პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ბეტა ბლოკატორები

კონკორ კორი

Concor® Cor

რეცეპტით2.5მგინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

პრეპარატის კონკორ® კორის აქტიური ნივთიერებაა ბისოპროლოლი, რომელიც მიეკუთვნება „სლექციურ ბეტა-ადრენობლოკატორების“ ჯგუფს. ბისოპროლოლი ახდენს ანტიჰიპერთენზიურ, ანტიარითმიულ და ანტიანგინალურ მოქმედებას. პრეპარატი კონკორ® კორი გამოიყენება უფროსებში გულის ქრონიკული უკმარისობისას (გქუ). …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ბისოპროლოლი (bisoprolol)
ფორმა და შეფუთვა
2.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (1X30)
მწარმოებელი
Merck Healthcare KGaA, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ბეტა-ბლოკატორები, სელექციური ბეტა-ბლოკატორები
ATC კოდი
C07AB07
რეგისტრაციის ნომერი
რ-044062
რეგისტრირებულია
26 სექტემბერი 2025, მოქმედებს 26 სექტემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Acino Pharma AG (შვეიცარია)
განმცხადებელი
სს ასინო ფარმა ეი ჯი-ს (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკონკორ კორი და სხვა წამალი ერთად

კონკორ კორი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატის კონკორ® კორის აქტიური ნივთიერებაა ბისოპროლოლი, რომელიც მიეკუთვნება „სლექციურ ბეტა-ადრენობლოკატორების“ ჯგუფს. ბისოპროლოლი ახდენს ანტიჰიპერთენზიურ, ანტიარითმიულ და ანტიანგინალურ მოქმედებას.

პრეპარატი კონკორ® კორი გამოიყენება უფროსებში გულის ქრონიკული უკმარისობისას (გქუ).

თუ მდგომარეობის გამუმჯობესება არ აღინიშნება, ან გრძნობთ გაუარესებას, საჭიროა მიმართოთ ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

კონკორ® კორის ტაბლეტები უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ, დილით, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად, კვების დროის მიუხედავად.

გულის ქრონიკული უკმარისობის სტანდარტული მკურნალობის სქემა მოიცავს ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების (აგფ ინჰიბიტორების მიმართ აუტანლობის შემთხვევაში), ბეტა-ბლოკატორების, შარდმდენების და, სურვილისამებრ, გულის გლიკოზიდების გამოყენებას. გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის კონკორ® კორით დაწყება მოითხოვს სავალდებულო სპეციალურ ტიტრაციის ფაზას და რეგულარულ სამედიცინო მონიტორინგს.

კონკორ® კორით მკურნალობის წინაპირობაა სტაბილური გულის ქრონიკული უკმარისობის მდგომარეობა გამწვავების ნიშნების გარეშე. გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა კონკორ® კორით იწყება შემდეგი ტიტრაციის რეჟიმის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს ინდივიდუალური ადაპტაცია იმისდა მიხედვით, თუ რამდენად კარგად იტანს პაციენტი დანიშნულ დოზას, ანუ დოზის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა დოზა კარგად იყო გადატანილი. რეკომენდებული საწყისი დოზაა 1.25 მგ დღეში ერთხელ. ინდივიდუალური ტოლერანტობიდან გამომდინარე, დოზა თანდათან უნდა გაიზარდოს 2.5 მგ-მდე, 3.75 მგ-მდე, 5 მგ-მდე, 7.5 მგ-მდე და 10 მგ-მდე დღეში ერთხელ. დოზის ყოველი შემდგომი გაზრდა უნდა განხორციელდეს სულ მცირე ორი კვირის შემდეგ.

თუ პაციენტი ცუდად აიტანს პრეპარატის დოზის გაზრდას, დოზა შეიძლება შემცირდეს.

გულის ქრონიკული უკმარისობის დროს მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 10მგ პრეპარატი კონკორ® კორი დღეში ერთხელ.

ტიტრაციის დროს რეკომენდებულია არტერიული წნევის, გულისცემის და გულის ქრონიკული უკმარისობის სიმპტომების სიმძიმის რეგულარული მონიტორინგი. გულის ქრონიკული უკმარისობის სიმპტომების გაუარესება შესაძლებელია პრეპარატის გამოყენების პირველივე დღიდან.

თუ პაციენტი ცუდად იტანს პრეპარატის მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას, შესაძლებელია დოზის თანდათანობითი შემცირება.

ტიტრაციის ფაზის დროს ან მის შემდეგ შეიძლება განვითარდეს გულის ქრონიკულობის დროებითი გაუარესება, არტერიული ჰიპოტენზია ან ბრადიკარდია. ამ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, რეკომენდებულია თანმხლები პრეპარატების დოზების კორექტირება. ასევე შეიძლება საჭირო გახდეს კონკორ® კორის დოზის დროებით შემცირება ან მისი შეწყვეტა.

პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, დოზა ხელახლა უნდა ტიტრირდეს ან გაგრძელდეს მკურნალობა.

პაციენტთა სპეციალური ჯგუფები

პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

ღვიძლის ან თირკმლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობის შემთხვევაში, დოზის კორექტირება, როგორც წესი, არ არის საჭირო.

თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში (კკ ნაკლები 20 მლ/წთ) და ღვიძლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში, მაქსიმალური დღიური დოზაა 10მგ. ასეთ პაციენტებში დოზის გაზრდა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოხდეს.

ხანდაზმული პაციენტები

დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

ბავშვები

ვინაიდან ბავშვებში კონკორ® კორის გამოყენების შესახებ მონაცემები არასაკმარისია, პრეპარატის დანიშვნა 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის.

ამჟამად არ არსებობს საკმარისი მონაცემები კონკორ® კორის გამოყენების შესახებ გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში I ტიპის შაქრიან დიაბეტთან, თირკმლის და/ან ღვიძლის მძიმე დისფუნქციასთან, რესტრიქციულ კარდიომიოპათიასთან, თანდაყოლილ გულის მანკის ან გულის სარქვლოვანი მანკის მძიმე ჰემოდინამიკური დარღვევით კომბინაციაში. ასევე, ჯერ კიდევ არ არის საკმარისი მონაცემები გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტების შესახებ, რომლებსაც ბოლო 3 თვის განმავლობაში გადაიტანეს მიოკარდიუმის ინფარქტი.

მიღების გზა და/ან მეთოდი

პერორალურად.

ტაბლეტები არ უნდა დაღეჭოთ ან დაფშვნათ.

თერაპიის ხანგრძლივობა

კონკორ® კორით მკურნალობა, როგორც წესი, ხანგრძლივი თერაპიაა.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი კონკორ® კორი

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი კონკორ® კორი, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, ან მიმართეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას. თუ შესაძლებელია, თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა და ეს ფურცელი-ჩანართი, რათა აჩვენოთ ექიმს, რომელი პრეპარატი მიიღეთ.

შეიძლება გამოგივლინდეთ შემდეგი სიმპტომები: ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულისცემის შენელება, ბრონქოსპაზმი, გულის მწვავე უკმარისობა, სისხლში გლუკოზის დონის შემცირება.

თუ დაგავიწყდათ კონკორ® კორის მიღება

თუ დაგავიწყდათ კონკორ® კორის მიღება, მიიღეთ ის, როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს. თუ ახლოვდება შემდეგი დოზის მიღების დრო, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ კონკორ® კორის მიღება

არ შეწყვიტოთ ბისოპროლოლის მიღება უეცრად ან არ შეცვალოთ რეკომენდებული დოზა ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს გულის ფუნქციის დროებითი გაუარესება. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს უეცრად, განსაკუთრებით თუ გაქვთ გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდიის შეტევები, მიოკარდიუმის ინფარქტი და პარკუჭოვანი არითმიის გაუარესება აღინიშნა გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში, ბეტა-ბლოკატორები უეცარი შეწყვეტისას). თუ მკურნალობის შეწყვეტა აუცილებელია, ბისოპროლოლის დოზა თანდათან უნდა შემცირდეს. სტენოკარდიის მნიშვნელოვანი გაუარესების ან მწვავე კორონარული სინდრომის განვითარების შემთხვევაში, ბისოპროლოლის მიღება დროებით უნდა განახლდეს.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე კითხვები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

ალერგია ბისოპროლოლის, ან პრეპარატის სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ფურცელ-ჩანართის მე-6 პუნქტში.

გულის მწვავე უკმარისობა, გქუ დეკომპენსაციის სტადიაში, რომელიც მოითხოვს ინოტროპული თერაპიის ჩატარებას;

კარდიოგენური შოკი;

II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულარული (AV) ბლოკადა, ელექტროკარდიოსტიმულატორის გარეშე;

გაქვთ სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი;

გაქვთ სინოატრიული ბლოკადა;

თერაპიის დაწყებამდე გაქვთ გამოხატული ბრადიკარდია (გულისცემის სიხშირე (HR) წუთში 60 დარტყმაზე ნაკლები);

გაქვთ მძიმე არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა (BP) 100 მმ ვწყ.სვ.-ზე ნაკლები);

გაქვთ მძიმე ბრონქული ასთმა;

გაქვთ პერიფერიული არტერიული სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევა ან რეინოს სინდრომი;

გაქვთ ფეოქრომოციტომა (ალფა-ბლოკატორების თანმხლები გამოყენების გარეშგაქვთ მეტაბოლური აციდოზი;

ხართ 18 წლამდე ასაკის.

სიფრთხილის ზომები

კონკორ® კორის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ:

იტარებთ დესენსიბილიზაციის თერაპიას;

გაქვთ პრინცმეტალის სტენოკარდია;

გაქვთ ჰიპერთირეოზი;

გაქვთ 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტი და შაქრიანი დიაბეტი სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი მერყეობით;

გაქვთ 1 ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა;

გაქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი (CC) 20 მლ/წთ-ზე ნაკლები);

გაქვთ ღვიძლის მძიმე დისფუნქცია;

გაქვთ ფსორიაზი;

გაქვთ რესტრიქციული კარდიომიოპათია;

გაქვთ თანდაყოლილი გულის დაავადება ან სარქვლოვანი დაავადება მძიმე ჰემოდინამიკური დარღვევით;

ბოლო 3 თვის განმავლობაში გაქვთ გულის ქრონიკული უკმარისობა მიოკარდიუმის ინფარქტით;

გაქვთ მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის პერიფერიული არტერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა;

გაქვთ მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული ფილტვის დაავადება (ფქოდ);

გაქვთ მსუბუქი ბრონქული ასთმა;

გაქვთ ბრონქოსპაზმი (ანამნეზში);

გაქვთ ალერგიული რეაქციები (ანამნეზში);

აპირებთ ზოგადი ანესთეზიით მასშტაბური ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას;

იმყოფებით მკაცრ დიეტაზე;

ხართ ორსულად;

ხართ ლაქტაციის პერიოდში;

ბავშვები და მოზარდები

კონკორ® კორი არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს:

I კლასის ანტიარითმული საშუალებები (მაგ. ქინიდინი, დიზოპირამიდი, ლიდოკაინი, ფენიტოინი; ფლეკაინიდი, პროპაფენონი);

“ნელი” კალციუმის არხების ბლოკატორები (ნკაბ) (მაგ. ვერაპამილი, დილტიაზემი);

დიჰიდროპირიდინის ნკაბ-ს წარმოებულები (მაგ. ნიფედიპინი, ფელოდიპინი, ამლოდიპინი);

ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (როგორიცაა კლონიდინი, მეთილდოფა, მოქსონიდინი, რილმენიდინი);

ფინგოლიმოდი (გამოიყენება გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ);

III კლასის ანტიარითმული საშუალებები (მაგ., ამიოდარონი);

პარასიმპათომიმეტიკები;

გულის გლიკოზიდები;

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აანსპ);

ბეტა-ადრენომიმეტიკები(მაგ., იზოპრენალინი, დობუტამინი);

ადრენომიმეტიკები (მაგ., ნორეპინეფრინი, ეპინეფრინი);

ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, ასევე სხვა საშუალებები შესაძლო ანტიჰიპერტენზიული ეფექტით (მაგ., ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ბარბიტურატები, ფენოთიაზინები);

მეფლოქინი (მალარიის საწინააღმდეგო, ანტიპროტოზოული საშუალება);

მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAO);

ერგოტამინის ალკალოიდები (მაგ., ერგოტამინი).

ორსულობა, ძუძუთი კვება, ფერტილობა.

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ბისოპროლოლის ფარმაკოლოგიურმა ეფექტებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ორსულობის მიმდინარეობაზე და ნაყოფზე/ახალშობილზე. ზოგადად, ბეტა-ბლოკატორები ამცირებენ პლაცენტარულ სისხლის მიმოქცევას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის ზრდის შეფერხება, ნაყოფის ინტრაუტერიული სიკვდილი ან ნაადრევი მშობიარობა. ნაყოფსა და ახალშობილში შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები (მაგ., ჰიპოგლიკემია და ბრადიკარდია).

თუ ბეტა-ბლოკატორებით მკურნალობა აუცილებელია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს სელექციურ ბეტა 1- ადრენობლოკატორებს.

ორსულობის დროს ბისოპროლოლი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ აბსოლუტურად აუცილებელი შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფსა და/ან ახალშობილში გვერდითი მოვლენების შესაძლო რისკს. უნდა კონტროლდებოდეს პლაცენტასა და საშვილოსნოში სისხლის მიმოქცევა, ასევე ნაყოფის ზრდა-განვითარება. ორსულობასთან და/ან ნაყოფთან დაკავშირებული არასასურველი მოვლენების შემთხვევაში რეკომენდებულია თერაპიის ალტერნატიული მეთოდების გამოყენება.

მშობიარობის შემდეგ ახალშობილი ყურადღებით უნდა იქნეს გამოკვლეული. სიცოცხლის პირველი სამი დღის განმავლობაში ახალშობილს შეიძლება განუვითარდეს ბრადიკარდიის და ჰიპოგლიკემიის სიმპტომები.

ძუძუთი კვების პერიოდი

პრეკლინიკური კვლევების თანახმად, ბისოპროლოლი და/ან მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა მეძუძური ვირთხების რძეში. არ არსებობს მონაცემები ბისოპროლოლის დედის რძეში გამოყოფის შესახებ. ამიტომ, ბისოპროლოლის მიღება არ არის რეკომენდებული ქალებისთვის ძუძუთი კვების პერიოდში. თუ ბისოპროლოლის მიღება ლაქტაციის პერიოდში აუცილებელია, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

გულის იშემიური დაავადების (გიდ) მქონე პაციენტებში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, კონკორ® კორი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე. თუმცა, ინდივიდუალური რეაქციების გამო, სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან ტექნიკურად რთული მექანიზმების მართვის უნარი შეიძლება დაქვეითდეს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ამას მკურნალობის დასაწყისში, დოზის შეცვლის შემდეგ, ასევე ალკოჰოლის ერთდროული მიღებისას.

  • პრეპარატ კონკორ® კორის მიღება.

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ მკურნალო ექიმის რეკომენდაციების სრული დაცვით.

ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ შეამჩნევთ ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე სერიოზულ გვერდით მოვლენას, შეწყვიტეთ კონკორ® კორის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, შესაძლოა დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება:

იშვიათი - შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1 ადამიანს:

  • ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი, კანის სიწითლე და ანგიონევროზული შეშუპება.

სხვა გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი - შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს:

  • ბრადიკარდია.

ხშირი - შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1 ადამიანს:

  • თავბრუსხვევა;
  • თავის ტკივილი;
  • გულის ქრონიკული უკმარისობის სიმპტომების გაუარესება;
  • კიდურებში სიცივის ან დაბუჟების შეგრძნება;
  • არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება;
  • გულისრევა;
  • ღებინება;
  • დიარეა;
  • ყაბზობა;
  • ასთენია;
  • დაღლილობის მომატება.

არახშირი – შეიძლება განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში:

  • დეპრესია;
  • უძილობა;
  • ატრიოვენტრიკულური გამტარობის დარღვევა;
  • ორთოსტატული ჰიპოტენზია;
  • ბრონქოსპაზმი ანამნეზში ბრონქული ასთმის ან სასუნთქი გზების ობსტრუქციის მქონე პაციენტებში;
  • კუნთების სისუსტე;
  • კუნთების სპაზმები.

იშვიათი – შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1 ადამიანს:

  • ჰალუცინაციები;
  • ღამის კოშმარები;
  • გონების დაკარგვა;
  • ცრემლდენის შემცირება (უნდა გავითვალისწინოთ კონტაქტური ლინზების ტარებისას);
  • სმენის დაქვეითება;
  • ალერგიული რინიტი;
  • ჰეპატიტი;
  • ერექციული დისფუნქცია;
  • სისხლში ტრიგლიცერიდების დონის და „ღვიძლის“ ტრანსამინაზების აქტივობის მომატება (ასპარტატ ამინოტრანსფერაზა (AST), ალანინამინოტრანსფერაზა (ALT)).

ძალიან იშვიათი – შეიძლება აღენიშნებოდეს 10 000-დან 1 ადამიანს:

  • კონიუნქტივიტი;
  • ალოპეცია.

გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

თუ კონკორ® კორის გამოყენებისას შენიშნავთ რაიმე გვერდით რეაქციას, მიმართეთ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი რეაქციების შესახებ პირდაპირ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ანგარიშგების სისტემის მეშვეობით.

რუსეთის ფედერაცია

109012, მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, 4, კორპუსი 1

ჯანდაცვაში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური

ტელეფონი: +7 (800) 550-99-03

ელ. ფოსტა: [email protected]

ვებგვერდი: https://roszdravnadzor.gov.ru

ბელორუსის რესპუბლიკა

ბელორუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო,

რესპუბლიკური უნიტარული საწარმო „ჯანდაცვაში ექსპერტიზისა და ტესტირების ცენტრი“

220037, ქ. მინსკი, ტოვარიშჩესკი ჩიხი, სახლი 2ა

ტელეფონი: +375 (17) 242 00 29

ელ. ფოსტა: [email protected], [email protected]

www.rceth.by

ყაზახეთის რესპუბლიკა

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის ეკონომიკური მართვის უფლების მქონე რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო „მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“,

010000, ქ. ასტანა, ბაიკონირის რაიონი, ა. იმანოვის ქ., 13, ბც „ნურსაულეტი 2“

ტელეფონი: +7 (7172) 235 135

ელ. ფოსტა: [email protected]

www.ndda.kz

სომხეთის რესპუბლიკა:

სს „აკადემიკოს ე. გაბრიელიანის სახელობის მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“

0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზ. 49/5

ტელ.: (+374 60) 83-00-73, (+374 10) 23-08-96, (+374 10) 23-16-82

ცხელი ხაზი: (+374 10) 20-05-05, (+374 96) 22-05-05

ელ. ფოსტა: [email protected]; [email protected]

ვებგვერდი: www.pharm.am

ყირგიზეთის რესპუბლიკა:

ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების დეპარტამენტი

720044, ქ. ბიშკეკი, მე-3 ხაზის ქ., 25

ტელ.: +996 (312) 21-92-78

ელ. ფოსტა: [email protected]

ვებგვერდი: www.pharm.kg

გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

დოზის გადაჭარბების ყველაზე ხშირი სიმპტომებია: ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გამოხატული ბრადიკარდია, არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, ბრონქოსპაზმი, გულის მწვავე უკმარისობა და ჰიპოგლიკემია.

ბისოპროლოლის ერთჯერადი მაღალი დოზის მიმართ მგრძნობელობა მნიშვნელოვნად ცვალებადობს ცალკეულ პაციენტებს შორის და გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებს, სავარაუდოდ, მაღალი მგრძნობელობა აღენიშნებათ.

მკურნალობა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და დამხმარე სიმპტომური თერაპიის დაწყება.

გამოხატული ბრადიკარდიის შემთხვევაში: ატროპინის ინტრავენური შეყვანა. თუ ეფექტი არასაკმარისია, სიფრთხილით შეიძლება დადებითი ქრონოტროპული მოქმედების მქონე პრეპარატის შეყვანა. ზოგჯერ შეიძლება საჭირო გახდეს დროებით ელექტროკარდიოსტიმულატორის ჩადგმა.

არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითების შემთხვევაში: პლაზმის შემცვლელი ხსნარებისა და ვაზოპრესორული პრეპარატების ინტრავენური შეყვანა. შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს გლუკაგონის ინტრავენური შეყვანა.

ატრიოვენტრიკულური ბლოკადის შემთხვევაში: პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და უნდა მკურნალობდნენ ბეტა-ადრენომიმეტიკებით, როგორიცაა ეპინეფრინი. საჭიროების შემთხვევაში, ელექტროკარდიოსტიმულატორის ჩადგმა.

გულის ქრონიკული უკმარისობის გამწვავების შემთხვევაში: შარდმდენების, დადებითი ინოტროპული ეფექტის მქონე პრეპარატების და ვაზოდილატატორების ინტრავენური შეყვანა. ბრონქოსპაზმის შემთხვევაში: ბრონქოდილატატორების, მათ შორის ბეტა 2-ადრენომიმეტიკების და/ან ამინოფილინის შეყვანა.

ჰიპოგლიკემიის შემთხვევაში: დექსტროზის (გლუკოზის) ინტრავენური შეყვანა.

შემადგენლობა

პროდუქტი კონკორ® კორი შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტია ბისოპროლოლი.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2.5 მგ ბისოპროლოლს (ფუმარატის სახით).

დამხმარე ნივთიერებებია: კალციუმის ჰიდროფოსფატი, უწყლო; სიმინდის სახამებელი, წვრილი ფხვნილი; კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, უწყლო; მიკროკრისტალური ცელულოზა; კროსპოვიდონი;, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა 2910/15, მაკროგოლი 400, დიმეთიკონი 100, ტიტანის დიოქსიდი (E 171).

პრეპარატ კონკორ® კორის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

თეთრი, გულის ფორმის, ორმხრივად ამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ორივე მხარეს რისკით.

პრეპარატის წარმოების დროს Merck Healthcare KGaA-ში, გერმანია:

10 ტაბლეტი ალუმინის ფოლგისა და პვქ-სგან დამზადებულ ბლისტერში; 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

14 ტაბლეტი ალუმინის ფოლგისა და პვქ-სგან დამზადებულ ბლისტერში; 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

25 ტაბლეტი ალუმინის ფოლგისა და პვქ-სგან დამზადებულ ბლისტერში; 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

30 ტაბლეტი ალუმინის ფოლგისა და პვქ-სგან დამზადებულ ბლისტერში; 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

რუსეთის საწარმო შპს „ნანოლეკში“ პრეპარატის წარმოებისას:

30 ტაბლეტი ალუმინის ფოლგისა და პვქ-სგან დამზადებულ ბლისტერში; 1, 2 ან 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

30 ტაბლეტი ალუმინის ფოლგისა და პვქ-სგან დამზადებულ ბლისტერში; 1 ან 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ისე, რომ ბავშვმა ვერ დაინახოს ის.

არ მიიღოთ პროდუქტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერსა და მუყაოს შეფუთვაზე წარწერით „ვარგისია:“

ვარგისიანობის ვადაა მითითებული თვის ბოლო დღე.

შეინახეთ არაუმეტეს 25 ºC ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ პროდუქტი კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ (გაანადგუროთ) პროდუქტი, როდესაც ის აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სელექციური ბეტა1-ადრენობლოკერი

ათქ კოდი: C07AB07

მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები

სელექციური ბეტა1-ადრენობლოკერი საკუთარი სიმპათომიმეტიკური აქტივობის გარეშე, არ გააჩნია მემბრანომასტაბილიზებელი ეფექტი. თერაპიულ დოზებში ბისოპროლოლს გააჩნია მცირე აფინურობა შინაგანი ორგანოების ბეტა2-ადრენორეცეპტორების მიმართ (პანკრეასი, ჩონჩხის კუნთები, პერიფერიული არტერიების გლუვი კუნთები, ბრონქები და საშვილოსნო), ასევე მეტაბოლიზმის რეგულირებაში მონაწილე ბეტა2-ადრენორეცეპტორების მიმართ. შესაბამისად, ბისოპროლოლი (არასელექციური ბეტა-ადრენობლოკერებისგან განსხვავებით) ზოგადად არ ახდენს ზემოქმედებას სასუნთქი გზების რეზისტენტობაზე, ნაკლებად გამოხატულ გავლენას ახდენს ბეტა2-ადრენორეცეპტორების შემცველ ორგანოებზე და ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე, არ იწვევს ნატრიუმის იონების შეკავებას ორგანიზმში. ბისოპროლოლის ათეროგენული ეფექტის გამოხატულება არ განსხვავდება პროპრანოლოლის ეფექტისგან.

თერაპიულ დოზებში, ბისოპროლოლი ბლოკავს გულის ბეტა1-ადრენორეცეპტორებს, ამცირებს კატექოლამინებით სტიმულირებული ატფ-დან ციკლური ამფ-ის წარმოქმნას, ამცირებს კალციუმის იონების უჯრედშიდა ნაკადს, აქვს უარყოფითი ქრონო-, დრომო-, ბათმო- და არა-აშკარად გამოხატული ინოტროპული ეფექტი. ბისოპროლოლი ამცირებს გულისცემის სიხშირეს მოსვენების და დატვირთვის მდგომარეობაში, ანელებს ატრიოვენტრიკულურ გამტარებლობას, ამცირებს მიოკარდიუმის აგზნებადობას, ამცირებს გულის წუთმოცულობას, უმნიშვნელოდ ამცირებს გულის დარტყმით მოცულობას. ამცირებს მიოკარდიუმის ჟანგბადზე მოთხოვნილებას, აქვეითებს პლაზმაში რენინის აქტივობას.

მკურნალობის დასაწყისში, ბისოპროლოლის მიღებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში, საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი რეზისტენტობა მცირედ იზრდება (ალფა-ადრენორეცეპტორების აქტივობის რეციპროკული მომატების შედეგად).

1-3 დღის შემდეგ, საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი რეზისტენტობა უბრუნდება საწყის მდგომარეობას. ხანგრძლივი თერაპიისას თავდაპირველად მომატებული საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი რეზისტენტობა მცირდება.

მაქსიმალური ჰემოდინამიკური ეფექტი მიიღწევა პერორალური მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ. დღეში ერთჯერ გამოყენებისას, ბისოპროლოლის თერაპიული ეფექტი ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში სისხლის პლაზმიდან 10-12 საათიანი T1/2-ის გამო.

ბისოპროლოლს აქვს იგივე ელექტროფიზიოლოგიური ეფექტები, რაც სხვა ბეტა-ადრენობლოკერებს. ელექტროფიზიოლოგიურ კვლევებში, ბისოპროლოლი ანელებდა გულისცემის სიხშირეს, ზრდიდა სინოატრიული და ატრიოვენტრიკულური კვანძების გამტარობის დროს და რეფრაქტერულ პერიოდებს. ეკგ-ზე აღინიშნება RR და PQ ინტერვალების გახანგრძლივება, ასევე კორექტირებული QT ინტერვალის (QTc) გახანგრძლივება (ნორმალური მნიშვნელობების ფარგლებში).

ბისოპროლოლი ახდენდა ანტიჰიპერტენზიულ, ანტიარითმულიდა ანტიანგინალური მოქმედებას.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

ბისოპროლოლი თითქმის მთლიანად (90%-ზე მეტი) შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი ბიოშეღწევადობა ღვიძლში პირველად გავლის უმნიშვნელო მეტაბოლიზაციის გამო (დაახლოებით 10%-ის დონეზე) პერორალური მიღების შემდეგ დაახლოებით 90%-ს შეადგენს. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას ბიოშეღწევადობაზე. ბისოპროლოლი ავლენს წრფივ კინეტიკას და მისი კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში მიღებული დოზის პროპორციულია 5-დან 20 მგ-მდე დიაპაზონში. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 2-3 საათის შემდეგ.

დისტრიბუცია

ბისოპროლოლი საკმაოდ ფართოდ ნაწილდება. დისტრიბუციის მოცულობაა 3.5 ლ/კგ. პლაზმის ცილებთან კავშირი დაახლოებით 30 %-ია.

ბიოტრანსფორმაცია

მეტაბოლიზდება ჟანგვითი გზით შემდგომი კონიუგაციის გარეშე. ყველა მეტაბოლიტი პოლარულია (წყალში ხსნადია) და გამოიყოფა თირკმელებით. პლაზმასა და შარდში აღმოჩენილი ძირითადი მეტაბოლიტები არ ავლენენ ფარმაკოლოგიურ აქტივობას. ადამიანის ღვიძლის მიკროსომებზე in vitro ექსპერიმენტებიდან მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ ბისოპროლოლი მეტაბოლიზდება ძირითადად CYP3A4 იზოფერმენტით (დაახლოებით 95%), ხოლო CYP2D6 იზოფერმენტი მხოლოდ მცირე როლს ასრულებს.

ელიმინაცია

ბისოპროლოლის კლირენსი განისაზღვრება თირკმლით უცვლელი სახით ექსკრეციასა (დაახლოებით 50%) და ღვიძლში მეტაბოლიტების სახით, რომლებიც შემდეგ ასევე გამოიყოფა თირკმელებით, მეტაბოლიზმს შორის (დაახლოებით 50%) წონასწორობით. საერთო კლირენსი შეადგენს 15 ლ/სთ-ს, T 1/2 - 10-12 საათს. არ არსებობს ინფორმაცია ბისოპროლოლის ფარმაკოკინეტიკაზე გულის ქრონიკული უკმარისობისა და ერთდროულად ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებზე (საშუალო კრეატინინის კლირენსი 28 მლ/წთ) ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კრეატინინის კლირენსის შემცირებას თან ახლავს ბისოპროლოლის Cmax, AUC (ფართობი „კონცენტრაცია-დროის“მრუდის ქვეშ) და T 1/2-ის მომატება. რადგანაც ბისოპროლოლის კლირენსი თანაბრად ხორციელდება თირკმელებისა და ღვიძლის მიერ, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობა, ბისოპროლოლის მნიშვნელოვანი კუმულაცია არ აღინიშნება. თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში (კრეატინინის კლირენსი < 20 მლ/წთ), შეიძლება მოხდეს კუმულაცია და პრეპარატის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ-ს დღეში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ციროზით დაავადებულ პაციენტებში აღინიშნება ელიმინაციის მაღალი ვარიაბელობა და მნიშვნელოვანი შენელება ჯანმრთელ პირებთან შედარებით (ბისოპროლოლის T1/2 8.3-დან 21.7 საათამდეა). კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები ფარმაკოკინეტიკაში ღვიძლის ნორმალური და დარღვეულიფუნქციის მქონე პაციენტებს შორის არ გამოვლენილა. ღვიძლის გამოხატული უკმარისობის შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს კუმულაცია და პრეპარატის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ-ს დღეში.

გულის ქრონიკული უკმარისობა

NYHA კლასიფიკაციის მიხედვით გულის ქრონიკული უკმარისობის III ფუნქციური კლასის მქონე პაციენტებში ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით აღინიშნა ბისოპროლოლის უფრო მაღალი პლაზმური დონე და მომატებული T1/2. ბისოპროლოლის წონასწორულ მდგომარეობაში პლაზმური Cmax შეადგენს 64 ± 21 ნგ/მლ -ს 10 მგ დღიურ დოზაზე; T 1/2 შეადგენს 17 ± 5 საათს. ბისოპროლოლის ფარმაკოკინეტიკა გულის ქრონიკული უკმარისობის და თანმხლები ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შესწავლილი არ არის.

ხანდაზმული ასაკი

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში შეინიშნება ბისოპროლოლის ზოგიერთი ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლის (T1/2, AUC, Cmax) უმნიშვნელო მომატება ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით, სავარაუდოდ, თირკმლის კლირენსის ასაკობრივი შემცირების გამო. თუმცა, ეს განსხვავებები კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის და არ საჭიროებს ბისოპროლოლის დოზის კორექციას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელ-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის

კონკორ® კორი, 2,5 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები,

აქტიური ნივთიერება: ბისოპროლოლის ფუმარატი

პრეპარატის მიღებამდე სრულად წაიკითხეთ ეს ფურცელ-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს, ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, თუნდაც მათი სიმპტომები თქვენი მსგავსი იყოს.

თუ გამოვლინდა რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ არასასურველ რეაქციას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართის მე-4 პუნქტში.

ფურცელ-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას

  • რა არის პრეპარატი კონკორ® კორი და რისთვის გამოიყენება ის.
  • რა უნდა იცოდეთ კონკორ® კორის მიღების დაწყებამდე.
  • როგორ მივიღოთ კონკორ® კორი.
  • შესაძლო გვერდითი რეაქციები.
  • როგორ შეინახოთ კონკორ® კორი.
  • პაკეტის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.
  • რა არის პრეპარატი კონკორ® კორი და რისთვის გამოიყენება ის

პრეპარატის კონკორ® კორის აქტიური ნივთიერებაა ბისოპროლოლი, რომელიც მიეკუთვნება „სლექციურ ბეტა-ადრენობლოკატორების“ ჯგუფს. ბისოპროლოლი ახდენს ანტიჰიპერთენზიურ, ანტიარითმიულ და ანტიანგინალურ მოქმედებას.

პრეპარატი კონკორ® კორი გამოიყენება უფროსებში გულის ქრონიკული უკმარისობისას (გქუ).

თუ მდგომარეობის გამუმჯობესება არ აღინიშნება, ან გრძნობთ გაუარესებას, საჭიროა მიმართოთ ექიმს.

  • რა უნდა იცოდეთ სამკურნალო საშუალების კონკორ® კორის მიღების დაწყებამდე.

არ მიიღოთ სამკურნალო საშუალება კონკორ® კორი თუ გაქვთ:

ალერგია ბისოპროლოლის, ან პრეპარატის სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ფურცელ-ჩანართის მე-6 პუნქტში.

გულის მწვავე უკმარისობა, გქუ დეკომპენსაციის სტადიაში, რომელიც მოითხოვს ინოტროპული თერაპიის ჩატარებას;

კარდიოგენური შოკი;

II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულარული (AV) ბლოკადა, ელექტროკარდიოსტიმულატორის გარეშე;

გაქვთ სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი;

გაქვთ სინოატრიული ბლოკადა;

თერაპიის დაწყებამდე გაქვთ გამოხატული ბრადიკარდია (გულისცემის სიხშირე (HR) წუთში 60 დარტყმაზე ნაკლები);

გაქვთ მძიმე არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა (BP) 100 მმ ვწყ.სვ.-ზე ნაკლები);

გაქვთ მძიმე ბრონქული ასთმა;

გაქვთ პერიფერიული არტერიული სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევა ან რეინოს სინდრომი;

გაქვთ ფეოქრომოციტომა (ალფა-ბლოკატორების თანმხლები გამოყენების გარეშგაქვთ მეტაბოლური აციდოზი;

ხართ 18 წლამდე ასაკის.

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები

კონკორ® კორის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ:

იტარებთ დესენსიბილიზაციის თერაპიას;

გაქვთ პრინცმეტალის სტენოკარდია;

გაქვთ ჰიპერთირეოზი;

გაქვთ 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტი და შაქრიანი დიაბეტი სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი მერყეობით;

გაქვთ 1 ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა;

გაქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი (CC) 20 მლ/წთ-ზე ნაკლები);

გაქვთ ღვიძლის მძიმე დისფუნქცია;

გაქვთ ფსორიაზი;

გაქვთ რესტრიქციული კარდიომიოპათია;

გაქვთ თანდაყოლილი გულის დაავადება ან სარქვლოვანი დაავადება მძიმე ჰემოდინამიკური დარღვევით;

ბოლო 3 თვის განმავლობაში გაქვთ გულის ქრონიკული უკმარისობა მიოკარდიუმის ინფარქტით;

გაქვთ მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის პერიფერიული არტერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა;

გაქვთ მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული ფილტვის დაავადება (ფქოდ);

გაქვთ მსუბუქი ბრონქული ასთმა;

გაქვთ ბრონქოსპაზმი (ანამნეზში);

გაქვთ ალერგიული რეაქციები (ანამნეზში);

აპირებთ ზოგადი ანესთეზიით მასშტაბური ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას;

იმყოფებით მკაცრ დიეტაზე;

ხართ ორსულად;

ხართ ლაქტაციის პერიოდში;

ბავშვები და მოზარდები

კონკორ® კორი არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

სხვა მედიკამენტები და კონკორ® კორი

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს:

I კლასის ანტიარითმული საშუალებები (მაგ. ქინიდინი, დიზოპირამიდი, ლიდოკაინი, ფენიტოინი; ფლეკაინიდი, პროპაფენონი);

“ნელი” კალციუმის არხების ბლოკატორები (ნკაბ) (მაგ. ვერაპამილი, დილტიაზემი);

დიჰიდროპირიდინის ნკაბ-ს წარმოებულები (მაგ. ნიფედიპინი, ფელოდიპინი, ამლოდიპინი);

ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (როგორიცაა კლონიდინი, მეთილდოფა, მოქსონიდინი, რილმენიდინი);

ფინგოლიმოდი (გამოიყენება გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ);

III კლასის ანტიარითმული საშუალებები (მაგ., ამიოდარონი);

პარასიმპათომიმეტიკები;

გულის გლიკოზიდები;

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აანსპ);

ბეტა-ადრენომიმეტიკები(მაგ., იზოპრენალინი, დობუტამინი);

ადრენომიმეტიკები (მაგ., ნორეპინეფრინი, ეპინეფრინი);

ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, ასევე სხვა საშუალებები შესაძლო ანტიჰიპერტენზიული ეფექტით (მაგ., ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ბარბიტურატები, ფენოთიაზინები);

მეფლოქინი (მალარიის საწინააღმდეგო, ანტიპროტოზოული საშუალება);

მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAO);

ერგოტამინის ალკალოიდები (მაგ., ერგოტამინი).

ორსულობა, ძუძუთი კვება, ფერტილობა.

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.

ორსულობა

ბისოპროლოლის ფარმაკოლოგიურმა ეფექტებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ორსულობის მიმდინარეობაზე და ნაყოფზე/ახალშობილზე. ზოგადად, ბეტა-ბლოკატორები ამცირებენ პლაცენტარულ სისხლის მიმოქცევას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის ზრდის შეფერხება, ნაყოფის ინტრაუტერიული სიკვდილი ან ნაადრევი მშობიარობა. ნაყოფსა და ახალშობილში შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები (მაგ., ჰიპოგლიკემია და ბრადიკარდია).

თუ ბეტა-ბლოკატორებით მკურნალობა აუცილებელია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს სელექციურ ბეტა 1- ადრენობლოკატორებს.

ორსულობის დროს ბისოპროლოლი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ აბსოლუტურად აუცილებელი შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფსა და/ან ახალშობილში გვერდითი მოვლენების შესაძლო რისკს. უნდა კონტროლდებოდეს პლაცენტასა და საშვილოსნოში სისხლის მიმოქცევა, ასევე ნაყოფის ზრდა-განვითარება. ორსულობასთან და/ან ნაყოფთან დაკავშირებული არასასურველი მოვლენების შემთხვევაში რეკომენდებულია თერაპიის ალტერნატიული მეთოდების გამოყენება.

მშობიარობის შემდეგ ახალშობილი ყურადღებით უნდა იქნეს გამოკვლეული. სიცოცხლის პირველი სამი დღის განმავლობაში ახალშობილს შეიძლება განუვითარდეს ბრადიკარდიის და ჰიპოგლიკემიის სიმპტომები.

ძუძუთი კვების პერიოდი

პრეკლინიკური კვლევების თანახმად, ბისოპროლოლი და/ან მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა მეძუძური ვირთხების რძეში. არ არსებობს მონაცემები ბისოპროლოლის დედის რძეში გამოყოფის შესახებ. ამიტომ, ბისოპროლოლის მიღება არ არის რეკომენდებული ქალებისთვის ძუძუთი კვების პერიოდში. თუ ბისოპროლოლის მიღება ლაქტაციის პერიოდში აუცილებელია, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე

გულის იშემიური დაავადების (გიდ) მქონე პაციენტებში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, კონკორ® კორი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე. თუმცა, ინდივიდუალური რეაქციების გამო, სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან ტექნიკურად რთული მექანიზმების მართვის უნარი შეიძლება დაქვეითდეს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ამას მკურნალობის დასაწყისში, დოზის შეცვლის შემდეგ, ასევე ალკოჰოლის ერთდროული მიღებისას.

  • პრეპარატ კონკორ® კორის მიღება.

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ მკურნალო ექიმის რეკომენდაციების სრული დაცვით.

ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.

რეკომენდებული დოზირება მოზრდილებისთვის

კონკორ® კორის ტაბლეტები უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ, დილით, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად, კვების დროის მიუხედავად.

გულის ქრონიკული უკმარისობის სტანდარტული მკურნალობის სქემა მოიცავს ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების (აგფ ინჰიბიტორების მიმართ აუტანლობის შემთხვევაში), ბეტა-ბლოკატორების, შარდმდენების და, სურვილისამებრ, გულის გლიკოზიდების გამოყენებას. გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის კონკორ® კორით დაწყება მოითხოვს სავალდებულო სპეციალურ ტიტრაციის ფაზას და რეგულარულ სამედიცინო მონიტორინგს.

კონკორ® კორით მკურნალობის წინაპირობაა სტაბილური გულის ქრონიკული უკმარისობის მდგომარეობა გამწვავების ნიშნების გარეშე. გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა კონკორ® კორით იწყება შემდეგი ტიტრაციის რეჟიმის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს ინდივიდუალური ადაპტაცია იმისდა მიხედვით, თუ რამდენად კარგად იტანს პაციენტი დანიშნულ დოზას, ანუ დოზის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა დოზა კარგად იყო გადატანილი. რეკომენდებული საწყისი დოზაა 1.25 მგ დღეში ერთხელ. ინდივიდუალური ტოლერანტობიდან გამომდინარე, დოზა თანდათან უნდა გაიზარდოს 2.5 მგ-მდე, 3.75 მგ-მდე, 5 მგ-მდე, 7.5 მგ-მდე და 10 მგ-მდე დღეში ერთხელ. დოზის ყოველი შემდგომი გაზრდა უნდა განხორციელდეს სულ მცირე ორი კვირის შემდეგ.

თუ პაციენტი ცუდად აიტანს პრეპარატის დოზის გაზრდას, დოზა შეიძლება შემცირდეს.

გულის ქრონიკული უკმარისობის დროს მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 10მგ პრეპარატი კონკორ® კორი დღეში ერთხელ.

ტიტრაციის დროს რეკომენდებულია არტერიული წნევის, გულისცემის და გულის ქრონიკული უკმარისობის სიმპტომების სიმძიმის რეგულარული მონიტორინგი. გულის ქრონიკული უკმარისობის სიმპტომების გაუარესება შესაძლებელია პრეპარატის გამოყენების პირველივე დღიდან.

თუ პაციენტი ცუდად იტანს პრეპარატის მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას, შესაძლებელია დოზის თანდათანობითი შემცირება.

ტიტრაციის ფაზის დროს ან მის შემდეგ შეიძლება განვითარდეს გულის ქრონიკულობის დროებითი გაუარესება, არტერიული ჰიპოტენზია ან ბრადიკარდია. ამ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, რეკომენდებულია თანმხლები პრეპარატების დოზების კორექტირება. ასევე შეიძლება საჭირო გახდეს კონკორ® კორის დოზის დროებით შემცირება ან მისი შეწყვეტა.

პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, დოზა ხელახლა უნდა ტიტრირდეს ან გაგრძელდეს მკურნალობა.

პაციენტთა სპეციალური ჯგუფები

პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

ღვიძლის ან თირკმლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობის შემთხვევაში, დოზის კორექტირება, როგორც წესი, არ არის საჭირო.

თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში (კკ ნაკლები 20 მლ/წთ) და ღვიძლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში, მაქსიმალური დღიური დოზაა 10მგ. ასეთ პაციენტებში დოზის გაზრდა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოხდეს.

ხანდაზმული პაციენტები

დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

ბავშვები

ვინაიდან ბავშვებში კონკორ® კორის გამოყენების შესახებ მონაცემები არასაკმარისია, პრეპარატის დანიშვნა 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის.

ამჟამად არ არსებობს საკმარისი მონაცემები კონკორ® კორის გამოყენების შესახებ გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში I ტიპის შაქრიან დიაბეტთან, თირკმლის და/ან ღვიძლის მძიმე დისფუნქციასთან, რესტრიქციულ კარდიომიოპათიასთან, თანდაყოლილ გულის მანკის ან გულის სარქვლოვანი მანკის მძიმე ჰემოდინამიკური დარღვევით კომბინაციაში. ასევე, ჯერ კიდევ არ არის საკმარისი მონაცემები გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტების შესახებ, რომლებსაც ბოლო 3 თვის განმავლობაში გადაიტანეს მიოკარდიუმის ინფარქტი.

მიღების გზა და/ან მეთოდი

პერორალურად.

ტაბლეტები არ უნდა დაღეჭოთ ან დაფშვნათ.

თერაპიის ხანგრძლივობა

კონკორ® კორით მკურნალობა, როგორც წესი, ხანგრძლივი თერაპიაა.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი კონკორ® კორი

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი კონკორ® კორი, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, ან მიმართეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას. თუ შესაძლებელია, თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა და ეს ფურცელი-ჩანართი, რათა აჩვენოთ ექიმს, რომელი პრეპარატი მიიღეთ.

შეიძლება გამოგივლინდეთ შემდეგი სიმპტომები: ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულისცემის შენელება, ბრონქოსპაზმი, გულის მწვავე უკმარისობა, სისხლში გლუკოზის დონის შემცირება.

თუ დაგავიწყდათ კონკორ® კორის მიღება

თუ დაგავიწყდათ კონკორ® კორის მიღება, მიიღეთ ის, როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს. თუ ახლოვდება შემდეგი დოზის მიღების დრო, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ კონკორ® კორის მიღება

არ შეწყვიტოთ ბისოპროლოლის მიღება უეცრად ან არ შეცვალოთ რეკომენდებული დოზა ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს გულის ფუნქციის დროებითი გაუარესება. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს უეცრად, განსაკუთრებით თუ გაქვთ გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდიის შეტევები, მიოკარდიუმის ინფარქტი და პარკუჭოვანი არითმიის გაუარესება აღინიშნა გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში, ბეტა-ბლოკატორები უეცარი შეწყვეტისას). თუ მკურნალობის შეწყვეტა აუცილებელია, ბისოპროლოლის დოზა თანდათან უნდა შემცირდეს. სტენოკარდიის მნიშვნელოვანი გაუარესების ან მწვავე კორონარული სინდრომის განვითარების შემთხვევაში, ბისოპროლოლის მიღება დროებით უნდა განახლდეს.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე კითხვები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ შეამჩნევთ ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე სერიოზულ გვერდით მოვლენას, შეწყვიტეთ კონკორ® კორის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, შესაძლოა დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება:

იშვიათი - შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1 ადამიანს:

  • ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი, კანის სიწითლე და ანგიონევროზული შეშუპება.

სხვა გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი - შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს:

  • ბრადიკარდია.

ხშირი - შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1 ადამიანს:

  • თავბრუსხვევა;
  • თავის ტკივილი;
  • გულის ქრონიკული უკმარისობის სიმპტომების გაუარესება;
  • კიდურებში სიცივის ან დაბუჟების შეგრძნება;
  • არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება;
  • გულისრევა;
  • ღებინება;
  • დიარეა;
  • ყაბზობა;
  • ასთენია;
  • დაღლილობის მომატება.

არახშირი – შეიძლება განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში:

  • დეპრესია;
  • უძილობა;
  • ატრიოვენტრიკულური გამტარობის დარღვევა;
  • ორთოსტატული ჰიპოტენზია;
  • ბრონქოსპაზმი ანამნეზში ბრონქული ასთმის ან სასუნთქი გზების ობსტრუქციის მქონე პაციენტებში;
  • კუნთების სისუსტე;
  • კუნთების სპაზმები.

იშვიათი – შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1 ადამიანს:

  • ჰალუცინაციები;
  • ღამის კოშმარები;
  • გონების დაკარგვა;
  • ცრემლდენის შემცირება (უნდა გავითვალისწინოთ კონტაქტური ლინზების ტარებისას);
  • სმენის დაქვეითება;
  • ალერგიული რინიტი;
  • ჰეპატიტი;
  • ერექციული დისფუნქცია;
  • სისხლში ტრიგლიცერიდების დონის და „ღვიძლის“ ტრანსამინაზების აქტივობის მომატება (ასპარტატ ამინოტრანსფერაზა (AST), ალანინამინოტრანსფერაზა (ALT)).

ძალიან იშვიათი – შეიძლება აღენიშნებოდეს 10 000-დან 1 ადამიანს:

  • კონიუნქტივიტი;
  • ალოპეცია.

გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

თუ კონკორ® კორის გამოყენებისას შენიშნავთ რაიმე გვერდით რეაქციას, მიმართეთ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი რეაქციების შესახებ პირდაპირ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ანგარიშგების სისტემის მეშვეობით.

რუსეთის ფედერაცია

109012, მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, 4, კორპუსი 1

ჯანდაცვაში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური

ტელეფონი: +7 (800) 550-99-03

ელ. ფოსტა: [email protected]

ვებგვერდი: https://roszdravnadzor.gov.ru

ბელორუსის რესპუბლიკა

ბელორუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო,

რესპუბლიკური უნიტარული საწარმო „ჯანდაცვაში ექსპერტიზისა და ტესტირების ცენტრი“

220037, ქ. მინსკი, ტოვარიშჩესკი ჩიხი, სახლი 2ა

ტელეფონი: +375 (17) 242 00 29

ელ. ფოსტა: [email protected], [email protected]

www.rceth.by

ყაზახეთის რესპუბლიკა

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის ეკონომიკური მართვის უფლების მქონე რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო „მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“,

010000, ქ. ასტანა, ბაიკონირის რაიონი, ა. იმანოვის ქ., 13, ბც „ნურსაულეტი 2“

ტელეფონი: +7 (7172) 235 135

ელ. ფოსტა: [email protected]

www.ndda.kz

სომხეთის რესპუბლიკა:

სს „აკადემიკოს ე. გაბრიელიანის სახელობის მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“

0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზ. 49/5

ტელ.: (+374 60) 83-00-73, (+374 10) 23-08-96, (+374 10) 23-16-82

ცხელი ხაზი: (+374 10) 20-05-05, (+374 96) 22-05-05

ელ. ფოსტა: [email protected]; [email protected]

ვებგვერდი: www.pharm.am

ყირგიზეთის რესპუბლიკა:

ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების დეპარტამენტი

720044, ქ. ბიშკეკი, მე-3 ხაზის ქ., 25

ტელ.: +996 (312) 21-92-78

ელ. ფოსტა: [email protected]

ვებგვერდი: www.pharm.kg

გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

  • როგორ შევინახოთ სამკურნალო საშუალება კონკორ® კორი.

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ისე, რომ ბავშვმა ვერ დაინახოს ის.

არ მიიღოთ პროდუქტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერსა და მუყაოს შეფუთვაზე წარწერით „ვარგისია:“

ვარგისიანობის ვადაა მითითებული თვის ბოლო დღე.

შეინახეთ არაუმეტეს 25 ºC ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ პროდუქტი კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ (გაანადგუროთ) პროდუქტი, როდესაც ის აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.

პროდუქტი კონკორ® კორი შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტია ბისოპროლოლი.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2.5 მგ ბისოპროლოლს (ფუმარატის სახით).

დამხმარე ნივთიერებებია: კალციუმის ჰიდროფოსფატი, უწყლო; სიმინდის სახამებელი, წვრილი ფხვნილი; კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, უწყლო; მიკროკრისტალური ცელულოზა; კროსპოვიდონი;, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა 2910/15, მაკროგოლი 400, დიმეთიკონი 100, ტიტანის დიოქსიდი (E 171).

პრეპარატ კონკორ® კორის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

თეთრი, გულის ფორმის, ორმხრივად ამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ორივე მხარეს რისკით.

პრეპარატის წარმოების დროს Merck Healthcare KGaA-ში, გერმანია:

10 ტაბლეტი ალუმინის ფოლგისა და პვქ-სგან დამზადებულ ბლისტერში; 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

14 ტაბლეტი ალუმინის ფოლგისა და პვქ-სგან დამზადებულ ბლისტერში; 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

25 ტაბლეტი ალუმინის ფოლგისა და პვქ-სგან დამზადებულ ბლისტერში; 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

30 ტაბლეტი ალუმინის ფოლგისა და პვქ-სგან დამზადებულ ბლისტერში; 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

რუსეთის საწარმო შპს „ნანოლეკში“ პრეპარატის წარმოებისას:

25 ტაბლეტი ალუმინის ფოლგისა და პვქ-სგან დამზადებულ ბლისტერში; 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

30 ტაბლეტი ალუმინის ფოლგისა და პვქ-სგან დამზადებულ ბლისტერში; 1, 2 ან 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

რუსეთის საწარმო შპს „ნანოლეკში“ პრეპარატის წარმოებისას:

30 ტაბლეტი ალუმინის ფოლგისა და პვქ-სგან დამზადებულ ბლისტერში; 1 ან 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

რუსეთის ფედერაცია

შპს „მერკი“

115054, მოსკოვი, ვალოვაიას ქ., სახლი 35

მწარმოებელი

წარმოების ყველა ეტაპი, ხარისხის კონტროლის გამომშვების ჩათვლით:

რუსეთის ფედერაცია

შპს „ნანოლეკი“

612079, კიროვის ოლქი, ორიჩევსკის მუნიციპალური რაიონი, ლევინსკოეს ურბანული დასახლება, ბიოსამედიცინო კომპლექსი ნანოლეკ ტერიტორია

გერმანია

Merck Healthcare KGaA

ფრანკფურტერ შტრასე 250, 64293 დამშტადტი

ან პრეპარატის შპს „ნანოლეკში“ შეფუთვის შემთხვევაში, რუსეთი:

მზა სამკურნალწამლო ფორმის წარმოება და შეფუთვა (პირველადი შეფუთვა):

გერმანია

Merck Healthcare KGaA

ფრანკფურტერ შტრასე 250, 64293 დამშტადტი

მეორეული (მომხმარებლის შეფუთვა) და ხარისხის კონტროლის გამომშვები:

რუსეთის ფედერაცია

შპს „ნანოლეკი“

612079, კიროვის ოლქი, ორიჩევსკის მუნიციპალური რაიონი, ლევინსკოეს ურბანული დასახლება, ბიოსამედიცინო კომპლექსი ნანოლეკ ტერიტორია

პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ასევე პრეტენზიების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ რეგისტრაციის მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს:

რუსეთის ფედერაცია

შპს „მერკი“

115054, ქ. მოსკოვი, ვალოვაიას ქ., 35

ტელ.: +7 495 937 33 04

ფაქსი: +7 495 937 33 05

ელ. ფოსტა: [email protected]

ბელორუსის რესპუბლიკა

სააქციო საზოგადოება „Acino Pharma AG“-ის (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა ბელარუსის რესპუბლიკაში

პობედიტელის გამზ. 106-34, 220062, ქ. მინსკი, ბელარუსის რესპუბლიკა

ტელ.: + 375 (17) 319-91-41; + 375 (29) 700-65-90, ფაქსი: + 375 (17) 319-91-40

ელ. ფოსტა: [email protected]

ყაზახეთის რესპუბლიკა

შპს „აცინო კაზ“

ყაზახეთი, ქალაქი ალმათი, ბოსტანდიკის რაიონი, ნურსულთან ნაზარბაევის გამზირი, 223, ნ.პ.. 243, საფოსტო ინდექსი 050047

ტელეფონის ნომერი: +7 727 364 56 61

ელ. ფოსტის მისამართი: [email protected]

სომხეთის რესპუბლიკა

„Acino Pharma AG“-ის (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა სომხეთის რესპუბლიკაში

ადონცის ქ. 6/1, 54, 0014, ქ. ერევანი, სომხეთის რესპუბლიკა

ტელ. + 374 60 67 01 70

ელ. ფოსტა: [email protected]

ყირგიზეთის რესპუბლიკა:

შპს „აცინო კაზ“

ყაზახეთი, ქალაქი ალმათი, ბოსტანდიკის რაიონი, ნურსულთან ნაზარბაევის გამზირი, 223, ნ.პ. 243, საფოსტო ინდექსი 050047

ტელეფონის ნომერი: +7 727 364 56 61

ელ. ფოსტის მისამართი: [email protected]

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა