პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტივირუსული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ვიროსილი 200მგ ტაბლეტი

Virosil® 200mg Tablet

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ვიროსილი არის ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც ეფექტურია Herpes Simplex (HSV) ვირუსის I და II ტიპის და Varicella Zoster-ის წინააღმდეგ. ვიროსილი შეიცავს აციკლოვირს, როგორც აქტიურ ნივთიერებას და ხელმისაწვდომია 25 ტაბლეტიან ბლისტერულ შეფუთვაში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
აციკლოვირი (aciclovir)
ფორმა და შეფუთვა
200მგ ტაბლეტი №25
მწარმოებელი
Deva Holding A.Ş., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტივირუსული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ნუკლეოზიდები და ნუკლეოტიდები უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორების გარდა
ATC კოდი
J05AB01
რეგისტრაციის ნომერი
რ-043989
რეგისტრირებულია
16 სექტემბერი 2025, მოქმედებს 16 სექტემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ნიუ ჯორჯია - 555“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებავიროსილი 200მგ ტაბლეტი და სხვა წამალი ერთად

ვიროსილი 200მგ ტაბლეტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ვიროსილი არის ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც ეფექტურია Herpes Simplex (HSV) ვირუსის I და II ტიპის და Varicella Zoster-ის წინააღმდეგ.

ვიროსილი შეიცავს აციკლოვირს, როგორც აქტიურ ნივთიერებას და ხელმისაწვდომია 25 ტაბლეტიან ბლისტერულ შეფუთვაში.

ვიროსილი გამოიყენება კანის ინფექციების (ჰერპესი), ჩუტყვავილას, ზოსტერის ჰერპესის (ნერვის ანთებით გამოწვეული მტკივნეული კანის დაავადება), შიდსის და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდეგ მძიმე იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში.

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქცია:

ვიროსილის გამოყენების ინსტრუქციასთან დაკავშირებით დაიცავით ექიმის მითითებები.

ზრდასრულები:

ჰერპესის მკურნალობა: მიიღეთ 200 მგ 5-ჯერ დღეში საშუალოდ 4-საათიანი ინტერვალებით, ღამის დოზის გამოტოვებით.

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 5 დღის განმავლობაში, თუმცა მძიმე ინფექციების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის გახანგრძლივება. მძიმე იმუნოდეფიციტის შემთხვევებში (მაგ. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდეგ) ან ნაწლავური მალაბსორბციის მქონე პაციენტებში დოზა შეიძლება გაორმაგდეს 400 მგ-მდე.

ჰერპესის დათრგუნვა: ნორმალური იმუნიტეტის მქონე პაციენტებში ჰერპესული ინფექციის დასათრგუნად, ვიროსილი უნდა მიიღოთ 200 მგ დღეში 4-ჯერ, დაახლოებით 6 საათის ინტერვალებით. ბევრი პაციენტი კმაყოფილია 400 მგ დღეში 2-ჯერ მიღებით, დაახლოებით ყოველ 12 საათში ერთხელ. დოზის შემცირებით შესაძლებელია ვიროსილის 200 მგ-ის საკმარისი რაოდენობის მიღება დღეში 3-ჯერ, 8 საათის ინტერვალებით ან თუნდაც 2-ჯერ დღეში, 12 საათის ინტერვალებით.

ჰერპესისგან დაცვა: ვიროსილი უნდა მიიღოთ 200 მგ დღეში 4-ჯერ, დაახლოებით ყოველ 6 საათში ერთხელ. მძიმე იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში (მაგ., ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდეგ) ან ნაწლავებში შეწოვის დარღვევების მქონე პაციენტებში, დოზა შეიძლება გაორმაგდეს 400 მგ-მდე.

ჩუტყვავილა და ზოსტერ ჰერპესი: 800 მგ ვიროზილი უნდა მიიღოთ დღეში 5-ჯერ, დაახლოებით 4 საათის ინტერვალით, ღამის დოზის გამოტოვებით. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 7 დღე.

მძიმე იმუნიტეტის მქონე პაციენტებში; 800 მგ ვიროსილი უნდა იქნას მიღებული 4-ჯერ დღეში, დაახლოებით 6 საათის ინტერვალით.

მიღების გზა და მეთოდი

მიიღება პერორალურად გარკვეული რაოდენობის წყალთან ერთად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

ჰერპესის სამკურნალოდ და იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში ჰერპესის პროფილაქტიკისთვის: 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს უნდა მიეცეთ ზრდასრულთა დოზა, ხოლო 2 წლამდე ასაკის ბავშვებს - ზრდასრულების დოზის ნახევარი.

ჩუტყვავილას მკურნალობა: 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს უნდა დაენიშნოთ 800 მგ (ორი ტაბლეტი) დღეში 4-ჯერ, ხოლო 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს - 400 მგ ვიროზილი დღეში 4-ჯერ. 2 წლამდე ასაკის ბავშვებს შეიძლება დაენიშნოთ 200 მგ ვიროზილი დღეში 4-ჯერ. ამ ასაკში დოზის გამოთვლა ასევე შესაძლებელია 20 მგ/კგ-ზე (საერთო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 800 მგ-ს დღეში). მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 5 დღის განმავლობაში.

იმუნოდეფიციტის არმქონე ბავშვებში ჰერპესის ან ჰერპეს ზოსტერის სუპრესიის შესახებ კონკრეტული მონაცემები არ არსებობს. 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მძიმე იმუნოდეფიციტით, მონაცემები შეზღუდულია, ამიტომ შესაძლებელია მოზრდილებისთვის განკუთვნილი დოზის დანიშვნა.

გამოყენება ხანდაზმულებში:

თუ აპირებთ ვიროსილის მაღალი დოზების მიღებას, დარწმუნდით, რომ სვამთ საკმარისი რაოდენობით წყალს. თუ გაქვთ თირკმლის დაავადება, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დოზის შემცირებას.

უკუჩვენებები

თუ:

ვიროსილის გამოყენებისას ალერგიული რეაქცია (გამონაყარი, ადგილობრივი ტკივილი ან შეშუპება) განვითარდა, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და აცნობეთ ექიმს.

გაქვთ ალერგია აციკლოვირზე ან ვალაციკლოვირზე (ანტივირუსული პრეპარატის სახეობა), არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ვიროსილის გამოყენებისას შემდეგი მდგომარეობების დროს

თუ:

  • თქვენ გაწუხებთ თირკმლის დაავადება, ვიროსილის დოზა უნდა შემცირდეს.
  • ხართ ხანდაზმული ადამიანი (65 წელზე მეტი ასაკის). თუ პაციენტთა ამ ჯგუფს მიეკუთვნებით, შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება, რადგან შესაძლოა თირკმლის ფუნქცია დაქვეითდეს.
  • იღებთ პრეპარატის მაღალ დოზებს, აუცილებლად მიიღეთ საკმარისი რაოდენობით წყალი.
  • გაქვთ აქტიური დაზიანებები (გამონაყარი ან ბუშტუკები), მიიღეთ საჭირო ზომები ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, მაშინაც კი, თუ ისინი წარსულში მოხდა, მიმართეთ ექიმს.

ვიროსილის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

არ გამოიყენება.

სიფრთხილის ზომები

თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს: ჰერპესის მკურნალობისა და პროფილაქტიკის დროს რეკომენდებულია დოზის კორექტირება 200 მგ-მდე დღეში 2-ჯერ, დაახლოებით 12 საათში ერთხელ. ჩუტყვავილას და ზოსტერის ინფექციების მკურნალობისას და მძიმე იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტების მკურნალობისას რეკომენდებულია დოზის კორექტირება 800 მგ-მდე დღეში 2-ჯერ, 12 საათში ერთხელ, ხოლო თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევის მქონე პაციენტებში 800 მგ-მდე დღეში 3-ჯერ, 8 საათში ერთხელ.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ აციკლოვირს, აუცილებელია დოზის კორექცია და ჰიდრატაციის დონის რეგულირება.

თუ ფიქრობთ, რომ ვიროსილის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ იღებთ ვიროსილის საჭიროზე მეტ დოზას

ვიროსილის მაღალი დოზების შემთხვევითმა განმეორებითმა მიღებამ რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები (გულისრევა და ღებინება) და ნევროლოგიური სიმპტომები (თავის ტკივილი, ცნობიერების არევა). ჰემოდიალიზი მნიშვნელოვნად ზრდის ვიროსილის სისხლიდან გამოდევნას.

თუ მიიღეთ ვიროსილის საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ვიროსილის გამოყენება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის.

შესაძლო ეფექტები ვიროსილით მკურნალობის შეწყვეტისას

როგორც ყველა სხვა მედიკამენტის შემთხვევაში, ვიროსილში შემავალი ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებს შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად.

ვიროსილი ორსულობის დროს უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის სარგებელი აღემატება რისკებს.

თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

სიფრთხილე გმართებთ, თუ აპირებთ ვიროსილის გამოყენებას ძუძუთი კვების პერიოდში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისას შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ძილიანობა, ყურადღების კონცენტრაციისა და რეაქციების დარღვევა. სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ არ აგღენიშნებათ მსგავსი გვერდითი მოვლენები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვიროსილში შემავალი ზოგიერთი ნივთიერებების შესახებ

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა ადრე გითხრათ, რომ გაქვთ გარკვეული შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.

პრობენეციდი (პოდაგრის სამკურნალო პრეპარატი) და ციმეტიდინი (წყლულების სამკურნალო პრეპარატი) აძლიერებენ ვიროსილის ეფექტს. ანალოგიურად, ვიროსილის ეფექტი ძლიერდება, როდესაც ის ერთდროულად მიიღება მიკოფენოლატ მოფეტილის მაღალ დოზებთან, რომელიც გამოიყენება იმუნოკომპრომეტირებული ორგანოების გადანერგვის მქონე პაციენტებში. თუმცა, დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ვიროსილმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა მისი ინგრედიენტების მიმართ.

თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი გამოვლინდა, შეწყვიტეთ ვიროსილის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები:

  • ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება კანზე.
  • სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება.
  • სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ხიხინი.
  • აუხსნელი ცხელება.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები აღინიშნება ძალიან იშვიათად.

ყველა ეს გვერდითი მოვლენა ძალიან სერიოზულია.

თუ რომელიმე მათგანი გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ გაქვთ სერიოზული ალერგია ვიროზილზე. შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგი სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირად: შეიძლება აღინიშნებოდეს 10 პაციენტიდან მინიმუმ 1-ში.

ხშირად: შეიძლება აღინიშნებოდეს 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტში.

არც ისე ხშირად: შეიძლება აღინიშნებოდეს 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.

იშვიათად: შეიძლება აღინიშნებოდეს 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში.

ძალიან იშვიათად: შეიძლება გამოვლინდეს 10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში.

უცნობია: არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

ხშირი გვერდითი მოვლენები

  • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
  • გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუჭის ტკივილი
  • ქავილი, გამონაყარი
  • დაღლილობა, ცხელება

არახშირი გვერდითი მოვლენები

  • ჭინჭრის ციება
  • თმის ცვენის დაჩქარება

იშვიათი გვერდითი მოვლენები

  • ქოშინი
  • სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება)
  • ბილირუბინის და ღვიძლის ფერმენტების შექცევადი მატება, სისხლისა და შარდოვანას ანალიზებში ცვლილებები

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები

  • სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) რაოდენობის შემცირება
  • სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) რაოდენობის შემცირება
  • თრომბოციტების (სისხლის თრომბოციტების) რაოდენობის შემცირება
  • ჰალუცინაციები
  • ფსიქოზური სინდრომები (ემოციებისა და აზროვნების დარღვევები)
  • მოუსვენრობა
  • დაბნეულობა
  • კანკალი
  • მოძრაობის კონტროლის გაძნელების გამო სიარულის დარღვევა (ატაქსია)
  • მეტყველების ან ენის დარღვევა
  • კრუნჩხვები
  • ძილიანობა
  • ენცეფალოპათია (ტვინის ანთების სახეობა)
  • აზროვნების, კონცენტრაციისა და გადაწყვეტილების მიღების დარღვევა
  • ჰეპატიტი
  • სიყვითლე
  • თირკმლის ტკივილი
  • კომა
  • ღვიძლის უკმარისობა

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, რომელიც შეიძლება იყოს ან არ იყოს ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გარდა ამისა, შეატყობინეთ თქვენს მიერ განცდილი გვერდითი მოვლენების შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) www.titck.gov.tr-ზე „წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ ხატულაზე დაწკაპუნებით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ხაზზე დარეკვით 0 800 314 00 08 ნომერზე. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ თქვენს მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებას.

შენახვის პირობები

ვიროსილი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.

შეინახეთ 25°C-მდე ოთახის ტემპერატურაზე, ნესტისა და სინათლისაგან დაცულ ადილას.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

ვიროსილი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ვიროსილი, თუ პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე შეამჩნევთ რაიმე დეფექტს.

ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები არ გადააგდოთ ნაგავში! გადაეცით ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დადგენილ შეგროვების სისტემას.

სავაჭრო ავტორიცაზიის მფლობელი:

Saba İlaç Sanayi ve Tic. A.Ş.

კიუჩუკჩექმეჯე - სტამბოლი

ტელ: 0 212 692 92 20

ფაქსი: 0 212 697 70 85

ელ. ფოსტა: [email protected]

წარმოების ადგილი:

Deva Holding A.Ş.

კაპაკლი - თექირდაგი

ეს შეფუთვის ჩანართი დამტკიცდა 2022 წლის 7 იანვარს

თარგმანი შეესაბამება ორიგინალს. მთარგმნელი:

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

შეფუთვის ჩანართი

ვიროსილი 200მგ ტაბლეტი

პერორალურად მისაღები.

აქტიური ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 200მგ აციკლოვირს.

დამხმარე ნივთიერება(ები): ლაქტოზა (წარმოებულია ძროხის რძისგან), მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, პოლივინილქლორიდი.

ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით შეფუთვის ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა, ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი თქვენთვისაა დანიშნული. არ გადასცეთ ის სხვებს.

ამ მედიკამენტის მიღებისას, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას აცნობეთ თქვენს ექიმს მისი გამოყენების შესახებ.

ზუსტად დაიცავით ამ ფურცელ-ჩანართში მითითებული ინსტრუქციები. არ მიიღოთ მედიკამენტი რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზით.

ფურცელ-ჩანართის შინაარსი:

  • რა არის ვიროსილი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ვიროსილის გამოყენებამდე
  • ვიროსილის მიღების წესი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ შევინახოთ ვიროსილი

რა არის ვიროსილი და რისთვის გამოიყენება

ვიროსილი არის ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც ეფექტურია Herpes Simplex (HSV) ვირუსის I და II ტიპის და Varicella Zoster-ის წინააღმდეგ.

ვიროსილი შეიცავს აციკლოვირს, როგორც აქტიურ ნივთიერებას და ხელმისაწვდომია 25 ტაბლეტიან ბლისტერულ შეფუთვაში.

ვიროსილი გამოიყენება კანის ინფექციების (ჰერპესი), ჩუტყვავილას, ზოსტერის ჰერპესის (ნერვის ანთებით გამოწვეული მტკივნეული კანის დაავადება), შიდსის და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდეგ მძიმე იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში.

რა უნდა იცოდეთ ვიროსილის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ვიროსილი შემდეგ შემთხვევებში:

თუ:

ვიროსილის გამოყენებისას ალერგიული რეაქცია (გამონაყარი, ადგილობრივი ტკივილი ან შეშუპება) განვითარდა, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და აცნობეთ ექიმს.

გაქვთ ალერგია აციკლოვირზე ან ვალაციკლოვირზე (ანტივირუსული პრეპარატის სახეობა), არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ვიროსილის გამოყენებისას შემდეგი მდგომარეობების დროს

თუ:

  • თქვენ გაწუხებთ თირკმლის დაავადება, ვიროსილის დოზა უნდა შემცირდეს.
  • ხართ ხანდაზმული ადამიანი (65 წელზე მეტი ასაკის). თუ პაციენტთა ამ ჯგუფს მიეკუთვნებით, შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება, რადგან შესაძლოა თირკმლის ფუნქცია დაქვეითდეს.
  • იღებთ პრეპარატის მაღალ დოზებს, აუცილებლად მიიღეთ საკმარისი რაოდენობით წყალი.
  • გაქვთ აქტიური დაზიანებები (გამონაყარი ან ბუშტუკები), მიიღეთ საჭირო ზომები ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, მაშინაც კი, თუ ისინი წარსულში მოხდა, მიმართეთ ექიმს.

ვიროსილის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

არ გამოიყენება.

ორსულობა

მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად.

ვიროსილი ორსულობის დროს უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის სარგებელი აღემატება რისკებს.

თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

სიფრთხილე გმართებთ, თუ აპირებთ ვიროსილის გამოყენებას ძუძუთი კვების პერიოდში.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისას შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ძილიანობა, ყურადღების კონცენტრაციისა და რეაქციების დარღვევა. სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ არ აგღენიშნებათ მსგავსი გვერდითი მოვლენები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვიროსილში შემავალი ზოგიერთი ნივთიერებების შესახებ

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა ადრე გითხრათ, რომ გაქვთ გარკვეული შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.

პრობენეციდი (პოდაგრის სამკურნალო პრეპარატი) და ციმეტიდინი (წყლულების სამკურნალო პრეპარატი) აძლიერებენ ვიროსილის ეფექტს. ანალოგიურად, ვიროსილის ეფექტი ძლიერდება, როდესაც ის ერთდროულად მიიღება მიკოფენოლატ მოფეტილის მაღალ დოზებთან, რომელიც გამოიყენება იმუნოკომპრომეტირებული ორგანოების გადანერგვის მქონე პაციენტებში. თუმცა, დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ვიროსილის მიღების წესი

სწორი გამოყენებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქცია:

ვიროსილის გამოყენების ინსტრუქციასთან დაკავშირებით დაიცავით ექიმის მითითებები.

ზრდასრულები:

ჰერპესის მკურნალობა: მიიღეთ 200 მგ 5-ჯერ დღეში საშუალოდ 4-საათიანი ინტერვალებით, ღამის დოზის გამოტოვებით.

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 5 დღის განმავლობაში, თუმცა მძიმე ინფექციების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის გახანგრძლივება. მძიმე იმუნოდეფიციტის შემთხვევებში (მაგ. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდეგ) ან ნაწლავური მალაბსორბციის მქონე პაციენტებში დოზა შეიძლება გაორმაგდეს 400 მგ-მდე.

ჰერპესის დათრგუნვა: ნორმალური იმუნიტეტის მქონე პაციენტებში ჰერპესული ინფექციის დასათრგუნად, ვიროსილი უნდა მიიღოთ 200 მგ დღეში 4-ჯერ, დაახლოებით 6 საათის ინტერვალებით. ბევრი პაციენტი კმაყოფილია 400 მგ დღეში 2-ჯერ მიღებით, დაახლოებით ყოველ 12 საათში ერთხელ. დოზის შემცირებით შესაძლებელია ვიროსილის 200 მგ-ის საკმარისი რაოდენობის მიღება დღეში 3-ჯერ, 8 საათის ინტერვალებით ან თუნდაც 2-ჯერ დღეში, 12 საათის ინტერვალებით.

ჰერპესისგან დაცვა: ვიროსილი უნდა მიიღოთ 200 მგ დღეში 4-ჯერ, დაახლოებით ყოველ 6 საათში ერთხელ. მძიმე იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში (მაგ., ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდეგ) ან ნაწლავებში შეწოვის დარღვევების მქონე პაციენტებში, დოზა შეიძლება გაორმაგდეს 400 მგ-მდე.

ჩუტყვავილა და ზოსტერ ჰერპესი: 800 მგ ვიროზილი უნდა მიიღოთ დღეში 5-ჯერ, დაახლოებით 4 საათის ინტერვალით, ღამის დოზის გამოტოვებით. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 7 დღე.

მძიმე იმუნიტეტის მქონე პაციენტებში; 800 მგ ვიროსილი უნდა იქნას მიღებული 4-ჯერ დღეში, დაახლოებით 6 საათის ინტერვალით.

მიღების გზა და მეთოდი

მიიღება პერორალურად გარკვეული რაოდენობის წყალთან ერთად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

ჰერპესის სამკურნალოდ და იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში ჰერპესის პროფილაქტიკისთვის: 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს უნდა მიეცეთ ზრდასრულთა დოზა, ხოლო 2 წლამდე ასაკის ბავშვებს - ზრდასრულების დოზის ნახევარი.

ჩუტყვავილას მკურნალობა: 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს უნდა დაენიშნოთ 800 მგ (ორი ტაბლეტი) დღეში 4-ჯერ, ხოლო 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს - 400 მგ ვიროზილი დღეში 4-ჯერ. 2 წლამდე ასაკის ბავშვებს შეიძლება დაენიშნოთ 200 მგ ვიროზილი დღეში 4-ჯერ. ამ ასაკში დოზის გამოთვლა ასევე შესაძლებელია 20 მგ/კგ-ზე (საერთო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 800 მგ-ს დღეში). მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 5 დღის განმავლობაში.

იმუნოდეფიციტის არმქონე ბავშვებში ჰერპესის ან ჰერპეს ზოსტერის სუპრესიის შესახებ კონკრეტული მონაცემები არ არსებობს. 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მძიმე იმუნოდეფიციტით, მონაცემები შეზღუდულია, ამიტომ შესაძლებელია მოზრდილებისთვის განკუთვნილი დოზის დანიშვნა.

გამოყენება ხანდაზმულებში:

თუ აპირებთ ვიროსილის მაღალი დოზების მიღებას, დარწმუნდით, რომ სვამთ საკმარისი რაოდენობით წყალს. თუ გაქვთ თირკმლის დაავადება, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დოზის შემცირებას.

გამოყენების განსაკუთრებული პირობები:

თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს: ჰერპესის მკურნალობისა და პროფილაქტიკის დროს რეკომენდებულია დოზის კორექტირება 200 მგ-მდე დღეში 2-ჯერ, დაახლოებით 12 საათში ერთხელ. ჩუტყვავილას და ზოსტერის ინფექციების მკურნალობისას და მძიმე იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტების მკურნალობისას რეკომენდებულია დოზის კორექტირება 800 მგ-მდე დღეში 2-ჯერ, 12 საათში ერთხელ, ხოლო თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევის მქონე პაციენტებში 800 მგ-მდე დღეში 3-ჯერ, 8 საათში ერთხელ.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ აციკლოვირს, აუცილებელია დოზის კორექცია და ჰიდრატაციის დონის რეგულირება.

თუ ფიქრობთ, რომ ვიროსილის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ იღებთ ვიროსილის საჭიროზე მეტ დოზას

ვიროსილის მაღალი დოზების შემთხვევითმა განმეორებითმა მიღებამ რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები (გულისრევა და ღებინება) და ნევროლოგიური სიმპტომები (თავის ტკივილი, ცნობიერების არევა). ჰემოდიალიზი მნიშვნელოვნად ზრდის ვიროსილის სისხლიდან გამოდევნას.

თუ მიიღეთ ვიროსილის საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ვიროსილის გამოყენება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის.

შესაძლო ეფექტები ვიროსილით მკურნალობის შეწყვეტისას

როგორც ყველა სხვა მედიკამენტის შემთხვევაში, ვიროსილში შემავალი ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებს შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ვიროსილმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა მისი ინგრედიენტების მიმართ.

თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი გამოვლინდა, შეწყვიტეთ ვიროსილის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები:

  • ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება კანზე.
  • სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება.
  • სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ხიხინი.
  • აუხსნელი ცხელება.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები აღინიშნება ძალიან იშვიათად.

ყველა ეს გვერდითი მოვლენა ძალიან სერიოზულია.

თუ რომელიმე მათგანი გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ გაქვთ სერიოზული ალერგია ვიროზილზე. შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგი სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირად: შეიძლება აღინიშნებოდეს 10 პაციენტიდან მინიმუმ 1-ში.

ხშირად: შეიძლება აღინიშნებოდეს 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტში.

არც ისე ხშირად: შეიძლება აღინიშნებოდეს 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.

იშვიათად: შეიძლება აღინიშნებოდეს 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში.

ძალიან იშვიათად: შეიძლება გამოვლინდეს 10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში.

უცნობია: არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

ხშირი გვერდითი მოვლენები

  • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
  • გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუჭის ტკივილი
  • ქავილი, გამონაყარი
  • დაღლილობა, ცხელება

არახშირი გვერდითი მოვლენები

  • ჭინჭრის ციება
  • თმის ცვენის დაჩქარება

იშვიათი გვერდითი მოვლენები

  • ქოშინი
  • სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება)
  • ბილირუბინის და ღვიძლის ფერმენტების შექცევადი მატება, სისხლისა და შარდოვანას ანალიზებში ცვლილებები

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები

  • სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) რაოდენობის შემცირება
  • სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) რაოდენობის შემცირება
  • თრომბოციტების (სისხლის თრომბოციტების) რაოდენობის შემცირება
  • ჰალუცინაციები
  • ფსიქოზური სინდრომები (ემოციებისა და აზროვნების დარღვევები)
  • მოუსვენრობა
  • დაბნეულობა
  • კანკალი
  • მოძრაობის კონტროლის გაძნელების გამო სიარულის დარღვევა (ატაქსია)
  • მეტყველების ან ენის დარღვევა
  • კრუნჩხვები
  • ძილიანობა
  • ენცეფალოპათია (ტვინის ანთების სახეობა)
  • აზროვნების, კონცენტრაციისა და გადაწყვეტილების მიღების დარღვევა
  • ჰეპატიტი
  • სიყვითლე
  • თირკმლის ტკივილი
  • კომა
  • ღვიძლის უკმარისობა

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, რომელიც შეიძლება იყოს ან არ იყოს ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გარდა ამისა, შეატყობინეთ თქვენს მიერ განცდილი გვერდითი მოვლენების შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) www.titck.gov.tr-ზე „წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ ხატულაზე დაწკაპუნებით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ხაზზე დარეკვით 0 800 314 00 08 ნომერზე. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ თქვენს მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებას.

  • ვიროსილის შენახვის პირობები

ვიროსილი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.

შეინახეთ 25°C-მდე ოთახის ტემპერატურაზე, ნესტისა და სინათლისაგან დაცულ ადილას.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

ვიროსილი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ვიროსილი, თუ პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე შეამჩნევთ რაიმე დეფექტს.

ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები არ გადააგდოთ ნაგავში! გადაეცით ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დადგენილ შეგროვების სისტემას.

სავაჭრო ავტორიცაზიის მფლობელი:

Saba İlaç Sanayi ve Tic. A.Ş.

კიუჩუკჩექმეჯე - სტამბოლი

ტელ: 0 212 692 92 20

ფაქსი: 0 212 697 70 85

ელ. ფოსტა: [email protected]

წარმოების ადგილი:

Deva Holding A.Ş.

კაპაკლი - თექირდაგი

ეს შეფუთვის ჩანართი დამტკიცდა 2022 წლის 7 იანვარს

თარგმანი შეესაბამება ორიგინალს. მთარგმნელი:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა