პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები

კოლასტინ-ლ

COLASTIN-L

რეცეპტით20მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება Colastin-L-ის მოხმარების დაწყებამდე? 3. როგორ უნდა მოიხმაროთ Colastin-L? 4. რა სახის გვერდითი ჩვენებები შეიძლება წარმოიქმნას? 5. Colastin-L-ის შენახვის წესები. 1. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ატორვასტატინი (atorvastatin)
ფორმა და შეფუთვა
20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები, HMG CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები
ATC კოდი
C10AA05
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0630
რეგისტრირებულია
15 ნოემბერი 2023, მოქმედებს 15 ნოემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაკოლასტინ-ლ და სხვა წამალი ერთად

კოლასტინ-ლ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • რას უნდა მიაქციოთ ყურადღება Colastin-L-ის მოხმარების დაწყებამდე?
  • როგორ უნდა მოიხმაროთ Colastin-L?
  • რა სახის გვერდითი ჩვენებები შეიძლება წარმოიქმნას?
  • Colastin-L-ის შენახვის წესები.
  • რას წარმოადგენს Colastin-L და რისთვის გამოიყენება?

ყოველი შემოგარსული აბი შეიცავს ატორვასტატის კალციუმის ტრიჰიდრატს, რომელიც ექვივალენტურია 20 მგ. ატორვასტატინისა და ტიტანის დიოქსიდის საღებავისა. წარმოდგენილია ბლისტერულ შეფუთვაში 30 და 90 აბების სახით.

COLASTIN-L არის თეთრი, ჰომოგენური გარეგნობის, წაგრძელებული აბეი, ერთ მხარეს შუაში ჭრილით, მეორე მხარეს კი "20" წარწერით.

COLASTIN-L მიეკუთვნება ისეთი პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ლიპიდური (ცხიმის) რეგულატორები, და ცნობილია როგორც სტატინები.

გამოიყენება ცხიმოვანი ნივთიერებების შესამცირებლად, რომლებიც ცნობილია როგორც ქოლესტერინი და ტრიგლიცერიდები. ქოლესტერინი, რომელიც აუცილებელია ნორმალური ზრდის პროცესისთვის, წარმოადგენს ბუნებრივ ნივთიერებას. თუმცა სისხლში ქოლესტერინის დონის ზრდის შემთხვევაში, ის შეიძლება დაგროვდეს სისხლძარღვების კედლებში, რაც იწვევს სისხლძარღვების შევიწროვებას და საბოლოოდ დაბლოკვას.

ეს არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი. მაღალი ქოლესტერინის დონე ზრდის გულის დაავადების რისკს.

COLASTIN-L გამოიყენება სისხლში ლიპიდების შესამცირებლად, რომლებიც ცნობილია როგორც ქოლესტერინი და ტრიგლიცერიდები, უცხიმო დიეტის ან ცხოვრების წესის ცვლილებები წარუმატებლობის დროს.

მიუხედავად ქოლესტერინის ნორმალური დონისა, გულის დაავადების გაზრდილი რისკის შემთხვევაში, COLASTIN-L ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ რისკის შესამცირებლად. მკურნალობის პერიოდში უნდა გააგრძელოთ სტანდარტული ქოლესტერინის შემამცირებელი დიეტა.

  • COLASTIN-L-ის მოხმარებამდე დასაცავი წესები

ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში COLASTIN-L-ის მოხმარება დაუშვებელია:

თუ თქვენ ხართ რეპროდუქციული ასაკისა და არ იყენებთ შესაბამის კონტრაცეფტულ მეთოდს.

თუ ხართ ორსულად, ცდილობთ დაორსულდეთ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

თუ თქვენ გეგმავთ ბავშვის გაჩენას, დაახლოებით 1 თვით ადრე თქვენს ექიმს აცნობეთ COLASTIN-L-ის მიღების შეწყვეტის შესახებ.

თუ ადრე COLASTIN-L-ის ან სისხლში ლიპიდების დონის დამწევ მსგავს მედიკამენტებზე ან დამხმარე ნივთიერებებზე გქონიათ რეაქცია.

თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის რაიმე დაავადება.

ღვიძლის ფუნქციის ტესტებში აუხსნელი პათოლოგიური შედეგების არსებობის შემთხვევაში.

ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღების შემთხვევაში.

ქვემოაღნიშნულ შემთხვევებში COLASTIN-L-ის მიღების დროს უნდა გამოიჩინოთ ყურადღება:

თირკმლის პრობლემების არსებობის ან ანამნეზში თირკმელების პრობლემების აღნიშვნის შემთხვევაში.

თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს გაქვთ კუნთების რაიმე დაავადება.

ლიპიდების დამაქვეითებელი სხვა პრეპარატებით (მაგ. სტატინები ან ფიბრატები) მკურნალობის დროს ადრე კუნთების პრობლემების (კუნთების ტკივილი, სისუსტე და ა.შ.) არსებობის შემთხვევაში.

ალკოჰოლის მუდმივად და დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში.

ზოგიერთი შაქრების მიმართ აუტანლობის არსებობის შემთხვევაში.

სუნთქვის მნიშვნელოვნად გაძნელების შემთხვევაში.

ჰიპოთირეოზის (სხეულში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის არასაკმარისი წარმოება) არსებობის შემთხვევაში.

თუ ხართ 70 წელზე უფროსი ასაკის.

ადრე განმეორებადი ან აუხსნელი კუნთების პრობლემების არსებობის შემთხვევაში.

ადრე ტვინში სისხლჩაქცევის და ინსულტის გადატანის ან ინსულტზე დამოკიდებული ტვინში სითხით სავსე კისტების არსებობის შემთხვევაში.

დიაბეტის რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში. თუ გაქვთ დიაბეტი ან გაქვთ დიაბეტის განვითარების რისკი; თქვენი ექიმი ყურადღებით გააკონტროლებს თქვენს მიერ ამ მედიკამენტის გამოყენებას. სისხლში შაქრისა და ცხიმის მაღალი დონის, ჭარბი წონის და მაღალი წნევის არსებობის შემთხვევაში; შესაძლოა დიაბეტის განვითარების რისკი.

ნებისმიერი ზემოაღნიშნული სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, კუნთოვან სისტემასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების რისკების წინასწარ დასადგენად, თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს COLASTIN-L-ის მიღების დაწყებამდე და მიღების დროს სისხლის ანალიზის ჩატარება.

ადრე ინსულტის გადატანის შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის ყველაზე შესაფერისი მკურნალობას და დოზას.

თუ ეს გაფრთხილებები წარსულშიც ძალაში იყო თქვენთვის, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

COLASTIN-L-ის საკვებ-სასმელთან ერთად მიღება

COLASTIN-L-ის მიღების დროს დღეში ერთი ან ორი პატარა ჭიქა გრეიფრუტის წვენის დალევა არ არის რეკომენდირებული, რადგან დიდი რაოდენობით გრეიფრუტის წვენის მიღებამ შეიძლება შეცვალოს COLASTIN-L-ის ეფექტი.

ფეხმძიმობა

პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას, COLASTIN-L-ის მიღება არ არის რეკომენდირებული.

თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ბავშვის ძუძუთი კვების შემთხვევაში, COLASTIN-L-ის მიღება არ არის რეკომენდირებული.

მანქანის ტარება და ხელსაწყოს მოხმარება

COLASTIN-L არანაირ უარყოფით გავლენას არ ახდენს მანქანის ტარების და ხელსაწყოს მოხმარების უნარიანობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეს პრეპარატი გავლენას ახდენს თქვენი მანქანის ტარების უნარიანობაზე, თქვენთვის მანქანის ტარება არ არის რეკომენდირებული. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს პრეპარატი გავლენას მოახდენს თქვენი მანქანის ტარების და ხელსაწყოს მოხმარების უნარიანობაზე, თქვენთვის მანქანის ტარება და ხელსაწყოს მოხმარება არ არის რეკომენდირებული.

ინფორმაცია COLASTIN-L-ის შემცველობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ:

შეიცავს კოლასტინი-ლაქტოზას. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრების მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

სხვა პრეპარატებთან ერთად მოხმარება

ზოგიერთ პრეპარატს შეუძლია შეცვალოს COLASTIN-L-ის ეფექტურობა, ან COLASTIN-L-მა შეუძლია შეცვალოს ზოგიერთი წამლის ეფექტურობა. ასეთმა ურთიერთქმედებამ შეიძლება შეამციროს ერთი ან ორივე წამლის ეფექტურობა. გარდა ამისა, რაბდომიოლიზად ცნობილი კუნთების სისუსტის სერიოზულმა, მაგრამ იშვიათმა მდგომარეობამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი ჩვენებების წარმოქმნის რისკი ან სერიოზულობა. თქვენი ექიმი გადაწყვეტს თქვენთვის საჭირო COLASTIN-L-ის დოზას.

ზოგიერთი პრეპარატი, რომელსაც შეუძლია ურთიერთქმედება COLASTIN-L-თან:

მედიკამენტები, რომლებიც ცვლის იმუნური სისტემის ფუნქციონირებას; ალერგიული დაავადებების წინააღმდეგ ეფექტური მედიკამენტები, როგორიცაა ციკლოსპორინი ან ტერფენადინი, ასტემიზოლი.

ზოგიერთი ინფექციური დაავადების წინააღმდეგ ეფექტური ან სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ეფექტური პრეპარატები; მაგალითად, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, რიფანიპინი, ფუზიდის მჟავა.

ლიპიდების მარეგულირებელი სხვა პრეპარატები; მაგალითად, გემფიბროზილი, ფენოფიბრატი, კოლესტიპოლი.

ზოგიერთი კალციუმის არხის ბლოკატორი, რომელიც გამოიყენება მაღალი წნევის ან სტენოკარდიის დროს (გულმკერდის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია გულის მკვებავი სისხლძარღვების შევიწროებით/დაბლოკვით); მაგალითად, ვერაპანილი, დილთიაზემი.

გულის რითმის მარეგულირებელი პრეპარატები, მაგალითად, დიგოქსინი, ამიოდარონი.

ისეთი წამლები (პროტეაზას ინჰიბიტორები), როგორიცაა რიტონავირი, ლოპინავირი, ატაზანავირი, ინდინავირი, დარუნავირი, ნელფინავირი, რომლებიც გამოიყენება შიდსის სამკურნალოდ.

ბოცეპრევირი (პროტეაზას ინჰიბიტორი), რომელიც გამოიყენება C ჰეპატიტის სამკურნალოდ.

სხვა პრეპარატები, რომლებიც ცნობილია, რომ ურთიერთქმედებენ COLASTIN-L-თან:

ეზეტინიბი (ქოლესტერინის შემამცირებელი); ვარფარინი (ამცირებს სისხლის შედედებას); ჩასახვის საწინააღმდეგო აბები; სტირიპენტოლი (ეპილეფსიის საწინააღმდეგო); ციმეტიდინი (გამოიყენება წყლულების და გულძმარვის დროს); ფენაზონი (ტკივილგამაყუჩებელი); ანტაციდები (მონელების საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომლებიც შეიცავს ალუმინს და მაგნიუმს) და წმინდა იოანეს ვორტი (წმინდა იოანეს ვორტი); წმინდა იოანეს ვორტი.

ამჟამად რეცეპტით გამოწერილი ან არ გამოწერილი ნებისმიერი პრეპარატის მოხმარების ან ბოლო პერიოდის განმავლობაში მოხმარების შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • COLASTİN-L-ის მოხმარების წესი:

ინსტრუქციები სათანადო მოხმარების და დოზის / მოხმარების სიხშირის შესახებ:

ატორვასტატინის დღიური საწყისი დოზა მოზრდილებში და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში შეადგენს 10 ნგ-ს.

ეს დოზა შეიძლება გაზრდილი იქნეს თქვენი ექიმის მიერ, სანამ არ დადგინდება, რომ თქვენ ღებულობთ საჭირო რაოდენობას. თქვენი ექიმი 4 კვირის ან მეტი დროის შუალედებით დაარეგულირებს თქვენთვის საჭირო დოზას. ყველაზე მაღალი დოზა მოზრდილებში შეადგენს 80 მგ-ს დღეში ერთხელ, ბავშვებში კი 20 მგ-ს.

COLASTIN-L მიღების დაწყებამდე უნდა დაინიშნოს სტანდარტული ქოლესტერინის შემამცირებელი დიეტა და ეს დიეტა უნდა გაგრძელდეს COLASTIN-L-ის მიღების დროს.

COLASTIN-L უნდა მიიღოთ ექიმის დანიშნულების შესაბამისად. რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს და ფარმაცევტს.

მოხმარების ხერხი და მეთოდი:

COLASTIN-L-ის აბები უნდა მიიღოთ მთლიანად წყალთან ერთად.

დოზების მიღება შესაძლებელია დღის ნებისმიერ დროს, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

მიუხედავად ამისა, შეეცადეთ მიიღოთ თქვენი დოზა დღის ერთი და იგივე დროს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვობის ასაკში მიღება:

10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს, მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა კი შეადგენს დღეში 20 მგ-ს.

ხანდაზმული ასაკში მიღება:

ხანდაზმულ პაციენტებსა და მთელ პოპულაციას შორის COLASTIN-L-ის ლიპიდური თერაპიის მიზნების უსაფრთხოებაში, ეფექტურობასა და მიღწევაში რაიმე განსხვავება არ იქნა დადგენილი.

მოხმარების განსაკუთრებული შემთხვევები:

თირკმელების უკმარისობა:

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისათვის დოზის დარეგულირება არ არის საჭირო.

ღვიძლის უკმარისობა:

COLASTIN-L არ უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის აქტიური დაავადების მქონე პაციენტებისათვის. ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებისათვის ამ პრეპარატის მიღების დროს საჭიროა დიდი ყურადღების გამოჩენა. COLASTIN-L-ის მიღების დაწყებამდე და დაწყების შემდეგ საჭიროა ღვიძლის ფუნქციების ტესტების ჩატარება.

თუ თქვენ შეამჩნევთ COLASTIN-L-ის ძალიან ძლიერ ან სუსტ ეფექტს, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ ღებულობთ COLASTIN-L-ს საჭიროზე დიდი დოზით:

თუ თქვენ ღებულობთ COLASTIN-L-ს საჭიროზე დიდი დოზით, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ დაგავიწყდათ COLASTIN-L-ის მიღება:

თუ თქვენ დაგავიწყდათ COLASTIN-L-ის მიღება, შემდეგი დოზის მიღების დროის დადგომამდე გახსენებისას მიიღეთ შემდეგი დოზა.

დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.

COLASTIN-L-ის მიღების დასრულების შემდეგ წარმოქმნილი გვერდითი ჩვენებები:

ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ან პრეპარატის მიღების დასრულების შემდეგ რაიმე დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორია მოსალოდნელი გვერდითი ჩვენებები?

ისევე, როგორც ყველა წამალი, COLASTIN-L-ის შემცველობაში არსებული ნივთიერებების მიმართ ზოგიერთ პაციენტებს შეიძლება წარმოექმნათ გარკვეული გვერდითი ჩვენებები.

ქვემოთ აღნიშნული გვერდითი ჩვენებების წარმოქმნის შემთხვევაში, უნდა შეწყვიტოთ COLASTIN-L-ის მიღება და ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილებას:

ანგიონევროზული შეშუპება (სახის, ენისა და ტრაქეის შეშუპება, რამაც შეიძლება გაართულოს სუნთქვა). ეს არის ძალიან სერიოზული და იშვიათ გვერდითი მოვლენა. რომელიმე მათგანის წარმოქმნის შემთხვევაში, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

კანის, პირის ღრუს, თვალების, სასქესო ორგანოების ირგვლივ კანის აქერცვლა, შეშუპება, ბუშტუკების წარმოქმნა დ სიცხე.

ტერფებში და ხელისგულებში წყლით სავსე მოვარდისფრო-მოწითალო ფერის ლაქების წარმოქმნა.

კუნთების მოდუნება, დაჭიმულობა, ტკივილი ან დაზიანება ან მოწითალო-მოყავისფრო ფერის შარდი, განსაკუთრებით, სისუსტე ან სიცხე შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთების დაზიანებით (რაბდომიალიზი).ატორვასტატინის მიღების შეწყვეტის შემდეგაც კი კუნთების თავისით არ გაივლის. ამან კი თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს ფატალური შედეგი ან თირკმელების უკმარისობა.

იშვიათად, პაციენტებს აღენიშნებათ კუნთების სისუსტე ან ანთება და ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ის შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ, პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობად (რაბდომიოლიზი). კუნთების სისუსტის, მგრძნობელობის ან ტკივილის, დაღლილობის და ცხელების შემთხვევაში, შეწყვიტეთ COLASTIN-L-ის მიღება და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს. ამ შემთხვევაში, თქვენმა ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ მეტი ტესტი კუნთების პრობლემების მიზეზის დასადგენად.

ძალიან იშვიათი შემთხვევები: აღენიშნება COLASTIN-L-ის მიმღები 10.000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს (ეს ნიშნავს, რომ ეს გვერდითი მოვლენები მოსალოდნელი არ არის 10,000 პაციენტიდან 9,999-ში, რომლებიც ღებულობენ COLASTIN-L-ს).

მოულოდნელი ან უჩვეულო სისხლდენის ან სისხლჩაქცევის წარმოქმნის შემთხვევაში, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ღვიძლის პრობლემებიყთ.

ღვიძლთან პრობლემებთან დაკავშირებული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, COLASTIN-L-ის მიღების დაწყებამდე ან COLASTIN-L-ის მიღების დროს, თქვენმა ექიმმა უნდა ჩაგიტაროთ სისხლის ანალიზი. ქვემოთ აღნიშნული პრობლემების სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს:

დაღლილობის ან სისუსტე.

მადის დაკარგვა.

ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში.

მუქი ქარვისფერი შარდი.

კანის ან თვალების თეთრი ადგილების გაყვითლება.

სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სერიოზული ბუშტუკები კანში, პირის ღრუში, თვალებსა და სასქესო ორგანოებში), მულტიფორმული ერითემა (ლაქოვანი წითელი გამონაყარი), მხედველობის დაქვეითება, ბუნდოვანი მხედველობა, სმენის დაქვეითება, მყესების დაზიანება, ღვიძლის უკმარისობა, გემოვნების ცვლილება, მკერდის გადიდება მამაკაცებში.

ყველა ზემოაღნიშნული ჩვენება წარმოადგენს საკმაოდ სერიოზულ ჩვენებას.

ნებისმიერი ზემოაღნიშნული ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.

ყველა ზემოაღნიშნული სერიოზული ჩვენება ძალიან იშვიათად წარმოიქმნება.

სხვა შესაძლებელი გვერდითი ჩვენებები:

გავრცელებული (აღენიშნება 100 პაციენტიდან 1-დან 10-მდე):

ცხვირის ღრუს ანთება, ყელის ტკივილი, ცხვირიდან სისხლდენა.

ალერგიული რეაქციები.

სისხლში შაქრის დონის მატება (თუ გაქვთ დიაბეტი, გააგრძელეთ სისხლში შაქრის დონის მონიტორინგი), სისხლში კრეატინ კინაზას დონის მატება.

თავის ტკივილი.

გულისრევა, კუჭში შეკრულობა, გაზები, საჭმლის მონელების დარღვევა, დიარეა.

სახსრების, კუნთების და ზურგის ტკივილი.

სისხლის ანალიზის შედეგები, რომლებიც მიუთითებს ღვიძლის ფუნქციების დარღვევაზე.

არ გავრცელებული (აღენიშნება 1000 პაციენტიდან 1-დან 10-მდე):

მადის დაკარგვა, წონაში მატება, სისხლში შაქრის დონის ვარდნა (თუ გაქვთ დიაბეტი, გააგრძელეთ სისხლში შაქრის დონის მონიტორინგი).

კოშმარები, უძილობა.

თავბრუსხვევა, დაბუჟება ან ჩხვლეტა თითებში, ტკივილის ან შეხების მიმართ მგრძნობელობის დაქვეითება, გემოვნების ცვლილება, მეხსიერების დაკარგვა.

ბუნდოვანი ხედვა.

ხმაური ყურებში და/ან თავში.

ღებინება, ტკივილი მუცლის ქვედა და ზედა ნაწილში, პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება, რომელიც იწვევს მუცლის ტკივილს).

ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება).

კანზე გამონაყარი და ქავილი, ჭინჭრის ციება, თმის ცვენა.

კისრის ტკივილი, კუნთების დაღლილობა.

დაღლილობა, უსიამოვნო შეგრძნება, სისუსტე, ტკივილი გულმკერდის არეში, შეშუპება, განსაკუთრებით ტერფების არეში, სიცხის აწევა.

შარდის ანალიზში სისხლის თეთრი უჯრედების აღმოჩენა.

იშვიათი: (აღენიშნება 10.000 პაციენტიდან 1-დან 10-მდე):

მხედველობის დარღვევა.

მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლჩაქცევა.

სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება).

მყესების დაზიანება.

ძალიან იშვიათი (აღენიშნება 100.000 პაციენტიდან 1-დან 10-მდე):

ალერგიული რეაქციები - სიმპტომები, ხიხინი სუნთქვის დროს და ტკივილი გულმკერდის არეში, თვალის ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, კოლაფსი.

სმენის დაკარგვა.

გინეკომასტია (მკერდის გადიდება მამაკაცებსა და ქალებში).

სტატინებით (COLASTIN-L-ის ტიპის იგივე პრეპარატებით) გამოწვეული სხვა გვერდითი ჩვენებები:

ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა და კოშმარები, მეხსიერების დაკარგვა, დაბნეულობა.

სექსუალურ საკითხებში გართულებები.

დეპრესია.

სუნთქვის პრობლემები, მათ შორის მუდმივი ხველა და/ან ქოშინი ან ცხელება.

შაქრიანი დიაბეტი. სისხლში შაქრისა და ცხიმის მაღალი დონის, ჭარბი წონის და მაღალი წნევის შემთხვევაში, უფრო ხშირია შაქრიანი დიაბეტის შემთხვევები. თქვენი ექიმი გაგიწევთ მეთვალყურეობას ამ მედიკამენტის მიღების პერიოდში.

გვერდითი ჩვენებების მოხსენება:

წინამდებარე ინსტრუქციაში გათვალისწინებული გაუთვალისწინებელი ნებისმიერი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გარდა ამისა, წარმოქმნილ გვერდით ჩვენებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ დააკლიკოთ www.titck.gov.tr ვებ გვერდზე არსებულ „წამლების გვერდითი ჩვენებების შესახებ შეტყობინების“ ლინკს ან დარეკოთ 0 800 314 00 08 ნომერზე თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრში (TÜFAM) და აცნობოთ გვერდითი ჩვენებების შესახებ. წარმოქმნილი გვერდითი ჩვენებების შესახებ შეტყობინების დატოვების შემდეგ, თქვენ მოგეწოდებათ უფრო მეტი ინფორმაცია თქვენს მიერ მოხმარებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  • COLASTIN-L-ის შენახვა:

შეინახეთ COLASTIN-L ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე თავის შეფუთვაში.

შეინახეთ პრეპარატი 250C-ზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში.

პრეპარატი მოხმარებული უნდა იქნეს მოხმარების საბოლოო თარიღის შესაბამისად.

შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ COLASTIN-L-ის მოხმარება დაუშვებელია.

ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატების ნაგავში ჩაგდება არ არის რეკომენდირებული! გადაეცით პრეპარატები გარემოს დაცვის და ურბანიზაციის სამინისტროს.

ლიცენზიის მფლობელი:

სს „დევა ჰოლდინგ“-ი

ქუჩუქჩექმეჯე / სტამბოლი

ტელეფონი: 0 212 692 92 92

ფაქსი: 0 212 697 00 24

ელ. ფოსტა: [email protected]

წარმოების ადგილი:

სს „დევა ჰოლდინგ“-ი

ქაფაქლი / თექირდაღი

წინამდებარე მოხმარების ინსტრუქცია დამტკიცებულია 20.08.2014 წელს.

თარიღი:

  • 05.23

ახალი ArtWork

წინა ყდის ტექსტი

ზომები

სახურავები/ყურები

ფორმულა

სიფრთხილის ზომები

ფასის კუპიურა

პარტიის ნომერი

ლიცენზიის ნომერი

ლიცენზიის მფლობელის მისამართი

მწარმოებლის მისამართი

გამხსნელის მწარმოებლის მისამართი

ბარკოდი

შტრიხკოდი

ფარმაკოდი

ფერის ზოლები

საბეჭდი ფერები

ფერები

Pan. Black C

სხვა

დიზაინის ნომერი:

CKY0065KT-05

R:

01

ზომა:

480x180 (h)მმ.

ქაღალდი 45 გ/მ2

მიეწოდება 240x180 (h)მმ. ზომებით დაკეცვის გზით.

სს „დევა ჰოლდინგი“

ხელმოწერილია

მთარგმნელი

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

წინა მხარე

_________________________________

Colastin-L® 20 მგ-იანი აპკიანი გარსით დაფარული აბები

_________________________________

მოხმარების ინსტრუქცია

Colastin-L® 10 მგ-იანი აპკიანი გარსით დაფარული აბები

მიიღება ორალური გზით.

ეფექტური ნივთიერება: ყოველი Retard აპკიანი გარსით დაფარული აბი შეიცავს 21,651 მგ. ატორვასტატინის კალციუმის ტრიჰიდრატს, რაც 20 მგ ატორვასტატინის ექვივალენტურია.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი (მიიღება ძროხის რძიდან), კალციუმის კარბონატი, მიკროკრისტალური ცელულოზა PH101, მიკროკრისტალური ცელულოზა PH102, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა-L, პოლისორბატი 80, მაგნიუმ სტეარატი. აპკიანი გარსის ნივთიერებები: Opadry-YS-I-7040 White (ჰიდროქსიპროპილ მეთილის ცელულოზა, პოლიეთილენ გლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი), სიმეთიკონის ემულსია.

ამ პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მოხმარების ინსტრუქცია, ვინაიდან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ წინამდებარე მოხმარების ინსტრუქცია. შემდგომში შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების წარმოქმნის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ვინაიდან წინამდებარე პრეპარატი პირადად თქვენთვის არის გამოწერილი, სხვა პირებისთვის მისი მიცემა დაუშვებელია.

წინამდებარე პრეპარატის მოხმარებისას ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვის დროს, აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს ამ პრეპარატის მიღების შესახებ.

დაიცავით წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში აღნიშნული წესები. ექიმის მიერ დანიშნული დოზის გადაჭარბება ან შემცირება დაუშვებელია.

წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში მოცემულია ქვემოთ აღნიშნული სათაურები:

გაფრთხილებები

ფასის კუპიურა

პარტიის ნომერი

ლიცენზიის ნომერი

ლიცენზიის მფლობელის მისამართი

მწარმოებლის მისამართი

გამხსნელის მწარმოებლის მისამართი

ბარკოდი

შტრიხკოდი

ფარმაკოდი

ფერის ზოლები

საბეჭდი ფერები

ფერები

Pan. Black C

სხვა

დიზაინის ნომერი:

CKY0065KT-05

R:

01

ზომა:

480x180 (h)მმ.

ქაღალდი 45 გ/მ2

მიეწოდება 240x180 (h)მმ. ზომებით დაკეცვის გზით.

სს „დევა ჰოლდინგი“

ხელმოწერილია

მთარგმნელი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა