პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები

დიამიკრონი MR

DIAMICRON MR

რეცეპტით60მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

დიამიკრონი MR არის თეთრი, მოგრძო ტაბლეტი, ორივე მხარეს გრავირებით DIA 60, რომელიც მოთავსებულია 30, 60 და 90 ტაბლეტის შემცველ ბლისტერის შეფუთვაში. დიამიკრონი MR აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს (სულფონილშარდოვნების ჯგუფის ორალური ანტიდიაბეტური პრეპარატი). …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
გლიკლაზიდი (gliclazide)
ფორმა და შეფუთვა
60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №60
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, სულფონილშარდოვანას წარმოებულები
ATC კოდი
A10BB09
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0645
რეგისტრირებულია
8 დეკემბერი 2023, მოქმედებს 8 დეკემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
ურთიერთქმედების შემოწმებადიამიკრონი MR და სხვა წამალი ერთად

დიამიკრონი MR — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დიამიკრონი MR არის თეთრი, მოგრძო ტაბლეტი, ორივე მხარეს გრავირებით DIA 60, რომელიც მოთავსებულია 30, 60 და 90 ტაბლეტის შემცველ ბლისტერის შეფუთვაში.

დიამიკრონი MR აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს (სულფონილშარდოვნების ჯგუფის ორალური ანტიდიაბეტური პრეპარატი).

დიამიკრონი MR გამოიყენება მოზრდილებში არაინსულინდამოკიდებული (ტიპი 2) დიაბეტის სამკურნალოდ, როდესაც სისხლში შაქრის დონის კონტროლი ვერ ხერხდება მხოლოდ დიეტის, ფიზიკური ვარჯიშის და წონაში კლების გზით.

ეს პრეპარატი შეცავს ხბოსგან წარმოებულ დამხმარე ნივთიერებას - ლაქტოზის მონოჰიდრატს. არ შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

  • საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება დიამიკრონი MR-ის გამოყენებამდე

მიღების წესი და დოზირება

ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:

აუცილებელია დიამიკრონი MR-ის გამოყენება ექიმის ან ფარმაცევტის მიერ რეკომენდებული დოზით. თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან. დოზას განსაზღვრავს ექიმი სისხლში და შარდში შაქრის დონის მიხედვით.

გარე ფაქტორების ცვლილების (მაგალითად, წონაში კლება, ცხოვრების წესის შეცვლა, სტრესი) ან სისხლში შაქრის დონის რეგულირების შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის კორექტირება.

მკურნალობაზე პასუხიდან გამომდინარე, ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზაა დღეში ერთხელ, საუზმესთან ერთად ნახევარი ტაბლეტიდან 2 ტაბლეტამდე (არაუმეტეს 120 მგ).

თუ დიამიკრონი MR დანიშნულია კომბინირებული სახით შემდეგ პრეპარატებთან: მეტფორმინი, ალფა გლუკოციდაზას ინჰიბიტორი, თიაზოლიდინდიონი, დიპეპტიდილპეპტიდაზა-4 ინჰიბიტორი, GLP-1 რეცეპტორის აგონისტი, ან დაიწყება ინსულინის გამოყენება, თქვენი ექიმი განსაზღვრავს თითოეული პრეპარატის საჭირო დოზას.

გამოყენების გზა და მეთოდი:

მიიღება პერორალურად.

საჭიროებისას შესაძლებელია ტაბლეტების ორ თანაბარ ნაწილად გაყოფა. ტაბლეტი ან ნახევარი ტაბლეტი ჩაყლაპეთ საუზმესთან ერთად დაფხვნის და დაღეჭვის გარეშე მთლიანად, საკმარისი რაოდენობის წყლით. ეცადეთ, ტაბლეტები მიიღოთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. ტაბლეტების დალევის შემდეგ სავალდებულოა საკვების მიღება.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე ასაკის) გამოყენება:

არ არსებობს კლინიკური მონაცემები, რის გამოც არ არის რეკომენდებული დიამიკრონი MR-ის გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში.

ასაკოვნებში (65 წლის და მეტი ასაკის) გამოყენება:

დიამიკრონი MR ასაკოვნებში გამოიყენება იმავე დოზით, რაც მოზრდილებში.

გამოყენების სპეციალური პირობები:

თირკმლის უკმარისობა:

პაციენტებში თირკმლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობით გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ სიფრთხილის დაცვით და მეთვალყურეობის ქვეშ.

ღვიძლის უკმარისობა:

არ არსებობს მონაცემები ღვიძლის უკმარისობასთან დაკავშირებით.

დაიცავით ეს ინსტრუქცია, თუ ექიმი არ გირჩევთ სხვა სახით გამოყენებას.

თუ თვლით, რომ დიამიკრონი MR-ის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დიამიკრონი MR გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით

თუ დიამიკრონი MR გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი რაოდენობით დიამიკრონი MR-ის გამოყენება იწვევს სისხლში შაქრის დონის დაქვეითებას (ჰიპოგლიკემია) (იხილეთ „გაფრთხილებები“). ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ 4-6 ცალი ნატეხი შაქარი ან დალიოთ შაქრიანი სასმელი, შემდეგ კი მიიღოთ საკვები.

თუ პაციენტი გონდაკარგულია, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს და პაციენტი გადაყვანილი იქნას უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურში. თუ პაციენტი გონდაკარგულია, არ შეიძლება საკვების ან სასმელის მიცემა. თუ პრეპარატს შეცდომით გამოიყენებს ან ჩაყლაპავს სხვა პირი (მაგალითად, ბავშვები), ძალაშია იგივე გაფრთხილებები და მიღებული უნდა იქნას იგივე ზომები.

ყურადღება მიაქციეთ, გვერდით უნდა გყავდეთ პირი, რომელმაც იცის თქვენი მდგომარეობა და საგანგებო შემთხვევის დროს გამოიძახებს ექიმს.

თუ დაგავიწყდათ დიამიკრონი MR-ის გამოყენება:

დოზა რეგულარულად უნდა მიიღოთ ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს, რათა მკურნალობა იყოს ეფექტური. თუ დაგავიწყდებათ პრეპარატის მიღება, გახსენებისთანავე მიიღეთ ეს დოზა და მომდევნო დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს.

თუ შენიშნავთ, რომ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მაგრამ მომდევნო დოზის მიღების დრო მოახლოებულია, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა.

გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

დიამიკრონი MR-ით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელი რეაქცია

როგორც წესი, ტიპი 2 დიაბეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება. არ შეწყვიტოთ და არ შეაჩეროთ მკურნალობა თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მკურნალობის შეწყვეტის გამო შესაძლებელია დიაბეტი არ დაექვემდებაროს კონტროლს და გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის დონის მატება).

თუ გაქვთ შეკითხვა ამ პრეპარატთან დაკავშირებით, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

  • რა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები აქვს?

სხვა პრეპარატების მსგავსად, დიამიკრონი MR-ის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი რეაქციები.

ქვემოთ მითითებული რომელიმე რეაქციის განვითარებისას შეწყვიტეთ დიამიკრონი MR-ის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:

ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციაა სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია). მკურნალობის გარეშე ამ სიმპტომებმა შესაძლებელია გამოიწვიოს ძილიანობა, ცნობიერების დაკარგვა და კომაც. თუ ჰიპოგლიკემია გრძელდება შაქრის მიღების მიუხედავად ან არის ძლიერი ჰიპოგლიკემია, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს.

სისხლში შაქრის დონის დაქვეითება დიამიკრონი MR-ის ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციაა და, როგორც წესი, ვლინდება ჭარბი დოზით პრეპარატის მიღების შემთხვევაში (სიმპტომებისთვის იხილეთ, „ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში დიამიკრონი MR გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით“)

ცნობილია რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი, სიწითლე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ბუშტუკები და ანგიოედემა (ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და ყელის ქსოვილების სწრაფი შეშუპება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება). გამონაყარი შესაძლებელია პროგრესირებდეს კანზე გავრცელებული ბუშტუკების ან კანის აქერცვლის სახით. თუ აღნიშნული გამოგივლინდებათ, შეწყვიტეთ დიამიკრონი MR-ის მიღება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის და თქვენს ექიმს აცნობეთ, რომ იღებთ ამ პრეპარატს. იშვიათად ცნობილია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის (DRESS) სიმპტომები, რომელიც იწყება გრიპის მსგავსი სიმპტომებით და სახეზე გამონაყარით, შემდეგ კი მიმდინარეობს გავრცელებული გამონაყარით და ცხელებით.

ეს ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციებია.

თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია დიამიკრონი MR-ზე. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.

თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ სიმპტომს, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:

ცნობილია მცირე რაოდენობით ღვიძლის ფუნქციების დარღვევის შემთხვევები, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს თვალების და კანის სიყვითლე. როგორც წესი, ეს სიმპტომები ქრება მკურნალობის შეწყვეტასთან ერთად. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, უნდა შეწყდეს თუ არა მკურნალობა.

როგორც სულფონილშარდოვნების ჯგუფის სხვა პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში, ცნობილია სისხლის უჯრედების რაოდენობის სერიოზული ცვლილების და სისხლძარღვების კედლის ალერგიული ანთების, სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითების (ჰიპონატრემია), ღვიძლის დარღვევების (მაგალითად, სიყვითლე) სიმპტომები. უმეტეს შემთხვევებში სიმპტომები ქრება სულფონილშარდოვნებით მკურნალობის შეწყვეტისთანავე, მაგრამ ძალიან იშვიათად შესაძლებელია გამოიწვიოს სიცოცხლისთვის სახიფათო ღვიძლის დაავადება.

სისხლის უჯრედების (მაგალითად, თრომბოციტების, ერითროციტების და ლეიკოციტების) რაოდენობის შემცირებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ფერმკრთალი კანი, სისხლდენის დროის გახანგრძლივება, კანზე მსუბუქი დარტყმით წარმოქმნილი სისხლჩაქცევები, ყელის წვა და ცხელება. ეს სიმპტომები, როგორც წესი, ქრება მკურნალობის შეწყვეტისას.

ეს სერიოზული გვერდითი რეაქციებია. შესაძლებელია საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა. სერიოზული გვერდითი რეაქციები ძალიან იშვიათად ვლინდება.

თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ სიმპტომს, აცნობეთ თქვენს ექიმს:

საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები (მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მონელების პრობლემები, ფაღარათი, ყაბზობა). ასეთი გვერდითი რეაქციები შესაძლებელია შემცირდეს რეკომენდებული სახით პრეპარატის საკვებთან ერთად მიღების შემთხვევაში.

განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისას, სისხლში შაქრის დონის ცვლილებებიდან გამომდინარე მხედველობის დროებითი დარღვევები.

ეს დიამიკრონი MR-ის მსუბუქი გვერდითი რეაქციებია.

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით რეაქციას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) აქტიური ნივთიერების ან დიამიკრონი MR-ის შემადგენელი რომელიმე დამხმარე ნივთიერების (ჩამოთვლილია თავში „დამხმარე ნივთიერებები“) ან ამავე ჯგუფის მსგავსი პრეპარატების (მაგალითად, სულფონილშარდოვნები ან ჰიპოგლიკემიური სულფონამიდები) მიმართ;

თუ გაქვთ ინსულინდამოკიდებული (ტიპი 1) დიაბეტი;

თუ გაქვთ შარდში კეტონები (ცილა) და შაქარი (შესაძლებელია ნიშნავდეს, რომ ეს დაკავშირებულია დიაბეტთან), დიაბეტური კომის შემთხვევაში;

თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის ძლიერი უკმარისობა;

თუ იყენებთ სოკოვანი ინფექციის სამკურნალო პრეპარატს (მაგალითად, მიკონაზოლს. იხილეთ, „სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება“);

ლაქტაციის პერიოდში (იხილეთ, „ლაქტაცია“).

ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში დიამიკრონი MR გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით

დიამიკრონი MR-ის გამოყენებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს.

იმისათვის, რომ მიღწეული იქნას სისხლში შაქრის ნორმალური დონე, უნდა შეასრულოთ ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობა. პრეპარატი უნდა გამოიყენოთ რეგულარულად, ამასთანავე უნდა დაიცვათ ექიმის მიერ რეკომენდებული კვების რეჟიმი/დიეტა, რეგულარულად ივარჯიშოთ და, თუ საჭიროა, უნდა დაიკლოთ წონაში. დიამიკრონი MR-ით მკურნალობის დროს რეგულარულად უნდა შემოწმდეს სისხლში (შესაძლებელია შარდშიც) შაქრის დონე და ამავე დროს გლიკოზირებული ჰემოგლობინის (HbA1c) მაჩვენებელი. მკურნალობის პირველ კვირებში შესაძლებელია გაიზარდოს სისხლში შაქრის დონის დაქვეითების (ჰიპოგლიკემია) რისკი. ამ შემთხვევაში საჭიროა ინტენსიური სამედიცინო დაკვირვება.

სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია) შესაძლებელია განვითარდეს შემდეგ შემთხვევებში:

არარეგულარული კვება, საკვების მიღების გამოტოვება,

მარხვა,

არასრულფასოვანი კვება,

კვების რეჟიმში/დიეტაში ცვლილების შეტანა, განსაკუთრების საკვების გამოტოვების შემთხვევაში,

თუ მიღებული/მოხმარებული ნახშირწყლებს რაოდენობა ვერ აკმაყოფილებს ფიზიკური აქტივობის ზრდას,

ალკოჰოლის გამოყენება, განსაკუთრებით კვების გამოტოვების შემთხვევაში,

სხვადასხვა პრეპარატებთან ან ბუნებრივ პრეპარატებთან ერთად გამოყენება,

ჭარბი რაოდენობით დიამიკრონი MR-ის გამოყენება,

ჰორმონალური დაავადებების არსებობა (ფარისებრი ჯირკვლის, ჰიპოფიზის ან თირკმელზედა ჯირკვლის დარღვევები),

ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციების სერიოზული დაქვეითება.

სისხლში შაქრის დონის დაქვეითების (ჰიპოგლიკემია) შემთხვევაში შესაძლებელია შემდეგი სიმპტომების განვითარება (იხილეთ, „რა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები აქვს?“): თავის ტკივილი, ძლიერი შიმშილის შეგრძნება, გულისრევა, ღებინება, სისუსტე, ძილის დარღვევები, აჟიტირება (ძლიერი აღგზნება), აგრესია (სხვა პირების მიმართ აგრესიის გამოხატვა საუბრით და ქცევით), კონცენტრაციის დარღვევები, ცნობიერების დაბინდვა და რეფლექსების დარღვევა, დეპრესია, კონფუზია (დაბნეულობა, ცნობიერების დაქვეითება), მხედველობის ან მეტყველების დარღვევები, კანკალი, შეგრძნების დარღვევები, ვერტიგო და სისუსტის შეგრძნება.

შესაძლებელია აღინიშნებოდეს შემდეგი სიმპტომებიც: ოფლიანობა, სველი კანი, შფოთვა (აღელვება), სწრაფი ან არათანაბარი გულისცემა, არტერიული წნევის მატება, მკერდში უეცარი და ძლიერი ტკივილი, რომელიც შესაძლებელია ვრცელდებოდეს სხეულის ახლომდებარე მიდამოებზე (სტენოკარდია).

თუ სისხლში შაქრის დონე განაგრძობს დაქვეითებას, შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: ძლიერი კონფუზია (ცნობიერების დაბინდვა), კრუნჩხვის შეტევები (კონვულსიები), კონტროლის დაკარგვა, ზედაპირული სუნთქვა, გულისცემის შენელება და გულის წასვლა/გონების დაკარგვა.

როგორც წესი, სისხლში შაქრის დონის დაქვეითების სიმპტომები სწრაფად გაქრება, თუ პაციენტი მიიღებს შაქარს, მაგალითად, გლუკოზის ტაბლეტებს, ნატეხ შაქარს, ხილის წვენს ან შაქრიან ჩაის.

ყოველთვის თან უნდა იქონიოთ შაქარი (მაგალითად, გლუკოზის ტაბლეტები ან ნატეხი შაქარი). ამ შემთხვევაში ხელოვნური დამატკბობლები არაეფექტურია. თუ შაქრის მიღების მიუხედავად სიმპტომები გაგრძელდება ან ხელახლა გამოვლინდება, მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.

ზოგ შემთხვევებში სისხლში შაქრის დონის დაქვეითების სიმპტომები შესაძლებელია განვითარდეს ფარულად, ნაკლებად შესამჩნევად ან ნელ-ნელა, რის გამოც ვერ შენიშნოთ სისხლში შაქრის დონის დაქვეითება. ასეთი რამ შესაძლებელია მოხდეს განსაკუთრებით ასაკოვან აპციენტებში, რომლებიც იყენებენ სხვა პრეპარატებს (მაგალითად, პრეპარატებს, რომლებიც ზემოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, და პრეპარატებს, სახელად ბეტა-ბლოკატორები).

თუ სტრესულ გარემოში ხართ (ავარია, ოპერაცია, ცხელება), ექიმმა დროებით შესაძლებელია დანიშნოს ინსულინით მკურნალობა.

თუ მკურნალობა არ ტარდება თქვენი ექიმის მიერ დანიშნული სახით, იყენებთ მცენარეულ პრეპარატ კრაზანას (Hypericum perforatum) (იხილეთ, „სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება“), ხართ განსაკუთრებით სტრესულ გარემოში ან, თუ დიამიკრონი MR-ით მკურნალობამ საკმარისად არ დააქვეითა სისხლში შაქრის დონე, შესაძლებელია სისხლში მოიმატოს შაქრის დონემ (ჰიპერგლიკემია). სისხლში შაქრის დონის მატების (ჰიპერგლიკემიის) სიმპტომებია წყურვილი, ხშირად მოშარდვის სურვილი, პირის სიმშრალე, ქავილი ან კანის სიმშრალე, კანის ინფექციები, ენერგიის დაქვეითება.

თუ ეს სიმპტომები გაგრძელდება, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დიამიკრონი MR დანიშნულია ანტიბიოტიკების კლასის პრეპარატებთან ერთად, სახელად ფტორქინოლონები, განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებში, აღნიშნულმა შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის დარღვევა (სისხლში შაქრის დონის დაქვეითება ან სისხლში შაქრის დონის მატება). ამ შემთხვევაში თქვენი ექიმი შეგახსენებთ სისხლში შაქრის დონეზე დაკვირვების მნიშვნელობას.

თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრებს აქვთ გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას (G6PD) დეფიციტი (ერითროციტების ანომალია), შესაძლებელია განვითარდეს ჰემოგლობინის დონის დაქვეითება ან ერითროციტების დაშლა (ჰემოლიზური ანემია). ასეთ შემთხვევაში ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

პორფირიით დაავადებულ პაციენტებში (მემკვიდრეობითი გენეტიკური დარღვევები, გამოწვეული ორგანიზმში პორფირინის ან პორფირინის წინამორბედების დაგროვებით) სულფონილშარდოვანების ჯგუფის ზოგიერთ სხვა პრეპარატთან ცნობილია მწვავე პორფირიის განვითარების შემთხვევები.

კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო არ არის რეკომენდებული ბავშვებში დიამიკრონი MR-ის გამოყენება.

გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.

დიამიკრონი MR-ის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

დიამიკრონი MR ტაბლეტის მიღება შესაძლებელია საკვებთან და უალკოჰოლო სასმელებთან ერთად.

არ შეიძლება სპირტის და ალკოჰოლური სასმელების გამოყენება.

სიფრთხილის ზომები

თირკმლების უკმარისობა:

თირკმლების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში გამოიყენება სიფრთხილით, ექიმის ზედამხედველობის პირობით.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის უკმარისობასთან დაკავშირებით მონაცემები არ არსებობს.

თუ, ექიმი სხვა რეკომენდაციებს არ მოგცემთ, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ქვემოთ აღწერილი მითითებებით.

თუ, ფიქრობთ, რომ დიამიკრონ მრ-ის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, დიამიკრონ მრ-ის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, დიამიკრონ მრ-ის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, კონსულტაციისთვის ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

დიამიკრონ მრ-ის ჭარბი დოზით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია). (იხილეთ ნაწილი-,,გაფრთხილებები’’). აღნიშნულ შემთხვევაში, სასწრაფოდ საჭიროა კენჭი შაქრის (ნატეხი შაქრის) 4-6 ცალის ჭამა და ან შაქრიანი სასმელის მიღება, შემდეგ კი საკვების მიღება.

თუ, ავადმყოფს გონება დაკარგული აქვს, სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ და ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ. თუ, ავადმყოფს გონება დაკარგული აქვს, სასმელი და ან საკვები არ უნდა მისცეთ.

თუ, წამალს შემთხვევით სხვა პიროვნება მიიღებს და ან შემთხვევით გადაყლაპავს (მაგ. ბავშვები), ზემოთ მოცემული გაფრთხილებები გაითვალისწინეთ და თავიდან აცილების ღონისძიებები განახორციელეთ.

სასურველია, თქვენი მდგომარეობის შესახებ ინფორმირებული და ექიმთან კონტაქტის მქონე თანმხლები პირის თქვენთან ერთად ყოფნა.

თუ, დიამიკრონ მრ-ის მიღება დაგავიწყდებათ:

მკურნალობის ეფეტურობისთვის საჭიროა წამლის რეგულარულად, ერთსადაიმავე დროს, საათზე მიღება. თუ, წამლის მიღება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ, დავიწყებული დოზა მიიღეთ, შემდეგ კი მომდევნო დოზის მიღება ჩვეული რეჟიმით გააგრძელეთ.

თუ, დავიწყებული დოზა ძალიან გვიან გაგახსენდებათ, მომდევნო დოზის მიღების დროსთან ახლო პერიოდში, ამ შემთვევაში დავიწყებული დოზა გამოტოვეთ.

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც დიამიკრონ მრ-ით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

ტიპი- 2 შაქრიანი დიაბეტი მთელი ცხოვრება გრძელდება, ამიტომ ექიმის რეკომენდაციის გარეშე მკურნალობა არ შეწყვიტოთ და ან დროებით არ შეაჩეროთ.

მკურნალობის შეწყვეტა, დიაბეტის უმართაობას და ჰიპერგლიკემიას (სისხლში შაქრის დონის მომატებას) გამოიწვევს.

თუ, აღნიშნულ პროდუქტთან დაკავშირებით დამატებით კითხვები გაგიჩნდებათ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, დიამიკრონ მრ-ის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებში შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, დიამიკრონ მრ-ის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტია სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია). თუ, გამოვლენილი სიმპტომების მკურნალობა არ განხორციელდება, შეიძლება განვითარდეს ძილიანობა, გონების დაკარგვა და კომაც კი. თუ, შაქრის მიღების მიუხედავად სიმპტომები მაინც გაგრძელდება და ან ძლიერი ჰიპოგლიკემია დაფიქსირდება, სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.

სისხლში შაქრის დონის დაქვეითება დიამიკრონ მრ-ის ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტია და ძირითადად წამლის ჭარბი დოზის მიღებისას ვლინდება (სიმპტომების ნახვისთვის იხილეთ ნაწილი ,,დიამიკრონ მრ ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ’’).

დიამიკრო მრ-ის გამოყენებისას ასევე დაფიქსირებულია: კანზე გამონაყარი, სიწითლე, ქავილი, ურტიკარია, ბუშტუკების გაჩენა და ანგიოედემა (თვალის ქუთუთოების, სახის, პირის ღრუს, ენის და ხახის შეშუპება, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება). კანის გამონაყარი შეიძლება პროგრესირდეს გავრცელებული ბუშტუკების წარმოქმნით და ან კანის აცლის (აშრევების) სახით, თუ აღნიშნული თქვენთან გამოვლინდება, დიამიკრონ მრ-ის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ ექიმის კონსულტაცია მიიღეთ, ექიმს ასევე უთხარით, რომ ამ წამალს ღებულობთ. გამონაკლისის სახით, დასაწყისში შეიძლება გამოვლინდეს გრიპის მსგავსი სიმპტომები და სახეზე გამონაყარი, შემდეგ კი გავრცელებული გამონაყარი, მაღალი ტემპერატურა, რომელიც წამლის მიმართ მკვეთრად გამოხატული მგრძნობელობის რეაქციის (დრესს სინდრომი) სიმპტომები შეიძლება იყოს.

ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს რომ თქვენ დიამიკრონ მრ-ის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ, ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ან საავადმყოფოში დაწოლა დაგჭირდეთ.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

თვალების და კანის გაყვითლების გამომწვევი ღვიძლის ფუნქციების დარღვევა, აღნიშნული შემთხვევათა მცირე რიცხვში არის დაფიქსირებული. მკურნალობის შეწყვეტისას, აღნიშნული სიმპტომები ლაგდება. მკურნალობის შეწყვეტის და ან გაგრძელები საკითხს ექიმი გადაწყვეტს.

სხვა სულფონილშარდოვანას ჯგუფის წამლების გამოყენების მსგავსად- სისხლის უჯრედების რაოდენობის მკვეთრი ცვლილება და სისხლძარღვების კედლების ალერგიული ანთება, სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება (ჰიპონატრემია), ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნები (მაგ. სიყვითლე). შემთხვევათა უმრავლესობაში, სულფონილშარდოვანას წამლების გამოყენების შეწყვეტისას, გამოვლენილი სიმპტპომები ალაგდება ხოლმე, თუმცა შემთხვევათა ძალიან მცირე რიცხვში სიცოცხლისთვის საშიში ღვიძლის ფუნქციების დარღვევა შეიძლება განვითარდეს.

სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (მაგ. თრომბოციტების, სისხლის წითელი და თეთრი უჯრედები), ამ დროს ვლინდება: კანის სიფერმკრთალე, სისხლდენის დროის გახანგრძლივება, კანზე მსუბუქად მოხვედრისას (მსუბუქი დაჯახება) სისხლჩაქცევა, ყელში წვის შეგრძნება და ცხელება. აღნიშნული სიმპტომები მკურბალობის შეწყვეტისას ძირითადად ალაგდება ხოლმე.

ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაგჭირდეთ. სერიოზული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათად ვლინდება.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ:

საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები (მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დისპეფსიური მოვლენები, დიარეა, ყაბზობა). რეკომენდაციის შესაბამისად, თუ წამალი საკვებთან ერთად იქნება მიღებული, ამ გვერდითი ეფექტების გამოვლინება შემცირდება.

განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში შეიძლება გამოვლინდეს სისხლში შაქრის დონის ცვლილებები და შესაბამისად გარდამავალი მხედველობის დარღვევები.

აღნიშნული, დიამიკრონ მრ-ის მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს და ან ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით და ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • დიამიკრონ მრ-ის შენახვა

დიამიკრონ მრ, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <300C ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

ვადა გასული და ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

შეფუთვაზე მითითიებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ დიამიკრონ მრ არ გამოიყენოთ.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. Les Laboratoires Ssrvier-საფრანგეთის ლიცენზიით

სერვიერის წამლის და კვლევის ორგანიზაცია

ბეიბი გიზ ქულე, მეიდანის ქ. N:1, სართული:22-23.

მასოლაქი, სტამბოლი.

ტელ: 0212 329 14 00;

ფაქსი: 0212 290 20 30;

წარმოების ადგილი:

სახელი: ს.ს აბდი იბრაჰიმის წამლის წარმოება და ვაჭრობა

მისამართი: ესენიურთი, სტამბოლი

აღნიშნული გამოყენების ინსტუქცია 04.08.2020 -ში დამოწმებულია

A20012665/03 სერვიერ

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

შემდეგი პროდუქტების გამოყენებით შეიძლება გაზარდოს ჰიპოგლიკემიის რისკი:

უკუნაჩვენები კომბინაციები:

მიკონაზოლი (სისტემური გამოყენება, ორომუკოზის გელი): ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაზრდის შედეგად შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიური სიმპტომები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კომა.

არ არის რეკომენდებული კომბინაციები:

ფენილბუტაზონი (სისტემური გამოყენება): აძლიერებს სულფონილშარდოვანას ჰიპოგლიკემიურ ეფექტს (ცვლის მათ შეკავშირებას პლაზმის ცილებთან და/ან ამცირებს მათ ელიმინაციას). რეკომენდებულია სხვადასხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილე პაციენტის მხრიდან და აუცილებელია სისხლში შაქრის თვით გაკონტროლება: საჭიროების შემთხვევაში, დოზის კორექტირება ხდება ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის დროს და მის შემდეგ.

ალკოჰოლი: ზრდის ჰიპოგლიკემიურ რეაქციებს (კომპენსატორული რეაქციების ინჰიბირებით) და შეიძლება გაზარდოს ჰიპოგლიკემიური კომის რისკი. თავიდან უნდა იქნას აცილებული ალკოჰოლი და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების გამოყენება.

კომბინაციები, რომლებიც უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით

შემდეგ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა აღნიშნოს სისხლში შაქრის დაქვეითების ეფექტის გამწვავება და, შესაბამისად, ჰიპოგლიკემია: სხვა ანტიდიაბეტური საშუალებები (ინსულინი, აკარბოზა, მეტფორმინი, თიაზოლიდინედიონები, დიპეპტიდილ პეპტიდაზა-4-ის ინჰიბიტორები, GLP-1 რეცეპტორების აგონისტები), ბეტა-ბლოკატორები, ფლუკონაზოლი, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (კაპტოპრილი, ენალამინაპრილის, MA) კლარითრომიცინი და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.

შემდეგმა პროდუქტებმა შეიძლება გამოიწვიონ გლუკოზის დონის მატება.

კომბინაციები არ არის რეკომენდებული

დანაზოლი: დანაზოლს აქვს დიაბეტოგენური ეფექტი. თუ ამ მედიკამენტის გამოყენება გარდაუვალია, პაციენტი უნდა იყოს გაფრთხილებული შარდისა და სისხლში შაქრის თვითკონტროლის აუცილებლობის შესახებ. შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური დოზის კორექტირება დანაზოლით მკურნალობის დროს და მის შემდეგ.

კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილის ზომების მიღებას

ქლორპრომაზინი (ნეიროლეფსიური): მაღალი დოზებით (>100 მგ/დღეში ქლორპრომაზინი) გამოყენებისას ზრდის სისხლში შაქრის დონეს (იწვევს ინსულინის გამოყოფის შემცირებას). პაციენტი უნდა იყოს გაფრთხილებული და უნდა განემარტოს სისხლში შაქრის თვითკონტროლის მნიშვნელობა. შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური დოზის კორექტირება ნეიროლეფსიური საშუალებების გამოყენების დროს და მის შემდეგ.

გლუკოკორტიკოიდები (სისტემური გამოყენება და ადგილობრივი გამოყენება: სახსარშიდა, კანის და რექტალური პრეპარატები და ტეტრაკოსაქტრინი): იწვევს სისხლში შაქრის მატებას შესაძლო კეტოზით (გლუკოკორტიკოიდების გამო ნახშირწყლების მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება). პაციენტი უნდა იყოს გაფრთხილებული, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და ხაზგასმით უნდა განემარტოს სისხლში შაქრის თვითკონტროლის მნიშვნელობა. შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური დოზის კორექტირება გლუკოკორტიკოიდების გამოყენების დროს და მის შემდეგ.

რიტოდრინი, სალბუტამოლი, ტერბუტალინი: (I.V გამოყენება) სისხლში შაქრის დონე იზრდება ბეტა-2 აგონისტური ეფექტის გამო. ხაზგასმულია სისხლში გლუკოზის მონიტორინგის მნიშვნელობა. საჭიროების შემთხვევაში იწყება ინსულინით მკურნალობა.

წმინდა იოანეს ვორტის (Hypericum perforatum) პრეპარატები გლიკლაზიდის ექსპოზიცია მცირდება Saint John's Wort–Hypericum perforatum-ით. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს სისხლში შაქრის დონის მონიტორინგის მნიშვნელობა.

შემდეგმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიონ დისლიკემია.

კომბინაციები, რომლის დროსაც საჭიროა სიფრთხილე.

ფტორქინოლონები.

იმ შემთხვევებში, როდესაც დიამიკრონი MR და ფტორქინოლონები გამოიყენება ერთად, პაციენტს უნდა მიეცეს გაფრთხილება დისგლიკემიის რისკის შესახებ და ხაზგასმით უნდა განემარტოს სისხლში შაქრის მონიტორინგის მნიშვნელობა.

კომბინაციები, რომლის დროსაც საჭიროა ყურადღება

ანტიკოაგულანტები (ვარფარინი).

ერთდროული გამოყენებისას სულფონილშარდოვანას პრეპარატებმა შეიძლება გააძლიერონ ანტიკოაგულაცია. შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიკოაგულანტის დოზის კორექცია.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ

მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი სპეციალური პოპულაციების შესახებ.

პედიატრიული პოპულაცია

არ არსებობს მონაცემები პედიატრიული პოპულაციის შესახებ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს დიამიკრონი MR-ის გამოყენება. თუ ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რეკომენდაციის მისაღებად კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ლაქტაცია

არ შეიძლება ბავშვის ძუძუთი კვების პერიოდში დიამიკრონი MR-ის გამოყენება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თუ სისხლში შაქრის დონე ძალიან დაბალია (ჰიპოგლიკემია) ან ძალიან მაღალია (ჰიპერგლიკემია) ან ამ მიზეზით გაქვთ მხედველობის დარღვევა, შესაძლებელია დაგიქვეითდეთ კონცენტრაციის ან რეაგირების უნარი. სატრანსპორტო საშუალების ან მექანიზმის მართვისას შესაძლებელია ზიანი მიაყენოთ საკუთარ თავს ან სხვებს.

დიამიკრონი MR-ის გამოყენების დროს, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისას, არსებობს სისხლში შაქრის დონის დაქვეითების (ჰიპოგლიკემიის) რისკი, რის გამოც საჭიროა სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალების და/ან მექანიზმის მართვის დროს.

თუ ხშირად გაქვთ ჰიპოგლიკემიის შეტევა,

თუ გაქვთ ჰიპოგლიკემიის მცირე სიმპტომები ან ეს სიმპტომები არ ვლინდება,

ჰკითხეთ თქვენს ექიმს, შეგიძლიათ თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დიამიკრონი MR-ის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

დიამიკრონი MR შეიცავს 71.36 მგ მალტოდექსტრინს, რომელიც წარმოადგენს ლაქტოზის და გლუკოზის წყაროს. თუ ადრე ექიმმა გაგაფრთხილათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

ექიმს ან ფარმაცევტს აცნობეთ სხვა პრეპარატები, რომელსაც ამჟამად იყენებთ, ახლო წარსულში იყენებდით ან შესაძლებელია მომავალში გამოიყენოთ.

სხვა პრეპარატებმა შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინონ დიამიკრონი MR-ით მკურნალობაზე. ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია გაიზარდოს დიამიკრონი MR-ის სისხლში შაქრის დონის დამაქვეითებელი (ჰიპოგლიკემიური) ეფექტი და გამოვლინდეს სისხლში შაქრის დონის დაქვეითების (ჰიპოგლიკემიის) სიმპტომები:

სისხლში მომატებული შაქრის დონის (ჰიპერგლიკემია) სამკურნალოდ გამოყენებული სხვა პრეპარატები (პერორალური ანტიდიაბეტური აგენტები, გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1 (GLP-1) რეცეპტორის აგონისტები ან ინსულინი);

ანტიბიოტიკები (მაგალითად, სულფონამიდები, კლარითრომიცინი);

ჰიპერტენზიის ან გულის უკმარისობის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (ბეტა-ბლოკატორები და ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები, როგორიცაა კაპტოპრილი ან ენალაპრილი);

სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (მიკონაზოლი, ფლუკონაზოლი);

კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (H2 რეცეპტორის ანტაგონისტები);

დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები);

ტკივილგამაყუჩებელი და ანტირევმატიული პრეპარატები (ფენილბუტაზონი, იბუპროფენი);

სპირტის შემცველი პრეპარატები.

ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია შემცირდეს დიამიკრონი MR-ის სისხლში შაქრის დონის დამაქვეითებელი (ჰიპოგლიკემიური) ეფექტი და გამოვლინდეს სისხლში შაქრის დონის მატების (ჰიპერგლიკემიის) სიმპტომები:

ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (ქლორპრომაზინი);

ანთების შემამსუბუქებელი პრეპარატები (კორტიკოსტეროიდები);

ასთმის მკურნალობის ან ფიზიკური დატვირთვის დროს გამოყენებული პრეპარატები (ინტრავენურად სალბუტამოლის, რიტოდრინის და ტერბუტალინის გამოყენება);

სარძევე ჯირკვლის დაავადებების, ძლიერი მენსტრუალური სისხლდენის და ენდომეტრიოზის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (დანაზოლი);

მცენარეული პრეპარატი - კრაზანა (Hypericum perforatum).

თუ დიამიკრონი MR დანიშნულია ანტიბიოტიკების კლასის პრეპარატებთან ერთად, სახელად ფტორქინოლონები, განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებში შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის დარღვევა (სისხლში შაქრის დონის დაქვეითება ან სისხლში შაქრის დონის მატება).

დიამიკრონი MR-მა შესაძლებელია გაზარდოს სისხლის შედედების საწინააღმდეგო (ანტიკოაგულაციური) პრეპარატების (მაგალითად, ვარფარინი) ზემოქმედება.

თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი გვერდითი რეაქციის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი რეაქციები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი რეაქციების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

  • დიამიკრონი MR-ის შენახვა

დიამიკრონი MR შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, თავის შეფუთვაში.

უნდა ინახებოდეს 30 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ ადგილზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის თარიღის დაცვით.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

არ გამოიყენოთ დიამიკრონი MR შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის შემდეგ.

ლიცენზიის მფლობელი:

ლე ლაბორატუა სერვიე - საფრანგეთი-ს ლიცენზიით

სს სერვიე ილაჩ ვე არაშთირმა

ბეიბი გიზ ქულე, მეიდანის ქუჩა №:1 სართული: 22-23 მასლაქი, სტამბოლი

ტელეფონი: 0212 329 14 00

ფაქსი: 0212 290 20 30

წარმოების ადგილი:

სახელწოდება: სს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ

მისამართი: ესენიურთი, სტამბოლი

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 04.08.2020 წელს.

A20012665-05

2505.TR-AI.07-KT/07

ჭარბი დოზა

სულფონილშარდოვანას მჟავების დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ჰიპოგლიკემია. ჰიპოგლიკემიის მსუბუქი და ზომიერი სიმპტომები, რომლებიც ვლინდება ცნობიერების დაკარგვის ან ნევროლოგიური სიმპტომების გარეშე, უნდა გამოსწორდეს ნახშირწყლების მიღებაში ცვლილებების შეტანით, დოზის კორექტირებით და/ან კვებაში.

პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მჭიდრო მონიტორინგის ქვეშ, სანამ სახეზეა სარისკო მდგომარეობა. შესაძლებელია გამოვლინდეს მძიმე ჰიპოგლიკემიური რეაქციები კომით, კრუნჩხვით ან სხვა ნევროლოგიური დარღვევებით, რაც საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და ჰოსპიტალიზაციას. თუ არსებობს ჰიპოგლიკემიური კომის ეჭვი ან დადასტურებულია მისი დიაგნოზი, პაციენტს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ინტრავენურად 50 მლ კონცენტრირებული გლუკოზის ხსნარი (20-30%) ინექციის სახით. ამის შემდეგ უნდა გაგრძელდეს გლუკოზის განზავებული ხსნარის (10%) შეყვანა ინფუზიის სახით, რათა სისხლში შაქრის დონე 100 მგ/დლ-ზე (1გ/ლ) შენარჩუნდეს. პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ და ექიმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შემდეგი მკურნალობის შესახებ პაციენტის აქტუალური მდგომარეობიდან გამომდინარე. ამ პაციენტებში დიალიზი უსარგებლოა გლიკლაზიდის ცილებთან მჭიდრო შეკავშირების გამო.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება

გლიკლაზიდი 60 მგ

დამხმარე ნივთიერებები

ლაქტოზას მონოჰიდრატი (მიღებული ჩლიქოსნისგან) 71,36 მგ

დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.

შენახვის პირობები

36 თვე.

  • 4. შენახვისას განსაკუთრებული ზომები

შეინახეთ საწყის შეფუთვაში მშრალ ადგილას არაუმეტეს 30°C ოთახის ტემპერატურაზე.

  • 5. შეფუთვის ფორმა და შემცველობა

PVC/ალუმინის ბლისტერები მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

  • 6. ადამანური გამოყენების სამკურნალო პროდუქტის ნარჩენების განადგურება და სხვა სპეციალური ღონისძიებები

ის უნდა განადგურდეს სამედიცინო ნარჩენების კონტროლის რეგულაციებისა და შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის წესების შესაბამისად.

  • ლიცენზიის მფლობელი

LES LABORATOIRES SERVIER-FRANCE,

SERVIER ILAC და RESEARCH INC. ბეიბი გიზ კულე,

მეიდანის ქ. No:1, K: 22 მასლაკი/სტამბოლი

ტელ: (0212) 3291400

ფაქსი: (0212) 290 20 30

  • ლიცენზიის ნომერი

2017/358

  • პირველი ლიცენზირების თარიღი/ლიცენზიის განახლების თარიღი

პირველი ლიცენზირების თარიღი: 31.05.2017

ბოლო განახლების თარიღი:

  • სამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქციის განახლების თარიღი
  • 08.2020

თარგმანი სწორია:

ფარმაკოლოგიური თვისებები

დიაბეტის სამკურნალო საშუალებები/სულფონამიდები (შარდოვანას წარმოებულები)-ორალური ანტიდიაბეტური საშუალებები

ათქ კოდი: A10BB09

მოქმედების მექანიზმი

დიამიკრონი MR არის ჰიპოგლიკემიური სულფონილშარდოვანა, რომელიც განსხვავდება მსგავსი ნაერთებისგან მისი N-შემცველი ჰეტეროციკლური რგოლით ენდოციკლური კავშირით. გლიკლაზიდი ამცირებს სისხლში შაქრის დონეს ლანგერჰანსის კუნძულების ბეტა უჯრედებიდან ინსულინის სეკრეციის სტიმულირებით. კვების შემდგომი ინსულინის და C-პეპტიდის სეკრეციის ზრდა გრძელდება მკურნალობის 2 წლის შემდეგ. ამ მეტაბოლური თვისებების გარდა, გლიკლაზიდს ასევე აქვს ჰემოვასკულარული თვისებები.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ეფექტი ინსულინის გამოყოფაზე

ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულებში გლიკლაზიდი არეგულირებს ინსულინის სეკრეციის პირველ ფაზაში არსებულ დარღვევას გლუკოზის დონის საპასუხოდ და ზრდის ინსულინის სეკრეციის მეორე ფაზას. საკვებისა და გლუკოზის მიღების საპასუხოდ, აღინიშნება ინსულინზე პასუხის მკვეთრი ზრდა.

ჰემოვასკულური თვისებები

გლიკლაზიდი ამცირებს მიკროთრომბოზს ორი მექანიზმის მეშვეობით, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს დიაბეტის გართულებებთან:

თრომბოციტების აგრეგაციის და ადჰეზიის ნაწილობრივი დათრგუნვა და თრომბოციტების აქტივაციის მარკერების შემცირება (ბეტა თრომბოგლობულინი, თრომბოქსანი B2)

ის გავლენას ახდენს სისხლძარღვთა ენდოთელიუმის ფიბრინოლიზურ აქტივობაზე t-PA აქტივობის გაზრდით.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი მახასიათებლები

აბსორბცია

პერორალური მიღების შემდეგ, პლაზმური დონე თანდათან იზრდება დოზის მიღებიდან 6 საათამდე და აღწევს პიკს მიღებიდან 6-12 საათის შემდეგ. ინდივიდუალური ცვალებადობა დაბალია. გლიკლაზიდი მთლიანად შეიწოვება. საკვების მოხმარება გავლენას არ ახდენს შეწოვის სიჩქარესა და ხარისხზე.

განაწილება

ის დაახლოებით 95% უკავშირდება პლაზმის ცილებს. განაწილების მოცულობა დაახლოებით 30 ლიტრია.

ბიოტრანსფორმაცია

გლიკლაზიდი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში. პლაზმაში აქტიური მეტაბოლიტები არ იქნა ნაპოვნი. დიამიკრონი MR-ის ერთჯერადი დღიური დოზა უზრუნველყოფს გლიკლაზიდის ეფექტურ კონცენტრაციას პლაზმაში 24 საათის განმავლობაში.

ელიმინაცია

გამოყოფა ხდება ძირითადად შარდით. იგი გამოვლინდა 1% უცვლელი სახით შარდში. გლიკლაზიდინი ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 12-20 საათს.

წრფივობა/არაწრფივობა

120 მგ-მდე, შეყვანილ დოზასა და კონცენტრაცია-დრო მრუდის ქვეშ არსებულ ფართობს შორის კავშირი წრფივია.

პაციენტების დამახასიათებელი ნიშნები

ხანდაზმული პაციენტები

ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მნიშვნელოვანი კლინიკური ცვლილებები არ დაფიქსირებულა.

თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ან თირკმლის მძიმე უკმარისობით, გლიკლაზიდის ფარმაკოკინეტიკა და/ან ფარმაკოდინამიკა შეიძლება შეიცვალოს. არ არის საკმარისი მონაცემები თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის შესახებ, რადგან არ ჩატარებულა ფარმაკოკინეტიკური კვლევები.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ამ პრეპარატთან დაკავშირებით დეტალური და განახლებული ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ სმარტფონის /ტაბლეტის ან QR კოდის წამკითხველის გამოყენებით QR კოდის სკანირების გზით.

გამოყენების ინსტრუქცია

დიამიკრონი MR 60 მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი

მიიღება პერორალურად.

აქტიური ნივთიერება: 60 მგ გლიკლაზიდი

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი (წარმოებულია ხბოსგან), მალტოდექსტრინი, ჰიპრომელოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი.

სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია შემდგომში ხელახლა დაგჭირდეთ წაკითხვა.

თუ გექნებათ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ეს პრეპარატი დანიშნულია ინდივიდუალურად თქვენთვის, ნუ მისცემთ სხვებს.

თუ ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ ექიმს, რომ თქვენ იყენებთ ამ პრეპარატს.

ზუსტად დაიცავით წინამდებარე ინსტრუქციაში მითითებული საკითხები. თქვენთვის რეკომენდებული დოზის გარდა არ გამოიყენოთ პრეპარატის უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.

წინამდებარე ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:

  • რა არის დიამიკრონი MR და რისთვის გამოიყენება?
  • საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება დიამიკრონი MR-ის გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება დიამიკრონი MR?
  • რა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები აქვს?
  • დიამიკრონი MR-ის შენახვა
  • რა არის დიამიკრონი MR და რისთვის გამოიყენება?

დიამიკრონი MR არის თეთრი, მოგრძო ტაბლეტი, ორივე მხარეს გრავირებით DIA 60, რომელიც მოთავსებულია 30, 60 და 90 ტაბლეტის შემცველ ბლისტერის შეფუთვაში.

დიამიკრონი MR აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს (სულფონილშარდოვნების ჯგუფის ორალური ანტიდიაბეტური პრეპარატი).

დიამიკრონი MR გამოიყენება მოზრდილებში არაინსულინდამოკიდებული (ტიპი 2) დიაბეტის სამკურნალოდ, როდესაც სისხლში შაქრის დონის კონტროლი ვერ ხერხდება მხოლოდ დიეტის, ფიზიკური ვარჯიშის და წონაში კლების გზით.

ეს პრეპარატი შეცავს ხბოსგან წარმოებულ დამხმარე ნივთიერებას - ლაქტოზის მონოჰიდრატს. არ შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

  • საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება დიამიკრონი MR-ის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ დიამიკრონი MR შემდეგ შემთხვევებში

თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) აქტიური ნივთიერების ან დიამიკრონი MR-ის შემადგენელი რომელიმე დამხმარე ნივთიერების (ჩამოთვლილია თავში „დამხმარე ნივთიერებები“) ან ამავე ჯგუფის მსგავსი პრეპარატების (მაგალითად, სულფონილშარდოვნები ან ჰიპოგლიკემიური სულფონამიდები) მიმართ;

თუ გაქვთ ინსულინდამოკიდებული (ტიპი 1) დიაბეტი;

თუ გაქვთ შარდში კეტონები (ცილა) და შაქარი (შესაძლებელია ნიშნავდეს, რომ ეს დაკავშირებულია დიაბეტთან), დიაბეტური კომის შემთხვევაში;

თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის ძლიერი უკმარისობა;

თუ იყენებთ სოკოვანი ინფექციის სამკურნალო პრეპარატს (მაგალითად, მიკონაზოლს. იხილეთ, „სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება“);

ლაქტაციის პერიოდში (იხილეთ, „ლაქტაცია“).

ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში დიამიკრონი MR გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით

დიამიკრონი MR-ის გამოყენებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს.

იმისათვის, რომ მიღწეული იქნას სისხლში შაქრის ნორმალური დონე, უნდა შეასრულოთ ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობა. პრეპარატი უნდა გამოიყენოთ რეგულარულად, ამასთანავე უნდა დაიცვათ ექიმის მიერ რეკომენდებული კვების რეჟიმი/დიეტა, რეგულარულად ივარჯიშოთ და, თუ საჭიროა, უნდა დაიკლოთ წონაში. დიამიკრონი MR-ით მკურნალობის დროს რეგულარულად უნდა შემოწმდეს სისხლში (შესაძლებელია შარდშიც) შაქრის დონე და ამავე დროს გლიკოზირებული ჰემოგლობინის (HbA1c) მაჩვენებელი. მკურნალობის პირველ კვირებში შესაძლებელია გაიზარდოს სისხლში შაქრის დონის დაქვეითების (ჰიპოგლიკემია) რისკი. ამ შემთხვევაში საჭიროა ინტენსიური სამედიცინო დაკვირვება.

სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია) შესაძლებელია განვითარდეს შემდეგ შემთხვევებში:

არარეგულარული კვება, საკვების მიღების გამოტოვება,

მარხვა,

არასრულფასოვანი კვება,

კვების რეჟიმში/დიეტაში ცვლილების შეტანა, განსაკუთრების საკვების გამოტოვების შემთხვევაში,

თუ მიღებული/მოხმარებული ნახშირწყლებს რაოდენობა ვერ აკმაყოფილებს ფიზიკური აქტივობის ზრდას,

ალკოჰოლის გამოყენება, განსაკუთრებით კვების გამოტოვების შემთხვევაში,

სხვადასხვა პრეპარატებთან ან ბუნებრივ პრეპარატებთან ერთად გამოყენება,

ჭარბი რაოდენობით დიამიკრონი MR-ის გამოყენება,

ჰორმონალური დაავადებების არსებობა (ფარისებრი ჯირკვლის, ჰიპოფიზის ან თირკმელზედა ჯირკვლის დარღვევები),

ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციების სერიოზული დაქვეითება.

სისხლში შაქრის დონის დაქვეითების (ჰიპოგლიკემია) შემთხვევაში შესაძლებელია შემდეგი სიმპტომების განვითარება (იხილეთ, „რა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები აქვს?“): თავის ტკივილი, ძლიერი შიმშილის შეგრძნება, გულისრევა, ღებინება, სისუსტე, ძილის დარღვევები, აჟიტირება (ძლიერი აღგზნება), აგრესია (სხვა პირების მიმართ აგრესიის გამოხატვა საუბრით და ქცევით), კონცენტრაციის დარღვევები, ცნობიერების დაბინდვა და რეფლექსების დარღვევა, დეპრესია, კონფუზია (დაბნეულობა, ცნობიერების დაქვეითება), მხედველობის ან მეტყველების დარღვევები, კანკალი, შეგრძნების დარღვევები, ვერტიგო და სისუსტის შეგრძნება.

შესაძლებელია აღინიშნებოდეს შემდეგი სიმპტომებიც: ოფლიანობა, სველი კანი, შფოთვა (აღელვება), სწრაფი ან არათანაბარი გულისცემა, არტერიული წნევის მატება, მკერდში უეცარი და ძლიერი ტკივილი, რომელიც შესაძლებელია ვრცელდებოდეს სხეულის ახლომდებარე მიდამოებზე (სტენოკარდია).

თუ სისხლში შაქრის დონე განაგრძობს დაქვეითებას, შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: ძლიერი კონფუზია (ცნობიერების დაბინდვა), კრუნჩხვის შეტევები (კონვულსიები), კონტროლის დაკარგვა, ზედაპირული სუნთქვა, გულისცემის შენელება და გულის წასვლა/გონების დაკარგვა.

როგორც წესი, სისხლში შაქრის დონის დაქვეითების სიმპტომები სწრაფად გაქრება, თუ პაციენტი მიიღებს შაქარს, მაგალითად, გლუკოზის ტაბლეტებს, ნატეხ შაქარს, ხილის წვენს ან შაქრიან ჩაის.

ყოველთვის თან უნდა იქონიოთ შაქარი (მაგალითად, გლუკოზის ტაბლეტები ან ნატეხი შაქარი). ამ შემთხვევაში ხელოვნური დამატკბობლები არაეფექტურია. თუ შაქრის მიღების მიუხედავად სიმპტომები გაგრძელდება ან ხელახლა გამოვლინდება, მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.

ზოგ შემთხვევებში სისხლში შაქრის დონის დაქვეითების სიმპტომები შესაძლებელია განვითარდეს ფარულად, ნაკლებად შესამჩნევად ან ნელ-ნელა, რის გამოც ვერ შენიშნოთ სისხლში შაქრის დონის დაქვეითება. ასეთი რამ შესაძლებელია მოხდეს განსაკუთრებით ასაკოვან აპციენტებში, რომლებიც იყენებენ სხვა პრეპარატებს (მაგალითად, პრეპარატებს, რომლებიც ზემოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, და პრეპარატებს, სახელად ბეტა-ბლოკატორები).

თუ სტრესულ გარემოში ხართ (ავარია, ოპერაცია, ცხელება), ექიმმა დროებით შესაძლებელია დანიშნოს ინსულინით მკურნალობა.

თუ მკურნალობა არ ტარდება თქვენი ექიმის მიერ დანიშნული სახით, იყენებთ მცენარეულ პრეპარატ კრაზანას (Hypericum perforatum) (იხილეთ, „სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება“), ხართ განსაკუთრებით სტრესულ გარემოში ან, თუ დიამიკრონი MR-ით მკურნალობამ საკმარისად არ დააქვეითა სისხლში შაქრის დონე, შესაძლებელია სისხლში მოიმატოს შაქრის დონემ (ჰიპერგლიკემია). სისხლში შაქრის დონის მატების (ჰიპერგლიკემიის) სიმპტომებია წყურვილი, ხშირად მოშარდვის სურვილი, პირის სიმშრალე, ქავილი ან კანის სიმშრალე, კანის ინფექციები, ენერგიის დაქვეითება.

თუ ეს სიმპტომები გაგრძელდება, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დიამიკრონი MR დანიშნულია ანტიბიოტიკების კლასის პრეპარატებთან ერთად, სახელად ფტორქინოლონები, განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებში, აღნიშნულმა შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის დარღვევა (სისხლში შაქრის დონის დაქვეითება ან სისხლში შაქრის დონის მატება). ამ შემთხვევაში თქვენი ექიმი შეგახსენებთ სისხლში შაქრის დონეზე დაკვირვების მნიშვნელობას.

თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრებს აქვთ გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას (G6PD) დეფიციტი (ერითროციტების ანომალია), შესაძლებელია განვითარდეს ჰემოგლობინის დონის დაქვეითება ან ერითროციტების დაშლა (ჰემოლიზური ანემია). ასეთ შემთხვევაში ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

პორფირიით დაავადებულ პაციენტებში (მემკვიდრეობითი გენეტიკური დარღვევები, გამოწვეული ორგანიზმში პორფირინის ან პორფირინის წინამორბედების დაგროვებით) სულფონილშარდოვანების ჯგუფის ზოგიერთ სხვა პრეპარატთან ცნობილია მწვავე პორფირიის განვითარების შემთხვევები.

კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო არ არის რეკომენდებული ბავშვებში დიამიკრონი MR-ის გამოყენება.

გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.

დიამიკრონი MR-ის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

დიამიკრონი MR ტაბლეტის მიღება შესაძლებელია საკვებთან და უალკოჰოლო სასმელებთან ერთად.

არ შეიძლება სპირტის და ალკოჰოლური სასმელების გამოყენება.

ორსულობა

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს დიამიკრონი MR-ის გამოყენება. თუ ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რეკომენდაციის მისაღებად კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ შეიძლება ბავშვის ძუძუთი კვების პერიოდში დიამიკრონი MR-ის გამოყენება.

სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვა

თუ სისხლში შაქრის დონე ძალიან დაბალია (ჰიპოგლიკემია) ან ძალიან მაღალია (ჰიპერგლიკემია) ან ამ მიზეზით გაქვთ მხედველობის დარღვევა, შესაძლებელია დაგიქვეითდეთ კონცენტრაციის ან რეაგირების უნარი. სატრანსპორტო საშუალების ან მექანიზმის მართვისას შესაძლებელია ზიანი მიაყენოთ საკუთარ თავს ან სხვებს.

დიამიკრონი MR-ის გამოყენების დროს, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისას, არსებობს სისხლში შაქრის დონის დაქვეითების (ჰიპოგლიკემიის) რისკი, რის გამოც საჭიროა სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალების და/ან მექანიზმის მართვის დროს.

თუ ხშირად გაქვთ ჰიპოგლიკემიის შეტევა,

თუ გაქვთ ჰიპოგლიკემიის მცირე სიმპტომები ან ეს სიმპტომები არ ვლინდება,

ჰკითხეთ თქვენს ექიმს, შეგიძლიათ თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დიამიკრონი MR-ის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

დიამიკრონი MR შეიცავს 71.36 მგ მალტოდექსტრინს, რომელიც წარმოადგენს ლაქტოზის და გლუკოზის წყაროს. თუ ადრე ექიმმა გაგაფრთხილათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

ექიმს ან ფარმაცევტს აცნობეთ სხვა პრეპარატები, რომელსაც ამჟამად იყენებთ, ახლო წარსულში იყენებდით ან შესაძლებელია მომავალში გამოიყენოთ.

სხვა პრეპარატებმა შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინონ დიამიკრონი MR-ით მკურნალობაზე. ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია გაიზარდოს დიამიკრონი MR-ის სისხლში შაქრის დონის დამაქვეითებელი (ჰიპოგლიკემიური) ეფექტი და გამოვლინდეს სისხლში შაქრის დონის დაქვეითების (ჰიპოგლიკემიის) სიმპტომები:

სისხლში მომატებული შაქრის დონის (ჰიპერგლიკემია) სამკურნალოდ გამოყენებული სხვა პრეპარატები (პერორალური ანტიდიაბეტური აგენტები, გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1 (GLP-1) რეცეპტორის აგონისტები ან ინსულინი);

ანტიბიოტიკები (მაგალითად, სულფონამიდები, კლარითრომიცინი);

ჰიპერტენზიის ან გულის უკმარისობის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (ბეტა-ბლოკატორები და ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები, როგორიცაა კაპტოპრილი ან ენალაპრილი);

სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (მიკონაზოლი, ფლუკონაზოლი);

კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (H2 რეცეპტორის ანტაგონისტები);

დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები);

ტკივილგამაყუჩებელი და ანტირევმატიული პრეპარატები (ფენილბუტაზონი, იბუპროფენი);

სპირტის შემცველი პრეპარატები.

ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია შემცირდეს დიამიკრონი MR-ის სისხლში შაქრის დონის დამაქვეითებელი (ჰიპოგლიკემიური) ეფექტი და გამოვლინდეს სისხლში შაქრის დონის მატების (ჰიპერგლიკემიის) სიმპტომები:

ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (ქლორპრომაზინი);

ანთების შემამსუბუქებელი პრეპარატები (კორტიკოსტეროიდები);

ასთმის მკურნალობის ან ფიზიკური დატვირთვის დროს გამოყენებული პრეპარატები (ინტრავენურად სალბუტამოლის, რიტოდრინის და ტერბუტალინის გამოყენება);

სარძევე ჯირკვლის დაავადებების, ძლიერი მენსტრუალური სისხლდენის და ენდომეტრიოზის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (დანაზოლი);

მცენარეული პრეპარატი - კრაზანა (Hypericum perforatum).

თუ დიამიკრონი MR დანიშნულია ანტიბიოტიკების კლასის პრეპარატებთან ერთად, სახელად ფტორქინოლონები, განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებში შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის დარღვევა (სისხლში შაქრის დონის დაქვეითება ან სისხლში შაქრის დონის მატება).

დიამიკრონი MR-მა შესაძლებელია გაზარდოს სისხლის შედედების საწინააღმდეგო (ანტიკოაგულაციური) პრეპარატების (მაგალითად, ვარფარინი) ზემოქმედება.

თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ გამოიყენება დიამიკრონი MR?

ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:

აუცილებელია დიამიკრონი MR-ის გამოყენება ექიმის ან ფარმაცევტის მიერ რეკომენდებული დოზით. თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან. დოზას განსაზღვრავს ექიმი სისხლში და შარდში შაქრის დონის მიხედვით.

გარე ფაქტორების ცვლილების (მაგალითად, წონაში კლება, ცხოვრების წესის შეცვლა, სტრესი) ან სისხლში შაქრის დონის რეგულირების შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის კორექტირება.

მკურნალობაზე პასუხიდან გამომდინარე, ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზაა დღეში ერთხელ, საუზმესთან ერთად ნახევარი ტაბლეტიდან 2 ტაბლეტამდე (არაუმეტეს 120 მგ).

თუ დიამიკრონი MR დანიშნულია კომბინირებული სახით შემდეგ პრეპარატებთან: მეტფორმინი, ალფა გლუკოციდაზას ინჰიბიტორი, თიაზოლიდინდიონი, დიპეპტიდილპეპტიდაზა-4 ინჰიბიტორი, GLP-1 რეცეპტორის აგონისტი, ან დაიწყება ინსულინის გამოყენება, თქვენი ექიმი განსაზღვრავს თითოეული პრეპარატის საჭირო დოზას.

გამოყენების გზა და მეთოდი:

მიიღება პერორალურად.

საჭიროებისას შესაძლებელია ტაბლეტების ორ თანაბარ ნაწილად გაყოფა. ტაბლეტი ან ნახევარი ტაბლეტი ჩაყლაპეთ საუზმესთან ერთად დაფხვნის და დაღეჭვის გარეშე მთლიანად, საკმარისი რაოდენობის წყლით. ეცადეთ, ტაბლეტები მიიღოთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. ტაბლეტების დალევის შემდეგ სავალდებულოა საკვების მიღება.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე ასაკის) გამოყენება:

არ არსებობს კლინიკური მონაცემები, რის გამოც არ არის რეკომენდებული დიამიკრონი MR-ის გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში.

ასაკოვნებში (65 წლის და მეტი ასაკის) გამოყენება:

დიამიკრონი MR ასაკოვნებში გამოიყენება იმავე დოზით, რაც მოზრდილებში.

გამოყენების სპეციალური პირობები:

თირკმლის უკმარისობა:

პაციენტებში თირკმლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობით გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ სიფრთხილის დაცვით და მეთვალყურეობის ქვეშ.

ღვიძლის უკმარისობა:

არ არსებობს მონაცემები ღვიძლის უკმარისობასთან დაკავშირებით.

დაიცავით ეს ინსტრუქცია, თუ ექიმი არ გირჩევთ სხვა სახით გამოყენებას.

თუ თვლით, რომ დიამიკრონი MR-ის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დიამიკრონი MR გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით

თუ დიამიკრონი MR გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი რაოდენობით დიამიკრონი MR-ის გამოყენება იწვევს სისხლში შაქრის დონის დაქვეითებას (ჰიპოგლიკემია) (იხილეთ „გაფრთხილებები“). ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ 4-6 ცალი ნატეხი შაქარი ან დალიოთ შაქრიანი სასმელი, შემდეგ კი მიიღოთ საკვები.

თუ პაციენტი გონდაკარგულია, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს და პაციენტი გადაყვანილი იქნას უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურში. თუ პაციენტი გონდაკარგულია, არ შეიძლება საკვების ან სასმელის მიცემა. თუ პრეპარატს შეცდომით გამოიყენებს ან ჩაყლაპავს სხვა პირი (მაგალითად, ბავშვები), ძალაშია იგივე გაფრთხილებები და მიღებული უნდა იქნას იგივე ზომები.

ყურადღება მიაქციეთ, გვერდით უნდა გყავდეთ პირი, რომელმაც იცის თქვენი მდგომარეობა და საგანგებო შემთხვევის დროს გამოიძახებს ექიმს.

თუ დაგავიწყდათ დიამიკრონი MR-ის გამოყენება:

დოზა რეგულარულად უნდა მიიღოთ ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს, რათა მკურნალობა იყოს ეფექტური. თუ დაგავიწყდებათ პრეპარატის მიღება, გახსენებისთანავე მიიღეთ ეს დოზა და მომდევნო დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს.

თუ შენიშნავთ, რომ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მაგრამ მომდევნო დოზის მიღების დრო მოახლოებულია, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა.

გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

დიამიკრონი MR-ით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელი რეაქცია

როგორც წესი, ტიპი 2 დიაბეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება. არ შეწყვიტოთ და არ შეაჩეროთ მკურნალობა თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მკურნალობის შეწყვეტის გამო შესაძლებელია დიაბეტი არ დაექვემდებაროს კონტროლს და გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის დონის მატება).

თუ გაქვთ შეკითხვა ამ პრეპარატთან დაკავშირებით, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

  • რა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები აქვს?

სხვა პრეპარატების მსგავსად, დიამიკრონი MR-ის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი რეაქციები.

ქვემოთ მითითებული რომელიმე რეაქციის განვითარებისას შეწყვიტეთ დიამიკრონი MR-ის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:

ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციაა სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია). მკურნალობის გარეშე ამ სიმპტომებმა შესაძლებელია გამოიწვიოს ძილიანობა, ცნობიერების დაკარგვა და კომაც. თუ ჰიპოგლიკემია გრძელდება შაქრის მიღების მიუხედავად ან არის ძლიერი ჰიპოგლიკემია, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს.

სისხლში შაქრის დონის დაქვეითება დიამიკრონი MR-ის ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციაა და, როგორც წესი, ვლინდება ჭარბი დოზით პრეპარატის მიღების შემთხვევაში (სიმპტომებისთვის იხილეთ, „ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში დიამიკრონი MR გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით“)

ცნობილია რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი, სიწითლე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ბუშტუკები და ანგიოედემა (ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და ყელის ქსოვილების სწრაფი შეშუპება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება). გამონაყარი შესაძლებელია პროგრესირებდეს კანზე გავრცელებული ბუშტუკების ან კანის აქერცვლის სახით. თუ აღნიშნული გამოგივლინდებათ, შეწყვიტეთ დიამიკრონი MR-ის მიღება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის და თქვენს ექიმს აცნობეთ, რომ იღებთ ამ პრეპარატს. იშვიათად ცნობილია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის (DRESS) სიმპტომები, რომელიც იწყება გრიპის მსგავსი სიმპტომებით და სახეზე გამონაყარით, შემდეგ კი მიმდინარეობს გავრცელებული გამონაყარით და ცხელებით.

ეს ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციებია.

თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია დიამიკრონი MR-ზე. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.

თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ სიმპტომს, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:

ცნობილია მცირე რაოდენობით ღვიძლის ფუნქციების დარღვევის შემთხვევები, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს თვალების და კანის სიყვითლე. როგორც წესი, ეს სიმპტომები ქრება მკურნალობის შეწყვეტასთან ერთად. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, უნდა შეწყდეს თუ არა მკურნალობა.

როგორც სულფონილშარდოვნების ჯგუფის სხვა პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში, ცნობილია სისხლის უჯრედების რაოდენობის სერიოზული ცვლილების და სისხლძარღვების კედლის ალერგიული ანთების, სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითების (ჰიპონატრემია), ღვიძლის დარღვევების (მაგალითად, სიყვითლე) სიმპტომები. უმეტეს შემთხვევებში სიმპტომები ქრება სულფონილშარდოვნებით მკურნალობის შეწყვეტისთანავე, მაგრამ ძალიან იშვიათად შესაძლებელია გამოიწვიოს სიცოცხლისთვის სახიფათო ღვიძლის დაავადება.

სისხლის უჯრედების (მაგალითად, თრომბოციტების, ერითროციტების და ლეიკოციტების) რაოდენობის შემცირებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ფერმკრთალი კანი, სისხლდენის დროის გახანგრძლივება, კანზე მსუბუქი დარტყმით წარმოქმნილი სისხლჩაქცევები, ყელის წვა და ცხელება. ეს სიმპტომები, როგორც წესი, ქრება მკურნალობის შეწყვეტისას.

ეს სერიოზული გვერდითი რეაქციებია. შესაძლებელია საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა. სერიოზული გვერდითი რეაქციები ძალიან იშვიათად ვლინდება.

თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ სიმპტომს, აცნობეთ თქვენს ექიმს:

საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები (მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მონელების პრობლემები, ფაღარათი, ყაბზობა). ასეთი გვერდითი რეაქციები შესაძლებელია შემცირდეს რეკომენდებული სახით პრეპარატის საკვებთან ერთად მიღების შემთხვევაში.

განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისას, სისხლში შაქრის დონის ცვლილებებიდან გამომდინარე მხედველობის დროებითი დარღვევები.

ეს დიამიკრონი MR-ის მსუბუქი გვერდითი რეაქციებია.

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით რეაქციას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმირება

ნებისმიერი გვერდითი რეაქციის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი რეაქციები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი რეაქციების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

  • დიამიკრონი MR-ის შენახვა

დიამიკრონი MR შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, თავის შეფუთვაში.

უნდა ინახებოდეს 30 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ ადგილზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის თარიღის დაცვით.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

არ გამოიყენოთ დიამიკრონი MR შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის შემდეგ.

ლიცენზიის მფლობელი:

ლე ლაბორატუა სერვიე - საფრანგეთი-ს ლიცენზიით

სს სერვიე ილაჩ ვე არაშთირმა

ბეიბი გიზ ქულე, მეიდანის ქუჩა №:1 სართული: 22-23 მასლაქი, სტამბოლი

ტელეფონი: 0212 329 14 00

ფაქსი: 0212 290 20 30

წარმოების ადგილი:

სახელწოდება: სს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ

მისამართი: ესენიურთი, სტამბოლი

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 04.08.2020 წელს.

A20012665-05

2505.TR-AI.07-KT/07

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა