ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სისხლის შემცვლელები და საპერფუზიო ხსნარები

ექსტრანილი

EXTRANEAL

რეცეპტით7.5%ინსტრუქცია ქართულადირლანდია
რისთვის გამოიყენება

ექსტრანილის გამოყენება რეკომენდებულია დღეში ერთხელ, გლუკოზის ხსნარით ერთი პერიტონეალური გაცვლის ჩასანაცვლებლად უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზის (CAPD) ან ავტომატური პერიტონეალური დიალიზის (APD) ფარგლებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობისას, განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
calcium chloride + magnesium chloride + sodium chloride + icodextrini + sodium lactate
ფორმა და შეფუთვა
7.5% 2000მლ პერიტონეალური სადიალიზო ხსნარი TwinBag - ის პლასტიკური კონტეინერი №5
მწარმოებელი
Vantive Manufacturing Limited, ირლანდია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სისხლის შემცვლელები და საპერფუზიო ხსნარები, იზოტონური ხსნარები
ATC კოდი
B05DA
რეგისტრაციის ნომერი
რ-045809
რეგისტრირებულია
26 ივნისი 2026, მოქმედებს 26 ივნისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Vantive Manufacturing Limited (ირლანდია)
განმცხადებელი
შპს „ჰოსპიმედ ჯორჯია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაექსტრანილი და სხვა წამალი ერთად

ექსტრანილი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ექსტრანილის გამოყენება რეკომენდებულია დღეში ერთხელ, გლუკოზის ხსნარით ერთი პერიტონეალური გაცვლის ჩასანაცვლებლად უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზის (CAPD) ან ავტომატური პერიტონეალური დიალიზის (APD) ფარგლებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობისას, განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ ულტრაფილტრაცია გლუკოზის ხსნარის გამოყენებისას, რადგან ასეთ პაციენტებში შეიძლება გახანგრძლივდეს CAPD თერაპიის დრო.

მიღების წესი და დოზირება

ექსტრანილი შეჰყავთ პერიტონეალურ ღრუში. ეს არის ღრუ მუცლის არეში კანსა და პერიტონეუმს შორის. პერიტონეუმი არის მემბრანა, რომელიც გარს ეკვრის შინაგან ორგანოებს, მაგ.: ნაწლავებს და ღვიძლს.

პრეპარატი ყოველთვის გამოიყენება პერიტონეალური დიალიზის სპეციალისტების მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში დარწმუნებული არ ხართ, მიმართეთ ექიმს.

რეკომენდებული დოზა

ერთი კონტეინერი დღეში ორგანიზმში ხსნარის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდით დაყოვნებისას, ანუ

ღამის განმავლობაში უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზის (CAPD) დროს

დღის განმავლობაში ავტომატური პერიტონეალური დიალიზის (APD) დროს.

ხსნარის ინსტილაციისთვის საჭიროა 10-20 წუთი.

ექსტრანილის ორგანიზმში დაყოვნების დრო არის 6-12 საათი CAPD-ის შემთხვევაში და 14-16 საათი APD-ის შემთხვევაში.

გამოყენების მეთოდი

გამოყენებამდე

შეათბეთ კონტეინერი 370C-მდე. ამისთვის გამოიყენეთ სპეციალური გამათბობელი ფირფიტა. გათბობის მიზნით არ მოათავსოთ კონტეინერი წყალში.

ხსნარის შეყვანისას გამოიყენეთ ასეპტიკური ტექნიკა, როგორც გასწავლეს.

პროცედურის დაწყებამდე გაისუფთავეთ ხელები და გაწმინდეთ სითხის შეყვანის ადგილი.

გარე შეფუთვის გახსნამდე შეამოწმეთ ხსნარის ტიპი, ვარგისიანობის ვადა და რაოდენობა (მოცულობა). აწიეთ კონტეინერი, რომ შეამოწმოთ, ხომ არ ჟონავს (ზედმეტი სითხე გარე შეფუთვაში). თუ კონტეინერი ჟონავს, აღარ გამოიყენოთ.

გარე შეფუთვის გახსნის შემდეგ შეამოწმეთ, ხომ არა აქვს კონტეინერს გაჟონვის ნიშნები. ამისთვის მაგრად დააჭირეთ კონტეინერს. თუ კონტეინერი ჟონავს, აღარ გამოიყენოთ.

დარწმუნდით, რომ ხსნარი გამჭვირვალეა. არ გამოიყენოთ კონტეინერი თუ ხსნარი შემღრეულია ან შეინიშნება ნაწილაკები.

პროცედურის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ ყველა დამაკავშირებელი უსაფრთხოდ არის გამართული.

პრეპარატთან ან მის გამოყენებასთან დაკავშირებით შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

თითო კონტეინერი გამოიყენება მხოლოდ ერთხელ. გადააგდეთ დარჩენილი, გამოუყენებელი ხსნარი. გამოყენების შემდეგ შეამოწმეთ, ხომ არ არის დრენირებული სითხე შემღვრეული.

სხვა პრეპარატებთან თავსებადობა

ექიმმა შეიძლება დამატებით დაგინიშნოთ სხვა საინექციო პრეპარატები, რომლებიც პირდაპირ ექსტრანილის კონტეინერში შეჰყავთ. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის შეყვანა ხდება კონტეინერის ბოლოში არსებულ სპეციალურ ადგილას. სამკურნალო საშუალება გამოიყენება პრეპარატის დამატებისთანავე. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ ექიმს.

თუ 24 საათის განმავლობაში გამოიყენება ერთ კონტეინერზე მეტი ექსტრანილი

ზედმეტი ექსტრანილის ინფუზიის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს:

მუცლის შებერილობა

სისავსის შეგრძნება და/ან

სუნთქვის უკმარისობა.

ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რომელიც გირჩევთ როგორ მოიქცეთ.

თუ შეწყვეტთ ექსტრანილის გამოყენებას

პერიტონეალური დიალიზი არ უნდა შეწყდეს ექიმთან შეთანხმების გარეშე. მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში შედეგები.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია იკოდექსტრინის ან სახამებლის წარმოებულების (მაგ.: სიმინდის სახამებელი) ან ექსტრანილის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ

თუ გაქვთ მალტოზას ან იზომალტოზას (სახამებლისგან წარმოებული შაქარი) აუტანლობა

თუ გაქვთ გლიკოგენის დაგროვების დაავადება

თუ უკვე გაქვთ მწვავე ლაქტოაციდოზი (სისხლში მჟავის დიდი რაოდენობა)

თუ გაქვთ ქირურგიულად არაკორექტირებადი პრობლემა, რომელიც ზეგავლენას ახდენს მუცლის კედელზე ან ღრუზე ან ზრდის აბდომინალური ინფექციების განვითარების რისკს

თუ გაქვთ დოკუმენტურად დადასტურებული პერიტონეალური ფუნქციის მოშლა მწვავე პერიტონეალური ნაწიბურების გამო.

სიფრთხილის ზომები

ექსტრანილის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან

თუ ხართ ხანდაზმული. არსებობს დეჰიდრატაციის რისკი.

თუ გაქვთ დიაბეტი და პირველად იყენებთ აღნიშნულ ხსნარს. შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის დოზის კორექტირება.

თუ საჭიროა სისხლში გლუკოზის დოზის განსაზღვრა (მაგ.: დიაბეტის დროს). ექიმი გირჩევთ რომელი ანალიზატორი გამოიყენოთ (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).

თუ მწვავე ლაქტოაციდოზის (სისხლში მჟავის დიდი რაოდენობა) განვითარების რისკი მაღალია. ლაქტოაციდოზის რისკი იზრდება თუ:

გაქვთ ძლიერ დაქვეითებული არტერიული წნევა

გაქვთ სისხლის ინფექცია

გაქვთ მძიმე ფორმის მწვავე თირკმლის უკმარისობა

გაქვთ მემკვიდრული მეტაბოლური დაავადება

მკურნალობთ მეტფორმინით (დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი)

იღებთ აივ ინფექციის სამკურნალო საშუალებებს, განსაკუთრებით ე.წ. უკუ ტრანსკრიპტაზას ნუკლეოზიდურ ინჰიბიტორებს (NRTI)

თუ აღინიშნა მუცლის ტკივილი ან დრენირებული სითხე შემღვრეულია ან მასში შეინიშნება ნაწილაკები. ეს შეიძლება იყოს პერიტონიტის (პერიტონეუმის ანთება) ან ინფექციის ნიშანი. დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმებს. აჩვენეთ მათ სერიის ნომერი და დრენირებული სითხის კონტეინერი. ისინი გადაწყვეტენ საჭიროა თუ არა მკურნალობის შეწყვეტა ან კორექტირება. მაგ.: ინფექციის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს გარკვეული ანალიზები ანტიბიოტიკის შესარჩევად. ინფექციის ტიპის დადგენამდე ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ანტიბიოტიკი, რომელიც ეფექტურია სხვადასხვა ბაქტერიების წინააღმდეგ და მას ეწოდება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი.

პერიტონეალური დიალიზის დროს ორგანიზმმა შეიძლება დაკარგოს ცილა, ამინომჟავები, ვიტამინები. ექიმი გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა მათი ჩანაცვლება.

თუ გაქვთ ისეთი პრობლემები, რომლებიც გავლენას ახდენენ მუცლის კედელზე ან ღრუზე. მაგ.: თიაქარი ან ქრონიკიული ინფექციური ან ანთებითი მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ნაწლავებზე.

თუ გაქვთ აორტის ტრანსპლანტატი.

თუ გაქვთ ფილტვების მწვავე დაავადება, მაგ.: ემფიზემა.

თუ გაქვთ სუნთქვის გართულება

თუ გაქვთ ისეთ დარღვევები, რომლებიც ხელს უშლიან ნორმალურ კვებას.

თუ გაქვთ კალიუმის უკმარისობა.

ასევე მხედველობაში უნდა მიიღოთ:

ინკაფსულირებული პერიტონეალური სკლეროზი (EPS) არის პერიტონეალური დიალიზის ცნობილი იშვიათი გართულება. თქვენ - შესაძლებელია ექიმთან ერთად - უნდა იცოდეთ ამ შესაძლო გართულების შესახებ. EPS იწვევს:

ანთებით პროცესს მუცლის ღრუში

ფიბროზული ქსოვილის ზრდას, რომელიც ფარავს და ბოჭავს ორგანოებს და ხელს უშლის მათ ნომალურ მოძრაობას. იშვიათად ეს გართულება ფატალურია.

თქვენ - შესაძლებელია ექიმთან ერთად - უნდა ჩაიწეროთ სითხის ბალანსის და სხეულის წონის მაჩვენებლები. ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს სისხლის მაჩვენებლებს.

ექიმი რეგულარულად შეამოწმებს კალიუმის დონეს. თუ კალიუმის დონე ძლიერ დაქვეითდება, ექიმმა შეიძლება კომპენსაციისთვის დაგინიშნოთ კალიუმის ქლორიდი.

ზოგჯერ აღნიშნული პრეპარატით მკურნალობა არ არის რეკომენდებული, მაგ.:

თუ გაქვთ თირკმლის მწვავე დაავადება.

ბავშვები

ექსტრანილის ეფექტურობა და უსაფრთხოება 18 წლამდე ბავშვებში არ გამოვლენილა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან მიიღებთ ნებისმიერ სხვა პრეპარატს. თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, ექიმმა შეიძლება გაზარდოს მათი დოზა, რადგან პერიტონეალური დიალიზი აძლიერებს გარკვეული პრეპარატების ორგანიზმიდან გამოდევნას.

სიფრთხილეა საჭირო გულის დაავადებების სამკურნალო საშუალებების ე.წ. საგულე გლიკოზიდების (მაგ.: დიგოქსინი) მიღებისას. შეიძლება შემცირდეს მათი ეფექტი ან გაიზარდოს ტოქსიურობა. შეიძლება:

საჭირო გახდეს კალიუმის და კალციუმის დანამატების მიღება

განვითარდეს არათანაბარი გულისცემა (არითმია)

მკურნალობის პერიოდში ექიმი ყურადღებით დაგაკვირდებათ, განსაკუთრებით გააკონტროლებს კალიუმის დონეს.

ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ექსტრანილი გავლენას ახდენს გარკვეული ანალიზატორებით სისხლში გლუკოზის განსაზღვრის შედეგებზე. თუ გჭირდებათ სისხლში გლუკოზის განსაზღვრა, დარწმუნდით, რომ იყენებთ გლუკოზა-სპეციფიურ ანალიზატორს. ექიმი გირჩევთ, თუ რომელი ანალიზატორის გამოყენებაა მიზანშეწონილი.

არასწორი ანალიზატორის გამოყენებამ შეიძლება გლუკოზის ცრუ მაღალი მაჩვენებელი აჩვენოს, რის საფუძველზეც შეიძლება დაინიშნოს ინსულინის საჭიროზე მეტი დოზა. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია (სისხლში გლუკოზის დაბალი დონე), რასაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს გონების დაკარგვა, კომა, ნევროლოგიური დარღვევები ან სიკვდილი. ამასთანავე, გლუკოზის ცრუ მაღალი დონით შეიძლება შეინიღბოს რეალური ჰიპოგლიკემია, რომელიც მკურნალობის გარეშე იგივე შედეგებით დასრულდება.

გლუკოზის ცრუ მაღალი მაჩვენებელი ნარჩუნდება ექსტრანილის შეწყვეტიდან დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში. ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში უნდა გააფრთხილოთ ექიმები ამ შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ და მათ ზედმიწევნით უნდა გადაამოწმონ ანალიზატორის შესახებ ინფორმაცია, რათა დარწმუნდნენ, რომ გლუკოზა-სპეციფიურ ანალიზატორს იყენებენ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, აღნიშნული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. ექსტრანილის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, თუ ექიმი სხვაგვარად არ გირჩევთ.

ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

აღნიშნული პრეპარატით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, სისუსტე, მხედველობის დაბინდვა ან თავბრუსხვევა. ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია ტრანსპორტის მართვა ან მექანიზმების გამოყენება.

გვერდითი მოვლენები

  • ექსტრანილის შენახვის პირობები
  • რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
  • რა არის ექსტრანილი და რისთვის გამოიყენება

ექსტრანილი არის ხსნარი პერიტონეალური დიალიზისთვის. პერიტონეალური ღრუ არის მუცლის არეში კანსა და პერიტონეუმს შორის არსებული ღრუ. პერიტონეუმი არის მემბრანა, რომელიც გარს ეკვრის შინაგან ორგანოებს, მაგ.: ნაწლავებს და ღვიძლს. ექსტრანილის ხსნარი შეჰყავთ პერიტონეალურ ღრუში, სადაც ის წმენდს სისხლს წყლისა და ნარჩენი პროდუქტებისგან. იგი ასევე აკორექტირებს სისხლის სხვადასხვა კომპონენტის კონცენტრაციას.

ექსტრანილი შეიძლება დაგენიშნოთ, თუ:

ხართ ზრდასრული, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, რაც საჭიროებს პერიტონეალურ დიალიზს.

მხოლოდ სტანდარტული პერიტონეალური სადიალიზო გლუკოზის ხსნარები ვერ უზრუნველყოფენ საკმარისი რაოდენობის წყლის გამოდევნას.

  • რა უნდა იცოდეთ ექსტრანილის გამოყენებამდე

აღნიშნული პრეპარატის პირველად გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. თუმცა, 24 საათში ერთ კონტეინერზე მეტი ექსტრანილის უწყვეტად შეყვანა გამოიწვევს პლაზმაში კარბოჰიდრატის მეტაბოლიტებისა და მალტოზის დონეების ზრდას. ასეთი ზრდის ეფექტები უცნობია, თუმცა შეიძლება გაიზარდოს პლაზმური ოსმოლარობა. მკურნალობა შეიძლება განხორციელდეს პერიტონეალური დიალიზით იკოდექსტრინის გარეშე ან ჰემოდიალიზით.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები:

იკოდექსტრინი

75 გ/ლ

ნატრიუმის ქლორიდი

  • 4 გ/ლ

ნატრიუმის S-ლაქტატი

  • 5 გ/ლ

კალციუმის ქლორიდი

  • 257 გ/ლ

მაგნიუმის ქლორიდი

  • 051 გ/ლ

ნატრიუმი

133 მმოლი/ლ

კალციუმი

  • 75 მმოლი/ლ

მაგნიუმი

  • 25 მმოლი/ლ

ქლორიდი

96 მმოლი/ლ

ლაქტატი

40 მმოლი/ლ

სხვა ინგრედიენტები:

საინექციო წყალი

ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან მარილმჟავა

როგორია ექსტრანილი ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში

ექსტრანილი მოთავსებულია 1.5 ლიტრის, 2.0 ლიტრის ან 2.5 ლიტრის ტევადობის დრეკად პლასტიკურ კონტეინერებში.

კონტეინერში არსებული ხსნარი გამჭვირვალე და უფერულია.

თითოეული კონტეინერი დამატებით შეფუთულია და მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

მოცულობა

რაოდენობა კოლოფში

პროდუქტის კონფიგურაცია

კონექტორი(-ები)ს ტიპი

  • 5 ლ

8

ერთმაგი კონტეინერი (APD)

ლუერი / სპაიკი

  • 5 ლ

8

ორმაგი კონტეინერი (CAPD)

ლუერი / სპაიკი

  • 5 ლ

6

ერთმაგი კონტეინერი (APD)

ლუერი / სპაიკი

  • 5 ლ

6

ორმაგი კონტეინერი (CAPD)

ლუერი / სპაიკი

  • 0 ლ

8

ერთმაგი კონტეინერი (APD)

ლუერი / სპაიკი

  • 0 ლ

8

ორმაგი კონტეინერი (CAPD)

ლუერი / სპაიკი

  • 0 ლ

6

ერთმაგი კონტეინერი (APD)

ლუერი / სპაიკი

  • 0 ლ

6

ორმაგი კონტეინერი (CAPD)

ლუერი / სპაიკი

  • 0 ლ

5

ერთმაგი კონტეინერი (APD)

ლუერი / სპაიკი

  • 0 ლ

5

ორმაგი კონტეინერი (CAPD)

ლუერი / სპაიკი

  • 5 ლ

5

ერთმაგი კონტეინერი (APD)

ლუერი / სპაიკი

  • 5 ლ

5

ორმაგი კონტეინერი (CAPD)

ლუერი / სპაიკი

  • 5 ლ

4

ერთმაგი კონტეინერი (APD)

ლუერი / სპაიკი

  • 5 ლ

4

ორმაგი კონტეინერი (CAPD)

ლუერი / სპაიკი

ყველა კონფიგურაცია შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.

აღნიშნულ პრეპარატთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისთვის მიმართეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით , გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

გაერთიანებული სამეფო (ჩრდილოეთ ირლანდია):

ვანტივ ლიმიტიდ (Vantive Limited)

ვეივერთრი ტექნოლოჯი პარკ 2 ვეივერთრი ბულვარ ლივერპულ, L7 9PE გაერთიანებული სამეფო

ირლანდიის რესპუბლიკა და მალტა:

ვანტივ ბელგია სრლ (Vantive Belgium SRL)

ბულვარ დ’ანგლეტერ, 2 1420 ბრენ-ლ’ალე, ბელგია

მწარმოებელი

ვანტივ მანუფაქტურინგ ლიმიტიდ (Vantive Manufacturing Limited)

მონინ როუდი, კასლბარი, მაიოს საგრაფო, ირლანდიის რესპუბლიკა

აღნიშნული ფურცელი-ჩანართი ბოლოს შესწორდა 11/2024

ექსტრანილის შესახებ ინფორმაციისთვის ან აღნიშნული ფურცელი-ჩანართის აუდიო ან მსხვილი შრიფტის ფორმატის მოთხოვნისას მიმართეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელს: [email protected]

ვანტივი და ექსტრანილი Vantive Health Inc-ის ან მისი შვილობილი კომპანიების სავაჭრო ნიშნებია.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ათქ კოდი: B05DA

იკოდექსტრინი არის სახამებლისგან გამოყვანილი გლუკოზის პოლიმერი, რომელიც მოქმედებს როგორც ოსმოტური საშუალება ინტრაპერიტონეალურად შეყვანისას უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზის დროს. 7.5%-იანი ხსნარი შრატის მიმართ თითქმის იზო-ოსმოლურია, მაგრამ CAPD-ის დროს იწვევს სტაბილურ ულტრაფილტრაციას 12 საათამდე პერიოდის განმავლობაში. ჰიპეროსმოლურ გლუკოზის ხსნარებთან შედარებით იკოდექსტრინი ამცირებს კალორიებით დატვირთვას.

ულტრაფილტრატის მოცულობა შედარებადია CAPD-ის დროს 3.86%-იანი გლუკოზით წარმოქმნილი ულტრაფილტრატის მოცულობასთან. სისხლში გლუკოზის და ინსულინის დონე არ იცვლება.

ულტრაფილტრაცია ნარჩუნდება პერიტონიტის ეპიზოდების დროს.

რეკომენდებული დოზირება შემოიფარგლება ერთჯერადი გაცვლით ყოველ 24 საათში, CAPD-ის ან APD-ის ფარგლებში.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ღამის დიალიზის დროს პრეპარატის ყოველდღიური გამოყენებისას კარბოჰიდრატის პოლიმერის კონცენტრაცია სისხლში დაახლოებით 7-10 დღის შემდეგ აღწევს წონასწორულ მდგომარეობას. ამილაზის საშუალებით პოლიმერი ჰიდროლიზდება უფრო მცირე ფრაგმენტებად, რომლებიც გამოიდევნებიან პერიტონეალური დიალიზით. გლუკოზის ოლიგომერებისთვის, რომლებიც 9-ზე მეტი ერთეულისგან შედგება (G9), წონასწორული პლაზმური კონცენტრაცია 1.8 მგ/მლ-ს შეადგენს, შრატში მალტოზის კონცენტრაცია (G2) 1.1 მგ/მლ-მდე მატულობს, თუმცა შრატის ოსმოლარობა მნიშვნელოვნად არ იცვლება. დღის განმავლობაში მიმდინარე ხანგრძლივი APD-ის დროს მალტოზის დონე აღწევს 1.4 მგ/მლ-ს, თუმცა შრატის ოსმოლარობა მნიშვნელოვნად არ იცვლება.

მალტოზის და გლუკოზის პოლიმერის მომატებული პლაზმური დონეების გრძელვადიანი ეფექტი უცნობია, თუმცა არ არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს ეფექტი მავნე იქნება.

  • 3 უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები

მწვავე ტოქსიურობა

თაგვებსა და ვირთაგვებში ჩატარებულ ი.ვ და ი.პ კვლევებში 2000 მგ/კგ-მდე დოზების გამოყენებისას არ გამოვლენილა ეფექტები.

სუბქრონიკული ტოქსიურობა

ვირთაგვებსა და ძაღლებში 28 დღის განმავლობაში 20%-იანი იკოდექსტრინის ხსნარის დღეში ორჯერ ინტრაპერიტონეალურად შეყვანისას არ გამოვლენილა სამიზნე ორგანოების და ქსოვილების ტოქსიურობა. ძირითადი ეფექტი სითხის ბალანსის დინამიკაში გამოიხატებოდა.

მუტაგენური და ონკოგენური პოტენციალი

მუტაგენობის in vitro და in vivo კვლევებმა უარყოფითი შედეგები გამოავლინეს. კარცინოგენობის კვლევები ვერ განხორციელდება, თუმცა კარცინოგენული ეფექტი ნაკლებ სავარაუდოა მოლეკულის ქიმიური ბუნების, ფარმაკოლოგიური ეფექტის არარსებობის, სამიზნე ორგანოების ტოქსიურობის არარსებობის და მუტაგენობის კვლევების უარყოფითი შედეგების გათვალიწინებით.

რეპროდუქციული ტოქსიურობა

ვირთაგვებში ჩატარებულ რეპროდუქციული ტოქსიურობის კვლევებში არ გამოვლენილა ზეგავლენა ნაყოფიერებაზე ან ემბრიოფეტალურ განვითარებაზე.

6 ფარმაცევტული მახასიათებლები

  • 1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

საინექციო წყალი

ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან

მარილმჟავა q.s. საჭირო pH-მდე

  • 2 შეუთავსებლობა

არ არის ცნობილი.

პრეპარატის დამატებამდე უნდა შემოწმდეს მისი თავსებადობა. ამასთანავე, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ხსნარის pH და მარილები.

  • 3 ვარგისიანობის ვადა

2 წელი.

12 თვე (მხოლოდ ელისტონში, კანადასა და ნორს ქოუვში, აშშ-ში წარმოებული პრეპარატისთვის).

გარე შეფუთვის მოხსნის შემთხვევაში პრეპარატი დაუყოვნებლივ გამოიყენება.

  • 4 სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას

არ შეინახოთ პრეპარატი 40C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხსნარი გამჭვირვალეა, ხოლო კონტეინერი დაუზიანებელია.

  • 5 კონტეინერის ტიპი და შიგთავსი
  • 5, 2.0 ან 2.5 ლიტრანი დრეკადი PVC კონტეინერი.
  • 5 ლ

8 ერთეული კოლოფში

ერთმაგი კონტეინერი Sy II (ლუერის კონექტორი)

  • 5 ლ

8 ერთეული კოლოფში

ერთმაგი კონტეინერი Sy III (სპაიკის კონექტორი)

  • 5 ლ

8 ერთეული კოლოფში

ორმაგი კონტეინერი Sy II (ლუერის კონექტორი)

  • 5 ლ

8 ერთეული კოლოფში

ორმაგი კონტეინერი Sy III (სპაიკის კონექტორი)

  • 5 ლ

6 ერთეული კოლოფში

5 ერთეული კოლოფში

4 ერთეული კოლოფში

ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.

  • 6 სპეციალური სიფრთხილის ზომები გამოყენებული სამკურნალო საშუალების ან ასეთი სამკურნალო საშუალების ნარჩენების განადგურებისას და პროდუქტის გამოყენებისას

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ნაწილში 4.2.

რიგი ანტიბიოტიკების, მათ შორის ვანკომიცინის, ცეფაზოლინის, ამპიცილინის/ფლუკლოქსაცილინის, ცეფტაზიდიმის, გენტამიცინის, ამფოტერიცინის, ასევე ინსულინის შემთხვევაში არ გამოვლენილა ექსტრანილთან შეუთავსებლობა. თუმცა, ამინოგლიკოზიდების შერევა პენიცილინებთან არ უნდა მოხდეს ქიმიური შეუთავსებლობის გამო.

სამკურნლო საშუალება გამოიყენება ნებისმიერი პრეპარატის დამატებისთანავე.

გამოუყენებლი ნარჩენი ხსნარი უნდა გადააგდოთ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით , გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში

7 სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ვანტივ მანუფაქტურინგ ლიმიტიდ (Vantive Manufacturing Limited)

მონინ როუდი, კასლბარი, მაიოს საგრაფო

ირლანდია

8 სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი:

9 პირველი რეგისტრაციის/ხელახალი რეგისტრაციის თარიღი

10 ტექსტის განახლების თარიღი

ნოემბერი, 2024

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის

ექსტრანილი (EXTRANEAL)

პერიტონეალური სადიალიზო ხსნარი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ფურცელ-ჩანართს.

შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული ფურცელ-ჩანართში. იხ. ნაწილი 4.

ფურცელ-ჩანართში შედის:

  • რა არის ექსტრანილი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ექსტრანილის გამოყენებამდე
  • ექსტრანილის გამოყენების წესი
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • ექსტრანილის შენახვის პირობები
  • რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
  • რა არის ექსტრანილი და რისთვის გამოიყენება

ექსტრანილი არის ხსნარი პერიტონეალური დიალიზისთვის. პერიტონეალური ღრუ არის მუცლის არეში კანსა და პერიტონეუმს შორის არსებული ღრუ. პერიტონეუმი არის მემბრანა, რომელიც გარს ეკვრის შინაგან ორგანოებს, მაგ.: ნაწლავებს და ღვიძლს. ექსტრანილის ხსნარი შეჰყავთ პერიტონეალურ ღრუში, სადაც ის წმენდს სისხლს წყლისა და ნარჩენი პროდუქტებისგან. იგი ასევე აკორექტირებს სისხლის სხვადასხვა კომპონენტის კონცენტრაციას.

ექსტრანილი შეიძლება დაგენიშნოთ, თუ:

ხართ ზრდასრული, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, რაც საჭიროებს პერიტონეალურ დიალიზს.

მხოლოდ სტანდარტული პერიტონეალური სადიალიზო გლუკოზის ხსნარები ვერ უზრუნველყოფენ საკმარისი რაოდენობის წყლის გამოდევნას.

  • რა უნდა იცოდეთ ექსტრანილის გამოყენებამდე

აღნიშნული პრეპარატის პირველად გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.

არ გამოიყენოთ ექსტრანილი

თუ გაქვთ ალერგია იკოდექსტრინის ან სახამებლის წარმოებულების (მაგ.: სიმინდის სახამებელი) ან ექსტრანილის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ

თუ გაქვთ მალტოზას ან იზომალტოზას (სახამებლისგან წარმოებული შაქარი) აუტანლობა

თუ გაქვთ გლიკოგენის დაგროვების დაავადება

თუ უკვე გაქვთ მწვავე ლაქტოაციდოზი (სისხლში მჟავის დიდი რაოდენობა)

თუ გაქვთ ქირურგიულად არაკორექტირებადი პრობლემა, რომელიც ზეგავლენას ახდენს მუცლის კედელზე ან ღრუზე ან ზრდის აბდომინალური ინფექციების განვითარების რისკს

თუ გაქვთ დოკუმენტურად დადასტურებული პერიტონეალური ფუნქციის მოშლა მწვავე პერიტონეალური ნაწიბურების გამო.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ექსტრანილის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან

თუ ხართ ხანდაზმული. არსებობს დეჰიდრატაციის რისკი.

თუ გაქვთ დიაბეტი და პირველად იყენებთ აღნიშნულ ხსნარს. შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის დოზის კორექტირება.

თუ საჭიროა სისხლში გლუკოზის დოზის განსაზღვრა (მაგ.: დიაბეტის დროს). ექიმი გირჩევთ რომელი ანალიზატორი გამოიყენოთ (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).

თუ მწვავე ლაქტოაციდოზის (სისხლში მჟავის დიდი რაოდენობა) განვითარების რისკი მაღალია. ლაქტოაციდოზის რისკი იზრდება თუ:

გაქვთ ძლიერ დაქვეითებული არტერიული წნევა

გაქვთ სისხლის ინფექცია

გაქვთ მძიმე ფორმის მწვავე თირკმლის უკმარისობა

გაქვთ მემკვიდრული მეტაბოლური დაავადება

მკურნალობთ მეტფორმინით (დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი)

იღებთ აივ ინფექციის სამკურნალო საშუალებებს, განსაკუთრებით ე.წ. უკუ ტრანსკრიპტაზას ნუკლეოზიდურ ინჰიბიტორებს (NRTI)

თუ აღინიშნა მუცლის ტკივილი ან დრენირებული სითხე შემღვრეულია ან მასში შეინიშნება ნაწილაკები. ეს შეიძლება იყოს პერიტონიტის (პერიტონეუმის ანთება) ან ინფექციის ნიშანი. დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმებს. აჩვენეთ მათ სერიის ნომერი და დრენირებული სითხის კონტეინერი. ისინი გადაწყვეტენ საჭიროა თუ არა მკურნალობის შეწყვეტა ან კორექტირება. მაგ.: ინფექციის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს გარკვეული ანალიზები ანტიბიოტიკის შესარჩევად. ინფექციის ტიპის დადგენამდე ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ანტიბიოტიკი, რომელიც ეფექტურია სხვადასხვა ბაქტერიების წინააღმდეგ და მას ეწოდება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი.

პერიტონეალური დიალიზის დროს ორგანიზმმა შეიძლება დაკარგოს ცილა, ამინომჟავები, ვიტამინები. ექიმი გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა მათი ჩანაცვლება.

თუ გაქვთ ისეთი პრობლემები, რომლებიც გავლენას ახდენენ მუცლის კედელზე ან ღრუზე. მაგ.: თიაქარი ან ქრონიკიული ინფექციური ან ანთებითი მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ნაწლავებზე.

თუ გაქვთ აორტის ტრანსპლანტატი.

თუ გაქვთ ფილტვების მწვავე დაავადება, მაგ.: ემფიზემა.

თუ გაქვთ სუნთქვის გართულება

თუ გაქვთ ისეთ დარღვევები, რომლებიც ხელს უშლიან ნორმალურ კვებას.

თუ გაქვთ კალიუმის უკმარისობა.

ასევე მხედველობაში უნდა მიიღოთ:

ინკაფსულირებული პერიტონეალური სკლეროზი (EPS) არის პერიტონეალური დიალიზის ცნობილი იშვიათი გართულება. თქვენ - შესაძლებელია ექიმთან ერთად - უნდა იცოდეთ ამ შესაძლო გართულების შესახებ. EPS იწვევს:

ანთებით პროცესს მუცლის ღრუში

ფიბროზული ქსოვილის ზრდას, რომელიც ფარავს და ბოჭავს ორგანოებს და ხელს უშლის მათ ნომალურ მოძრაობას. იშვიათად ეს გართულება ფატალურია.

თქვენ - შესაძლებელია ექიმთან ერთად - უნდა ჩაიწეროთ სითხის ბალანსის და სხეულის წონის მაჩვენებლები. ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს სისხლის მაჩვენებლებს.

ექიმი რეგულარულად შეამოწმებს კალიუმის დონეს. თუ კალიუმის დონე ძლიერ დაქვეითდება, ექიმმა შეიძლება კომპენსაციისთვის დაგინიშნოთ კალიუმის ქლორიდი.

ზოგჯერ აღნიშნული პრეპარატით მკურნალობა არ არის რეკომენდებული, მაგ.:

თუ გაქვთ თირკმლის მწვავე დაავადება.

ბავშვები

ექსტრანილის ეფექტურობა და უსაფრთხოება 18 წლამდე ბავშვებში არ გამოვლენილა.

სხვა პრეპარატები და ექსტრანილი

აცნობეთ ექიმს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან მიიღებთ ნებისმიერ სხვა პრეპარატს. თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, ექიმმა შეიძლება გაზარდოს მათი დოზა, რადგან პერიტონეალური დიალიზი აძლიერებს გარკვეული პრეპარატების ორგანიზმიდან გამოდევნას.

სიფრთხილეა საჭირო გულის დაავადებების სამკურნალო საშუალებების ე.წ. საგულე გლიკოზიდების (მაგ.: დიგოქსინი) მიღებისას. შეიძლება შემცირდეს მათი ეფექტი ან გაიზარდოს ტოქსიურობა. შეიძლება:

საჭირო გახდეს კალიუმის და კალციუმის დანამატების მიღება

განვითარდეს არათანაბარი გულისცემა (არითმია)

მკურნალობის პერიოდში ექიმი ყურადღებით დაგაკვირდებათ, განსაკუთრებით გააკონტროლებს კალიუმის დონეს.

ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ექსტრანილი გავლენას ახდენს გარკვეული ანალიზატორებით სისხლში გლუკოზის განსაზღვრის შედეგებზე. თუ გჭირდებათ სისხლში გლუკოზის განსაზღვრა, დარწმუნდით, რომ იყენებთ გლუკოზა-სპეციფიურ ანალიზატორს. ექიმი გირჩევთ, თუ რომელი ანალიზატორის გამოყენებაა მიზანშეწონილი.

არასწორი ანალიზატორის გამოყენებამ შეიძლება გლუკოზის ცრუ მაღალი მაჩვენებელი აჩვენოს, რის საფუძველზეც შეიძლება დაინიშნოს ინსულინის საჭიროზე მეტი დოზა. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია (სისხლში გლუკოზის დაბალი დონე), რასაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს გონების დაკარგვა, კომა, ნევროლოგიური დარღვევები ან სიკვდილი. ამასთანავე, გლუკოზის ცრუ მაღალი დონით შეიძლება შეინიღბოს რეალური ჰიპოგლიკემია, რომელიც მკურნალობის გარეშე იგივე შედეგებით დასრულდება.

გლუკოზის ცრუ მაღალი მაჩვენებელი ნარჩუნდება ექსტრანილის შეწყვეტიდან დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში. ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში უნდა გააფრთხილოთ ექიმები ამ შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ და მათ ზედმიწევნით უნდა გადაამოწმონ ანალიზატორის შესახებ ინფორმაცია, რათა დარწმუნდნენ, რომ გლუკოზა-სპეციფიურ ანალიზატორს იყენებენ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, აღნიშნული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. ექსტრანილის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, თუ ექიმი სხვაგვარად არ გირჩევთ.

ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

აღნიშნული პრეპარატით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, სისუსტე, მხედველობის დაბინდვა ან თავბრუსხვევა. ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია ტრანსპორტის მართვა ან მექანიზმების გამოყენება.

  • ექსტრანილის გამოყენების წესი

ექსტრანილი შეჰყავთ პერიტონეალურ ღრუში. ეს არის ღრუ მუცლის არეში კანსა და პერიტონეუმს შორის. პერიტონეუმი არის მემბრანა, რომელიც გარს ეკვრის შინაგან ორგანოებს, მაგ.: ნაწლავებს და ღვიძლს.

პრეპარატი ყოველთვის გამოიყენება პერიტონეალური დიალიზის სპეციალისტების მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში დარწმუნებული არ ხართ, მიმართეთ ექიმს.

რეკომენდებული დოზა

ერთი კონტეინერი დღეში ორგანიზმში ხსნარის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდით დაყოვნებისას, ანუ

ღამის განმავლობაში უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზის (CAPD) დროს

დღის განმავლობაში ავტომატური პერიტონეალური დიალიზის (APD) დროს.

ხსნარის ინსტილაციისთვის საჭიროა 10-20 წუთი.

ექსტრანილის ორგანიზმში დაყოვნების დრო არის 6-12 საათი CAPD-ის შემთხვევაში და 14-16 საათი APD-ის შემთხვევაში.

გამოყენების მეთოდი

გამოყენებამდე

შეათბეთ კონტეინერი 370C-მდე. ამისთვის გამოიყენეთ სპეციალური გამათბობელი ფირფიტა. გათბობის მიზნით არ მოათავსოთ კონტეინერი წყალში.

ხსნარის შეყვანისას გამოიყენეთ ასეპტიკური ტექნიკა, როგორც გასწავლეს.

პროცედურის დაწყებამდე გაისუფთავეთ ხელები და გაწმინდეთ სითხის შეყვანის ადგილი.

გარე შეფუთვის გახსნამდე შეამოწმეთ ხსნარის ტიპი, ვარგისიანობის ვადა და რაოდენობა (მოცულობა). აწიეთ კონტეინერი, რომ შეამოწმოთ, ხომ არ ჟონავს (ზედმეტი სითხე გარე შეფუთვაში). თუ კონტეინერი ჟონავს, აღარ გამოიყენოთ.

გარე შეფუთვის გახსნის შემდეგ შეამოწმეთ, ხომ არა აქვს კონტეინერს გაჟონვის ნიშნები. ამისთვის მაგრად დააჭირეთ კონტეინერს. თუ კონტეინერი ჟონავს, აღარ გამოიყენოთ.

დარწმუნდით, რომ ხსნარი გამჭვირვალეა. არ გამოიყენოთ კონტეინერი თუ ხსნარი შემღრეულია ან შეინიშნება ნაწილაკები.

პროცედურის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ ყველა დამაკავშირებელი უსაფრთხოდ არის გამართული.

პრეპარატთან ან მის გამოყენებასთან დაკავშირებით შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

თითო კონტეინერი გამოიყენება მხოლოდ ერთხელ. გადააგდეთ დარჩენილი, გამოუყენებელი ხსნარი. გამოყენების შემდეგ შეამოწმეთ, ხომ არ არის დრენირებული სითხე შემღვრეული.

სხვა პრეპარატებთან თავსებადობა

ექიმმა შეიძლება დამატებით დაგინიშნოთ სხვა საინექციო პრეპარატები, რომლებიც პირდაპირ ექსტრანილის კონტეინერში შეჰყავთ. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის შეყვანა ხდება კონტეინერის ბოლოში არსებულ სპეციალურ ადგილას. სამკურნალო საშუალება გამოიყენება პრეპარატის დამატებისთანავე. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ ექიმს.

თუ 24 საათის განმავლობაში გამოიყენება ერთ კონტეინერზე მეტი ექსტრანილი

ზედმეტი ექსტრანილის ინფუზიის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს:

მუცლის შებერილობა

სისავსის შეგრძნება და/ან

სუნთქვის უკმარისობა.

ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რომელიც გირჩევთ როგორ მოიქცეთ.

თუ შეწყვეტთ ექსტრანილის გამოყენებას

პერიტონეალური დიალიზი არ უნდა შეწყდეს ექიმთან შეთანხმების გარეშე. მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში შედეგები.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად ექსტრანილმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული ფურცელ-ჩანართში.

თუ აღინიშნა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენა დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან პერიტონეალური დიალიზის ცენტრს:

ჰიპერტენზია (ჩვეულებრივზე მაღალი არტერიული წნევა),

კოჭების ან ფეხების შეშუპება, თვალების შესიება, სუნთქვის უკმარისობა ან ტკივილი გულმკერდის არეში (ჰიპერვოლემია),

ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქცია), რომელიც შეიძლება მოიცავდეს სახის, ყელის ან თვალების ირგვლივ შესიებას (ანგიონევროზული შეშუპება),

მუცლის ტკივილი,

შემცივნება (კანკალი/გრიპის მსგავსი სიმპტომები).

ეს შეიძლება იყოს სერიოზული გვერდითი ეფექტების ნიშნები. შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

ხშირი გვერდითი ეფექტები (10-დან 1 პაციენტში) ექსტრანილის გამოყენებისას:

კანის სიწითლე და აქერცვლა, გამონაყარი, ქავილი (პრურიტუსი)

გულის წასვლის ან თავბრუსხვევის შეგრძნება, წყურვილი (დეჰიდრატაცია)

სისხლის მოცულობის შემცირება (ჰიპოვოლემია)

ლაბორატორიული მაჩვენებელების გადახრები

სისუსტე, თავის ტკივილი, დაღლილობა

კოჭების ან ფეხების შეშუპება

დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია)

ხმები ყურებში

სხვა გვერდითი ეფექტები, რომლებიც დაკავშირებულია პერიტონეალური დიალიზის პროცედურასთან ან დამახასიათებელია ყველა სადიალიზო ხსნარისთვის:

პერიტონეუმიდან დრენირებული სითხის შემღვრევა, მუცლის ტკივილი

პერიტონეალური სისხლდენა, ჩირქი, შესიება, ტკივილი ან ინფექცია კათეტერის გამოსვლის ადგილას, კათეტერის დახშობა, დაზიანება, ურთიერთქმედება კათეტერთან

სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია)

შოკი ან კომა, რომელიც გამოწვეული სისხლში შაქრის დაბალი კონცენტრაციით

სისხლში შაქრის მაღალი კონცენტრაცია (ჰიპერგლიკემია)

გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა, პირის სიმშრალე, ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი, კუჭის ან ნაწლავების აშლილობა, როგორიც არის ნაწლავის გაუვალობა, კუჭის წყლული, გასტრიტი (კუჭის ანთება), დისპეფსია

მუცლის შესიება, მუცლის ღრუს თიაქარი (იწვევს წარმონაქმნს საზარდულის არეში)

სისხლის ანალიზების ცვლილებები

ღვიძლის ფუნქციური სინჯების გადახრები

წონის მომატება ან კლება

ტკივილი, ცხელება, შეუძლოდ ყოფნა

გულის დაავადება, აჩქარებული გულისცემა, სუნთქვის უკმარისობა ან ტკივილი გულმკერდის არეში

ანემია (ერითროციტების რაოდენობის შემცირება, რაც იწვევს კანის სიფერმკრთალეს, სისუსტეს და სუნთქვის უკმარისობას); ლეიკოციტების რაოდენობის მომატება ან შემცირება; თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის სისხლდენების ან სისხლჩაქცევების რისკს

დაბუჟების, ჩხვლეტის, წვის შეგრძნება

ჰიპერკინეზია (მოძრაობის გაძლიერება და მშვიდად ყოფნის შეუძლებლობა)

მხედველობის დაბინდვა

გემოს შეგრძნების დაკარგვა

სითხე ფილტვებში (ფილტვის შეშუპება), სუნთქვის უკმარისობა, სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი, ხველა, სლოკინი

თირკმლის ტკივილი

ფრჩხილების დაზიანება

დარღვევები კანის მხრივ, როგორიც არის ჭინჭრის ციება (ურტიკარია), ფსორიაზი, კანის წყლული, ეგზემა, კანის სიმშრალე, კანის გაუფერულება, ბებერები, ალერგიული ან კონტაქტური დერმატიტი, გამონაყარი და ქავილი

გამონაყარს შეიძლება ახასიათებდეს ქავილი წითელი ლაქებით და ამობურცული ადგილებით ან უხვი გამონაყარი ან კანის აქერცვლა. შეიძლება განვითარდეს შემდეგი სამი ტიპის კანის მწვავე რეაქცია:

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), რომელიც იწვევს:

წითელ გამონაყარს სხეულის მრავალ არეში

კანის გარეთა შრის აქერცვლას

მულტიფორმული ერითემა. კანის ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს ლაქებს, წითელ ბებერებს ან იისფერ ან ბუშტუკოვან გამონაყარს. ასევე შეიძლება აღინიშნოს პირის ღრუში, თვალებში და სხეულის სხვა სველ ზედაპირებზე.

ვასკულიტი. გარკვეული სისხლძარღვების ანთება. კლინიკური სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ სხეულის რომელი ნაწილია ჩართული, თუმცა შეიძლება გამოიხატებოდეს კანზე წითელი ან იისფერი ლაქებით ან ბებერებით ან ჰქონდეს ალერგიული რეაქციის მსგავსი სიმპტომები, მათ შორის გამონაყარი, სახსრების ტკივილი და ცხელება

კუნთების კრუნჩხვები, ტკივილი ძვლებში, სახსრებში, კუნთებში, ზურგში და კისერში

ადგომის დროს არტერიული წნევის დაცემა (ორთოსტატიკური ჰიპოტენზია)

პერიტონიტი (პერიტონეუმის ანთება), მათ შორის სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული პერიტონიტი

ინფექციები, მათ შორის გრიპის სინდრომი, ფოლიკულიტი

უცნაური ფიქრები, შფოთვა, ნერვიულობა

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმათეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული ფურცელ-ჩანართში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია პირდაპირ დააფიქსიროთ შემდეგი გზით

მალტა

პრეპარატის გვერდითი რეაქციების დაფიქსირება (ADR Reporting)

ვებგვერდი: www.medicinesauthority.gov.mt/adrportal

ირლანდიის რესპუბლიკა

ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელი ორგანო (HPRA), ფარმაკოზედამხედველობა

ვებგვერდი: www.hpra.ie

გაერთიანებული სამეფო (ჩრდილოეთ ირლანდია)

„ყვითელი ბარათის სქემა“ ვებგვერდზე: www.mhra.gov.uk/yellowcard ან Google Play ან Apple App Store საშუალებით მოიძიეთ „MHRA Yellow Card“.

გვერდით ეფექტებზე ინფორმაციის მოწოდებით ხელს უწყობთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

  • ექსტრანილის შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ თავისივე შეფუთვაში.

არ შეინახოთ 40C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ექსტრანილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. თარიღი მითითებულია მუყაოს ეტიკეტზე და კონტეინერზე აბრევიატურის „Exp.” და სიმბოლოს შემდეგ. ვარგისიანობის თარიღი გულისხმობს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

ექსტრანილის უტილიზაცია უნდა მოხდეს მიღებული მითითებების შესაბამისად.

  • რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია

აღნიშნული ფურცელი-ჩანართი არ მოიცავს სრულ ინფორმაციას პრეპარატის შესახებ. თუ გაქვთ შეკითხვები ან არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.

რას შეიცავს ექსტრანილი:

აქტიური ნივთიერებები:

იკოდექსტრინი

75 გ/ლ

ნატრიუმის ქლორიდი

  • 4 გ/ლ

ნატრიუმის S-ლაქტატი

  • 5 გ/ლ

კალციუმის ქლორიდი

  • 257 გ/ლ

მაგნიუმის ქლორიდი

  • 051 გ/ლ

ნატრიუმი

133 მმოლი/ლ

კალციუმი

  • 75 მმოლი/ლ

მაგნიუმი

  • 25 მმოლი/ლ

ქლორიდი

96 მმოლი/ლ

ლაქტატი

40 მმოლი/ლ

სხვა ინგრედიენტები:

საინექციო წყალი

ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან მარილმჟავა

როგორია ექსტრანილი ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში

ექსტრანილი მოთავსებულია 1.5 ლიტრის, 2.0 ლიტრის ან 2.5 ლიტრის ტევადობის დრეკად პლასტიკურ კონტეინერებში.

კონტეინერში არსებული ხსნარი გამჭვირვალე და უფერულია.

თითოეული კონტეინერი დამატებით შეფუთულია და მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

მოცულობა

რაოდენობა კოლოფში

პროდუქტის კონფიგურაცია

კონექტორი(-ები)ს ტიპი

  • 5 ლ

8

ერთმაგი კონტეინერი (APD)

ლუერი / სპაიკი

  • 5 ლ

8

ორმაგი კონტეინერი (CAPD)

ლუერი / სპაიკი

  • 5 ლ

6

ერთმაგი კონტეინერი (APD)

ლუერი / სპაიკი

  • 5 ლ

6

ორმაგი კონტეინერი (CAPD)

ლუერი / სპაიკი

  • 0 ლ

8

ერთმაგი კონტეინერი (APD)

ლუერი / სპაიკი

  • 0 ლ

8

ორმაგი კონტეინერი (CAPD)

ლუერი / სპაიკი

  • 0 ლ

6

ერთმაგი კონტეინერი (APD)

ლუერი / სპაიკი

  • 0 ლ

6

ორმაგი კონტეინერი (CAPD)

ლუერი / სპაიკი

  • 0 ლ

5

ერთმაგი კონტეინერი (APD)

ლუერი / სპაიკი

  • 0 ლ

5

ორმაგი კონტეინერი (CAPD)

ლუერი / სპაიკი

  • 5 ლ

5

ერთმაგი კონტეინერი (APD)

ლუერი / სპაიკი

  • 5 ლ

5

ორმაგი კონტეინერი (CAPD)

ლუერი / სპაიკი

  • 5 ლ

4

ერთმაგი კონტეინერი (APD)

ლუერი / სპაიკი

  • 5 ლ

4

ორმაგი კონტეინერი (CAPD)

ლუერი / სპაიკი

ყველა კონფიგურაცია შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.

აღნიშნულ პრეპარატთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისთვის მიმართეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით , გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

გაერთიანებული სამეფო (ჩრდილოეთ ირლანდია):

ვანტივ ლიმიტიდ (Vantive Limited)

ვეივერთრი ტექნოლოჯი პარკ 2 ვეივერთრი ბულვარ ლივერპულ, L7 9PE გაერთიანებული სამეფო

ირლანდიის რესპუბლიკა და მალტა:

ვანტივ ბელგია სრლ (Vantive Belgium SRL)

ბულვარ დ’ანგლეტერ, 2 1420 ბრენ-ლ’ალე, ბელგია

მწარმოებელი

ვანტივ მანუფაქტურინგ ლიმიტიდ (Vantive Manufacturing Limited)

მონინ როუდი, კასლბარი, მაიოს საგრაფო, ირლანდიის რესპუბლიკა

აღნიშნული ფურცელი-ჩანართი ბოლოს შესწორდა 11/2024

ექსტრანილის შესახებ ინფორმაციისთვის ან აღნიშნული ფურცელი-ჩანართის აუდიო ან მსხვილი შრიფტის ფორმატის მოთხოვნისას მიმართეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელს: [email protected]

ვანტივი და ექსტრანილი Vantive Health Inc-ის ან მისი შვილობილი კომპანიების სავაჭრო ნიშნებია.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა