პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები

კაპტოპრილი

CAPTOPRIL

რეცეპტით50მგინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

არტერიული ჰიპერტენზია; გულის ქრ. უკმარისობა, პარკუჭების კუმშვადუნარიანობის დაქვეითებით, დიურეზულ საშუალებებთან და, საჭიროების შემთხვევაში, სათითურას გლიკოზიდებთან და ბეტა-ადრენობლოკატორებთან კომბინაციაში; მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი: პირველი 24 საათის განმავლობაში, კლინიკურად სტაბილური მდგომარეობის შემთხვევაში; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კაპტოპრილი (captopril)
ფორმა და შეფუთვა
50მგ ტაბლეტი №20 (1X20)
მწარმოებელი
Pharmaceutical Works Jelfa S.A., პოლონეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები
ATC კოდი
C09AA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-042751
რეგისტრირებულია
7 თებერვალი 2025, მოქმედებს 7 თებერვალი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Bausch Pharma Kazakhstan LLP (ყაზახეთი)
განმცხადებელი
შპს „გეა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკაპტოპრილი და სხვა წამალი ერთად

კაპტოპრილი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

არტერიული ჰიპერტენზია;

გულის ქრ. უკმარისობა, პარკუჭების კუმშვადუნარიანობის დაქვეითებით, დიურეზულ საშუალებებთან და, საჭიროების შემთხვევაში, სათითურას გლიკოზიდებთან და ბეტა-ადრენობლოკატორებთან კომბინაციაში;

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი: პირველი 24 საათის განმავლობაში, კლინიკურად სტაბილური მდგომარეობის შემთხვევაში;

მარცხენა პარკუჭის დისფუნქცია (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია 40%) მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ კლინიკურად სტაბილური მდგომარეობის შემთხვევაში, კლინიკურად გამოხატული გულის უკმარისობის განვითარების სიხშირის შემცირების, გადარჩენის მაჩვენებლის მატების და გულის ქრ. უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციათა რიცხვის შემცირების მიზნით;

დიაბეტური ნეფროპათია I ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს (პროტეინურიის მქონე პაციენტებში).

მიღების წესი და დოზირება

მიიღება შინაგანად, ჭამამდე 1 საათით ადრე.

პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის თერაპიაზე რეაქციის შესაბამისად.

რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 150 მგ/დღეში.

არტერიული ჰიპერტენზია:

კაპტოპრილის საწყისი დოზა შეადგენს 12,5 მგ 2-ჯერ დღეში.

საჭიროების შემთხვევაში, ოპტიმალური ეფექტის მისაღწევად, დოზას თანდათან ზრდიან (მინიმუმ 2 კვირიანი შუალედებით) მაქსიმალურ სადღეღამისო დოზამდე - 100 - 150 მგ გაყოფილი 2 მიღებაზე.

გაურთულებელი ჰიპერტონული კრიზის დროს დასაშვებია კაპტოპრილის სუბლინგვური მიღება. საწყისი დოზა შეადგენს 25 მგ (1 ტაბ). ტაბლეტი თავსდება ენის ქვეშ სრულ გაწოვამდე, გადაყლაპვისა და წყლის დაყოლების გარეშე. პრეპარატის მიღების შემდეგ აუცილებელია არტერიული წნევისა და გულისცემის სიხშირის მაჩვენებლების კონტროლი. 30 წუთის განმავლობაში წნევის მაჩვენებლების მაღალ დონეზე შენარჩუნების შემთხვევაში დასაშვებია 25 მგ (1 ტაბ.) კაპტოპრილის განმეორებით მიღება სუბლინგვურად. მაქსიმალური დოზა 50 მგ შეადგენს (2 ტაბ.).

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის მაღალი აქტივობის შემთხვევაში

(ჰიპოვოლემია, რენო-ვასკულარული ჰიპერტენზია, გულის დეკომპენსირებული უკმარისობა) რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება ერთჯერადი დოზით 6,25 მგ ან 12,5 მგ.

მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. შემდგომში აღნიშნული დოზის მიღება დასაშვებია 2-ჯერ. შესაძლებელია დოზის თანდათან მატება 50 მგ-მდე ერთ ან 2 მიღებაზე, საჭიროების შემთხვევაში 100მგ-მდე ერთ ან ორ მიღებაზე. კაპტოპრილის მიღება შეიძლება როგორც მონო-, ისე კომბინირებული თერაპიის სახით სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთად (მაგ.: თიაზიდური დიურეზული საშუალებები). დიურეტიკებზე მყოფ პაციენტებში კაპტოპრილი ინიშნება სიფრთხილით, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, დღეში ერთხელ.

გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენელი კომპონენტი)

გულის ქრ. უკმარისობის მქონე პაციენტებში კაპტოპრილით მკურნალობა უნდა მოხდეს ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. უმეტეს შემთხვევაში კაპტოპრილი ინიშნება დიურეტიკებთან და (ჩვენების არსებობის შემთხვევაში) საგულე გლიკოზიდებთან ერთად. თუ კაპტოპრილის მიღებამდე მკურნალობა დიურეტიკებით წარმოებდა, აუცილებელია გამოხატული ჰიპონატრემიის და/ან მოცირკულირე სისხლის მოცულობის(მსმ) შემცირების გამორიცხვა.

ჩვეულებრივ, საწყისი დოზა 6,25-დან 12,5 მგ-მდე შეადგენს, გაყოფილს 2 ან 3 მიღებაზე. შემანარჩუნებელ დოზამდე (75 - 150 მგ) მისი მატება უნდა მოხდეს პაციენტის რეაქციის, კლინიკური მდგომარეობისა და პრეპარატის ამტანობის გათვალისწინებით, მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 150 მგ/დღეში, გაყოფილს რამდენიმე მიღებაზე. დოზის მატება უნდა მოხდეს თანდათან, მინიმუმ 2-კვირიანი შუალედებით, რაც საჭიროა პაციენტის მკურნალობაზე რეაქციის შესაფასებლად.

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი: ინფარქტის განვითარებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში, კლინიკურად სტაბილური მდგომარეობის შემთხვევაში

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს კაპტოპრილით მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე, კლინიკურად სტაბილურ მდგომარეობაში. პრეპარატი ინიშნება სატესტო დოზით - 6,25 მგ, 2 საათის შემდეგ, ჰემოდინამიკური დარღვევების არარსებობის შემთხვევაში, ინიშნება 12,5 მგ, 12 საათის შემდეგ - 25 მგ. მომდევნო დღიდან კაპტოპრილი ინიშნება დოზით, 100 მგ/დღეში, გაყოფილი 2 მიღებაზე, 4 კვირის განმავლობაში. 4 კვირის შემდეგ საჭიროა მდგომარეობისა და დანიშნული მკურნალობის ხელახლა შეფასება.

მარცხენა პარკუჭის დისფუნქცია (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია ≤ 40%) გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ, კლინიკურად სტაბილური მდგომარეობის დროს

კლინიკურად სტაბილურ მდგომარეობაში კაპტოპრილის გამოყენება შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებიდან 3 დღის შემდეგ. კაპტოპრილის პირველი დოზა შეადგენს 6,25 მგ დღეში ერთხელ. შემდეგ დოზას ზრდიან 12,5 მგ-მდე 3-ჯერ დღეში. კაპტოპრილის დოზის შემდგომი მატება ხდება რამდენიმე დღის/კვირის განმავლობაში (ამტანობის გათვალისწინებით) 75 მგ-მდე დღეში (გაყოფილი 2-3 მიღებაზე) ან მაქსიმალურ სადღეღამისო დოზამდე 150 მგ-მდეც კი (50 მგ 3-ჯერ დღეში). 75 მგ-მდე კაპტოპრილის დოზის გაზრდა სასურველია მოხდეს სტაციონარში, ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

გულის უკმარისობის შედეგად ჰიპოტენზიის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, კაპტოპრილის ფიქსირებული დოზის შესანარჩუნებლად, შესაძლებელია დიურეტიკების და/ან სხვა ერთდროულად დანიშნული, ვაზოდილატაციური ეფექტის მქონე პრეპარატების დოზის შემცირება. საჭიროების შემთხვევაში, კაპტოპრილის დოზის შერჩევა უნდა მოხდეს პაციენტის კლინიკური რეაქციის გათვალისწინებით. მიოკარდიუმის ინფარქტის სამკურნალოდ, დასაშვებია კაპტოპრილის კომბინირება სხვა მედიკამენტებთან, როგორიცაა თრომბოლიზური საშუალებები, ბეტა-ადრენობლოკატორები და აცეტილსალიცილის მჟავა.

დიაბეტური ნეფროპათია I ტიპის შაქრიანი დიაბეტის ფონზე (პროტეინურიის მქონე პაციენტებში)

კაპტოპრილის რეკომენდებული სადღეღამისო დოზა I ტიპის დიაბეტის ფონზე განვითარებული ნეფროპათიის დროს შეადგენს 75-დან 100 მგ-მდე, გაყოფილს რამდენიმე მიღებაზე. არტერიული წნევის შემდგომი დაქვეითების საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია სხვა მედიკამენტების ჩართვა თერაპიის კურსში.

მიღება განსაკუთრებული ჯგუფის პაციენტებში

თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტები

ვინაიდან კაპტოპრილი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა, მისი ელიმინაცია ირღვევა თირკმელების უკმარისობის დროს. თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზის მატება სიფრთხილით უნდა მოხდეს, მედიკამენტი ინიშნება მინიმალური დოზებით და/ან ხანგრძლივი ინტერვალებით (არანაკლებ 1 - 2 კვირისა) დოზათა მატებას შორის. სასურველი თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ საჭიროა კაპტოპრილის შემანარჩუნებელი დოზის შემცირება და/ან მიღებათა შორის ინტერვალის გაზრდა.

დიურეტიკების დამატების საჭიროების შემთხვევაში, თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში, უპირატესობა ენიჭება მარყუჟოვან (მაგ.: ფუროსემიდი) და არა თიაზიდურ დიურეტიკებს.

თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში, კაპტოპრილის კუმულაციის შესამცირებლად რეკომენდებულია შემდეგი დოზირების რეჟიმი:

კკ (მლ/წთ/1,73 მ2)

საწყისი სადღეღამისო დოზა (მგ)

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა (მგ)

>40

25-50

150

21-40

25

100

10-20

12,5

75

<10

6,25

37,5

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში კაპტოპრილის მიღება რეკომენდებულია 6,25 მგ ოდენობით 2-ჯერ დღეში. დოზის მატება უნდა მოხდეს თანდათან. რეკომენდებულია დოზის მუდმივი კორექცია, თერაპიული პასუხისა და კაპტოპრილის მინიმალური დოზების მიღების შესაბამისად, რაც არტერიული წნევის ადეკვატურ კონტროლს უზრუნველყოფს.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, სხვა აგფ-ინჰიბიტორების ან პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

აგფ-ინჰიბიტორების მიღებასთან დაკავშირებული ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება) ანამნეზში და მემკვიდრეობითი/იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება;

ღვიძლისა და/ან თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;

რეფრაქტერული ჰიპერკალემია;

თირკმლის არტერიების ორმხრივი სტენოზი, ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზი, პროგრესირებადი აზოტემიით;

თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი მდგომარეობა;

აორტის რკალის სტენოზი და მსგავსი ცვლილებები, რომლებიც ართულებენ სისხლის გამოტანას მარცხენა პარკუჭიდან;

ალისკირენთან და მის შემცველ სხვა პრეპარატებთან კომბინირება შაქრიანი დიაბეტის და/ან თირკმლის ფუნქციის ზომიერი ან მძიმე დარღვევის (კრეატინინის კლირენსი (კკ) < 60 მლ/წთ/1,73 მ2 სხეულის ფართობზე) მქონე პაციენტებში;

ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ანტაგონისტებთან (აIIრა) კომბინაცია დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში;

ნეიტრალური ენდოპეპტიდაზას ინჰიბიტორებთან (მაგ.: საკუბიტრილის შემცველ პრეპარატებთან) კომბინაცია, ანგიონევროზული შეშუპების განვითარების მაღალი რისკის გამო;

სიფრთხილის ზომები

არტერიული ჰიპოტენზია

არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში კაპტოპრილის გამოყენების ფონზე იშვიათად ვითარდება გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია. მისი განვითარების ალბათობა მატულობს სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვისა და ჰიპონატრემიის (მაგ.: დიურეტიკების ინტენსიური გამოყენების, საკვები მარილის შეზღუდვის, დიალიზზე მყოფი პაციენტების, დიარეისა და ღებინების მქონე პაციენტებში) დროს.

კაპტოპრილი სიფრთხილით ინიშნება ნაკლებ მარილიან ან უმარილო დიეტაზე მყოფ პაციენტებში. კაპტოპრილის დანიშვნამდე, ასეთ პაციენტებში, უნდა მოხდეს მოცირკულირე სისხლის მოცულობისა და ნატრიუმის შემცველობის კორექცია სისხლში. არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითების რისკი მინიმუმამდე შეეძლება იქნას დაყვანილი, თუ მოხდება დიურეტიკის მოხსნა (4-7 დღით ადრე) ან ნატრიუმის ქლორიდის მიღების გაზრდა (კაპტოპრილის მიღებამდე 1 კვირით ადრე მაინც), ან მკურნალობის დასაწყისში კაპტოპრილის დაბალი დოზებით (6,25-12,5 მგ/დღეში) დანიშვნა. კაპტოპრილით მკურნალობის დაწყებამდე, ასევე მკურნალობის პროცესში, საჭიროა თირკმლის ფუნქციის მუდმივი კონტროლი. არტერიული წნევის ძლიერმა დაქვეითებამ, ჰიპოტენზიური საშუალებების მიღების ფონზე, შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის განვითარება გულის იშემიური დაავადების ან თავის ტვინის სისხლძარღვთა პათოლოგიის მქონე პაციენტებში. არტერიული ჰიპოტენზიის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიიღოს ჰორიზონტალური მდგომარეობა ზემოთ წამოწეული ფეხებით. შესაძლოა საჭირო გახდეს ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარის ინტრავენური შეყვანა.

გულის ქრ. უკმარისობის მქონე პაციენტთა დაახლოებით ნახევარს აღენიშნება არტერიული წნევის (აწ) 20%-ზე მეტით ტრანზიტორული დაქვეითება. აწ-ის დაქვეითების ხარისხი მაქსიმალურია მკურნალობის ადრეულ ეტაპზე (კაპტოპრილის პირველი რამდენიმე დოზის მიღების შემდეგ) და სტაბილური ხდება მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის განმავლობაში. არტერიული წნევა, ჩვეულებრივ, საწყის დონეს უბრუნდება თერაპიული ეფექტურობის დაქვეითების გარეშე, 2 თვის განმავლობაში. გულის ქრ. უკმარისობის დროს მკურნალობა იწყება კაპტოპრილის დაბალი დოზებით (6,25-12,5 მგ/დღეში), ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. კაპტოპრილის დოზის მატება განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოხდეს. ტრანზიტორული არტერიული ჰიპოტენზია, თავისთავად არ წარმოადგენს მკურნალობის შეწყვეტის საფუძველს. იმ შემთხვევაში, როცა არტერიული ჰიპოტენზია სტაბილურ ხასიათს იძენს, საჭიროა დოზის შემცირება და/ან დიურეტიკის და/ან კაპტოპრილის გამოყენების შეწყვეტა.

აორტული ან მიტრალური სტენოზი/ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია

აგფ-ინჰიბიტორები, ისევე, როგორც ყველა ვაზოდილატაციური საშუალება, განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება მარცხენა პარკუჭიდან სისხლის გამომტანი გზების ობსტრუქციის შემთხვევაში. ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი ობსტრუქციის შემთხვევაში კაპტოპრილის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

არტერიული წნევის დაქვეითების შემდეგ, თირკმლის დაავადებათა, განსაკუთრებით თირკმლის არსტერიის მძიმე სტენოზის, მქონე ზოგ პაციენტს აღენიშნება შარდოვანას აზოტისა და კრეატინინის კონცენტრაციის მატება სისხლის შრატში. ამგვარი მატება, ჩვეულებრივ, შექცევადია კაპტოპრილის შეწყვეტის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს კაპტოპრილის დოზის შემცირება და/ან დიურეტიკის მოხსნა.

კაპტოპრილის ხანგრძლივი გამოყენების ფონზე, პაციენტთა დაახლოებით 20% აღენიშნება შარდოვანას და კრეატინინის კონცენტრაციის მატება სისხლის შრატში 20%-ზე მეტად, ნორმასთან ან საწყის მაჩვენებლთან შედარებით.

პაციენტთა 5%-ზე ნაკლებში, განსაკუთრებით, მძიმე ნეფროპათიების დროს, კრეატინინის კონცენტრაციის მატების გამო საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.

რენოვასკულარული ჰიპერტენზია

თირკმლის არტერიის ორმხრივი ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზის დროს, აგფ-ინჰიბიტორების გამოყენების ფონზე, მატულობს არტერიული ჰიპოტენზიისა და თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი. თირკმლის უკმარისობა, საწყის ეტაპზე, შესაძლოა გამოვლინდეს კრეატინინის შემცველობის უმნიშვნელო ცვლილებებით სისხლის პლაზმაში. ასეთ პაციენტებში კაპტოპრილის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

თირკმლის ტრანსპლანტაცია

კაპტოპრილის გამოყენების გამოცდილება ახლახან გადატანილი თირკმლის ტრანსპლანტაციის მქონე პაციენტებში არ არსებობს. ამიტომ, ასეთ პაციენტებში კაპტოპრილის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

პროტეინურია

კაპტოპრილის გამოყენების ფონზე, პაციენტების 0,7% აღენიშნა პროტეინურია > 1000 მგ დღეში. შემთხვევათა 90% პროტეინურია აღენიშნა თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე, ასევე კაპტოპრილის მაღალ დოზებზე (>150 მგ დღეში) მყოფ პაციენტებს. პროტეინურიის მქონე პაციენტების დაახლოებით 20%-ს განუვითარდა ნეფროზული სინდრომი. შემთხვევათა უმრავლესობაში, კაპტოპრილის მიღების ფონზე, პროტეინურია უკუვითარდებოდა 6 თვის მანძილზე, პრეპარატის მიღების ან შეწყვეტის მიუხედავად. თირკმლის ფუნქციური მახასიათებლები (შარდოვანას აზოტის და კრეატინინის კონცენტრაცია სისხლში) პროტეინურიის მქონე პაციენტებში, თითქმის ყოველთვის ნორმის ფარგლებში იყო. თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში საჭიროა შარდში ცილის შემცველობის განსაზღვრა მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში, პერიოდულად.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

აგფ-ინჰიბიტორების გამოყენება იშვიათად იწვევდა სინდრომს, რომელიც იწყებოდა ქოლესტაზური სიყვითლით ან ჰეპატიტით და პროგრესირებდა ღვიძლის ფულმინანტურ ნეკროზამდე, ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით. აღნიშნული სინდრომის განვითარების მექანიზმი უცნობია. თუ აგფ-ინჰიბიტორებზე მყოფ პაციენტს აღენიშნება სიყვითლე ან ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მნიშვნელოვანი მატება, კაპტოპრილით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაინიშნოს შესაბამისი დამხმარე თერაპია. პაციენტი უნდა იმყოფებოდეს შესაბამისი მეთვალყურეობის ქვეშ.

ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი/თრომბოციტოპენია/ანემია

აგფ-ინჰიბიტორებზე მყოფ პაციენტებში აღწერილია ნეიტროპენიის/აგრანულოციტოზის, თრომბოციტოპენიისა და ანემიის შემთხვევები. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში და სხვა დარღვევების არარსებობის შემთხვევაში, ნეიტროპენია იშვიათია. თირკმლის უკმარისობის დროს, კაპტოპრილისა და ალოპურინოლის ერთდროული მიღება განაპირობებდა ნეიტროპენიის განვითარებას.

კაპტოპრილი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების მქონე პაციენტებში (სისტემური წითელი მგლურა, სკლეროდერმია და სხვა), რომლებიც ღებულობენ იმუნოსუპრესანტებს, ალოპურინოლს ან პროკაინამიდს, ან აღნიშნული დამამძიმებელი ფაქტორების კომბინაციის დროს, განსაკუთრებით, თუ ადრე, პაციენტს, აღინიშნებოდა თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევები.

ზოგ პაციენტს განუვითარდა სერიოზული ინფექციური დაავადება, რომლებიც, რიგ შემთხვევებში, არ ექვემდებარებოდა ინტენსიურ ანტიბიოტიკოთერაპიას. ნეიტროპენიის/აგრანულოციტოზის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში კაპტოპრილის გამოყენების დროს რეკომენდებულია სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის მუდმივი კონტროლი. საჭიროა პაციენტების გაფრთხილება ინფექციური დაავადების ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ექიმთან მიმართვის თაობაზე.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები/ანგიონევროზული შეშუპება

აგფ-ინჰიბიტორების, კაპტოპრილის ჩათვლით, გამოყენების დროს აღინიშნა სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, სახმო იოგებისა და/ან ხორხის ანგიონევროზული შეშუპება. იგი შეიძლება მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე განვითარდეს, ასევე აგფ ინჰიბიტორებით ხანგრძლივი მკურნალობის დაწყებიდან თვეების ან წლების შემდეგაც.

ანგიონევროზული შეშუპების განვითარების შემთხვევაში საჭიროა, კაპტოპრილის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და სიმპტომების სრულ გაქრობამდე პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება.

სახის შეშუპება როგორც წესი განსაკუთრებულ ჩარევას არ საჭიროებს (სიმპტომების გამოხატულობის შემცირების მიზნით შეიძლება ანტიჰისტამინური საშუალებების გამოყენება). მხოლოდ ენის შეშუპების შემთხვევაში, რესპირატორული დისტრესს-სინდრომის განვითარების გარეშე, საჭიროა პაციენტებზე ხანგრძლივი დაკვირვება, ვინაიდან ანტიჰისტამინებითა და კორტიკოსტეროიდებით თერაპია შესაძლოა საკმარისი არ გამოდგეს.

ანგიონევროზული შეშუპება ხორხისა და ენის შეშუპებით, ძალიან იშვიათად, იწვევს ლეტალურ გამოსავალს. თუ შეშუპება ვრცელდება ენაზე, ხახასა და ხორხზე და არსებობს სასუნთქი გზების ობსტრუქციის საშიშროება, აუცილებელია, დაუყოვნებლივ, კანქვეშ ეპინეფრინის (ადრენალინის) შეყვანა და/ან სასუნთქი გზების გამტარობის აღდგენა (ინტუბაცია ან ტრაქეოსტომია).

ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპების მქონე პაციენტებში, რომელიც აგფ-ინჰიბიტორების მიღებასთან არ იყო დაკავშირებული, აგფ-ინჰიბიტორების მიღების ფონზე მაღალი იყო ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი.

ნეგროიდული რასის წარმომადგენლებში, აგფ-ინჰიბიტორების ფონზე, უფრო ხშირად არის აღწერილი ანგიონევროზული შეშუპების შემთხვევები, ვიდრე სხვა რასის წარმომადგენლებში.

ანგიონევროზული შეშუპების რისკის მატება აღენიშნა პაციენტებს, რომლებიც აგფ-ინჰიბიტორებთან ერთად იღებდნენ ისეთ მედიკამენტებს, როგორიცაა mTOR ინჰიბიტორები (ტემსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი), IV ტიპის დიპეპტიდილმემტიდაზას ინჰიბიტორები (სიტაგლიპტინი, საკსაგლიპტინი, ვილდაგლიპტინი, ლინაგლიპტინი), ესტრამუსტინი, ნეიტრალური ენდოპეპტიდაზების ინჰიბიტორები (რაცეკადოტრილი, საკუბიტრილი) და პლაზმინოგენის ქსოვილოვანი აქტივატორები.

ანაფილაქსიური რეაქციები სიფრიფანაფრთიანების შხამის ალერგენით დენსენსიბილიზაციის დროს

აგფ-ინჰიბიტორების ფონზე, იშვიათად აღინიშნა სიცოცხლისათვის სახიფათო ანაფილაქსიური რეაქცია პაციენტებში, რომლებიც გადიოდნენ დესენსიბილიზაციის კურსს სიფრიფანაფრთიანების შხამის ალერგენით. ასეთ პაციენტებში რეაქციების შეჩერება მოხერხდა აგფ-ინჰიბიტორებით მკურნალობის დროული შეწყვეტით დესენსიბილიზაციის დაწყებამდე. კაპტოპრილის მიღება არ არის რეკომენდებული ფუტკრის შხამით იმუნოთერაპიის შემთხვევაში.

ანაფილაქტოიდური რეაქციები დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (დსლპ-აფერეზა) აფერეზის დროს

დექსტრანის სულფატით დსლპ-აფერეზის დროს აგფ-ინჰიბიტორების მიღების ფონზე იშვიათად აღინიშნა სიცოცხლისთვის სახიფათო ანაფილაქტოიდური რეაქციები. მათი განვითარების პროფილაქტიკა შესაძლებელია დსლპ-აფერეზის ყოველ პროცედურამდე აგფ-ინჰიბიტორებით მკურნალობის დროული შეწყვეტის გზით.

ჰემოდიალიზი მაღალი ნაკადის მემბრანების გამოყენებით

აგფ-ინჰიბიტორებზე მყოფ პაციენტებში ჰემოდიალიზის ჩატარების დროს, თავი უნდა ავარიდოთ მაღალი ნაკადის პოლიაკრილონიტრილის დიალიზური მემბრანების გამოყენებას, რადგან ასეთ შემთხვევაში, მატულობს ანაფილაქტოიდური რეაქციების განვითარების რისკი. ამ დროს საჭიროა სხვა ტიპის დიალიზური მემბრანების ან სხვა კლასის ჰიპოტენზიური საშუალებების გამოყენება.

შაქრიანი დიაბეტი

ორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებზე ან ინსულინზე მყოფ, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, აგფ-ინჰიბიტორების გამოყენების დროს საჭიროა გლუკოზის დონის მუდმივი კონტროლი სისხლში.

აგფ-ინჰიბიტორების გამოყენებამდე საჭიროა ორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებზე ან ინსულინზე მყოფი, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების ინფორმირება გლუკოზის დონის მუდმივი კონტროლის თაობაზე სისხლში (ჰიპოგლიკემია), განსაკუთრებით კომბინაციის პირველი თვის განმავლობაში.

ინსულინური აუტოიმუნური სინდრომი

კაპტოპრილის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ინსულინური აუტოიმუნური სინდრომი. პაციენტები შესაბამისი გენეტიკური ფენოტიპით(მაგალითად ალელი HLA-DR4-ის არსებობა) უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან.

ხველება

აგფ-ინჰიბიტორების ფონზე ხშირად აღინიშნება დამახასიათებელი ხველება. როგორც წესი, იგი არაპროდუქტიულ, მუდმივ ხასიათს ატარებს და ქრება მედიკამენტის მოხსნის შემდეგ. აგფ-ინჰიბიტორებთან დაკავშირებული ხველება გათვალისწინებულ უნდა იქნას მშრალი ხველის დიფერენციალური დიაგნოსტიკის დროს.

ქირურგიული ჩარევა/ზოგადი ანესთეზია

დიდი ქირურგიული ოპერაციების, ასევე ანტიჰიპერტენზიული ეფექტის მქონე ზოგადი საანესთეზიო საშუალებების გამოყენების დროს პაციენტებს აგფ-ინჰიბიტორების ფონზე აღენიშნებათ არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება (რადგან კაპტოპრილი აბლოკირებს ანგიოტენზინ II წარმოქმნას, რენინის კომპენსატორული გამოთავისუფლების გზით). ასეთ შემთხვევაში, ჰიპოტენზიის კორექციის მიზნით გამოიყენება ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია მოცირკულირე სისხლის მოცულობის შევსებისკენ.

ჰიპერკალემია

ზოგჯერ აგფ-ინჰიბიტორების, მათ შორის, კაპტოპრილის მიღების შემთხვევაში, აღინიშნება კალიუმის დონის მატება სისხლის შრატში.

ჰიპერკალიემიის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია: თირკმლის უკმარისობა, ხანდაზმული ასაკი (>65 წელზე), შაქრიანი დიაბეტი, თანმხლები დამამძიმებელი მდგომარეობები (მოცირკულირე სისხლის მოცულობის დაქვეითება, გულის მწვავე უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში, მეტაბოლური აციდოზი), კალიუმშემნახველი დიურეტიკების (როგორიცაა სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის პრეპარატების, კალიუმის შემცველ საკვები მარილის შემცვლელებისა და სისხლის შრატში კალიუმის დონის მატებაზე მოქმედი სხვა პრეპარატების (როგორიცაა ჰეპარინი, ტაკროლიმუსი, ციკლოსპორინი, კოტრიმოქსაზოლის შემცველი პრეპარატები [ტრიმეტოპრიმი + სულფამეტოქსაზოლი]) ერთდროული გამოყენება.

კალიუმის დანამატების, კალიუმშემნახველი დიურეტიკების ან კალიუმის შემცველი საკვები მარილის შემცვლელების გამოყენება, განსაკუთრებით, თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში, განაპირობებს კალიუმის დონის მნიშვნელოვან მატებას სისხლის შრატში. ჰიპერკალიემიამ შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის სერიოზული დარღვევა, ლეტალური გამოსავლით. რეკომენდებულია თავიდან იქნას აცილებული კალიუმშემნახველი დიურეტიკებისა და კალიუმის პრეპარატების კომბინაციაში გამოყენება. კაპტოპრილისა და ზემოთ ჩამოთვლილი კალიუმის შემცველი პრეპარატების, ან იმ სამკურნალო საშუალებების, რომლებიც ზრდიან კალიუმის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში კომბინირების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა სიფრთხილე და კალიუმის დონის მუდმივი კონტროლი.

ჰიპოკალემია

აგფ-ინჰიბიტორების თიაზიდურ დიურეტიკებთან კომბინირების შემთხვევაში არ არის გამორიცხული ჰიპოკალემიის განვითარების რისკი. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში საჭიროა თერაპიის დროს კალიუმის დონის მუდმივი კონტროლი.

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკირება

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე (რაას ორმაგი ბლოკირება) მოქმედი მედიკამენტების სხვადასხვა ჯგუფის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან შესაძლოა მოხდეს ისეთი გვერდითი ეფექტების სიხშირის მატება, როგორიცაა არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპერკალემია, თირკმლის ფუნქციის დაქვეითება (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით). აგფ-ინჰიბიტორების კომბინირება ალისკირენის შემცველ პრეპარატებთან უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტის და/ან თირკმლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობის (კკ <60 მლ/წთ/1,73მ2 სხეულის ფართობზე) მქონე და სხვა პაციენტებში.

აგფ-ინჰიბიტორების ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებთან კომბინირება დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში უკუნაჩვენებია, ხოლო სხვა პაციენტებისთვის არ არის რეკომენდირებული.

რაას-ზე მოქმედი 2 მედიკამენტის ერთდროული გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში მათი მიღება უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, განსაკუთრებული სიფრთხილით და თირკმლის ფუნქციის, არტერიული წნევისა და პლაზმაში ელექტროლიტების რაოდენობის მუდმივი კონტროლით.

ლითიუმის პრეპარატები

კაპტოპრილისა და ლითიუმის შემცველი პრეპარატების ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული, უკანასკნელის ტოქსიკურობის პოტენცირების მაღალი რისკის გამო.

ეთნიკური განსხვავებები

აგფ-ინჰიბიტორები ნაკლებად ეფექტურია ნეგროიდული რასის წარმომადგენლებში, ევროპეიდული რასისგან განსხვავებით, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია რენინის ნაკლებ აქტივობასთან ნეგროიდული რასის წარმომადგენლებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკირება:

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკირება ანგიოტენზინი II-ის რეცეპტორების ანტაგონისტების, აგფ-ინჰიბიტორების ან ალისკირენის (რენინის ინჰიბიტორი) გამოყენებით ასოცირდება არტერიული ჰიპოტენზიის, გულის წასვლის, ჰიპერკალემიისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევის (თირკმლის უკმარისობის ჩათვლით) განვითარების მაღალ რისკთან. საჭიროა არტერიული წნევის, თირკმელების ფუნქციისა და სისხლში ელექტროლიტების დონის მუდმივი კონტროლი პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ კაპტოპრილს რაას-ზე მოქმედ პრეპარატებთან კომბინაციაში.

აგფ-ინჰიბიტორების ალისკირენის შემცველ პრეპარატებთან კომბინირება უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტის და/ან თირკმლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი (კკ) 60 მლ/წთ/1,73 მ2 ფართობზე) მქონე და სხვა პაციენტებში.

აგფ-ინჰიბიტორების ანგიოტენზინი II-ის რეცეპტორების ანტაგონისტებთან (აIIრა) კომბინაცია უკუნაჩვენებია დიაბეტური ნეფროპათიის მქონე და სხვა პაციენტებში.

კალიუმშემნახველი დიურეტიკები, კალიუმის პრეპარატები, კალიუმის შემცველი საკვები მარილის შემცვლელები და სხვა პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის შრატში კალიუმის დონის მატებაზე:

კაპტოპრილის კალიუმშემნახველ დიურეტიკებთან (როგორიცაა სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის პრეპარატებთან, კალიუმის შემცველ საკვები მარილის შემცვლელებთან და სისხლის შრატში კალიუმის დონის მატებაზე მოქმედ სხვა პრეპარატებთან (ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, ჰეპარინი, ტაკროლიმუსი, ციკლოსპორინი, კოტრიმოქსაზოლის შემცველი პრეპარატები [ტრიმეტოპრიმი + სულფამეტოქსაზოლი]) ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კალიუმის დონის მნიშვნელოვანი მატება სისხლის პლაზმაში. კაპტოპრილის კალიუმშემნახველ დიურეტიკებთან (როგორიცაა ტრიამტერენი, სპირონოლაქტონი, ამილორიდი), კალიუმის პრეპარატებთან, კალიუმის შემცველ საკვები მარილის შემცვლელებთან (შეიცავენ მნიშვნელოვანი რაოდენობით კალიუმის იონებს) კომბინირება დასაშვებია მხოლოდ დადასტურებული ჰიპოკალემიის დროს, რადგან მათი ერთდროული მიღება ზრდის ჰიპერკალემიის განვითარების რისკს.

კალიუმის დამზოგველი (თიაზიდური და მარყუჟოვანი) დიურეტიკები

პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს, კაპტოპრილს შეუძლია ანტიჰიპერტენზიული ეფექტის პოტენცირება გამოიწვიოს. იგივე ეფექტი დგება საჭმელი მარილის შეზღუდვის (უმარილო დიეტა), ჰემოდიალიზის შემთხვევაშიც. ჩვეულებრივ, არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება ხდება კაპტოპრილის პირველი დოზის მიღებიდან პირველი საათის განმავლობაში.

სხვა ჰიპოტენზიური სამკურნალო საშუალებები

ჯამური ეფექტი შეიძლება აღინიშნოს კაპტოპრილისა და სხვა ჰიპოტენზიური თერაპიული საშუალებების კომბინირების დროს.

კაპტოპრილი შეიძლება თავისუფლად დაინიშნოს სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთად (როგორიცაა ბეტა-ადრენობლოკატორები ან კალციუმის “ნელი” არხების გახანგრძლივებული მოქმედების ბლოკატორები). სიფრთხილეა საჭირო კაპტოპრილისა (დიურეტიკებით ან მათ გარეშე) და სიმპათიკურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი (მაგ.: განგლიობლოკატორები, ალფა-ადრენობლოკატორები) საშუალებების კომბინირების დროს.

ვაზოდილატატორები

ვაზოდილატატორები (მაგ.: ნიტროგლიცერინი) კაპტოპრილთან კომბინაციაში უნდა დაინიშნოს მინიმალური ეფექტური დოზით, არტერიული წნევის ძლიერი დაქვეითების რისკის გამო.

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები/ნეიროლეპტიკები

შესაძლოა აგფ-ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გაძლიერება (არტერიული წნევის შემდგომი დაქვეითება ერთდროული მიღების დროს) და ორთოსტატული ჰიპოტენზიის განვითარების რისკის ზრდა.

ალფა- და ბეტა-ადრენომიმეტიკები

ალფა- და ბეტა-ადრენომიმეტიკები (სიმპატომიმეტიკები), როგორიცაა ეპინეფრინი (ადრენალინი), იზოპროტრენოლი, დობუტამინი, დოფამინი, განაპირობებს აგფ-ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტის დაქვეითებას.

ლითიუმის პრეპარატები

აგფ-ინჰიბიტორების (განსაკუთრებით დიურეტიკებთან ერთად) და ლითიუმის პრეპარატების ერთდროული მიღების დროს შეიძლება აღინიშნოს ლითიუმის მატება სისხლის შრატში და, შედეგად, ლითიუმის პრეპარატების კარდიოტოქსიური და ნეიროტოქსიკური მოქმედებების გაძლიერება. ლითიუმის შემცველი პრეპარატებისა და აგფ-ინჰიბიტორების კომბინირების საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია სისხლის შრატში ლითიუმის დონის პერიოდული კონტროლი.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს), ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) სელექტიური ინჰიბიტორებისა და აცეტილსალიცილის მჟავას მაღალი დოზების (≥ 3 გ/დღეში) ჩათვლით

აასს, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) სელექტიური ინჰიბიტორები და აცეტილსალიცილის მჟავა 3 გ-იდან/დღეში დოზით აქვეითებენ დიურეტიკებისა და სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს. კაპტოპრილისა და ინდომეტაცინის (შესაძლოა სხვა აასს-საც, მაგ.: აცეტილსალიცილის მჟავა) კომბინირების დროს შეიძლება აღინიშნოს ანტიჰიპერტენზიული ეფექტის დაქვეითება, განსაკუთრებით რენინის დაბალი აქტივობით მიმდინარე არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პირებში. რისკფაქტორების მქონე პაციენტებში (ხანდაზმული, ჰიპოვოლემიის მქონე, დიურეტიკებზე მყოფი ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები) არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისა (ციკლოოქსიგენაზა-2-ის ჩათვლით) და აგფ-ინჰიბიტორების კომბინირებამ შეიძლება თირკმლის ფუნქციის გაუარესება გამოიწვიოს, თირკმლის მწვავე უკმარისობამდეც კი. ჩვეულებრივ, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ასეთ შემთხვევაში, შექცევადია. კაპტოპრილისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების კომბინირების დროს საჭიროა თირკმლის ფუნქციის პერიოდული კონტროლი.

კაპტოპრილის გამოყენება აცეტილსალიცილის მჟავასთან, როგორც ანტიაგრეგაციულ საშუალებასთან, უკუნაჩვენები არ არის.

ჰიპოგლიკემიური საშუალებები

აგფ-ინჰიბიტორები, კაპტოპრილის ჩათვლით, იწვევენ ინსულინისა და ორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების (როგორიცაა სულფონილშარდოვანას წარმოებულები) ჰიპოგლიკემიური ეფექტის პოტენცირებას. შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებში, რომლებიც ღებულობენ ორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს ან ინსულინს, საჭიროა სისხლში გლუკოზის დონის მუდმივი მონიტორინგი, განსაკუთრებით კაპტოპრილის მიღების პირველი თვის განმავლობაში და საჭიროების შემთხვევაში, ჰიპოგლიკემიური საშუალების დოზის კორექცია.

ალოპურინოლი, პროკაინამიდი, ციტოსტატიკები, იმუნოდეპრესანტები, გლუკოკორტიკოიდები (სისტემური გამოყენების)

კაპტოპრილის ალოპურინოლთან ან პროკაინამიდთან კომბინირება ზრდის ნეიტროპენიის/აგრანულოციტოზის და/ან სტივენს-ჯონსონის სინდრომის განვითარების რისკს. იმუნოდეპრესანტებთან (მაგ.: ციკლოფოსფამიდი ან აზათიოპრინი) ერთად კაპტოპრილის მიღების დროს მატულობს ჰემატოლოგიური გართულებების რისკი.

ოქროს პრეპარატები

პარენტერალური ოქროს პრეპარატების(ნატრიუმის აუროთიომალატი) აგფ-ინჰიბიტორებთან, კაპტოპრილის ჩათვლით კომბინირების შემთხვევაში აღწერილია სიმპტომოკომპლექსი (ნიტრატის მსგავსი რეაქციები), რაც მოიცავს სისხლის გაძლიერებულ „მოდინებას“ სახის მიდამოში, გულისრევას, ღებინებას და არტერიულ ჰიპოტენზიას.

mTOR-ის ინჰიბიტორები (mammalian Target Rapamycin- რაპამიცინის სამიზნე ძუძუმწოვრებში) (მაგ.: ტემსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი)

პაციენტებს, რომლებიც ღებულობდნენ აგფ-ინჰიბიტორებს mTOR-ის ინჰიბიტორებთან (ტემსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი) კომბინაციაში, აღენიშნათ ანგიონევროზული შეშუპების სიხშირის მატება.

IV ტიპის დიპეპტიდილპეპტიდაზას ინჰიბიტორები (დპპ-IV) (გლიპტინები), მაგ.: სიტაგლიპტინი, საქსაგლიპტინი, ვილდაგლიპტინი, ლინაგლიპტინი

პაციენტებს, რომლებიც ღებულობდნენ აგფ-ინჰიბიტორებს IV ტიპის დიპეპტიდილპეპტიდაზას ინჰიბიტორებთან (გლიპტინები) კომბინაციაში, აღენიშნათ ანგიონევროზული შეშუპების სიხშირის მატება.

ესტრამუსტინი

აღინიშნა ანგიონევროზული შეშუპების სიხშირის მატება აგფ-ინჰიბიტორებთან კომბინაციაში.

ნეიტრალური ენდოპეპტიდაზას (ნეპ) ინჰიბიტორები

არსებობს მონაცემები ანგიონევროზული შეშუპების რისკის მატების შესახებ აგფ-ინჰიბიტორებისა და რაცეკადოტრილის (ენკეფალინაზას ინჰიბიტორი) კომბინირების დროს.

აგფ-ინჰიბიტორებისა და საკუბიტრილის (ნეპრილიზინის ინჰიბიტორი) შემცველი პრეპარატების ერთდროული მიღების შემთხვევაში მატულობს ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი, რის გამოც, მათი კომბინირება უკუნაჩვენებია. აგფ-ინჰიბიტორების დანიშვნა უნდა მოხდეს საკუბიტრილის შემცველი პრეპარატების მოხსნიდან მინიმუმ 36 საათის შემდეგ. საკუბიტრილის შემცველი მედიკამენტების დანიშვნა უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებიც ღებულობენ აგფ-ინჰიბიტორებს, ასევე აგფ-ინჰიბიტორების მოხსნიდან 36 საათის განმავლობაში.

პლაზმინოგენის ქსოვილოვანი აქტივატორები

ობსერვაციულ კვლევებში გამოვლენილ იქნა ანგიონევროზული შეშუპების სიხშირის მატება იშემიური ინსულტის თრომბოლიზური თერაპიის მიზნით ალტეპლაზას მიღების შემდეგ პაციენტებში, რომლებიც გადიოდნენ თერაპიას აგფ-ინჰიბიტორებით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ლაქტაციის პერიოდი;

18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის);

ლაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი და გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბციის სინდრომი.

სიფრთხილით გამოიყენება

არტერიული ჰიპოტენზიის,

გულის ქრ. უკმარისობის,

გულის იშემიური დაავადების ან ცერებრო-ვასკულარული დაავადებების,

პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის,

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის,

შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების (სისტემური წითელი მგლურა, სკლეროდერმია და სხვა), ძვლის ტვინში სისხლწარმოქმნის დათრგუნვის, იმუნოსუპრესიული თერაპიის, ალოპურინოლის ან პროკაინამიდის მიღების ან აღნიშნული ფაქტორების კომბინაციის (ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი),

თირკმლის ფუნქციის დარღვევის,

ჰემოდიალიზის,

ჰიპერკალიემიის,

შაქრიანი დიაბეტის,

დამძიმებული ალერგიული ანამნეზის ან ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპების,

სიფრიფანაფრთიანების შხამის ალერგენით დენსენსიბილიზაციის ერთდროული ჩატარების,

დექსტრანის სულფატით დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (დსლპ) აფერეზის პროცედურის ერთდროული ჩატარების,

მაღალი დინების მემბრანების გამოყენებით ჰემოდიალიზის,

მოცირკულირე სისხლის მოცულობის დაქვეითების (მათ შორის დიურეტიკებით თერაპია, უმარილო დიეტა, დიარეა ან ღებინება),

დიდი ქირურგიული ჩარევის ან ზოგადი ანესთეზიის,

ერთდროული მიღება კალიუმშემნახველი დიურეტიკების, კალიუმის პრეპარატების, კალიუმის შემცველი საკვები მარილის შემცვლელების,

ლითიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენების,

ნეგროიდული რასის წარმომადგენლებში გამოყენების,

ასაკოვან (> 65 წელზე) პაციენტებში გამოყენების დროს.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:

ორსულობა

კაპტოპრილის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში.

არ შეიძლება კაპტოპრილის გამოყენება ორსულობის I ტრიმესტრში. შესაბამისი კონტროლირებადი კვლევები აგფ-ინჰიბიტორების ორსულობის პერიოდში გამოყენების შესახებ არ ჩატარებულა. შეზღუდული რაოდენობით არსებული კვლევები I ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენების თაობაზე მოწმობს, რომ აგფ-ინჰიბიტორების გამოყენება არ იწვევს ნაყოფის განვითარების მანკების ჩამოყალიბებას, რაც შეიძლება მათ ფეტოტოქსიკურობასთან იყოს დაკავშირებული. ეპიდემიოლოგიური მონაცემები, რომლებიც მოწმობდნენ აგფ-ინჰიბიტორების ტერატოგენურობას, არადამაჯერებელი იყო, თუმცა რისკის გარკვეული მატების გამორიცხვა შეუძლებელია.

აგფ-ინჰიბიტორების ხანგრძლივმა გამოყენებამ II და III ტრიმესტრებში შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების დარღვევა (თირკმელების ფუნქციის დაქვეითება, ოლიგოჰიდრამნიონი, თავის ქალას ძვლების გაძვალების შენელება), ნაყოფის სიკვდილი და გართულებები ახალშობილობის პერიოდში (ნეონატალური თირკმლის უკმარისობა, არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპერკალემია).

თუ ორსულობა კაპტოპრილის მიღების პერიოდში დადგა, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა სასწრაფოდ და მუდმივი დაკვირვება ნაყოფის განვითარებაზე. თუ პაციენტი იღებდა კაპტოპრილს ორსულობის II და III ტრიმესტრებში, რეკომენდებულია ულტრაბგერით გამოკვლევის ჩატარება, ნაყოფის ქალას ძვლების მდგომარეობისა და თირკმელების ფუნქციის შესაფასებლად. საჭიროა იმ ახალშობილებილთა დეტალური გამოკვლევა, რომელთა მშობლებიც იღებდნენ კაპტოპრილს ორსულობის პერიოდში, რათა გამოვლენილ იქნას არტერიული ჰიპოტენზია, ოლიგურია და ჰიპერკალემია.

ქალებმა, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, არ უნდა მიიღონ აგფ-ინჰიბიტორები (კაპტოპრილის ჩათვლით). საჭიროა რეპროდუქციული ასაკის ქალების გაფრთხილება აგფ-ინჰიბიტორების (კაპტოპრილის ჩათვლით) პოტენციური რისკების შესახებ ორსულობის პერიოდში. თუ აგფ-ინჰიბიტორების მიღება აუცილებელია, მაშინ, პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, გადაყვანილ უნდა იქნენ ორსულობის პერიოდში დადასტურებული უსაფრთხოების პროფილის მქონე ალტერნატიულ თერაპიულ საშუალებებზე.

ლაქტაციის პერიოდი

მიღებული კაპტოპრილის დაახლოებით 1% გადადის დედის რძეში. ბავშვებში სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარების რიკის არსებობის გამო, ძუძუთი კვება ან კაპტოპრილის მიღება უნდა შეწყდეს ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავის შეკავება სატრანსპორტო საშუალებებისა და პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვისგან, რომლებიც ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას საჭიროებენ, რადგან შესაძლოა თავბრუსხვევის განვითარება, განსაკუთრებით საწყისი დოზის მიღების შემდეგ.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, <1/10), ზომიერი სიხშირის (≥1/1 000, < 1/100), იშვიათი

(≥1/10 000, <1/1 000), ძალიან იშვიათი (<1/10 000), სიხშირე უცნობია (დაუდგენელია, არსებული მონაცემების საფუძველზე).

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივი დარღვევები

ძალიან იშვიათად: ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი, პანციტოპენია - განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ანემია (აპლასტიური და ჰემოლიზური ანემია), თრომბოციტოპენია, ლიმფური ჯირკვლების გადიდება, ეოზინოფილია, აუტოიმუნური დარღვევები და/ან ბირთვის საწინააღმდეგო ანტისხეულების დადებითი ტიტრი.

ნივთიერებათა ცვლისა და კვების დარღვევები

იშვიათად: ანორექსია.

ძალიან იშვიათად: ჰიპერკალემია, ჰიპოგლიკემია.

უცნობი: ინსულინური აუტოიმუნური სინდრომი

ფსიქიკის დარღვევა

ხშირად: ძილის დარღვევა.

ძალიან იშვიათად: ამენცია, დეპრესია.

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

ხშირად: გემოვნების დარღვევა, თავბრუსხვევა.

იშვიათად: ძილიანობა, თავის ტკივილი, პარესთეზია.

ძალიან იშვიათად: ცერებრო-ვასკულარული მოვლენები, მათ შორის ინსულტი, გულის წასვლა.

მხედველობის ორგანოს მხრივ დარღვევები:

ძალიან იშვიათად: მხედველობის სიმახვილის დაქვეითება.

გულის მხრივ დარღვევები:

ზომიერი სიხშირით: ტაქიკარდია ან ტაქიარითმია, არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება, სტენოკარდია, გულისცემის გაძლიერება.

ძალიან იშვიათად: გულის გაჩერება, კარდიოგენური შოკი.

სისხლძარღვების დაზიანება:

ზომიერი სიხშირით: რეინოს სინდრომი, “ალები”, სიფერმკრთალე.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ღრუსა და შუასაყრის ორგანოებისმხრივი დარღვევები:

ხშირად: ხველება (მშრალი, არაპროდუქტიული), ქოშინი.

ძალიან იშვიათად: ბრონქოსპაზმი, რინიტი, ალერგიული ალვეოლიტი/ეოზინოფილური პნევმონია.

კუჭ-ნაწლავის მხრივი დარღვევები:

ხშირად: გულისრევა, ღებინება, კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, მუცლის ტკივილი, დიარეა, ყაბზობა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე.

იშვიათად: სტომატიტი/აფთოზური წყლულები.

ძალიან იშვიათად: გლოსიტი, კუჭის წყლულოვანი დაავადება, პანკრეატიტი.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივი დარღვევები:

ძალიან იშვიათად: ღვიძლის დისფუნქცია და ქოლესტაზი (მათ შორის სიყვითლე), ჰეპატიტი, ნეკროზულის ჩათვლით, ღვიძლის ფერმენტების აქტივობისა და ბილირუბინის დონის მატება.

კანისა და კანქვეშა ქსოვილებისმხრივი დარღვევები:

ხშირად: ქავილი გამონაყრით და მის გარეშე, გამონაყარი კანზე, ალოპეცია.

ზომიერი სიხშირით: კიდურების, სახის, ტუჩების, ლორწოვანი გარსის, ენის, ხახისა და ხორხის ანგიონევროზული შეშუპება.

ძალიან იშვიათად: ჭინჭრის ციება, სტივენს-ჯონსის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, სინათლისადმი მგრძნობელობა, ერითროდერმია, კანის ბუშტუკოვანი დაზიანება და ექსფოლიაციური დერმატიტი.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილისმხრივი დარღვევები:

ძალიან იშვიათად: კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი.

თირკმლისა და შარდგამომყოფი გზებისმხრივი დარღვევები:

იშვიათად: თირკმლის ფუნქციის დარღვევა (თირკმლის უკმარისობის ჩათვლით), პოლიურია, ოლიგურია, გახშირებული შარდვა.

ძალიან იშვიათად: ნეფროზული სინდრომი

სარძევე ჯირკვლების და რეპროდუქციული სისტემის მხრივ დარღვევები

ძალიან იშვიათად: იმპოტენცია, გინეკომასტია

სისტემური დარღვევები:

ზომიერი სიხშირით: ტკივილი გულმკერდის არეში, დაღლილობა, ზოგადი სისუსტე.

ძალიან იშვიათად: ცხელება.

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები:

ძალიან იშვიათად: პროტეინურია, ეოზინოფილია, კალიუმის დონის მატება სისხლში, ჰიპონატრემია, შარდოვანას აზოტის მატება სისხლის პლაზმაში, კრეატინინისა და ბილირუბინის კონცენტრაციების მატება სისხლის შრატში, ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დაქვეითება, ლეიკოციტოპენია და თრომბოციტოპენია, ბირთვის საწინააღმდეგო ანტისხეულების ტიტრის მატება, ედრ-ის მატება.

ჰიპერდოზირება:

სიმპტომები: არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, შოკი, სტუპორი, ბრადიკარდია, წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ადსორბენტებისა და ნატრიუმის სულფატის შეყვანა პრეპარატის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარისა და პლაზმის სხვა შემცვლელების შეყვანა (წინასწარ დააწვინეთ პაციენტი, ააწევინეთ ფეხები და შემდეგ ჩაატარეთ მოცირკულირე სისხლის შევსება), ჰემოდიალიზი. ბრადიკარდიის ან გამოხატული ვაგუსური რეაქციების დროს - ატროპინის შეყვანა. შესაძლოა განხილულ იქნას ელექტროკარდიოსტიმულატორის გამოყენება. კაპტოპრილის ორგანიზმიდან გამოსადევნად პერიტონეული დიალიზი არაეფექტურია.

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: კაპტოპრილი 25 მგ / 50 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, კარტოფილის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

აღწერილობა:

25 მგ ტაბლეტები: თეთრი ან თეთრი კრემოვანი ელფერით, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები ნაზოლით, რომელიც აადვილებს ტაბლეტის გაყოფას.

50 მგ ტაბლეტები: თეთრი ან თეთრი კრემოვანი ელფერით, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები ნაზოლით, რომელიც აადვილებს ტაბლეტის გაყოფას.

ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი:

ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორი.

ათქ კოდი: C09AA01

შენახვის პირობები

2 წელი.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

ფარმაკოლოგიური თვისებები

მოქმედების მექანიზმი

კაპტოპრილი - ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) მაღალსელექტიური კონკურენტული ინჰიბიტორია. იგი ამცირებს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) აქტივობას. აგფ-ის ინჰიბირების გზით, კაპტოპრილი თრგუნავს ანგიოტენზინ I-ის გარდაქმნას ანგიოტენზინ II-ად და ხსნის ამ უკანასკნელის ვაზოკონსტრიქციულ გავლენას არტერიებსა და ვენებზე. ანგიოტენზინ II კონცენტრაციის შემცირების შედეგად სისხლის პლაზმაში მეორადად მატულობს რენინის აქტივობა (უარყოფითი უკუკავშირის მექანიზმი) და ქვეითდება ალდოსტერონის გამომუშავება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში. კაპტოპრილის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი არ არის დამოკიდებული სისხლის პლაზმაში რენინის აქტივობაზე. არტერიული წნევის დაქვეითება აღინიშნება ჰორმონის როგორც ნორმალური, ისე დაქვეითებული აქტივობის დროსაც, რაც განპირობებულია ქსოვილოვან რაა-სისტემაზე გავლენით.

კაპტოპრილი ამცირებს ბრადიკინინის აგფ დეგრადაციას და ზრდის მის რაოდენობას ქსოვილებში. აგფ-ის ინჰიბირების შედეგად მატულობს მოცირკულირე და ქსოვილოვანი კალიკრეინ-კინინური სისტემის აქტივობა, რაც ხელს უწყობს პერიფერიულ ვაზოდილატაციას, ბრადიკინინის (პეპტიდი, რომელიც გამოხატული ვაზოდილატაციური თვისებით ხასიათდება) დაგროვებისა და პროსტაგლანდინი E2-ის სინთეზის გაძლიერების ხარჯზე. აღნიშნულ მექანიზმს გარკვეული წვლილი შეაქვს კაპტოპრილის ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებაში და, ამასთანავე, წარმოადგენს ზოგი გვერდითი ეფექტის მიზეზსაც.

არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში კაპტოპრილი აქვეითებს არტერიულ წნევას (აწ) გულისცემის სიხშირის კომპენსატორული მატებისა და სითხისა და ნატრიუმის იონების ორგანიზმში შეკავების გარეშე. ორალურად ერთჯერადი მიღების შემთხვევაში, ანტიჰიპერტენზიული ეფექტი 60-90 წუთის შემდეგ დგება. არტერიული წნევის დაქვეითების ხარისხი ერთნაირია, პაციენტის როგორც მდგომიარე, ისე მწოლიარე მდგომარეობაში. ანტიჰიპერტენზიული ეფექტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე. კაპტოპრილის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს დროთა განმავლობაში და მიაღწიოს ოპტიმალურ მაჩვენებლებს თერაპიის დაწყებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში. ორთოსტატული ჰიპოტენზია იშვიათად ვითარდება, ძირითადად, მოცირკულირე სისხლის დაქვეითებული მოცულობის მქონე პაციენტებში. კაპტოპრილის მიღების უეცარი შეწყვეტა, როგორც წესი, არ იწვევს “მოხსნის’ სინდრომის განვითარებას.

არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, კაპტოპრილი ზრდის სისხლის მიმოქცევას თირკმელში, ამასთან გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე, ჩვეულებრივ, არ იცვლება. ხანგრძლივი გამოყენების ფონზე, ის ამცირებს მარცხენა პარკუჭის მიოკარდიუმის ჰიპერტროფიას.

სუბლინგვური გამოყენების შემთხვევაში, გაურთულებელი ჰიპერტონული კრიზის მქონე პაციენტებში, ანტიჰიპერტენზიული მოქმედება აღინიშნება 15-30 წუთში, მაქსიმალური ეფექტი, კი - 60-90 წუთში დგება.

გულის ქრონიკული უკმარისობის (გქუ) მქონე პაციენტებში კაპტოპრილი ამცირებს სისხლძარღვთა საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას (სსპწ) და ზრდის ვენურ მოცულობას (ამცირებს რა გულის პრე- და პოსტდატვირთვას), აქვეითებს წნევას მარჯვენა წინაგულში და სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში, ზრდის გულის წუთმოცულობას და აუმჯობესებს ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვისადმი.

მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტის შემდეგ, მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის მქონე (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია ≤ 40%) პაციენტებზე ჩატარებულ პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, კაპტოპრილმა გაზარდა გადარჩენის მაჩვენებელი, შეანელა კლინიკურად გამოხატული გულის უკმარისობის განვითარება დ შეამცირა გულის უკმარისობით განპირობებული ჰოსპიტალიზაციათა რაოდენობა.

მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტებზე ჩატარებულ სხვა პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, გამოვლინდა, რომ კაპტოპრილი (ინფარქტის განვითარებიდან 24 საათში დაწყებული და 1 თვის მანძილზე გაგრძელებული თერაპიის ფონზე), პლაცებოსთან შედარებით, მნიშვნელოვნად ამცირებდა საერთო სიკვდილიანობის მაჩვენებელს 5 კვირის შემდეგ. კაპტოპრილის კეთილსაიმედო გავლენა საერთო სიკვდილიანობაზე ნარჩუნდება მკურნალობიდან 1 წლის განმავლობაშიც კი. არ არსებობს მონაცემები მკურნალობის პირველ დღეს ადრეულ სიკვდილიანობაზე პრეპარატის არაკეთილსაიმედო გავლენის შესახებ.

კაპტოპრილი ხასიათდება კარდიოპროტექტორული მოქმედებით პაციენტის ასაკისა და სქესის, ინფარქტის ლოკალიზაციისა და ინფარქტის შემდგომ პერიოდში დადასტურებული სამკურნალო ეფექტის მქონე სხვა მედიკამენტებთან (თრომბოლიზური საშუალებები, ბატა-ბლოკატორები, აცეტილსალიცილის მჟავა) კომბინაციის მიუხედავად.

დიაბეტური ნეფროპათიით, რეტინოპათიითა და ≥ 500 მგ/დღეში პროტეინურიით მიმდინარე I ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში კაპტოპრილმა გამოიწვია პროტეინურიის შემცირება და დიაბეტური ნეფროპათიის პროგრესირების შენელება.

კაპტოპრილის გავლენა თირკმლის ფუნქციის შენარჩუნებაზე დამატებით უპირატესობას წარმოადგენს, რაც არტერიული წნევის დაქვეითების ხარჯზე მიიღწევა.

კაპტოპრილის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში დადგენილი არ არის.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვადობა

კაპტოპრილი ფარმაკოლოგიურ აქტივობას შიგნით მიღების შემდეგ ავლენს, ბიოტრანსფორმაციას არ საჭიროებს. საშუალო ბიოშეღწევადობა დაახლოებით 75% შეადგენს. საკვებთან ერთად მიღება დაახლოებით 30-40%-ით აქვეითებს მის შეწოვას. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 60-90 წუთში.

გადანაწილება

პრეპარატის დაახლოებით 25 - 30% უკავშირდება პლაზმის ცილებს. კლინიკამდელი კვლევებით დადგენილ იქნა, რომ კაპტოპრილი არ გადის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს. მიღებული დოზის 0,002%-ზე ნაკლები გადადის დედის რძეში.

გამოყოფა

კაპტოპრილის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს დაახლოებით 2 საათს. პრეპარატი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა, 50%-მდე - უცვლელი, ხოლო, დანარჩენი - მეტაბოლიტების სახით. დაახლოებით 95% გამოიდევნება თირკმელებით 24 საათის განმავლობაში, საიდანაც 40-50% უცვლელი, ხოლო, დანარჩენი - მეტაბოლიტების სახითაა.

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები განსაკუთრებულ პოპულაციაში

თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტები

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს კაპტოპრილი განიცდის კუმულაციას, ამიტომ, თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში საჭიროა მისი დოზის შემცირება და/ან მიღებათა შორის ინტერვალის გაზრდა.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

კაპტოპრილი

Captopril

სავაჭრო დასახელება: კაპტოპრილი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: კაპტოპრილი.

სამკურნალწამლო ფორმა: ტაბლეტები.

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: კაპტოპრილი 25 მგ / 50 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, კარტოფილის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

აღწერილობა:

25 მგ ტაბლეტები: თეთრი ან თეთრი კრემოვანი ელფერით, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები ნაზოლით, რომელიც აადვილებს ტაბლეტის გაყოფას.

50 მგ ტაბლეტები: თეთრი ან თეთრი კრემოვანი ელფერით, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები ნაზოლით, რომელიც აადვილებს ტაბლეტის გაყოფას.

ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი:

ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორი.

ათქ კოდი: C09AA01

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

კაპტოპრილი - ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) მაღალსელექტიური კონკურენტული ინჰიბიტორია. იგი ამცირებს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) აქტივობას. აგფ-ის ინჰიბირების გზით, კაპტოპრილი თრგუნავს ანგიოტენზინ I-ის გარდაქმნას ანგიოტენზინ II-ად და ხსნის ამ უკანასკნელის ვაზოკონსტრიქციულ გავლენას არტერიებსა და ვენებზე. ანგიოტენზინ II კონცენტრაციის შემცირების შედეგად სისხლის პლაზმაში მეორადად მატულობს რენინის აქტივობა (უარყოფითი უკუკავშირის მექანიზმი) და ქვეითდება ალდოსტერონის გამომუშავება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში. კაპტოპრილის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი არ არის დამოკიდებული სისხლის პლაზმაში რენინის აქტივობაზე. არტერიული წნევის დაქვეითება აღინიშნება ჰორმონის როგორც ნორმალური, ისე დაქვეითებული აქტივობის დროსაც, რაც განპირობებულია ქსოვილოვან რაა-სისტემაზე გავლენით.

კაპტოპრილი ამცირებს ბრადიკინინის აგფ დეგრადაციას და ზრდის მის რაოდენობას ქსოვილებში. აგფ-ის ინჰიბირების შედეგად მატულობს მოცირკულირე და ქსოვილოვანი კალიკრეინ-კინინური სისტემის აქტივობა, რაც ხელს უწყობს პერიფერიულ ვაზოდილატაციას, ბრადიკინინის (პეპტიდი, რომელიც გამოხატული ვაზოდილატაციური თვისებით ხასიათდება) დაგროვებისა და პროსტაგლანდინი E2-ის სინთეზის გაძლიერების ხარჯზე. აღნიშნულ მექანიზმს გარკვეული წვლილი შეაქვს კაპტოპრილის ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებაში და, ამასთანავე, წარმოადგენს ზოგი გვერდითი ეფექტის მიზეზსაც.

არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში კაპტოპრილი აქვეითებს არტერიულ წნევას (აწ) გულისცემის სიხშირის კომპენსატორული მატებისა და სითხისა და ნატრიუმის იონების ორგანიზმში შეკავების გარეშე. ორალურად ერთჯერადი მიღების შემთხვევაში, ანტიჰიპერტენზიული ეფექტი 60-90 წუთის შემდეგ დგება. არტერიული წნევის დაქვეითების ხარისხი ერთნაირია, პაციენტის როგორც მდგომიარე, ისე მწოლიარე მდგომარეობაში. ანტიჰიპერტენზიული ეფექტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე. კაპტოპრილის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს დროთა განმავლობაში და მიაღწიოს ოპტიმალურ მაჩვენებლებს თერაპიის დაწყებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში. ორთოსტატული ჰიპოტენზია იშვიათად ვითარდება, ძირითადად, მოცირკულირე სისხლის დაქვეითებული მოცულობის მქონე პაციენტებში. კაპტოპრილის მიღების უეცარი შეწყვეტა, როგორც წესი, არ იწვევს “მოხსნის’ სინდრომის განვითარებას.

არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, კაპტოპრილი ზრდის სისხლის მიმოქცევას თირკმელში, ამასთან გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე, ჩვეულებრივ, არ იცვლება. ხანგრძლივი გამოყენების ფონზე, ის ამცირებს მარცხენა პარკუჭის მიოკარდიუმის ჰიპერტროფიას.

სუბლინგვური გამოყენების შემთხვევაში, გაურთულებელი ჰიპერტონული კრიზის მქონე პაციენტებში, ანტიჰიპერტენზიული მოქმედება აღინიშნება 15-30 წუთში, მაქსიმალური ეფექტი, კი - 60-90 წუთში დგება.

გულის ქრონიკული უკმარისობის (გქუ) მქონე პაციენტებში კაპტოპრილი ამცირებს სისხლძარღვთა საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას (სსპწ) და ზრდის ვენურ მოცულობას (ამცირებს რა გულის პრე- და პოსტდატვირთვას), აქვეითებს წნევას მარჯვენა წინაგულში და სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში, ზრდის გულის წუთმოცულობას და აუმჯობესებს ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვისადმი.

მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტის შემდეგ, მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის მქონე (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია ≤ 40%) პაციენტებზე ჩატარებულ პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, კაპტოპრილმა გაზარდა გადარჩენის მაჩვენებელი, შეანელა კლინიკურად გამოხატული გულის უკმარისობის განვითარება დ შეამცირა გულის უკმარისობით განპირობებული ჰოსპიტალიზაციათა რაოდენობა.

მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტებზე ჩატარებულ სხვა პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, გამოვლინდა, რომ კაპტოპრილი (ინფარქტის განვითარებიდან 24 საათში დაწყებული და 1 თვის მანძილზე გაგრძელებული თერაპიის ფონზე), პლაცებოსთან შედარებით, მნიშვნელოვნად ამცირებდა საერთო სიკვდილიანობის მაჩვენებელს 5 კვირის შემდეგ. კაპტოპრილის კეთილსაიმედო გავლენა საერთო სიკვდილიანობაზე ნარჩუნდება მკურნალობიდან 1 წლის განმავლობაშიც კი. არ არსებობს მონაცემები მკურნალობის პირველ დღეს ადრეულ სიკვდილიანობაზე პრეპარატის არაკეთილსაიმედო გავლენის შესახებ.

კაპტოპრილი ხასიათდება კარდიოპროტექტორული მოქმედებით პაციენტის ასაკისა და სქესის, ინფარქტის ლოკალიზაციისა და ინფარქტის შემდგომ პერიოდში დადასტურებული სამკურნალო ეფექტის მქონე სხვა მედიკამენტებთან (თრომბოლიზური საშუალებები, ბატა-ბლოკატორები, აცეტილსალიცილის მჟავა) კომბინაციის მიუხედავად.

დიაბეტური ნეფროპათიით, რეტინოპათიითა და ≥ 500 მგ/დღეში პროტეინურიით მიმდინარე I ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში კაპტოპრილმა გამოიწვია პროტეინურიის შემცირება და დიაბეტური ნეფროპათიის პროგრესირების შენელება.

კაპტოპრილის გავლენა თირკმლის ფუნქციის შენარჩუნებაზე დამატებით უპირატესობას წარმოადგენს, რაც არტერიული წნევის დაქვეითების ხარჯზე მიიღწევა.

კაპტოპრილის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში დადგენილი არ არის.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვადობა

კაპტოპრილი ფარმაკოლოგიურ აქტივობას შიგნით მიღების შემდეგ ავლენს, ბიოტრანსფორმაციას არ საჭიროებს. საშუალო ბიოშეღწევადობა დაახლოებით 75% შეადგენს. საკვებთან ერთად მიღება დაახლოებით 30-40%-ით აქვეითებს მის შეწოვას. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 60-90 წუთში.

გადანაწილება

პრეპარატის დაახლოებით 25 - 30% უკავშირდება პლაზმის ცილებს. კლინიკამდელი კვლევებით დადგენილ იქნა, რომ კაპტოპრილი არ გადის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს. მიღებული დოზის 0,002%-ზე ნაკლები გადადის დედის რძეში.

გამოყოფა

კაპტოპრილის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს დაახლოებით 2 საათს. პრეპარატი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა, 50%-მდე - უცვლელი, ხოლო, დანარჩენი - მეტაბოლიტების სახით. დაახლოებით 95% გამოიდევნება თირკმელებით 24 საათის განმავლობაში, საიდანაც 40-50% უცვლელი, ხოლო, დანარჩენი - მეტაბოლიტების სახითაა.

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები განსაკუთრებულ პოპულაციაში

თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტები

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს კაპტოპრილი განიცდის კუმულაციას, ამიტომ, თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში საჭიროა მისი დოზის შემცირება და/ან მიღებათა შორის ინტერვალის გაზრდა.

გამოყენების ჩვენებები:

არტერიული ჰიპერტენზია;

გულის ქრ. უკმარისობა, პარკუჭების კუმშვადუნარიანობის დაქვეითებით, დიურეზულ საშუალებებთან და, საჭიროების შემთხვევაში, სათითურას გლიკოზიდებთან და ბეტა-ადრენობლოკატორებთან კომბინაციაში;

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი: პირველი 24 საათის განმავლობაში, კლინიკურად სტაბილური მდგომარეობის შემთხვევაში;

მარცხენა პარკუჭის დისფუნქცია (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია 40%) მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ კლინიკურად სტაბილური მდგომარეობის შემთხვევაში, კლინიკურად გამოხატული გულის უკმარისობის განვითარების სიხშირის შემცირების, გადარჩენის მაჩვენებლის მატების და გულის ქრ. უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციათა რიცხვის შემცირების მიზნით;

დიაბეტური ნეფროპათია I ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს (პროტეინურიის მქონე პაციენტებში).

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, სხვა აგფ-ინჰიბიტორების ან პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

აგფ-ინჰიბიტორების მიღებასთან დაკავშირებული ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება) ანამნეზში და მემკვიდრეობითი/იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება;

ღვიძლისა და/ან თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;

რეფრაქტერული ჰიპერკალემია;

თირკმლის არტერიების ორმხრივი სტენოზი, ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზი, პროგრესირებადი აზოტემიით;

თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი მდგომარეობა;

აორტის რკალის სტენოზი და მსგავსი ცვლილებები, რომლებიც ართულებენ სისხლის გამოტანას მარცხენა პარკუჭიდან;

ალისკირენთან და მის შემცველ სხვა პრეპარატებთან კომბინირება შაქრიანი დიაბეტის და/ან თირკმლის ფუნქციის ზომიერი ან მძიმე დარღვევის (კრეატინინის კლირენსი (კკ) < 60 მლ/წთ/1,73 მ2 სხეულის ფართობზე) მქონე პაციენტებში;

ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ანტაგონისტებთან (აIIრა) კომბინაცია დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში;

ნეიტრალური ენდოპეპტიდაზას ინჰიბიტორებთან (მაგ.: საკუბიტრილის შემცველ პრეპარატებთან) კომბინაცია, ანგიონევროზული შეშუპების განვითარების მაღალი რისკის გამო;

ორსულობა;

ლაქტაციის პერიოდი;

18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის);

ლაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი და გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბციის სინდრომი.

სიფრთხილით გამოიყენება

არტერიული ჰიპოტენზიის,

გულის ქრ. უკმარისობის,

გულის იშემიური დაავადების ან ცერებრო-ვასკულარული დაავადებების,

პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის,

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის,

შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების (სისტემური წითელი მგლურა, სკლეროდერმია და სხვა), ძვლის ტვინში სისხლწარმოქმნის დათრგუნვის, იმუნოსუპრესიული თერაპიის, ალოპურინოლის ან პროკაინამიდის მიღების ან აღნიშნული ფაქტორების კომბინაციის (ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი),

თირკმლის ფუნქციის დარღვევის,

ჰემოდიალიზის,

ჰიპერკალიემიის,

შაქრიანი დიაბეტის,

დამძიმებული ალერგიული ანამნეზის ან ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპების,

სიფრიფანაფრთიანების შხამის ალერგენით დენსენსიბილიზაციის ერთდროული ჩატარების,

დექსტრანის სულფატით დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (დსლპ) აფერეზის პროცედურის ერთდროული ჩატარების,

მაღალი დინების მემბრანების გამოყენებით ჰემოდიალიზის,

მოცირკულირე სისხლის მოცულობის დაქვეითების (მათ შორის დიურეტიკებით თერაპია, უმარილო დიეტა, დიარეა ან ღებინება),

დიდი ქირურგიული ჩარევის ან ზოგადი ანესთეზიის,

ერთდროული მიღება კალიუმშემნახველი დიურეტიკების, კალიუმის პრეპარატების, კალიუმის შემცველი საკვები მარილის შემცვლელების,

ლითიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენების,

ნეგროიდული რასის წარმომადგენლებში გამოყენების,

ასაკოვან (> 65 წელზე) პაციენტებში გამოყენების დროს.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:

ორსულობა

კაპტოპრილის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში.

არ შეიძლება კაპტოპრილის გამოყენება ორსულობის I ტრიმესტრში. შესაბამისი კონტროლირებადი კვლევები აგფ-ინჰიბიტორების ორსულობის პერიოდში გამოყენების შესახებ არ ჩატარებულა. შეზღუდული რაოდენობით არსებული კვლევები I ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენების თაობაზე მოწმობს, რომ აგფ-ინჰიბიტორების გამოყენება არ იწვევს ნაყოფის განვითარების მანკების ჩამოყალიბებას, რაც შეიძლება მათ ფეტოტოქსიკურობასთან იყოს დაკავშირებული. ეპიდემიოლოგიური მონაცემები, რომლებიც მოწმობდნენ აგფ-ინჰიბიტორების ტერატოგენურობას, არადამაჯერებელი იყო, თუმცა რისკის გარკვეული მატების გამორიცხვა შეუძლებელია.

აგფ-ინჰიბიტორების ხანგრძლივმა გამოყენებამ II და III ტრიმესტრებში შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების დარღვევა (თირკმელების ფუნქციის დაქვეითება, ოლიგოჰიდრამნიონი, თავის ქალას ძვლების გაძვალების შენელება), ნაყოფის სიკვდილი და გართულებები ახალშობილობის პერიოდში (ნეონატალური თირკმლის უკმარისობა, არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპერკალემია).

თუ ორსულობა კაპტოპრილის მიღების პერიოდში დადგა, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა სასწრაფოდ და მუდმივი დაკვირვება ნაყოფის განვითარებაზე. თუ პაციენტი იღებდა კაპტოპრილს ორსულობის II და III ტრიმესტრებში, რეკომენდებულია ულტრაბგერით გამოკვლევის ჩატარება, ნაყოფის ქალას ძვლების მდგომარეობისა და თირკმელების ფუნქციის შესაფასებლად. საჭიროა იმ ახალშობილებილთა დეტალური გამოკვლევა, რომელთა მშობლებიც იღებდნენ კაპტოპრილს ორსულობის პერიოდში, რათა გამოვლენილ იქნას არტერიული ჰიპოტენზია, ოლიგურია და ჰიპერკალემია.

ქალებმა, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, არ უნდა მიიღონ აგფ-ინჰიბიტორები (კაპტოპრილის ჩათვლით). საჭიროა რეპროდუქციული ასაკის ქალების გაფრთხილება აგფ-ინჰიბიტორების (კაპტოპრილის ჩათვლით) პოტენციური რისკების შესახებ ორსულობის პერიოდში. თუ აგფ-ინჰიბიტორების მიღება აუცილებელია, მაშინ, პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, გადაყვანილ უნდა იქნენ ორსულობის პერიოდში დადასტურებული უსაფრთხოების პროფილის მქონე ალტერნატიულ თერაპიულ საშუალებებზე.

ლაქტაციის პერიოდი

მიღებული კაპტოპრილის დაახლოებით 1% გადადის დედის რძეში. ბავშვებში სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარების რიკის არსებობის გამო, ძუძუთი კვება ან კაპტოპრილის მიღება უნდა შეწყდეს ლაქტაციის პერიოდში.

მიღების წესი და დოზირება:

მიიღება შინაგანად, ჭამამდე 1 საათით ადრე.

პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის თერაპიაზე რეაქციის შესაბამისად.

რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 150 მგ/დღეში.

არტერიული ჰიპერტენზია:

კაპტოპრილის საწყისი დოზა შეადგენს 12,5 მგ 2-ჯერ დღეში.

საჭიროების შემთხვევაში, ოპტიმალური ეფექტის მისაღწევად, დოზას თანდათან ზრდიან (მინიმუმ 2 კვირიანი შუალედებით) მაქსიმალურ სადღეღამისო დოზამდე - 100 - 150 მგ გაყოფილი 2 მიღებაზე.

გაურთულებელი ჰიპერტონული კრიზის დროს დასაშვებია კაპტოპრილის სუბლინგვური მიღება. საწყისი დოზა შეადგენს 25 მგ (1 ტაბ). ტაბლეტი თავსდება ენის ქვეშ სრულ გაწოვამდე, გადაყლაპვისა და წყლის დაყოლების გარეშე. პრეპარატის მიღების შემდეგ აუცილებელია არტერიული წნევისა და გულისცემის სიხშირის მაჩვენებლების კონტროლი. 30 წუთის განმავლობაში წნევის მაჩვენებლების მაღალ დონეზე შენარჩუნების შემთხვევაში დასაშვებია 25 მგ (1 ტაბ.) კაპტოპრილის განმეორებით მიღება სუბლინგვურად. მაქსიმალური დოზა 50 მგ შეადგენს (2 ტაბ.).

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის მაღალი აქტივობის შემთხვევაში

(ჰიპოვოლემია, რენო-ვასკულარული ჰიპერტენზია, გულის დეკომპენსირებული უკმარისობა) რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება ერთჯერადი დოზით 6,25 მგ ან 12,5 მგ.

მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. შემდგომში აღნიშნული დოზის მიღება დასაშვებია 2-ჯერ. შესაძლებელია დოზის თანდათან მატება 50 მგ-მდე ერთ ან 2 მიღებაზე, საჭიროების შემთხვევაში 100მგ-მდე ერთ ან ორ მიღებაზე. კაპტოპრილის მიღება შეიძლება როგორც მონო-, ისე კომბინირებული თერაპიის სახით სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთად (მაგ.: თიაზიდური დიურეზული საშუალებები). დიურეტიკებზე მყოფ პაციენტებში კაპტოპრილი ინიშნება სიფრთხილით, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, დღეში ერთხელ.

გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენელი კომპონენტი)

გულის ქრ. უკმარისობის მქონე პაციენტებში კაპტოპრილით მკურნალობა უნდა მოხდეს ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. უმეტეს შემთხვევაში კაპტოპრილი ინიშნება დიურეტიკებთან და (ჩვენების არსებობის შემთხვევაში) საგულე გლიკოზიდებთან ერთად. თუ კაპტოპრილის მიღებამდე მკურნალობა დიურეტიკებით წარმოებდა, აუცილებელია გამოხატული ჰიპონატრემიის და/ან მოცირკულირე სისხლის მოცულობის(მსმ) შემცირების გამორიცხვა.

ჩვეულებრივ, საწყისი დოზა 6,25-დან 12,5 მგ-მდე შეადგენს, გაყოფილს 2 ან 3 მიღებაზე. შემანარჩუნებელ დოზამდე (75 - 150 მგ) მისი მატება უნდა მოხდეს პაციენტის რეაქციის, კლინიკური მდგომარეობისა და პრეპარატის ამტანობის გათვალისწინებით, მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 150 მგ/დღეში, გაყოფილს რამდენიმე მიღებაზე. დოზის მატება უნდა მოხდეს თანდათან, მინიმუმ 2-კვირიანი შუალედებით, რაც საჭიროა პაციენტის მკურნალობაზე რეაქციის შესაფასებლად.

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი: ინფარქტის განვითარებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში, კლინიკურად სტაბილური მდგომარეობის შემთხვევაში

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს კაპტოპრილით მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე, კლინიკურად სტაბილურ მდგომარეობაში. პრეპარატი ინიშნება სატესტო დოზით - 6,25 მგ, 2 საათის შემდეგ, ჰემოდინამიკური დარღვევების არარსებობის შემთხვევაში, ინიშნება 12,5 მგ, 12 საათის შემდეგ - 25 მგ. მომდევნო დღიდან კაპტოპრილი ინიშნება დოზით, 100 მგ/დღეში, გაყოფილი 2 მიღებაზე, 4 კვირის განმავლობაში. 4 კვირის შემდეგ საჭიროა მდგომარეობისა და დანიშნული მკურნალობის ხელახლა შეფასება.

მარცხენა პარკუჭის დისფუნქცია (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია ≤ 40%) გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ, კლინიკურად სტაბილური მდგომარეობის დროს

კლინიკურად სტაბილურ მდგომარეობაში კაპტოპრილის გამოყენება შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებიდან 3 დღის შემდეგ. კაპტოპრილის პირველი დოზა შეადგენს 6,25 მგ დღეში ერთხელ. შემდეგ დოზას ზრდიან 12,5 მგ-მდე 3-ჯერ დღეში. კაპტოპრილის დოზის შემდგომი მატება ხდება რამდენიმე დღის/კვირის განმავლობაში (ამტანობის გათვალისწინებით) 75 მგ-მდე დღეში (გაყოფილი 2-3 მიღებაზე) ან მაქსიმალურ სადღეღამისო დოზამდე 150 მგ-მდეც კი (50 მგ 3-ჯერ დღეში). 75 მგ-მდე კაპტოპრილის დოზის გაზრდა სასურველია მოხდეს სტაციონარში, ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

გულის უკმარისობის შედეგად ჰიპოტენზიის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, კაპტოპრილის ფიქსირებული დოზის შესანარჩუნებლად, შესაძლებელია დიურეტიკების და/ან სხვა ერთდროულად დანიშნული, ვაზოდილატაციური ეფექტის მქონე პრეპარატების დოზის შემცირება. საჭიროების შემთხვევაში, კაპტოპრილის დოზის შერჩევა უნდა მოხდეს პაციენტის კლინიკური რეაქციის გათვალისწინებით. მიოკარდიუმის ინფარქტის სამკურნალოდ, დასაშვებია კაპტოპრილის კომბინირება სხვა მედიკამენტებთან, როგორიცაა თრომბოლიზური საშუალებები, ბეტა-ადრენობლოკატორები და აცეტილსალიცილის მჟავა.

დიაბეტური ნეფროპათია I ტიპის შაქრიანი დიაბეტის ფონზე (პროტეინურიის მქონე პაციენტებში)

კაპტოპრილის რეკომენდებული სადღეღამისო დოზა I ტიპის დიაბეტის ფონზე განვითარებული ნეფროპათიის დროს შეადგენს 75-დან 100 მგ-მდე, გაყოფილს რამდენიმე მიღებაზე. არტერიული წნევის შემდგომი დაქვეითების საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია სხვა მედიკამენტების ჩართვა თერაპიის კურსში.

მიღება განსაკუთრებული ჯგუფის პაციენტებში

თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტები

ვინაიდან კაპტოპრილი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა, მისი ელიმინაცია ირღვევა თირკმელების უკმარისობის დროს. თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზის მატება სიფრთხილით უნდა მოხდეს, მედიკამენტი ინიშნება მინიმალური დოზებით და/ან ხანგრძლივი ინტერვალებით (არანაკლებ 1 - 2 კვირისა) დოზათა მატებას შორის. სასურველი თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ საჭიროა კაპტოპრილის შემანარჩუნებელი დოზის შემცირება და/ან მიღებათა შორის ინტერვალის გაზრდა.

დიურეტიკების დამატების საჭიროების შემთხვევაში, თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში, უპირატესობა ენიჭება მარყუჟოვან (მაგ.: ფუროსემიდი) და არა თიაზიდურ დიურეტიკებს.

თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში, კაპტოპრილის კუმულაციის შესამცირებლად რეკომენდებულია შემდეგი დოზირების რეჟიმი:

კკ (მლ/წთ/1,73 მ2)

საწყისი სადღეღამისო დოზა (მგ)

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა (მგ)

>40

25-50

150

21-40

25

100

10-20

12,5

75

<10

6,25

37,5

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში კაპტოპრილის მიღება რეკომენდებულია 6,25 მგ ოდენობით 2-ჯერ დღეში. დოზის მატება უნდა მოხდეს თანდათან. რეკომენდებულია დოზის მუდმივი კორექცია, თერაპიული პასუხისა და კაპტოპრილის მინიმალური დოზების მიღების შესაბამისად, რაც არტერიული წნევის ადეკვატურ კონტროლს უზრუნველყოფს.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი ეფექტების სიხშირე შემდეგი სახით კლასიფიცირდება:

ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, <1/10), ზომიერი სიხშირის (≥1/1 000, < 1/100), იშვიათი

(≥1/10 000, <1/1 000), ძალიან იშვიათი (<1/10 000), სიხშირე უცნობია (დაუდგენელია, არსებული მონაცემების საფუძველზე).

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივი დარღვევები

ძალიან იშვიათად: ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი, პანციტოპენია - განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ანემია (აპლასტიური და ჰემოლიზური ანემია), თრომბოციტოპენია, ლიმფური ჯირკვლების გადიდება, ეოზინოფილია, აუტოიმუნური დარღვევები და/ან ბირთვის საწინააღმდეგო ანტისხეულების დადებითი ტიტრი.

ნივთიერებათა ცვლისა და კვების დარღვევები

იშვიათად: ანორექსია.

ძალიან იშვიათად: ჰიპერკალემია, ჰიპოგლიკემია.

უცნობი: ინსულინური აუტოიმუნური სინდრომი

ფსიქიკის დარღვევა

ხშირად: ძილის დარღვევა.

ძალიან იშვიათად: ამენცია, დეპრესია.

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

ხშირად: გემოვნების დარღვევა, თავბრუსხვევა.

იშვიათად: ძილიანობა, თავის ტკივილი, პარესთეზია.

ძალიან იშვიათად: ცერებრო-ვასკულარული მოვლენები, მათ შორის ინსულტი, გულის წასვლა.

მხედველობის ორგანოს მხრივ დარღვევები:

ძალიან იშვიათად: მხედველობის სიმახვილის დაქვეითება.

გულის მხრივ დარღვევები:

ზომიერი სიხშირით: ტაქიკარდია ან ტაქიარითმია, არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება, სტენოკარდია, გულისცემის გაძლიერება.

ძალიან იშვიათად: გულის გაჩერება, კარდიოგენური შოკი.

სისხლძარღვების დაზიანება:

ზომიერი სიხშირით: რეინოს სინდრომი, “ალები”, სიფერმკრთალე.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ღრუსა და შუასაყრის ორგანოებისმხრივი დარღვევები:

ხშირად: ხველება (მშრალი, არაპროდუქტიული), ქოშინი.

ძალიან იშვიათად: ბრონქოსპაზმი, რინიტი, ალერგიული ალვეოლიტი/ეოზინოფილური პნევმონია.

კუჭ-ნაწლავის მხრივი დარღვევები:

ხშირად: გულისრევა, ღებინება, კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, მუცლის ტკივილი, დიარეა, ყაბზობა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე.

იშვიათად: სტომატიტი/აფთოზური წყლულები.

ძალიან იშვიათად: გლოსიტი, კუჭის წყლულოვანი დაავადება, პანკრეატიტი.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივი დარღვევები:

ძალიან იშვიათად: ღვიძლის დისფუნქცია და ქოლესტაზი (მათ შორის სიყვითლე), ჰეპატიტი, ნეკროზულის ჩათვლით, ღვიძლის ფერმენტების აქტივობისა და ბილირუბინის დონის მატება.

კანისა და კანქვეშა ქსოვილებისმხრივი დარღვევები:

ხშირად: ქავილი გამონაყრით და მის გარეშე, გამონაყარი კანზე, ალოპეცია.

ზომიერი სიხშირით: კიდურების, სახის, ტუჩების, ლორწოვანი გარსის, ენის, ხახისა და ხორხის ანგიონევროზული შეშუპება.

ძალიან იშვიათად: ჭინჭრის ციება, სტივენს-ჯონსის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, სინათლისადმი მგრძნობელობა, ერითროდერმია, კანის ბუშტუკოვანი დაზიანება და ექსფოლიაციური დერმატიტი.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილისმხრივი დარღვევები:

ძალიან იშვიათად: კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი.

თირკმლისა და შარდგამომყოფი გზებისმხრივი დარღვევები:

იშვიათად: თირკმლის ფუნქციის დარღვევა (თირკმლის უკმარისობის ჩათვლით), პოლიურია, ოლიგურია, გახშირებული შარდვა.

ძალიან იშვიათად: ნეფროზული სინდრომი

სარძევე ჯირკვლების და რეპროდუქციული სისტემის მხრივ დარღვევები

ძალიან იშვიათად: იმპოტენცია, გინეკომასტია

სისტემური დარღვევები:

ზომიერი სიხშირით: ტკივილი გულმკერდის არეში, დაღლილობა, ზოგადი სისუსტე.

ძალიან იშვიათად: ცხელება.

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები:

ძალიან იშვიათად: პროტეინურია, ეოზინოფილია, კალიუმის დონის მატება სისხლში, ჰიპონატრემია, შარდოვანას აზოტის მატება სისხლის პლაზმაში, კრეატინინისა და ბილირუბინის კონცენტრაციების მატება სისხლის შრატში, ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დაქვეითება, ლეიკოციტოპენია და თრომბოციტოპენია, ბირთვის საწინააღმდეგო ანტისხეულების ტიტრის მატება, ედრ-ის მატება.

ჰიპერდოზირება:

სიმპტომები: არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, შოკი, სტუპორი, ბრადიკარდია, წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ადსორბენტებისა და ნატრიუმის სულფატის შეყვანა პრეპარატის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარისა და პლაზმის სხვა შემცვლელების შეყვანა (წინასწარ დააწვინეთ პაციენტი, ააწევინეთ ფეხები და შემდეგ ჩაატარეთ მოცირკულირე სისხლის შევსება), ჰემოდიალიზი. ბრადიკარდიის ან გამოხატული ვაგუსური რეაქციების დროს - ატროპინის შეყვანა. შესაძლოა განხილულ იქნას ელექტროკარდიოსტიმულატორის გამოყენება. კაპტოპრილის ორგანიზმიდან გამოსადევნად პერიტონეული დიალიზი არაეფექტურია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკირება:

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკირება ანგიოტენზინი II-ის რეცეპტორების ანტაგონისტების, აგფ-ინჰიბიტორების ან ალისკირენის (რენინის ინჰიბიტორი) გამოყენებით ასოცირდება არტერიული ჰიპოტენზიის, გულის წასვლის, ჰიპერკალემიისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევის (თირკმლის უკმარისობის ჩათვლით) განვითარების მაღალ რისკთან. საჭიროა არტერიული წნევის, თირკმელების ფუნქციისა და სისხლში ელექტროლიტების დონის მუდმივი კონტროლი პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ კაპტოპრილს რაას-ზე მოქმედ პრეპარატებთან კომბინაციაში.

აგფ-ინჰიბიტორების ალისკირენის შემცველ პრეპარატებთან კომბინირება უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტის და/ან თირკმლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი (კკ) 60 მლ/წთ/1,73 მ2 ფართობზე) მქონე და სხვა პაციენტებში.

აგფ-ინჰიბიტორების ანგიოტენზინი II-ის რეცეპტორების ანტაგონისტებთან (აIIრა) კომბინაცია უკუნაჩვენებია დიაბეტური ნეფროპათიის მქონე და სხვა პაციენტებში.

კალიუმშემნახველი დიურეტიკები, კალიუმის პრეპარატები, კალიუმის შემცველი საკვები მარილის შემცვლელები და სხვა პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის შრატში კალიუმის დონის მატებაზე:

კაპტოპრილის კალიუმშემნახველ დიურეტიკებთან (როგორიცაა სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის პრეპარატებთან, კალიუმის შემცველ საკვები მარილის შემცვლელებთან და სისხლის შრატში კალიუმის დონის მატებაზე მოქმედ სხვა პრეპარატებთან (ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, ჰეპარინი, ტაკროლიმუსი, ციკლოსპორინი, კოტრიმოქსაზოლის შემცველი პრეპარატები [ტრიმეტოპრიმი + სულფამეტოქსაზოლი]) ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კალიუმის დონის მნიშვნელოვანი მატება სისხლის პლაზმაში. კაპტოპრილის კალიუმშემნახველ დიურეტიკებთან (როგორიცაა ტრიამტერენი, სპირონოლაქტონი, ამილორიდი), კალიუმის პრეპარატებთან, კალიუმის შემცველ საკვები მარილის შემცვლელებთან (შეიცავენ მნიშვნელოვანი რაოდენობით კალიუმის იონებს) კომბინირება დასაშვებია მხოლოდ დადასტურებული ჰიპოკალემიის დროს, რადგან მათი ერთდროული მიღება ზრდის ჰიპერკალემიის განვითარების რისკს.

კალიუმის დამზოგველი (თიაზიდური და მარყუჟოვანი) დიურეტიკები

პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს, კაპტოპრილს შეუძლია ანტიჰიპერტენზიული ეფექტის პოტენცირება გამოიწვიოს. იგივე ეფექტი დგება საჭმელი მარილის შეზღუდვის (უმარილო დიეტა), ჰემოდიალიზის შემთხვევაშიც. ჩვეულებრივ, არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება ხდება კაპტოპრილის პირველი დოზის მიღებიდან პირველი საათის განმავლობაში.

სხვა ჰიპოტენზიური სამკურნალო საშუალებები

ჯამური ეფექტი შეიძლება აღინიშნოს კაპტოპრილისა და სხვა ჰიპოტენზიური თერაპიული საშუალებების კომბინირების დროს.

კაპტოპრილი შეიძლება თავისუფლად დაინიშნოს სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთად (როგორიცაა ბეტა-ადრენობლოკატორები ან კალციუმის “ნელი” არხების გახანგრძლივებული მოქმედების ბლოკატორები). სიფრთხილეა საჭირო კაპტოპრილისა (დიურეტიკებით ან მათ გარეშე) და სიმპათიკურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი (მაგ.: განგლიობლოკატორები, ალფა-ადრენობლოკატორები) საშუალებების კომბინირების დროს.

ვაზოდილატატორები

ვაზოდილატატორები (მაგ.: ნიტროგლიცერინი) კაპტოპრილთან კომბინაციაში უნდა დაინიშნოს მინიმალური ეფექტური დოზით, არტერიული წნევის ძლიერი დაქვეითების რისკის გამო.

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები/ნეიროლეპტიკები

შესაძლოა აგფ-ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გაძლიერება (არტერიული წნევის შემდგომი დაქვეითება ერთდროული მიღების დროს) და ორთოსტატული ჰიპოტენზიის განვითარების რისკის ზრდა.

ალფა- და ბეტა-ადრენომიმეტიკები

ალფა- და ბეტა-ადრენომიმეტიკები (სიმპატომიმეტიკები), როგორიცაა ეპინეფრინი (ადრენალინი), იზოპროტრენოლი, დობუტამინი, დოფამინი, განაპირობებს აგფ-ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტის დაქვეითებას.

ლითიუმის პრეპარატები

აგფ-ინჰიბიტორების (განსაკუთრებით დიურეტიკებთან ერთად) და ლითიუმის პრეპარატების ერთდროული მიღების დროს შეიძლება აღინიშნოს ლითიუმის მატება სისხლის შრატში და, შედეგად, ლითიუმის პრეპარატების კარდიოტოქსიური და ნეიროტოქსიკური მოქმედებების გაძლიერება. ლითიუმის შემცველი პრეპარატებისა და აგფ-ინჰიბიტორების კომბინირების საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია სისხლის შრატში ლითიუმის დონის პერიოდული კონტროლი.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს), ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) სელექტიური ინჰიბიტორებისა და აცეტილსალიცილის მჟავას მაღალი დოზების (≥ 3 გ/დღეში) ჩათვლით

აასს, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) სელექტიური ინჰიბიტორები და აცეტილსალიცილის მჟავა 3 გ-იდან/დღეში დოზით აქვეითებენ დიურეტიკებისა და სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს. კაპტოპრილისა და ინდომეტაცინის (შესაძლოა სხვა აასს-საც, მაგ.: აცეტილსალიცილის მჟავა) კომბინირების დროს შეიძლება აღინიშნოს ანტიჰიპერტენზიული ეფექტის დაქვეითება, განსაკუთრებით რენინის დაბალი აქტივობით მიმდინარე არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პირებში. რისკფაქტორების მქონე პაციენტებში (ხანდაზმული, ჰიპოვოლემიის მქონე, დიურეტიკებზე მყოფი ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები) არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისა (ციკლოოქსიგენაზა-2-ის ჩათვლით) და აგფ-ინჰიბიტორების კომბინირებამ შეიძლება თირკმლის ფუნქციის გაუარესება გამოიწვიოს, თირკმლის მწვავე უკმარისობამდეც კი. ჩვეულებრივ, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ასეთ შემთხვევაში, შექცევადია. კაპტოპრილისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების კომბინირების დროს საჭიროა თირკმლის ფუნქციის პერიოდული კონტროლი.

კაპტოპრილის გამოყენება აცეტილსალიცილის მჟავასთან, როგორც ანტიაგრეგაციულ საშუალებასთან, უკუნაჩვენები არ არის.

ჰიპოგლიკემიური საშუალებები

აგფ-ინჰიბიტორები, კაპტოპრილის ჩათვლით, იწვევენ ინსულინისა და ორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების (როგორიცაა სულფონილშარდოვანას წარმოებულები) ჰიპოგლიკემიური ეფექტის პოტენცირებას. შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებში, რომლებიც ღებულობენ ორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს ან ინსულინს, საჭიროა სისხლში გლუკოზის დონის მუდმივი მონიტორინგი, განსაკუთრებით კაპტოპრილის მიღების პირველი თვის განმავლობაში და საჭიროების შემთხვევაში, ჰიპოგლიკემიური საშუალების დოზის კორექცია.

ალოპურინოლი, პროკაინამიდი, ციტოსტატიკები, იმუნოდეპრესანტები, გლუკოკორტიკოიდები (სისტემური გამოყენების)

კაპტოპრილის ალოპურინოლთან ან პროკაინამიდთან კომბინირება ზრდის ნეიტროპენიის/აგრანულოციტოზის და/ან სტივენს-ჯონსონის სინდრომის განვითარების რისკს. იმუნოდეპრესანტებთან (მაგ.: ციკლოფოსფამიდი ან აზათიოპრინი) ერთად კაპტოპრილის მიღების დროს მატულობს ჰემატოლოგიური გართულებების რისკი.

ოქროს პრეპარატები

პარენტერალური ოქროს პრეპარატების(ნატრიუმის აუროთიომალატი) აგფ-ინჰიბიტორებთან, კაპტოპრილის ჩათვლით კომბინირების შემთხვევაში აღწერილია სიმპტომოკომპლექსი (ნიტრატის მსგავსი რეაქციები), რაც მოიცავს სისხლის გაძლიერებულ „მოდინებას“ სახის მიდამოში, გულისრევას, ღებინებას და არტერიულ ჰიპოტენზიას.

mTOR-ის ინჰიბიტორები (mammalian Target Rapamycin- რაპამიცინის სამიზნე ძუძუმწოვრებში) (მაგ.: ტემსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი)

პაციენტებს, რომლებიც ღებულობდნენ აგფ-ინჰიბიტორებს mTOR-ის ინჰიბიტორებთან (ტემსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი) კომბინაციაში, აღენიშნათ ანგიონევროზული შეშუპების სიხშირის მატება.

IV ტიპის დიპეპტიდილპეპტიდაზას ინჰიბიტორები (დპპ-IV) (გლიპტინები), მაგ.: სიტაგლიპტინი, საქსაგლიპტინი, ვილდაგლიპტინი, ლინაგლიპტინი

პაციენტებს, რომლებიც ღებულობდნენ აგფ-ინჰიბიტორებს IV ტიპის დიპეპტიდილპეპტიდაზას ინჰიბიტორებთან (გლიპტინები) კომბინაციაში, აღენიშნათ ანგიონევროზული შეშუპების სიხშირის მატება.

ესტრამუსტინი

აღინიშნა ანგიონევროზული შეშუპების სიხშირის მატება აგფ-ინჰიბიტორებთან კომბინაციაში.

ნეიტრალური ენდოპეპტიდაზას (ნეპ) ინჰიბიტორები

არსებობს მონაცემები ანგიონევროზული შეშუპების რისკის მატების შესახებ აგფ-ინჰიბიტორებისა და რაცეკადოტრილის (ენკეფალინაზას ინჰიბიტორი) კომბინირების დროს.

აგფ-ინჰიბიტორებისა და საკუბიტრილის (ნეპრილიზინის ინჰიბიტორი) შემცველი პრეპარატების ერთდროული მიღების შემთხვევაში მატულობს ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი, რის გამოც, მათი კომბინირება უკუნაჩვენებია. აგფ-ინჰიბიტორების დანიშვნა უნდა მოხდეს საკუბიტრილის შემცველი პრეპარატების მოხსნიდან მინიმუმ 36 საათის შემდეგ. საკუბიტრილის შემცველი მედიკამენტების დანიშვნა უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებიც ღებულობენ აგფ-ინჰიბიტორებს, ასევე აგფ-ინჰიბიტორების მოხსნიდან 36 საათის განმავლობაში.

პლაზმინოგენის ქსოვილოვანი აქტივატორები

ობსერვაციულ კვლევებში გამოვლენილ იქნა ანგიონევროზული შეშუპების სიხშირის მატება იშემიური ინსულტის თრომბოლიზური თერაპიის მიზნით ალტეპლაზას მიღების შემდეგ პაციენტებში, რომლებიც გადიოდნენ თერაპიას აგფ-ინჰიბიტორებით.

განსაკუთრებული მითითებები:

არტერიული ჰიპოტენზია

არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში კაპტოპრილის გამოყენების ფონზე იშვიათად ვითარდება გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია. მისი განვითარების ალბათობა მატულობს სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვისა და ჰიპონატრემიის (მაგ.: დიურეტიკების ინტენსიური გამოყენების, საკვები მარილის შეზღუდვის, დიალიზზე მყოფი პაციენტების, დიარეისა და ღებინების მქონე პაციენტებში) დროს.

კაპტოპრილი სიფრთხილით ინიშნება ნაკლებ მარილიან ან უმარილო დიეტაზე მყოფ პაციენტებში. კაპტოპრილის დანიშვნამდე, ასეთ პაციენტებში, უნდა მოხდეს მოცირკულირე სისხლის მოცულობისა და ნატრიუმის შემცველობის კორექცია სისხლში. არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითების რისკი მინიმუმამდე შეეძლება იქნას დაყვანილი, თუ მოხდება დიურეტიკის მოხსნა (4-7 დღით ადრე) ან ნატრიუმის ქლორიდის მიღების გაზრდა (კაპტოპრილის მიღებამდე 1 კვირით ადრე მაინც), ან მკურნალობის დასაწყისში კაპტოპრილის დაბალი დოზებით (6,25-12,5 მგ/დღეში) დანიშვნა. კაპტოპრილით მკურნალობის დაწყებამდე, ასევე მკურნალობის პროცესში, საჭიროა თირკმლის ფუნქციის მუდმივი კონტროლი. არტერიული წნევის ძლიერმა დაქვეითებამ, ჰიპოტენზიური საშუალებების მიღების ფონზე, შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის განვითარება გულის იშემიური დაავადების ან თავის ტვინის სისხლძარღვთა პათოლოგიის მქონე პაციენტებში. არტერიული ჰიპოტენზიის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიიღოს ჰორიზონტალური მდგომარეობა ზემოთ წამოწეული ფეხებით. შესაძლოა საჭირო გახდეს ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარის ინტრავენური შეყვანა.

გულის ქრ. უკმარისობის მქონე პაციენტთა დაახლოებით ნახევარს აღენიშნება არტერიული წნევის (აწ) 20%-ზე მეტით ტრანზიტორული დაქვეითება. აწ-ის დაქვეითების ხარისხი მაქსიმალურია მკურნალობის ადრეულ ეტაპზე (კაპტოპრილის პირველი რამდენიმე დოზის მიღების შემდეგ) და სტაბილური ხდება მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის განმავლობაში. არტერიული წნევა, ჩვეულებრივ, საწყის დონეს უბრუნდება თერაპიული ეფექტურობის დაქვეითების გარეშე, 2 თვის განმავლობაში. გულის ქრ. უკმარისობის დროს მკურნალობა იწყება კაპტოპრილის დაბალი დოზებით (6,25-12,5 მგ/დღეში), ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. კაპტოპრილის დოზის მატება განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოხდეს. ტრანზიტორული არტერიული ჰიპოტენზია, თავისთავად არ წარმოადგენს მკურნალობის შეწყვეტის საფუძველს. იმ შემთხვევაში, როცა არტერიული ჰიპოტენზია სტაბილურ ხასიათს იძენს, საჭიროა დოზის შემცირება და/ან დიურეტიკის და/ან კაპტოპრილის გამოყენების შეწყვეტა.

აორტული ან მიტრალური სტენოზი/ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია

აგფ-ინჰიბიტორები, ისევე, როგორც ყველა ვაზოდილატაციური საშუალება, განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება მარცხენა პარკუჭიდან სისხლის გამომტანი გზების ობსტრუქციის შემთხვევაში. ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი ობსტრუქციის შემთხვევაში კაპტოპრილის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

არტერიული წნევის დაქვეითების შემდეგ, თირკმლის დაავადებათა, განსაკუთრებით თირკმლის არსტერიის მძიმე სტენოზის, მქონე ზოგ პაციენტს აღენიშნება შარდოვანას აზოტისა და კრეატინინის კონცენტრაციის მატება სისხლის შრატში. ამგვარი მატება, ჩვეულებრივ, შექცევადია კაპტოპრილის შეწყვეტის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს კაპტოპრილის დოზის შემცირება და/ან დიურეტიკის მოხსნა.

კაპტოპრილის ხანგრძლივი გამოყენების ფონზე, პაციენტთა დაახლოებით 20% აღენიშნება შარდოვანას და კრეატინინის კონცენტრაციის მატება სისხლის შრატში 20%-ზე მეტად, ნორმასთან ან საწყის მაჩვენებლთან შედარებით.

პაციენტთა 5%-ზე ნაკლებში, განსაკუთრებით, მძიმე ნეფროპათიების დროს, კრეატინინის კონცენტრაციის მატების გამო საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.

რენოვასკულარული ჰიპერტენზია

თირკმლის არტერიის ორმხრივი ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზის დროს, აგფ-ინჰიბიტორების გამოყენების ფონზე, მატულობს არტერიული ჰიპოტენზიისა და თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი. თირკმლის უკმარისობა, საწყის ეტაპზე, შესაძლოა გამოვლინდეს კრეატინინის შემცველობის უმნიშვნელო ცვლილებებით სისხლის პლაზმაში. ასეთ პაციენტებში კაპტოპრილის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

თირკმლის ტრანსპლანტაცია

კაპტოპრილის გამოყენების გამოცდილება ახლახან გადატანილი თირკმლის ტრანსპლანტაციის მქონე პაციენტებში არ არსებობს. ამიტომ, ასეთ პაციენტებში კაპტოპრილის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

პროტეინურია

კაპტოპრილის გამოყენების ფონზე, პაციენტების 0,7% აღენიშნა პროტეინურია > 1000 მგ დღეში. შემთხვევათა 90% პროტეინურია აღენიშნა თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე, ასევე კაპტოპრილის მაღალ დოზებზე (>150 მგ დღეში) მყოფ პაციენტებს. პროტეინურიის მქონე პაციენტების დაახლოებით 20%-ს განუვითარდა ნეფროზული სინდრომი. შემთხვევათა უმრავლესობაში, კაპტოპრილის მიღების ფონზე, პროტეინურია უკუვითარდებოდა 6 თვის მანძილზე, პრეპარატის მიღების ან შეწყვეტის მიუხედავად. თირკმლის ფუნქციური მახასიათებლები (შარდოვანას აზოტის და კრეატინინის კონცენტრაცია სისხლში) პროტეინურიის მქონე პაციენტებში, თითქმის ყოველთვის ნორმის ფარგლებში იყო. თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში საჭიროა შარდში ცილის შემცველობის განსაზღვრა მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში, პერიოდულად.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

აგფ-ინჰიბიტორების გამოყენება იშვიათად იწვევდა სინდრომს, რომელიც იწყებოდა ქოლესტაზური სიყვითლით ან ჰეპატიტით და პროგრესირებდა ღვიძლის ფულმინანტურ ნეკროზამდე, ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით. აღნიშნული სინდრომის განვითარების მექანიზმი უცნობია. თუ აგფ-ინჰიბიტორებზე მყოფ პაციენტს აღენიშნება სიყვითლე ან ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მნიშვნელოვანი მატება, კაპტოპრილით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაინიშნოს შესაბამისი დამხმარე თერაპია. პაციენტი უნდა იმყოფებოდეს შესაბამისი მეთვალყურეობის ქვეშ.

ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი/თრომბოციტოპენია/ანემია

აგფ-ინჰიბიტორებზე მყოფ პაციენტებში აღწერილია ნეიტროპენიის/აგრანულოციტოზის, თრომბოციტოპენიისა და ანემიის შემთხვევები. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში და სხვა დარღვევების არარსებობის შემთხვევაში, ნეიტროპენია იშვიათია. თირკმლის უკმარისობის დროს, კაპტოპრილისა და ალოპურინოლის ერთდროული მიღება განაპირობებდა ნეიტროპენიის განვითარებას.

კაპტოპრილი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების მქონე პაციენტებში (სისტემური წითელი მგლურა, სკლეროდერმია და სხვა), რომლებიც ღებულობენ იმუნოსუპრესანტებს, ალოპურინოლს ან პროკაინამიდს, ან აღნიშნული დამამძიმებელი ფაქტორების კომბინაციის დროს, განსაკუთრებით, თუ ადრე, პაციენტს, აღინიშნებოდა თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევები.

ზოგ პაციენტს განუვითარდა სერიოზული ინფექციური დაავადება, რომლებიც, რიგ შემთხვევებში, არ ექვემდებარებოდა ინტენსიურ ანტიბიოტიკოთერაპიას. ნეიტროპენიის/აგრანულოციტოზის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში კაპტოპრილის გამოყენების დროს რეკომენდებულია სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის მუდმივი კონტროლი. საჭიროა პაციენტების გაფრთხილება ინფექციური დაავადების ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ექიმთან მიმართვის თაობაზე.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები/ანგიონევროზული შეშუპება

აგფ-ინჰიბიტორების, კაპტოპრილის ჩათვლით, გამოყენების დროს აღინიშნა სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, სახმო იოგებისა და/ან ხორხის ანგიონევროზული შეშუპება. იგი შეიძლება მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე განვითარდეს, ასევე აგფ ინჰიბიტორებით ხანგრძლივი მკურნალობის დაწყებიდან თვეების ან წლების შემდეგაც.

ანგიონევროზული შეშუპების განვითარების შემთხვევაში საჭიროა, კაპტოპრილის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და სიმპტომების სრულ გაქრობამდე პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება.

სახის შეშუპება როგორც წესი განსაკუთრებულ ჩარევას არ საჭიროებს (სიმპტომების გამოხატულობის შემცირების მიზნით შეიძლება ანტიჰისტამინური საშუალებების გამოყენება). მხოლოდ ენის შეშუპების შემთხვევაში, რესპირატორული დისტრესს-სინდრომის განვითარების გარეშე, საჭიროა პაციენტებზე ხანგრძლივი დაკვირვება, ვინაიდან ანტიჰისტამინებითა და კორტიკოსტეროიდებით თერაპია შესაძლოა საკმარისი არ გამოდგეს.

ანგიონევროზული შეშუპება ხორხისა და ენის შეშუპებით, ძალიან იშვიათად, იწვევს ლეტალურ გამოსავალს. თუ შეშუპება ვრცელდება ენაზე, ხახასა და ხორხზე და არსებობს სასუნთქი გზების ობსტრუქციის საშიშროება, აუცილებელია, დაუყოვნებლივ, კანქვეშ ეპინეფრინის (ადრენალინის) შეყვანა და/ან სასუნთქი გზების გამტარობის აღდგენა (ინტუბაცია ან ტრაქეოსტომია).

ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპების მქონე პაციენტებში, რომელიც აგფ-ინჰიბიტორების მიღებასთან არ იყო დაკავშირებული, აგფ-ინჰიბიტორების მიღების ფონზე მაღალი იყო ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი.

ნეგროიდული რასის წარმომადგენლებში, აგფ-ინჰიბიტორების ფონზე, უფრო ხშირად არის აღწერილი ანგიონევროზული შეშუპების შემთხვევები, ვიდრე სხვა რასის წარმომადგენლებში.

ანგიონევროზული შეშუპების რისკის მატება აღენიშნა პაციენტებს, რომლებიც აგფ-ინჰიბიტორებთან ერთად იღებდნენ ისეთ მედიკამენტებს, როგორიცაა mTOR ინჰიბიტორები (ტემსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი), IV ტიპის დიპეპტიდილმემტიდაზას ინჰიბიტორები (სიტაგლიპტინი, საკსაგლიპტინი, ვილდაგლიპტინი, ლინაგლიპტინი), ესტრამუსტინი, ნეიტრალური ენდოპეპტიდაზების ინჰიბიტორები (რაცეკადოტრილი, საკუბიტრილი) და პლაზმინოგენის ქსოვილოვანი აქტივატორები.

ანაფილაქსიური რეაქციები სიფრიფანაფრთიანების შხამის ალერგენით დენსენსიბილიზაციის დროს

აგფ-ინჰიბიტორების ფონზე, იშვიათად აღინიშნა სიცოცხლისათვის სახიფათო ანაფილაქსიური რეაქცია პაციენტებში, რომლებიც გადიოდნენ დესენსიბილიზაციის კურსს სიფრიფანაფრთიანების შხამის ალერგენით. ასეთ პაციენტებში რეაქციების შეჩერება მოხერხდა აგფ-ინჰიბიტორებით მკურნალობის დროული შეწყვეტით დესენსიბილიზაციის დაწყებამდე. კაპტოპრილის მიღება არ არის რეკომენდებული ფუტკრის შხამით იმუნოთერაპიის შემთხვევაში.

ანაფილაქტოიდური რეაქციები დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (დსლპ-აფერეზა) აფერეზის დროს

დექსტრანის სულფატით დსლპ-აფერეზის დროს აგფ-ინჰიბიტორების მიღების ფონზე იშვიათად აღინიშნა სიცოცხლისთვის სახიფათო ანაფილაქტოიდური რეაქციები. მათი განვითარების პროფილაქტიკა შესაძლებელია დსლპ-აფერეზის ყოველ პროცედურამდე აგფ-ინჰიბიტორებით მკურნალობის დროული შეწყვეტის გზით.

ჰემოდიალიზი მაღალი ნაკადის მემბრანების გამოყენებით

აგფ-ინჰიბიტორებზე მყოფ პაციენტებში ჰემოდიალიზის ჩატარების დროს, თავი უნდა ავარიდოთ მაღალი ნაკადის პოლიაკრილონიტრილის დიალიზური მემბრანების გამოყენებას, რადგან ასეთ შემთხვევაში, მატულობს ანაფილაქტოიდური რეაქციების განვითარების რისკი. ამ დროს საჭიროა სხვა ტიპის დიალიზური მემბრანების ან სხვა კლასის ჰიპოტენზიური საშუალებების გამოყენება.

შაქრიანი დიაბეტი

ორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებზე ან ინსულინზე მყოფ, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, აგფ-ინჰიბიტორების გამოყენების დროს საჭიროა გლუკოზის დონის მუდმივი კონტროლი სისხლში.

აგფ-ინჰიბიტორების გამოყენებამდე საჭიროა ორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებზე ან ინსულინზე მყოფი, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების ინფორმირება გლუკოზის დონის მუდმივი კონტროლის თაობაზე სისხლში (ჰიპოგლიკემია), განსაკუთრებით კომბინაციის პირველი თვის განმავლობაში.

ინსულინური აუტოიმუნური სინდრომი

კაპტოპრილის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ინსულინური აუტოიმუნური სინდრომი. პაციენტები შესაბამისი გენეტიკური ფენოტიპით(მაგალითად ალელი HLA-DR4-ის არსებობა) უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან.

ხველება

აგფ-ინჰიბიტორების ფონზე ხშირად აღინიშნება დამახასიათებელი ხველება. როგორც წესი, იგი არაპროდუქტიულ, მუდმივ ხასიათს ატარებს და ქრება მედიკამენტის მოხსნის შემდეგ. აგფ-ინჰიბიტორებთან დაკავშირებული ხველება გათვალისწინებულ უნდა იქნას მშრალი ხველის დიფერენციალური დიაგნოსტიკის დროს.

ქირურგიული ჩარევა/ზოგადი ანესთეზია

დიდი ქირურგიული ოპერაციების, ასევე ანტიჰიპერტენზიული ეფექტის მქონე ზოგადი საანესთეზიო საშუალებების გამოყენების დროს პაციენტებს აგფ-ინჰიბიტორების ფონზე აღენიშნებათ არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება (რადგან კაპტოპრილი აბლოკირებს ანგიოტენზინ II წარმოქმნას, რენინის კომპენსატორული გამოთავისუფლების გზით). ასეთ შემთხვევაში, ჰიპოტენზიის კორექციის მიზნით გამოიყენება ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია მოცირკულირე სისხლის მოცულობის შევსებისკენ.

ჰიპერკალემია

ზოგჯერ აგფ-ინჰიბიტორების, მათ შორის, კაპტოპრილის მიღების შემთხვევაში, აღინიშნება კალიუმის დონის მატება სისხლის შრატში.

ჰიპერკალიემიის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია: თირკმლის უკმარისობა, ხანდაზმული ასაკი (>65 წელზე), შაქრიანი დიაბეტი, თანმხლები დამამძიმებელი მდგომარეობები (მოცირკულირე სისხლის მოცულობის დაქვეითება, გულის მწვავე უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში, მეტაბოლური აციდოზი), კალიუმშემნახველი დიურეტიკების (როგორიცაა სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის პრეპარატების, კალიუმის შემცველ საკვები მარილის შემცვლელებისა და სისხლის შრატში კალიუმის დონის მატებაზე მოქმედი სხვა პრეპარატების (როგორიცაა ჰეპარინი, ტაკროლიმუსი, ციკლოსპორინი, კოტრიმოქსაზოლის შემცველი პრეპარატები [ტრიმეტოპრიმი + სულფამეტოქსაზოლი]) ერთდროული გამოყენება.

კალიუმის დანამატების, კალიუმშემნახველი დიურეტიკების ან კალიუმის შემცველი საკვები მარილის შემცვლელების გამოყენება, განსაკუთრებით, თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში, განაპირობებს კალიუმის დონის მნიშვნელოვან მატებას სისხლის შრატში. ჰიპერკალიემიამ შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის სერიოზული დარღვევა, ლეტალური გამოსავლით. რეკომენდებულია თავიდან იქნას აცილებული კალიუმშემნახველი დიურეტიკებისა და კალიუმის პრეპარატების კომბინაციაში გამოყენება. კაპტოპრილისა და ზემოთ ჩამოთვლილი კალიუმის შემცველი პრეპარატების, ან იმ სამკურნალო საშუალებების, რომლებიც ზრდიან კალიუმის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში კომბინირების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა სიფრთხილე და კალიუმის დონის მუდმივი კონტროლი.

ჰიპოკალემია

აგფ-ინჰიბიტორების თიაზიდურ დიურეტიკებთან კომბინირების შემთხვევაში არ არის გამორიცხული ჰიპოკალემიის განვითარების რისკი. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში საჭიროა თერაპიის დროს კალიუმის დონის მუდმივი კონტროლი.

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკირება

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე (რაას ორმაგი ბლოკირება) მოქმედი მედიკამენტების სხვადასხვა ჯგუფის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან შესაძლოა მოხდეს ისეთი გვერდითი ეფექტების სიხშირის მატება, როგორიცაა არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპერკალემია, თირკმლის ფუნქციის დაქვეითება (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით). აგფ-ინჰიბიტორების კომბინირება ალისკირენის შემცველ პრეპარატებთან უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტის და/ან თირკმლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობის (კკ <60 მლ/წთ/1,73მ2 სხეულის ფართობზე) მქონე და სხვა პაციენტებში.

აგფ-ინჰიბიტორების ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებთან კომბინირება დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში უკუნაჩვენებია, ხოლო სხვა პაციენტებისთვის არ არის რეკომენდირებული.

რაას-ზე მოქმედი 2 მედიკამენტის ერთდროული გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში მათი მიღება უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, განსაკუთრებული სიფრთხილით და თირკმლის ფუნქციის, არტერიული წნევისა და პლაზმაში ელექტროლიტების რაოდენობის მუდმივი კონტროლით.

ლითიუმის პრეპარატები

კაპტოპრილისა და ლითიუმის შემცველი პრეპარატების ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული, უკანასკნელის ტოქსიკურობის პოტენცირების მაღალი რისკის გამო.

ეთნიკური განსხვავებები

აგფ-ინჰიბიტორები ნაკლებად ეფექტურია ნეგროიდული რასის წარმომადგენლებში, ევროპეიდული რასისგან განსხვავებით, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია რენინის ნაკლებ აქტივობასთან ნეგროიდული რასის წარმომადგენლებში.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვაზე:

მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავის შეკავება სატრანსპორტო საშუალებებისა და პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვისგან, რომლებიც ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას საჭიროებენ, რადგან შესაძლოა თავბრუსხვევის განვითარება, განსაკუთრებით საწყისი დოზის მიღების შემდეგ.

გამოშვების ფორმა:

კაპტოპრილი, ტაბლეტები 25 მგ - 40 ტაბლეტი კოლოფში

კაპტოპრილი, ტაბლეტები 50 მგ - 20 ტაბლეტი კოლოფში

ვარგისობის ვადა:

2 წელი.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი:

ბაუშ ჰელსი ირლანდია ლიმიტედ

3013 ლეიკ დრაივი, სითივესთ ბიზნეს კაპუს, დუბლინი 24, ირლანდია D24 PPT3

მწარმოებელი

PHARMACEUTICAL WORKS JELFA, S.A.

58-500 ელენია გურა, ვ. პოლიას ქ. №21, პოლონეთი

მომხმარებლებისგან პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია:

ბაუშ ჰელსი ირლანდია ლიმიტედ

3013 ლეიკ დრაივი, სითივესთ ბიზნეს კაპუს, დუბლინი 24, ირლანდია D24 PPT3

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა