ბლოკორდილი
Blocordil®
ბლოკორდილი - ეს პრეპარატი განკუთვნილია არტერიული წნევის შესამცირებლად (ჰიპოტენზიური საშუალება). ეს მიეკუთვნება ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების ჯგუფს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კაპტოპრილი (captopril)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ ტაბლეტი №20 (2X10)
- მწარმოებელი
- KRKA, tovarna zdravil, d.d., Novo mesto, სლოვენია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რენინ - ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- C09AA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045033
- რეგისტრირებულია
- 24 მარტი 2026, მოქმედებს 13 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- KRKA, tovarna zdravil, d.d., Novo mesto (სლოვენია)
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ბლოკორდილი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ბლოკორდილი - ეს პრეპარატი განკუთვნილია არტერიული წნევის შესამცირებლად (ჰიპოტენზიური საშუალება). ეს მიეკუთვნება ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების ჯგუფს. ბლოკორდილით მკურნალობის დროს ფართოვდება სისხლძარღვები, რაც იწვევს არტერიული წნევის შემცირებას და სისხლისა და ჟანგბადის ნაკადის გაზრდას გულის კუნთში და სხვა ორგანოებში.
ბლოკორდილი გამოიყენება მაღალი სისხლის წნევის (ჰიპერტონიის) სამკურნალოდ;
გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ (გულის სატუმბი ფუნქციის შემცირება);
გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტი) სამკურნალოდ;
დიაბეტით გამოწვეული თირკმელების დაზიანების სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება
არტერიული ჰიპერტენზია
რეკომენდებული საწყისი დოზა: 12,5 მგ - 25 მგ დღე-ღამეში 2-ჯერ. თქვენმა ექიმმა შეიძლება თანდათან გაზარდოს დოზა დღე-ღამეშ 100-150 მგ-მდე.
შეიძლება ასევე დაგჭირდეთ სხვა პრეპარატები არტერიული წნევის დასაწევად.
ხანდაზმულ პაციენტებში და თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტებში შეიძლება დაინიშნოს უფრო დაბალი საწყისი დოზა.
გულის უკმარისობა
რეკომენდებული საწყისი დოზა: 6,25 მგ - 12,5 მგ დღე-ღამეში 2-3-ჯერ. თქვენმა ექიმმა შეიძლება თანდათან გაზარდოს დოზა დღე-ღამეშ 150 მგ-მდე.
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ
რეკომენდებული დოზა: 6,25 მგ, რომელიც შემდეგ თქვენი ექიმის მიერ გაიზრდება მაქსიმალურ 150 მგ0მდე დღე-ღამეში, დაყოფილს რამდენიმე მიღებაზე.
თირკმელების დაზიანება, გამოწვეული დიაბეტით
რეკომენდებული დოზა: 75-100 მგ დღე-ღამეში.
თირკმლის უკმარისობა
რადგან კაპტოპრილი გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზა უნდა შემცირდეს და დოზირების ინტერვალი უნდა გაიზარდოს.
კაპტოპრილის სადღეღამისო დოზა უნდა დაკორექტირდეს კრეატინინის კლირენსის შესაბამისად
კრეატინინის კლირენსი
(მლ/წთ/1,73მ2)
საწყისი სადღეღამისო დოზა
(მგ)
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა (მგ
>40
25-50
150
21-40
25
100
10-20
12,5
75
<10
6,25
37,5
თუ თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის საჭიროა დიურეტიკებით თანმხლები თერაპია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს მარყუჟოვან დიურეტიკებს (მაგალითად, ფუროსემიდს) თიაზიდურ დიურეტიკებთან შედარებით.
ხანდაზმული პაციენტები (65 წლის ზემოთ)
ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი დოზა. თუ გაქვთ თირკმელების დაავადება, ექიმი თანადთან გაზრდის დოზას, ვიდრე არტერიული წნევა ადეკვატურად კონტროლირებული არ გახდება. შემდეგ დოზა შეიძლება დაკორექტირდეს თქვენი ექიმის მიერ ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად.
გამოყენება ბავშვებში
კაპტოპრილის ეფექტიანობა და უსაფრთხოება ბავშვებსა და მოზარდებში 18 წ;ამდე ასაკის სრულად დადგენილი არ არის. კაპტოპრილი შეიძლება დაინიშნოს ბავშვებსა და მოზარდებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებებით მკურნალობა საკმარისად ეფექტური არ არის. რეკომენდებული საწყისი დოზა არის 0,3 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში 3-ჯერ, რომელიც შეიძლება თანდათან გაიზარდოს ექიმის მიერ. დოზა თანდათან უნდა გაიზარდოს ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მისაღწევად. 40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში სამკურნალო საშუალება ბლოკორდილი ვერ უზრუნველყოფს აუცილებელ დოზირებას.
გამოყენება ბავშვებში თირკმელების პრობლემებით, დღენაკლულ ბავშვებში, ახალშობილებშო და ჩვილებში
საწყისი დოზა შეადგენს 0,15 მგ/კგ სხეულის მასაზე.
ზოგჯერ ექიმები ნიშნავენ ზემოთ მითითებულისგან განსხვავებულ დოზებს, და თუ ეს გეხებათ თქვენ, განიხილეთ ეს საკითხი ექიმთან.
ზოგჯერ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა ბლოკორდილის პირველი ან პირველი ორი დოზის მიღების შემდეგ. თუ ეს მოხდა თქვენს შემთხვევაში, მოთავსდით ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ვიდრე ეს სიმპტომები არ გავა.
მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ, გააგრძლეთ ბლოკორდილის მიღება, ვიდრე ექიმი სხვაგვარად არ გეტყვით.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი პრეპარატი ბლოკორდილი
თუ თქვენ ან ვინმე სხვამ მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი, უნდა მიმართოთ ყველაზე ახლო მდებარე გადაუდებელი დახმარების განყოფილებას და დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ამის თაობაზე თქვენს ექიმს. თან იქონიეთ შეფუთვა და ყველა დარჩენილი ტაბლეტი.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ბლოკორდილის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსირებისთვის.
თუ გამოტოვეთ პრეპარატის მიღების დრო, რაც შეიძლება მალე მიიღეთ გამოტოვებული დოზა. თუ შემდგომ მიღებამდე დარჩენილია რამდენიმე საათი, დაიცადეთ და გააგრძელეთ პრეპარატის მიღება ჩვეული სქემით - არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ბლოკორდილის მიღება
მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შეიძლება გაიზარდოს არტერიული წნევა, და შესაბამისად, მატულობს არტერიულ ჰიპერტენზიასთან დაკავშირებული გართულებების რისკი, განსაკუთრებით, გულის, თავის ტვინისა და თირკმელების მხრივ. გულის უკმარისობის მქონე პაციენტების მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს იმდენად, რომ შეიძლება საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია. ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტებში არსებობს გულის უკმარისობის რისკი. თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტებში - თირკმელების ფუნქციის გაუარესების ალბათობა.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან აფთიაქის მუსაკს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია კაპტოპრილზე და სხვა მსგავს პრეპარატებზე (სხვა აგფ ინჰიბიტორები), ან ნებისმიერ სხვა ნივთიერებაზე, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში (ჩამოთვლილია პუნქტში 6);
თუ უკვე გქონდათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების შემთხვევები ტუჩების და სახის, კისრის, ხელებისა და ფეხების უეცარი შეშუპებით, რასაც თან ახლავს სუნთქვის გაძნელება ანგიონევროტული შეშუპება აგფ ინჰიბიტორებით თერაპიის ფონზე;
თუ ოდესმე გქონდათ ანგიონევროზული შეშუპება;
თუ გაქვთ თირკმლის არტერიის ორმზრივი სტენოზი ან ერთდაერთი თირკმლის არტერიის სტენოზი;
თუ დარღვეული გაქვთ სუბსტრატის მეტაბოლიზმი, რომელიც აუცილებელია ჰემოგლობინის არაცილოვანი ნაწილის სინთეზისთვის (პორფირია);
თუ ხართ სამ თვეზე მეტი ორსული (ბლოკორდილი ასევე თავიდან უნდა იქნას აცილებული ორსულობის ადრეულ ვადებზე - იხ. პუნქტი „ორსულობა“);
თუ გაქვთ დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა და არ იღებთ არტერიული წნევის დამწევ საშუალებებს, რომლებიც შეიცავენ ალისკირენს;
თუ იღებდით ან ამჟამად იღებთ საკუბიტრილს/ვალსარტანს (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მოზრდილებში ხანგრძლივი (ქრონიკული) გულის უკმარისობის სამკურნალოდ), რადგან იზრდება ანგიონვროტული შეშუპების (სწრაფი შეშუპება კანქვეშ, და ყელის მიდამოში) განვითარების რისკი.
სიფრთხილის ზომები
ბლოკორდილის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის მუშაკებს.
პრეპარატის პირველი დოზის მიღების შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის (არტერიული ჰიპოტენზიის) მკვეთრი შემცირება, რასაც თან ახლავს გულისრევა, გახშირებული გულისცემა და გონების დაკარგვა. ხშირად ასეთი რეაქციები გვხვდება პაციენტებში გულის უკმარისობით ან თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევებით, დიარეის ან ღებინების შემდეგ, მომატებული ოფლიანობისას, აგრეთვე იმ პირებში, რომლებიც იღებენ შარდმდენ სამკურნალო საშუალებებს (დიურეტიკებს) ან იმყოფებიან უმარილო დიეტაზე. ზემოაღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, ბლოკორდილით მკურნალობის დაწყებამდე შესაძლებლობის მიხედვით უნდა მოიხსნას დიურეტიკების მიღება და უმარილო დიეტა. მძიმე შედეგები აღინიშნება იშვიათად. არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში, პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ზემოთ აწეული ფეხებით და უნდა გამოიძახოთ ექიმი. გარდამავალი არტერიული ჰიპოტენზია არ წარმოადგენს კაპტოპრილით თერაპიის შეწყვეტის მიზეზს. პრეპარატის შემდგომი დოზები, როგორც წესი, კარგად გადაიტანება. განმეორებითი ეპიზოდების დროს სხვა სიმპტომების თანხლებით (გულისრევა, გახშირებული გულისცემა და გონების დაკარგვა), უნდა მიმართოთ ექიმს.
პაციენტმა ექიმს უნდა შეატყობინოს, რომ ის იღებს სხვა პრეპარატებს გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადებების სამკურნალოდ (მათ შორის დაკავშირებულს ათეროსკლეროზთან), რადგან ასეთ შემთხვევაში არსებობს არტერიული წნევის უკიდურესი დაცემის და სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი ორგანოების პერფუზიის შემცირების მომატებული რისკი.
კაპტოპრილით მკურნალობის წინ და მკურნალობის დროს ექიმი გააკონტრილებს თქვენი თირკმელების ფუნქციას. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ დიაბეტი, თირკმელების ქრონიკული დაავადება ან იღებთ კალიუმდამზოგავ დიურეტიკებს (მაგალითად, სპირონოლაქტონი, ამილორიდი, ტრიამტერენი) ან კალიუმის პრეპარატები. ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალებების თანმხლები გამოყენება რეკომენდებული არ არის. თუ მკურნალობის ფონზე არ იგრძნობთ კუნთების სისუსტეს ან არარეგულარულ გულისცემას, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.
პაციენტმა ექიმს უნდა შეატყობინოს შაქრიანი დიაბეტის არსებობის შესახებ. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს ინსულინის ან პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზების შემცირება.
65 წლის ზემოთ ასაკის პაციენტებში არსებობს არასასურველი რეაქციების განვითარების მომატებული რისკი.
კაპტოპრილის გამოყენების დროს არსებობს ნეიტროპენიის რისკი, როგორც წესი, პაციენტებში უკვე არსებული შემაერთებელი ქსოვილების დაავადებებით (სისტემური წითელი მგლურა, დიფუზური სკლეროდერმია), თირკმელების ფუნქციის დარღვევებით ან იმუნოსუპრესიული პრეპარატებით მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში. ინფექციური დაავადებების ნებისმიერი ნიშნების განვითარებისას (ყელის ტკივილი, ცხელება, ხველა), აუცილებელია ექიმთან დაუყოვნებლივ კონსულტაცია.
აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს მდგრადი, არაპროდუქციული ხველა.
ქირურგიულ ჩარევამდე ან ანესთეზიამდე უნდა აცნობოთ ექიმს (ან სტომატოლოგს), რომ იღებთ კაპტოპრილს.
ჰემოდიალიზის ან აფერეზის ჩატარებისას ზოგიერთი სახეობის მემბრანის გამოყენებით შეუიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. მსგავსი პროცედურების დაგეგმვის შემთხვევაში, პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს, რომ იღებს კაპტოპრილს.
პაციენტებში დესენსიბილიზაციის დროს, რომელიც მიმართულია კრაზანას ან ფუტკრის შხამის წინააღმდეგ, შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის არასასურველი რეაქციები. მოცემული სახეობის მკურნალობის დაგეგმვის შემთხვევაში, პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს, რომ იღებს კაპტოპრილს.
კაპტოპრილით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს სიყვითლე ან ღვიძლისმიერი ფერმენტების მომატება. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს.
უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ხართ ორსულად (ან ვარაუდობთ, რომ ორსულად ხართ). ბლოკორდილის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის პირველ 3 თვეში. ბლოკორდილი უკუნაჩვენებია უფრო გვიან ვადებში გამოსაყენებლად, რადგან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს.
ექიმს უნდა აცნობოთ, თუ იღებთ შემდეგ სამკურნალო საშუალებებს მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ:
II ანგიოტენზის რეცეპტორების ბლოკატორები (აგრეთვე ცნობილი, როგორც სარტანები - მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით, თუ გაქვთ თირკმელების დაავადებები, დაკავშირებული დიაბეტთან;
ალისკირენი.
იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ერთობლივი გამოყენების აბსოლუტური ჩვენება, აუცილებელია სპეციალისტის მკაცრი დაკვირვება და თირკმელების ფუნქციის, ელექტროლიტური ბალანსისა და არტერიული წნევის სავალდებულო მონიტორინგი. ასევე იხილეთ ინფორმაცია ქვეთავში „არ მიიღოთ ბლოკორდილი“.
თუ იღებთ ნებისმიერ შემდეგ პრეპარატს, შეიძლება გაიზარდოს ანგიონევროტული შეშუპების განვითარების რისკი:
რაცეკადოტრილი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ;
სიროლიმუსი, ევეროლიმუსი ან სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მიეკუთვნება mTOR ინჰიბიტორების კლასს (გამოიყენება გადანერგილი ორგანოების უკუგდების თავიდან ასაცილებლად, კიბოს მკურნალობისას);
ვილდაგლიპტინი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქის მუშაკს, რომელ სამკურნალო საშუალებებსიღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან აპირებთ, რომ მიიღოთ.
პრეპარატები არტერიული წნევის დასაწევად (ბეტა-ადრენობლოკატორები, ალფა-1 რეცეპტორების ბლოკატორები, ალფა-2 აგონისტები ცენტრალური მოქმედების, კალციუმის არხის ბლოკატორები),
შარდმდენი პრეპარატები (დიურეტიკები),
პრეპარატები გულის უკმარისობის სამკურნალოდ (საკუბიტრილი/ვალსარტანი),
პრეპარატები რევმატული დაავადებების სამკურნალოდ,
პრეპარატები შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ (ინსულინი ან ანტიდიაბეტური პრეპარატები შიგნით მისაღებად).
პრეპარატები ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ (ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები, ლითიუმის პრეპარატები),
პრეპარატები კიბოს სამკურნალოდ (ალდესლეიკინი),
ანესთეტიკები,
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები ან აცეტილსალიცილმჟავა ტკივილის შესამსუბუქებლად (ანალგეტიკები),
პრეპარატები ოპიატური ზედოზირებების სამკურნალოდ (ნალოქსონი),
სისხლძარღვების გამაფართოებელი პრეპარატები (მინოქსიდილი, ალპროსტადილი, ნიტრატები),
კალიუმის დანამატები (მარილის შემცვლელების ჩათვლით), კალიუმდამზოგავი დიურეტიკები და სხვა პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლში კალიუმის რაოდენობა (მაგალითად, ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი, აგრეთვე ცნობილი, როგორც ტრიმეტპრიმი/სულფამეთოქსაზოლი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ), ციკლოსპორინი, იმუნოდეპრესანტი, გამოყენებული ორგანოს ტრანსპლანტატის უკუგდების თავიდან ასაცილებლად; და ჰეპარინი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად თრომბების წარმოქმნის პრევენციისთვის,
ჰორმონული პრეპარატები (ესტროგენი, მათ შორის ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები),
ციტოსტატიკური და იმუნოსუპრესიული პრეპარატები, კორტიკოსტეროიდების ჩათვლით,
მიორელაქსანტები,
პრეპარატები პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ (დოფამინერგიული),
პრეპარატები ანემიის სამკურნალოდ (ეპოეტინი),
პრეპარატები წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ (კარბენოქსოლონი),
პრეპარატები პოდაგრის სამკურნალოდ (ალოპურინოლი, პრობენეციდი),
პრეპარატები, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება განანერგილი ორგანოების უკუგდების პრევენციისთვის (სიკროლიმუსი, ევეროლიმუსი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნება mTOR ინჰიბიტორების კლასს). იხ. პუნქტი „განსაკუთრებული მითითბები და სიფრთხილის ზომები“.
კაპტოპრილისა და ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მათი მოქმედების შემცირება, არასასურველი რეაქციების განვითარების რისკის გაზრდა ან გავლენა მოახდინოს კაპტოპრილის მოქმედებაზე.
ქირურგიული ჩარევის წინ ექიმს უნდა აცნობოთ, რომ იღებთ კაპტოპრილს.
შეიძლება დაგჭირდეთ პრეპარატის დოზის ცვლილება და/ან სამკურნალო საშუალების შეცვლა:
II ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის გამოყენების შემთხვევაში (იხ აგრეთვე ინფორმაცია ქვეთავებში „არ მიიღოთ ბლოკორდილი“ და „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზმები“.
ბლოკორდილი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან
ტაბლეტები მიიღეთ მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად უზმოზე ან საკვების მიღებამდე ერთი საათით ადრე და ორი საათის შემდეგ.
არ შეიძლება ალკოჰოლური სასმელების მოხმარება მკურნალობის დროს, რადგან ალკოჰოლი აძლიერებს კაპტოპრილის ეფექტს, რომელიც ამცირებს არტერიულ წნევას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ დაორსულდით, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენების წინ კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან ან აფთიაქის მუშაკთან.
ორსულობა
ექიმს უნდა აცნობოთ, რომ ხართ ორსულად (ან ვარაუდობთ, რომ ორსულად ხართ). როგორც წესი, ექიმი გირჩევთ, რომ შეწყვიტოთ ბლოკორდილის მიღება ორსულობის დადგომამდე ან დადგომისთანავე და დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს. ბლოკორდილის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის პირველ 3 თვეში. ბლოკორდილი უკუნაჩვენებია უფრო გვიან ვადებში, რადგან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს.
ლაქტაცია
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
ბლოკორდილი რეკომენდებული არ არის ძუძუთი კვების პერიოდში. ექიმი შეგირჩევთ სხვა მკურნალობას, განსაკუთრებით თუ კვებავთ დღენაკლულ ან ახალშობილ ბავშვს. უფრო გვიან პერიოდში, ექიმმა უნდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ბლოკორდილის მიღების უპირატესობებისა და რისკების შესახებ ძუძუთი კვების დროს მკურნალობის სხვა მეთოდებთან შედარებით.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ დაჯდეთ საჭესთან, რადგან ბლოკორდილმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის კვეთრი დაცემა და თავბრუსხვევა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, და შედეგად, დროებით დააქვეითოს ავტომობილის მართვის ან ტექნიკასთან მუშაობის უნარი.
ბლოკორდილი შეიცავს ლაქტოზას
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის გადაუტანლობა, მიმართეთ ექიმს, ვიდრე მიიღებთ ამ სამკურნალო საშუალებას.
- პრეპარატ ბლოკორდილის გამოყენება
ყოველთვის მიიღეთ ბლოკორდილი მკურნალო ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში, რჩევა ჰკითხეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის მუშაკს.
გვერდითი მოვლენები
ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ბლოკორდილის არასასურველი რეაქციები, როგორც წესი, მუსბუქი და დროებითია და არ მოითხოვს მკურნალობის მოხსნას.
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან მინიმუმ 1 ადამიანში):
გემოს დარღვევები, თავბრუსხვევა;
მშრალი (არაპროდუქციული ხველა), რომელიც ჩვეულებრივ გადის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში, სუნთქვის გაძნელება;
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულისრევა, ღებინება, გასტრიტი, მუცლის ტკივილი, დიარეა, ყაბზობა, მადის დაკარგვა, პირის სიმშრალე, კუჭის წყლული, საჭმლის მონელების დარღვევა);
ქავილი გამონაყარით და მის გარეშე, გამელოტება;
ძილის დარღვევა.
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
გახშირებული და არარეგულარული გულისცემის შეგრძნება (ტაქიკარდია, ტაქიარითმია, გულისცემის შეგრძნება), ძლიერი ტკივილი მკერდის არეში (სტენოკარდია);
სახის, ტუჩების, ყელის და/ან ენის სეშუპება (ანგიონევროტული სეშუპება);
დაბალი არტერიული წნევა, პერიოდულად განვითარებული ხელისა და ფეხის თითების სიფერმკრთალე (რეინოს სინდრომი), ერითემა;
ტკივილი მკერდის არეში, მომატებული დაღლილობა, სისუსტე.
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
მადის დაკარგვა (ანორექსია);
ძილიანობა, თავის ტკივილი, დაბუჟება ან ჩხვლეტა (პარესთეზია)
აფტოზური წყლულები პირის ღრუში და ენაზე, ინტესტინალური ანგიონევროტული შეშუპება
თირკმელების დაავადება ან დისფუნქცია (თირკმლის უკმარისობა, შარდვის სიხშირის ცვლილება)
ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
პროტეინურია, სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება (ჰიპონატრიემია), შარდოვანას, კრეატინინის და ბილირუბინის დონის მომატება, შრატისმიერი ჰემოგლობინის დონის მომატება, სისხლში წითელი და თეთრი უჯრედების დონის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), ANA ტიტრის მომატება, ეითროციტების დალექვის მომატება;
სისხლში კალიუმის დონის მომატება (ჰიპერკალიემია, სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის შემცირება (ჰიპოგლიკემია);
გულის მუშაოების გაჩერება;
ნეიტროფილების (სისხლის თეთრი უჯრედების სახეობა) რაოდენობის შემცირება სისხლში, მოწიფული ლეიკოციტების არარსებობა, სისხლის ყველა უჯრედის შემცირება სისხლში (პანციტოპენია), ლიმფური კვანძების გაზრდა, ეოზინოფილების (ლეიკოციტების სახეობა) რაოდენობის მომატება სისხლში, აუტოიმუნური დაავადებები, ANA ტიტრის მომატება;
ინსულტი, გონების დაკარგვალ
მხედველობის დაბინდვა;
ბრონქების დროებითი შევიწროვება (ბრონქოსპაზმი), ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება (რინიტი), ფილტვების ანთება
ენის ანთება (გლოსიტი), წყლულოვანი დაავადება, პანკრეატიტი
თირკმლის უკმარისობა (ნეფროტული სინდრომი);
კანის დაავადებები: ჭინჭრის ციება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, კანის შეშუპება, სინათლის მიამრთ მგრძნობელობა, კანის ზედა ფენის დაწყლულება, დაავადება, რომელიც ხასიათდება ნახეთქებითა და ბუშტუკებით (პემფიგოიდური რეაქცია) და ეგზემისმაგვარი კანის ანთება (ექსფოლიაციური დერმატიტი);
ტკივილი კუნთებსა და სახსრებშილ
ცხელება;
აუტოიმუნური დაავადებები;
ღვიძლის უკმარისობა, ნაღველის შეკავება (მათ შორის სიყვითლე), ჰეპატიტი (მათ შორის ნეკროზი, ღვიძლისმიერი ფერმენტების აქტივობის მომატება და ბილირუბინისა და ტუტე ფოსფატაზას დონის მომატება);
ერექციის მიღწევის ან სენარჩუნების უუნარობა (იმპოტენცია), მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება (გინეკომასტია);
ცნობიერების დაბინდვა, დეპრესია.
შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, თუ ვლინდება შემდეგი ნიშნები:
ტუჩების და სახის, ყელის შეშუპება, შეიძლება აგრეთვე ხელებისა და ფეხების, სუნთქვის გაძნელება, კანზე გამონაყარი, ძლიერი ქავილი;
უეცარი ტემპერატურა, შემცივნება, ყლაპვის გაძნელება და ხველა;
კუნთების სისუსტე;
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გონების დაკარგვა, ცნობიერების დაბინდვა, დაღლილობა და სისუსტე; გახშირებული გულისცემა, არარეგულარული გულისცემა.
არასასურველი რეაქციების ინფორმირება
თუ განვითარდა რომელიმე არასასურველი რეაქცია, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან აფთიაქის მუშაკს, ან მედდას. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის რეაქციებზე, რომლებიც მითითებული არ არის მოცემულ ფურცელ-ჩანართში. არასასურველი რეაქციების ინფორმირებით თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაციის მიღებას.
- პრეპარატ ბლოკორდილის შენახვა
შეინახეთ ტენისა და სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 250C-ზე.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბების სიმპტომებია მძიმე ჰიპოტენზია, შოკი, ბრადიკარდია, ელექტროლიტური დარღვევები და თირკმლის უკმარისობა. მიღებული უნდა იყოს ზომები შეწოვის თავიდან ასაცილებლად (მაგ. კუჭის ამორეცხვა, ადსორბენტებისა და ნატრიუმის სულფატის შეყვანა მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში) და ელიმინაციის დასაჩქარებლად. ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში, პაციენტი უნდა მოთავსდეს მწოლიარე მდგომარეობაში, თავით უნდა იყოს დაწეული და პლაზმური მოცულობა უნდა გამოსწორდეს ფიზიოლოგიური მარილის ხსნარის ინფუზიით (9 მგ/მლ ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი), საჭიროების შემთხვევაში. საჭიროა პაციენტის არტერიული წნევის, სუნთქვის, შრატში შარდოვანას, კრეატინინის და კალიუმის დონის და დიურეზის მონიტორინგი. განხილული უნდა იყოს ანგიოტენზინ-II-ით მკურნალობა. ბრადიკარდიის ან ფართო ვაგალური რეაქციების მკურნალობა უნდა მოხდეს ატროპინის შეყვანით. შეიძლება განიხილებოდეს კარდიოსტიმულატორის გამოყენება.
მძიმე შემთხვევებში შეიძლება კაპტოპრილის გამოდევნა ცირკულაციიდან ჰემოდიალიზის საშუალებით. ჰემოდიალიზის კლირენსი არის 1,33 მლ/წმ-დან 2 მლ/წმ-მდე, გამოყენებული ჰემოდიალიზის მიხედვით.
შემადგენლობა
პრეპარატი ბლოკორდილი შეიცავს
მოქმედი ნივთიერება: 1 ტაბლეტი შეიცავს 12,5 მგ, 25 მგ და 50 მგ კაპტოპრილს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, სტეარინის მჟავა.
პრეპარატ ბლოკორდილის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
ტაბლეტები 12,5 მგ: თეთრი, მრგვალი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები თლილი კიდეებით.
ტაბლეტები 25 მგ: თეთრი, მრგვალი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები თლილი კიდეებით და გასაყოფი ხაზით ერთ მხარეს. გასაყოფი ხაზი განკუთვნილია ტაბლეტის გასატეხად.
ტაბლეტები 50 მგ: თეთრი, მრგვალი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები თლილი კიდეებით და გასაყოფი ხაზით ერთ მხარეს. გასაყოფი ხაზი განკუთვნილია ტაბლეტის გასატეხად.
2 ბლისტერი 10 ტაბლეტით მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
შენახვის პირობები
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღია თვის ბოლო დღე.
არ ჩააგდოთ პრეპარატი წყალგაყვანილობაში ან კანალიზაციაში. აფთიაქის თანამშრომელთან დააზუსტეთ, როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც საჭირო აღარ არის. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები, ჩვეულებრივი, ათქ კოდი: C09AA01.
მოქმედების მექანიზმი
კაპტოპრილი აინჰიბირებს ანგიოტენზინ-გარდამქმნელ ფერმენტს, რომელიც ანგიოტენზინ I-ს გარდაქმნის ანგიოტენზინ II-ად. ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბირების შედეგია ანგიოტენზინ II კონცენტრაციის შემცირება, პლაზმური რენინის აქტივობის გაზრდა და ალდოსტერონის სეკრეციის დაქვეითება. მაქსიმალური ეფექტი რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე ვითარდება 1 საათში და გრძელდება 6-დან 8 საათამდე; შრატში ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის აქტივობა აღდგება 12-დან 14 საათამდე.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში კაპტოპრილი აფართოებს რეზისტენტულ სისხლძარღვებს და ამცირებს მთლიან პერიფერიულ წინააღმდეგობას. ფილტვის გამჭედავი წნევა და ფილტვის არტერიის საშუალო წნევა ასევე მცირდება, ხოლო ფილტვის სისხლძარღვთა რეზისტენტობა უცვლელი რჩება. ერთჯერადი პერორალური დოზის ან განმეორებითი მიღების შემდეგ, სისტემური პერიფერიული რეზისტენტობა მცირდება დაახლოებით ქ0%-დან 30%-მდე. ერთჯერადი დოზის შემდეგ, სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევა მცირდება დაახლოებით 10%-დან 20%-მდე. გულისცემა და ინსულტის მოცულობა ჩვეულებრივ უცვლელი რჩება. კაპტოპრილის ერთჯერადი დოზის შემდეგ, ჰემოდინამიკური ეფექტი უკვე შეინიშნება 20- 30 წუთში და ყველაზე მეტად გამოხატულია 1 საათის შემდეგ. ეს ეფექტი ჩვეულებრივ ნარჩუნდება 4-დან 6 საათამდე, უფრო მაღალი დოზების შემდეგ 8-დან 12 საათამდეც კი. კაპტოპრილით თერაპიის რამდენიმე კვირის შემდეგ, არტერიული წნევა დამატებით მცირდება. კაპტოპრილით თერაპიის შეწყვეტის შემდეგ, როგორც წესი, არტერიული წნევის მყისიერი მატება არ აღინიშნება.
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში მოკლევადიანი თერაპია კაპტოპრილით (სისხლძარღვთა სისტემაზე ზემოაღნიშნული ზემოქმედების გამო) იწვევს გულის მუშაობის (25%-დან 30%-მდე) და გულის ინდექსის (15%-დან 45%-მდე) მატებას, ხოლო შემდეგი მცირდება: სისტემური სისხლძარღვების რეზისტენტობა (20%-დან 45%-მდე), ფილტვის სისხლძარღვთა რეზისტენტობა (35%-დან 45%-მდე), მთლიანი სისხლძარღვთა რეზისტენტობა (25%-დან 35%-მდე), ფილტვის არტერიული წნევა ( 15%-დან 35%-მდე), ფილტვის გამჭედავი წნევა (25%-დან 50%-მდე), მარჯვენა წინაგულის წნევა (25%-დან 45%-მდე) და საშუალო არტერიული წნევა (7%- დან 25%-მდე). გულისცემა ჩვეულებრივ უცვლელი რჩება ან ოდნავ (კლინიკურად უმნიშვნელოდ) მცირდება. კაპტოპრილის ერთჯერადი დოზის შემდეგ ჰემოდინამიკური ეფექტი ვლინდება 30 წუთის შემდეგ და ყველაზე მეტად გამოიხატება 60-90 წუთის შემდეგ; ის ჩვეულებრივ გრძელდება 3-დან 8 საათამდე. თერაპიის შეწყვეტის შემდეგ, გულისცემის სიხშირე ოდნავ მატულობს, მაგრამ არ აღინიშნება ჰემოდინამიკის მყისიერი გაუარესება.
კაპტოპრილს განსაკუთრებული ადგილი უკავია გულის უკმარისობის და მიოკარდიუმის ინფარქტის რეციდივის პროფილაქტიკაში პოსტ-მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტებში. მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ კაპტოპრილი ამცირებს მიოკარდიუმის ნეკროზს, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და ამცირებს არითმიების სიხშირეს გულის კუნთის რეპერფუზიის შემდეგ, ამცირებს პარკუჭის ჰიპერტროფიას, კოლაგენის ჭარბ ზრდას და ხელს უშლის გულის კუნთის უჯრედების დაზიანებას. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადრეულად დაწყებული (მე-3 და მე-16 დღეებს შორის ინფარქტის შემდეგ) და გრძელვადიანი თერაპია მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ პაციენტებში ასიმპტომური მარცხენა პარკუჭის დისფუნქციით ახანგრძლივებს გადარჩენის დროს და ამცირებს სიკვდილიანობას (სიკვდილიანობა გულსისხლძარღვთა დაავადებების, მიოკარდიუმის ინფარქტის და გულის შეგუბებითი უკმარისობის გამო 24%-ით, სიკვდილიანობა განმეორებითი მიოკარდიუმის ინფარქტის გამო 32%-ით), ავადობას (ავადობა მორეციდივე მიოკარდიუმის ინფარქტის გამო 25%-ით, ავადობა გულის შეგუბებითი უკმარისობის გამო 37%) და ჰოსპიტალიზაციების რაოდენობა გულის უკმარისობის გამო (22%-ით).
ვინაიდან ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები მოქმედებენ თირკმელებზე, ისინი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ანტიჰიპერტენზიული საშუალებებია. კაპტოპრილი ამცირებს თირკმლის სისხლძარღვთა რეზისტენტობას, ზრდის თირკმელებში სისხლის ნაკადს, გლომერულ ფილტრაციას, ნატრიუმის და წყლის გამოყოფას, ინარჩუნებს კალიუმს, ამცირებს ცილების ელიმინაციას, მეზანგიალური მაკრომოლეკულების დაგროვებას და ამით ხელს უშლის მეზანგიალურ დაზიანებას და გლომერულოსკლეროზის განვითარებას.
ამ გზით კაპტოპრილი ინარჩუნებს და ასევე აუმჯობესებს თირკმელების ფუნქციას და ანელებს თირკმელების ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებების (განსაკუთრებით დიაბეტური ნეფროპათიის) განვითარებას ასევე არაჰიპერტენზიულ პაციენტებში.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ I ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში კაპტოპრილი ამცირებს პროტეინურიას (30%-ით პირველი სამი თვის განმავლობაში), ანელებს დიაბეტური ნეფროპათიის პროგრესირებას (ამცირებს სიმპტომური ნეფროპათიის რისკს 67%-დან 76%-მდე), და ამცირებს თირკმელების ბოლო სტადიის უკმარისობის (ჰემოდიალიზი ან თირკმლის ტრანსპლანტაცია) ან სიკვდილის სიხშირეს (ამცირებს რისკს 51%-ით). კაპტოპრილის ეს ეფექტი დამოუკიდებელია მისი ანტიჰიპერტენზიული აქტივობისგან.
ორი დიდი, რანდომიზებული, კონტროლირებადი კვლევის დროს (ONTARGET (მიმდინარე ტელმისარტანი ცალკე და კომბინაციაში რამიპრილის გლობალურ საბოლოო ცდასთან) და VA NEPHRON-D (ვეტერანთა საქმეების ნეფროპათია დიაბეტის დროს)) შესწავლილ იქნა აგფ ინჰიბიტორის კომბინაციის გამოყენება ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორთან.
ONTARGET იყო კვლევა, რომელიც ჩატარდა პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა ან ცერებროვასკულური დაავადებით ან ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რასაც თან ახლავს ბოლო ორგანოების დაზიანება. VA NEPHRON-D იყო კვლევა პაციენტებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით და დიაბეტური ნეფროპათიით.
ამ კვლევებმა არ აჩვენა მნიშვნელოვანი სასარგებლო გავლენა თირკმელების და/ან გულსისხლძარღვთა შედეგებზე და სიკვდილიანობაზე, მაგრამ დაფიქსირდა ჰიპერკალიემიის, თირკმლის მწვავე დაზიანების და/ან ჰიპოტენზიის გაზრდილი რისკი მონოთერაპიასთან შედარებით. მათი მსგავსი ფარმაკოდინამიკური თვისებების გათვალისწინებით, ეს შედეგები ასევე რელევანტურია აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებისთვის. ამიტომ აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები არ უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტები.
ALTITUDE (ალისკირენის ცდა ტიპი 2 დიაბეტის დროს გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადების საბოლოო წერტილების გამოყენებით) იყო კვლევა, რომელიც შეიქმნა ალისკირენის დამატების სარგებლობის შესამოწმებლად აგფ ინჰიბიტორის ან ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორის სტანდარტულ თერაპიაში პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი და თირკმლის ქრონიკული დაავადება, გულ-სისხლძარღვთა დაავადება ან ორივე ერთად. კვლევა ნაადრევად შეწყდა არასასურველი შედეგების გაზრდილი რისკის გამო. გულ-სისხლძარღვოვანი სიკვდილი და ინსულტი რიცხობრივად უფრო ხშირი იყო ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში და გვერდითი მოვლენები და სერიოზული გვერდითი მოვლენები (ჰიპერკალემია, ჰიპოტენზია და თირკმლის დისფუნქცია) უფრო ხშირად აღინიშნა ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
კაპტოპრილი ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. შეწოვა არის 70%. ჰიპერტენზიულ პაციენტებში საშუალო აბსორბციის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 0.45 საათს. ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 60%.
თუ კაპტოპრილი მოთავსებულია ენის ქვეშ, ის უფრო სწრაფად შეიწოვება, ვიდრე პერორალური მიღების შემდეგ.
საკვების ერთდროული მიღება ანელებს შეწოვას და ამცირებს კაპტოპრილის ბიოშეღწევადობას.
კაპტოპრილი ვლინდება შრატში უკვე 15 წუთის შემდეგ; შრატში პიკური დონის 50% მიიღწევა 30 წუთი და შრატის მაქსიმალური დონე მიიღწევა 1 საათში. ერთი საათის შემდეგ, შრატში კაპტოპრილის დონე იწყებს ექსპონენციალურად კლებას, ხოლო მიღებიდან 8 საათის შემდეგ ისინი უკვე უმნიშვნელოა.
განაწილება
კაპტოპრილი და მისი მეტაბოლიტები სწრაფად ნაწილდება ქსოვილებში, მაგრამ ისინი არ კვეთენ ჰემატოენცეფალურ ბარიერს. კაპტოპრილის დაახლოებით 25%-დან 30%-მდე კოვალენტურად, მაგრამ დროებით, უკავშირდება შრატის ცილებს, ძირითადად ალბუმინს. კაპტოპრილის განაწილების წონასწორული მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0.7 ლ/კგ.
ბიოტრანსფორმაცია
კაპტოპრილი ადვილად და ფართოდ მეტაბოლიზდება ღვიძლში. მისი ძირითადი მეტაბოლური გზებია დაჟანგვა და დისულფიდური დიმერების და სხვა შერეული დისულფიდების წარმოქმნა თიოლებით, როგორიცაა გლუტათიონი და ცისტეინი და შრატის ცილები. კაპტოპრილის დისულფიდური მეტაბოლიტები არააქტიურია, მაგრამ არსებობს გარკვეული in vivo მტკიცებულება ამ მეტაბოლიტების აქტიურ ფორმად გარდაქმნის შესახებ. ეს ხსნის კონცენტრაცია-ეფექტის კორელაციის არარსებობას კაპტოპრილთან და მის გახანგრძლივებულ ჰიპოტენზიურ ეფექტს (უფრო ხანგრძლივად, ვიდრე მოსალოდნელია ფარმაკოკინეტიკის მიხედვით), რადგან მეტაბოლიტები შეიძლება ხელახლა გარდაიქმნას კაპტოპრილად.
ელიმინაცია
კაპტოპრილი სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან, ძირითადად უცვლელი სახით, თირკმელებით. ელიმინაციის ძირითადი მექანიზმი არის მილაკოვანი სეკრეცია და, უფრო მცირე ხარისხით, ასევე გლომერულური ფილტრაცია. ორგანიზმში საშუალო საერთო კლირენსი არის 0.8 ლ/კგ/სთ, ხოლო თირკმლის საშუალო კლირენსი 0.4 ლ/კგ/სთ. ვინაიდან კაპტოპრილის მეტაბოლიზმი არალინეარული და რთულია, ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი ზუსტად ვერ განისაზღვრა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს იქნება დაახლოებით 1.9 საათი.
ლაქტაცია
თორმეტი ქალის შემთხვევაში, რომლებიც იღებდნენ პერორალურ კაპტოპრილ 100 მგ 3-ჯერ დღეში, რძის საშუალო პიკური დონე იყო 4.7 მკგ/ლ და აღინიშნა დოზის მიღებიდან 3.8 საათის შემდეგ. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მაქსიმალური დღიური დოზა, რომელსაც მეძუძური ჩვილი მიიღებს, არის დედის დღიური დოზის 0.002%-ზე ნაკლები.
კაპტოპრილი შეიძლება გამოიდევნოს სისხლის მიმოქცევიდან ჰემოდიალიზის და პერიტონეალური დიალიზის საშუალებით. ჰემოდიალიზის კლირენსი არის 1.33 მლ/წმ-დან 2 მლ/წმ-მდე, გამოყენებული ფილტრების მიხედვით. 4-საათიანი ჰემოდიალიზის დროს კაპტოპრილის 30%-დან 40%-მდე გამოიყოფა სისხლიდან, ხოლო მეტაბოლიტების კლირენსი გარკვეულწილად ნაკლებად ეფექტურია.
კაპტოპრილის დისულფიდური მეტაბოლიტები თირკმელებით უფრო ნელა გამოიყოფა, ვიდრე კაპტოპრილი. ვინაიდან დისულფიდური მეტაბოლიტები ორგანიზმში ხელახლა გარდაიქმნება კაპტოპრილად, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება მოსალოდნელი იყოს კაპტოპრილის დაგროვება. კაპტოპრილის მეტაბოლიტების დაგროვება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში იწვევს უფრო ძლიერ ფარმაკოდინამიკურ ეფექტს და ხანგრძლივ მოქმედებას. ასეთ პაციენტებში კაპტოპრილის დოზები უნდა დარეგულირდეს თირკმელების ფუნქციის რეალური დონის მიხედვით. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში რენინ-ანგიოტენზინის სისტემა ნორმალურად ფუნქციონირებს. რადგან კაპტოპრილის არის პრეპარატი და არა პროპრეპარატი, მისი ეფექტი ისეთივეა, როგორიც ჰიპერტენზიულ პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევის გარეშე.
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში კაპტოპრილის ელიმინაცია უფრო ნელა მიმდინარეობს. ამიტომ, გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს უნდა მკურნალობდნენ კაპტოპრილის უფრო დაბალი საწყისი დოზით და დოზები უნდა დარეგულირდეს მიღწეული თერაპიული ეფექტის მიხედვით.
კაპტოპრილის ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულ ჯანმრთელ მოხალისეებში იგივეა, რაც ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებში. ამიტომ ხანდაზმულ პაციენტებს ჰიპერტენზიით და თირკმელების ნორმალური ფუნქციით შეიძლება მიეცეთ კაპტოპრილის ჩვეულებრივი დღიური დოზები.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელი-ჩანართი - ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ბლოკორდილი ტაბლეტები 12,5 მგ, 25 მგ და 50 მგ
Captopril
პრეპარატის გამოყენების წინ სრულად წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შეიძლება დაგჭირდეთ მისი კიდევ ერთხელ წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის მუშაკს.
პრეპარატი განკუთვნილია კონკრეტულად თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. მან შეიძლება ავნოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები ემთხვევა თქვენსას.
თუ განვითარდა რაიმე არასასურველი რეაქცია, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის მუშაკს. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის რეაქციებზე, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ფურცელ-ჩანართის მე-4 პუნქტში.
ფურცელ-ჩანართის შინაარსი:
- რას წარმოადგენს პრეპარატი ბლოკორდილი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ პრეპარალ ბლოკორდილის მიღების წინ
- პრეპარატ ბლოკორდილის გამოყენება
- შესაძლო არასასურველი რეაქციები
- პრეპარატ ბლოკორდილის შენახვა
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ცნობები
- რას წარმოადგენს პრეპარატი ბლოკორდილი და რისთვის გამოიყენება
ბლოკორდილი - ეს პრეპარატი განკუთვნილია არტერიული წნევის შესამცირებლად (ჰიპოტენზიური საშუალება). ეს მიეკუთვნება ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების ჯგუფს. ბლოკორდილით მკურნალობის დროს ფართოვდება სისხლძარღვები, რაც იწვევს არტერიული წნევის შემცირებას და სისხლისა და ჟანგბადის ნაკადის გაზრდას გულის კუნთში და სხვა ორგანოებში.
ბლოკორდილი გამოიყენება მაღალი სისხლის წნევის (ჰიპერტონიის) სამკურნალოდ;
გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ (გულის სატუმბი ფუნქციის შემცირება);
გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტი) სამკურნალოდ;
დიაბეტით გამოწვეული თირკმელების დაზიანების სამკურნალოდ.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარალ ბლოკორდილის მიღების წინ
არ გამოიყენოთ ბლოკორდილი:
თუ გაქვთ ალერგია კაპტოპრილზე და სხვა მსგავს პრეპარატებზე (სხვა აგფ ინჰიბიტორები), ან ნებისმიერ სხვა ნივთიერებაზე, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში (ჩამოთვლილია პუნქტში 6);
თუ უკვე გქონდათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების შემთხვევები ტუჩების და სახის, კისრის, ხელებისა და ფეხების უეცარი შეშუპებით, რასაც თან ახლავს სუნთქვის გაძნელება ანგიონევროტული შეშუპება აგფ ინჰიბიტორებით თერაპიის ფონზე;
თუ ოდესმე გქონდათ ანგიონევროზული შეშუპება;
თუ გაქვთ თირკმლის არტერიის ორმზრივი სტენოზი ან ერთდაერთი თირკმლის არტერიის სტენოზი;
თუ დარღვეული გაქვთ სუბსტრატის მეტაბოლიზმი, რომელიც აუცილებელია ჰემოგლობინის არაცილოვანი ნაწილის სინთეზისთვის (პორფირია);
თუ ხართ სამ თვეზე მეტი ორსული (ბლოკორდილი ასევე თავიდან უნდა იქნას აცილებული ორსულობის ადრეულ ვადებზე - იხ. პუნქტი „ორსულობა“);
თუ გაქვთ დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა და არ იღებთ არტერიული წნევის დამწევ საშუალებებს, რომლებიც შეიცავენ ალისკირენს;
თუ იღებდით ან ამჟამად იღებთ საკუბიტრილს/ვალსარტანს (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მოზრდილებში ხანგრძლივი (ქრონიკული) გულის უკმარისობის სამკურნალოდ), რადგან იზრდება ანგიონვროტული შეშუპების (სწრაფი შეშუპება კანქვეშ, და ყელის მიდამოში) განვითარების რისკი.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ბლოკორდილის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის მუშაკებს.
პრეპარატის პირველი დოზის მიღების შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის (არტერიული ჰიპოტენზიის) მკვეთრი შემცირება, რასაც თან ახლავს გულისრევა, გახშირებული გულისცემა და გონების დაკარგვა. ხშირად ასეთი რეაქციები გვხვდება პაციენტებში გულის უკმარისობით ან თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევებით, დიარეის ან ღებინების შემდეგ, მომატებული ოფლიანობისას, აგრეთვე იმ პირებში, რომლებიც იღებენ შარდმდენ სამკურნალო საშუალებებს (დიურეტიკებს) ან იმყოფებიან უმარილო დიეტაზე. ზემოაღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, ბლოკორდილით მკურნალობის დაწყებამდე შესაძლებლობის მიხედვით უნდა მოიხსნას დიურეტიკების მიღება და უმარილო დიეტა. მძიმე შედეგები აღინიშნება იშვიათად. არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში, პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ზემოთ აწეული ფეხებით და უნდა გამოიძახოთ ექიმი. გარდამავალი არტერიული ჰიპოტენზია არ წარმოადგენს კაპტოპრილით თერაპიის შეწყვეტის მიზეზს. პრეპარატის შემდგომი დოზები, როგორც წესი, კარგად გადაიტანება. განმეორებითი ეპიზოდების დროს სხვა სიმპტომების თანხლებით (გულისრევა, გახშირებული გულისცემა და გონების დაკარგვა), უნდა მიმართოთ ექიმს.
პაციენტმა ექიმს უნდა შეატყობინოს, რომ ის იღებს სხვა პრეპარატებს გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადებების სამკურნალოდ (მათ შორის დაკავშირებულს ათეროსკლეროზთან), რადგან ასეთ შემთხვევაში არსებობს არტერიული წნევის უკიდურესი დაცემის და სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი ორგანოების პერფუზიის შემცირების მომატებული რისკი.
კაპტოპრილით მკურნალობის წინ და მკურნალობის დროს ექიმი გააკონტრილებს თქვენი თირკმელების ფუნქციას. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ დიაბეტი, თირკმელების ქრონიკული დაავადება ან იღებთ კალიუმდამზოგავ დიურეტიკებს (მაგალითად, სპირონოლაქტონი, ამილორიდი, ტრიამტერენი) ან კალიუმის პრეპარატები. ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალებების თანმხლები გამოყენება რეკომენდებული არ არის. თუ მკურნალობის ფონზე არ იგრძნობთ კუნთების სისუსტეს ან არარეგულარულ გულისცემას, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.
პაციენტმა ექიმს უნდა შეატყობინოს შაქრიანი დიაბეტის არსებობის შესახებ. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს ინსულინის ან პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზების შემცირება.
65 წლის ზემოთ ასაკის პაციენტებში არსებობს არასასურველი რეაქციების განვითარების მომატებული რისკი.
კაპტოპრილის გამოყენების დროს არსებობს ნეიტროპენიის რისკი, როგორც წესი, პაციენტებში უკვე არსებული შემაერთებელი ქსოვილების დაავადებებით (სისტემური წითელი მგლურა, დიფუზური სკლეროდერმია), თირკმელების ფუნქციის დარღვევებით ან იმუნოსუპრესიული პრეპარატებით მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში. ინფექციური დაავადებების ნებისმიერი ნიშნების განვითარებისას (ყელის ტკივილი, ცხელება, ხველა), აუცილებელია ექიმთან დაუყოვნებლივ კონსულტაცია.
აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს მდგრადი, არაპროდუქციული ხველა.
ქირურგიულ ჩარევამდე ან ანესთეზიამდე უნდა აცნობოთ ექიმს (ან სტომატოლოგს), რომ იღებთ კაპტოპრილს.
ჰემოდიალიზის ან აფერეზის ჩატარებისას ზოგიერთი სახეობის მემბრანის გამოყენებით შეუიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. მსგავსი პროცედურების დაგეგმვის შემთხვევაში, პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს, რომ იღებს კაპტოპრილს.
პაციენტებში დესენსიბილიზაციის დროს, რომელიც მიმართულია კრაზანას ან ფუტკრის შხამის წინააღმდეგ, შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის არასასურველი რეაქციები. მოცემული სახეობის მკურნალობის დაგეგმვის შემთხვევაში, პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს, რომ იღებს კაპტოპრილს.
კაპტოპრილით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს სიყვითლე ან ღვიძლისმიერი ფერმენტების მომატება. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს.
უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ხართ ორსულად (ან ვარაუდობთ, რომ ორსულად ხართ). ბლოკორდილის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის პირველ 3 თვეში. ბლოკორდილი უკუნაჩვენებია უფრო გვიან ვადებში გამოსაყენებლად, რადგან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს.
ექიმს უნდა აცნობოთ, თუ იღებთ შემდეგ სამკურნალო საშუალებებს მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ:
II ანგიოტენზის რეცეპტორების ბლოკატორები (აგრეთვე ცნობილი, როგორც სარტანები - მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით, თუ გაქვთ თირკმელების დაავადებები, დაკავშირებული დიაბეტთან;
ალისკირენი.
იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ერთობლივი გამოყენების აბსოლუტური ჩვენება, აუცილებელია სპეციალისტის მკაცრი დაკვირვება და თირკმელების ფუნქციის, ელექტროლიტური ბალანსისა და არტერიული წნევის სავალდებულო მონიტორინგი. ასევე იხილეთ ინფორმაცია ქვეთავში „არ მიიღოთ ბლოკორდილი“.
თუ იღებთ ნებისმიერ შემდეგ პრეპარატს, შეიძლება გაიზარდოს ანგიონევროტული შეშუპების განვითარების რისკი:
რაცეკადოტრილი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ;
სიროლიმუსი, ევეროლიმუსი ან სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მიეკუთვნება mTOR ინჰიბიტორების კლასს (გამოიყენება გადანერგილი ორგანოების უკუგდების თავიდან ასაცილებლად, კიბოს მკურნალობისას);
ვილდაგლიპტინი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ.
სხვა პრეპარატები და ბლოკორდილი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქის მუშაკს, რომელ სამკურნალო საშუალებებსიღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან აპირებთ, რომ მიიღოთ.
პრეპარატები არტერიული წნევის დასაწევად (ბეტა-ადრენობლოკატორები, ალფა-1 რეცეპტორების ბლოკატორები, ალფა-2 აგონისტები ცენტრალური მოქმედების, კალციუმის არხის ბლოკატორები),
შარდმდენი პრეპარატები (დიურეტიკები),
პრეპარატები გულის უკმარისობის სამკურნალოდ (საკუბიტრილი/ვალსარტანი),
პრეპარატები რევმატული დაავადებების სამკურნალოდ,
პრეპარატები შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ (ინსულინი ან ანტიდიაბეტური პრეპარატები შიგნით მისაღებად).
პრეპარატები ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ (ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები, ლითიუმის პრეპარატები),
პრეპარატები კიბოს სამკურნალოდ (ალდესლეიკინი),
ანესთეტიკები,
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები ან აცეტილსალიცილმჟავა ტკივილის შესამსუბუქებლად (ანალგეტიკები),
პრეპარატები ოპიატური ზედოზირებების სამკურნალოდ (ნალოქსონი),
სისხლძარღვების გამაფართოებელი პრეპარატები (მინოქსიდილი, ალპროსტადილი, ნიტრატები),
კალიუმის დანამატები (მარილის შემცვლელების ჩათვლით), კალიუმდამზოგავი დიურეტიკები და სხვა პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლში კალიუმის რაოდენობა (მაგალითად, ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი, აგრეთვე ცნობილი, როგორც ტრიმეტპრიმი/სულფამეთოქსაზოლი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ), ციკლოსპორინი, იმუნოდეპრესანტი, გამოყენებული ორგანოს ტრანსპლანტატის უკუგდების თავიდან ასაცილებლად; და ჰეპარინი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად თრომბების წარმოქმნის პრევენციისთვის,
ჰორმონული პრეპარატები (ესტროგენი, მათ შორის ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები),
ციტოსტატიკური და იმუნოსუპრესიული პრეპარატები, კორტიკოსტეროიდების ჩათვლით,
მიორელაქსანტები,
პრეპარატები პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ (დოფამინერგიული),
პრეპარატები ანემიის სამკურნალოდ (ეპოეტინი),
პრეპარატები წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ (კარბენოქსოლონი),
პრეპარატები პოდაგრის სამკურნალოდ (ალოპურინოლი, პრობენეციდი),
პრეპარატები, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება განანერგილი ორგანოების უკუგდების პრევენციისთვის (სიკროლიმუსი, ევეროლიმუსი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნება mTOR ინჰიბიტორების კლასს). იხ. პუნქტი „განსაკუთრებული მითითბები და სიფრთხილის ზომები“.
კაპტოპრილისა და ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მათი მოქმედების შემცირება, არასასურველი რეაქციების განვითარების რისკის გაზრდა ან გავლენა მოახდინოს კაპტოპრილის მოქმედებაზე.
ქირურგიული ჩარევის წინ ექიმს უნდა აცნობოთ, რომ იღებთ კაპტოპრილს.
შეიძლება დაგჭირდეთ პრეპარატის დოზის ცვლილება და/ან სამკურნალო საშუალების შეცვლა:
II ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის გამოყენების შემთხვევაში (იხ აგრეთვე ინფორმაცია ქვეთავებში „არ მიიღოთ ბლოკორდილი“ და „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზმები“.
ბლოკორდილი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან
ტაბლეტები მიიღეთ მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად უზმოზე ან საკვების მიღებამდე ერთი საათით ადრე და ორი საათის შემდეგ.
არ შეიძლება ალკოჰოლური სასმელების მოხმარება მკურნალობის დროს, რადგან ალკოჰოლი აძლიერებს კაპტოპრილის ეფექტს, რომელიც ამცირებს არტერიულ წნევას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ დაორსულდით, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენების წინ კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან ან აფთიაქის მუშაკთან.
ორსულობა
ექიმს უნდა აცნობოთ, რომ ხართ ორსულად (ან ვარაუდობთ, რომ ორსულად ხართ). როგორც წესი, ექიმი გირჩევთ, რომ შეწყვიტოთ ბლოკორდილის მიღება ორსულობის დადგომამდე ან დადგომისთანავე და დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს. ბლოკორდილის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის პირველ 3 თვეში. ბლოკორდილი უკუნაჩვენებია უფრო გვიან ვადებში, რადგან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს.
ლაქტაცია
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
ბლოკორდილი რეკომენდებული არ არის ძუძუთი კვების პერიოდში. ექიმი შეგირჩევთ სხვა მკურნალობას, განსაკუთრებით თუ კვებავთ დღენაკლულ ან ახალშობილ ბავშვს. უფრო გვიან პერიოდში, ექიმმა უნდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ბლოკორდილის მიღების უპირატესობებისა და რისკების შესახებ ძუძუთი კვების დროს მკურნალობის სხვა მეთოდებთან შედარებით.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
არ დაჯდეთ საჭესთან, რადგან ბლოკორდილმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის კვეთრი დაცემა და თავბრუსხვევა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, და შედეგად, დროებით დააქვეითოს ავტომობილის მართვის ან ტექნიკასთან მუშაობის უნარი.
ბლოკორდილი შეიცავს ლაქტოზას
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის გადაუტანლობა, მიმართეთ ექიმს, ვიდრე მიიღებთ ამ სამკურნალო საშუალებას.
- პრეპარატ ბლოკორდილის გამოყენება
ყოველთვის მიიღეთ ბლოკორდილი მკურნალო ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში, რჩევა ჰკითხეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის მუშაკს.
დოზირება
არტერიული ჰიპერტენზია
რეკომენდებული საწყისი დოზა: 12,5 მგ - 25 მგ დღე-ღამეში 2-ჯერ. თქვენმა ექიმმა შეიძლება თანდათან გაზარდოს დოზა დღე-ღამეშ 100-150 მგ-მდე.
შეიძლება ასევე დაგჭირდეთ სხვა პრეპარატები არტერიული წნევის დასაწევად.
ხანდაზმულ პაციენტებში და თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტებში შეიძლება დაინიშნოს უფრო დაბალი საწყისი დოზა.
გულის უკმარისობა
რეკომენდებული საწყისი დოზა: 6,25 მგ - 12,5 მგ დღე-ღამეში 2-3-ჯერ. თქვენმა ექიმმა შეიძლება თანდათან გაზარდოს დოზა დღე-ღამეშ 150 მგ-მდე.
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ
რეკომენდებული დოზა: 6,25 მგ, რომელიც შემდეგ თქვენი ექიმის მიერ გაიზრდება მაქსიმალურ 150 მგ0მდე დღე-ღამეში, დაყოფილს რამდენიმე მიღებაზე.
თირკმელების დაზიანება, გამოწვეული დიაბეტით
რეკომენდებული დოზა: 75-100 მგ დღე-ღამეში.
თირკმლის უკმარისობა
რადგან კაპტოპრილი გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზა უნდა შემცირდეს და დოზირების ინტერვალი უნდა გაიზარდოს.
კაპტოპრილის სადღეღამისო დოზა უნდა დაკორექტირდეს კრეატინინის კლირენსის შესაბამისად
კრეატინინის კლირენსი
(მლ/წთ/1,73მ2)
საწყისი სადღეღამისო დოზა
(მგ)
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა (მგ
>40
25-50
150
21-40
25
100
10-20
12,5
75
<10
6,25
37,5
თუ თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის საჭიროა დიურეტიკებით თანმხლები თერაპია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს მარყუჟოვან დიურეტიკებს (მაგალითად, ფუროსემიდს) თიაზიდურ დიურეტიკებთან შედარებით.
ხანდაზმული პაციენტები (65 წლის ზემოთ)
ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი დოზა. თუ გაქვთ თირკმელების დაავადება, ექიმი თანადთან გაზრდის დოზას, ვიდრე არტერიული წნევა ადეკვატურად კონტროლირებული არ გახდება. შემდეგ დოზა შეიძლება დაკორექტირდეს თქვენი ექიმის მიერ ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად.
გამოყენება ბავშვებში
კაპტოპრილის ეფექტიანობა და უსაფრთხოება ბავშვებსა და მოზარდებში 18 წ;ამდე ასაკის სრულად დადგენილი არ არის. კაპტოპრილი შეიძლება დაინიშნოს ბავშვებსა და მოზარდებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებებით მკურნალობა საკმარისად ეფექტური არ არის. რეკომენდებული საწყისი დოზა არის 0,3 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში 3-ჯერ, რომელიც შეიძლება თანდათან გაიზარდოს ექიმის მიერ. დოზა თანდათან უნდა გაიზარდოს ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მისაღწევად. 40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში სამკურნალო საშუალება ბლოკორდილი ვერ უზრუნველყოფს აუცილებელ დოზირებას.
გამოყენება ბავშვებში თირკმელების პრობლემებით, დღენაკლულ ბავშვებში, ახალშობილებშო და ჩვილებში
საწყისი დოზა შეადგენს 0,15 მგ/კგ სხეულის მასაზე.
ზოგჯერ ექიმები ნიშნავენ ზემოთ მითითებულისგან განსხვავებულ დოზებს, და თუ ეს გეხებათ თქვენ, განიხილეთ ეს საკითხი ექიმთან.
ზოგჯერ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა ბლოკორდილის პირველი ან პირველი ორი დოზის მიღების შემდეგ. თუ ეს მოხდა თქვენს შემთხვევაში, მოთავსდით ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ვიდრე ეს სიმპტომები არ გავა.
მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ, გააგრძლეთ ბლოკორდილის მიღება, ვიდრე ექიმი სხვაგვარად არ გეტყვით.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი პრეპარატი ბლოკორდილი
თუ თქვენ ან ვინმე სხვამ მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი, უნდა მიმართოთ ყველაზე ახლო მდებარე გადაუდებელი დახმარების განყოფილებას და დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ამის თაობაზე თქვენს ექიმს. თან იქონიეთ შეფუთვა და ყველა დარჩენილი ტაბლეტი.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ბლოკორდილის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსირებისთვის.
თუ გამოტოვეთ პრეპარატის მიღების დრო, რაც შეიძლება მალე მიიღეთ გამოტოვებული დოზა. თუ შემდგომ მიღებამდე დარჩენილია რამდენიმე საათი, დაიცადეთ და გააგრძელეთ პრეპარატის მიღება ჩვეული სქემით - არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ბლოკორდილის მიღება
მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შეიძლება გაიზარდოს არტერიული წნევა, და შესაბამისად, მატულობს არტერიულ ჰიპერტენზიასთან დაკავშირებული გართულებების რისკი, განსაკუთრებით, გულის, თავის ტვინისა და თირკმელების მხრივ. გულის უკმარისობის მქონე პაციენტების მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს იმდენად, რომ შეიძლება საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია. ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტებში არსებობს გულის უკმარისობის რისკი. თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტებში - თირკმელების ფუნქციის გაუარესების ალბათობა.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან აფთიაქის მუსაკს.
- შესაძლო არასასურველი რეაქციები
ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ბლოკორდილის არასასურველი რეაქციები, როგორც წესი, მუსბუქი და დროებითია და არ მოითხოვს მკურნალობის მოხსნას.
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან მინიმუმ 1 ადამიანში):
გემოს დარღვევები, თავბრუსხვევა;
მშრალი (არაპროდუქციული ხველა), რომელიც ჩვეულებრივ გადის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში, სუნთქვის გაძნელება;
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულისრევა, ღებინება, გასტრიტი, მუცლის ტკივილი, დიარეა, ყაბზობა, მადის დაკარგვა, პირის სიმშრალე, კუჭის წყლული, საჭმლის მონელების დარღვევა);
ქავილი გამონაყარით და მის გარეშე, გამელოტება;
ძილის დარღვევა.
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
გახშირებული და არარეგულარული გულისცემის შეგრძნება (ტაქიკარდია, ტაქიარითმია, გულისცემის შეგრძნება), ძლიერი ტკივილი მკერდის არეში (სტენოკარდია);
სახის, ტუჩების, ყელის და/ან ენის სეშუპება (ანგიონევროტული სეშუპება);
დაბალი არტერიული წნევა, პერიოდულად განვითარებული ხელისა და ფეხის თითების სიფერმკრთალე (რეინოს სინდრომი), ერითემა;
ტკივილი მკერდის არეში, მომატებული დაღლილობა, სისუსტე.
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
მადის დაკარგვა (ანორექსია);
ძილიანობა, თავის ტკივილი, დაბუჟება ან ჩხვლეტა (პარესთეზია)
აფტოზური წყლულები პირის ღრუში და ენაზე, ინტესტინალური ანგიონევროტული შეშუპება
თირკმელების დაავადება ან დისფუნქცია (თირკმლის უკმარისობა, შარდვის სიხშირის ცვლილება)
ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
პროტეინურია, სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება (ჰიპონატრიემია), შარდოვანას, კრეატინინის და ბილირუბინის დონის მომატება, შრატისმიერი ჰემოგლობინის დონის მომატება, სისხლში წითელი და თეთრი უჯრედების დონის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), ANA ტიტრის მომატება, ეითროციტების დალექვის მომატება;
სისხლში კალიუმის დონის მომატება (ჰიპერკალიემია, სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის შემცირება (ჰიპოგლიკემია);
გულის მუშაოების გაჩერება;
ნეიტროფილების (სისხლის თეთრი უჯრედების სახეობა) რაოდენობის შემცირება სისხლში, მოწიფული ლეიკოციტების არარსებობა, სისხლის ყველა უჯრედის შემცირება სისხლში (პანციტოპენია), ლიმფური კვანძების გაზრდა, ეოზინოფილების (ლეიკოციტების სახეობა) რაოდენობის მომატება სისხლში, აუტოიმუნური დაავადებები, ANA ტიტრის მომატება;
ინსულტი, გონების დაკარგვალ
მხედველობის დაბინდვა;
ბრონქების დროებითი შევიწროვება (ბრონქოსპაზმი), ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება (რინიტი), ფილტვების ანთება
ენის ანთება (გლოსიტი), წყლულოვანი დაავადება, პანკრეატიტი
თირკმლის უკმარისობა (ნეფროტული სინდრომი);
კანის დაავადებები: ჭინჭრის ციება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, კანის შეშუპება, სინათლის მიამრთ მგრძნობელობა, კანის ზედა ფენის დაწყლულება, დაავადება, რომელიც ხასიათდება ნახეთქებითა და ბუშტუკებით (პემფიგოიდური რეაქცია) და ეგზემისმაგვარი კანის ანთება (ექსფოლიაციური დერმატიტი);
ტკივილი კუნთებსა და სახსრებშილ
ცხელება;
აუტოიმუნური დაავადებები;
ღვიძლის უკმარისობა, ნაღველის შეკავება (მათ შორის სიყვითლე), ჰეპატიტი (მათ შორის ნეკროზი, ღვიძლისმიერი ფერმენტების აქტივობის მომატება და ბილირუბინისა და ტუტე ფოსფატაზას დონის მომატება);
ერექციის მიღწევის ან სენარჩუნების უუნარობა (იმპოტენცია), მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება (გინეკომასტია);
ცნობიერების დაბინდვა, დეპრესია.
შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, თუ ვლინდება შემდეგი ნიშნები:
ტუჩების და სახის, ყელის შეშუპება, შეიძლება აგრეთვე ხელებისა და ფეხების, სუნთქვის გაძნელება, კანზე გამონაყარი, ძლიერი ქავილი;
უეცარი ტემპერატურა, შემცივნება, ყლაპვის გაძნელება და ხველა;
კუნთების სისუსტე;
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გონების დაკარგვა, ცნობიერების დაბინდვა, დაღლილობა და სისუსტე; გახშირებული გულისცემა, არარეგულარული გულისცემა.
არასასურველი რეაქციების ინფორმირება
თუ განვითარდა რომელიმე არასასურველი რეაქცია, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან აფთიაქის მუშაკს, ან მედდას. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის რეაქციებზე, რომლებიც მითითებული არ არის მოცემულ ფურცელ-ჩანართში. არასასურველი რეაქციების ინფორმირებით თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაციის მიღებას.
- პრეპარატ ბლოკორდილის შენახვა
შეინახეთ ტენისა და სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 250C-ზე.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა 3 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღია თვის ბოლო დღე.
არ ჩააგდოთ პრეპარატი წყალგაყვანილობაში ან კანალიზაციაში. აფთიაქის თანამშრომელთან დააზუსტეთ, როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც საჭირო აღარ არის. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა მონაცემები
პრეპარატი ბლოკორდილი შეიცავს
მოქმედი ნივთიერება: 1 ტაბლეტი შეიცავს 12,5 მგ, 25 მგ და 50 მგ კაპტოპრილს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, სტეარინის მჟავა.
პრეპარატ ბლოკორდილის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
ტაბლეტები 12,5 მგ: თეთრი, მრგვალი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები თლილი კიდეებით.
ტაბლეტები 25 მგ: თეთრი, მრგვალი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები თლილი კიდეებით და გასაყოფი ხაზით ერთ მხარეს. გასაყოფი ხაზი განკუთვნილია ტაბლეტის გასატეხად.
ტაბლეტები 50 მგ: თეთრი, მრგვალი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები თლილი კიდეებით და გასაყოფი ხაზით ერთ მხარეს. გასაყოფი ხაზი განკუთვნილია ტაბლეტის გასატეხად.
2 ბლისტერი 10 ტაბლეტით მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
სს „კრკა დ.დ., ნოვო მესტო“ (სლოვენია)
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


