ბისოპროლოლი ნორმონი 2,5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG
Bisoprolol Normon 2,5 mg comprimidos recubiertos con película EFG
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ბისოპროლოლი ნორმონის მიღებამდე; ბისოპროლოლი ნორმონის მიღების წესი;
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბისოპროლოლი (bisoprolol)
- ფორმა და შეფუთვა
- 2,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
- მწარმოებელი
- LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ბეტა ბლოკატორები, სელექციური ბეტა ბლოკატორები
- ATC კოდი
- C07AB07
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046291
- რეგისტრირებულია
- 9 სექტემბერი 2026, მოქმედებს 9 სექტემბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
ბისოპროლოლი ნორმონი 2,5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ბისოპროლოლი ნორმონის მიღებამდე;
ბისოპროლოლი ნორმონის მიღების წესი;
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ბისოპროლოლი ნორმონით მკურნალობა საჭიროებს რეგულარულ სამედიცინო მონიტორინგს ექიმის მიერ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მკურნალობის დასაწყისში და დოზის მომატებისას.
ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს წყლის მიყოლებით დილით, საკვებთან ერთად, ან მის გარეშე. დაუშვებელია ტაბლეტის გასრესვა ან დაღეჭვა.
ბისოპროლოლი ნორმონით მკურნალობა ჩვეულებრივ ხანგრძლივია.
ზრდასრულები
მაღალი არტერიული წნევისა და სტენოკარდიის მკურნალობა
საწყისი დოზაა 5 მგ ერთხელ დღეში.
საჭიროების შემთხვევაში მკურნალმა ექიმმა შეიძლება თანდათან მცირედით გაზარდოს დოზა (ჩვეულებრივ ყოველ რამდენიმე კვირაში) 10 მგ-მდე ან 20 მგ-მდე.
მკურნალობა არასოდეს უნდა შეწყდეს უეცრად, დოზა თანდათან უნდა შემცირდეს 1-2 კვირის განმავლობაში.
გულის სტაბილური ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა
ბისოპროლოლით მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბალი დოზით და გაიზარდოს თანდათანობით. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს, როგორ უნდა მოხდეს დოზის მომატება და ეს ჩვეულებრივ ხდება შემდეგნაირად:
- 25 მგ ბისოპროლოლი ერთხელ დღეში ერთი კვირის განმავლობაში;
- 5 მგ ბისოპროლოლი ერთხელ დღეში ერთი კვირის განმავლობაში;
- 75 მგ ბისოპროლოლი ერთხელ დღეში ერთი კვირის განმავლობაში;
5 მგ ბისოპროლოლი ერთხელ დღეში 4 კვირის განმავლობაში;
- 5 მგ ბისოპროლოლი ერთხელ დღეში 4 კვირის განმავლობაში;
10 მგ ბისოპროლოლი ერთხელ დღეში შემანარჩუნებელი თერაპიისათვის.
ბისოპროლოლის მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზაა 10 მგ.
იმისდა მიხედვით, თუ როგორ რეაგირებს მედიკამენტზე პაციენტი, ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზების მომატებებს შორის ინტერვალი. თუ პაციენტის მდგომარეობა უარესდება, ან პაციენტს აღენიშნება მედიკამენტის აუტანლობა, შეიძლება საჭირო გახდეს დოზის ისევ შემცირება, ან მკურნალობის შეწყვეტა. ზოგიერთი პაციენტისათვის ბისოპროლოლის ფუმარატის 10 მგ-ზე დაბალი შემანარჩუნებელი დოზა შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს.
მკურნალი ექიმი პაციენტს განუმარტავს, როგორ უნდა მოიქცეს.
თუ მკურნალობა მთლიანად უნდა შეწყდეს, დოზა უნდა შემცირდეს თანდათანობით, წინააღმდეგ შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.
თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა
ჩვეულებრივ არ არის საჭიროა დოზის კორექცია თირკმლის ან ღვიძლის სუსტი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში. თირკმლის ტერმინალური სტადიის უკმარისობის დროს და ღვიძლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში არ უნდა იქნეს გადაჭარბებული დღიური დოზა - 10 მგ.
დიალიზზე მყოფ პაციენტებში ბისოპროლოლის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია; თუმცა, არ არის ნაჩვენები, რომ დოზირების სქემა უნდა შეიცვალოს ამ ტიპის პაციენტებში.
ხანდაზმული პაციენტები
დოზის კორექცია არ არის საჭირო.
პედიატრიული პოპულაცია
არ არის გამოცდილება პედიატრიულ პაციენტებში ბისოპროლოლის გამოყენების შესახებ, ამიტომ ის არ არის რეკომენდებული ბავშვებისათვის.
ბისოპროლოლი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
დიდი რაოდენობით ბისოპროლოლი ნორმონის ტაბლეტების მიღებისას საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. ექიმი გადაწყვეტს, რა ზომების მიღებაა აუცილებელი.
დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გულისცემის შენელებას, სუნთქვის მძიმე გაძნელებას, თავბრუსხვევას ან ტრემორს (სისხლში შაქრის დაქვეითების გამო).
დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით მიღებისას საჭიროა ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში მიმართვა (ესპანეთის ტელ.: +34 91 562 04 20) მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
ბისოპროლოლი ნორმონის დოზის გამოტოვებისას
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ. შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს მეორე დილით.
ბისოპროლოლი ნორმონის მიღების შეწყვეტისას
ბისოპროლოლი ნორმონის მიღება არასოდეს უნდა შეწყდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი კითხვის არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
სიფრთხილის ზომები
ბისოპროლოლი ნორმონის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა; ექიმმა შეიძლება დანიშნოს სპეციალური მკურნალობა (მაგ.: დანიშნოს დამატებითი მკურნალობა, ან უფრო ხშირად მოახდინოს პაციენტის მდგომარეობის შემოწმება):
დიაბეტი;
მკაცრი დიეტა;
გულის გარკვეული დაავადებები, როგორიცაა გულის რითმის დარღვევა ან ძლიერი ტკივილი მკერდის არეში მოსვენების დროს (პრინცმეტალის სტენოკარდია);
თირკმლის ან ღვიძლის დაავადებები;
კიდურებში სისხლის ცირკულაციის ნაკლებად მძიმე პრობლემები;
ნაკლებად მძიმე ბრონქული ასთმა ან ფილტვების ქრონიკული დაავადება;
ანამნეზში კანის გამონაყარი აქერცვლით (ფსორიაზი);
თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა);
ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები;
პირველი ხარისხის გულის ბლოკი (მდგომარეობა, რომლის დროსაც ნერვული იმპულსების გულში გამტარებლობა ირღვევა და შესაძლოა იწვევდეს გულისცემის გამოტოვებას ან არარეგულარულ გულისცემას).
გარდა ამისა, ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი გეგმავს:
დესენსიბილიზაციის თერაპიას (მაგ.: თივის ცხელების პრევენცია), რადგან ბისოპროლოლი ნორმონმა შეიძლება გაზარდოს ალერგიული რეაქციის განვითარების ალბათობა, ან ასეთი ალერგიული რეაქცია შეიძლება იყოს უფრო მძიმე;
ანესთეზია (მაგ.: ქირურგიული ოპერაციის გამო), რადგან ბისოპროლოლი ნორმონმა შეიძლება გავლენა იქონიოს ორგანიზმის რეაქციაზე ამ მდგომარეობის მიმართ.
ბავშვები და მოზარდები
ბისოპროლოლი ნორმონი არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში გამოსაყენებლად.
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ბისოპროლოლი ნორმონის მიღებამდე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტების მიღება არ უნდა მოხდეს ბისოპროლოლ ნორმონთან ერთად, ექიმის სპცეციალური რეკომენდაციის გარეშე:
გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება არარეგულარული ან პათოლოგიური გულისცემის სამკურნალოდ (I კლასის ანტიარითმიული მედიკამენტები, როგორიცაა: ქინიდინი, დიზოპირამიდი, ლიდოკაინი, ფენიტოინი, ფლეკაინიდი, პროპაფენონი);
გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის, სტენოკარდიის ან არარეგულარული გულისცემის დროს (კალციუმის ანტაგონისტები, როგორიცაა ვერაპამილი და დილტიაზემი);
გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ, როგორიცაა: კლონიდინი, მეთილდოფა, მოქსონიდინი, რილმენიდინი. თუმცა, ამ მედიკამენტების მიღება არ უნდა შეწყდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტების ბისოპროლოლ ნორმონთან ერთად მიღებამდე; მკურნალმა ექიმმა უფრო ხშირად უნდა შეამოწმოს პაციენტის მდგომარეობა:
გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან სტენოკარდიის სამკურნალოდ (დიჰიდროპირიდინის ტიპის კალციუმის ანტაგონისტები, როგორიცაა ფელოდიპინი და ამლოდიპინი);
გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება არარეგულარული ან პათოლოგიური გულისცემის სამკურნალოდ (III კლასის ანტიარითმიული მედიკამენტები, როგორიცაა ამიოდარონი);
ადგილობრივი გამოყენების ბეტა-ბლოკატორები (როგორიცაა თიმოლოლის თვალის წვეთები გლაუკომის სამკურნალოდ);
გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მაგალითად ალცჰაიმერის დაავადების ან გლაუკომის სამკურნალოდ (პარასიმპათომიმეტური საშუალებები, როგორიცაა ტაკრინი ან კარბაქოლი) ან მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის მწვავე პრობლემების დროს (სიმპათომიმეტური საშუალებები, როგორიცაა იზოპრენალინი და დობუტამინი);
ანტიდიაბეტური მედიკამენტები, ინსულინის ჩათვლით;
საანესთეზიო საშუალებები (გამოიყენება, მაგალითად, ქირურგიული ოპერაციის დროს);
სათითურას პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ;
არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები (NSAID), რომლებიც გამოიყენება ართრიტის, ტკივილის ან ანთების სამკურნალოდ (მაგ.: იბუპროფენი ან დიკლოფენაკი);
ეპინეფრინი, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ძალიან მძიმე ალერგიული რეაქციებისა და გულის გაჩერების დროს;
ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც აქვეითებს არტერიულ წნევას სასურველი ან არასასურველი გვერდითი ეფექტის სახით, როგორიცაა: ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები, დეპრესიის სამკურნალო გარკვეული მედიკამენტები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორიცაა იმიპრამინი ან ამიტრიპტილინი), გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ ან ანესთეზიის დროს (ბარბიტურატები, როგორიცაა ფენობარბიტალი), ან რეალობასთან კონტაქტის დაკარგვით მიმდინარე ფსიქიკური დაავადების სამკურნალო გარკვეული მედიკამენტები (ფენოთიაზინები, როგორიცაა ლევომეპრომაზინი);
მეფლოქვინი, გამოიყენება მალარიის პრევენციისათვის ან სამკურნალოდ.
დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები, ე.წ. მონოამინის ოქსიდაზას ინჰიბიტორები (გარდა მაო-B ინჰიბიტორებისა), როგორიცაა: მოკლობემიდი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
არსებობს რისკი, რომ ბისოპროლოლი ნორმონმა შეიძლება ავნოს ნაყოფს ორსულობის დროს მისი გამოყენებისას. ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ბისოპროლოლი ნორმონის გამოყენების მიზანშეწონილობას ორსულობის დროს.
არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა ბისოპროლოლი დედის რძეში. ამიტომ, ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული ბისოპროლოლი ნორმონით მკურნალობის დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე შეიძლება გავლენა იქონიოს მედიკამენტმა, იმისდა მიხედვით, თუ როგორ რეაგირებს მასზე პაციენტი. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მკურნალობის დასაწყისში, დოზის გაზრდისას ან მედიკამენტის შეცვლისას და ასევე, ალკოჰოლთან კომბინირებისას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სპორტსმენებისათვის
სპორტსმენები გაფრთხილებულები უნდა იყვნენ, რომ მედიკამენტი შეიცავს კომპონენტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დოპინგკონტროლის დადებითი შედეგი.
ბისოპროლოლი ნორმონი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლი) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად „თავისუფალია ნატრიუმისაგან“.
გვერდითი მოვლენები
ბისოპროლოლი ნორმონის შენახვის წესი;
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ბისოპროლოლის ჰემიფუმარატი, ბისოპროლოლი ნორმონის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2.5 მგ ბისოპროლოლის ჰემიფუმარატს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ჰიპრომელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 6000.
ბისოპროლოლი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ბისოპროლოლი ნორმონი 2,5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი, და გამყოფი ხაზის მქონე ტაბლეტებია. შეფუთვაში მოთავსებულია 28 ან 100 ტაბლეტი.
ყველა სეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6-28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6-28760 ტრეს კანტოს - მადრიდი (ესპანეთი)
სხვა გამოშვების ფორმები
ბისოპროლოლი ნორმონი 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ბისოპროლოლი ნორმონი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2014 წლის ივლისი
პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es
პრეპარატის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქციაში და შეფუთვაზე არსებული QR კოდის სმარტფონით დასკანერებით. ასევე ამ ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია ვებგვერდზე: https://cima.aemps.es/cima/dochtml/p/72163/P_72163.html
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25ºC-ზე.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში განთავსებულ SIGRE+ კონტეინერებში. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი კონტეინერის და პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
ბისოპროლოლი ნორმონი 2.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ბისოპროლოლის ჰემიფუმარატი
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, იხ. პარაგრაფი 4
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ბისოპროლოლი ნორმონი და მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ბისოპროლოლი ნორმონის მიღებამდე;
ბისოპროლოლი ნორმონის მიღების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
ბისოპროლოლი ნორმონის შენახვის წესი;
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს ბისოპროლოლი ნორმონი და მისი გამოყენება
ბისოპროლოლი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. ბეტა-ბლოკატორებს. ეს მედიკამენტები გავლენას ახდენს ორგანიზმის პასუხზე ზოგიერთი ნერვული იმპულსის მიმართ, განსაკუთრებით გულში. შედეგად, ბისოპროლოლი აქვეითებს გულისცემის სიხშირეს და გული უფრო ძლიერად ტუმბავს სისხლს მთელს სხეულში.
ბისოპროლოლი გამოიყენება:
მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ;
ქრონიკული სტენოკარდიის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია გულის კუნთში ჟანგბადის ნაკლებობის გამო;
გულის სტაბილური ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ. ის გამოიყენება სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში. გულის უკმარისობა არის მდგომარეობა, როდესაც გულს არ შეუძლია საკმარისი რაოდენობის სისხლის გადატუმბვა ორგანიზმის საჭიროების დასაკმაყოფილებლად.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ბისოპროლოლი ნორმონის მიღებამდე
დაუშვებელია ბისოპროლოლი ნორმონის მიღება, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს:
ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ბისოპროლოლის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში);
მძიმე ასთმა ან ფილტვის მძიმე ქრონიკული დაავადება;
სისხლის ცირკულაციის მძიმე პრობლემა კიდურებში (როგორიცაა რეინოს სინდრომი), რომელიც იწვევს ხელისა და ფეხის თითებში ჩხვლეტის შეგრძნებას ან სიფერმკრთალეს, ან ციანოზს;
არანამკურნალები ფეოქრომოციტომა - თირკმელზედა ჯირკვლის იშვიათი სიმსივნეა;
მეტაბოლური აციდოზი, მდგომარეობა, რომლის დროსაც დიდი რაოდენობით მჟავა გროვდება სისხლში.
დაუშვებელია ბისოპროლოლი ნორმონის მიღება, თუ პაციენტს აღენიშნება გულის შემდეგი პრობლემები:
გულის მწვავე უკმარისობა;
გულის უკმარისობის გაუარესება, რომელიც საჭიროებს ინტრავენური მედიკამენტებით თერაპიას, რომლებიც ზრდიან გულის კუმშვადობის ძალას;
შენელებული გულისცემა;
დაბალი არტერიული წნევა;
გულის გარკვეული მდგომარეობები, რომლებიც იწვევენ შენელებულ გულისცემას ან არარეგულარულ გულისცემას;
კარდიოგენური შოკი, რაც გულის მწვავე სერიოზული მდგომარეობაა და იწვევს დაბალ არტერიულ წნევასა და ცირკულატორულ უკმარისობას.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ბისოპროლოლი ნორმონის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა; ექიმმა შეიძლება დანიშნოს სპეციალური მკურნალობა (მაგ.: დანიშნოს დამატებითი მკურნალობა, ან უფრო ხშირად მოახდინოს პაციენტის მდგომარეობის შემოწმება):
დიაბეტი;
მკაცრი დიეტა;
გულის გარკვეული დაავადებები, როგორიცაა გულის რითმის დარღვევა ან ძლიერი ტკივილი მკერდის არეში მოსვენების დროს (პრინცმეტალის სტენოკარდია);
თირკმლის ან ღვიძლის დაავადებები;
კიდურებში სისხლის ცირკულაციის ნაკლებად მძიმე პრობლემები;
ნაკლებად მძიმე ბრონქული ასთმა ან ფილტვების ქრონიკული დაავადება;
ანამნეზში კანის გამონაყარი აქერცვლით (ფსორიაზი);
თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა);
ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები;
პირველი ხარისხის გულის ბლოკი (მდგომარეობა, რომლის დროსაც ნერვული იმპულსების გულში გამტარებლობა ირღვევა და შესაძლოა იწვევდეს გულისცემის გამოტოვებას ან არარეგულარულ გულისცემას).
გარდა ამისა, ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი გეგმავს:
დესენსიბილიზაციის თერაპიას (მაგ.: თივის ცხელების პრევენცია), რადგან ბისოპროლოლი ნორმონმა შეიძლება გაზარდოს ალერგიული რეაქციის განვითარების ალბათობა, ან ასეთი ალერგიული რეაქცია შეიძლება იყოს უფრო მძიმე;
ანესთეზია (მაგ.: ქირურგიული ოპერაციის გამო), რადგან ბისოპროლოლი ნორმონმა შეიძლება გავლენა იქონიოს ორგანიზმის რეაქციაზე ამ მდგომარეობის მიმართ.
ბავშვები და მოზარდები
ბისოპროლოლი ნორმონი არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში გამოსაყენებლად.
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ბისოპროლოლი ნორმონის მიღებამდე.
სხვა მედიკამენტები და ბისოპროლოლი ნორმონი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტების მიღება არ უნდა მოხდეს ბისოპროლოლ ნორმონთან ერთად, ექიმის სპცეციალური რეკომენდაციის გარეშე:
გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება არარეგულარული ან პათოლოგიური გულისცემის სამკურნალოდ (I კლასის ანტიარითმიული მედიკამენტები, როგორიცაა: ქინიდინი, დიზოპირამიდი, ლიდოკაინი, ფენიტოინი, ფლეკაინიდი, პროპაფენონი);
გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის, სტენოკარდიის ან არარეგულარული გულისცემის დროს (კალციუმის ანტაგონისტები, როგორიცაა ვერაპამილი და დილტიაზემი);
გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ, როგორიცაა: კლონიდინი, მეთილდოფა, მოქსონიდინი, რილმენიდინი. თუმცა, ამ მედიკამენტების მიღება არ უნდა შეწყდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტების ბისოპროლოლ ნორმონთან ერთად მიღებამდე; მკურნალმა ექიმმა უფრო ხშირად უნდა შეამოწმოს პაციენტის მდგომარეობა:
გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან სტენოკარდიის სამკურნალოდ (დიჰიდროპირიდინის ტიპის კალციუმის ანტაგონისტები, როგორიცაა ფელოდიპინი და ამლოდიპინი);
გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება არარეგულარული ან პათოლოგიური გულისცემის სამკურნალოდ (III კლასის ანტიარითმიული მედიკამენტები, როგორიცაა ამიოდარონი);
ადგილობრივი გამოყენების ბეტა-ბლოკატორები (როგორიცაა თიმოლოლის თვალის წვეთები გლაუკომის სამკურნალოდ);
გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მაგალითად ალცჰაიმერის დაავადების ან გლაუკომის სამკურნალოდ (პარასიმპათომიმეტური საშუალებები, როგორიცაა ტაკრინი ან კარბაქოლი) ან მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის მწვავე პრობლემების დროს (სიმპათომიმეტური საშუალებები, როგორიცაა იზოპრენალინი და დობუტამინი);
ანტიდიაბეტური მედიკამენტები, ინსულინის ჩათვლით;
საანესთეზიო საშუალებები (გამოიყენება, მაგალითად, ქირურგიული ოპერაციის დროს);
სათითურას პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ;
არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები (NSAID), რომლებიც გამოიყენება ართრიტის, ტკივილის ან ანთების სამკურნალოდ (მაგ.: იბუპროფენი ან დიკლოფენაკი);
ეპინეფრინი, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ძალიან მძიმე ალერგიული რეაქციებისა და გულის გაჩერების დროს;
ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც აქვეითებს არტერიულ წნევას სასურველი ან არასასურველი გვერდითი ეფექტის სახით, როგორიცაა: ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები, დეპრესიის სამკურნალო გარკვეული მედიკამენტები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორიცაა იმიპრამინი ან ამიტრიპტილინი), გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ ან ანესთეზიის დროს (ბარბიტურატები, როგორიცაა ფენობარბიტალი), ან რეალობასთან კონტაქტის დაკარგვით მიმდინარე ფსიქიკური დაავადების სამკურნალო გარკვეული მედიკამენტები (ფენოთიაზინები, როგორიცაა ლევომეპრომაზინი);
მეფლოქვინი, გამოიყენება მალარიის პრევენციისათვის ან სამკურნალოდ.
დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები, ე.წ. მონოამინის ოქსიდაზას ინჰიბიტორები (გარდა მაო-B ინჰიბიტორებისა), როგორიცაა: მოკლობემიდი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
არსებობს რისკი, რომ ბისოპროლოლი ნორმონმა შეიძლება ავნოს ნაყოფს ორსულობის დროს მისი გამოყენებისას. ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ბისოპროლოლი ნორმონის გამოყენების მიზანშეწონილობას ორსულობის დროს.
არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა ბისოპროლოლი დედის რძეში. ამიტომ, ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული ბისოპროლოლი ნორმონით მკურნალობის დროს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე შეიძლება გავლენა იქონიოს მედიკამენტმა, იმისდა მიხედვით, თუ როგორ რეაგირებს მასზე პაციენტი. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მკურნალობის დასაწყისში, დოზის გაზრდისას ან მედიკამენტის შეცვლისას და ასევე, ალკოჰოლთან კომბინირებისას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სპორტსმენებისათვის
სპორტსმენები გაფრთხილებულები უნდა იყვნენ, რომ მედიკამენტი შეიცავს კომპონენტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დოპინგკონტროლის დადებითი შედეგი.
ბისოპროლოლი ნორმონი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლი) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად „თავისუფალია ნატრიუმისაგან“.
ბისოპროლოლი ნორმონის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ბისოპროლოლი ნორმონით მკურნალობა საჭიროებს რეგულარულ სამედიცინო მონიტორინგს ექიმის მიერ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მკურნალობის დასაწყისში და დოზის მომატებისას.
ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს წყლის მიყოლებით დილით, საკვებთან ერთად, ან მის გარეშე. დაუშვებელია ტაბლეტის გასრესვა ან დაღეჭვა.
ბისოპროლოლი ნორმონით მკურნალობა ჩვეულებრივ ხანგრძლივია.
ზრდასრულები
მაღალი არტერიული წნევისა და სტენოკარდიის მკურნალობა
საწყისი დოზაა 5 მგ ერთხელ დღეში.
საჭიროების შემთხვევაში მკურნალმა ექიმმა შეიძლება თანდათან მცირედით გაზარდოს დოზა (ჩვეულებრივ ყოველ რამდენიმე კვირაში) 10 მგ-მდე ან 20 მგ-მდე.
მკურნალობა არასოდეს უნდა შეწყდეს უეცრად, დოზა თანდათან უნდა შემცირდეს 1-2 კვირის განმავლობაში.
გულის სტაბილური ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა
ბისოპროლოლით მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბალი დოზით და გაიზარდოს თანდათანობით. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს, როგორ უნდა მოხდეს დოზის მომატება და ეს ჩვეულებრივ ხდება შემდეგნაირად:
- 25 მგ ბისოპროლოლი ერთხელ დღეში ერთი კვირის განმავლობაში;
- 5 მგ ბისოპროლოლი ერთხელ დღეში ერთი კვირის განმავლობაში;
- 75 მგ ბისოპროლოლი ერთხელ დღეში ერთი კვირის განმავლობაში;
5 მგ ბისოპროლოლი ერთხელ დღეში 4 კვირის განმავლობაში;
- 5 მგ ბისოპროლოლი ერთხელ დღეში 4 კვირის განმავლობაში;
10 მგ ბისოპროლოლი ერთხელ დღეში შემანარჩუნებელი თერაპიისათვის.
ბისოპროლოლის მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზაა 10 მგ.
იმისდა მიხედვით, თუ როგორ რეაგირებს მედიკამენტზე პაციენტი, ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზების მომატებებს შორის ინტერვალი. თუ პაციენტის მდგომარეობა უარესდება, ან პაციენტს აღენიშნება მედიკამენტის აუტანლობა, შეიძლება საჭირო გახდეს დოზის ისევ შემცირება, ან მკურნალობის შეწყვეტა. ზოგიერთი პაციენტისათვის ბისოპროლოლის ფუმარატის 10 მგ-ზე დაბალი შემანარჩუნებელი დოზა შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს.
მკურნალი ექიმი პაციენტს განუმარტავს, როგორ უნდა მოიქცეს.
თუ მკურნალობა მთლიანად უნდა შეწყდეს, დოზა უნდა შემცირდეს თანდათანობით, წინააღმდეგ შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.
თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა
ჩვეულებრივ არ არის საჭიროა დოზის კორექცია თირკმლის ან ღვიძლის სუსტი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში. თირკმლის ტერმინალური სტადიის უკმარისობის დროს და ღვიძლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში არ უნდა იქნეს გადაჭარბებული დღიური დოზა - 10 მგ.
დიალიზზე მყოფ პაციენტებში ბისოპროლოლის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია; თუმცა, არ არის ნაჩვენები, რომ დოზირების სქემა უნდა შეიცვალოს ამ ტიპის პაციენტებში.
ხანდაზმული პაციენტები
დოზის კორექცია არ არის საჭირო.
პედიატრიული პოპულაცია
არ არის გამოცდილება პედიატრიულ პაციენტებში ბისოპროლოლის გამოყენების შესახებ, ამიტომ ის არ არის რეკომენდებული ბავშვებისათვის.
ბისოპროლოლი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
დიდი რაოდენობით ბისოპროლოლი ნორმონის ტაბლეტების მიღებისას საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. ექიმი გადაწყვეტს, რა ზომების მიღებაა აუცილებელი.
დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გულისცემის შენელებას, სუნთქვის მძიმე გაძნელებას, თავბრუსხვევას ან ტრემორს (სისხლში შაქრის დაქვეითების გამო).
დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით მიღებისას საჭიროა ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში მიმართვა (ესპანეთის ტელ.: +34 91 562 04 20) მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
ბისოპროლოლი ნორმონის დოზის გამოტოვებისას
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ. შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს მეორე დილით.
ბისოპროლოლი ნორმონის მიღების შეწყვეტისას
ბისოპროლოლი ნორმონის მიღება არასოდეს უნდა შეწყდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი კითხვის არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ბისოპროლოლი ნორმონიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.
სერიოზული რეაქციების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ, თუ გვერდითი მოვლენა არის მძიმე, ვითარდება უეცრად ან სწრაფად უარესდება.
ყველაზე სერიოზული გვერდითი მოვლენები დაკავშირებულია გულის ფუნქციასთან:
გულისცემის შენელება (აღინიშნება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში);
გულის უკმარისობის გაუარესება (აღინიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში);
შენელებული ან არარეგულარული გულისცემა (აღინიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში),
თუ პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა, სისუსტე ან სუნთქვის გაძნელება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, რაც შეიძლება სწრაფად.
დამატებითი გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია ქვემოთ მათი განვითარების სიხშირის მიხედვით:
ხშირი (აღინიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
დაღლილობა, სისუსტის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
ხელებსა და ტერფებში სიცივის და დაბუჟების შეგრძნება;
დაბალი არტერიული წნევა;
კუჭის ან ნაწლავების პრობლემები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა ან ყაბზობა.
არახშირი (აღინიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ძილის დარღვევები;
დეპრესია;
თავბრუსხვევა ადგომისას;
სუნთქვის პრობლემები ასთმის ან ფილტვების ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში;
კუნთების სისუსტე, კუნთების სპაზმები.
იშვიათი (აღინიშნება 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
სმენის პრობლემები;
ალერგიული სურდო;
ცრემლდენის შემცირება;
ღვიძლის ანთება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ან თვალის სკლერების სიყვითლე. ღვიძლის ფერმენტების მაღალი დონე (ლაბორატორიული ანალიზები (ალტ ან ასტ);
ღვიძლის ფუნქციების და ცხიმების დონის ზოგიერთი სისხლის ანალიზის ნორმიდან გადახრა;
ალერგიის მსგავსი რეაქციები, როგორიცაა ქავილი, ალები, გამონაყარი;
ერექციის დარღვევა;
ღამის კოშმარები, ჰალუცინაციები;
გულისწასვლა.
ძალიან იშვიათი (აღინიშნება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
თვალის გაღიზიანება და სიწითლე (კონიუნქტივიტი;)
თმის ცვენა;
კანის გამონაყარის აქერცვლით (ფსორიაზის) გაუარესება: ფსორიაზის მსგავსი გამონაყარი.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვედით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: www.noificaRAM.es
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ბისოპროლოლი ნორმონის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25ºC-ზე.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში განთავსებულ SIGRE+ კონტეინერებში. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი კონტეინერის და პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ბისოპროლოლი ნორმონი
აქტიური ნივთიერებაა ბისოპროლოლის ჰემიფუმარატი, ბისოპროლოლი ნორმონის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2.5 მგ ბისოპროლოლის ჰემიფუმარატს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ჰიპრომელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 6000.
ბისოპროლოლი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ბისოპროლოლი ნორმონი 2,5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი, და გამყოფი ხაზის მქონე ტაბლეტებია. შეფუთვაში მოთავსებულია 28 ან 100 ტაბლეტი.
ყველა სეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6-28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6-28760 ტრეს კანტოს - მადრიდი (ესპანეთი)
სხვა გამოშვების ფორმები
ბისოპროლოლი ნორმონი 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ბისოპროლოლი ნორმონი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2014 წლის ივლისი
პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es
პრეპარატის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქციაში და შეფუთვაზე არსებული QR კოდის სმარტფონით დასკანერებით. ასევე ამ ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია ვებგვერდზე: https://cima.aemps.es/cima/dochtml/p/72163/P_72163.html
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.




