კვეტიაპინი ნორმონი 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG
Quetiapina NORMON 25 mg comprimidos recubiertos con película EFG
კვეტიაპინი ნორმონი შეიცავს აქტიურ ნივთიერება კვეტიაპინს, რომელიც მიეკუთვნება ანტიფსიქოზური მედიკამენტების ჯგუფს. კვეტიაპინი ნორმონი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ბიპოლარული დეპრესია: პაციენტი თავს გრძნობს სევდიანად. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კვეტიაპინი (quetiapine)
- ფორმა და შეფუთვა
- 25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60
- მწარმოებელი
- LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოლეფსური საშუალებები, დიაზეპინები, ოქსაზეპინები, თიაზეპინები და ოქსეპინები
- ATC კოდი
- N05AH04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044070
- რეგისტრირებულია
- 30 სექტემბერი 2025, მოქმედებს 30 სექტემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
კვეტიაპინი ნორმონი 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კვეტიაპინი ნორმონი შეიცავს აქტიურ ნივთიერება კვეტიაპინს, რომელიც მიეკუთვნება ანტიფსიქოზური მედიკამენტების ჯგუფს. კვეტიაპინი ნორმონი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა:
ბიპოლარული დეპრესია: პაციენტი თავს გრძნობს სევდიანად. პაციენტი შეიძლება თავს გრძნობდეს დეპრესიულად, დამნაშავედ, აქვს ენერგიის ნაკლებობა, დაკარგული აქვს მადა და/ან აღენიშნება უძილობა;
მანია: პაციენტი თავს გრძნობს აგზნებულად, ამაღლებულ განწყობაზეა, აჟიტირებულია, აღსავსეა ენთუზიაზმით ან ჰიპერაქტიურია, ან არ შეუძლია ლოგიკურად მსჯელობა, შეიძლება ასევე იყოს აგრესიული ან ფეთქებადი;
შიზოფრენია: როცა პაციენტი ხედავს, ესმის ან გრძნობს საგნებს, რომლებიც არ არსებობს, იჯერებს იმას, რაც არ არის ნამდვილი ან უჩვეულოდ ეჭვიანია, შფოთავს, დაბინდული აქვს ცნობიერება, დამნაშავედ გრძნობს თავს, დაძაბული ან დეპრესიულია.
მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, ექიმი გააგრძელებს პაციენტის კვეტიაპინი ნორმონით მკურნალობას.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს საწყის დოზას. შემანარჩუნებელი დოზა (დღიური დოზა) დამოკიდებულია დაავადებაზე და ჩვეულებრივ მერყეობს 150 მგ-დან 800 მგ-მდე.
ტაბლეტების მიღება ხდება დღეში ერთხელ, ძილის წინ ან ორჯერ დღეში, დაავადების მიხედვით;
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით;
ტაბლეტების მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე კვებისგან დამოუკიდებლად;
დაუშვებელია გრეიფრუტის წვენის მიღება კვეტიაპინი ნორმონით მკურნალობის დროს. ის გავლენას ახდენს მედიკამენტის მოქმედების მექანიზმზე;
ტაბლეტების მიღება არ უნდა შეწყდეს მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, სანამ ექიმი არ მიიღებს ამის გადაწყვეტილებას.
ღვიძლის პრობლემები
ღვიძლის პრობლემების არსებობის დროს ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა.
ხანდაზმულები
თუ პაციენტი ხანდაზმულია, ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა.
ბავშვებსა და მოზრდილებში გამოყენება
კვეტიაპინი ნორმონი არ არის განკუთვნილი ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოსაყენებლად.
კვეტიაპინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
კვეტიაპინი ნორმონის დოზის გადაჭარბების დროს შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა, თავბრუსხვევა და გულისცემის ცვლილება. საჭიროა ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს კვეტიაპინი ნორმონის ტაბლეტები.
შეიძლება ასევე ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში მიმართვა (ტელ.: +34 91 562 04 20), მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
კვეტიაპინი ნორმონის მიღების დავიწყებისას
დოზის გამოტოვებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, უნდა მოხდეს მოცდა ამ დრომდე. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
კვეტიაპინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას
კვეტიაპინი ნორმონის უეცრად მიღების შეწყვეტისას შეიძლება აღინიშნოს უძილობა, გულისრევა ან თავის ტკივილი, დიარეა, ღებინება, თავბრუსხვევა ან გაღიზიანებდობა. მკურნალობის შეწყვეტამდე ექიმმა შეიძლება თანდათანობით შეამციროს მედიკამენტის დოზა.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) კვეტიაპინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).
თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:
აივ ინფექციის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი;
აზოლის ჯგუფის მედიკამენტები (სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო მედიკამენტები);
ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ);
ნეფაზოდონი (დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტი).
თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, კვეტიაპინი ნორმონის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
სიფრთხილის ზომები
კვეტიაპინი ნორმონის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:
თუ პაციენტს ან მისი ოჯახის წევრს აქვს ან აღენიშნებოდა გულის პრობლემები, მაგ.: გულის რითმის პრობლემები, გულის კუნთის სისუსტე ან გულის ანთება, ან იღებს რომელიმე მედიკამენტს, რომელიც მოქმედებს გულის შეკუმშვებზე;
თუ პაციენტს აღენიშნება დაბალი სისხლის წნევა;
თუ პაციენტს გადატანილი აქვს ინსულტი, განსაკუთრებით, თუ პაციენტი ხანდაზმულია;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის პრობლემები;
თუ პაციენტს ანამეზში აქვს გულყრა;
თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი ან აქვს დიაბეტის განვითარების რისკი. ამ შემთხვევაში საჭიროა სისხლში შაქრის დონის შემოწმება კვეტიაპინით მკურნალობის დროს;
თუ პაციენტმა დადასტურებულად იცის, რომ აღენიშნებოდა ლეიკოციტების დაბალი დონე (რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ან არ იყოს სხვა მედიკამენტებით);
თუ პაციენტი ხანდაზმული ასაკისაა და აღენიშნება დემენცია (ტვინის ფუნქციის დაზიანება). ასეთ შემთხვევაში იმ მედიკამენტების ჯგუფის მიღებამ, რომელსაც ეკუთვნის კვეტიაპინი ნორმონი, შეიძლება გამოიწვიოს ინსულტის რისკის ზრდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი - სიკვდილის რისკის ზრდა;
თუ პაციენტი ხანდაზმული ასაკისაა და აღენიშნება პარკინსონის დაავადება/პარკინსონიზმი;
თუ პაციენტს ან მისი ოჯახის წევრს აღენიშნება სისხლის თრომბოზი ანამნეზში, რადგან ეს მედიკამენტები შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლის თრომბების წარმოქმნასთან;
თუ პაციენტს აქვს ან აღენიშნებოდა მდგომარეობა, როცა ღამით ნორმალური ძილის დროს ხანმოკლე პერიოდით წყდება სუნთქვა (ე.წ. „ძილის აპნოე“) და იღებს მედიკამენტებს, რომლებიც ანელეებენ თავის ტვინის ნორმალურ აქტივობას („დეპრესანტები“);
თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა მდგომარეობა, როცა არ ხდება შარდის ბუშტის სრულად დაცლა (შარდის შეკავება), აღენიშნება პროსტატის გადიდება, ნაწლავების ბლოკირება ან თვალშიდა წნევის მომატება. ეს მდგომარეობები ზოგჯერ გამოწვეულია მედიკამენტებით (ე.წ. „ანტიქოლინერგული“ საშუალებებით), რომლებიც მოქმედებენ ნერვული უჯრედების ფუქციონირებაზე და გამოიყენება გარკვეული სამედიცინო მდგომარეობების სამკურნალოდ;
თუ პაციენტს ალკოჰოლის ან ნარკოტიკული საშუალებების ბოროტად გამოყენების ანამნეზი აქვს;
თუ პაციენტს აღენიშნება დეპრესია ან სხვა მდგომარეობები, რომელთა მკურნალობა ხდება ანტიდეპრესანტებით. ამ მედიკამენტების კვეტიაპინ ნორმონთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომი, პოტენციურად სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობა (იხ. „სხვა მედიკამენტები და კვეტიაპინი ნორმონი“).
ექიმს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს კვეტიაპინი ნორმონის მიღების დროს:
ცხელების, კუნთების ძლიერი დაჭიმულობის, ოფლიანობის ან ცნობიერების დაქვეითების კომბინაცია (ე.წ. „ავთვისებიანი ნეიროლეფსური სინდრომი“). ამ დროს საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება;
უკონტროლო მოძრაობები, ძირითადად სახის ან ენის;
თავბრუსხვევა ან ძილიანობის ძლიერი შეგრძნება. ეს შეიძლება ხანდაზმულებში წარმოადგენდეს ტრავმის მიღების (დაცემის) გაზრდილ რისკს;
გულყრები;
ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი);
სწრაფი, არარეგულარული გულისცემა, მოსვენების დროსაც, გულის ფრიალი, სუნთქვის პრობლემები, ტკივილი მკერდის არეში ან აუხსნელი დაღლილობა. მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეამოწმოს გულის ფუნქცია და საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაამისამართოს ექიმი კარფიოლოგთან.
ეს მდგომარეობები შეიძლება გამოწვეული იყოს ამ ტიპის მედიკამენტით.
ექიმს უნდა ეცნობოს რაც შეიძლება სწრაფად, თუ პაციენტს აღენიშნება:
ცხელება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ანგინა ან სხვა რაიმე ინფექცია, რადგან ეს შეიძლება იყოს ლეიკოციტების დაბალი რაოდენობის შედეგი, რომელიც მოითხოვს კვეტიაპინით მკურნალობის შეწყვეტას და/ან მკურნალობის დანიშვნას;
ყაბზობა მუცლის მუდმივ ტკივილთან ერთად ან ყაბზობა, რომელიც არ ემორჩილება მკურნალობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავების გაუვალობა.
თვითმკვლელობის აზრები და დეპრესიის გაუარესება
დეპრესიის დროს პაციენტს შეიძლება ხანდახან აღენიშნებოდეს თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები. ასეთი აზრები შეიძლება უფრო ინტენსიური გახდეს მკურნალობის დასაწყისში, რადგან მედიკამენტები საჭიროებენ დროს მოქმედების დასაწყებად, ჩვეულებრივ ორ კვირას ან ხანდახან უფრო მეტს. ასეთი აზრები, ასევე, შეიძლება უფრო გაძლიერდეს მედიკამენტის მიღების შეწყვეტისას. ეს მდგომარეობა უფრო მეტად მოსალოდნელია, თუ პაციენტი ახალგაზრდაა. კლინიკური კვლევების მონაცემები მიუთითებს სუიციდური აზრების და/ან სუიციდური ქცევის გაზრდილ რისკზე დეპრესიის მქონე 25 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში.
თუ პაციენტს აღენიშნება თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების აზრები ნებისმიერ დროს, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვა. შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს, რომ პაციენტმა ნათესავს ან ახლო მეგობარს შეატყობინოს, რომ აქვს დეპრესია და სთხოვოს გამოყენების ინსტრუქციის წაკითხვა. მათ პაციენტს უნდა აცნობონ, თუ ფიქრობენ, რომ დეპრესია უარესდება ამ აღინიშნება ქცევის ცვლილება.
კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCAR)
კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCAR), რომლებიც შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო ან ფატალური იყოს, აღწერილ იქნა ძალიან იშვიათად ამ მედიკამენტის გამოყენებისას. ისინი ძირითადად მანიფესტირდებიან:
სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS), გავრცელებული გამონაყარი ბლისტერებით და კანის აქერცვლით, განსაკუთრებით პირის, ცხვირის, თვალების და გარეთა სასქესო ორგანოების არეში;
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), უფრო მძიმე ფორმა, რომელიც იწვევს კანის ინტენსიურ აქერცვლას;
წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS), რომელიც მოიცავს გრიპისმაგვარ სიმპტომებს გამონაყარით, ცხელებით, ლიმფური კვანძების გადიდებით და სისხლის ანალიზების შედეგების ცვლილებით (მოიცავს ლეიკოციტების (ეოზინოფილების) და ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებას);
მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (AGEP) ჩირქით სავსე წვრილი ბუშტუკებით;
მულტიფორმული ერითემა (EM), კანზე გამონაყარი წითელი, არათანაბარი ლაქებით და ქავილით.
უნდა შეწყდეს კვეტიაპინი ნორმონის მიღება, თუ პაციენტს უვითარდება ეს სიმპტომები და საჭიროა ექიმთან მიმართვა ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
წონაში მომატება
წონაში მომატება აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებენ კვეტიაპინს. პაციენტმა და ექიმმა უნდა აკონტროლონ წონა რეგულარულად.
ბავშვები და მოზარდები
კვეტიაპინი ნორმონი არ არის განკუთვნილი ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
დაუშვებელია კვეტიაპინი ნორმონის მიღება, თუ პაციენტი იღებს ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს:
აივ ინფექციის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი;
აზოლის ჯგუფის მედიკამენტები (სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო მედიკამენტები);
ერითრომიიცინი ან კლარითრომიცინი (ინფექციების სამკურნალოდ
ნეფაზოდონი (დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტი).
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე მედიკამენტს:
ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები (ფენიტოინი ან კარბამაზეპინი);
ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები;
ბარბიტურატები (საძილე საშუალებები);
თიორიდაზინი ან ლითიუმი (სხვა ანტიფსიქოზური მედიკამენტები);
მედიკამენტები, რომლებსაც გავლენა აქვთ გულისცემაზე, მაგ.: მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ელექტროლიტების დისბალანსი (კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე), როგორიცაა დიურეტიკები (შარდმდენები) ან გარკვეული ანტიბიოტიკები (ინფექციის სამკურნალო მედიკამენტები);
მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ ყაბზობას;
მედიკამენტები (ე.წ. „ანტიქოლინერგული“ საშუალებები), რომლებიც მოქმედებენ ნერვული უჯრედების ფუნქციონირებაზე და გამოიყენება გარკვეული სამედიცინო მდგომარეობების სამკურნალოდ;
ანტიდეპრესანტები. ეს მედიკამენტები შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდნენ კვეტიაპინ ნორმონთან და შეიძლება განვითარდეს სიმპტომები, როგორიცაა: კუნთების უნებლიე, რითმული შეკუმშვები, მათ შორის თვალების მოძრაობის გამაკონტროლებელი კუნთების, აგზნება, ჰაუცინაციები, კომა, ჭარბი ოფლიანობა, ტრემორი, რეფლექსების გაძლიერება, კუნთების დაჭიმულობის მომატება და სხეულის ტემპერატურის მომატება 38ºCზე ზემოთ (სეროტონინის სინდრომი). საჭიროა ექიმთან მიმართვა ამ სიმპტომების განვითარებისას.
რომელიმე ამ პრეპარატის შეწყევტამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
კვეტიაპინი ნორმონის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
კვეტიაპინი ნორმონის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე კვებისგან დამოუკიდებლად.
სიფრთხილეა საჭირო ალკოჰოლის მიღებისას, რადგან კვეტიაპინი ნორმონის და ალკოჰოლის კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა.
დაუშვებელია გრეიფრუტის წვენის მიღება კვეტიაპინი ნორმონით მკურნალობის დროს. ის გავლენას ახდენს მედიკამენტის მოქმედების მექანიზმზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე. დაუშვებელია კვეტიაპინი ნორმონის მიღება ორსულობის დროს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. დაუშვებელია კვეტიაპინი ნორმონის მიღება ძუძუთი კვების დროს.
ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები მიუთითებს მოხსნის სინდრომზე ახალშობილებში, რომელთა დედები იღებდნენ კვეტიაპინს ბოლო ტრიმესტრში (ფეხმძიმობის ბოლო სამი თვე): კანკალი, კუნთების დაჭიმულობა და/ან სისუსტე, ძილიანობა, აგზნება, სუნთქვის პრობლემები და კვების გაძნელება. თუ ახალშობილს უვითარდება ასეთი სიმპტომები, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიონ ძილიანობა. დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, სანამ პაციენტს არ ეცოდინება, თუ როგორ მოქმედებს მასზე მედიკამენტი.
ეფექტი შარდში წამლების სკრინინგზე
თუ პაციენტს ესაჭიროება შარდში წამლების სკრინინგის ჩატარება, კვეტიაპინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დადებითი შედეგი მეთადონზე ან დეპრესიის სამკურნალო გარკვეულ მედიკამენტებზე, ე.წ. ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებზე (ტცა), გარკვეული მეთოდების გამოყენებისას, მაშინაც კი, როცა პაციენტი არ იღებს მეთადონს ან ტცა-ს. დადებითი შედეგის შემთხვევაში საჭიროა უფრო სპეციფიკური ტესტის ჩატარება.
კვეტიაპინი ნორმონის შეიცავს ლაქტოზასა და ნატრიუმს
მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე.
მედიკამენტი შეიცავს 23 მგ (1 მმოლ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად „ნატრიუმისაგან თავისუფალია“.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
თავბრუსხვევა (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა), თავის ტკივილი, პირის სიმშრალე;
ძილიანობის შეგრძნება (შეიძლება ალაგდეს დროთა განმავლობაში კვეტიაპინის მიღების გაგრძელებისას) (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა);
მოხსნის სიმპტომები (სიმპტომები, რომლებიც ვითარდება კვეტიაპინის მიღების შეწყვეტის შემდეგ), რომელიც მოიცავს უძილობას (ინსომნია), გულისრევას, თავის ტკივილს, დიარეას, ღებინებას, თავბრუსხვევას და გაღიზიანებადობას. რეკომენდებულია თანდათანობითი მოხსნა არაუმცირეს 1-2 კვირის განმავლობაში;
წონაში მომატება;
კუნთების უჩვეულო მოძრაობები. მოიცავს კუნთების მოძრაობის დაწყების გაძნელებას, ტრემორს, მოუსვენრობის შეგრძნებას ან კუნთების დაჭიმულობას ტკივილის გარეშე;
გარკვეული ცხიმების რაოდენობის ცვლილება (ტრიგლიცერიდები და ქოლესტერინი).
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
აჩქარებული გულისცემა;
გულისცემის, სწრაფი გულისცემის ან გამოტოვებული გულისცემის შეგრძნება;
ყაბზობა, დისპეფსია;
სისუსტის შეგრძნება;
ხელების და ფეხების შეშუპება;
ადგომისას არტერიული წნევის დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გულისწასვლა (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა);
სისხლში შაქრის დონის მომატება;
მხედველობის დაბინდვა;
უჩვეულო სიზმრები და ღამის კოშმარები;
შიმშილის უფრო მეტად შეგრძნება;
გაღიზიანება;
მეტყველების ან ენის მოძრაობის დარღვევა;
სუიციდის აზრები და დეპრესიის გაუარესება;
ქოშინი;
ღებინება (განსაკუთრებით, ხანდაზმულებში);
ცხელება;
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის ცვლილება სისხლში;
სისხლის გარკვეული უჯრედების რაოდენობის შემცირება;
ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის გაზრდა სისხლში;
ჰორმონ პროლაქტინის დონის გაზრდა სისხლში. ჰორმონ პროლაქტინის დონის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს:
მამაკაცებსა და ქალებში სარძევე ჯირკვლების გადიდება და რძის მოულოდნელი წარმოქმნა;
ქალებში მენსტრუაციის შეწყვეტა ან არარეგულარული მენსტრუაცია.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
გულყრები ან კრუნჩხვები;
ალერგიული რეაქციები, რომლებიც მოიცავს კვანძოვან გამონაყარს, კანის შეშუპებას და პირის ირგვლივ შეშუპებას;
ფეხებში უსიამოვნო შეგრძნებები და/ან მოუსვენრობის შეგრძნება (ე.წ. მოუსვენარი ფეხების სინდრომი);
ყლაპვის გაძნელება;
უკონტროლო მოძრაობები, განსაკუთრებით, სახის ან ენის;
სექსუალური დისფუნქცია;
დიაბეტი;
გულის ელექტრული აქტივობის ცვლილება, რომელიც ჩანს ეკგ-ზე (QT ინტერვალის გახანგრძლივება);
გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირება, რომელიც აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში და რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს დაბალ არტერიულ წნევასთან და გულისწასვლასთან;
შარდვის გაძნელება;
გულისწასვლა (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა);
ცხვირის გაჭედვა;
ერითროციტების რაოდენობის შემცირება;
ნატრიუმის დონის შემცირება სისხლში;
არსებული დიაბეტის გაუარესება;
ცნობიერების დაბინდვა.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
მაღალი ტემპერატურის (ცხელების), ოფლიანობის, კუნთების გაშეშების, ძლიერი ძილიანობის ან გულისწასვლის კომბინაცია (ე.წ. “ნეიროლეფსური ავთვისებიანი სინდრომი”);
კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე);
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);
ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი);
სარძევე ჯირკვლების შეშუპება და რძის მოულოდნელი წარმოქმნა (გალაქტორეა);
მენსტრუალური დარღვევები;
სისხლის თრომბები ვენებში, განსაკუთრებით ფეხებში (სიმპტომები მოიცავს შეშუპებას, ტკივილს და სიწითლეს კიდურში), რომელიც სისხლძარღვებით შეიძლება მოხვდეს ფილტვებში და გამოიწვიოს ტკივილი მკერდის არეში და სუნთქვის გაძნელება. ასეთი სიმპტომების განვითარებისას საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება;
ძილის დროს სიარული, ლაპარაკი, ჭამა ან სხვა აქტივობის შესრულება;
სხეულის ტემპერატურის დაქვეითება (ჰიპოთერმია);
პანკრეასის ანთება;
მდგომარეობა (ე.წ. “მეტაბოლური სინდრომი”), როცა პაციენტს აღენიშნება 3 ან მეტი სიმპტომის კომბინაცია: მუცლის ირგვლივ ცხიმის დაგროვება, “კარგი ქოლესტერინის” (HDL-C) დონის შემცირება, ტრიგლიცერიდების დონის მომატება, მაღალი არტერიული წნევა და სისხლში შაქრის დონის მომატება;
ცხელების, გრიპის მსგავსი სიმპტომების, ანგინის ან სხვა ინფექციის ლეიკოციტების ძალიან დაბალი რაოდენობით, ე.წ. აგრანულოციტოზით, კომბინაცია;
ნაწლავების ობსტრუქცია;
სისხლში კრეატინინფოსფიკინაზას (ნივთიერება, რომელიც თავისუფლდება კუნთებიდან) რაოდენობის მომატება.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ძლიერი გამონაყარი, ბუშტუკები ან წითელი ზოლები კანზე;
სერიოზული ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება ან შოკი);
კანის სწრაფი შეშუპება, ჩვეულებრივ თვალების, ტუჩების და ხორხის ირგვლივ (ანგიონევროზული შეშუპება);
კანზე, პირის ღრუში, თვალებზე და გენიტალიებზე სეიოზული ბუშტუკოვანი გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) (იხ. პარაგრაფი 2);
შარდის მოცულობის გამაკონტროლებელი ჰორმონის არასათანადო სეკრეცია;
კუნთების ბოჭკოების დაშლა და კუნთების ტკივილი (რაბდომიოლიზი).
უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):
გამონაყარი კანზე არარეგულარული წითელი ლაქებით (მულტიფორმული ერითემა) (იხ. პარაგრაფი 2);
კანზე წითელი უბნების სწრაფად განვითარება წვრილი პუსტულებით (თეთრი/ყვითელი სითხით სავსე წვრილი ბუშტუკებით) (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (AGEP)) (იხ. პარაგრაფი 2);
მძიმე, უეცარი ალერგიული რეაქცია, სიმპტომებთან ერთად, როგორიცაა: ცხელება და ბუშტუკები კანზე და კანის აქერცვლა (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) (იხ. პარაგრაფი 2);
წამლისმიერი რეაქცია ექოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS), რომელიც მოიცავს გრიპისმაგვარ სიმტპმებს გამონაყარით, ცხელებით, ლიმფური კვანძების გადიდებით და სისხლის ანალიზების ცვლილებებით (მოიცავს ლეიკოციტების მომატებას (ეოზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებას) (იხ. პარაგრაფი 2);
მოხსნის სიმპტომები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ახალშობილებში, რომელთა დედები იღებდნენ კვეტიაპინს ორსულობის დროს;
ინსულტი;
გულის კუნთის პათოლოგია (კარდიომიოპათია);
გულის კუნთის ანთება (მიოკარდიტი);
სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), ხშირად კანზე წითელი ან იასამნისფერ ლაქებიანი წვრილი გამონაყარით.
მედიკამენტების კლასმა, რომელსაც მიეკუთვნება კვეტიაპინი ნორმონი, შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის პრობლემები, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული და მძიმე შემთხვევებში ფატალური.
ზოგიერთი გვერდითი ეფექტი აღინიშნება სისხლის ანალიზებში. ეს მოიცავს სისხლში გარკვეული ცხიმების დონის (ტრიგლიცერიდების და საერთო ქოლესტერინის) ან შაქრის დონის ცვლილებებს, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის ცვლილებებს სისხლში, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებას, გარკვეული ტიპის სიხლის უჯრედების რაოდენობის შემცირებას, სისხლში კრეატინინფოსფოკინაზას დონის მომატებას (კუნთებში არსებული ნივთიერება), ნატრიუმის დონის შემცირებას სისხლში და ჰორმონ პროლაქტინის დონის გაზრდას სისხლში. ჰორმონ პროლაქტინის დონის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს:

ექიმმა დროდადრო შეიძლება დანიშნოს სისხლის ანალიზები.
დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში
იგივე ეფექტები, რაც ვითარდება მოზრდილებში, ასევე შეიძლება განვითარდეს ბავშვებსა და მოზარდებში.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად აღინიშნება ბავშვებსა და მოზარდებში, ან არ იქნა ნანახი მოზრდილებში:

ბიჭებსა და გოგონებში სარძევე ჯირკვლების გადიდება და მოულოდნელი ლაქტაცია;
გოგონებში მენსტრუაციის შეწყვეტა ან არარეგულარული მენსტრუაცია.
მადის გაზრდა;
ღებინება;
კუნთების უჩვეულო მოძრაობები. შეიძლება მოიცავდეს კუნთების მოძრაობის დაწყების გაძნელებას, ტრემორს, მოუსვენრობას ან კუნთების დაჭიმულობას ტკივილის გარეშე;
არტერიული წნევის მომატება.

სისუსტის შეგრძნება, გულისწასვლა (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა);
ცხვირის გაჭედვა;
გაღიზიანების შეგრძნება.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლნებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია პირდაპირ ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი მედიკამენტების ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: https://www.notificaram.es.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა კვეტიაპინი. ტაბლეტები შეიცავს 25 მგ კვეტიაპინს (კვეტიაპინის ფუმარატის სახით).
სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
ტაბლეტის შიგთავსი: ლაქტოზის მონოჰიდრატი (ლაქტოზა), კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კარტოფილის კარბოქსიმეთილნატრიუმის სახამებელი (ტიპი A) (კარტოფილის სახამებელი), ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი.
ტაბლეტის გარსი: ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა (ჰიპრომელოზა), ტიტანის დიოქსიდი (E-171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E-172), რკინის წითელი ოქსიდი (E-172) და მაკროგოლი 6000.
კვეტიაპინი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ტაბლეტები არის მოვარდისფრო, მრგვალი და ორმხრივამობურცული.
შეფუთვა მოწოდებულია პვქ/ალუმინის ბლისტერებზე მოთავსებული 6, 60 ან 250 ტაბლეტით.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი კონტეინერების ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი კონტეინერების ან პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
კვეტიაპინი ნორმონი 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
კვეტიაპინი
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის მიცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში,. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს კვეტიაპინი ნორმონი და მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა კვეტიაპინი ნორმონის მიღებამდე;
კვეტიაპინი ნორმონის მიღების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
კვეტიაპინი ნორმონის შენახვის წესი;
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს კვეტიაპინი ნორმონი და მისი გამოყენება
კვეტიაპინი ნორმონი შეიცავს აქტიურ ნივთიერება კვეტიაპინს, რომელიც მიეკუთვნება ანტიფსიქოზური მედიკამენტების ჯგუფს. კვეტიაპინი ნორმონი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა:
ბიპოლარული დეპრესია: პაციენტი თავს გრძნობს სევდიანად. პაციენტი შეიძლება თავს გრძნობდეს დეპრესიულად, დამნაშავედ, აქვს ენერგიის ნაკლებობა, დაკარგული აქვს მადა და/ან აღენიშნება უძილობა;
მანია: პაციენტი თავს გრძნობს აგზნებულად, ამაღლებულ განწყობაზეა, აჟიტირებულია, აღსავსეა ენთუზიაზმით ან ჰიპერაქტიურია, ან არ შეუძლია ლოგიკურად მსჯელობა, შეიძლება ასევე იყოს აგრესიული ან ფეთქებადი;
შიზოფრენია: როცა პაციენტი ხედავს, ესმის ან გრძნობს საგნებს, რომლებიც არ არსებობს, იჯერებს იმას, რაც არ არის ნამდვილი ან უჩვეულოდ ეჭვიანია, შფოთავს, დაბინდული აქვს ცნობიერება, დამნაშავედ გრძნობს თავს, დაძაბული ან დეპრესიულია.
მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, ექიმი გააგრძელებს პაციენტის კვეტიაპინი ნორმონით მკურნალობას.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა კვეტიაპინი ნორმონის მიღებამდე
დაუშვებელია კვეტიაპინი ნორმონის მიღება:
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) კვეტიაპინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).
თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:
აივ ინფექციის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი;
აზოლის ჯგუფის მედიკამენტები (სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო მედიკამენტები);
ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ);
ნეფაზოდონი (დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტი).
თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, კვეტიაპინი ნორმონის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
კვეტიაპინი ნორმონის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:
თუ პაციენტს ან მისი ოჯახის წევრს აქვს ან აღენიშნებოდა გულის პრობლემები, მაგ.: გულის რითმის პრობლემები, გულის კუნთის სისუსტე ან გულის ანთება, ან იღებს რომელიმე მედიკამენტს, რომელიც მოქმედებს გულის შეკუმშვებზე;
თუ პაციენტს აღენიშნება დაბალი სისხლის წნევა;
თუ პაციენტს გადატანილი აქვს ინსულტი, განსაკუთრებით, თუ პაციენტი ხანდაზმულია;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის პრობლემები;
თუ პაციენტს ანამეზში აქვს გულყრა;
თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი ან აქვს დიაბეტის განვითარების რისკი. ამ შემთხვევაში საჭიროა სისხლში შაქრის დონის შემოწმება კვეტიაპინით მკურნალობის დროს;
თუ პაციენტმა დადასტურებულად იცის, რომ აღენიშნებოდა ლეიკოციტების დაბალი დონე (რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ან არ იყოს სხვა მედიკამენტებით);
თუ პაციენტი ხანდაზმული ასაკისაა და აღენიშნება დემენცია (ტვინის ფუნქციის დაზიანება). ასეთ შემთხვევაში იმ მედიკამენტების ჯგუფის მიღებამ, რომელსაც ეკუთვნის კვეტიაპინი ნორმონი, შეიძლება გამოიწვიოს ინსულტის რისკის ზრდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი - სიკვდილის რისკის ზრდა;
თუ პაციენტი ხანდაზმული ასაკისაა და აღენიშნება პარკინსონის დაავადება/პარკინსონიზმი;
თუ პაციენტს ან მისი ოჯახის წევრს აღენიშნება სისხლის თრომბოზი ანამნეზში, რადგან ეს მედიკამენტები შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლის თრომბების წარმოქმნასთან;
თუ პაციენტს აქვს ან აღენიშნებოდა მდგომარეობა, როცა ღამით ნორმალური ძილის დროს ხანმოკლე პერიოდით წყდება სუნთქვა (ე.წ. „ძილის აპნოე“) და იღებს მედიკამენტებს, რომლებიც ანელეებენ თავის ტვინის ნორმალურ აქტივობას („დეპრესანტები“);
თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა მდგომარეობა, როცა არ ხდება შარდის ბუშტის სრულად დაცლა (შარდის შეკავება), აღენიშნება პროსტატის გადიდება, ნაწლავების ბლოკირება ან თვალშიდა წნევის მომატება. ეს მდგომარეობები ზოგჯერ გამოწვეულია მედიკამენტებით (ე.წ. „ანტიქოლინერგული“ საშუალებებით), რომლებიც მოქმედებენ ნერვული უჯრედების ფუქციონირებაზე და გამოიყენება გარკვეული სამედიცინო მდგომარეობების სამკურნალოდ;
თუ პაციენტს ალკოჰოლის ან ნარკოტიკული საშუალებების ბოროტად გამოყენების ანამნეზი აქვს;
თუ პაციენტს აღენიშნება დეპრესია ან სხვა მდგომარეობები, რომელთა მკურნალობა ხდება ანტიდეპრესანტებით. ამ მედიკამენტების კვეტიაპინ ნორმონთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომი, პოტენციურად სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობა (იხ. „სხვა მედიკამენტები და კვეტიაპინი ნორმონი“).
ექიმს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს კვეტიაპინი ნორმონის მიღების დროს:
ცხელების, კუნთების ძლიერი დაჭიმულობის, ოფლიანობის ან ცნობიერების დაქვეითების კომბინაცია (ე.წ. „ავთვისებიანი ნეიროლეფსური სინდრომი“). ამ დროს საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება;
უკონტროლო მოძრაობები, ძირითადად სახის ან ენის;
თავბრუსხვევა ან ძილიანობის ძლიერი შეგრძნება. ეს შეიძლება ხანდაზმულებში წარმოადგენდეს ტრავმის მიღების (დაცემის) გაზრდილ რისკს;
გულყრები;
ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი);
სწრაფი, არარეგულარული გულისცემა, მოსვენების დროსაც, გულის ფრიალი, სუნთქვის პრობლემები, ტკივილი მკერდის არეში ან აუხსნელი დაღლილობა. მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეამოწმოს გულის ფუნქცია და საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაამისამართოს ექიმი კარფიოლოგთან.
ეს მდგომარეობები შეიძლება გამოწვეული იყოს ამ ტიპის მედიკამენტით.
ექიმს უნდა ეცნობოს რაც შეიძლება სწრაფად, თუ პაციენტს აღენიშნება:
ცხელება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ანგინა ან სხვა რაიმე ინფექცია, რადგან ეს შეიძლება იყოს ლეიკოციტების დაბალი რაოდენობის შედეგი, რომელიც მოითხოვს კვეტიაპინით მკურნალობის შეწყვეტას და/ან მკურნალობის დანიშვნას;
ყაბზობა მუცლის მუდმივ ტკივილთან ერთად ან ყაბზობა, რომელიც არ ემორჩილება მკურნალობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავების გაუვალობა.
თვითმკვლელობის აზრები და დეპრესიის გაუარესება
დეპრესიის დროს პაციენტს შეიძლება ხანდახან აღენიშნებოდეს თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები. ასეთი აზრები შეიძლება უფრო ინტენსიური გახდეს მკურნალობის დასაწყისში, რადგან მედიკამენტები საჭიროებენ დროს მოქმედების დასაწყებად, ჩვეულებრივ ორ კვირას ან ხანდახან უფრო მეტს. ასეთი აზრები, ასევე, შეიძლება უფრო გაძლიერდეს მედიკამენტის მიღების შეწყვეტისას. ეს მდგომარეობა უფრო მეტად მოსალოდნელია, თუ პაციენტი ახალგაზრდაა. კლინიკური კვლევების მონაცემები მიუთითებს სუიციდური აზრების და/ან სუიციდური ქცევის გაზრდილ რისკზე დეპრესიის მქონე 25 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში.
თუ პაციენტს აღენიშნება თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების აზრები ნებისმიერ დროს, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვა. შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს, რომ პაციენტმა ნათესავს ან ახლო მეგობარს შეატყობინოს, რომ აქვს დეპრესია და სთხოვოს გამოყენების ინსტრუქციის წაკითხვა. მათ პაციენტს უნდა აცნობონ, თუ ფიქრობენ, რომ დეპრესია უარესდება ამ აღინიშნება ქცევის ცვლილება.
კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCAR)
კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCAR), რომლებიც შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო ან ფატალური იყოს, აღწერილ იქნა ძალიან იშვიათად ამ მედიკამენტის გამოყენებისას. ისინი ძირითადად მანიფესტირდებიან:
სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS), გავრცელებული გამონაყარი ბლისტერებით და კანის აქერცვლით, განსაკუთრებით პირის, ცხვირის, თვალების და გარეთა სასქესო ორგანოების არეში;
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), უფრო მძიმე ფორმა, რომელიც იწვევს კანის ინტენსიურ აქერცვლას;
წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS), რომელიც მოიცავს გრიპისმაგვარ სიმპტომებს გამონაყარით, ცხელებით, ლიმფური კვანძების გადიდებით და სისხლის ანალიზების შედეგების ცვლილებით (მოიცავს ლეიკოციტების (ეოზინოფილების) და ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებას);
მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (AGEP) ჩირქით სავსე წვრილი ბუშტუკებით;
მულტიფორმული ერითემა (EM), კანზე გამონაყარი წითელი, არათანაბარი ლაქებით და ქავილით.
უნდა შეწყდეს კვეტიაპინი ნორმონის მიღება, თუ პაციენტს უვითარდება ეს სიმპტომები და საჭიროა ექიმთან მიმართვა ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
წონაში მომატება
წონაში მომატება აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებენ კვეტიაპინს. პაციენტმა და ექიმმა უნდა აკონტროლონ წონა რეგულარულად.
ბავშვები და მოზარდები
კვეტიაპინი ნორმონი არ არის განკუთვნილი ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის.
სხვა მედიკამენტები და კვეტიაპინი ნორმონი
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
დაუშვებელია კვეტიაპინი ნორმონის მიღება, თუ პაციენტი იღებს ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს:
აივ ინფექციის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი;
აზოლის ჯგუფის მედიკამენტები (სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო მედიკამენტები);
ერითრომიიცინი ან კლარითრომიცინი (ინფექციების სამკურნალოდ
ნეფაზოდონი (დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტი).
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე მედიკამენტს:
ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები (ფენიტოინი ან კარბამაზეპინი);
ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები;
ბარბიტურატები (საძილე საშუალებები);
თიორიდაზინი ან ლითიუმი (სხვა ანტიფსიქოზური მედიკამენტები);
მედიკამენტები, რომლებსაც გავლენა აქვთ გულისცემაზე, მაგ.: მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ელექტროლიტების დისბალანსი (კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე), როგორიცაა დიურეტიკები (შარდმდენები) ან გარკვეული ანტიბიოტიკები (ინფექციის სამკურნალო მედიკამენტები);
მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ ყაბზობას;
მედიკამენტები (ე.წ. „ანტიქოლინერგული“ საშუალებები), რომლებიც მოქმედებენ ნერვული უჯრედების ფუნქციონირებაზე და გამოიყენება გარკვეული სამედიცინო მდგომარეობების სამკურნალოდ;
ანტიდეპრესანტები. ეს მედიკამენტები შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდნენ კვეტიაპინ ნორმონთან და შეიძლება განვითარდეს სიმპტომები, როგორიცაა: კუნთების უნებლიე, რითმული შეკუმშვები, მათ შორის თვალების მოძრაობის გამაკონტროლებელი კუნთების, აგზნება, ჰაუცინაციები, კომა, ჭარბი ოფლიანობა, ტრემორი, რეფლექსების გაძლიერება, კუნთების დაჭიმულობის მომატება და სხეულის ტემპერატურის მომატება 38ºCზე ზემოთ (სეროტონინის სინდრომი). საჭიროა ექიმთან მიმართვა ამ სიმპტომების განვითარებისას.
რომელიმე ამ პრეპარატის შეწყევტამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
კვეტიაპინი ნორმონის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
კვეტიაპინი ნორმონის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე კვებისგან დამოუკიდებლად.
სიფრთხილეა საჭირო ალკოჰოლის მიღებისას, რადგან კვეტიაპინი ნორმონის და ალკოჰოლის კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა.
დაუშვებელია გრეიფრუტის წვენის მიღება კვეტიაპინი ნორმონით მკურნალობის დროს. ის გავლენას ახდენს მედიკამენტის მოქმედების მექანიზმზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე. დაუშვებელია კვეტიაპინი ნორმონის მიღება ორსულობის დროს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. დაუშვებელია კვეტიაპინი ნორმონის მიღება ძუძუთი კვების დროს.
ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები მიუთითებს მოხსნის სინდრომზე ახალშობილებში, რომელთა დედები იღებდნენ კვეტიაპინს ბოლო ტრიმესტრში (ფეხმძიმობის ბოლო სამი თვე): კანკალი, კუნთების დაჭიმულობა და/ან სისუსტე, ძილიანობა, აგზნება, სუნთქვის პრობლემები და კვების გაძნელება. თუ ახალშობილს უვითარდება ასეთი სიმპტომები, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიონ ძილიანობა. დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, სანამ პაციენტს არ ეცოდინება, თუ როგორ მოქმედებს მასზე მედიკამენტი.
ეფექტი შარდში წამლების სკრინინგზე
თუ პაციენტს ესაჭიროება შარდში წამლების სკრინინგის ჩატარება, კვეტიაპინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დადებითი შედეგი მეთადონზე ან დეპრესიის სამკურნალო გარკვეულ მედიკამენტებზე, ე.წ. ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებზე (ტცა), გარკვეული მეთოდების გამოყენებისას, მაშინაც კი, როცა პაციენტი არ იღებს მეთადონს ან ტცა-ს. დადებითი შედეგის შემთხვევაში საჭიროა უფრო სპეციფიკური ტესტის ჩატარება.
კვეტიაპინი ნორმონის შეიცავს ლაქტოზასა და ნატრიუმს
მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე.
მედიკამენტი შეიცავს 23 მგ (1 მმოლ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად „ნატრიუმისაგან თავისუფალია“.
კვეტიაპინი ნორმონის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს საწყის დოზას. შემანარჩუნებელი დოზა (დღიური დოზა) დამოკიდებულია დაავადებაზე და ჩვეულებრივ მერყეობს 150 მგ-დან 800 მგ-მდე.
ტაბლეტების მიღება ხდება დღეში ერთხელ, ძილის წინ ან ორჯერ დღეში, დაავადების მიხედვით;
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით;
ტაბლეტების მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე კვებისგან დამოუკიდებლად;
დაუშვებელია გრეიფრუტის წვენის მიღება კვეტიაპინი ნორმონით მკურნალობის დროს. ის გავლენას ახდენს მედიკამენტის მოქმედების მექანიზმზე;
ტაბლეტების მიღება არ უნდა შეწყდეს მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, სანამ ექიმი არ მიიღებს ამის გადაწყვეტილებას.
ღვიძლის პრობლემები
ღვიძლის პრობლემების არსებობის დროს ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა.
ხანდაზმულები
თუ პაციენტი ხანდაზმულია, ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა.
ბავშვებსა და მოზრდილებში გამოყენება
კვეტიაპინი ნორმონი არ არის განკუთვნილი ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოსაყენებლად.
კვეტიაპინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
კვეტიაპინი ნორმონის დოზის გადაჭარბების დროს შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა, თავბრუსხვევა და გულისცემის ცვლილება. საჭიროა ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს კვეტიაპინი ნორმონის ტაბლეტები.
შეიძლება ასევე ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში მიმართვა (ტელ.: +34 91 562 04 20), მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.
კვეტიაპინი ნორმონის მიღების დავიწყებისას
დოზის გამოტოვებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, უნდა მოხდეს მოცდა ამ დრომდე. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
კვეტიაპინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას
კვეტიაპინი ნორმონის უეცრად მიღების შეწყვეტისას შეიძლება აღინიშნოს უძილობა, გულისრევა ან თავის ტკივილი, დიარეა, ღებინება, თავბრუსხვევა ან გაღიზიანებდობა. მკურნალობის შეწყვეტამდე ექიმმა შეიძლება თანდათანობით შეამციროს მედიკამენტის დოზა.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
თავბრუსხვევა (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა), თავის ტკივილი, პირის სიმშრალე;
ძილიანობის შეგრძნება (შეიძლება ალაგდეს დროთა განმავლობაში კვეტიაპინის მიღების გაგრძელებისას) (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა);
მოხსნის სიმპტომები (სიმპტომები, რომლებიც ვითარდება კვეტიაპინის მიღების შეწყვეტის შემდეგ), რომელიც მოიცავს უძილობას (ინსომნია), გულისრევას, თავის ტკივილს, დიარეას, ღებინებას, თავბრუსხვევას და გაღიზიანებადობას. რეკომენდებულია თანდათანობითი მოხსნა არაუმცირეს 1-2 კვირის განმავლობაში;
წონაში მომატება;
კუნთების უჩვეულო მოძრაობები. მოიცავს კუნთების მოძრაობის დაწყების გაძნელებას, ტრემორს, მოუსვენრობის შეგრძნებას ან კუნთების დაჭიმულობას ტკივილის გარეშე;
გარკვეული ცხიმების რაოდენობის ცვლილება (ტრიგლიცერიდები და ქოლესტერინი).
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
აჩქარებული გულისცემა;
გულისცემის, სწრაფი გულისცემის ან გამოტოვებული გულისცემის შეგრძნება;
ყაბზობა, დისპეფსია;
სისუსტის შეგრძნება;
ხელების და ფეხების შეშუპება;
ადგომისას არტერიული წნევის დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გულისწასვლა (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა);
სისხლში შაქრის დონის მომატება;
მხედველობის დაბინდვა;
უჩვეულო სიზმრები და ღამის კოშმარები;
შიმშილის უფრო მეტად შეგრძნება;
გაღიზიანება;
მეტყველების ან ენის მოძრაობის დარღვევა;
სუიციდის აზრები და დეპრესიის გაუარესება;
ქოშინი;
ღებინება (განსაკუთრებით, ხანდაზმულებში);
ცხელება;
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის ცვლილება სისხლში;
სისხლის გარკვეული უჯრედების რაოდენობის შემცირება;
ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის გაზრდა სისხლში;
ჰორმონ პროლაქტინის დონის გაზრდა სისხლში. ჰორმონ პროლაქტინის დონის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს:
მამაკაცებსა და ქალებში სარძევე ჯირკვლების გადიდება და რძის მოულოდნელი წარმოქმნა;
ქალებში მენსტრუაციის შეწყვეტა ან არარეგულარული მენსტრუაცია.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
გულყრები ან კრუნჩხვები;
ალერგიული რეაქციები, რომლებიც მოიცავს კვანძოვან გამონაყარს, კანის შეშუპებას და პირის ირგვლივ შეშუპებას;
ფეხებში უსიამოვნო შეგრძნებები და/ან მოუსვენრობის შეგრძნება (ე.წ. მოუსვენარი ფეხების სინდრომი);
ყლაპვის გაძნელება;
უკონტროლო მოძრაობები, განსაკუთრებით, სახის ან ენის;
სექსუალური დისფუნქცია;
დიაბეტი;
გულის ელექტრული აქტივობის ცვლილება, რომელიც ჩანს ეკგ-ზე (QT ინტერვალის გახანგრძლივება);
გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირება, რომელიც აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში და რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს დაბალ არტერიულ წნევასთან და გულისწასვლასთან;
შარდვის გაძნელება;
გულისწასვლა (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა);
ცხვირის გაჭედვა;
ერითროციტების რაოდენობის შემცირება;
ნატრიუმის დონის შემცირება სისხლში;
არსებული დიაბეტის გაუარესება;
ცნობიერების დაბინდვა.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
მაღალი ტემპერატურის (ცხელების), ოფლიანობის, კუნთების გაშეშების, ძლიერი ძილიანობის ან გულისწასვლის კომბინაცია (ე.წ. “ნეიროლეფსური ავთვისებიანი სინდრომი”);
კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე);
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);
ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი);
სარძევე ჯირკვლების შეშუპება და რძის მოულოდნელი წარმოქმნა (გალაქტორეა);
მენსტრუალური დარღვევები;
სისხლის თრომბები ვენებში, განსაკუთრებით ფეხებში (სიმპტომები მოიცავს შეშუპებას, ტკივილს და სიწითლეს კიდურში), რომელიც სისხლძარღვებით შეიძლება მოხვდეს ფილტვებში და გამოიწვიოს ტკივილი მკერდის არეში და სუნთქვის გაძნელება. ასეთი სიმპტომების განვითარებისას საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება;
ძილის დროს სიარული, ლაპარაკი, ჭამა ან სხვა აქტივობის შესრულება;
სხეულის ტემპერატურის დაქვეითება (ჰიპოთერმია);
პანკრეასის ანთება;
მდგომარეობა (ე.წ. “მეტაბოლური სინდრომი”), როცა პაციენტს აღენიშნება 3 ან მეტი სიმპტომის კომბინაცია: მუცლის ირგვლივ ცხიმის დაგროვება, “კარგი ქოლესტერინის” (HDL-C) დონის შემცირება, ტრიგლიცერიდების დონის მომატება, მაღალი არტერიული წნევა და სისხლში შაქრის დონის მომატება;
ცხელების, გრიპის მსგავსი სიმპტომების, ანგინის ან სხვა ინფექციის ლეიკოციტების ძალიან დაბალი რაოდენობით, ე.წ. აგრანულოციტოზით, კომბინაცია;
ნაწლავების ობსტრუქცია;
სისხლში კრეატინინფოსფიკინაზას (ნივთიერება, რომელიც თავისუფლდება კუნთებიდან) რაოდენობის მომატება.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ძლიერი გამონაყარი, ბუშტუკები ან წითელი ზოლები კანზე;
სერიოზული ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება ან შოკი);
კანის სწრაფი შეშუპება, ჩვეულებრივ თვალების, ტუჩების და ხორხის ირგვლივ (ანგიონევროზული შეშუპება);
კანზე, პირის ღრუში, თვალებზე და გენიტალიებზე სეიოზული ბუშტუკოვანი გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) (იხ. პარაგრაფი 2);
შარდის მოცულობის გამაკონტროლებელი ჰორმონის არასათანადო სეკრეცია;
კუნთების ბოჭკოების დაშლა და კუნთების ტკივილი (რაბდომიოლიზი).
უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):
გამონაყარი კანზე არარეგულარული წითელი ლაქებით (მულტიფორმული ერითემა) (იხ. პარაგრაფი 2);
კანზე წითელი უბნების სწრაფად განვითარება წვრილი პუსტულებით (თეთრი/ყვითელი სითხით სავსე წვრილი ბუშტუკებით) (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (AGEP)) (იხ. პარაგრაფი 2);
მძიმე, უეცარი ალერგიული რეაქცია, სიმპტომებთან ერთად, როგორიცაა: ცხელება და ბუშტუკები კანზე და კანის აქერცვლა (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) (იხ. პარაგრაფი 2);
წამლისმიერი რეაქცია ექოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS), რომელიც მოიცავს გრიპისმაგვარ სიმტპმებს გამონაყარით, ცხელებით, ლიმფური კვანძების გადიდებით და სისხლის ანალიზების ცვლილებებით (მოიცავს ლეიკოციტების მომატებას (ეოზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებას) (იხ. პარაგრაფი 2);
მოხსნის სიმპტომები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ახალშობილებში, რომელთა დედები იღებდნენ კვეტიაპინს ორსულობის დროს;
ინსულტი;
გულის კუნთის პათოლოგია (კარდიომიოპათია);
გულის კუნთის ანთება (მიოკარდიტი);
სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), ხშირად კანზე წითელი ან იასამნისფერ ლაქებიანი წვრილი გამონაყარით.
მედიკამენტების კლასმა, რომელსაც მიეკუთვნება კვეტიაპინი ნორმონი, შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის პრობლემები, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული და მძიმე შემთხვევებში ფატალური.
ზოგიერთი გვერდითი ეფექტი აღინიშნება სისხლის ანალიზებში. ეს მოიცავს სისხლში გარკვეული ცხიმების დონის (ტრიგლიცერიდების და საერთო ქოლესტერინის) ან შაქრის დონის ცვლილებებს, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის ცვლილებებს სისხლში, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებას, გარკვეული ტიპის სიხლის უჯრედების რაოდენობის შემცირებას, სისხლში კრეატინინფოსფოკინაზას დონის მომატებას (კუნთებში არსებული ნივთიერება), ნატრიუმის დონის შემცირებას სისხლში და ჰორმონ პროლაქტინის დონის გაზრდას სისხლში. ჰორმონ პროლაქტინის დონის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს:
მამაკაცებსა და ქალებში სარძევე ჯირკვლების გადიდება და რძის მოულოდნელი წარმოქმნა;
ქალებში მენსტრუაციის შეწყვეტა ან არარეგულარული მენსტრუაცია.
ექიმმა დროდადრო შეიძლება დანიშნოს სისხლის ანალიზები.
დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში
იგივე ეფექტები, რაც ვითარდება მოზრდილებში, ასევე შეიძლება განვითარდეს ბავშვებსა და მოზარდებში.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად აღინიშნება ბავშვებსა და მოზარდებში, ან არ იქნა ნანახი მოზრდილებში:
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
ჰორმონ პროლაქტინის დონის გაზრდა სისხლში. ჰორმონ პროლაქტინის დონის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს:
ბიჭებსა და გოგონებში სარძევე ჯირკვლების გადიდება და მოულოდნელი ლაქტაცია;
გოგონებში მენსტრუაციის შეწყვეტა ან არარეგულარული მენსტრუაცია.
მადის გაზრდა;
ღებინება;
კუნთების უჩვეულო მოძრაობები. შეიძლება მოიცავდეს კუნთების მოძრაობის დაწყების გაძნელებას, ტრემორს, მოუსვენრობას ან კუნთების დაჭიმულობას ტკივილის გარეშე;
არტერიული წნევის მომატება.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
სისუსტის შეგრძნება, გულისწასვლა (შეიძლება გამოიწვიოს დაცემა);
ცხვირის გაჭედვა;
გაღიზიანების შეგრძნება.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლნებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია პირდაპირ ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი მედიკამენტების ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: https://www.notificaram.es.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
კვეტიაპინი ნორმონის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი კონტეინერების ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი კონტეინერების ან პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს კვეტიაპინი ნორმონი
აქტიური ნივთიერებაა კვეტიაპინი. ტაბლეტები შეიცავს 25 მგ კვეტიაპინს (კვეტიაპინის ფუმარატის სახით).
სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
ტაბლეტის შიგთავსი: ლაქტოზის მონოჰიდრატი (ლაქტოზა), კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კარტოფილის კარბოქსიმეთილნატრიუმის სახამებელი (ტიპი A) (კარტოფილის სახამებელი), ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი.
ტაბლეტის გარსი: ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა (ჰიპრომელოზა), ტიტანის დიოქსიდი (E-171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E-172), რკინის წითელი ოქსიდი (E-172) და მაკროგოლი 6000.
კვეტიაპინი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ტაბლეტები არის მოვარდისფრო, მრგვალი და ორმხრივამობურცული.
შეფუთვა მოწოდებულია პვქ/ალუმინის ბლისტერებზე მოთავსებული 6, 60 ან 250 ტაბლეტით.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2024 წლის ივნისი
პრეპარატის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.