პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები

ინსუტონი

INSUTON

რეცეპტით60მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ინსუტონი ნაჩვენებია ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის (ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი) სამკურნალოდ მოზრდილებში იმ შემთხვევებში, როდესაც დიეტა, ფიზიკური ვარჯიშები და წონის დაკლება არ უზრუნველყოფენ სისხლში გლუკოზის დონის სათანადო კონტროლს.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
გლიკლაზიდი (gliclazide)
ფორმა და შეფუთვა
60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №60 (6X10)
მწარმოებელი
WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, სულფონილშარდოვანას წარმოებულები
ATC კოდი
A10BB09
რეგისტრაციის ნომერი
რ-038799
რეგისტრირებულია
15 აგვისტო 2023, მოქმედებს 15 აგვისტო 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაინსუტონი და სხვა წამალი ერთად

ინსუტონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ინსუტონი ნაჩვენებია ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის (ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი) სამკურნალოდ მოზრდილებში იმ შემთხვევებში, როდესაც დიეტა, ფიზიკური ვარჯიშები და წონის დაკლება არ უზრუნველყოფენ სისხლში გლუკოზის დონის სათანადო კონტროლს.

მიღების წესი და დოზირება

გლიკლაზიდის დოზა შეადგენს 30-120 მგ დღე-ღამეში ერთხელ.

ისევე, როგორც სხვა ჰიპოგლიკემიური საშუალებების გამოყენებისას, გლიკლაზიდის დოზა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს მკურნალობაზე პაციენტის პასუხის მიხედვით (სისხლში გლუკოზის და გლიკირებული ჰემოგლობინის (HbA1c) დონის შეფასება).

საწყისი დოზა

გლიკლაზიდის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 30 მგ დღე-ღამეში. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც შემანარჩუნებელი დოზა იმ შემთხვევაში, თუ ის უზრუნველყოფს სისხლში გლუკოზის დონის ეფექტურ კონტროლს. თუ გლიკლაზიდის საწყისი დოზა არ უზრუნველყოფს სისხლში გლუკოზის სათანადო კონტროლს, ის შეიძლება თანდათან გაიზარდოს 60 მგ-მდე, 90 მგ-მდე ან 120 მგ-მდე დღე-ღამეში. დოზის ყოველ გაზრდას შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 1 თვეს, იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც პაციენტის სისხლში გლუკოზის დონე არ მცირდება გლიკლაზიდით ორკვირიანი თერაპიის შემდეგ, მსგავს სიტუაციებში სამკურნალო საშუალების დოზა შეიძლება იქნას გაზრდილი მკურნალობის მეორე კვირის ბოლოს.

გლიკლაზიდის მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 120 მგ დღე-ღამეში.

გადასვლა 80 მგ გლიკლაზიდის შემცველი ჰიპოგლიკემიური პრეპარატებით თერაპიიდან (ტაბლეტები ჩვეულებრივი გამოთავისუფლებით) ინსუტონით თერაპიაზე (ტაბლეტები მოდიფიცირებული გამოთავისუფლებით)

პრეპარატის ჩვეულებრივი გამოთავისუბლების ერთი ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 80 მგ გლიკლაზიდს, შეიძლება შეიცვალოს მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ერთი ტაბლეტით, რომელიც შეიცავს 30 მგ გლიკლაზიდს; ასეთ შემთხვევებში პაციენტებში გულდასმით უნდა იქნას გაკონტროლებული სისხლში გლუკოზის დონე.

სხვა ჰიპოგლიკემიური პრეპარატებით თერაპიიდან გადასვლა ინსუტონით თერაპიაზე (ტაბლეტები მოდიფიცირებული გამოთავისუფლებით)

ინსუტონი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სხვა პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების შემცვლელი; მსგავს სიტუაციებში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ამ უკანასკნელების დოზირება და ნახევარგამოყოფის პერიოდი. როგორც წესი, ამ დროს გარდამავალი პერიოდი არ არის საჭირო. გლიკლაზიდის საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს 30 მგ დღე-ღამეში, მკურნალობაზე პაციენტის პასუხიდან გამომდინარე სამკურნალო საშუალების დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს, როგორც ზემოთ იყო მითითებული.

ნახევარგამოყენების ხანგრძლივი პერიოდის მქონე სულფანილშარდოვანას პრეპარატებით თერაპიიდან ინსუტონ თერაპიაზე გადასვლისას შეიძლება წარმოიქმნას ჰიპოგლიკემიური საშუალებების მიღების რამოდენიმე დღით შეწყვეტა აუცილებლობა, რათა თავიდან იქნას აცილებული ჰიპოგლიკემია, რომელიც შეიძლება განვითარდეს მათი ადიტიური მოქმედების ფონზე. გლიკლაზიდის საწყისი დოზა მსგავს სიტუაციებში ასევე უნდა შეადგენდეს 30 მგ დღე-ღამეში, მკურნალობაზე პაციენტის პასუხიდან გამომდინარე სამკურნალო საშუალების დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს, როგორც ზემოთ იყო მითითებული.

ინსუტონის კომბინირებული გამოყენება სხვა ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან

გლიკლაზიდი შეიძლება გამოყენებულ იქნას ბიგუანიდებთან, α-გლუკოზიდაზას ინჰიბიტორებთან ან ინსულინის პრეპარატებთან ერთდროულად.

პაციენტებში, რომლებშიც ინსუტონით მკურნალობა არ უზრუნველყოფს სისხლში გლუკოზის დონის სათანადო კონტროლს, ინსულინის პრეპარატებთან კომბინირებული თერაპია უნდა იქნას ჩატარებული გულდასმითი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში სამკურნალო საშუალება უნდა იქნას გამოყენებული იმავე დოზებით, როგორც 65 წლამდე ასაკის პაციენტებში.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

თირკმელების მსუბუქი და ზომიერი ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში სამკურნალო საშუალება მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ შეიძლება იქნას გამოყენებული იმავე დოზებით, როგორც თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში (მონაცემები დადასტურებულია კლინიკური კვლევების შედეგებით) .

ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტები

რეკომენდებულია გლიკლაზიდის მინიმალური საწყისი დოზის (30 მგ დღე-ღამეში) გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ ჰიპოგლიკემიის ქვემოთ ჩამოთვლილი რისკ-ფაქტორები:

  • არასაკმარისი ან არბალანსებული კვება;
  • მძიმე ან არასათანადოდ კომპენსირებული ენდოკრინული დარღვევები (ჰიპოპიტუიტარიზმი, ჰიპოთირეოზი, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის უკმარისობა);
  • გლუკოკორტიკოსტეროიდებით (გკს) თერაპიის შეწყვეტა (მაღალი დოზებით და/ან დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენების შემდეგ);
  • მძიმე სისხლძარღვოვანი დაავადებები ( გულის მძიმე იშემიური დაავადება, საძილე არტერიების გამოხატული ათეროსკლეროზი, სისხლძარღვთა დიფუზური დაზიანებები).

ბავშვები და მოზარდები

ინსუტონის ბავშვებში და მოზარდებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის, არ არსებობს მონაცემები ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესახებ.

გამოყენების წესი

ტაბლეტები მიიღება შინაგანად საუზმის დროს, ისინი უნდა იქნას გადაყლაპული მთლიანად.

პრეპარატის დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდეგი დოზა არ უნდა იქნას გაზრდილი.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა გლიკლაზიდის, სულფანილშარდოვანას სხვა პრეპარატების, სულფანილამიდების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი);
  • დიაბეტური პრეკომა და კომა, დიაბეტური კეტოაციდოზი;
  • თირკმლის ან ღვიძლის მძიმე უკმარისობა ( მსგავს შემთხვევებში რეკომენდებულია ინსულინის პრეპარატების გამოყენება);
  • მიკონაზოლის ერთდროული გამოყენება;
  • ძუძუთი კვების პერიოდი.

სიფრთხილის ზომები

ჰიპოგლიკემია

ინსუტონი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებიც საკვებს რეგულარულად იღებენ (საუზმის ჩათვლით). პაციენტებისათვის, რომლებიც იღებენ ინსუტონით თერაპიას, აუცილებელია ნახშირწყლების საკმარისი რაოდენობის რეგულარულად მიღება, რადგან ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი იზრდება არარეგულარული ან არასაკმარისი კვების დროს, ასევე ნახშირწყლების დაბალი შემცველობის საკვების მოხმარებით. ჰიპოგლიკემიის წარმოქმნის რისკი იზრდება დაბალკალორიული დიეტის, ხანგრძლივი ან ისეთი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, რომელიც მოითხოვს ბევრი ენერგიის დახარჯვას, ალკოჰოლის მიღებისას ან სხვა ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან კომბინირებული გამოყენების დროს.

სულფანილშარდოვანას პრეპარატების გამოყენების შემდეგ პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ ჰიპოგლიკემია, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ატარებდეს მძიმე ხასიათს ან აღინიშნებოდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მსგავს სიტუაციებში შესაძლოა საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა და გლუკოზის შეყვანა რამოდენიმე დღის განმავლობაში.

ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის შესამცირებლად აუცილებელია ინსუტონის დოზის გულდასმით შერჩევა და პაციენტების სათანადო ინფორმირება მისი გამოყენების რეკომენდაციების შესახებ.

ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი იზრდება შემდეგი ფაქტორების არსებობისას: ექიმის მითითებების შესრულებაზე პაციენტის მიერ(განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის) უარის თქმა ან მისი უუნარობა; არასაკმარისი ან არარეგულარული კვება, საკვების მიღების გამოტოვება, შიმშილობის პერიოდები ან კვების რაციონის ცვლილებები; შეუსაბამობა ნახშირწყლების მიღებასა და შესრულებულ ფიზიკურ აქტივობას შორის; თირკმლის უკმარისობა; ღვიძლის მძიმე უკმარისობა; გლიკლაზიდის დოზის გადაჭარბება; ზოგიერთი ენდოკრინული დარღვევები (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები, ჰიპოპიტუიტარიზმი და თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა); ზოგიერთ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული მიღება.

პაციენტები თირკმლის და ღვიძლის უკმარისობით

ღვიძლის და თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება შეიცვალოს გლიკლაზიდის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები და/ან ფარმაკოდინამიკური თვისებები. ასეთ პაციენტებში ჰიპოგლიკემია შეიძლება აღინინებოდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მსგავს სიტუაციებში აუცილებელია შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.

ინფორმაცია პაციენტებისთვის

პაციენტი და მისი ოჯახის წევრები უნდა იქნან ინფორმირებულნი ჰიპოგლიკემიის რისკის განვითარების, მისი სიმპტომების, პირობების შესახებ, რომლებიც თან სდევს მის განვითარებას და აგრეთვე შესაბამისი თერაპიის შესახებ.

პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული დიეტის დაცვის, რეგულარული ფიზიკური დატვირთვისა და სისხლში გლუკოზის დონის რეგულარული მონიტორინგის აუცილებლობის შესახებ.

სისხლში გლუკოზის დონის არასათანადო კონტროლი

პაციენტებში, რომლებიც იღებენ თერაპიას ჰიპოგლიკემიური საშუალებებით, სისხლში გლუკოზის დონე შეიძლება შეიცვალოს კრაზანას (Hiperikum perforatum) შემცველი პრეპარატების გამოყენების ფონზე, სხეულის ტემპერატურის მომატებისას, ტრავმების, ინფექციური დაავადებების ან ქირურგიული ჩარევების დროს,ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება წარმოიქმნას ინსულინის პრეპარატების გამოყენების აუცილებლობა.

პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების, მათ შორის გლიკლაზიდის, ეფექტურობა სისხლში გლუკოზის დონის შემცირებაში დროთა განმავლობაში ბევრ პაციენტთან მცირდება, რაც შეიძლება განპირობებული იყოს როგორც დაავადების პროგრესირებით, ასევე მკურნალობაზე რეაგირების შემცირებით. ნახსენები ფენომენი ცნობილია, როგორც მეორადი რეზისტენტობა, რომელიც უნდა გამოირჩეოდეს პირველადი რეზისტენტობისაგან, სადაც სამკურნალო საშუალება არ არის ეფექტური, როგორც პირველი რიგის თერაპია. გლიკლაზიდის მიმართ მეორადი რეზისტენტობის დიაგნოზის დასმამდე აუცილებელია სათანადოდ შეფასდეს სამკურნალო საშუალების დოზირების რეჟიმის კორექტულობა და პაციენტის მიერ რეკომენდებული დიეტის დაცვა.

დისგლიკემია

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის, რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებით ამავდროულ თერაპიას, აღენიშნებოდათ სისხლში გლუკოზის დონის ცვლილებები, ჰიპოგლიკემიისა და ჰიპერგლიკემიის ჩათვლით. ამასთან დაკავშირებით, პაციენტებში ინსუტონის ფტორქინოლონებთან ერთდროული გამოყენებისას რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის გულდასმითი კონტროლი.

ლაბორატორიული კვლევები

სისხლში გლუკოზის დონის კონტროლის შესაფასებლად რეკომენდებულია სისხლში გლიკირებული ჰემოგლობინის კონცენტრაციის ან უზმოზე ვენურ სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის გაზომვა. ასევე შეიძლება მიზანშეწონილი იყოს თვითონ პაციენტის მიერ სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი.

გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის მქონე პაციენტებში სულფონილშარდოვანას პრეპარატების გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ჰემოლიზური ანემია. ვინაიდან გლიკლაზიდი მიეკუთვნება სულფონილშარდოვანას პრეპარატებს, გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის მქონე პაციენტებში მისი გამოყენების დროს უნდა იქნას დაცული სიფრთხილე, ასევე აუცილებელია სხვა კლასის ალტერნატიული სამკურნალო საშუალების გამოყენების საკითხის განხილვა.

პაციენტები პორფირიით

აღწერილი იყო მწვავე პორფირიის შემთხვევები სულფანილშარდოვანას ზოგიერთი პრეპარატების გამოყენებისას პორფირიის მქონე პაციენტებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სამკურნალო საშუალებები, რომლების გამოყენების დროს შეიძლება გაიზარდოს ჰიპოგლიკემიის რისკი

პრეპარატები, რომელთა გამოყენება გლიკლაზიდთან ერთად უკუნაჩვენებია

მიკონაზოლი (პრეპარატები სისტემური შეყვანისთვის, გელი პირის ღრუს ლორწოვან გარსზე გამოსაყენებლად)

მიკონაზოლი აძლიერებს გლიკლაზიდის ჰიპოგლიკემიურ მოქმედებას.

ინსუტონის მიკონაზოლთან კომბინირებული გამოყენების დროს შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემიის სიმპტომები, მათ შორის კომა.

პრეპარატები, რომლების გლიკლაზიდთან ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული

ფენილბუტაზონი (სისტემური შეყვანის პრეპარატები)

ფენილბუტაზონი აძლიერებს სულფონილშარდოვანას პრეპარატების ჰიპოგლიკემიურ მოქმედებას (ის აძევებს მათ პლაზმის ცილებთან შეკავშირებიდან და/ან ამცირებს მათ გამოყოფას ორგანიზმიდან).

ინსუტონით თერაპიის დროს სასურველია სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება. ფენილბუტაზონის ინსუტონთან ერთდროული გამოიყენების შემთხვევაში პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის შესახებ და ასევე მისი ყურადღება უნდა იქნას მიპყრობილი სისხლში გლუკოზის დონის თვითკონტროლის აუცილებლობაზე. აუცილებლობის შემთხვევაში, ფენილბუტაზონთან კომბინირებული თერაპიის დროს და მისი დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს პრეპარატის დოზის კორექტირება.

ალკოჰოლი

ალკოჰოლი აძლიერებს ჰიპოგლიკემიას კომპენსატორული რეაქციების ინჰიბირების ხარჯზე, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ჰიპოგლიკემიური კომის განვითარებას.

ინსუტონით თერაპიის დროს არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლი და გამოიყენოთ ალკოჰოლის შემცველი პრეპარატები.

პრეპარატები, რომლების გლიკლაზიდთან ერთად გამოყენების დროს უნდა იქნას დაცული სიფრთხილე

ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებთან ერთად ერთდროული გამოყენების შემთხვევაში გლიკლაზიდის მოქმედება სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითებასთან მიმართებაში შეიძლება გაიზარდოს, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება ხელი შეუწყოს ჰიპოგლიკემიის განვითარებას: სხვა ჰიპოგლიკემიური პრეპარატები (ინსულინის პრეპარატები, აკარბოზა, მეტფორმინი, თიაზოლიდინდიონები, დიპეპტიდილპეპტიდაზა-4-ის ინჰიბიტორები, გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1-ის რეცეპტორების აგონისტები), β-ადრენობლოკატორები, ფლუკონაზოლი, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (კაპტოპრილი, ენალაპრილი), H2-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები, მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები, სულფანილამიდები, კლარითრომიცინი და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.

სამკურნალო პრეპარატები, რომლების გამოყენების დროს სისხლში გლუკოზის დონემ შეიძლება მოიმატოს

პრეპარატები, რომლების გამოყენება გლიკლაზიდთან ერთად არ არის რეკომენდებული

დანაზოლი

დანაზოლს აქვს დიაბეტოგენური მოქმედება.

იმ შემთხვევაში, როცა დანაზონისა და ინსუტონის ერთობლივი გამოყენება ითვლება უკიდურეს აუცილებლობად, პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკის შესახებ და ასევე მისი ყურადღება უნდა იქნას მიპყრობილი სისხლში და შარდში გლუკოზის დონის კონტროლის აუცილებლობაზე. დანაზოლთან კომბინირებული თერაპიის დროს, ასევე მისი დასრულების შემდეგ, შესაძლოა გაჩნდეს პრეპარატის დოზის კორექციის აუცილებლობა.

პრეპარატები, რომლების გლიკლაზიდთან ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში უნდა იქნას დაცული სიფრთხილე

ქლორპრომაზინი (ნეიროლეპტიკი)

მაღალი დოზებით (100 მგ-ზე მეტი დღე-ღამეში) გამოყენებისას ქლორპრომაზინი ზრდის სისხლში გლუკოზის დონეს (ის ამცირებს ინსულინის სეკრეციას).

ქლორპრომაზინის ინსუტონთან ერთად გამოყენებისას პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკის შესახებ, ასევე მისი ყურადღება უნდა იქნას მიპყრობილი სისხლში გლუკოზის დონის კონტროლის აუცილებლობაზე. აუცილებლობის შემთხვევაში ქლორპრომაზინთან კომბინირებული თერაპიის დროს და მისი დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს პრეპარატის დოზის კორექტირება.

გკს ( სისტემური შეყვანისა და ადგილობრივი გამოყენების პრეპარატები (სახსარშიდა, დერმალური და რექტალური შეყვანა) და ტეტრაკოზაკტრინი

გკს და ტეტრაკოსაკტრინი ზრდიან სისხლში გლუკოზის დონეს და შეიძლება გამოიწვიონ კეტოზი (გკს ამცირებენ ტოლერანტობას ნახშირწყლების მიმართ).

გკს-ის ინსუტონთან ერთად გამოყენების დროს პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკის შესახებ და ასევე მისი ყურადღება უნდა იქნას მიპყრობილი სისხლში გლუკოზის დონის კონტროლის აუცილებლობაზე, განსაკუთრებით კომბინირებული თერაპიის დასაწყისში. აუცილებლობის შემთხვევაში გკს-სთან კომბინირებული თერაპიის დროს და მისი დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს პრეპარატის დოზის კორექტირება.

რიტოდრინი, სალბუტამოლი, ტერბუტალინი (ინტრავენური შეყვანის პრეპარატები)

რიტოდრინი, სალბუტამოლი, ტერბუტალინი ზრდიან გლუკოზის დონეს სისხლში, რაც დაკავშირებულია β 2 -ადრენორეცეპტორების სტიმულაციასთან.

ინსუტონის ზემოხსენებულ საშუალებებთან ერთად კომბინირებული გამოყენების დროს პაციენტის ყურადღება უნდა მიექცეს სისხლში გლუკოზის დონის კონტროლის აუცილებლობას. აუცილებლობის შემთხვევაში რეკომენდებულია ინსუტონით თერაპიიდან ინსულინოთერაპიაზე გადასვლა.

კრაზანას შემცველი პრეპარატები

ერთდროული გამოყენების დროს პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ კრაზანას, გლიკლაზიდის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მცირდება, ამიტომ ასეთი კომბინაციების გამოყენების შემთხვევაში პაციენტის ყურადღება უნდა იქნას მიქცეული სისხლში გლუკოზის დონის კონტროლის აუცილებლობაზე.

სამკურნალო პრეპარატები, რომლების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს დისგლიკემია

პრეპარატები, რომლების გლიკლაზიდთან ერთდროული გამოყენებისას უნდა იქნას დაცული სიფრთხილე

ფტორქინოლონები

ინსუტონისა და ფტორქინოლონების კომბინირებული გამოყენების შემთხვევაში პაციენტი უნდა იქნას ინფორმირებული დისგლიკემიის განვითარების რისკის შესახებ და ასევე უნდა მიეპყროს მისი ყურადღება სისხლში გლუკოზის დონის კონტროლის აუცილებლობას.

სამკურნალო პრეპარატები, რომლებთანაც გლიკლაზიდის ერთდროული გამოყენების საკითხი მოითხოვს ყურადღებით განხილვას

ანტიკოაგულანტები (ვარფარინი და სხ.)

სულფანილშარდოვანას პრეპატატებთან ერთდროული გამოყენებისას ანტიკოაგულანტების მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს, ამავე დროს შეიძლება გაჩნდეს ანტიკოაგულანტების დოზის კორექციის აუცილებლობა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის პერიოდში ქალებში გლიკლაზიდის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს ან შეზღუდულია (300-ზე ნაკლები ორსულობის დასრულება); ასევე შეზღუდულია მონაცემები ორსულობის პერიოდში ქალებში სულფანილშარდოვანას სხვა პრეპარატების გამოყენების შესახებ.

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არ ყოფილა გამოვლენილი გლიკლაზიდის ტერატოგენული პოტენციალი.

პრევენციული ღონისძიების სახით, ინსუტონი არ უნდა იქნას გამოყენებული ქალებში ორსულობის დროს.

არაკონტროლირებად შაქრიან დიაბეტთან დაკავშირებული თანდაყოლილი მანკების განვითარების რისკის შესამცირებლად ჩასახვის წინ უნდა ჩატარდეს შაქრიანი დიაბეტის სათანადო მკურნალობა.

ინსულინის პრეპარატები წარმოადგენენ არჩევით პრეპარატებს ორსულ ქალებში შაქრიანი დიაბეტის თერაპიის დროს. ორსულობის პერიოდში პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების გამოყენება არ არის რეკომენდებული. დაგეგმილი ორსულობის შემთხვევაში ან ორსულობის ფაქტის დადგენისთანავე პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებებით თერაპია უნდა შეიცვალოს ინსულინოთერაპიით.

ლაქტაცია

უცნობია გამოიყოფა თუ არა გლიკლაზიდი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძესთან ერთად. რისკი ბავშვისთვის არ არის გამორიცხული.

ვითვალისწინებთ რა ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკს ბავშვთან, რომელიც იმყოფება ძუძუთ კვებაზე, ინსუტონის გამოყენება ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენებია.

ფერტილობა

ვირთხებში ჩატარებულ კვლევებში გლიკლაზიდს არ მოუხდენია გავლენა არცერთი სქესის ინდივიდის ფერტილობაზე და რეპროდუქციულ ფუნქციაზე .

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატი არ ახდენს ან ახდენს უმნიშვნელო გავლენას ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე. ამისდამიუხედავად, პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ჰიპოგლიკემიის სიმპტომების განვითარების რისკის შესახებ, მათ უნდა მართონ ავტოტრანსპორტი ან მექანიზმები სიფრთხილის დაცვით, განსაკუთრებით ინსუტონით თერაპიის დასაწყისში .

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

გვერდითი მოვლენები

გლიკლაზიდის გამოყენებისას ყველაზე ხშირად აღინიშნა ჰიპოგლიკემია.

საკვების არარეგულარული მიღების შემთხვევაში, განსაკუთრებით საჭმლის მიღებების გამოტოვებისას, სულფონილშარდოვანას პრეპარატებით თერაპიის დროს, გლიკლაზიდის ჩათვლით, შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია. ჰიპოგლიკემიის შესაძლო სიმპტომებს მიეკუთვნება: თავის ტკივილი, შიმშილის ძლიერი გრძნობა, გულისრევა, ღებინება, დაღლილობა, ძილის დარღვევა, აგზნება, აგრესია, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, შენელებული რეაქცია და გარშემო არსებული მდგომარების შეფასების უნარის დაქვეითება, დეპრესია, ცნობიერების აღრევა, მხედველობისა და მეტყველების დარღვევები, აფაზია, ტრემორი, პარეზი, სენსორული დარღვევები, თავბრუსხვევა, ენერგიის ნაკლებობის შეგრძნება, თვითკონტროლის დაკარგვა, დელირიუმი, კრუნჩხვები, ზედაპირული სუნთქვა, ბრადიკარდია, ძილიანობა და გონების დაკარგვა, შეიძლება განვითარდეს კომა და ლეტელური შედეგი. ასევე შეიძლება აღინიშნოს ადრენერგული კომპენსატორული რეაქციები: მომატებული ოფლიანობა, წებოვანი კანი, შფოთვა, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, პალპიტაცია, სტენოკარდია და გულის არითმიები.

როგორც წესი, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები ქრება ნახშირწყლების (შაქრის) მიღების შემდეგ, ხელოვნური დამატკბობლების მიღება ეფექტს არ იძლევა. სულფონილშარდოვანას სხვა პრეპარატების გამოყენებისას ჰიპოგლიკემიის რეციდივები აღინიშნა საწყის ეტაპზე მისი წარმატებული კუპირების შემდეგაც კი.

ჰიპოგლიკემიის შემთხვევაში, რომელიც არარებს მძიმე ხასიათს ან აღინიშნება დიდი ხნის განმავლობაში, თუ ნახშირწყლების მიღების დროებითი ეფექტის არსებობისასაც კი, აუცილებელია სასწრაფო მკურნალობის ჩატარება, მათ შორის სტაციონარის პირობებში.

გლიკლაზიდის გამოყენებისას აღინიშნებოდა ისეთი არასასურველი რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიცაა ტკივილი მუცელში, გულისრევა, ღებინება, დიარეა და ყაბზობა. ზემოაღნიშნული არასასურველი რეაქციების წარმოქმნის თავიდან აცილების ან მათი განვითარების რისკის მინიმიზაციის მიზნით სამკურნალო საშუალება უნდა იქნას მიღებული საუზმის დროს.

არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნებოდა უგრო ნაკლებად, ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ერითემა, მაკულოპაპულური გამონაყარი, ბულოზური რეაქციები (ისეთები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და აუტოიმუნური ბულოზური დარღვევები) და, გამონაკლის შემთხვევებში, მედიკამენტოზური გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით ( DRESS ).

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, გრანულოციტოპენია (იშვიათად ვითარდება ჰემატოლოგიური დარღვევები; ისინი, როგორც წესი, შექცევადი ხასიათისაა და ქრება სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტის შემდეგ).

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება სისხლის პლაზმაში (ასპარტატამინოტრანსფერაზა, ალანინამინოტრანსფერაზა, ტუტე ფოსფატაზა), ჰეპატიტი (ერთეული შემთხვევები).

ქოლესტაზური სიყვითლის წარმოქმნის დროს ინსუტონით თერაპია უნდა შეწყდეს, ხოლო პრეპარატის შეწყვეტის შემთხვევაში, სიყვითლის სიმპტომები, როგორც წესი, ქრება.

მხედველობის ორგანოს მხრივ: მხედველობის ტრანზიტორული დარღვევები, განსაკუთრებით თერაპიის საწყის ეტაპზე, რომლებიც დაკავშირებულია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის ცვლილებასთან.

კლას-ეფექტები

ისევე, როგორც სხვა სულფონილშარდოვანას პრეპარატების მიღების დროს, გლიკლაზიდის გამოყენებისას აღინიშნებოდა შემდეგი არასასურველი რეაქციები: ერითროციტოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, პანციტოპენია, ალერგიული ვასკულიტი, ჰიპონატრიემია, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება სისხლის პლაზმაში, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები (მათ შორის, ქოლესტაზისა და სიყვითლის განვითარებით). ) და ჰეპატიტი, რომელიც ქრებიდა სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტის შემდეგ ან, ცალკეულ შემთხვევაში, თან ახლდათ სიცოცხლისათვის საშიში ღვიძლის უკმარისობის განვითარება.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს განუვითარდა სერიოზული არასასურველი რეაქცია ან ახალი არასასურველი რეაქციის წარმოქმნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ განყოფილებაში, გთხოვთ ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

სულფონილშარდოვანას პრეპარატების დოზის გადაჭარბების დროს შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია.

ჰიპოგლიკემიის ზომიერი სიმპტომების მკურნალობა (გონების დაკარგვის ან ნევროლოგიური დარღვევების ნიშნების გარეშე) უნდა მოიცავდეს ნახშირწყლების მიღებას, პრეპარატის დოზის და/ან დიეტის კორექციას. აუცილებელია პაციენტის გულდასმით დაკვირვება მანამ, სანამ მკურნალი ექიმი არ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ პაციენტის ჯანმრთელობას არაფერი არ ემუქრება.

შესაძლოა ისეთი მძიმე ჰიპოგლიკემიური მდგომარეობების განვითარება, რომლებსაც თან ახლავს კომა, კრუნჩხვები ან სხვა ნევროლოგიური დარღვევები. მსგავსი სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევებში აუცილებელია დაუყოვნებლივ ჩატარდეს ინტენსიური თერაპია, პაციენტი უნდა იქნას ჰოსპიტალიზირებული.

ჰიპოგლიკემიური კომის განვითარდებისას ან მასზე ეჭვის არსებობისას პაციენტსათვის ინტრავენური ინექციის სახით უნდა იქნას შეყვანილი 50 მლ 20-30% გლუკოზის ხსნარი, შემდეგ ინტრავენური ინფუზიის სახით უნდა იქნას შეყვანილი უფრო ნაკლები კონცენტრაციის გლუკოზის ხსნარი (10%) სიჩქარით. რომელიც უზრუნველყოფს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის შენარჩუნებას დონეზე 1 გ/ლ-ზე ზემოთ. უზრუნველყოფილი უნდა იქნას პაციენტზე გულდასმითი მეთვალყურეობა და, პაციენტის შემდგომი მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შემდგომი მონიტორინგის აუცილებლობის შესახებ.

დიალიზი არაეფექტურია იმასთან დაკავშირებით, რომ გლიკლაზიდი მნიშვნელოვნად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.

შემადგენლობა

მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი შეიცავს

ინსუტონი 30 მგ

აქტიური ნივთიერება: გლიკლაზიდი 30 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ჰიპრომელოზა, მაგნიუმის სტეარატი.

ინსუტონი 60 მგ

აქტიური ნივთიერება: გლიკლაზიდი 60 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მალტოდექსტრინი, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, პოვიდონი K90, პოვიდონი K30, მაგნიუმის სტეარატი.

პრეპარატის ათქ კოდი A10BB09

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ . ჯამი იოლუ ჯად. No: 50 გიუნეშლი ბაგჯილარ / სტამბული).

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No 50 Güneşli Bağcılar/ Istanbul)

ფარმაკოლოგიური თვისებები

საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენენ საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლიზმზე. შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალებები. ჰიპოგლიკემიური საშუალებები, გარდა ინსულინისა. სულფანილშარდოვანას პრეპარატები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

გლიკლაზიდი წარმოადგენს პერორარულ ჰიპოგლიკემიურ საშუალებას სულფანილშარდოვანას პრეპარატების ჯგუფიდან, რომელიც განსხვავდება ანალოგიური ნაერთებისაგან ენდოციკლურკავშირიანი N- შემცველი ჰეტეროციკლური რგოლის არსებობით.

გლიკლაზიდი აქვეითებს გლუკოზის შემცველობის დონეს სისხლში, ასტიმულირებს რა ლანგერჰანსის კუნძულების β-უჯრედების მიერ ინსულინის სეკრეციას. პოსტპრანდიალური ინსულინის და C-პეპტიდის შემდგომი სეკრეციის დონის მატება შეინიშნება სამკურნალო საშუალების ორი წლის გამოყენების შემდეგ.

მეტაბოლური ეფექტების გარდა გლიკლაზიდს გააჩნია ჰემოვასკულარული ეფექტები.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

გავლენა ინსულინის სეკრეციაზე

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში გლიკლაზიდის გამოყენების დროს აღდგება ინსულინის სეკრეციის მაქსიმალური დონე გლუკოზის ორგანიზმში მიწოდების საპასუხოდ პირველ ფაზაში და ინსულინის სეკრეცია იზრდება სეკრეციის მეორე ფაზაში. ინსულინის სეკრეციის მნიშვნელოვანი გაძლიერება აღინიშნება იმ სტიმულაციის საპასუხოდ, რომელიც განპირობებულია საკვების მიღებით ან გლუკოზის შეყვანით.

ჰემოვასკულარული ეფექტები

გლიკლაზიდის გამოყენებისას მცირდება მიკროთრომბების წარმოქმნის რისკი (მათმა ფორმირებამ შეიძლება განაპირობოს გართულებების განვითარება შაქრიანი დიაბეტის დროს) თრომბოციტების ადჰეზიის და აგრეგაციის პროცესების ნაწილობრივი ინჰიბირების და სისხლში თრომბოციტების აქტივაციის მარკერების რაოდენობის შემცირების გამო (β- თრომბოგლობულინი, თრომბოქსანი B2), ასევე პლაზმინოგენის ქსოვილოვანი აქტივატორის აქტივობის გაზრდის და სისხლძარღვთა ენდოთელიუმის ფიბრინოლიზურ აქტივობაზე გავლენის ხარჯზე.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

პრეპარატის მიღების შემდეგ პირველი 6 საათის განმავლობაში გლიკლაზიდის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში თანდათან იზრდება და არ იცვლება მომდევნო 1-6 საათის განმავლობაში (პლატოს ფაზა). ინდივიდუალური ვარიაბელობა დაბალია.

გლიკლაზიდი მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, საკვების მიღება არ ახდენს გავლენას სამკურნალო საშუალების შეწოვის სიჩქარესა და ხარისხზე.

განაწილება

გლიკლაზიდის სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი შეადგენს დაახლოებით 95%-ს, სამკურნალო საშუალების განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 30 ლიტრს. 30 მგ დღეში ერთხელ დოზირების რეჟიმის შემთხვევაში გლიკლაზიდის ეფექტური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეინიშნება 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში.

მეტაბოლიზმი

გლიკლაზიდი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში, მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით (სამკურნალო საშუალების შეყვანილი დოზის 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით). სისხლის პლაზმაში აქტიური მეტაბოლიტები არ აღინიშნებოდა.

გამოყოფა

გლიკლაზიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12-20 საათს.

წრფივობა/არაწრფივობა

გლიკლაზიდის 120 მგ-მდე დოზით გამოყენების დროს აღინიშნება „კონცენტრაცია-დროის“ მრუდის ქვეშ არსებული ფართობის წრფივი დამოკიდებულება დოზაზე.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ყოფილა აღნიშნული.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ინსუტონი

სავაჭრო დასახელება

ინსუტონი, Insuton

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

გლიკლაზიდი, Gliclazide

სამკურნალო ფორმა

მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები.

აღწერა:

ინსუტონი 30 მგ: ოვალური ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე.

ინსუტონი 60 მგ: ოვალური ორმხრივამოზნექილი თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე ტაბლეტები გამყოფი ხაზებით ორივე მხარეს.

შემადგენლობა

მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი შეიცავს

ინსუტონი 30 მგ

აქტიური ნივთიერება: გლიკლაზიდი 30 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ჰიპრომელოზა, მაგნიუმის სტეარატი.

ინსუტონი 60 მგ

აქტიური ნივთიერება: გლიკლაზიდი 60 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მალტოდექსტრინი, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, პოვიდონი K90, პოვიდონი K30, მაგნიუმის სტეარატი.

პრეპარატის ათქ კოდი A10BB09

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენენ საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლიზმზე. შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალებები. ჰიპოგლიკემიური საშუალებები, გარდა ინსულინისა. სულფანილშარდოვანას პრეპარატები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

გლიკლაზიდი წარმოადგენს პერორარულ ჰიპოგლიკემიურ საშუალებას სულფანილშარდოვანას პრეპარატების ჯგუფიდან, რომელიც განსხვავდება ანალოგიური ნაერთებისაგან ენდოციკლურკავშირიანი N- შემცველი ჰეტეროციკლური რგოლის არსებობით.

გლიკლაზიდი აქვეითებს გლუკოზის შემცველობის დონეს სისხლში, ასტიმულირებს რა ლანგერჰანსის კუნძულების β-უჯრედების მიერ ინსულინის სეკრეციას. პოსტპრანდიალური ინსულინის და C-პეპტიდის შემდგომი სეკრეციის დონის მატება შეინიშნება სამკურნალო საშუალების ორი წლის გამოყენების შემდეგ.

მეტაბოლური ეფექტების გარდა გლიკლაზიდს გააჩნია ჰემოვასკულარული ეფექტები.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

გავლენა ინსულინის სეკრეციაზე

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში გლიკლაზიდის გამოყენების დროს აღდგება ინსულინის სეკრეციის მაქსიმალური დონე გლუკოზის ორგანიზმში მიწოდების საპასუხოდ პირველ ფაზაში და ინსულინის სეკრეცია იზრდება სეკრეციის მეორე ფაზაში. ინსულინის სეკრეციის მნიშვნელოვანი გაძლიერება აღინიშნება იმ სტიმულაციის საპასუხოდ, რომელიც განპირობებულია საკვების მიღებით ან გლუკოზის შეყვანით.

ჰემოვასკულარული ეფექტები

გლიკლაზიდის გამოყენებისას მცირდება მიკროთრომბების წარმოქმნის რისკი (მათმა ფორმირებამ შეიძლება განაპირობოს გართულებების განვითარება შაქრიანი დიაბეტის დროს) თრომბოციტების ადჰეზიის და აგრეგაციის პროცესების ნაწილობრივი ინჰიბირების და სისხლში თრომბოციტების აქტივაციის მარკერების რაოდენობის შემცირების გამო (β- თრომბოგლობულინი, თრომბოქსანი B2), ასევე პლაზმინოგენის ქსოვილოვანი აქტივატორის აქტივობის გაზრდის და სისხლძარღვთა ენდოთელიუმის ფიბრინოლიზურ აქტივობაზე გავლენის ხარჯზე.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

პრეპარატის მიღების შემდეგ პირველი 6 საათის განმავლობაში გლიკლაზიდის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში თანდათან იზრდება და არ იცვლება მომდევნო 1-6 საათის განმავლობაში (პლატოს ფაზა). ინდივიდუალური ვარიაბელობა დაბალია.

გლიკლაზიდი მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, საკვების მიღება არ ახდენს გავლენას სამკურნალო საშუალების შეწოვის სიჩქარესა და ხარისხზე.

განაწილება

გლიკლაზიდის სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი შეადგენს დაახლოებით 95%-ს, სამკურნალო საშუალების განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 30 ლიტრს. 30 მგ დღეში ერთხელ დოზირების რეჟიმის შემთხვევაში გლიკლაზიდის ეფექტური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეინიშნება 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში.

მეტაბოლიზმი

გლიკლაზიდი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში, მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით (სამკურნალო საშუალების შეყვანილი დოზის 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით). სისხლის პლაზმაში აქტიური მეტაბოლიტები არ აღინიშნებოდა.

გამოყოფა

გლიკლაზიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12-20 საათს.

წრფივობა/არაწრფივობა

გლიკლაზიდის 120 მგ-მდე დოზით გამოყენების დროს აღინიშნება „კონცენტრაცია-დროის“ მრუდის ქვეშ არსებული ფართობის წრფივი დამოკიდებულება დოზაზე.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ყოფილა აღნიშნული.

გამოყენების ჩვენებები

ინსუტონი ნაჩვენებია ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის (ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი) სამკურნალოდ მოზრდილებში იმ შემთხვევებში, როდესაც დიეტა, ფიზიკური ვარჯიშები და წონის დაკლება არ უზრუნველყოფენ სისხლში გლუკოზის დონის სათანადო კონტროლს.

გამოყენების მეთოდი და დოზები

დოზირება

გლიკლაზიდის დოზა შეადგენს 30-120 მგ დღე-ღამეში ერთხელ.

ისევე, როგორც სხვა ჰიპოგლიკემიური საშუალებების გამოყენებისას, გლიკლაზიდის დოზა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს მკურნალობაზე პაციენტის პასუხის მიხედვით (სისხლში გლუკოზის და გლიკირებული ჰემოგლობინის (HbA1c) დონის შეფასება).

საწყისი დოზა

გლიკლაზიდის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 30 მგ დღე-ღამეში. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც შემანარჩუნებელი დოზა იმ შემთხვევაში, თუ ის უზრუნველყოფს სისხლში გლუკოზის დონის ეფექტურ კონტროლს. თუ გლიკლაზიდის საწყისი დოზა არ უზრუნველყოფს სისხლში გლუკოზის სათანადო კონტროლს, ის შეიძლება თანდათან გაიზარდოს 60 მგ-მდე, 90 მგ-მდე ან 120 მგ-მდე დღე-ღამეში. დოზის ყოველ გაზრდას შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 1 თვეს, იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც პაციენტის სისხლში გლუკოზის დონე არ მცირდება გლიკლაზიდით ორკვირიანი თერაპიის შემდეგ, მსგავს სიტუაციებში სამკურნალო საშუალების დოზა შეიძლება იქნას გაზრდილი მკურნალობის მეორე კვირის ბოლოს.

გლიკლაზიდის მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 120 მგ დღე-ღამეში.

გადასვლა 80 მგ გლიკლაზიდის შემცველი ჰიპოგლიკემიური პრეპარატებით თერაპიიდან (ტაბლეტები ჩვეულებრივი გამოთავისუფლებით) ინსუტონით თერაპიაზე (ტაბლეტები მოდიფიცირებული გამოთავისუფლებით)

პრეპარატის ჩვეულებრივი გამოთავისუბლების ერთი ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 80 მგ გლიკლაზიდს, შეიძლება შეიცვალოს მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ერთი ტაბლეტით, რომელიც შეიცავს 30 მგ გლიკლაზიდს; ასეთ შემთხვევებში პაციენტებში გულდასმით უნდა იქნას გაკონტროლებული სისხლში გლუკოზის დონე.

სხვა ჰიპოგლიკემიური პრეპარატებით თერაპიიდან გადასვლა ინსუტონით თერაპიაზე (ტაბლეტები მოდიფიცირებული გამოთავისუფლებით)

ინსუტონი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სხვა პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების შემცვლელი; მსგავს სიტუაციებში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ამ უკანასკნელების დოზირება და ნახევარგამოყოფის პერიოდი. როგორც წესი, ამ დროს გარდამავალი პერიოდი არ არის საჭირო. გლიკლაზიდის საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს 30 მგ დღე-ღამეში, მკურნალობაზე პაციენტის პასუხიდან გამომდინარე სამკურნალო საშუალების დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს, როგორც ზემოთ იყო მითითებული.

ნახევარგამოყენების ხანგრძლივი პერიოდის მქონე სულფანილშარდოვანას პრეპარატებით თერაპიიდან ინსუტონ თერაპიაზე გადასვლისას შეიძლება წარმოიქმნას ჰიპოგლიკემიური საშუალებების მიღების რამოდენიმე დღით შეწყვეტა აუცილებლობა, რათა თავიდან იქნას აცილებული ჰიპოგლიკემია, რომელიც შეიძლება განვითარდეს მათი ადიტიური მოქმედების ფონზე. გლიკლაზიდის საწყისი დოზა მსგავს სიტუაციებში ასევე უნდა შეადგენდეს 30 მგ დღე-ღამეში, მკურნალობაზე პაციენტის პასუხიდან გამომდინარე სამკურნალო საშუალების დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს, როგორც ზემოთ იყო მითითებული.

ინსუტონის კომბინირებული გამოყენება სხვა ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან

გლიკლაზიდი შეიძლება გამოყენებულ იქნას ბიგუანიდებთან, α-გლუკოზიდაზას ინჰიბიტორებთან ან ინსულინის პრეპარატებთან ერთდროულად.

პაციენტებში, რომლებშიც ინსუტონით მკურნალობა არ უზრუნველყოფს სისხლში გლუკოზის დონის სათანადო კონტროლს, ინსულინის პრეპარატებთან კომბინირებული თერაპია უნდა იქნას ჩატარებული გულდასმითი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში სამკურნალო საშუალება უნდა იქნას გამოყენებული იმავე დოზებით, როგორც 65 წლამდე ასაკის პაციენტებში.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

თირკმელების მსუბუქი და ზომიერი ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში სამკურნალო საშუალება მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ შეიძლება იქნას გამოყენებული იმავე დოზებით, როგორც თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში (მონაცემები დადასტურებულია კლინიკური კვლევების შედეგებით) .

ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტები

რეკომენდებულია გლიკლაზიდის მინიმალური საწყისი დოზის (30 მგ დღე-ღამეში) გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ ჰიპოგლიკემიის ქვემოთ ჩამოთვლილი რისკ-ფაქტორები:

  • არასაკმარისი ან არბალანსებული კვება;
  • მძიმე ან არასათანადოდ კომპენსირებული ენდოკრინული დარღვევები (ჰიპოპიტუიტარიზმი, ჰიპოთირეოზი, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის უკმარისობა);
  • გლუკოკორტიკოსტეროიდებით (გკს) თერაპიის შეწყვეტა (მაღალი დოზებით და/ან დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენების შემდეგ);
  • მძიმე სისხლძარღვოვანი დაავადებები ( გულის მძიმე იშემიური დაავადება, საძილე არტერიების გამოხატული ათეროსკლეროზი, სისხლძარღვთა დიფუზური დაზიანებები).

ბავშვები და მოზარდები

ინსუტონის ბავშვებში და მოზარდებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის, არ არსებობს მონაცემები ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესახებ.

გამოყენების წესი

ტაბლეტები მიიღება შინაგანად საუზმის დროს, ისინი უნდა იქნას გადაყლაპული მთლიანად.

პრეპარატის დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდეგი დოზა არ უნდა იქნას გაზრდილი.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა გლიკლაზიდის, სულფანილშარდოვანას სხვა პრეპარატების, სულფანილამიდების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი);
  • დიაბეტური პრეკომა და კომა, დიაბეტური კეტოაციდოზი;
  • თირკმლის ან ღვიძლის მძიმე უკმარისობა ( მსგავს შემთხვევებში რეკომენდებულია ინსულინის პრეპარატების გამოყენება);
  • მიკონაზოლის ერთდროული გამოყენება;
  • ძუძუთი კვების პერიოდი.

არასასურველი რეაქციები

გლიკლაზიდის გამოყენებისას ყველაზე ხშირად აღინიშნა ჰიპოგლიკემია.

საკვების არარეგულარული მიღების შემთხვევაში, განსაკუთრებით საჭმლის მიღებების გამოტოვებისას, სულფონილშარდოვანას პრეპარატებით თერაპიის დროს, გლიკლაზიდის ჩათვლით, შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია. ჰიპოგლიკემიის შესაძლო სიმპტომებს მიეკუთვნება: თავის ტკივილი, შიმშილის ძლიერი გრძნობა, გულისრევა, ღებინება, დაღლილობა, ძილის დარღვევა, აგზნება, აგრესია, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, შენელებული რეაქცია და გარშემო არსებული მდგომარების შეფასების უნარის დაქვეითება, დეპრესია, ცნობიერების აღრევა, მხედველობისა და მეტყველების დარღვევები, აფაზია, ტრემორი, პარეზი, სენსორული დარღვევები, თავბრუსხვევა, ენერგიის ნაკლებობის შეგრძნება, თვითკონტროლის დაკარგვა, დელირიუმი, კრუნჩხვები, ზედაპირული სუნთქვა, ბრადიკარდია, ძილიანობა და გონების დაკარგვა, შეიძლება განვითარდეს კომა და ლეტელური შედეგი. ასევე შეიძლება აღინიშნოს ადრენერგული კომპენსატორული რეაქციები: მომატებული ოფლიანობა, წებოვანი კანი, შფოთვა, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, პალპიტაცია, სტენოკარდია და გულის არითმიები.

როგორც წესი, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები ქრება ნახშირწყლების (შაქრის) მიღების შემდეგ, ხელოვნური დამატკბობლების მიღება ეფექტს არ იძლევა. სულფონილშარდოვანას სხვა პრეპარატების გამოყენებისას ჰიპოგლიკემიის რეციდივები აღინიშნა საწყის ეტაპზე მისი წარმატებული კუპირების შემდეგაც კი.

ჰიპოგლიკემიის შემთხვევაში, რომელიც არარებს მძიმე ხასიათს ან აღინიშნება დიდი ხნის განმავლობაში, თუ ნახშირწყლების მიღების დროებითი ეფექტის არსებობისასაც კი, აუცილებელია სასწრაფო მკურნალობის ჩატარება, მათ შორის სტაციონარის პირობებში.

გლიკლაზიდის გამოყენებისას აღინიშნებოდა ისეთი არასასურველი რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიცაა ტკივილი მუცელში, გულისრევა, ღებინება, დიარეა და ყაბზობა. ზემოაღნიშნული არასასურველი რეაქციების წარმოქმნის თავიდან აცილების ან მათი განვითარების რისკის მინიმიზაციის მიზნით სამკურნალო საშუალება უნდა იქნას მიღებული საუზმის დროს.

არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნებოდა უგრო ნაკლებად, ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ერითემა, მაკულოპაპულური გამონაყარი, ბულოზური რეაქციები (ისეთები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და აუტოიმუნური ბულოზური დარღვევები) და, გამონაკლის შემთხვევებში, მედიკამენტოზური გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით ( DRESS ).

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, გრანულოციტოპენია (იშვიათად ვითარდება ჰემატოლოგიური დარღვევები; ისინი, როგორც წესი, შექცევადი ხასიათისაა და ქრება სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტის შემდეგ).

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება სისხლის პლაზმაში (ასპარტატამინოტრანსფერაზა, ალანინამინოტრანსფერაზა, ტუტე ფოსფატაზა), ჰეპატიტი (ერთეული შემთხვევები).

ქოლესტაზური სიყვითლის წარმოქმნის დროს ინსუტონით თერაპია უნდა შეწყდეს, ხოლო პრეპარატის შეწყვეტის შემთხვევაში, სიყვითლის სიმპტომები, როგორც წესი, ქრება.

მხედველობის ორგანოს მხრივ: მხედველობის ტრანზიტორული დარღვევები, განსაკუთრებით თერაპიის საწყის ეტაპზე, რომლებიც დაკავშირებულია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის ცვლილებასთან.

კლას-ეფექტები

ისევე, როგორც სხვა სულფონილშარდოვანას პრეპარატების მიღების დროს, გლიკლაზიდის გამოყენებისას აღინიშნებოდა შემდეგი არასასურველი რეაქციები: ერითროციტოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, პანციტოპენია, ალერგიული ვასკულიტი, ჰიპონატრიემია, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება სისხლის პლაზმაში, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები (მათ შორის, ქოლესტაზისა და სიყვითლის განვითარებით). ) და ჰეპატიტი, რომელიც ქრებიდა სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტის შემდეგ ან, ცალკეულ შემთხვევაში, თან ახლდათ სიცოცხლისათვის საშიში ღვიძლის უკმარისობის განვითარება.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს განუვითარდა სერიოზული არასასურველი რეაქცია ან ახალი არასასურველი რეაქციის წარმოქმნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ განყოფილებაში, გთხოვთ ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

ჰიპოგლიკემია

ინსუტონი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებიც საკვებს რეგულარულად იღებენ (საუზმის ჩათვლით). პაციენტებისათვის, რომლებიც იღებენ ინსუტონით თერაპიას, აუცილებელია ნახშირწყლების საკმარისი რაოდენობის რეგულარულად მიღება, რადგან ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი იზრდება არარეგულარული ან არასაკმარისი კვების დროს, ასევე ნახშირწყლების დაბალი შემცველობის საკვების მოხმარებით. ჰიპოგლიკემიის წარმოქმნის რისკი იზრდება დაბალკალორიული დიეტის, ხანგრძლივი ან ისეთი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, რომელიც მოითხოვს ბევრი ენერგიის დახარჯვას, ალკოჰოლის მიღებისას ან სხვა ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან კომბინირებული გამოყენების დროს.

სულფანილშარდოვანას პრეპარატების გამოყენების შემდეგ პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ ჰიპოგლიკემია, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ატარებდეს მძიმე ხასიათს ან აღინიშნებოდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მსგავს სიტუაციებში შესაძლოა საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა და გლუკოზის შეყვანა რამოდენიმე დღის განმავლობაში.

ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის შესამცირებლად აუცილებელია ინსუტონის დოზის გულდასმით შერჩევა და პაციენტების სათანადო ინფორმირება მისი გამოყენების რეკომენდაციების შესახებ.

ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი იზრდება შემდეგი ფაქტორების არსებობისას: ექიმის მითითებების შესრულებაზე პაციენტის მიერ(განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის) უარის თქმა ან მისი უუნარობა; არასაკმარისი ან არარეგულარული კვება, საკვების მიღების გამოტოვება, შიმშილობის პერიოდები ან კვების რაციონის ცვლილებები; შეუსაბამობა ნახშირწყლების მიღებასა და შესრულებულ ფიზიკურ აქტივობას შორის; თირკმლის უკმარისობა; ღვიძლის მძიმე უკმარისობა; გლიკლაზიდის დოზის გადაჭარბება; ზოგიერთი ენდოკრინული დარღვევები (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები, ჰიპოპიტუიტარიზმი და თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა); ზოგიერთ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული მიღება.

პაციენტები თირკმლის და ღვიძლის უკმარისობით

ღვიძლის და თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება შეიცვალოს გლიკლაზიდის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები და/ან ფარმაკოდინამიკური თვისებები. ასეთ პაციენტებში ჰიპოგლიკემია შეიძლება აღინინებოდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მსგავს სიტუაციებში აუცილებელია შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.

ინფორმაცია პაციენტებისთვის

პაციენტი და მისი ოჯახის წევრები უნდა იქნან ინფორმირებულნი ჰიპოგლიკემიის რისკის განვითარების, მისი სიმპტომების, პირობების შესახებ, რომლებიც თან სდევს მის განვითარებას და აგრეთვე შესაბამისი თერაპიის შესახებ.

პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული დიეტის დაცვის, რეგულარული ფიზიკური დატვირთვისა და სისხლში გლუკოზის დონის რეგულარული მონიტორინგის აუცილებლობის შესახებ.

სისხლში გლუკოზის დონის არასათანადო კონტროლი

პაციენტებში, რომლებიც იღებენ თერაპიას ჰიპოგლიკემიური საშუალებებით, სისხლში გლუკოზის დონე შეიძლება შეიცვალოს კრაზანას (Hiperikum perforatum) შემცველი პრეპარატების გამოყენების ფონზე, სხეულის ტემპერატურის მომატებისას, ტრავმების, ინფექციური დაავადებების ან ქირურგიული ჩარევების დროს,ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება წარმოიქმნას ინსულინის პრეპარატების გამოყენების აუცილებლობა.

პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების, მათ შორის გლიკლაზიდის, ეფექტურობა სისხლში გლუკოზის დონის შემცირებაში დროთა განმავლობაში ბევრ პაციენტთან მცირდება, რაც შეიძლება განპირობებული იყოს როგორც დაავადების პროგრესირებით, ასევე მკურნალობაზე რეაგირების შემცირებით. ნახსენები ფენომენი ცნობილია, როგორც მეორადი რეზისტენტობა, რომელიც უნდა გამოირჩეოდეს პირველადი რეზისტენტობისაგან, სადაც სამკურნალო საშუალება არ არის ეფექტური, როგორც პირველი რიგის თერაპია. გლიკლაზიდის მიმართ მეორადი რეზისტენტობის დიაგნოზის დასმამდე აუცილებელია სათანადოდ შეფასდეს სამკურნალო საშუალების დოზირების რეჟიმის კორექტულობა და პაციენტის მიერ რეკომენდებული დიეტის დაცვა.

დისგლიკემია

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის, რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებით ამავდროულ თერაპიას, აღენიშნებოდათ სისხლში გლუკოზის დონის ცვლილებები, ჰიპოგლიკემიისა და ჰიპერგლიკემიის ჩათვლით. ამასთან დაკავშირებით, პაციენტებში ინსუტონის ფტორქინოლონებთან ერთდროული გამოყენებისას რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის გულდასმითი კონტროლი.

ლაბორატორიული კვლევები

სისხლში გლუკოზის დონის კონტროლის შესაფასებლად რეკომენდებულია სისხლში გლიკირებული ჰემოგლობინის კონცენტრაციის ან უზმოზე ვენურ სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის გაზომვა. ასევე შეიძლება მიზანშეწონილი იყოს თვითონ პაციენტის მიერ სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი.

გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის მქონე პაციენტებში სულფონილშარდოვანას პრეპარატების გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ჰემოლიზური ანემია. ვინაიდან გლიკლაზიდი მიეკუთვნება სულფონილშარდოვანას პრეპარატებს, გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის მქონე პაციენტებში მისი გამოყენების დროს უნდა იქნას დაცული სიფრთხილე, ასევე აუცილებელია სხვა კლასის ალტერნატიული სამკურნალო საშუალების გამოყენების საკითხის განხილვა.

პაციენტები პორფირიით

აღწერილი იყო მწვავე პორფირიის შემთხვევები სულფანილშარდოვანას ზოგიერთი პრეპარატების გამოყენებისას პორფირიის მქონე პაციენტებში.

გავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი არ ახდენს ან ახდენს უმნიშვნელო გავლენას ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე. ამისდამიუხედავად, პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ჰიპოგლიკემიის სიმპტომების განვითარების რისკის შესახებ, მათ უნდა მართონ ავტოტრანსპორტი ან მექანიზმები სიფრთხილის დაცვით, განსაკუთრებით ინსუტონით თერაპიის დასაწყისში .

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

ორსულობა

ორსულობის პერიოდში ქალებში გლიკლაზიდის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს ან შეზღუდულია (300-ზე ნაკლები ორსულობის დასრულება); ასევე შეზღუდულია მონაცემები ორსულობის პერიოდში ქალებში სულფანილშარდოვანას სხვა პრეპარატების გამოყენების შესახებ.

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არ ყოფილა გამოვლენილი გლიკლაზიდის ტერატოგენული პოტენციალი.

პრევენციული ღონისძიების სახით, ინსუტონი არ უნდა იქნას გამოყენებული ქალებში ორსულობის დროს.

არაკონტროლირებად შაქრიან დიაბეტთან დაკავშირებული თანდაყოლილი მანკების განვითარების რისკის შესამცირებლად ჩასახვის წინ უნდა ჩატარდეს შაქრიანი დიაბეტის სათანადო მკურნალობა.

ინსულინის პრეპარატები წარმოადგენენ არჩევით პრეპარატებს ორსულ ქალებში შაქრიანი დიაბეტის თერაპიის დროს. ორსულობის პერიოდში პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების გამოყენება არ არის რეკომენდებული. დაგეგმილი ორსულობის შემთხვევაში ან ორსულობის ფაქტის დადგენისთანავე პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებებით თერაპია უნდა შეიცვალოს ინსულინოთერაპიით.

ლაქტაცია

უცნობია გამოიყოფა თუ არა გლიკლაზიდი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძესთან ერთად. რისკი ბავშვისთვის არ არის გამორიცხული.

ვითვალისწინებთ რა ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკს ბავშვთან, რომელიც იმყოფება ძუძუთ კვებაზე, ინსუტონის გამოყენება ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენებია.

ფერტილობა

ვირთხებში ჩატარებულ კვლევებში გლიკლაზიდს არ მოუხდენია გავლენა არცერთი სქესის ინდივიდის ფერტილობაზე და რეპროდუქციულ ფუნქციაზე .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სამკურნალო საშუალებები, რომლების გამოყენების დროს შეიძლება გაიზარდოს ჰიპოგლიკემიის რისკი

პრეპარატები, რომელთა გამოყენება გლიკლაზიდთან ერთად უკუნაჩვენებია

მიკონაზოლი (პრეპარატები სისტემური შეყვანისთვის, გელი პირის ღრუს ლორწოვან გარსზე გამოსაყენებლად)

მიკონაზოლი აძლიერებს გლიკლაზიდის ჰიპოგლიკემიურ მოქმედებას.

ინსუტონის მიკონაზოლთან კომბინირებული გამოყენების დროს შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემიის სიმპტომები, მათ შორის კომა.

პრეპარატები, რომლების გლიკლაზიდთან ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული

ფენილბუტაზონი (სისტემური შეყვანის პრეპარატები)

ფენილბუტაზონი აძლიერებს სულფონილშარდოვანას პრეპარატების ჰიპოგლიკემიურ მოქმედებას (ის აძევებს მათ პლაზმის ცილებთან შეკავშირებიდან და/ან ამცირებს მათ გამოყოფას ორგანიზმიდან).

ინსუტონით თერაპიის დროს სასურველია სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება. ფენილბუტაზონის ინსუტონთან ერთდროული გამოიყენების შემთხვევაში პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის შესახებ და ასევე მისი ყურადღება უნდა იქნას მიპყრობილი სისხლში გლუკოზის დონის თვითკონტროლის აუცილებლობაზე. აუცილებლობის შემთხვევაში, ფენილბუტაზონთან კომბინირებული თერაპიის დროს და მისი დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს პრეპარატის დოზის კორექტირება.

ალკოჰოლი

ალკოჰოლი აძლიერებს ჰიპოგლიკემიას კომპენსატორული რეაქციების ინჰიბირების ხარჯზე, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ჰიპოგლიკემიური კომის განვითარებას.

ინსუტონით თერაპიის დროს არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლი და გამოიყენოთ ალკოჰოლის შემცველი პრეპარატები.

პრეპარატები, რომლების გლიკლაზიდთან ერთად გამოყენების დროს უნდა იქნას დაცული სიფრთხილე

ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებთან ერთად ერთდროული გამოყენების შემთხვევაში გლიკლაზიდის მოქმედება სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითებასთან მიმართებაში შეიძლება გაიზარდოს, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება ხელი შეუწყოს ჰიპოგლიკემიის განვითარებას: სხვა ჰიპოგლიკემიური პრეპარატები (ინსულინის პრეპარატები, აკარბოზა, მეტფორმინი, თიაზოლიდინდიონები, დიპეპტიდილპეპტიდაზა-4-ის ინჰიბიტორები, გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1-ის რეცეპტორების აგონისტები), β-ადრენობლოკატორები, ფლუკონაზოლი, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (კაპტოპრილი, ენალაპრილი), H2-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები, მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები, სულფანილამიდები, კლარითრომიცინი და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.

სამკურნალო პრეპარატები, რომლების გამოყენების დროს სისხლში გლუკოზის დონემ შეიძლება მოიმატოს

პრეპარატები, რომლების გამოყენება გლიკლაზიდთან ერთად არ არის რეკომენდებული

დანაზოლი

დანაზოლს აქვს დიაბეტოგენური მოქმედება.

იმ შემთხვევაში, როცა დანაზონისა და ინსუტონის ერთობლივი გამოყენება ითვლება უკიდურეს აუცილებლობად, პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკის შესახებ და ასევე მისი ყურადღება უნდა იქნას მიპყრობილი სისხლში და შარდში გლუკოზის დონის კონტროლის აუცილებლობაზე. დანაზოლთან კომბინირებული თერაპიის დროს, ასევე მისი დასრულების შემდეგ, შესაძლოა გაჩნდეს პრეპარატის დოზის კორექციის აუცილებლობა.

პრეპარატები, რომლების გლიკლაზიდთან ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში უნდა იქნას დაცული სიფრთხილე

ქლორპრომაზინი (ნეიროლეპტიკი)

მაღალი დოზებით (100 მგ-ზე მეტი დღე-ღამეში) გამოყენებისას ქლორპრომაზინი ზრდის სისხლში გლუკოზის დონეს (ის ამცირებს ინსულინის სეკრეციას).

ქლორპრომაზინის ინსუტონთან ერთად გამოყენებისას პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკის შესახებ, ასევე მისი ყურადღება უნდა იქნას მიპყრობილი სისხლში გლუკოზის დონის კონტროლის აუცილებლობაზე. აუცილებლობის შემთხვევაში ქლორპრომაზინთან კომბინირებული თერაპიის დროს და მისი დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს პრეპარატის დოზის კორექტირება.

გკს ( სისტემური შეყვანისა და ადგილობრივი გამოყენების პრეპარატები (სახსარშიდა, დერმალური და რექტალური შეყვანა) და ტეტრაკოზაკტრინი

გკს და ტეტრაკოსაკტრინი ზრდიან სისხლში გლუკოზის დონეს და შეიძლება გამოიწვიონ კეტოზი (გკს ამცირებენ ტოლერანტობას ნახშირწყლების მიმართ).

გკს-ის ინსუტონთან ერთად გამოყენების დროს პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკის შესახებ და ასევე მისი ყურადღება უნდა იქნას მიპყრობილი სისხლში გლუკოზის დონის კონტროლის აუცილებლობაზე, განსაკუთრებით კომბინირებული თერაპიის დასაწყისში. აუცილებლობის შემთხვევაში გკს-სთან კომბინირებული თერაპიის დროს და მისი დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს პრეპარატის დოზის კორექტირება.

რიტოდრინი, სალბუტამოლი, ტერბუტალინი (ინტრავენური შეყვანის პრეპარატები)

რიტოდრინი, სალბუტამოლი, ტერბუტალინი ზრდიან გლუკოზის დონეს სისხლში, რაც დაკავშირებულია β 2 -ადრენორეცეპტორების სტიმულაციასთან.

ინსუტონის ზემოხსენებულ საშუალებებთან ერთად კომბინირებული გამოყენების დროს პაციენტის ყურადღება უნდა მიექცეს სისხლში გლუკოზის დონის კონტროლის აუცილებლობას. აუცილებლობის შემთხვევაში რეკომენდებულია ინსუტონით თერაპიიდან ინსულინოთერაპიაზე გადასვლა.

კრაზანას შემცველი პრეპარატები

ერთდროული გამოყენების დროს პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ კრაზანას, გლიკლაზიდის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მცირდება, ამიტომ ასეთი კომბინაციების გამოყენების შემთხვევაში პაციენტის ყურადღება უნდა იქნას მიქცეული სისხლში გლუკოზის დონის კონტროლის აუცილებლობაზე.

სამკურნალო პრეპარატები, რომლების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს დისგლიკემია

პრეპარატები, რომლების გლიკლაზიდთან ერთდროული გამოყენებისას უნდა იქნას დაცული სიფრთხილე

ფტორქინოლონები

ინსუტონისა და ფტორქინოლონების კომბინირებული გამოყენების შემთხვევაში პაციენტი უნდა იქნას ინფორმირებული დისგლიკემიის განვითარების რისკის შესახებ და ასევე უნდა მიეპყროს მისი ყურადღება სისხლში გლუკოზის დონის კონტროლის აუცილებლობას.

სამკურნალო პრეპარატები, რომლებთანაც გლიკლაზიდის ერთდროული გამოყენების საკითხი მოითხოვს ყურადღებით განხილვას

ანტიკოაგულანტები (ვარფარინი და სხ.)

სულფანილშარდოვანას პრეპატატებთან ერთდროული გამოყენებისას ანტიკოაგულანტების მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს, ამავე დროს შეიძლება გაჩნდეს ანტიკოაგულანტების დოზის კორექციის აუცილებლობა.

ჭარბი დოზირება

სულფონილშარდოვანას პრეპარატების დოზის გადაჭარბების დროს შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია.

ჰიპოგლიკემიის ზომიერი სიმპტომების მკურნალობა (გონების დაკარგვის ან ნევროლოგიური დარღვევების ნიშნების გარეშე) უნდა მოიცავდეს ნახშირწყლების მიღებას, პრეპარატის დოზის და/ან დიეტის კორექციას. აუცილებელია პაციენტის გულდასმით დაკვირვება მანამ, სანამ მკურნალი ექიმი არ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ პაციენტის ჯანმრთელობას არაფერი არ ემუქრება.

შესაძლოა ისეთი მძიმე ჰიპოგლიკემიური მდგომარეობების განვითარება, რომლებსაც თან ახლავს კომა, კრუნჩხვები ან სხვა ნევროლოგიური დარღვევები. მსგავსი სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევებში აუცილებელია დაუყოვნებლივ ჩატარდეს ინტენსიური თერაპია, პაციენტი უნდა იქნას ჰოსპიტალიზირებული.

ჰიპოგლიკემიური კომის განვითარდებისას ან მასზე ეჭვის არსებობისას პაციენტსათვის ინტრავენური ინექციის სახით უნდა იქნას შეყვანილი 50 მლ 20-30% გლუკოზის ხსნარი, შემდეგ ინტრავენური ინფუზიის სახით უნდა იქნას შეყვანილი უფრო ნაკლები კონცენტრაციის გლუკოზის ხსნარი (10%) სიჩქარით. რომელიც უზრუნველყოფს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის შენარჩუნებას დონეზე 1 გ/ლ-ზე ზემოთ. უზრუნველყოფილი უნდა იქნას პაციენტზე გულდასმითი მეთვალყურეობა და, პაციენტის შემდგომი მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შემდგომი მონიტორინგის აუცილებლობის შესახებ.

დიალიზი არაეფექტურია იმასთან დაკავშირებით, რომ გლიკლაზიდი მნიშვნელოვნად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.

გამოშვების ფორმა

მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები.

10 ტაბლეტი ბლისტერში.

3 ან 6 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ . ჯამი იოლუ ჯად. No: 50 გიუნეშლი ბაგჯილარ / სტამბული).

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No 50 Güneşli Bağcılar/ Istanbul)

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა