არტერიული ჰიპერტენზია სტაბილური ქრონიკული სტენოკარდია სტაბილური ქრონიკული გულის უკმარისობა მარცხენა პარკუჭის შემცირებული სისტოლური ფუნქციით (აგფ-ინჰიბიტორებთან, შარდმდენ საშუალებებთან და, საჭიროებისას, საგულე გლიკოზიდებთან დამატებით).
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბისოპროლოლი (bisoprolol)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N30 (3X10)
- მწარმოებელი
- ALKALOID AD Skopje, მაკედონია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ბეტა ბლოკატორები, სელექციური ბეტა ბლოკატორები
- ATC კოდი
- C07AB07
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040361
- რეგისტრირებულია
- 29 თებერვალი 2024, მოქმედებს 28 თებერვალი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „IMPEXPHARM“ LTD (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „იმპექსფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ბილოკარდი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
არტერიული ჰიპერტენზია
სტაბილური ქრონიკული სტენოკარდია
სტაბილური ქრონიკული გულის უკმარისობა მარცხენა პარკუჭის შემცირებული სისტოლური ფუნქციით (აგფ-ინჰიბიტორებთან, შარდმდენ საშუალებებთან და, საჭიროებისას, საგულე გლიკოზიდებთან დამატებით).
მიღების წესი და დოზირება
არტერიული ჰიპერტენზიის და სტაბილური ქრონიკული სტენოკარდიის მკურნალობა
მოზრდილები
ბილოკარდის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად. მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია დოზით 5 მგ დღეში. ჩვეულებრივი დოზაა 10 მგ დღეში ერთხელ, მაქსიმალური რეკომენდებული დოზა - 20 მგ დღეში.
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი < 20 მლ/წთ) დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ-ს დღეში ერთხელ. საბოლოოდ ეს დოზა შეიძლება განახევრდეს.
ღვიძლის მძიმე უკმარისობა
დოზის კორექტირება არ არის საჭირო, თუმცა რეკომენდებულია ფრთხილი მონიტორინგი.
ხანდაზმულები
დოზის კორექტირება, ჩვეულებრივ, არ არის საჭირო. მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია ყველაზე დაბალი შესაძლო დოზით.
პედიატრიული პოპულაცია
ბავშვებში ბისოპროლოლის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს, ამიტომ მისი გამოყენება ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის.
მკურნალობის შეწყვეტა
მკურნალობის უეცრად შეწყვეტა არ შეიძლება. დოზის შემცირება უნდა მოხდეს თანდათანობით, დოზის ყოველკვირეული განახევრებით.
სტაბილური ქრონიკული გულის უკმარისობის მკურნალობა
მოზრდილები
სტაბილური ქრონიკული გულის უკმარისობის სტანდარტულ მკურნალობას შეადგენს აგფ-ინჰიბიტორები (ან ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები, აგფ-ინჰიბიტორების აუტანლობის შემთხვევაში), ბეტა-ბლოკატორები, შარდმდენი საშუალებები და შესაბამისი საგულე გლიკოზიდები. ბილოკარდით მკურნალობის დაწყებისას პაციენტის მდგომარეობა უნდა იყოს სტაბილური (გულის მწვავე უკმარისობის გარეშე).
ტიტრაციის პერიოდში და მის შემდეგ შეიძლება მოხდეს გულის უკმარისობის, არტერიული ჰიპოტენზიის ან ბრადიკარდიის გარდამავალი გაუარესება.
ტიტრაციის ფაზა
ბილოკარდით სტაბილური ქრონიკული გულის უკმარისობის მკურნალობა მოითხოვს ტიტრაციის ფაზას.
ბილოკარდით მკურნალობა უნდა დაიწყოს დოზის თანდათანობით მომატებით შემდეგი ეტაპების შესაბამისად:
- 25 მგ დღეში ერთხელ 1 კვირის განმავლობაში, კარგი ამტანობის შემთხვევაში დოზა იზრდება
- 5 მგ-მდე დღეში ერთხელ შემდგომი კვირის განმავლობაში, კარგი ამტანობის შემთხვევაში დოზა იზრდება
- 75 მგ-მდე დღეში ერთხელ შემდგომი კვირის განმავლობაში, კარგი ამტანობის შემთხვევაში დოზა იზრდება
5 მგ-მდე დღეში ერთხელ მომდევნო 4 კვირის განმავლობაში, კარგი ამტანობის შემთხვევაში დოზა იზრდება
- 5 მგ-მდე დღეში ერთხელ მომდევნო 4 კვირის განმავლობაში, კარგი ამტანობის შემთხვევაში დოზა იზრდება
10 მგ-მდე დღეში ერთხელ შემანარჩუნებელი თერაპიისთვის.
მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 10 მგ დღეში ერთხელ.
ტიტრაციის ფაზაში რეკომენდებულია სასიცოცხლო მაჩვენებლების (გულისცემა, არტერიული წნევა) და გულის უკმარისობის გაუარესების სიმპტომების ფრთხილი მონიტორინგი. სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს თერაპიის დაწყებიდან პირველივე დღის განმავლობაში.
მკურნალობის მოდიფიკაცია
თუ მაქსიმალური რეკომენდებული დოზა კარგად არ გადაიტანება, შეიძლება განხილული იქნას საკითხი დოზის თანდათანობითი შემცირების შესახებ.
გულის უკმარისობის, არტერიული ჰიპოტენზიის ან ბრადიკარდიის გარდამავალი გაუარესების შემთხვევაში რეკომენდებულია თანმხლები მედიკამენტის დოზის გადახედვა. ასევე შეიძლება საჭირო გახდეს ბილოკარდის დოზის დროებით შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
პაციენტის მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ უნდა განხილული იქნას ბილოკარდის მიღების ხელახლა დაწყება და/ან მისი დოზის მომატება.
თუ განიხილება პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ამ შემთხვევაში რეკომენდებულია დოზის თანდათანობითი შემცირება, ვინაიდან მკვეთრმა მოხსნამ შეიძლება გამოიწვიოს პაციენტების მდგომარეობის მწვავე გაუარესება.
როგორც წესი, სტაბილური ქრონიკული გულის უკმარისობის ბისოპროლოლით მკურნალობა არის ხანგრძლივი.
განსაკუთრებული პოპულაციები
ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა
არ არსებობს ინფორმაცია ბისოპროლოლის ფარმაკოკინეტიკის შესახებ პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით და ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობით. ამ პოპულაციებში დოზის მომატება უნდა მოხდეს დამატებითი სიფრთხილით.
ხანდაზმულები
დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

მიღების წესი
ბილოკარდი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისათვის.
ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს დილით. მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად. ტაბლეტები უნდა ჩაიყლაპოს სითხის მიყოლებით, არ შეიძლება მათი დაღეჭვა.
უკუჩვენებები
გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში ბილოკარდი უკუნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების დროს:
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ
გულის მწვავე უკმარისობა ან გულის უკმარისობის დეკომპენსაციის ეპიზოდები, რომელიც მოითხოვს ი.ვ. ინოტროპულ თერაპიას
კარდიოგენური შოკი
მეორე ან მესამე ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (კარდიოსტიმულატორის გარეშე)
სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი
სინოატრიული ბლოკადა
სიმპტომური ბრადიკარდია
სიმპტომური არტერიული ჰიპოტენზია
მძიმე ბრონქული ასთმა ან ფილტვების მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაავადების მძიმე ფორმები ან რეინოს სინდრომის მძიმე ფორმები
არანამკურნალევი ფეოქრომოციტომა
მეტაბოლური აციდოზი
სიფრთხილის ზომები
მხოლოდ გულის ქრონიკულ უკმარისობასთან მიმართებით:
ბილოკარდით სტაბილური ქრონიკული გულის უკმარისობის მკურნალობა უნდა დაიწყოს სპეციალური ტიტრაციის ფაზით.
ყველა ჩვენებასთან მიმართებით:
განსაკუთრებით გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში ბილოკარდით თერაპიის შეწყვეტა არ უნდა მოხდეს მოულოდნელად, თუ ეს ნათლად არ არის მითითებული, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობის გარდამავალი გაუარესება.
სიფრთხილის ზომები
მხოლოდ არტერიულ ჰიპერტენზიასთან ან სტენოკარდიასთან მიმართებით:
ბილოკარდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული არტერიული ჰიპერტენზიის ან სტენოკარდიის და თანმხლები გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ბილოკარდით გულის სტაბილური ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის დაწყება საჭიროებს რეგულარულ მონიტორინგს.
არ არსებობს გულის უკმარისობის ბისოპროლოლით მკურნალობის თერაპიული გამოცდილება შემდეგი დაავადებებისა და მდგომარეობების მქონე პაციენტებში:
ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (I ტიპი)
თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა
რესტრიქტიული კარდიომიოპათია
გულის თანდაყოლილი მანკი
გულის სარქვლების ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი ორგანული დაზიანება
მიოკარდიუმის ინფარქტი ბოლო 3 თვის განმავლობაში
ყველა ჩვენებასთან მიმართებით:
ბილოკარდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგი მდგომარეობების დროს:
ბრონქოსპაზმი (ბრონქული ასთმა, სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებები). ბრონქული ასთმის ან ფილტვების სხვა ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების დროს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები, რეკომენდებულია ბრონქოდილატაციური თერაპიის ერთდროულად ჩატარება. ზოგჯერ ასთმით დაავადებულ პაციენტებში შეიძლება მოხდეს სასუნთქი გზების რეზისტენტობის ზრდა, ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს ბეტა 2-სტიმულატორების დოზის გაზრდა.
შაქრიანი დიაბეტი სისხლში გლუკოზის მნიშვნელობების დიდი მერყეობით; ჰიპოგლიკემიის სიმპტომები (მაგალითად, ტაქიკარდია, პალპიტაცია ან ოფლიანობა) შეიძლება შენიღბული იყოს.
მკაცრი შიმშილობა.
მადესენსიბილიზებელი თერაპია. როგორც სხვა ბეტა-ბლოკატორების შემთხვევაში, ბილოკარდმა შეიძლება გაზარდოს როგორც ალერგენების მიმართ მგრძნობელობა, ასევე ანაფილაქსიური რეაქციების სიმძიმე. ეპინეფრინით მკურნალობა ყოველთვის არ იძლევა მოსალოდნელ თერაპიულ ეფექტს.
პირველი ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა.
პრინცმეტალის სტენოკარდია; დაფიქსირდა კორონარული ვაზოსპაზმის შემთხვევები. მიუხედავად მისი მაღალი ბეტა 1-სელექტიურობისა, პრინცმეტალის სტენოკარდიის მქონე პაციენტებში ბილოკარდის დანიშვნისას არ შეიძლება სტენოკარდიის შეტევების სრულად გამორიცხვა.
პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაავადება. სიმპტომების გამწვავება შეიძლება მოხდეს განსაკუთრებით თერაპიის დაწყებისას.
ზოგადი ანესთეზია
პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ზოგადი ანესთეზია, ბეტა-ბლოკადა ამცირებს არითმიებისა და მიოკარდიუმის იშემიის სიხშირეს ინდუქციისა და ინტუბაციის დროს და ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ამჟამად რეკომენდებულია ბეტა-ბლოკადის შენარჩუნება პოსტოპერაციულ პერიოდში. ანესთეზიოლოგმა უნდა იცოდეს ბეტა-ბლოკადის შესახებ სხვა პრეპარატებთან პოტენციური ურთიერთქმედების გამო, რაც იწვევს ბრადიარითმიას, რეფლექტორული ტაქიკარდიის შესუსტებას და სისხლის დანაკარგის კომპენსირების რეფლექტორულ უნარს. თუ ოპერაციის დაწყებამდე საჭიროა ბეტა-ბლოკატორის მიღების შეწყვეტა, ეს უნდა მოხდეს თანდათანობით და დასრულდეს ანესთეზიამდე დაახლოებით 48 სთ-ით ადრე.
ბილოკარდის კომბინაცია ვერაპამილის ან დილტიაზემის ტიპის კალციუმის ანტაგონისტებთან, I კლასის ანტიარითმიულ პრეპარატებთან და ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან, როგორც წესი, არ არის რეკომენდებული.
მიუხედავად იმისა, რომ კარდიოსელექტიური (ბეტა1) ბეტა-ბლოკატორები შეიძლება ნაკლებად მოქმედებდნენ ფილტვის ფუნქციაზე, ვიდრე არასელექტიური ბეტა-ბლოკატორები, მათი გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების მქონე პაციენტებში, თუ არ არსებობს მათი გამოყენების დამაჯერებელი კლინიკური მიზეზები. ასეთი მიზეზების არსებობისას, ბილოკარდი შეიძლება გამოყენებული იქნას სიფრთხილით. სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების მქონე პაციენტებში ბილოკარდით მკურნალობა უნდა დაიწყოს ყველაზე დაბალი დოზით და საჭიროა პაციენტებზე ყურადღებით დაკვირვება ახალი სიმპტომების გამოვლენის მიზნით (მაგალითად, დისპნოე, ფიზიკური დატვირთვის აუტანლობა, ხველა). ბრონქული ასთმის ან ფილტვების სხვა ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების დროს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები, საჭიროა ერთდროულად ჩატარდეს ბრონქოდილატაციური თერაპია. ზოგჯერ ასთმით დაავადებულ პაციენტებში შეიძლება მოხდეს სასუნთქი გზების რეზისტენტობის ზრდა, ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს ბეტა 2-სტიმულატორების დოზის გაზრდა.
ფსორიაზით დაავადებულ ან ანამნეზში ფსორიაზის მქონე პაციენტებში ბეტა-ბლოკატორები უნდა დაინიშნოს მხოლოდ რისკის და სარგებლის სიფრთხილით შეფასების შემდეგ.
ფეოქრომოციტომის მქონე პაციენტებში ბილოკარდი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ალფა-ადრენობლოკატორების მიღების ფონზე.
ბილოკარდით მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს თირეოტოქსიკოზის სიმპტომები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
კომბინაციები, რომლებიც არ არის რეკომენდებული
მხოლოდ გულის ქრონიკულ უკმარისობასთან მიმართებით:
I კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (მაგალითად, ქინიდინი, დიზოპირამიდი, ლიდოკაინი, ფენიტოინი, ფლეკაინიდი, პროპაფენონი): შეიძლება გაძლიერდეს გავლენა ატრიოვენტრიკულური გამტარობის დროზე და გაიზარდოს უარყოფითი ინოტროპული ეფექტი.
ყველა ჩვენებასთან მიმართებით:
ვერაპამილის და, ნაკლებად, დილტიაზემის ტიპის კალციუმის ანტაგონისტები: უარყოფითი გავლენა შეკუმშვის უნარზე და ატრიო-ვენტრიკულურ გამტარობაზე. პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ბეტა-ბლოკატორებით, ვერაპამილის ინტრავენურმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე არტერიული ჰიპოტენზია და ატრიოვენტრიკულური ბლოკადა.
ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (მაგალითად, კლონიდინი, მეთილდოპა, მოქსონიდინი, რილმენიდინი): მათმა ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება კიდევ უფრო შეამციროს ცენტრალური სიმპათიკური ტონუსი და ამით გამოიწვიოს გულის შეკუმშვის სიხშირისა და გულის განდევნის ფრაქციის შემცირება და ვაზოდილატაცია. პრეპარატის მიღების მკვეთრმა შეწყვეტამ, განსაკუთრებით თუ ეს მოხდა ბეტა-ბლოკატორების შეწყვეტამდე, შეიძლება გაზარდოს "რიკოშეტული ჰიპერტენზიის"რისკი.
კომბინაციები, რომლებიც სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული

დიჰიდროპირიდინის ტიპის კალციუმის ანტაგონისტები, როგორიცაა ფელოდიპინი და ამლოდიპინი: ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს არტერიული ჰიპოტენზიის რისკი, ხოლო გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის გამოირიცხული პარკუჭების ტუმბოს ფუნქციის შემდგომი გაუარესების რისკის ზრდა.
III კლასის ანტიარითმული პრეპარატები (მაგალითად, ამიოდარონი): შეიძლება გაძლიერდეს გავლენა ატრიოვენტრიკულური გამტარობის დროზე.
პარასიმპათომიმეტური პრეპარატები: თანმხლებმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ატრიოვენტრიკულური გამტარობის დროის გაზრდა და ბრადიკარდიის რისკი.
ადგილობრივი ბეტა-ბლოკატორების (მაგალითად, თვალის წვეთები გლაუკომის მკურნალობისთვის) გამოყენებამ შეიძლება გაზრდოს ბისოპროლოლის სისტემური ეფექტები.
ინსულინი და პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატები: ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერება. ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკადამ შეიძლება შენიღბოს ჰიპოგლიკემიის სიმპტომები.
საანესთეზიო საშუალებები: რეფლექტორული ტაქიკარდიის შესუსტება და არტერიული ჰიპოტენზიის რისკის გაზრდა.
საგულე გლიკოზიდები: ატრიოვენტრიკულური გამტარობის დროის ზრდა, გულისცემის შემცირება.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები: შეიძლება შეამცირონ ბისოპროლოლის ჰიპოტენზიური ეფექტი.
ბეტა-სიმპათომიმეტური საშუალებები (მაგალითად, იზოპრენალინი, დობუტამინი): ბისოპროლოლთან კომბინაციამ შეიძლება დააქვეითოს ორივე პრეპარატის ეფექტი.
სიმპათომიმეტური საშუალებები, რომლებიც ააქტიურებენ როგორც ბეტა - ასევე ალფა-ადრენორეცეპტორებს (მაგალითად, ნორეპინეფრინი, ეპინეფრინი): ბისოპროლოლთან კომბინაციამ შეიძლება შენიღბოს ალფა-ადრენორეცეპტორებით განპირობებული ვაზოკონსტრიქტორული ეფექტები, რაც იწვევს არტერიული წნევის მომატებას და აძლიერებს გარდამავალ სიკოჭლეს. ასეთი ურთიერთქმედება უფრო სავარაუდოა არასელექტიურ ბეტა-ბლოკატორების გამოყენებისას.
ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან, ისევე როგორც არტერიული წნევის დაქვეითების პოტენციალის მქონე სხვა პრეპარატებთან (მაგ., ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ბარბიტურატები, ფენოთიაზინები) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს არტერიული ჰიპოტენზიის რისკი.
გასათვალისწინებელი კომბინაციები
მეფლოქვინი: ბრადიკარდიის გაზრდილი რისკი.
მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორები (გარდა MAO-B ინჰიბიტორებისა): აძლიერებენ ბეტა-ბლოკატორების ჰიპოტენზიურ ეფექტს, მაგრამ ასევე ზრდიან ჰიპერტონიული კრიზის განვითარების რისკს.
რიფამპიცინი: შესაძლებელია ბისოპროლოლის ნახევარგამოყოფის პერიოდის უმნიშვნელო შემცირება ღვიძლის ფერმენტების ინდუქციის გამო. ჩვეულებრივ, დოზის კორექტირება არ არის საჭირო.
ერგოტამინის წარმოებულები: პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამწვავება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ბილოკარდის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ამის აშკარა აუცილებლობა. თუ ბილოკარდით მკურნალობა აუცილებელია, უნდა მოხდეს უტეროპლაცენტარული სისხლის ნაკადის და ნაყოფის ზრდის მონიტორინგი. ორსულობაზე ან ნაყოფზე მავნე ზემოქმედების შემთხვევაში უნდა იქნას გათვალისწინებული ალტერნატიული მკურნალობა. ახალშობილი უნდა იმყოფებოდეს ყურადღებით დაკვირვების ქვეშ. ჰიპოგლიკემიისა და ბრადიკარდიის სიმპტომები, როგორც წესი, მოსალოდნელია პირველი 3 დღის განმავლობაში.
ძუძუთი კვება
არ არსებობს მონაცემები დედის რძეში ბისოპროლოლის გამოყოფის ან ჩვილებზე ბისოპროლოლის ზეგავლენის უსაფრთხოების შესახებ. ამიტომ, ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული ბილოკარდის მიღების დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებზე ჩატარებულ კვლევების მიხედვით ბისოპროლოლი არ მოქმედებს ავტომობილის მართვის უნარზე. თუმცა, პრეპარატმა შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, რაც დამოკიდებულია პაციენტების ინდივიდუალურ პასუხზე მკურნალობის მიმართ. ეს განსაკუთრებით უნდა იქნას გათვალისწინებული მკურნალობის დასაწყისში, დოზის შეცვლის შემდეგ ან ალკოჰოლის ერთდროულად მიღებისას.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - 1/10); არახშირი (≥1/1000 - 1/100); იშვიათი (≥1/10000 - 1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); არ არის ცნობილი (არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია)
ფსიქიკური დარღვევები:
არახშირი: ძილის დარღვევები, დეპრესია.
იშვიათი: კოშმარები, ჰალუცინაციები.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:
ხშირი: თავბრუსხვევა*, თავის ტკივილი*.
იშვიათი: სინკოპე
დარღვევები თვალის მხრივ:
იშვიათი: ცრემლის გამოყოფის შემცირება (გასათვალისწინებელია, თუ პაციენტი იყენებს ლინზებს).
ძალიან იშვიათი: კონიუნქტივიტი.
დარღვევები ყურის და ლაბირინთის მხრივ:
იშვიათი: სმენის დარღვევები
დარღვევები გულის მხრივ:
ძლიან ხშირი: ბრადიკარდია (გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში).
ხშირი: არსებული გულის უკმარისობის გაუარესება (გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში).
არახშირი: ატრიოვენტრიკულური გამტარობის დარღვევები, არსებული გულის უკმარისობის გაუარესება (არტერიული ჰიპერტენზიის ან სტენოკარდიის მქონე პაციენტებში); ბრადიკარდია (არტერიული ჰიპერტენზიის ან სტენოკარდიის მქონე პაციენტებში).
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ:
ხშირი: კიდურებში სიცივის ან დაბუჟების შეგრძნება, არტერიული ჰიპოტენზია განსაკუთრებით გულის უკმარისობის მქონე პაციენტში.
არახშირი: ორთოსტატული ჰიპოტენზია.
რესპირატორული, გულმკერდის და მედიასტინალური დარღვევები:
არახშირი: ბრონქოსპაზმი ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში ან ანამნეზში სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადება.
იშვიათი: ალერგიული რინიტი.
გასტროინტესტინური დარღვევები:
ხშირი: ჩივილები უჭ-ნაწლავის მხრივ, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა.
ჰეპატობილიარული დარღვევები:
იშვიათი: ჰეპატიტი.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:
იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ქავილი, გამონაყარი, კანის სიწითლე, და ანგიონევროზული შეშუპება).
ძალიან იშვიათია: ბეტა-ბლოკატორებმა შეიძლება გამოიწვიონ ან გააუარესონ ფსორიაზი ან გამოიწვიონ ფსორიაზისმაგვარი გამონაყარი, ალოპეცია.
დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:
არახშირი: კუნთების სისუსტე და კრუნჩხვები.
დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ:
იშვიათი: ერექციული დისფუნქცია.
ზოგადი დარღვევები:
ხშირი: ასთენია (გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში), დაღლილობა*.
არახშირი: ასთენია (არტერიული ჰიპერტენზიის ან სტენოკარდიის მქონე პაციენტებში)
ლაბორატორიული კვლევები:
იშვიათი: ტრიგლიცერიდების მომატება, ღვიძლის ფერმენტების მომატება (ALAT, ASAT).
მხოლოდ არტერიულ ჰიპერტენზიასთან ან სტენოკარდიასთან მიმართებით:
- ეს სიმპტომები განსაკუთრებით ვლინდება მკურნალობის დასაწყისში. ზოგადად ისინი მსუბუქია და, ჩვეულებრივ, ქრება მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის განმავლობაში.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
დოზის გადაჭარბებისას ყველაზე ხშირად მოსალოდნელი ნიშნებია ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, ბრონქოსპაზმი, გულის მწვავე უკმარისობა და ჰიპოგლიკემია. არსებობს შეზღუდული გამოცდილება ბისოპროლოლის დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებით, დაფიქსირდა ბისოპროლოლის დოზის გადაჭარბების მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა. აღინიშნებოდა ბრადიკარდია და/ან არტერიული ჰიპოტენზია. ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა. ბისოპროლოლის მაღალი დოზების ერთჯერადი მიღების მიმართ მგრძნობელობა ფართოდ ვარირებს ცალკეულ პაციენტებში, გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს, სავარაუდოდ, გააჩნიათ ძალიან მაღალი მგრძნობელობა.
მკურნალობა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია ბილოკარდით მკურნალობის შეწყვეტა და დამხმარე და სიმპტომური მკურნალობის დაწყება.
მოსალოდნელი ფარმაკოლოგიური მოქმედებების და სხვა ბეტა-ბლოკერების მიმართ რეკომენდაციების საფუძველზე, კლინიკურად გამართლებულ შემთხვევაში შეიძლება განხილული იქნას შემდეგი ზოგადი ზომები.
ბრადიკარდია: ატროპინის ინტრავენური შეყვანა. თუ ეფექტი არასაკმარისია, შესაძლებელია იზოპრენალინის ან სხვა დადებითი ქრონოტროპული მოქმედების მქონე პრეპარატის ფრთხილად შეყვანა. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს კარდიოსტიმულატორის ტრანსვენური ჩადგმა.
არტერიული ჰიპოტენზიის დროს საჭიროა სითხეების და ვაზოპრესორების ინტრავენური შეყვანა. შეიძლება სასარგებლო იყოს გლუკაგონის ინტრავენური შეყვანა.
ატრიოვენტრიკულური ბლოკადის (მეორე ან მესამე ხარისხი) დროს საჭიროა პაციენტების გულდასმით კონტროლი და იზოპრენალინის ინფუზია ან დროებითი კარდიოსტიმულაცია.
გულის უკმარისობის გამწვავებისას ინტრავენურად შეჰყავთ დიურეზული საშუალებები, ინოტროპული საშუალებები, ვაზოდილატატორები.
ბრონქოსპაზმის დროს საჭიროა ჩატარდეს მკურნალობა ბრონქოდილატატორებით, როგორიცაა იზოპრენალინი, ბეტა 2-სიმპათომიმეტური საშუალებები და/ან ამინოფილინი.
ჰიპოგლიკემიის დროს ინტრავენურად შეჰყავთ გლუკოზა.
შეზღუდული მონაცემები მიუთითებს, რომ ბისოპროლოლი რთულად ექვემდებარება დიალიზს.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
ბისოპროლოლის ფუმარატი - 5.0 მგ
დამხმარე ნივთიერებები: სილიცირებული მიკროკრისტალური ცელულოზა (მიკროკრისტალური ცელულოზა 98% და კოლოიდური უწყლო სილიციუმი 2%), კროსპოვიდონი, გლიცერინის დიბეჰენატი.
ტაბლეტის გარსი Opadry Yellow 02 B 32859 შეიცავს: ჰიპრომელოზა (E 464), ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი 400, რკინის ოქსიდი ყვითელი (E 172).
აღწერილობა:
ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით ერთ მხარეზე.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ვარგისობის ვადა
3 წელი
ფარმაკოლოგიური თვისებები
სელექტიური ბეტა-ბლოკატორი.
ათქ კოდი: C07AB07
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
ბისოპროლოლი არის ძლიერი მოქმედების სელექტიური ბეტა1-ადრენორეცეპტორების მაბლოკირებელი საშუალება, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი სიმპათომიმეტური და შესაბამისი მემბრანის მასტაბილიზებელი აქტივობა. ის ავლენს მხოლოდ დაბალ აფინურობას ბრონქების და სისხლძარღვების გლუვი კუნთების ბეტა2-რეცეპტორების მიმართ, ასევე მეტაბოლურ რეგულაციაში მონაწილე ბეტა2-რეცეპტორების მიმართ. ამიტომ, ზოგადად, არ არის მოსალოდნელი, რომ ბისოპროლოლი გავლენას მოახდენს სასუნთქი გზების რეზისტენტობაზე და ბეტა2-განპირობებულ მეტაბოლურ ეფექტებზე. მისი ბეტა1 სელექტიურობა სცილდება თერაპიული დოზების დიაპაზონს.
როგორც სხვა ბეტა-ბლოკატორების შემთხვევაში, ჰიპერტენზიის დროს მოქმედების მექანიზმი ზუსტად განსაზღვრული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ბისოპროლოლი საგრძნობლად ამცირებს პლაზმაში რენინის აქტივობას.
სტენოკარდიის მქონე პაციენტებში, გულის ბეტა-რეცეპტორების ინჰიბირებით, ბისოპროლოლი თრგუნავს რეაქციას სიმპათიკურ აქტივაციაზე. ეს ამცირებს გულისცემის სიხშირეს და გულის კუმშვადობის უნარს და ამგვარად ამცირებს ჟანგბადზე მოთხოვნილებას.
მწვავე საჭიროების დროს გამოყენების შემთხვევაში ბისოპროლოლი ამცირებს გულისცემის სიხშირეს და დარტყმით მოცულობას და, შესაბამისად, სისხლის წუთმოცულობას და ჟანგბადის მოხმარებას. ხანგრძლივი მიღებისას თავდაპირველად მომატებული პერიფერიული რეზისტენტობა მცირდება.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
ბისოპროლოლი თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ღვიძლში პირველი გავლის ძალიან მცირე ეფექტთან ერთად, ეს უზრუნველყოფს მაღალ ბიოშეღწევადობას, დაახლოებით 90%-ს. ბისოპროლოლის პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს დაახლოებით 30%-ს, განაწილების მოცულობა - 3.5 ლ/კგ-ს. საერთო კლირენსი შეადგენს დაახლოებით 15 ლ/სთ-ს.
განაწილება
პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი (10-12 სთ) უზრუნველყოფს ეფექტურობას 24 სთ-ის განმავლობაში დღეში ერთხელ მიღების შემდეგ.
ბიოტრანსფორმაცია და ელიმინაცია
ბისოპროლოლი ორგანიზმიდან გამოიყოფა ორი გზით. 50% მეტაბოლიზდება ღვიძლის მიერ არააქტიურ მეტაბოლიტებად, რომლებიც შემდეგ გამოიყოფა თირკმელებით. დანარჩენი 50% გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი ფორმით. ვინაიდან გამოყოფა ერთნაირი ხარისხით ხდება თირკმელებში და ღვიძლში, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება არ არის საჭირო.
განსაკუთრებული პოპულაცია
გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში (NYHA III სტადია) ბისოპროლოლის პლაზმური დონე უფრო მაღალია და ნახევარგამოყოფის პერიოდი გაგრძელებულია ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია წონასწორულ მდგომარეობაში შეადგენს 64±21 ნგ/მლ 10 მგ დღიური დოზის მიღებისას და ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 17±5 სთ-ს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ბილოკარდი
პრეპარატის სავაჭრო დასახელება:
ბილოკარდი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ბისოპროლოლის ფუმარატი
გამოშვების ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
ბისოპროლოლის ფუმარატი - 5.0 მგ
დამხმარე ნივთიერებები: სილიცირებული მიკროკრისტალური ცელულოზა (მიკროკრისტალური ცელულოზა 98% და კოლოიდური უწყლო სილიციუმი 2%), კროსპოვიდონი, გლიცერინის დიბეჰენატი.
ტაბლეტის გარსი Opadry Yellow 02 B 32859 შეიცავს: ჰიპრომელოზა (E 464), ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი 400, რკინის ოქსიდი ყვითელი (E 172).
აღწერილობა:
ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით ერთ მხარეზე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სელექტიური ბეტა-ბლოკატორი.
ათქ კოდი: C07AB07
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
ბისოპროლოლი არის ძლიერი მოქმედების სელექტიური ბეტა1-ადრენორეცეპტორების მაბლოკირებელი საშუალება, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი სიმპათომიმეტური და შესაბამისი მემბრანის მასტაბილიზებელი აქტივობა. ის ავლენს მხოლოდ დაბალ აფინურობას ბრონქების და სისხლძარღვების გლუვი კუნთების ბეტა2-რეცეპტორების მიმართ, ასევე მეტაბოლურ რეგულაციაში მონაწილე ბეტა2-რეცეპტორების მიმართ. ამიტომ, ზოგადად, არ არის მოსალოდნელი, რომ ბისოპროლოლი გავლენას მოახდენს სასუნთქი გზების რეზისტენტობაზე და ბეტა2-განპირობებულ მეტაბოლურ ეფექტებზე. მისი ბეტა1 სელექტიურობა სცილდება თერაპიული დოზების დიაპაზონს.
როგორც სხვა ბეტა-ბლოკატორების შემთხვევაში, ჰიპერტენზიის დროს მოქმედების მექანიზმი ზუსტად განსაზღვრული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ბისოპროლოლი საგრძნობლად ამცირებს პლაზმაში რენინის აქტივობას.
სტენოკარდიის მქონე პაციენტებში, გულის ბეტა-რეცეპტორების ინჰიბირებით, ბისოპროლოლი თრგუნავს რეაქციას სიმპათიკურ აქტივაციაზე. ეს ამცირებს გულისცემის სიხშირეს და გულის კუმშვადობის უნარს და ამგვარად ამცირებს ჟანგბადზე მოთხოვნილებას.
მწვავე საჭიროების დროს გამოყენების შემთხვევაში ბისოპროლოლი ამცირებს გულისცემის სიხშირეს და დარტყმით მოცულობას და, შესაბამისად, სისხლის წუთმოცულობას და ჟანგბადის მოხმარებას. ხანგრძლივი მიღებისას თავდაპირველად მომატებული პერიფერიული რეზისტენტობა მცირდება.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
ბისოპროლოლი თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ღვიძლში პირველი გავლის ძალიან მცირე ეფექტთან ერთად, ეს უზრუნველყოფს მაღალ ბიოშეღწევადობას, დაახლოებით 90%-ს. ბისოპროლოლის პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს დაახლოებით 30%-ს, განაწილების მოცულობა - 3.5 ლ/კგ-ს. საერთო კლირენსი შეადგენს დაახლოებით 15 ლ/სთ-ს.
განაწილება
პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი (10-12 სთ) უზრუნველყოფს ეფექტურობას 24 სთ-ის განმავლობაში დღეში ერთხელ მიღების შემდეგ.
ბიოტრანსფორმაცია და ელიმინაცია
ბისოპროლოლი ორგანიზმიდან გამოიყოფა ორი გზით. 50% მეტაბოლიზდება ღვიძლის მიერ არააქტიურ მეტაბოლიტებად, რომლებიც შემდეგ გამოიყოფა თირკმელებით. დანარჩენი 50% გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი ფორმით. ვინაიდან გამოყოფა ერთნაირი ხარისხით ხდება თირკმელებში და ღვიძლში, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება არ არის საჭირო.
განსაკუთრებული პოპულაცია
გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში (NYHA III სტადია) ბისოპროლოლის პლაზმური დონე უფრო მაღალია და ნახევარგამოყოფის პერიოდი გაგრძელებულია ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია წონასწორულ მდგომარეობაში შეადგენს 64±21 ნგ/მლ 10 მგ დღიური დოზის მიღებისას და ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 17±5 სთ-ს.
ჩვენებები
არტერიული ჰიპერტენზია
სტაბილური ქრონიკული სტენოკარდია
სტაბილური ქრონიკული გულის უკმარისობა მარცხენა პარკუჭის შემცირებული სისტოლური ფუნქციით (აგფ-ინჰიბიტორებთან, შარდმდენ საშუალებებთან და, საჭიროებისას, საგულე გლიკოზიდებთან დამატებით).
დოზირება და მიღების წესი
დოზირება
არტერიული ჰიპერტენზიის და სტაბილური ქრონიკული სტენოკარდიის მკურნალობა
მოზრდილები
ბილოკარდის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად. მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია დოზით 5 მგ დღეში. ჩვეულებრივი დოზაა 10 მგ დღეში ერთხელ, მაქსიმალური რეკომენდებული დოზა - 20 მგ დღეში.
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი < 20 მლ/წთ) დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ-ს დღეში ერთხელ. საბოლოოდ ეს დოზა შეიძლება განახევრდეს.
ღვიძლის მძიმე უკმარისობა
დოზის კორექტირება არ არის საჭირო, თუმცა რეკომენდებულია ფრთხილი მონიტორინგი.
ხანდაზმულები
დოზის კორექტირება, ჩვეულებრივ, არ არის საჭირო. მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია ყველაზე დაბალი შესაძლო დოზით.
პედიატრიული პოპულაცია
ბავშვებში ბისოპროლოლის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს, ამიტომ მისი გამოყენება ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის.
მკურნალობის შეწყვეტა
მკურნალობის უეცრად შეწყვეტა არ შეიძლება. დოზის შემცირება უნდა მოხდეს თანდათანობით, დოზის ყოველკვირეული განახევრებით.
სტაბილური ქრონიკული გულის უკმარისობის მკურნალობა
მოზრდილები
სტაბილური ქრონიკული გულის უკმარისობის სტანდარტულ მკურნალობას შეადგენს აგფ-ინჰიბიტორები (ან ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები, აგფ-ინჰიბიტორების აუტანლობის შემთხვევაში), ბეტა-ბლოკატორები, შარდმდენი საშუალებები და შესაბამისი საგულე გლიკოზიდები. ბილოკარდით მკურნალობის დაწყებისას პაციენტის მდგომარეობა უნდა იყოს სტაბილური (გულის მწვავე უკმარისობის გარეშე).
ტიტრაციის პერიოდში და მის შემდეგ შეიძლება მოხდეს გულის უკმარისობის, არტერიული ჰიპოტენზიის ან ბრადიკარდიის გარდამავალი გაუარესება.
ტიტრაციის ფაზა
ბილოკარდით სტაბილური ქრონიკული გულის უკმარისობის მკურნალობა მოითხოვს ტიტრაციის ფაზას.
ბილოკარდით მკურნალობა უნდა დაიწყოს დოზის თანდათანობით მომატებით შემდეგი ეტაპების შესაბამისად:
- 25 მგ დღეში ერთხელ 1 კვირის განმავლობაში, კარგი ამტანობის შემთხვევაში დოზა იზრდება
- 5 მგ-მდე დღეში ერთხელ შემდგომი კვირის განმავლობაში, კარგი ამტანობის შემთხვევაში დოზა იზრდება
- 75 მგ-მდე დღეში ერთხელ შემდგომი კვირის განმავლობაში, კარგი ამტანობის შემთხვევაში დოზა იზრდება
5 მგ-მდე დღეში ერთხელ მომდევნო 4 კვირის განმავლობაში, კარგი ამტანობის შემთხვევაში დოზა იზრდება
- 5 მგ-მდე დღეში ერთხელ მომდევნო 4 კვირის განმავლობაში, კარგი ამტანობის შემთხვევაში დოზა იზრდება
10 მგ-მდე დღეში ერთხელ შემანარჩუნებელი თერაპიისთვის.
მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 10 მგ დღეში ერთხელ.
ტიტრაციის ფაზაში რეკომენდებულია სასიცოცხლო მაჩვენებლების (გულისცემა, არტერიული წნევა) და გულის უკმარისობის გაუარესების სიმპტომების ფრთხილი მონიტორინგი. სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს თერაპიის დაწყებიდან პირველივე დღის განმავლობაში.
მკურნალობის მოდიფიკაცია
თუ მაქსიმალური რეკომენდებული დოზა კარგად არ გადაიტანება, შეიძლება განხილული იქნას საკითხი დოზის თანდათანობითი შემცირების შესახებ.
გულის უკმარისობის, არტერიული ჰიპოტენზიის ან ბრადიკარდიის გარდამავალი გაუარესების შემთხვევაში რეკომენდებულია თანმხლები მედიკამენტის დოზის გადახედვა. ასევე შეიძლება საჭირო გახდეს ბილოკარდის დოზის დროებით შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
პაციენტის მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ უნდა განხილული იქნას ბილოკარდის მიღების ხელახლა დაწყება და/ან მისი დოზის მომატება.
თუ განიხილება პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ამ შემთხვევაში რეკომენდებულია დოზის თანდათანობითი შემცირება, ვინაიდან მკვეთრმა მოხსნამ შეიძლება გამოიწვიოს პაციენტების მდგომარეობის მწვავე გაუარესება.
როგორც წესი, სტაბილური ქრონიკული გულის უკმარისობის ბისოპროლოლით მკურნალობა არის ხანგრძლივი.
განსაკუთრებული პოპულაციები
ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა
არ არსებობს ინფორმაცია ბისოპროლოლის ფარმაკოკინეტიკის შესახებ პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით და ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობით. ამ პოპულაციებში დოზის მომატება უნდა მოხდეს დამატებითი სიფრთხილით.
ხანდაზმულები
დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
პედიატრიული პოპულაცია
ბავშვებში ბისოპროლოლის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს, ამიტომ მისი გამოყენება ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის.
მიღების წესი
ბილოკარდი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისათვის.
ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს დილით. მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად. ტაბლეტები უნდა ჩაიყლაპოს სითხის მიყოლებით, არ შეიძლება მათი დაღეჭვა.
უკუჩვენება
გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში ბილოკარდი უკუნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების დროს:
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ
გულის მწვავე უკმარისობა ან გულის უკმარისობის დეკომპენსაციის ეპიზოდები, რომელიც მოითხოვს ი.ვ. ინოტროპულ თერაპიას
კარდიოგენური შოკი
მეორე ან მესამე ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (კარდიოსტიმულატორის გარეშე)
სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი
სინოატრიული ბლოკადა
სიმპტომური ბრადიკარდია
სიმპტომური არტერიული ჰიპოტენზია
მძიმე ბრონქული ასთმა ან ფილტვების მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაავადების მძიმე ფორმები ან რეინოს სინდრომის მძიმე ფორმები
არანამკურნალევი ფეოქრომოციტომა
მეტაბოლური აციდოზი
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები
კომბინაციები, რომლებიც არ არის რეკომენდებული
მხოლოდ გულის ქრონიკულ უკმარისობასთან მიმართებით:
I კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (მაგალითად, ქინიდინი, დიზოპირამიდი, ლიდოკაინი, ფენიტოინი, ფლეკაინიდი, პროპაფენონი): შეიძლება გაძლიერდეს გავლენა ატრიოვენტრიკულური გამტარობის დროზე და გაიზარდოს უარყოფითი ინოტროპული ეფექტი.
ყველა ჩვენებასთან მიმართებით:
ვერაპამილის და, ნაკლებად, დილტიაზემის ტიპის კალციუმის ანტაგონისტები: უარყოფითი გავლენა შეკუმშვის უნარზე და ატრიო-ვენტრიკულურ გამტარობაზე. პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ბეტა-ბლოკატორებით, ვერაპამილის ინტრავენურმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე არტერიული ჰიპოტენზია და ატრიოვენტრიკულური ბლოკადა.
ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (მაგალითად, კლონიდინი, მეთილდოპა, მოქსონიდინი, რილმენიდინი): მათმა ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება კიდევ უფრო შეამციროს ცენტრალური სიმპათიკური ტონუსი და ამით გამოიწვიოს გულის შეკუმშვის სიხშირისა და გულის განდევნის ფრაქციის შემცირება და ვაზოდილატაცია. პრეპარატის მიღების მკვეთრმა შეწყვეტამ, განსაკუთრებით თუ ეს მოხდა ბეტა-ბლოკატორების შეწყვეტამდე, შეიძლება გაზარდოს "რიკოშეტული ჰიპერტენზიის"რისკი.
კომბინაციები, რომლებიც სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული
მხოლოდ არტერიულ ჰიპერტენზიასთან ან სტენოკარდიასთან მიმართებით:
I კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (მაგალითად, ქინიდინი, დიზოპირამიდი, ლიდოკაინი, ფენიტოინი, ფლეკაინიდი, პროპაფენონი): შეიძლება გაძლიერდეს გავლენა ატრიოვენტრიკულური გამტარობის დროზე და გაიზარდოს უარყოფითი ინოტროპული ეფექტი.
ყველა ჩვენებასთან მიმართებით:
დიჰიდროპირიდინის ტიპის კალციუმის ანტაგონისტები, როგორიცაა ფელოდიპინი და ამლოდიპინი: ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს არტერიული ჰიპოტენზიის რისკი, ხოლო გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის გამოირიცხული პარკუჭების ტუმბოს ფუნქციის შემდგომი გაუარესების რისკის ზრდა.
III კლასის ანტიარითმული პრეპარატები (მაგალითად, ამიოდარონი): შეიძლება გაძლიერდეს გავლენა ატრიოვენტრიკულური გამტარობის დროზე.
პარასიმპათომიმეტური პრეპარატები: თანმხლებმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ატრიოვენტრიკულური გამტარობის დროის გაზრდა და ბრადიკარდიის რისკი.
ადგილობრივი ბეტა-ბლოკატორების (მაგალითად, თვალის წვეთები გლაუკომის მკურნალობისთვის) გამოყენებამ შეიძლება გაზრდოს ბისოპროლოლის სისტემური ეფექტები.
ინსულინი და პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატები: ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერება. ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკადამ შეიძლება შენიღბოს ჰიპოგლიკემიის სიმპტომები.
საანესთეზიო საშუალებები: რეფლექტორული ტაქიკარდიის შესუსტება და არტერიული ჰიპოტენზიის რისკის გაზრდა.
საგულე გლიკოზიდები: ატრიოვენტრიკულური გამტარობის დროის ზრდა, გულისცემის შემცირება.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები: შეიძლება შეამცირონ ბისოპროლოლის ჰიპოტენზიური ეფექტი.
ბეტა-სიმპათომიმეტური საშუალებები (მაგალითად, იზოპრენალინი, დობუტამინი): ბისოპროლოლთან კომბინაციამ შეიძლება დააქვეითოს ორივე პრეპარატის ეფექტი.
სიმპათომიმეტური საშუალებები, რომლებიც ააქტიურებენ როგორც ბეტა - ასევე ალფა-ადრენორეცეპტორებს (მაგალითად, ნორეპინეფრინი, ეპინეფრინი): ბისოპროლოლთან კომბინაციამ შეიძლება შენიღბოს ალფა-ადრენორეცეპტორებით განპირობებული ვაზოკონსტრიქტორული ეფექტები, რაც იწვევს არტერიული წნევის მომატებას და აძლიერებს გარდამავალ სიკოჭლეს. ასეთი ურთიერთქმედება უფრო სავარაუდოა არასელექტიურ ბეტა-ბლოკატორების გამოყენებისას.
ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან, ისევე როგორც არტერიული წნევის დაქვეითების პოტენციალის მქონე სხვა პრეპარატებთან (მაგ., ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ბარბიტურატები, ფენოთიაზინები) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს არტერიული ჰიპოტენზიის რისკი.
გასათვალისწინებელი კომბინაციები
მეფლოქვინი: ბრადიკარდიის გაზრდილი რისკი.
მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორები (გარდა MAO-B ინჰიბიტორებისა): აძლიერებენ ბეტა-ბლოკატორების ჰიპოტენზიურ ეფექტს, მაგრამ ასევე ზრდიან ჰიპერტონიული კრიზის განვითარების რისკს.
რიფამპიცინი: შესაძლებელია ბისოპროლოლის ნახევარგამოყოფის პერიოდის უმნიშვნელო შემცირება ღვიძლის ფერმენტების ინდუქციის გამო. ჩვეულებრივ, დოზის კორექტირება არ არის საჭირო.
ერგოტამინის წარმოებულები: პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამწვავება.
გვერდითი ეფექტები
გვერდითი ეფექტების სიხშირის განსაზღვრა ხდება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - 1/10); არახშირი (≥1/1000 - 1/100); იშვიათი (≥1/10000 - 1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); არ არის ცნობილი (არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია)
ფსიქიკური დარღვევები:
არახშირი: ძილის დარღვევები, დეპრესია.
იშვიათი: კოშმარები, ჰალუცინაციები.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:
ხშირი: თავბრუსხვევა*, თავის ტკივილი*.
იშვიათი: სინკოპე
დარღვევები თვალის მხრივ:
იშვიათი: ცრემლის გამოყოფის შემცირება (გასათვალისწინებელია, თუ პაციენტი იყენებს ლინზებს).
ძალიან იშვიათი: კონიუნქტივიტი.
დარღვევები ყურის და ლაბირინთის მხრივ:
იშვიათი: სმენის დარღვევები
დარღვევები გულის მხრივ:
ძლიან ხშირი: ბრადიკარდია (გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში).
ხშირი: არსებული გულის უკმარისობის გაუარესება (გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში).
არახშირი: ატრიოვენტრიკულური გამტარობის დარღვევები, არსებული გულის უკმარისობის გაუარესება (არტერიული ჰიპერტენზიის ან სტენოკარდიის მქონე პაციენტებში); ბრადიკარდია (არტერიული ჰიპერტენზიის ან სტენოკარდიის მქონე პაციენტებში).
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ:
ხშირი: კიდურებში სიცივის ან დაბუჟების შეგრძნება, არტერიული ჰიპოტენზია განსაკუთრებით გულის უკმარისობის მქონე პაციენტში.
არახშირი: ორთოსტატული ჰიპოტენზია.
რესპირატორული, გულმკერდის და მედიასტინალური დარღვევები:
არახშირი: ბრონქოსპაზმი ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში ან ანამნეზში სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადება.
იშვიათი: ალერგიული რინიტი.
გასტროინტესტინური დარღვევები:
ხშირი: ჩივილები უჭ-ნაწლავის მხრივ, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა.
ჰეპატობილიარული დარღვევები:
იშვიათი: ჰეპატიტი.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:
იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ქავილი, გამონაყარი, კანის სიწითლე, და ანგიონევროზული შეშუპება).
ძალიან იშვიათია: ბეტა-ბლოკატორებმა შეიძლება გამოიწვიონ ან გააუარესონ ფსორიაზი ან გამოიწვიონ ფსორიაზისმაგვარი გამონაყარი, ალოპეცია.
დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:
არახშირი: კუნთების სისუსტე და კრუნჩხვები.
დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ:
იშვიათი: ერექციული დისფუნქცია.
ზოგადი დარღვევები:
ხშირი: ასთენია (გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში), დაღლილობა*.
არახშირი: ასთენია (არტერიული ჰიპერტენზიის ან სტენოკარდიის მქონე პაციენტებში)
ლაბორატორიული კვლევები:
იშვიათი: ტრიგლიცერიდების მომატება, ღვიძლის ფერმენტების მომატება (ALAT, ASAT).
მხოლოდ არტერიულ ჰიპერტენზიასთან ან სტენოკარდიასთან მიმართებით:
- ეს სიმპტომები განსაკუთრებით ვლინდება მკურნალობის დასაწყისში. ზოგადად ისინი მსუბუქია და, ჩვეულებრივ, ქრება მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის განმავლობაში.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები
დოზის გადაჭარბებისას ყველაზე ხშირად მოსალოდნელი ნიშნებია ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, ბრონქოსპაზმი, გულის მწვავე უკმარისობა და ჰიპოგლიკემია. არსებობს შეზღუდული გამოცდილება ბისოპროლოლის დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებით, დაფიქსირდა ბისოპროლოლის დოზის გადაჭარბების მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა. აღინიშნებოდა ბრადიკარდია და/ან არტერიული ჰიპოტენზია. ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა. ბისოპროლოლის მაღალი დოზების ერთჯერადი მიღების მიმართ მგრძნობელობა ფართოდ ვარირებს ცალკეულ პაციენტებში, გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს, სავარაუდოდ, გააჩნიათ ძალიან მაღალი მგრძნობელობა.
მკურნალობა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია ბილოკარდით მკურნალობის შეწყვეტა და დამხმარე და სიმპტომური მკურნალობის დაწყება.
მოსალოდნელი ფარმაკოლოგიური მოქმედებების და სხვა ბეტა-ბლოკერების მიმართ რეკომენდაციების საფუძველზე, კლინიკურად გამართლებულ შემთხვევაში შეიძლება განხილული იქნას შემდეგი ზოგადი ზომები.
ბრადიკარდია: ატროპინის ინტრავენური შეყვანა. თუ ეფექტი არასაკმარისია, შესაძლებელია იზოპრენალინის ან სხვა დადებითი ქრონოტროპული მოქმედების მქონე პრეპარატის ფრთხილად შეყვანა. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს კარდიოსტიმულატორის ტრანსვენური ჩადგმა.
არტერიული ჰიპოტენზიის დროს საჭიროა სითხეების და ვაზოპრესორების ინტრავენური შეყვანა. შეიძლება სასარგებლო იყოს გლუკაგონის ინტრავენური შეყვანა.
ატრიოვენტრიკულური ბლოკადის (მეორე ან მესამე ხარისხი) დროს საჭიროა პაციენტების გულდასმით კონტროლი და იზოპრენალინის ინფუზია ან დროებითი კარდიოსტიმულაცია.
გულის უკმარისობის გამწვავებისას ინტრავენურად შეჰყავთ დიურეზული საშუალებები, ინოტროპული საშუალებები, ვაზოდილატატორები.
ბრონქოსპაზმის დროს საჭიროა ჩატარდეს მკურნალობა ბრონქოდილატატორებით, როგორიცაა იზოპრენალინი, ბეტა 2-სიმპათომიმეტური საშუალებები და/ან ამინოფილინი.
ჰიპოგლიკემიის დროს ინტრავენურად შეჰყავთ გლუკოზა.
შეზღუდული მონაცემები მიუთითებს, რომ ბისოპროლოლი რთულად ექვემდებარება დიალიზს.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ბილოკარდის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ამის აშკარა აუცილებლობა. თუ ბილოკარდით მკურნალობა აუცილებელია, უნდა მოხდეს უტეროპლაცენტარული სისხლის ნაკადის და ნაყოფის ზრდის მონიტორინგი. ორსულობაზე ან ნაყოფზე მავნე ზემოქმედების შემთხვევაში უნდა იქნას გათვალისწინებული ალტერნატიული მკურნალობა. ახალშობილი უნდა იმყოფებოდეს ყურადღებით დაკვირვების ქვეშ. ჰიპოგლიკემიისა და ბრადიკარდიის სიმპტომები, როგორც წესი, მოსალოდნელია პირველი 3 დღის განმავლობაში.
ძუძუთი კვება
არ არსებობს მონაცემები დედის რძეში ბისოპროლოლის გამოყოფის ან ჩვილებზე ბისოპროლოლის ზეგავლენის უსაფრთხოების შესახებ. ამიტომ, ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული ბილოკარდის მიღების დროს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გაფრთხილებები
მხოლოდ გულის ქრონიკულ უკმარისობასთან მიმართებით:
ბილოკარდით სტაბილური ქრონიკული გულის უკმარისობის მკურნალობა უნდა დაიწყოს სპეციალური ტიტრაციის ფაზით.
ყველა ჩვენებასთან მიმართებით:
განსაკუთრებით გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში ბილოკარდით თერაპიის შეწყვეტა არ უნდა მოხდეს მოულოდნელად, თუ ეს ნათლად არ არის მითითებული, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობის გარდამავალი გაუარესება.
სიფრთხილის ზომები
მხოლოდ არტერიულ ჰიპერტენზიასთან ან სტენოკარდიასთან მიმართებით:
ბილოკარდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული არტერიული ჰიპერტენზიის ან სტენოკარდიის და თანმხლები გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
მხოლოდ გულის ქრონიკულ უკმარისობასთან მიმართებით:
ბილოკარდით გულის სტაბილური ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის დაწყება საჭიროებს რეგულარულ მონიტორინგს.
არ არსებობს გულის უკმარისობის ბისოპროლოლით მკურნალობის თერაპიული გამოცდილება შემდეგი დაავადებებისა და მდგომარეობების მქონე პაციენტებში:
ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (I ტიპი)
თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა
რესტრიქტიული კარდიომიოპათია
გულის თანდაყოლილი მანკი
გულის სარქვლების ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი ორგანული დაზიანება
მიოკარდიუმის ინფარქტი ბოლო 3 თვის განმავლობაში
ყველა ჩვენებასთან მიმართებით:
ბილოკარდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგი მდგომარეობების დროს:
ბრონქოსპაზმი (ბრონქული ასთმა, სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებები). ბრონქული ასთმის ან ფილტვების სხვა ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების დროს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები, რეკომენდებულია ბრონქოდილატაციური თერაპიის ერთდროულად ჩატარება. ზოგჯერ ასთმით დაავადებულ პაციენტებში შეიძლება მოხდეს სასუნთქი გზების რეზისტენტობის ზრდა, ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს ბეტა 2-სტიმულატორების დოზის გაზრდა.
შაქრიანი დიაბეტი სისხლში გლუკოზის მნიშვნელობების დიდი მერყეობით; ჰიპოგლიკემიის სიმპტომები (მაგალითად, ტაქიკარდია, პალპიტაცია ან ოფლიანობა) შეიძლება შენიღბული იყოს.
მკაცრი შიმშილობა.
მადესენსიბილიზებელი თერაპია. როგორც სხვა ბეტა-ბლოკატორების შემთხვევაში, ბილოკარდმა შეიძლება გაზარდოს როგორც ალერგენების მიმართ მგრძნობელობა, ასევე ანაფილაქსიური რეაქციების სიმძიმე. ეპინეფრინით მკურნალობა ყოველთვის არ იძლევა მოსალოდნელ თერაპიულ ეფექტს.
პირველი ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა.
პრინცმეტალის სტენოკარდია; დაფიქსირდა კორონარული ვაზოსპაზმის შემთხვევები. მიუხედავად მისი მაღალი ბეტა 1-სელექტიურობისა, პრინცმეტალის სტენოკარდიის მქონე პაციენტებში ბილოკარდის დანიშვნისას არ შეიძლება სტენოკარდიის შეტევების სრულად გამორიცხვა.
პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაავადება. სიმპტომების გამწვავება შეიძლება მოხდეს განსაკუთრებით თერაპიის დაწყებისას.
ზოგადი ანესთეზია
პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ზოგადი ანესთეზია, ბეტა-ბლოკადა ამცირებს არითმიებისა და მიოკარდიუმის იშემიის სიხშირეს ინდუქციისა და ინტუბაციის დროს და ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ამჟამად რეკომენდებულია ბეტა-ბლოკადის შენარჩუნება პოსტოპერაციულ პერიოდში. ანესთეზიოლოგმა უნდა იცოდეს ბეტა-ბლოკადის შესახებ სხვა პრეპარატებთან პოტენციური ურთიერთქმედების გამო, რაც იწვევს ბრადიარითმიას, რეფლექტორული ტაქიკარდიის შესუსტებას და სისხლის დანაკარგის კომპენსირების რეფლექტორულ უნარს. თუ ოპერაციის დაწყებამდე საჭიროა ბეტა-ბლოკატორის მიღების შეწყვეტა, ეს უნდა მოხდეს თანდათანობით და დასრულდეს ანესთეზიამდე დაახლოებით 48 სთ-ით ადრე.
ბილოკარდის კომბინაცია ვერაპამილის ან დილტიაზემის ტიპის კალციუმის ანტაგონისტებთან, I კლასის ანტიარითმიულ პრეპარატებთან და ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან, როგორც წესი, არ არის რეკომენდებული.
მიუხედავად იმისა, რომ კარდიოსელექტიური (ბეტა1) ბეტა-ბლოკატორები შეიძლება ნაკლებად მოქმედებდნენ ფილტვის ფუნქციაზე, ვიდრე არასელექტიური ბეტა-ბლოკატორები, მათი გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების მქონე პაციენტებში, თუ არ არსებობს მათი გამოყენების დამაჯერებელი კლინიკური მიზეზები. ასეთი მიზეზების არსებობისას, ბილოკარდი შეიძლება გამოყენებული იქნას სიფრთხილით. სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების მქონე პაციენტებში ბილოკარდით მკურნალობა უნდა დაიწყოს ყველაზე დაბალი დოზით და საჭიროა პაციენტებზე ყურადღებით დაკვირვება ახალი სიმპტომების გამოვლენის მიზნით (მაგალითად, დისპნოე, ფიზიკური დატვირთვის აუტანლობა, ხველა). ბრონქული ასთმის ან ფილტვების სხვა ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების დროს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები, საჭიროა ერთდროულად ჩატარდეს ბრონქოდილატაციური თერაპია. ზოგჯერ ასთმით დაავადებულ პაციენტებში შეიძლება მოხდეს სასუნთქი გზების რეზისტენტობის ზრდა, ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს ბეტა 2-სტიმულატორების დოზის გაზრდა.
ფსორიაზით დაავადებულ ან ანამნეზში ფსორიაზის მქონე პაციენტებში ბეტა-ბლოკატორები უნდა დაინიშნოს მხოლოდ რისკის და სარგებლის სიფრთხილით შეფასების შემდეგ.
ფეოქრომოციტომის მქონე პაციენტებში ბილოკარდი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ალფა-ადრენობლოკატორების მიღების ფონზე.
ბილოკარდით მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს თირეოტოქსიკოზის სიმპტომები.
გავლენა ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებზე ჩატარებულ კვლევების მიხედვით ბისოპროლოლი არ მოქმედებს ავტომობილის მართვის უნარზე. თუმცა, პრეპარატმა შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, რაც დამოკიდებულია პაციენტების ინდივიდუალურ პასუხზე მკურნალობის მიმართ. ეს განსაკუთრებით უნდა იქნას გათვალისწინებული მკურნალობის დასაწყისში, დოზის შეცვლის შემდეგ ან ალკოჰოლის ერთდროულად მიღებისას.
შეუთავსებლობა
არ გამოვლენილა.
შეფუთვა
10 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ბლისტერზე (პვქ/პვდქ/ალუმინის ფოლგა),
3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ვარგისობის ვადა
3 წელი
მწარმოებელი
ALKALOID AD Skopje
ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
შპს “იმპექსფარმი “
საქართველო
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.