პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები

კაპტოპრილი პოლფარმექსი 25მგ

Captopril Polfarmex 25mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

კაპტოპრილი წარმოადგენს ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორს, რომელიც გარდაქმნის არააქტიურ ანგიოტენზინ I აქტიურ ანგოტენზინ II. ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში, შემცირებულია ანგიოტენზინ II სინთეზი, რომელიც ამცირებს წნევას, რენინ–ანგიოტენზინი ამცირებს მარცხენამხრივ ვენტრიკულარულ ჰიპერტროფიას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კაპტოპრილი (captopril)
ფორმა და შეფუთვა
25მგ ტაბლეტი №40
მწარმოებელი
Polfarmex S.A., პოლონეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რენინ - ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები
ATC კოდი
C09AA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-021342
რეგისტრირებულია
20 იანვარი 2017, მოქმედებს 20 იანვარი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „SmartPharm“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაკაპტოპრილი პოლფარმექსი 25მგ და სხვა წამალი ერთად

კაპტოპრილი პოლფარმექსი 25მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კაპტოპრილი წარმოადგენს ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორს, რომელიც გარდაქმნის არააქტიურ ანგიოტენზინ I აქტიურ ანგოტენზინ II. ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში, შემცირებულია ანგიოტენზინ II სინთეზი, რომელიც ამცირებს წნევას, რენინ–ანგიოტენზინი ამცირებს მარცხენამხრივ ვენტრიკულარულ ჰიპერტროფიას. გულის უკმარისობა დროს როდესაც შემცირებულია პერიფერიული სისხლ–ძარღვოვანი რეზისტენტობა კაპტოპრილი ამცირებს გულისცემის სიხშირეს და აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას. დიაბეტური ნეფროპათიის დროს კი ამცირებს ნეფროპათიას.

კაპტოპრილ პოლფარმექსის მიღება ნაჩვენებია:

ჰიპერტენზიის სამკურნალოდ;

ქრონიკული გულის უკმარისობის სამკურნალოდ, პარკუჭის სუსტი სისტოლიტური ფუნქციით, შესაძლებელია კაპტოპრილის ერთდროული მიღება დიურეტიკებთან, საგულე გლიკოზიდებთან და ბეტა–ბლოკერებთან;

გულის მარცხენა პარკუჭის არასიმპტომური დარღვევები მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტებში სტაბილური კლინიკური მდგომარეობით;

დიაბეტური ნეფროპათიის სამკურნალოდ.

  • კაპტოპრილ პოლფარმექსის მიღებამდე

მიღების წესი და დოზირება

კაპტოპრილ პოლფარმექსი მიიღება მკურნალი ექიმის მიერ განსაზღვრული დოზირების მკაცრი დაცვით.

მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზა არის 159 მგ/დღეში.

მედიკამენტის მიღება შეიძლება ჭამამდე, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

ჰიპერტენზია:

კაპტოპრილის საწყისი რეკომენდებული დოზა შეადგენს 25-50 მგ დღე-ღამეში, 2-ჯერ დღეში. არტერიული წნევის სასურველი დონის მისაღწევად დოზა უნდა გაიზარდოს 100-150 მგ-მდე დღე-ღამეში 2-ჯერ, 2 კვირიანი ინტერვალებით. თუ აუცილებელია, კაპტოპრილი შეიძლება დაინიშნოს მარტო ან კომბინირებულად სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან, განსაკუთრებით თიაზიდთან ერთად. როდესაც თანმხლები თერაპიის სახით ინიშნება თიაზიდი, მაშინ უნდა ჩამოყალიბდეს კაპტოპრილის მიღების ერთჯერადი დოზის სქემა.

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (ჰიპოვოლემიის, რენოვასკულარული ჰიპერტენზიის და გულის დეკომპენსაციის) მქონე პაციენტებში საწყის დოზად უმჯობესია დაინიშნოს 6,25 მგ–დან 12,5 მგ–მდე ერთჯერადი დოზა. მკურნალობა სასურველია დაიწყოს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და შემდეგ გაიზარდოს 2 მიღებამდე დღეში. დოზა უნდა გაიზარდოს თანდათან 50 მგ–მდე ან 100 მგ-მდე, გადანაწილებული დღეში 1–2 მიღებად.

გულის უკმარისობა

გულის უკმარისობის დროს კაპტოპრილით მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის ზედამხედველობის ქვეშ. ჩვეულებრივ საწყისი დოზა არის 6,25 მგ–დან – 12,5 მგ–მდე, დღეში 2–3 მიღება. გადასვლა შემანარჩუნებელი დოზიდან მაქსიმალურ დოზამდე არის 150 მგ/დღეში, გაყოფილი რამდენიმე დოზად, დამოკიდებული პაციენტის ინდივიდუალურ რეაქციაზე.

კაპტოპრილის რეკომენდირებული დოზა ჩვეულებრივ მერყეობს 6.25-12.5 მგ-ს შორის, დღეში 2-3-ჯერ. დოზა უნდა გაიზარდოს თანდათან, პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის გათვალისწინებით. კაპტოპრილის შესანარჩუნებელი დოზა შეადგენს 75-100 მგ-ს დღე-ღამეში, გაყოფილი რამდენიმე დოზად. კაპტოპრილის მაქსიმალური დოზა შეადგენს 150 მგ-ს, გაყოფილი რამდენიმე დოზად. დოზა უნდა გაიზარდოს თანდათანობით და პაციენტის რეაქციის ჩამოსაყალიბებლად ინტერვალები უნდა შეადგენდეს დაახლოებით 2 კვირას. დოზირება უნდა გაიზარდოს თანდათან, ორი კვირის განმავლობაში, თუ პაციენტი იქნება ტოლერანტული.

მიოკარდიუმის ინფარქტი

მოკლე–ვადიანი მკურნალობა: კაპტოპრილ პოლფარმექსით მკურნალობა უნდა დაიწყოს საავადმყოფოში დაუყოვნებლივ, მას შემდეგ რაც პაციენტის მდგომარეობა იქნება სტაბილური.

საწყისი დოზა არის 6,25 მგ, შემდგომი დოზის 12,5 მგ–ის მიღება უნდა მოხდეს 2 საათის შემდეგ, ხოლო 12 საათის შემდეგ მისაღები დოზა შეადგენს 25 მგ–ს.

შემდგომ, რეკომენდებულია ჯამში 100 მგ კაპტოპრილის მიღება გაყოფილი ორ მიღებად 4 კვირის განმავლობაში, თუ არ მოხდება არანაირი უარყოფითი ჰემოდინამიური რეაქციის წარმოქმნა.

ოთხი კვირის შემდეგ, ვიდრე რაიმე გადაწყვეტილების მიღება მოხდება პოსტმიოკარდიულ მკურნალობაზე, რეკომენდებულია პაციენტის მდგომარეობის განსაზღვრა.

ხანგრძლივი მკურნალობა: თუ არ იქნა გადაწყვეტილი მკურნალობის დაწყება კაპტოპრილით ძლიერი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ 24 საათის განმავლობაში, რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება 3–დან 16 დღის განმავლობაში, ჯანმრთელობის შესაბამისი მდგომარეობის შემდეგ (სტაბილური ჰემოდინამიკა, რეციდიული იშემიის სრული დიაგნოსტიკა). მკურნალობა უნდა ჩატარდეს საავადმყოფოში ექიმის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ, ვიდრე პაციენტი მიაღწევს მკურნალობის მაქსიმალურ დოზას 75 მგ–ს. საწყისი დოზა უნდა იყოს მსუბუქი, განსაკუთრებით თუ პაციენტს მკურნალობის საწყის ეტაპზე აღენიშნება ნორმალური ან დაბალი არტერიული წნევა. მკურნალობა უნდა დაიწყოს 6,25 მგ–დან 12,5 მგ–მდე, დღეში სამ მიღებად 2 დღის განმავლობაში, შემდეგ, 25 მგ დღეში სამჯერ, თუ არ მოხდება არანაირი უარყოფითი ჰემოდინამიური რეაქციის წარმოქმნა. იმისათვის რომ პაციენტმა მიაღწიოს კარდიოპროტექტულ ეფექტს მიზანშეწონილია კაპტოპრილის 75 მგ–დან 150 მგ–მდე მიღება დაყოფილი 2–3 დღიურ მიღებად – ხანგრძლივი მკურნალობის დროს. სიმპტომური ჰიპოტენზიის შემთხვევაში, რომელიც იწვევს გულის უკმარისობას, დიურეტიკის დოზა და (ან) სხვა თანმხლები პრეპარატის რომელიც აფართოვებს სისხლძარღვებს შესაძლოა შემცირდეს კაპტოპრილის განსაზღვრულ ჩვეულ დოზასთან მიმართებაში. კაპტოპრილის გამოყენება შესაძლებელია სხვა მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ, როგორიცაა; თრომბოლიტიკები, ბეტა–ბლოკერები და აცეტილსალიცილის მჟავა.

დიაბეტური ნეფროპათია ტიპი I:

რეკომენდებული დოზა არის 75 მგ–დან – 100 მგ–მდე დაყოფილი რამდენიმე მიღებად.

თუ რეკომენდებულია არტერიული წნევის დაწევა მაშინ ანტი–ჰიპერტენზიული მედიკამენტის მიღებაა შესაძლებელი.

თირკმლის უკმარისობა

იმის გათვალისწინებით რომ კაპტოპრილი ორგანიზმიდან გამოიდევნება თირკმლის მეშვეობით, თირკმლის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზირება უნდა შემცირდეს ან ინტერვალები მიღებებს შორის გაიზარდოს. თუ დიურეტიკებით მკურნალობა აუცილებელია იმ პაციენტებში რომელთაც აქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა, მაშინ მარყუჟული დიურეტიკებია (მაგალითად, ფუროსემიდი) რეკომენდებული თიაზიდების ნაცვლად.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, დღიური დოზა ისე უნდა იყოს განსაზღვრული, რომ თავიდან ავიცილოთ კაპტოპრილის დალექვა.

კრეატინინის კლირენსი (მლ/წ/1.73 მ3)

საწყისი დღიური დოზა (მგ)

მაქსიმალური დღიური დოზა (მგ)

> 40

25 – 50

150

21 – 40

25

100

10 – 20

12,5

75

10

6,25

37,5

ხანდაზმული პაციენტები:

ისევე, როგორც სხვა ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების შემთხვევაში, თირკმლის დარღვევების და სხვა ორგანოების დისფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, თერაპია უნდა დაიწყოს დაბალი საწყისი დოზირებიდან (6,25 მგ ორჯერ დღეში).

დოზირება, უნდა იყოს განსაზღვრული პაციენტის არტერიული წნევის შესაბამისად და შემდგომში უნდა მოხდეს ყველაზე მცირე ეფექტური დოზის შენარჩუნება.

რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება ყველაზე დაბალი თერაპიული დოზით და შემდგომში ყველაზე მცირე ეფექტური დოზის შენარჩუნება.

ბავშვები და მოზარდები

კაპტოპრილის ეფექტურობა და უსაფრთხოება არაა შესწავლილი დაზუსტებით.

კაპტოპრილის მიღება ბავშვებსა და მოზარდებში ხდება ექიმის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ. საწყისი დოზა უნდა იყოს 0,3 მგ/კგ. სპეციალური ყურადღების მქონე პაციენტებში (ბავშვები თირკმლის ფუნქციის დარღვევით, დღენაკლული ბავშვები, ახალშობილები და ჩვილები) საწყისი დღიური დოზაა 0,15 მგ/კგ. ჩვეულებრივ, კაპტოპრილი ბავშვებში მიიღება 3–ჯერ დღეში, მაგრამ დოზირება და ინტერვალები მიღებებს შორის არის ინდივიდუალური და დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე.

თუ დაგავიწყდათ კაპტოპრილ პოლფარმექსის მიღება:

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

თუ მიიღეთ კაპტოპრილ პოლფარმექსის გადაჭარბებული დოზა

ზედოზირების სიმპტომებია: მწვავე ჰიპოტენზია, შოკი, ბრადიკარდია, ელექტროლიტების დისბალანსი, თირკმლის უკმარისობა.

ზედოზირების აშკარა სიმპტომების გამოვლენიდან, აუცილებელია თავიდან ავიცილოთ პრეპარატის აბსორბაცია (მაგალითად, კუჭის ამორეცხვა, ზედოზირებიდან 30 წუთის განმავლობაში ადსორბენტების და ნატრიუმის სულფატის მიღებით).

ზედოზირების შემდეგ, აუცილებელია მედიკამენტის ელიმინაცია.

ზედოზირების შედეგად ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში, პაციენტი უნდა განთავსდეს შოკური მდგომარეობის შესაბამისად, და უნდა ჩაუტარდეს გადასხმა, და დაუყოვნებლივ მიიღოს ფიზიოლოგიური ხსნარი. რეკომენდებულია, ანგიოტენსინ II მიღება. ბრადიკარდიის ან ცდომილი ნერვის (ვაგუსის ნერვი) სხვა არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია ატროპინის მიღება. გასათვალისწინებელია სტიმულატორიც.

კაპტოპრილი გამოიდევნება ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის საშუალებითაც.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულიA კაპტოპრილის, სხვა ანგიოტენზინ–გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების ან ამ პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;

თუ პაციენტს აქვს ანგიოდემა, რომელიც გამოწვეულია ანგიოტენზინ–გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებით მკურნალობის შედეგად;

თუ პაციენტს აქვს მემკვიდრეობითი ან შეძენილი ანგიონევროზული შეშუპება;

თუ პაციენტს აქვს დიაბეტი ან თირკმლის ფუნქციის დარღვევები და იღებს მედიკამენტებს რომლებიც ამცირებენ არტერიულ წნევას და შეიცავენ ალისკირენს;

თუ პაციენტი არის ორსულობის მე–2 ან მე–3 ტრიმესტრში;

თუ პაციენტს აქვს ლაქტაციის პერიოდი;

სიფრთხილის ზომები

კაპტოპრილ პოლფარმექსის მიღებამდე აუცილებელია კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან

თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ:

ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტებს (ასევე ცნობილი როგორც სარტანების ჯგუფი – მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი, იბერსარტანი);

ალისკირენი;

თუ პაციენტს აქვს ჰიპერტენზია;

თუ პაციენტს აქვს გულის უკმარისობა;

თუ პაციენტს აქვს თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზი ან სისხლძარღვების შევიწროვება ერთ თირკმელზე;

თუ პაციენტს აქვს თირკმლის ფუნქციური დარღვევები (კრეატინინის კლირენსი ≤ 40 მლ/წ);

თუ მკურნალობის პირველ კვირას გამოვლინდა კიდურების, სახის, პირის, ლორწოვანის, ენის, ყიას, ხორხის ანგიონევროზული შეშუპება; ენის, ყიას ან ყბის შეშუპებას შეუძლია გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.

თუ პაციენტს გამოუვლინდა ხველება;

თუ პაციენტს აქვს ყვითელა ან აღინიშნა ღვიძლის ფერმენტების მომატებული დონე;

თუ პაციენტს აქვს თირკმლის უკმარისობა;

თუ პაციენტს აქვს დიაბეტი;

თუ პაციენტი იღებს კალიუმის შემნახველ დიურეზულებს, კალიუმის შემცველ პრეპარატებს ან სხვა რომელიმე პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობენ კალიუმის დონის მომატებას.

თუ პაციენტი იღებს ლითიუმს;

თუ პაციენტს აქვს ფუტკრის ან კრაზანის შხამებით დესენსიბილიზაცია;

თუ პაციენტი იმყოფება დიალიზზე გამფილტვრელი მემბრანის გამოყენებით, რომელიც არის ძალიან გამტარი ან როდესაც ლიპოპროტეიდების აფერეზი არის დაბალი სიმკვრივის.

თუ პაციენტს დაგეგმილი აქვს ქირურგიული ჩარევა ან ანესთეზია ისეთი ანესთეზიური საშუალებების გამოყენებით, რომლებიც იწვევენ არტერიული წნევის დაწევას;

თუ პაციენტს აქვს თანდაყოლილი გალაქტოზემია, გლუკოზა–გალაქტოზის მალაბსორბცია ან ლაქტოზის დეფიციტი.

თუ პაციენტი არის შავ–კანიანი;

მკურნალ ექიმს შეუძლია გააკონტროლოს თირკმლის ფუნქცია, არტერიული წნევა, სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად კალიუმი) კონცენტრაცია პერიოდულად.

იხილეთ ასევე ინფორმაცია „კაპტოპრილ პოლფარმექსის მიღება დაუშვებელია“.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სხვა მედიკამენტის შესახებ, რომლესაც იღებთ, ახლო წარსულში იღებდით, ან შესაძლოა აპირებთ მიიღოთ.

ექიმს შეუძლია დააკორექტიროს დოზირება და (ან) მიიღოს სიფრთხილის სხვა ზომები:

თუ პაციენტი იღებს ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტებს ან ალისკირენს (იხილეთ ასევე ინფორმაცია „კაპტოპრილ პოლფარმექსის მიღება დაუშვებელია“ და „სიფრთხილის ზომები“.

ორსულობა და ძუძუთი კვება

კაპტოპრილ პოლფარმექსის მიღება რეკომენდებული არაა ორსულობის პირველ ტრიმესტრში. თუ პაციენტი ორსულადაა, ან გეგმავს ორსულობას, აუცილებელია მკურნალობის სხვა მედიკამენტით ჩანაცვლება დაუყოვნებლივ. აღნიშნული მედიკამენტის გამოყენება დაუშვებელია ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრში. კაპტოპრილის მიღება ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში არის ნაყოფისთვის ტოქსიკური (თირკმლის ფუნქციის დარღვევა, სანაყოფო წყლების საგრძნობი შემცირება, თავის ქალის ძვლების გაძვალება) ახალშობილებში თირკმლის უკმარისობა, არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია).

კაპტოპრილ პოლფარმექსის მიღება ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენებია.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ავტოტრანსპორტის მართვის და ტექნიკასთან მუშაობის კაპტოპრილმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მკურნალობის დასაწყისში, დოზის კორექტირების ან ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში. თუმცა ეს დამოკიდებულია ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კაპტოპრილ პოლფარმექსის შემადგენლობაში შემავალ კომპონენტებზე

კაპტოპრილ პოლფარმექსი შეიცავს ლაქტოზას. იმ შემთხვევაში თუ ცნობილია ზოგიერთი შაქრების მიმართ პაციენტის აუტანლობის შესახებ, მედიკამენტის მიღებამდე აუცილებელია ექიმის ამის შესახებ ინფორმირება.

სხვა მედიკამენტები

აცნობეთ მკურნალ ექიმს თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან აპირებთ მიიღოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულიც.

კაპტოპრილ პოლფარმექსის მიღება საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილით:

თუ პაციენტი იღებს კალიუმის შემნახველ დიურეზულებს (მაგალითად, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი), კალიუმის დანამატებს, ან საკვები მარილის ალტერნატივებს, რომლებიც ზრდიან კალიუმის შემცველობას.

თუ პაციენტი მკურნალობდა ან მკურნალობს დიურეზულების მაღალი დოზებით (თიაზიდები ან მარყუჟული დიურეტიკები).

თუ პაციენტი იღებს ნიტროგლიცერინს და სხვა ნიტრატებს ან სხვა აგენტებს, რომლებიც აფართოვებენ სისხლძარღვებს.

თუ პაციენტი იღებს ლითიუმს.

თუ პაციენტი მკურნალობს ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით/ანტიფსიქოზური.

თუ პაციენტი იღებს ალოპურინოლს, პროკაინამიდს, ციტოსტატიკებს და იმუნოსუპრესიულ მედიკამენტებს.

თუ პაციენტი ერთდროულად იღებს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს.

თუ პაციენტი იღებს სიმპათომიმეტურ პრეპარატებს.

თუ პაციენტი იღებს დიაბეტის სამკურნალო საშუალებებს.

კაპტოპრილის მიღება უსაფრთხოა შემდეგთან კომბინაციაში:

ჩვეულებრივ ანტიჰიპერტენზიულ აგენტებთან (მაგალითად, ბეტა–ბლოკერები, ხანგრძლივი მოქმედების კალციუმის არხების ბლოკატორები.

აცეტილსალიცილის მჟავასთან (კარდიოლოგიური დოზებით), თრომბოლიზურ პრეპარატებთან, ბეტა-ბლოკატორებთან და (ან) ნიტრატებთან მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტებში.

კლინიკური ქიმია (სამედიცინო ანალიტიკა):

აცეტონის გამოკვლევისას კაპტოპრილის გამოყენებამ შეიძლება მოგვცეს ცრუ–დადებითი პასუხი.

გვერდითი მოვლენები

ისევე როგორც ყველა სხვა მედიკამენტს, კაპტოპრილ პოლფარმექსსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.

გვერდითი მოვლენები რომელიც გამოვლენილა კაპტოპრილის და აგფ ინჰიბიტორების მიღებისას:

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათად: ნეიტროპენია / აგრანულოციტოზი, პანციტოპენია - განსაკუთრებით პაციენტებში – თირკმლის ფუნქციის დარღვევით, ანემიით (მათ შორის აპლასტიური და ჰემოლიზური ანემია), თრომბოციტოპენიით, შუასაყრის ლიმფური კვანძებით, ეოზინოფილიით, აუტოიმუნური დაავადებებით და (ან) დადებითი ანტიბირთვული ანტისხეულების ტესტით.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:

იშვიათად: ანორექსია;

ძალიან იშვიათად: ჰიპერკალიემია, ჰიპოგლიკემია;

ფსიქიური მდგომარეობის მხრივ:

ჩვეულებრივ: ძილის დარღვევა;

ძალიან იშვიათად: დისორიენტაცია, დეპრესია;

ნერვული სისტემის მხრივ:

ჩვეულებრივ: გემოს შეგრძნების დარღვევა, ვერტიგო;

იშვიათად: ძილიანობა, თავის ტკივილი, პარესთეზია;

ძალიან იშვიათად: ცერებროვასკულური ინციდენტები, მაგ. ინსულტი, გულის წასვლა;

მხედველობის მხრივ:

ძალიან იშვიათად: ბუნდოვანი ხედვა;

გულის მხრივ:

იშვიათად: ტაქიკარდია ან ტაქიარითმია, ანგინა, გახშირებული გულისცემა;

ძალიან იშვიათად: გულის გაჩერება;

ვასკულარული დარღვევების მხრივ:

იშვიათად: ჰიპოტენზია, რეინოს სინდრომი, სიწითლე, სიფერმკრთალე;

რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყრის დარღვევები:

ჩვეულებრივ: მშრალი, შემაწუხებელი ხველა, ქოშინი;

ძალიან იშვიათად: ბრონქოსპაზმი, რინიტი, ალერგიული ალვეოლიტი, ეოზინოფილური პნევმონია.

კუჭ–ნაწლავის დარღვევების მხრივ:

ჩვეულებრივ: გულისრევა, კუჭის გაღიზიანება – ტკივილი, დიარეა, ყაბზობა, პირის სიმშრალე.

იშვიათად: სტომატიტი, აფტოზური ეროზია;

ძალიან იშვიათად: გლოსიტი, კუჭის წყლულოვანი ტკივილი, პანკრეატიტი.

ჰეპატობილიარული დარღვევების მხრივ:

ძალიან იშვიათად: ღვიძლის უკმარისობა და ნაღვლის შეკავება (ასევე სიყვითლე), ჰეპატიტი ციროზის ჩათვლით, ღვიძლის ფერმენტების და ბილირუბინის დონის გაზრდა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევების მხრივ:

ჩვეულებრივ: ქავილი გამონაყრით ან გამონაყარის გარეშე, გამონაყარი და სიმელოტე;

იშვიათად: ანგიოდემა;

ძალიან იშვიათად: ურტიკარია, სტივენ ჯონსის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, მზის ალერგია, ერითროდერმია, ბუშტუკოვანი ან ექსფოლიაციური დერმატიტი.

ჩონჩხის კუნთების, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლების მხრივ:

ძალიან იშვიათად: კუნთების და სახსრების ტკივილი.

თირკმლებისა და საშარდე სისტემის მხრივ:

იშვიათად: თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარობის ჩათვლით, პოლიურია, ოლიგურია, შარდის გამოყოფის გაზრდა;

ძალიან იშვიათად: ნეფროზული სინდრომი.

რეპროდუქტიული სისტემის და გულ–მკერდის დარვევების მხრივ:

ძალიან იშვიათად: იმპოტენცია, გინეკომასტია;

ზოგადი დარღვევები:

იშვიათად: ტკივილი მკერდის არეში, დაღლილობა, სისუსტე.

ლაბორატორიული პარამეტრები:

ძალიან იშვიათად: პროტეინურია, ეოზინოფილია, კალიუმის მომატებული დონე სისხლში, ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში, BUN დონის მომატება, სისხლში კრეატინინის და ბილირუბინის მომატებული დონე, დაბალი ჰემოგლობინი, ლეიკოციტების, თრომბოციტების კონცენტრაცია, ჰემატოკრიტის შემცირება, დადებითი ანტიბირთვული ანტისხეულების ტესტი, ESR დონის მომატება.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება:

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდითი მოვლენის განვითარებას, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომელიც არაა ჩამოთვლილი წინამდებარე ინსტრუქციაში. ასევე გვერდითი მოვლენების შეტყობინება შესაძლებელია: სამედიცინო პროდუქციის, საკვებ დანამატების და ბიოციდური პროდუქციის სამსახურის სამკურნალო საშუალებების გვერდითი მოვლენების მონიტორინგის განყოფილებაში:

181C Aleje Jerozolimskie, 02-222 Warsaw (Poland)

tel: +48 (22) 49 21 301

fax: +48 (22) 49 21 309

e-mail: [email protected]

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 12,5 მგ; 25 მგ ან 50 მგ კაპტოპრილს.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრიატალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი.

ტაბლეტები 12,5 მგ – შეფუთვა 30 ტაბლეტი;

ტაბლეტები 25 მგ ან 50 მგ – შეფუთვა 30, 40, 90 ტაბლეტი;

წარმოების ავტორიზაციის მფლობელი:

Polfarmex S.A.

Józefów 9 street, 99-300 Kutno

ინსტრუქციის შინაარსი

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ინახება 25 Co დაბალ ტემპერატურაზე.

ინახება თავისივე შეფუთვით.

  • დამატებითი ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირით აღნიშულ საკითხზე პასუხისმგებელ წარმომადგენელს.

Polfarmex S.A. Józefów 9 Street

09-300 Kutno

Tel.: +48 024 1574444

ინსტრუქციის დამოწმების ბოლო თარიღია: 17.11.2014

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა რეცეპტის გარეშე)

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

ინფორმაცია მომხმარებელს

ამ მედიკამენტის მიღებამდე სრულად და ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახალი გადაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ იგი გამოსაყენებლად სხვა პირებს. ამან შეიძლება ავნოს მათ, თუნდაც მათი სიმპტომები იყოს თქვენი სიმპტომების ანალოგიური.

კაპტოპრილ პოლფარმექს; 12,5 მგ; 25 მგ; 50 მგ;

კაპტოპრილი

ეს სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება ორსულობის დროს.

შემადგენლობა:

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 12,5 მგ; 25 მგ ან 50 მგ კაპტოპრილს.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრიატალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი.

ტაბლეტები 12,5 მგ – შეფუთვა 30 ტაბლეტი;

ტაბლეტები 25 მგ ან 50 მგ – შეფუთვა 30, 40, 90 ტაბლეტი;

წარმოების ავტორიზაციის მფლობელი:

Polfarmex S.A.

Józefów 9 street, 99-300 Kutno

ინსტრუქციის შინაარსი

  • რა არის კაპტოპრილ პოლფარმექსი, და რისთვის გამოიყენება იგი
  • კაპტოპრილ პოლფარმექსის მიღებამდე
  • კაპტოპრილ პოლფარმექსის მიღების წესი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • კაპტოპრილ პოლფარმექსის შენახვის წესი
  • დამატებითი ინფორმაცია
  • რა არის კაპტოპრილ პოლფარმექსი, და რისთვის გამოიყენება იგი

კაპტოპრილი წარმოადგენს ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორს, რომელიც გარდაქმნის არააქტიურ ანგიოტენზინ I აქტიურ ანგოტენზინ II. ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში, შემცირებულია ანგიოტენზინ II სინთეზი, რომელიც ამცირებს წნევას, რენინ–ანგიოტენზინი ამცირებს მარცხენამხრივ ვენტრიკულარულ ჰიპერტროფიას. გულის უკმარისობა დროს როდესაც შემცირებულია პერიფერიული სისხლ–ძარღვოვანი რეზისტენტობა კაპტოპრილი ამცირებს გულისცემის სიხშირეს და აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას. დიაბეტური ნეფროპათიის დროს კი ამცირებს ნეფროპათიას.

კაპტოპრილ პოლფარმექსის მიღება ნაჩვენებია:

ჰიპერტენზიის სამკურნალოდ;

ქრონიკული გულის უკმარისობის სამკურნალოდ, პარკუჭის სუსტი სისტოლიტური ფუნქციით, შესაძლებელია კაპტოპრილის ერთდროული მიღება დიურეტიკებთან, საგულე გლიკოზიდებთან და ბეტა–ბლოკერებთან;

გულის მარცხენა პარკუჭის არასიმპტომური დარღვევები მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტებში სტაბილური კლინიკური მდგომარეობით;

დიაბეტური ნეფროპათიის სამკურნალოდ.

  • კაპტოპრილ პოლფარმექსის მიღებამდე

კაპტოპრილ პოლფარმექსის მიღება დაუშვებელია:

თუ პაციენტი ალერგიულიA კაპტოპრილის, სხვა ანგიოტენზინ–გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების ან ამ პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;

თუ პაციენტს აქვს ანგიოდემა, რომელიც გამოწვეულია ანგიოტენზინ–გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებით მკურნალობის შედეგად;

თუ პაციენტს აქვს მემკვიდრეობითი ან შეძენილი ანგიონევროზული შეშუპება;

თუ პაციენტს აქვს დიაბეტი ან თირკმლის ფუნქციის დარღვევები და იღებს მედიკამენტებს რომლებიც ამცირებენ არტერიულ წნევას და შეიცავენ ალისკირენს;

თუ პაციენტი არის ორსულობის მე–2 ან მე–3 ტრიმესტრში;

თუ პაციენტს აქვს ლაქტაციის პერიოდი;

სიფრთხილის ზომები

კაპტოპრილ პოლფარმექსის მიღებამდე აუცილებელია კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან

თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ:

ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტებს (ასევე ცნობილი როგორც სარტანების ჯგუფი – მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი, იბერსარტანი);

ალისკირენი;

თუ პაციენტს აქვს ჰიპერტენზია;

თუ პაციენტს აქვს გულის უკმარისობა;

თუ პაციენტს აქვს თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზი ან სისხლძარღვების შევიწროვება ერთ თირკმელზე;

თუ პაციენტს აქვს თირკმლის ფუნქციური დარღვევები (კრეატინინის კლირენსი ≤ 40 მლ/წ);

თუ მკურნალობის პირველ კვირას გამოვლინდა კიდურების, სახის, პირის, ლორწოვანის, ენის, ყიას, ხორხის ანგიონევროზული შეშუპება; ენის, ყიას ან ყბის შეშუპებას შეუძლია გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.

თუ პაციენტს გამოუვლინდა ხველება;

თუ პაციენტს აქვს ყვითელა ან აღინიშნა ღვიძლის ფერმენტების მომატებული დონე;

თუ პაციენტს აქვს თირკმლის უკმარისობა;

თუ პაციენტს აქვს დიაბეტი;

თუ პაციენტი იღებს კალიუმის შემნახველ დიურეზულებს, კალიუმის შემცველ პრეპარატებს ან სხვა რომელიმე პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობენ კალიუმის დონის მომატებას.

თუ პაციენტი იღებს ლითიუმს;

თუ პაციენტს აქვს ფუტკრის ან კრაზანის შხამებით დესენსიბილიზაცია;

თუ პაციენტი იმყოფება დიალიზზე გამფილტვრელი მემბრანის გამოყენებით, რომელიც არის ძალიან გამტარი ან როდესაც ლიპოპროტეიდების აფერეზი არის დაბალი სიმკვრივის.

თუ პაციენტს დაგეგმილი აქვს ქირურგიული ჩარევა ან ანესთეზია ისეთი ანესთეზიური საშუალებების გამოყენებით, რომლებიც იწვევენ არტერიული წნევის დაწევას;

თუ პაციენტს აქვს თანდაყოლილი გალაქტოზემია, გლუკოზა–გალაქტოზის მალაბსორბცია ან ლაქტოზის დეფიციტი.

თუ პაციენტი არის შავ–კანიანი;

მკურნალ ექიმს შეუძლია გააკონტროლოს თირკმლის ფუნქცია, არტერიული წნევა, სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად კალიუმი) კონცენტრაცია პერიოდულად.

იხილეთ ასევე ინფორმაცია „კაპტოპრილ პოლფარმექსის მიღება დაუშვებელია“.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან კაპტოპრილ პოლფარმექსით მკურნალობის დროს

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სხვა მედიკამენტის შესახებ, რომლესაც იღებთ, ახლო წარსულში იღებდით, ან შესაძლოა აპირებთ მიიღოთ.

ექიმს შეუძლია დააკორექტიროს დოზირება და (ან) მიიღოს სიფრთხილის სხვა ზომები:

თუ პაციენტი იღებს ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტებს ან ალისკირენს (იხილეთ ასევე ინფორმაცია „კაპტოპრილ პოლფარმექსის მიღება დაუშვებელია“ და „სიფრთხილის ზომები“.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

კაპტოპრილ პოლფარმექსის მიღება რეკომენდებული არაა ორსულობის პირველ ტრიმესტრში. თუ პაციენტი ორსულადაა, ან გეგმავს ორსულობას, აუცილებელია მკურნალობის სხვა მედიკამენტით ჩანაცვლება დაუყოვნებლივ. აღნიშნული მედიკამენტის გამოყენება დაუშვებელია ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრში. კაპტოპრილის მიღება ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში არის ნაყოფისთვის ტოქსიკური (თირკმლის ფუნქციის დარღვევა, სანაყოფო წყლების საგრძნობი შემცირება, თავის ქალის ძვლების გაძვალება) ახალშობილებში თირკმლის უკმარისობა, არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია).

კაპტოპრილ პოლფარმექსის მიღება ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენებია.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვასა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე

ავტოტრანსპორტის მართვის და ტექნიკასთან მუშაობის კაპტოპრილმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მკურნალობის დასაწყისში, დოზის კორექტირების ან ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში. თუმცა ეს დამოკიდებულია ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კაპტოპრილ პოლფარმექსის შემადგენლობაში შემავალ კომპონენტებზე

კაპტოპრილ პოლფარმექსი შეიცავს ლაქტოზას. იმ შემთხვევაში თუ ცნობილია ზოგიერთი შაქრების მიმართ პაციენტის აუტანლობის შესახებ, მედიკამენტის მიღებამდე აუცილებელია ექიმის ამის შესახებ ინფორმირება.

სხვა მედიკამენტები

აცნობეთ მკურნალ ექიმს თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან აპირებთ მიიღოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულიც.

კაპტოპრილ პოლფარმექსის მიღება საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილით:

თუ პაციენტი იღებს კალიუმის შემნახველ დიურეზულებს (მაგალითად, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი), კალიუმის დანამატებს, ან საკვები მარილის ალტერნატივებს, რომლებიც ზრდიან კალიუმის შემცველობას.

თუ პაციენტი მკურნალობდა ან მკურნალობს დიურეზულების მაღალი დოზებით (თიაზიდები ან მარყუჟული დიურეტიკები).

თუ პაციენტი იღებს ნიტროგლიცერინს და სხვა ნიტრატებს ან სხვა აგენტებს, რომლებიც აფართოვებენ სისხლძარღვებს.

თუ პაციენტი იღებს ლითიუმს.

თუ პაციენტი მკურნალობს ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით/ანტიფსიქოზური.

თუ პაციენტი იღებს ალოპურინოლს, პროკაინამიდს, ციტოსტატიკებს და იმუნოსუპრესიულ მედიკამენტებს.

თუ პაციენტი ერთდროულად იღებს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს.

თუ პაციენტი იღებს სიმპათომიმეტურ პრეპარატებს.

თუ პაციენტი იღებს დიაბეტის სამკურნალო საშუალებებს.

კაპტოპრილის მიღება უსაფრთხოა შემდეგთან კომბინაციაში:

ჩვეულებრივ ანტიჰიპერტენზიულ აგენტებთან (მაგალითად, ბეტა–ბლოკერები, ხანგრძლივი მოქმედების კალციუმის არხების ბლოკატორები.

აცეტილსალიცილის მჟავასთან (კარდიოლოგიური დოზებით), თრომბოლიზურ პრეპარატებთან, ბეტა-ბლოკატორებთან და (ან) ნიტრატებთან მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტებში.

კლინიკური ქიმია (სამედიცინო ანალიტიკა):

აცეტონის გამოკვლევისას კაპტოპრილის გამოყენებამ შეიძლება მოგვცეს ცრუ–დადებითი პასუხი.

  • კაპტოპრილ პოლფარმექსის მიღების წესი

კაპტოპრილ პოლფარმექსი მიიღება მკურნალი ექიმის მიერ განსაზღვრული დოზირების მკაცრი დაცვით.

მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზა არის 159 მგ/დღეში.

მედიკამენტის მიღება შეიძლება ჭამამდე, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

ჰიპერტენზია:

კაპტოპრილის საწყისი რეკომენდებული დოზა შეადგენს 25-50 მგ დღე-ღამეში, 2-ჯერ დღეში. არტერიული წნევის სასურველი დონის მისაღწევად დოზა უნდა გაიზარდოს 100-150 მგ-მდე დღე-ღამეში 2-ჯერ, 2 კვირიანი ინტერვალებით. თუ აუცილებელია, კაპტოპრილი შეიძლება დაინიშნოს მარტო ან კომბინირებულად სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან, განსაკუთრებით თიაზიდთან ერთად. როდესაც თანმხლები თერაპიის სახით ინიშნება თიაზიდი, მაშინ უნდა ჩამოყალიბდეს კაპტოპრილის მიღების ერთჯერადი დოზის სქემა.

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (ჰიპოვოლემიის, რენოვასკულარული ჰიპერტენზიის და გულის დეკომპენსაციის) მქონე პაციენტებში საწყის დოზად უმჯობესია დაინიშნოს 6,25 მგ–დან 12,5 მგ–მდე ერთჯერადი დოზა. მკურნალობა სასურველია დაიწყოს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და შემდეგ გაიზარდოს 2 მიღებამდე დღეში. დოზა უნდა გაიზარდოს თანდათან 50 მგ–მდე ან 100 მგ-მდე, გადანაწილებული დღეში 1–2 მიღებად.

გულის უკმარისობა

გულის უკმარისობის დროს კაპტოპრილით მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის ზედამხედველობის ქვეშ. ჩვეულებრივ საწყისი დოზა არის 6,25 მგ–დან – 12,5 მგ–მდე, დღეში 2–3 მიღება. გადასვლა შემანარჩუნებელი დოზიდან მაქსიმალურ დოზამდე არის 150 მგ/დღეში, გაყოფილი რამდენიმე დოზად, დამოკიდებული პაციენტის ინდივიდუალურ რეაქციაზე.

კაპტოპრილის რეკომენდირებული დოზა ჩვეულებრივ მერყეობს 6.25-12.5 მგ-ს შორის, დღეში 2-3-ჯერ. დოზა უნდა გაიზარდოს თანდათან, პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის გათვალისწინებით. კაპტოპრილის შესანარჩუნებელი დოზა შეადგენს 75-100 მგ-ს დღე-ღამეში, გაყოფილი რამდენიმე დოზად. კაპტოპრილის მაქსიმალური დოზა შეადგენს 150 მგ-ს, გაყოფილი რამდენიმე დოზად. დოზა უნდა გაიზარდოს თანდათანობით და პაციენტის რეაქციის ჩამოსაყალიბებლად ინტერვალები უნდა შეადგენდეს დაახლოებით 2 კვირას. დოზირება უნდა გაიზარდოს თანდათან, ორი კვირის განმავლობაში, თუ პაციენტი იქნება ტოლერანტული.

მიოკარდიუმის ინფარქტი

მოკლე–ვადიანი მკურნალობა: კაპტოპრილ პოლფარმექსით მკურნალობა უნდა დაიწყოს საავადმყოფოში დაუყოვნებლივ, მას შემდეგ რაც პაციენტის მდგომარეობა იქნება სტაბილური.

საწყისი დოზა არის 6,25 მგ, შემდგომი დოზის 12,5 მგ–ის მიღება უნდა მოხდეს 2 საათის შემდეგ, ხოლო 12 საათის შემდეგ მისაღები დოზა შეადგენს 25 მგ–ს.

შემდგომ, რეკომენდებულია ჯამში 100 მგ კაპტოპრილის მიღება გაყოფილი ორ მიღებად 4 კვირის განმავლობაში, თუ არ მოხდება არანაირი უარყოფითი ჰემოდინამიური რეაქციის წარმოქმნა.

ოთხი კვირის შემდეგ, ვიდრე რაიმე გადაწყვეტილების მიღება მოხდება პოსტმიოკარდიულ მკურნალობაზე, რეკომენდებულია პაციენტის მდგომარეობის განსაზღვრა.

ხანგრძლივი მკურნალობა: თუ არ იქნა გადაწყვეტილი მკურნალობის დაწყება კაპტოპრილით ძლიერი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ 24 საათის განმავლობაში, რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება 3–დან 16 დღის განმავლობაში, ჯანმრთელობის შესაბამისი მდგომარეობის შემდეგ (სტაბილური ჰემოდინამიკა, რეციდიული იშემიის სრული დიაგნოსტიკა). მკურნალობა უნდა ჩატარდეს საავადმყოფოში ექიმის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ, ვიდრე პაციენტი მიაღწევს მკურნალობის მაქსიმალურ დოზას 75 მგ–ს. საწყისი დოზა უნდა იყოს მსუბუქი, განსაკუთრებით თუ პაციენტს მკურნალობის საწყის ეტაპზე აღენიშნება ნორმალური ან დაბალი არტერიული წნევა. მკურნალობა უნდა დაიწყოს 6,25 მგ–დან 12,5 მგ–მდე, დღეში სამ მიღებად 2 დღის განმავლობაში, შემდეგ, 25 მგ დღეში სამჯერ, თუ არ მოხდება არანაირი უარყოფითი ჰემოდინამიური რეაქციის წარმოქმნა. იმისათვის რომ პაციენტმა მიაღწიოს კარდიოპროტექტულ ეფექტს მიზანშეწონილია კაპტოპრილის 75 მგ–დან 150 მგ–მდე მიღება დაყოფილი 2–3 დღიურ მიღებად – ხანგრძლივი მკურნალობის დროს. სიმპტომური ჰიპოტენზიის შემთხვევაში, რომელიც იწვევს გულის უკმარისობას, დიურეტიკის დოზა და (ან) სხვა თანმხლები პრეპარატის რომელიც აფართოვებს სისხლძარღვებს შესაძლოა შემცირდეს კაპტოპრილის განსაზღვრულ ჩვეულ დოზასთან მიმართებაში. კაპტოპრილის გამოყენება შესაძლებელია სხვა მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ, როგორიცაა; თრომბოლიტიკები, ბეტა–ბლოკერები და აცეტილსალიცილის მჟავა.

დიაბეტური ნეფროპათია ტიპი I:

რეკომენდებული დოზა არის 75 მგ–დან – 100 მგ–მდე დაყოფილი რამდენიმე მიღებად.

თუ რეკომენდებულია არტერიული წნევის დაწევა მაშინ ანტი–ჰიპერტენზიული მედიკამენტის მიღებაა შესაძლებელი.

თირკმლის უკმარისობა

იმის გათვალისწინებით რომ კაპტოპრილი ორგანიზმიდან გამოიდევნება თირკმლის მეშვეობით, თირკმლის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზირება უნდა შემცირდეს ან ინტერვალები მიღებებს შორის გაიზარდოს. თუ დიურეტიკებით მკურნალობა აუცილებელია იმ პაციენტებში რომელთაც აქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა, მაშინ მარყუჟული დიურეტიკებია (მაგალითად, ფუროსემიდი) რეკომენდებული თიაზიდების ნაცვლად.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, დღიური დოზა ისე უნდა იყოს განსაზღვრული, რომ თავიდან ავიცილოთ კაპტოპრილის დალექვა.

კრეატინინის კლირენსი (მლ/წ/1.73 მ3)

საწყისი დღიური დოზა (მგ)

მაქსიმალური დღიური დოზა (მგ)

> 40

25 – 50

150

21 – 40

25

100

10 – 20

12,5

75

10

6,25

37,5

ხანდაზმული პაციენტები:

ისევე, როგორც სხვა ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების შემთხვევაში, თირკმლის დარღვევების და სხვა ორგანოების დისფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, თერაპია უნდა დაიწყოს დაბალი საწყისი დოზირებიდან (6,25 მგ ორჯერ დღეში).

დოზირება, უნდა იყოს განსაზღვრული პაციენტის არტერიული წნევის შესაბამისად და შემდგომში უნდა მოხდეს ყველაზე მცირე ეფექტური დოზის შენარჩუნება.

რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება ყველაზე დაბალი თერაპიული დოზით და შემდგომში ყველაზე მცირე ეფექტური დოზის შენარჩუნება.

ბავშვები და მოზარდები

კაპტოპრილის ეფექტურობა და უსაფრთხოება არაა შესწავლილი დაზუსტებით.

კაპტოპრილის მიღება ბავშვებსა და მოზარდებში ხდება ექიმის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ. საწყისი დოზა უნდა იყოს 0,3 მგ/კგ. სპეციალური ყურადღების მქონე პაციენტებში (ბავშვები თირკმლის ფუნქციის დარღვევით, დღენაკლული ბავშვები, ახალშობილები და ჩვილები) საწყისი დღიური დოზაა 0,15 მგ/კგ. ჩვეულებრივ, კაპტოპრილი ბავშვებში მიიღება 3–ჯერ დღეში, მაგრამ დოზირება და ინტერვალები მიღებებს შორის არის ინდივიდუალური და დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე.

თუ დაგავიწყდათ კაპტოპრილ პოლფარმექსის მიღება:

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

თუ მიიღეთ კაპტოპრილ პოლფარმექსის გადაჭარბებული დოზა

ზედოზირების სიმპტომებია: მწვავე ჰიპოტენზია, შოკი, ბრადიკარდია, ელექტროლიტების დისბალანსი, თირკმლის უკმარისობა.

ზედოზირების აშკარა სიმპტომების გამოვლენიდან, აუცილებელია თავიდან ავიცილოთ პრეპარატის აბსორბაცია (მაგალითად, კუჭის ამორეცხვა, ზედოზირებიდან 30 წუთის განმავლობაში ადსორბენტების და ნატრიუმის სულფატის მიღებით).

ზედოზირების შემდეგ, აუცილებელია მედიკამენტის ელიმინაცია.

ზედოზირების შედეგად ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში, პაციენტი უნდა განთავსდეს შოკური მდგომარეობის შესაბამისად, და უნდა ჩაუტარდეს გადასხმა, და დაუყოვნებლივ მიიღოს ფიზიოლოგიური ხსნარი. რეკომენდებულია, ანგიოტენსინ II მიღება. ბრადიკარდიის ან ცდომილი ნერვის (ვაგუსის ნერვი) სხვა არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია ატროპინის მიღება. გასათვალისწინებელია სტიმულატორიც.

კაპტოპრილი გამოიდევნება ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის საშუალებითაც.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ისევე როგორც ყველა სხვა მედიკამენტს, კაპტოპრილ პოლფარმექსსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.

გვერდითი მოვლენები რომელიც გამოვლენილა კაპტოპრილის და აგფ ინჰიბიტორების მიღებისას:

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათად: ნეიტროპენია / აგრანულოციტოზი, პანციტოპენია - განსაკუთრებით პაციენტებში – თირკმლის ფუნქციის დარღვევით, ანემიით (მათ შორის აპლასტიური და ჰემოლიზური ანემია), თრომბოციტოპენიით, შუასაყრის ლიმფური კვანძებით, ეოზინოფილიით, აუტოიმუნური დაავადებებით და (ან) დადებითი ანტიბირთვული ანტისხეულების ტესტით.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:

იშვიათად: ანორექსია;

ძალიან იშვიათად: ჰიპერკალიემია, ჰიპოგლიკემია;

ფსიქიური მდგომარეობის მხრივ:

ჩვეულებრივ: ძილის დარღვევა;

ძალიან იშვიათად: დისორიენტაცია, დეპრესია;

ნერვული სისტემის მხრივ:

ჩვეულებრივ: გემოს შეგრძნების დარღვევა, ვერტიგო;

იშვიათად: ძილიანობა, თავის ტკივილი, პარესთეზია;

ძალიან იშვიათად: ცერებროვასკულური ინციდენტები, მაგ. ინსულტი, გულის წასვლა;

მხედველობის მხრივ:

ძალიან იშვიათად: ბუნდოვანი ხედვა;

გულის მხრივ:

იშვიათად: ტაქიკარდია ან ტაქიარითმია, ანგინა, გახშირებული გულისცემა;

ძალიან იშვიათად: გულის გაჩერება;

ვასკულარული დარღვევების მხრივ:

იშვიათად: ჰიპოტენზია, რეინოს სინდრომი, სიწითლე, სიფერმკრთალე;

რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყრის დარღვევები:

ჩვეულებრივ: მშრალი, შემაწუხებელი ხველა, ქოშინი;

ძალიან იშვიათად: ბრონქოსპაზმი, რინიტი, ალერგიული ალვეოლიტი, ეოზინოფილური პნევმონია.

კუჭ–ნაწლავის დარღვევების მხრივ:

ჩვეულებრივ: გულისრევა, კუჭის გაღიზიანება – ტკივილი, დიარეა, ყაბზობა, პირის სიმშრალე.

იშვიათად: სტომატიტი, აფტოზური ეროზია;

ძალიან იშვიათად: გლოსიტი, კუჭის წყლულოვანი ტკივილი, პანკრეატიტი.

ჰეპატობილიარული დარღვევების მხრივ:

ძალიან იშვიათად: ღვიძლის უკმარისობა და ნაღვლის შეკავება (ასევე სიყვითლე), ჰეპატიტი ციროზის ჩათვლით, ღვიძლის ფერმენტების და ბილირუბინის დონის გაზრდა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევების მხრივ:

ჩვეულებრივ: ქავილი გამონაყრით ან გამონაყარის გარეშე, გამონაყარი და სიმელოტე;

იშვიათად: ანგიოდემა;

ძალიან იშვიათად: ურტიკარია, სტივენ ჯონსის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, მზის ალერგია, ერითროდერმია, ბუშტუკოვანი ან ექსფოლიაციური დერმატიტი.

ჩონჩხის კუნთების, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლების მხრივ:

ძალიან იშვიათად: კუნთების და სახსრების ტკივილი.

თირკმლებისა და საშარდე სისტემის მხრივ:

იშვიათად: თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარობის ჩათვლით, პოლიურია, ოლიგურია, შარდის გამოყოფის გაზრდა;

ძალიან იშვიათად: ნეფროზული სინდრომი.

რეპროდუქტიული სისტემის და გულ–მკერდის დარვევების მხრივ:

ძალიან იშვიათად: იმპოტენცია, გინეკომასტია;

ზოგადი დარღვევები:

იშვიათად: ტკივილი მკერდის არეში, დაღლილობა, სისუსტე.

ლაბორატორიული პარამეტრები:

ძალიან იშვიათად: პროტეინურია, ეოზინოფილია, კალიუმის მომატებული დონე სისხლში, ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში, BUN დონის მომატება, სისხლში კრეატინინის და ბილირუბინის მომატებული დონე, დაბალი ჰემოგლობინი, ლეიკოციტების, თრომბოციტების კონცენტრაცია, ჰემატოკრიტის შემცირება, დადებითი ანტიბირთვული ანტისხეულების ტესტი, ESR დონის მომატება.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება:

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდითი მოვლენის განვითარებას, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომელიც არაა ჩამოთვლილი წინამდებარე ინსტრუქციაში. ასევე გვერდითი მოვლენების შეტყობინება შესაძლებელია: სამედიცინო პროდუქციის, საკვებ დანამატების და ბიოციდური პროდუქციის სამსახურის სამკურნალო საშუალებების გვერდითი მოვლენების მონიტორინგის განყოფილებაში:

181C Aleje Jerozolimskie, 02-222 Warsaw (Poland)

tel: +48 (22) 49 21 301

fax: +48 (22) 49 21 309

e-mail: [email protected]

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

  • კაპტოპრილ პოლფარმექსის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ინახება 25 Co დაბალ ტემპერატურაზე.

ინახება თავისივე შეფუთვით.

  • დამატებითი ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირით აღნიშულ საკითხზე პასუხისმგებელ წარმომადგენელს.

Polfarmex S.A. Józefów 9 Street

09-300 Kutno

Tel.: +48 024 1574444

ინსტრუქციის დამოწმების ბოლო თარიღია: 17.11.2014

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა რეცეპტის გარეშე)

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა