტში
თმის ცვენა, ეგზემა, ქავილი
კუნთების სისუსტე, მიალგია (კუნთების ტკივილი)
ტრავმა.
იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1,000-დან 1-მდე ადამიანში
ინფექცია
სისხლის ყველა უჯრედების რაოდენობის შემცირება
რთული ალერგიული რეაქციები (DRESS, ანაფილაქსიური რეაქციები [რთული და მნიშნელოვანი ალერგიული რეაქციები], კვინკეს შეშუპება [სახის, ტუჩების, ენის და ყელის შეშუპება])
სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის შემცირება
სუიციდი, პიროვნების დარღვევა (საქციელის პრობლემები), ანომალიური ფიქრები (აზროვნების შემცირება, კონცენტრირების უუნარობა)
დელირიუმი;
ენცეფალოპათია (იხილეთ ნაწილი ,,აცნობეთ ექიმს სასწრაფოდ“ სიმპტომების დეტალური აღწერა);
უკონტროლო კუნთების სპაზმი, რომელიც აზიანებს თავს, ტანსა და კიდურებს, მოძრაობების კონტროლის გაძნელება, ჰიპერკინეზია (ჰიპერაქტიურობა)
პანკრეატიტი
ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი
თირკმლის ფუნქციის უეცარი დაქვეითება
კანზე გამონაყარი, რომელმაც შეიძლება შექმნას ბუშტუკები და გამოიყურებოდეს როგორც პატარა სამიზნეები (ცენტრალური მუქი ლაქები გარშემორტყმულია უფრო ფერმკრთალი უბნით, მუქი რგოლით გარშემო) (მულტიფორმული ერითემა), იდენტური გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცვლით, განსაკუთრებით პირის, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების გარშემო (სტივენს ჯონსონის სინდრომი) და უფრო მძიმე ფორმა, რომელიც იწვევს კანის აქერცვლას სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტზე (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
რაბდომიოლიზი (კუნთოვანი ქსოვილის დაშლა) და სისხლში ასოცირებული კრეატინფოსფოკინაზას ზრდა. ეს ეფექტი მნიშვნელოვნად მაღალია იაპონელ პაციენტებში არაიაპონელ პაციენტებთან შედარებით.
კრუნჩხვები შეიძლება გაუარესდეს ან მოხდეს უფრო ხშირად;
გულის რიტმის ცვლილება (ელექტროკარდიოგრაფია);
კოჭლობა ან სიარულის გაძნელება.
სიცხის, კუნთების რიგიდულობის, არასტაბილური სისხლის წნევის და გულისცემის, დაბნეულობის, ცნობიერების დაქვეითების კომბინაცია (შეიძლება იყოს აშლილობის ნიშნები, რომელსაც ეწოდება ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი). პრევალენტობა მნიშვნელოვნად მაღალია იაპონელ პაციენტებში, ვიდრე არაიაპონელ პაციენტებთან შედარებით.
გვერდით ეფექტების შეტყობინება
თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდითი მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების პირდაპირ ყვითელი ფურცლების სისტემის მეშვეობით: www.mhra.gov.uk/yellowcard. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის ლევეტირაცეტამი.
ყოველი 250 მგ ტაბლეტი შეიცავს 250 მგ ლევეტირაცეტამს.
ყოველი 500 მგ ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ლევეტირაცეტამს.
ყოველი 750 მგ ტაბლეტი შეიცავს 750 მგ ლევეტირაცეტამს.
ყოველი 1000 მგ ტაბლეტი შეიცავს 1000 მგ ლევეტირაცეტამს.
დამხმარე ნივთიერებები:
ტაბლეტის შიგთავსი:
სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი (კოლოიდური 30), უწყლო კოლოიდური კაჟბადი, ტალკი და მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის გარსი:
ლევეტირაცეტამი ბრისტოლ ლაბ 250 მგ შემოგარსული ტაბლეტები:
ტალკი, პოლივინილის ალკოჰოლი, ინდიგო კარმინი (E132), მაკროგოლი (3350) და ტიტანის დიოქსიდი (E171).
ლევეტირაცეტამი ბრისტოლ ლაბ 500 მგ შემოგარსული ტაბლეტები:
ტალკი, პოლივინილის ალკოჰოლი, ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), მაკროგოლი 3350 და ტიტანის დიოქსიდი (E171).
ლევეტირაცეტამი ბრისტოლ ლაბ 750 მგ შემოგარსული ტაბლეტები:
ტალკი, პოლივინილის ალკოჰოლი, ყვითელი დაისი FCF (E110), მაკროგოლი (3350) და ტიტანის დიოქსიდი (E171), წითელი რკინის ოქსიდი (E172).
ლევეტირაცეტამი ბრისტოლ ლაბ 1000 მგ შემოგარსული ტაბლეტები:
ტალკი, პოლივინილის ალკოჰოლი, მაკროგოლი (3350) და ტიტანის დიოქსიდი (E171).
ლევეტირაცეტამის ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
ლევეტირაცეტამი ბრისტოლ ლაბ 250 მგ შემოგარსული ტაბლეტების არის ლურჯი ფერის, მოგრძო ფორმის, შემოგარსული ტაბლეტები ერთ მხარეზე ნაბეჭდით ,,H‘‘, ხოლო მეორე მხარეზე ,,87“.
ლევეტირაცეტამი ბრისტოლ ლაბ 500 მგ შემოგარსული ტაბლეტების არის ყვითელი ფერის, მოგრძო ფორმის, შემოგარსული ტაბლეტები ერთ მხარეზე ნაბეჭდით ,,H‘‘, ხოლო მეორე მხარეზე ,,88“.
ლევეტირაცეტამი ბრისტოლ ლაბ 750 მგ შემოგარსული ტაბლეტების არის ნარინჯისფერი, მოგრძო ფორმის, შემოგარსული ტაბლეტები ერთ მხარეზე ნაბეჭდით ,,H‘‘, ხოლო მეორე მხარეზე ,,90“.
ლევეტირაცეტამი ბრისტოლ ლაბ 1000 მგ შემოგარსული ტაბლეტების არის თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის, შემოგარსული ტაბლეტები ერთ მხარეზე ნაბეჭდით ,,H‘‘, ხოლო მეორე მხარეზე ,,91“.
ლევეტირაცეტამის მუყაოს კოლოფის შეფუთვა შეიცავს 10, 20, 30, 50, 60, 100 და 200 შემოგარსულ ტაბლეტებს.
შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას
ეს მედიკამენტი არ საწიროებს განსაკუთრებულ შენახვის პირობებ
არ გამოიყენოთ მედიკამენტი შეფუთვის კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ ,,EXP‘‘. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
არ გადააგდოთ მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთა. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ
ლევეტირაცეტამი ბრისტოლ ლაბ 250 მგ შემოგარსული ტაბლეტები
ლევეტირაცეტამი ბრისტოლ ლაბ 500 მგ შემოგარსული ტაბლეტები
ლევეტირაცეტამი ბრისტოლ ლაბ 750 მგ შემოგარსული ტაბლეტები
ლევეტირაცეტამი ბრისტოლ ლაბ 1000 მგ შემოგარსული ტაბლეტები
(ველეტირაცეტამი)
ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
ნებისმიერი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად და ამიტომ ნუ გადასცემთ მას სხვას. შესაძლოა პრეპარატმა ზიანი მიაყენოს სხვა პირებს იმ შემთხვევაშიც, თუ მათაც აღენიშნებათ თქვენივე მსგავსი სიმპტომები.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ეფექტებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხ. ნაწილი 4.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
- რას წარმოადგენს ლევეტირაცეტამი და რისთვის გამოიყენება
- ინფორმაცია ლევეტირაცეტამის გამოყენებამდე
- ლევეტირაცეტამის მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- ლევეტირაცეტამის შენახვის პირობები
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებით ინფორმაცია
- რას წარმოადგენს ლევეტირაცეტამი და რისთვის გამოიყენება
ლევეტირაცეტამი არის ანტიეპილეფსიური სამკურნალო საშუალება (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიური კრუნჩხვების სამკურნალოდ).
ლევეტირაცეტამი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
მონოთერაპიის სახით მოზრდილებში და მოზარდებში 16 წლის ასაკიდან ახლად დიაგნოზირებული ეპილეფსიით, ეპილეფსიის გარკვეული ფორმის სამკურნალოდ. ეპილეფსია არის მდგომარეობა, როდესაც პაციენტებს აქვთ განმეორებითი შეტევები (კრუნჩხვები). ლევეტირაცეტამი გამოიყენება ეპილეფსიის ფორმის სამკურნალოდ, რომლის დროსაც კრუნჩხვები თავდაპირველად ვითარდება ტვინის მხოლოდ ერთ მხარეს, მაგრამ შემდგომში ვრცელდება ტვინის მეორე მხარეზეც უფრო დიდ უბნებზე (საწყისი ნაწილობრივი კრუნჩხვები მეორადი კრუნჩხვების განვითარებით ან მის გარეშე). ლევეტირაცეტამს დაგინიშნავთ ექიმი კრუნჩხვების რაოდენობის შემცირების მიზნით.
სხვა ანტიეპილეფსიურ სამკურნალო საშუალებებთან ერთად დამატებითი სახით:
ნაწილობრივ გამოვლინებადი კრუნჩხვებისას გენერალიზირების განვითარებით ან მის გარეშე მოზრდილებში, მოზარდებში და ბავშვებში და ჩვილებში ერთი თვის ასაკიდან.
მიოკლონური კრუნჩხვებისას (კუნთების ან კუნთების ჯგუფის მოკლე, შოკის მსგავსი კრთომა) მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლის ასაკიდან არასრულწლოვანთა მიოკლონური ეპილეფსიით.
პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვები (რთული კრუნჩხვები, ცნობიერების დაკარგვის ჩათვლით) მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლის ასაკიდან იდიოპათიური გენერალიზებული ეპილეფსიით (ეპილეფსიის ტიპი, რომელიც სავარაუდოდ გენეტიკური გენეზისაა).
არ უნდა მიიღოთ ლევეტირაცეტამი:
თუ ხართ ალერგიული ლევეტირაცეტამის, პიროლიდონის წარმოებულების ან ამ მედიკამენტში შემავალი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6)
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მიმართეთ ექიმს რჩევისთვის ლევეტირაცეტამის მიღებამდე
თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები, დაიცავით ექიმის რჩევები. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენი დოზირების კორექციის შესახებ.
თუ შეამჩნევთ თქვენი ბავშვის ზრდის შენელებას ან მოულოდნელ პუბერტატულ განვითარებას, მიმართეთ ექიმს.
პაციენტთა მცირე რაოდენობას, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიეპილეფსიური საშუალებებით, როგორიცაა ლევეტირაცეტამი, ახასიათებთ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები. თუ გაქვთ დეპრესიის ან/და სუიციდური აზრების რაიმე სიმპტომი, მიმართეთ ექიმს. თუ გაქვთ ოჯახურ ან სამედიცინო ანამნეზში არარეგულარული გულის რითმი (ვლინდება ელექტროკარდიოგრამაზე), ან თუ გაქვთ გულისცემის დარღვევისკენ ან მარილის დისბალანსკენ მიდრეკილი დაავადება და/ან იღებთ მკურნალობას.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა სერიოზულია ან გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტხანს:
ანომალიური აზრები, გაღიზიანების შეგრძნება ან ჩვეულებრივთან შედარებით უფრო აგრესიული რეაქციები ან თუ თქვენ შეამჩნევთ ან თქვენი ოჯახის წევრები და მეგობრები შეამჩნევენ განწყობის ან ქცევის მნიშვნელოვან ცვლილებებს.
ეპილეფსიის გამწვავება: იშვიათად შესაძლოა აღინიშნოს თქვენი კრუნჩხვების გაუარესება ან უფრო ხშირად გამოვლენა, ძირითადად მკურნალობის დაწყებიდან ან დოზის გაზრდიდან პირველი თვის განმავლობაში. თუ ლევეტირაცეტამის მიღებისას აღგენიშნებათ რომელიმე ამ ახალი სიმპტომიდან, მიმართეთ ექიმს რაც შეიძლება მალე.
ბავშვები და მოზარდები
ლევეტირაცეტამი არ არის ნაჩვენები ბავშვებში და 16 წლამდე ასაკის მოზარდებში ცალკე (მონოთერაპიის სახით) სამკურნალოდ.
სხვა მედიკამენტები და ლევეტირაცეტამი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან აპირებთ რაიმე სახის მედიკამენტის მიღებას.
არ მიიღოთ მაკროგოლი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება როგორც საფაღარათო საშუალება) ლევეტირაცეტამის მიღებამდე ერთი საათით ადრე და ერთი საათის შემდეგ, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მისი ეფექტის დაკარგვა.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, მიმართეთ ექიმს რჩევისთვის ამ პრეპარატის მიღებამდე. ლევეტირაცეტამის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის დროს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი ჩათვლის საჭიროდ რისკ-სარგებელის შემოწმების შემდეგ. თქვენ არ უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ლევეტირაცეტამი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა აშკარა აუცილებლობისა. ნაყოფზე თანდაყოლილი დეფექტების განვითარების რისკი სრულად არ არის გამორიცხული.
ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული მკურნალობის პერიოდში.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
ლევეტირაცეტამმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, რადგან შესაძლოა გამოვლინდეს ძილიანობა. ეს უფრო მეტად მოსალოდნელია მკურნალობის დასაწყისში ან დოზირების გაზრდის შემდეგ. თქვენ არ უნდა მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები, სანამ არ დარწმუნდებით, რომ არ ვლინდება ზეგავლენა ამ აქტივობებზე.
ლევეტირაცეტამი 750 მგ შეიცავს ყვითელ დაისს FCF (E110)
ყვითელი დაისი FCF (E110) არის საღებავი ნივთიერება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
ინფორმაცია ნატრიუმის შემცველობაზე
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ყოველ ტაბლეტზე, რაც ნიშნავს, რომ თითქმის ,უნატრიემოა’.
- ლევეტირაცეტამის მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის. უნდა მიიღოთ ტაბლეტების ის რაოდენობა, როგორც დაგინიშნათ ექიმმა.
ლევეტირაცეტამი მიიღება დღეში ორჯერ, ერთხელ დილით და ერთხელ საღამოს, შეძლებისდაგვარად ერთიდა იმავე დროს ყოველ დღე.
250 მგ და 750 მგ ტაბლეტები: გამყოფი ზოლი განკუთვნილია მხოლოდ ყლაპვის გაადვილების მიზნით გატეხვისთვის და არა ტაბლეტის თანაბად დოზებად გატეხვისათვის.
500 მგ და 1000 მგ ტაბლეტები: ტაბლეტის გაყოფა შესაძლაბელია ორ თანაბარ ნაწილად.
დამატებითი თერაპია და მონოთერაპია (16 წლის ასაკიდან)
უფროსები (> 18 წელი) და მოზარდები (12-დან 17 წლამდე), როლებიც იწონიან 50 კგ და მეტს:
ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზა: 1000 მგ-სა და 3,000 მგ შორის ყოველ დღე.
თუ პირველად იწყებთ ლევეტირაცეტამის მიღებას, ექიმი დაგინიშნავთ დაბალ დოზას 2 კვირის განმავლობაში უმდაბლესი ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზის დანიშვნამდე.
მაგალითად: თუ თქვენი დღიური დოზა უნდა იყოს 1000 მგ, თქვენი შემცირებული საწყისი დოზა არის 1 ცალი 250 მგ-იანი ტაბლეტი დილით და 1 ცალი 250 მგ-იანი ტაბლეტი საღამოს და დოზა იზრდება თანდათანობით, სანამ არ მიიღწევა 1000 მგ დღეში 2 კვირის შემდეგ.
მოზარდები (12-დან 17 წლამდე), რომლებიც იწონიან 50 კგ ან ნაკლებს:
ექიმი დანიშნავს ლევეტირაცეტამის შესაბამის წამლის ფორმას წონის და დოზის მიხედვით.
დოზირება ჩვილებში (1 თვიდან 23 თვემდე) და ბავშვებში (2 წლიდან 11 წლამდე), რომლებიც იწონიან 50 კგ-ზე ნაკლებს:
თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ლევეტირაცეტამის ყველაზე შესაბამის ფარმაცევტულ ფორმას ასაკის, წონისა და დოზის მიხედვით.
ლევეტირაცეტამი 100 მგ/მლ პერორალური ხსნარი უფრო შესაფერისია ჩვილებისა და 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის (6-დან 17 წლამდე), რომელთა წონა 50 კგ-ზე ნაკლებია და როდესაც ტაბლეტები არ იძლევა ზუსტი დოზირების საშუალებას.
ტაბლეტების მიღების წესი:
ლევეტირაცეტამი უნდა გადაყლაპოთ საკმარისი რაოდენობით სითხესთან (მაგ., ჭიქა წყალთან) ერთად. შესაძლებელია ლევეტირაცეტამის მიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
პერორალური მიღების შემდეგ შესაძლოა ლევეტირაცეტამმა დატოვოს მომწარო გემო.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
ლევეტირაცეტამი გამოიყენება ქრონიკული მკურნალობისათვის. უნდა განაგრძოთ ლევეტირაცეტამით მკურნალობა იმ ხანგრძლივობით, როგორც დაგინიშნათ ექიმმა.
არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე, ეს გაზრდის კრუნჩხვების გამოვლენის სიხშირეს.
თუ მიიღეთ ლევეტირაცეტამის საჭიროზე მეტი რაოდენობა:
ლევეტირაცეტამით ზედოზირების შესაძლო გვერდითი ეფექტებია ძილიანობა, აჟიტირება, აგრესია, სიფხიზლის დაქვეითება, სუნთქვის გართულება და კომა.
მიმართეთ ექიმს თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ტაბლეტები. ექიმი განსაზღვრავს ზედოზირების საჭირო მკურნალობას.
თუ დაგავიწყდათ ლევეტირაცეტამის მიღება:
თუ გამოტოვეთ ერთი ან მეტი დოზირება უნდა მიმართოთ ექიმს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ გსურთ ლევეტირაცეტამის მიღების შეწყვეტა
მკურნალობის შეწყვეტისას უნდა მოხდეს ლევეტირაცეტამის მოხსნა თანდათანობით დოზის შემცირებით, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრუნთხვების გაზრდის გამოვლენა. თუ ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ლევეტირაცეტამით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ, ის მოგცემთ კონკრეტულ სქემას ლევეტირაცეტამის თანდათან მოხსნის შესახებ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში ამ პროდუქტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდით მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
აცნობეთ ექიმს ან ახლომდებარე კლინიკას სასწრაფოდ, თუ შენიშნავთ შემდეგ მოვლენებს:
სისუსტე, გონების დაბინდვა ან თავბრუსხვევა ან სუნთქვის გართულება, რადგან ეს შესაძლოა იყოს სერიოზული ალერგიული (ანაფილაქსიური) რეაქციების ნიშნები.
სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება (კვინკეს შეშუპება)
გრიპის მსგავსი სიმპტომები და გამონაყარი სახეზე, რასაც ახლავს გამონაყარის გავრცელება და მაღალი ტემპერატურა, ღვიძლის ფერმენტების გაზრდილი რაოდენობა სისხლის ანალიზში და სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის გაზრდა (ეოზინოფილია) და გაზრდილი ლიმფური ჯირკვლები (წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით [DRESS])
სიმპტომები, როგორიცაა შარდის მოცულობის შემცირება, დაღლილობა, ღებინება, გულისრევა, დაბნეულობა და ფეხების, კიდურების ან ტერფების შეშუპება, რადგან ეს შეიძლება იყოს თირკმლის ფუნქციის უეცარი დაქვეითების ნიშანი
კანზე გამონაყარი, ბუშტუკების წარმოქმნით და შუაში პატარა სამიზნეების მსგავსი სახით (ცენტრალური მუქი ლაქები გარშემორტყმული უფრო ფერმკრთალი უბნით, კიდეზე მუქი რგოლით) (მულტიფორმული ერითემა)
ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანი აქერცვლით, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს-ჯონსონის სინდრომი)
გამონაყარის უფრო მძიმე ფორმა, რომელიც იწვევს კანის აქერცვლას სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტზე (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
სერიოზული ფსიქიკური ცვლილებების ნიშნები ან თუ ვინმე თქვენს ირგვლივ შენიშნავს დაბნეულობის ნიშნებს, ძილიანობას (ძილიანობას), ამნეზიას (მეხსიერების დაკარგვას), მეხსიერების დაქვეითებას (დავიწყებას), არანორმალურ ქცევას ან სხვა ნევროლოგიურ ნიშნებს, მათ შორის უნებლიე ან უკონტროლო მოძრაობებს. ეს შეიძლება იყოს ენცეფალოპათიის სიმპტომები.
ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენებია ნაზოფარინგიტი, ძილიანობა (ძილიანობა), თავის ტკივილი, დაღლილობა და თავბრუსხვევა. მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდისას შეიძლება უფრო ხშირი იყოს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ძილიანობა, დაღლილობა და თავბრუსხვევა. თუმცა, ეს ეფექტები დროთა განმავლობაში უნდა შემცირდეს.
ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში
ნაზოფარინგიტი
ძილიანობა (სომნელია); თავის ტკივილი
ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-მდე ადამიანში
ანორექსია (მადის დაკარგვა)
დეპრესია, სიბრაზე ან აგრესია, შფოთვა, უძილობა, ნერვიულობა ან გაღიზიანება
კრუნჩხვები, წონასწორობის დარღვევა (ბალანსის დარღვევა), თავბრუსხვევა (არასტაბილურობის შეგრძნება), ლეტარგია (ენერგიის და ენთუზიაზმის ნაკლებობა), ტრემორი (უნებლიე კანკალი)
ვერტიგო (ტრიალის შეგრძნება)
ხველა
მუცლის ტკივილი, დიარეა, დისპეფსია (მონელების დარღვევა), ღებინება, გულისრევა
გამონაყარი
ასთენია/დაღლილობა (უღონობა).
არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-მდე ადამიანში
სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება
წონის კლება, წონის მატება
სუიციდის მცდელობა და სუიციდური აზრები, ფსიქიკური აშლილობა, არანორმალური ქცევა, ჰალუცინაციები, ბრაზი, დაბნეულობა, პანიკის შეტევა, ემოციური არასტაბილურობა/განწყობის ცვალებადობა, აგზნება
ამნეზია (მეხსიერების დაკარგვა), მეხსიერების დაქვეითება (დავიწყება), პათოლოგიური კოორდინაცია/ატაქსია (დაქვეითებული კოორდინირებული მოძრაობები), პარესთეზია (ჩხვლეტა), ყურადღების დარღვევა (კონცენტრაციის დაკარგვა)
დიპლოპია (გაორებული მხედველობა), მხედველობის დაბინდვა;
გაზრდილი/პათოლოგიური მნიშვნელობები ღვიძლის ფუნქციის ტესტში
თმის ცვენა, ეგზემა, ქავილი
კუნთების სისუსტე, მიალგია (კუნთების ტკივილი)
ტრავმა.
იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1,000-დან 1-მდე ადამიანში
ინფექცია
სისხლის ყველა უჯრედების რაოდენობის შემცირება
რთული ალერგიული რეაქციები (DRESS, ანაფილაქსიური რეაქციები [რთული და მნიშნელოვანი ალერგიული რეაქციები], კვინკეს შეშუპება [სახის, ტუჩების, ენის და ყელის შეშუპება])
სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის შემცირება
სუიციდი, პიროვნების დარღვევა (საქციელის პრობლემები), ანომალიური ფიქრები (აზროვნების შემცირება, კონცენტრირების უუნარობა)
დელირიუმი;
ენცეფალოპათია (იხილეთ ნაწილი ,,აცნობეთ ექიმს სასწრაფოდ“ სიმპტომების დეტალური აღწერა);
უკონტროლო კუნთების სპაზმი, რომელიც აზიანებს თავს, ტანსა და კიდურებს, მოძრაობების კონტროლის გაძნელება, ჰიპერკინეზია (ჰიპერაქტიურობა)
პანკრეატიტი
ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი
თირკმლის ფუნქციის უეცარი დაქვეითება
კანზე გამონაყარი, რომელმაც შეიძლება შექმნას ბუშტუკები და გამოიყურებოდეს როგორც პატარა სამიზნეები (ცენტრალური მუქი ლაქები გარშემორტყმულია უფრო ფერმკრთალი უბნით, მუქი რგოლით გარშემო) (მულტიფორმული ერითემა), იდენტური გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცვლით, განსაკუთრებით პირის, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების გარშემო (სტივენს ჯონსონის სინდრომი) და უფრო მძიმე ფორმა, რომელიც იწვევს კანის აქერცვლას სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტზე (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
რაბდომიოლიზი (კუნთოვანი ქსოვილის დაშლა) და სისხლში ასოცირებული კრეატინფოსფოკინაზას ზრდა. ეს ეფექტი მნიშვნელოვნად მაღალია იაპონელ პაციენტებში არაიაპონელ პაციენტებთან შედარებით.
კრუნჩხვები შეიძლება გაუარესდეს ან მოხდეს უფრო ხშირად;
გულის რიტმის ცვლილება (ელექტროკარდიოგრაფია);
კოჭლობა ან სიარულის გაძნელება.
სიცხის, კუნთების რიგიდულობის, არასტაბილური სისხლის წნევის და გულისცემის, დაბნეულობის, ცნობიერების დაქვეითების კომბინაცია (შეიძლება იყოს აშლილობის ნიშნები, რომელსაც ეწოდება ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი). პრევალენტობა მნიშვნელოვნად მაღალია იაპონელ პაციენტებში, ვიდრე არაიაპონელ პაციენტებთან შედარებით.
გვერდით ეფექტების შეტყობინება
თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდითი მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების პირდაპირ ყვითელი ფურცლების სისტემის მეშვეობით: www.mhra.gov.uk/yellowcard. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
- ლევეტირაცეტამის შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას
ეს მედიკამენტი არ საწიროებს განსაკუთრებულ შენახვის პირობებ
არ გამოიყენოთ მედიკამენტი შეფუთვის კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ ,,EXP‘‘. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
არ გადააგდოთ მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთა. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაციები
რას შეიცავს ლევეტირაცეტამი
აქტიური ნივთიერება არის ლევეტირაცეტამი.
ყოველი 250 მგ ტაბლეტი შეიცავს 250 მგ ლევეტირაცეტამს.
ყოველი 500 მგ ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ლევეტირაცეტამს.
ყოველი 750 მგ ტაბლეტი შეიცავს 750 მგ ლევეტირაცეტამს.
ყოველი 1000 მგ ტაბლეტი შეიცავს 1000 მგ ლევეტირაცეტამს.
დამხმარე ნივთიერებები:
ტაბლეტის შიგთავსი:
სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი (კოლოიდური 30), უწყლო კოლოიდური კაჟბადი, ტალკი და მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის გარსი:
ლევეტირაცეტამი ბრისტოლ ლაბ 250 მგ შემოგარსული ტაბლეტები:
ტალკი, პოლივინილის ალკოჰოლი, ინდიგო კარმინი (E132), მაკროგოლი (3350) და ტიტანის დიოქსიდი (E171).
ლევეტირაცეტამი ბრისტოლ ლაბ 500 მგ შემოგარსული ტაბლეტები:
ტალკი, პოლივინილის ალკოჰოლი, ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), მაკროგოლი 3350 და ტიტანის დიოქსიდი (E171).
ლევეტირაცეტამი ბრისტოლ ლაბ 750 მგ შემოგარსული ტაბლეტები:
ტალკი, პოლივინილის ალკოჰოლი, ყვითელი დაისი FCF (E110), მაკროგოლი (3350) და ტიტანის დიოქსიდი (E171), წითელი რკინის ოქსიდი (E172).
ლევეტირაცეტამი ბრისტოლ ლაბ 1000 მგ შემოგარსული ტაბლეტები:
ტალკი, პოლივინილის ალკოჰოლი, მაკროგოლი (3350) და ტიტანის დიოქსიდი (E171).
ლევეტირაცეტამის ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
ლევეტირაცეტამი ბრისტოლ ლაბ 250 მგ შემოგარსული ტაბლეტების არის ლურჯი ფერის, მოგრძო ფორმის, შემოგარსული ტაბლეტები ერთ მხარეზე ნაბეჭდით ,,H‘‘, ხოლო მეორე მხარეზე ,,87“.
ლევეტირაცეტამი ბრისტოლ ლაბ 500 მგ შემოგარსული ტაბლეტების არის ყვითელი ფერის, მოგრძო ფორმის, შემოგარსული ტაბლეტები ერთ მხარეზე ნაბეჭდით ,,H‘‘, ხოლო მეორე მხარეზე ,,88“.
ლევეტირაცეტამი ბრისტოლ ლაბ 750 მგ შემოგარსული ტაბლეტების არის ნარინჯისფერი, მოგრძო ფორმის, შემოგარსული ტაბლეტები ერთ მხარეზე ნაბეჭდით ,,H‘‘, ხოლო მეორე მხარეზე ,,90“.
ლევეტირაცეტამი ბრისტოლ ლაბ 1000 მგ შემოგარსული ტაბლეტების არის თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის, შემოგარსული ტაბლეტები ერთ მხარეზე ნაბეჭდით ,,H‘‘, ხოლო მეორე მხარეზე ,,91“.
ლევეტირაცეტამის მუყაოს კოლოფის შეფუთვა შეიცავს 10, 20, 30, 50, 60, 100 და 200 შემოგარსულ ტაბლეტებს.
შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
ბრისტოლ ლაბორატორიეს ლტდ.
Unit 3. Canalside,
Northbridge Road, ბერხამსტედი,
ჰერტფორდშარი, HP4 1EG, გაერთიანებული სამეფო
ტელეფონი: 0044 (0) 1442 200922.
ფაქსი: 0044(0) 1442 873717
ელ-ფოსტა: [email protected]
მწარმოებელი
ბრისტოლ ლაბორატორიეს ლიმიტედი
Laporte Way, Luton,
LU4 8WL, გაერთიანებული სამეფო.
ლევეტირავეტამი ბრისტოლ ლაბ 250 მგ შემოგარსული ტაბლეტები; PL 17907/0388
ლევეტირავეტამი ბრისტოლ ლაბ 500 მგ შემოგარსული ტაბლეტები; PL 17907/0389
ლევეტირავეტამი ბრისტოლ ლაბ 750 მგ შემოგარსული ტაბლეტები; PL 17907/0390
ლევეტირავეტამი ბრისტოლ ლაბ 1000 მგ შემოგარსული ტაბლეტები; PL 17907/0391
ამ გამოყენების ინსტრუქციის ბოლო გადამოწმების თარიღია 2022 წლის ნოემბერი.
ამ ინსტრუქციის ასლის ბრაილის შრიფტით, დიდი ზომით ნაბეჭდით ან აუდიო ფორმატში მისაღებად გთხოვთ მიმართოთ ლიცენზიის მფლობელს ზემოთ აღნიშნულ მისამართზე (ტელეფონით, ფაქსით ან ელ-ფოსტით).
V17 08-11-22 D0
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


