ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ბეტა ბლოკატორები

კორექტინი 5

Corectin 5

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
მოქმედი ნივთიერება
ბისოპროლოლი (bisoprolol)
ფორმა და შეფუთვა
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (2X15)
მწარმოებელი
Biofarm Sp. z o.o., პოლონეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ბეტა ბლოკატორები, სელექციური ბეტა ბლოკატორები
ATC კოდი
C07AB07
რეგისტრაციის ნომერი
რ-046203
რეგისტრირებულია
1 სექტემბერი 2026, მოქმედებს 1 სექტემბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „გეა“
ურთიერთქმედების შემოწმებაკორექტინი 5 და სხვა წამალი ერთად

კორექტინი 5 — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

ჰიპერტონია და სტენოკარდია

პაციენტისთვის პრეპარატის შესაბამის დოზას განსაზღვრავს ექიმი.

Mმოზრდილები

  • ჩვეულებრივ მკურნალობა იწყება 5 მგ დოზით.
  • აუცილებლობის შემთხვევაში ექიმს შეუძლია მედიკამენტის დოზის თანდათანობით გაზრდა.
  • არტერიული ჰიპერტენზიის მსუბუქი ფორმისას (დიასტოლური წნევა 105 მმ ვწყ.სვ.-მდე) შესაძლოა სწორი იყოს 2,5 მგ დოზის დანიშვნა.
  • მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ.

სტაბილური, ქრონიკული გულის უკმარისობა

როგორც წესი, პრეპარატ კორექტინით მკურნალობა არის ხანგრძლივი.

მოზრდილები, მათ შორის ხანდაზმული პირები

ექიმი იწყებს მკურნალობას ბისოპროლოლის დაბალი დოზით, შემდეგ თანდათან ზრდის მას _ თვითონ გადაწყვეტს რა მეთოდით მოხდეს დოზის გაზრდა. ჩვეულებრივ ეს ხდება შემდეგი წესით:

  • 1,25 მგ ბისოპროლოლი ერთხელ დღეღამეში პირველი კვირის განმავლობაში (ბისოპროლოლის ამ დოზის მისაღებად საჭიროა მისი მიღება სხვა პრეპარატის სახით. Kკორექტინის საშუალებით ასეთი დოზა _ 1,25 მგ, არ მიიღწევა);
  • 2.5 მგ ბისოპროლოლი ერთხელ დღეღამეში მომდევნო კვირის განმავლობაში;
  • 3,75 მგ ბისოპროლოლი ერთხელ დღეღამეში შემდეგი კვირის განმავლობაში (ბისოპროლოლის ამ დოზის მისაღებად საჭიროა მისი მიღება სხვა პრეპარატის სახით. Kკორექტინის საშუალებით ასეთი დოზა _ 3,75 მგ, არ მიიღწევა);
  • 5 მგ ბისოპროლოლი ერთხელ დღეღამეში 4 კვირის განმავლობაში;
  • 7,5 მგ ბისოპროლოლი ერთხელ დღეღამეში 4 კვირის განმავლობაში;
  • 10 მგ ბისოპროლოლი ერთხელ დღეღამეში _ შემანარჩუნებელი თერაპია (ხანგრძლივად).

მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 10 მგ ბისოპროლოლს.

პრეპარატის ამტანობაზე დამოკიდებულებით ექიმმა შეიძლება მოგცეთ რეკომენდაცია ხანგრძლივად მიღებისა დოზის შემდგომ გაზრდამდე. თუ დაავადების სიმპტომები ძლიერდება ან თუ აღინიშნა პრეპარატის აუტანლობა, შეიძლება აუცილებელი გახდეს დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა. ზოგიერთ პაციენტში შემანარჩუნებელი მკურნალობისას საკმარისი დოზა ნაკლებია, ვიდრე 10 მგ ბისოპროლოლი.

ექიმი ირჩევს ადექვატურ მკურნალობას.

ჩვეულებრივ მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობისას, ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას პრეპარატის დოზის თანდათან შემცირების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადება შეიძლება გამწვავდეს.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

პაციენტებმა თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევით, არ უნდა მიიღონ 10 მგ-ზე მეტი დოზა. ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

პაციენტებმა ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით, არ უნდა მიიღონ 10 მგ-ზე მეტი დოზა. ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ბავშვებსა და მოზარდებში ბისოპროლოლის გამოყენების გამოცდილების არარსებობის გამო, პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

მიღების წესი

  • ტაბლეტი უნდა მიიღოთ ერთხელ დღეღამეში, დილით, უზმოზე ან საკვებთან ერთად.
  • ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ წყლის დაყოლებით.
  • ტაბლეტი შეიძლება გაყოთ ორ ტოლ დოზად.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა განსაზღვრული არ არის. ის დამოკიდებულია დაავადების ხასიათსა და სიმძიმეზე.

ექიმი განსაზღვრავს პრეპარატ კორექტინით მკურნალობის ხანგრძლივობას.

პრეპარატ კორექტინის რეკომენდებულზე მეტი დოზის გამოყენება

რეკომენდებულზე მეტი დოზის შემთხვევით მიღებისას, აუცილებელია სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს. აუცილებელია თან წაიღოთ დარჩენილი ტაბლეტები, ან ინსტრუქცია რათა სამედიცინო პერსონალმა იცოდეს რა ტაბლეტები მიიღეთ.

წამლის დოზის გადაჭარბების სიმპტომები: თავბრუსხვევა, თავში “სიცარიელის” შეგრძნება, დაღლილობა, ქოშინი და (ან) მსტვინავი სუნთქვა, ასევე შესაძლებელია გულის ფუნქციონირების შენელება არტერიული წნევის, გულის უკმარისობის დაქვეითება და სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის დაქვეითება (რაც შეიძლება გამოვლინდეს შიმშილის გრძნობით, ოფლიანობით და გულის ფრიალით).

პრეპარატ კორექტინის დოზის გამოტოვება

არ არის საჭირო ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

წამლის მიღების გამოტოვების შემთხვევაში, აუცილებელია ტაბლეტის მიღება მომდევნო 12 საათის განმავლობაში. თუ გასულია 12 საათზე მეტი, არ უნდა მიიღოთ გამოტოვებული დოზა, მიიღეთ მხოლოდ შემდეგი ჩვეულებრივ დროს.

პრეპარატ კორექტინის მიღების შეწყვეტა

პრეპარატ კორექტინით მკურნალობის უეცარი შეწყვეტა არ შეიძლება, განსაკუთრებით პაციენტებში სტენოკარდიით, ან მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ. მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ან არტერიული წნევის განმეორებითი მატება. ამის თავიდან ასაცილებლად, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს თანდათან, რამოდენიმე კვირის განმავლობაში, ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.

ამ მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებული რაიმე ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

ვარგისობის ვადა არის მითითებული თვის ბოლო დღე.

მედიკამენტის გადაგდება არ შეიძლება არც კანალიზაციაში, არც ნაგვის საოჯახო კონტეინერში. აუცილებელია ჰკითხოთ ფარმაცევტს იმ მედიკამენტის უტილიზაციის შესახებ, რომელსაც უკვე არ იყენებთ. ასეთი ქმედებები დაეხმარება გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

სიფრთხილის ზომები

სამკურნალო საშუალება კორექტინის გამოყენებამდე, აუცილებელია მიმართოთ ექიმს:

  • თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები. ექიმს შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს სამკურნალო საშუალების ნაკლებ დოზებს – იხ. ასევე პუნქტი 3 “როგორ მიიღოთ კორექტინი”;
  • თუ პაციენტს აღენიშნება გულის უკმარისობა. ამ პაციენტებში ბისოპროლოლით მკურნალობის დაწყება აუცილებელია ძალიან ფრთხილად, ექიმის მკაცრი კონტროლით. მკურნალობა იწყება დაბალი დოზების მიღებით, რომელიც შემდგომ იზრდება პაციენტისათვის ოპტიმალურ დოზამდე;
  • თუ პაციენტს აქვს დიაბეტი და ის იღებს სისხლში შაქრის კონცენტრაციის დამაქვეითებელ სამკურნალო საშუალებებს. ბისოპროლოლის ტაბლეტებმა შეიძლება შენიღბოს სისხლში გლუკოზის დაბალი კონცენტრაციის სიმპტომები;
  • თუ პაციენტს აქვს ან წარსულში ჰქონდა ფსორიაზი (კანის პერიოდულად განმეორებადი დაავადება, რომელიც ვლინდება აქერცვლაში, სიმშრალესა და გამონაყარში);
  • თუ პაციენტი მკურნალობს ალერგიული რეაქციის გამო (ალერგია). ბისოპროლოლმა შეიძლება გაზარდოს მგრძნობელობა ალერგიული ნივთიერებების მიმართ და გააძლიეროს ალერგიული რეაქციები;
  • თუ პაციენტი მკურნალობს ან ადრე მკურნალობდა თირკმელზედა ჯირკვლის ფეოქრომოციტომის გამო;
  • თუ პაციენტს აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია. ბისოპროლოლმა შესაძლოა შენიღბოს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის სიმპტომები;
  • თუ პაციენტს აქვს ბრონქული ასთმა, ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
  • თუ პაციენტი არ იღებს მყარ საკვებს (მაგ. არის მკაცრ მარხვაზე, შიმშილობს);
  • თუ პაციენტს აღენიშნება გულის რითმის ნებისმიერი ნაკლებად სერიოზული დარღვევა, ან გულის მუშაობის ნელი რითმი;
  • თუ პაციენტს აქვს პრინცმეტალეს სტენოკარდია (გულის არეში ტკივილი, რომელიც გამოწვეულია გულის კუნთის მომმარაგებელი კორონარული არტერიის სპაზმით). ბისოპროლოლმა ტაბლეტებში შეიძლება გაზარდოს ამ სტენოკარდიის სიხშირე და გაახანგრძლივოს შეტევის დრო;
  • თუ პაციენტს აქვს კიდურებში (ხელისგულები, ტერფები) სისხლის მიმოქცევის ნებისმიერი ნაკლებად მძიმე დარღვევა, რადგან წამალმა შეიძლება გააძლიეროს სიმპტომები, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში;
  • თუ პაციენტი გეგმავს ქირურგიულ ჩარევას ანესთეზიის ქვეშ, აუცილებელია აცნობოს ექიმს, სტაციონარის პერსონალს, ან სტომატოლოგს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებს.

სამკურნალო საშუალება შეიცავს მოქმედ ნივთიერებას, რომელიც იძლევა დოპინგ-ტესტის დადებით შედეგს სპორტსმენებში.

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებსა და მოზარდებში სამკურნალო საშუალების გამოყენება რეკომენდებული არ არის გამოყენების გამოცდილების არარსებობის გამო.

კორექტინი და სხვა სამკურნალო საშუალებები

აუცილებელია აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს ბოლო პერიოდში მიღებული ყველა წამლის შესახებ, ასევე იმ მედიკამენტების შესახებ, რომელთა მიღებასაც გეგმავს პაციენტი.

განსაკუთრებით საჭიროა უთხრათ ექიმს ქვემოთ მითითებული ნებისმიერი მედიკამენტის შესახებ:

  • ფლოქტაფენინი (მიიღება სახსრების ტკივილის და ანთების დროს) – ამ შემთხვევაში არ შეიძლება ერთდროულად პრეპარატ კორექტინის გამოყენება.
  • სულტოპრიდი (გამოიყენება სერიოზული ფსიქიკური დარღვევებისას) – ამ შემთხვევაში არ შეიძლება ერთდროულად პრეპარატ კორექტინის გამოყენება
  • ჰიპერტენზიის და გულის ფუნქციის დარღვევისას გამოყენებული მედიკამენტები, მაგ: სხვა ბეტა-ადრენობლოკერები, ამიოდარონი, ვერაპამილი, დილთიაზემი, ამლოდიპინი, ნიფედიპინი, კლონიდინი, მეთილდოფა, მოქსონიდინი, რილმენიდინი, დიზოპირამიდი, ლიდოკაინი, ქინიდინი, დიგოქსინი, დობუტამინი, იზოპრენალინი, ადრენალინი.
  • დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. ინსულინი, პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატები);
  • დეპრესიის და ფსიქიკური დარღვევების სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ფენოთიაზინის წარმოებულები, მონოამინოქსიდაზის (მაო) ინჰიბიტორები და ბარბიტურატები;
  • საანესთეზიო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ქირურგიული ან სტომატოლოგიური ჩარევებისას, ასევე იოდის შემცველი კონტრასტული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება რადიოლოგიური კვლევებისას;
  • ალცჰეიმერის დაავადების სამკურნალო პრეპარატები (მაგ. ტაკრინი, დონეპეზილი, რივასტიგმინი) ან ჩონჩხის კუნთების დაავადების, ე.წ. მიასთენია გრავისის სამკურნალო საშუალებები (მაგ. პირიდოსტიგმინი, ნეოსტიგმინი);
  • ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც ცნობილია როგორც აასს (არასტეროიდული ანთები სსაწინააღმდეგო საშუალებები), მაგ. დიკლოფენაკი, იბუპროფენი, ნაპროქსენი;
  • ანტიმალარიული პრეპარატები, მაგ. მეფლოქინი;
  • შაკიკის საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგ. Eერგოტამინი, დიჰიდროერგოტამინი;
  • გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. ბეტა-ადრენერგული რეცეპტორების ბლოკატორები თვალის წვეთების სახით), ან გუგის გაფართოვების მიზნით (მაგ. ფიზოსტიგმინი, ატროპინი);
  • ასთმის დროს გამოსაყენებელი საშუალებები (მაგ. სალმეტეროლი, ფორმოტეროლი, ბუდესონიდი);
  • ცხვირის გაჭედვის სამკურნალო პრეპარატები (მაგ. ფსევდოეფედრინი);
  • კორტიკოსტეროიდები, რომლებიც გამოიყენება ართრიტების და სხვა ორგანოების ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ (მაგ. ჰიდროკორტიზონი, პრედნიზოლონი);
  • ბაკლოფენი – მიორელაქსანტი (კუნთების მომადუნებელი პრეპარატი);
  • რიფამპიცინი – ანტიბიოტიკი (გამოიყენება მაგ. ტუბერკულოზისას).

ყველა ზემოთ მითითებულმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს არტერიულ წნევაზე და (ან) გულის ფუნქციონირებაზე.

ბისოპროლოლმა, რომელიც გამოიყენება ერთდროულად ინსულინთან ან სხვა ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან, შეიძლება შენიღბოს სისხლში შაქრის დაბალი კონცენტრაციის სიმპტომები.

კორექტინი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან

პრეპარატი უნდა მიიღოთ დილით, უზმოზე ან საკვებთან ერთად.

ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ წყლის დაყოლებით.

ალკოჰოლმა შეიძლება გააძლიეროს თავბრუსხვევა და “თავში სიცარიელის” გრძნობა, რომელიც კორექტინითაა გამოწვეული. ამ შემთხვევაში საჭიროა ალკოჰოლის მიღების თავიდან აცილება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში, ან თუ იგეგმება ორსულობა, ამ პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ორსულობა

კორექტინმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ორსულობაზე და (ან) ნაყოფზე. არის ნაადრევი მშობიარობის, აბორტის, სისხლში შაქრის დაბალი კონცენტრაციის და ნაყოფში ან ახალშობილში გულის რითმის შენელების მომატებული რისკი. სამკურნალო საშუალებამ ასევე შეიძლება მოახდინოს გავლენა ნაყოფის ან ახალშობილის განვითარებაზე.

ამ მიზეზით ორსულობის პერიოდში სამკურნალო საშუალება კორექტინი არ უნდა გამოიყენოთ, თუ არ არის აბსოლუტური აუცილებლობა.

ძუძუთი კვება

ცნობილი არ არის გადის თუ არა ბისოპროლოლი დედის რძეში, ამიტომ ძუძუთი კვება პრეპარატ კორექტინის მიღებისას არ შეიძლება.

მანქანის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა, ან თავბრუსხვევა. ასეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, არ არის რეკომენდებული არც მანქანის მართვა და არც მექანიზმებთან მუშაობა. აუცილებელია ასეთი რეაქციების განვითარების გაცნობიერება, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, წამლის დოზის შეცვლისას, ან სხვა მედიკამენტების მიღებისას, ასევე ალკოჰოლის ერთდროულად მიღებისას.

  • როგორ მიიღოთ კორექტინი

ეს მედიკამენტი აუცილებელია ყოველთვის მიიღოთ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატ კორექტინით მკურნალობისას აუცილებელია ექიმთან რეგულარული ვიზიტი. Eეს განსაკუთრებით აუცილებელია მკურნალობის დასაწყისში, დოზის გაზრდისას და მკურნალობის დასრულების შემთხვევაში.

გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველა პაციენტის შემთხვევაში არ ვლინდება. თავიდან რომ ავიცილოთ სერიოზული გვერდითი რეაქციების განვითარება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, განსაკუთრებით თუ გვერდითი რეაქციები მწვავეა ან გამოვლინდა უეცრად, ან სწრაფად ძლიერდება.

უფრო მეტად სერიოზული გვერდითი რეაქციები დაკავშირებულია გულის მუშაობასთან:

  • ბრადიკარდია (ძალიან ხშირად – ვლინდება უფრო მეტში, ვიდრე 1-ში 10 პაციენტიდან)
  • გულის უკმარისობის გამწვავება, რომელიც იწვევს მოხრჩობას და (ან) სითხის შეკავებას (ხშირად – ვლინდება 100 – დან 1-10 პაციენტში)
  • შენელებული ან არარეგულარული გულისცემა (არახშირად _ ვლინდება 1000-დან 1-10 პაციენტში).

თავბრუსხვევის, სისუსტის ან სუნთქვის გაძნელების გამოვლენისას, რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ ექიმს.

ქვემოდ წარმოდგენილია დანარჩენი გვერდითი რეაქციები მათი გამოვლენის სიხშირეზე დამოკიდებულებით.

ხშირი (ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში):

  • დაღლილობის გრძნობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, ეს სიმპტომები ჩვეულებრივ მსუბუქია და ხშირად გაივლის 1-2 კვირაში)
  • სიცივის შეგრძნება ან ზედა და (ან) ქვედა კიდურების გაბუჟება
  • ხელისგულების და (ან) ტერფების ტკივილი, გაფერმკრთალება ან გალურჯება
  • სიარულისას ფეხებში სპასტიკური ტკივილის უფრო ხშირი გამოვლინება – პაციენტებში ხანგამოშვებითი კოჭლობით
  • გულისრევა და ღებინება
  • დიარეა
  • ყაბზობა
  • დაბალი არტერიული წნევა
  • ასთენია (სისუსტე)

არახშირი (ვლინდება 1 000-დან 1-10 პაციენტში)

  • ძილის დარღვევა
  • დეპრესია
  • არტერიული წნევის დაცემა სხეულის პოზიციის შეცვლისას მწოლიარედან მდგომარე მდებარეობაში, ან სწრაფი ადგომისას (ორთოსტატიკური ჰიპოტენზია)
  • სუნთქვის გაძნელება – პაციენტებში ბრონქული ასთმით, ან წარსულში სუნთქვის დარღვევით
  • კუნთების სისუსტე, კუნთების მტკივნეული კრუნჩხვები
  • სახსრების დაზიანება

იშვიათი (ვლინდება 10 000-დან 1-10 პაციენტში):

  • სისხლში შაქრის დაბალი კონცენტრაცია – მდგომარეობა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს მაგ. გულისცემის გახშირებით, ან ტაქიკარდიით, ჭარბი ოფლიანობით.

ყურადღება: კორექტინმა შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების არარსებობა (ეგრეთ წოდებული სიმპტომების შენიღბვა).

  • ღამის კოშმარები
  • ჰალუცინაციები
  • გულის წასვლა
  • ცრემლის გამოყოფის დაქვეითებით გამოწვეული კონიუნქტივის სიმშრალე (შეიძლება იყოს ძალიან მძიმე, თუ პაციენტი იყენებს კონტაქტურ ლინზებს)
  • სმენის დაქვეითება
  • ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, რომელიც იწვევს კატარს გაღიზიანებით
  • ჰეპატიტი, რომელიც იწვევს მუცლის ტკივილს, მადის დაქვეითებას და ზოგჯერ სიყვითლეს სკლერების და კანის გაყვითლებით, ასევე შარდის გამუქებას
  • ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი, სახის ხანმოკლე და უეცარი გაწითლება)
  • სექსუალური აქტივობის დაქვეითება
  • სისხლის ანალიზის შედეგების ცვლილება (სისხლში ტრიგლიცერიდების (ცხიმების) კონცენტრაციის მომატება, ღვიძლის ენზიმების აქტივობის მომატება)

ძალიან იშვიათი (ვლინდება უფრო იშვიათად, ვიდრე 1, 10 000 პაციენტზე):

  • კონიუნქტივიტი (თვალების ქავილი და სიწითლე)
  • ფსორიაზის გამწვავება, ან მსგავსი სიმშრალის და ქერცვლადი გამონაყარის გამოვლენა
  • თმის ცვენა (გამელოტება)

ინფორმაცია გვერდითი მოქმედებების შესახებ

გვერდითი მოქმედების სიმპტომების გამოვლენისას, მათ შორის ისეთის, რომელიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი რეაქციების შესახებ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ სამკურნალო პრეპარატების, სამედიცინო დანიშნულების საქონელის და ბაქტერიციდული პროდუქტების რეგისტრაციის სამმართველოს სამკურნალო პრეპარატების გვერდითი მოქმედებების დეპარტამენტს

იერუსალიმის ხეივანი 181 C

02-222 ვარშავა

ტელ.: +48 22 49 21 301

ფაქსი: +48 22 49 21 309

ელ-ფოსტა:[email protected].

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

  • როგორ უნდა შეინახოთ კორექტინი

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

პრეპარატი უნდა შეინახოთ ბავშვებისთვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა არის მითითებული თვის ბოლო დღე.

შემადგენლობა

  • წამლის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ბისოპროლოლის ფუმარატი.

კორექტინი 5

ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ბისოპროლოლის ფუმარატს.

კორექტინი 10

ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ბისოპროლოლის ფუმარატს.

  • დანარჩენი კომპონენტებია:

ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, კროსპოვიდონი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი;

აპკიანი გარსი: AAqua Polish white 010.12 C [ჰიპრომელოზა 6 cps, ჰიპრომელოზა 50 cps, მაკროგოლი 6000, პოლისორბატი 20, ტალკი, კალციუმის კარბონატი, ტიტანის დიოქსიდი (E171)]. კორექტინი 10 დამატებით შეიცავს რკინის ყვითელ ოქსიდს (E-172).

როგორ გამოიყურება კორექტინი და რა არის შეფუთვაში

კორექტინი 5

აპკიანი გარსით დაფარული თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, გლუვი ზედაპირით, ერთ მხარეს გამყოფი ხაზით.

კორექტინი 10

აპკიანი გარსით დაფარული ყვითელი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, გლუვი ზედაპირით, ერთ მხარეს გამყოფი ხაზით.

ტაბლეტები შეფუთულია პვქ/პვდქ/ალ ბლისტერში, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შეფუთვა შეიცავს 30 ან 60 გარსით დაფარულ ტაბლეტს.

ბაზარზე შეიძლება არ იყოს ყველა სახის შეფუთვა.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

Biofarm Sp. z o.o.

ვალბჟისკას ქ. 13

60-198 პოზნანი

ტელ: +48 61 66 51 500

[email protected]

ინსტრუქციის ბოლო დამტკიცების თარიღი 14.09.2015.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

კორექტინი 5

5 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

კორექტინი 10

10 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

Bisoprololi fumaras

სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე, საჭიროა ყურადღებით გაეცნოთ ინსტრუქციის შინაარსს, რადგან ის შეიცავს პაციენტისათვის საჭირო ინფორმაციას

საჭიროა შეინახოთ ეს ინსტრუქცია, რადგან საჭიროების შემთხვევაში წაიკითხოთ ხელახლა.

რაიმე შემდგომი ეჭვის შემთხვევაში, საჭიროა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი გამოეწერა მკაცრად განსაზღვრულ პირს. მისი გადაცემა სხვა პირებისათვის არ შეიძლება. პრეპარატმა შესაძლოა ზიანი მოუტანოს სხვა პირს, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მისი დაავადების სიმპტომები მსგავსია.

თუ პაციენტს გამოუვლინდა რაიმე გვერდითი რეაქცია, მათ შორის ისეთიც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, აუცილებლად აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. პუნქტი 4.

ინსტრუქციის შინაარსი

  • რას წარმოადგენს კორექტინი და რა მიზნით გამოიყენება
  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია სამკურნალო საშუალება კორექტინის გამოყენებამდე
  • როგორ მიიღოთ კორექტინი
  • შესაძლო გვერდითი რეაქციები
  • როგორ შეინახოთ კორექტინი
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს კორექტინი და რა მიზნით გამოიყენება

პრეპარატ კორექტინის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ბისოპროლოლის ფუმარატი. ბისოპროლოლი მიეკუთვნება ე.წ. ბეტა–ადრენობლოკერებს. Eეს პრეპარატი ახდენს ზემოქმედებას ზოგიერთ ნერვულ იმპულსზე ორგანიზმის რეაქციაზე, განსაკუთრებით გულში. საბოლოოდ ბისოპროლოლი ანელებს გულის მუშაობას და ამაღლებს ორგანიზმში სისხლის ცირკულაციისთვის გულის მუშაობის ეფექტს.

გულის უკმარისობა ყალიბდება იმ შემთხვევაში, თუ გულის კუნთი მოდუნებულია და ვერ გადაქაჩავს საკმარისი რაოდენობის სისხლს, რომ დააკმაყოფილოს მთელი ორგანიზმის მოთხოვნა.

კორექტინი გამოიყენება ჰიპერტენზიის, სტაბილური სტენოკარდიის, ასევე ქრონიკული გულის უკმარისობის სამკურნალოდ (სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც გამოიყენებიან გულის უკმარისობის სამკურნალოდ, როგორებიცაა ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები, დიურეტიკები და საგულე გლიკოზიდები).

  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია სამკურნალო საშუალება კორექტინის გამოყენებამდე

როდის არ უნდა მიიღოთ კორექტინი

  • თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია ბისოპროლოლზე, ან ამ სამკურნალო საშუალების ნებისმიერ დამხმარე ნივთიერებაზე (მითითებულია მე-6 პუნქტში);
  • თუ პაციენტს აქვს გულის მწვავე უკმარისობა, ან გულის უკმარისობის უეცარი გამწვავება, რომელიც საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას;
  • თუ პაციენტს აქვს გულის ფუნქციის მძიმე დარღვევა, რომელიც იწვევს დაბალ არტერიულ წნევას და სისხლის მიმოქცევის დარღვევას (კარდიოგენური შოკი);
  • თუ პაციენტს აღენიშნება გულის რიტმის სერიოზული დარღვევა, რომელსაც მივყავართ გულის შენელებული ან არარეგულარული მუშაობის წარმოქმნამდე.
  • თუ პაციენტს პრეპარატ კორექტინით მკურნალობის დაწყებამდე აღენიშნება ნელი გულისცემა (ბრადიკარდია) პულსით - ნაკლები 50 დარტყმა/წუთში;
  • თუ პაციენტს აღენიშნება ძალიან დაბალი არტერიული წნევა (სისტოლური წნევა <90 მმ. ვწყ.სვ.);
  • თუ პაციენტს აღენიშნება სუნთქვის გაძნელება ან მსტვინავი სუნთქვა (ბრონქული ასთმის მძიმე ფორმა, ან ფილტვების მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება);
  • თუ პაციენტს აქვს კიდურების სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ჩხვლეტის, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, ხელის და ფეხის თითების გაფერმკრთალება (როგორც მაგალითად რეინოს სინდრომის დროს);
  • თუ პაციენტს აქვს თირკმელზედა ჯირკვლის არანამკურნალები ფეოქრომოციტომა (ერთ-ერთ თირკმელზედა ჯირკვალში იშვიათად განვითარებული სიმსივნე, რომელიც იწვევს მაღალ არტერიულ წნევას);
  • თუ პაციენტს აქვს მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმში ხდება მჟავების ჭარბი დაგროვება (მეტაბოლური აციდოზი). ექიმი მისცემს დაწვრილებით ინფორმაციას ამის შესახებ;
  • თუ პაციენტი ერთდროულად იღებს ფლოქტაფენინს, ან სულტოპრიდს – დაწვრილებითი ინფორმაცია პუნქტში “კორექტინი და სხვა სამკურნალო საშუალებები”.

ზემოთ აღწერილი მდგომარეობების შესახებ ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

სიფრთხილის ზომები

სამკურნალო საშუალება კორექტინის გამოყენებამდე, აუცილებელია მიმართოთ ექიმს:

  • თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები. ექიმს შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს სამკურნალო საშუალების ნაკლებ დოზებს – იხ. ასევე პუნქტი 3 “როგორ მიიღოთ კორექტინი”;
  • თუ პაციენტს აღენიშნება გულის უკმარისობა. ამ პაციენტებში ბისოპროლოლით მკურნალობის დაწყება აუცილებელია ძალიან ფრთხილად, ექიმის მკაცრი კონტროლით. მკურნალობა იწყება დაბალი დოზების მიღებით, რომელიც შემდგომ იზრდება პაციენტისათვის ოპტიმალურ დოზამდე;
  • თუ პაციენტს აქვს დიაბეტი და ის იღებს სისხლში შაქრის კონცენტრაციის დამაქვეითებელ სამკურნალო საშუალებებს. ბისოპროლოლის ტაბლეტებმა შეიძლება შენიღბოს სისხლში გლუკოზის დაბალი კონცენტრაციის სიმპტომები;
  • თუ პაციენტს აქვს ან წარსულში ჰქონდა ფსორიაზი (კანის პერიოდულად განმეორებადი დაავადება, რომელიც ვლინდება აქერცვლაში, სიმშრალესა და გამონაყარში);
  • თუ პაციენტი მკურნალობს ალერგიული რეაქციის გამო (ალერგია). ბისოპროლოლმა შეიძლება გაზარდოს მგრძნობელობა ალერგიული ნივთიერებების მიმართ და გააძლიეროს ალერგიული რეაქციები;
  • თუ პაციენტი მკურნალობს ან ადრე მკურნალობდა თირკმელზედა ჯირკვლის ფეოქრომოციტომის გამო;
  • თუ პაციენტს აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია. ბისოპროლოლმა შესაძლოა შენიღბოს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის სიმპტომები;
  • თუ პაციენტს აქვს ბრონქული ასთმა, ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
  • თუ პაციენტი არ იღებს მყარ საკვებს (მაგ. არის მკაცრ მარხვაზე, შიმშილობს);
  • თუ პაციენტს აღენიშნება გულის რითმის ნებისმიერი ნაკლებად სერიოზული დარღვევა, ან გულის მუშაობის ნელი რითმი;
  • თუ პაციენტს აქვს პრინცმეტალეს სტენოკარდია (გულის არეში ტკივილი, რომელიც გამოწვეულია გულის კუნთის მომმარაგებელი კორონარული არტერიის სპაზმით). ბისოპროლოლმა ტაბლეტებში შეიძლება გაზარდოს ამ სტენოკარდიის სიხშირე და გაახანგრძლივოს შეტევის დრო;
  • თუ პაციენტს აქვს კიდურებში (ხელისგულები, ტერფები) სისხლის მიმოქცევის ნებისმიერი ნაკლებად მძიმე დარღვევა, რადგან წამალმა შეიძლება გააძლიეროს სიმპტომები, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში;
  • თუ პაციენტი გეგმავს ქირურგიულ ჩარევას ანესთეზიის ქვეშ, აუცილებელია აცნობოს ექიმს, სტაციონარის პერსონალს, ან სტომატოლოგს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებს.

სამკურნალო საშუალება შეიცავს მოქმედ ნივთიერებას, რომელიც იძლევა დოპინგ-ტესტის დადებით შედეგს სპორტსმენებში.

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებსა და მოზარდებში სამკურნალო საშუალების გამოყენება რეკომენდებული არ არის გამოყენების გამოცდილების არარსებობის გამო.

კორექტინი და სხვა სამკურნალო საშუალებები

აუცილებელია აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს ბოლო პერიოდში მიღებული ყველა წამლის შესახებ, ასევე იმ მედიკამენტების შესახებ, რომელთა მიღებასაც გეგმავს პაციენტი.

განსაკუთრებით საჭიროა უთხრათ ექიმს ქვემოთ მითითებული ნებისმიერი მედიკამენტის შესახებ:

  • ფლოქტაფენინი (მიიღება სახსრების ტკივილის და ანთების დროს) – ამ შემთხვევაში არ შეიძლება ერთდროულად პრეპარატ კორექტინის გამოყენება.
  • სულტოპრიდი (გამოიყენება სერიოზული ფსიქიკური დარღვევებისას) – ამ შემთხვევაში არ შეიძლება ერთდროულად პრეპარატ კორექტინის გამოყენება
  • ჰიპერტენზიის და გულის ფუნქციის დარღვევისას გამოყენებული მედიკამენტები, მაგ: სხვა ბეტა-ადრენობლოკერები, ამიოდარონი, ვერაპამილი, დილთიაზემი, ამლოდიპინი, ნიფედიპინი, კლონიდინი, მეთილდოფა, მოქსონიდინი, რილმენიდინი, დიზოპირამიდი, ლიდოკაინი, ქინიდინი, დიგოქსინი, დობუტამინი, იზოპრენალინი, ადრენალინი.
  • დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. ინსულინი, პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატები);
  • დეპრესიის და ფსიქიკური დარღვევების სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ფენოთიაზინის წარმოებულები, მონოამინოქსიდაზის (მაო) ინჰიბიტორები და ბარბიტურატები;
  • საანესთეზიო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ქირურგიული ან სტომატოლოგიური ჩარევებისას, ასევე იოდის შემცველი კონტრასტული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება რადიოლოგიური კვლევებისას;
  • ალცჰეიმერის დაავადების სამკურნალო პრეპარატები (მაგ. ტაკრინი, დონეპეზილი, რივასტიგმინი) ან ჩონჩხის კუნთების დაავადების, ე.წ. მიასთენია გრავისის სამკურნალო საშუალებები (მაგ. პირიდოსტიგმინი, ნეოსტიგმინი);
  • ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც ცნობილია როგორც აასს (არასტეროიდული ანთები სსაწინააღმდეგო საშუალებები), მაგ. დიკლოფენაკი, იბუპროფენი, ნაპროქსენი;
  • ანტიმალარიული პრეპარატები, მაგ. მეფლოქინი;
  • შაკიკის საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგ. Eერგოტამინი, დიჰიდროერგოტამინი;
  • გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. ბეტა-ადრენერგული რეცეპტორების ბლოკატორები თვალის წვეთების სახით), ან გუგის გაფართოვების მიზნით (მაგ. ფიზოსტიგმინი, ატროპინი);
  • ასთმის დროს გამოსაყენებელი საშუალებები (მაგ. სალმეტეროლი, ფორმოტეროლი, ბუდესონიდი);
  • ცხვირის გაჭედვის სამკურნალო პრეპარატები (მაგ. ფსევდოეფედრინი);
  • კორტიკოსტეროიდები, რომლებიც გამოიყენება ართრიტების და სხვა ორგანოების ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ (მაგ. ჰიდროკორტიზონი, პრედნიზოლონი);
  • ბაკლოფენი – მიორელაქსანტი (კუნთების მომადუნებელი პრეპარატი);
  • რიფამპიცინი – ანტიბიოტიკი (გამოიყენება მაგ. ტუბერკულოზისას).

ყველა ზემოთ მითითებულმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს არტერიულ წნევაზე და (ან) გულის ფუნქციონირებაზე.

ბისოპროლოლმა, რომელიც გამოიყენება ერთდროულად ინსულინთან ან სხვა ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან, შეიძლება შენიღბოს სისხლში შაქრის დაბალი კონცენტრაციის სიმპტომები.

კორექტინი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან

პრეპარატი უნდა მიიღოთ დილით, უზმოზე ან საკვებთან ერთად.

ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ წყლის დაყოლებით.

ალკოჰოლმა შეიძლება გააძლიეროს თავბრუსხვევა და “თავში სიცარიელის” გრძნობა, რომელიც კორექტინითაა გამოწვეული. ამ შემთხვევაში საჭიროა ალკოჰოლის მიღების თავიდან აცილება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში, ან თუ იგეგმება ორსულობა, ამ პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ორსულობა

კორექტინმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ორსულობაზე და (ან) ნაყოფზე. არის ნაადრევი მშობიარობის, აბორტის, სისხლში შაქრის დაბალი კონცენტრაციის და ნაყოფში ან ახალშობილში გულის რითმის შენელების მომატებული რისკი. სამკურნალო საშუალებამ ასევე შეიძლება მოახდინოს გავლენა ნაყოფის ან ახალშობილის განვითარებაზე.

ამ მიზეზით ორსულობის პერიოდში სამკურნალო საშუალება კორექტინი არ უნდა გამოიყენოთ, თუ არ არის აბსოლუტური აუცილებლობა.

ძუძუთი კვება

ცნობილი არ არის გადის თუ არა ბისოპროლოლი დედის რძეში, ამიტომ ძუძუთი კვება პრეპარატ კორექტინის მიღებისას არ შეიძლება.

მანქანის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა, ან თავბრუსხვევა. ასეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, არ არის რეკომენდებული არც მანქანის მართვა და არც მექანიზმებთან მუშაობა. აუცილებელია ასეთი რეაქციების განვითარების გაცნობიერება, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, წამლის დოზის შეცვლისას, ან სხვა მედიკამენტების მიღებისას, ასევე ალკოჰოლის ერთდროულად მიღებისას.

  • როგორ მიიღოთ კორექტინი

ეს მედიკამენტი აუცილებელია ყოველთვის მიიღოთ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატ კორექტინით მკურნალობისას აუცილებელია ექიმთან რეგულარული ვიზიტი. Eეს განსაკუთრებით აუცილებელია მკურნალობის დასაწყისში, დოზის გაზრდისას და მკურნალობის დასრულების შემთხვევაში.

დოზირება

ჰიპერტონია და სტენოკარდია

პაციენტისთვის პრეპარატის შესაბამის დოზას განსაზღვრავს ექიმი.

Mმოზრდილები

  • ჩვეულებრივ მკურნალობა იწყება 5 მგ დოზით.
  • აუცილებლობის შემთხვევაში ექიმს შეუძლია მედიკამენტის დოზის თანდათანობით გაზრდა.
  • არტერიული ჰიპერტენზიის მსუბუქი ფორმისას (დიასტოლური წნევა 105 მმ ვწყ.სვ.-მდე) შესაძლოა სწორი იყოს 2,5 მგ დოზის დანიშვნა.
  • მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ.

სტაბილური, ქრონიკული გულის უკმარისობა

როგორც წესი, პრეპარატ კორექტინით მკურნალობა არის ხანგრძლივი.

მოზრდილები, მათ შორის ხანდაზმული პირები

ექიმი იწყებს მკურნალობას ბისოპროლოლის დაბალი დოზით, შემდეგ თანდათან ზრდის მას _ თვითონ გადაწყვეტს რა მეთოდით მოხდეს დოზის გაზრდა. ჩვეულებრივ ეს ხდება შემდეგი წესით:

  • 1,25 მგ ბისოპროლოლი ერთხელ დღეღამეში პირველი კვირის განმავლობაში (ბისოპროლოლის ამ დოზის მისაღებად საჭიროა მისი მიღება სხვა პრეპარატის სახით. Kკორექტინის საშუალებით ასეთი დოზა _ 1,25 მგ, არ მიიღწევა);
  • 2.5 მგ ბისოპროლოლი ერთხელ დღეღამეში მომდევნო კვირის განმავლობაში;
  • 3,75 მგ ბისოპროლოლი ერთხელ დღეღამეში შემდეგი კვირის განმავლობაში (ბისოპროლოლის ამ დოზის მისაღებად საჭიროა მისი მიღება სხვა პრეპარატის სახით. Kკორექტინის საშუალებით ასეთი დოზა _ 3,75 მგ, არ მიიღწევა);
  • 5 მგ ბისოპროლოლი ერთხელ დღეღამეში 4 კვირის განმავლობაში;
  • 7,5 მგ ბისოპროლოლი ერთხელ დღეღამეში 4 კვირის განმავლობაში;
  • 10 მგ ბისოპროლოლი ერთხელ დღეღამეში _ შემანარჩუნებელი თერაპია (ხანგრძლივად).

მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 10 მგ ბისოპროლოლს.

პრეპარატის ამტანობაზე დამოკიდებულებით ექიმმა შეიძლება მოგცეთ რეკომენდაცია ხანგრძლივად მიღებისა დოზის შემდგომ გაზრდამდე. თუ დაავადების სიმპტომები ძლიერდება ან თუ აღინიშნა პრეპარატის აუტანლობა, შეიძლება აუცილებელი გახდეს დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა. ზოგიერთ პაციენტში შემანარჩუნებელი მკურნალობისას საკმარისი დოზა ნაკლებია, ვიდრე 10 მგ ბისოპროლოლი.

ექიმი ირჩევს ადექვატურ მკურნალობას.

ჩვეულებრივ მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობისას, ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას პრეპარატის დოზის თანდათან შემცირების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადება შეიძლება გამწვავდეს.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

პაციენტებმა თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევით, არ უნდა მიიღონ 10 მგ-ზე მეტი დოზა. ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

პაციენტებმა ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით, არ უნდა მიიღონ 10 მგ-ზე მეტი დოზა. ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ბავშვებსა და მოზარდებში ბისოპროლოლის გამოყენების გამოცდილების არარსებობის გამო, პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

მიღების წესი

  • ტაბლეტი უნდა მიიღოთ ერთხელ დღეღამეში, დილით, უზმოზე ან საკვებთან ერთად.
  • ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ წყლის დაყოლებით.
  • ტაბლეტი შეიძლება გაყოთ ორ ტოლ დოზად.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა განსაზღვრული არ არის. ის დამოკიდებულია დაავადების ხასიათსა და სიმძიმეზე.

ექიმი განსაზღვრავს პრეპარატ კორექტინით მკურნალობის ხანგრძლივობას.

პრეპარატ კორექტინის რეკომენდებულზე მეტი დოზის გამოყენება

რეკომენდებულზე მეტი დოზის შემთხვევით მიღებისას, აუცილებელია სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს. აუცილებელია თან წაიღოთ დარჩენილი ტაბლეტები, ან ინსტრუქცია რათა სამედიცინო პერსონალმა იცოდეს რა ტაბლეტები მიიღეთ.

წამლის დოზის გადაჭარბების სიმპტომები: თავბრუსხვევა, თავში “სიცარიელის” შეგრძნება, დაღლილობა, ქოშინი და (ან) მსტვინავი სუნთქვა, ასევე შესაძლებელია გულის ფუნქციონირების შენელება არტერიული წნევის, გულის უკმარისობის დაქვეითება და სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის დაქვეითება (რაც შეიძლება გამოვლინდეს შიმშილის გრძნობით, ოფლიანობით და გულის ფრიალით).

პრეპარატ კორექტინის დოზის გამოტოვება

არ არის საჭირო ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

წამლის მიღების გამოტოვების შემთხვევაში, აუცილებელია ტაბლეტის მიღება მომდევნო 12 საათის განმავლობაში. თუ გასულია 12 საათზე მეტი, არ უნდა მიიღოთ გამოტოვებული დოზა, მიიღეთ მხოლოდ შემდეგი ჩვეულებრივ დროს.

პრეპარატ კორექტინის მიღების შეწყვეტა

პრეპარატ კორექტინით მკურნალობის უეცარი შეწყვეტა არ შეიძლება, განსაკუთრებით პაციენტებში სტენოკარდიით, ან მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ. მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ან არტერიული წნევის განმეორებითი მატება. ამის თავიდან ასაცილებლად, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს თანდათან, რამოდენიმე კვირის განმავლობაში, ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.

ამ მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებული რაიმე ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველა პაციენტის შემთხვევაში არ ვლინდება. თავიდან რომ ავიცილოთ სერიოზული გვერდითი რეაქციების განვითარება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, განსაკუთრებით თუ გვერდითი რეაქციები მწვავეა ან გამოვლინდა უეცრად, ან სწრაფად ძლიერდება.

უფრო მეტად სერიოზული გვერდითი რეაქციები დაკავშირებულია გულის მუშაობასთან:

  • ბრადიკარდია (ძალიან ხშირად – ვლინდება უფრო მეტში, ვიდრე 1-ში 10 პაციენტიდან)
  • გულის უკმარისობის გამწვავება, რომელიც იწვევს მოხრჩობას და (ან) სითხის შეკავებას (ხშირად – ვლინდება 100 – დან 1-10 პაციენტში)
  • შენელებული ან არარეგულარული გულისცემა (არახშირად _ ვლინდება 1000-დან 1-10 პაციენტში).

თავბრუსხვევის, სისუსტის ან სუნთქვის გაძნელების გამოვლენისას, რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ ექიმს.

ქვემოდ წარმოდგენილია დანარჩენი გვერდითი რეაქციები მათი გამოვლენის სიხშირეზე დამოკიდებულებით.

ხშირი (ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში):

  • დაღლილობის გრძნობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, ეს სიმპტომები ჩვეულებრივ მსუბუქია და ხშირად გაივლის 1-2 კვირაში)
  • სიცივის შეგრძნება ან ზედა და (ან) ქვედა კიდურების გაბუჟება
  • ხელისგულების და (ან) ტერფების ტკივილი, გაფერმკრთალება ან გალურჯება
  • სიარულისას ფეხებში სპასტიკური ტკივილის უფრო ხშირი გამოვლინება – პაციენტებში ხანგამოშვებითი კოჭლობით
  • გულისრევა და ღებინება
  • დიარეა
  • ყაბზობა
  • დაბალი არტერიული წნევა
  • ასთენია (სისუსტე)

არახშირი (ვლინდება 1 000-დან 1-10 პაციენტში)

  • ძილის დარღვევა
  • დეპრესია
  • არტერიული წნევის დაცემა სხეულის პოზიციის შეცვლისას მწოლიარედან მდგომარე მდებარეობაში, ან სწრაფი ადგომისას (ორთოსტატიკური ჰიპოტენზია)
  • სუნთქვის გაძნელება – პაციენტებში ბრონქული ასთმით, ან წარსულში სუნთქვის დარღვევით
  • კუნთების სისუსტე, კუნთების მტკივნეული კრუნჩხვები
  • სახსრების დაზიანება

იშვიათი (ვლინდება 10 000-დან 1-10 პაციენტში):

  • სისხლში შაქრის დაბალი კონცენტრაცია – მდგომარეობა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს მაგ. გულისცემის გახშირებით, ან ტაქიკარდიით, ჭარბი ოფლიანობით.

ყურადღება: კორექტინმა შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების არარსებობა (ეგრეთ წოდებული სიმპტომების შენიღბვა).

  • ღამის კოშმარები
  • ჰალუცინაციები
  • გულის წასვლა
  • ცრემლის გამოყოფის დაქვეითებით გამოწვეული კონიუნქტივის სიმშრალე (შეიძლება იყოს ძალიან მძიმე, თუ პაციენტი იყენებს კონტაქტურ ლინზებს)
  • სმენის დაქვეითება
  • ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, რომელიც იწვევს კატარს გაღიზიანებით
  • ჰეპატიტი, რომელიც იწვევს მუცლის ტკივილს, მადის დაქვეითებას და ზოგჯერ სიყვითლეს სკლერების და კანის გაყვითლებით, ასევე შარდის გამუქებას
  • ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი, სახის ხანმოკლე და უეცარი გაწითლება)
  • სექსუალური აქტივობის დაქვეითება
  • სისხლის ანალიზის შედეგების ცვლილება (სისხლში ტრიგლიცერიდების (ცხიმების) კონცენტრაციის მომატება, ღვიძლის ენზიმების აქტივობის მომატება)

ძალიან იშვიათი (ვლინდება უფრო იშვიათად, ვიდრე 1, 10 000 პაციენტზე):

  • კონიუნქტივიტი (თვალების ქავილი და სიწითლე)
  • ფსორიაზის გამწვავება, ან მსგავსი სიმშრალის და ქერცვლადი გამონაყარის გამოვლენა
  • თმის ცვენა (გამელოტება)

ინფორმაცია გვერდითი მოქმედებების შესახებ

გვერდითი მოქმედების სიმპტომების გამოვლენისას, მათ შორის ისეთის, რომელიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი რეაქციების შესახებ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ სამკურნალო პრეპარატების, სამედიცინო დანიშნულების საქონელის და ბაქტერიციდული პროდუქტების რეგისტრაციის სამმართველოს სამკურნალო პრეპარატების გვერდითი მოქმედებების დეპარტამენტს

იერუსალიმის ხეივანი 181 C

02-222 ვარშავა

ტელ.: +48 22 49 21 301

ფაქსი: +48 22 49 21 309

ელ-ფოსტა:[email protected].

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

  • როგორ უნდა შეინახოთ კორექტინი

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

პრეპარატი უნდა შეინახოთ ბავშვებისთვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა არის მითითებული თვის ბოლო დღე.

მედიკამენტის გადაგდება არ შეიძლება არც კანალიზაციაში, არც ნაგვის საოჯახო კონტეინერში. აუცილებელია ჰკითხოთ ფარმაცევტს იმ მედიკამენტის უტილიზაციის შესახებ, რომელსაც უკვე არ იყენებთ. ასეთი ქმედებები დაეხმარება გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს კორექტინი

  • წამლის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ბისოპროლოლის ფუმარატი.

კორექტინი 5

ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ბისოპროლოლის ფუმარატს.

კორექტინი 10

ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ბისოპროლოლის ფუმარატს.

  • დანარჩენი კომპონენტებია:

ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, კროსპოვიდონი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი;

აპკიანი გარსი: AAqua Polish white 010.12 C [ჰიპრომელოზა 6 cps, ჰიპრომელოზა 50 cps, მაკროგოლი 6000, პოლისორბატი 20, ტალკი, კალციუმის კარბონატი, ტიტანის დიოქსიდი (E171)]. კორექტინი 10 დამატებით შეიცავს რკინის ყვითელ ოქსიდს (E-172).

როგორ გამოიყურება კორექტინი და რა არის შეფუთვაში

კორექტინი 5

აპკიანი გარსით დაფარული თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, გლუვი ზედაპირით, ერთ მხარეს გამყოფი ხაზით.

კორექტინი 10

აპკიანი გარსით დაფარული ყვითელი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, გლუვი ზედაპირით, ერთ მხარეს გამყოფი ხაზით.

ტაბლეტები შეფუთულია პვქ/პვდქ/ალ ბლისტერში, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შეფუთვა შეიცავს 30 ან 60 გარსით დაფარულ ტაბლეტს.

ბაზარზე შეიძლება არ იყოს ყველა სახის შეფუთვა.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

Biofarm Sp. z o.o.

ვალბჟისკას ქ. 13

60-198 პოზნანი

ტელ: +48 61 66 51 500

[email protected]

ინსტრუქციის ბოლო დამტკიცების თარიღი 14.09.2015.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა