პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები

დიამიკრონი MR

DIAMICRON MR

რეცეპტით60მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

დიამიკრონ მრ, თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის, ორივე ზედაპირზე DIA 60 გრავირების მქონე 30, 60 და 90 ტაბლეტის შემცველი ბლისტერის შეფუთვებით არის წარმოდგენილი. დიამიკრონ მრ, სისხლში შაქრის დონეს აქვეითებს (სულფონილშარდოვანას ჯგუფის ორალური ანტიდიაბეტიკური პრეპარატია). …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
გლიკლაზიდი (gliclazide)
ფორმა და შეფუთვა
60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №30
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, სულფონილშარდოვანას წარმოებულები
ATC კოდი
A10BB09
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0644
რეგისტრირებულია
8 დეკემბერი 2023, მოქმედებს 8 დეკემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
ურთიერთქმედების შემოწმებადიამიკრონი MR და სხვა წამალი ერთად

დიამიკრონი MR — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დიამიკრონ მრ, თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის, ორივე ზედაპირზე DIA 60 გრავირების მქონე 30, 60 და 90 ტაბლეტის შემცველი ბლისტერის შეფუთვებით არის წარმოდგენილი.

დიამიკრონ მრ, სისხლში შაქრის დონეს აქვეითებს (სულფონილშარდოვანას ჯგუფის ორალური ანტიდიაბეტიკური პრეპარატია).

დიამიკრონ მრ გამოიყენება ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტის (ტიპი-2 შაქრიანი დიაბეტი) სამკურნალოდ მაშინ, როცა მხოლოდ დიეტა, ფიზიკური ვარჯიში და წონის დაკლება ვერ უზრუნველყოფს სისხლში შაქრის კონტროლს.

აღნიშნული წამალი, დამხმარე ნივთიერების სახით ხბოსგან წარმოებულ ლაქტოზის მონოჰიდრატს შეიცავს. ექიმთან კონსულტაციის გარეშე წამლის გამოყენება არ შეწყვიტოთ.

  • დიამიკრონ მრ-ის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

დიამიკრონ მრ ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ;

მოქმედი ნივთიერების და ან დიამიკრონ მრ-ის შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ (იხილეთ ნაწილი-,,დამხმარე ნივთირებები’’) და ან იმავე ჯგუფში შემავალი მსგავსი წამლების (მაგ. სულფონილშარდოვანას წარმოებულები და ან ჰიპოგლიკემიური სულფონამიდები) მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ,

ინსულინდამოკიდებულია (ტიპია-1) შაქრიანი დიაბეტი გაქვთ,

შარდში კეტონური ნივთიერებები (პროტეინი) და ან შაქარი ვლინდება (ეს შეძლება დიაბეტთან იყოს დაკავშირებული), თუ, შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული კომა აღინიშნება,

მძიმე თირკმლების და ან ღვიძლის უკმარისობა გაქვთ,

სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ წამალს ღებულობთ (მაგ.მიკონაზოლი), (იხილეთ ნაწილი- ,,სხვა წამლებთან ურთიერთქმედება’’),

ბავშვს ძუძუთი კვებავთ (იხილეთ ნაწილი-,, ძუძუთი კვება-ლაქტაცია’’).

დიამიკრონ მრ ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

დიამიკრონ მრ -ის გამოყენებამდე თქვენს ექიმს აცნობეთ.

ექიმის მიერ გამოწერილი პრეპარარტის მიღებისას, სიხლში შაქრის ნორმალური დონის უზრუნველყოფისთვის საჭიროა ექიმის ზედამხედველობა. წამლის რეგულარულ მიღებასთან ერთად ასევე საჭიროა ექიმის მიერ მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინება: დიეტის დაცვა/ თავშეკავება, რეგულარული ვარჯიში და საჭიროებისას წონის დაკლებაც.

დიამიკრონ მრ-ით მკურნალობის დროს საჭიროა როგორც სისხლში, ასევე შარდში შაქრის დონის განსაზღვრა და გლიკოზირებული ჰემოგლობინის (HbA1c) რეგულარული კონტროლი. მკურნალობის პირველ კვირებში არსებობს სისხლში შაქრის დონის დაქვეითების (ჰიპოგლიკემიის) რისკი, ამ შემთხვევაში საჭიროა ხშირი სამედიცინო კონტროლი.

სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია) შეიძლება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს გამოვლინდეს:

არარეგულარული კვების ჯერის დროსმ განსაკუთრებით კვების ჯერის ჩაგდების შემთხვევებში,

მარხვისას,

არასაკმარისი კვება,

დიეტის/თავშეკავების რეჟიმის ცვლილებები, განსაკუთებით კვების ჯერის ჩაგდების შემთხვევებში,

თუ, ნახშირწყლების მიღებული/გამოყენებული რაოდენობა ფიზიკური აქტივობის მომატებას არ ფარავს,

ალკოჰოლის მოხმარება, განსაკუთრებით კვების ჯერის ჩაგდების შემთხვევებში,

სხვადასხვა და ან ბუნებრივი წამლების ერთად გამოყენებისას,

დიამიკრონ მრ-ის ჭარბი გამოყენებისას,

ჰორმონალური დაავადებების არსებობისას (ფარისებრი ჯირკვლის, ჰიპოფიზის და ან თირკმლეზედა ჯირკვლის ფუნციების დარღვევისას),

ღვიძლის და ან თირკმლის ფუნქციების მკვეთრი დაქვეითების დროს.

თუ, სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია) გაქვთ, შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები გამოვლინდეს (იხილეთ ნაწილი-,,შესაძლო გვერდითი ეფექტები’’): თავის ტკივილი, ძლიერი შიმშილის შეგრძნება, გულისრევა, ღებინება, სისუსტე, ძილის დარღვევები, აჟიტაცია (ძლიერი მოუსვენრობა), აგრესია (პიროვნების სხვა პიროვნებების მიმართ სიტყვიერი და ქცევითი თავდასხმის ქმედებები), კონცენტრაციის დარღვევები, გონების არევა და რეფლექსური დარღვევები, დეპრესია, კონფუზია (გონების არევა, დაბნეულობა), მხედველობის და მეტყველების დარღვევები, კანკალი, მგრძნობელობის დარღვევები, ვერტიგო და სისუსტის შეგრძნება.

გარდა ამისა შეიძლება ქვემოთ მოცემული სიმპტომებიც გამოვლინდეს:ოფლიანობა, კანის ძლიერი ტენიანობა, შფოთვა (გაღიზიანება, ეჭვიანობა), სწრაფი და არარეგულარული გულისცემა, სისხლის არტერიული წნევის მომატება, მკერდის არეში ძლიერი ტკივილი, რომელიც ახლო მიდამოებში ვრცელდება (გულის ანგინა-სტენოკარდია).

თუ, სისხლში შაქრის დონის დაცემა გაგრძელდება, შეიძლება გამოვლინდეს: კონფუზია (გონების მკვეთრი არევა), კუნთების კრუნჩხვები (კონვულსია), კონტროლის დაკარგვა, ზედაპირული სუნთქვა, გულისცემის სიჩქარის შენელება და გონების დაკარგვა /ცნობიერების დაკარგვვა.

სისხლში შაქრის დონის დაქვეითების სიმპტომები სწრაფად ალაგდება, თუ შაქრიან, ტკბილს მიიღებთ, მაგ. გლუკოზის ტაბლეტები, შაქრის ნატეხი, ხილის წვენი და ან შაქრიანი ჩაი.

ასეთი შემთხვევებისთვის ყოველთვის შაქრის ნატეხი თან იქონიეთ (მაგ. კენჭი შაქარი, გლუკოზის ტაბლეტები). ხელოვნური დამატკობობელები ამ შემთხვევაში ეფექტური არ არის. თუ, შაქრის მიღების მიუხედავად სიმპტომების გამოვლინება გაგრძელდება და ან სიმპტომები განმეორებით კვლავ გამოვლინდება, თქვენს ექიმს და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს მიმართეთ.

ზოგიერთ შემთხვევაში, სისხლში შაქრის დონის დაქვეითების ნიშნები ფარულია, უფრო ნაკლებად გამოხატულია და ან ნელ-ნელა ვითარდება, რაც სისხლში შაქრის დონის დაქვეითების მიხვედრას ართულებს, მსგავსი მდგომარეობა განსაკუთრებით ხშირად ვლინდება ხანდაზმულ ავადმყოფებში, რომლებიც სხვა წამლებსაც ღებულობენ (მაგ. ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი წამლები და ბეტა ბლოკერების სახელით წოდებული წამლები).

თუ, სტრესული სიტუაცია გაქვთ (უბედური შემთხვევა, ოპერაცია, ცხელება), ექიმი შეიძლება დროებით ინსულინოთერაპიაზე გადაგიყვანოთ.

თუ, ექიმის მიერ მოცემული დანიშნულების შესაბამისად არ განახორციელებთ მკურნალობას და თან ღებულობთ წმინდა ჯონის ვორტის (ჰიპერიკუმ პერფორატუმი) და ყვითელი კრაზანას შემცველ წამლებს (იხილეთ ნაწილი-,, სხვა წამლებთან ურთიერთქმედება’’), ასევე სტერსული სიტუაციების დროს და ან დიამიკრონ მრ-ის მიერ სისხლში შაქრის დონის არასაკმარისად დაქვეითებისას, შეიძლება გამოვლინდეს სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია). სისხლში შაქრის დონის მომატების (ჰიპერგლიკემიის) სიმპტომებია:ძლიერი წყურვილი, ხშირი შარდვა, პირის სიმშრალე, ქავილი და ან კანის სიმშრალე, კანის ინფექციები, სისუსტე.

თუ, ზემოთ აღნიშნული სიმპტომების გამოვლინება გაგრძელდება, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.

თუ, დიამიკრონ მრ- ფტორქინოლინების სახელით წოდებულ ანტიბიოტიკების ჯგუფში შემავალ წამლებთან ერთად დაინიშნება, განსაკუთებით ხანდაზმულ ავადმყოფებში, შეიძლება გამოვლინდეს სისხლში შაქრის დონის დარღვევები (სისხლში შაქრის დაბალი დონე და ან მომატებული დონე). აღნიშნულ შემთხვევაში, ექიმი სისხლში შაქრის დონის კონტროლის მნიშვნელობას შეგახსენებთ.

თუ, თქვენ და ან თქვენი ოჯახიდან რომელიმეს გლუკოზო-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას (G6PD) დეფიციტი გაქვთ (სისხლის წითელი უჯრედების ანომალია), შეიძლება გამოვლინდეს ჰემოგლობინის დონის დაქვეითება და ან სისხლის წითელი უჯრედების დაშლა (ჰემოლიზური ანემია). აღნიშნულ შემთხვევაში, ამ წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

პორფირიის დროს (პორფირინის და ან პორფირინის წინამორბედების სხეულში დაგროვებით მიმდინარე თანდაყოლილი გენეტიკური დარღვევები) სხვა ზოგიერთი სულფონილშარდოვანას ჯგუფის წამლების მიღებისა,ს აღწერილია პორფირიის გამწვავების შემთხვევები.

კლინიკური მონაცემების არ არსებობის გამო, ბავშვებში დიამიკრონ მრ-ის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში და ან ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.

დიამიკრონ მრ-ის გამოყენება საკვებთან დ სასმელთან ერთად

დიამიკრონ მრ-ის ტაბლეტის მიღება შესაძლებელია საკვებთან და უალკოჰოლო სასმელებთან ერთად.

ალკოჰოლი და ალკოჰოლის შემცველი სასმელი არ უნდა იქნას მიღებული.

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

დიამიკრონ მრ, ყოველთვის თქვენი ექიმის და ან ფარმაცევტის მიერ რეკომენდირებული დოზით და სიხშირით მიიღეთ. თუ დარწმუნებული არა ხართ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ. დოზებს, სისხლსა და შარდში შაქრის დონის შესაბამისად ექიმი განსაზღვრავს.

გარე ფაქტორების ზემოქმედებით განვითარებული ცვლილებების დროს (მაგ. წონის დაკლება, ცხოვრების რეჟიმის შეცვლა, სტრესი) და ან სისხლში შაქრის დონის დარეგულრებისას, გამოსწორებისას საჭიროა წამლის დოზის განმეორებით რეგულირება, შერჩევა.

რეკომენდირებული დოზა, მკურნალობაზე მიღებული პასუხის შესაბამისად, ერთჯერადად საუზმესთან ერთად, ძირითდად დღეში ½-დან და 2 ტაბლეტამდე (მაქსიმუმ 120 მგ) იცვლება.

თუ, დიამიკრონ მრ-ის და მეტფორმინის, ასევე ალფა გლუკოზიდაზას ინჰიბიუტორის, თიაზოლიდინდიონის, დიპეპტიდილ პეპტიდაზა-4 ინჰიბიტორის, GLP-1 რეცეპტორის აგონისტის ერთად კომბინირებული მკურნალობა ხორციელდება და ან ინსულინი დაწყებულია, მდგომარეობის შესაბამისად, თქვენი ექიმი თითოეული წამლის დოზას სათითაოდ განსაზღვრავს.

გამოყენების გზა და მეთოდი:

განკუთვნილია ორალური (პირის) გზით გამოყენებისთვის.

ტაბლეტები, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მიღებული იქნა თანაბრად დაყოფილი სახით, ორ ნაწილად. ერთი ტაბლეტი და ან ნახევარი ტაბლეტი მიიღება დაფხვნის და დაღეჭვის გარეშე, მთლიანი სახით საუზმესთან ერთად, რომელიც საკმარისი რაოდენობის წყლით გადაიყლაპება. სასურველია, ტაბლეტები ყოველდღე, ერთსადაიმავე დროს, საათზე მიიღოთ. ტაბლეტის მიღების შემდეგ აუცილებლად საკვები უნდა მიიღოთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე) გამოყენება:

კლინიკური მონაცემების არ არსებობის გამო, ბავშვებსა და მოზარდებში დიამიკრონ მრ-ის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

ხანდაზმულებში (65 წლის და მეტი) გამოყენება:

ხანდაზმულებში, დიამიკრონ მრ გამოიყენება იმავე დოზებით, როგორც ზრდასრულებში.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა გლიკლაზიდის, სხვა სულფონილშარდოვანას, სულფონამიდების ან მათი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6.1).

ტიპი 1 დიაბეტი

დიაბეტური პრეკომა და კომა, დიაბეტური კეტოაციდოზი,

თირკმლის ან ღვიძლის მძიმე უკმარისობა (ამ შემთხვევებში რეკომენდებულია ინსულინით თერაპია),

მკურნალობა მიკონაზოლით (იხ. ნაწილი 4.5),

ლაქტაცია (იხ. ნაწილი 4.6).

  • 4. გამოყენების სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ჰიპოგლიკემია

აღნიშნული მკურნალობა უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი რეგულარულად იღებს საკვებს (საუზმის ჩათვლით). მნიშვნელოვანია ნახშირწყლების რეგულარული მოხმარება ჰიპოგლიკემიის რისკის გამო, რომელიც შეიძლება მოხდეს საკვების გამოტოვების, საკვების არასათანადო რაოდენობით მიღების ან დაბალ ნახშირწყლების შემცველობის შემთხვევაში. ჰიპოგლიკემია ჩვეულებრივ ვითარდება ხანგრძლივი და მძიმე ვარჯიშის შედეგად დაბალკალორიული კვების შემთხვევაში, ალკოჰოლის მოხმარების ან ჰიპოგლიკემიური აგენტების კომბინირებული გამოყენების შედეგად.

ჰიპოგლიკემია შეიძლება განვითარდეს სულფონილშარდოვანას გამოყენების შემდეგ (იხ. ნაწილი 4.8). ზოგიერთი შემთხვევა შეიძლება იყოს მძიმე და ხანგრძლივი. შესაძლოა საჭირო გახდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და გლუკოზის ინფუზიების ჩატარება ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში. ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად პაციენტის ადეკვატური ინფორმირების გარდა, საჭიროა გამოყენებული დოზის ფრთხილად შერჩევა და პაციენტის დაკვირვება.

შემდეგი ფაქტორები ზრდის ჰიპოგლიკემიის რისკს:

პაციენტის დაუმორჩილებლობა ან უუნარობა თანამშრომლობაზე (განსაკუთრებით ხანდაზმულებში)

არასწორი კვება, არარეგულარული კვება, დღეების გამოტოვება, მარხვის პერიოდები ან დიეტის შეცვლა,

დისბალანსი ფიზიკურ ვარჯიშსა და ნახშირწყლების მიღებას შორის,

თირკმლის უკმარისობა,

ღვიძლის მძიმე უკმარისობა,

დიამიკრონი MR-ის დოზის გადაჭარბება,

ზოგიერთი ენდოკრინული დარღვევა: ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები, ჰიპოპიტუიტარიზმი და თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა,

გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად (იხ. ნაწილი 4.5)

თირკმელებისა და ღვიძლის უკმარისობა

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ან თირკმლის მძიმე უკმარისობით, გლიკლაზიდის ფარმაკოკინეტიკა და/ან ფარმაკოდინამიკა შეიძლება შეიცვალოს. ჰიპოგლიკემიის ეპიზოდი, რომელიც ხდება ამ პაციენტებში, შეიძლება გაგრძელდეს დიდი ხნის განმავლობაში და სათანადო მკურნალობა უნდა დაიწყოს.

პაციენტის ინფორმირება

ჰიპოგლიკემიის რისკები, სიმპტომები (იხ. პუნქტი 4.8), მკურნალობა და პირობები, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს ამ მდგომარეობამ, უნდა განემარტოს პაციენტს და მის ოჯახს. პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული, კერძოდ, სათანადო კვების, რეგულარული ვარჯიშის და სისხლში შაქრის დონის რეგულარული გაზომვის მნიშვნელობის შესახებ.

სისხლში შაქრის არაადეკვატური კონტროლი

პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ორალური ანტიდიაბეტური საშუალებებით, წმინდა იოანეს ვორტის (Hypericum perforatum) პრეპარატებით (იხ. ნაწილი 4.5), რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილმა ფაქტორმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლში გლუკოზის კონტროლზე: ცხელება, ტრავმა, ინფექცია ან ოპერაცია. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინით თერაპიაზე გადასვლა. ორალური ანტიდიაბეტური საშუალებების ჰიპოგლიკემიური ეფექტურობა, მათ შორის გლიკლაზიდი, შეიძლება შემცირდეს გრძელვადიან პერიოდში ბევრ პაციენტში: ეს შეიძლება გამოწვეული იყოს დიაბეტის სიმძიმის ზრდით ან მკურნალობაზე პასუხის დაქვეითებით. ეს მდგომარეობა ცნობილია, როგორც მეორადი უკმარისობა და უნდა განვასხვავოთ პირველადი უკმარისობისგან, როდესაც პრეპარატი არ აჩვენებს ეფექტურობას პირველი დოზის შემდეგ. თუ ცნობილია, რომ პაციენტს აღენიშნება მეორადი უკმარისობის შემთხვევა, უნდა მოხდეს დოზის შესაბამისი კორექტირება და შემოწმდეს დიეტის სწორად შესრულება.

დისგლიკემია

სისხლში შაქრის დარღვევები, ჰიპოგლიკემიისა და ჰიპერგლიკემიის ჩათვლით, დაფიქსირდა დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობდნენ ფტორქინოლონებით, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. რეკომენდირებულია სისხლში შაქრის მკაცრი მონიტორინგი ყველა პაციენტში, რომლებიც ერთდროულად იღებენ დიამიკრონს MR-ს და ფტორქინოლონებს.

ლაბორატორიული ტესტები

სისხლში შაქრის კონტროლის შესაფასებლად რეკომენდებულია გლიკოზირებული ჰემოგლობინის დონის (ან სისხლში შაქრის უზმოზე) გაზომვა. ასევე შეიძლება მიზანშეწონილი იყოს პაციენტისთვის სისხლში შაქრის თვით გაკონტროლება. მედიკამენტებმა, რომლებიც მიეკუთვნებიან სულფონილშარდოვანას კლასს, შეიძლება გამოიწვიონ ჰემოლიზური ანემია G6PD (გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზა) ფერმენტის დეფიციტის მქონე პაციენტებში. გლიკლაზიდი მიეკუთვნება ამ კლასს, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებსაც აქვთ G6PD დეფიციტი და მათ უნდა ჩაუტარდეთ მკურნალობა მედიკამენტებით, რომლებიც მიეკუთვნებიან სულფონილშარდოვანას გარდა სხვა თერაპიულ კლასს.

პორფირიის მქონე პაციენტები

პორფირიის მქონე პაციენტებში მწვავე პორფირიის შემთხვევები დაფიქსირდა სულფონილშარდოვანას სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას.

დამხმარე ნივთიერებები

დიამიკრონი MR შეიცავს 71,36 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს და მალტოდექსტრინს (გლუკოზის წყარო). ის არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაპ ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია.

სიფრთხილის ზომები

თირკმლების უკმარისობა:

თირკმლების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში გამოიყენება სიფრთხილით, ექიმის ზედამხედველობის პირობით.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის უკმარისობასთან დაკავშირებით მონაცემები არ არსებობს.

თუ, ექიმი სხვა რეკომენდაციებს არ მოგცემთ, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ქვემოთ აღწერილი მითითებებით.

თუ, ფიქრობთ, რომ დიამიკრონ მრ-ის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, დიამიკრონ მრ-ის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, დიამიკრონ მრ-ის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, კონსულტაციისთვის ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

დიამიკრონ მრ-ის ჭარბი დოზით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია). (იხილეთ ნაწილი-,,გაფრთხილებები’’). აღნიშნულ შემთხვევაში, სასწრაფოდ საჭიროა კენჭი შაქრის (ნატეხი შაქრის) 4-6 ცალის ჭამა და ან შაქრიანი სასმელის მიღება, შემდეგ კი საკვების მიღება.

თუ, ავადმყოფს გონება დაკარგული აქვს, სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ და ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ. თუ, ავადმყოფს გონება დაკარგული აქვს, სასმელი და ან საკვები არ უნდა მისცეთ.

თუ, წამალს შემთხვევით სხვა პიროვნება მიიღებს და ან შემთხვევით გადაყლაპავს (მაგ. ბავშვები), ზემოთ მოცემული გაფრთხილებები გაითვალისწინეთ და თავიდან აცილების ღონისძიებები განახორციელეთ.

სასურველია, თქვენი მდგომარეობის შესახებ ინფორმირებული და ექიმთან კონტაქტის მქონე თანმხლები პირის თქვენთან ერთად ყოფნა.

თუ, დიამიკრონ მრ-ის მიღება დაგავიწყდებათ:

მკურნალობის ეფეტურობისთვის საჭიროა წამლის რეგულარულად, ერთსადაიმავე დროს, საათზე მიღება. თუ, წამლის მიღება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ, დავიწყებული დოზა მიიღეთ, შემდეგ კი მომდევნო დოზის მიღება ჩვეული რეჟიმით გააგრძელეთ.

თუ, დავიწყებული დოზა ძალიან გვიან გაგახსენდებათ, მომდევნო დოზის მიღების დროსთან ახლო პერიოდში, ამ შემთვევაში დავიწყებული დოზა გამოტოვეთ.

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც დიამიკრონ მრ-ით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

ტიპი- 2 შაქრიანი დიაბეტი მთელი ცხოვრება გრძელდება, ამიტომ ექიმის რეკომენდაციის გარეშე მკურნალობა არ შეწყვიტოთ და ან დროებით არ შეაჩეროთ.

მკურნალობის შეწყვეტა, დიაბეტის უმართაობას და ჰიპერგლიკემიას (სისხლში შაქრის დონის მომატებას) გამოიწვევს.

თუ, აღნიშნულ პროდუქტთან დაკავშირებით დამატებით კითხვები გაგიჩნდებათ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, დიამიკრონ მრ-ის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებში შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, დიამიკრონ მრ-ის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტია სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია). თუ, გამოვლენილი სიმპტომების მკურნალობა არ განხორციელდება, შეიძლება განვითარდეს ძილიანობა, გონების დაკარგვა და კომაც კი. თუ, შაქრის მიღების მიუხედავად სიმპტომები მაინც გაგრძელდება და ან ძლიერი ჰიპოგლიკემია დაფიქსირდება, სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.

სისხლში შაქრის დონის დაქვეითება დიამიკრონ მრ-ის ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტია და ძირითადად წამლის ჭარბი დოზის მიღებისას ვლინდება (სიმპტომების ნახვისთვის იხილეთ ნაწილი ,,დიამიკრონ მრ ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ’’).

დიამიკრო მრ-ის გამოყენებისას ასევე დაფიქსირებულია: კანზე გამონაყარი, სიწითლე, ქავილი, ურტიკარია, ბუშტუკების გაჩენა და ანგიოედემა (თვალის ქუთუთოების, სახის, პირის ღრუს, ენის და ხახის შეშუპება, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება). კანის გამონაყარი შეიძლება პროგრესირდეს გავრცელებული ბუშტუკების წარმოქმნით და ან კანის აცლის (აშრევების) სახით, თუ აღნიშნული თქვენთან გამოვლინდება, დიამიკრონ მრ-ის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ ექიმის კონსულტაცია მიიღეთ, ექიმს ასევე უთხარით, რომ ამ წამალს ღებულობთ. გამონაკლისის სახით, დასაწყისში შეიძლება გამოვლინდეს გრიპის მსგავსი სიმპტომები და სახეზე გამონაყარი, შემდეგ კი გავრცელებული გამონაყარი, მაღალი ტემპერატურა, რომელიც წამლის მიმართ მკვეთრად გამოხატული მგრძნობელობის რეაქციის (დრესს სინდრომი) სიმპტომები შეიძლება იყოს.

ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს რომ თქვენ დიამიკრონ მრ-ის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ, ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ან საავადმყოფოში დაწოლა დაგჭირდეთ.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

თვალების და კანის გაყვითლების გამომწვევი ღვიძლის ფუნქციების დარღვევა, აღნიშნული შემთხვევათა მცირე რიცხვში არის დაფიქსირებული. მკურნალობის შეწყვეტისას, აღნიშნული სიმპტომები ლაგდება. მკურნალობის შეწყვეტის და ან გაგრძელები საკითხს ექიმი გადაწყვეტს.

სხვა სულფონილშარდოვანას ჯგუფის წამლების გამოყენების მსგავსად- სისხლის უჯრედების რაოდენობის მკვეთრი ცვლილება და სისხლძარღვების კედლების ალერგიული ანთება, სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება (ჰიპონატრემია), ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნები (მაგ. სიყვითლე). შემთხვევათა უმრავლესობაში, სულფონილშარდოვანას წამლების გამოყენების შეწყვეტისას, გამოვლენილი სიმპტპომები ალაგდება ხოლმე, თუმცა შემთხვევათა ძალიან მცირე რიცხვში სიცოცხლისთვის საშიში ღვიძლის ფუნქციების დარღვევა შეიძლება განვითარდეს.

სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (მაგ. თრომბოციტების, სისხლის წითელი და თეთრი უჯრედები), ამ დროს ვლინდება: კანის სიფერმკრთალე, სისხლდენის დროის გახანგრძლივება, კანზე მსუბუქად მოხვედრისას (მსუბუქი დაჯახება) სისხლჩაქცევა, ყელში წვის შეგრძნება და ცხელება. აღნიშნული სიმპტომები მკურბალობის შეწყვეტისას ძირითადად ალაგდება ხოლმე.

ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაგჭირდეთ. სერიოზული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათად ვლინდება.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ:

საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები (მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დისპეფსიური მოვლენები, დიარეა, ყაბზობა). რეკომენდაციის შესაბამისად, თუ წამალი საკვებთან ერთად იქნება მიღებული, ამ გვერდითი ეფექტების გამოვლინება შემცირდება.

განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში შეიძლება გამოვლინდეს სისხლში შაქრის დონის ცვლილებები და შესაბამისად გარდამავალი მხედველობის დარღვევები.

აღნიშნული, დიამიკრონ მრ-ის მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს და ან ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით და ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • დიამიკრონ მრ-ის შენახვა

დიამიკრონ მრ, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <300C ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

ვადა გასული და ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

შეფუთვაზე მითითიებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ დიამიკრონ მრ არ გამოიყენოთ.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. Les Laboratoires Ssrvier-საფრანგეთის ლიცენზიით

სერვიერის წამლის და კვლევის ორგანიზაცია

ბეიბი გიზ ქულე, მეიდანის ქ. N:1, სართული:22-23.

მასოლაქი, სტამბოლი.

ტელ: 0212 329 14 00;

ფაქსი: 0212 290 20 30;

წარმოების ადგილი:

სახელი: ს.ს აბდი იბრაჰიმის წამლის წარმოება და ვაჭრობა

მისამართი: ესენიურთი, სტამბოლი

აღნიშნული გამოყენების ინსტუქცია 04.08.2020 -ში დამოწმებულია

A20012665/03 სერვიერ

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

შემდეგი პროდუქტების გამოყენებით შეიძლება გაზარდოს ჰიპოგლიკემიის რისკი:

უკუნაჩვენები კომბინაციები:

მიკონაზოლი (სისტემური გამოყენება, ორომუკოზის გელი): ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაზრდის შედეგად შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიური სიმპტომები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კომა.

არ არის რეკომენდებული კომბინაციები:

ფენილბუტაზონი (სისტემური გამოყენება): აძლიერებს სულფონილშარდოვანას ჰიპოგლიკემიურ ეფექტს (ცვლის მათ შეკავშირებას პლაზმის ცილებთან და/ან ამცირებს მათ ელიმინაციას). რეკომენდებულია სხვადასხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილე პაციენტის მხრიდან და აუცილებელია სისხლში შაქრის თვით გაკონტროლება: საჭიროების შემთხვევაში, დოზის კორექტირება ხდება ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის დროს და მის შემდეგ.

ალკოჰოლი: ზრდის ჰიპოგლიკემიურ რეაქციებს (კომპენსატორული რეაქციების ინჰიბირებით) და შეიძლება გაზარდოს ჰიპოგლიკემიური კომის რისკი. თავიდან უნდა იქნას აცილებული ალკოჰოლი და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების გამოყენება.

კომბინაციები, რომლებიც უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით

შემდეგ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა აღნიშნოს სისხლში შაქრის დაქვეითების ეფექტის გამწვავება და, შესაბამისად, ჰიპოგლიკემია: სხვა ანტიდიაბეტური საშუალებები (ინსულინი, აკარბოზა, მეტფორმინი, თიაზოლიდინედიონები, დიპეპტიდილ პეპტიდაზა-4-ის ინჰიბიტორები, GLP-1 რეცეპტორების აგონისტები), ბეტა-ბლოკატორები, ფლუკონაზოლი, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (კაპტოპრილი, ენალამინაპრილის, MA) კლარითრომიცინი და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.

შემდეგმა პროდუქტებმა შეიძლება გამოიწვიონ გლუკოზის დონის მატება.

კომბინაციები არ არის რეკომენდებული

დანაზოლი: დანაზოლს აქვს დიაბეტოგენური ეფექტი. თუ ამ მედიკამენტის გამოყენება გარდაუვალია, პაციენტი უნდა იყოს გაფრთხილებული შარდისა და სისხლში შაქრის თვითკონტროლის აუცილებლობის შესახებ. შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური დოზის კორექტირება დანაზოლით მკურნალობის დროს და მის შემდეგ.

კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილის ზომების მიღებას

ქლორპრომაზინი (ნეიროლეფსიური): მაღალი დოზებით (>100 მგ/დღეში ქლორპრომაზინი) გამოყენებისას ზრდის სისხლში შაქრის დონეს (იწვევს ინსულინის გამოყოფის შემცირებას). პაციენტი უნდა იყოს გაფრთხილებული და უნდა განემარტოს სისხლში შაქრის თვითკონტროლის მნიშვნელობა. შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური დოზის კორექტირება ნეიროლეფსიური საშუალებების გამოყენების დროს და მის შემდეგ.

გლუკოკორტიკოიდები (სისტემური გამოყენება და ადგილობრივი გამოყენება: სახსარშიდა, კანის და რექტალური პრეპარატები და ტეტრაკოსაქტრინი): იწვევს სისხლში შაქრის მატებას შესაძლო კეტოზით (გლუკოკორტიკოიდების გამო ნახშირწყლების მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება). პაციენტი უნდა იყოს გაფრთხილებული, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და ხაზგასმით უნდა განემარტოს სისხლში შაქრის თვითკონტროლის მნიშვნელობა. შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური დოზის კორექტირება გლუკოკორტიკოიდების გამოყენების დროს და მის შემდეგ.

რიტოდრინი, სალბუტამოლი, ტერბუტალინი: (I.V გამოყენება) სისხლში შაქრის დონე იზრდება ბეტა-2 აგონისტური ეფექტის გამო. ხაზგასმულია სისხლში გლუკოზის მონიტორინგის მნიშვნელობა. საჭიროების შემთხვევაში იწყება ინსულინით მკურნალობა.

წმინდა იოანეს ვორტის (Hypericum perforatum) პრეპარატები გლიკლაზიდის ექსპოზიცია მცირდება Saint John's Wort–Hypericum perforatum-ით. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს სისხლში შაქრის დონის მონიტორინგის მნიშვნელობა.

შემდეგმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიონ დისლიკემია.

კომბინაციები, რომლის დროსაც საჭიროა სიფრთხილე.

ფტორქინოლონები.

იმ შემთხვევებში, როდესაც დიამიკრონი MR და ფტორქინოლონები გამოიყენება ერთად, პაციენტს უნდა მიეცეს გაფრთხილება დისგლიკემიის რისკის შესახებ და ხაზგასმით უნდა განემარტოს სისხლში შაქრის მონიტორინგის მნიშვნელობა.

კომბინაციები, რომლის დროსაც საჭიროა ყურადღება

ანტიკოაგულანტები (ვარფარინი).

ერთდროული გამოყენებისას სულფონილშარდოვანას პრეპარატებმა შეიძლება გააძლიერონ ანტიკოაგულაცია. შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიკოაგულანტის დოზის კორექცია.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ

მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი სპეციალური პოპულაციების შესახებ.

პედიატრიული პოპულაცია

არ არსებობს მონაცემები პედიატრიული პოპულაციის შესახებ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარემცევტს მიმართეთ.

ორსულობის დროს დიამიკრონ-მრ-ის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

თუ, ორსულად ხართ და ან ორსულობას გეგმავთ, ამ წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

თუ, მკურნალობის დროს ორსულობა დაფიქსირდება, წამლის გამოყენება შეწყვიტეთ და კონსულტაციისთვის მაშანვე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება -ლაქტცია

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმცევტს მიმართეთ.

დიამიკრონ მრ ლაქტაციის დროს არ გამოიყენება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თუ, სისხლში შაქრის დონე ძალიან დაბალი (ჰიპოგლიკემია) და ან ძალიან მაღალია (ჰიპერგლიკემია) და ან ამ მიზეზების გამო მხედველობის დარღვევა, ასევე კონცენტრაციის დარღვევა გაქვთ, აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს სწარაფად რეაგირების უნარის შემცირება. ავტომობილის და მექანიზმების მართვის დროს საკუთარ თავს და ან სხვას შეიძლება ზიანი მიაყენოთ.

დიამიკრონ მრ-ის გამოყენების დროს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში არსებობს სისხლში შაქრის დონის დაქვეითების რისკი, ამიტომ ავტომობილის და მექანიზმების მართვის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ.

თუ, სისხლში შაქრის დონის დაცემის ხშირი შეტევები გაქვთ,

თუ, სისხლში შაქრის დონის დაქვეითების სიმპტომები მცირეა და ან საერთოდ არ ვლინდება,

ავტომობილის მართვის საკითხის გადაწყვეტილების მიღებისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

დიამიკრონ მრ-ის შემადგენლობში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთიერებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

დიამიკრონ მრ, 71,36 მგ ლაქტოზის და გლუკოზის წყაროს მალტოდექსტრინს შეიცავს.

თუ ექიმის მიერ ადრე მოწოდებული ინფორმაციით იცით, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა გაქვთ, ამ სამედიცინო პროდუქტის მიღებამდე თქვენს ექიმს დაუკავშირდით.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ, ამჟამად რომელიმე წამალს ღებულობთ, ახლო პერიოდში მიიღეთ და ან მომავალში გეგმავთ მიღებას, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.

სხვა წამლებით მკურნალობამ შეიძლება დიამიკრონ მრ--ით მკურნალობაზე ზემოქმედება მოახდინოს.

დიამიკრონ მრ-ის ქვემოთ მოცემულ წამლებთან ერთად გამოყენებისას, აღნიშნულმა დიამიკრონ მრ-ის სისხლში შაქრის დამაქვეითებელი ეფექტი (ჰიპოგლიკემიური ეფექტი) შეიძლება გაზარდოს, ეს კი სისხლში შაქრის დონის დაქვეითების (ჰიპოგლიკემიის) ნიშნების გამოვლინებას გამოიწვევს.

სისხლში შაქრის დონის მომატების (ჰიპერგლიკემია) სამკურნალოდ გამოყენებული სხვა წამლები (ორალური ანტიდიაბეტური აგენტები, GLP-1 რეცეპტორების აგონისტები და ან ინსულინი),

ანტიბიოტიკები (მაგ.სულფონამიდები, კლარიტრომიცინი),

ჰიპერტენზიის და ან გულის უკმარისობის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (ბეტა ბლოკერები და კაპროპრილი და ან ენალაპრილის მსგავსი ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები),

სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (მიკონაზოლი, ფლუკონაზოლი),

კუჭის და თორმეტგოჯას წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (H2 რეცეპტორების ანტაგონისტები),

დეპრესიის სამკრუნალოდ გამოყენებული წამლები (მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები),

ტკივილგამაყუჩებელი და ანტირევმატიული წამლები (ფენილბუტაზონი), იბუპროფენი),

ალკოჰოლის შემცველი წამლები.

დიამიკრონ მრ-ის ქვემოთ მოცემულ წამლებთან ერთად გამოყენებისას, დიამიკრონ მრ-ის სისხლში შაქრის დონის დამაქვეითებელი (ჰიპოგლიკემიური) ეფექტი შეიძლება შემცირდეს და სისხლში შაქრის დონის მომატების (ჰიპერგლიკემია) ნიშნები განვითარდეს.

ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (ქლორპრომაზინი),

ანთების საწინააღმდეგო წამლები (კორტიკოსტეროიდები),

ასთმის სამკურნალოდ გამოყენებული და ან დატვირთვის დროს გამოყენებული წამლები (ი.ვ. სალბუტამოლის, რიტოდრინის და ტერბუტალინის გამოყენება),

ძუძუს დაავადებების, ძლიერი მენსტრუალური სისხლდენების და ენდომეტრიოზის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (დანაზოლი),

წმ. ჯონის ვორტის (ჰიპერიკუმ პერფორატუმის) (ყვითელი კრაზანას) შემცველი წამლები.

დიამიკრონ მრ-ის ფტორქინოლინების სახელით წოდებულ ანტიბიოტიკის ჯგუფის წამლებთან ერთად გამოყენებისას, განსაკუთრებუთ ხანდაზმულ ავადმყოფებში შეიძლება გამოვლინდეს სისხლში შაქრის დონის დარღვევები (სისხლში შაქრის დაბალი და ან მაღალი დონე).

დიამიკრონ მრ-ის მიღებამ შეიძლება სისხლსი შედედების საწინააღმდეგო (ანტიკოაგულანტი) წამლების ეფექტი გაზარდოს (მაგ. ვარფარინი).

თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.

გვერდითი მოვლენები

გლიკლაზიდთან დაკავშირებული გამოცდილებიდან გამომდინარე, აღწერილია შემდეგი გვერდითი მოვლენები შემდეგში მითითებული გამოვლენის სიხშირით.

ძალიან ხშირი (1/10); ხშირი ( 1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათი (1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10000), უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).

დიამიკრონი MR-ის ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქცია არის ჰიპოგლიკემია.

ისევე როგორც სხვა სულფონილშარდოვანას პრეპარატების შემთხვევაში, დიამიკრონი MR-ით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიის გამოვლენა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კვება მიიღება არარეგულარულად ან თუ კვება გამოტოვებულია.

შესაძლო სიმპტომებია: თავის ტკივილი, ძლიერი შიმშილი, გულისრევა, ღებინება, დაღლილობა, ძილის დარღვევა, აგზნება, აგრესიულობა, დაქვეითებული კონცენტრაცია და ყურადღება, შენელებული რეაქციები, დეპრესია, დაბნეულობა, ვიზუალური და მეტყველების დარღვევები, აფაზია, ტრემორი, პარეზი, სენსორული დარღვევები, თავბრუსხვევა, სისუსტის შეგრძნება. თვითკონტროლის დაკარგვა, დელირიუმი, კრუნჩხვები, ღრმა სუნთქვის შეუძლებლობა / ზედაპირული სუნთქვა, ბრადიკარდია, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა ან თუნდაც კომა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.

გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნებოდეს ადრენერგული კონტრრეგულაციის ნიშნები: ოფლიანობა, ცივი და ტენიანი კანი, შფოთვა, ტაქიკარდია, ჰიპერტენზია, პალპიტაცია, სტენოკარდია და გულის არითმია. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ქრება ნახშირწყლების (გლუკოზის) მიღების შემდეგ. თუმცა, ხელოვნურ დამატკბობლებს არანაირი ეფექტი არ აქვთ. სხვა სულფონილშარდოვანას პრეპარატების გამოყენების გამოცდილება აჩვენებს, რომ ჰიპოგლიკემია შეიძლება განმეორდეს მაშინაც კი, თუ თავდაპირველად მიიღება ეფექტური ზომები. მძიმე ან გახანგრძლივებული ჰიპოგლიკემია, თუმცა დროებით კონტროლდება შაქრის მიღებით, შეიძლება საჭირო სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ასევე ჰოსპიტალიზაცია.

სხვა არასასურველი ეფექტები

კუჭ-ნაწლავის დაავადებები

აღწერილია კუჭ-ნაწლავის დარღვევები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, დიარეა და ყაბზობა: ამ ეფექტების თავიდან აცილება ან შემცირება შესაძლებელია საუზმის დროს მკურნალობის მიღებით.

შემდეგი არასასურველი ეფექტები დაფიქსირდა ნაკლები სიხშირით.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები

გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიოოდემა, ერითემა, მაკულოპაპულური გამონაყარი, ბულოზური რეაქციები (როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და აუტოიმუნური ბულოზური დაავადებები) და წამლის ალერგია (DRESS) ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით.

სისხლისა და ლიმფური სისტემის დაავადებები

ჰემატოლოგიური პარამეტრების ცვლილებები იშვიათია. შეიძლება მოიცავდეს ანემიას, ლეიკოპენიას, თრომბოციტოპენიას, გრანულოციტოპენიას. ასეთი პირობები ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის შეწყვეტისას.

ჰეპატობილიარული დაავადებები

ფერმენტების დონის მომატება (AST, ALT, ტუტე ფოსფატაზა), ჰეპატიტი (იზოლირებულ შემთხვევებში). თუ ქოლესტაზური სიყვითლე განვითარდა, მკურნალობა უნდა შეწყდეს. როგორც წესი, ეს სიმპტომები ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

თვალის დაავადებები

მხედველობის დროებითი დარღვევები შეიძლება განვითარდეს სისხლში შაქრის დონის ცვლილების გამო, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.

ამ კლასის მედიკამენტების დამახასიათებელი ეფექტი

სხვა სულფონილშარდოვანას პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატის გამოყენებისას აღინიშნა ერითროციტოპენიის, აგრანულოციტოზის, ჰემოლიზური ანემიის, პანციტოპენიის, ალერგიული ვასკულიტის და ჰიპონატრიემიის შემთხვევები.

აღინიშნა ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ღვიძლის უკმარისობა (ქოლესტაზი და სიყვითლე) და ჰეპატიტი, მაგრამ ეს ეს პირობები გაქრა სულფონილშარდოვანას მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. სიცოცხლისთვის საშიში ღვიძლის უკმარისობა დაფიქსირდა მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება

სამკურნალო საშუალების ავტორიზაციის შემდეგ დიდი მნიშვნელობა აქვს პრეპარატის საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინებას. ეს ინფორმაცია იძლევა წამლის სარგებლის/რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის შესაძლებლობას. ჯანდაცვის პროფესიონალები ვალდებულნი არიან შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ თურქეთის ფარმაკოლოგიურ ცენტრს (TUFAM) (www.titck.gov.tr; ელ. ფოსტა: [email protected]; ტელ: 0 800 314 00 08; ფაქსი: 0 312 218 35 99).

ჭარბი დოზა

სულფონილშარდოვანას მჟავების დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ჰიპოგლიკემია. ჰიპოგლიკემიის მსუბუქი და ზომიერი სიმპტომები, რომლებიც ვლინდება ცნობიერების დაკარგვის ან ნევროლოგიური სიმპტომების გარეშე, უნდა გამოსწორდეს ნახშირწყლების მიღებაში ცვლილებების შეტანით, დოზის კორექტირებით და/ან კვებაში.

პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მჭიდრო მონიტორინგის ქვეშ, სანამ სახეზეა სარისკო მდგომარეობა. შესაძლებელია გამოვლინდეს მძიმე ჰიპოგლიკემიური რეაქციები კომით, კრუნჩხვით ან სხვა ნევროლოგიური დარღვევებით, რაც საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და ჰოსპიტალიზაციას. თუ არსებობს ჰიპოგლიკემიური კომის ეჭვი ან დადასტურებულია მისი დიაგნოზი, პაციენტს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ინტრავენურად 50 მლ კონცენტრირებული გლუკოზის ხსნარი (20-30%) ინექციის სახით. ამის შემდეგ უნდა გაგრძელდეს გლუკოზის განზავებული ხსნარის (10%) შეყვანა ინფუზიის სახით, რათა სისხლში შაქრის დონე 100 მგ/დლ-ზე (1გ/ლ) შენარჩუნდეს. პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ და ექიმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შემდეგი მკურნალობის შესახებ პაციენტის აქტუალური მდგომარეობიდან გამომდინარე. ამ პაციენტებში დიალიზი უსარგებლოა გლიკლაზიდის ცილებთან მჭიდრო შეკავშირების გამო.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება

გლიკლაზიდი 60 მგ

დამხმარე ნივთიერებები

ლაქტოზას მონოჰიდრატი (მიღებული ჩლიქოსნისგან) 71,36 მგ

დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.

შენახვის პირობები

36 თვე.

  • 4. შენახვისას განსაკუთრებული ზომები

შეინახეთ საწყის შეფუთვაში მშრალ ადგილას არაუმეტეს 30°C ოთახის ტემპერატურაზე.

  • 5. შეფუთვის ფორმა და შემცველობა

PVC/ალუმინის ბლისტერები მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

  • 6. ადამანური გამოყენების სამკურნალო პროდუქტის ნარჩენების განადგურება და სხვა სპეციალური ღონისძიებები

ის უნდა განადგურდეს სამედიცინო ნარჩენების კონტროლის რეგულაციებისა და შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის წესების შესაბამისად.

  • ლიცენზიის მფლობელი

LES LABORATOIRES SERVIER-FRANCE,

SERVIER ILAC და RESEARCH INC. ბეიბი გიზ კულე,

მეიდანის ქ. No:1, K: 22 მასლაკი/სტამბოლი

ტელ: (0212) 3291400

ფაქსი: (0212) 290 20 30

  • ლიცენზიის ნომერი

2017/358

  • პირველი ლიცენზირების თარიღი/ლიცენზიის განახლების თარიღი

პირველი ლიცენზირების თარიღი: 31.05.2017

ბოლო განახლების თარიღი:

  • სამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქციის განახლების თარიღი
  • 08.2020

თარგმანი სწორია:

ფარმაკოლოგიური თვისებები

დიაბეტის სამკურნალო საშუალებები/სულფონამიდები (შარდოვანას წარმოებულები)-ორალური ანტიდიაბეტური საშუალებები

ათქ კოდი: A10BB09

მოქმედების მექანიზმი

დიამიკრონი MR არის ჰიპოგლიკემიური სულფონილშარდოვანა, რომელიც განსხვავდება მსგავსი ნაერთებისგან მისი N-შემცველი ჰეტეროციკლური რგოლით ენდოციკლური კავშირით. გლიკლაზიდი ამცირებს სისხლში შაქრის დონეს ლანგერჰანსის კუნძულების ბეტა უჯრედებიდან ინსულინის სეკრეციის სტიმულირებით. კვების შემდგომი ინსულინის და C-პეპტიდის სეკრეციის ზრდა გრძელდება მკურნალობის 2 წლის შემდეგ. ამ მეტაბოლური თვისებების გარდა, გლიკლაზიდს ასევე აქვს ჰემოვასკულარული თვისებები.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ეფექტი ინსულინის გამოყოფაზე

ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულებში გლიკლაზიდი არეგულირებს ინსულინის სეკრეციის პირველ ფაზაში არსებულ დარღვევას გლუკოზის დონის საპასუხოდ და ზრდის ინსულინის სეკრეციის მეორე ფაზას. საკვებისა და გლუკოზის მიღების საპასუხოდ, აღინიშნება ინსულინზე პასუხის მკვეთრი ზრდა.

ჰემოვასკულური თვისებები

გლიკლაზიდი ამცირებს მიკროთრომბოზს ორი მექანიზმის მეშვეობით, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს დიაბეტის გართულებებთან:

თრომბოციტების აგრეგაციის და ადჰეზიის ნაწილობრივი დათრგუნვა და თრომბოციტების აქტივაციის მარკერების შემცირება (ბეტა თრომბოგლობულინი, თრომბოქსანი B2)

ის გავლენას ახდენს სისხლძარღვთა ენდოთელიუმის ფიბრინოლიზურ აქტივობაზე t-PA აქტივობის გაზრდით.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი მახასიათებლები

აბსორბცია

პერორალური მიღების შემდეგ, პლაზმური დონე თანდათან იზრდება დოზის მიღებიდან 6 საათამდე და აღწევს პიკს მიღებიდან 6-12 საათის შემდეგ. ინდივიდუალური ცვალებადობა დაბალია. გლიკლაზიდი მთლიანად შეიწოვება. საკვების მოხმარება გავლენას არ ახდენს შეწოვის სიჩქარესა და ხარისხზე.

განაწილება

ის დაახლოებით 95% უკავშირდება პლაზმის ცილებს. განაწილების მოცულობა დაახლოებით 30 ლიტრია.

ბიოტრანსფორმაცია

გლიკლაზიდი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში. პლაზმაში აქტიური მეტაბოლიტები არ იქნა ნაპოვნი. დიამიკრონი MR-ის ერთჯერადი დღიური დოზა უზრუნველყოფს გლიკლაზიდის ეფექტურ კონცენტრაციას პლაზმაში 24 საათის განმავლობაში.

ელიმინაცია

გამოყოფა ხდება ძირითადად შარდით. იგი გამოვლინდა 1% უცვლელი სახით შარდში. გლიკლაზიდინი ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 12-20 საათს.

წრფივობა/არაწრფივობა

120 მგ-მდე, შეყვანილ დოზასა და კონცენტრაცია-დრო მრუდის ქვეშ არსებულ ფართობს შორის კავშირი წრფივია.

პაციენტების დამახასიათებელი ნიშნები

ხანდაზმული პაციენტები

ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მნიშვნელოვანი კლინიკური ცვლილებები არ დაფიქსირებულა.

თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ან თირკმლის მძიმე უკმარისობით, გლიკლაზიდის ფარმაკოკინეტიკა და/ან ფარმაკოდინამიკა შეიძლება შეიცვალოს. არ არის საკმარისი მონაცემები თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის შესახებ, რადგან არ ჩატარებულა ფარმაკოკინეტიკური კვლევები.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

დიამიკრონ მრ 60 მგ მოდიფიცირებული მოქმედების ტაბლეტი

განკუთვნილია პირის გზით (ორალური) გამოყენებისთვის

მოქმედი ნივთიერება: გლიკლაზიდი 60 მგ

დამხმარე ნივთიერებ(ები)ა: ლაქტოზის მონოჰიდრატი (ხბოსგან მიღებული), მალტოდექსტრინი, ჰიპრომელოზა, მაგნიუმი სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი

აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართოთ.

აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს და ან საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი და ან დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება დიამიკრონ მრ ?

დიამიკრომ მრ-ის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება დიამიკრონ მრ ?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

დიამიკრონ მრ-ის შენახვა

  • რა არის და რისთვის გამოიყენება დიამიკრონ მრ ?

დიამიკრონ მრ, თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის, ორივე ზედაპირზე DIA 60 გრავირების მქონე 30, 60 და 90 ტაბლეტის შემცველი ბლისტერის შეფუთვებით არის წარმოდგენილი.

დიამიკრონ მრ, სისხლში შაქრის დონეს აქვეითებს (სულფონილშარდოვანას ჯგუფის ორალური ანტიდიაბეტიკური პრეპარატია).

დიამიკრონ მრ გამოიყენება ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტის (ტიპი-2 შაქრიანი დიაბეტი) სამკურნალოდ მაშინ, როცა მხოლოდ დიეტა, ფიზიკური ვარჯიში და წონის დაკლება ვერ უზრუნველყოფს სისხლში შაქრის კონტროლს.

აღნიშნული წამალი, დამხმარე ნივთიერების სახით ხბოსგან წარმოებულ ლაქტოზის მონოჰიდრატს შეიცავს. ექიმთან კონსულტაციის გარეშე წამლის გამოყენება არ შეწყვიტოთ.

  • დიამიკრონ მრ-ის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

დიამიკრონ მრ ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ;

მოქმედი ნივთიერების და ან დიამიკრონ მრ-ის შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ (იხილეთ ნაწილი-,,დამხმარე ნივთირებები’’) და ან იმავე ჯგუფში შემავალი მსგავსი წამლების (მაგ. სულფონილშარდოვანას წარმოებულები და ან ჰიპოგლიკემიური სულფონამიდები) მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ,

ინსულინდამოკიდებულია (ტიპია-1) შაქრიანი დიაბეტი გაქვთ,

შარდში კეტონური ნივთიერებები (პროტეინი) და ან შაქარი ვლინდება (ეს შეძლება დიაბეტთან იყოს დაკავშირებული), თუ, შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული კომა აღინიშნება,

მძიმე თირკმლების და ან ღვიძლის უკმარისობა გაქვთ,

სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ წამალს ღებულობთ (მაგ.მიკონაზოლი), (იხილეთ ნაწილი- ,,სხვა წამლებთან ურთიერთქმედება’’),

ბავშვს ძუძუთი კვებავთ (იხილეთ ნაწილი-,, ძუძუთი კვება-ლაქტაცია’’).

დიამიკრონ მრ ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

დიამიკრონ მრ -ის გამოყენებამდე თქვენს ექიმს აცნობეთ.

ექიმის მიერ გამოწერილი პრეპარარტის მიღებისას, სიხლში შაქრის ნორმალური დონის უზრუნველყოფისთვის საჭიროა ექიმის ზედამხედველობა. წამლის რეგულარულ მიღებასთან ერთად ასევე საჭიროა ექიმის მიერ მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინება: დიეტის დაცვა/ თავშეკავება, რეგულარული ვარჯიში და საჭიროებისას წონის დაკლებაც.

დიამიკრონ მრ-ით მკურნალობის დროს საჭიროა როგორც სისხლში, ასევე შარდში შაქრის დონის განსაზღვრა და გლიკოზირებული ჰემოგლობინის (HbA1c) რეგულარული კონტროლი. მკურნალობის პირველ კვირებში არსებობს სისხლში შაქრის დონის დაქვეითების (ჰიპოგლიკემიის) რისკი, ამ შემთხვევაში საჭიროა ხშირი სამედიცინო კონტროლი.

სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია) შეიძლება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს გამოვლინდეს:

არარეგულარული კვების ჯერის დროსმ განსაკუთრებით კვების ჯერის ჩაგდების შემთხვევებში,

მარხვისას,

არასაკმარისი კვება,

დიეტის/თავშეკავების რეჟიმის ცვლილებები, განსაკუთებით კვების ჯერის ჩაგდების შემთხვევებში,

თუ, ნახშირწყლების მიღებული/გამოყენებული რაოდენობა ფიზიკური აქტივობის მომატებას არ ფარავს,

ალკოჰოლის მოხმარება, განსაკუთრებით კვების ჯერის ჩაგდების შემთხვევებში,

სხვადასხვა და ან ბუნებრივი წამლების ერთად გამოყენებისას,

დიამიკრონ მრ-ის ჭარბი გამოყენებისას,

ჰორმონალური დაავადებების არსებობისას (ფარისებრი ჯირკვლის, ჰიპოფიზის და ან თირკმლეზედა ჯირკვლის ფუნციების დარღვევისას),

ღვიძლის და ან თირკმლის ფუნქციების მკვეთრი დაქვეითების დროს.

თუ, სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია) გაქვთ, შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები გამოვლინდეს (იხილეთ ნაწილი-,,შესაძლო გვერდითი ეფექტები’’): თავის ტკივილი, ძლიერი შიმშილის შეგრძნება, გულისრევა, ღებინება, სისუსტე, ძილის დარღვევები, აჟიტაცია (ძლიერი მოუსვენრობა), აგრესია (პიროვნების სხვა პიროვნებების მიმართ სიტყვიერი და ქცევითი თავდასხმის ქმედებები), კონცენტრაციის დარღვევები, გონების არევა და რეფლექსური დარღვევები, დეპრესია, კონფუზია (გონების არევა, დაბნეულობა), მხედველობის და მეტყველების დარღვევები, კანკალი, მგრძნობელობის დარღვევები, ვერტიგო და სისუსტის შეგრძნება.

გარდა ამისა შეიძლება ქვემოთ მოცემული სიმპტომებიც გამოვლინდეს:ოფლიანობა, კანის ძლიერი ტენიანობა, შფოთვა (გაღიზიანება, ეჭვიანობა), სწრაფი და არარეგულარული გულისცემა, სისხლის არტერიული წნევის მომატება, მკერდის არეში ძლიერი ტკივილი, რომელიც ახლო მიდამოებში ვრცელდება (გულის ანგინა-სტენოკარდია).

თუ, სისხლში შაქრის დონის დაცემა გაგრძელდება, შეიძლება გამოვლინდეს: კონფუზია (გონების მკვეთრი არევა), კუნთების კრუნჩხვები (კონვულსია), კონტროლის დაკარგვა, ზედაპირული სუნთქვა, გულისცემის სიჩქარის შენელება და გონების დაკარგვა /ცნობიერების დაკარგვვა.

სისხლში შაქრის დონის დაქვეითების სიმპტომები სწრაფად ალაგდება, თუ შაქრიან, ტკბილს მიიღებთ, მაგ. გლუკოზის ტაბლეტები, შაქრის ნატეხი, ხილის წვენი და ან შაქრიანი ჩაი.

ასეთი შემთხვევებისთვის ყოველთვის შაქრის ნატეხი თან იქონიეთ (მაგ. კენჭი შაქარი, გლუკოზის ტაბლეტები). ხელოვნური დამატკობობელები ამ შემთხვევაში ეფექტური არ არის. თუ, შაქრის მიღების მიუხედავად სიმპტომების გამოვლინება გაგრძელდება და ან სიმპტომები განმეორებით კვლავ გამოვლინდება, თქვენს ექიმს და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს მიმართეთ.

ზოგიერთ შემთხვევაში, სისხლში შაქრის დონის დაქვეითების ნიშნები ფარულია, უფრო ნაკლებად გამოხატულია და ან ნელ-ნელა ვითარდება, რაც სისხლში შაქრის დონის დაქვეითების მიხვედრას ართულებს, მსგავსი მდგომარეობა განსაკუთრებით ხშირად ვლინდება ხანდაზმულ ავადმყოფებში, რომლებიც სხვა წამლებსაც ღებულობენ (მაგ. ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი წამლები და ბეტა ბლოკერების სახელით წოდებული წამლები).

თუ, სტრესული სიტუაცია გაქვთ (უბედური შემთხვევა, ოპერაცია, ცხელება), ექიმი შეიძლება დროებით ინსულინოთერაპიაზე გადაგიყვანოთ.

თუ, ექიმის მიერ მოცემული დანიშნულების შესაბამისად არ განახორციელებთ მკურნალობას და თან ღებულობთ წმინდა ჯონის ვორტის (ჰიპერიკუმ პერფორატუმი) და ყვითელი კრაზანას შემცველ წამლებს (იხილეთ ნაწილი-,, სხვა წამლებთან ურთიერთქმედება’’), ასევე სტერსული სიტუაციების დროს და ან დიამიკრონ მრ-ის მიერ სისხლში შაქრის დონის არასაკმარისად დაქვეითებისას, შეიძლება გამოვლინდეს სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია). სისხლში შაქრის დონის მომატების (ჰიპერგლიკემიის) სიმპტომებია:ძლიერი წყურვილი, ხშირი შარდვა, პირის სიმშრალე, ქავილი და ან კანის სიმშრალე, კანის ინფექციები, სისუსტე.

თუ, ზემოთ აღნიშნული სიმპტომების გამოვლინება გაგრძელდება, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.

თუ, დიამიკრონ მრ- ფტორქინოლინების სახელით წოდებულ ანტიბიოტიკების ჯგუფში შემავალ წამლებთან ერთად დაინიშნება, განსაკუთებით ხანდაზმულ ავადმყოფებში, შეიძლება გამოვლინდეს სისხლში შაქრის დონის დარღვევები (სისხლში შაქრის დაბალი დონე და ან მომატებული დონე). აღნიშნულ შემთხვევაში, ექიმი სისხლში შაქრის დონის კონტროლის მნიშვნელობას შეგახსენებთ.

თუ, თქვენ და ან თქვენი ოჯახიდან რომელიმეს გლუკოზო-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას (G6PD) დეფიციტი გაქვთ (სისხლის წითელი უჯრედების ანომალია), შეიძლება გამოვლინდეს ჰემოგლობინის დონის დაქვეითება და ან სისხლის წითელი უჯრედების დაშლა (ჰემოლიზური ანემია). აღნიშნულ შემთხვევაში, ამ წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

პორფირიის დროს (პორფირინის და ან პორფირინის წინამორბედების სხეულში დაგროვებით მიმდინარე თანდაყოლილი გენეტიკური დარღვევები) სხვა ზოგიერთი სულფონილშარდოვანას ჯგუფის წამლების მიღებისა,ს აღწერილია პორფირიის გამწვავების შემთხვევები.

კლინიკური მონაცემების არ არსებობის გამო, ბავშვებში დიამიკრონ მრ-ის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში და ან ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.

დიამიკრონ მრ-ის გამოყენება საკვებთან დ სასმელთან ერთად

დიამიკრონ მრ-ის ტაბლეტის მიღება შესაძლებელია საკვებთან და უალკოჰოლო სასმელებთან ერთად.

ალკოჰოლი და ალკოჰოლის შემცველი სასმელი არ უნდა იქნას მიღებული.

ორსულობა:

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარემცევტს მიმართეთ.

ორსულობის დროს დიამიკრონ-მრ-ის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

თუ, ორსულად ხართ და ან ორსულობას გეგმავთ, ამ წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

თუ, მკურნალობის დროს ორსულობა დაფიქსირდება, წამლის გამოყენება შეწყვიტეთ და კონსულტაციისთვის მაშანვე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება -ლაქტცია

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმცევტს მიმართეთ.

დიამიკრონ მრ ლაქტაციის დროს არ გამოიყენება.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

თუ, სისხლში შაქრის დონე ძალიან დაბალი (ჰიპოგლიკემია) და ან ძალიან მაღალია (ჰიპერგლიკემია) და ან ამ მიზეზების გამო მხედველობის დარღვევა, ასევე კონცენტრაციის დარღვევა გაქვთ, აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს სწარაფად რეაგირების უნარის შემცირება. ავტომობილის და მექანიზმების მართვის დროს საკუთარ თავს და ან სხვას შეიძლება ზიანი მიაყენოთ.

დიამიკრონ მრ-ის გამოყენების დროს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში არსებობს სისხლში შაქრის დონის დაქვეითების რისკი, ამიტომ ავტომობილის და მექანიზმების მართვის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ.

თუ, სისხლში შაქრის დონის დაცემის ხშირი შეტევები გაქვთ,

თუ, სისხლში შაქრის დონის დაქვეითების სიმპტომები მცირეა და ან საერთოდ არ ვლინდება,

ავტომობილის მართვის საკითხის გადაწყვეტილების მიღებისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

დიამიკრონ მრ-ის შემადგენლობში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთიერებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

დიამიკრონ მრ, 71,36 მგ ლაქტოზის და გლუკოზის წყაროს მალტოდექსტრინს შეიცავს.

თუ ექიმის მიერ ადრე მოწოდებული ინფორმაციით იცით, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა გაქვთ, ამ სამედიცინო პროდუქტის მიღებამდე თქვენს ექიმს დაუკავშირდით.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ, ამჟამად რომელიმე წამალს ღებულობთ, ახლო პერიოდში მიიღეთ და ან მომავალში გეგმავთ მიღებას, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.

სხვა წამლებით მკურნალობამ შეიძლება დიამიკრონ მრ--ით მკურნალობაზე ზემოქმედება მოახდინოს.

დიამიკრონ მრ-ის ქვემოთ მოცემულ წამლებთან ერთად გამოყენებისას, აღნიშნულმა დიამიკრონ მრ-ის სისხლში შაქრის დამაქვეითებელი ეფექტი (ჰიპოგლიკემიური ეფექტი) შეიძლება გაზარდოს, ეს კი სისხლში შაქრის დონის დაქვეითების (ჰიპოგლიკემიის) ნიშნების გამოვლინებას გამოიწვევს.

სისხლში შაქრის დონის მომატების (ჰიპერგლიკემია) სამკურნალოდ გამოყენებული სხვა წამლები (ორალური ანტიდიაბეტური აგენტები, GLP-1 რეცეპტორების აგონისტები და ან ინსულინი),

ანტიბიოტიკები (მაგ.სულფონამიდები, კლარიტრომიცინი),

ჰიპერტენზიის და ან გულის უკმარისობის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (ბეტა ბლოკერები და კაპროპრილი და ან ენალაპრილის მსგავსი ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები),

სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (მიკონაზოლი, ფლუკონაზოლი),

კუჭის და თორმეტგოჯას წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (H2 რეცეპტორების ანტაგონისტები),

დეპრესიის სამკრუნალოდ გამოყენებული წამლები (მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები),

ტკივილგამაყუჩებელი და ანტირევმატიული წამლები (ფენილბუტაზონი), იბუპროფენი),

ალკოჰოლის შემცველი წამლები.

დიამიკრონ მრ-ის ქვემოთ მოცემულ წამლებთან ერთად გამოყენებისას, დიამიკრონ მრ-ის სისხლში შაქრის დონის დამაქვეითებელი (ჰიპოგლიკემიური) ეფექტი შეიძლება შემცირდეს და სისხლში შაქრის დონის მომატების (ჰიპერგლიკემია) ნიშნები განვითარდეს.

ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (ქლორპრომაზინი),

ანთების საწინააღმდეგო წამლები (კორტიკოსტეროიდები),

ასთმის სამკურნალოდ გამოყენებული და ან დატვირთვის დროს გამოყენებული წამლები (ი.ვ. სალბუტამოლის, რიტოდრინის და ტერბუტალინის გამოყენება),

ძუძუს დაავადებების, ძლიერი მენსტრუალური სისხლდენების და ენდომეტრიოზის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები (დანაზოლი),

წმ. ჯონის ვორტის (ჰიპერიკუმ პერფორატუმის) (ყვითელი კრაზანას) შემცველი წამლები.

დიამიკრონ მრ-ის ფტორქინოლინების სახელით წოდებულ ანტიბიოტიკის ჯგუფის წამლებთან ერთად გამოყენებისას, განსაკუთრებუთ ხანდაზმულ ავადმყოფებში შეიძლება გამოვლინდეს სისხლში შაქრის დონის დარღვევები (სისხლში შაქრის დაბალი და ან მაღალი დონე).

დიამიკრონ მრ-ის მიღებამ შეიძლება სისხლსი შედედების საწინააღმდეგო (ანტიკოაგულანტი) წამლების ეფექტი გაზარდოს (მაგ. ვარფარინი).

თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.

  • როგორ გამოიყენება დიამიკრონ-მრ ?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

დიამიკრონ მრ, ყოველთვის თქვენი ექიმის და ან ფარმაცევტის მიერ რეკომენდირებული დოზით და სიხშირით მიიღეთ. თუ დარწმუნებული არა ხართ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ. დოზებს, სისხლსა და შარდში შაქრის დონის შესაბამისად ექიმი განსაზღვრავს.

გარე ფაქტორების ზემოქმედებით განვითარებული ცვლილებების დროს (მაგ. წონის დაკლება, ცხოვრების რეჟიმის შეცვლა, სტრესი) და ან სისხლში შაქრის დონის დარეგულრებისას, გამოსწორებისას საჭიროა წამლის დოზის განმეორებით რეგულირება, შერჩევა.

რეკომენდირებული დოზა, მკურნალობაზე მიღებული პასუხის შესაბამისად, ერთჯერადად საუზმესთან ერთად, ძირითდად დღეში ½-დან და 2 ტაბლეტამდე (მაქსიმუმ 120 მგ) იცვლება.

თუ, დიამიკრონ მრ-ის და მეტფორმინის, ასევე ალფა გლუკოზიდაზას ინჰიბიუტორის, თიაზოლიდინდიონის, დიპეპტიდილ პეპტიდაზა-4 ინჰიბიტორის, GLP-1 რეცეპტორის აგონისტის ერთად კომბინირებული მკურნალობა ხორციელდება და ან ინსულინი დაწყებულია, მდგომარეობის შესაბამისად, თქვენი ექიმი თითოეული წამლის დოზას სათითაოდ განსაზღვრავს.

გამოყენების გზა და მეთოდი:

განკუთვნილია ორალური (პირის) გზით გამოყენებისთვის.

ტაბლეტები, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მიღებული იქნა თანაბრად დაყოფილი სახით, ორ ნაწილად. ერთი ტაბლეტი და ან ნახევარი ტაბლეტი მიიღება დაფხვნის და დაღეჭვის გარეშე, მთლიანი სახით საუზმესთან ერთად, რომელიც საკმარისი რაოდენობის წყლით გადაიყლაპება. სასურველია, ტაბლეტები ყოველდღე, ერთსადაიმავე დროს, საათზე მიიღოთ. ტაბლეტის მიღების შემდეგ აუცილებლად საკვები უნდა მიიღოთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე) გამოყენება:

კლინიკური მონაცემების არ არსებობის გამო, ბავშვებსა და მოზარდებში დიამიკრონ მრ-ის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

ხანდაზმულებში (65 წლის და მეტი) გამოყენება:

ხანდაზმულებში, დიამიკრონ მრ გამოიყენება იმავე დოზებით, როგორც ზრდასრულებში.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების უკმარისობა:

თირკმლების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში გამოიყენება სიფრთხილით, ექიმის ზედამხედველობის პირობით.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის უკმარისობასთან დაკავშირებით მონაცემები არ არსებობს.

თუ, ექიმი სხვა რეკომენდაციებს არ მოგცემთ, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ქვემოთ აღწერილი მითითებებით.

თუ, ფიქრობთ, რომ დიამიკრონ მრ-ის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, დიამიკრონ მრ-ის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, დიამიკრონ მრ-ის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, კონსულტაციისთვის ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

დიამიკრონ მრ-ის ჭარბი დოზით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია). (იხილეთ ნაწილი-,,გაფრთხილებები’’). აღნიშნულ შემთხვევაში, სასწრაფოდ საჭიროა კენჭი შაქრის (ნატეხი შაქრის) 4-6 ცალის ჭამა და ან შაქრიანი სასმელის მიღება, შემდეგ კი საკვების მიღება.

თუ, ავადმყოფს გონება დაკარგული აქვს, სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ და ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ. თუ, ავადმყოფს გონება დაკარგული აქვს, სასმელი და ან საკვები არ უნდა მისცეთ.

თუ, წამალს შემთხვევით სხვა პიროვნება მიიღებს და ან შემთხვევით გადაყლაპავს (მაგ. ბავშვები), ზემოთ მოცემული გაფრთხილებები გაითვალისწინეთ და თავიდან აცილების ღონისძიებები განახორციელეთ.

სასურველია, თქვენი მდგომარეობის შესახებ ინფორმირებული და ექიმთან კონტაქტის მქონე თანმხლები პირის თქვენთან ერთად ყოფნა.

თუ, დიამიკრონ მრ-ის მიღება დაგავიწყდებათ:

მკურნალობის ეფეტურობისთვის საჭიროა წამლის რეგულარულად, ერთსადაიმავე დროს, საათზე მიღება. თუ, წამლის მიღება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ, დავიწყებული დოზა მიიღეთ, შემდეგ კი მომდევნო დოზის მიღება ჩვეული რეჟიმით გააგრძელეთ.

თუ, დავიწყებული დოზა ძალიან გვიან გაგახსენდებათ, მომდევნო დოზის მიღების დროსთან ახლო პერიოდში, ამ შემთვევაში დავიწყებული დოზა გამოტოვეთ.

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც დიამიკრონ მრ-ით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

ტიპი- 2 შაქრიანი დიაბეტი მთელი ცხოვრება გრძელდება, ამიტომ ექიმის რეკომენდაციის გარეშე მკურნალობა არ შეწყვიტოთ და ან დროებით არ შეაჩეროთ.

მკურნალობის შეწყვეტა, დიაბეტის უმართაობას და ჰიპერგლიკემიას (სისხლში შაქრის დონის მომატებას) გამოიწვევს.

თუ, აღნიშნულ პროდუქტთან დაკავშირებით დამატებით კითხვები გაგიჩნდებათ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, დიამიკრონ მრ-ის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებში შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, დიამიკრონ მრ-ის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტია სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია). თუ, გამოვლენილი სიმპტომების მკურნალობა არ განხორციელდება, შეიძლება განვითარდეს ძილიანობა, გონების დაკარგვა და კომაც კი. თუ, შაქრის მიღების მიუხედავად სიმპტომები მაინც გაგრძელდება და ან ძლიერი ჰიპოგლიკემია დაფიქსირდება, სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.

სისხლში შაქრის დონის დაქვეითება დიამიკრონ მრ-ის ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტია და ძირითადად წამლის ჭარბი დოზის მიღებისას ვლინდება (სიმპტომების ნახვისთვის იხილეთ ნაწილი ,,დიამიკრონ მრ ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ’’).

დიამიკრო მრ-ის გამოყენებისას ასევე დაფიქსირებულია: კანზე გამონაყარი, სიწითლე, ქავილი, ურტიკარია, ბუშტუკების გაჩენა და ანგიოედემა (თვალის ქუთუთოების, სახის, პირის ღრუს, ენის და ხახის შეშუპება, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება). კანის გამონაყარი შეიძლება პროგრესირდეს გავრცელებული ბუშტუკების წარმოქმნით და ან კანის აცლის (აშრევების) სახით, თუ აღნიშნული თქვენთან გამოვლინდება, დიამიკრონ მრ-ის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ ექიმის კონსულტაცია მიიღეთ, ექიმს ასევე უთხარით, რომ ამ წამალს ღებულობთ. გამონაკლისის სახით, დასაწყისში შეიძლება გამოვლინდეს გრიპის მსგავსი სიმპტომები და სახეზე გამონაყარი, შემდეგ კი გავრცელებული გამონაყარი, მაღალი ტემპერატურა, რომელიც წამლის მიმართ მკვეთრად გამოხატული მგრძნობელობის რეაქციის (დრესს სინდრომი) სიმპტომები შეიძლება იყოს.

ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს რომ თქვენ დიამიკრონ მრ-ის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ, ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ან საავადმყოფოში დაწოლა დაგჭირდეთ.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

თვალების და კანის გაყვითლების გამომწვევი ღვიძლის ფუნქციების დარღვევა, აღნიშნული შემთხვევათა მცირე რიცხვში არის დაფიქსირებული. მკურნალობის შეწყვეტისას, აღნიშნული სიმპტომები ლაგდება. მკურნალობის შეწყვეტის და ან გაგრძელები საკითხს ექიმი გადაწყვეტს.

სხვა სულფონილშარდოვანას ჯგუფის წამლების გამოყენების მსგავსად- სისხლის უჯრედების რაოდენობის მკვეთრი ცვლილება და სისხლძარღვების კედლების ალერგიული ანთება, სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება (ჰიპონატრემია), ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნები (მაგ. სიყვითლე). შემთხვევათა უმრავლესობაში, სულფონილშარდოვანას წამლების გამოყენების შეწყვეტისას, გამოვლენილი სიმპტპომები ალაგდება ხოლმე, თუმცა შემთხვევათა ძალიან მცირე რიცხვში სიცოცხლისთვის საშიში ღვიძლის ფუნქციების დარღვევა შეიძლება განვითარდეს.

სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (მაგ. თრომბოციტების, სისხლის წითელი და თეთრი უჯრედები), ამ დროს ვლინდება: კანის სიფერმკრთალე, სისხლდენის დროის გახანგრძლივება, კანზე მსუბუქად მოხვედრისას (მსუბუქი დაჯახება) სისხლჩაქცევა, ყელში წვის შეგრძნება და ცხელება. აღნიშნული სიმპტომები მკურბალობის შეწყვეტისას ძირითადად ალაგდება ხოლმე.

ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაგჭირდეთ. სერიოზული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათად ვლინდება.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ:

საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები (მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დისპეფსიური მოვლენები, დიარეა, ყაბზობა). რეკომენდაციის შესაბამისად, თუ წამალი საკვებთან ერთად იქნება მიღებული, ამ გვერდითი ეფექტების გამოვლინება შემცირდება.

განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში შეიძლება გამოვლინდეს სისხლში შაქრის დონის ცვლილებები და შესაბამისად გარდამავალი მხედველობის დარღვევები.

აღნიშნული, დიამიკრონ მრ-ის მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს და ან ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით და ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • დიამიკრონ მრ-ის შენახვა

დიამიკრონ მრ, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <300C ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

ვადა გასული და ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

შეფუთვაზე მითითიებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ დიამიკრონ მრ არ გამოიყენოთ.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. Les Laboratoires Ssrvier-საფრანგეთის ლიცენზიით

სერვიერის წამლის და კვლევის ორგანიზაცია

ბეიბი გიზ ქულე, მეიდანის ქ. N:1, სართული:22-23.

მასოლაქი, სტამბოლი.

ტელ: 0212 329 14 00;

ფაქსი: 0212 290 20 30;

წარმოების ადგილი:

სახელი: ს.ს აბდი იბრაჰიმის წამლის წარმოება და ვაჭრობა

მისამართი: ესენიურთი, სტამბოლი

აღნიშნული გამოყენების ინსტუქცია 04.08.2020 -ში დამოწმებულია

A20012665/03 სერვიერ

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა